დაძლევის სტრატეგიებისა და...

41
დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედებთან ავტორი: ლელა ლეჟავა ფსიქოლოგია 04 ხელმძღვანელი: თამარ გაგოშიძე თბილისი, 2015

Upload: tsupsychology

Post on 02-Aug-2016

242 views

Category:

Documents


13 download

DESCRIPTION

ავტორი: ლელა ლეჟავა

TRANSCRIPT

Page 1: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების

დედებთან

ავტორი: ლელა ლეჟავა

ფსიქოლოგია 04

ხელმძღვანელი: თამარ გაგოშიძე

თბილისი, 2015

Page 2: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

2

სარჩევი

1. ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის საკითხის განსაზღვრა ............................................. 3

შესავალი ................................................................................................................................................. 3

სტრესის ცნება .................................................................................................................................... 3

სტრესის დაძლევის ცნება ................................................................................................................ 3

პოსტტრავმული ზრდა ..................................................................................................................... 4

აუტიზმი ............................................................................................................................................. 5

1.1.აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების დაძლევის მექანიზმების კვლევა ....... 6

1.2. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების პოსტტრავმული ზრდის კვლევა 10

1.3. დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი აუტიზმის მქონე

ბავშვების მშობლებთან .......................................................................................................................... 13

2. კვლევის საკითხის განსაზღვრა ........................................................................................................ 15

3. მეთოდი ................................................................................................................................................. 18

3.1 მონაწილეები .................................................................................................................................. 18

3.2 კვლევის დიზაინი ......................................................................................................................... 18

3.3 მეთოდიკა ....................................................................................................................................... 18

4. კვლევის შედეგები .............................................................................................................................. 24

4.1 კორელაციური ანალიზი .............................................................................................................. 27

5. დისკუსია .............................................................................................................................................. 30

6. დასკვნა .................................................................................................................................................. 32

7. კვლევის ნაკლოვანებები .................................................................................................................... 33

გამოყენებული ლიტერატურა: ............................................................................................................. 34

დანართი ................................................................................................................................................... 37

Page 3: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

3 ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის საკითხის განსაზღვრა

1. ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის საკითხის განსაზღვრა

შესავალი

სტრესის ცნება

სტრესის ცნება პირველად ჰანს სელიემ შემოიტანა. ის სტრესს უწოდებდა

„ორგანიზმის არასპეციფიკურ პასუხს ნებისმიერ მისთვის წარდგენილ მოთხოვნაზე“.

მასვე ეკუთვნის სტრესორის ცნება, რომელიც გულისხმობს ფაქტორებს, რომლებიც

იწვევს სტრესის შესაბამის ბიოლოგიურ რეაქციას (Селье, 1974). სტრესორებზე

რეაქცია სელიემ აღწერა, როგორც ზოგადი ადაპტაციური სინდრომი, რომელიც

მოიცავს სამ სტადიას: განგაშის რეაქცია, წინააღმდეგობის სტადია და გამოფიტვის

სტადია (Selye, 1976a, 19976b წყაროში (ზიმბარდო, 2009).

ჰაროლდ ვოლფი სტრესს განიხილავდა, როგორც სხეულის მდგომარეობას,

რომელიც წარმოიქმნა, როგორც ორგანიზმის რეაქცია ზიანის მომტან სტიმულზე ან

გარემოებაზე. სხვა სიტყვებით, ის განიხილავს სტრესს, როგორც დინამიკურ

მდგომარეობას, რომელიც მოიცავს ადაპტაციას მოთხოვნებისადმი (Lazarus &

Folkman, 1984).

ლაზარუსისა და ფოლკმანის მიხედვით, ფსიქოლოგიური სტრესი არის

ადამიანსა და გარემოს შორის ურთიერთობა, სადაც გარემოს ადამიანი აფასებს,

როგორც საფრთხის შემცველს მისი კარგად ყოფნისთვის (Lazarus & Folkman, 1984),

(მარწყვიშვილი, 2010).

სტრესის დაძლევის ცნება

ლაზარუსისა და ფოლკმანის სტრესის კოგნიტური თეორიის მიხედვით,

დაძლევა განიხილება როგორც პროცესი. ეს არის პიროვნების მუდმივად ცვალებადი

კოგნიტური და ქცევითი მცდელობები, რათა თავი გაართვას სპეციფიურ გარეგან

და/ან შინაგან მოთხოვნებს, რომელიც შეფასებულია, როგორც მოთხოვნები,

Page 4: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

4 ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის საკითხის განსაზღვრა

რომლებიც აღემატება ინდივიდის რესურსებს (Lazarus & Folkman, 1984b წყაროში

(Folkman, Lazarus, & al, 1986). დაძლევის კოგნიტურ თეორიაში ლაზარუსი და

ფოლკმანი ორი ცენტრალური პროცესის არსებობაზე მიუთითებენ: კოგნიტური

შეფასება და დაძლევა. ისინი გამოყოფენ სამი სახის კოგნიტურ შეფასებას:

პირველადი, მეორადი და ხელახალი შეფასება 1 . პირველადი შეფასება ეხება იმის

განხილვას, შეჯახება პოზიტიურია, სტრესული, თუ, საერთოდ, ირელევანტური.

მეორადი შეფასება ეხება იმის ძიებას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სტრესის

აღმოსაფხვრელად. ამ ეტაპზე ფასდება შინაგან ან გარეგან მოთხოვნებთან

გასამკლავებლად არჩეული დაძლევის სტრატეგია მოიტანს თუ არა სასურველ

შედეგს. ხელახალი შეფასება, ესაა გარემოს და/ან ახალი ინფორმაციის საფუძველზე

შეცვლილი შეფასება. კოგნიტური შეფასების პროცესი არ არის აუცილებელი

ცნობიერი იყოს, მისი ფორმირება შეიძლება არაცნობიერადაც მოხდეს (Lazarus &

Folkman, 1984).

კოგნიტური თეორიის თანახმად, დაძლევას ორი ფუნქცია აქვს. პირველი,

პრობლემაზე–ფოკუსირებული დაძლევის შემთხვევაში სტრესის გამომწვევი

სტრესული სიტუაცია პირდაპირ იცვლება. სხვა სიტყვებით, სტრესის გამომწვევი

პიროვნება–გარემოს ურთიერთობა იცვლება (Lazarus & Folkman, 1984);

(მარწყვიშვილი, 2010). ემოციაზე–ფოკუსირებული დაძლევა გულისხმობს სტრესთან

ასოცირებული ნეგატიური ემოციების შემცირებას, რეგულაციას (Lazarus & Folkman,

1984).

პოსტტრავმული ზრდა

არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ტრავმული მოვლენები ბევრ

ნეგატიურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შედეგს იწვევს და კვლევებში ნაკლები

1 Reappraisal

Page 5: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

5 ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის საკითხის განსაზღვრა

ყურადღება ეთმობა ნეგატიური მოვლენის პოზიტიური გავლენის ეფექტს (Tedeschi &

Calhoun, 1996).

ტედესკის და კალჰოუნის ტრანსფორმაციული თეორიის მიხედვით,

პოსტტრავმული ზრდა არის პოზიტიური ცვლილება, რომელიც ჩნდება

ცხოვრებისეული დიდი კრიზისის გადალახვის შედეგად (Tedeschi & Calhoun, 2004).

ის გამოიხატება 5 გზით, ესენია (Tedeschi & Calhoun, 1996):

ცხოვრების დაფასება,

სხვებთან ურთიერთობა,

გაზრდილი პიროვნული სიძლიერე,

ახალი პრიორიტეტები,

სპირიტუალური ცვლილება.

აუტიზმი

აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია.

აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებს აღენიშნებათ სირთულეები

ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში და

წარმოსახვით თამაშში. აუტიზმი აგრეთვე გავლენას ახდენს გონებრივი

განვითარების პროცესებზე. როგორც წესი, ვლინდება სამი წლის ასაკამდე (გაგოშიძე,

2007).

Page 6: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

6 ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის საკითხის განსაზღვრა

1.1.აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების დაძლევის

მექანიზმების კვლევა

აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვის აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე

მძიმე საქმეა მშობლისთვის (Bashir, Khurshid, & Qadri, 2014). აუტიზმი ოჯახისთვის

ერთ-ერთ ყველაზე დიდი გავლენის მქონე განვითარების დარღვევად მიიჩნევა.

აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვის აღზრდა და მოვლა მუდმივი და

შიშის მომგვრელი გამოწვევაა მშობლისათვის/მეურვისთვის. მშობლებს ხშირად

უწევთ საკუთარი პროფესიული და სოციალური ცხოვრების მორგება ბავშვის

სპეციფიკური საჭიროებებისათვის (Sarria & Pozo, 2015).

ინდოეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მშობლებზე სტრესორის გავლენა

სხვადასხვაგვარი იყო. რადგანაც მშობლების მთელი ყურადღება აუტისტური

სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვზე იყო მიმართული, მათი ცხოვრება მთლიანად

შეიცვალა და მოექცნენ სოციალურ იზოლაციაში, რაც, თავის მხრივ, მათ ფიზიკურ

და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახა. შედეგებიდან ჩანს, რომ ოჯახური

მხარდაჭერა და ღვთის რწმენა პოზიტიურ დამოკიდებულებებს აყალიბებდა

მშობლებში, მოქმედებდა, როგორც მოტივატორი და დაძლევის მექანიზმი, ბავშვთან

დაკავშირებული წინააღმდეგობების გადალახვისას მშობლების უმეტესობას არ

ჰქონდა საკმარისი ცოდნა აუტისტური სპექტრის დარღვევის შესახებ (Bashir,

Khurshid, & Qadri, 2014)

პოტისა და ინგმანს აინტერესებდათ დაძლევის პირდაპირი და

გამაშუალებელი ეფექტი ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ დისტრესსა და კარგად

ყოფნაზე აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების მშობლებთან.

Page 7: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

7 ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის საკითხის განსაზღვრა

აღმოჩნდა, რომ მშობლის მიერ გამოყენებული გარიყვის, უსუსურობის, გაქცევის და

წუხილის დაძლევის სტრატეგია (4 სახის დაძლევითი პასუხი) იყო ყოველდღიური

მაღალი ნეგატიური გუნება-განწყობილების პრედიქტორი. ასევე აღმოჩნდა, რომ

პრობლემაზე ფოკუსირებული დაძლევა, მხარდაჭერის ძიება, ემოციური რეგულაცია,

კომპრომისი და პოზიტიური რეკონსტრუირება (5 სახის დაძლევითი პასუხი)

ყოველდღიური ნეგატიური გუნება-განწყობილების დაბალი დონის და

ყოველდღიური პოზიტიური გუნება-განწყობილების პრედიქტორი იყო. აგრეთვე

გაიზომა გენდერის გამაშუალებელი ეფექტი და დაძლევითი პასუხები. გენდერი არ

ახდენდა გავლენას ყოველდღიურ დაძლევა-გუნება-განწყობილების

ურთიერთმიმართებაზე. თუმცა, 3 დაძლევითი პასუხი (ემოციური რეგულაცია,

სოციალური მხარდაჭერა და წუხილი) აღმოჩნდა, რომ კავშირშია ყოველდღიურ

დაძლევა-გუნება-განწყობილების ურთიერთმიმართებასთან.2 ამის გარდა, აუტიზმის

სიმპტომატიკა და დიაგნოზის დასმიდან გასული დრო არ იყო კავშირში მშობლის

გუნება-განწყობილებასთან (Pottie & Ingram, 2008).

ასევე იკვლიეს აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე სკოლამდელი და

სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლების სტრესთან გამკლავების მექანიზმები.

ფაქტორულმა ანალიზმა გამოავლინა დაძლევის 4 განზომილება: აქტიური

ამრიდებლური დაძლევა, პრობლემაზე ფოკუსირებული დაძლევა, პოზიტიური

დაძლევა და რელიგიური/უარყოფითი დაძლევა. კვლევამ აჩვენა გენდერული

განსხვავება პირველ ორ განზომილებას შორის. თუმცა, მშობლების დაძლევა არ

იცვლებოდა/ვარირებდა 3 აუტიზმის მქონე ბავშვის ასაკთან ერთად. აგრეთვე

დადგინდა კავშირი დაძლევის სტრატეგიებს, მშობლის სტრესსა და ფსიქიკურ

ჯანმრთელობას შორის (Hastings, Kovshoff, & al, 2005).

2002 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც იკვლევდა

დაძლევის სტრატეგიების განსხვავებას აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე

2daily stress–mood relationship

3 No reliable evidence that parental coping varied with the age of the child with autism

Page 8: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

8 ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის საკითხის განსაზღვრა

ბავშვის მშობლებსა და სხვა დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებს შორის, შედეგები

ცხადყოფდა განსხვავებას ყველა ცვლადის დონეზე ამ ორ ჯგუფს შორის (Sivberg,

2002).

კიდევ ერთი კვლევა ეხებოდა აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე

ბავშვების ქორწინებაში მყოფი მშობლების სტრესს. იკვლიეს აუტიზმის სიმპტომების

4 განზომილებასთან კავშირი. პირველი განზომილება უკავშირდება მეტყველებას,

ენასა და კომუნიკაციას. მეორე - სოციალურ ურთიერთობას, მესამე - სენსორულ და

კოგნიტურ შემეცნებას, დაბოლოს - ჯანმრთელობა და ფიზიკური ქცევა. შედეგებმა

აჩვენა, რომ სოციალური ურთიერთობის ხარისხით შესაძლებელია დედებში

სტრესის წინასწარმეტყველება, მაშინ, როცა მამების სტრესი დაკავშირებული იყო

ბავშვის პრობლემებთან სენსორულ და კოგნიტურ შესაძლებლობებში. სხვა

ცვლადები არ არის მშობლების სტრესთან კავშირში. შედეგები მნიშვნელოვანია

სტრესის მენეჯმენტისათვის და სამომავლო ინტერვენციისთვის, როგორც ბავშვის,

ასევე მშობლებისთვის (Allen, Bowles, & Weber, 2013).

კიდევ ერთი კვლევის ჰიპოთეზით, აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე

ბავშვების დედებს უფრო მაღალი სტრესი უნდა ჰქონოდათ და უფრო ნაკლებად

ეფექტური დაცვის მექანიზმები გამოეყენებინათ, ვიდრე ნორმალური განვითარების

მქონე ბავშვების დედებს. კვლევით დადგინდა, რომ აუტისტური სპექტრის

დარღვევების მქონე ბავშვების დედები უფრო მეტ სტრესს განიცდიან და,

ამავდროულად, დაძლევას ცდილობენ სოციალური მხარდაჭერის ძიებით,

გაქცევით/არიდებით ან სიტუაციის ხელახალი უფრო ხშირი პოზიტიური შეფასებით

ნორმალური განვითარების მქონე ბავშვების დედებთან შედარებით. მნიშნელოვანი

დადებითი კორელაცია დადგინდა აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე

ბავშვების დედებთან სტრესსა და კონფრონტაციული დაძლევის სტრატეგიას

შორის(Vidyasagar & Koshy, 2010).

Page 9: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

9 ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის საკითხის განსაზღვრა

მონტესის და ჰალტერმანის კვლევის მიხედვით, აუტიზმის მქონე ბავშვების

დედებს ზოგად პოპულაციასთან შედარებით უფრო სუსტი ფსიქიკური

ჯანმრთელობა ჰქონდათ. დემოგრაფიული ფონის 4 და ბავშვის პროსოციალური

უნარების დარეგულირების შემდეგ მათ უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდათ

შვილთან, უკეთ უმკლავდებოდნენ მშობლის დავალებებს და ნაკლებად

ბრაზდებოდნენ თავიანთ შვილზე. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვის

ყოლა არ ასოცირდებოდა დაბალ სოციალურ მხარდაჭერასთან, გაზრდილ

უთანხმოებებთან და ოჯახში ძალადობასთან (Montes & Halterman, 2015).

აგრეთვე კვლევებმა დაადასტურა, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევის

მქონე ბავშვების მშობლები შედარებით უფრო მეტ დისტრესს განიცდიან, ვიდრე სხვა

განვითარების დარღვევების მქონე ბავშვების მშობლები. ერთ–ერთ კვლევაში

ერთმანეთს შეადარეს აუტისტური სპექტრის დარღვევისა და დაუნის სინდრომის

მქონე ბავშვების მშობლები. შედეგებმა აჩვენა, რომ აუტიზმის შემთხვევაში მშობლებს

უფრო მეტი ნეგატიური რწმენები აქვთ იმის შესახებ, რომ შვილის მდგომარეობა

გავლენას ახდენს ოჯახურ ცხოვრებაზე, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების

მშობლებისგან განსხვავებით(Goldberg, Fontil, & al, 2014).

4After adjustment for demographic background and the child’s prosocial skills

Page 10: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

10 ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის საკითხის განსაზღვრა

1.2. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების

პოსტტრავმული ზრდის კვლევა

პოსტტრავმულ ზრდაზე ჩატარებული კვლევები აუტისტური სპექტრის

დარღვევების მქონე ბავშვების მშობლებზე ძალიან ცოტაა. ამ მცირერიცხოვანი

კვლევებიდან ერთ–ერთი, რომელიც ჩინეთში ჩატარდა, იკვლევდა პოსტტრავმული

ზრდის განზომილებებს და იმ ფაქტორებს, რომელიც აადვილებს პოსტტრავმულ

ზრდას. ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს თემატური ანალიზი

ნაწილობრივ ადასტურებდა თედესკისა და ქალჰაუნის პოსტტრავმული ზრდის

მოდელს. ცხოვრების ახალი ფილოსოფია, ცხოვრების დაფასება, სხვებთან

ურთიერთობა, პიროვნული სიძლიერე და სპირიტუალური ცვლილება იყო ხუთი

დომეინი/სფერო აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედებთან.

მიღებული სოციალური მხარდაჭერა, თანატოლების მაგალითი, ეფექტური

დაძლევის სტილი და თვით–ეფექტურობის ზრდა აღმოჩნდა პოსტტრავმული ზრდის

ხელშემწყობი ფაქტორები. თუმცა, ავტორები აქვე აღნიშნავენ, რომ შემდგომი კვლევა

საჭიროა, რათა გავიგოთ, როგორ შევუწყოთ აუტიზმის მქონე ბავშვების დედების

პოსტტრავმულ ზრდას ხელი(Zhang, Yan, Barriball, While, & Liu, 2015).

