დიაგნოსტიკური ტესტები განათლების...

23
დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდ 2013

Upload: aspen

Post on 25-Jan-2016

189 views

Category:

Documents


7 download

DESCRIPTION

დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში. გამოცდების ეროვნული ცენტრი კვლევის დეპარტამენტი ლოპოტა 2013. დასწავლის პრობლემები. - PowerPoint PPT Presentation

TRANSCRIPT

Page 1: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

გამოცდების ეროვნული ცენტრიკვლევის დეპარტამენტი

ლოპოტა 2013

Page 2: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

დასწავლის პრობლემები

სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგიური მონაცემებით დასწავლის პრობლემების მქონე ბავშვების რაოდენობა სასკოლო პოპულაციაში 5%, ხოლო დასწავლის პრობლემებთან ერთად ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობით კი 10-15%-ს აღწევს.

საერთაშორისო კვლევამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდება კითხვაში, მათემატიკასა თუ საბუნებისმეტყველო საგნებში.

Page 3: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

სასკოლო მოსწრება

პრობლემები აკადემიური უნარების ათვისებასა და ჩამოყალიბებაში მხოლოდ დასწავლის უნარის დაქვეითებასა და დაბალ მოსწრებას არ გულისხმობს.

მოსწავლე თავს არასრულფასოვნად გრძნობს, რადგან ვერ უმკლავდება სასწავლო პროცესს, მისი თვითშეფასება და თვითპატივისცემა ქვეითდება, რაც იწვევს აგრესიის მომატებას და აძლიერებს დევიანტური ქცევის ალბათობას.

მრავალი უცხოური კვლევის მონაცემებით (აშშ, ინგლისი, რუსეთი, დანია) არასრულწლოვან დამნაშავეთა 60%-ს დასწავლის უნარის დაქვეითების სხვადასხვა ფორმა აღენიშნება, იქნება ეს კითხვის, წერის თუ მათემატიკის ათვისების დარღვევა.

უცხოური მონაცემებით ცნობილია, რომ თუ დროულად არ მოხდა ასეთ მოსწავლეთა დახმარება, მოზრდილ ასაკში მათ ხშირად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ ან კრიმინალურ და დევიანტურ ქმედებებში ერთვებიან.

Page 4: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

სასკოლო სისტემასთან ადაპტაცია

საბაზისო უნარები

შეძენილი ცოდნაემოციური

რეგულაცია

ნებისყოფა/იმპულსის მართვა

ადაპტაციური ქცევა

მეთვითშეფასება

თვითეფექტურობა

სოციალური უნარები

Page 5: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

ვინ საჭიროებს დახმარებას?

პირველადი პრევენცია

მეორეული პრევენცია

მესამეული პრევენცია

Page 6: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

რა უნდა გაკეთდეს?ყველა მოსწავლის საგანმანათლებლო

საჭიროების გათვალისწინება

განვითარების ხელშწყობა

ქცევის პოზიტიური განმტკიცება

სწავლისა და შემეცნების

სტიმულირებარისკის მქონე მოსწავლეთა

დახმარებაგამოვლენა და დიაგნოსტიკა

დახმარების სტრატეგიების

შემუშავებაპროგრესის

მონიტორინგისპეციალური

საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა

დახმარება

შეფასება და დიაგნოსტიკა

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის

შემუშავებაგეგმის

განხორციელება და მონიტორინგი

პირველადიპრევენცია

მეორადიპრევენცია

მესამეულიპრევენცია

უსაფ

რთხო სკ

ოლა

Page 7: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

სადიაგნოსტიკო ფსიქოლოგიური ტესტები

მეორეული და მესამეული პრევენციის პირველი და აუცილებელი კომპონენტია პრობლემის მქონე მოსწავლეთა იდენტიფიცირება.

განათლების სისტემაში ამ მიზნით გამოიყენება სადიაგნოსტიკო ფსიქოლოგიური ტესტები, რომელთა მიზანიცაა სწორედ ინდივიდის სწავლის, ემოციური და ქცევის პრობლემების იდენტიფიკაცია და იმ მიზეზების დადგენა, რაც ამ პრობლემებს უდევს საფუძვლად.

სადიაგნოსტიკო ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება შეუძლია მხოლოდ გამოცდილ, შესაბამისი ტრენინგისა და განათლების მქონე ფსიქოლოგს.

სადიაგნოსტიკო მიზნით ტესტირების ძირითადი ამოცანაა კონკრეტული ინდივიდის თავისებურებების - შემეცნებითი, ემოციური, ინტელექტუალური, ქცევის მიღებულ ნორმასთან შედარება და ნორმიდან გადახრის შემთხვევაში იმ მიზეზების და ფაქტორების გარკვევა, რასაც ასეთი გადახრა შეეძლო გამოეწვია.

