"კაჭკაჭჯაფარა" შიმშილის თამაშები...

15
“კკკკკკკკკკკკ” კკკკკკკკ კკკკკკკ 1

Upload: nino-shekiladze

Post on 02-Jan-2016

2.675 views

Category:

Documents


4 download

DESCRIPTION

თარგმანი: ნინო შეყილაძე

TRANSCRIPT

Page 1: "კაჭკაჭჯაფარა" შიმშილის თამაშები წიგნი III

“კაჭკაჭჯაფარა” 

შიმშილის თამაშებ

ი 

III 

1

Page 2: "კაჭკაჭჯაფარა" შიმშილის თამაშები წიგნი III

სუზენ კოლინზი

 ნაწილი პირველი

“ფერფლი”

დავშტერებოდი თუ როგორ ეფინებოდა ფეხსაცმლის გაცვეთილ ტყავს ფერფლის

სქელი ფენა. ვიდექი  იქ სადაც ადრე მე და ჩემს დას, პრიმს ერთად გვეძინა. იქეთ

კი სამზარეულოს მაგიდა იდგა. საკვამურის ჩამონგრეული აგურების გროვა

ორიენტაციაში მეხმარებოდა. სხვაგვარად აბა, როგორ უნდა მეპოვნა ამ ფერფლის

ზღვაში რამე? მე-12 რაიონიდან თითქმის აღარაფერი დარჩენილიყო. ერთი თვის

წინ, კაპიტოლიუმმა საჰაერო დაბომბვების შედეგად მიწასთან გაასწორა, როგორც

ღარიბი მაღაროელების სახლები სიმში, ასევე ქალაქის ცენტრში მაღაზიები და

თვით იუსტიციის სახლიც კი. განადგურებას მხოლოდ გამარჯვებულთა სოფელი

გადაურჩა. ზუსტად ვერ გეტყვით რატომ. ალბათ,  ღამის გასათევი, რომ

ჰქონოდათ იმ შემთხვევებში  თუ კაპიტოლიუმი კონკრეტული მისიით აქ ვინმეს

იძულებით გამოიგზავნიდა. მაგალითად კორესპონდენტებს,  კომისიას, რომელსაც

ქვანახშირის მაღაროების რეალურ მდგომარეობის შეფასება დაევალებოდა ან

მშვიდობისმყოფელთა რაზმს, რომლებიც ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნებას

უზრუნველყოფდნენ, მაგრამ ჩემს გარდა ჯერ არავინ დაბრუნებულა, მეც ისიც

სანახავად. მე-13 რაიონის მმართველობა ჩემი აქ დაბრუნების წინააღმდეგი იყო.

მათ ეს ძვირადღირებულ და უაზრო ნაბიჯად მიაჩნდათ, თუ მხედველობაში

მივიღებთ, რომ ათობით უხილავი ხომალდი აფრინდა ციდან ჩემი უსაფრთხოების

დასაცავად. დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ახალს ვერაფერს გავიგებდი,

მაგრამ მე მაინც, ყველაფერი ჩემი თვალით უნდა მენახა, რაც ჩემი მათთან

თანამშრომლობის ერთ-ერთ პირობად წამოვაყენე. საბოლოოდ, პლუტარქ

ჰევენსბმა, "შიმშილის თამაშების" შემქმნელმა, რომელიც ასევე კაპიტოლიუმში

აჯანყებულებს მეთაურობდა ხელები მაღლა აწია და დამნებდა.

 “გაუშვით, ნახოს, უმჯობესია ერთი დღე დავკარგოთ ვიდრე მთელი თვე, იქნებ

პატარა ტურმა მე-12 რაიონში დაარწუმუნოს, რომ ჩვენ ერთი და იგივე მხარეს

ვდგავართ.”

ერთი და იგივე მახრეს? მარცხენა საფეთქელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და

ხელი მოვისვი. ზუსტად აი, იქ სადაც ჯოანა მასონმა მავთულის კოჭა ჩამარტყა.

2

Page 3: "კაჭკაჭჯაფარა" შიმშილის თამაშები წიგნი III

გონებაში მოგონებები ამოტივტივდა, შევცადე ილუზია სიმართლისაგან გამერჩია.

ნეტა მოვლენათა რა სერიამ გამოიწვია ის, რომ ახლა მე ჩემს დანგრეულ ქალაქს

შევყურებდი? 

მტკივა, დარტყმის შედეგად გადატანილ ტვინის შერყევას უკვალოდ არ ჩაუვლია,

პერიოდულად გონება მერევა. ტკივილგამაყუჩებლების გამო, რომელებსაც არა

მარტო ფიზიკური არამედ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოც მასმევენ,

მოლანდბები დამეწყო. თუმცა ეჭვი ახლაც მეპარება. ბოლომდე არ ვარ

დარწმუნებული, რომ საავადმყოფოში, როდესაც ჩემი პალატის იატაკი გველებით

დაიფარა ცხადი იყო თუ ჰალუცინაცია, ამიტომ იმ ხერხს მივმართე, რომელიც ერთ-

ერთმა ექიმმა მასწავლა. დავიწყე ყველაზე მარტივით, რაც ზუსტად ვიცოდი, რომ

ჭეშმარიტება იყო და თანდათან გავართულე. 