იგივე ავტორების მეორე კვლევაში შეფასდა აუტისტური სპექტრის

დარღვეევების მქონე ბავშვების დედების პრობლემის გადაჭრაზე ფოკუსირებულ

მოკლე თერაპიაში 5 ჯგუფური მუშაობის გავლენა პოსტტრავმულ ზრდაზე. დედებს,

რომლებიც ჩართულები იყვნენ პრობლემის გადაჭრაზე ფოკუსირებულ მოკლე

თერაპიაში, პოსტტრავმული ზრდის უფრო მაღალი ქულები და, აგრეთვე, 6 თვის

5 Solution-focused brief therapy

Page 11: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

11 ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის საკითხის განსაზღვრა

შემდეგომ შეფასებაში უფრო მაღალი ქულები ჰქონდათ, ვიდრე იმ დედებს,

რომლებიც არანაირ თერაპიას არ გადიოდნენ(Zhang, Yan, Du, & Liu, 2014).

ერთ–ერთი კვლევის მიხედვით, არსებობს მნიშნველოვანი კავშირი სტრესის

ინდივიდუალურ შეფასებას, პოსტტრავმული ზრდის შეფასებასა და მშობლების

საერთო ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის. მშობლის ასაკს, განათლებასა და

ყოველწლიურ შემოსავალს გავლენა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. უფრო

ზუსტად, ნეგატიური კავშირი დადგინდა სტრესის ინდივიდუალურ შეფასებასა და

ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის, ანუ რაც უფრო მეტად შეაფასებს ინდივიდი

მდგომარეობას სტრესულად, მით მეტადაა დაქვეითებული ფსიქიკური

ჯანმრთელობა. აგრეთვე დადგინდა დადებითი კორელაცია პოსტტრავმული ზრდის

შეფასებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის, რაც უფრო მეტ პოსტტრავმულ

ზრდას განიცდიდნენ მშობლები, უფრო უმჯობესდებოდა მათი ფსიქიკური

ჯანმრთელობა (Motaghedi & Haddadian, 2014).

ჰოლდერმა კვლევაში გამოყო ხუთი ძირითადი თემა, რომელიც პოზიტიურ

გავლენას ახდენს ოჯახზე: მშობლის მიერ ბავშვის დაცვის ფოკუსის განვითარება6,

ოჯახის მიერ აუტიზმის მქონე პიროვნების ნიჭით ტკბობა, სულიერი გამოცდილების

ზრდა, ოჯახური თავყრილობები/შეკრებები და მშობლების პოზიტიური

დამოკიდებულებების ზრდა. თუმცა, ავტორი აქვე მიუთითებს შემდგომი კვლევების

აუცილებლობაზე (Holder, 2013).

ლოეპის კვლევის მიხედვით, დედები მამებთან შედარებით აჩვენებდნენ

უფრო მეტ სტრესს და სტრესთან დაკავშირებულ პოსტტრავმულ ზრდას, ასევე

იყენებდნენ აქტიურ, ინსტრუმენტალურ მხარდაჭერას, დაგეგმვას და იმ დაძლევის

სტრატეგიებს, რომელიც საკუთარი თავის დადანაშაულებას მოიცავდა 7 . მამები,

დედებთან შედარებით, იღებდნენ უფრო მაღალ მხარდაჭერას მათთვის

6Development of parental advocacy focus 7Self-blaming coping strategies

Page 12: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

12 ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის საკითხის განსაზღვრა

მნიშვნელოვანი ადამიანებისგან. საერთო ჯამში, დედებისა და მამების უმრავლესობა

ამ კვლევაში აჩვენებდნენ, რომ მიაღწიეს სტრესთან დაკავშირებულ ზრდას

აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვის აღზრდაში. ეს პროცესი ბუნებრივი

იყო და გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგა (Loepp, 2015).

Page 13: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

13 დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი აუტიზმის მქონე

ბავშვების მშობლებთან

1.3. დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებთან

ასევე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული, ზოგადად, დაძლევის სტრატეგიებსა

და პოსტტრავმული ზრდის კავშირზე. კვლევები არ არის ჩატარებული აუტისტური

სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებზე ან მეურვეზე. ჩატარებული

კვლევების უმეტესობის სამიზნე ჯგუფი ონკოლოგიური პაციენტებია.

ერთ–ერთი კვლევა მიმართული იყო დაედგინათ, შეიძლება თუ არა დაძლევის

სტრატეგიებმა შეასრულოს მედიატორის ფუნქცია დისპოზიციური ოპტიმიზმისა და

პოსტტრავმული ზრდის კავშირში პოსტოპერაციულ ძუძუს კიბოს მქონე

პაციენტებთან. რეგრესიულმა ანალიზმა გამოავლინა, რომ პრობლემაზე

ფოკუსირებული დაძლევა მთლიანად აშუალებდა დისპოზიციურ ოპტიმიზმსა და

პოსტტრავმატულ ზრდას, მაშინ, როცა ემოციაზე ფოკუსირებული დაძლევა ამას ვერ

ახერხებდა. ეს ნიშნავს, რომ ძუძუს კიბოს ოპერაციის შემდეგ ის პაციენტები,

რომლებიც უფრო ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, უფრო მეტად იყენებდნენ

პრობლემაზე ფოკუსირებულ დაძლევას, რომელსაც თავის მხრივ პოსტტრავმულ

ზრდამდე მიყავდა ეს პაციენტები (Buyukasik-Colak, Gundogdu-Akturk, & Bozo, 2012).

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ასევე ძუძუს კიბოსგან

განკურნებულ პაციენტებზე ჩატარდა, გამოიყო ერთი პოსტტრავმული ზრდის

თემატური კლასი, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მაღალი დაძლევა,

სოციალური მხარდაჭერა და აქტიური კოგნიტური გადამუშავება (Lelorian, Tessier,

Florin, & Bonnaud-Antignac, 2012).

კვლევაში, რომელიც სასწრაფო დახმარების პერსონალის სტრესის დაძლევას,

პიროვნულ თავისებურებებსა და პოსტტრავმულ ზრდას ეხება, დადგინდა

კორელაცია, რომ ხუთ ფაქტორიანი მოდელი და დაძლევის სტრატეგიები კავშირშია

პოსტტრავმული ზრდის აღქმაზე. აგრეთვე აღმოჩნდა, რომ კავშირი პიროვნულობასა

Page 14: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

14

და პოსტტრავმულ ზრდას შორის დიდწილად გაშუალებული იყო დაძლევის

დონეებით (Shakespeare-Finch, Gow, & Smith, 2005).

Page 15: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

15 2. კვლევის საკითხის განსაზღვრა

2. კვლევის საკითხის განსაზღვრა

ეგზისტენციალური ანალიზის ფუძემდებლის, ვიქტორ ფრანკლის, მიხედვით,

ყოველი ინდივიდი ცდილობს იპოვოს „ცხოვრების საზრისი 8 “, რომელიც მისი

ცხოვრების პირველადი მოტივატორია და გადარჩენის სურვილიდან მომდინარეობს.

ფრანკლის თეორიას ფსიქოპათოლოგიის ახალი გაგებისკენ მივყავართ. რომლის

მიხედვით, საზრისის ნაკლებობას მივყავართ უნიკალური ტიპის ფსიქოლოგიურ

დისტრესამდე. ფრანკლის მიხედვით, არსის აღმოჩენა შეიძლება: 1. სამუშაოს შექმნით

ან საგმირო საქმით; 2. სიტუაციის ან პიროვნების მოულოდნელი გამოცდით; 3.

გარდაუვალი ტანჯვისადმი ინდივიდის დამოკიდებულებით. 9 ანუ ფრანკლი

გამოყოფს საზრისის სამ კომპონენტს: კრეატიულობას, გამოცდილებას და

დამოკიდებულებას. მისი აზით, არსი ნაპოვნია სამყაროსთან კონტაქტში, რომელიც

კატალიზატორია „მე“-ს საზღვრებისთვის (Wong, 2012). აქედან გამომდინარე, რომ

დავუბრუნდეთ აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედების

მაგალითს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მათ მიერ გამოყენებული სტრესთან

გამკლავების ეფექტური დაძლევის სტრატეგიები, გამოცდილების საფუძველზე,

ცხოვრების საზრისის აღმოჩენაში ან ცვლილებაში, ცხოვრებაში ადგილის პოვნასა და

ღირებულებების გადაფასებაში ეხმარება და ცვლის მათ ცხოვრების ფილოსოფიას,

რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მათ პოსტტრავმულ ზრდას.

ამრიგად, მიმოვიხილეთ ის ლიტერატურა, რომელიც პოსტტრავმული ზრდისა

და დაძლევის მექანიზმების კვლევას დაეთმო აუტისტური სპექტრის დარღვევების

მქონე ბავშვების მშობლებთან. როგორც ვნახეთ, საკმაო რაოდენობის კვლევებია

ჩატარებული სტრესის დაძლევის მექანიზმებზე აუტიზმის მქონე ბავშვების

დედებთან/მშობლებთან.

8Will to meaning 9 (1) creating work ordoing a deed, (2) experiencing a situation or encountering a person, or (3) by one’s attitude

towards unavoidable suffering.