ამიტომ ამ ტესტების ჩატარებისათვის აუცილებელი პირობაა იმ პოპულაციისათვის ტესტის დავალებების ნორმატიული შესრულების დადგენა, სადაც ეს ტესტები გამოიყენება.

Page 8: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

სადიაგნოსტიკო ტესტების გამოყენების პრობლემა

ყველა დიაგნოსტიკური ტესტი უცხოენოვანია და შესაბამისი ქვეყნის პოპულაციაზეა შექმნილი და ნორმირებული.

ასეთი ტესტების სხვა ქვეყანაში დანერგვა ენობრივ, კულტურულ და ნორმის საკითხებთან არის დაკავშირებული.

საქართველოში არ მოიპოვება ქართულ სინამდვილეში შექმნილი და სტანდარტიზებული დიაგნოსტიკური მეთოდები, რომელთა საშუალებით შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობისა და საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა.

ასეთი სიტუაცია, ბუნებრივია, შეიცავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა არასწორი იდენტიფიკაციის რისკს, არღვევს ბავშვებისა და მოზარდების უფლებებს განათლების ხელმისაწვდომობაზე.

Page 9: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

სადიაგნოსტიკო ტესტების გამოყენების აქტუალობა

ინკლუზიური სწავლების დანერგვა მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას და მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრას.

მენტალურ სფეროში დიაგნოსტირება ხშირ შემთხვევაში მოითხოვს ინტელექტისა და აკადემიური უნარების შეფასებას. მაგ., იმის გასარჩევად ინდივიდს გონებრივი ჩამორჩენა აქვს თუ დასწავლის უნარის დაქვეითება, ამ პროცედურების ჩატარება აუცილებელია.

მენტალურ სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრისათვის საერთაშორისო მოთხოვნებით აუცილებელია ინდივიდის ინტელექტის დონისა და ადაპტაციური ქცევის შეფასება.

სკოლაში მოსწრების პრობლემები ხშირად ისეთ მოსწავლეებსაც აქვთ, ვისაც ინტელექტუალური და შემეცნებითი სფეროს განვითარებაში სირთულეები არ აღენიშნებათ. მათ ემოციური, თვითშეფასებისა და გარემოსთან ადაპტაციის პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ.

Page 10: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

პირველი ქართულენოვანი, ადაპტირებული და სტანდარტიზებული ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტები

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ USAID -ისა და საერთაშორისო ორგანიზაციის „გადავაჩინოთ ბავშვები“ მხარდაჭერით, გამოცდების ეროვნულ ცენტრს შეუკვეთა აშშ-ში შექმნილი სადიაგნოსტიკო ტესტების ქართულ პოპულაციაზე სტანდარტიზება და ნორმატიული მაჩვენებლების დადგენა (2012 წლის თებერვალი-დეკემბერი).ექსპერტების მიერ შეირჩა:

ფართო პროფილის აკადემიური უნარების ტესტი WRAT-4; ვაინლენდის ადაპტაციური ქცევის სკალა (Vinelend –II),

მშობლისა და მასწავლებლის ფორმები; ბავშვთა ემოციური დარღვევების შეფასების მეთოდი -

ემოციურ აშლილობათა გადაწყვეტის ხე (EDDT), მშობლისა და მასწავლებლის ფორმები.

Page 11: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

ტესტების ქართულ პოპულაციაზე სტანდარტიზებისა და ნორმების დადგენის

ეტაპები:

ტესტების მასალების თარგმნა - ორმაგი თარგმანი და უკუთარგმანის პირდაპირ თარგმანთან შედარება (5 სახელმძღვანელო და ტესტის 5 ფორმა).

ტესტის შეკითხვების/დებულებების, მითითებების, ჩატარების პირობებისა და შედეგების დამუშავების წესების ქართული საბოლოო ვარიანტის შემუშავება და რედაქტირება.

სამიზნე ჯგუფის შერჩევა საქართველოს მასშტაბით - რეპრეზენტატული შერჩევა, რომლისთვისაც გამოყენებულ იქნა მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცედურა.

ტესტის ჩამტარებლების ტრენინგი საერთო, სტანდარტული ჩატარების მიზნით.

ტესტების საქართველოს მასშტაბით ჩატარება. მიღებული მონაცემების ბაზის შექმნა და გასუფთავება. შედეგების სტატისტიკური და ფსიქომეტრული ანალიზი. ქართული პოპულაციის ნორმების ცხრილების შექმნა ასაკისა და

სქესის მიხედვით.

