ფიტოთერაპია ფუნქციონალური...

1
უნივერსალური ფიტოპრეპარატი ფუნქციური დისპეფსიის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში უკანასკნელ წლებში, თუ ფარმაცევტულ ბაზარს დავაკვირდებ- ით, ყურადღებას მიიქცევს ფიტო და ბიოლოგიურ სუბსტანციებზე დამზადებულ მედიკამენტთა სიმრავლე. როგორც ჩანს, გადაი- არა ახალი, ქიმიური სინთეზით მიღებული მედიკამენტებით უაპე- ლაციო აღტაცების ეპოქამ, მათი გადაფასების პიკმა. დრომ და გამოცდილებამ თავისი ადგილი მიუჩინა როგორც ახალ, სინთე- ზურ მედიკამენტებს, ისე ძველ, ნაცად რეცეპტურებსაც. სულ უფრო ხშირად ვხვდებით წამყვანი, განვითარებული ქვეყ- ნების, პრესტიჟული ფარმაცევტული ფირმების ნაწარმოებ ბუ- ნებრივ მედიკამენტებს. მათ შორისაა გერმანული მედიკამენტი – გასტრიტოლი, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ. მთელ მსოფლიოში და საიდუმლო არაა, საქართველოშიც, ძალ- ზე აქტუალურია ამგვარი პრობლემების მქონე პაციენტთა ეფექ- ტური და უსაფრთხო მკურნალობა. გასტრიტოლი წარმოადგენს ფიტოთერაპიულ პრეპარატს. მისი მოქმედების სფეროსა და ას- პექტებს უკეთ მივხვდებით, თუ მეტი გვეცოდინება გასტრიტოლის ცალკეული კომპონენტების შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ძალზე ეფექტურად არიან კომბინირებულნი. გასტრიტოლი არ წარმოადგენს სხვადასხვა გასტროპროტექტორული უნარებ- ის მქონე მცენარეების ნაკრებს. მასში შემავალი კომპონენტები ეფექტურად აბალანსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის მოქმე- დებას. ეს მცენარეებია: გვირილა, ძირტკბილა, ძიძო, ანგელოზა, ბატის მარწყვა და აბზინდა. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი. გვირილა ყველასთვის ნაცნობი მცენარეა. სამკურნალო თვისებე- ბი აქვს მხოლოდ ერთ-ერთ ქვესახეობას, სააფთიაქო გვირილას, სხვა ყველა ქვესახეობა მხოლოდ დეკორატიულია. გვირილას აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, აირების საწინააღმდე- გო უნარები; ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა კუჭის ლორწოვა- ნის ანთებისა და დაწყლულების საწინააღმდეგოდ, ის ხსნის არა მარტო სიმპტომებს, არამედ კურნავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და- ავადებებს სათანადო ხანგრძლივობით გამოყენებისას. კარგია როგორც დიარეის, ასევე ყაბზობისას ნაწლავური კოლიკების მოსახსნელად. აბზინდა ძლიერად ერთვის კუჭ–ნაწლავის მუშაობაში, აუმჯობეს- ებს აქ მდებარე ჯირკვლების ფუნქციონირებას, და ამით, საკვების მონელებას. აბზინდას უხსოვარი დროიდან იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევების, გასტრიტის, მეტეორიზმის, ანემიების, პარაზიტული დაავადებების დროს. მისი ნაყენი აქრობს უსიამოვ- ნო სუნს პირის ღრუდან. ანგელოზა – ეს სახელი უკავშირდება ლეგენდას, რომ მისი სამ- კურნალო თვისებების შესახებ ადამიანებს მთავარანგელოზმა მიქაელმა ამცნო, რომლის დღესაც იწყებს ყვავილობას ეს სა- ოცარი მცენარე. პარაცელსი მას პანაცეად თვლიდა და ყველა სამკურნალო ნაკრებში იყენებდა. მისი მოქმედების სფერო მო- იცავს სასუნთქი სისტემის, ნერვული და საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებს. ძიძოს აქვს კარგად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი მოქ- მედება, ძალზე ეფექტურია მეტეორიზმის დროს. ძირტკბილას უძველესი დროიდან იყენებენ მედიცინაში. მისი ფესვის სიტკბოს განაპირობებს ნივთიერება გლიცირიზინი, რომელიც შაქარზე უფრო ტკბილია. მედიცინაში გამოიყენება, როგორც სპაზმოლიზური, წყლულების მომაშუშებელი, მსუბუქი საფაღარათო და შარდმდენი საშუალება. ბატის მარწყვას აქვს სისხლმბადი სისტემის მასტიმულირებე- ლი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, მთრმილავი და შარდმდენი მოქმედება. გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე ხმარობენ გარეგანად წყლულებისა და ჭრილობების სამკურნალოდ. ასეთია გასტრიტოლში შემავალი მცენარეების მოკლე მიმო- ხილვა. დაკვირვებული მკითხველი უმალ შეამჩნევს, როგორი სრულფასოვანი კომბინაცია იკვრება ამ განსხვავებული მცე- ნარეებით და როგორ მოიცავენ ისინი გასტრიტისა და წყლუ- ლის წარმოშობაში მონაწილე რგოლებს და დაავადების სიმ- პტომატიკას. გარდა ამისა, გასტრიტოლის მიღებისას პაციენტის ორგანიზმი უეჭველად მიიღებს სარგებელს სხვა ორგანოებისა და დაავადე- ბების მხრივაც მასში შემავალი კომპონენტების მრავალმხრივი მოქმედების მეშვეობით, მით უფრო, თუ მას თქვენი პრობლემების მცოდნე გამოცდილი პროფესიონალი მკურნალი დანიშნავს. მარინა კულდონაშვილი - 599 235 239 თერაპევტი „ტესტი - IMP“ თბილისი, ონიაშვილის ქ. 20 გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ფიტოთერაპია ფუნქციონალური დისპეფსიის წინააღმდეგ

