როგორი კონსტიტუცია სჭირდება...

49
როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს ხელისუფლებათა გამიჯვნის, შეკავებისა და გაწონასწორების (ამერიკული) მოდელი

Upload: levan-ramishvili

Post on 27-Jul-2015

622 views

Category:

Documents


8 download

DESCRIPTION

ხელისუფლებათა გამიჯვნის, შეკავებისა და გაწონასწორების (ამერიკული) მოდელი

TRANSCRIPT

Page 1: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ხელისუფლებათა გამიჯვნის, შეკავებისა და გაწონასწორების (ამერიკული) მოდელი

Page 2: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

V რესპუბლიკა ?

I რესპუბლიკა 1918 – 21 წწ

II რესპუბლიკა 1992 – 95 წწ

III რესპუბლიკა 1995 – 2003 წწ

IV რესპუბლიკა 2004 წ – დღემდე

Page 3: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

სახელმწიფო - პასუხი ბაზრის ჩავარდნაზეკონსტიტუცია - პასუხი დემოკრატიის ჩავარდნაზე

გადაწყვეტილების მიღებისას რამდენად არის გათვალისწინებული დაინტერესებულ პირთა ინტერესები და პრეფერენციები

ტრანზაქციული ხარჯები◦ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება◦ მოლაპარაკება, შეთანხმება◦ აღსრულება, ზედამხედველობა

ბაზარი vs სათნო დესპოტი კონსენსუსი vs დიქტატი ინკლუზია vs სისწრაფე

ჰორიზონტალური გარიგება vs ვერტიკალური დირექტივა

Page 4: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

გვინდა თუ არა კონსტიტუცია?

ბრიტანეთი - საპარლამენტო სუვერენიტეტი წერილობითი კონსტიტუციის გარეშერითი აღემატება წინა თაობა მომდევნოს? კონსტიტუციამ მომავალ თაობას ხელ-ფეხი არ უნდა შეუკრას და შესაძლებლობა უნდა დაუტოვოს შეცვალოს ან გააუქმოს წინა თაობის მიერ მოწონებული კანონი ან პოლიტიკა კონსტიტუციის გადასინჯვის ხისტი პროცედურის გარეშესაჯარო პოლიტიკის ორდინარული საკითხების ჩვეულებრივი კანონმდებლობის ნაცვლად ძირითადი კანონით დარეგულირება მათ ასეთ შესაძლეობლობას ართმევს და ძირითადი კანონის ხშირი შეცვლისაკენ უბიძგებს.ძირითადი კანონი შესაძლებლობას უნდა უტოვებდეს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებს, რათა დებატების შედეგად შეაფასონ საპირისპირო იდეები, ყოველ საზოგადოებრივ გამოწვევაზე თითოეულ ეპოქაში მოძებნონ სწორედ იმ დროისთვის შესაფერისი პასუხი ისე, რომ არ წაართვან საკუთარ თავს ან მომავალ თაობას სხვა ვითარებაში იმავე საკითხის განსხვავებულად გადაწყვეტის შანსი.

Page 5: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

შარიათი კონსტიტუცის ნაცვლად

ახალ დემოკრატიებში ხშირად გვხვდება ნეოფიტური რწმენა კონსტიტუციის ჯადოსნური უნარის, კი არ მოაწესრიგოს, არამედ გარდაქმნას საზოგადოება და გააპატიოსნოს დემოკრატიული პროცესი. იქ, სადაც უხსოვარი დროიდან ძირითადი კანონი ლიბერალური კონსტიტუცია კი არა, ბიბლია, ყურანი, ან სულაც, მარქსის კაპიტალი იყო, დიდია ცდუნება კონსტიტუციის საკრალიზაცია მოხდესპოსტ-ტოტალიტარული საზოგადოება მიჩვეულია ყველა კითხვაზე პასუხი წმინდა წერილიდან მიიღოს. თუ რამე ძირითად კანონში არ წერია, მაშინ ასეთ საზოგადოებაში მისი ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დგებადემოკრატიის ლაბირინთებში კონსტიტუციური გზამკვლევის აუცილებლობა სრულებითაც არ მოითხოვს, რომ ეს დოკუმენტი საუკეთესო პოლიტიკური პრაქტიკის ქრესტომათიად იქცეს და ყველა აქტუალურ საზოგადოებრივ პრობლემაზე ზუსტ და ამომწურავ პასუხს შეიცავდეს.კონსტიტუციამ სამოთხე კი არ უნდა მოგვიტანოს, არამედ თავიდან აგვაცილოს ჯოჯოხეთიროცა კონსტიტუციას სიკეთის კულტივირება ევალება და არა ბოროტების თავიდან აცილება, ბუნებრივია, რომ მასში ყველაფერი კარგი წვრილად უნდა იყოს ჩამოთვლილი

