თურქ-სელჩუკები და საქართველო

17
თთთთ-თთთთთთთთთ თთ თთთთთთთთთთ

Upload: maia-esartia

Post on 17-Jan-2017

98 views

Category:

Education


7 download

TRANSCRIPT

Page 1: თურქ-სელჩუკები და საქართველო

თურქ-სელჩუკებიდა საქართველო

Page 2: თურქ-სელჩუკები და საქართველო

თურქ-სელჩუკები

კასპიის ზღვის აღმოსავლეთით შუა

აზიაში ბინადრობდნენმთავარი საქმიანობა იყო მესაქონლეობა

მესაქონლე ხალხს სჭირდებოდა საძოვარიიყვნენ შესანიშნავი

მხედრებიც

X-XI სს. სათავეს იღებს თურქი ხალხების მასობრივი

მიგრაცია დასავლეთისაკენ.თურქი

ტომების პირველი გამაერთიანებელი იყო

სელჩუკი და მისი სახელის მიხედვით, თურქებს

სელჩუკიანები შეერქვათ.

სახელმწიფოებრივი ფორმა, თურქთა ტომებმა, სელჩუკის მემკვიდრის, შვილიშვილის,

თოღრულ ბეგის დროს მიიღეს.

თოღრულ ბეგმა დაიპყრო ირანი, ერაყი, აზერბაიჯანი,

სომხეთი.

Page 3: თურქ-სელჩუკები და საქართველო

ბერძენი ისტორიკოსი ნიკიფორე ვრიენიოსი თურქ-სელჩუკებს შემდეგნაირად ახასიათებს:

„ეს ხალხი დამოუკიდებელი იყო და დასაბამითგან ხალხმრავალი და მამაცი,

რომელიც რძით იკვებებოდა, და ჯერ არასდროს არ ყოფილა დამონებული

არცერთი ხალხის მიერ“

Page 4: თურქ-სელჩუკები და საქართველო

XI საუკუნის 60-70იან წლებში საგარეო პოლიტიკური ვითარება ერთგვარად გართულდა, რისი უშუალო მიზეზი თურქული მოდგმის ტომების სელჩუკების

გამოჩენა იყო.

“დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს” დამაარსებლის – თოღრულბეგის (1038 - 1063 წწ.) მემკვიდრემ და საქმის გამგრძელებელმა სულთანმა ალფარსლანმა (1063 - 1072 წწ.)

1064-1068 წლებში საქართველოზე ილაშქრა.

ალფ-არსლანი იყო მამაცი და ჭკვიანი სარდალი, მაგრამ გაუნათლებელი და სასტიკი პიროვნება. ქვეყანას

ფაქტობრივად მისი დიდი ვეზირი , ნიზამ ალ-მულქი განაგებდა.

Page 5: თურქ-სელჩუკები და საქართველო

ნიზამ ალ-მულქი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მონარქის პირად თვისებებს. მისი აზრით, მან უნდა მოიშალოს ცუდი და შეინარჩუნოს კარგი თვისებები. ცუდ თვისებებში იგი გულისხმობს ღვარძლიანობას, შურს, რისხვას, სიხარბეს, ჯიუტობას, სიძუნწეს, უსამართლობას, ქარაფშუტობას.

მონარქს უნდა ახასიათებდეს: კეთილზნეობა, პატიების უნარი, გულმოწყალება, სიუხვე. ამ თვისებების მქონე ხელისუფალს მრჩევლები არ დასჭირდება.

ნიზამ ალ მულქს ეკუთვნის ტრაქტატი ,,სიასათ ნამე”

Page 6: თურქ-სელჩუკები და საქართველო

1064-1068 წლებში ალფ-არსლანმა საქართველოში ბაგრატ IV-ის მეფობის ას ილაშქრა, სულთანის მხარეს დადგნენ

აღსართან კახთა მეფე და სომეხთა მეფე კვირიკე

მოახრეს ჯავახეთი, ქართლი და ზემო იმერეთი

ბაგრატმა ზავი ითხოვა, სულთანმა კი ზავის პირობად ხარკის დადება მოითხოვა, რასაც მეფე არ დათანხმდა.