ჩემი სახელია ქეთნის ევერდინი. ჩვიდმეტი წლის ვარ. ვცხოვრობ მე-12 რაიონში.

ვმონაწილეობდი “შიმშილის თამაშებში”. გავიქეცი. კაპიტოლიუმი ჩემზე

გადამტერებულია. პიტა ტყვეთ ჩავარდა. ამბობენ მოკვდაო. სავარაუდოდ

მკვდარია. უკეთესი იქნება თუ მკვდარია...

- ქეთნის. ჩამოვიდე? 

მესმის მიკროფონში, რომელიც აჯანყებულების დაჟინებული მოთხოვნით გავიკეთე,

ჩემი საუკეთესო მეგობრის, გეილის ხმა, ის საჰაერო ხომალდშია. ყურადღებით

მაკვირდება და მზადაა საჭიროების შემთხვევაში ძირს დაეშვას. ვხვდები, რომ

მიწაზე ვზივარ, იდაყვებით მუხლებს ვეყრდნობი და თავი ხელებში მაქვს ჩარგული.

ისტერიკის ზღვარზე ვარ. ასე არ გამოვა, ოღონდაც ახლა არა, რადგან როგორც

იქნა წამლების ზემოქმედებისაგან ვთავისუფლდები. ვსწორდები და ვპასუხობ.

- კარგად ვარ. 

ჩემი სიტყვების დასამტკიცებლად ჩემს დამწვარ სახლს ვშორდები და ქალაქისაკენ

მივდივარ. გეილს მე-12  რაიონში ჩემთან ერთად ყოფნა უნდოდა, მაგრამ არ

შემწინააღმდეგებია, როდესაც უარი ვუთხარი. მას ესმის, რომ დღეს მე არავის

ნახვა არ მინდა, მისიც კი, რადგან სიმარტოვეს ვეძებ, არის რაღაცეები ცხოვრებაში,

რაც მარტომ უნდა გააკეთო. 

საშინლად მშრალი ზაფხული იდგა. იშვიათმა წვიმებმაც კი ვერაფერი დააკლო

დაბომბვის შედეგად დარჩენილ ფერფლის გროვები. მხოლოდ ჩემი ფეხის

ნაკვალევი არღვევდა მათ მყუდროებას. ქარიც კი უძლური აღმოჩნდა მათ

3

Page 4: "კაჭკაჭჯაფარა" შიმშილის თამაშები წიგნი III

წინააღმდეგ. თვალებს ვერ ვაშორებდი ერთ დროს რაც გზად იწოდებოდა.

როდესაც “მდელოზე” დავეშვი ფეხი ქვას წამოვკარი, თუმცა ის ქვა სულაც არ იყო,

არამედ ვიღაცის თავის ქალა. მან იგორა, იგორა და ბოლოს სახით ზემოთ

გაჩერდა, დიდხნით თვალს ვერ ვაცილებდი მის კბილებს, ნეტა ვინ იყო? ალბათ

მის ადგილზე ჩემი თავის ქალაც ასეთი იქნებოდა მსგავს ვითარებაში, რომ

მოვხვედროდი. ძველ ჩვეულებას არ ვუღალატე და შევეცადე გზაზე მევლო, მაგრამ

ეს ცუდი არჩევანი აღმოჩნდა, რადგან ის, იმ ხალხის ძვლებით იყო გადავსებული,

ვინც გაქცევის მცდელობისას დაიხოცა. ზოგი მთლიანად დაიფერფლა, ზოგიც კი,

მართალია, ცეცხლის მწველ ენებს გადაურჩა, მაგრამ ბოლისაგან გაიგუდა და

ალბათ, მათი გვამები გახრწნის სხვადასხვა სტადიაზეა, რომელთაც ახლა ბუზები

ეხვევათ. მივდივარ და ვფიქრობ შენ მე მოგკალი. შენც. და შენც... 

რადგან ეს სიმართლეა, ეს ჩემმა ისარმა გააკეთა, სწორედ მან არენის გარშემო

გაჭრა ძალაუფლების ველი და ამით თავს შურისძიების ის ქარტეხილი დაგვატეხე,

რამაც საბოლოოდ მთელი პანემი ქაოსში გახვია. თავში პრესიდენტ სნოუს სიტყვები

ჩამესმის, რომელიც მან გამარჯვებულთა სოფელში თავისი სტუმრობის დილას

მითხრა.  “ცეცხლოვანო ქეთნის ევერდინ, შენ ის პატარა ნაპერწკალი გააღვივე,

რომელსაც შეუძლია ჯოჯოხეთურ ცეცხლში გაანადგუროს მთელი პანემი.” გამოდის

არ გაუზვიადებია და არც ჩემი დაშინება უცდია. შესაძლებელი გულწრფელად

სცადა ჩემი გაფრთხილება, მაგრამ მე ვერაფერს შევცვლიდი, აჯანყების ტალღა

უკვე აგორებული იყო და სიტუაციის მართვის სადავეები ხელთ მე არ მეპყრო. 