Page 6: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

კონსტიტუციური ფეტიშიზმიკონსტიტუციური ფეტიშიზმი, როგორც წესი, სწრაფი ფრუსტრაციითა და სრული ნიჰილიზმით მთავრდება ხოლმე, როცა ირკვევა, რომ კონსტიტუცია ფილოსოფიური ქვა არ არის, სასწაულმოქმედი ძალა რომ ჰქონდეს და რკინის ოქროდ ტრანსმუტაციის უნარი შესწევდესკონსტიტუცია პოლიტიკურ თემს ეხმარება მასშივე არსებული პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზაციასა და ზიანის მინიმიზაიციაში, მაგრამ, ანტიკური თეატრისგან განსხვავებით, კონსტიტუციური ალქიმია Deus Ex Machina არაფრისგან ვერ გააჩენს იმას, რაც იმთავითვე იქ არააძირითადი კანონი, რაც არ უნდა სრულყოფილად გამოიყურებოდეს იგი ქაღალდზე, ვერ დაარეგულირებს პოლიტიკურ სისტემას, თუ კი იგი რეალობას იქნება აცდენილი და მასში, არსებული ვითარების ასახვის ნაცვლად, პოლიტიკური ცხოვრების წარმართვის თვითიმედოვანი პრეტენზია იქნება გაცხადებული.ალექსის დე ტოკვილი კონსტიტუციას იმ ნავიგატორს ადარებდა, რომელსაც ოსტატურად შეუძლია თავისი ხომალდის მართვა, მაგრამ არც მისი აღნაგობის შეცვლა ძალუძს, და არც ქარის აღძვრა, ან არც წყლების ჩაცხრობა ხელეწიფება.

Page 7: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ძირითადი კანონის სიხისტე, განსაკუთრებით ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ პოლიტიკურ სისტემაში, მისივე არასტაბილურობის მიზეზი ხდებახშირი ცვლილებები, საბოლოო ჯამში, კონსტიტუციის ტრივიალიზებას იწვევს და მისდამი ნდობას და პატივისცემას არყევსრაც უფრო ხშირად შედის ძირითად კანონში ცვლილებები, მით უფრო მაღალია ალბათობა მისი ჩვეულებრივი კანონმდებლობის სუროგატად ქცევის, რაც საბოლოო ჯამში კონსტიტუციის სიმბოლური მნიშვნელობის დაკნინებით მთავრდება და საზოგადოებაში მისდამი პატივისცემას ამცირებსრაც უფრო დეტალიზებულია კონსტიტუცია, მით უფრო მეტია რისკი მისი პოლიტიზების, ხოლო შედეგად – ხშირი გადასინჯვის

Page 8: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

პლურალისტურ დემოკრატიაში, სადაც ადამიანებს განსხვავებული იდეოლოგია და ინტერესი აქვთ, კონსტიტუციის, როგორც გამაერთიანებელი სიმბოლოს, უცვლელობა და მდგრადობა განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს ყველაზე სტაბილური დემოკრატია იმ ქვეყნებშია, რომლებსაც ან საერთოდ არ აქვთ წერილობითი კონსტიტუცია, ან პოლიტიკური სისტემის შეზღუდვისას ძალიან ლაკონური დოკუმენტით იფარგლებიან. ძირითადი კანონის ლაკონურობა და ზოგადობა შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, რომლებსაც დიამეტრულად განსხვავებული აზრები აქვთ ჩვეულებრივი კანონების ირგვლივ, შეთანხმდნენ იმ ფართო პრინციპებზე, რომლებიც საფუძველში უდევს პოლიტიკურ პროცესს დემოკრატიულ საზოგადოებაშიკონსტიტუცია კარგავს გამაერთიანებელ ძალას, თუკი მისი დებულებები ცალკეული პოლიტიკური, ეკონომიკური ან სოციალური თეორიით ან იდეოლოგიითაა ნაკარნახევისიმბოლური ეფექტისთვის გათვლილი ერთი შეხედვით უწყინარი დებულებები სხვა და სხვა ინტერესთა ჯგუფებს ახალ-ახალი ჯვაროსნული ლაშქრობებისა და იდეოლოგიური ომებისაკენ უბიძგებს კონსტიტუციაში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად.

Page 9: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

მართალია, კონსტიტუცია იდეოლოგიისგან თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ იგი ვერც ბოლომდე ფასეულობრივად ნეიტრალური იქნება. ქართული პოლიტიკური კულტურისათვის ქრონიკულად თანმდევი პოლარიზაციის მიუხედავად, არსებობს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი ძირითად ფასეულობებთან დაკავშირებით ეროვნული, სამოქალაქო და ეკონომიკური თავისუფლება არის ის ქვაკუთხედი, რომელზედაც უნდა აშენდეს ახალი საქართველო –დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა, ლიბერალური დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი

Page 10: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ძირითადი კანონი განმსჭვალულია იმ საერთო ფასეულობებით, რომელსაც პოლიტიკური თემი ეფუძნება და რომელიც აწესებს ჩარჩოს უმრავლესობის მოქმედების თავისუფლებისათვისკონსტიტუცია განსაზღვრავს თემში წევრობის პირობებს, იმას,◦ თუ რა უფლებებს იტოვებენ მოქალაქეები თავისთვის და რა

უფლებამოსილებების დელეგირებას ახდენენ ისინი სახელმწიფოზე,

◦ როგორ ახორციელებს სახელმწიფო თავის ხელისუფლებას და რა არის მისი ძალაუფლების ფარგლები,

◦ როგორ ხდება ხელისუფლების შეცვლა, დავების გადაწყვეტა ◦ და ბოლოს, თავად ამ ფუნდამენტური წესების გადახედვა.

