Со Сталиным. Воспоминания. - hoxha...ენვერ ხოჯა....

227
სტალინთან ერთად ენვერ ხოჯა ოგონებები

Upload: others

Post on 23-Jan-2020

21 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

სტალინთან ერთად

ენვერ ხოჯა

მოგონებები

Page 2: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა

სტალინთან ერთად

მოგონებები

თარგმანი: კობა კახიძე

რუსულენოვანი გამოცემა: ტირანა —1984.ინტერნეტ-გამოცემა: www.enverhoxha.ru —2010.

1

Page 3: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

2

აშპ-ის ცკ-თან არსებული მაქსისტულ-ლენინური კვლევების ინსტიტუტი

მეორე გამოცემა

გამომცემლობა «8 ნენტორი»

Page 4: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

დიადი მარქსისტ-ლენინელის —იოსებ სტალინის — დაბადებიდანას წლისთავთან დაკავშირებით1.

1. ამ წიგნის პირველი გამოცემა 1979 წლის დეკემბერში გამოვიდა.

3

Page 5: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინი

Page 6: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს ასი წელი სრულდება მას შემ-დეგ, რაც დაიბადა იოსებ სტალინი — რუსული და მსოფლიოპროლეტარიატის ბელადი და ფრიად საყვარელი ადამიანი, ალ-ბანელი ხალხის ერთგული მეგობარი, თავისუფლების, დამოუ-კიდებლობის, დემოკრატიისა და სოციალიზმისთვის მებრძოლიმთელი მსოფლიოს ჩაგრულ ხალხთა ძვირფასი მეგობარი.

სტალინის მთელი ცხოვრება ხასიათდება შეუპოვარი ბრძო-ლით რუსული კაპიტალიზმის, მსოფლიო კაპიტალიზმის, იმპე-რიალიზმის, ანტიმარქსისტული და ანტილენინისტური მიმდი-ნარეობებისა და მსოფლიო კაპიტალისა და მსოფლიო რეაქცი-ის სამახურში ჩამდგარი ტენდენციების წინააღმდეგ. ლენინისხელმძღვანელობითა და მასთან ერთად სტალინი იყო დიდი ოქ-ტომბრის სოციალისტური რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამ-დგმელი და ხელმძღვანელი, ბოლშევიკური პარტიიის შეუდრე-კელი მოღვაწე.

ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი 30 წლის განმავ-ლობაში ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირში სოციალიზმისდაცვისა და გამარჯვებისათვის ბრძოლას. სწორედ ამიტომაა,რომ მსოფლიო პროლეტარიატისა და მსოფლიოს ხალხთა გუ-ლებში მისი საქმისადმი პატივისცემასა და ერთგულებას განსა-კუთრებული ადგილი უკავია. სწორედ ამიტომაა, რომ კაპიტა-ლისტური ბურჟუაზია და მსოფლიო რეაქცია განსაკუთრებუ-ლად მტრობენ ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ამ ერთგულ მოწა-ფესა და შეუდრეკელ თანამოაზრეს.

4

Page 7: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

მარქსიზმ-ლენინიზმის დიად კლასიკოსთა რიგში სტალინიმარქსის, ენგელსისა და ლენინის იდეების განვითარებისა დარეალიზაციისთვის თავისი გაბედული და პრინციპული ბრძო-ლით ჩადგა. განსაკუთრებული გამჭრიახობითა და ნიჭით მოა-ხერხა სწორად ორიენტირება იმ ერთობ რთულ პერიოდში, რო-დესაც ბურჟუაზია და რეაქცია ყველანაირად ცდილობდნენ დი-დი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების-თვის ხელშეშლას.

საკუთარი ოცნებების განხორციელების გზაზე რუსეთისპროლეტარიატი დიდ წინააღმდეგობებს აწყდებოდა იმის გამო,რომ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში კაპიტალიზმი ბატონობ-და. არადა იმ პერიოდისთვის კაპიტალიზმმა უკვე შვა თავისიმესაფლავე — პროლეტარიატი, ყველაზე რევოლუციური კლა-სი, რომელიც მოწოდებული იყო რევოლუციის ხელმძღვანე-ლად. ამ კლასს შეეძლო მტერთან ბრძოლაში თავისი ისტორიუ-ლი მისიის წარმატებით განხორციელება და ამ ბრძოლის შედე-გად საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების მოპოვება, პო-ლიტიკური ძალაუფლების საკუთარ ხელში აღება. შემდეგ ამპროლეტარიატს უნდა მოეხდინა ექსპლუატატორებისგან დაკაპიტალისტური ბურჟუაზიისგან პოლიტიკური და ეკონომიკუ-რი ძალაუფლების გამოგლეჯვა და ახალი სამყაროს აშენება.

მარქსმა და ენგელსმა შექმნეს რევოლუციისა და მეცნიერუ-ლი სოციალიზმის პროლეტარული მოძღვრება. მათ შექმნეს მუ-შათა საერთაშორისო ამხანაგობა, რომელიც ცნობილია „პირვე-ლი ინტერნაციონალის“ სახელწოდებით. ამ პირველი საერთა-შორისო ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებუ-ლი იყო სადამფუძნებლო მანიფესტში, რომელმაც დასახა პრო-

5

Page 8: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ლეტარიატის გზა საწარმოო საშუალებებზე კერძო საკუთრე-ბის გაუქმებისკენ, პროლეტარიატის პარტიის შექმნისკენ, რო-მელიც მოწოდებული იქნებოდა ძალაუფლების საკუთარ ხელშიასაღებად რევოლუციის გზით; ბრძოლისაკენ, რომელიც პრო-ლეტარიატს უნდა ეწარმოებინა კაპიტალიზმისა და სხვადასხვაქვეყანაში ათასგვარი „თეორიული“ ფორმით გამომჟღავნებუ-ლი ოპორტუნიზმის წინააღმდეგ.

ვლადიმერ ილიას ძე ლენინმა — კარლ მარქსისა და ფრიდ-რიხ ენგელსის საქმის გენიალურმა გამგრძელებელმა — ამ უკა-ნასკნელთა ღირსშესანიშნავ თხზულებებზე დაყრდნობითა დაიშვიათი ოსტატობით დაცვის შედეგად რევიზიონისტების,ოპორტუნისტებისა და სხვა რენეგატების წინააღმდეგ ნამდვი-ლი ბრძოლა გააჩაღა. მოღალატეებმა გვერდზე მოისროლესპირველი ინტერნაციონალის დიადი დროშა და სრულიად დაუ-ფარავად გათელეს ფეხქვეშ კომუნისტური მანიფესტის მოწო-დება „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა — შეერთდით!“. მარ-ქსიზმის ამ რენეგატებმა ხმა მისცეს იმპერიალისტური ომების-თვის გამოყოფილ კრედიტებს, ნაცვლად იმისა, რომ ამის წინა-აღმდეგ გამოსულიყვნენ.

ლენინმა მარქსიზმის დასაცავად და გასავითარებლად კაპი-ტალური ნაშრომები დაწერა. მან განსაკუთრებით გაამდიდრამარქსისა და ენგელსის იდეები საციალისტური და კომუნისტუ-რი საზოგადოებების შექმნის შესახებ. ითვალისწინებლად რაყოველთვის ისტორიის მატერიალისტურ განვითარებას, ისევეროგორც ადგილსა და დროს, როდესაც ცხოვრება უხდებოდა,ლენინი იბრძოდა ბოლშევიკური პარტიის შექმნისა და კონსო-ლიდაციისთვის. ვლადიმერ ილიას ძემ და სხვა ბოლშევიკებმა

6

Page 9: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

ინტენსიური რევოლუციური ბრძოლის მეშვეობით რუსეთისშიგნით და მის გარეთ, ცარიზმისა და მისი არმიის ლპობის პი-რობებში, მოამზადეს და განახორციელეს დიდი ოქტომბრისსოციალისტური რევოლუცია.

რევოლუციის გამარჯვების ლენინისეული გენიალური გეგ-მა წარმატებით განხორციელდა. დიადი რევოლუციის წარმატე-ბით დასრულების შემდეგ, რომელმაც ძველი მსოფლიო შეარ-ყია და კაცობრიობის ისტორიაში ახალ ერას — ჩაგვრისა დაექსპლუატაციის მოსპობის ერას — ჩაუყარა საფუძველი, ლე-ნინმა ბრძოლა განაგრძო პირველი სოციალისტური სახელმწი-ფოს შესაქმნელად. ლენინთან ერთად იბრძოდა და შრომობდამისი ერთგული თანამოღვაწე — იოსებ ბესარიონის ძე სტალინი.

გასაგებია, თუ რატომ იყო გამორიცხული, რომ ბურჟუაზიაარ წასულიყო მარქსის, ენგელსისა და ლენინის იდეების წინა-აღმდეგ, ამ უკანასკნელთა სამართლიან, გაბედულ და ურყევქმედებათა წინააღმდეგ, რომლებიც მუშათა კლასისა და ხალ-ხთა ინტერესებს ემსახურებოდა, ბურჟუაზია ხომ ყოველთვისდაუნდობლად და გადაჭრით იყენებდა მათ წინააღმდეგ თავისხელთ არსებულ ყველა იარღს.

კაპიტალიზმისა და მსოფლიო რეაქციული ბურჟუაზიისმხრიდან წარმოებულ ორგანიზებულ ბრძოლას დაუპირისპირ-და რუსული პროლეტარიატის დიადი და ორგანიზებული ძალა,რომელიც გაერთიანებული იყო მსოფლიო პროლეტარიატთან.ეს კონფრონტაცია გამოხატავდა რუსეთის შიგნით და მის გა-რეთ მიმდინარე მწვავე კლასობრივ ბრძოლას, რომელიც მთე-ლი ამ ხნის განმავლობაში ინტერვენციის ძალების, ცარიზმის

7

Page 10: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ნარჩენებისა და რუსული რეაქციის წინააღმდეგ მიმართულბრძოლაში მჟღავნდებოდა. ამ მტრებთან აუცილებელი იყო და-უნდობელი ბრძოლა.

კლასობრივი ბრძოლის ამ პროცესში საჭირო იყო ბოლშევი-კური პარტიის გამოწრთობა, პროლეტარიატის დიქტატურისსახელმწიფოს აშენება, — რაც რევოლუციის მთავარი საკით-ხია, — საჭირო იყო საფუძვლის ჩაყრა სოციალისტური ეკონო-მიკისთვის. აქედან გამომდინარე, აუცილებელი ხდებოდა ძირე-ული ცვლილებების გატარება ცხოვრების ყველა სფეროში, თა-ნაც ახალი გზით, ახალი სულისკვეთებით, ახალი მიზნით; მეფისრუსეთის კონკრეტული პირობების გათვალისწინებით საჭიროიყო ფოლოსოფიის, პოლიტეკონომიისა და მეცნიერული სოცია-ლიზმის მარქსისეული თეორიის ცხოვრებაში შემოქმედები-თად გატარება.

ყველა ამ მიზნის განხორციელება შესაძლებელი იყო პრო-ლეტარიატის, როგორც ყველაზე რევოლუციური კლასის, ხელ-მძღვანელობით, ყველაზე ღარიბ და საშუალო გლეხობასთანკავშირით. ახალი ხელისუფლების დამყარების შემდეგ საჭიროიყო შეუპოვარი, გმირული ბრძოლის გაჩაღება ცარიზმისა დაუცხოური, ევროპული კაპიტალისგან გათავისუფლებული ხალ-ხის ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების გასაუმჯობე-სებლად. ამ ტიტანურ ბრძოლაში სტალინი ურყევად იდგა ლე-ნინის მხარეზე, იგი მოწინავე ხაზის მებრძოლთა რიგებს მიე-კუთვნებოდა.

ახალი, საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკურ კონსოლიდა-ციასთან ერთად, მრეწველობის ყველა დარგის განვითარებას-თან ერთად, საკოლმეურნეო სოფლის მეურნეობის განვითარე-

8

Page 11: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

ბასთან ერთად, საბჭოთა კავშირში ახალი — სოციალისტური— კულტურის განვითარებასთან ერთად მწვავდებოდა წინა-აღმდეგობა გარეშე მტრებისა და შიგა რეაქციას მხრიდან.მტრებმა ბრძოლა განსაკუთრებით გააძლიერეს ვლადიმერილიას ძე ლენინის გარდაცვალების შემდეგ.

ლენინის ცხედართან სტალინმა ფიცი დადო, რომ მის მოძ-ღვრებას თანმიმდევრულად შეასხამდა ხორცს, ცხოვრებაში გა-ატარებდა მის მითითებებს იმის თაობაზე, რომ შეენახა კომუ-ნისტის ამაღლებული სახელის სიწმინდე, შეენახა და განემტკი-ცებინა ბოლშევიკური პარტიის ერთიანობა, შეენახა და მუხ-ლჩაუხრელად ეწრთო პროლეტარიატის დიქტატურა, განუწ-ყვეტლივ განემტკიცებინა მუშათა კლასის კავშირი გლეხობას-თან, ბოლომდე ერთგული დარჩენილიყო პროლეტარული ინ-ტერნაციონალიზმის პრინციპებისადმი, დაეცვა პირველი სოცი-ალისტური სახელმწიფო შიგა მტრების — ბურჟუაზიისა და მე-მამულეებისაგან, აგრეთვე, გარე მტრების — იმპერიალისტები-საგან, რომლებიც ამ სახელმწიფოს დანგრევას ცდილობდნენ,და ბოლომდე მიეყვანა სოციალიზმის აშენების საქმე მსოფლი-ოს მეექვსედ ნაწილში.

იოსებ სტალინმა თავისი სიტყვა შეასრულა. ბოლშევიკურიპარტიის სათავეში ყოფნისას მოახერხა საბჭოთა კავშირში სო-ციალიზმის აშნების საქმის გაძღოლა და რუსული პროლეტარი-ატისა და საბჭოთა კავშირის ხალხთა დიადი სამშობლოს გა-დაქცევა მსოფლიო რევოლუციის კოლოსალურ ბურჯად. საკუ-თარი თავი წარმოაჩინა მარქსის, ენგელსისა და ლენინის საქმისღირსეულ გამგრძელებლად და ბრწყინვალედ დაადასტურა,რომ იყო დიადი, გამჭრიახი და ურყევი მარქსისტ-ლენინელი.

9

Page 12: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

საბჭოთა კავშირის შიგა მტრები — ტროცკისტები, ბუხარი-ნელები, ზინოვიეველები და სხვები — მჭიდროდ იყვნენ დაკავ-შირებული უცხოელ კაპიტალისტებთან, ვინაიდან მათი დამქა-შები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი ბოლშევიკური პარტიის რი-გებშიც ირიცხებოდა, რათა ციხე-სიმაგრე შიგნიდან გაეტეხათ,გაეუკუღმართებინათ იმ პარტიის სწორი — მარქსისტულ-ლე-ნინისტური — ხაზი, რომლის სათავეშიც სტალინი იდგა, ზოგიმათგანი კი პარტიაში არ ირიცხებოდა, სამაგიეროდ სახელმწი-ფო ორგანოებში აწყობდნენ შეთქმულებებს, ღიად თუ ფარუ-ლად ფუშავდნენ სოციალისტური მშენებლობის საქმეს. ამ პი-რობებში სტალინი შეუპოვრად ახორციელებდა ლენინის ერთ-ერთ მთავარ მითითებას — დაუნდობლად გაეწმინდა პარტიაოპორტუნისტული ელემენტებისგან, იმათგან, რომლებიც ღი-ად კაპიტულირებდნენ ბურჟუაზიისა და იმპერიალიზმის, აგ-რეთვე, მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებთან შეუთავსებელი ნების-მიერი შეხედულების ზეწოლის წინაშე. ბრძოლა, რომელსაცაწარმოებდა ბოლშევიკური პარტიის სათავეში მყოფი სტალინიათასი ჯურის ტროცკისტისა და ბუხარინელის წინააღმდეგ,ლენინის ბრძოლის პირდაპირი გაგრძელება იყო, თანაც ღრმადპრინციპული და გადამრჩენი ბრძოლა, რომლის გარეშეც არცსოციალისტური მშენებლობა იარსებებდა და არც სოციალიზ-მის დაცვის შესაძლებლობა. იოსებ სტალინს კარგად ესმოდა, რომ გამარჯვების მიღწევადა შემდგომი დაცვა შესაძლებელი იყო დიდი ძალისხმევით,მომჭირნეობით, ოფლითა და ბრძოლით. იგი არასდროს აჰყო-ლია უსაფუძვლო ოპტიმიზმს გამარჯვებების მიღწევის შემდეგდა არასდროს ჩავარდნილა პესიმიზმში სიძნელეების გაჩენისას.

10

Page 13: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

პირიქით, სტალინმა თავი გამოიჩინა როგორც უაღრესად მოწი-ფულმა მოღვაწემ, გამოავლინა თავდაჭერილობა ფიქრებში, გა-დაწყვეტილებებსა და მოქმედებებში. საკუთარი სიდიადით მო-ახერხა პარტიისა და ხალხის გულების მონადირება, მათი ენერ-გიის მობილიზება, მებრძოლთა გამოწრთობა შეტაკებებსა დაომებში, მათი ამაღლება პოლიტიკურად და იდეოლოგიურად,რათა მოეხერხებინათ დიადი და მანამდე არნახული საქმეებისშესრულება.

სახალხო მეურნეობისა და კულტურის განვითარების სტა-ლინისეულმა ხუთწლედებმა სოციალიზმის მსოფლიოში პირვე-ლი ქვეყანა მძლავრ სოციალისტურ სახელმწიფოდ აქცია. ხელ-მძღვანელობდა რა ლენინისეული დებულებებით სოციალისტუ-რი ინდუსტრიალიზაციის საქმეში მძიმე მრეწველობის უპირა-ტესად განვითარების შესახებ, ბოლშევიკურმა პარტიამ სტა-ლინის ხელმძღვანელობით ქვეყანას მისცა მძლავრი მრეწვე-ლობა საწარმოო საშუალებების საწარმოებლად, მანქანათმშე-ნებლობის გიგანტური მრეწველობა, რომელსაც შეეძლო მთლი-ანი სახალხო მეურნეობის სწრაფად განვითარების უზრუნველ-ყოფა და ყველა საჭირო კომპონენტით მომარაგება, გარდა ამი-სა, უძლეველი თავდაცვის სისტემის შექმნა. მძიმე სოციალის-ტური ინდუსტრია, სტალინის თქმით, „შეიქმნა შიგა ძალებით,კაბალური კრედიტებისა და გარე სესხების გარეშე“. სტალინმაყველას განუმარტა, რომ მძიმე ინდუსტრიის შექმნისას საბჭო-თა სახელმწიფოს არ შეეძლო იმ გზით სვლა, რომლითაც მიდი-ან კაპიტალისტური ქვეყნები — მიეღო კრედიტები უცხოეთი-დან და დაეწყო სხვა ქვეყნების ძარცვა.

11

Page 14: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის შემდეგ საბჭოთაკავშირში შეიქმნა თანამედროვე სოციალისტური სოფლის მე-ურნეობა, რომელსაც გააჩნდა სოფლის მეურნეობის მყარი ფუნ-დამენტი — სოციალისტური მძიმე ინდუსტრია, რითაც გადაიჭ-რა მარცვლეულისა და სხვა ძირითადი სასოფლო-სამეურნეოდა მეცხოველეობის პროდუქტების პრობლემა. სტალინმა განა-ვითარა ლენინისეული საკოოპერაციო გეგმა, გაატარა იგიცხოვრებაში სოციალიზმის მტრებთან — კულაკებთან, ბუხარი-ნელ მოღალატეებთან — გამძვინვარებული ბრძოლის ქარცეც-ხლში და იმ სიძნელეებისა და დაბრკოლებების პირობებში,რომლის მიზეზიც იყო არა მარტო მტრების საქმიანობა, არამედგამოცდილების არარსებობა და გლეხობის ცნობიერებაშიღრმად გამჯდარი კერძომესაკუთრული ფსიქოლოგიაც.

სახალხო მეურნეობის გამტკიცებამ და კულტურული დონისამაღლებამ ხელი შეუწყეს პროლეტარიატის დიქტატურის სა-ხელმწიფოს გაძლიერებას საბჭოთა კავშირში. ბოლშევიკურიპარტიის მეთაურის პოსტზე ყოფნისას სტალინმა შეძლო საბ-ჭოთა სახელმწიფოს ოსტატურად მოწყობა და ხელმძღვანელო-ბა, მისი სრულყოფა და საზოგადოების ბაზისისა და ზედნაშე-ნის განუხრელად მარქსისტულ-ლენინისტური გზით განვითა-რება პოლიტიკური ვითარებისა და შიგა ეკონომიკური განვი-თარების დონის შესაბამისად, არ გამორჩენია რა მხედველობი-დან გარეშე პირობებიც, ანუ ის მტაცებლური მისწრაფებები დასიძულვილი, რასაც ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური სახელმწი-ფოები იჩენდნენ პროლეტარების ახალი სახელმწიფოს აშენე-ბის შესაფერხებლად.

12

Page 15: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

მსოფლიო კაპიტალიზმი საბჭოთა კავშირში თავის საშიშმტერს ხედავდა, რის გამოც ცდილობდა მის იზოლირებას საერ-თაშორისო ასპარეზზე, მაშინ როცა მის შიგნით ყველანაირადუწყობდა ხელს რენეგატების შეთქმულებებს, ჯაშუშებს, მოღა-ლატეებსა და მემარჯვენე უკლონისტებს. პროლეტარიატისდიქტატურა ამ სახიფათო მტრებს დაუნდობლად ებრძოდა.ყველა მოღალატეს საჯაროდ ასამართლებდა. მათი ბრალეუ-ლობა იმ პერიოდში დადასტურებული იყო უდავო მტკიცებუ-ლებებით და უდიდესი დამაჯერებლობით. საბჭოთა კავშირშიტროცკისტების, ბუხარინელების, რადეკების, ზინოვიევების, კა-მენევების, პიატაკოვებისა და ტუხაჩევსკების საქმეებთან და-კავშირებით გამართულ სასამართლო პროცესებთან დაკავში-რებით (რომლებიც სრულად შეესაბამებოდნენ არსებულ რევო-ლუციურ კანონმდებლობას) დიდი ალიაქოთი ატეხა ბურჟუაზი-ულმა პროპაგანდამ, რომელიმაც კიდევ უფრო გააძლიერა დასისტემის რანგში აიყვანა თავისი ცილისმწამებლური და დამამ-ცირებელი მითქმა-მოთქმა საბჭოთა ხელისუფლების, ბოლშევი-კური პარტიისა და სტალინის სამართლიანი ბრძოლის წინააღ-მდეგ, რომლებიც იცავდნენ საკუთარი ხალხის ცხოვრებას, მუ-შებისა და გლეხების ოფლითა და სისხლით დამყარებულ ახალ,სოციალისტურ სისტემას, იცავდნენ დიდი ოქტომბრის სოცია-ლისტურ რევოლუციას და მარქსიზმ-ლენინიზმის სიწმინდეს.

რა აღარ მოიგონეს გარე მტრებმა, განსაკუთრებით — სტა-ლინის წინააღმდეგ, რომელიც იყო მარქისა და ლენინის საქმისგამგრძელებელი, საბჭოთა კავშირის უნიჭიერესი ბელადი, რო-მელსაც უწოდეს „ტირანი“, „მკვლელი“ და „სისხლისმსმელი“.ყველა ეს ცილისმწამებლური ჭორი აშკარა ცინიზმით გამოირ-

13

Page 16: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ჩეოდა. არა, სტალინი არც ტირანი იყო და არც დესპოტი. იგიიყო პრინციპული, სამართლიანი, მოკრძალებული, გულისხმიე-რი და უაღრესად ყურადღებიანი ადამიანი ხალხის, კადრებისადა თავისი თანამშრომლების მიმართ. სწორედ ამიტომ უყვარ-და იგი ძალიან ძლიერად პარტიას, საბჭოთა კავშირის სოცია-ლისტური რესპუბლიკების ხალხებს, მთელ მსოფლიო პროლე-ტარიატს. ასეთად იცნობდა მას მილიონობით კომუნისტი,მსოფლიოს გამოჩენილი რევოლუციური და პროგრესული მოღ-ვაწე. სტალინის დახასიათებისას ანრი ბარბიუსი თავის წიგნში„სტალინი“ აღნიშნავს: „მან დაამყარა და მუდვივად ინახავსკონტაქტებს მუშებთან, გლეხებთან და საბჭოთა კავშირის ინ-ტელექტუალურ მოსახლეობასთან, ისევე როგორც მსოფლიოსრევოლუციონერებთან, რომლებსაც საკუთარი სამშობლო მთე-ლი სულითა და გულით უყვართ, — ანუ 200 მილიონზე მეტადამინთან“. და იქვე დასძენს: „იგი გამჭრიახი და გონებახვილი,ამასთან ერთად, მეტად თავმდაბალი ადამიანია— სტალინი ძა-ლიან ჰგავს არაჩვეულებრივ ვლადიმერ ილიჩს: ასევე ღრმადაადაუფლებული თეორიას, ისეთივე გამრჯეა და შეუპოვარი—სწორედ სტალინში გამოიხატა ყველაზე მეტად ლენინის აზრე-ბი და სიტყვები. იგი ჩვენი დროის ლენინია“.

სტალინის ყველა აზრი და საქმე, რომლებიც მან დაწერა დაცხოვრებაში გაატარა, მთლიანადაა გაჯერებული თანმიმდევ-რული რევოლუციური, მარქსისტ-ლენინისტური იდეებით. ამგამოჩენილ მარქსისტ-ლენინელის ნაშრომებში შეუძლებელიათუნდაც ერთი პრინციპული შეცდომის პოვნა. მისი საქმემთლიანად პასუხობდა პროლეტარიატის, მშრომელი მასების,რევოლუციის, სოციალიზმისა და კომუნიზმის ინტერესებს,

14

Page 17: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

ეროვნულ-გამათავისუფლებელი და ანტიიმპერისლისტურიბრძოლის ინტერესებს. იგი არ იყო ეკლექტიკოსი თავის თეო-რიულ და პოლიტიკურ აზროვნებაში და არასდროს მერყეობდაპრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისას. ის, ვინც იოსებ სტალი-ნის გულწრფელ მეგობრობას ეყრდნობოდა, ყოველთვის გაბე-დულად მიიწევდა წინ — თავისი ხალხის ნათელი მომავლისკენ.ცბიერები კი ვერასდროს უსხლტებოდნენ იოსებ სტალინისდაკვირვებულობასა და მწვავე მსჯელობებს. ამ მსჯელობას სა-ფუძვლად ედო მარქსისტულ-ლენინისტური თეორიის დიადიიდეები, რომლებიც გამოკრისტალებული იყო მის მახვილ გონე-ბასა და წმინდა გულში. მთელი თავის ცხოვრების მანძილზე,მტრობის ქარტეხილების პერიოდშიც კი, მან მოახერხა სოცია-ლიზმის საჭის მედგრად დაკავება და სწორად მიმართვა.

სტალინმა იცოდა, თუ როდის და რა დოზით უნდა წასული-ყო კომპრომისებზე, რათა ამ უკანასკნელებს არ შეერყიათ მარ-ქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგია, უფრო მეტიც, სარგებე-ლი მოეტანათ რევოლუციის, სოციალიზმის, საბჭოთა კავშირი-სა და მისი მეგობრებისათვის.

პროლეტარიატი, მარქსისტულ-ლენინისტური პარტიები,ჭეშმარიტი კომუნისტები და მსოფლიოს ყველა პროგრესულიადამიანი თვლიდა, რომ სწორედ ბოლშევიკური პარტიისა დასტალინის საქმიანობის შედეგად გადარჩა ახალი, სოციალის-ტური საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობა და სახელმწიფო.სტალინის საქმეს ეთანხმებოდნენ მსოფლიო პროლეტარიატიდა მსოფლიოს ხალხები, რამეთუ ისინი აცნობიერებდნენ, რომიგი იბრძოდა იმ ჩაგვრისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ,რომელსაც ისინი განიცდიდნენ. ხალხთა მასები სწორედ იმ

15

Page 18: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

მტარვალებისგან ისმენდნენ ცილისმწამებლურ ჭორებს სტა-ლინზე, ვინც აწყობდა წამებებსა და მასობრივ ხოცვა-ჟლეტვასკაპიტალისტურ საზოგადოებაში, იმათგან, ვისი ბრალიც იყოშიმშილი, სიღატაკე, უმუშევრობა და უდიდესი გასაჭირი, რისგამოც მათ ასეთი ჭორების არასდროს სჯეროდათ.

ასეთი მტრების წინააღმდეგ მილიონობით პროლეტარიმთელ მოფლიოში უდიდესი გაფიცვებითა და ქუჩის დემონ-სტრაციებით გამოდიოდა და თავს ესხმოდა კაპიტალისტებისფაბრიკებსა და ქარხნებს. ხალხთა მასები ებმებოდნენ ბრძოლა-ში კოლონიზატორების წინაღმდეგ საკუთარი დემოკრატიულიუფლებებისა და თავისუფლების მოსაპოვებლად. ამავე დროსეს ბრძოლა იყო საერთაშორისო ყოვლისმომცველი მხარდაჭე-რა საბჭოთა კავშირისა და სტალინის მიმართ, რომელიც ხელს უწ-ყობდა საბჭოების ახალი სახელმწიფოს გამტკიცებას და მსოფლი-ოში მისი უდიდესი ავტორიტეტის კიდევ უფრო გაზრდას.

მსოფლიო კაპიტალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა კო-მუნისტს, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ბურჟუაზიამ დამარქსიზმ-ლენინიზმის რენეგატებმა საბჭოთა კავშირისა დასტალინის „აგენტები“ უწოდეს. მიუხედავად ამისა, კომუნისტე-ბი იყვნენ პატიოსანი ადამიანები, არა ვინმეს აგენტები, არამედმარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის მოძღვრების ერთ-გული მიმდევრები. ისინი მხარს უჭერდნენ საბჭოთა კავშირს,ვინაიდან მის პოლიტიკაში ხედავდნენ მათდამი მხარდაჭერას კო-მუნისტური იდეების გამარჯვებაში, ხედავდნენ ნათელ მაგალითსიმისა, თუ როგორ უნდა ეწარმოებინათ ბრძოლა, რათა გამარ-ჯვებას გამარჯვება მოჰყოლოდა, რათა დაემარცხებინათ მტე-

16

Page 19: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

რი, რათა თავი დაეღწიათ კაპიტალის უღელისგან და დაემყა-რებინათ ახალი — სოციალისტური — საზოგადოებრივი წყობილება.

იმ დროს, როცა მსოფლიო კაპიტალიზმი, როგოორც ძველიდა ძირგამომპალი წყობა, სუსტდებოდა, საბჭოთა კავშირშისოციალიზმი, როგორც მომავლის ახალი წყობა, ზეიმობდა დასულ უფრო და უფრო ხდებოდა მსოფლიო რევოლუციის საიმე-დო დასაყრდენი. ასეთ ვითარებაში კაპიტალიზმს უხდებოდანებისმიერი საშუალების გამოყენება, რათა სასიკვდილო დარ-ტყმა მიეყენებინა პროლეტართა დიადი სოციალისტური სა-ხელმწიფოსათვის, რომელიც მსოფლიოს უჩვენებდა ექსპლუა-ტაციისგან თავის დაღწევის გზას, და სწორედ ამიტომ მოამზა-დეს და გააჩაღეს კაპიტალისტებმა მეორე მსოფლიო ომი. მათაღადგინეს, მხარი დაუჭირეს, შეაიარაღეს ჰიტლერელები დადაგეშეს „ბოლშევიზმზე“, საბჭოთა კავშირზე, დააწყებინეს ბრძო-ლა აღმოსავლეთში „სასიცოცხლო სივრცის“ მოპოვების ოცნე-ბის განსახორციელებლად. საბჭოთა კავშირმა იგრძნო მოახ-ლოებული საშიშროება. სტალინი ფხიზლობდა, მან მშვენივრადიცოდა, რომ საერთაშორისო კაპიტალისტური ბურჟუაზიის მი-ერ მონაჩმახი ჭორები იმის შესახებ, თითქოსდა იგი არ ებრძო-და დღითიდღე მზარდ ფაშიზმსა და ნაციზმს, მხოლოდ ლაყბობაიყო ამ ბურჟუაზიისა და ჰიტლერის მეხუთე კოლონისა, რაცმსოფლიო საზოგადოების მოტყუებას და მათი ჩანაფიქრის —საბჭოთა კავშირზე თავდასხმის — მიზანს ემსახურებოდა.

კომინტერნის მეშვიდე კონგრესმა 1935 წელს სამართლია-ნად უწოდა ფაშიზმს ხალხთა უდიდესი მტერი იმ კონკრეტულიპერიოდისთვის. ამ კონგრესმა სტალინის პირადი ინიციატივისსაფუძველზე წამოაყენა ლოზუნგი საერთო სახალხო ანტიფა-

17

Page 20: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

შისტური ფრონტის თაობაზე, რომელიც უნდა შექმნილიყო ყვე-ლა ქვეყანაში ფაშისტური სახელმწიფოების აგრესიული დამტაცებლური გეგმებისა და საქმიანობის გამოსააშკარავებლადდა ამ გეგმებისა და საქმიანობის წინააღმდეგ ხალხთა მასებისმობილიზაციისთვის, რათა მსოფლიოსთვის აეცილებინა ახალიიმპერიალისტური ომი.

სტალინს არასდროს, არც ერთ მომენტში არ ავიწყდებოდასაშიშროება, რომელიც ემუქრებოდა საბჭოთა კავშირს. იგი ყო-ველთვის გაბედულად იბრძოდა და მკაფიო მითითებებს იძლე-ოდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოეწრთო პარტია მომა-ვალი ომისა და ბრძოლებისთვის, როგორ უნდა შეეკრა საბჭო-თა კავშირის ხალხები მარქსისტულ-ლენინისტური ფოლადი-სებრი ერთიანობით, როგორ უნდა გაემყარებინა საბჭოთა ეკო-ნომიკა სოციალისტური გზით, როგორ უნდა განემტკიცებინასაბჭოთა კავშირის თავდაცვა მტერიალური საშუალებებითადა კადრებით და შეიარაღებინა იგი რევოლუციური სტრატე-გიითა და რევოლუციური ტაქტიკით. სწორედ სტალინი უთი-თებდა და ამტკიცებდა თავად ცხოვრებისეულ ფაქტებზე დაყ-რდნობით, რომ იმპერიალისტები არიან მტაცებლური ომებისგამჩაღებლები და მატარებლები, რის გამოც ურჩევდა ხალხს,რომ ყოფილიყვნენ მუდამ ფხიზლად და ნებისმიერ დროს შეძ-ლებოდათ ჰიტლერელი ნაცისტების, იტალიელი ფაშისტებისადა იაპონელი იმპერიალისტების ყოველგვარი ქმედების მოგე-რიება, რაც ამ უკანასკნელთა მხრიდან ნებისმიერ მომენტშიიყო შესაძლებელი მსოფლიოს დანარჩენ კაპიტალისტურ სა-ხელმწიფოებთან ერთად. სტალინის სიტყვას ოქროს ფასი ჰქონ-

18

Page 21: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

და და პროლეტარებისა და მსოფლიოს ხალხებისთვის ნამდვილგზამკვლევ ვარსკვლავად გადაიქცა.

სტალინმა დასავლეთ ევროპის დიდი კაპიტალისტური სა-ხელმწიფოების მთავრობებს ჰიტლერის წინააღმდეგ კავშირისშექმნა შესთავაზა, თუმცა ამ სახელმწიფოებმა ეს შეთავაზებაარ მიიღეს; უფრო მეტიც, მათ დაარღვიეს საბჭოთა კაავშირ-თან მანამდე დადებული კავშირები, ვინაიდან იმედოვნებდნენ,რომ ჰიტლერელები მოახერხებდნენ „ბოლშევიზმის თესლის“განადგურებას და მათ წისქვილებზე წყლის დასხმას.

ამ სერიოზულ და ფრიად საშიშ ვითარებაში, როდესაც სტა-ლინმა ვერ მოახერხა ეგრეთ წოდებული „დასავლური დემოკ-რატიის“ მმართველთა დარწმუნება ერთობლივი ანტიფაშისტუ-რი კავშირის შექმნის აუცილებლობაში, მან მიზანშეწონილადჩათვალა საბჭოთა კავშირისთვის ომის თარიღის შეძლების-დაგვარად გადაწევა, რათა მოეგო დრო და კიდევ უფრო გაეძ-ლიერებინა თავდაცვისუნარიანობა. ამ მიზნით ხელი მოაწერათავდაუსხმელობის პაქტს გერმანიასთან. ეს პაქტი უნდა გამ-ხდარიყო საშიშროების დროებით თავიდან აცილების modus vi-vendi, რამეთუ სტალინი კარგად ხედავდა ჰიტლერის აგრესიუ-ლობას და ამის გამო მის მოსაგერიებლად კარგად იყო მომზა-დებული.

მრავალი ბურჟუაზიული და რევიზიონისტული პოლიტიკო-სი და ისტორიკოსი ამტკიცებს და წერს, რომ თითქოს ჰიტლე-რის აგრესიას საბჭოთა კავშირი მოუმზადებელი შეხვდა, დაამაში სტალინს ადანაშეულებენ! არადა მსგავს ცილისწამებასთავად ფაქტები უარყოფენ. ცნობილია, რომ ჰიტლერის აგრესი-ულმა გერმანიამ დაარღვია თავდაუსხმელობის პაქტი, ისარ-

19

Page 22: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

გებლა სტრატეგიული მოულოდნელობით, რიცხობრივი უპირა-ტესობით და ვერაგულად და მზაკვრულად დაესხა თავს საბჭო-თა კავშირს, რისთვისაც გამოიყენა საკუთარი და თავისი მო-კავშირეების დაახლოებით 200 დივიზია, ჩააბა ისინი „ელვისე-ბურ ომში“, რომლის მეშვეობითაც, ჰიტლერის გეგმების თანახ-მად, საბჭოთა კავშირი უნდა გაენადგურებინა და დაემარცხე-ბინა არა უმეტეს ორ თვეში!