იწვის. ჯერ ისევ იწვის, ვფიქრობ გაოგნებული. შორიდან ჩანს, რომ ქვანახშირის

მაღაროებიდან შავი კვამლი ისევ ამოდის, თუმცა ეს უკვე არავის ანაღვლებს,

რაიონის ოთხმოცდაათ პროცენტზე მეტი მიწაშია. ხოლო დარჩენილი რვაასი თუ

მასზე ცოტა მეტი მე-13 რაიონში ლტოლვილია, რაც ჩემი აზრით სამუდამო

უსახლკარობის ტოლფასია.

ვიცი, რომ ასე ფიქრი ჩემი მხრიდან უმადურობა და მეტი არაფერი, პირიქით,

მადლობელი უნდა ვიყო, რომ მიგვიღეს, ავადმყოფები, დაჭრილები, მშიერები და

ხელცარიელები შეგვიფარეს, მაგრამ მაინც, იმ ფაქტს ვერ ვეგუები, რომ არა მე-

13 რაიონი მე-12რაიონს მიწასთან ასე არ გაასწორებდნენ. რა თქმა უნდა, ეს

დანაშაულის გრძნობას, რომლითაც არა მარტო მე ვიტანჯები, არ მიმსუბუქებს,

4

Page 5: "კაჭკაჭჯაფარა" შიმშილის თამაშები წიგნი III

თუმცა მათ გარეშე აბა, მე მარტო რას გავხდებოდი? რომ არა მათი შეთქმულება და

ფული მარტო მე კაპიტოლიუმის ხელისუფლების მე რას დავაკლები?

მე-12 რაიონის მცხოვრებლებს საკუთარი ორგანიზებული წინააღმდეგობაც კი არ

გააჩნდათ, უდანაშაულო ხალხს უბრალოდ ჩემის სახით არ გაუმართლათ. ზოგს

გადარჩენილებიდან ჰგონია, რომ მათ ბედმა გაუღიმათ და როგორც იქნა მე-

12 რაიონს თავი დააღწიეს. დამთავრდა მათი მუდმივი შიმშილი, ჩაგვრა,

მაღაროებიდან უკან აღარ დაბრუნებისა და ჩვენი ბოლო მშვიდობისმყოფელთა

მეთაურის რომულუს თრედის მათრახის შიში. ახალი სახლი ჰქონა სასწაულია, თუ

მხედველობაში მივიღებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ მე-13 რაიონის არსებობის

შესახებ წარმოდგენაც კი არ გვქონდა. 

ყველა გადარჩენილი სიცოცხლეს გეილს ემადლიერება, თუმცა მას ამის აღიარება

ძალიან არ სიამოვნებს. როგორ კი კვარტლური ჯახი დასრულდა - როგორც კი

არენა დავტოვე - მე-12 რაიონში ელექტროენერგია და ტელევიზია გათიშეს, ხოლო

სიმი ისეთმა მდუმარებამ მოიცვა, რომ იქ მცხოვრებლებს საკუთარი გულის ფეთქვა

ესმოდათ. ვერავინ გაბედა გაეპროტესტებინა ან სიხარულით შეხვედროდა იმას,

რაც არენაზე მოხდა. ზუსტად თხუთმეტ წუთში რაიონის თავზე ცა სამხედრო

ხომალდებით დაიფარა და ბომბების წვიმაც დაიწყო. “მდელო” იმ ცოტა

ადგილებიდან ერთ-ერთი სადაც ძველი ხის ქოხების ნაცვლად ნახშირის მტვრით

იყო დაფარული, პირველს გეილს გაახსენდა. ვინც კი შეძლო იქ გაიყვანა, მათ

შორის დედაჩემი და პრიმი, შემდეგ კი მისი თაოსნობით პატარა ჯგუფმა მავთულის

ღობე, ახლა უკვე გამოუსადეგარი რკინის ბარიერი გაწყვიტა და ხალხი ტყეში

გაიყვანეს. მან ისინი ერთადერთ ადგილას, რაც თავში მოუვიდა, ბავშვობაში ეს

ადგილი მამამ მანახა, ტბასთან წაიყვანა. შორიდან უყურებდნენ თუ როგორ მოედო

ცეცხლის მწველი ენები და წამებში განადგურდა ის ყველაფერი, რაც ამ ხნის

განმავლობაში მათ სამყაროს წარმოადგენდა. 

დაბომბვა განთიადამდე გაგრძელდა. ცეცხლი უკვე ქვრებოდა, როდესაც

გადარჩენილების მცირე ჯგუფი ტბის მოაწყდა. დედაჩემმა და პრიმმა ტბასთან

დაჭრილთათვის პატარა ლაზარეთი მოაწყვეს და რაც შეეძლოთ ყველაფერს

იყენებდნენ, ტყეში ეძებდნენ მათი ჭრილობების სამკურნალოდ მცენარეებს. გეილს

ორი წყვილი მშვილდ-ისარი, ერთი სანადირო დანა და ერთი სათევზაო ბადე

ჰქონდა, რომლითაც რვაასი დამშეული და შეშინებული ადამიანი უნდა გამოეკვება.

