მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
TRANSCRIPT
![Page 1: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/1.jpg)
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
ადელინა ფარადიანი
კომპიუტერული მეცნიერებები
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
19.12.2015
![Page 2: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/2.jpg)
დ. პერკინსის აზრით, კარგად აზროვნება გულისხმობს საკუთარი აზროვნების პროცესის მართვას, რომელიც მოიცავს იმის გააზრებას, თუ • რა შეკითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს; • როგორ უნდა გამოიყენო პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები; • როგორ უნდა მოახდინო საკუთარი აზროვნების მონიტორინგი და წარმართო
იგი სწორი მიმართულებით და ა.შ.
ეს ერთგვარად ჰგავს საკუთარი აზროვნების შესწავლას, ანუ რეფლექსიას (თვითგანცდა, გაცნობიერება), სხვა სიტყვებით კი ეს არის მეტაკოგნიციის პროცესი.
![Page 3: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/3.jpg)
მეტაკოგნიცია -აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ
![Page 4: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/4.jpg)
ტერმინი მეტოკოგნიცია ხშირად ასოცირდება ჯონ ფლაველი (John H. Flavell) -თან (1979). იგი არის სოციალური შემეცნებითი განვითარების ფსიქოლოგიის დამფუძნებელი. ფლაველი იყო ერთ-ერთი პირველი ფსიქოლოგი, რომელიც დაიწყო იმ გზების შესწავლა, თუ როგორ ფიქრობენ ბავშვები გონებრივ პროცესების შესახებ. იგი ამჯამად არის სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი.
![Page 5: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/5.jpg)
ფლაველმა პირველად წარმოადგინა ტერმინი მეტაკოგნიცია თავის ნაშრომში- Flavell, J. H. (1979). Metacognition and cognitive monitoring: A new area of cognitive developmental inquiry. American Psychologist 1979 წელს. ფლაველის მეტაკოგნიციის მოდელი არის საფუძველი კვლევებისთვის, რომლებიც ტარდება თანამედროვე მეტაკოგნიციის დარგში.
![Page 6: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/6.jpg)
ჯონ ფლაველის მოდელი ფლაველის მეტაკოგნიციის მოდელი არის საფუძველი კვლევებისთვის რომლებიც ტარდება მეტაკოგნიციის დარგში. ამ მოდელის თანახნად არსებობს 4 კატეგორია:
1. მეტაკოგნიტური ცოდნა2. მეტაკოგნიტური გამოცდილება3. მიზნები/ ამოცანები4. მოქმედებები/სტრატეგიები
ის ამბობდა, რომ ადამიანები კოგნიტიური პროცესების მონიტორინგს ახორციელებენ იმ კომპონენტების გამოყენებით, რომელიც არის აღწერილი ამ ოთხ კატეგორიაში.
![Page 7: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/7.jpg)
მეტაკოგნიტური ცოდნა
1. პიროვნება2. ამოცანა3. სტრატეგია
![Page 8: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/8.jpg)
რაც უფრო მაღალია მოსწავლეებში მეტაკოგნიტური აზროვნება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი.
![Page 9: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/9.jpg)
1. ცოდნა კოგნიციის შესახებ (knowledge of cognition)
a. დეკლარაციული ცოდნა
b. პროცედურული ცოდნა
c. პირობითი ცოდნა
2. კოგნიციის რეგულაცია (regulation of cognition)
a. დაგეგმვა
b. მონიტორინგი (წარმართვა)
c. შეფასება
![Page 10: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/10.jpg)
მოსწავლეზე ორიენტებული სასწავლო პროცესი გულისხმობს მათ აქტიურ ჩართვას თავიანთი სწავლის პროცესში, საკუთარი სასწავლო მიზნების დაგეგმვასა და მართვაში. მოსწავლის უნარი, გააკეთოს დასკვნა – თუ რა და როგორ ისწავლა და დაგეგმოს საკუთარი თვითგანვითარება – მისი წარმატების საწინდარია.
![Page 11: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/11.jpg)
როგორ დაეხმაროს მასწავლებელი მოსწავლეებს საკუთარი აზროვნების პროცესის გაცნობიერებასა
და ამოქმედებაში?
![Page 12: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/12.jpg)
• მასწავლებელმა ხშირად გამოიყენოს სააზროვნო ცნებები.