არადა რაც მოხდა სინამდვილეში — ყველასათვის ცნობი-ლია. „ელვისებურმა ომმა“, რომელსაც დასავლეთ ევროპაშიყველგან წარმატებები მოჰყვა, აღმოსავლეთში მარცხი განიცა-და. წითელმა არმიამ, რომელსაც უაღრესად მტკიცე ზურგი გა-აჩნდა და მთელი საბჭოთა ხალხის მხარდაჭერით სარგებლობ-და, უკან დახევისას მტერს ძალა გამოაცალა და საბოლოო ჯამ-ში ერთ ადგილზე მიაჯაჭვა, შემდეგ კი კონტრშეტევაზე გადა-ვიდა და რამდენიმე დარტყმის შედეგად გაანადგურა კიდეც,რის შემდეგაც ჰიტლერის გერმანიას ხელი უპირობო კაპიტულა-ციაზე მოაწერინა. ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწევა საბჭოთაკავშირის გადამწყვეტი როლი ჰიტლერის გერმანიის განადგუ-რებაში, ფაშიზმის მოსპობასა და ზოგადად მეორე მსოფლიო ომში.

განა შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წა-მოწმებული „ელვისებური ომის“ ჰიტლერისეული გეგმის მარ-ცხი და საბჭოთა კავშირის მიერ უდიდესი წვლილის შეტანა ფა-შისტური მონობისგან კაცობრიობის გადარჩენის საქმეში თავ-დაცვისთვის ყოველმხრივი წინასწარი მომზადების გარეშე, სო-ციალისტური სისტემის რკინისებური ძალისა და ფოლადისებ-რი სიცოცხლისუნარიანობის გარეშე, რომელმაც მეორე მსოფ-ლიო ომის დროს ყველაზე უფრო სასტიკ და დიად გამოცდას

20

Page 23: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

გაუძლო? განა შეიძლება ამ გამარჯვებების განცალკევება სტა-ლინის უაღრესად დიდი წვლილისგან როგორც იმპერიალისტუ-რი აგრესიის წინააღმდეგ ქვეყნის მომზადებაში, ასევე ჰიტლე-რისეული გერმანიის განადგურებასა და ფაშიზმზე ისტორიულგამარჯვებაში? ხრუშჩოვის რევიზიონისტების ნებისმიერი მზაკ-ვრული მცდელობისგან, რომ განაცალკევონ სტალინი პარტიის-გან და საბჭოთა ხალხისგან ამ გამარჯვების მისაღწევად სოცი-ალისტური სახელმწიფოს გადამწყვეტ როლთან მიმართებაში,ქვას ქვაზე არ ტოვებს ისტორიული სინამდვილე, რომლის არა-თუ წაშლა, არმედ ეჭვქვეშ დაყენება ან მიჩქმალვაც კი არავი-თარ ძალას არ შეუძლია.

საბჭოთა კავშირის ხალხთა ბრძოლამ სტალინის მეთაურო-ბით მრავალი ქვეყანა და ერი ნაცისტური მონობისგან იხსნა,ხელი შეუწყო აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში სახალ-ხო-დემოკრატიული წყობის დამყარებას, გააძლიერა ეროვნულ-გამათავისუფლებელი, ანტიიმპერიალისტური ბრძოლა, რითაცდააჩქარა კოლონიალური სისტემის დაშლა და განადგურება,შექმნა მსოფლიოში ძალთა ახალი თანაფარდობა სოციალიზმი-სა და რევოლუციის სასარგებლოდ.

ხრუშჩოვმა სინდისის ქენჯნის გარეშე უწოდა სტალინს„დახშული“ ადამიანი, რომელიც თითქოს ვერ ერკვეოდა საბჭო-თა კავშირსა და მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში და რომელ-მაც თურმე არ იცოდა, თუ სად იყო დისლოცირებული წითელიარმია, და რომელიც თითქოს ამ უკანასკნელს ლამისაა სასკო-ლო გლობუსის მეშვეობით მართავდა!

სტალინის უდავო დამსახურებები იძულებული იყვნენ, ეღი-არებინათ მსოფლიო კაპიტალიზმის ისეთ ლიდერებსაც კი, რო-

21

Page 24: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

გორიცაა ჩერჩილი, რუზველტი, ტრუმენი, იდენი, მონტგომერი,ჰოპკინსი და სხვები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასდროსმალავდნენ თავიანთ მტრულ დამოკიდებულებას მარქსისტულ-ლენინისტურ პოლიტიკასა და იდეოლოგიასთან და თავად სტა-ლინთანაც. ვკითხულობდი მათ მოგონებებს და ვხედავდი, რომკაპიტალიზმის ეს ლიდერები პატივისცემით მოიხსენიებდნენსტალინს როგორც სახელმწიფო მოღვაწესა და მხედართმთა-ვარს, რომელსაც „გააჩნდა განსაცვიფრებელი სტრატეგიულიალღო“, „პრობლემების გაცნობიერების წარმოუდგენელი უნა-რი“. ჩერჩილი სტალინზე წერდა: „პატივს ვცემ ამ დიად და გა-მოჩენილ ადამიანს — ცოტა ვინმეს თუ შეეძლო მსოფლიოშირამდენიმე წუთში იმ საკითხებში ჩაწვდომა, რომლებზედაცჩვენ მრავალი თვე გვეხარჯებოდა. ამას იგი წამებში აკეთებდა“.

ხრუშჩოველები ცდილობდნენ, შეექმნათ ილუზია, თითქოსთურმე სტალინი კი არა, ასე განსაჯეთ, თავად ისინი ყოფილანნაციზმის წინააღმდეგ ნაწარმოები დიდი სამამულო ომის ხელ-მძღვანელები! არადა ყვლასათვის ცნობილია, რომ იმ პერიოდ-ში ისინი სტალინის ჩრდილს იყვნენ ამოფარებული და მას ფა-რისევლურ ჰიმნებს უმღეროდნენ, აცხადებდნენ რა: „მთელიჩვენი გამარჯვებები და წარმატებები დიადი სტალინის დამსა-ხურებააო“ და მისთ., და ამას სჩადიოდნენ იმ დროს, როცა ამგამარჯვებების ჩასაფუშავად ემზადებოდნენ. გულიდან ამო-ხეთქილ ჭეშმარიტ ჰიმნებს კი საბჭოთა მეომრები მღეროდნენ,რომლებიც სტალინის სახელის შეძახილებით მკერდით იცავ-დნენ საკუთარ სამშობლოს ისტორიულ შეტაკებებში.

ალბანელი კომუნისტები და ალბანელი ხალხი ძლიერად დაუშუალოდ გრძნობდნენ (მიუხედავად იმ პერიოდში საბჭოთა

22

Page 25: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

კავშირისგან საკმაო სიშორისა) სტალინის უდიდეს როლს ყვე-ლაზე უფრო მძიმე მომენტებში, რომლებიც თავს დაატყდაჩვენს ქვეყანას იტალიური და გერმანული ფაშიზმის მიერ ოკუ-პაციისას, როდესაც ჩვენი სამშობლოს ბედი წყდებოდა — დარ-ჩებოდა იგი უღელქვეშ თუ მოახერხებდა თავისუფალ და ნა-თელ გზაზე გაღწევას. ყველაზე უფრო მძიმე წუთებში სტალინიჩვენს გვერდით იდგა. იგი იმედს გვიმტკიცებდა, პერსპექტივასგვინათებდა, გულებსა და ნებისყოფას გვიმხნევებდა და საკუ-თარი გამარჯვების რწმენას გვიძლიერებდა. საკმაოდ ხშირადალბანელი კომუნისტების, პატრიოტებისა და პატრიზანებისუკანასკნელი სიტყვები ბრძოლის ველზე დაცემისას, სახრჩობე-ლაზე ასვლისას, მტრის ტყვიამფრქვევებსა და ავტომატებისჯერებზე გადაფარებისას იყო: „გაუმარჯოს კომუნისტურ პარ-ტიას!“, „გაუმარჯოს სტალინს!“. არაერთხელ მომხდარა, რომმტრის ტყვიას ჩვენი ხალხის შვილების გულის განგმირვისასსტალინის ის ნაშრომებიც განუგმირიათ, რომლებსაც ისინი გუ-ლის ჯიბეში ინახავდნენ, როგორც წმინდა საგანძურს.

მიუხედავა საბჭოთა კავშირის მტრების ფარული თუ ღიამცდელობისა, შეერყიათ სოციალიზმი მეორე მსოფლიო ომისშემდეგ, დიდ საერთაშორისო პრობლემებში წამყვანი სიტყვასყოველთვის სტალინისეული სწორი პოლიტიკა ამბობდა. საბ-ჭოების ქვეყანა, რომელიც ომით გადაბუგეს და რომელმაცბრძოლის ველებზე 20 მილიონი ადამიანი დაკარგა, წარმოუდ-გენელი სისწრაფით აღდგა. ეს უდიდესი სამუშაო საბჭოთახალხმა, საბჭოთა მუშათა კლასმა და საკოლმეურნეო გლეხო-ბამ შეასრულა ბოლშევიკური პარტიისა და დიადი სტალინისხელმძღვანელობით.

23

Page 26: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

მეორე მსოფლიო ომის წლებში რევიზიონიზმი აშშ-ის კომ-პარტიის ყოფილი ლიდერის — ბრაუდერის — ღალატში გა-მოვლინდა, რომელმაც თავის თანამოაზრე რევიზიონისტებთანერთად დაშალა პარტია და ამერიკული იმპერიალიზმის სამსა-ხურში ჩადგა. ბრაუდერი გამოდიოდა ბურჟუაზიასა და პროლე-ტარიატს შორის, კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის ყო-ველგვარი საზღვრების მოსპობის მომხრედ, მათგან ერთიანიმსოფლიოს შესაქმნელად, გამოდიოდა რევოლუციისა და სამო-ქალაქო ომის წინააღმდეგ, საზოგადოების კლასთა მშვიდობია-ნი თანაარსებობის მხარეზე. შემიძლია ვთქვა, რომ ამ „თეთრიხაზით“, თავისი კაპიტულანტური პოლიტიკით ბრაუდერი გა-დაიქცა ტიტოს წანამორბედად, რომელიც საკუთარი ანტიმარ-ქსისტული და ანტილენინისტური შეხედულებებისა და პოზიცი-ების შედეგად იდეოლოგიურად და პოლიტიკურად დაუპირის-პირდა საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ ომის პერიოდში, თუმცაეს კონფლიქტი ღიად მხოლოდ ომის შემდეგ გამოვლინდა. სტა-ლინმა, ბოლშევიკურმა პარტიამ და მსოფლიოს ნამდვილმა კო-მუნისტურმა პარტიებმა დიდი მოთმინებით სცადეს ტიტოსდაბრუნება ჭეშმარიტ გზაზე, თუმცა მალე დარწმუნდნენ, რომმისი გამოსწორება შეუძლებელი იყო და ერთხმად დაგმეს მისისაქციელი. აშკარა გახდა, რომ ტიტოს საქმიანობა წყალს ასხამ-და მსოფლიო იმპერიალიზმის წისქვილზე, და სწორედ ამიტომეხმარებოდნენ მას და ფაქტობრივად თავიანთი კალთის ქვეშაცკი შეიფარეს ამერიკულმა იმპერიალიზმმა და სხვა კაპიტალის-ტურმა სახელმწიფოებმა. მას შემდეგ, რაც ტიტო ბურჟუაზიუ-ლი პროპაგანდის გუნდს შეუერთდა, რათა იმპერიალისტების-გან კრედიტების მიღება დაემსახურებინა, მან ცილისწამებაც

24

Page 27: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

კი გამოიგონა იმაზე, თითქოს სტალინი იუგოსლავიაზე თავ-დასხმას ამზადებდა. დრომ დაამტკიცა, რომ ტიტო ცრუობდა.

სხვადასხვა საუბრისას, რომელიც სტალინთან გავმართე, დარაც დიდ პატივად მიმაჩნია, მან მითხრა, რომ არასდროს გაჩე-ნილა და არც არასდროს გაჩნდება აზრი იმის თაობაზე, რომსაბჭოთა კავშირი იუგოსლავიას დაესხას თავს. ჩვენ, — ამბობ-და სტალინი, — კომუნისტები ვართ და არასდროს დავესხმე-ბით თავს სხვა ქვეყანას და, შესაბამისად, იუგოსლავიასაც,თუმცა ტიტოს და ტიტოელებს ყოველთვის ვამხილებთ, რამე-თუ ეს ჩვენი მარქსისტული მოვალეობაა. დატოვებენ ტიტოსხელისუფლების სათავეში იუგოსლავიაში თუ ჩამოაგდებენ, ესმათი შიგა საქმეა, რომელიც თავად იუგოსლავიის ხალხმა უნდაგადაწყვიტოს, ჩვენ მათ საქმეში არ უნდა ჩავერიოთ, — ამბობ-და სტალინი.

ნიკიტა ხრუშჩოვის ხროვას სტალინის წინააღმდეგ ცილის-მწამებლური ჭორების შექმნაში აქეზებდა და ხელს უწყობდარენეგატი იოსებ ბროზ ტიტო, რომელიც მათზე ადრე გამოდიო-და აშკარად, შემდეგ კი — მაო ძედუნი თავის დამქაშებთან ერ-თად, და ათასი ჯურის სხვა რევიზიონისტი. ფაქტობრივად ყვე-ლანი კაპიტალიზმის მონები იყვნენ, რომლებმაც საკუთარ თავ-ზე აიღეს საბჭოთა კავშირში სოციალიზმის შიგნიდან განადგუ-რების მისია, არ დაუშვეს სოციალიზმის აშენება იუგოსლავიაშიდა ხული შეუშალეს სოციალიზმის მშენებლობას ჩინეთსა დამთელ მსოფლიოში, და სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენსტალინს, რომელშიც ხედავდნენ უძლიერეს ადამიანს, რომელ-საც სიცოცხლეში ვერაფერი დააკლეს.

25

Page 28: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ეს მოღალატეები მეორე ინტერნაციონალის სოციალ-დე-მოკრატიული, რევიზიონისტული და ოპორტუნისტული რენე-გატების მიმდევრები და მათი უღირსი საქმის გამგრძელებლე-ბი იყვნენ, რომლებიც ახალ ვითარებაში და პირობებში მოქმე-დებდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ „შესაბამისი სახით“ ორგა-ნიზდნენ შესაბამის სიტუაციებთან საბრძოლველად და აქაოდაახალი იდეები მოიფიქრეს მარქსიზმ-ლენინიზმის „შესასწორებ-ლად“ და „შესავსებად“ „დროის სულისკვეთებიდან“ გამომდინა-რე და ა.შ. ამ ნაძირალების მიზანი, დამოუკიდებლად ფორმალუ-რი განსხვავებისა, რომლებიც მათ აზრებსა და პოზიციებშივლინდებოდა, ერთი იყო: მარქსიზმ-ლენინიზმთან ბრძოლა, პრო-ლეტარული რევოლუციის აუცილებლობის უარყოფა, სოციალიზ-მის დამხობა, კლასობრივი ბრძოლის ჩახრჩობა და ძველი — კა-პიტალისტური — საზოგადოების დაშლისთვის ხელშეშლა.

სტალინი ჭეშმარიტი ინტერნაციონალისტი იყო. იგი ზედმი-წევნით კარგად იყენებდა საბჭოთა სახელმწიფოს იმ თავისებუ-რებას, რომ ეს უკანასკნელი დაარსებული იყო მრავალი რეს-პუბლიკის გაერთიანების შედეგად, შედგებოდა მრავალი ეთნი-კური ჯგუფისაგან, მრავალი ერისაგან, რის გამოც ამ რესპუბ-ლიკების სახელმწიფო მოწყობას იგი სრულყოფდა მათ შორისთანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის გზით. თავისისწორი, მარქსისტულ-ლენინისტური პოლიტიკის გატარებითნაციონალურ საკითხში სტალინმა შეძლო სბჭოთა სოციალის-ტური რესპუბლიკების კავშირის გამოღალვა და გამოწრთობა.პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სათავეში ყოფნისას მანხელი შეუწყო „ხალხთა საპყრობილის“ (როგორიც იყო ძველიცარისტული რუსეთი) გარდაქმნას თავისუფალ, დამოუკიდე-

26

Page 29: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

ბელ და სუვერენულ სახელმწიფოდ, სადაც ერებსა და რესპუბ-ლიკებში სუფევდა მშვიდობიანი თანაცხოვრება, ძმობა და ერ-თობა, და ეს ყველაფერი თანასწორუფლებიანობის პირობებშიხდებოდა.

სტალინი კარგად იცნობდა ერებსა და მათ ისტორიულფორმირებებს, იცოდა თითოეული ერის განსხვავებული კულ-ტურისა და ფსიქოლოგიის თავისებურებები და მათ მარქსის-ტულ-ლენინისტური კუთხით უდგებოდა.

იოსებ სტალინის ინტერნაციონალიზმი მკაფიოდ გამოვლინ-და სახალხო-დემოკრატიულ ქვეყნებთან ჩამოყალიბებულ ერ-თიერთობებში, რომლებსაც იგი თვლიდა თავისუფალ, დამოუ-კიდებელ, სუვერენულ ქვეყნებად და საბჭოთა კავშირის ახლომოკავშირეებად. იგი არასდროს განიხილავდა მათ საბჭოთაკავშირის პოლიტიკურ ან ეკონომიკურ დაქვემდებარებაშიმყოფ სახელმწიფოებად. ეს იყო სტალინის მიერ გატარებულისწორი, მარქსისტულ-ლენინისტური, პოლიტიკა.

ჩემს მოგონებებში ვწერდი, რომ 1947 წელს სტალინს თხოვ-ნით მივმართე რამდენიმე ერთობლივი ალბანურ-საბჭოთა სა-ზოგადოების შექმნის თაობაზე, რომლებიც ჩვენს სასარგებლოწიაღისეულს დაამუშავებდნენ. მან მიპასუხა, რომ ისინი არას-დროს ქმნიდნენ ერთობლივ საზოგადოებებს მოძმე სახალხო-დემოკრატიულ ქვეყნებთან; განმიმარტა, რომ ყველა მსგავსინაბიჯი, რომელიც მათ მანამდე გადადგეს რამდენიმე სახალხო-დემოკრატიულ ქვეყენასთან ერთად, შემდეგომში მცდარად მი-იჩნიეს და მასზე უარი თქვეს. ჩვენ, — განაგრძო სტალინმა, —ვალდებული ვართ, სახალხო დემოკრატიის ქვეყნებს მივცეთჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიები და დავეხმაროთ ეკო-

27

Page 30: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ნომიკურად, რასაც ყოველთვის განუხრელად შევასრულებთ.ასე ფიქრობდა და ასე იქცეოდა სტალინი.

ხრუშჩოველებს კი, პირიქით, მსგავსი გზით არასდროს უვ-ლიათ, ისინი დაადგნენ მზაკვრული კაპიტალისტური ერთობ-ლიობითობის გზას და ყოფილ სახალხო-დემოკრატიულ ქვეყ-ნებთან ერთად შექმნეს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომი-კური „ერთიანობა“ საკუთარი ინტერესების გასატარებლად დასხვების ინტერესთა საზიანოდ.

ვარშავის ხელშეკრულება მათ გადააქციეს იარაღად, რომე-ლიც საშუალებას აძლევდა, საკუთარ უღელქვეშ ყოლოდათთავისი ახალი კოლონიები ვითომდა სოციალისტური ფორმები-თა და საშუალებებით. ეუთ2 ეკონომიკური ურთიერთდახმარე-ბის ორგანიზაციიდან, როგორიც იგი იყო სტალინის დროს, მისიწევრი ქვეყნების გაკონტროლებისა და ექსპლუატაციის იარა-ღად აქციეს.

აქედან გამომდინარე, სტალინის პოლიტიკა დიდ პოლიტი-კურ, იდეოლოგიურ და ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართე-ბაში დიამეტრალურად განსხვავდება ხრუშჩოვისა და სხვა თა-ნამედროვე რევიზიონისტების პოლიტიკისგან. სტალინის პო-ლიტიკა იყო პრინციპული და ინტერნაციონალისტური, მაშინროცა საბჭოთა რევიზიონისტების პოლიტიკა კაპიტალისტურიპოლიტიკაა, რომელიც მიმართულია იმ ერების დასამონებლად,რომლებიც უკვე გაებნენ ან მომავლში გაებმებიან მათ მიერდაგებულ მახეში.

2. ეუთ — ეკონომიკური ერთიერთდახმარების თანამეგობრობა.

28

Page 31: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

იმპერიალისტები, ტიტო, ხრუშჩოველები და სხვა მტრებიბრალს სდებდნენ სტალინს იმაში, რომ თითქოს მეორე მსოფ-ლიო ომის შემდეგ მან განაცალკევა გავლენის ზონები, როდე-საც შეთანხმება დადო ყოფილ ანტიფაშისტურ მოკავშირეებ-თან — ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეტ-თან. ეს ბრალდება, სხვა დანარჩენების მსგავად, დრომ სანაგვე-ზე მოისროლა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინი მისაბა-ძი სამართლიანობით იცავდა ერებს, მათ ეროვნულ-გამათავი-სუფლებელ ბრძოლას, მათ ნაციონალურ და სოციალურ უფლე-ბებს ანტიფაშისტურ ომში ყოფილ მოკავშირეთა ახირებულისურვილებისგან.

კომუნიზმის მტრები, — მსოფლიო ბურჟუაზიული რეაქციი-დან დაწყებული და ხრუშჩოველებითა და სხვა რევიზიონისტე-ბით დამთავრებული, — ყველა ღონეს ხმარობდნენ ამ დიადიმარქსისტ-ლენინელის მაღალი თვისებების, მისი მკაფიო აზრე-ბისა და მართებული ნაბიჯების დასამცირებლად და დასამა-ხინჯებლად, ლენინისა და სტალინის მიერ შექმნილი პირველისოციალისტური სახელმწიფოს სახელის შესაბღალავად.

ხრუშჩოველები, — ეს ახალი ტროცკისტები, — ბუხარინე-ლები, ზინოვიეველები და ტუხაჩევსკელები მზაკვრულად უწ-ყობდნენ ხელს ომის მონაწილე ადამიანებში ქედმაღლობისა დასაკუთარი უპირატესობის გრძნობის გაღვივებას. ისინი პრივი-ლეგიებს აძლევდნენ ელიტას, ფართო კარი გაუღეს ბიუროკრა-ტიზმსა და ლიბერალიზმს პარტიასა და სახელმწიფო ორგანო-ებში, ფეხქვეშ გათელეს ჭეშმარიტი რევოლუციური ნორმებიდა ბოლოს და ბოლოს მოახერხეს კიდეც ხალხში პორაჟენელო-ბის თანდათან დანერგვა. თავისი ბოროტმოქმედებები მათ

29

Page 32: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

სტალინის „სასტიკი და სექტანტური ქცევის, მუშაობის მისეუ-ლი მეთოდისა და სტილის“ შედეგებად გაასაღეს. ამ მზაკვრულსაქმეს ისინი ბუჩქებში მიმალულები ახორციელებდნენ და მა-თი მიზანი მუშათა კლასის, საკოლმეურნეო გლეხობისა და ინ-ტელიგენციის მოტყუება იყო, რათა იმ პერიოდის ყველა მიმა-ლული დისიდენტი ასპარეზზე გამოეყვანათ. დისიდენტებს, კა-რიერისტებსა და გადაგვარებულ ელემენტებს ისინი ეუბნე-ბოდნენ, რომ მათთვის უკვე დამდგარი იყო „ნამდვილი თავი-სუფლება“, და რომ ეს „თავისუფლება“ ხრუშჩოვმა და მისმაჯგუფმა მოუტანა. ეს იყო ნიადაგის მომზადება საბჭოთა კავ-შირში სოციალიზმის დასამხობად და „ზოგადსახალხო“ სახელ-მწიფოს შესაქმნელად, რომელიც ფაქტობრივად არაფრით არუნდა ყოფილიყო განსხვავებული დიქტატორული ტიპის ფაშის-ტური სახელმწიფოსაგან, როგორიც იგი ამჟამად არის კიდეც.

ეს ვერაგული ნაბიჯები სტალინის გარდაცვალებისთანავე— უფრო სწორად, სტალინის მკვლელობისთანავე გამოაშკა-რავდა. მე ვამბობ, რომ „სტალინის მკვლელობისთანავე“, ვინაი-დან თავად მიქოიანი გვეუბნებოდა, რომ მათ ხრუშჩოვთან დამის კომპანიასთან ერთად გადაწყვიტეს სტალინზე покушение-ს3 მოწყობა და სტალინის მოკვლა, მაგრამ მოგვიანებით, რო-გორც თავად მიქოიანმა მითხრა, ამ გეგმაზე ხელი აიღეს. ყვე-ლასათვის ცნობილი ფაქტია, რომ ხრუშჩოველები მოუთმენ-ლად ელოდნენ სტალინის გარდაცვალებას. მისი გარდაცვალე-ბა ბევრი საიდუმლოებითაა მოცული.

3. თავდასხმის. — ტექსტში რუსულადაა.

30

Page 33: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

ამ მხრივ ჯერაც არაა გარკვეული ბოლომდე „თეთრი ხალა-თების“ საკითხი — ანუ კრემლის ექიმების საქმესთან დაკავში-რებით დაწყებული პროცესი, რომლებსაც სტალინის სიცოც-ხლეში ბრალად ედებოდათ საბჭოთა კავშირის ბევრი ხელ-მძღვანელის მკვლელობის მცდელობა. სტალინის გარდაცვალე-ბის შემდეგ მოახდინეს ამ ექიმების რეაბილიტაცია, რითაც ამსაქმეს წერტილი დაესვა. არადა რატომ მიჩქმალეს ეს საქმე?!იყო თუ არა დამტკიცებული ამ ექიმების ბრალეულობა, როდე-საც მათ ასამართლებდნენ? ექიმების საქმე იმიტომ მიჩქმალეს,რომ მოგვიანებით მისი გაგრძელების შემთხვევაში და უფროღრმად ჩაწვდომისას ბევრ რამეს აეხდებოდა ფარდა და ხრუშ-ჩოვისა და მიქოიანის მეთაურობით მოქმედი მრავალი შენიღ-ბული რევიზიონისტის დანაშაულები გამოაშკარავდებოდა. ასე-ვე შეიძლებოდა ახსნილიყო განკურნებადი დაავადებების ფონ-ზე ძალზე მოკლე დროში გოტვალდის, ბერუტის, ფოსტერის,დიმიტროვისა და ზოგიერთი სხვა ადამიანის მოულოდნელიგარდაცვალება, რაზეც ადრე ვწერდი ჩემს ჯერ-ჯერობით გა-მოუქვეყნებელ მოგონებებში „ხრუშჩოველები და ჩვენ“. ასე შე-იძლებოდა სტალინის მოულოდნელი სიკვდილის მიზეზის დამ-ტკიცებაც.

ხრუშჩოვმა და მისმა ჯგუფმა თავიანთი მდაბალი მიზნებისმისაღწევად და მარქსიზმ-ლენინიზმთან და სოციალიზმთანბრძოლის გეგმების განსახორციელებლად უხმაუროდ და საი-დუმლოდ, ერთიმეორის მიოლებით მოახდინეს კომინტერნისმრავალი ხელმძღვანელის ლიკვიდაცია. ასე მაგალითად, სხვებ-თან ერთად შეუტიეს და დისკრედიტაცია გაუკეთეს რაკოშის,

31

Page 34: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

რომელიც მოხსნეს თანამდებობიდან და რუსეთის ყრუ სტეპებ-ში გადაასახლეს.

ნიკიტა ხრუშჩოვმა და მისმა თანამზრახველებმა „საიდუმ-ლო“ მოხსენებაში, რომლითაც თავიანთ XX ყრილობაზე გამო-ვიდნენ, ტალახი ესროლეს იოსებ ბესარიონის ძე სტალინს დაშეეცადნენ მის დამცირებას ყველაზე უფრო საძაგელი გზით,ყველაზე უფრო ცინიკური ტროცკისტული მეთოდებით. მათჯერ სახელი გაუტეხეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარ-ტიის კადრების ერთ ნაწილს, შემდეგ კი ჯეროვნად გამოიყენესისინი, ბოლოს წიხლი ამოარტყეს და მოახდინეს მათი ლიკვიდა-ცია როგორც ანტიპარტიული ელემენტების. ხრუშჩოველებმა,ხრუშჩოვის მეთაურობით, „სტალინის კულტის“ დაგმობის შემ-დეგ, რისი მიზანიც იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ჩადე-ნილი მათივე მომავალი დანაშაულებების დაფარვა, წარმოუდ-გენელ სიმაღლეზე აიყვანეს თავად ხრუშჩოვის კულტი.

სისასტიკე, მზაკვრულობა, ვერაგობა, სულმდაბლობა, ციხე-ებში გამომწყვდევა და მკვლელობები, რომლებიც პარტიისა დასაბჭოთა სახელმწიფოს ამ მაღალჩინოსან მუშაკებს სისხლშიჰქონდათ გამჯდარი და ყოველდღიურ პრაქტიკაშიც შემოიღეს,მათ სტალინს მიაწერეს. სტალინის სიცოცხლეში სწორედ ესადამიანები უმღეროდნენ დიდებულ დითირამბებს სტალინსთავიანთი კარიერიზმის, უბადრუკი მიზნებისა და საქმეებისდასაფარავად. 1949 წელს ხრუშჩოვი სტალინს „გენიალურ ბე-ლადსა და მასწავლებელს“ უწოდებდა, იგი ამბობდა, რომ „ამხა-ნაგ სტალინის სახელი საბჭოთა ხალხის გამარჯვების დროშა,მთელი მსოფლიოს მშრომელთა ბრძოლის დროშააო“. მიქოიანისტალინის ნაშრომებს აფასებდა როგორც „ლენინიზმის ახალ,

32

Page 35: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

უფრო მაღალ ისტორიულ საფეხურს“. კოსიგინი ამბობდა, რომ„ყველა ჩვენი გამარჯვება და წარმატება დიადი სტალინის დამ-სახურებააო“ და მისთანანი. მისი სიკვდილის შემდეგ კი ისინისხვანაირად ამღერდნენ. სწორედ ხრუშჩოველებმა ჩაახშეს პარ-ტიის ხმა, მუშათა კლასის ხმა და საკონცენტრაციო ბანაკებიპატრიოტებით გაავსეს; სწორედ მათ გამოუშვეს ციხეებიდანარამზადა მოღალატეები, ტროცკისტები და მტრები, რომლე-ბიც დრომ და ფაქტებმა ამხილეს როგორც სოციალიზმის მტრე-ბი და უცხოელი კაპიტალისტი მტრების აგენტები, რაც მათ ისე-დაც დაამტკიცეს თავიანთი ბრძოლით დისიდენტების რანგში.

სწორედ ხრუშჩოველები კონსპირაციულად და საიდუმლოდ„ასამართლებდნენ“ არა მარტო საბჭოთა რევოლუციონერებს,არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც. ჩემს ჩანაწერებში უკვევწერდი ჩემი ერთი შეხვედრის შესახებ საბჭოთა ხელმძღვანე-ლებთან, რომელსაც ესწრებოდნენ ხრუშჩოვი, მიქოიანი, მოლო-ტოვი და სხვები. იმის გამო, რომ მიქოიანი ავსტრიაში მიემ-გზავრებოდა, მოლოტოვმა მას ვითომდა ხუმრობით მიმართა:„ფრთხილად იყავი, ავსტრიაში არაფერი „აურიო“, როგორც ესუნგრეთში გააკეთე“. მაშინვე ვკითხე მოლოტოვს: „კი მაგრამ,განა მიქოიანმა მოაწყო „არეულობა“ უნგრეთში?“ მან კი მიპა-სუხა: „კი“, და დასძინა, რომ „მიქოიანი იქ კიდევ რომ ჩავიდეს,ნამდვილად ჩამოახრჩობენო“. მიქოიანმა — ამ დაუფარავმა ან-ტიმარქსისტულმა კოსმოპოლიტმა — მას უპასუხა: „თუ მე ჩა-მომახრჩობენ, მაშინ კადარსაც ჩამოახრჩობენ“. არადა ორივემათგანიც რომ ჩამოეხრჩოთ, ინტრიგები და მზაკვრობები მა-ინც ამორალურ ქმედებებად დარჩება.

33

Page 36: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ხრუშჩოვმა, მიქოიანმა და სუსლოვმა თავდაპირველად ხე-ლი დააფარეს შეთქმულების მონაწილე იმრე ნადს, მოგვიანე-ბით კი დაადანაშაულეს იგი და სადღაც რუმინეთში საიდუმ-ლოდ მოუღეს ბოლო! ვინ მისცა მათ უცხოელ მოქალაქესთანაგრერიგად ანგარიშსწორების უფლება? იგი, მიუხედავად იმი-სა, რომ შეთქმულების მონაწილე იყო, თავისივე სახელმწიფოშიუნდა გასამართლებულიყო, მის მიმართ დაუშვებებლი იყო ნე-ბისმიერი უცხოური კანონების, სასამართლოების ან სხვა სას-ჯელის ზომების გამოყენება. სტალინი მსგავს ქმედებებს არას-დროს უშვებდა.

არა, სტალინი ასე არასდროს მოქმედებდა. პარტიისა დასაბჭოთა სახელმწიფოს მოღალატეებს იგი ღიად ასამართლებ-და. პარტიასა და საბჭოთა ხალხს ღიად უჩვენებდნენ მათ მიერჩადენილ დანაშაულებს. ვერასდროს უპოვით სტალინს ისეფ მა-ფიოზურ ქმედებებს, როგორებსაც ვხვდებით საბჭოთა რევიზი-ონისტ ლიდერებთან.

ასეთ მეთოდებს მიმართავდნენ და მიმართავენ საბჭოთარევიზიონისტი ლიდერები ერთმანეთის მიმართაც და ხელი-სუფლებისთვის ბრძოლის მიზნითაც, მსგავსად იმისა, როგორციქცევიან კაპიტალისტურ ქვეყნებში. ხრუშჩოვმა ხელისუფლე-ბა პუტჩით მიიტაცა და ასევე პუტჩით ჩამოაგდო იგი ტახტი-დან ბრეჟნევმა.

ბრეჟნევმა და მისმა თანამზრახველებმა ხრუშჩოვი იმიტომჩამოიშორეს, რომ რევიზიონისტული პოლიტიკა იმ დისკრედი-ტაციისა და მხილებისგან დაეცვათ, რაც მის სულელურ ქმედე-ბებსა და უკიდეგანო სიბრიყვეს მოსდევდა. ბრეჟნევმა ერთიწამითაც არ უარყო ხრუშჩოვიზმი, XX და XXI ყრილობების მოხ-

34

Page 37: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

სენებები და გადაწყვეტილებები, რომლებშიც ხრუშჩოვიზმიგამოიხატა. თანაც ბრეჟნევი იმდენად უმადურად მოექცა ხრუშ-ჩოვს, რომელსაც მანამდე ლამისაა აღმერთებდა, რომ კრემლისკედელში პატარა ხვრელიც კი ვერ მონახა მისი ნეშტის შესანა-ხავად, როდესაც ხრუშჩოვი გარდაიცვალა! ჰო მართლა, საბჭო-თა ხალხი და მსოფლიო საზოგადოება არასდროს ყოფილა ინ-ფორმირებული ხრუშჩოვის ჩამოგდების მიზეზების თაობაზე.ოფიციალურ რევიზიონისტულ დოკუმენტებში „ძირითად მიზე-ზად“ დღესაც კი „ხანდაზმული ასაკი და ჯანმრთელობის მდგო-მარეობის გაუარესაბაა“ მოხსენიებული!!

სტალინი არასდროს ყოფილა ისეთი, რასაც მას კომუნიზმისმტრები აბრალებდნენ. პირიქით, იგი იყო პრინციპული და სა-მართლიანი. იგი, რეალური ვითარებიდან გამომდინარე, ეხმა-რებოდა გზას აცდენილებს და ააშკარავებდა მათ, ხელს უწყობ-და და განსაკუთრებით აღნიშნავდა იმ ადამიანების დამსახუ-რებებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ მარქსიზმ-ლენინიზმს. ცნობილია როკოსოვსკისა და ჟუკოვის შემთხვევე-ბი. როდესაც როკოსოვსკი და ჟუკოვი შეცდნენ, ისინი გააკრი-ტიკეს და თანამდებობებიდან მოხსნეს. თუმცა თავიდან არ მო-უშორებიათ, როგორც გამოუსწორებლები, პირიქით, გულთბი-ლად დაეხმარნენ და როცა დარწმუნდნენ, რომ ეს კადრები უკ-ვე გამოსწორდნენ, სტალინმა ისინი თანამდებობებზე დასანიშ-ნად წარადგინა, მარშლის წოდებები მიანიჭა და დიდი სამამუ-ლო ომის პერიოდში ჰიტლერელი დამპყრობლების წინააღმდეგგამართულ ძირითად ფრონტებზე უაღრესად მნიშვნელოვანიდავალებების შესრულება დააკისრა. ისე, როგორც იქცეოდასტალინი, მოქცევა შეეძლო მხოლოდ ბელადს, რომლისთვისაც

35

Page 38: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ნათელი იყო და რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმის სამართლია-ნობის პრინციპით ხელმძღვანელობდა ადამიანების მუშაობისშეფასებისას, ამ უკანასკნელთა დადებითი და უარყოფითი მხა-რეების გათვალისწინებით.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ მარშალი ჟუკოვი ხრუშ-ჩოვისა და მისი ჯგუფის იარაღად გადაიქცა; მან მხარი დაუჭი-რა ხრუშჩოვის ძირგამომთხრელ საქმიანობას საბჭოთა კავში-რის, ბოლშევიკური პარტიისა და სტალინის წინააღმდეგ. ბო-ლოს და ბოლოს კი ხრუშჩოვმა ჟუკოვი გამოწურული ლიმონი-ვით მოისროლა. ასევე მოექცა იგი როკოსოვკის და სხვა უამ-რავ კადრს.