Page 11: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

კონსტიტუცია მხატვრული ნაწარმოები ან თეორიული თხზულება არ არის. იგი ტროპული მეტყველებისგან თავისუფალ ნორმატიულ ენაზე უნდა იყოს დაწერილი, აღსრულებად წესებს უნდა შეიცავდეს და არა კეთილი სურვილების კრებულს. ძირითად კანონში ხშირად ვხვდებით ისეთ სიტყვათშეთანხმებებს, რომელთა ადგილი არათუ უბრალო კანონებში, არამედ უფრო ფილოსოფიურ ტრაქტატებში, პოლიტიკურ მანიფესტებში ან უბრალოდ – კარგი ქცევის სახელმძღვანელოებშია. ჩვენს კონსტიტუციაში ყველაფერი პირიქითაა: ◦ ის რაც კანონმდებლის გონიერებაზე ან უმრავლესობის კეთილ ნებაზე

არ უნდა იყოს დამოკიდებული – ადამიანის უფლებათა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები, ძალიან სიტყვაძუნწად არის მოცემული

◦ სამაგიეროდ უქმი კონსტიტუციური ბრძნადმეტყველება თამამად მიმოიხილავს ოკეანესა და ღია ზღვაში თევზჭერის საკითხებს.

Page 12: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

კონსტიტუციური რომანტზმიარსებული კონსტიტუციის, ისევე როგორც შემოთავაზებული ალტერნატივების მთავარი ხარვეზი ისაა, რომ იგი ინტელექტუალური და მორალური სრულყოფილების დაშვებას ეფუძნება. ეს მოდელები შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც კოლექტიური უსაფრთხოების არქიტექტურა და საერთაშორისო სამართალი იცავს ერებს აგრესიისაგან და უზრუნველყოფს მშვიდობას, ხოლო ზნეკეთილი და ყოვლისმცოდნე მოხელეები აკორექტირებენ ბაზრის ჩავარდნებს და რაციონალური გეგმის შესაბამისად მართავენ ეკონომიკას საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფადჯეიმს მედისონი, ფედერალისტი # 51◦ ადამიანები რომ ანგელოზები ყოფილიყვნენ, ხელისუფლება საჭირო არ

იქნებოდა. ხელისუფლებაში რომ ანგელოზები ყოფილიყვნენ, არც მისი შინაგანი კონტროლი იქნებოდა აუცილებელი და არც გარეგანი. როცა ისეთ სახელისუფლებო სისტემას ვაყალიბებთ, რომელიც ადამიანის მიერ ადამიანის მართვაზეა გამიზნული, მთავარი სიძნელე შემდეგი რამაა: ჯერ ერთი, მმართველს უნდა შეუქმნა საიმისო პირობები, რომ აკონტროლოს ის, ვისი მართვაც ევალება და მეორეც, იგი უნდა აიძულო, რათა საკუთარი თავი გააკონტროლოს.

თომას ჯეფერსონი, კენტუკის რეზოლუცია, 1798◦ თავისუფალი სახელმწიფო ეფუძნება ეჭვიანობას და არა ნდობას.

Page 13: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ოქროს შუალედიკონსტიტუციის ძირითად ფუნქციას პოლიტიკური თამაშის წესების ჩამოყალიბება წარმოადგენს, ხოლო თავად პოლიტიკის მიზნების განსაზღვრა და სხვადასხვა ამოცანათა შორის წინააღმდეგობათა მოგვარება უკვე კანონმდებლობისა და დემოკრატიული პროცესის პრეროგატივაა.

ძირითადი კანონი უნდა აწესებდეს ხელისუფლების განხორციელებაზე ისეთ ეფექტურ შეზღუდვებს, ◦ რომლებიც გონიერ პოლიტიკურ ლიდერებს ხელს არ შეუშლის, ემსახურონ

საზოგადოებრივ ინტერესებს და განახორციელონ უმრავლესობის პოლიტიკური დაკვეთა,

◦ მაგრამ ხელშეუხებლად დაიცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლიან არჩევნებს, ინდივიდუალურ თავისუფლებებსა და უმცირესობათა უფლებებს.