სამი დღე ასე იყვნენ და მერე უეცრად ცაზე მე-13 რაიონის საჰაერო ხომალდები

5

Page 6: "კაჭკაჭჯაფარა" შიმშილის თამაშები წიგნი III

გამოჩნდა, რის შემდეგაც მათი მე-13 რაიონში ევაკუაცია მოხდა. იქ საკუთრივ

ყველას, საცხოვრებლად თეთრი აპარტამენტები მიუჩინეს, დაბანილ-

დასუფთავებულებს ახლა საკმარისზე მეტი ტანსაცმელი და დღეში სამჯერადი კვება

აქვთ. სამწუხაროა, რომ ეს აპარტამენტები მიწისქვეშაა მოთავსებული, ტანსაცმელი

ყველასათვის ერთი და იგივეა, ფორმასავითაა, ხოლო საჭმელი საკმაოდ უგემური,

თუმცა ლტოლვილებს ეს ყველაზე ნაკლებად ადარდეთ, მთავარი მხოლოდ ისაა,

რომ ისინი უსაფრთხოდ არიან. მათზე ზრუნავენ, ცოცხლები გადარჩნენ და მათ

ხელგაშლილი დახვდნენ. მე-13 რაიონის ასეთი ენთუზიაზმი და კეთილშობილება

საეჭვოდ მეჩვენა. თვალები დალტონმა, მე-10 რაიონიდან ლტოლვილმა,

რომელიც მე-13 რაიონში თურმე რამდენიმე წლის წინ ფეხით ჩამოსულა, ამიხილა.

“შენ მათ სჭირდები. მეც. მათ ჩვენ ყველა ვჭირდებით. ცოტა ხნის წინ თურმე აქ

რაღაც სიფილისის ეპიდემია ყოფილა, ბევრის სიცოცხლე შეუწირია, ხოლო

გაცილებით ბევრი კი უნაყოფო დარჩენილა. ახალი საჯიშე მასალა. აი, ვინ

ვგონივართ.” დალტონი ადრე მე-10 რაიონში, თურმე ფერმაში მუშაობდა,

გენეტიკის განხრით დიდი ხნის წინ გაყინული სხვადასხვა საჯიშე მსხვილფეხა

ცხოველის ემბრიონის იმპლანტანტის შენარჩუნებაზე ატარებდა კვლევებს. ვფიქრობ

მე-13 რაიონზე მისი მოსაზრება მცდარი არაა, რადგან ამ ხნის განმავლობაში

ბავშვების სიმრავლე არ შემიმჩნევია. მერე რა? სინჯარებში კი არ ვსხედვართ, ჩვენ

სამსახურები გვაქვს, ხოლო ბავშვებს განათლებას აძლევენ, თოთხმეტი წლის

ზემოთ კი ზოგს საერთოდ სამხედრო წოდებაც კი მიანიჭეს და ახლა ისინი ჯარში

მსახურობენ, სადაც პატივისცემით ნიშნად მათ “კარისკაცო”-თი მიმართავენ.

მმართველობამ უკლებლივ ყველა ლტოლვილს მე-13 რაიონის მოქალაქეობა

მიანიჭა, მაგრამ მე ისინი მაინც მეზიზღებიან. ეს გასაკვირი არაა, რადგან ახლა

თითქმის ყველა მეზიზღებდა, ყველაზე მეტად კი საკუთარი თავი. ვგრძნობ, რომ

ფერფლის ხალიჩის ქვემოთ ზედაპირი გამყარდა, ქვებით მოკირწყლულ მოედანზე

შევაბიჯე, რომლსაც ირგვლივ ერთ დროს მაღაზიების და ახლა მათგან დარჩენილ

ფერფლის არც თუ ისე მაღალი გროვები შემორტყმია საზღვრად. ისუტიციის

სახლისაგან დამწვარი ნანგრევების მეტი არაფერი დარჩენილა. პიტას ოჯახის

საცხობისაკენ გავემართე, სადაც მხოლოდ დამდნარი ღუმელი დამხვდა. პიტას

მშობლებმა და უფროსმა ძმებმა მე-13 რაიონამდევ ვერ გააღწიეს. ვინც დამბომბვას

გადაურჩა მათგან ძალზე უმნიშვნელო ნაწილმა, ალბათ ასე, ათამდე კაცამა თუ

6

Page 7: "კაჭკაჭჯაფარა" შიმშილის თამაშები წიგნი III

გააღწია ტყეში და იქედან მე-13 რაიონში სხვა გადარჩენილებთან ერთად

ლტოლვილობით უშველეს

თავს. რაც არ უნდა იყოს, პიტას სახლში დაბრუნების მიზეზი არ ექნებოდა. ჩემს გარ

და... 

უკან ვიხევ და რაღაცას ვეჯახები, წონასწორობას ვკარგავ და მზისაგან

გავარვარებულ რკინის ნაჭერზე ვეცემი. თავს ვიმტვრევ ნეტა ეს რა უნდა

ყოფილიყო, რომ უეცრად თრედის მოედნზე უახლეს ინოვაცები მახსენდება.