Page 16: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

16 2. კვლევის საკითხის განსაზღვრა

უფრო მცირე რაოდენობით კვლევებია ჩატარებული პოსტტრავმულ ზრდაზე

და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს მშობლის პოსტტრავმულ ზრდას.

მიმოხილული კვლევების უმეტესობაში თითქმის ყველა ავტორი მიუთითებს

შემდგომი კვლევების აუცილებლობაზე, რათა მშობლებისთვისაც დაიგეგმოს

ინტერვენციის საშუალებები.

ფაქტობრივად, არ არის ნაკვლევი პოსტტრავმული ზრდისა და დაძლევის

მექანიზმების კავშირი და ეს მცირე რაოდენობის კვლევებიც ონკოლოგიურ

პაციენტებზეა ჩატარებული. არ მოიძებნა არც ერთი კვლევა პოსტტრავმული ზრდისა

და დაძლევის მექანიზმების კავშირზე აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე

ბავშვების მშობლებთან.

შესაბამისად, ჩვენი კვლევის მიზანია დადგინდეს, არსებობს თუ არა კავშირი

პოსტტრავმულ ზრდასა და დაძლევის სტრატეგიებს შორის აუტისტური სპექტრის

დარღვევების მქონე ბავშვების მშობლებთან. ჰიპოთეზები შემდეგია:

• ეფექტური დაძლევის მექანიზმები უფრო ნაკლებად განაპირობებს

პოსტტრავმულ ზრდას.

• აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედების

შემთხვევაში ეფექტური დაძლევის სტრატეგიები პოსტტრავმული ზრდის

პრედიქტორი არ არის.

• დაძლევის სტრატეგიები აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე

ბავშვების დედებთან განსხვავებული არ არის ნორმალური განვითარების

მქონე ბავშვების დედებთან შედარებით.

• დიაგნოზიდან/ბავშვის ცენტრში ტარებიდან დროის გასვლასთან ერთად

აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედების ცხოვრების

ფილოსოფიაში ცვლილება არ ხდება და მათი პოსტტრავმული ზრდის

მაჩვენებელი უფრო ნაკლებია იმ დედებთან შედარებით, ვისაც ცოტა ხნის

წინ დაუსვეს დიაგნოზი/ვისაც ცოტა ხანია შვილი ცენტრში დაჰყავს.

Page 17: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

17 2. კვლევის საკითხის განსაზღვრა

ალტერნატიული ჰიპოთეზები:

• არაეფექტური დაძლევის მექანიზმები უფრო მეტად განაპირობებს

პოსტტრავმულ ზრდას.

• დაძლევის მექანიზმები აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე

ბავშვების დედებთან განსხვავებულია ნორმალური განვითარების მქონე

ბავშვების დედებთან შედარებით.

• აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედების

შემთხვევაში ეფექტური დაძლევის მექანიზმები პოსტტრავმული ზრდის

პრედიქტორია.

• დიაგნოზიდან/ბავშვის ცენტრში ტარებიდან დროის გასვლასთან ერთად

აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედების ცხოვრების

ფილოსოფიაში ცვლილება ხდება და მათი პოტტრავმული ზრდის

მაჩვენებელი უფრო მეტია იმ დედებთან შედარებით, ვისაც ცოტა ხნის წინ

დაუსვეს დიაგნოზი/ვისაც ცოტა ხანია შვილი ცენტრში დაჰყავს.

Page 18: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

18 3. მეთოდი

3. მეთოდი

3.1 მონაწილეები

კვლევა ჩატარდა ხელმისაწვდომი შერჩევით ცდის პირთა 2 ჯგუფზე.

1. სამიზნე ჯგუფი - 20 აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვის

დედა.

2. საკონტროლო ჯგუფი - 20 ნორმალური განვითარების მქონე ბავშვის

დედა.

3.2 კვლევის დიზაინი

კვლევა კორელაციური დიზაინისაა, რადგან დგინდება ორ ცვლადს - სტრესის

დაძლევასა და პოსტტრავმულ ზრდას - შორის კავშირი. კვლევაში გამოყენებულია

ჯგუფთა შორისი სქემა, რადგან ორი დამოუკიდებელი ჯგუფის (სამიზნე ჯგუფის -

აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედების და საკონტროლო

ჯგუფის- ნორმალური განვითარების მქონე ბავშვების დედების) მონაცემების

შედარება ხდება.

3.3 მეთოდიკა

ინსტრუმენტი 1.კვლევაში გამოყენებული იყო თედესკისა და ქალჰაუნის

პოსტტრავმული ზრდის კითხვარი (PTGI), რომელიც ზომავს ტრავმის „პოზიტიურ

მემკვიდრეობას“. ეს არის 21 დებულებიანი სკალა, რომელიც მოიცავს შემდეგ

ფაქტორების ქვესკალებს (Tedeschi & Calhoun, The Posttraumatic Growth Inventory:

Measuring the Positive Legacy of Trauma, 1996):

სხვებთან ურთიერთობა;

ახალი შესაძლებლობები;

პიროვნული სიძლიერე;

სპირიტუალურ ცვლილებები;

ცხოვრების დაფასება.

Page 19: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

19 3. მეთოდი

ქალებში ტრავმის შემდგომი უფრო მეტი ბენეფიტები ფიქსირდება, ვიდრე

კაცებში და იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიარეს ტრავმული მოვლენები, უფრო

მეტი პოზიტიური ცვლილებები აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც მსგავსი

ექსტრაორდინალური გამოცდილება არ ჰქონია. სკალას აქვს შესაძლებლობა

განსაზღვროს, რამდენად წარმატებულად დაძლევენ ტრავმას ინდივიდები და

რამდენად წარმატებულია მათი „მე-ს“, სხვების და მოვლენების რეკონსტრუირება და

ამ ყველაფრის აღქმის სიძლიერე. ქალებში უფრო მეტი ქულები ჰქონდათ ყველა

ფაქტორზე, გარდა ახალი შესაძლებლობებისა, ვიდრე კაცებს. (Tedeschi & Calhoun, The

Posttraumatic Growth Inventory: Measuring the Positive Legacy of Trauma, 1996).

რაც შეეხება კითხვარის ქართულ ვერსიას, კითხვარის ადაპტირება მოხდა 641

ადამიანზე. აღმოჩნდა, რომ ქართულ ვერსიაში უცვლელად რჩება თედესკისა და

ქალჰაუნის ორიგინალი კითხვარის სამი ფაქტორი: პიროვნული სიძლიერე, სხვებთან

ურთიერთობა, ახალი შესაძლებლობები. რაც შეეხება ცხოვრების დაფასებისა და

სპირიტუალურ ცვლილებების სკალებს, ისინი გაერთიანდა და წარმოქმნა მეოთხე

ახალი სკალა (ცხოვრების დაფასების-სპირიტუალური ცვლილებების

სკალა).ქართულ ვერსიაში შემდეგი 4 სკალაა(Khechuashvili, 2015):

სხვებთან ურთიერთობა;

ახალი შესაძლებლობები;

პიროვნული სიძლიერე;

ცხოვრების დაფასება-სპირიტუალური ცვლილებები.

I სკალაზე 5 დებულებაა, II სკალაზე - 7, III სკალაზე - 4, IV - 5. თითოეულ

დებულებას ინდივიდი აფასებს ლიკერტის 5-ბალიან სკალაზე (სადაც 0 შეესაბამება -

არანაირი ცვლილება არ მომხდარა, ხოლო 5 - ძალზე მნიშვნელოვნად შეიცვალა)

(Khechuashvili, 2015).

Page 20: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

20 3. მეთოდი

კითხვარის ქართული ვერსიის შინაგანი შეთანხმებულობა უახლოვდება

ორიგინალს (ჯამური კრონბახის α=0.92, ორიგინალი α=0.94). აგრეთვე, ქართულ

ვერსიაში აღმოჩნდა, რომ ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, სხვებთან

ურთიერთობასა და სპირიტუალურ ცვლილებები-ცხოვრების დაფასების სკალაზე უფრო

მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს(Khechuashvili, 2015).

პანელი 1

გარემო სისტემა

(ცხოვრების სტრესორები,

სოციალური რესურსები)

პანელი 3

ცხოვრების

კრიზისები და

ტრანზაქციები

(გარემოსთან

დაკავშირებული

ფაქტორები)

პანელი 4

კოგნიტური

შეფასება/ და

დაძლევის

პასუხები

პანელი 5

ჯანმრთელობა/ და

კარგად ყოფნა

პანელი 2

პიროვნული სისტემა(დემოგრაფია

და პიროვნული ფაქტორები)

Page 21: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

21 3. მეთოდი

სქემა 1. დაძლევის პროცესის ძირითადი კონცეპტუალური ჩარჩო (Moos & Schaefer, 1993

წყაროში (Holahan, Moos, & Schaefer, 1996)).

ინსტრუმენტი 2. კვლევაში გამოყენებული მეორე ინსტრუმენტი არის

რუდოლფ მუსის კითხვარი (CRI). ამ კითხვარის ამოსავალი წერტილი ლაზარუსისა

და ფოლკმანის სტრესის ტრანზაქციულ თეორიას ეფუძნება, თუმცა, მუსისა და

სკაეფერის მიდგომა ცდილობს ინტეგრაციული კონცეპტუალური ჩარჩოს შექმნას,

რომელიც გარემო და პიროვნული ცვლადების ერთ სქემაში გაერთიანების

მცდელობაა(Holahan, Moos, & Schaefer, 1996).