კონსტიტუცია არ უნდა იყოს, ◦ ერთი მხრივ, იმდენად მოქნილი, რომ დაუცველად დატოვოს უმცირესობა

უმრავლესობის ტირანიის ან - რიგითი მოქალაქე ყოველდღიური პოლიტიკის მანკიერებისაგან,

◦ მეორე მხრივ – არც ისე ხისტი იყოს, რომ გაუმართლებლად დააბრკოლოს საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის აუცილებელი გარდაქმნები

Page 14: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

უფლებათა ბილი 5 მგლისა და 1 ცხვრისათვის

ლარი ფლინტი - უმრავლესობის მმართველობა ინდივიდუალური უფლებების გარეშე იგივეა, რომ ხუთმა მგელმა და ერთმა ცხვარმა უმრავლესობით გადაწყვიტონ, რითი ისადილონ.ყველაზე ძველი, სტაბილური და ლაკონური კონსტიტუცია, მისმა ავტორებმა, იმ აღვირს შეადარეს, მხედარ–ხალხს ცხენი–სახელმწიფოს მართვისათვის რომ სჭირდება.დემოკრატია უმრავლესობის ტირანიაში რომ არ გადაიზარდოს, აუცილებელია არსებობდეს კონსტიტუციით დაცული ავტონომიური ზონა ადამიანის უფლებებისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის, სადაც ყოველდღიური პოლიტიკა ადვილად ვერ შეაღწევსდემოკრატიის კონსოლიდაციისათვის აუცილებელია რომ კონსტიტუციურმა ნორმებმა, სტანდარტებმა, ინსტიტუტებმა და პროცედურებმა შექმნას დავების მოგვარების ჩარჩო და განსაზღვროს საჯარო თუ კერძო მოთამაშეების ქმედებათა ლეგიტიმურობის კრიტერიუმები

Page 15: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ადამიანის უფლებათა რეფორმასამოქალაქო თავისუფლებების, როგორც ნეგატიური უფლებების გაძლიერებასახელმწიფოსა და კერძო პირს შორის ძალაუფლების რებალანსირებაპროგნოზირებადი სამართლებრივი გარემონაკლები რედისტრიბუცია და საკუთრების უფლებათა სტაბილობა

სოციალური უფლებების გაუქმებაგანუსჯადიაუარყოფს ხელისუფლებათა დანაწილებასანტიდემოკრატიულია

Page 16: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

მოსამართლე vs აიათოლარამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, საქართველოში, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა დღემდე ბოლომდე მოგვარებული არაა, სასამართლოს არაერთხელ მოუხდენია ხელისუფლების სხვა შტოების უფლებამოსილებათა უზურპაცია და წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიუღია. საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც უარი უთქვამს ემსჯელა სიკვდილით დასჯის ან რელიგიური უმცირესობების უფლებების შეზღუდვაზე, აღუდგენია საბჭოთა კონსტიტუციის მოქმედება ან, უფრო პროზაული მაგალითი –ანტიკონსტიტუციურად გამოუცხადებია დენის ტარიფი.სასამართლოს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს ყველა სამართლებრივი დავის გადაწყვეტა, მაგრამ პოლიტიკური დავები არჩეულმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან იმ ხალხის წინაშე, რომელსაც ეს პოლიტიკა უშუალოდ ეხება. თუ არ გვინდა, რომ სასამართლოსაგან გუშაგთა საბჭო მივიღოთ, პოლიტიკური დავები არ და ვერ უნდა გადაწყვიტოს იმ ორგანომ, რომელსაც არც დემოკრატიული მანდატი გააჩნია და არც პოლიტიკური ანგარიშვალდებულება უმრავლესობის წინაშე. რამდენადაც აქტიური უნდა იყოს სასამართლო ადამიანის უფლებათა დაცვაში, იმდენად სიფრთხილეს უნდა იჩენდეს იგი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ან კულტურულ საკითხებზე მსჯელობისას.სხვა შემთხვევაში სასამართლო პოლიტიზირების საფრთხეს თავიდან ვერ აიცილებს.

Page 17: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

კონსტიტუციური სცილა და ქარიბდე

ძლიერი სახელმწიფო ორლესული მახვილიაერთის მხრივ სახელმწიფოს უნდა შესწევდეს საკმარისი ძალა, რათა დაიცვას მოქალაქეთა სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრების ხელშეუხებლობა გარე თუ შიდა წყაროებისაგან მომდინარე აგრესიისაგანმეორეს მხრივ, სახელმწიფომ თავისი ძალა არა მხოლოდ საგარეო მტრების, არამედ შინაური ოპონენტების წინააღმდეგაც შეიძლება მიიმართოსერთის მხრივ, მართვა მხოლოდ მართულთა თანხმობით უნდა ხორციელდებოდესმეორეს მხრივ, უმრავლესობის მმართველობა არა თუ არ გამორიცხავს, არამედ პირიქით, ხშირად განაპირობებს სიმდიდრის რედისტრიბუციას და ზღუდავს კერძო საკუთრებასა და მეწარმეობის თავისუფლებას, რის შედეგადაც დემოკრატია მძიმე ტვირთად შეიძლება დააწვეს ბაზარს

Page 18: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

მყარი თამაშის წესებირაც მეტია ◦ ინსტიტუციური და პარტიული ვეტო მოთამაშეთა რაოდენობა,

რაც უფრო მაღალია ◦ თავად ვეტო მოთამაშეთა, აგრეთვე კოლექტიურ ვეტო მოთამაშეთა შემადგენელ ერთეულთა შორის პოზიციათა პოლარიზაცია,

მით უფრო სტაბილურია პოლიტიკა მით უფრო რთულია მთავრობისათვის პირის გატეხვა და ცალმხრივად თამაშის წესების სწრაფი და იოლი შეცვლა.

