ბესიკის შემოქმედება

8
პპპპპ-პპპპპპპპ, ,,ბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბ ბბბბ ბბბბბბბბბბბბ. ბბბბბბბბბ , ბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბბბ, ბბბბბბბბბ, ბბბბბბბბ, ბბბბბბბ ბბბბბბბ. ბბბბბბბ, ბბბბბბბ ბბბ ბბ ბბბბბბბბ ბბბბბბ, ბბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბ. ბბბბ ბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბ. ბბბბბბ ბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბ ბბბ ბბ ბბბბბბბბბბბ, ბბბ ბბბბბბბ ბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბ”. ბ. ბბბბბბბბბბბ

Upload: maia-esartia

Post on 17-Jan-2017

320 views

Category:

Education


2 download

TRANSCRIPT

Page 1: ბესიკის შემოქმედება

პოეტი-ნოვატორი,

,,ბესიკი განთქმული იყო მთელ საქართველოში. მეტისმეტი , საყვარელი ყოფილა ხალხისა, ბაზაზების, ვაჭრების, საერთოდ ყველასი. გამიგია, ბესიკის ხმა და ჩონგურზე დაკვრა, სულთმობრძავსაც მოასულიერებდაო. მისი სახელი თითეულმა მოქალაქემ იცოდა. ყოველი კაცის სახელში ლხინი ისე არ გათავდებოდა, რომ ბესიკის სახელი არ ეხსენებინათ და მისის სადღეგრძელოც არ დაელიათ”. ზ. მთაწმინდელი

Page 2: ბესიკის შემოქმედება

შემოქმედება ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. მას ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები (ანბანთქებანი, აკროსტიქები და სხვ.). პირველ რიგში აღსანიშნავია რომანტიკული განწყობილებით აღბეჭდილი ლირიკული ლექსების ციკლი: "სევდის ბაღს შეველ", "მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა", "მე შენზე ფიქრმა მიმარინდა" და სხვა.ამ ლექსებში ჭაბუკი მიჯნური უშუალოდ მიმართავს სატრფოს, რომელიც აუწერელი სილამაზის მატარებელია, მაგრამ ამავე დროს უწყალოა და შეუბრალებელი:

მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა:ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა.ვარდის ბაგენი შვენიერად სხვას მაპირებსა,ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა.როდის იქნება შემომხედო გულსა მწირებსა?

Page 3: ბესიკის შემოქმედება

აქ განსაკუთრებით საყურადღებოა ერთ-ერთი შედევრი ძველი ქართული ლირიკისა — “ტანო-ტატანო”. პოეტი არღვევს ყოველგვარ პირობითობას და პირდაპირ, უშუალოდ ამკობს თავის მიჯნურს:

ტანო-ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

ბესიკის ლირიკიდან საყურადღებოა ლექსი — “დედოფალს ანაზედ”. იგი უდავოდ ოსტატურად შესრულებული შესხმაა ანა დედოფლისა.

Page 4: ბესიკის შემოქმედება

ბესიკის პოეზიის უმთავრესი მოტივი სატრფიალო-სამიჯნურო თემატიკაა  - სატრფოს მშვენიერების ემოციური აღწერა, შეზავებუილი სევდა-კაეშნით მასთან განშორების გამო. პოეტი ხან ბულბულია, ვარდის ეშხით მყეფარი, ხანაც ფარვანა, სატროს ცეცხლით დამწვარი. პოეტური საშუალებები, რომლებსაც იყენებს ბესიკი, ძირითადად ქართული კლასიკური არსენალიდან და აღმოსავლური პოეტურ-მეტაფორული სისტემიდანაა აღებული. ბესიკის ლირიკაში ისინი ძლიერ, გრძნობისმიერ ნაზავს ქმნის, რომელიც ორიგინალურია, ემოციური და მაღალმხატვრული., ეს მრუდი სოფლის გაუტანლობით განწირული სევდიანი სიყვარულის ისტორიაა:“ჰოი, სოფელო, პირდამყოფელო! ჰოი დრკუო, ცრუო! ჰოი მრუდო ცუდო!  ჰოი შენსა პირსა ვინ ეტრფის, ტირსა! ჰაი, ჰაი, გიცან ჰოი, ეშმაკო ზღუდო!”