უნდა აღინიშნოს, რომ სტრესის დაძლევის თითქმის ყველა ინსტრუმენტი

ლაზარუსისა და ფოლკმანის სტრესის კოგნიტურ თეორიაში არსებულ სტრესის

დაძლევის სტრატეგიის 2 კატეგორიას ეყრდნობა: პრობლემაზე ფოკუსირებული

დაძლევა და ემოციაზე ფოკუსირებული დაძლევა. მუსის, სკაეფერის და ჰოლაჰანის

მიდგომაში კი გაერთიანებული ეს ორი მიდგომა და უფრო ინტეგრირებული

მოდელი შეიმუშავეს. დამატებით, ეს ორი განზომილება დაყვეს კატეგორიებად,

რომელიც ასახავს კოგნიტურ და ქცევით დაძლევას. ასე, რომ ისინი გვთავაზობენ

დაძლევის პროცესის 4 საბაზისო კატეგორიას: კოგნიტური-მიდგომა, ქცევითი-

მიდგომა, კოცნიტური-არიდება, ქცევითი-არიდება. თითოეული კატეგორია 2

ქვეკატეგორიას შეიცავს (Holahan, Moos, & Schaefer, 1996):

Page 22: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

22 3. მეთოდი

ცხრილი 1. დაძლევის ქვეტიპები წყაროში (Holahan, Moos, & Schaefer, 1996)

ჩამოთვლილი 8 სკალიდან თითოეულში 6 დებულება შედის. კითხვარზე

პასუხის გასაცემად ინდივიდი ირჩევს სტრესორს და ასე სცემს კითხვარს პასუხებს.

კითხვებზე პასუხის გაცემისას იყენებს 4 ქულიან სისტემას (სადაც 1 აღნიშნავს -

საერთოდ არა, 4 - საკმაოდ ხშირად). გარდა ამისა სკალას აქვს 10 პუნქტი, რომელიც

დაძლევის საბაზისო სტრატეგიები

დაძლევის ქვეტიპები

კოგნიტური მიდგომა

ლოგიკური ანალიზი („გიფიქრიათ თუ არა

პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ

გზებზე?“)

პოზიტიური გადაფასება („თუ გიფიქრიათ,

რამდენად უკეთეს მგომარეობაში ხართ იმ

ადამიანებთან შედარებით, ვისაც მსგავსი

პრობლემები აქვს?“)

ქცევითი მიდგომა

რჩევისა და მხარდაჭერის ძიება

(„გისაუბრიათ ამ პრობლემის შესახებ

მეგობართან?“)

პრობლემის გადაჭრა („თუ გქონდათ

გადაწყვეტილი რა გინდოდათ და

აკეთებდით ყველაფერს მის მისაღწევად?“)

კოგნიტური განრიდება

კოგნიტური განრიდება (“გიოცნებიათ, რომ

ეს პრობლემა თავისით გადაჭრილიყო ან

საერთოდ გამქრალიყო?“)

მიღება ან უარყოფა („დაგიკარგავთ თუ არა

იმის იმედი, რომ ყველაფერი ძველებურად

იქნებოდა“?)

ქცევითი განრიდება

ალტერნატიული ჯილდოს ძიება („გიცდიათ

თუ არა ახალი საქმეების დაწყება გულის

გადაყოლების მიზნით“?)

ემოციური განტვირთვა („ყვიროდით,

კიოდით, რათა გულზე მოგშვებოდათ?“)

Page 23: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

23 3. მეთოდი

სტრესორზე ინფორმაციას მოიცავს და შეფასებასა და დაძლევის რეაქციებს შორის

კავშირის გაგების საშუალებას გვაძლევს (CRI Handbook).

მონაცემების დასათვლელად გამოყენებული იქნა IBM SPSS 20.

Page 24: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

24 4. კვლევის შედეგები

4. კვლევის შედეგები

კვლევაში შედარდა აუტიზმის მქონე ბავშვების დედებისა და ნორმალური

განვითარების მქონე ბავშვების დედების მონაცემები. კერძოდ, გაანალიზდა მათი

დაძლევის სტრატეგიები.

განსხვავება ჯგუფებს შორის დაძლევის სტრატეგიების მიხედვით იხ.

დიაგრამა 1:

დიაგრამა1.

1 დიაგრამაზე წარმოდგენილია რუდოლფ მუსის კითხვარის მიხედვით

დაძლევის 2 ძირითადი სტრატეგია: მიახლოებითი დაძლევის სტრატეგია და

განრიდებითი დაძლევის სტრატეგია. გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავება

(t=2.537; P=0.019; df=30) მიახლოებითი სტრატეგიის შემთხვევაში. ასევე გამოვლინდა

მნიშვნელოვანი განსხვავება განრიდებითი სტრატეგიის შემთხვევაში (t=-3.815;

P=0.01; df=30). აღმოჩნდა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვების დედები უფრო მეტად

იყენებენ მიახლოებით დაძლევის სტრატეგიებს, ვიდრე ნორმალური განვითარების

მქონე ბავშვების დედები. ნორმალური განვითარების მქონე ბავშვების დედები უფრო

მეტად იყენებენ განრიდებითი დაძლევის სტრატეგიებს.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ დაძლევის სტრატეგიებს შორის

სხვაობა მუსის კითხვარის რვა სკალის მიხედვით (იხ. დიაგრამა 2):

190

200

210

220

230

240

250

აუტისტური სპექტრის

დარღვევების მქონე

ბავშვების დედები

ნორმალური განვითარების

მქონე ბავშვების დედები

მიახლოებითი დაძლევა

განრიდებითი დაძლევა

Page 25: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

25 4. კვლევის შედეგები

დიაგრამა 2.

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დაფიქსირდა ლოგიკური

ანალიზის სკალაზე (t=-0.646; P=0.522; df=38); პოზიტიური გადაფასების სკალაზე (t=-

0.485 p=0.630; df=38); კოგნიტური განრიდების სკალაზე (t=-1.803; p=0.079; df=38);

მიღება ან უარყოფის სკალაზე (t=-0.917; p=0.365 df=38); ალტერნატიული ჯილდოს

ძიების სკალაზე (t=-1.794; p=0.081; df=38).

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები იქნა მიღებული მხარდაჭერის

ძიების (t=3.454; p=0.001; df=38); პრობლემის გადაჭრის (t=2.548; p=0.015; df=38) და

ემოციური განტვირთვის სკალებზე (t=-3.118; p=0.003; df=38).

0

10

20

30

40

50

60

70

80

აუტისტური სპექტრის

დარღვევების მქონე ბავშვების

დედები

ნორმალური განვითარების მქონე

ბავშვების დედები

Page 26: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

26 4. კვლევის შედეგები

შედეგების მიხედვით, უარყოფილ იქნა H0 ჰიპოთეზა და დადასტურდა H1

ჰიპოთეზა, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედების

დაძლევის სტრატეგიები განსხვავდება ნორმალური განვითარების მქონე ბავშვების

დედების დაძლევის სტრატეგიებისგან. უფრო კონკრეტულად, ისინი იყენებენ უფრო

ეფექტურ (მიახლოებით) დაძლევის სტრატეგიებს, ვიდრე ნორმალური განვითარების

მქონე ბავშვების დედები.

განსხვავებები ჯგუფებს შორის პოსსტავმული ზრდის მაჩვენებლის მიხედვით

იხ. დიაგრამა 3:

დიაგრამა 3.

შედეგების მიხედვით, არ გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი

განსხვავება ჯგუფებს შორის პოსტტრავმული ზრდის მაჩვენებლის მიხედვით (t=-

0.861; p=0.396, df=30).

60

61

62

63

64

65

66

67

68

69

აუტისტური სპექტრის

აშლილობის მქონე ბავშვების

დედები

ნორმალური განვითარების

მქონე ბავშვების დედები

პოსტტრავმული ზრდა

Page 27: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

27 4. კვლევის შედეგები

4.1 კორელაციური ანალიზი

კორელაციური ანალიზით არ დადგინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი

კავშირი ეფექტურ (მიახლოებით) დაძლევით სტრატეგიასა და პოსტტრავმულ ზრდას

შორის (P=0.345, p=0.053) (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1.

მიახლოები

თი პტზჯამური

Spearman's rho მიახლოები

თი

Correlation Coefficient 1.000 .345

Sig. (2-tailed) . .053

N 32 32

პტზჯამურ

Correlation Coefficient .345 1.000

Sig. (2-tailed) .053 .

N 32 32

შესაბამისად, გვრჩება H0ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ეფექტური დაძლევის

მექანიზმები არ განაპირობებს პოსტტრავმულ ზრდას.

ასევე აღმოჩნდა, რომ ეფექტური (მიახლოებითი) დაძლევის სტრატეგია არ

არის პოსტტრავმული ზრდის პრედიქტორი აუტისტური სპექტრის დარღვევების

მქონე ბავშვების დედების შემთხვევაში (P=0.154; p=0.559). მაგრამ აღმოჩნდა

სტატისტიკურად მნიშნელოვანი კავშირი მიახლოებით დაძლევასა და

პოსტტრავმულ ზრდას შორის ნორმალური განვითარების მქონე ბავშვების

დედებთან (P=0.583; p=0.011) (იხ. ცხრილი 2.).