Page 19: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ვეტო მოთამაშეები

ვეტო მოთამაშე – ინდივიდუალური და კოლექტიური აქტორი, რომლის გარეშეც სტატუს ქვოს შეცვლა შეუძლებელია

პრეზიდენტიალიზმი პარლამენტარიზმი

ინსტიტუციური ვეტომოთამაშეები

პარტიული ვეტო მოთამაშეები

Page 20: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ვეტო მოთამაშეები საპრეზიდენტო სისტემაში

ინსტიტუციური ვეტო მოთამაშეები◦ პალატები◦ შტატები◦ სასამართლოპარტიული ვეტო მოთამაშე◦ ოპოზიცია

Page 21: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ვეტო მოთამაშეები საპარლამენტო სისტემაში

ვესტმინსტერული (მაჟორიტული) მოდელი ◦ მხოლოდ 1 პარტიული ვეტო მოთამაშე

ოპოზიცია

კოალიციური (პროპორციული)მოდელი◦ რამდენიმე პარტიული ვეტო მოთამაშე

კოალიციური პარტნიორებიოპოზიცია

Page 22: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

კლასიკური მოდელები

პარლამენტარიზმი პრეზიდენტიალიზმიუნიკამერალიზმი ბიკამერალიზმი

უნიტარიზმი ფედერალიზმიდისციპლინური პარტიები დეცენტრალიზებული პარტიები

საპარლამენტო სუვერენიტეტი სასამართლო ზედამხედველობა

Page 23: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

საბიუჯეტო ხარჯები როგორც მშპ-ს %

პარლამენტარიზმი პრეზიდენტიალიზმი37.29 % 19.86 %

საპარლამენტო სისტემაში მთავრობა საშუალოდ მშპ-ს 17–18 %-ით მეტს ხარჯავს, ვიდრე საპრეზიდენტო სისტემაში

Torsten Persson, Gerard Roland, Guido Tabellini, Comparative Politics and Public Finance, Journal of Political Economy, 2000, vol. 108, no. 6, University of Chicago

Page 24: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

სტერეოტიპი: საპარლამენტო სისტემა უფრო დემოკრატიულიასლოვაკეთი 90-იან წლებში -ავტორიტარული პარლამენტარიზმის მაგალითიპარლამენტარიზმის პირობებში ნაკლები ინსტიტუციონალური ვეტო მოთამაშეაუზურპატორს ნაკლები ბარიერი ხვდება

Page 25: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს
Page 26: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

თავისუფალი, % ნახევრად თავისუფალი, % არა თავისუფალი, %

საპრეზიდენტო რესპუბლიკა 43 46 11

შერეული რესპუბლიკა 22 34 44

საპარლამენტო რესპუბლიკა 73 22 5

საკონსტიტუციო მონარქია 59 26 15

შერწყმულირესპუბლიკა 100 0 0

საპრეზიდენტო რესპუბლიკა - პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია, მისი არჩევა და გადაყენება პარლამენტზე არაა დამოკიდებულიშერეული რესპუბლიკა - აღმასრულებელი ხელისუფლება განაწილებულია პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შორის. საპარლამენტო რესპუბლიკა - აღმასრულებელი ხელისუფლება ხორციელდება პრემიერ მინისტრის მიერ, რომელიც იმავდროულად პარლამენტის ლიდერია. საკონსტიტუციო მონარქია - ცერემონიული მონარქის პირობებში აღმასრულებელი ხელისუფლება ხორციელდება პრემიერ მინისტრის მიერ, ან აღმასრულებელი ხელისუფლება განაწილებულია აქტიურ მონარქსა და შორისშერწყმული რესპუბლიკა - ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო სისტემა, სადაც დე ფაქტო პრემიერ მინისტრი პრეზიდენტის ტიტულს ატარებს

Page 27: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

მშპ პერ კაპიტა, აშშ დოლარი, მსყიდველუნარიანობის პარიტეტი

2008 წელიევროპის სავალუტო კავშირი 34,098.00

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა 14,637.77ლათინური ამერიკა და კარიბები 10,709.1

საქართველო 4,862.92

1989 წელიცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა 6,074.97

http://siteresources.worldbank.org/DATASTATISTICS/Resources/GDP_PPP.pdfhttp://www.economywatch.com/economic-statistics/economic-indicators/GDP_Per_Capita_PPP_US_Dollars/http://www.economywatch.com/economic-statistics/Central-and-Eastern-Europe/GDP_Per_Capita_PPP_US_Dollars/http://www.economywatch.com/economic-statistics/Georgia/GDP_Per_Capita_PPP_US_Dollars/