Page 12: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

MWRATR- მოდიფიცირებული ფართო პროფილის აკადემიური უნარების ტესტი

ნორმაზე დაფუძნებული ტესტია, რომელიც საბაზო აკადემიურ უნარებს აფასებს: კითხვას, წინადადების გაგებას, წერასა და მათემატიკურ გამოთვლებს.

ეს ტესტი განკუთვნილია 6-დან 94 წლის ასაკის ინდივიდებისათვის.

დადგენილია ასაკობრივი ნორმები, ასევე ნორმები სქესისა და კლასის მიხედვით 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით.

მოდიფიცირებულ ვარიანტში დაემატა ახალი ქვეტესტი- წაკითხულის გააზრება, მნიშვნელოვნად შეიცვალა ტესტის ქვეტესტები: ასოების ამოკითხვა, სიტყვების ამოკითხვა, მართლწერა, წინადადების გაგება.

ქართული მოდიფიცირებული ვარიანტის სტანდარტიზება განხორციელდა 6-დან 11 წლის 1018 მოსწავლეზე.

Page 13: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

MWRATR- მოდიფიცირებული ფართო პროფილის აკადემიური უნარების ტესტი

ტესტის საბოლოო ვარიანტის ქვეტესტები: კითხვის ქვეტესტი: ასოების ამოკითხვა,

სიტყვის ამოკითხვა. წერის ქვეტესტი: ასოების წერა, სიტყვების

წერა. წინადადების გაგების ქვეტესტი. წაკითხულის გააზრების ქვეტესტი. მათემატიკის ქვეტესტი.

Page 14: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

MWRATR-ის გამოყენების შესაძლებლობა

მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება; აკადემიური პრობლემების მქონე იმ ინდივიდების

გამოვლენა, ვისაც საფუძვლიანი შეფასება სჭირდებათ; ინდივიდის პოტენციალსა და მის რეალურ მიღწევებს

შორის არსებული განსვლისა და დასწავლის უნარის სპეციფიკური დაქვეითების ფორმების დიაგნოსტირება;

მოსწავლის აკადემიური პროგრესის პერიოდული შეფასება;

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება და მისი ეფექტურობის შეფასება.

Page 15: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

VINELAND-II ვაინლენდის ადაპტური ქცევის შესაფასებელი სკალა

ნორმებზე დაფუძნებული ტესტია, რომელიც დაბადებიდან 90 წლამდე აფასებს:

კომუნიკაციის სფეროს: რეცეპტული, ექსპრესიული, წერილობითი;

ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს: პირადი, საოჯახო, საზოგადოებრივი;

სოციალიზაციის სფეროს: ინტერპერსონალური ურთიერთობა, თამაში და თავისუფალი დრო, თავის გართმევის უნარი;

მოტორულ უნარებს: მსხვილი, ნატიფი; არაადაპტურ ქცევას. შეფასების ფორმა -28 გვერდიანი ბუკლეტია 433

დებულებით; ტესტის 2 ფორმაა: მშობლების/მზრუნველებისა და

მასწავლებლებისათვის.

Page 16: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

VINELAND-II ვაინლენდის ადაპტური ქცევის შესაფასებელი სკალა

ვაინლენდის სკალის მშობლის შეფასებისა და მასწავლებლის შეფასების ფორმები ადაპტირდა და სტანდარტიზება განხორციელდა 6-დან 11 წლამდე მოსწავლეთა ნორმატიულ შერჩევაზე: მასწავლებლის ფორმა- 423 მოსწავლეზე, მშობლის ფორმა - 786 მოსწავლეზე.

ვაინლენდის სკალის შედეგების მიხედვით შესაძლებელია ინდივიდის ადაპტური ფუნქციონირების დონის, მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხარისხის განსაზღვრა და იმის შეფასება, თუ რა სახის და როგორი ინტენსივობის დახმარებას საჭიროებს ინდივიდი ამა თუ იმ სფეროში.

Page 17: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

VINELAND-II ვაინლენდის ადაპტური ქცევის შესაფასებელი სკალის გამოყენება

გონებრივი ჩამორჩენის შეფასებისა და დიაგნოსტირებისათვის, როგორც აუცილებელი დამხმარე ინსტრუმენტი;

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისათვის, როგორც აუცილებელი დამხმარე ინსტრუმენტი;

სხვადასხვა სახის გონებრივი, ფიზიკური ან ტრავმით გამოწვეული შეზღუდული შესაძლებლობების შეფასებისათვის;

განვითარების შეფასებისათვის, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე ადრეული ჩარევის აუცილებლობის დადგენის მიზნით;

ინდივიდის ყოველდღიური ფუნქციონირების ძლიერი და სუსტი მხარეების შესაფასებლად;

პროგრესის მონიტორინგისათვის; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდებისათვის აბილიტაციის

თუ რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებისათვის; კვლევებისათვის.