Upload: alpen-pharma-ag

Post on 25-Jul-2016

268 views

Category:

Documents


12 download

DESCRIPTION

გასტრიტოლი — უნივერსალური ფიტოპრეპარატი ფუნქციური დისპეფსიის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში

TRANSCRIPT

Page 1: ფიტოთერაპია ფუნქციონალური დისპეფსიის წინააღმდეგ

დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი

თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, ევროპის პანკრეატოლოგთა ასოციაციის წევრი

მობ: 577 41 21 71

ძნელად თუ მოიძებნება ზრდასრული ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია დისკომფორტი და ჩივილები საკვების მიღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით: გულძმარვა, სიმძიმე, წვა ან ტკივილი კუჭის არეში, ასევე ადვილად დანაყრება, სისავსისა და გულისრევის შეგრძნება, ხშირი ამოქარვებები და მეტეორიზმი.

ასახავს თუ არა ეს ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანულ დაზიანებას - გასტრიტსა და კუჭის წყლულს? რა თქმა უნდა არა და მეტიც, ხშირ შემთხვევაში 60-70%-ში შეესაბამება კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ, ანუ დროებით მოშლას - დისპეფსიას.

დისპეფსია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს dys - მოშლას, pepsis - საჭმლის მონელებას.

ვინაიდან ფუნქციურ დისპეფსიას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანულ დაზიანებას (მაგ. გასტრიტს, კუჭის წყლულს, კუჭის კიბოს და ა.შ.) მსგავსი სიმპტომები აქვთ ხდება ურთიერთგადაფარვა, აუცილებელია მათი გამიჯვნა - ანუ სწორი დიაგნოზის დასმა, რაც წარმატებული მკურნალობის საწინდარია.

დიაგნოზი დაისმება შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმის (გასტროენტოროლოგის) მიერ, ობიექტურ კვლევებზე (მაგ. ენდოსკოპია, კონტრასტული რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია) დაყრდნობით.

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ზემოხსენებული ჩივილები (სიმპტომები), უმეტეს შემთხვევაში ენდოსკოპიურად უდგინდებათ ფუნქციური დისპეპსია ანუ "არაწყლულოვანი დისპეფსია" და მხოლოდ 10%-ში პეპტიური წყლული.