Page 28: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

1950-დან1999 წლამდე დემოკრატიის დამხობის ალბათობა თითოეული წლის განმავლობაში

მშპ პერ კაპიტა, გაზომილი 1985 წლის

PPP აშშ დოლარში დემოკრატიის

დამხობის ალბათობა

$1,000 მდე 1/12

$1,001 და $3,000 შორის 1/28

$3,001 და $6,055 შორის 1/61

$6,055 ზევით 0

Adam Przeworski, 2004, Economic Development and Transitions to Democracyhttp://as.nyu.edu/docs/IO/2800/transwp.pdf

Page 29: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

უწყვეტი დემოკრატიის ხანგრძლივობა

მშპ პერ კაპიტა, გაზომილი 1985 წლის

PPP აშშ დოლარში

უწყვეტი დემოკრატიის ხანგრძლივობა

$1,000 მდე 8.5 წელი$1,000 და $2,000 შორის 16 წელი$2,000 და $4,000 შორის 33 წელი$4,000 და $6,000 შორის 100 წელი

$6,000 ზევით მარადიულად

Adam Przeworski, 2004, Economic Development and Transitions to Democracyhttp://as.nyu.edu/docs/IO/2800/transwp.pdf

Page 30: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

სიმდიდრესა და დემოკრატიას შორის მყარი კორელაციაამმართველობის ფორმასა და დემოკრატიას შორის კორელაცია არააისტორიულად ევროპა უფრო მდიდარი იყო ვიდრე ამერიკაევროპაში ძირითადად პარლამეტარიზმი დამკვიდრდა, ამერიკაში ძირითადად პრეზიდენტიალიზმიმდიდარმა ქვეყნებმა უფრო ადრე დაასრულეს დემოკრატიის კონსოლიდაცია, მიუხედავად იმისა, საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო სისტემას განეკუთვნებოდნენლათინურ ამერიკაში დემოკრატიის კონსოლიდაცია დაგვიანდა არა იმიტომ, რომ აქ პრეზიდენტიალიზმი იყო გავრცელებული, არამედ სიღარიბის გამობრიტანული კოლონიური გამოცდილების ქვეყნებს თუ გამოვრიცხავთ, მესამე სამყაროს ქვეყნებში პარლამენტარიზმის გამოცდილება წარმატებული არ ყოფილა

Page 31: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

შერეული საპრეზიდენტო სისტემა

დიდია დემოკრატიის კოლაფსის რისკი◦ ვაიმერის რესპუბლიკახელს უწყობს ექსტრემისტული ძალების აღზევებას◦ საფრანგეთის 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოფაშისტო ლე პენის წარმატება

ბიცეფალური აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უწყვეტი ცივი ომი◦ ნარინჯისფერი რევოლუციის შემდგომი უკრაინა

Page 32: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

პარლამეტარიზმი პოლიტიკურად უფრო არამდგრადია - მთავრობათა ხშირი ცვლაპარლამენტარიზმში მთელი ძალაუფლება ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია თავმოყრილი, ვინაიდან აღმასრულებელი ხელისუფლება კანონმდებელთა მხარდაჭერის პირობებში ხორციელდებაუკანასკამოსანი დეპუტატები საკუთარ აღმასრულებელ თანაგუნდელების მიმართ მიმტევებელნი და დამდობნი არიან

Page 33: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ვეტო მოთამაშეთა ანსამბლი

მცირე სახელმწიფოს კონსტიტუციური გარანტიებინეგატიური უფლებებისასამართლო ზედამხედველობაფედერალიზმიბიკამერალიზმიპრეზიდენტიალიზმი

Page 34: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ლიბერტარიანული ბიძგის-შემცველი არჩევანის არქიტექტურა

პირის თავისუფლების შესაზღუდად და სახელმწიფოს გასაზრდელად ბევრი ვეტო მოთამაშის თანხმობა უნდა იყოს აუცილებელიპირის თავისუფლების გაზრდა და სახელმწიფოს შემცირება ვეტო მოთამაშეთა მინიმალურ ოდენობას უნდა შეეძლოს

Page 35: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ალქსანდერ ჰამილტონი, ფედერალისტი # 70

ენერგია აღმასრულებელში კარგი მმართველობის მთავარი მახასიათებელია. იგი აუცილებელია გარე თავდასხმათაგან ქვეყნის დასაცავად; იგი არანაკლებ საშურია, რათა კანონმა იკანონოს და საკუთრება დაცული იქნეს უსამართლო და თვითნებური კომბინაციებისგან, რანიც ჟამიდან ჟამს სამართლის აღსრულებას აბრკოლებენ ხოლმე; რათა თავისუფლება დაცული იყოს ავანტიურის, ამბიციის, ვიწრო-პარტიულობის, ანარქიის საფრთხისაგან.