მრავალი საბჭოთა კომუნისტი შეაცდინა ხრუშჩოვისეულირევიზიონისტული ჯგუფის დემაგოგიამ და აფიქრებინა, რომსტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირი ერთი ხელისმოსმით გადაიქცეოდა ნამდვილ სამოთხედ, როგორც ამას რე-ვიზიონისტული მოღალატეები გაჰყვიროდნენ. მათ დიდი ზარ-ზეიმით განაცხადეს, რომ 1980 წელს საბჭოთა კავშირში კომუ-ნიზმი დამყარდებოდა!! არადა რა მოხდა? მოხდა სულ სხვა რამ,და სხვანაირად არც შეიძლებოდა. რევიზიონისტებმა ხელისუფ-ლება იმისათვის კი არ ჩაიგდეს ხელში, რომ საბჭოთა კავშირიაეყვავებინათ, არამედ იმისთვის, რომ დაებრუნებინათ იგიუკან, გადაექციათ (და გადააქციეს კიდეც) კაპიტალისტურ ქვე-ყანად, დაექვემდებარებინათ მსოფლიო კაპიტალისთვის, დაე-დოთ ამერიკის იმპერიალიზმთან საიდუმლო თუ ღია ხელშეკ-რულებები, დაეპყროთ სახალხო დემოკრატიის ქვეყნები ეკო-ნომიკური ხელშეკრულებების ნიღბით, რათა ეს ქვეყნებიუღელქვეშ ყოლოდათ და მსოფლიოში ბაზრები და გავლენის

36

Page 39: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

სფეროები ჩამოეყალიბებინათ. აი, როგორები იყვნენ ხრუშჩო-ველები, რომლებიც თავიანთი მიზნების მისაღწევად საბჭოთაკავშირში სოციალისტური მშენებლობის მიღწევებს იყენებ-დნენ, და რომლებმაც ეს მიღწევები ისეთ მანკიერ გზაზე გადა-იყვანეს, რომ შექმნეს სოციალ-იმპერიალისტური ბურჟუაზიისახალი კლასი, რათა საბჭოთა კავშირი მსოფლიო იმპერიალის-ტურ სახელმწიფოდ გადაექციათ, რათა ამერიკის შეერთებულშტატებთან ერთად მსოფლიოზე ებატონათ. სტალინი თავისდროზე პარტიას აფრთხილებდა ასეთი საშიშროების შესახებ.თავად ხრუშჩოვმა მოგვიყვა, თუ როგორ ეუბნებოდა მათ სტა-ლინი, რომ ისინი საბჭოთა კავშირს იმპერიალიზმს მიჰყიდდნენ.ფაქტობრივად ასეც მოხდა, მისი სიტყვები დადასტურდა.

მსოფლიოს ხალხებს, მსოფლიო პროლეტარიატს, გულმარ-თალ და გონებანათელ ადამიანებს შექმნილ სიტუაციებში თა-ვადვე შეუძლიათ მსჯელობა სტალინის პოზიციების მართებუ-ლობის შესახებ. მხოლოდ ფართო პოლიტიკურ, იდეოლოგიურ,ეკონომიკურ და სამხედრო პლატფორმაზე დაყრდნობით შეუძ-ლია ხალხს მისი მარქსისტულ-ლენინური ხაზის მართებულობა-ზე მსჯელობა.

ჯერ კიდევ გუშინ ბურჟუაზია და რევიზიონისტები თავიან-თი პროპაგანდით აყალბებდნენ ისტორიას, თავგზას უბნევდნენხალხს სტალინის საქმიანობასთან დაკავშირებით, ახლა კი, რო-ცა ნათლად ხედავენ, თუ ვინ არიან ხრუშჩოველები, ტიტოელე-ბი, მაოისტები, „ევროკომუნისტები“ და ა.შ. და ვინ იყვნენ ჰიტ-ლერელები, ვინა არიან ამერიკელი იმპერიალისტები და რაარის კაპიტალიზმი, ისინი ხვდებიან, თუ რისთვის იბრძოდასტალინი, რისთვის იბრძოდნენ ბოლშევიკები, რისთვის იბრძვი-

37

Page 40: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ან ჭეშმარიტი მარქსისტ-ლენინელები და რისთვის იბრძვიანმათი მტრები და კაპიტალიზმის სამსახურში მყოფი მიმდინარე-ობები, რისთვის იბრძვიან რევიზიონისტები. ისინი, ვინც ფიქ-რობს, რომ კომუნიზმი „ჩაფლავდა“, ყოველთვის იმედგაცრუე-ბული რჩება და უეჭველად ყოველთვის ასეთადვე დარჩება.დრო ყოველდღე ამტკიცებს, რომ ჩვენი მოძღვრება ცოცხლობსდა იგი ყოვლისშემძლეა.

სტალინის საქმის მთლიანობაში შეფასებისას თითოეულადამანს შეუძლია მისი გენიალობისა და კომუნისტური სულის-კვეთების შეცნობა და იმაში დარწმუნება, რომ მისი მსგავსიადამიანები თანამედროვე მსოფლიოში ცოტა თუ მოიძებნება.

მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის დიადი საქმე,სოციალიზმისა და კომუნიზმის საქმე — მსოფლიოს მომავალია.

ჩვენ, ალბანელი კომუნისტები, წარმატებით ვახორციელებ-დით სტალინის მითითებებს, პირველ რიგში კი იმ მითითებებს,რომ უნდა შეგვექმნა ძლიერი, ფოლადისებრი პარტია, რომე-ლიც მარად ერთგული იქნებოდა მარქსიზმ-ლენინიზმისა, დაუნ-დობელი იქნებოდა კლასობრივი მტრების მიმართ, ყოველთვისყურადღებას ვაქცევდით აზრთა ერთიანობის დაცვის საქმესპარტიაში და ვაძლიერებდით პარტიისა და ხალხის ერთიანო-ბას. ვასრულებდით სტალინის მითითებებს სოციალისტურიმრეწველობის შექმნისა და სოფლის მეურნეობის კოლექტივი-ზაციის თაობაზე და დიდ წარმატებებსაც მივაღწიეთ. ჩვენიპარტია და ჩვენი ხალხი კვლავაც იბრძოლებს მუშათა კლასისადა გლეხობის კავშირის გასამტკიცებლად მუშათა კლასის ხელ-მძღვანელობით. არასდროს წამოვეგებით გარეშე თუ შიგამტრების ოინებზე და გავაგრძელებთ კლასობრივ ბრძოლას

38

Page 41: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე,მუდამ ფხიზლები ვიქნებით მათი მავნებლური საქმიანობის მი-მართაც. სხვაგვარად, სიფხიზლე რომ არ გამოგვეჩინა, ერთგუ-ლად რომ არ გაგვეტარებინა მარქსის, ენგელსის, ლენინისა დასტალინის მითითებები, ალბანეთი თანამედროვე რევიზიონიზ-მის ჭაობში აღმოჩნებოდა, აღარ იქნებოდა დამოუკიდებელიდა სოციალისტური ქვეყანა, აქ აღარ იარსებებდა პროლეტარი-ატის დიქტატურა და იმპერიალისტურ-რევიზიონისტული სა-ხელმწიფოების უღელი დაგვედგმებოდა.

ჩვენი პარტია და ჩვენი ხალხი მუდამ ივლის კარლ მარქსის,ფრიდრიხ ენგელსის, ვლადიმერ ულიანოვ ლენინისა და იოსებსტალინის გზით. სოციალისტური ალბანეთის მომავალი თაობე-ბი თავიანთი მშობლიური პარტიის ხაზს გაჰყვებიან.

ალბანელები, კომუნისტები და უპარტიო მუშაკები თავსხრიან დიადი მასწავლებლის, იოსებ სტალინის, ხსოვნის წინაშე.მისი დაბადებიდან 100 წლისთავზე პატივისცემით ვიხსენებთმას, ვინც დაგვეხმარა, ძალა შემატა ჩვენს ხალხს, რომელიცპარტიამ საკუთარი ბედის სრულ ბატონ-პატრონად აქცია. ჩვე-ნი სამშობლოს გათავისუფლებისა და სოციალისტური მშენებ-ლობის საქმეში ასევე უნდა ვუმადლოდეთ სტალინის ინტერნა-ციონალისტურ მხარდაჭერას. მისი მდიდარი და ღირებული გა-მოცდილება ყოველთვის გვეხმარებოდა ჩვენს საქმიანობაში დაჩვენს გზაზე.

ჩვენი პარტია ამ საიუბილეო წელს ატარებს ფართო, მუდ-მივ სამუშაოს, რათა კიდევ უფრო ცნობილი გახადოს დიადიმარქსისტ-ლენინელის — იოსებ სტალინის — ცხოვრება დაღირსეული საქმე. ჩვენი პარტიის მთელი საქმიანობა დაარსე-

39

Page 42: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ბის დღიდან დღემდე მოწმობს პატივისცემასა და ერთგულება-ზე ჩვენი დიადი კლასიკოსებისა და, აქედან გამომდინარე, იო-სებ სტალინის, იდეების მიმართ. და ასე გაგრძელდება თაობი-დან თაობებამდე.

მე, როგორც პარტიული მუშაკი, როგორც მისი ერთ-ერთიხელმძღვანელი, რომელსაც პარტიამ რამდენჯერმე მიაგო პა-ტივი და ამხანაგ სტალინთან შესახვედრად გაგზავნა, რათაგავსაუბრებოდი ჩვენი პრობლემების, ჩვენი მდგომარეობისადა ჩვენი პირობების შესახებ და მეთხოვა რჩევები და დახმარე-ბა, ვცდილობდით, დროულად დამეწერა მოგონებები და შთა-ბეჭდილებები ამ შეხვედრების შესახებ, დამეხატა სტალინიისეთად, როგორიც იგი ჩემს წარმოდგენაში დარჩა, როცა ხვდე-ბოდა ისეთი მცირერიცხოვანი პარტიისა და მცირერიცხოვანიერის წარმომადგენლებს, როგორიც ჩვენი პარტია და ჩვენიხალხია. ამ მოკრძალებული მოგონებების გამოქვეყნებისას მა-მოძრავებდა სურვილი, რომ ოდნავ მაინც დავხმარებოდი ჩვენიქვეყნის კომუნისტებს, მშრომელ ხალხს და ახალგაზრდობას ამდიადი და უკვდავი ადამიანის ფიგურის გაცნობაში.

ამ ღირსახსოვარ იუბილეზე მოწიწებითა და ერთგულებითვიდრეკ მუხლს პარტიისა და ხალხის წინაშე, რომლებმაც ამქვეყნად გამაჩინეს, გამზარდეს და გამომაწრთეს, და იოსებსტალინის წინაშე, რომელმაც მომცა ეგზომ ღირებული რჩევებიჩემი ხალხის ბედნიერებისათვის, და რომელმაც ჩემს გულსა დაგონებაში წარუშლელი მოგონებები დატოვა.

დაე ჩვენთვის, მარქსისტ-ლენინელებისთვის, და მუშათაკლასის იდეალების უამრავი მხარდამჭერისათვის მთელ მსოფ-

40

Page 43: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

ლიოში ეს საუკუნე გადაიქცეს ჩვენი რიგების საბრძოლო ერ-თიანობის განმტკიცების საუკუნედ.

ახლა, სტალინის ამ დიადი იუბილის აღსანიშნავად, მთელიმსოფლიოს პატიოსანი ადამიანებისთვის დადგა ძირეული გან-სჯის დრო იმისთვის, რომ ვიპოვოთ სწორი გზა, გავფანტოთ კა-პიტალისტური ბურჟუაზიისა და რევიზიონისტური ბურჟუაზი-ის მიერ ჩამოშვებული ბურუსი, რომლის მიზანიცაა რევოლუ-ციური აღმაფრენისა და მასების რევოლუციური აზროვნებისშეკავება. რევოლუციური აზრები და რევოლუციური ნაბიჯებიკეთილი ნების ადამიანებს, სამართლიან ადამიანებსა და ხალ-ხიდან გამოსულ ადამიანებს კაპიტალის უღლის თავიდან მო-შორების გზაზე დააყენებენ.

სტალინისა და მისი საქმის გახსენებისას მისი დაბადებდანასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩვენ, მარქსისტ-ლენინე-ლებს, არ შეგვიძლია, რომ არ მივმართოთ უშუალოდ საბჭოთაკავშირის ხალხებს და სრულიად ღიად და გულწრფელად არვუთხრათ:

თქვენ, რომლებიც სტალინის სახელის შეძახილებით გაა-ნადგურეთ კაცობრიობის ყველაზე უფრო საშიში მტრები, ნუ-თუ ახლა ხმას არ ამოიღებთ ასეთ დიად იუბილესთან დაკავში-რებით?

ხრუშჩოველმა რევიზიონისტებმა რა აღარ მოჩმახეს სტა-ლინზე, ვინაიდან, არ შეეძლოთ რა ამ უკანასკნელის სახელისადა მისი ღირსეული საქმეების მიჩქმალვა, რჩებოდათ მასზემხოლოდ ბილწსიტყვაობის დანთხევა. მაგრამ თქვენ ხომ, ვინცდიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია მოახდინეთ,დიდი პატივისცემით უნდა იგონებდეთ თქვენს გამოჩენილ ბე-

41

Page 44: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ლადს. თქვენ უნდა დაამხოთ თაღლითურ განცხადებებს ამო-ფარებული ფაშისტური დიქტატორული რეჟიმი. უნდა იცო-დეთ, რომ ისინი, ვინც გმართავენ, ფაშისტები, შოვინისტები დაიმპერიალისტები არიან. ისინი თქვენგან საზარბაზნე ხორცსამზადებენ სასტიკი იმპერიალისტური ომისათვის, ხალხთა გა-ნადგურებისა და იმ ქვეყნების გაპარტახებისთვის, რომლებსაცესოდენ დიდი იმედი ჰქონდათ ლენინისა და სტალინის სამშობ-ლოსი. მსოფლიოს ხალხებს არ სურთ, რომ ასეთებად დარჩეთ.და თუ ასეთებად დარჩებით, დაკარგავენ თქვენდამი პატივის-ცემას და თქვენს მიმართ ზიზღი გაუჩნდებათ.

მსოფლიოს ხალხებს სძულთ თქვენი ამჟამინდელი კონ-ტრრევოლუციური მბრძანებლები, რამეთუ მათ მიერ დამზადე-ბული ატომური იარაღი, წითელ მოედანზე გამართული აღლუ-მები და სამხედრო მანევრები საფრთხეს უქმნიან ხალხებსა დამათ თავისუფლებას, მსგავსად ამერიკული იმპერიალიზმისა დამსოფლიო კაპიტალიზმის ხელში არსებული ატომური იარაღი-სა, აღლუმებისა და სამხედრო მანევრებისა. საბჭოთა კავშირშიშეიარაღება და არმია უკვე აღარაა საბჭოთა ხალხის ხელში დააღარ ემსახურება მსოფლიო პროლეტარიატის გათავისუფლე-ბის საქმეს, პირიქით, იგი მიმართულია საბჭოთა ხალხისა დასხვა ხალხების დათრგუნვისკენ.

უნდა გესმოდეთ, რომ მტრებმა კარგა ხანია, რაც რევოლუ-ციის გზიდან გადაგახვევინეს. ხრუშჩოველი რევიზიონისტებიიბრძვიან თქვენში თვითნებობისა და სხვებზე ბატონობისგრძნობის გასაღვივებლად. ისინი ამტკიცებენ, რომ თითქოსთქვენს დიად ძალას ამერიკულ იმპერიალიზმთან და მსოფლიოკაპიტალიზმთან საბრძოლველად იყენებენ, მაგრამ ეს მცდარი

42

Page 45: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

მტკიცებაა. თქვენი მბრძანებლები უპირისპირდებიან და უკავ-შირდებიან ამერიკულ იმპერიალიზმსა და მსოფლიო კაპიტა-ლიზმს არა რევოლუციის ინტერესებიდან გამომდინარე, არმედიმპერიალისტური ამბიციების შედეგად და სხვა ხალხებზე ბა-ტონობისა და გავლენის სფეროების გადასანაწილებლად.

მსოფლიოს ხალხებს აფიქრებს ის, თუ რას მოიმოქმედებთთქვენ — იმ დიადი მებრძოლების შვილები, შვილიშვილები დაშვილთაშვილები, რომლებმაც დიდი ოქტომბრის სოციალისტუ-რი რევოლუცია მოახდინეს, თქვენ — საბჭოთა პროლეტარები,კოლმეურნეები, ჯარისკაცები და ინტელიგენტები, განაგ-რძობთ სვლას ხალხებისთვის ამ მტრულ გზაზე და ლენინისადა სტალინის სახელის შეძახილებით რევოლუციის გზაზე ახალშეტევებზე გადახვალთ? მსოფლიოს სურვილია, რომ რევოლუ-ციის გზით იაროთ და წინსვლისას წინაპრებივით შესძახოთ:„ლენინისთვის!“, „სტალინისთვის!“, ნამდვილი სოციალიზმის-თვის, იმპერიალიზმის, სოციალ-იმპერიალიზმისა და რევიზიო-ნიზმის წინააღმდეგ.

მოღალატე მთავრობა არასწორ ინფორმაციას გაწვდითსხვა ერების შესახებ, რომლებიც ქუჩებში თავს დებენ იმპერია-ლისტებთან და სისხლისმწოველ კაპიტალისტებთან შეტაკებე-ბისას. არ გეუბნებიან სიმართლეს იმაზე, თუ რატომ იწყებსირანში ბრძოლას ხალხი, რომელსაც თავისუფლება და დამოუ-კიდებლობა სწყურია, დგება ფეხზე და ამხობს ტირან შაჰს —ამერიკული იმპერიალიზმის დამქაშს. ხრუშჩოვის რევიზიონის-ტური ხროვა ტყუილებს გეუბნებათ არაბი ხალხის ტანჯვის შე-სახებ, ამერიკული კონტინენტის და სხვა კონტინენტების ერე-ბის შესახებ იმიტომ, რომ ამ ტანჯვის მიზეზი იმპერიალიზმი და

43

Page 46: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

თქვენი მოღალატე ხელმძღვანელები არიან. არაფერს გეუბნე-ბიან იმის შესახებ, თუ როგორ ჩაგრავს თქვენი ხალხი და მისივასალები აფრიკის ერებს, თქვენთვის არაა ცნობილი ინტრიგე-ბი, რომლებსაც მსოფლიოში ხლართავენ კრემლის მეფეები, გი-მალავენ იმას, რომ ხრუშჩოვის მეგობრები, თქვენი ხელმძღვა-ნელობის თანამზრახველები, რომლებსაც ნიკიტა ხრუშჩოვი დამისი საქმის გამგრძელებლები ბრეჟნევის მეთაურობით გზასუთავისუფლებდნენ მოღალატეობას, ამასთან ერთად კი კაპი-ტალისტების მხარეზე დგებოდნენ მუშათა კლასისა და საკუთა-რი ხალხის ინტერესების საზიანოდ. არ იცით ბევრი რამე თქვე-ნივე ქვეყანაში პატიოსანი ხალხის ტანჯვის შესახებ და თუ რო-გორ იგდებენ მათ აბუჩად, რამეთუ თქვენი მჩაგვრელი ამჟამინ-დელი ხროვა ამას ყველანაირად ჩქმალავს.

უნდა იცოდეთ, რომ ხალხმა რევოლუციური ნაბიჯები გა-დადგა, გმირული ბრძოლა დაიწყო, მაშინ როცა თქვენ, რომლე-ბიც უზარმაზარ ძალას შეადგენთ, გჩაგრავენ და გაძინებენ.

მბრძანებელთა ხროვამ თქვენი ქვეყანა სოციალ-იმპერია-ლისტურ დერჟავად აქცია. ხსნის გზა მხოლოდ რევოლუციაშია,რომელიც მარქსმა, ენგელსმა, ლენინმა და სტალინმა მიგვითი-თეს. ბრეჟნევები, კოსიგინები, უსტინოვები და იაკუბოვსკები,ისევე როგორც სოლჟენიცინები და სახაროვები, კონტრრევო-ლუციონერები არიან და, აქედან გამომდინარე, საჭიროა მათიდამხობა და ლიკვიდაცია.

თქვენ კოლოსალური ძალა ხართ, თუმცა ხელახლა მოგი-წევთ მსოფლიო პროლეტარიატის ნდობის მოპოვება, მსოფლი-ოს ხალხთა ნდობის მოპოვება, იმ დიადი ნდობისა, რომელიცშრომითა და ბრძოლით შექმნეს ლენინმა და სტალინმა. თქვენ

44

Page 47: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

დაუყოვნებლივ უნდა გააანალიზოთ ღრმად თქვენი მომავალიდა კაცობრიობის მომავალი. დროა, გახდეთ ისეთები, როგო-რიც იყავით ლენინისა და სტალინის დროს — პროლეტარულირევოლუციის ღირსეული მონაწილეები, რისთვისაც აღარ უნდაიჯდეთ რევოლუციისა და ხალხთა მტრების უღელქვეშ, თავი-სუფლებისა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის მტრებისუღელქვეშ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეთ იმპერია-ლიზმის იარაღად, რომელიც ხალხთა დამონებას ლენინიზმისნიღბით ცდილობს.

თუ რევოლუციისა და მარქსიზმ-ლენინიზმის გზას დაადგე-ბით, თუ მჭიდროდ დაუკავშირდებით მსოფლიო პროლეტარი-ატს, ამერიკული იმპერიალიზმი და საერთო ჯამში ძირგამომპა-ლი კაპიტალიზმი ძირფესვიანად შეირყევა, მსოფლიო იერსახესშეიცვლის და სოციალიზმი გაიმარჯვებს.

თქვენ, საბჭოთა ერებო, საბჭოთა მუშებო, კოლმეურნეებოდა ჯარისკაცებო, დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი მოვა-ლეობა გაკისრიათ კაცობრიობის წინაშე. ამ მოვალეობის შეს-რულებას ღირსეულად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუაღარ მოითმენთ იმ ბარბაროსთა ხროვის უღელს, რომლებიცამჟამად ლენინ-სტალინის პარტიასა და თქვენ გმართავენ.

თქვენი პარტია უკვე აღარაა მარქსისტულ-ლენინისტური.თქვენ ბრძოლით უნდა ააშენოთ ლენინურ-სტალინური ახალიპარტია. უნდა გაიცნობიეროთ, რომ საბჭოთა კავშირი უკვე აღა-რაა თავისუფალი ერების ბურჯი, რომლებიც ერთმანეთთანჰარმონიულად ცხოვრობენ. ბოლშევიზმმა მოახერხა საბჭოთაკავშირის ხალხთა ძმური ერთიანობის შექმნა. რევიზიონიზმმაკი საპირისპირო საქმე გააკეთა, მან განხეთქილება შეიტანა თქვე-

45

Page 48: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ნი ქვეყნის ერებში, გააღვივა შოვინიზმი თითოეულ რესპუბლი-კაში, წარმოშვა მტრობა მათ შორის, სხვა ხალხებს კი სიძულვი-ლი ჩაუნერგა რუსი ხალხის მიმართ, რომელიც ლენინისა დასტალინის ხელმძღვანელობით რევოლუციას ჩაუდგა სათავეში.

ნუთუ კვლავაც გააგრძელებთ ასეთ შელახულ არსებობას?ნუთუ დაუშვებთ, რომ თქვენს ქვეყანაში გაგრძელდეს გაბურ-ჟუაზების პროცესი ცხოვრების ყველა სფეროში, როგორც ამასრევიზიონისტები აკეთებენ? ნუთუ დაიდგამთ კისერზე ახალიკაპიტალის უღელს, რომელიც ცრუ სოციალიზმის ტოგით იქნე-ბა შემოსილი?

ჩვენ, ალბანელ კომუნისტებსა და ალბანელ ხალხს, მსგავ-სად მსოფლიოს ყველა კომუნისტისა და თავისუფლებისმოყვა-რე ერებისა, გვიყვარდა ნამდვილი, ლენინისა და სტალინისდროინდელი, სოციალისტური საბჭოთა კავშირი. ჩვენ ახლაცგანუხრელად ვადგავართ ლენინისა და სტალინის გზას დაგვწამს საბჭოთა ხალხის, საბჭოთა პროლეტარიატის დიადირევოლუციური ძალისა, და ეჭვი არ გვეპარება, რომ მათი ძა-ლა დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოვლინდება ბრძო-ლასა და თავდადებაში, ამაღლდება დროის მოთხოვნილებათასიმაღლემდე და ქვას ქვაზე აღარ დატოვებს საბჭოთა სოციალ-იმპერიალიზმისგან.

რევოლუცია და მსხვერპლი, რომელსაც თქვენ გაიღებთ,არა თუ დაასუსტებს თქვენს ქვეყანას, არამედ ჭეშმარიტ საბ-ჭოთა კავშირს ააღორძინებს. მათი მეშვეობით დაემხობა სოცი-ალ-იმპერიალისტური დიქტატურა და საბჭოთა კავშირი იმაზეუფრო მეტად გაძლიერდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ ღირ-სეულ საქმეში თქვენს გვერდით იქნება მსოფლიოს ყველა ერი,

46

Page 49: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად

მთელი მსოფლიო პროლეტარიატი. სწორედ ამ რევოლუციურგარდატეხაში მდგომარეობს სოციალიზმისა და კომუნიზმისიდეის ძალა და არა თქვენზე გაბატონებული ხროვის ლიტონსიტყვებსა და სამარცხვინო საქმეებში. მხოლოდ ასე, ამ გზითსიარულით, მოახერხებენ ნამდვილი კომუნისტები და მთელიმსოფლიოს მარქსისტ-ლენინელები იმპერიალიზმისა და მსოფ-ლიო კაპიტალიზმის დაძლევას. ისინი დაეხმარებიან მსოფლიოხალხებს ერთმანეთის მიყოლებით გათავისუფლებაში, დაეხმა-რებიან ჩინეთს სოციალიზმის ჭეშმარიტ გზაზე დაბრუნებაშიდა არა ზესახელმწიფოდ გადაქცევაში მსოფლიოზე გასაბატო-ნებლად, ვინაიდან იგი უკვე გადაიქცა მესამე პარტნიორად იმდამპყრობლუდ ომებში, რომლებსაც ამზადებენ ამერიკული იმ-პერიალიზმი, საბჭოთა სოციალ-იმპერიალიზმი და ჩინეთში ამ-ჟამად გაბატონებული ჰუა გოფენისა და დენ სიაოპინის ხროვა.

ჩვენ, ალბანელი კომუნისტები, ვართ რა ლენინისა და სტა-ლინის ერთგული მოწაფეები და რევოლუციის ჯარისკაცები, ამდიად იუბილესთან დაკავშირებით მოგიწოდებთ, რომ დაფიქ-რდეთ ამ თქვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის სასიცოცხლოპრობლემებზე, რამეთუ ჩვენ ვართ თქვენი ძმები, თქვენი ამხა-ნაგები პროლეტარული რევოლუციისა და ხალხთა გათავისუფ-ლების საქმეში. თუკი მტაცებლური, იმპერიალისტური ომისგზას დაადგებით, საითაც თქვენს რენეგატ ხელმძღვანელებსმიყავხართ, უეჭველად გადავიქცევით თქვენი სისტემისა დათქვენი კონტრრევოლუციური საქმიანობის მტრებად. ეს დღე-სავით ნათელია. სხვაგვარად შეუძლებელია.

ჩვენ, ალბანელი კომუნისტები, რომლებსაც ჩვენი ხალხისგანვერავითარი ძალა ვერ დაგვაცალკევებს, როცა დარწმუნებული

47

Page 50: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ვართ ჩვენს სისწორეში, უკან არ დავიხევთ არავითარი ქარიშ-ხლის წინაშე, რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი.და დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერ ქარიშხალს გადავლა-ხავთ, ისევე როგორც გადალახეს ბოლშევიკების პარტიამ დასაბჭოთა ხელისუფლებამ, ისევე როგორც გადალახეს რევოლუ-ციის დიადმა მხედართმთავრებმა — ლენინმა და სტალინმა.

48

Page 51: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მოგონებები

სტალინთან შეხვედრებიდან

Page 52: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

პირველი შეხვედრა

1947 წლის ივლისი.

ალბანეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო მდგომარეობა.ურთიერთობა მეზობლებთან და ინგლისელ-ამერიკელებ-თან. ინციდენტი კორთის ყურეში — ჰააგის სასამართლო.პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურ-კლასობრივიმდგომარეობა ალბანეთში. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა დაჩვენი პარტიის მაღალი შეფასება და დიდი ყურადღების გა-მოჩენა სტალინის მხრიდან. „პარტიისთვის ხელისუფლებისსათავეში ყოფნა და ამავე დროს არალეგალურად საქმიანო-ბა დიდი უაზრობაა“. „თქვენს კომუნისტურ პარტიას შეიძ-ლება „შრომის პარტია“ ეწოდოს“.

1947 წლის 14 ივლისს მოსკოვში ჩავედი — საბჭოთა კაშირშიოფიციალური ვიზიტით, ალბანეთის სახალხო რესპუბლიკისმთავრობისა და ალბანეთის კომუნისტური პარტიის პირველიოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში.

ჩემსა და ჩემი მეგობრების სიხარულს, რომლებსაც ცენტრა-ლურმა კომიტეტმა მოსკოვში გამგზავრება და დიად სტალინ-თან შეხვედრა დაავალა, საზღვარი არ ჰქონდა. სტალინთანშეხვედრაზე მას შემდეგ ვოცნებობდით, რაც მარქსისტულ-ლე-ნინისტურ თეორიას გავეცანით. ეს სურვილი კიდევ უფრო გაგ-ვიძლიერდა ანტიფაშისტური ეროვნულ-გამათავისუფლებელიბრძოლის განმავლობაში. გამოჩენილი ფიგურების — მარქსის,

50

Page 53: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

ენგელსისა და ლენინის — შემდეგ ამხანაგი სტალინი ჩვენთვისუაღრესად ძვირფასი და პატივცემული ადამიანი იყო, რამეთუსწორედ მისი მითითებებით ვხელმძღვანელობდით ალბანეთისკომუნისტური პარტიის დაარსებისას, როგორც ლენინური ტი-პის პარტიისა, შთაგვაგონებდა ეროვნულ-გამათავისუფლებელბრძოლაში და გვეხმარებოდა სოციალიზმის მშენებლობაში.

სტალინთან გამართული საუბრები და მისი რჩევები გზამ-კვლევად უნდა ქცეულიყო ჩვენს უზარმაზარ და რთულ შრომა-ში, რომელიც მიმართულია გამარჯვებების გამტკიცებისკენ.

სწორედ ამიტომ იყო ჩვენი პირველი ვიზიტი საბჭოთა კავ-შირში ენითაუწერელი სიხარული და უდიდესი სიამოვნება არამარტო კომუნისტებისთვის და ჩვენი დელეგაციის წევრების-თვის, არამედ მთელი ალბანელი ხალხისთვისაც, რომელიც მო-უთმენლად ელოდა ამ ვიზიტს და რომელსაც უდიდესი ენთუზი-აზმით შეხვდა.

სტალინმა და საბჭოთა მთავრობამ, როგორც ეს საკუთარითვალით ვიხილეთ და გულით შევიგრძენით, ჩვენი დელეგაციადიდი გულისხმიერებით, სითბოთი და გულწრფელი სიყვარუ-ლით მიიღო. მოსკოვში 12 დღის განმავლობაში ყოფნისას ამხა-ნაგ სტალინს რამდენჯერმე შევხვდით და მასთან გამართულსაუბრებს, მის გულწრფელ და ამხანაგურ რჩევებსა და მითი-თებებს ვუფრთხილდებით და ყოველთვის გავუფრთხილდებით,როგორც ძალზე ღირებულს.

არასდროს დამავიწყდება იოსებ ბესარიონის ძე სტალინთანპირველი შეხვედრა. ეს მოხდა 1947 წლის 16 ივლისს, მოსკოვშიჩვენი დელეგაციის ჩასვლიდან მესამე დღეს. ის დღე უჩვეუ-ლოდ დაიწყო: ჯერ კიდევ დილით დიადი ლენინის მავზოლეუმს

51

Page 54: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ვესტუმრეთ, მოწიწებით დავხარეთ თავი რევოლუციის გენია-ლური ბელადის ცხედრის წინაშე, იმ ადამიანის წინაშე, რომ-ლის სახელიცა და კოლოსალური საქმეც ღრმად იყო აღბეჭდი-ლი ჩვენს გონებასა და გულებში, რომელიც დიად გზას გვინა-თებდა თავისუფლების, რევოლუციისა და სოციალიზმისაკენ.ამასთან დაკავშირებით, ალბანელი ხალხის, ჩვენი კომუნისტუ-რი პარტიისა და პირადად ჩემი სახელით უკვდავი ლენინისპოსტამენტი ნაირფერი ყვავილების გვირგვინით შევამკე. შემ-დეგ დავათვალიერეთ კრემლის კედელთან დასაფლავებულ ოქ-რომბრის სოციალისტური რევოლუციის მამაც მებრძოლთა,ბოლშევიკური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს გამოჩე-ნილ მოღვაწეთა სასაფლაო და ვლადიმერ ილიას ძე ლენინისცენტრალურ მუზეუმში გადავინაცვლეთ. ორ საათზე მეტი ხნისგანმავლობაში დავდიოდით მის დარბაზებში და ახლოს ვეცნო-ბოდით დოკუმენტებსა და ექსპონატებს, რომლებიც დაწვრი-ლებით ასახავდნენ დიადი ლენინის ღირსშესანიშნავ საქმეს.მუზეუმიდან წამოსვლის წინ მუზეუმის „გამოხმაურებათა წიგ-ნში“ შემდეგი სიტყვები ჩავწერე: „ლენინის საქმე უკვდავია, იგიმომავალი თაობების გულებში იცოცხლებს. მისი ხსოვნა მარადდარჩება ალბანელი ხალხის გულებში“.

სწორედ ამ დღეს, რომელიც აღსავსე იყო წარუშლელი შთა-ბეჭდილებებითა და ემოციებით, მიგვიღო და ხანგრძლივი დროისგანმავლობაში გვესაუბრა ლენინის ერთგულმა მოწაფემ და მისისაქმის გამგრძელებელმა — იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა.

მან თავიდანვე ისეთი ამხანაგური ატმოსფერო შეგვიქმნა,რომ მალე გარკვეული შვებაც კი ვიგრძენით იმ ბუნებრივიმღელვარებისგან, რომელიც მის კაბინეტში — ვრცელ დარბაზ-

52

Page 55: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

ში, სადაც მისი სამუშაო მაგიდის გვერდით სხდომებისთვისგანკუთვნილი გრძელი მაგიდა იდგა — შესვლისას დაგვეუფლა.პირველი სიტყვებიდან რამდენიმე წუთში ისეთი გრძნობა დაგ-ვეუფლა, თითქოს დიად სტალინთან კი არა, იმ ამხანაგთან ვსა-უბრობდით, რომელსაც მანამდეც ვიცნობდით და მრავალჯერგვისაუბრია კიდეც. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და პატარაპარტიისა და პატარა ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავი; ამისგამო, რათა ჩემთვის შეძლებისდაგვარად თბილი და ამხანაგუ-რი ატმოსფერო შეექმნა, სტალინმა რამდენჯერმე იხუმრა დადიდი სიყვარულითა და პატივისცემით დაიწყო ლაპარაკიჩვენს ხალხზე, წარსულში მის საბრძოლო ტრადიციებსა დაეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლაში გამოჩენილ გმირო-ბაზე. იგი საუბრობდა ჩუმად, მშვიდად და თავისებური, მომხიბ-ვლელი სითბოთი.

ამხანაგმა სტალინმა, კერძოდ, გვითხრა, რომ დიდი სიმპათი-ით იყო გამსჭვალული ჩვენი, როგორც ბალკანეთის ზონის უძ-ველესი ხალხის მიმართ, რომელსაც გმირობის ხანგრძლივი ის-ტორია გააჩნდა.

— განსაკუთრებით კარგად ვიცი ის გმირობა, რომელიცალბანელმა ხალხმა ანტიფაშისტურ და ეროვნულ-გამათავი-სუფლებელ ბრძოლაში გამოიჩინა, განაგრძო მან, — თუმცა ჩე-მი ცოდნა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ საკმარისადვრცელი და ღრმა იყოს, რის გამოც მინდოდა მეთხოვა თქვენ-თვის, მოგეთხროთ საკუთარი ქვეყნის შესახებ, აგრეთვე, იმპრობლემებზე, რომლებსაც ამჟამად აწყდებით.

შემდეგ სიტყვა მე ავიღე და ამხანაგ სტალინს ჩვენი ხალხისგრძელი და სასახელო ისტორიული გზის, თავისუფლებისა და

53

Page 56: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

დამოუკიდებლობისათვის მისი დაუსრულებელი ბრძოლის შე-სახებ ვუამბე. განსაკუთრებით გავამახვილე ყურადღება ჩვენიეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის პერიოდზე, მოვუყე-ვი ჩვენი კომუნისტური პარტიის, როგორც ლენინური ტიპისპარტიის, შექმნის შესახებ, იმ გადამწყვეტი როლის შესახებ,რომელიც მან შეასრულა და ასრულებს სამშობლოს თავისუფ-ლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ძველი, ფეოდალურ-ბურ-ჟუაზიული ხელისუფლებისა და ახალი, სახალხო ხელისუფლე-ბის შესაქმნელად და ქვეყნის წარმატებით წასაყვანად ღრმასოციალისტური გარდაქმნებისკენ ალბანელი ხალხის ძალის-ხმევის ერთადერთი მმართველი ძალის რანგში. ვისარგებლეშემთხვევით და რამდენჯერმე გადავუხადე მადლობა ამხანაგსტალინს ალბანელი ხალხის სახელით იმ მგზნებარე მხარდაჭე-რისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტი-ამ, საბჭოთა მთავრობამ და პირადად მან ჩვენს ხალხსა დაჩვენს პარტიას გაუწია როგორც ომის წლებში, ასევე სამშობ-ლოს გათავისუფლების შემდეგ.

შემდეგ ამხანაგ სტალინს აღვუწერე ის ღრმა პოლიტიკური,ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნები, რომლებიც ალბა-ნეთში სახალხო ხელისუფლების პირველ წლებში ნაბიჯ-ნაბიჯსრულდებოდა. ალბანეთის შიგა პოლიტიკური და ეკონომიკუ-რი მდგომარეობა, — დავუკონკრეტე მას, — შესამჩნევად გაუმ-ჯობესდა. ამ გაუმჯობესების მიზეზი სიძნელეთა გადალახვისაუცილებლობის სწორად გაგება და უდიდესი ძალისხმევაა,რომელიც ხალხმა და პარტიამ უნდა მოახმაროს ამ სიძნელეე-ბის შრომითა და ოფლით დაძლევას. ჩვენი ხალხი დარწმუნებუ-ლია თავისი გზის სისწორეში და მტკიცედ სჯერავს კომუნის-

54

Page 57: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

ტური პარტიის, ჩვენი სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, სა-კუთარი შემოქმედებითი ძალისა და თავისი გულწრფელი მე-გობრებისა; მთელი ძალების მობილიზაციის, თავდავიწყებისადა უდიდესი ენთუზიაზმის წყალობით იგი დასმულ ამოცანებსნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს.