აქვე მინდა გირჩიოთ: თუ ჩივილები (სიმპტომები) ინტენსიურია და ან განმეორებადი ხანგრძლივი პერიოდის

ფუნქციური დისპეფსია ანუ ცუდი მონელებაგულძმარვისა და კუჭის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი

ინგა კაციტაძე

"გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების

შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს"

გასტრიტოლი

განმავლობაში, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

ფუნქციური დისპეფსიის მიზეზები მრავალფეროვანია: ემოციური გადაძაბვა, ფსიქიური სტრესები, კვების რეჟიმის და რაციონის მკვეთრი და ხშირი დარღვევები (მაძღრობა, გვიანი კვება), მავნე ჩვევები, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, მედიკამენტების ხშირი მოხმარება (განსაკუთრებით ექიმის დანიშნულების გარეშე).

დაავადების გამწვავების დროს:Ã მოვაწესრიგოთ კვების სტილი და რეჟიმი. კარგად

დავღეჭოთ საკვები. ვიკვებოთ აუჩქარებლად და მშვიდ გარემოში, როგორც ინგლისელი მწერალი სომერსეტ მოემი იტყოდა: "ბედნიერება მშვიდი საუზმით იწყება".

à ვიკვებოთ მცირე ულუფებით, 3-4-ჯერ დღეში და ერთსა და იმავე დროს.

à ამოვიღოთ კვების რაციონიდან კუჭ-ნაწლავის გამაღიზიანებელი პროდუქტები: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები, ყავა, მუქი ჩაი, მარინადები, სანელებლები, მჟავე პროდუქტი, ცხიმიანი, ზედმეტად მარილიანი, ნიგვზიანი, შებოლილი, ნაყინი, შოკოლადი, ახალ გამომცხვარი პურ-ფუნთუშეული.

à სვით ბევრი წყალი.à საკვების მიღება შეწყვიტეთ დაძინებამდე 2-3 საათით

ადრე.Ã ფიზიკური აქტივობა მოგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის

პერისტალტიკის მოწესრიგებაში: ე.წ. "ზარმაცი" კუჭის გააქტიურებაში, ყაბზობის ალაგებაში და დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას.

à მედიკამენტოზური თერაპია (მოწოდებულია, როგორც სინთეზური, ისე ფიტო პრეპარატები).

უნივერსალური

ფიტოპრეპარატი

ფუნქციური

დისპეფსიის

მკურნალობასა და

პროფილაქტიკაში

უკანასკნელ წლებში, თუ ფარმაცევტულ ბაზარს დავაკვირდებ-ით, ყურადღებას მიიქცევს ფიტო და ბიოლოგიურ სუბსტანციებზე დამზადებულ მედიკამენტთა სიმრავლე. როგორც ჩანს, გადაი-არა ახალი, ქიმიური სინთეზით მიღებული მედიკამენტებით უაპე-ლაციო აღტაცების ეპოქამ, მათი გადაფასების პიკმა. დრომ და გამოცდილებამ თავისი ადგილი მიუჩინა როგორც ახალ, სინთე-ზურ მედიკამენტებს, ისე ძველ, ნაცად რეცეპტურებსაც.სულ უფრო ხშირად ვხვდებით წამყვანი, განვითარებული ქვეყ-ნების, პრესტიჟული ფარმაცევტული ფირმების ნაწარმოებ ბუ-ნებრივ მედიკამენტებს. მათ შორისაა გერმანული მედიკამენტი – გასტრიტოლი, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ.მთელ მსოფლიოში და საიდუმლო არაა, საქართველოშიც, ძალ-ზე აქტუალურია ამგვარი პრობლემების მქონე პაციენტთა ეფექ-ტური და უსაფრთხო მკურნალობა. გასტრიტოლი წარმოადგენს ფიტოთერაპიულ პრეპარატს. მისი მოქმედების სფეროსა და ას-პექტებს უკეთ მივხვდებით, თუ მეტი გვეცოდინება გასტრიტოლის ცალკეული კომპონენტების შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ძალზე ეფექტურად არიან კომბინირებულნი. გასტრიტოლი არ წარმოადგენს სხვადასხვა გასტროპროტექტორული უნარებ-ის მქონე მცენარეების ნაკრებს. მასში შემავალი კომპონენტები ეფექტურად აბალანსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის მოქმე-დებას. ეს მცენარეებია: გვირილა, ძირტკბილა, ძიძო, ანგელოზა, ბატის მარწყვა და აბზინდა. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.გვირილა ყველასთვის ნაცნობი მცენარეა. სამკურნალო თვისებე-ბი აქვს მხოლოდ ერთ-ერთ ქვესახეობას, სააფთიაქო გვირილას, სხვა ყველა ქვესახეობა მხოლოდ დეკორატიულია. გვირილას აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, აირების საწინააღმდე-გო უნარები; ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა კუჭის ლორწოვა-ნის ანთებისა და დაწყლულების საწინააღმდეგოდ, ის ხსნის არა მარტო სიმპტომებს, არამედ კურნავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და-ავადებებს სათანადო ხანგრძლივობით გამოყენებისას. კარგია როგორც დიარეის, ასევე ყაბზობისას ნაწლავური კოლიკების მოსახსნელად.