საყრდენები, გამათრახების სადგომები და სახრჩობელა. ჯანდაბა! მათ ნაწვავებზე

ვზივარ. უეცრად მოგონებების ნაკადმა წამეკა, მოგონებები, რომლებიც დღემდე არ

მასვენებენ და არ მაძინებენ. პიტას აწამებენ, ახრჩობენ, წვავენ, ასახიჩრებენ, შოკის

აპარატზე აერთებენ, შიგნავენ, ცემენ, და აი, ასე კაპიტოლიუმი მისგან მეამბოხეებზე

იმ ინფორმაციის გაგებას ცდილობს, რომელზედაც პიტას წარმოდგენაც კი არ აქვს.

თვალებს მაგრად ვხუჭავ და ვცდილობ მას გონებით ასობით კილომეტრის

სიშორეზე მივწვდე, ფიქრებში მასთან ერთად ვიყო და ვაგრძნობინო, რომ მარტო

არაა, რომ მე მასთან ვარ, მაგრამ ის მაინც მარტოა. მე კი ვერაფრით ვეხმარები. 

გავრბივარ. მოედანს ვშორდები. იმ ერთადერთი ადგილისაკენ გავრბივარ,

რომელიც ცეცხლს გადაურჩა, რაიონის მერის გადამწვარ სახლს, სადაც ჩემი

მეგობარი მეჯი ცხოვრობდა გვერდზე ჩავურბინე. მის ოჯახზე არაფერი ისმის. ნეტა

კაპიტოლიუმმა მამამისის თანამდებობის გამო, დაბომბვამდე გაიყვანა მათი ოჯახი

თუ სხვებთან ერთად სასიკვდილოდ გაწირა? ფერფლის ტალღა ჰაერში აიზვირთა,

რის გამოც პირზე მაისური ავიფარე. არა იმიტომ თუ რას შევისუნთქავ, არამედ

იმიტომ თუ რას ამოვისუნთქავ, ის კი მახრჩობს.  

განაცრისფერებული თოვლის ქვეშ გატრუსლი ბალახი მოსჩანს, მაგრამ

გამარჯვებულთა სოფლის თორმეტ მშვენიერ სახლს არაფერი მიკარებია. სახლში,

სადაც ბოლო ერთი წელი ვცხოვრობდი გიჟივით შევვარი, კარი მივაჯახუნე და მას

ზურგით ავეკარი. ირგვლივ ყველაფერი ხელუხლებელია, სისუფთავე სუფევს და

მასში გამაყრუებელი სიჩუმეს დაუსადგურებია. რატომ დავბრუნდი მე-12 რაიონში?

როგორ შეიძლება აქ დაბრუნებამ იმ კითხვაზე მიპასუხოს, რომელზეც პასუხი არ

მაქვს?

- ახლა რა უნდა ვქნა? ჩურჩულით ვეკითხები კედლებს, რადგან პასუხი მართლა არ

ვიცი. ხალხი თავს არ მანებებს, მელაპარაკებიან და მელაპარაკებიან. პლუტარქე

ჰეივენსბი, მისი გამჭრიახი თანაშემწე ფლუვია კარდუ, რაიონის ყველა ლიდერი და

7

Page 8: "კაჭკაჭჯაფარა" შიმშილის თამაშები წიგნი III

სამხედრო პირებიც კი, მაგრამ არა ალმა კოინი, მე-13 რაიონის პრეზიდენტი. ის

მხოლოდ მაკვირდება. ალბათ სადღაც ორმოცდაათი წლიაა, სწორ, მხრებამდე

თმაში ჭაღარა შეპარვია და მაინც მის თმით მონუსხული ვარ, ძალიანაც, რომ

მოინდომოთ მის უნაკლო ვარცხნილობაში თმის ერთ აწეწილ ღერსაც კი ვერ

იპოვნით. ნაცრისფერი თავლები აქვს, მაგრამ არა ისეთი, როგორც სიმის

მცხოვრებლებს, ეს ძალიან მკრთალი ნაცრიფერია, გეგონებათ თვალის ფერმა

ძალა დაჰკარგაო, ხოლო დარჩენილი ფერი თოვჭყაპის ფერს მოგაგონებთ.

მათ სურთ, ის როლი შევასრულო, რაც ჩემთვის დაწერეს. კაჭკაჭჯაფარა -

რევოლუციის სიმბოლო. მათთვის საკმარისი არაა, რომ კაპიტოლიუმი “შიმშილის

თამაშებში” განვარისხე, გავხდი ამბოხის მიზეზი. ახლა მათი ჭეშმარიტი ლიდერი

უნდა გავხდე, რევოლუციის ხორცშესხმული სახე და ხმა. ის ვინც რაიონებს – მათი

უმეტესობა ახლა კაპიტოლიუმს ღიად ებრძვის – გამარჯვების გზაზე დააყენებს. ამის

გაკეთება მარტოს არ მომიხდება, რადგან ამისათვის მთელი გუნდი მომიჩინეს.