ამხანაგმა სტალინმა სიხარული გამოხატა ჩვენი ხალხისა დაჩვენი პარტიის მიერ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადმიღწეული წარმატებების გამო და დაინტერესდა, რომ უფრომეტი ინფორმაცია მიეღო ჩვენს ქვეყანაში კლასთა მდგომარეო-ბის შესახებ. იგი განსაკუთრებით დაინტერესდა ჩვენი მუშათაკლასით და გლეხობით. ჩვენი საზოგადოების ამ ორი კლასისშესახებ მან რამდენიმე კითხვა დაგვისვა, რომელთა ირგვლი-ვაც ბევრი ვილაპარაკეთ და რომლებიც მოგვიანებით უნდადაგვხმარებოდა ჩვენს მუშაობაში მუშათა კლასთან, უღატაკესდა საშუალო გლეხობასთან, გარდა ამისა კი ჩამოგვეყალიბები-ნა ჩვენი დამოკიდებულება ქალაქის მდიდარ მოსახლეობასთანდა სოფლის კულაკობასთან.

— ჩვენი ხალხის უდიდესი ნაწილი, — ვუთხარი სტალინს,— შედგება ღარიბი და საშუალო გლეხობისგან. მუშათა კლასიჩვენთან მცირერიცხოვანია, საკმაოდ გვყავს ხელოსნები, წვრი-ლი ვაჭრობით დაკავებული ქალაქელები, და ძალზე მცირერიც-ხოვანი ინტელიგენცია. მშრომელთა ეს მასები გამოეხმაურნენჩვენი კომუნისტური პარტიის მოწოდებას, მობილიზდნენ სამ-შობლოს გასათავისუფლებლად და ამჟამად მჭიდრო კავშირშიიმყოფებიან პარტიასთან და სახალხო ხელისუფლებასთან.

— აქვს თუ არა ალბანეთის მუშათა კლასს კლასობრივიბრძოლის ტრადიციები? — მკითხა ამხანაგმა სტალინმა.

55

Page 58: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

— ქვეყნის გათავისუფლებამდე ეს კლასი, — მივუგე მე, —იყო ძალზე მცირერიცხოვანი, ახლახანს შექმნილი და შედგებო-და მედღეურების, შეგირდებისა და ხელოსნებისგან, რომლებიცპატარა საწარმოებსა და ცეხებში მუშაობდნენ. ქვეყნის ზოგი-ერთ ქალაქში მუშები მანამდეც აწყობდნენ ხოლმე გაფიცვებს,თუმცა ისინიც ძალზე პატარა და ერთმანეთისგან გათიშულებიიყვნენ როგორც მცირერიცხოვნობის, ასევე პროფკავშირებისარარსებობის შედეგად. მიუხედავად ამისა, — ვუთხარი ამხა-ნაგ სტალინს, — ჩვენი კომუნისტური პარტია შეიქმნა როგორცმუშათა კლასის პარტია, რომელსაც მარქსისტულ-ოენინისტუ-რი იდეოლოგიით უნდა ეხელმძღვანელა, გამოეხატა და დაეცვაპროლეტარიატისა და მშრომელთა ფართო მასების, პირველრიგში კი ალბანელი გლეხების ინტერესები, რომელებიც ჩვენიქვეყნის მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ.

ამხანაგმა სტალინმა დაწვრილებით გამოგვკითხა ჩვენს ქვე-ყანაში საშუალო და ღარიბი გლეხობის მდგომარეობის შესახებ.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას ამხანაგ სტალინს ვუამბეჩვენი პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკისა და იმ უზარმა-ზარი და ყოვლისმომცველი სამუშაოს შესახებ, რომელიც მანდაარსების დღიდან გასწია, რათა თავისი დასაყრდენი გლეხო-ბაზე გაეკეთებინა და ეს უკანასკნელები თავის მხარეზე გად-მოებირებინა.

— ჩვენ ასე მოვიქეცით, — ვუთხარი მას, — არა მარტომარქსისტულ-ლენინისტური დებულებებიდან გამომდინარეიმის თაობაზე, რომ გლეხობა პროლეტარიატის ყველაზე ახ-ლოსმდგომი და ყველაზე ბუნებრივი მოკავშირეა რევოლუციისსაქმეში, არამედ იმიტომაც, რომ ალბანეთში გლეხობა მოსახ-

56

Page 59: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

ლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენდა და საუკუნეების მანძილზეუდიდესი პატრიოტული და რევოლუციური ტრადიციებით ხა-სიათდებოდა.

შემდეგ ვცადე ამ გლეხობის ეკონომიკური მდგომარეობისდახასიათება სამშობლოს გათავისუფლების შემდეგ, აგრეთვე,მისი კულტურული და ტექნიკური დონის წარმოჩენა. ხაზი გა-ვუსვი ჩვენი გლეხობის მაღალ თვისებებს, რომელიც მჭიდროკავშირი იმყოფება მიწასთან და სამშობლოსთან და ილტვისთავისუფლების, განვითარებისა და პროგრესისაკენ, რის შემ-დეგაც ვუამბე წარსულის აშკარა გადმონაშთებზე, ჩვენი გლე-ხობის ეკონომიკურ და კულტურულ ჩამორჩენილობასა და მისიცნობიერების წვრილბურჟუაზიულობაზე. ასეთი მდგომარეო-ბის წინააღმდეგ, — აღვნიშნე მე, — ჩვენს პარტიას მთელი ძა-ლით მოუხდა ბრძოლა და წარმატებებმაც არ დააყოვნა, თუმცაისიც კარგად გვესმის, რომ ეს ბრძოლა კიდევ უფრო შეუპოვა-რი უნდა გავხადოთ, რათა გლეხობის შეგნების ასამასღლებ-ლად, ამ უკანასკნელმა კი პარტიის ხაზი გაითავისოს და ცხოვ-რებაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაატაროს.

შემდეგ სტალინმა სიტყვა მოითხოვა და თქვა, რომ გლეხო-ბას, როგორც წესი, თავდაპირველად კომუნიზმის ეშინია ხოლ-მე, რამეთუ ფიქრობს, რომ კომუნისტები მათ მიწასაც წაარ-თმევენ და ყველაფერსაც, რაც კი გააჩნიათ. მტრები, — განაგ-რძო მან, — ბევრს რამეს ეუბნებიან გლეხობას ამ მიმართულე-ბით, რათა გათიშონ იგი მუშათა კლასისგან, გადაახვევინონპარტიის პოლიტიკისა და სოციალიზმის გზიდან. ამის გამო დი-დი მნიშვნელობა ენიჭება კომუნისტური პარტიის საგულდაგუ-

57

Page 60: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ლო და გამჭრიახ საქმიანობას, რათა, როგორც თქვენ აღნიშნეთ,გლეხობა მტკიცედ დაუკავშირდეს პარტიასა და მუშათა კლასს.

ამხანაგ სტალინს ზოგადად გავაცანი ჩვენი პარტიის სოცია-ლურ-კლასობრივი სტრუქტურაც და ავუხსენი, რომ ეს სტრუქ-ტურა სწორად გამოხატავდა ჩვენი ხალხის სოციალურ სტრუქ-ტურას. სწორედ ამიტომაა, — ვუთხარი მას, — რომ ამჟამადჩვენს პარტიაში უმრავლესობას ის კომუნისტები შეადგენენ,რომლებიც თავიანთი სოციალური მდგომარეობით გლეხებიარიან. ჩვენი პარტიის პოლიტიკა ამ საკითხში მიმართულიაიმისკენ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, მუშათა კლასის ზრდასთან ერთად,შესაბამისად გაიზარდოს მუშა-კომუნისტების რიცხვიც.

ჩვენი პარტიის მიერ ზოგადად მასებთან და კერძოდ გლე-ხობასთან გატარებული სწორი პოლიტიკის შეფასებისას ამხა-ნაგმა სტალინმა მთელი რიგი ღირებული, ამხანაგური რჩევებიმოგვცა ჩვენი მომავალი საქმიანობის შესახებ. სხვა მოსაზრე-ბებთან ერთად აზრი გამოთქვა იმის შესახებაც, რომ ჩვენი კო-მუნისტური პარტიისთვის, — ვინაიდან გლეხი კომუნისტებისრიცხვი მასში ძალზე მნიშვნელოვანი იყო, — შეიძლებოდა სა-ხელის გადარქმევა „ალბანეთის შრომის პარტიად“. — ყოველშემთხვევაში, — აღნიშნა მან, — ეს მხოლოდ ჩემი მოაზრებაა,გადაწყვეტილება კი თქვენ და თქვენმა პარტიამ უნდა მიიღოს.

ამხანაგ სტალინს მადლობა გადავუხადე ამ ღირებული მო-საზრებისთვის და ვუთხარი:

— თქვენს წინადადებას პარტიის I ყრილობაზე4 დავაყე-ნებთ, რომელსაც უკვე ვამზადებთ, და დარწმუნებული ვარ,

4. ჩატარდა 1948 წლის 8-12 ნომბერს.

58

Page 61: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

რომ პარტიის ხელმძღვანელობაც და დაქვემდებარებული ორ-განოებიც მას დასაშვებად მიიჩნევენ და მხარსაც დაუჭერენ. —შემდეგ საუბარი განვაგრძე და ამხანაგ სტალინს გავუზიარეთჩვენი აზრი ჩვენს მიერ მომზადებულ მომავალ ყრილობაზეპარტიის სრული ლეგალიზაციის შესახებ.

— სინამდვილეში, — ვუთხარი მას, — ჩვენი კომუნისტურიპარტია იყო და არის ერთადერთი ძალა, რომელიც ქვეყნისშიგნით მმართველი ძალაა, თუმცა ფორმალურად იგი ჯერაცნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ არასწო-რად მიგვაჩნია ასეთი მდგომარეობის გაგრძელება5.

— რასაკვირველია, რასაკვირველია, — გვიპასუხა ამხანაგ-მა სტალინმა. — ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, რომ პარტიახელისუფლების სათავეში იდგეს და ამავე დროს არალეგალუ-რი იყოს, ან კიდევ ასეთად თვლიდეს საკუთარ თავს.

სხვა საკითხებზე გადასვლისა და ჩვენი შეიარაღებული ძა-ლების გაცნობისას ამხანაგ სტალინს ავუხსენი, რომ ომიდან გა-მოსული ჩვენი არმია ძირითადად ღარიბი გლეხებისგან, ახალ-გაზრდა მუშებისა და ქალაქის ინტელიგენციისგან შედგებოდა.საბრძოლო კადრები, მეთაური ოფიცრები ომიდან გამოსული

5. აკპ ცკ-ის XI პლენუმმა, რომელიც 1948 წლის 13-24 სექტემბერს გაი-მართა, და აკპ-ის I ყრილობამ აკპ-ის მთლიანად და დაუყოვნებლივ ლეგა-ლიზების დადგენილება მიღო. პლენუმზეც და ყრილობაზეც პარტიის ჯერაცნახევრადლეგალურ მდგომარეობაში ყოფნა ჩაითვალა შეცდომად, რისი მი-ზეზიც იყო იუგოსლავიის ტროცკისტული ხელმძღვანელობის ზეგავლენა,რომელიც გარკვეული მიზნით ფრონტს ქვეყნის მმართველ ძალად მიიჩნევ-და, გამოდიოდა პარტიისა და ფრონტის ურთიერთშესარწყმელად, ანუ თა-ვად კომუნისტური პარტიისა და ფრონტსა და ქვეყნის მთელ ცხოვრებაშიმისი წარმმართველი როლის მისაჩქმალავად და უარსაყოფად.

59

Page 62: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ხალხია, რომლებმაც შენაერთების მართვის გამოცდილებაომის პერიოდში შეიძინეს.

ვესაუბრე მას საბჭოთა ინსტრუქტორებზეც, რომლებიც უკ-ვე მუშაობდნენ ჩვენთან, და ვთხოვე, რომ დამატებით რამდენი-მე მათგანი კიდევ გამოეგზავნათ. ჩვენ, — ვუთხარი მას, — საკ-მარისი გამოცდილების უქონლობის გამო არმიის რიგებში არა-საკმარის პოლიტიკურ მუშაობას ვეწევით. ამასთან დაკავშირე-ბით ვთხოვე, განეხილა საკითხი ჩვენს არმიაში პოლიტიკურიმუშაობის დონის ამაღლებაში დახმარების თაობაზე. მართა-ლია, იუგოსლავიელი ინსტრუქტორებიც გაგვაჩნია, — მივმარ-თე მას, — და არც იმის თქმა შემიძლია, რომ გამოცდილება აკ-ლიათ; თუმცა ფაქტობრივად მათი გამოცდილება შეზღუდუ-ლია. ისინიც დიდი ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლი-დან გამოვიდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საბჭოთა ოფიც-რებს მაინც ვერ შეედრებიან.

ვუამბე ჩვენი არმიის მაღალი მორალური დონის, დისციპ-ლინის, აგრეთვე, რამდენიმე სხვა პრობლემის შესახებ დავთხოვე ამხანაგ სტალინს, რომ დაენიშნა რომელიმე საბჭოთაამხანაგი, რომელთან ერთადაც უფრო დაწვრილებით განვიხი-ლავდი ჩვენი არმიის პრობლემებს და მის მომავალ მოთხოვნი-ლებებს.

შემდეგ ჩვენი სანაპიროს გამაგრების საკითხი ჩამოვუყალიბე.— ჩვენ, — ვუთხარი მას, — განსაკუთრებით უნდა გავამაგ-

როთ კუნძული საზანი, ვლერის და დურესის სანაპირო, რამეთუისინი მეტად საპასუხისმგებლო პოზიციებია. იმ მხრიდან მტერიორჯერ დაგვესხა თავს და შემდგომშიც იქედან შეიძლება დაგ-ვესხან თავს ინგლისელ-ამერიკელები ან იტალიელები.

60

Page 63: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

— თქვენი სანაპიროს გამაგრების იდეას, — გვითხრა ამხა-ნაგმა სტალინმა, — მთლიანად ვიზიარებ. დაგეხმარებით, მაგ-რამ იარაღი და თავდაცვის სხვა საშუალებები უნდა გამოიყე-ნონ ალბანელებმა და არა საბჭოელებმა. ზოგიერთი მათგანსსაკმაოდ რთული მექანიზმი აქვს, რისთვისაც უნდა გამოგვიგ-ზავნოთ ხალხი, რომლებიც მათ მოხმარებას შეისწავლიან.

ჩემს თხოვნაზე, რომ მიევლინებინათ ალბანეთში პოლიტმუ-შაკები არმიისათვის, ამხანაგმა სტალინმა გვიპასუხა, რომ მათარ შეუძლიათ ამიერიდან მათი გაგზავნა, რამეთუ კარგად მუ-შაობისთვის მათ უნდა ესმოდეთ ალბანური ენა, კარგად იც-ნობდნენ ალბანელი ხალხის მდგომარეობასა და ცხოვრებას.ამის გამო უფრო მიზანშეწონილად მიაჩნია, ჩვენ გავგზავნოთსაბჭოთა კავშირში ხალხი საბჭოთა გამოცდილების შესასწავ-ლად, შემდგოში კი ამ გამოცდილებას ისინი თავადვე გამოიყე-ნებენ ალბანეთის სახალხო არმიაში.

შემდეგ ამხანაგმა სტალინმა მკითხა ალბანეთში საშინაორეაქციის გამოხდომებისა და მათდამი ჩვენი დამოკიდებულე-ბის შესახებ.

— საშინაო რეაქციას, — მივუგე მე, — ვებრძოდით და ახ-ლაც გვარიანად ვებრძვით. მისი მხილებისა და განადგურებისსაქმეში წარმატებებიც გაგვაჩნია. რაც შეეხება მტრების ფიზი-კურად განადგურებას, მათი ლიკვიდაცია მოვახდინეთ ამ დანა-შაულებრივ ბანდებთან პირისპირ შეტაკებებში, ან კიდევ მო-ღალატეებისა და დამპყრობლების უახლოესი ხელშემწყობებისმიმართ გამოტანილი სახალხო სასამართლოების განაჩენის თა-ნახმად. მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, არ შეიძლებაიმის თქმა, რომ საშინაო რეაქცია უკვე აღარ მოქმედებს. მას

61

Page 64: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

აღარ შეუძლია თვითორგანიზება ჩვენთვის სახიფათო დარ-ტყმის მოსაყენებლად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენს საწინა-აღმდეგო პროპაგანდას ეწევა.

შიგა მტერს გარე მტერი მხარს საკუთარი მიზნებისთვისუჭერს. გარე რეაქცია ცდილობს, დაეხმაროს, წააქეზოს და ორ-განიზება გაუკეთოს შიგა მტრებს საკუთარი აგენტურის მეშვე-ობით, რომლებიც ხმელეთიდან და ჰაერიდან ჰყავთ შემოგზავ-ნილი. მტრების ოინებს მშრომელთა კლასის რევოლუციურისიფხიზლის ამაღლებით ვეგებებით. ხალხი აპატიმრებდა ამაგენტებს, მათ საქმეებთან დაკავშირებით რამდენიმე სასამარ-თლო პროცესიც ჩატარდა. ღია სასამართლო პროცესები და გა-ნაჩენები ხალხზე დიდ აღმზრდელობით ეფექტს ახდენდა დაჩვენი სახალხო ხელისუფლებისადმი რწმენას, მისი სამართლია-ნობისადმი პატივისცემას უღვივებდა. ამის პარალელურად, ესპროცესები ააშკარავებდნენ და დემორალიზებას უკეთებდნენშიგა და გარე რეაქციულ ძალებს.

ამხანაგ სტალინთან გამართულ საუბრებში ყურადღება გა-ვამახვილეთ საგარეო სიტუაციაზე, განსაკუთრებით, ჩვენიქვეყნის ურთიერთობაზე მეზობელ ქვეყნებთან. თავდაპირვე-ლად ჩვენი საზღვრების მდგომარეობის შესახებ ვუამბე, ავუხ-სენი იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ჩვენი ურ-თიერთობები; ყურადღება გავამახვილე ჩვენს ურთიერთობებ-ზე საბერძნეთთან, რათა მეჩვენებინა ჩვენი სამხრეთ საზღვრე-ბის მდგომარეობა. აღვნიშნე, რომ ბერძენი მონარქისტ-ფაშის-ტები, რომლებმაც ვერ მოახერხეს თავიანთი მეგალოიდეურიოცნების განხორციელება და ჩვენთვის სამხრეთ ალბანეთის

62

Page 65: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

წართმევა, გაუთავებლად გვიწყობენ პროვოკაციებს საზ-ღვრებთან. მათი მიზანი, — ვუთხარი ამხანაგ სტალინს, —ჩვენს საზღვრებთან კოცონის გაჩაღება და საბერძნეთის საზ-ღვართან დაძაბულობის შექმნაა, და ეს იმ დროს, როცა შეტაკე-ბები ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ავუხსენი, რომ შეძლების-დაგვარად ვცდილობთ ბერძენი მონარქისტ-ფაშისტების პრო-ვოკაციებისთვის თავის არიდებას და მათ უმეტესწილად უპა-სუხოდ ვტოვებთ ხოლმე. და მხოლოდ მაშინ, როცა ისინი უკი-დურეს ფორმას იღებენ და ჩვენი მოქალაქეების ხოცვას იწყე-ბენ, ვიწყებთ ზომების მიღებას, რათა მონარქისტ-ფაშისტებიმიხვდნენ, რომ ალბანეთი და მისი საზღვრები ხელშეუხებელია.თუ ისინი საშიში ნაბიჯების გადადგმას აპირებენ ალბანეთისდამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მაშინ მათ კარგად უნდა შეიგ-ნონ, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი სამშობლოს დაცვა.

მონარქისტ-ფაშისტების მიზნებს, მათ მცდელობებს, რომალბანეთს გადმოაბრალონ საბერძნეთში სამოქალაქო ომის გა-ჩაღება, დისკრედიტირება გაუკეთონ ჩვენს სახალხო ხელისუფ-ლებას უშიშროების საბჭოს სხდომებსა და ყველა საერთაშორი-სო სხდომაზე, ქმნიან და მხარს უჭერენ იმპერიალისტური სა-ხელმწიფოები. ამ სიტუაციების დაწვრილებით ახსნის შემდეგამხანაგ სტალინს ზოგადად დავუხატე ის, თუ როგორი პოზიციადავიკავეთ იმ საგამომძიებლო კომისიასა და ქვეკომისიებში,რომლებიც შექმნილი იყო ალბანეთსა და საბერძნეთს შორისარსებული დაძაბული ურთიერთობების გასარკვევად.

ვუთხარი ამხანაგ სტალინს ყველაფერი, რაც კი ვიცოდითბერძენი დემოკრატების შესახებ, იმ მხარდაჭერაზეც ველაპა-რაკე, რომელსაც მათ ვუწევდით თავიანთ სამართლიან ბრძო-

63

Page 66: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ლაში. არ მოვერიდე მისთვის ღიად თქმას ჩვენი აზრის შესახებსაბერძნეთის კომუნისტური პარტიის წევრი ზოგიერთი კომუ-ნისტის შეხედულებებებზე, რომლებიც მცდარად მიგვაჩნდა.ასევე ვუთხარი მას, თუ როგორ მესახებოდა ბერძენი დემოკრა-ტების ბრძოლის პერსპექტივები.

მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგი სტალინი კარგად იცნობ-და ამ საკითხებს ამხ. მოლოტოვის, ვიშინსკისა და სხვების მოხ-სენებებიდან, მაინც შევახსენე ინგლისელი და ამერიკელი იმპე-რიალისტების მხრიდან ალბანეთის წინააღმდეგ სასტიკი დადაბალსინჯიანი საქციელის შესახებ, აღვნიშნე ასევე ის დაუნ-დობელი, მზაკვრული და მტრული პოზიცია, რომელიც მათჩვენს წინააღმდეგ პარიზის კონფერენციაზე დაიკავეს. ვუთხა-რი ისიც, რომ სიტუაცია ჩვენსა და ინგლისელ-ამერიკელებსშორის ოდნავაც არ შეცვლილა, და რომ მიგვაჩნდა, რომ მათიპოზიცია ჩვენს მიმართ ჩვენთვის უწინდებურად საშიშია. ისინიაგრძელებდნენ არა მარტო მტრული პროპაგანდის წარმოებასალბანეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე, არამედიტალიისა და საბერძნეთის მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ ჰაერი-დან და ხმელეთიდან პროვოკაციებსაც მიმართავდნენ, მრავალ-ჯერ შემოგვიგზავნეს ალბანელი დივერსანტები — გაქცეულიზოგისტები, ბალისტები და ფაშისტები, რომლებსაც თავი მოუ-ყარეს, ორგანიზება გაუკეთეს და ჩვენს წინააღმდეგ მოამზადესიმ საკონცენტრაციო ბანაკებში, რომლებიც იტალიასა და სხვასახელმწიფოებში შექმნეს.

ასევე ვუამბე ინგლისელი იმპერიალისტების მიერ გაეროსუშიშროების საბჭოში ე.წ. „კორთის ყურის ინციდენტისა“ და ამუკანასკნელის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში განხილვის

64

Page 67: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

შესახებ. კორთის ინციდენტი, — ვუთხარი ამხანაგ სტალინს, —მთლიანად ინგლისელების მიერ იყო გამოგონილი ჩვენი ქვეყ-ნის პროვოცირების მიზნით, რათა შემდეგ ქალაქ სარანდაშიშეიარაღებული ინტერვენციის მიზეზი გასჩენოდათ. არასდროსდაგვინაღმია იონიის ზღვა. ის ნაღმები, რომლებიც იქ აფეთ-ქდა, ან გერმანელების მიერ იყო ჩაწყობილი ჯერ კიდევ მეორემსოფლიო ომის დროს, ან კიდევ მოგვიანებით თავად ინგლისე-ლებმა ჩააწყეს, რათა თავისივე რამდენიმე გემი აეფეთქებინათ,როდესაც ეს უკანასკნელები სარანდისკენ ჩვენი ტერიტორიუ-ლი წყლების გავლით მიემართებოდნენ. ამ სამხედრო გემებსარაფერში სჭირდებოდათ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში ნაოს-ნობა და თავიანთი რეისის შესახებაც კი არ ვყავდით გაფრთხი-ლებული. ნაღმების აფეთქების შემდეგ ინგლისელებმა ერთიამბავი ატეხეს იმაზე, რომ მატერიალური და ადამიანური დანა-კარგები განიცადეს. მათ ინციდენტის გაფართოება სურდათ.არ ვიცით და არ გვჯერა მათი დანაკარგებისა, როგორც ამასისინი ამტკიცებენ, თუმცა ასეც რომ იყოს, ეს ჩვენი ბრალი სა-ერთოდ არაა.

ჩვენს უფლებებს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოზე ვი-ცავთ; თუმცა ამ სასამართლოს ინგლისელ-ამერიკელი იმპერია-ლისტები მანიპულირებენ, რომლებიც უამრავ ბრალდებას იგო-ნებენ, რათა საკუთარი პროვოკაციები დამალონ და ინგლისე-ლებისთვის ზარალის ანაზღაურება გვაიძულონ.

ვუამბე ამხანაგ სტალინს მოსკოვის კონფერენციის შესახე-ბაც6, ჩამოვუყალიბე ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება სა-ბერძნეთის მიმართ ტრუმენის დოქტრინის შესახებ, ვესაუბრეინგლისელ-ამერიკელების ჩარევის შესახებ ალბანეთის სახალ-

65

Page 68: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ხო რესპუბლიკის საშინაო საქმეებში, განვუმარტე ჩვენი პოზი-ცია „მარშალის“ გეგმის თაობაზე და განვუცხადე, რომ ვერ მი-ვიღებდით „დახმარებას“ ამ ყბადაღებული გეგმის ფარგლებში.

ამხანაგ სტალინთან ერთად განვიხილე ჩვენი ქვეყნიდანგაქცეული სამხედრო დამნაშავეების ჩვენთვის გადმოცემის სა-კითხიც. სრულიად სამართლიანად მოვითხოვდით იმ ქვეყნე-ბისგან, რომლებმაც მათ თავშესაფარი მისცეს, სამხედრო დამ-ნაშავეების გადმოცემას, რათა ისინი ხალხის წინაშე წარმდგა-რიყვნენ, თუმცა ისიც კარგად ვიცოდით, რომ ისინი მათ არგადმოგვცემდნენ, რამეთუ ეს ხალხი ინგლისელ-ამერიკელებისადა ზოგადად ფაშისტების კონტინგენტს შეადგენდნენ.

ამხანაგ სტალინს იტალიასთან ურთიერთობის საკითხზეჩვენი პარტიის შეხედულებებიც ჩამოვუყალიბე. იტალია ორ-ჯერ დაგვესხა თავს, გააცამტვერა ჩვენი ქვეყანა და დაგვიხოცამოქალაქეები, თუმცა ჩვენ მარქსისტები და ინტერნაციონალის-ტები ვართ და იტალიელ ხალხთან მეგობრული ურთიერთობე-ბის დამყარებას ვუჭერთ მხარს. იტალიის ამჟამინდელ მთავ-რობას, — ვუთხარი ამხანაგ სტალინს, — ჩვენს მიმართ რეაქ-ციული პოზიცია უკავია; მისი მიზნები ჩვენს ქვეყანასთან მი-მართებაში არაფრით განსხვავდება იტალიის უწინდელი მთავ-

6. 1947 წლის 10-24 აპრილს მოსკოვში ჩატარდა საბჭოთა კავშირის,აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრე-ბის სესია. მან განიხილა გერმანიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების და-დებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ სესიაზე საბჭოთა კავშირის წარ-მომადგენლები — მოლოტოვი და ვიშინსკი — იცავდნენ ალბანეთის უფლე-ბებს გერმანიის საკითხთან დაკავშირებულ სამშვიდობო კონფერენციაშიმონაწილეობის შესახებ. ამ თეზისს მხარს უჭერდა საფრანგეთის წარმომად-გენელი, თუმცა შეეწინააღჭეგნენ ინგლისისა და აშშ-ის წარმომადგენლები.

66

Page 69: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

რობებისგან. ინგლისელ-ამერიკელების ზეგავლენით ამ მთავ-რობას სურს, რომ ალბანეთი ასე თუ ისე მასზე იყოს დამოკიდე-ბული, რაც არასდროს მოხდება. ამ მიზნების განსახორციელებ-ლად, — განვაგრძე საუბარი, — ინგლისელ-ამერიკელები, რო-მის მთავრობასთან ერთად, იტალიის ტერიტორიაზე ლტოლ-ვილთა კონტიგენტს ამზადებენ, რომლებსაც ალბანეთში დი-ვერსანტებად გზავნიან. ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ფა-რულად, მაგრამ ძალზე აქტიურად მოქმედებენ, თუმცა კარგადგვესმის ყველა მათი მიზანი. იტალიასთან დიპლომატიური ურ-თიერთობების დამყარება გვსურს, მაგრამ იტალიის მთავრობაამ საკითხს უარყოფითად უყურებს.

სტალინმა ყურადღებით მომისმინა და მითხრა, რომ ამერი-კელებს და ინგლისელებს, მიუხედავად მათ მიერ მოყენებულისიძნელეებისა და შექმნილი დაბრძოლებებისა, დღევანდელ სი-ტუაციაში არ შეუძლიათ თქვენს ქვეყანაზე თავდასხმა. თქვენიპრინციპული პოზიციიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ თქვენმიწაზე შემოჭრა, ასე რომ ამისი არ უნდა გეშინოდეთ. თუმცასამშობლო მაინც უნდა დაიცვათ, ასე რომ არმიისა და საზ-ღვრების გასაძლიერებლად ყველა ღონე უნდა იხმაროთ, რამე-თუ იმპერიალისტების მხრიდან ომის დაწყების საშიშროებასრულიად რეალურიაო.

ბერძენი მონარქისტ-ფაშისტები, — განაგრძო სტალინმა, —ამერიკელი და ინგლისელი იმპერიალისტების წაქეზებითა დამხარდაჭერით კვლავაც გააგრძელებენ თქვენს პროვოცირებას,რათა შეგიქმნან დაბრკოლებები და არ მოგასვენონ. ამჟამინ-დელ ათენელ მმართველებს პრობლემები საკუთარ ქვეყანაშიშეექმნათ, — თქვა მან, — იმიტომ, რომ იქ დაწყებული სამოქა-

67

Page 70: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ლაქო ომი მიმართულია მათი და მათი პატრონების — ინგლი-სელებისა და ამერიკელების — წინააღმდეგ.

რაც შეეხება იტალიას, — განაგრძო ამხანაგმა სტალინმა,— საქმე სწორედ ისეა, როგორც თქვენ ფიქრობთ. ინგლისელ-ამერიკელები შეეცდებიან იქ ბაზების შექმნას, რეაქციის ორგა-ნიზებას და დე გასპარის მთავრობის დამხობას. ამ მხრივ ფხიზ-ლად უნდა იყოთ, რათა მუდამ იცოდეთ, თუ რას აკეთებს იქალბანური ემიგრაცია. იმის გამო, რომ მოლაპარაკებები დამ-თავრებული არაა, — თქვა ამხანაგმა სტალინმა, — მდგომარე-ობა ნორმალურად ვერ ჩაითვლება. მგონია, რომ ჯერ-ჯერო-ბით არ უნდა დაამყაროთ ურთიერთობები ამ ქვეყანასთან, ასერომ ნუ იჩქარებთ.

— თანახმა ვართ, — მივუგე ამხანაგ სტალინს, — რომ არ უნ-და ავჩქარდეთ იტალიასთან ურთიერთობებში, და საერთოდაცყველა ზომას მივიღებთ ჩვენი საზღვრების გასამტკიცებლად.

— ჩვენ შევთავაზეთ იუგოსლავებს, — განვაგრძე ამხანაგსტალინის ინფორმირება, — კონტაქტების დამყარება და ურ-თიერთთანამშრომლობა ჩვენი საზღვრების დაცვის საქმეში სა-ბერძნეთის ან იტალიის მხრიდან შესაძლო თავდასხმის შემ-თხვევაში თავდასაცავად, თუმცა ამ წინადადებაზე არ გვიპასუ-ხეს, განაცხადეს რა, რომ ჩვენთან საუბარს მხოლოდ ამ საკით-ხის შესწავლის შემდეგ დაიწყებდნენ. ჩვენს მიერ შეთავაზებუ-ლი ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს იუგოსლავებ-თან ინფორმაციის გაცვლას იმ საშიშროებების ირგვლივ, რომ-ლებიც შეიძლება ჩვენთვის გაჩნდეს გარეშე მტრების მხრიდან,რათა თითოეულ ჩვენგანს, საკუთარი საზღვრების ფარგლებში,საშუალება ჰქონდეს, რომ ნებისმიერი შესაძლო შემოტევის მო-

68

Page 71: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

საგერიებლად სათანადო ზომები მიიღოს. ამხანაგი სტალინიიმის შესახებაც ჩავაყენე საქმის ყურში, რომ სამხრეთ საზღვარ-თან ჩვენი არმიის ორი დივიზია გვყავდა განლაგებული.

საუბრისას ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ იუგოსლავიის ზო-გიერთი თვითმფრინავი ტირანაში სახელმწიფოთაშორის მიღე-ბული საერთაშორისო წესების დარღვევით ჩამოფრინდა. იუ-გოსლავიელი მეგობრები გაუფრთხილებლად დგამენ ისეთ გა-საკიცხ ნაბიჯებს, როგორიცაა ეს კონკრეტული შემთხვევა. ცუ-დია, როცა იუგოსლავიის თვითმფრინავები ალბანეთის ტერი-ტორიაზე ალბანეთის მთავრობის გაუფრთხილებლად დაფრი-ნავენ. ამ დარღვევების შესახებ იუგოსლავიელ ამხანაგებს შე-ვატყობინეთ და გვიპასუხეს, რომ ეს მათი მხრიდან დაშვებულიშეცდომა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეგობრები ვართ,მაინც არ შეგვიძლია იმის დაშვება, რომ ისინი ჩვენს სუვერენი-ტეტს ამგვარად ექცეოდნენ. დამოუკიდებელი სახელმწიფოებივართ და თითოეულმა ჩვენგანმა მეორესთან მეგობრული ურ-თიერთობების შევიწროების გარეშე უნდა დაიცვას საკუთარისუვერენიტეტი და საკუთარი უფლებები, სხვათა სუვერენიტე-ტისა და უფლებების დაცვის პარალელურად.

— თქვენი ხალხი არაა კმაყოფილი იუგოსლავიასთან ურთი-ერთობით? — მკითხა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ამხა-ნაგმა სტალინმა და დააყოლა: — ძალიან კარგია, რომ ესაზ-ღვრებით თქვენს მეგობარ იუგოსლავიას, იმიტომ რომ ალბანე-თი პატარა ქვეყანაა და, აქედან გამომდინარე, თავისი მეგობ-რების მხრიდან დიდ დახმარებას საჭიროებს.

69

Page 72: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ვუპასუხე, რომ ეს სრული სიმართლეა, ნებისმიერ ქვეყანას,დიდსა თუ პატარას, ესაჭიროება მეგობრები და მოკავშირეები,და რომ იუგოსლავია მეგობარ ქვეყანად მიგვაჩნია.

ამხანაგ სტალინთან და ამხანაგ მოლოტოვთან ერთად დაწ-ვრილებით ვისაუბრეთ ომის შედეგად დანგრეულ ქვეყანაზე დაახალი ალბანეთის აღმშენებლობის საკითხებზე. აღვუწერე ჩვე-ნი ეკონომიკური მდგომარეობა, პირველი სოციალისტური გარ-დაქმნები ეკონომიკაში და ფართო პერსპექტივები, ჩვენს მიერმიღწეული წარმატებები, ჩვენს წინაშე მდგარი დიდი პრობლე-მები და სიძნელეები.

სტალინმა კმაყოფილება გამოთქვა ჩვენს მიერ მიღწეულიგამარჯვებების გამო და შიგადაშიგ რამდენიმე სრულიად გან-სხვავებული კითხვა დამისვა. იგი განსაკუთრებით დაინტერეს-და ჩვენი სოფლის მეურნეობის მდგომარეობით, ალბანეთის კლი-მატური თავისებურებებით, იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურე-ბით, რომლებიც ჩვენს ხალხს ტრადიციულად მოჰყავდა, და ა.შ.

— რომელ მარცვლეულ კულტურებს თესავთ უპირატესად?— მკითხა მან კერძოდ.

— პირველ რიგში სიმინდს, — მივუგე მას, — შემდეგ ხორ-ბალს, ჭვავს.

— კი, მაგრამ სიმინდს გვალვა არ აზიანებს?— რა თქმა უნდა აზიანებს, — ვუპასუხე, — გვალვა ხში-

რად გვაზარალებს, მაგრამ ჩვენი სოფლის მეურნეობის ჩამორ-ჩენილი მდგომარეობის გამო, ისევე როგორც პურის დიდი ნაკ-ლებობის გამო, ჩვენმა გლეხმა ისწავლა სიმინდიდან რაღაცუფრო მეტის მიღება, ვიდრე ხორბლისგან. ჩვენ ვიღებთ ზომებს

70

Page 73: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემების შესაქმნელად, ჭა-ობებისა და ზანზარების დასაშრობად.

იგი ყურადღებით მისმენდა, კიდევ უფრო დაწვრილებით მე-კითხებოდა და ძალზე ღირებულ რჩევებს გვაძლევდა. ასე მაგა-ლითად, კარგად მახსოვს, რომ საუბრისას სტალინი დაინტე-რესდა იმით, თუ რის საფუძველზე იყო გატარებული ალბანეთ-ში აგრარული რეფორმა, მიწის რამდენი პროცენტი დაურიგდაღარიბ და საშუალო გლეხობას, შეეხო თუ არა ეს რეფორმებირელიგიურ დაწესებულებებს და ა.შ.