იგი ლირიკული ლექსის ნამდვილი დიდოსტატია. უპირველესი ნიშანი მისი ლექსისა კომპოზიციური დახვეწილობაა, რაც მის პოეზიას განსაკუთრებულ იერს აძლევს.ბესიკი არაჩვეულებრივად ფლობს პოეტურ სემანტიკას და, შეიძლება ითქვას, რომ ძველ ქართულ მწერლობაში იგი რუსთველის ერთ-ერთი ღირსეული მემკვიდრეა. აღიარებულია, რომ რუსთველის მსგავსად ბესიკიც ძირითადად მეტაფორული სტილის პოეტია და იგი ბევრადაა დავალებული შოთა რუსთველის პოეტური ენისაგან.

Page 5: ბესიკის შემოქმედება

ქართული ლირიკის ისტორიაში ბესიკს განსკუთრებული ადგილი უკავია. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სატრფიალო ლირიკა. მისი პოეზიის ღრმა შინაარსმა, პოეტური სიტყვის მაღალმა არტისტიზმა და ლექსის შინაგანმა მელოდიურობამ განაპირობა ის, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველოში ბესიკის ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა; ქართული ლირიკის ისტორიაში ბესიკს განსკუთრებული ადგილი უკავია. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სატრფიალო ლირიკა. მისი პოეზიის ღრმა შინაარსმა, პოეტური სიტყვის მაღალმა არტისტიზმა და ლექსის შინაგანმა მელოდიურობამ განაპირობა ის, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველოში ბესიკის ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა;

Page 6: ბესიკის შემოქმედება

ბესიკი ცნობილი იყო თავის მახვილი და გესლიანი ენით. მისი სატირული ლექსების ობიექტი მეშჩანურ-ფეოდალური ყოფაა, ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილი იყვნენ “მესტიხეებად” და “მსაჯულებად”,  მაგრამ შინაგანად და ფიზიკურადაც კი მახინჯნი არიან. ასეთია მისი სატირა მზეჭაბუკ ორბელიანზე, ხოლო  პოემა “რძალ-დედამთილიანი” ქართულ ტიპიურ ყოფით ამბავს ასახავს.

სატირულ-იუმორისტული ხასიათის პოემაში "რძალ-დედამთილიანი" ბესიკმა პირველმა დაამუშავა ხალხურ პოეზიაში გავრცელებული თემა, ძალზე დაუახლოვდა ხალხურ, სასაუბრო მეტყველებას. ყოველივე ამით მან, დავით გურამიშვილთან ერთად, ქართულ მწერლობაში გზა გაუკაფა საყოფაცხოვრებო ხასიათის ჟანრებს.

Page 7: ბესიკის შემოქმედება

ბესიკის ლექსში ლირიკული გმირი სატრფოსგან შორს ყოფნის გამო იტანჯება.ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,საყურეში” სატრფო იქვეა, მაგრამ ლირიკული გმირისთვის მიუწვდომელია

სამივე მწერალი ქართველია და სამივე ლექსი ერთ თემაზე ,,სიყვარულზეა” დაწერილი.

გალაქტიონ ტაბიძის ლექსში ლირიკულ გმირს უხარია, რომ სატრფო მისგან შორსაა, რადგან ის მისთვის მიუწვდომელია, როგორც ედემი და ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი. რაც უფრო შორსაა სატრფო, მით უფრო უყვარდება პოეტს.

განსხვავება

განსხვავებასაერთო

შედარება ბესიკის შემოქმედებისა ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გალაქტიონის პოეზიასთან

Page 8: ბესიკის შემოქმედება

ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები ბ. გაბაშვილის ლექსიდან

,,ტანო ტატანო”

ეპითეტი: კეკელა, მილეული, მწარე, ტოლი, სწორი

მიმართვა: ბაგეო ვარდო, ვაი სიცოცხლეო უკუღმართო

შედარება: მიმამსგავსა მილეულს მთვარეს