ისინი მაცმევენ, წერენ ჩემი წარმოსათქმელ სიტყვებს, უზრუნველყოფენ

გამოსვლებს – რაც საშინლად ნაცნობი სიტუაციაა – ჩემი ვალია მხოლოდ ჩემთვის

განკუთვნილი როლი შევასრულო. ხანდახან ვუსმენ, ხანდახან კი მხოლოდ კოინის

უნაკლოდ სწორ თმას ვაკვირდები და იმაზე ვფიქრობ ნეტა პარიკი, ხომ არ უკეთია-

მეთქი. ბოლოს ოთახიდან გამოვდივარ, რადგან თავი მტკივდება ან ჭამის დროა ან

უბრალოდ თუ ამ მიწისქვეშეთს თავს არ დავაღწევ და მაღლა არ ავალ შეიძლება

კივილი დავიწყო. სათქმელად თავს არ ვიწუხებ, უბრალოდ ვდგები და

გამოვდივარ. გუშინ, შუადღისით კარი, რომ გამოვიხურე კოინის ხმა შემომესმა,

გავიგონე რას ამბობდა. 

– ხომ გითხარით პირველ რიგში ბიჭი უნდა გადაგვერჩინა.

პიტას გულისხმობდა. ძნელია არ დავთანხმებოდი. ის ჩემზე გაცილებით უკეთესი

ლიდერი იქნებოდა. მათ კი ვინ გამოიყვანეს პირველი არენადან? მე, რომელსაც

თანამშრომლობის არანაირი სურვილი არ გამაჩნია. ასევე გადაარჩინეს ბითი

გამომგონებელი მესამედან. მას იშვიათად ვხედავ, რადგან გადარჩენის დღიდან

საბრძოლო იარაღების განვითარების განყოფილებაში გადაიყვანეს, რომ არ

გადავაჭარბო, პირდაპირ საავადმყოფოს პალატიდან ლოგინიანად წაიყვანეს

სადღაც გასაიდუმლოებულ ტერიტორიაზე და მას ახლა ძალინ იშვიათად, ჭამის

საათებში თუ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ბითი ძალიან ჭკვიანი და

მონდომებულია თავისი წვლილი შეიტანოს საქმეში, ის ლიდერად არ გამოდგება.

8

Page 9: "კაჭკაჭჯაფარა" შიმშილის თამაშები წიგნი III

შემდეგ ჯერი ფინიკ ოდეურზე მიდგა, მეთევზეთა რაიონის სექსსიმბოლოზე, ეს მან

გადააჩინა პიტა არენაზე, როდესაც ეს მე ვერ შევძელი. მმართველობამ შეეცადა

ფინიკი მეამბოხეთა ლიდერად გარდაქმნა, მაგრამ ამისათვის ის ჯერ გონზე უნდა

მოეყვანათ. ფინიკი, თითქმის სულ გათიშულია და როდესაც გონზეა, სათქმელი

სულ მცირე სამჯერ მაინც უნდა გაუმეორო, რომ მიხვდეს რაზე ელაპარაკები.

ექიმები ამბობენ, რომ ეს არენაზე ელექტრო შოკმა გამოიწვიაო, თუმცა მე ვიცი,

რომ აქ საქმე გაცილებით უფრო რთულადაა. ფინიკს გონება მუდამ გაფანტულია,

რადგან მან დღემდე არ იცის, თუ რა ბედი ეწია ენის, გოგონას მისი რაიონიდან,

ერთადერთ ადამიანს ამ ქვეყანაზე, რომელიც მას მართლა უყვარს.

მიუხედავად სერიოზული თავშეკავებისა, ფინიკს, რომლის წყალობითაც ახლა აქ

ვარ მაინც ვაპატიე შეთქმულებაში მომნაწილეობა. მას, სულ მცირე, წამოდგენა

მაინც აქვს თუ რას ვუძლება ახლა, თანაც ძალიან დიდ ძალისხმევად მიჯდევა

გაბრაზებული ვიყო იმ ადამიანზე, რომელიც ამდენს ტირის. 

მონადირის სიფრთხილით ჩავდივარ ქვემოთ, ვცდილობ არ ვიხმაურო. რამდენიმე

სამახსოვრო ნივთს ვიღებ: ჩემი მშობლების ფოტოსურათს მათ ქორწილზე

გადაღებულს, პრიმის ცისფერ თმის ლენტას, ოჯახის სამედიცინო კარაბადინს,

რომელშიც სამკურნალო და საჭმელ მცენარეებზე ყველაფერი წერია. წიგნი

ყვითელი ყვავილების გვერდზე იშლება და მას სწრაფად ვხურავ, რაგან ისინი

პიტას ფუნჯმა დახატა. 

- ახლა რა მეშველება? 

ააქვს კი აზრის საერთოდ რამის კეთებას? დედაჩემი, ჩემი და და გეილის ოჯახი

საბოლოოდ უსაფრთხოდ არიან. რაც შეეხება მე-12 რაიონის მოსახლეობას მისი

უმეტესობა მკვდარია, რასაც უკვე არაფერი ეშველება, ხოლო მცირე ნაწილი კი მე-

13 რაიონში უსაფრთხოდ განაგრძობენ ცხოვრებას. რჩება მხოლოდ სხვადასხვა

რაიონებში აჯანყებულები. რა თქმა უნდა, კაპიტოლიუმის მეზიზღება, მაგრამ ეჭვი

მეპარება ჩემი “კაჭკაჭჯაფარად” გამოცხადება მათ რეჟიმის დამხობაში

გამოადგეთ. როგორ შეიძლება რაიონებს დავეხმარო, როდესაც ჩემი ყოველი

ნაბიჯი ვიღაცის ტანჯვად და სიცოცხლის ფასად მიჯდება? მე-11 აიონში მოხუცი კაცი

მხოლოდ სტვენის გამო დახვრიტეს. სადამსჯელო ზომებიმე-12 მას შემდეგ რაც

გეილის გამათრახებას შევეწინააღმდეგე. ჩემი სტილისტი, ცინა, “თამაშების”