ალფ-არსლანის ლაშქარმა ვერ გაუძლო მკაცრ ზამთარს და დატოვა ქვეყანა

Page 7: თურქ-სელჩუკები და საქართველო

მანასკერტის ბრძოლა,–  თურქ-სელჩუკებსა და ბიზანტიელებს შორის. გაიმართა 1071 წლის 19 აგვისტოს .თურქებმა ალფ-არსლანის ხელმძღვანელობით დაამარცხეს ბიზანტიელები და ტყვედ ჩაიგდეს იმპერატორი რომანოზ IV. ტყვედ ჩავარდნილმა იმპერატორმა რომანოზ IV-მ საკუთარი სიცოცხლე ბიზანტიის მიწების საფასურად იყიდა.

Page 8: თურქ-სელჩუკები და საქართველო

ბაგრატ IV 1072 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა, ტახტი დაიკავა გიორგი II-მ. აღსანიშნავია, რომ გამეფებისას გიორგი II უკვე ატარებდა კურაპალატის ტიტულს (ბაგრატ IV ჯერ კურაპალატის, შემდეგ ნოველისიმოსის, ხოლო ბოლოს სევასტოსის ტიტულს ატარებდა).

“მატიანე ქართლისაში” საგანგებოდაა ხაზგასმული ის მძიმე და რთული მდგომარეობა, რომელშიაც ერთიანი საქართველო XI საუკუნის შუა წლებში იმყოფებოდა: “ხოლო ჟამთა მისთაქვეყანასა დაწყნარება არა ჰქონდა:”

Page 9: თურქ-სელჩუკები და საქართველო

ქვეყნის ასეთი მძიმე და დაძაბული მდგომარეობა გამოწვეული იყო,,.

გიორგი II 1072-1089 წწ.

მწვავე პოლიტიკური და შინაპოლიტიკური

ბრძოლით,

გართულებული საგარეო ვითარებით (ბიზანტიასთან და

თურქ სელჩუკებთან ურთიერთობა).

ასე რომ, გიორგი II-მ მოღვაწეობა მეტად რთულ პირობებში დაიწყო

Page 10: თურქ-სელჩუკები და საქართველო

გიორგი II-ს გამეფების შემდგომ ძალზე ცოტა ხნით მოუხდა მშვიდობიანად ყოფნა. მას განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები – ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი. “მატიანე ქართლისაჲ” გარკვევით აღნიშნავს, რომ ამ თავადებმა ისარგებლეს გიორგი II-ის სიახალგაზრდავით (“სიყრმით”) და “აუშალეს ქვეყანა”.

Page 11: თურქ-სელჩუკები და საქართველო

საქართველოს სამეფო კარმა, გიორგი II-მ, როგორც ირკვევა, კარგად აწონდაწონეს

შექმნილი ვითარება და დაიწყეს ღონისძიებების გატარება განდგომილთა დასამორჩილებლად.

გიორგი II-მ გამდგარი დიდგვაროვნები დაიმორჩილა. “მატიანე ქართლისაჲ” აცხადებს:

“... გიორგი მეფემან სძლია სიკეთითა, სიბრძნითა და ძჳრუხსენებელ იქნა”. ურჩი ყმების “წყალობით დაფარვა”, რა თქმა უნდა, გარკვეული უკანდახევა

იყო სამეფო კარისა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში (როგორც საშინაო, ასევე საგარეო თვალსაზრისით) ჩავარდნილი

ქვეყნისათვის იქნებ საჭიროც იყო.

Page 12: თურქ-სელჩუკები და საქართველო

1072-1092 წწ. მალიქ შაჰი რისხვად მოევლინა საქართველოს

გიორგი მეორემ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, ფარცხისთან დაამარცხა სულთნის ლაშქარი, დაიბრუნა ანაკოფია, აფხაზეთის

მთავრი ციხე, აიღო კარი და სომხეთის მთელი რიგი ციხესიმაგრეები.