როდესაც იმ საკითხზე გადავედით, თუ რა დახმარებასუწევდა სახელმწიფო გლეხობას და რა კავშირში იყო მუშათაკლასი გლეხობასთან, სტალინმა დამისვა კითხვა ტრაქტორებისშესახებ; იგი დაინტერესდა იმით, გაგვაჩნდა თუ არა ალბანეთ-ში მანქანა-ტრაქტორების სადგურები და როგორ იყვნენ ისინიორგანიზებული. ჩემი პასუხის მოსმენის შემდეგ მან განავრცოეს საკითხი და რამდენიმე ღირებული რჩევაც მოგვცა.

— მტს7, — თქვა მან, — უნდა ჩამოაყალიბოთ და გააძლიე-როთ, და მათ კარგად უნდა დაამუშავონ როგორც სახელმწიფოდა კოოპერატივების, ასევე გლეხების მიწები. ტრაქტორისტებიგამუდმებით უნდა ემსახურონ გლეხობას, უნდა ერკვეოდნენსოფლის მეურნეობაში, კულტურებში, ნიადაგებში, და საკუთა-რი ცოდნა ცხოვრებაში უნდა გაატარონ, რათა აუცილებლადმიაღწიონ წარმოების ზრდას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, —განაგრძო მან, — წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალი ყოვლის-მომცველი იქნება. როდესაც პირველი მანქანა-ტრაქტორების

7. მტს — მანქანა–ტრაქტორების სადგურები.

71

Page 74: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

სადგურები შევქმენით, ხშირად ისეც ხდებოდა, რომ გლეხობისმიწის დამუშავების შემდეგაც კი წარმოება არ იზრდებოდა. ესხდებოდა იმიტომ, რომ ტრაქტორისტისთვის არაა საკმარისიმარტო ტრაქტორის მართვის ცოდნა; იგი იმავდროულად კარგიმიწათმოქმედიც უნდა იყოს, უნდა იცოდეს, თუ როდის და რო-გორ დაიწყოს მიწის დამუშავება.

ტრაქტორისტები, — განაგრძო სტალინმა, — მუშათა კლა-სის წარმომადგენლები არიან, რომლებიც გლეხობასთან მუდ-მივ, ყოველდღიურ და უშუალო კონტაქტში იმყოფებიან. ამისგამო მათ უაღრესად კეთილსინდისიერად უნდა იმუშაონ, რათამუშათა კლასსა და გლეხობას შორის არსებული კავშირი გა-ნამტკიცონ.

ყურადღებამ, რომლითაც იგი ისმენდა ჩვენს ახსნა-განმარ-ტებებს ჩვენი ახალი ეკონომიკური ცხოვრებისა და განვითარე-ბის გზების შესახებ, ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდი-ნა. ამ პრობლემებზე საუბრისას და სხვა რამდენიმე საკითხისმასთან ერთად განხილვისას მეხსიერებაში ჩამრჩა ერთი მისიშესანიშნავი თვისება: იგი არასდროს იძლეოდა ბრძანებებს დაარავის ახვევდა თავს საკუთარ აზრს. ლაპარაკობდა, იძლეოდარჩევებს, შემოჰქონდა სხვადასხვა წინადადებები, მაგრამ ბო-ლოს ყოველთვის დასძენდა: „ეს ჩემი აზრია“, „ჩვენ ასე ვფიქ-რობთ. თქვენ, ამხანაგებო, თავად უნდა გადაწყვიტოთ, თქვენიკონკრეტული ვითარებიდან, თქვენი სიტუაციიდან გამომდინა-რე“. მას ყველა პრობლემა აინტერესებდა.

როდესაც ტრანსპორტზე და იმ უდიდეს სირთულეებზე ვლაპა-რაკობდი, რომელთა გადალახვაც გვიხდებოდა, სტალინმა მკითხა:

— აგებთ თუ არა მომცრო გემებს ალბანეთში?

72

Page 75: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

— არა, — მივუგე მე.— ფიჭვი თუ ხარობს თქვენთან?— კი, ფიჭვის მთელი ტყეები გაგვაჩნია.— მაშინ, — მითხრა მან, — ჩვენ გვქონია მშვენიერი ბაზა

მომავალში მარტივი საზღვაო ტრანსპორტის მშენებლობის-თვის.

მკითხა, თუ რა მდგომარეობაში იყო ალბანეთში სარკინიგ-ზო ტრანსპორტი, რა ერქვა ჩვენი ფულის ერთეულს, რისი საბა-დოები და შახტები გაგვაჩნდა და ახდენდნენ თუ არა მათ ექ-სპლუატაციას იტალიელები, და ა.შ.

ამხანაგ სტალინს დასმულ კითხვებზე ვუპასუხე, საუბრისდასასრულს კი მან თქვა:

— ალბანეთის ეკონომიკა ამჟამად ჩამორჩენილ მდგომარე-ობაშია. თქვენ, ამხანაგებო, ყველაფერს ნულიდან იწყებთ. ამისგამო თქვენს ძალისხმევას ჩვენი მხრიდან დახმარებაც შეემა-ტება, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, თქვენი ეკონომი-ნის აღსადგენად და თქვენი არმიის გასაძლიერებლად. ჩვენ, —მითხრა ამხანაგმა სტალინმა, — განვიხილეთ თქვენი მოთხოვ-ნები და დავეთანხმეთ მათ მთლიანად დაკმაყოფილებას. ჩვენდაგეხმარებით მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის საჭი-რო დანადგარებით აღჭურვაში, არმიის გაძლიერებაში, განათ-ლებისა და კულტურის განვითარებაში. ფაბრიკებსა და სხვადანადგარებს კრედიტის სახით მოგაწყდით, რომელსაც მაშინდაგვიფარავთ, როდესაც ამის საშუალება გექნებათ, შეიარაღე-ბას კი მთლიანად უსასყიდლოდ გადმოგცემთ, ეს ჩვენი საჩუქა-რი იქნება. ვიცით, რომ კიდევ უფრო მეტი გჭირდებათ, მაგრამ

73

Page 76: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ჯერ-ჯერობით მეტის საშუალება არ გაგვაჩნია, ჩვენ ხომ თავა-დაც ღარიბები ვართ ომის შედეგად მოყენებული ნგრევის გამო.

ამავე დროს, — განაგრძო სტალინმა, — სპეციალისტები-თაც დაგეხმარებით ალბანეთის ეკონომიკისა და კულტურისგანვითარების პროცესის დასაჩქარებლად. ნავთობის მოსაპო-ვებლად თქვენთან აზერბაიჯანელი სპეციალისტების გამოგ-ზავნას ვფიქრობ; ისინი ხომ შესანიშნავი ოსტატები არიან. ალ-ბანეთმა კი, დაე, თავისი მუშებისა და გლეხების შვილები საბ-ჭოთა კავშირში გამოგზავნოს სასწავლებლად, რათა მომავალ-ში ისინი საკუთარ სამშობლოს წინსვლაში დაეხმარონ.

მოსკოვში გატარებული დროის განმავლობაში, ამხანაგ სტა-ლინთან თითოეული შეხვედრის შემდეგ, სულ უფრო და უფრომეტად ვხედავდით ამ გამოჩენილ რევოლუციონერში, ამ დიადმარქსისტში უბრალო, გულისხმიერ და ბრძენ ადამიანს — ნამ-დვილ ადამიანს. მას მთელი გულით უყვარდა საბჭოთა ხალხი,მას მიუძღვნა მთელი თავისი ძალა და ენერგია, მისი გონება დაგული კი ხალხით იყო აღსავსე. ეს თვისებები თითოეულ საუ-ბარში, თითოეულ ღონისძიებაში ემჩნეოდა, რომელსაც კი ატა-რებდა ხოლმე — უმნიშვნელოვანესებიდან დაწყებული და ყო-ველდღიურებით დამთავრებული.

მოსკოვში ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ამხანაგ სტა-ლინთან და პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სხვა ხელ-მძღვანელებთან ერთად მოსკოვის ცენტრალურ სტადიონზე გა-მართულ ფიზკულტურის საკავშირო მანიფესტაციას დავესწა-რი. უნდა გენახათ, რა ინტერესით ადევნებდა თვალს სტალინიამ ღონისძიებას. ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ფეხი არ

74

Page 77: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

მოუცვლია, მანისფესტაციის მონაწილეებს თვალს არ აშორებ-და და მიუხედავად იმისა, რომ დასასრულს წვიმა წამოვიდა დამოლოტოვმა რამდენჯერმე სთხოვა, დაეტოვებინა მანიფესტა-ცია, მან ბოლომდე ინტერესით მიადევნა თვალი ფიზკულტუ-რელთა ვარჯიშს, ხუმრობდა და ხელის ქნევით ესალმებოდამათ. მახსოვს, რომ ღონისძიების დასასრულს მასობრივი კროსიგაიმართა. მძლეოსნებმა რამდენჯერმე შემოურბინეს სტადი-ონს და შეჯიბრება მიწურულს ტრიბუნასთან ჩამორჩენილიაწოწილი მძლეოსანი გამოჩნდა. იგი ძლივს მოლასლასებდა, ხე-ლებს უთავბოლოდ იქნევდა, მაგრამ სირბილს თავს მაინც არანებებდა. თანაც თავიდან ბოლომდე გაწუწული იყო. სტალინიამ მორბენალს შესცქეროდა ღიმილით, რომელშიც სინანულიდა მამობრივი სითბო იგრძნობოდა:

— ჩემო კარგო8, — ჩაილაპარაკა თავისთვის, — წადი სახ-ლში, წადი და დაისვენე, საჭმელი ჭამე და კვლავ დაბრუნდი!სირბილს მერეც მოასწრებ.

მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამრჩა სტალინის ღრმა პატივის-ცემა და დიდი სიყვარული ჩვენი ხალხის მიმართ, მისი სურვი-ლი, რომ რაც შეიძლება მეტი გაეგო ალბანელი ხალხის ისტო-რიისა და ადათ–წესების შესახებ. იმ დღეებში გამართული ერ-თი შეხვედრის დროს, რომელიც სტალინმა ჩვენი დელეგაციისსაპატივსაცემოდ კრემლში გამართა, მასთან საინტერესო საუ-ბარი გავმართეთ ალბანელი ხალხის ენის წარმოშობის შესახებ.

— როგორია თქვენი ხალხის ენა და საიდან წარმოიშვა იგი,— მკითხა მან, — და არის თუ არა თქვენი ხალხი ახლოს ბას-

8. ტექსტში რუსულადაა.

75

Page 78: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

კებთან? არ მჯერა, — განაგრძო სტალინმა, — რომ ალბანელიხალხი შორეული აზიიდან იყოს გამოსული, იგი არც თურქულიწარმოშობისაა, ალბანელები ხომ თურქებზე ძველი ხალხია. იქ-ნებ საერთო ფესვები გააჩნიათ თქვენს ხალხს და ეტრუსკებს,რომლებიც თქვენს მთებში დარჩნენ, ვინაიდან სხვებმა, რომლე-ბიც იტალიაში გადავიდნენ, ხშირად განიცადეს რომაელებთანასიმილაცია, ნაწილობრივ კი იბერიის ნახევარკუნძულზე გადა-სახლდნენ.

ამხანაგ სტალინს ვუპასუხე, რომ ჩვენი ხალხის წარმოშობაუხსოვარ დროში მოხდა, მისი ენა კი ინდოევროპული ენაა. არ-სებობს უამრავი თეორია ამ საკითხის ირგვლივ, არადა სიმარ-თლე ისაა, რომ ჩვენ ილირიელების შთამომავლები ვართ. ილი-რიული წარმოშობის ერი ვართ. არსებობს თეორიაც, რომელიცამტკიცებს, რომ ალბანელი ხალხი ბალკანეთის ყველაზე ძველიხალხია, და რომ ალბანელების უძველესი, ჰომეროსამდელი წი-ნაპრები პელაზგები არიან.

თეორიას პელაზგების შესახებ, განვუმარტე შემდეგ, ერთხანს ბევრი მეცნიერი, განსაკუთრებით კი გერმანელები, ავითა-რებდნენ. არსებობს ერთი ალბანელი მეცნიერიც, რომელიცცნობილია ჰომეროსის სპეციალისტად, და იგი ასეთივე დას-კვნამდე მივიდა იმ სიტყვებზე დაყრდნობით, რომლებიც „ილია-დასა“ და „ოდისეაში“ სწერია და რომლებსაც ალბანელი ხალხიდღესაც იყენებს, მაგალითად, სიტყვა „გურ“-ი, რაც რუსულად„ქვას“ ნიშნავს. ჰომეროსი მას ბერძნული სიტყვის წინ აყენებსდა ამბობს „გური-პეტრა“. ესე იგი, ზოგიერთ ასეთ სიტყვაზედაყრდნობით, თუ მხედველობაში მივიღებთ წინასწარმეტყველდოდონს, ზოგიერთ დოკუმენტაციას ან სიტყვის ეტიმოლოგიას,

76

Page 79: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

რომლებმაც უამრავი ფილოლოგიური ცვლილებები განიცადეს,მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჩვენი უძველესი წინაპრები იყ-ვნენ პელაზგები, რომლებიც ჯერ კიდევ ბერძნებამდე ცხოვ-რობდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.

ყოველ შემთხვევაში, არასდროს მსმენია, რომ ალბანელებიდა ბასკები ერთი და იგივე წარმოშობისა ყოფილიყვნენ, ვუთ-ხარი ამხანაგ სტალინს. შეიძლება ასეთი თეორიაც არსებობს,მსგავსად იმისა, რომელიც ზემოთ ახსენეთ, და რომლის თანახ-მადაც ეტრუსკების ნაწილი ალბანეთში დარჩა, მეორე ნაწილიიტალიაში გადასახლდა, მესამე ნაწილმა კი ესპანეთში იბერიისნახევარკუნძულს მიაშურა. შეიძლება ამ თეორიასაც გააჩნიამომხრეები, მაგრამ ჩემთვის იგი უცნობია.

— ჩვენ კავკასიაში გვაქვს ადგილი, რომელსაც ეწოდება„ალბანეთი“, — მითხრა სტალინმა. — აქვს თუ არა ამას რამეკავშირი ალბანეთთან?

— არ ვიცი, — მივუგე მას, — თუმცა ისიც ფაქტია, რომმრავალი საუკუნის განმავლობაში, ოსმანეთის უსასტიკესუღელქვეშ ყოფნისას, ოსმანელი სულთნებისა და ფადიშაჰებისაურაცხელი ომებისა და დაუნდობელი ჯვაროსნული ლაშქრო-ბების შედეგად მრავალი ალბანელი იძულებული იყო დაეტო-ვებინა თავისი სამშობლო და უცხოეთში გადახვეწილიყო, სა-დაც მთელი სოფლებიც კი დაუარსებიათ. ასე იყო იმ ათასობითალბანელის შემთხვევაშიც, რომლებიც ჯერ კიდევ XV საუკუნე-ში, ჩვენი ეროვნული გმირის — სკანდერბეგის — სიკვდილისშემდეგ სამხრეთ იტალიაში გადასახლდნენ, სადაც ახლაც არსე-ბობს მთელი ზონები, რომლებიც იტალიის არბერეშებითაა და-სახლებული, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე 4-

77

Page 80: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

5 საუკუნეა, რაც უცხოურ მიწაზე ცხოვრობენ, ჯერაც შენახუ-ლი აქვთ თავიანთი წინაპრების სამშობლოს ენა და ადათ–წესე-ბი. ამავე დროს, — ვუთხარი ამხანაგ სტალინს, — მრავალიალბანელი საბერძნეთშიც გადასახლდა, სადაც ასევე არსებობსსაბერძნეთის არბერეშებით დასახლებული მთელი ზონები;სხვები გადასახლდნენ თურქეთში, რუმინეთში, ბულგარეთში,ამერიკაში და ა.შ. თუმცა „ალბანეთად“ წოდებული თქვენი ად-გილის შესახებ კონკრეტულად არაფერი მსმენია.

შემდეგ სტალინმა რამდენიმე ალბანური სიტყვის შესახებმკითხა. დაინტერესდა, თუ რა ერქვა ალბანურად შრომის ია-რაღს, საყოფაცხოვრები ჭურჭელს და ა.შ. მას ალბანურად ვპა-სუხობდი, იგი ყურადღებით მისმენდა, იმეორებდა მათ, აკეთებ-და შედარებას შრომის იარაღის ალბანურ დასახელებებსა დაკავკასიელი ალბანელებისეულ მათ ექვივალენტებს შორის.დროდადრო მოლოტოვსა და მიქოიანს მიმართავდა ხოლმე, რა-თა მათი აზრიც გაეგო. როგორც აღმოჩნდა, შესადარებელისიტყვების ფუძეებში მსგავსება არ არსებობდა.

ამ დროს სტალინმა ღილაკს დააჭირა და რამდენიმე წამისშემდეგ შემოვიდა გენერალი, რომელიც სტალინთან მსახურობ-და, ტანმაღალი და ძალზე აკურატული სამხედრო პირი, რომე-ლიც ჩვენ საკმაოდ გულთბილად და მეგობრულად გვექცეოდა.

— ამხანაგ ენვერ ხოჯასთან ერთად ვცდილობთ ერთი სა-კითხის გადაჭრას, მაგრამ ვერ ვახერხებთ, — მიმართა სტა-ლინმა გენერალს. — დაუკავშირდი, გეთაყვა, პროფესორს (დადაასახელა გამოჩენილი საბჭოთა ენათმეცნიერი და ისტორი-კოსი, რომლის სახელსაც ვეღარ ვიხსენებ) და ჰკითხე ჩემი სა-

78

Page 81: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

ხელით, არსებობს თუ არა კავშირი კავკასიელ ალბანელებსადა ალბანეთს შორის.

გენერლის წასვლის შემდეგ სტალინმა ხელში აიღო ფორ-თოხალი, ასწია და წარმოთქვა:

— რუსულად მას ჰქვია „აპელსინ“-ი. ალბანურად?— „ფორთოკალ“, — ვუპასუხე მას.მან კვლავ შეადარა ორივე ენაზე წარმოთქმული სიტყვები

და მხრები აიჩეჩა9. ათიოდე წუთში გენერალიც დაბრუნდა.— პროფესორისგან პასუხი მივიღე, — გვითქრა მან. — მი-

სი თქმით, არ არსებობს რაიმე დამამტკიცებელი საბუთი კავკა-სიელ ალბანელებსა და ალბანეთს შორის კავშირის არსებობისშესახებ. თუმცა დააყოლა, რომ უკრაინაში, ოდესის ოლქში, არ-სებობს ალბანელებით დასახლებული რამდენიმე სოფელი (და-ახლოებით 7). ამაზე პროფესორს უტყუარი მონაცემები გააჩნია.

მაშინვე დავავალე მოსკოვში ჩვენს ელჩს, რომ რამდენიმეჩვენი სტუდენტი, რომლებიც საბჭოთა კავშირში ისტორიისსპეციალობას ეუფლებოდნენ, პრაქტიკისთვის ამ სოფლებში ჩა-სულიყვნენ და შეესწავლათ საკითხი, თუ როდის და რა მიზე-ზით გადასახლდნენ ეს ალბანელები ოდესაში, შეინარჩუნეს თუარა თავიანთი წინაპრების ენა და ადათები, და ა.შ.

სტალინმა ჩვეული ყურადღებით მოგვისმინა და გვითხრა:

9. ქართველი მკითხველი ადვილად მიხვდება სტალინის ასეთ გაკვირვე-ბას, რამეთუ ამ მცენარეს, მაგალითად, ქართულად „ფორთოხალი“ ჰქვია,რაც სტალინმა მშვენივრად იცოდა. ასევე ეცოდინებოდა სტალინს ფორთოხ-ლის აზერბაიჯანული სახელიც — „პორტოღალ“, რომელიც ფაქტობრივადემთხვევა ქართულსაც და ალბანულ “portokall”-საც — ვინაიდან სტალინიდიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა აზერბაიჯანში, ეს ხილი კი მეტადგავრცელებული იყო. [მთარგმნელის შენიშვნა].

79

Page 82: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

— ძალიან, ძალიან კარგი იქნება. გაიარონ თქვენმა სტუდენ-ტებმა პრაქტიკა იქ, თანაც რამდენიმე ჩვენი სტუდენტიც გაჰყვეს.

— ალბანოლოგიური მეცნიერებები, ვუთხარი ამხანაგ სტა-ლინს ამ საუბრის გაგრძელების მიზნით, — უწინ არ იყო სათა-ნადოდ განვითარებული და ამ საკითხებით ძირითადად უცხო-ელი მკვლევარები იყვნენ დაკავებული. ამან, სხვა რომ არაფე-რი ვთქვათ, ხელი შეუწყო ათასგვარი თეორიის გაჩენას ჩვენიხალხისა და ჩვენი ენის წარმოშობის შესახებ. ყოველ შემთხვე-ვაში, ყველა მათგანი ეთანხმება იმ აზრს, რომ ალბანელი ხალხიდა მისი ენა უძველესი წარმომავლობისაა. თუმცა ზუსტ პასუხსამ საკითხზე ჩვენი ალბანოლოგები გასცემენ, რომლებსაც ჩვე-ნი პარტია და ჩვენი სახელმწიფო საგულდაგულოდ მოამზა-დებს და მუშაობისთვის ყველა პირობას შაუქმნის.

— ალბანეთი, — მითხრა სტალინმა, — საკუთარ ფეხზე უნ-და იდგეს, რამეთუ ამისთვის ყველაფერი გააჩნია.

— აუცილებლად წავალთ წინ, — მივუგე მას.— ჩვენი მხრიდან კი მთელი გულით დავეხმარებით ალბა-

ნელ ხალხს, — გვითხრა კეთილგანწყობით ამხანაგმა სტალინ-მა, — იმიტომ რომ ალბანელები კეთილი ხალხია.

ვახშამმა, რომელიც ამხანაგმა სტალინმა ჩვენი დელეგაციისსაპატივსაცემოდ გამართა, ძალზე თბილ, გულისხმიერ და ძალ-დაუტანებელ ვითარებაში ჩაიარა. თავდაპირველად სტალინმაჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმატებებისა და აყ-ვავების, ალბანეთის კომუნისტური პარტიის სადღეგრძელოწარმოთქვა. შემდეგ მადღეგრძელა მე, შემდეგ — ჰიუსნი10 დაალბანეთის დელეგაციის ყველა წევრი. მახსოვს, რომ მოგვიანე-

80

Page 83: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

პირველი შეხვედრა

ბით, როდესაც მას უცხოელ დამპყრობელთა წინააღმდეგ საუ-კუნოვანი ბრძოლის განმავლობაში ჩვენი ხალხის გამძლეობაზევესაუბრებოდი, ამხანაგმა სტალინმა ჩვენს ხალხს „გმირი ხალ-ხი“ უწოდა და მისი სადღეგრძელო ხელმეორედ შესვა. ჩვენსშორის გამართული ძალდაუტანებელი საუბრების პარალელუ-რად იგი დროდადრო სხვებსაც მიმართავდა ხოლმე, ეხუმრებო-და და ესალმებოდა მათ. იგი ცოტას ჭამდა, მაგრამ წითელიღვინით სავსე ჭიქა ახლოს ედგა და თითოეული სადღეგრძე-ლოს წარმოთქმის შემდეგ ცოტას მოსვამდა ხოლმე.

ვახშმობის დამთავრების შემდეგ ამხანაგმა სტალინმა კრემ-ლის კინოდარბაზში მიგვიწვია, სადაც რამდენიმე კინოჟურნა-ლის გარდა ვნახეთ საბჭოთა ფილმი „ტრაქტორისტები“. ტახ-ტზე ერთმანეთის გვერდით ჩამოვჯექით და გამაკვირვა იმ ყუ-რადღებამ, რომლითაც სტალინი ამ ახალ საბჭოთა ფილმს უყუ-რებდა. ხშირად ხმამაღლა ლაპარაკობდა თავისი თბილი ხმითდა ფილმში განვითარებულ მოვლენებს კომენტარებს უკეთებ-და. განსაკუთრებით მოეწონა, თუ როგორ ცდილობდა პროტა-გონისტი, მოწინავე ტრაქტორისტი თავისი ამხანაგებისა და მი-წათმოქმედების ნდობის მოსაპოვებლად ყანებში მომუშავეადამიანების ადათ–წესების, აზრებისა და ოცნებების უკეთ შეს-წავლას. მათ გვერდით შრომისა და ცხოვრების შედეგად ამტრაქტორისტმა მოახერხა ის, რომ გლეხების მიერ საპატივსა-ცემო ხელმძღვანელი გახდა. სტალინმა ამ მომენტში გვითხრა:

10. ამხანაგი ჰიუსნი კაპო — იმ პერიოდში ალბანეთის სახალხო რეს-პუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 1947 წლის ივლისშიმოსკოვში გამგზავრებული ჩვენი დელეგაციის წევრი.

81

Page 84: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

— იმისათვის, რომ შეძლოთ ხელმძღვანელობა, აუცილებე-ლია მასის ცოდნა, მასის საცოდნელად კი მასში უნდა გაერიოთ.

შუაღამე გადასული იყო, როდესაც წასვლა დავაპირეთ. ამდროს სტალინმა კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა, აგვეწია ღვი-ნის ჭიქები, და მესამედ ადღეგრძელა „გმირი ალბანელი ხალხი“.

შემდეგ თითოეულ ჩვენგანს მიესალმა და როდესაც ხელსმართმევდა, მთხოვა:

— გადაეცით ჩემი მხურვალე სალამი გმირ ალბანელ ხალხს,რომელსაც წარმატებებს ვუსურვებ!

1947 წლის 26 ივლისს ამხანაგ სტალინთან შეხვედრებითადა საუბრებით ძალზე კმაყოფილი ჩვენი დელეგაცია სამშობ-ლოში დაბრუნდა.

82

Page 85: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

მეორე შეხვედრა

1949 წლის მარტი-აპრილი

ჩვენი პოზიცია იუგოსლავიის მთავრობის მიმართ ჯერ კი-დევ ომის პერიოდში. ალბანეთის კომუნისტური პარტიის Iყრილობა. ტერორის პოლიტიკა კოსოვოში. იმ იუგოსლავი-ური დივიზიების შესახებ, რომლებიც ალბანეთში უნდაგადმოესროლათ. ტიტოელებმა ალბანეთში სიტუაციის გაუ-არესება სცადეს. მოძმე ბერძენი ხალხის ბრძოლის შესახებ.საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობისმცდარი შეხედულებები. ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარე-ბის სანაცვლოდ ინგლისელები მათთვის ჩვენი პორტებისსამხედრო ბაზების გასალაგებლად გადაცემას ითხოვენ. ალ-ბანეთის ეკონომიკური და კულტურული განვითარების გზა.ჩვენი გლეხობის მდგომარეობის შესახებ. ალბანეთის ხალხისისტორიის, კულტურის, ენისა და ადათ-წესების შესახებ.

1949 წლის 21 მარტს კვლავ მოსკოვში გავემგზავრე ალბანეთისსახალხო რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური დელეგაციისმეთაურის რანგში და იქ იმავე წლის 11 აპრილამდე დავრჩი.

მოსკოვის აეროპორტში დაგვხვდნენ მიქოიანი, ვიშინსკი დასხვები, ისევე როგორც სახალხო დემოკრატიის ქვეყნების ყვე-ლა დიპლომატიური წარმომადგენელი.

პირველი ოფიციალური შეხვედრა ვიშინსკისთან ჩასვლიდანმეორე დღესვე გავმართეთ, 23 მარტს კი, 22 საათსა და 5 წუთ-

83

Page 86: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ზე, კრემლში ამხანაგმა სტალინმა ვიშინსკისთან და ალბანეთშისსრკ ელჩთან, ჩუვახინთან, ერთად მიმიღო. ჩემთან ერთად იყ-ვნენ სპირო კოლეკა და იმ პერიოდში მოსკოვში ჩვენი ელჩი მი-ხაილ პრიფტი.

ამხანაგმა სტალინმა თავის კაბინეტში დიდი გულისხმიერე-ბით მიგვიღო. მან თითოეულ ჩვენგანს ხელი ჩამოართვა დაჩემს წინ შეჩერდა:

— მომეჩვენა, რომ ლოყები ჩაგცვივნია, — მომმართა მე, —ავად ხომ არა ხარ? ან იქნებ დაღლილი ხარ?

— ძალზე მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ კვლავ გხვდე-ბით, — მივუგე მას, ჩამოვჯექი და განვაგრძე, რომ რამდენიმესაკითხის დაყენება მსურდა.

— დროში შეზღუდული არა ხართ, — მითხრა მან კეთილ-განწყობით, რათა მისთვის მეთქვა ყველაფერი, რასაც საჭი-როდ ვთვლიდი.

ამხანაგ სტალინს მოკლედ ჩამოვუყალიბე რამდენიმე სა-კითხი. ზოგადად ავუხსენი პარტიისა და ქვეყნის მდგომარეობა,უკანასკნელი მოვლენები, დაშვებული შეცდომები და ჩვენი პო-ზიცია იუგოსლავიის საკითხთან დაკავშირებით. აღვნიშნე, რომჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობაზე იუგოსლავიის ტროცკისტუ-ლი ხელმძღვანელობის გავლენისა და ზოგიერთი ჩვენი ხელ-მძღვანელის ზედმეტი ნდობის გამოისობით იუგოსლავიის მო-ღალატე ხელისუფლების მიმართ დავუშვით უხეში შეცდომები,განსაკუთრებით, პარტიის საორგანიზაციო ხაზში, რაც აღინიშ-ნა ალბანეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტე-ტის XI პლენუმზე, რომელიც გაიმართა ბოლშევიკთა საკავშიროკომუნისტური პარტიის მიერ იუგოსლავიის კომუნისტური პარ-

84

Page 87: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

ტიის კომიტეტისადმი მიწერილი წერილების გამო, აგრეთვე,ინფორმბიუროს რეზოლუციის გამო „იუგოსლავიის კომუნის-ტური პარტიის მდგომარეობის შესახებ“.

— ჩვენი პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, — მივმართეამხანაგ სტალინს, — მთლიანად მიიღო ინფორმბიუროს რეზო-ლუცია და სპეციალურ კომუნიკეში დავგმეთ იუგოსლავიისტროცკისტული მთავრობის მუხანათური, ანტიალბანური დაანტისაბჭოთა კურსი. ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობა, — აღ-ვნიშნე მე, — კარგა ხანია, რაც ეჯახება ტიტოელების11 მტრულდა ფარულ საქმიანობას, ტიტოს წარგზავნილების — ვუკმანო-ვიჩ ტემპოსა და დუშან მუგოშის — თავხედობასა და ფანდებს.ალბანეთის გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, აღვნიშნეგანსაკუთრებით, ტიტომ საკუთარი ანტიალბანური და ანტი-მარქსისტული მიზნების გასახორციელებლად იუგოსლავიისკომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციაგამოგვიგზავნა, რომელსაც მისი განსაკუთრებული დელეგატი,ველიმირ სტოინიჩი, ხელმძღვანელობდა. მან და მისმა საიდუმ-ლო თანამზრახველებმა — მოღალატებმა სეიფულა მალეშო-ვამ, კოჩი ძოძემ, პანდი კრისტომ და სხვებმა — მოამზადეს ბე-რათის უსინდისო და სახიფათო შეთქმულება, რომელიც ფაქ-ტობრივად იმ სწორი ხაზის წინააღმდეგ იყო მიმართული, რო-მელსაც პარტია ომის მთელი პერიოდის განმავლობაში ატა-რებდა, მიმართული იყო ჩვენი პარტიისა და ჩვენი ქვეყნის და-მოუკიდებლობის წინააღმდეგ, ისევე როგორც პირადად პარტი-ის გენერალური მდივნის წინააღმდეგ. ჩვენი პარტიის ხელ-

11. იხ.: ენვერ ხოჯა. „ტიტოელები“ (ისტორიული ჩანაწერები). გამომც.„8 ნენტორი“, ტირანა — 1983, რუს. ენაზე.

85

Page 88: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ი.ბ. სტალინი და ამხანაგი ენვერ ხოჯა მოსკოვისცენტრალურ სტადიონზე. 1947 წლის ივლისი.

Page 89: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მოსკოვის ცენტრალურ სტადიონზე. 1947 წლის ივლისი.

Page 90: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ვ.ი. ლენინი და ი.ბ. სტალინი გორკში. 1922წ.

Page 91: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ნაირფერი გვირგვინი უკვდავი ლენინის მავზოლეუმის წინ. 1949 წლის მარტი.

Page 92: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ვ.ი. ლენინის ცენტრალურ მუზეუმში. მოსკოვი, 1949 წ.

Page 93: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ამხანაგი ენვერ ხოჯა სიტყვით გამოდის დედაქალაქის მო-სახლეობის წინაშე ალბანეთის სახალხო რესპუბლიკის დე-ლეგაციის საბჭოთა კავშირში ვიზიტიდან დაბრუნებასთანდაკავშირებით. 1949 წლის აპრილი.

Page 94: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ამხანაგ ენვერ ხოჯას ჩანაწერთა ფაქსიმილეები, რომლებიციოსებ სტალინთან შეხვედრებისას გაკეთდა.

Page 95: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის პარტიზნისუბეში მყოფი და ფაშისტთა ტყვიით განგვირული ეს წიგნი1947 წელს ი.ბ. სტალინს ვუსაჩუქრეთ.

Page 96: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

მძღვანელთა საიმედო ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ არაფე-რი იცოდნენ ამ შეთქმულების შესახებ, მაშინვე გადაჭრით გა-მოვიდა იმ ბრალდებების წინააღმდეგ, რომლებიც მათ და სამ-ხედრო პერიოდის ძირითად ხაზს წამოუყენეს. მოგვიანებით,დარწმუნებული ვიყავი რა იმაში, რომ ბერათში დაშვებულიიყო ანტიმარქსისტული ტიპის უხეში შეცდომები, ჩვენს პო-ლიტბიუროს წარვუდგინე თეზისები ბერათის პლენუმის გადა-სასინჯად, მაგრამ იუგოსლავიის მთავრობისა და ჩვენს რიგებ-ში მყოფი მისი აგენტურის თავგამოდებული ძირგამომთხრელისაქმიანობის შედეგად ამ თეზისების მიღება ვერ მოხერხდა.მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ, თქვენი პარტიის ცენ-ტრალური კომიტეტის წერილებმა, ისევე როგორც ინფორმბიუ-როს რეზოლუციამ, — ვუთხარი ამხანაგ სტალინს, — მთლიანადგანგვიმარტეს ვითარება, ფარდა აეხადა და დადასტურდა იუ-გოსლავიის მთავრობის მტრული საქმიანობა ტიტოს მეთაურო-ბით, პარტიის ცენტრალური კომიტეტის XI პლენუმზე კი დაუნ-დობლად იყვნენ მხილებული ჩვენი პარტიის რიგებში მყოფი შეთ-ქმულები. ალბანეთის კომუნისტური პარტიის I ყრილობამ მხარიდაუჭირა და კიდევ უფრო გააღრმავა გადახვევა, რომელიც ცენ-ტრალური კომიტეტის XI პლენუმზე მოხდა. მან სწორი შეფასებამისცა იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც პარტია მიჰყვებოდა თა-ვისი დაარსების დღიდან, და აღნიშნა, რომ გათავისუფლების შემ-დეგ დაშვებული ცალკეული დამახინჯებების მიზეზი იყო იუგოს-ლავიის ჩარევა და კოჩი ძოძეს, პანდი კრისტოსა და კრისტო ტე-მელკოს მუხანათური და ტროცკისტული საქმიანობა.

აღვნიშნე, რომ კოჩი ძოძე და პანდი კრისტო იუგოსლავიე-ლი ტროცკისტების საშიში აგენტები იყვნენ, რომლებიც ჩვენი

86

Page 97: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

პარტიის ხელმძღვანელობის შემადგენლობაში მოქმედებდნენ,და რომ მათ, იუგოსლავიელი ტიტოელების მითითებითა დახელშეწყობით, ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩვენი პარტიისა დაჩვენი სახალხო დემოკრატიის სახელმწიფოს საკვანძო თანამ-დებობების უზურპირება მოეხდინათ. თავიანთი მუხანათურისაქმიანობით ისინი ემსახურებოდნენ იუგოსლავიური ტროც-კისტული მთავრობის ნაციონალ-შოვინისტურ და კოლონია-ლისტურ პოლიტიკას ალბანეთის სახალხო რესპუბლიკის მი-მართ. აღვნიშნე ისიც, რომ კრისტო ტემელკო იყო ერთ-ერთიიმათგანი, ვინც ყველაზე მეტად განიცდიდა იუგოსლავიისტროცკისტული მთავრობის გავლენას და უსიტყვოდ ასრულებ-და მის დირექტივებს სამხედრო სექტორში. მან, აღვნიშნე მე,მას შემდეგ, რაც მთლიანად გამოაშკარავდა იუგოსლავიისმთავრობის ღალატი, აღიარა თავისი შეცდომები და პარტიისწინაშე თვითკრიტიკით წარსდგა.

სტალინმა, რომელიც ყურადღებით მისმენდა, მკითხა:— საიდან არიან ის სამნი? სლავები არიან, ალბანელები თუ

სადაურები?— კრისტო ტემელკო, — მივუგე მე, — წარმოშობით მაკე-

დონიელია, კოჩი ძოძე — ალბანელი, თუმცა მისი მშობლები მა-კედონიაში ცხოვრობდნენ.

შემდეგ ვილაპარაკე იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობაჰქონდა ჩვენთვის იუგოსლავიის მთავრობისადმი გაგზავნილბოლშევიკთა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალურიკომიტეტის წერილებსა და ინფორმბიუროს რეზოლუციას. ამდოკუმენტების ფონზე, რომლებიც ჩვენი პარტიისა და ჩვენიხალხისთვის ეგზომ კრიტიკულ მომენტში მივიღეთ, — ვუთხა-

87

Page 98: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

რი ამხანაგ სტალინს, — ჩვენი პარტიის ცენტრალური კომიტე-ტისთვის სრულიად აშკარა გახდა ალბანეთში იუგოსლავიის ჩა-რევის ხასიათი და მიზნები. მივაწოდე მას ინფორმაცია ჩვენიპარტიის მიერ გატარებული მრავალრიცხოვანი ზომების შესა-ხებ ამ დაუნდობელი აგენტურული, ანტიმარქსისტული და ან-ტიალბანური საქმიანობის სალიკვიდაციოდ და დავძინე, რომმომხდარის გამო, — მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ომისპერიოდში ვეჯახებოდით იუგოსლავთა მზაკვრულ მოქმედე-ბებს და გამოვდიოდით მათ წინააღმდეგ, — ჩვენს პასუხის-მგებლობას კარგად ვგრძნობთ, ჩვენ ხომ უფრო ფხიზლად უნდავყოფილიყავით.