დაწყევამდე სასადილოდან უგონოდ გაათრიეს დასისხლიანებული. პლუტარქეს

სანდო წყაროების მიხედვით ის დაკითხვისას შემოაკვდათ. ნიჭიერი, ამოუცნობი

9

Page 10: "კაჭკაჭჯაფარა" შიმშილის თამაშები წიგნი III

სული პატრონი, უსაყვარლესი ცინა ჩემს გამო ახლა მკვდარია. მსგავს ფიქრებს

თავიდან ვიგდებ, წარმოუდგენლად მტკივნეულია ისე ვიარსებო ამ ქვეყანაზე, რომ

ჩემმა ტრამვირებულმა გონებამ ამდენს გაუძლოს და რეალობის შეგრძნება არ

დაკარგოს.

- რა მეშველება? 

“კაჭკაჭჯაფარად” გარდასახვა, რას უფრო მეტს მოიტანს? სიკეთეს თუ სიბოროტეს?

ვის ვენდო და რჩევა ვთხოვო? დანამდვილებით ვიცი, რომ  არავის მე-

13 რაიონიდან. შემიძლია დავიფიცო, რომ ახლა, როდესაც ჩემს ოჯახსა და გეილს

საფრთხე არღარ ემუქრებათ, თავისუფლად შემიძლია გავიქცე, რომ არა მხოლოდ

ერთი გაურკვევლობა რაც მაბრკოლებს. პიტა. დანამდვილებით, რომ ვიცოდე, რომ

ის მკვდარია, ტყის სიმწვანეში ისე გავუჩინარდებოდი, რომ უკან არც კი

მოვიხედავდი. თუმცა სანამ არ დავრწმუნდები, რომ ის მართლა მკვდარია, ფეხსაც

ვერ მოვიცვლი. ჩხავილსი ხმაზე ქუსლებზე უკან ვტრიალდები. სამზარეულოს კარის

ზღურბლზე, აჯაგრული და ყურებაცქვეტილი დგას ყველაზე მახინჯი კატა დედამიწის

ზურგზე. 

- ბაია! ვეძახი. 

ათასობით ადამიანი მკვდარია და ის კი ცოცხალი, ყველაფერს გადაურჩა და

გასუქებულიც მეჩვენება. რითი იკვებებოდა ნეტა? მას სახლში შესვლა-გამოსვლა

სპეციალურად მისთვის ღიად დატოვებული ჩულანის ფანჯრიდან შეეძლო. ეტყობა

მინდვრის თაგვებს ჭამდე. ალტერნატივაზე ფიქრისაც კი მეშინია, უარს ვამბობ. 

ვიცუცქები და ხელს ვუწვდი.

- აქ მოდი, პატარავ!

შენც არ მომიკვდე! არ ინძრევა. ალბათ გაბრაზებულია, რომ მივატოვეთ, გარდა

ამისა, მისი მოტყუების ჩემს ერთადერთ ხერხს არ მივმართავ და საჭმელს არ

ვთავაზობ. ერთ ხანს, როდესაც ძველ სახლში მე და ბაია ერთმანეთს ვხვდებოდით,

რადგან ახალი არც ერთ ჩვენგანს არ მოგვწონდა, ჩვენს შორის სიახლოვის სიმები

გაიბა. ახლა ცხადია, რომ ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. პატარა და უკმაყოფილო

ყვითელ თვალებს მიხამხამებს.

- გინდა პრიმი ნახო? ვეკითხები. მისი სახელის ხსენებაზე ინტერესს იჩენს. ეს ხომ

ერთადერთი სიტყვაა ამ ქვეყანაზე, რაც მისთვის რამეს ნიშნავს. “მიაუ” დაიჩხავალა

და მომიახლოვდა. ხელში ამყავს, თავზე ხელს ვუსვამ, შემდეგ კი ჩულანს ვაღებ და

ჩემს ძველ სანადირო ჩანთაში უცერემონიოდ ვსვამ. სხვა გზა არ მაქვს, საჰაერო

10

Page 11: "კაჭკაჭჯაფარა" შიმშილის თამაშები წიგნი III

ხომალდში ისე ვერ ავიყვან. არა და ის ჩემი დისთვის მთელი სამყაროა. პრიმის

თახა, ლედი, პირუტყვს, რომელსაც სარგებელი მართლა მოჰქონდა, სამწუხაროდ

დებომბვებს ვერ გადაურჩა. მიკროფონში გეილის ხმა მესმის, რომელიც

მატყობინებს, რომ აუცილებლად უკან უნდა დავბრუნდე, მაგრამ სანადირო ჩანთამ

უფრო მეტი რამ გამახსენა ვიდრე ამას მოველოდი. ჩანთას სკამის ზურგზე ვკიდებ

და ჩემს საძინებელ ოთახში შევრბივარ. კარადაში მამაჩემის ძველი სანადირო

ქურთუკი ჰკიდია. “კვარტლურ ჯახამდე” ძველ სახლდან ის აქ წამოვიღე, რადგან

ვიფიქრე ჩემი სიკვდილის შემდეგ დედაჩემსა და ჩემს დას დაამშვიდებს-მეთქი.