ცხრილი 2.

ჯგუფი

მიახლოები

თი

პტზჯამუ

რი

Spearman's rho აუტიზმი მიახლოები

თი

Correlation Coefficient 1.000 .154

Sig. (2-tailed) . .599

N 14 14

პტზჯამური Correlation Coefficient .154 1.000

Sig. (2-tailed) .599 .

N 14 14

ნორმა მიახლოები Correlation Coefficient 1.000 .583*

Page 28: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

28 4. კვლევის შედეგები

თი Sig. (2-tailed) . .011

N 18 18

პტზჯამური Correlation Coefficient .583* 1.000

Sig. (2-tailed) .011 .

N 18 18

შესაბამისად, დადასტურდა H0ჰიპოთეზა: აუტისტური სპექტრის დარღვევების

მქონე დედების შემთხვევაში ეფექტური (მიახლოებითი) დაძლევის სტრატეგია

პოსტტრავმული ზრდის პრედიქტორი არ არის.

ასევე არ დადასტურდა, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე

ბავშვების დედების შემთხვევაში დიაგნოზიდან/ცენტრში სიარულის დაწყებიდან

დროის გასვლასთან ერთად მათ ცხოვრების ფილოსოფიაში ცვლილება ხდება და

მათი პოტტრავმული ზრდის მაჩვენებელი უფრო მეტია (იხ. ცხრილი 3). შესაბამისად,

დასტურდება H0 ჰიპოთეზა.

ცხრილი 3.

ჯგუფი

პტზჯამუ

რი ცენტრი

Spearman’s

rho

პტზჯამუ

რი

Correlation

Coefficient 1.000 .174

Sig. (2-tailed) . .551

N 14 14

Correlation

Coefficient .174 1.000

Sig. (2-tailed) .551 .

კორელაციის ანალიზმა დაძლევის სტრატეგიების კითხვარსა და

პოსტტრავმული ზრდის კითხვარს შორის აჩვენა, რომ სტატისტიკურად

მნიშვნელოვანი კავშირია ლოგიკური ანალიზის და ახალი შესაძლებლობების

სკალებზე (P=0.317; p=0.046); ასევე კავშირია პრობლემის გადაჭრის სკალის ახალი

შესაძლებლობების სკალასა (P=0.438; p=0.005) და პიროვნული სიძლიერის სკალასთან

(P=0.409; p=0.009); კოგნიტური განრიდების სკალა კორელირებს სპირიტუალური

ცვლილებების და ცხოვრების დაფასების სკალასთან (P=0.364; p=0.021);

Page 29: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

29 4. კვლევის შედეგები

ალტერნატიული ჯილდოს ძიება კავშირშია პოსტტრავმული ზრდის ოთხივე

ფაქტორთან: ახალ შესაძლებლობებთან (P=0.470; p=0.002), სხვებთან

ურთიერთობასთან (P=0.409; p=0.009), პიროვნულ სიძლიერესა (P=0.344; p=0.030) და

სპირიტუალურ ცვლილებსა და ცხოვრების დაფასებასთან (P=0.505; p=0.001)

(ცხრილი 4):

ცხრილი 4.

ახალი

შესაძლებლობებ

სხვებთან

ურთიერთობა

პიროვნული

სიძლიერე

სპირიტუალუ

რი ცვლილება

და ცხოვრების

დაფასება

Spearman's rho ლოგიკური ანალიზი .317 .004 .042 .108

.046 .982 .799 .508

40 40 40 40

პოზიტიური გადაფასება .133 -.062 .161 -.004

.412 .704 .320 .978

40 40 40 40

მხარდაჭერის ძიება .116 .204 .085 .088

.476 .206 .602 .587

40 40 40 40

პრობლემის გადაჭრა .438 .160 .409 .067

.005 .323 .009 .681

40 40 40 40

კოგნიტური განრიდება -.272 .167 -.039 .363

.090 .304 .812 .021

40 40 40 40

მიღება ან უარყოფა -.309 .109 .016 .178

.052 .505 .922 .273

40 40 40 40

ალტერნატიული

ჯილდოს ძიება

.470 .409 .344 .505

.002 .009 .030 .001

40 40 40 40

ემოციური განტვირთვა .026 .183 -.002 .133

.875 .258 .993 .412

40 40 40 40

Page 30: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

30 5. დისკუსია

5. დისკუსია

კვლევაში მიღებული შედეგები თანხვდება ბაშირის, კრუშიდისა და ქადრის

კვლევას (Bashir, Khurshid, & Qadri, 2014), რომლის მიხედვითაც აუტისტური

სპქეტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედები უფრო მეტად იყენებდნენ

მხარდაჭერის ძიების სტრატეგიას, რომელიც მოქმედებს, როგორც მოტივატორი და

დაძლევის მექანიზმი.

კვლევაში მიღებული შედეგები ასევე თანხვდება ჰასტინგისა და კოვშოვის

კვლევის (Hastings, Kovshoff, & al, 2005) ერთ-ერთ ნაწილს, რომლის თანახმადაც

მშობლების დაძლევა არ იცვლებოდა/ვარირებდა აუტისტური სპექტრის

დარღვევების მქონე ბავშვის ასაკთან ერთად. ჩემი კვლევის შემთხვევაში დაძლევის

სტრატეგია არ იცვლებოდა ცენტრში სიარულიდან/დიაგნოზიდან გასულ დროსთან

ერთად.

ვადიასაგარის და კოშის (Vidyasagar & Koshy, 2010) ჰიპოთეზის მიხედვით,

აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედებს უფრო ნაკლებად

ეფექტური დაძლევის მექანიზმები უნდა გამოეყენებინათ, ვიდრე ნორმალური

განვითარების მქონე ბავშვების დედებს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი

დაძლევას ცდილობდნენ სოციალური მხარდაჭერის ძიებით, პრობლემის

პოზიტიური გადაფასებით და გაქცევა/არიდებით. ჩემი კვლევის შედეგებიც

ცხადყოფს, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედები უფრო

ეფექტურ დაძლევით სტრატეგიებს იყენებენ (პრობლემაზე ფოკუსირებილი

დაძლევის სტრატეგიებს), ვიდრე ნორმალური განვითარების მქონე ბავშვების

დედები. ისინი უფრო ხშირად იყენებენ ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა

მხარდაჭერის ძიება და პრობლემის გადაჭრა. ნორმალური განვითარების მქონე

ბავშვების დედებთან შედარებით ნაკლებად იყენებენ არაეფექტურ (ემოციაზე

ფოკუსირებულ) დაძლევას, როგორიცაა კოგნიტური განრიდება ან ემოციური

განტვირთვა.

უნდა ითქვას, რომ მიღებულ პასუხებში განსხვავება დიდ წილად შეიძლება

დამოკიდებული იყოს გამოყენებულ ინსტრუმენტებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,

თითოეულ კვლევაში იყენებდნენ განსხვავებულ ინსტრუმენტს დაძლევის

სტრატეგიების შესაფასებლად და, შესაძლოა, სახესხვაობები დაძლევას შორის აქედან

იყოს გამოწვეული.

Page 31: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

31 5. დისკუსია

რაც შეეხება პოსტტრავმულ ზრდას, ჩვენს კვლევაში არ დადგინდა, რომ

აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედები უფრო მეტ

პოსტტრავმულ ზრდას განიცდიან ნორმალური განვითარების მქონე ბავშვების

დედებთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ უცხოეთში ჩატარებული კვლევების

მიხედვით დასტურდება პოსტტრავმული ზრდა ამ ჯგუფში, თუმცა, ისიც უნდა

ითქვას, რომ ამ კვლევებში გამოყენებული იყო განსხვავებული პროცედურები,

მაგალითად კითხვარის შედეგები გადამოწმებული იყო სიღრმისეული

ინტერვიუებით (Zhang W. , Yan, Barriball, While, & Liu, 2014), რომელიც ჩვენი

კვლევის შემთხვევაში არ ყოფილა და მხოლოდ კითხვარით მიღებულმა შედეგებმა

შესაძლოა ვერ გამოავლინა რეალური სურათი. შესაბამისად, ჩემს კვლევაში ვერ

დადგინდა, არის თუ არა დაძლევის სტრატეგიები მედიატორი დედის

პოსტტრავმულ ზრდაში. ამიტომ ეს საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს.

თუმცა, ერთი მხრივ, ჩვენს კვლევაში მიღებული შედეგი, რომ აუტისტური

სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედები არ განიცდიან პოსტტრავმულ

ზრდას, შეიძლება ავხსნათ დიაგნოზის სპეციფიკით. აუტიზმი მთელი ცხოვრების

მანძილზე მიმდინარე დიაგნოზია, რაც არ აძლევს საშუალებას სხვა

მატრავმირებელი მოვლენებისგან განსხვავებით (რომელიც მთელი ცხოვრების

მანძილზე მიმდინარე არაა) დედებმა პოსტტრავმული ზრდა განიცადონ.

Page 32: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

32 6. დასკვნა

6. დასკვნა

აუტიზმის მქონე ბავშვების დედები უფრო მეტად იყენებენ მიახლოებით

დაძლევის სტრატეგიებს, ვიდრე ნორმალური განვითარების მქონე ბავშვების

დედები.