ამ დროს ამხანაგმა სტალინმა სიტყვა გამაწყვეტინა:— იუგოსლავიის მთავრობისადმი გაგზავნილ წერილებში

ყველაფერი არ შესულა, მრავალ საქმეს ხომ მოგვიანებით აეხა-და ფარდა. არ ვიცოდით, რომ იუგოსლავებმა თქვენი ქვეყნისბერძენი ფაშისტებისგან „დაცვის“ საბაბით ალბანეთის სახალ-ხო რესპუბლიკაში თავისი არმიის განლაგებმა სცადეს. ისინიამის გაკეთებას ძალზე საიდუმლოდ ცდილობდნენ. ამ მხრივმართლაც მტრული მიზნები ამოძრავებდათ, რამეთუ ცდილობ-დნენ ალბანეთში სიტუაციის გაუარესებას. თქვენს მიერ მოწო-დებული ცნობა ამის შესახებ ჩვენთვის მეტად სასარგებლო გა-მოდგა, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გვეცოდი-ნებოდა ამ დივიზიების შესახებ, რომელთა გადმოსროლასაცთქვენს ტერიტორიაზე აპირებდნენ. ისე იქცეოდნენ, თითქოსამაზე თანხმობა საბჭოთა კავშირისგან ჰქონდათ მიღებული!რაც შეეხება თქვენს სიტყვებს იმაზე, რომ უფრო ფხიზლად უნ-და ყოფილიყავით, უნდა ვაღიაროთ, რომ იუგოსლავიასთან მი-

88

Page 99: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

მართებაში სიფხიზლის მოდუნება მარტო თქვენ კი არა, სხვებ-მაც დაუშვეს.

საუბარი გავაგრძელე და ამხანაგ სტალინს ვუთხარი, რომჩვენს ქვეყანაში ამერიკელი და ინგლისელი იმპერიალისტებისმიერ მართული ტიტოელებისა და მონარქისტ-ფაშისტების მი-ერ შექმნილი რთული მომენტების გადალახვა პარტიის სწორიხაზის, ჩვენი ხალხის პარტიოტიზმისა და საბჭოთა კავშირისკომუნისტური პარტიის დახმარებით მოხერხდა. ეს დიდი გა-მოცდა იყო, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა იმის შესახებ, თუროგორ ხდება ხარვეზების აღმოფხვრა, მიღწეული გამარჯვე-ბების გამტკიცება და მათი შემდგომი განვითარებისთვის ბრძო-ლა. ჩვენმა არმიამ დაკისრებული ამოცანები შეასრულა, რომლისდროსაც სიმამაცე და დიდი პატრიოტიზმი გამოავლინა.

ჩვენ მიერ განვლილ რთულ პერიოდში მასების უდიდესიპატრიოტიზმი გამოვლინდა. მათ მტკიცედ სჯეროდან ჩვენიპარტიის, მისი ხაზის მართებულობის და საბჭოთა კავშირისა.შიგა მტრის საქმიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩვენ, —ვუთხარი ამხანაგ სტალინს, — გავაუვნებელვყვეთ იმ ადამიან-თა მტრული საქმიანობა, რომლებიც იუგოსლავიის ტროცკის-ტულ მთავრობას ემსახურებოდნენ. მათ, ვინც ასე თუ ისე იუ-გოსლავიის ტროცკისტული მთავრობის ანტიალბანურ საქმია-ნობაშია ჩართული, ვუდგებოდით და ვუდგებით დიფერენცირე-ბულად. მათი ნაწილი თვითკრიტიკით გამოვიდა და განაცხადა,რომ შეცდომას თავიანთი მიამიტობის შედეგად უშვებდნენ, მა-შინ როცა სხვები, რომლებზეც სერიოზული კომპრომატი არსე-ბობდა, ამჟამად სახალხო სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს.

89

Page 100: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

— დაიცავით სამშობლო და პარტია, — თქვა ამხანაგმასტალინმა. — მტერი სრულად და შეუვალი მტკიცებულებებითუნდა ამხილოთ, რათა ხალხმა მათი დანაშაულების შესახებ შე-იტყოს და მათი მხრიდან არსებულ საშიშროებაში დარწმუნდეს.ხალხის თვალში ასეთი სახით დისკრედიტირებული მტერი,თუნდაც არ დახვრიტოთ იგი, მორალურად და პოლიტიკურადუკვე დახვრეტილი აღმოჩნდება, რამეთუ ხალხის გარეშე იგივეღარაფერს მოიმოქმედებს.

— ტირანაში გამართული ამჟამინდელი სასამართლო პრო-ცესი, — ვუთხარი ამხანაგ სტალინს, — სრულიად ღიად მიმდი-ნარეობს, და სასამართლო დარბაზში ნათქვამი ყველა სიტყვაგაზეთებში ქვეყნდება.

ამადე დროს, — დავძინე მე, — მათ, ვინც გაისიგრძეგანა სა-კუთარი შეცდომები, ვინც გულწრფელი და დამაჯერებელითვითკრიტიკით გამოვიდა, ფრთხილად და დიდსულოვნად მო-ვექეცით, შევუქმენით ყველა შესაძლებლობა დაშვებული შეც-დომების შრომით გამოსასწორებლად, რათა პარტიისა და ხალ-ხისადმი ერთგულება გამოემჟღავნებინათ. გადავწყვიტეთ, რომზოგიერთი მათგანი სასწავლებლად საბჭოთა კავშირიშიც კი გაგ-ვეგზავნა, — და ამ დროს ერთი მათგანის სახელი წარმოვთქვი.

— როგორ, როგორ? — მკითხა სტალინმა და თვალი თვალშიგამიყარა. — გინდათ, რომ იგი ჩვენთან სასწავლებლად ჩამოვი-დეს? მისდამი პოლიტიკური ნდობა ჯერაც არ დაგიკარგავთ?

— დიახ, — ვუპასუხე მე, — მისი თვითკრიტიკა სულ უფროდა უფრო ღრმავდება და ვიმედოვნებთ, რომ იგი გამოსწორდება.

— თავად მას თუ სურს ჩვენთან ჩამოსვლა?

90

Page 101: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

— თავადვე გამოთქვა თქვენთან ჩამოსვლის სურვილი, —მივუგე მე.

ამასობაში ჩუვახინმა რამდენიმე განმარტება გააკეთა ჩემიმოსაზრების მხარდასაჭერად.

— თუ ასეა, და თქვენ, ამხანაგო ენვერ, ყველაფერი კარგადაწონ-დაწონეთ, დაე ჩამოვიდეს.

საუბარი განვაგრძე და ამხანაგ სტალინს ვუთხარი, რომ ამპერიოდის განმავლობაში ამერიკელებმა იტალიის გავლით სამ-ხრეთში და ალბანეთის ჩრდილოეთში დივერსანტების ჯგუფე-ბი გადმოსხეს. ამ დივერსანტთა ნაწილი გავანადგურეთ, და-ნარჩენები კი დავატყვევეთ. ჩვენს სამხრეთ საზღვართან მოსა-ლოდნელი სირთულეების გათვალისწინებითა და საზღვრის ამნაწილის გამაგრების მიზნით თავდაპირველად ალბანეთის ჩრდი-ლოეთი უნდა გაგვეწმინდა პოლიტიკური და სისხლის სამარ-თლის დამნაშავეებისგან, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე რან-კოვიჩის მიერ შემოგზავნილი აგენტების ხელმძღვანელობითმოქმედებდნენ. და ასეც მოვიქეცით. იუგოსლავების სამსახურ-ში მყოფმა ამ ბანდებმა რამდენიმე თავდასხმა მოაწყეს. ჩვენსმიერ განხორციელებული წმენდა წარმატებით დასრულდა:რამდენიმე მათგანი გავანადგურეთ, დანარჩენები კი იუგოსლა-ვიის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დღემდე იქ იმყოფებიან.

— კიდევ თუ აგრძელებენ დივერსანტების გადმოსხმას? —მკითხა ამხანაგმა სტალინმა.

— ვფიქრობთ, ამ საქმეზე ხელი ჯერაც არ აუღიათ. ტიტოსადა რანკოვიჩის მცდელობა, რომ ალბანელები თავიანთ ტერი-ტორიაზე შეეტყუებინათ, რათა შემდეგ მათგან მესაბოტაჟეები-სა და დივერსანტების ჯგუფები ჩამოეყალიბებინათ, მთლიანად

91

Page 102: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ჩაიფუშა, და ამჟამად იქეთ იშვიათად თუ გადადის ვინმე. ჩვენ-მა მთავრობამ ეკონომიკური ღონისძიებები გაატარა; გაძლი-ერდა პარტიის პოლიტიკური და ორგანიზაციული მუშაობა. იმ-პერიალისტები თავიანთ ქვეყნებში დივერსანტების ჯგუფებსამზადებენ, მონარქისტ-ფაშისტებიც ასე იქცევიან და ტიტოე-ლებიც. მათ იტალიელებიც არ ჩამორჩებიან. ჩვენი მიმდინარეგეგმა მიმართულია იქეთ, რომ ჩვენს მთებში მოხეტიალე ბან-დიტებს ბოლო მოვუღოთ და უკვე შევუქმენით კიდეც დიდისიძნელეები, ისევე როგორც გავუნადგურეთ ბაზები, რომლება-დაც ძირითადად კულაკები გამოდიან. ქალაქებში არსებულირეაქციული დაჯგუფებების ძირითადი ნაწილი განადგურებუ-ლია ჩვენი სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მიერ, რომ-ლებმაც არაერთ წარმატებას მიაღწიეს. ჩვენმა პარტიამ აღად-გინა მდგომარეობა შინაგან საქმეთა სამინისტროში — ტიტო-ელთა ამ ყოფილ ბუნაგში, და სახელმწიფო უშიშროება ჩვენიპარტიისა და ჩვენი ხალხის მძლავრ და საყვარელ იარაღად გა-დაიქცა. პარტიამ ამოცანად დაისახა ჩვენი პოზიციების დღი-თიდღე გაძლიერება, რათა მტრის შესაძლო გამოხდომების მო-გერიება და საბოლოო განადგურება შეგვეძლოს.

ჩვენი პარტია დღითიდღე ძლიერდება, — ვუთხარი შემდეგამხანაგ სტალინს, — ჩვენი ახალგაზრდა პარტიის წევრები დი-დი გაბედულებითა და რკინის ნებისყოფით გამოირჩევიან. ჩვე-ნი პარტიული მუშაკების იდეური და კულტურული დონე დაბა-ლია, მაგრამ სწავლისადმი მათი სწრაფვის სურვილი — უდი-დესი. ძალას არ ვიშურებთ, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწო-როთ. პარტიულ მუშაობაში ჯერაც უამრავი ხარვეზი გაგვაჩ-ნია, თუმცა შეუპოვარი შრომით, მომავლის რწმენითა და ბოლ-

92

Page 103: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

შევიკური პარტიის გამოცდილების დახმარებით ამ ხარვეზებ-საც აღმოვფხვრით.

საუბარი განვაგრძე და ამხანაგ სტალინს ალბანეთის ეკო-ნომიკური მდგომარეობის ზოგადი სურათი დავუხატე, აღვნიშ-ნე მიღწეული შედეგები და ჩვენი პარტიისა და ჩვენი ხალხისშეუპოვარი ბრძოლა იმ დაბრკოლებების დასაძლევად, რომლე-ბიც ეკონომიკაში შეიქმნა იუგოსლავიელი ტროცკისტებისა დამათი აგენტურის მტრული საქმიანობის შედეგად. ჩვენი ხალხი,— ვუთხარი მას, — თავმდაბალი და შრომისმოყვარე ხალხია.პარტიის ხელმძღვანელობით იგი მთელ თავის ძალას ახმარსჩამორჩენილობისა და სირთულეების დაძლევას, პარტიის Iყრილობის მიერ დასმული ამოცანების ხორცშესხმას.

აღვნიშნე, რომ პარტიის I ყრილობამ, სოციალისტური ინდუს-ტრიალიზაციის კურსის პარალელურად, გამოსცა დირექტივებისოფლის მეურნეობის სოციალისტური სექტორის გასამტკიცებ-ლადაც სახელმწიფო საწარმოების გამრავლებისა და თანდათა-ნობითი კოლექტიივზაციით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატი-ვების სახით, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური,ეკონომიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა ექნებათ.

— ბევრი გაქვთ ასეთი კოოპერატივი? — რა კრიტერიუმებითხელმძღვანელობთ ამ საქმეში? — მკითხა ამხანაგმა სტალინმა.

განვუმარტე, რომ ყრილობამ მხარი დაუჭირა სოფლის მე-ურნეობის თანდათანობით და კარგად გააზრებულ კოლექტი-ვიზაციას ნებაყოფლობით საწყისებზე. ამ საქმეში არ ავჩქარ-დებით, თუმცა არც ერთ ადგილზე გაჩერებას ვაპირებთ.

— ჩემი აზრით, — თქვა ამხანაგმა სტალინმა, — სოფლისმეურნეობის კოლექტივიზაციის საკითხში არ უნდა აჩქარდეთ.

93

Page 104: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

თქვენი ქვეყანა მთა-გორიანი ქვეყანაა, მისი რელიეფი სხვადას-ხვა რაიონში ძალზე განსხვავებულია. მთა-გორიან რაიონებშიკოლმეურნეობები ჩვენთანაც ძალიან გვიან შეიქმნა.

შემდეგ ვილაპარაკე ჩვენთან მუშათა კლასსა და მშრომელგლეხობას შორის არსებული კავშირის შემდგომი განმტკიცე-ბისკენ მიმართულ საქმიანობაზე, სახელმწიფოს მხრიდან ერ-თპიროვნული მეურნესთვის დახმარების გაწევის შესახებ, სოფ-ლის მეურნეობის პროდუქტების რაოდენობის ზრდისა და სოფ-ლის მეურნეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების მარაგე-ბის პოლიტიკის შესახებ.

— ეს მეტად მნიშვნელოვანი საქმეა, — გვითხრა ამხანაგმასტალინმა, — და ძალიან კარგია, რომ ამ საქმეს უყურადღე-ბოდ არ ტოვებთ. თუ ალბანელ გლეხებს ტრაქტორები და სხვასასოფლო-სამეურნეო მანქანები, გამწევი პირუტყვი, თესლებიდა ათასი სხვა რამ დასჭირდებათ, დაეხმარეთ მათ. არც ამითშემოიფარგლოთ, — აღნიშნა მან, — გაუყვანეთ სარწყავი არ-ხები გლეხებს და შედეგებს თავადვე ნახავთ. ჩემი აზრით, უკე-თესი იქნება, თუ თავის მოვალეობებს ასეთი დახმარებისთვისგლეხობა ნატურით შეასრულებს.

სახელმწიფომ, — განაგრძო ამხანაგმა სტალინმა, — უნდაშექმნას მანქანა-ტრაქტორების სადგურები. თქვენ არ უნდა გა-დასცეთ ტაქტორები კოოპერატივებს, თუმცა სახელმწიფო ერ-თპიროვნულ მეურნეებსაც უნდა დახმაროს, თუკი ისინი ასეთდახმარებას მოითხოვენ. ამ გზით ღარიბი გლეხობა თანდათანგააცნობიერებს კოლექტივიზაციის აუცილებლობას.

რაც შეეხება ჭარბ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, —განაგრძო ამხანაგმა სტალინმა, — მიწათმოქმედებს იგი საკუ-

94

Page 105: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

თარი შეხედულებისამებრ შეუძლიათ განკარგონ, რამეთუ წი-ნააღმდეგ შემთხვევაში გლეხები არ ითანამშრომლებენ მთავ-რობასთან. თუ გლეხობამ სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულიდახმარება არ დაინახა, არც ისინი დაეხმარებიან სახელმწიფოს.

არ ვიცნობ თქვენი ქვეყნის ისტორიასა და ბურჟუაზიის თა-ვისებურებებს, — თქვა შემდეგ ამხანაგმა სტალინმა, და მკით-ხა: — სავაჭრო ბურჟუაზია თუ გყავდათ?

— გვყავდა სავაჭრო ბურჟუაზია, რომელიც განვითარებისპროცესში იმყოფებოდა, — მივუგე მე. — თუმცა ახლა მას აღა-რაფერი გააჩნია.

— მთლიანად მოახდინეთ მათი ექსპროპრიაცია? — მკითხა მან.ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას ამხაგან სტალინს მოვუყევი

იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც პარტია ჯერ კიდევ ომის პე-რიოდში ატარებდა გაბატონებული კლასის მიმართ, იმ ღრმადიფერენციაციის შესახებ, რომლის მიზეზიც იყო ამ კლასთაწარმომადგენლების დამოკიდებულება უცხოელი დამპყრობლე-ბის მიმართ, და რომ მათი უმრავლესობა ფაშიზმის თანამზრახ-ველად გადაიქცა და ხალხის სისხლში ხელების გასვრის შემდეგდამპყრობლებთან ერთად გაიქცნენ, და ვინც ვერ გაიქცა, ხალ-ხმა დააპატიმრა და პასუხისგებაში მისცა. რაც შეეხება პატრი-ოტულად განწყობილ საშუალო და წვრილი ბურჟუაზიიდან გა-მოსულ ელემენტებს, რომლებიც ხალხის მხარეზე გადავიდნენდა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებნენ,— განვაგრძე მე, — მათ პარტია მხარს უჭერდა, თავისთან ახ-ლოს ჰყავდა და ქვეყნის განვითარებისა და სამშობლოს დამო-უკიდებლობის განმტკიცების სამსახურში ჩადგომის ნამდვილგზას უჩვენებდა. ზოგიერთი ასეთი ელემენტის მიმართ, ისევე

95

Page 106: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

როგორც პატრიოტულად განწყობილი ზოგიერთი ინტელიგენ-ტის მიმართ, — მივმართე ამხანაგ სტალინს, — უკანასკნელწლებში, კოჩი ძოძესა და მისი კომპანიის მიერ განხორციელე-ბული მტრული საქმიანობის შედეგად, არასწორი პოზიციაგვქონდა დაკავებული და სასტიკი ღონისძიებებიც კი გავა-ტართ, მაგრამ ეს შეცდომები ამჟამად პარტიის მიერ გადაჭრი-თაა დაგმობილი და მათ განმეორებას აღარ დავუშვებთ.

ამხანაგმა სტალინმა სიტყვა მოითხოვა და გვითხრა, რომ,ნებისმიერი სხვა საკითხის მსგავსად, ამ საკითხის შემთხვევა-შიც ყველაფერი თითოეული ქვეყნის კონკრეტულ პირობებსადა კონკრეტულ ვითარებაზეა დამოკიდებული. — თუმცა ვფიქ-რობ, — აღნიშნა მან, — რომ რევოლუციის პირველ ფაზაშიპატრიოტულად განწყობილი ბურჟუაზიის მიმართ, რომელიცმართლა მიისწრაფვის თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისაკენ,უნდა გატარდეს ისეთი პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ესბურჟუაზია ამ ფაზას თავისი საშუალებებითა და სიმდიდრეე-ბით დაეხმარება.

ლენინი გვასწავლის, განაგრძო მან, — რომ რევოლუციისპირველ პერიოდში, იქ, სადაც ეს რევოლუცია ანტიიმპერია-ლისტურ ხასიათს ატარებს, კომუნისტებს შეუძლიათ პატრიო-ტულად განწყობილი ბურჟუაზიის დახმარების გამოყენება. ეს,რასაკვირველია, დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე, თა-ვად ამ ბურჟუაზიის დამოკიდებულებაზე ყველაზე უფროპრობლემური საკითხებისადმი, რომლებსაც ქვეყანა აწყდებახოლმე, და ა.შ.

სახალხო-დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგალითად, მსხვილმაბურჟუაზიამ თავი შეირცხვინა გერმანელ დამპყრობლებთან თა-

96

Page 107: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

ნამშრომლობით. როდესაც საბჭოთა არმიამ ეს ქვეყნები გაათა-ვისუფლა, გამყიდველმა ბურჟუაზიამ თავს ემიგრაციით უშველა.

ამ დროს იგი ჩაფიქრდა, შემდეგ კი გვითხრა:— როგორც ჩემთვის ცნობილია, საბჭოთა არმია არ ჩამო-

სულა ალბანეთში დახმარების გასაწევად; რაც შეეხება იუგოს-ლავიის არმიას, დაგეხმარათ თუ არა იგი ეროვნულ-გამათავი-სუფლებელი ბრძოლის პერიოდში?

— არა, — ვუპასუხე მე. — იუგოსლავიის ხალხთა გასათა-ვისუფლებლად ჩვენი სახალხო-გამათავისუფლებელი არმიისორი პარტიზანული დივიზია იბრძოდა12.

სტალინმა საუბარი განაგრძო და აღნიშნა, რომ თითოეულ-მა კომუნისტურმა პარტიამ და თითოეულმა სოციალისტურმასახულმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოსურთიერთობებს ინტელიგენციასთან. მასთან მიმართებაში უნ-და ჩატარდეს დიდი, საგულდაგულო და წინდახედული სამუ-შაო, რათა ინტელიგენციის პატიოსანი და პატრიოტული გან-წყობილება რაც შეიძლება მჭიდროდ დაუკავშირდეს სახალხოხელისუფლებას.

12. ალბანეთის გათავისუფლების შემდეგ, ალბანეთის კომუნისტურიპარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებისა და მთავარსარ-დლის, ამხანაგ ენვერ ხოჯას, ბრძანების საფუძველზე ალბანეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის V და VI დივიზიები იუგოსლავიაში არსებულჰიტლერის შენაერთებთან ბრძოლას განაგრძობდნენ. 1944 წლის დეკემბრი-სა და 1945 წლის იანვრის განმავლობაში ალბანელმა მეომრებმა, იუგოსლა-ვიელ მეომრებთან ერთად, გაათავისუფლეს ჩერნოგორია, სანჯაკი და ბოს-ნიის სამხრეთი ნაწილი. იუგოსლავიის გასათავისუფლებლად გამართულბრძოლებში 600-ზე მეტი პარტიზანი დაიღუპა.

97

Page 108: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ამხანაგმა სტალინმა რუსული რევოლუციის რამდენიმე და-მახასიათებელი თვისება ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ იმ პერი-ოდში რუსეთი არ იმყოფებოდა რომელიმე უცხოური იმპერია-ლისტური სახელმწიფოს უღელქვეშ, რის გამოც ჩვენ, — თქვამან, — მხოლოდ შიგა ექსპლუატატორების წინააღმდეგ გამო-ვედით, რუსული ეროვნული ბურჟუაზია კი, რომელიც ექსპლუ-ატატორთა კლასს შეადგენდა, ჩვენს რევოლუციას არ შეურიგ-და. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენთან დაუნდობელიბრძოლა გააჩაღა და რუსულმა ბურჟუაზიამ დახმარება და ჩა-რევა იმპერიალისტებს სთხოვა.

ამრიგად, განსხვავება რუსულ რევოლუციასა და იმპერიალის-ტური აგრესიის მსხვერპლ ქვეყნებს შორის სრულიად აშკარაა.

— ამას იმიტომ ვამბობ, — განაგრძო სტალინმა, — რომწარმოვაჩინო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კონკრეტულიქვეყნის პირობების გათვალისწინება, რამეთუ ერთი ქვეყნისპირობები ხშირად არ ემთხვევა მეორე ქვეყნის პირობებს. სწო-რედ ამ მიზეზის გამო არ უნდა მოახდინოს ჩვენი ან სხვათა გა-მოცდილების უბრალო ასლის გადატანა რომელიმე სახელმწი-ფომ, აუცილებელია მხოლოდ ამ გამოცდილების შესწავლა დამისგან სარგებლის მიღება მხოლოდ საკუთარი ქვეყნის კონ-კრეტული პირობების შესაბამისად გამოყენების გზით.

სტალინთან შეხვედრისას დრო შეუმჩნევლად გადიოდა.სიტყვა კვლავ სტალინმა აიღო და თავდაცვისუნარიანობისგამტკიცებისა და ალბანეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხომეურნეობისა და კულტურის განვითარების საკითხებს შეეხო.

98

Page 109: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

— თქვენი გენერალური შტაბის უფროსმა, — წარმოთქვაამხანაგმა სტალინმა, — არმიასთან დაკავშირებით რამდენიმეთხოვნა გამოგვიგზავნა. ბრძანება გავეცით, რომ ყველა მათგა-ნი დაკმაყოფილებულიყო. მიიღეთ თუ არა, რასაც გვთხოვდით?

— არანაირი პასუხი არ მიგვიღია, — მივუგე მას.სტალინმა მაშინვე გამოიძახა ერთი გენერალი და ამ საკით-

ხის ირგვლის ზუსტი ცნობების მოტანა დაავალა. რამდენიმეწუთის შემდეგ გაისმა ტელეფონის ხმა. სტალინმა ყურმილი აი-ღო, პასუხი მოისმინა და შემატყობინა, რომ საქონელი უკვეგაგზავნილი იყო.

— რელსები თუ მიიღეთ? — მკითხა მან. — დაამთავრეთრკინიგზის გაყვანა?

— მივიღეთ, — მივუგე მე, — რკინიგზა კი უკვე ექსპლუა-ტაციაში შევიყვანეთ, — და მას ზოგადად ჩამოვუყალიბე სა-ხალხო მეურნეობისა და კულტურის განვითარების ამოცანები,ისევე როგორც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გეგმა.ვისარგებლე შემთხვევით და ჩამოვუთვალე ჩვენი მოთხოვნებისაბჭოთა კავშირის მხრიდან დახმარების შესახებ.

ამხანაგი სტალინი ჩვენს მოთხოვნებს უწინდელივით კე-თილგანწყობით შეხვდა და სრულიად ღიად თქვა:

— ამხანაგებო, — ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ, თუმცა თქვენ-თვის ცნობილია, რომ ომის მძიმე შედეგები ჯერ კიდევ არაგვაქვს ლიკვიდირებული. მიუხედავად ამისა, დღესაც და მომა-ვალშიც თქვენს დახმარებას გავაგრძელებთ, შეიძლება არასაკ-მარისი მოცულობით, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში.გვესმის, რომ თქვენ უნდა შექმნათ და განავითაროთ სოცია-ლისტური მრეწველობის სექტორი და ამ ჭრილში თანახმა

99

Page 110: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ვართ, დავაკმაყოფილოთ ყველა თქვენი მოთხოვნა, რომელიცსოფლის მეურნეობას შეეხება.

შემდეგ გაიცინა და თქვა:— თავად ალბანელები ხომ არ იტყვიან უარს მუშაობაზე?მივხვდი, თუ რატომ დამისვა ეს შეკითხვა. ეს იყო სომეხი

ვაჭრის — მიქოიანის — მიერ მისი ბოროტად განზრახული ინ-ფორმირების შედეგი. მიქოიანი, რომლთანაც ერთი შეხვედრაგავმართე, არათუ სტალინისგან სრულიად განსხვავებულ ენაზემელაპარაკა, არამედ მწვავე გამოთქმებითაც მოიხსენია ჩვენსქვეყანაში გეგმების შესრულების პროცესი — თითქოს ხალხიჩვენთან არ მუშაობდა და ა.შ. მისი მიზანი იყო დახმარების ტემ-პებისა და მოცულობის შემცირება. ასე იქცეოდა მიქოიანი. მიუ-ხედავად ამისა, სტალინმა ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილა.

— ჩვენ, — თქვა მან, — იმ კადრებსაც გამოგიგზავნით,რომლებიც გვთხოვეთ, და ისინი თავს არ დაზოგავენ, რათათქვენ მთელი ძალით დაგეხმარონ, თუმცა, როგორც ვიცით,ისინი ალბანეთში სამუდამოდ ვერ დარჩებიან. ამის გამო, ამხა-ნაგებო, თქვენ საკუთარი კადრები, საკუთარი სპეციალისტებიუნდა მოამზადოთ, რომლებიც ჩვენსას შეცვლიან. ეს მნიშვნე-ლოვანი საკითხია. რამდენი უცხოელი კადრიც არ უნდა ჩამო-ვიდეს თქვენთან, მაინც საკუთარის გაზრდა მოგიწევთ. ამიტომ,ამხანაგებო, — გვირჩია მან, — საკუთარი უნივერსიტეტი უნდაგახსნათ, რომელიც მომავალი კადრების მომზადების მსხვილცენტრად გადაიქცევა.

უკვე გავხსენით პირველი ინსტიტუტები, — ვუთხარი ამხა-ნაგ სტალინს, — რომლებიც უკვე მთელი დატვირთვით მუშაო-ბენ, მაგრამ ამ მხრივ მაინც პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. უნივერ-

100

Page 111: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

სიტეტის გასახსნელად კი არც გამოცდილება გაგვაჩნია, არცსახელმძღვანელოები და არც შესაბამისი კადრები.

— მთავარია საქმე დაიწყოთ, — გვითხრა მან, — შემდეგყველაფერი თანდათან აეწყობა. ჩვენი მხრიდან ლიტერატური-თაც დაგეხმარებით და სპეციალისტებითაც, რათა გაზარდოთუმაღლესი ინსტიტუტების რიცხვი, რომლებიც მომავალში უნი-ვერსიტეტის გახსნის ბაზად გადაიქცევა.

საბჭოთა სპეციალისტები, — განაგრძო ამხანაგმა სტალინ-მა, — ხელფასს ალბანელი სპეციალისტების დონეზე მიიღებენ.მათ, თქვენს სპეციალისტებთან შედარებით, არავითარი შეღა-ვათები არ გაუკეთოთ.

— საბჭოთა სპეციალისტები ჩვენთან შორეული ქვეყნიდან ჩა-მოდიან, — მივუგე მას, — და არ შეგვიძლია მათ ისეთივე ხელფა-სი მივცეთ, როგორსაც საკუთარ სპეციალისტებს ვაძლევთ.

ამხანაგი სტალინი იმთავითვე არ დამეთანხმა:— არა, არა, დაე აზერბაიჯანიდან ან საბჭოთა კავშირის

რომელიმე სხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. ჩვენ ჩვენი წესები გაგ-ვაჩნია იმ სპეციალისტების მატერიალურ უზრუნველყოფას-თან დაკავშირებით, რომლებსაც მოძმე ერების დასახმარებ-ლად ვაგზავნით. ისინი ვალდებულნი არიან, მთელი ძალითიმუშაონ, როგორც ეს ინტერნაციონალისტ რევოლუციონერებსშეჰფერით, იმუშაონ ალბანეთის საკეთილდღეოდ ისევე, რო-გორც საბჭოთა კავშირის საკეთილდღეოდ მუშაობენ. აუცილე-ბელ განსხვავებას ანაზღაურებაში საბჭოთა მთავრობა საკუ-თარ თავზე იღებს.

ამხანაგ სტალინს მადლობა გადავუხადე და დავაყენე სა-კითხი ჩვენთვის საჭირო ჯგუფებზე გეოლოგიური და ჰიდროე-

101

Page 112: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ლექტრული კვლევებისთვის, რკინიგზების მშენებლობისა დაიმ რიგი ამოცანებისთვის, რომლებიც ჩვენი მრეწველობის გან-ვითარებისთვის იყო საჭირო. მან დადებითად უპასუხა ჩემს მი-ერ დასმულ კითხვებზე და რამდენიმე კითხვაც დამისვა: იყოთუ არა ჩვენთან დიდი მდინარეები ჰიდროელექტროსადგურე-ბის ასაშენებლად? მდიდარი იყო თუ არა ალბანეთი ქვანახში-რით? და ა.შ.

ამხანაგ სტალინს კითხვებზე ვუპასუხე, შემდეგ კი ვკითხე,შეიძლებოდა თუ არა საბჭოთა კავშირში გამოგვეგზავნა კად-რების გარკვეული რაოდენობა, რათა სპეციალიზაცია გაევ-ლოთ იმ ცალკეული პროფილების მიხედვით, რომლებიც მწვა-ვედ და სასწრაფოდ გვესაჭიროებოდა. ამის შეუძლებლობისშემთხვევაში სასურველი იქნებოდა საბჭოთა კავშირიდან რამ-დენიმე სპეციალისტის მივლინება ალბანეთში ჩვენი კადრებისადგილზე მოსამზადებლად.

ამხანაგმა სტალინმა მიპასუხა:— ამ მხრივ უმჯობესი იქნება, თუ ჩვენ გამოვგზავნით რამ-

დენიმე ინსტრუქტორს ალბანეთში, ვინაიდან თქვენი ხალხისსაბჭოთა კავშირში ჩამოსვლის შემთხვევაში მათ მომზადებასუფრო დიდი დრო დასჭირდება; მათ ხომ ჯერ რუსული ენის შე-სწავლა მოუწევთ.

ამ თხოვნასთან დაკავშირებით ამხანაგმა სტალინმა გვირ-ჩია, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვისმიგვემართა, და დასძინა:

— მოლაპარაკებების გამართვა ამხანაგ ვიშინსკის დავავა-ლეთ, ამიტომ მოთხოვნებით მას მიმართეთ ხოლმე.

102

Page 113: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

ამხანაგ სტალინს ვუთხარი, რომ ზოგადად სწორედ ეს იყოის საკითხები, რომელთა განხილვაც მასთან ერთად მსურდაალბანეთის საშინაო მდგომარეობასთან დაკავშირებით, და გა-მოვთქვი სურვილი, რომ მოკლე ინფორმაცია მიმეწოდებინამისთვის ალბანეთის საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარე-ობის შესახებ. მან საათს დახედა და მკითხა:

— 20 წუთი გეყოფათ?— ცოტა უფრო მეტი, ამხანაგო სტალინ, თუ შეიძლება, —

მივუგე მას.ავუხსენი იუგოსლავიასთან ჩვენი დაძაბული ურიერთობე-

ბის შესახებ, იუგოსლავიელი მოღალატეების მრული საქმიანო-ბა, და თუ როგორ ახდენდნენ ისინი დანაშაულებრივი ბანდე-ბის ორგანიზებას და როგორ გზავნიდნენ ალბანეთის ტერიტო-რიაზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიული და საბოტაჟუ-რი საქმიანობისთვის, ვუამბე ამხანაგ სტალინს იმ სასტიკ ტე-რორზე, რომელსაც ტიტოს ხროვა ახორციელებდა კოსოვოში,მაკედონიასა და ჩერნოგორიაში მცხოვრები ალბანელების წი-ნააღმდეგ.

— ბევრი ალბანელი ცხოვრობს იუგოსლავიაში? — მკითხასტალინმა. — რომელ სარწმუნოებას მისდევენ ისინი?

— მილიონზე მეტი ალბანელი, — მივუგე მას (ვიშინსკიმ ამმომენტში თავისი გაკვირვება გამოხატა ეგზომ დიდი რიცხვისგამო, რომელიც, როგორც ჩანს, მანამდე არასდროს გაეგონა),და განვაგრძე: — თითქმის ყველა მათგანი ისლამის მიმდევარია.

— მაინც როგორ მოახდინეს მათი ასიმილირება სლავებმა,როგორი კავშირები აქვთ იუგოსლავიაში მცხოვრებ ალბანე-

103

Page 114: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ლებს ალბანეთში მცხოვრებ ალბანელებთან? — მკითხა ისევსტალინმა.

— იუგოსლავიაში მცხოვრები ალბანელები, — ვუპასუხე ამ-ხანაგ სტალინს, — ყოველთვის გამოირჩეოდნენ მგზნებარეპატრიოტიზმით და თავიანთ სამშობლოსთან და თავიანთ თა-ნამემამულეებთან არსებული მჭიდრო კავშირებით. ისინი ყო-ველთვის გადაჭრით ეწინააღმდეგებოდნენ ველიკოსერბულ დაველიკოსლავურ გამალებულ ექსპანსიურ და ასიმილაციურმისწრაფებებს და ფანატიკურად იცავდნენ თავიანთ ალბანურწარმომავლობას ყველა საკითხში.

ამჟამად ტიტოს ხროვა კოსოვოსა და სხვა ადგილებში, სა-დაც ალბანელები ცხოვრობენ — ჩერნოგორიასა და მაკედონი-აში — იმავე ხაზს ატარებს და იმავე მეთოდებს იყენებს, როგო-რებსაც ძველ დროში იყენებდნენ მისი ანალოგები — მეფეალექსანდრე და სხვები. ბელგრადის ხროვისთვის კოსოვო მე-ტად სუსტი ადგილია, რის გამოც იქ მიმართავს ძლიერ ტე-რორს, მასობრივ გადასახლებებს, დაპატიმრებებს, კატორღულშრომასა და არმიაში იძულებით გაწვევას, აგრეთვე, ადამიანე-ბის მასობრივ ექსპროპრიაციას. ტიტოს იუგოსლავიაში ალბა-ნელი მოსახლეობის განსაკუთრებული შევიწროება იმიტომაცხდება, რომ იუგოსლავიის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვისკარგადაა ცნობილი იქაური ალბანელი მოსახლეობის პატრიო-ტული და რევოლუციური თვისებები, კარგად იციან, რომ ამმოსახლეობისთვის ნაციონალური პრობლემა ყოველთვის ღიაჭრილობა იყო, რომელიც მკურნალობას მოითხოვდა. გარდაამისა, ალბანელი მოსახლეობით დასახლებული კოსოვო და იუ-გოსლავიის სხვა ადგილები ტიტოელებმა ალბანელი კვისლინ-

104

Page 115: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

გების, ბანდიტებია და ჯაშუშების თავმოყრის ადგილად გადა-აქციეს, რომლებსაც ლტოლვილთა საქმეების სამმართველოსთანამშრომლები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული,დივერსიული, საბოტაჟური აქტებისა და შეიარაღებული თავ-დასხმებისთვის ამზადებენ. ბელგრადის ხროვამ აამოქმედა ძვე-ლი სერბი, ინგლისელი, ამერიკელი, იტალიელი და გერმანელიაგენტები, რათა მოახდინოს კოსოვოს ალბანური რეაქციის მო-ბილიზება და ამ რეაქციის მეშვეობით ჩამოაყალიბოს რაზმები,რომლებიც სხვა ალბანელ ბანდიტებთან ერთად ჩვენს ტერი-ტორიაზე შემოაღწევენ და არეულობებს მოაწყობენ.