Page 13: თურქ-სელჩუკები და საქართველო

XI საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისი თურქ-სელჩუკთა ურიცხვი ბრბოების ახალი შემოსევებით აღინიშნა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი “დიდი თურქობის” სახელით მოიხსენიებს ამ შემოსევებს და თარიღად 1080 წელსა სდებს

კალიასავით შეესიენ თურქები საქართველოს: ერთ დღეს დაუწვიათ ქუთაისი, არტანუჯის და კლარჯეთის უდაბნონი. თოვლის მოსვლამდე დარჩნენ თურქ-სელჩუკები, მოჭამეს მთელი ქვეყანა და წავიდნენ. ასე გრძელდებოდა: გაზაფხულობით მოდიოდნენ თურქ-სელჩუკები, აოხრებდნენ ქვეყანას, ზამთრის მოახლოებისას კი უკან ბრუნდებოდნენ.

Page 14: თურქ-სელჩუკები და საქართველო

აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავდა ,,თურქების შემოსევა არსებითად განსხვავდებოდა ბიზანტიელებისა და არაბების ბატონობისგან. ისინი გადმოსახლებით მოდიოდნენ და დაპყრობილ ქვეყნებში თავისი მეურნეობისათვის საჭირო მიწებს იჭერდნენ... ადგილობრივ მკვიდრთა ინტენსიური სამიწათმოქმედო კულტურა იკვეცებოდა, ბაღ-ვენახები და პურეული ადგილს უთმობდა პირველყოფილ საძოვრებს... ასე რომ თურქ-სელჩუკთა შემოსევა შეუდარებლად უფრო მძიმე და საშიში იყო, ვიდრე არაბთა ბატონობა”.

თურქ-სელჩუკთა დაპყრობის ტრაგიკულ შედეგებს გადმოგვცემს დავითის ისტორიკოსი: “არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოხრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა, ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკჳდრნეს მას შინა...”

Page 15: თურქ-სელჩუკები და საქართველო

გიორგი II ხედავდა ამ მძიმე მდგომარეობას და ცდილობდა გამოსავალი მოენახა, რათა ქვეყანა საბოლოოდ განადგურება-გაჩანაგებას გადაერჩინა. მეფემ მოიწვია დიდებულები და მათთან მოთათბირების შემდეგ გადაწყვიტა ხლებოდა სულთან მალიქშაჰს. ეს გაბედული გადაწყვეტილება იყო და, ალბათ, ერთადერთი სწორი გზაც შექმნილ ვითარებაში. ერისა და ქვეყნის გადარჩენის მიზნით საქართველოს სულთნის ყველა მოთხოვნა უნდა შეესრულებინა.

Page 16: თურქ-სელჩუკები და საქართველო

გიორგი II-მ ყოველწლიური ხარკი იკისრა იმ პირობით, რომ მისი სამეფო მარბიელთაგან

გაეთავისუფლებინათ. სულთანმა კახეთ-ჰერეთი უბოძა და ჯარიც გამოატანა.

Page 17: თურქ-სელჩუკები და საქართველო

ქვეყნის ისედაც გართულებულ მდგომარეობას თან დაერთო სტიქიური უბედურებანი 1088 წელს.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მინიშნებით, ამ დროს ისეთი დიდი მიწისძვრა ყოფილა, რომ “შეძრა ქვეყანა საფუძვლითურთ, ესოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს”. მიწისძვრები საქართველოში ერთი წლის მანძილზე გაგრძელებულა და მრავალი ადამიანი უმსხვერპლია. ყოველივე ამან კი ისეთი აზრი შექმნა საქართველოს მოსახლეობაში, რომ თითქოს სამეფო კარი და თვით საქართველოს მეფე გიორგი II ცოდვილნი იყვნენ და ღმერთმაც ეს უბედურებანი ამისათვის მოუვლინა საქართველოს (“ბუნებით მოწყალე და სახიერი ღმერთი ესოდენ განარისხეს, ვიდრემდის თჳთ მოიხადეს განჩინება რისხვისა”).