ნორმალური განვითარების მქონე ბავშვების დედები უფრო მეტად იყენებენ

განრიდებითი დაძლევის სტრატეგიებს.

აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედები, ნორმალური

განვითარების მქონე ბავშვების დედებთან შედარებით, იყენებენ ისეთ

სტრატეგიებს, როგორიცაა მხარდაჭერის ძიება და პრობლემის გადაჭრა.

ნორმალური განვითარების მქონე ბავშვების დედები იყენებენ ისეთ

სტრატეგიას, როგორიცაა ემოციური გადატვირთვა, აუტისტური სპექტრის

დარღვევების მქონე ბავშვების დედებისგან განსხვავებით.

აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედები არ

განსხვავდებიან პოსტტრავმული ზრდის მაჩვენებლით ნორმალური

განვითარების მქონე ბავშვების დედებისგან.

დაძლევის მიახლოებითი სტრატეგია არ არის პოსტტრავმული ზრდის

პრედიქტორი აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედების

შემთხვევაში.

დროის გასვლასთან ერთად აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე

ბავშვების დედების პოსტტრავმული ზრდის მაჩვენებელი არ არის უფრო

მაღალი იმ აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედებისგან

განსხვავებით, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაიწყეს ბავშვის ცენტრში

ტარება/დაესვათ დიაგნოზი.

Page 33: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

33

7. კვლევის ნაკლოვანებები

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა ჩატარდა 40 ადამიანზე, 20

სამიზნე ჯგუფის წევრსა და 20 საკონტროლო ჯგუფის წევრზე, შესაბამისად,

მიღებული შედეგები ვერ იქნება გენერალიზებული.

მეორე, კვლევაში მოცემული ინსტრუქცია განსხვავებული იყო სამიზნე და

საკონტროლო ჯგუფისთვის და შესაძლოა, დიდი ალბათობით დავუშვათ, რომ

კვლევის ობიექტების პასუხებზე გავლენა იქონია მიწოდებულმა ინსტრუქციამაც.

მესამე, სამიზნე ჯგუფის ობიექტებად შერჩეული იყვნენ ის დედები,

რომლებსაც შვილები ცენტრებში დაყავთ, შერჩევა არ მოიცავდა იმ აუტისტური

სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების დედებს, რომლებსაც შვილები ცენტრებში

ვერ/არ დაყავთ.

Page 34: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

34 გამოყენებული ლიტერატურა:

გამოყენებული ლიტერატურა: 1. Allen, K., Bowles, T., & Weber, L. (2013). Mothers' and Fathers' Stress Associated with Parenting

a Child with Autism Spectrum Disorder. Autism Insights , 1-11.

2. Bashir, A., Khurshid, S., & Qadri, F. (2014). Awareness and Problems of Parents of Children with

Autism Spectrum Disorders. International Journal of Interdisciplinary Research and Innovations ,

42-48.

3. Buyukasik-Colak, C., Gundogdu-Akturk, E., & Bozo, O. (2012). Mediating Role of Coping in the

Dispositional Optimism-Posttraumatic Growth Relation in Breast Cancer Patients. the Journal of

Psychology , 471-483.

4. CRI Handbook.

5. Folkman, S., Lazarus, R., & al, e. (1986). Dynamics of a Stresfull Encounter:Cognitive Appraisal,

Coping, and Encounter Outcomes. Personality and Social Psychology, 50 (5), 992-1003.

6. Goldberg, D., Fontil, L., & al, e. (2014). Coping Strategies and Implications of disability in parents

of children with autism versis down syndrome - Two different sides of the same coin? Notes

d’idées .

7. Hastings, R., Kovshoff, H., & al, e. (2005). Coping strategies in mothers and fathers of preschool

and school-age children with autism. Autism , 377-391.

8. Holahan, C., Moos, R., & Schaefer, J. (1996). Coping, Stress resistence, and Growth: A

Conceptualizing Adaptive Functioning. In Handbook of Coping: Theory, Research, Applications.

John Wiley and Sons, Inc.

9. Holder, D. (2013). Voices from the Spectrum: The Positive Impact of Autism on the Family in

three Societies. Caribbean Journal of Psychology .

10. Khechuashvili, L. (2015). PSYCHOMETRIC PROPERTIES OF THE GEORGIAN VERSION OF

POSTTRAUMATIC GROWTH INVENTORY. GESJ: Education Sciences and Psychology .

11. Lazarus, R., & Folkman, S. (1984). Stress, Appraisal and Coping. New York: Springer Publishing

Company, Inc.

12. Lelorian, S., Tessier, P., Florin, A., & Bonnaud-Antignac, A. (2012). Posstraumatic growth in long

term breast cancer survivors: relation to coping, social support and cognitive processing. Journal

of Health Psychology , 627-639.

Page 35: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

35 გამოყენებული ლიტერატურა:

13. Loepp, M. (2015). Stress-Related Growth of parents Raising Children with Autism. Electronic

Theses and Dissertations .

14. Luthra, N., & Perry, A. (2011). Knowledge as Coping in Parents of Children with Autism. Journal

on Developmental Disabilities .

15. Montes, G., & Halterman, J. (2015). Psychological Functioning and Coping Among Mothers of

Children With Autism: A Population-Based Study. Health Internetwork .

16. Motaghedi, S., & Haddadian, M. (2014). The effect of Growth appraisal & Individual Assessment

of Stress on Mental Health of Autistic Children's Parents. Life Science Journal .

17. Pottie, C., & Ingram, K. (2008). Stress, Coping and Well-Being in Parents of Children with Autism:

A Multilevel Modeling Approach. Journal of Family Psychology , 855-864.

18. Sarria, E., & Pozo, P. (2015). Coping Strategies and Parents' Positive Perceptions of Raising a

Child with Autism Spectrum Disorsers. In Autism Spectrum Disorder - Recent Advances (pp. 51-

79).

19. Shakespeare-Finch, J., Gow, K., & Smith, S. (2005). Personality, Coping and Posttraumatic

Growth in Emergency Ambulance Personnel. Traumatolofy .

20. Sivberg, B. (2002). COPING STRATEGIES AND PARENTAL ATTITUDES A Comparison of Parents

with Children with Autistic Spectrum Disorders and Parents with non-autistic Children.

21. Tedeschi, R. G., & Calhoun, L. G. (1996). The Posttraumatic Growth Inventory: Measuring the

Positive Legacy of Trauma. Journal of Traumatic Stress , 455-471.

22. Tedeschi, R., & Calhoun, L. (2004). Posttraumatic Growth: Conceptual Foundations and Empirical

Evidence. Psychological Inquiry , 1-18.

23. Tedeschi, R., & Calhoun, L. (1996). The Posttraumatic Growth Inventory: Measuring the Positive

Legacy of Trauma. Journal of Traumatic Stress , 455-471.

24. Vidyasagar, N., & Koshy, S. (2010). Stress and Coping in Mothers of Autistic Children. Journal of

Indian Academy of Applied Psychology , 245-248.

25. Wong, P. (2012). THE MEANING MINDSET: MEASUREMENT AND IMPLICATIONS. International

Journal of Existencial Psychology and Psychotherapy .

26. Zhang, W., Yan, T., Barriball, K., While, A., & Liu, X. (2015). Post-Traumatic growth in mothers of

children with autism: a phenomenological study. Autism , 29-37.

27. Zhang, W., Yan, T., Du, Y., & Liu, X. (2014). Brief report: effect of solution-focused bried therapy

group-work on promoting post-traumatic growth of mothers who have a child with ASD. Autism

.

Page 36: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

36 გამოყენებული ლიტერატურა:

28. Селье, Г. (1974). Стресс без дистресса.

29. გაგოშიძე, თ. (2007). ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები. თბილისი:

ნეკერი.

30. ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგიადაცხოვრება (მე-16 ed.). სოციალურ მეცნიერებათა

ცენტრი, თსუ-ს გამომცემლობა.

31. მარწყვიშვილი, ხ. (2010). ემოციური ინტელექტის, დაძლევის სტრატეგიების და

პოსტტრავმული სტრესის ურთიერთმიმართება.

Page 37: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

37 დანართი

დანართი

რუფოლფ მუსის დაძლევის პასუხების კითხვარი

ინსტრუქცია: ეს კითხვარი ეხება, თუ როგორ უმკლავდებიან ადამიანები მათ

ცხოვრებაში აღმოცენებულ პრობლემებს. გთხოვთ გაიხსენოთ ის პერიოდი, როცა

თქვენს შვილს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. შემდგომ გთხოვთ ყურადღებით

წაიკითხოთ და გულწრფელად უპასუხოთ თქვემოთ მოცემულ 48 დებულებას.

შესაბამისი პასუხი შემოხაზეთ პასუხების ფურცელზე:

შემოხაზეთ „0“ თუ თქვენი პასუხია არა

შემოხაზეთ „1“ თუ თქვენი პასუხია ერთხელ ან ორჯერ

შემოხაზეთ „2“ თუ თქვენი პასუხია ზოგჯერ

შემოხაზეთ „3“ თუ თქვენი პასუხია საკმაოდ ხშირად

N დებულება

1 გიფიქრიათ თუ არა პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ გზებზე?

2 გითქვამთ თუ არა საკუთარი თავისთვის ისეთი რამე, რაც კარგ ხასიათზე

დაგაყენებდათ?