შემდეგ მოკლედ მოვუყევი ამხანაგ სტალინს ბერძენი ხალ-ხის ბრძოლაზე მონარქისტ-ფაშისტებისა და ინგლისელ-ამერი-კელების წინააღმდეგ, იმ პოლიტიკური მხარდაჭერაზე, რომელ-საც ამ ბრძოლაში ვუწევთ ჩვენს მოძმე ბერძენ ხალხს და ხაზიგავუსვი იმას, რომ საბერძნეთის დემოკრატიული არმია ხალ-ხისგან ძალზე შორს იდგა.

ამ სიტყვებით გაკვირვებულმა ამხანაგმა სტალინმა მკითხა:— რა, რა თქვით?!მე ღრმად გავაანალიზე როგორც ეს პრობლემა, ასევე ნიკოს

ზაქარიადისისა და მისი ჯგუფის მცდარი შეხედულებები არმი-ასა და ხელისუფლებაში პარტიისა და მისი კომისრების როლისშესახებ და ა.შ.

— ჩვენი აზრით, — თქვა ამხანაგმა სტალინმა, — საბერძნე-თის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ჰიტ-ლერელებთან ომის პერიოდში უშვებდა უხეშ შეცდომებს სოფ-ლებსა და ქალაქებში პარტიის განმტკიცებისა და გაფართოე-

105

Page 116: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ბის საკითხში, ეს შეცდომები კვლავ განმეორდა შიგა რეაქციას-თან ბრძოლის დროს და ინგლისელ-ამერიკელების ჩარევისას.

ცდებოდა რა იმაში, რომ ქალაქი გადამწყვეტ როლს ითამა-შებდა ჰიტლერელებსა და შიგა რეაქციაზე გამარჯვებაში, სან-ტოსის13 მთავრობამ ანტიფაშისტური ომის პერიოდში საბერ-ძნეთის პროლეტარიატს მიუთითა, რომ ისინი ქალაქებში მჯდა-რიყვნენ. შედეგად ბერძენი ხალხის ყველაზე უფრო რევოლუ-ციური ნაწილი შიგა ჰიტლერელების სასტიკი დარტყმისას და-უცველი დარჩა, საბერძნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელარმიას კი გამოაკლდა პროლეტარიატი, რომელიც საბერძნე-თის სახალხო რევოლუციის მამოძრავებელი ძალა და ხელ-მძღვანელი უნდა გამხდარიყო. შემდეგ აღვნიშნე, რომ, მიუხე-დავად ძლიერი ტერორისა და მძიმე დარტყმებისა, რომელიცჰიტლერელებმა და შიგა რეაქციამ პროლეტარიატსა და რევო-ლუციურ ელემენტებს ქალაქში მიაყენა, ეს უკანასკნელნი მა-ინც არ ტოვებდნენ ქალაქებს, სადაც მათ ხოცავდნენ, აწამებ-დნენ, იჭერდნენ და კუნძულებზე ასახლებდნენ; ისინი არ გაი-ხიზნნენ მთებში მასობრივად, რამეთუ ასეთი იყო საბერძნეთისკომუნისტური პარტიის დირექტივა. რასაკვირველია, ქალაქებ-ში მაშინაც მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი აქციები და ბრძო-ლა, საბოტაჟური ქმედებები, თავდასხმები და ა.შ., მაგრამ ამქმედებებს ბერძენი ხალხის ბრძოლის საერთო ჭრილში მეორე-ხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა.

13.საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი,ოპორტუნისტი, რომელმაც ინგლისურ-ამერიკული რეაქციის წინაშე კაპი-ტულირება მოახდინა.

106

Page 117: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

მსგავსი ნაკლოვანებები, — აღვნიშნე შემდეგ, — შეინიშნე-ბოდა სოფლებშიც, სადაც პარტიული ძალები უმნიშვნელო იყო,პარტიული ორგანიზაციები კი — ცუდად ორგანიზებული დახშირად უშლიდნენ ხელს საბერძნეთის ეროვნულ-გამათავი-სუფლებელ ფრონტსაც, ოპორტუნიზმი გამეფებული იყო რო-გორც სოფლების ეროვნულ-გამათავისუფლებელ საბჭოებში,ასევე მათ პოლიტიკურ ხაზშიც, რისი მაგალითიცაა ორხელი-სუფლებიანობა და ზერვისტების რეაქციულ ორგანიზაციებთანთანაარსებობა გათავისუფლებულ ზონებში, და მისთ. ვეუბნე-ბოდით ბერძენ ამხანაგებს, რომ ეროვნულ-გამათავისუფლებე-ლი არმიის დაქვემდებარება ხმელთაშუა ზღვის შტაბის ბრძანე-ბებისადმი, ზერვასთან და საბერძნეთის ემიგრაციულ რეაქცი-ულ მთავრობასთან ოპორტუნისტული და კაპიტულანტური ხა-სიათის მოლაპარაკებები და შეთანხმებები, საბერძნეთისეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიის ხელმძღვანელობაშიგლეხებისა და ძველი საკადრო ოფიცრების ყოლა და ა.შ. — ყო-ველიე ეს უხეში შეცდომა იყო, რაც ბერძენი ხალხის გმირულბრძოლას დამარცხებისთვის გასწირავდა. ვარკიზა გახდა ლო-გიკური გამოსავალი მთელი ამ მანკიერი ქმედებებისა და შეხე-დულებებისა, მან გამოიწვია კაპიტულაცია ინგლისური და ში-გა რეაქციის წინაშე.

თუმცა მიგვაჩნია, რომ ვარკიზის კაპიტულანტური შეთან-ხმებისა და საბერძნეთის კომუნისტური პარტიის „ლეგალობის“პერიოდის შემდეგაც, — ვუთხარი ამხანაგ სტალინს, — საბერ-ძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა სათანადოდარ ჩაუღრმავდა დაშვებულ შეცდომებს ამ უკანასკნელთა აღ-მოფხვრის მიზნით. პარტიის გამტკიცება ქალაქებსა და სოფ-

107

Page 118: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ლებში, მტკიცე კავშირები ხალხის ფართო მასებთან საბერძნე-თის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის ძირითადი საზ-რუნავი უნდა გამხდარიყო, ვინაიდან მანამდე ეს მათი ძირითა-დი შეცდომები იყო. მაგრამ მათ იგნორირება გაუკეთეს ამ ამო-ცანებს იმიტომ, რომ სწორად ვერ შეაფასეს ფაშიზმის დამხო-ბის შემდეგ შექმნილი ახალი ვითარება, ნაკლები მნიშვნელობამიანიჭეს შიგა მტერსა და ინგლისურ-ამერიკულ რეაქციას დავერ შეძლეს იმ უდიდესი საშიშროების პროგნოზირება, რომელ-საც რეაქციის ეს ძალები წარმოადგენდნენ. ისინი ყურადღებასძირითადად „ლეგალურ“ საქმიანობასა და პარლამენტარიზმზეამახვილებდნენ. შედეგად პარტია განიარაღებული აღმოჩნდამტრის წინაშე, დაკარგა მტკიცე კავშირი ხალხთან, სახალხორევოლუციამ კი საბერძნეთში ღრმა კრიზისი განიცადა, ხალხსჩასძახოდნენ, რომ რევოლუცია პარლამენტარიზმისა და არჩევ-ნების გზით გაიმარჯვებდა, ასე რომ რეაქციის შემოტევისასიგი დეზორიენტირებული, განცვიფრებული და იმედგაცრუებუ-ლი აღმოჩნდა. ბერძენი ხალხი გმირულად იბრძოდა ჰიტლერე-ლების წინააღმდეგ საკუთარი თავისუფლებისათვის, მაგრამსაბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის მიერდაშვებული შეცდომების შედეგად გამარჯვება ხელიდან დაუს-ხლტა. ამ შეცდომებს უმძიმესი შედეგები მოჰყვა მოგვიანებით,როდესაც გაქრა ლეგალური გზით გამარჯვების მოპოვების ყო-ველგვარი ილუზია, და პარტია ალალეგალურ მდგომარეობაზეგადავიდა ბრძოლის თავიდან დასაწყებად.

ისიც ფაქტია, — ვუთხარი ამხანაგ სტალინს, — რომ ჯერკიდევ არალეგალურ მდგომარეობაზე გადასვლამდე პარტიამმოახერხა პარტიზანთა ძალების ნაწილის გადაჯგუფება, მათი

108

Page 119: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

მთებში გადაყვანა და ბრძოლის დაწყება. ეს ძალიან კარგი იყო.თუმცა მიგვაჩნია, რომ სწორედ აქ იწყება ბერძენი ამხანაგიხელმძღვანელების მცდარი შეხედულებები იმ სტრატეგიასა დატაქტიკაზე, რომლებიც უნდა გამოეყენებინათ, პარტიის ორგა-ნიზებაზე ქალაქებსა და სოფლებში, პარტიისა და არმიის ორ-განიზებაზე და, პირველ რიგში, მასებთან კავშირსა და პარტიისხელმძღვანელი როლის თაობაზე.

საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობაშიმყოფი ამხანაგები ჯეროვნად ვერ აფასებდნენ მტრის ძალებსდა ფიქრობდნენ, რომ ადვილად მოახერხებდნენ ხელისუფლე-ბის ხელში ჩაგდებას, და რომ არ იქნებოდა ძნელი საქმე საბერ-ძნეთის გათავისუფლება ინგლისელ-ამერიკელებისა და მონარ-ქისტ-ფაშისტებისაგან. ამ მცდარი შეხედულების გამო მოუმზა-დებული იყვნენ ხანგრძლივი და ძნელი ბრძოლისათვის, არაფასებდნენ ჯეროვნად პარტიზანულ ომს, პარტიზანულ ძა-ლებს კი, რომელთა გადაჯგუფებაც მოახერხეს, „რეგულარულიარმია“ დაარქვეს. ამ „რეგულარულ არმიაზე“ დაამყარეს გამარ-ჯვების მთელი იმედები და, აქედან გამომდინარე, უგულებელ-ყვეს ძირითადი ფაქტორი — ხალხი და მარქსისტულ-ლენინის-ტური პრინციპი, რომლის თანახმადაც „არმია და ხალხი ერთიმთლიანი ორგანიზმია“. ბერძენმა ხელმძღვანელმა ამხანაგებმავერ შეაფასეს საბერძნეთში შექმნილი მაშინდელი ვითარება.დამარცხების შედეგად მასების რევოლუციური აღმაფრენა და-სუსტდა, რის გამოც ამ აღმაფრენის აღსადგენად საჭირო გახდაქალაქებსა და სოფლებში პარტიის ძირეული რეორგანიზება,ძველი შეცდომების გამოსწორება და მთელი ქვეყნის პარტიზა-ნულ ბრძოლაში ჩაბმა.

109

Page 120: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

მონარქიულ ფაშიზმს ორი ფაქტორის ეშონოდა: თავისი და-უძინებელი მტრის — ხალხის, და პარტიზანული ომის, — გან-ვაგრძე ჩემი აზრის ჩამოყალიბება. — საბერძნეთის კომუნის-ტურმა პარტიამ ორივე ეს ფაქტორი ჯეროვნად არ შეაფასა დამტერმაც სასწრაფოდ ისარგებლა მისი ამ შეცდომით. მტერსეშინოდა პარტიზანული ომის, რომელიც დღითიდღე მომძლავ-რდებოდა, თანდათან შემოიერთებდა ქალაქებიდან და სოფლე-ბიდან ხალხის მასებს და ისე გაძლიერდებოდა, რომ ბოლოს დაბოლოს საყოველთაო შეიარაღებული აჯანყებითა და ხელი-სუფლების ხელში ჩაგდებით დამთავრდებოდა. მტერმა მოახერ-ხა ყოველივე ამის თავიდან აცილება საბერძნეთის ხელმძღვა-ნელობის შეცდომების წყალობით, რომელიც ადრეც და ახლაცმტერს საკუთარ ძალებს ფრონტალური ომითა და პასიურითავდაცვით უპირისპირებდა. მტერი კი ელოდებოდა სწორედამას — ანუ საბერძნეთის დემოკრატიული არმიის მიჯაჭვასრამდენიმე პუნქტზე და იქვე განადგურებას თავისი ჭარბი ადა-მიანური და იარაღის რესურსებით.

საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის ამუხეში შეცდომით სარგებლობის შემდეგ მონარქისტ-ფაშისტებ-მა საბერძნეთის დემოკრატიულ არმიას ჩამოაშორეს ხალხი, სა-ბერძნეთის კომუნისტური პარტია თავისი მშოლიური დაბალიფენების გარეშე დატოვეს. მონარქისტ-ფაშისტებმა ტერორითადა მკვლელობებით გაასახლეს მოსახლეობა ყველა იმ ზონიდან,სადაც განლაგებული იყო საბერძნეთის დემოკრატიული არმი-ის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ნაწილები, თანაც არა თავ-დასხმის, არამედ თავდაცვისთვის. ეს საბედისწერო შეცდომადმიგვაჩნია. ფაშიზმი ჩვენთანაც, ეროვნულ-გამათავისუფლებე-

110

Page 121: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

ლი ბრძოლის დროს, — ვუთხარი ამხანაგ სტალინს, — ანადგუ-რებდა მოსახლეობას, წვავდა მთელ რაიონებს, მაგრამ ხალხიმავთულხლართებით შემოღობილ ბანაკებში წასვლის მაგივ-რად მთებში გაიხიზნა, იბრძოლა, კვლავ თავის ქოხს დაუბრუნ-და და იქედან ფეხი აღარ მოუცვლია, იმიტომ რომ ჩვენი პარტიამას ბრძოლას და გამძლეობას ასწავლიდა. ჩვენი ეროვნულ-გამა-თავისუფლებელი არმია არასდროს მოწყვეტია ხალხს, იმიტომრომ თავად ჩვენს პარტიას გააჩნდა მტკიცე დასაყრდენი ხალ-ხში. ჩვენი აზრით, სწორედ იმიტომ არ ჰქონდა საბერძნეთის კო-მუნისტურ პარტიას მტკიცე დასაყრდენი ხალხში, რომ მტერმამოახერხა ბერძენი პარტიზანების გადამხმარ მთებში გამომ-წყვდევა. აი, რატომ ვთქვი, რომ საბერძნეთის კომუნისტურმაპარტიამ საკუთარი ხელით ჩამოაშორა თავისივე საფუძველი —ხალხი — საკუთარ თავსაც და დემოკრატიულ არმიასაც.

დასასრულს ამხანაგ სტალინს ჩამოვუთვალე ის საშიშროე-ბები, რომლებიც ალბანეთისთვის გარე მტრების მხრიდან არ-სებობდა.

მან ყურადღებით მომისმინა და ჩემს ნაამბობზე საკუთარიაზრი გამოთქვა:

— ბერძენი ხალხის ბრძოლა, — დააკონკრეტა მან, — ყო-ველთვის სამართლიან ბრძოლად მიგვაჩნდა და მთელი გულითვუჭერდით მხარს. ნებისმიერ სახალხო ბრძოლაში მონაწილეო-ბენ არა მარტო კომუნისტები, არამედ ხალხიც, და აუცილებე-ლია, რომ კომუნისტები მის სათავეში იდგნენ. ცალდარისს საქ-მეები ცუდად მიუდის და თავის გადარჩენას ინგლისელ-ამერი-კელების დახმარებით ცდილობს.

111

Page 122: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

რაც შეეხება თქვენი მტრების გოდებას ალბანეთის დანა-წევრების შესახებ, — განაგრძო მან, — ამის მიზანი თქვენი და-შინებაა, რამეთუ ამ მხრივ, ვფიქრობ, ამჟამად არავითარი სა-შიშროება არ არსებობს. და ამას მტრების „კეთილმოსურნეობა“კი არა, მთელი რიგი სხვა მიზეზები გააჩნია. პირველ რიგში ის,რომ ალბანეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა, სა-დაც ხალხმა ხელისუფლება ხელში ჩაიგდო და საკუთარი დამო-უკიდებლობის დაცვას თავადვე მოახერხებს, ისევე როგორცმოახერხა მისი მოპოვება. მეორეც, თავად გარეშე მტრებს არგააჩნიათ ერთიანი პოზიცია ალბანეთთან დაკავშირებით. არცერთ მტერს არ სურს, რომ ალბანეთი მხოლოდ რომელიმე მათ-განს ერგოს. თუ საბერძნეთს სურს, რომ ალბანეთი მისი იყოს,ეს არ აწყობს იტალიას ან იუგოსლავიას, და ეს უკანასკნელნიმაშინვე დაბრკოლებად იქცევიან, და ა.შ. მეორე მხრივ, — აღ-ნიშნა ამხანაგმა სტალინმა, — ალბანეთის დამოუკიდებლობააღიარა სამმა დიდმა სახელმწიფომ — საბჭოთა კავშირმა, ინ-გლისმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რა თქმა უნდა,შესაძლებელია ამ განცხადების დარღვევაც, თუმცა ეს არც ისეადვილია. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა იყოს, ალბანეთისდამოუკიდებლობა დღესდღეობით დაცულია.

ამხანაგმა სტალინმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ თუ ალ-ბანეთის მთავრობა წინდახედულ, გონივრულ და ჭკვიანურ პო-ლიტიკას გაატარებს, მას საქმეები კარგად წაუვა.

შემდეგ ამხანაგმა სტალინმა მირჩია:— უნდა განიხილოთ იტალიასთან ურთიერთობათა დამყა-

რების საკითხი, რამეთუ იგი თქვენი მეზობელი სახელმწიფოა;

112

Page 123: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

თუმცა წინდაწინ ყველა ზომა უნდა მიიღოთ იტალიელი ფაშის-ტების საქმიანობის წინააღმდეგ.

შემდეგ შეეხო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზეაღიარების საკითხს და მკითხა:

— კიდევ რომელი ქვეყანა ეძებს თქვენთან დიპლომატიურიკავშირის დამყარების შესაძლებლობას? როგორი ურთიერთო-ბა გაქვთ ფრანგებთან?

— ფრანგებთან, — განვმარტე მე, — დიპლომატიური ურ-თიერთობა დამყარებული გვაქვს. მათ წარმომადგენლობა გა-აჩნიათ ტირანაში, ჩვენ კი — პარიზში.

— აშშ-თან და ინგლისთან?— მათთან დიპლომატიური კავშირები არ გაგვაჩნია, — მი-

ვუგე მას. — ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ1945 წელს წამოგვიყენა ასეთი ურთიერთობების დასამყარებ-ლად აუცილებელ პირობად ჩვენი მხრიდან ყველა იმ ხელშეკრუ-ლების აღიარება, რომლებიც მათ ზოგუს ანტიხალხურ მთავრო-ბასთან ჰქონდათ გაფორმებული. ამ ხელშეკრულებებს უკანო-ნოდ მივიჩნევთ, რამეთუ ისინი კაბალურ ხასიათს ატარებენ, დაყოველივე ეს დაწვრილებით ჩამოაყალიბა პერმეტის ყრილო-ბამ14. ინგლისელებს კი, — განვაგრძე საუბარი, — ჩვენს ნავსად-

14. I ანტიფაშისტური ეროვნულ-გამათავისუფლებელი ყრილობა გათა-ვისუფლებულ ქალაქ პერმეტში 1944 წლის 24-28 მაისს გაიმართა და ალბა-ნეთის ახალ, სახალხო-დემოკრატიულ, სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი.კერძოდ, ყრილობამ „დაადგინა ზოგუს მთავრობის მიერ უცხო სახელმწიფო-ებთან გაფორმებული ყველა ადრინდელი პოლიტიკური და ეკონომიკურიხელშეკრულების გაუქმება, ვინაიდან ისინი ალბანელი ხალხის ინტერესებსეწინააღმდეგებოდა“.

113

Page 124: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

გურებში სამხედრო ბაზების განლაგება სურთ ჩვენი აღიარებისსანაცვლოდ. ისინი კარგა ხანია, ამ მიზნის მიღწევას ცდილობენ.

უკვე გავანადგურეთ ნაცისტური არმიის შენაერთები დათითქმის მთელი ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლეთ, ინგლისელე-ბი კი ჩვენთან არსებული თავიანთი ზოგიერთი სამხედრო მისი-ების მეშვეობით და ანტიფაშისტურ ომში ვითომდა ჩვენი მო-კავშირის ნიღაბს ამოფარებულები, დაჟინებით მოითხოვდნენ,რომ მათ, როგორც „მოკავშირეებს“, მონაწილეობა მიეღოთჩვენს მიერ ჩატარებულ ოპერაციაში ერთი გერმანული გარნი-ზონის გასანადგურებლად, რომელიც განლაგებული იყო ჩვენსპორტ სარანდეში. მათი წინადადება იმ პირობით მივიღეთ,რომ ოპერაციის დამთავრებისთანავე თავიანთი ჩამოსვლის ად-გილს — ანუ ზღვას — დაუბრუნებოდნენ. ოპერაცია დასრულ-და, ინგლისელები კი არათუ ჩვენთან დარჩენას, არამედ ქვეყ-ნის შიგნით შეღწევასაც შეეცადნენ.

ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიის გენერალურმა შტაბ-მა მათ ულტიმატუმი წაუყენა იმ მოთხოვნით, რომ დაუყოვნებ-ლივ დაეტოვებინათ ჩვენი ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვე-ვაში მათ ზღვაში ბრძოლით განდევნიდნენ. ჩვენი ულტიმატუ-მის შემდეგ ინგლისელები ჩასხდნენ თავიანთ გემებში და სა-ბერძნეთს დაუბრუნდნენ. თუმცა საკუთარ ზრახვებზე ხელი არაუღიათ.

— მთავარია ისე მოიქცეთ, როგორც ეს თქვენი ქვეყნის-თვის ხელსაყრელი იქნება, — თქვა ამხანაგმა სტალინმა, — დაგანაგრძო:

114

Page 125: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

— რაც შეეხება ბაზებს, რომელიც ინგლისელებს უნდათ, რომთქვენს პორტებში ჰქონდეთ, არასდროს არ დაუშვათ მათი გან-ლაგება. თქვენი პორტები ყოველთვის კარგად უნდა დაიცვათ.

— მათ არასდროს და არავის არ მივცემთ!, — ვუთხარი მას,— თუ დაგვჭირდა, თავსაც გავწირავთ, მაგრამ ხელში არავისჩავუგდებთ.

— მოუარეთ მათ და ერიდეთ თავის გაწირვას, — გვითხრაამხანაგმა სტალინმა ღიმილით. — ამ საქმეში დიპლომატიაა სა-ჭირო.

შემდეგ წამოდგა, სათითაოდ ხელი ჩამოგვართვა და წავიდა.

რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევხვდით ერთმანეთს ჩვე-ნი დელეგაციის საპატივსაცემოდ კრემლში გამართულ ვახშამ-ზე. ამხანაგი სტალინი, მე და ყველა დანარჩენები ერთ მაგიდასმივუსხედით. ამ ვახშამზეც აგვაღელვა სტალინის ღრმა სიყვა-რულმა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მიმართ, მისმა სურ-ვილმა, რაც შეიძლება მეტი გაეგო ჩვენი ხალხის ისტორიის,კულტურის, ენისა და ადათ-წესების შესახებ.

მან საუბარი იმით დაიწყო, რომ რამდენიმე ალბანური სიტ-ყვის თაობაზე მკითხა:

— მინდოდა მომესმინა, — თქვა მან, — თუ როგორ ჟღერსალბანურად სიტყვები: ხალხი, ადამიანი, პური, საჩუქარი, ცო-ლი, ქმარი, მიწა?!

ალბანურ ენაზე ამ სიტყვების წარმოთქმა დავიწყე, ის კიდიდი ყურადღებით მისმენდა. მახოვს, თუ როგორ შეიქმნა ერ-თი სიტყვის ირგვლივ მხიარული ვითარება. მან მკითხა, თუროგორ გამოითქმებოდა ალბანურად სიტყვა „საჩუქარი“.

115

Page 126: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

— ფეშქეშ, — მივუგე მე.— არა, — თქმა მან, — არა! „ფეშქეშ“ ალბანურად კი არა

თურქულადაა, და გაეცინა. ძალიან გულწრფელად იცინოდა,ღიად და მთელი სულითა და გულით.

ჩემს მიერ ალბანურად წარმოთქმული სიტყვების შემდეგამხანაგმა სტალინმა მითხრა:

— თქვენი ენა უძველესი ენაა და ზეპირსიტყვაობით თაო-ბიდან თაობას გადაეცემოდა. და ეს ფაქტი თქვენი ხალხის სიმ-ტკიცესა და იმ დიად ძალაზე მოწმობს, რომლის წყალობითაცვერ მოახერხეს მისი ასიმილირება და მან ყველანაირ ქარიშ-ხალს გაუძლო.

ამ პრობლემებთან დაკავშირებით მან მკითხა:— როგორია ალბანელი ხალხის ეთნიკური შემადგენლობა?

არსებობენ თუ არა სერბიული და ხორვატიული უმცირესობებიალბანეთში?

— ჩვენი ხალხის უმეტესობა, ვუპასუხე მას, — ეთნიკურიალბანელია, თუმცა ჩვენთან არსებობს ბერძნული ეროვნულიუმცირესობაც (დაახლოებით 28000 ადამიანი), მცირე რაოდე-ნობით არიან მაკედონიელები (სულ ხუთი პატარა სოფელი),სერბები და ხორვატები კი ჩვენთან არ ცხოვრობენ.

— რამდენი სარწმუნოებაა ალბანეთში, — მკითხა ამხანაგ-მა სტალინმა, — და რა ენაზე ლაპარაკობენ თქვენთან?

— ალბანეთში, — ვუპასუხე მე, — სამი რელიგიაა: მუსულ-მანური, მართლმადიდებლური და კათოლიკური. სამივე სარ-წმუნეობის მიმდევრები ერთ ეროვნებას ეკუთვნიან — ალბანე-ლებს, რის გამოც მათი ერთადერთი სალაპარაკო ენა ალბანუ-

116

Page 127: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

რია, ბერძნული ეროვნული უმცირესობის გამოკლებით, რომ-ლებიც თავის ენაზე ლაპარაკობენ.

სანამ ვლაპარაკობდი, სტალინი დროდადრო ჩიბუხს თუთუ-ნით ავსებდა. შევნიშნე, რომ რაიმე განსაკუთრებულ თამბაქოსარ ხმარობდა, არამედ იღებდა სიგარეტ „ყაზბეგს“, აქუცმაცებ-და, აცლიდა ქაღალდს და თუთუნს ჩიბუხში დებდა. ჩემი პასუ-ხის მოსმენის შემდეგ მითხრა:

— განსაკუთრებული ერი ხართ, მსგავსად სპარსელებისადა არაბებისა, რომლებსაც თურქებთან ერთად ერთი რელიგიაგააჩნიათ. თქვენი წინაპრები ჯერ კიდევ რომაელებამდე დათურქებამდე არსებობდნენ. რელიგიას ეროვნებასთან და სა-ხელმწიფოს ქვეშევრდომობასთან არავითარი კავშირი არააქვს.

საუბრისას მან მკითხა:— თქვენ, ამხანაგო ენვერ, ღორის ხორცს თუ ჭამთ?— კი, — ვუპასუხე მე.— მუსულმანური რელიგია უკრძალავს ამის გაკეთებას თა-

ვის მიმდევრებს, — თქვა მან, — თუმცა ეს უკვე დრომოჭმულიადათია. მიუხედავად ამისა, — განაგრძო მან, — სარწმუნოებისსაკითხი ყოველთვის მხედველობაში უნდა გქონდეთ და არავი-თარ შემთხვევაში არ შეიძლება ხალხის რელიგიური გრძნობე-ბის უგულებელყოფა. ამ გრძნობებს საუკუნეების განმავლობა-ში უნერგავდნენ და ამ მხრივ ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმე-დოთ, რამეთუ ეს საკითხი აუცილებელია ხალხის შეკრულობი-სა და ერთიანობისათვის.

ვახშამმა ძალზე თბილ და ამხანაგურ ვითარებაში ჩაიარა.ამხანაგმა სტალინმა ადღეგრძელა ალბანეთის და საბჭოთა არ-

117

Page 128: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

მიები და ისევ ბერძენი ხალხის გმირულ ბრძოლაზე გადავიდა.დიდი სიმპათიით მოიხსენია მამაცი და თავისუფლებისმოყვარებერძენი ხალხი, მათი გმირობები, ტანჯვა და სისხლი, რომელიცგაიღო თავის სამართლიან ბრძოლაში.

— ჩვენ, ყველა რევოლუციონერი და ყველა ერი მხარს ვუ-ჭერთ ბერძენი ერის სამართლიან ბრძოლას, მის მოთხოვნებსთავისუფლებისა და დემოკრატიის შესახებ. ყოველთვის გავუ-წევთ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ დახმარებას, — თქვა კერ-ძოდ ამხანაგმა სტალინმა. — თქვენ, ვინც საბერძნეთს ესაზ-ღვრებით, — განაგრძო მან, — განსაკუთრებული ყურადღებადა წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ მონარქისტ-ფაშისტე-ბის მიერ თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი ყველა შე-საძლო პროვოკაციის მოსაგერიებლად.

ვახშმობისას თითოეული ამხანაგის სადღეგრძელო ცალ-ცალკე შეისვა. შეისვა ასევე იმარ ნიშანის15 სადღეგრძელოც.

მოლოტოვი დროდადრო ჭიქას სწევდა და მეტი სმისკენ მა-ქეზებდა, თუმცა როცა შეხედა, რომ მის სურვილს ვერ ვაკმაყო-ფილებდი, მკითხა:

— რატომ ასე ცოტა?! გუშინ ხომ თქვენ უფრო მეტი დალიეთ!— გუშინ კი! მაგრამ ეს მხოლოდ გუშინ იყო, — ვუთხარი

ღიმილით.მოლოტოვი მაშინვე ამხანაგ სტალინს მიუბრუნდა:— გუშინ, — უთხრა მას, — მე და ამხანაგი ენვერი ვიშინ-

სკისთან ვიმყოფებოდით. ცნობა მივიღეთ, რომ გუშინ, 31

15. იმარ ნიშანი — იმ პერიოდში ალბანეთის სახალხო რესპუბლიკის სა-ხალხო კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

118

Page 129: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეორე შეხვედრა

მარტს, ენვერ ხოჯას ტირანაში ვაჟიშვილი შეეძინა. სიხარუ-ლით ცოტა მეტიც კი დავლიეთ.

— გილოცავთ! — მითხრა მაშინვე სტალინმა და ჭიქა ასწია.— მოდით ახალშობილისა და თქვენი მეუღლის სადღეგრძელოშევსვათ.

მადლობა გადავუხადე ამხანაგ სტალინს, ვუსურვე ჯან-მრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ბოლშევიკური პარტიისადა საბჭოთა სახელმწიფოს საკეთილდღეოდ, რევოლუციისა დამარქსიზმ-ლენინიზმის საკეთილდღეოდ.

ასე გავატარეთ რამდენიმე საათი ამ თბილ, გულისხმიერ დაოჯახურ ვითარებაში. მეც და ჩვენს მეგობარებსაც ღრმად აღ-გვებეჭდა მეხსიერებაში სტალინის ქცევა და პირადი თვისებე-ბი — ადამიანისა, რომლის სახელი და საქმეები შიშის ზარსსცემდა მტრებს — იმპერიალისტებს, ფაშისტებს, ტროცკისტებ-სა და ყველა ჯურის რეაქციონეს, მაშინ როცა კომუნისტებს,პროლეტარებსა და ხალხებს სიხარულსა და აღფრთოვანებასაღუძრავდა, ძალებს მატებდა და მომავლის რწმენას უღვივებდა.

მთელი ვახშმობის განავლობაში იგი ძალიან კარგ ხასიათ-ზე იყო, ბევრს იცინოდა, ძალდაუტანებელი საუბრებისას დიდყურადღებას იჩენდა და ცდილობდა, რომ დამსწე საზოგადოე-ბას თავი შინაურულად ეგრძნო. დაახლოებით 23 საათზე სტა-ლინმა შემოგვთავაზა:

— ყავა ხომ არ დაგველია?ყველანი ავდექით და მეზობელ დარბაზში გადავინაცვლეთ.

ყავის მოტანამდე ორი საბჭოთა მეგობარი ჯაფერ სპახიუს სმასაძალებდა. ჯაფერი არ ნებდებოდა და რაღაცას ეუბნებოდა. მუ-

119

Page 130: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

დამ ყურადღებიანმა სტალინმა შენიშნა ეს და საბჭოთა ამხანა-გებს ხუმრობით მიმართა:

— აი ეს კი ცუდი საქციელია! თქვენ და ჩვენი სტუმარიუთანასწორო მდგომარეობაში ხართ. ორი ერთის წინააღმდეგ!

ყველას გაგვეცინა და საუბარი ისე განვაგრძეთ, თითქოსვიწრო ოჯახურ წრეში ვყოფილიყავით.

— ამხანაგებო, — თქვა მან, — ახლა კინოს საყურებლადგეპატიჟებით.

ყველანი წამოვდექით და სტალინი კრემლის კინოდარბა-ზისკენ გაგვიძღვა, სადაც ფილმები ჩვენი დელეგაციისთვის თა-ვადვე შეგვირჩია. ეს იყო რამდენიმე ფერადი დოკუმენტურიფილმი, რომლებიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რაიონებსასახავდნენ, მაგალითად, ფილმი „შორეული საპატარძლო“.

სტალინთან ჩვენი მეორე ვიზიტიც სწორედ აქ მთავრდება.

120

Page 131: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

მესამე შეხვედრა

1949 წლის ნოემბერი.

ხუთსაათიანი შეხვედრა სოხუმში. საუბარი პირისპირ ამხა-ნაგ სტალინთან. კიდევ ერთხელ ბერძნული საკითხის შესა-ხებ. იუგოსლავიის მდგომარეობის შესახებ ტიტოს ღალა-ტის შემდეგ. კოსოვოსა და იუგოსლავიის იმ რაიონების შე-სახებ, რომლებშიც ალბანელები ცხოვრობენ. „ალბანეთზეთავდასხმა ადვილი საქმე არაა“. „თუ ალბანეთი შიგნიდანძლიერი იქნება, ვერავითარი გარე საშიშროება ვერ შეაში-ნებს“. დაუვიწყარი ვახშამი. კიდევ ერთხელ ალბანეთისეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ. და-მოკიდებულება რელიგიისა და სასულიერო პირებისადმი.„ვატიკანი — ესაა რეაქციის ცენტრი, იარაღი მსოფლიორეაქციისა და კაპიტალის ხელში“.

1949 წლის ნოემბერში მოსკოვში მესამედ გავემგზავრე. საბჭო-თა კავშირში ჩასვლამდე ცოტა ხნით ბუდაპეშტში შევჩერდი,სადაც შევხვდი რაკოშის, რომელმაც ძალზე გულთბილად მიმი-ღო და დაინტერესდა ალბანეთის ეკონომიკური მდგომარეო-ბით, ტიტოელთა მტრული საქმიანობით და საბერძნეთის დე-მოკრატიული ძალების ბრძოლით. ჩვენმა საუბარმა ამხანაგურატმოსფეროში ჩაიარა, მრავალი აზრი გავცვალეთ და, რამდე-ნადაც მახსოვს, მან უნგრეთში მიმდინარე პროცესების საქმისყურში ჩამაყენა.

121

Page 132: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

მოსკოვში ჩასვლამდე კიევში შევჩერდი. იქ განსაკუთრებითკარგი შეხვედრა გაგვიმართეს.

მოსკოვში ჩემს დასახვედრად მოვიდნენ ლავრენტიევი, მარ-შალი სოკოლოვსკი, ორლოვი და სხვა სამხედრო და სამოქალა-ქო პირები. შემდეგ შევხვდი მალენკოვს, რომელთანაც პირვე-ლი მოკლე საუბარი გავმართე.

მალენკოვმა მითხრა, რომ თუ სურვილი და შესაძლებლობამექნებოდა, შემეძლო ჩამომეწერა ის საკითხები, რომელთა წა-მოჭრასაც მოლაპარაკებების დროს ვაპირებდი, რათა მას გა-ადვილებოდა ამხანაგ სტალინისთვის მათი გადაცემა.

— შემდეგ, — თქვა მან, — დაველოდოთ პასუხს ამხანაგისტალინისგან და ამისდა მიხედვით, ამხანაგო ენვერ, ან სოხუმ-ში გაემგზავრებით, სადაც იგი დასასვენებლად იმყოფება, დაპირადად დაელაპარაკებით, ანდაც საბჭოთა მთავრობის რომე-ლიმე სხვა წევრთან გამართავთ მოლაპარაკებას, ვისაც იოსებბესარიონის ძე მისცემს რეკომენდაციას.

საღამოს ის საკითხები ჩამოვწერე, რომელთა წამოჭრასაცმოლაპარაკების დროს ვაპირებდი, და მალენკოვს გადავეცი.

მათთან გაცნობის შემდეგ სტალინმა მთხოვა, რომ მოსალა-პარაკებლად მასთან სოხუმში ჩავსულიყავი. ასეც მოვიქეცით.

სტალინს იმ სახლის ბაღში შევხვდი, სადაც იგი ისვენებდა;დიდებული ბაღი იყო, ხილით, ხეებითა და ხეივნის ორივე მხა-რეს ნაირფერი ყვავილებით მორთული. იგი შორიდანვე შევნიშ-ნე, ნელი ნაბიჯით მიდიოდა და ოდნავ წინ იყო გადახრილი, ხე-ლები კი უკან შემოეწყო.

122

Page 133: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

როგორც ყოველთვის, ძალიან გულთბილად მიმიღო და ჩემ-თან სრულიად ამხანაგურად იქცეოდა. იგი ძალიან კარგად გა-მოიყურებოდა.

— მთელი დღეა ვსეირნობ, — მითხრა მან, — და მხოლოდჭამის დროს მხედავს სახლი.