Page 18: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

ნორმაზე დაფუძნებული სტანდარტიზებული სკალაა, რომლის მიზანია ემოციური აშლილობის მქონე ბავშვების იდენტიფიცირება და ადპატაციის დარღვევისგან (ცუდი სოციალური ადაპტაციისგან) მისი განსხვავება.

EDDT-ს ამოცანაა სკოლისა და კლინიკური სპეციალისტებისათვის ბავშვის ქცევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რომელიც ემოციური აშლილობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

ემოციური აშლილობა ისეთი მდგომარეობაა, რომელიც უარყოფოთად აისახება ბავშვის ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და განათლებაზე.

ემოციურ აშლილობათა გადაწყვეტის ხის მასწავლებლის და მშობლის ფორმების სტანდარტიზება განხორციელდა 5-11 წლის მოსწავლეთა ნორმატიულ შერჩევაზე: მასწავლებლის ფორმა - 257 მოსწავლე, მშობლის ფორმა - 441 მოსწავლე.

ბავშვთა ემოციური დარღვევების შეფასების მეთოდი - ემოციურ აშლილობათა გადაწყვეტის

ხე (EDDT)

Page 19: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

ბავშვთა ემოციური დარღვევების შეფასების მეთოდი - ემოციურ აშლილობათა გადაწყვეტის

ხე (EDDT)

EDDT -ს სკალებია: ურთიერთობის დამყარებისა და შენარჩუნების უუნარობის სკალა; შეუსაბამო გრძნობებისა და ქცევების სკალა; დაქვეითებული გუნება-განწყობილება/დეპრესიის სკალა; ფიზიკური სიმპტომებისა და შიშების სკალა; ემოციური აშლილობის ტოტალური მაჩვენებელი. EDDT კლასტერებია: ცუდი სოციალური ადაპტაცია; განათლებაზე გავლენა; ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის

კლასტერი; შესაძლო ფსიქოზის/შიზოფრენიის კლასტერი; სიმძიმის ხარისხი.

Page 20: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

ბავშვთა ემოციური დარღვევების შეფასების მეთოდი - ემოციურ აშლილობათა გადაწყვეტის

ხე (EDDT)გამოყენება

ბავშვის ემოციური აშლილობის იდენტიფიცირებისათვის; ცუდ სოციალურ ადაპტაციასა და ემოციურ აშლილობას შორის

დიფერენცირებისათვის; ემოციურ აშლილობასა და ქცევით აშლილობას შორის

დიფერენცირებისათვის; არასრულწლოვანი დამნაშავეების ქცევისა და ემოციური

მდგომარეობის შეფასებისათვის; ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობაზე,

ფსიქოტურ ნიშნებზე ეჭვის მისატანად; ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლის

დახმარების/ქცევის მართვის პროგრამის შემუშავებისა და პროგრამის ეფექტურობის მონიტორინგისათვის.

Page 21: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

ვინ და როგორ უნდა გამოიყენოს ფსიქოლოგიური ტესტები განათლების

სისტემაში?

ტესტები ფორმალური ინსტრუმენტებია, რომელთა ჩატარება, დამუშავება და განსაკუთრებით ინპტერპრეტაცია მოითხოვს სათანადო კვალიფიკაციას;

ტესტის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული ინდივიდის შეფასება და მის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ტესტის რაოდენობრივი მონაცემები არ არის საკმარისი სწორი შეფასებისა და ინდივიდის შესახებ ადეკვატური წარმოდგენის შესაქმნელად;

საჭიროა ტესტის მონაცემების ინდივიდის სხვა მონაცემებთან და მის ისტორიასთან ერთად კომპლექსური განხილვა;

ტესტირების ეთიკის კოდექსის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია “არ ავნო” და აღნიშნული ტესტების არაკვალიფიციურმა გამოყენებამ შეიძლება სერიოზულად დააზარალოს პიროვნება და მისი ოჯახი.

Page 22: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

ვინ და როგორ უნდა გამოიყენოს ფსიქოლოგიური ტესტები განათლების

სისტემაში?

ტესტები უნდა ჩაატაროს კვალიფიცირებულმა ფსიქოლოგმა, რომელსაც აქვს:

გავლილი შესაბამისი ტრენინგი აღნიშნული ტესტების ჩატარებასა და ინტერპრეტაციაში;

ცოდნა ფსიქოდიაგნოსტიკაში; განვითარების ფსიქოლოგიაში; ბავშვის განვითარების დარღვევებსა და

კლინიკურ ფსიქოლოგიაში.

Page 23: დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში

გმადლობთ ყურადღებისათვის!