Page 36: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

გლობალიზაციასაქართველოს დღეს არა აქვს ისეთი ფუფუნების უფლება, რომ შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებები საგარეო გამოწვევებისაგან იზოლირებულად მიიღოსუფრო მეტიც, ახლა საშინაო პოლიტიკა საგარეოს გაგრძელებაა სხვა საშუალებებით და არა პირიქით, როგორც ეს ნორმალურ ვითარებაში ხდება.ჩვენი ქვეყანა განიცდის მოდერნიზაციას და ეს პროცესი გლობალიზაციის პირობებში მიმდინარეობსგლობალიზაციის ერის დაწყებამდე ბევრი სახელმწიფო უპრობლემოდ აძლევდა საკუთარ თავს იმ ფუფუნების უფლებას, რასაც საბიუჯეტო დეფიციტი, პროტექციონიზმი ან სამთავრობო ინტერვენციონიზმი ქვია. თანამედროვე გლობალიზებული ეკონომიკის პირობებში დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციები ამა თუ იმ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს.ახალი კონსტიტუციის მთავარი გამოწვევა - არ დაუშვას სახელმწიფოს წრეგადასული ზრდა

Page 37: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ბულგარეთი საქართველონატოს და

ევროკავშირის წევრი58-ე ან რომელიმე სხვა რუსული არმიისაგან დაზღვეული საინვესტიციო

გარემო

, დედაქალაქიდან 40, მთავარი

მაგისტრალიდან 6 და მთავარი პორტიდან 20 კმ-ში საოკუპაციო

ჯარი

საშემოსავლო და მოგების

გადასახადები - 10 %

საშემოსავლო გადასახადი - 20 %, მოგების გადასახადი

- 15 %

Page 38: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

როგორ დავეწიოთ ესპანეთს 30 წელში

1989 წლის მშპ-ს 77% 1994 წელს აღარ არსებობდა1950 წელს არსებულ ეკონომუკური განვითარების დონეს საქართველომ მიაღწია მხოლოდ 2006 წელსსაშუალო ქართველის ცხოვრების დონე განვითარებული სამყაროს ანალოგიურ მაჩვენებელს გაუტოლდეს, საქართველოს დაახლეობით დასჭირდება 30 წელი, რევოლუციიდან ომამდე არსებული ზრდის ტემპის პირობებშიგვჭირდება კონსტიტუციური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობ თუ არა, მინიმალურად ხელშემშლელ პოლიტიკურ გარემოს

Page 39: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

მოდერნიზაცია: მონაწილეობა და ინსტიტუციონალიზაცია

რამდენადაც მოდერნულ ქვეყნებს სტაბილობა ახასიათებთ, იმდენადვე ტურბულენტურია თავად მოდერნიზაციის პროცესიამჟამად საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, მოდერნიზაციის თანმდევი ურბანიზაციის შედეგად მიგრაცია ახალ პოლიტიკურ სინამდვილეს შექმნის მოდერნიზაციის პროცესში მოლოდინების ინფლაცია უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მათი დაკმაყოფილებაა შესაძლებელი, შედეგად -ფრუსტრაცია, რომელიც პოლიტიკური გააქტიურების მიზეზი ხდება.სტაბილობის შენარჩუნება დამოკიდებულია პოლიტიკური ინსტიტუტების უნარზე, მოახდინონ ახალი სოციალური ძალების აბსორბირებატრადიციული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი დაბალი მონაწილეობა და დაბალ ინსტიტუციონალიზაცია მოდერნიზაციის დაწყებასთან ერთად მაღალი მონაწილეობითა და დაბალი ინსტიტუციონალიზაციით შეცვლება მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ გვექნება მაღალი მონაწილეობა და მაღალი ინსტიტუციონალიზაციაინსტიტუციურმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ახალი სოციალური ძალების პოლიტიკურ სისტემაში შესვლის პროცესის მოდერირება და ამ ძალების სოციალიზაცია, რათა მათმა მოზღვავებამ პოლიტიკური სისტემის რღვევა არ გამოიწვიოს.

Page 40: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

სოციალური მობილიზაცია= სოციალური ფრუსტრაციაეკონომიკური განვითარება

სოციალური ფრუსტრაცია= პოლიტიკური მონაწილეობამობილობის შესაძლებლობები

პოლიტიკური მონაწილეობა= პოლიტიკური არასტაბილურობაპოლიტიკური ინსტიტუციონალიზაცია

Page 41: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

უფასო ყველი და მონაწილეობის ხაფანგი

გლობალიზაციის ერამდე ეკონომიკური განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად საკმარისი იყო ძალაუფლების დანაწილება, რათა სახელმწიფომ ადვილად ვერ შეძლოს კერძო პირებთან დადებული სოციალური კონტრაქტის პირობების ერთპიროვნული გადახედვა◦ ინგლისის დიდებული რევოლუციაგლობალიზაციისა და აუტსორსინგის პირობებში მხოლოდ პირის გატეხვის სიძნელე საკმარისი არააგადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თუ რის სტიმულირებას ახდენს კონსტიტუციური მოდელი: ვეტო მოთამაშეთა ინტერესების შეკრებას თუ გამოკლებასინტერესთა დაკმაყოფილება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე ხდება - უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშიამონაწილეობის ხაფანგი – სპეციალურ ინტერესთა ნაკლოვანებათა ურთიერთგაქვითვის ნაცვლად მათი შეკრება ლოგროლინგის გზით