• მასწავლებელი, რომელიც არ ელის მოსწავლისაგან მზა პასუხებს
• ახალი მასალის განხილვისას საკითხის დამუშავების ერთი და იმავე სქემის გამოყენება
• მოცემული საკითხის შესახებ სხვადასხვა შეხედულების განხილვა
• როლური თამაში, როდესაც მოსწავლეს ევალება გარკვეული პოზიციიდან განიხილოს რაიმე საკითხი. მოსწავლე ირჩევს რომელიმე მოსაზრებას (აუცილებელი არ არის იგი ეთანხმებოდეს) და საუბრობს ამ თვალთახედვიდან
• ისეთი შეკითხვების დასმა, რომელიც მოსწავლეს საკითხის ღრმა შესწავლისაკენ უბიძგებს
• ისეთი შეკითხვების დასმა, რომლებიც საფუძველს ამზადებს სააზროვნო მოქმედების განზოგადებისთვის
![Page 13: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/13.jpg)
მეტაკოგნიცია გულისხმობს სწავლის ეფექტური სტრატეგიების ცოდნასა დაგამოყენებას. სწავლის სტრატეგია კი გულისხმობს შემეცნებითი პროცესებისმიზანმიმართულად გამოყენებას სწავლის დროს.
![Page 14: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/14.jpg)
სწავლის ეფექტური სტრატეგიები • მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა• არსებული ცოდნის გახსენება/ცოდნის კონსტრუირება • ჩანაწერების გაკეთება• ინფორმაციის ორგანიზება• ინფორმაციის გადამუშავება • მასალის შეჯამება • გაგება-გააზრების შემოწმება, ანუ მონიტორინგი • სამუშაოს გადანაწილება, დაგეგმვა
![Page 15: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/15.jpg)
რეკომენდაციები როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს სწავლის ეფექტური სტრატეგიების დაუფლებაში
• დავალების მიცემისას მიუთითეთ, როგორ ისწავლონ ეს მასალა;
• რეკომენდაცია მიეცით პერიოდულად თანაკლასელებთან ერთად იმეცადინონ
• გააცანით მოსწავლეებს სწავლის ახალი სტრატეგიები და დაეხმარეთ მათ ადექვატურად გამოყენებაში
• აუხსენით მოსწავლეებს, რომ თითოეული სტრატეგია შეიძლება სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენონ.
![Page 16: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/16.jpg)
გრაფიკული ორგანიზატორები
• ჩანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას; • ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას; • შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას; • ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას; • სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.
![Page 17: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/17.jpg)
კოგნიტური დიაგრამების საშუალებით მოსწავლე:
• ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას
• ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას
• შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას
• ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას
• სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას
![Page 18: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/18.jpg)
როდის და როგორ გამოიყენება კოგნიტური დიაგრამები:
1. გამოიყენება როგორც ახალი მასალის გაცნობა-წარმოდგენისას, ასევე, მასალის ათვისების შემდეგ, შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს;
2. გამოიყენება როგორც ტექსტის კითხვისა და დამუშავების, ასევე წერითი სამუშაოს დაწყების დროს;
3. გამოიყენება როგორც საშინაო დავალების, ასევე საკლასო სამუშაოს ჩატარების დროს;4. გამოიყენება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში მუშაობის დროს.
![Page 19: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/19.jpg)
მსგავსებისა და განსხვავების
დიაგრამები
ვენის დიაგრამა
![Page 20: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/20.jpg)
შედარების მატრიცა
![Page 21: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/21.jpg)
კლასიფიკაცია
![Page 22: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/22.jpg)
გრაფიკული ორგანიზატორების/კოგნიტური დიაგრამების გამოყენებით პედაგოგი ხელს უწყობს მოსწავლის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. გრაფიკული ორგანიზატორები მოსწავლეებს დაეხმარება წაკითხულის გაგებასა და გააზრებაში, არსებითი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნაში, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში; მოვლენებსა და ფაქტებს შორის ურთიერთკავშირის დანახვაში; რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ სტრატეგიის ტრანსფერს სხვა მასალის დამუშავების დროს.
![Page 23: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/23.jpg)
![Page 24: მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა](https://reader035.vdocuments.net/reader035/viewer/2022062223/5885d3791a28ab42028b6ecf/html5/thumbnails/24.jpg)
მადლობა ყურადღებისთვის !!!