მადლობა ღმერთს, რომ ასე მოვიქეცი, თორემ ალბათ ფერფლად იქცეოდა. ტყავის

სინაზე მამშვიდებს და წამით მასში გატარებული მოგონებებით ვმშვიდდები.

მოულოდნელად, აუხსნელი მიზეზის გამო ხელის გულები მიოფლიანდება. უცნაური

შეგრძნება მიჩნდება, თითქოს უკნიდან ვიღაცის მზერას ვგრძნობდე. სწრაფად

ვტრიალდები და ოთახს ვათვალიერებ, იქ არავინ არაა, ირგვლივ მხოლოდ

სიცარელეა. ყველაფერი ბზინავს. ყველაფერი თავის ადგილზეა. განგაშის

მანიშნებელი არანაირი ხმა არ გამიგონია. მაშინ რა? ცხვირი მეფხანება. სუნი.

მძიმე და რაღაც ხელოვნური. კომოდზე, ვაზაში დამჭკნარ ყვავილებს შორის

სითეთრე იკვეთება. მას ფრთხილი ნაბიჯებით ვუახლოვდები. დამჭკნარ ყვავილებს

შორის ახლად მოწყვეტილ თეთრ ვარდს ვხედავ. ის უბრალოდ სრულყოფილებაა -

დაწყებული აბრეშუმივით ნაზი გვირგვინის ფურცლებიდან უკანასკნელი ეკლით

დამთავრებული. 

დიდი ფიქრი არ მჭირდება გამომგზავნის ვინაობის მისახვედრად. 

პრეზიდენტი სნოუ. 

ვარდის სურნელი მახრჩობს, უკან ვიხევ და ოთახიდან გავრბივარ. ნეტა რამდენი

ხანი მელოდებოდა ეს აქ? ერთი დღე? ერთი საათი? სანამ აქ ჩამოსვლა მე არ

გადავწყვიტე აჯანყებულები გამარჯვებულთა სოფელს არ აკონტროლებდნენ. ისინი

ასაფეთქებლებს, მოსასმენი აპარატებისა და ყოველგვარი უცნაურობების ძებნა-

შემოწმებით იყვენენ გართულნი და ალაბთ, ახლად მოწყვეტილი ვარდი ვერც კი

შეამჩნიეს. აი, მე კი, ეს არ გამომპარვია.

ქვევით, ჩანთას ხელი ისე უხეშად ვსტაცე, რომ მხოლოდ ძირს დარტყმის შემდეგ,

გამახსენდა მისი ბინადარი. იმ დროს როდესაც მოლზე მდგარი საჰაერო ხომალდს

ხელს გიჟივით ვუქნევდი, ბაია ჩანთაში გაუჩერებლივ ფართხალებდა. ერთი კარგი

მუჯლუგუნი ვუთავაზე, რამაც საპირისპირო შედეგი გამოიღო, კატა უფრო გადაირია.

11

Page 12: "კაჭკაჭჯაფარა" შიმშილის თამაშები წიგნი III

საჰაერო ხომალდი მომიახლოვდა და კიბე დაუშვა. საფეხურზე შევდექი და

ადგილზე გაშეშებული ველოდები ბორტზე ასვლას. გეილმა კიბიდან ბორტზე

გადასვლაში დამეხმარა.

- ხომ კარგად ხარ?

- ჰო. ვპახუხობ და თან სახიდან ოფლს სახელოთი ვიწმენდ. 

მან ვარდი დამიტოვა! კივილი მინდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ

პლუტარქესათვის, რომელიც ჩემს ყოველ ნაბიჯს ასე ყურადღებით უთვალთვალებს

ამ ამბის მოყოლა მინდოდეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ალბათ ეს გიჟურად

ჟღერს. თითქოს ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო (რაც აბსოლიტურად

შესაძლებელია) ან ზედმეტად ავღელვდი და რაღაცეებს ვაზვიადებ, ეს უკანასკნელი

კი ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის კურსს გამიგარანტირებს და იმ

ფანტაზიების სამყაროში დამაბრუნებს, რომელსაც ასე ვცდილობ თავი დავაღწიო.

ბოლომდე ამას ვერავინ გამიგებს – ეს ხომ უბრალო ყვავილია და მერე რა, რომ

თვით პრესიდენტ სნოუსგან? ამ ჟესტით მან შურისძიება დამპირდა –

გამარჯვებულთა ტურის დაწყებამდე მისი მუქარის მოწმე ხომ არავინ ყოფილა.

თეთრი ვარდი პირადი შეტყობინება: «ჩვენ ერთი დაუმთავრებელი საქმე დაგვრჩა,

ქეთნის.» მესმის მისი ჩურჩული. «სადაც არ უნდა იყო მაინც მოგწვდები, იცოდე

ვერსად დამემალები, დარწმუნებული ხარ, რომ აი ახლა, ამ წუთას არ

გითვალთვალებ?».

12