Page 42: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

კანცეროგენული სახელმწიფოსაარჩევნო კონკურენციის პირობებში ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფალამ სხვა და სხვა სპეციალური ინტერესს მეტი და მეტი უნდა გაუკეთოსსხვა თანაბარ პირობებში პოლიტიკური მონაწილეობისა და სახელმწიფო ხარჯების ზრდა პირდაპირ პროპორციულიავარდების რევოლუციამდე სახელმწიფოს გადასახადებისა და ქრთამების სახით მიქონდა პროცენტულად თითქმის იმაზე 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე რევოლუციის შემდეგპოლიტიკურ არასტაბილობას ფისკალური ფესვებიც აქვს - საგადასახადო ტვირთის ზრდა სოციალურ უკმაყოფილებას იწვევს

Page 43: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ქრთამები და ჩრდილოვანი ეკონომიკა

2000 წ - ქრთამების მოცულობა საწარმოს ბრუნვის 9 %მოქალაქეთა შემოსავლების 3 %

2003 წ - საქართველო ბოლივიის შემდეგ მეორე მსოფლიოში - მშპ-ს 68.2 %

Page 44: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

მშპ, ლარი

2003 წ – 8 564 მილიარდი2008 წ – 19 070 მილიარდიზრდა – 2.2

Page 45: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

საგადასახადო შემოსავლები, ლარი

2003 წ - მშპ-ს 13.9 %, 1 186 მილიონი2008 წ - მშპ-ს 30.4 %, 5 791 მილიონიზრდა - 4.8 ჯერ

Page 46: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

საბიუჯეტო ხარჯები, ლარი

2003 წ – 1 207 მილიონი2008 წ – 6 448 მილიონიზრდა – 5.3 ჯერ

Page 47: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ცდუნებაფუძემდებელ მამებს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების ცდუნება ექნებათ◦ რომ იცოდეს, რომ პოლიტიკოსი იქნება, დაინტრესებული იქნება

რომ მოწოდება სამსახურად იქცეს, პოლიტიკის კეთებაზე პროფესიული მონოპოლია დააწესოს, მოქალაქეთაგან მეტი ავტონომია ქონდეს

◦ რომ იცოდეს, რომ რიგითი მოქალაქე იქნება, დაინტრესებული იქნება რომ პოლიტიკოსები კასტად არ იქცნენ, მათი ანგარიშვალდებულება გაიზარდოს და იყოს მეტი კონკურენცია

◦ რომ იცოდეს, რომ ხელისუფლებაში მოუწევს ყოფნა, დაინტრესებული იქნება რომ ძალაუფლების მაქსიმუმის აკუმულირება მოახდინოს ხელისუფლების ხელში

◦ რომ იცოდეს, რომ ოპოზიციაში მოუწევს ყოფნა, დაინტრესებული იქნება, რომ ხელისუფლების გამგებლობაში მყოფი ბერკეტები შეასუსტო

◦ რომ იცოდეს, რომ ღარიბი იქნება, დაინტრესებული იქნება რომ ქონების რედისტრიბუცია ადვილი იყოს

◦ რომ იცოდეს, რომ მდიდარი იქნება, დაინტრესებული იქნება რომ მასების ჩართულობა შემცირდეს და საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიები გაიზარდოს

Page 48: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

უმეცრების რიდის ქვეშ მყოფი პატიმრის კონსტიტუციური დილემა

სამართლიანი საზოგადოებრივი ხელშეკრულების გასაფორმებლად, აზრობრივი ექსპერიმენტის ფარგლებში, არავინ არ იცოდეს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური სისტემის შიგნით თუ რა როლი, პოზიცია, სტატუსი შეხვდებასაწყის პოზიციაში მყოფ პირთა შორის კონსენსუსი კონსტიტუციის ამერიკულ მოდელზე შედგება, ვინაიდან აქ ყველას ინტერესი მაქსიმალურად არის დაკმაყოფილებული ◦ პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების◦ ხელისუფლებისა და ოპოზიციის◦ უმრავლესობის და უმცირესობის◦ მდიდრის და ღარიბის

ხელისუფლება ოპოზიციასაპარლამენტო მოდელი მცირე მოგება მცირე წაგება

შერეული მოდელი დიდი მოგება დიდი წაგებასაპრეზიდენტო მოდელი ზომიერი მოგება ზომიერი წაგება

Page 49: როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

დანართი

http://konstitucia.wordpress.com/ხელისუფლებათა გამიჯვნის, შეკავებისა და გაწონასწორების (ამერიკული) მოდელზე დაფუძნებული კონსტიტუციის პროექტი