3 გისაუბრიათ თუ არა ამ პრობლემის შესახებ მეუღლესთან ან ნათესავთან?

4 თუ შეგიმუშავებიათ მოქმედების გეგმა და შეგისრულებიათ ის?

5 გიცდიათ თუ არა ამ პრობლემის მთლიანად დავიწყება?

6 თუ გიფიქრიათ, რომ დრო მკურნალია და ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ

ლოდინია?

7 გიცდიათ თუ არა დახმარებოდით სხვას მსგავსი პრობლემის გადაჭრაში?

8 საკუთარი ბოღმის გამო გიყრიათ თუ არა ჯავრი სხვაზე?

9 გიცდიათ თუ არა, გარედან შეგეხედათ სიტუაციისთვის და უფრო ობიექტური

ყოფილიყავით?

10 თუ შეგიხსენებიათ საკუთარი თავისთვის, რამდენად უარესად შეიძლებოდა

ინსტრუქცია საკონტროლო ჯგუფისთვის:

ეს კითხვარი ეხება, თუ როგორ უმკლავდებიან ადამიანები მათ ცხოვრებაში

აღმოცენებულ პრობლემებს. გთხოვთ გაიხსენოთ ბოლო ორი წლის განმავლობაში

თქვენს ცხოვრებაში მომხდარი სტრესული ან მნიშნელოვანი პრობლემა. შემდგომ

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ და გულწრფელად უპასუხოთ თქვემოთ

მოცემულ 48 დებულებას. შესაბამისი პასუხი შემოხაზეთ პასუხების ფურცელზე: [...]

Page 38: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

38 დანართი

ყოფილიყო ყველაფერი?

11 გისაუბრიათ ამ პრობლემის შესახებ თქვენს მეგობართან?

12 ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა იცოდით რა უნდა გაგეკეთებინათ და

ცდილობდით მოვლენების მართვას?

13 გიცდიათ არ გეფიქრათ ამ პრობლემის შესახებ?

14 გიფიქრიათ, რომ სიტუაცია თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება?

15 გიცდიათ თუ არა ახალი საქმეების დაწყება გულის გადაყოლების მიზნით?

16 გიცდიათ თუ არა ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენება და რისკზე წასვლა?

17 წინასწარ თუ იაზრებდით, რა უნდა გეთქვათ ან გაგეკეთებინათ?

18 გიცდიათ, დაგენახათ სიტუაციის დადებითი მხარეები?

19 მიგიმართავთ სპეციალისტისთვის?

20 თუ გქონდათ გადაწყვეტილი რა გინდოდათ და აკეთებდით ყველაფერს მიზნის

მისაღწევად?

21 თუ გიოცნებიათ, რომ აღმოჩენილიყავით უფრო უკეთეს დროსა და ადგილას?

22 გიფიქრიათ, რომ სიტუაციიდან გამოსავალი ბედზეა დამოკიდებული?

23 თუ გიცდიათ ახალი მეგობრების შეძენა?

24 თუ ცდილობდით თავი აგერიდებინათ ხალხისთვის?

25 გიცდიათ წინასწარ განგეჭვრიტათ მოვლენების შემდგომი განვითარება?

26 თუ გიფიქრიათ, რამდენად უკეთეს მდგომარეობაში ხართ იმ ადამიანებთან

შედარებით, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს?

27 ეძებდით დახმარებას იმ ადამიანებისა და ჯგუფებისგან, რომლებსაც მსგავსი

პრობლემა ჰქონიათ?

28 პრობლემის გადასაჭრელად მიგიმართავთ თუ არა სულ ცოტა ორი გზისთვის

მაინც?

29 გიცდიათ თუ არა, გადაგეგდოთ პრობლემაზე ფიქრი, მიუხედავად იმისა, რომ

ოდესღაც მაინც მოგიწევდათ მისკენ მობრუნება?

30 გიფიქრიათ, თუ არა, რომ ამ პრობლემას არაფერი ეშველებოდა?

31 გართობის მიზნით თუ კითხულობდით უფრო მეტს?

32 ყვიროდით, კიოდით, რათა გულზე მოგშვებოდათ?

33 ცდილობდით, ამ სიტუაციაში რაიმე თქვენთვის მნიშვნელოვანის პოვნას?

34 გიცდიათ, საკუთარი თავისთვის შეგეძახათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება?

35 ცდილობდით სიტუაციაში უკეთ გარკვევას?

36 გიცდიათ თუ არა უფრო მეტი აგეღოთ საკუთარ თავზე?

37 გიოცნებიათ, რომ ეს პრობლემა თავისით გადაჭრილიყო ან საერთოდ

გამქრალიყო?

38 გქონიათ თუ არა უარესი შედეგის მოლოდინი?

39 უფრო მეტ დროს უთმობდით გართობას?

40 გიტირიათ ემოციისგან დასაცლელად?

Page 39: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

39 დანართი

41 გიცდიათ განგეჭვრიტათ ის მოთხოვნები, რაც თქვენს წინაშე დადგებოდა?

42 გიფიქრიათ იმის შესახებ, როგორ შეეძლო ამ პრობლემას თქვენი ცხოვრების

უკეთესობისაკენ შეცვლა?

43 თუ ევედრებოდით ღმერთს ეჩვენებინა გზა და მოეცა ძალა?

44 თუ ცდილობდით საქმეების ნაბიჯ–ნაბიჯ კეთებას?

45 თუ გიცდიათ, პრობლემის სერიოზულობის უარყოფა?

46 დაგიკარგავთ თუ არა იმის იმედი. რომ ყველაფერი ძველებურად იქნება?

47 სიტუაციის უკეთ მართვის მიზნით, ხომ არ მიგიმართავთ სამუშაოსთვის ან სხვა

რაიმე საქმიანობისთვის?

48 გაგიკეთებიათ თუ არა რაიმე იმ მიზნით, რათა უბრალოდ რაღაც გაგეკეთებინათ,

თუმცა, იცოდით, რომ ეს არაფერს შეცვლიდა?

Page 40: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

40 დანართი

თედესკისა და ქალჰაუნის პოსტტრავმული ზრდის კითხვარი

ინსტრუქცია: გაიხსენეთ ის მომენტი, როცა თქვენს შვილს აუტიზმის დიაგნოზი

დაუსვეს. ამის შემდეგ გთხოვ უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ თითოეულ დებულებას,

ამ მოვლენაზე დაყრდნობით. ამ მოვლენის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი

ცვლილების ხარისხი იქნება:

0 – არავითარი ცვლილება არ მომხდარა 3 – ზომიერად შეიცვალა

1 – ძალზე უმნიშვნელოდ შეიცვალა 4 – მნიშვნელოვნად შეიცვალა

2 – მცირედით შეიცვალა 5 – ძალზე მნიშვნელოვნად შეიცვალა

ინსტრუქცია საკონტროლო ჯგუფისათვის:

გაიხსენეთ ბოლო ორი წლის მანძილზე მომხდარი მოვლენა, რომელსაც ყველაზე

მეტად ტრავმულად აღიქვამთ. ამის შემდეგ გთხოვ უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ

თითოეულ დებულებას, ამ მოვლენაზე დაყრდნობით. ამ მოვლენის შემდეგ თქვენს

ცხოვრებაში მომხდარი ცვლილების ხარისხი იქნება: [...]

N დებულებები

1 მივხვდი, რომ ცხოვრებაში თურმე სხვა რამეები ყოფილა მნიშვნელოვანი.

2 ჩემი სიცოცხლე ახლა უფრო დავაფასე.

3 ახალი ინტერესები გამიჩნდა.

4 უფრო მეტად ვენდობი საკუთარ თავს.

5 ახლა მეტად მესმის სულიერი (არამხოლოდ რელიგიური) საკითხები.

6 ახლა უკეთ ვიცი, რომ შემიძლია ვენდო ადამიანებს მძიმე პერიოდებში.

7 ცხოვრებაში ახალი გზა დავისახე.

8 სხვებთან მეტ სიახლოვეს ვგრძნობ.

9 უფრო მეტად ვარ მზად, რომ სხვებთან საკუთარი ემოციები გამოვხატო.

10 უკეთ ვიცი, რომ შემიძლია სირთულეებთან გამკლავება.

11 ცხოვრებაში უკეთესი საქმეების კეთების შესაძლებლობა მომეცა.

12 უფრო მეტად შემიძლია არსებული რეალობის მიღება.

13 მეტად ვაფასებ თითოეულ დღეს.

14 ახალი შესაძლებლობები მომეცა, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ მექნებოდა.

15 უფრო მეტად ვუთანაგრძნობ სხვებს.

16 უფრო მეტ ძალისხმევას ვდებ ურთიერთობებში.

17 მეტი საშუალება მომეცა, რომ შევცვალო ის, რაც შესაცვლელია.

18 უფრო მყარი რელიგიური რწმენა მაქვს.

19 აღმოვაჩინე, რომ იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე მეგონა.

Page 41: დაძლევის სტრატეგიებისა და პოსტტრავმული ზრდის კავშირი

41 დანართი

20 ბევრი რამ გავიგე იმის შესახებ, რამდენად კარგები არიან ადამიანები.

21 უფრო ადვილად ვაღიარებ იმ ფაქტს, რომ სხვა ადამიანები მჭირდება.