აბზინდა ძლიერად ერთვის კუჭ–ნაწლავის მუშაობაში, აუმჯობეს-ებს აქ მდებარე ჯირკვლების ფუნქციონირებას, და ამით, საკვების მონელებას. აბზინდას უხსოვარი დროიდან იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევების, გასტრიტის, მეტეორიზმის, ანემიების, პარაზიტული დაავადებების დროს. მისი ნაყენი აქრობს უსიამოვ-ნო სუნს პირის ღრუდან.ანგელოზა – ეს სახელი უკავშირდება ლეგენდას, რომ მისი სამ-კურნალო თვისებების შესახებ ადამიანებს მთავარანგელოზმა მიქაელმა ამცნო, რომლის დღესაც იწყებს ყვავილობას ეს სა-ოცარი მცენარე. პარაცელსი მას პანაცეად თვლიდა და ყველა სამკურნალო ნაკრებში იყენებდა. მისი მოქმედების სფერო მო-იცავს სასუნთქი სისტემის, ნერვული და საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებს.ძიძოს აქვს კარგად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი მოქ-მედება, ძალზე ეფექტურია მეტეორიზმის დროს.ძირტკბილას უძველესი დროიდან იყენებენ მედიცინაში. მისი ფესვის სიტკბოს განაპირობებს ნივთიერება გლიცირიზინი, რომელიც შაქარზე უფრო ტკბილია. მედიცინაში გამოიყენება, როგორც სპაზმოლიზური, წყლულების მომაშუშებელი, მსუბუქი საფაღარათო და შარდმდენი საშუალება.ბატის მარწყვას აქვს სისხლმბადი სისტემის მასტიმულირებე-ლი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, მთრმილავი და შარდმდენი მოქმედება. გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე ხმარობენ გარეგანად წყლულებისა და ჭრილობების სამკურნალოდ.ასეთია გასტრიტოლში შემავალი მცენარეების მოკლე მიმო-ხილვა. დაკვირვებული მკითხველი უმალ შეამჩნევს, როგორი სრულფასოვანი კომბინაცია იკვრება ამ განსხვავებული მცე-ნარეებით და როგორ მოიცავენ ისინი გასტრიტისა და წყლუ-ლის წარმოშობაში მონაწილე რგოლებს და დაავადების სიმ-პტომატიკას.გარდა ამისა, გასტრიტოლის მიღებისას პაციენტის ორგანიზმი უეჭველად მიიღებს სარგებელს სხვა ორგანოებისა და დაავადე-ბების მხრივაც მასში შემავალი კომპონენტების მრავალმხრივი მოქმედების მეშვეობით, მით უფრო, თუ მას თქვენი პრობლემების მცოდნე გამოცდილი პროფესიონალი მკურნალი დანიშნავს.

მარინა კულდონაშვილი - 599 235 239თერაპევტი „ტესტი - IMP“ თბილისი, ონიაშვილის ქ. 20

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს

ფიტოთერაპია ფუნქციონალური დისპეფსიის წინააღმდეგ