გამეხარდა, რომ კვლავ მომიწია მასთან შეხვედრა, და რომიგი ასე კარგად გამოიყურებოდა, და მივესალმე:

— გისურვებთ, რომ კიდევ ასი წელი იცოცხლოთ, ამხანაგოსტალინ!

— ასი? — წარმოთქვა თვალების მოჭუტვით და ჩაიცინა.— ეს ცოტაა. ჩვენთან, საქართველოში, 145 წლის მოხუცებიცგვყავს, რომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს.

— კიდევ ასი წელი, ამხანაგო სტალინ, ასეთი სალამი სჩვე-ვია ჩვენს ხალხს, კიდევ დამატებითი ასი წელი! — ვუთხარი მე.

— ასე უფრო კარგი იქნება! — მითხრა გამხნევებით. — ასეუფრო კარგი იქნება და ამაზე თანახმა ვარ!

გვარიანად გადავიხარხარეთ.მლაპარაკება, რომელშიც მხოლოდ ამხანაგი სტალინი და მე

ვმონაწილეობდით (და ჩვენი თარჯიმანი სტერიო დიოგორეცი),აივანზე გაიმართა. მოსკოვის დროით საღამოს 9 საათი იყო.სტალინს კეპი ეხურა, ყავისფერი ყელსახვევი ჰქონდა შემოხვე-ული და ასევე ყავისფერი შალის სამოსელი ეცვა.

მოლაპარაკების დაწყებამდე თავაზიანად მოვიხადე შლაპადა საკიდელზე ჩამოვკიდე, მაგრამ მან მითხრა:

— არ მოიხადო, გეხუროს.

123

Page 134: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

შევეწინააღმდეგე, მაგრამ თავისი გაიტანა, ვინაიდან შიშობ-და, არ გავცივებულიყავი სინესტის გამო და თავის გამცილე-ბელს სთხოვა, ჩემთვის იგი უკან მოეტანა.

ამ დაუვიწყარი შეხვედრის დროს ამხანაგ სტალინთან ერ-თად რამდენიმე საკითხი განვიხილეთ.

სხვა საკითხებთან ერთად ჩამოვუყალიბე საბერძნეთის კო-მუნისტური პარტიის ხელძღვანელი ამხანაგების მცდარი პოზი-ციების ირგვლივ არსებული ჩვენი შეხედულებები და მათი უსა-ფუძვლო ბრალდებები ჩვენს მიმართ. კერძოდ, ვუთხარი, რომჩვენი პარტიის ცენტრალურ კომიტეტს ყოველთვის მჭიდროკავშირები ჰქონდა საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ცენ-ტრალურ კომიტეტთან, და რომ ჩვენი პარტია და ჩვენი ხალხიყოველთვის ღიად უჭერდა მხარს ბერძენი ხალხის სამართლიანდა გმირულ ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისათვისუცხოური — ინგლისურ-ამერიკული — ჩარევის წინააღმდეგ.ბერძენ ამხანაგებთან გარმორჩეული კავშირების არსებობისფარგლებში, განსაკუთრებით 1949 წელს, ვამჩნევდით ხარვე-ზებსაც საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელო-ბის მუშაობაში, და ეს შეხედულებები არაერთხელ ჩამოვუყა-ლიბეთ მათ ღიად, ამხანაგური და ჯანსაღი ინტერნაციონალის-ტური სულისკვეთებით. ჩვენ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ მათჩვენი შეხედულებები იმ დარტყმების შემდეგ, რომლებიც სა-ბერძნეთის დემოკრატიულმა ძალებმა ვიცაში და გრამოზაშიიწვნიეს. თუმცა ამჯერად საბერძნეთის კომუნისტური პარტიისხელმძღვანელმა ამხანაგებმა არა მარტო მცდარად მიიჩნიესჩვენი ამხანაგური შენიშვნები, არამედ განაწყენდნენ და იქამ-

124

Page 135: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

დეც კი მივიდნენ, რომ თავიანთი პოლიტბიუროდან ჩვენი პარ-ტიის პოლიტბიუროში გამოგზავნილ წერილში ჩვენს ხელ-მძღვანელ ამხანაგებს „ტროცკისტები“ და „ტიტოელები“ უწო-დეს ჩვენი შეხედულებების გამო იმ ხაზზე, რომელსაც ბერძენიხელმძღვანელები თავიანთი ბრძოლის დროს ატარებდნენ.

— ჩვენმა პოლიტბიურომ, — ვუთხარი ამხანაგ სტალინს, —გააანალიზა საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალუ-რი კომიტეტის წერილი, რომელსაც ხელს აწერდა ნიკოს ზაქა-რიადისი, და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ზაქარიადისის ჯგუფ-მა თავისი მცდარი შეხედულებებითა და პოზიციებით არათუძლიერად ავნო საბერძნეთის კომუნისტური პარტიის მიერ ჰიტ-ლერელებთან გამართული ომის შემდეგ მიღებულ ახალ ხაზს,არამედ ცდილობს საკუთარი პასუხისმგებლობის სხვებზე გადა-ტანას ამ ხაზისთვის ძირის გამოთხრის საქმეში.

— როდის გაიცანით ზაქარიადისი? — მკითხა სტალინმა.ჩემი პასუხის შემდეგ მომართა:

— ამხანაგ ზაქარიადისს ცუდი არაფერი უთქვამს ჩვენი ამ-ხანაგებისთვის თქვენზე, ალბანელებზე, — და ამ დროს გახსნასაბერძნეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მიერ ალ-ბანეთის შრომის პარტიის პოლიტბიუროსადმი გაგზავნილი წე-რილი და თავისთვის ჩაიკითხა. შემდეგ შემომხედა და დასძინა:

— აქ ვერ ვხედავ ბრალდებებს, რომლებზედაც თქვენ ისა-უბრეთ, და მხოლოდ იმას ვკითხულობ, რომ ისინი თქვენ მხო-ლოდ რამდენიმე ტექნიკურ საკითხში ხელშეშლას გაბრალებენ.

— ჩემს მიერ ნახსენები ბრალდებები, — მივუგე ამხანაგსტალინს, — თავდაპირველად ზეპირ ხასიათს ატარებდა, შემ-დეგ კი წერილობითს, რაც მის უკანასკნელ წერილში აისახა. ამ

125

Page 136: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

წერილის ასლი და ჩვენი პასუხი თქვენც გადმოგეცით ელჩის,ჩუვახინის, მეშვეობით.

სტალინს არ ჰქონდა ეს წერილები წაკითხული და მათიშედგენის თარიღების გაცნობის შემდეგ ბრძანება გასცა, რომისინი მისთვის მოეძებნათ. ცოტა ხნის შემდეგ ისინი უკვე ჩვენ-თან მოიტანეს. სტალინმა წერილები ჩაიკითხა და მითხრა:

— დასასვენებლად ვიყავი და ეს მასალები წაკითხული არმქონდა. თქვენი დანარჩენი წერილები კი უკლებლივ მქონდაწაკითხული.

ბერძნებმა თქვენთან საუბრისა და შეთანხმების მიღწევისსურვილი გამოთქვეს, — დასძინა მან.

— ბერძენი ამხანაგების მიმართ გამოთქმულ ჩვენს კრიტი-კულ შენიშვნებში, — მივმართე ამხანაგ სტალინს, — ყოველ-თვის გულწრფელი და ამხანაგური მიზნებიდან ამოვდიოდითდა ამას ჩვენს ინტერნაციონალისტურ ვალად ვთვლიდით, იმის-გან დამოუკიდებლად, მოეწონებოდათ ჩვენი აზრები თუ არა.ყოველთვის გვსურდა და ვიღწვოდით იმისთვის, რომ ეს საკით-ხები ბერძენ ამხანაგებთან ერთად ამხანაგური და ჯანსაღი კო-მუნისტური სულისკვეთებით გადაგვეჭრა, მაგრამ ისინი არა-თუ ასეთივე ურთიერთგაგების სულისკვეთებით მოქმედებ-დნენ, არამედ ჩვენ და სხვებს ბრალდებებსაც კი გვიყენებენ.ასეთი შეხედულებები და ასეთი ქმედებები ჩვენთვის მიუღებე-ლია, — ვუთხარი მას, — და დავაყოლე, რომ ამხანაგ ზაქარია-დისს მხედველობაში უნდა ჰქონდეს და არასდროს დაავიწყდეს,რომ ჩვენი პარტიის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოს საქ-მეებზე ჩვენვე ვაგებთ პასუხს ალბანელი ხალხის წინაშე, ისევე

126

Page 137: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

როგორც თავად ის აგებს პასუხს თავისი პარტიისა და თავისიხალხის წინაშე.

ამხანაგმა სტალინმა ყურადღებით მომისმინა და მკითხა:— თუ არსებობენ კიდევ ის ბერძენი დემოკრატები, რომ-

ლებმაც თავი დროებით ალბანეთს შეაფარეს? რას აპირებთმომავალში?

ამ საკითხებთან დაკავშირებით ამხანაგ სტალინს ჩვენი პო-ზიცია დაწვრილებით გავაცანი. კერძოდ, ვუთხარი, რომ იმპე-რიალისტები, მონარქისტ-ფაშისტები და რეაქცია უკვე დიდიხანია ათას რამეს გვაბრალებენ, ავრცელებენ ცილისწამებას,რომ თითქოს „დამნაშავეები ვართ იმაში, რაც საბერძნეთშიხდება“, თითქოს საბერძნეთის საშინაო საქმეებში ვერევით, დაა.შ. არადა მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, რომ საბარძნე-თის საშინაო საქმეებში არასდროს ვერეოდით და არც არას-დროს ჩავერევით.

რაც შეეხება მხარდაჭერას, რომელსაც ბერძენ ხალხს ვუ-წევთ თავიანთ ბრძოლაში, იგი კანონიერ უფლებად და ვალადმიგვაჩნია, რომელიც ნებისმიერმა ერმა უნდა გააკეთოს მოძმექვეყნის სამართლიან ბრძოლასთან მიმართებაში. მაგრამ იმისგამო, რომ საბერძნეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ, მონარქისტ-ფაშისტების მიერ დაჭრილმა, დატერორებულმა და გაწვალე-ბულმა უამრავმა უდანაშაულო ბერძენმა მამაკაცმა, ქალმა დაბავშვმა ჩვენი საზღვარი ლტოლვილის სტატუსით გადმოკვეთა.ყველა მათგანს სწორად და ფრთხილად მოვექეცით: დავეხმა-რეთ, შევიფარეთ და თავი მოვუყარეთ საზღვრებიდან საკმარი-სად დაშორებულ გარკვეულ ცენტრებში.

127

Page 138: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ამ საკითხის შემდგომი განხილვისას ამხანაგ სტალინს ვუთ-ხარი, რომ ამ ლტოლვილების შემოსვლამ დიდი და სერიოზულიპრობლემები შეგვიქმნა, და ვზრუნავდით იმაზე, რომ ჩვენი ჰუ-მანური ვალის შესრულებასთან ერთად არავისთვის მიგვეცაიმის საბაბი, რომ ბერძენი ლტოლვილი დემოკრატების ჩვენსმიწაზე ყოფნას ბერძენი მმართველების ანტიალბანური ფსიქო-ზი გამოეწვია. ეს გახდა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა,რომ კეთილგანწყობით შევხვდით ამხანაგ ზაქარიადისისა დათავად ბერძენი ლტოლვილების თხოვნას ალბანეთიდან მათისხვა ქვეყნებში გადასახლებით თაობაზე. ამჟამად, — დავძინემე, — საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი ამ-ხანაგების ჩვენდამი არასწორი დამოკიდებულებისა და ჩვენსმიმართ წამოყენებული მძიმე ბრალდებების ფონზე, ჩვენი პო-ლიტბიურო თვლის, რომ იმ მცირერიცხოვან ბერძენთა წას-ვლაც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან, კიდევ უფროგადაუდებელი საქმე გახდა. ვუთხარი მას, რომ არა მარტო დე-მოკრატებმა — სამხედროებმა, არამედ ბერძენმა ხელმძღვანე-ლებმაც, რომლებსაც უკანასკნელ პერიოდში ალბანეთში თავ-შესაფარი მიეცათ, ჩვენი ქვეყანა უნდა დატოვონ.

საბერძნეთის პრობლემაზე ჩვენი შეხედულებების შემდგომიგანხილვისას ამხანაგ სტალინს ვუთხარი ბერძენი ამხანაგებისიმ შეცდომების შესახებაც, როგორიცაა მათი მხრიდან არასაკ-მარისად ჯეროვნად შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით გავ-რცელებული ხანგრძლივი ომისა და „რეგულარური არმიით“მხოლოდ „ფრონტალურ ომზე“ დაყრდნობა; მათ მიერ პარტიზა-ნულ შენაერთებში პოლიტკომისრების როლის ლიკვიდირებადა ა.შ. სამხედრო სამსახურის მეთაურთა მცდარმა და წვრილ-

128

Page 139: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

ბურჟუაზიულმა შეხედულებებმა, რომლებსაც არ სურდათ დავერ იტანდნენ თავიანთ გვერდით პარტიის ერთგულ ადამიანებს,— ვუთხარი ამხანაგ სტალინს, — გამოიწვია ის, რომ საბერძნე-თის დემოკრატიული არმიის სარდლობაში კომისრის როლი შე-სუსტებული და უკანა პლანზე გადაწეული აღმოჩნდა და თით-ქმის გაუქმდა კიდეც. ეს და სხვა ამგვარი შეცდომები გვაფიქრე-ბინებს, რომ საბერძნეთის კომუნისტურ პარტიაში განხეთქილე-ბა, ოპორტუნიზმი და მოჩვენებითი თავმდაბლობაა გამეფებული,პარტიის ხელმძღვანელი როლი კი გაუფერულებულია.

ამხანაგმა სტალინმა ყურადღებით მომისმინა და მითხრა:— თქვენს კვალდაკვალ, ჩვენც ვეთანხმებით ამხანაგ ზაქა-

რიადისის თხოვნას იმის შესახებ, რომ დემოკრატმა ლტოლვი-ლებმა ალბანეთი უნდა დატოვონ, უკვე დავინტერესდით და ხე-ლიც შევუწყეთ იმას, რომ მათ იქ იპოვონ თავშესაფარი, სადაცეს სურთ. ეს ჰუმანიზმის მოსაზრებიდან გამომდინარე გავაკე-თეთ. ეგზომ დიდი რაოდენობით ადამიანებისთვის დახმარებაჩვენთვისაც გარკვეული ტვირთია, მაგრამ ისინი სადღაც აუცი-ლებლად უნდა წავიდნენ, ვინაიდან ვერაფრით ვეღარ დარჩები-ან საბერძნეთის მოსაზღვრე ქვეყანაში.

თქვენი დამოკიდებულება თქვენი ქვეყნის საზღვრებში გადმო-სული დემოკრატი სმხედროების მიმართ, — დასძინა ამხანაგმა სტა-ლინმა, — მართებულად მიმაჩნია. რაც შეეხება ალბანეთში დარჩე-ნილ მათ იარაღს, ჩემი აზრით, თქვენ, ალბანელებმა, იგი თქვენთვისუნდა დაიტოვოთ, ვინაიდან ამას მთლიანად იმსახურებთ.

— როგორც ჩანს, — დაამატა ამხანაგმა სტალინმა, — სა-ბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელები სათანა-დოდ არ მიუდგნენ სიტუაციებს, ჯეროვნად არ შეაფასეს მტრის

129

Page 140: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ძალები და ფიქრობდნენ, რომ საქმე მხოლოდ ცალდარისთანჰქონდათ და არა ინგლისელებთან და ამერიკელებთან. არსებო-ბენ ადამიანები, რომლებიც ბერძენთა ამ ბოლოდროინდელიუკანდახევის გამო იმასაც ამბობენ, რომ არ უნდა დაეხიათ უკან,თუმცა მგონია, რომ მომხდარის შემდეგ დემოკრატ სამხედრო-ებს უკან უნდა დაეხიათ, სხვანაირად ყველანი დაიღუპებოდნენ.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ბერძენი ამხანაგები ცდე-ბიან. მათ არ შეეძლოთ რეგულარული არმიით ფრონტალურიომის წარმოება, რამეთუ ამისათვის არ გააჩნდათ არც შესაბამი-სად მომზადებული არმია და არც ვრცელი ტერიტორია. მათ გა-დააფასეს საკუთარი ძალები და შესაძლებლობები, მთლიანადღიად მოქმედებდნენ და მტერს საკუთარი პოზიციებისა და საკუ-თარი არსენალის მთლიანად მხილების საშუალებას აძლევდნენ.

რაც არ უნდა იყოს, მგონია, რომ მაინც ბერძენ ამხანაგებ-თან უნდა მიაღწიოთ შეთანხმებას. ასეთია ჩემი აზრი. მათიმტკიცება, თითქოს თქვენ, ალბანელები, მათ ექცეოდით რო-გორც „ტროცკისტები“ და „ტიტოელები“, უსაფუძვლოა.

საღამოს სტალინმა მკითხა, სად და როდის ვფიქრობდიბერძენ ხელმძღვანელებთან შეხვედრას, რათა ჩვენს შორისწარმოქმნილი პრინციპული უთანხმოებები გადაგვეჭრა.

— შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს ვართ მზად, — ვუპა-სუხე მე, — თუნდაც დამდეგი წლის იანვარში, შეხვედრა კიმოსკოვში გავმართოთ.

ამხანაგ სტალინთან საუბარი იმ მძიმე მგომარეობაზე გან-ვაგრძეთ, რომელიც იუგოსლავიის კომუნისტურ პარტიაში შე-იქმნა ტიტოს ღალატის შემდეგ, ვილაპარაკეთ იმ ანტიმარქსის-ტულ, ნაციონალისტურ და შოვინისტურ პოლიტიკაზე, რომელ-

130

Page 141: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

საც ტიტოს ხროვა ატარებდა ალბანეთისა და სახალხო დემოკ-რატიის სხვა ქვეყნების მიმართ. განსაკუთრებით გავუსვი ხაზიკოსოვოსა და იუგოსლავიის სხვა რაიონების ალბანური მოსახ-ლეობის მდგომარეობას.

— კოსოვოსთან და ალბანელებით დასახლებულ იუგოსლა-ვიის სხვა რაიონებთან მიმართებაში გატარებული თავისი ხა-ზით, — ვუთხარი ამხანაგ სტალინს, — იუგოსლავიის კომუნის-ტურმა პარტიამ ანტიფაშისტური ბრძოლის პირველი დღეები-დან გათავისუფლების დამთავრებამდე და, მით უმეტეს, გათა-ვისუფლების შემდეგ შოვინისტური და ნაციონალისტური პო-ზიცია დაიკავა და დღესაც ამას აგრძელებს. იუგოსლავიის კო-მუნისტური პარტია მტკიცე მარქსისტულ-ლენინისტურ პოზი-ციებზე რომ მდგარიყო, მას ჯერ კიდევ ანტიფაშისტური ბრძო-ლის პერიოდში უნდა მიექცია განსაკუთრებული ყურადღებაიუგოსლავიის ალბანელი მოსახლეობისთვის, რამეთუ ლაპარა-კი იყო მრავალრიცხოვან ეროვნულ უმცირესობაზე, რომელიცზედ ალბანეთის საზღვართან ცხოვრობდა. ომის პირველ წლებ-ში მიგვაჩნდა, რომ კოსოვოსა და იუგოსლავიის სხვა რაიონებისმომავლის საკითხი ომის პერიოდში არ უნდა წამოგვეჭრა, დარომ კოსოვოსა და სხვა რაიონების ალბანელებს ფაშიზმის წინა-აღმდეგ იუგოსლავიის ფარგლებში უნდა ებრძოლათ, ომის შემ-დეგ კი ეს საკითხი უნდა გადაეჭრა ორ მოძმე პარტიას, სახალ-ხო-დემოკრატიულ რეჟიმებს, რომლებიც ალბანეთსა და იუგოს-ლავიაში დამყარდებოდა, თავად იქაურ ალბანელ მოსახლეობას.

ძირითადი საკითხი იმაში მდგომარეობდა, რომ კოსოვოსადა იუგოსლავიის სხვა მხარეების ალბანელები დარწმუნებულე-ბი იყვნენ, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ იუგოსლავიის ხალხის

131

Page 142: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

გვერდიგვერდ ბრძოლის გამო გამარჯვების მიღწევის შემდეგთავისუფლები იქნებიოდნენ და მათ შეუქმნიდნენ პირობებს,რათა თავადვე განესაზღვრათ საკუთარი მომავალი, ანუ თა-ვადვე განსაზღვრათ: ალბანეთს შეუერთდებოდა თუ იუგოსლა-ვიის ფარგლებში დარჩებოდნენ განსაკუთრებული სტატუსისმქონე ეთნიკური ჯგუფის სტატუსით.

ამ საქმეში გატარებულმა სწორმა და პრინციპულმა პოლი-ტიკამ ხელი შეუწყო იმას, რომ ალბანელებით დასახლებულიკოსოვოსა და იუგოსლავიის სხვა მხარეების მოსახლეობამ, გამ-ძვინვარებული რეაქციისა და დემაგოგიური ფაშისტური პრო-პაგანდის მიუხედავად, მთელი თავისი ძალები დიადი ანტიფა-შისტური ბრძოლისთვის მოიკრიბა. ჯერ კიდევ ომის დასაწყის-ში იუგოსლავიის მთავრობას გავაცანით ჩვენი აზრი იმის შესა-ხებ, რომ მათ უნდა მოეხდინათ ალბანელი მოსახლეობის მობი-ლიზება პატრიოტული სულისკვეთებით, მიეცათ მათთვის ალ-ბანური დროშის ქონის უფლება იუგოსლავიის დროშასთან ერ-თად, ეფიქრათ ალბანელების კიდევ უფრო ფართო მონაწილე-ობაზე ახალი ხელისუფლების ორგანოებში, რომელიც ომის პე-რიოდში შეიქმნებოდა, შეენარჩუნებინათ და განევითარებინათალბანელებისთვის ალბანეთისადმი, — მათი სამშობლოსადმი,— უდიდესი სიყვარულის გრძნობა და ძმობის გრძნობა იუგოს-ლავიის ხალხთა სამართლიანი ბრძოლისადმი, დაემყარებინათდა განემტკიცებინათ მჭიდრო თანამშრომლობა კოსოვოს ალ-ბანურ რაზმებსა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ-გამათავისუფლე-ბელ ბრძოლას შორის იმ პირობით, რომ კოსოვოსა და სხვა მხა-რეების რაზმები შეერთებულიყვნენ და იგოსლავიის ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიის გენერალური შტაბის მეთაურო-

132

Page 143: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

ბით ემოქმედათ, და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც ცხოვრებამგვაჩვენა, — განვაგრძე ამხანაგ სტალინისთვის საკუთარი აზ-რების ჩამოყალიბება, — იუგოსლავიის მთავრობას ეს სამარ-თლიანი და კანონიერი მოთხოვნილებები დიდად არ ეპიტნავე-ბოდა, რის გამოც არა მარტო შენიღბულ განცხადებებს აკეთებ-და პრინციპული ხასიათის საკითხებზე, არამედ ჩვენ და იმ იუ-გოსლავიელ ამხანაგებს, რომლებიც ჩვენს მოთხოვნებს სამარ-თლიან მოთხოვნებად მიიჩნევდნენ, ტიტო „ნაციონალისტურგადახრაშიც“ გვადანაშაულებდა.

კოსოვოსა და ალბანელებით დასახლებულ სხვა რაიონებშიიუგოსლავიის ხელისუფლების შოვინისტური და ნაციონალის-ტური პოლიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა ომის შემდეგ, მიუ-ხედავად დემაგოგიისა და მათ მიერ მიღებული სანახევრო ზო-მებისა, როგორებიც იყო ტიტო-რანკოვიჩის ხროვის მიერ პირ-ველ ხანებში რამდენიმე ალბანური სკოლის გახნა.

და მაინც, ომისშემდგომ წლებში იუგოსლავიის კომუნის-ტურ პარტიას ჯერ კიდევ მოძმე პარტიად ვთვლიდით და ვიმე-დოვნებდით, რომ სათანადო მომენტში კოსოვოსა და სხვა ალ-ბანური რაიონების საკითხები სწორად გადაიჭრებოდა.

გვეგონა, რომ ასეთი მომენტი დადგა იუგოსლავიასთან ხელ-შეკრულების16 დადების შემდეგ და მაშინ ეს საკითხი ტიტოს ჩა-მოვუყალიბე. ტიტომ მკითხა, თუ რას ვფიქრობდი კოსოვოზე. „კო-სოვო და ალბანელებით დასახლებული სხვა რაიონები ის ალბანუ-

16. ლაპარაკია ალბანეთის სახალხო რესპუბლიკასა და იუგოსლავიისფედერაციულ სახალხო რესპუბლიკას შორის დადებულ ხელშეკრულებაზე„მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“, რო-მელსაც ხელი 1946 წლის ივლისში მოეწერა.

133

Page 144: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

რი მიწებია, რომლებიც დიდმა სახელმწიფოებმა უსამართლოდწაართვეს ალბანეთს; ისინი ალბანეთის საკუთრებაა და მას უნდადაუბრუნდეს. ახლა, როცა ორივე ჩვენი ქვეყანა სოციალისტურია,ამ საკითხის სწორად გადაჭრის ყველა პირობა არსებობს“. ტიტომმიპასუხა: „გეთანხმები, ჩვენც ასე გვინდა, მაგრამ გარკვეულდრომდე ვერაფერს გავხდებით, რამეთუ სერბებისთვის ეს ძნე-ლად გასაგები საკითხია“. „თუ ისინი ამას დღეს ვერ ხვდებიან, —ვუთხარი მე, — ხვალ აუცილებლად უნდა მიხვდნენ“.

ამ მომენტში ამხანაგმა სტალინმა მკითხა, თუ რომელი პერი-ოდიდან ვიცნობდი ტიტოს და იუგოსლავიის სხვა ხელმძღვანე-ლებს. ვუპასუხე, რომ იგი ომის შემდეგ გავიცანი, როდესაც ბელ-გრადში 1946 წელს პირველი ვიზიტით ჩავედი, და დავაყოლე:

— კოსოვოსა და იუგოსლავიის სხვა რაიონებში მცხოვრებიალბანელების პრობლემა და მათი მომავლის საკითხი იმ საკით-ხად რჩება, რომელიც თავად კოსოვოსა და სხვა რაიონების მო-სახლეობამ უნდა გადაჭრას. თუმცა ჩვენ არასდროს ჩავრეულ-ვართ იუგოსლავიის საშინაო საკითხებში, მაგრამ ამის პარალე-ლურად არასდროს არ შევწყვიტავთ იუგოსლავიაში მცხოვრე-ბი ჩვენი ღვიძლი ძმების უფლებების დაცვას, ხმას ვიმაღლებთტერორისა და განადგურების იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რო-მელსაც მათ მიმართ ტიტო-რანკოვიჩის ხროვა ატარებს17. ბო-ლოს ამხანაგ სტალინს ვუთხარი, რომ ამ საკითხთან დაკავში-რებით მას წერილობითაც მივმართეთ.

17. იხ.: ენვერ ხოჯა. „ტიტოელები“ (ისტორიული ჩანაწერები). გამომცემ-ლობა „8 ნენტორი“, ტირანა — 1983, გამოც. რუსულ ენაზე, გვ. 3-10; ენვერხოჯა. „ტიტოელები“ (ისტორიული ჩანაწერები). გამომცემლობა „8 ნენტო-რი“, ტირანა — 1983, გამოც. რუსულ ენაზე, გვ. 83-102.

134

Page 145: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

— თქვენი წერილი წავიკითხე, — მიპასუხა ამხანაგმა სტა-ლინმა. — ვიზიარებ თქვენს აზრს იმაზე, რომ საკითხს საკუთა-რი მომავლის შესახებ წყვეტს და მომავალშიც გადაწყვეტს თა-ვად კოსოვოს მოსახლეობა.

ტიტო, კოსოვოს მიმართ თავისი ანტიმარქსისტული დამო-კიდებულების გარდა, — განაგრძო ამხანაგმა სტალინმა, — თა-ვად ალბანეთის ანექსიასაც ცდილობდა. ეს აშკარა გახდა, რო-ცა ტიტომ ალბანეთში თავისი დივიზიების გადასროლა სცადა.ჩვენ ეს აქტი აღვკვეთეთ. ჩვენც ვიცით და თქვენც იცით, რომიუგოსლავიის არმიის შენაერთები ალბანეთში გადავიდოდნენკოჩი ძოძეს დასახმარებლად, რომელსაც იუგოსლავიის შეიარა-ღებული ძალების მეშვეობით თავისუფალი ალბანეთისა დაალბანეთის მთავრობის ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა.

— ტიტომ, — ვუთხარი მას, — ისარგებლა იმით, რომ იმ პე-რიოდში საბერძნეთი წამდაუწუმ პროვოკაციებს გვიწყობდასაზღვრებთან, რის გამოც შეთხზა ინტრიგა, თითქოს ჩვენს წი-ნააღმდეგ „საბერძნეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი თავდას-ხა“ განხორციელდებოდა, თითქოს „ეს თავდასხმა უახლოეს პე-რიოდში იყო მოსალოდნელი“ და „ალბანეთს დიდ საფრთხესუქმნიდა “, და ა.შ. მოგვიანებით ტიტომ, კოჩე ძოძისთან და მის-ნაირ მოღალატეებთან თანამშრომლობით, შემოგვთავაზა ალ-ბანეთში, კერძოდ კი კორჩასა და გიროკასტრუში, მათი საბ-რძოლო შენაერთების გადმოსროლა, რათა „ბერძნების თავდას-ხმისგან დავეცავით“. ეს წინადადება გადაჭრით ვუარვყავითდა ამის შესახებ თქვენც დაუყოვნებლივ გაცნობეთ. დარწმუნე-ბული ვიყავით, რომ „დახმარების“ გასაწევი დივიზიების გად-

135

Page 146: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

მოსროლის საბაბით იგი ცდილობდა ალბანეთის ოკუპაციას, დათქვენი იმდროინდელი პასუხიც ამ მოსაზრებას ეთანხმებოდა.

სტალინმა ღრმა ირონიული ტონით მიპასუხა (რომელშიცგაღიზიანებაც შეინიშნებოდა):

— ახლა კი ტიტო ჩვენ, საბჭოთა კავშირს, გვდებს ბრალსიმაში, თითქოს იუგოსლავიის საშინაო საქმეებში ვერევით,თითქოს იუგოსლავიაზე თავდასხმა გვინდოდა! არა, ეს არას-დროს გვინდოდა და აზრადაც არასდროს მოგვსვლია, რამეთუმარქსისტ-ლენინელები ვართ, და ვერასდროს მოვიქცევით ისე,როგორც ფიქრობს და იქცევა ტიტო.

ვფიქრობ, — აღნიშნა შემდეგ ამხანაგმა სტალინმა, — ჩვენ,როგორც მანქისტ-ლენინელებმა, შემდგომშიც უნდა ვამხილოთტიტოს ანტიმარქსისტული საქმიანობა და შეხედულებები, მაგ-რამ, ხაზს ვუსვამ, იუგოსლავიის საშინაო საქმეებში არავითარშემთხვევაში არ უნდა ჩავერიოთ. ეს საკითხი იუგოსლავიელმაკომუნისტებმა და იუგოსლავიის ხალხმა უნდა განიხილოს; მათუნდა გადაჭრან თავიანთი ქვეყნის აწმყოსა და მომავლის საქ-მეები. ამავე ფარგლებში განვიხილავ კოსოვოს საკითხს, ისევეროგორც იუგოსლავიაში მცხოვრები დანარჩენი ალბანელიხალხის საკითხსაც. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთტიტოელ მტრებს ჩვენთვის იმის დაბრალების საბაბი, თითქოსიუგოსლავიის ფედერაციის დაშლას ვესწრაფვით. ეს უხერხუ-ლი მომენტია და მას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რა-მეთუ როდესაც ტიტო ამბობს, რომ „აი, ისინი იუგოლავიის და-ნაწევრებას ცდილობენ“, არა მარტო თავს უყრის რეაქციას,არამედ პატრიოტულად განწყობილი ელემენტების თავისკენგადაბირებასაც ცდილობს.

136

Page 147: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

რაც შეეხება ალბანეთში შექმნილ სიტუაციას, — აღნიშნაშემდეგ ამხანაგმა სტალინმა, — საერთაშორისო კუთხით იგიგანსაზღვრულია სამი საგარეო სამინისტროს — აშშ-ის, ინგლი-სისა და საბჭოთა კავშირის — მიერ. თქვენთვის ცნობილია ჰე-ლის, იდენისა და მოლოტოვის განცხადებები ამის თაობაზე.დიდი ხმაურია ატეხილი იმაზე, თითქოს იუგოსლავია, საბერ-ძნეთი და სხვები ალბანეთს თავს დაესხმებიან, მაგრამ ეს საქმემათთვისაც და ნებისმიერი სხვა მტრისთვისაც უმძიმესი ტვირ-თია, — თქვა ამხანაგმა სტალინმა და მკითხა:

— აგრძელებენ ბერძნები საზღვრებზე პროვოკაციებს?— მას შემდეგ, რაც ჩვენგან კარგი გაკვეთილი მიიღეს, გან-

საკუთრებით, მიმდინარე წლის ივლისში, შეიარაღებული თავ-დასხმები უკვე შეწყვიტეს, — მივუგე მე, — მაგრამ ნებისმიერშემთხვევაში მუდმივ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ.

— ცალდარისი, — აღნიშნა შემდეგ ამხანაგმა სტალინმა, —თითქმის მთლიანადაა გადართული შიგა არეულობებზე; ახლამას პროვოკაციებისთვის არ სცხელა, მონარქისტ-ფაშისტებიხომ ერთმანეთს ჭამენ. მგონია, რომ ინგლისელ-ამერიკელებსარ შეუძლიათ თქვენზე გარედან თავდასხმა, რის გამოც შეეც-დებიან შიგნიდან შემოტევას, ანუ აჯანყებებისა და არეულობე-ბის ორგანიზებას, შემოგიგზავნიან აგენტებსა და დივერსან-ტებს ალბანელ ხელმძღვანელებზე თავდასასხმელად და ა.შ.მტერი შეეცდება ალბანეთში არეულობისა და კონფლიქტებისორგანიზებას, მაგრამ თუ ალბანეთი შიგნიდან ძლიერი იქნება,გარედან მას ვერაფერი დაემუქრება. ესაა მთავარი. თუ ალბა-ნეთი ბრძნულ და პრინციპულ პოლიტიკას შემდგომშიც გაატა-რებს, მას არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეს.

137

Page 148: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

რაც შეეხება სამი სგარეო საქმეთა მინისტრის დოკუმენ-ტებს, — თქვა ამხანაგმა სტალინმა, — მხედველობაში უნდაიქონიოთ და დროდადრო, ხელსაყრელ მომენტებში, მოიშველი-ოთ ისინი და მათ შესახებ „მეგობრებს“ შეახსენოთ ხოლმე.

სამაგიეროდ აუცილებელია საშინაო სიტუაციის მუდმივადდა ყოველმხრივ განმტკიცება, განუხრელად გამტკიცება. ესაამთავარი, — თქვა მან და მკითხა:

— თუ გაგაჩნიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდე-ბარებაში მყოფი ძალები კონტრრევოლუციურ ბანდებთან საბ-რძოლველად და შიგა რეაქციის გამოხდომების ჩასახშობად?

— კი, — ვუპასუხე მას, — ხალხის შვილებისგან შემდგარმაამ ძალებმა მეტად ღირსეული საქმე გააკეთეს, განსაკუთრებითპირველ წლებში დამნაშავეებისგან, მთებში გახიზნული მტრე-ბისაგან და გარედან შემოგზავნილი დივერსანტებისგან ქვეყ-ნის გაწმენდის მხრივ. ხალხთან მჭიდრო კავშირში მყოფი ჩვენიშეიარაღებული ძალები სულ უფრო და უფრო კარგად ასრუ-ლებენ დაკისრებულ მოვალეობებს, პარტია და სახალხო ხელი-სუფლება კი ზრუნავს იმაზე, რომ ისინი შეძლებისდაგვარადუკეთ მომზადდნენ და იარაღით აღიჭურვონ.

— ეს ძალები მუდმივ მზადყოფნაში უნდა გყავდეთ, რათაგაუმკლავდეთ როგორც კონტრრევოლუციურ ჯგუფებს, ასევეყველა ჯურის ბანდიტებს, — მირჩია ამხანაგმა სტალინმა ალ-ბანეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და მკითხა:

— მოახდინა თუ არა ტიტომ ალბანეთთან მეგობრობისა დათანამშრომლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების დე-ნონსაცია?

138

Page 149: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

— დიახ, — მივუგე მას. — გზა, რომლითაც ტიტომ ამ ხელ-შეკრულების დენონსაცია მოახდინა, ტიპიური ტიტოური გზაიყო. მიმდინარე წლის 2 ნოემბერს იუგოსლავიის ხელმძღვანე-ლობამ ცილისწამებებითა და დაბალსინჯიანი ბრალდებებითაღსავსე ოფიციალური ნოტა გამოგვიგზავნა, რომელშიც ულტი-მატუმის ფორმით მოგვიწოდებდა, უარი გვეთქვა ჩვენს გზაზედა მათ გამცემლურ გზაზე დავმდგარიყავით. და როცა პირველნოტაზე პასუხი ვერ მიიღეს, 12 ნოემბერს მეორე ნოტა გამოგ-ვიგზავნეს, რომელმაც ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა.

ჩვენ მაინც ვუპასუხეთ ორივე ნოტაზე ისე, როგორც ამას იმ-სახურებდნენ, და მშვერნივრადაც ვაგრძელებთ ცხოვრებას „მე-გობრობის“ შესახებ მათთან დადებული ხელშეკრულების გარეშე.

ამ შეხვედრამ თბილ, სასიხარულო და გულწრფელ ვითარე-ბაში ჩაიარა. ამხანაგ სტალინთან პირისპირ გამართული საუბ-რის შემდეგ სავახშმოდ გავემართეთ. სასადილო ოთახის წინმდებარე მისაღებში პალტოები და შლაპები ჩამოვკიდეთ. სასა-დილო ოთახში გრძელი მაგიდა იდგა; მას ხის პანელი ჰქონდაშემოკრული და კერძებისა და სასმელების ჩამოსატარებელირამდენიმე პატარა მაგიდით იყო გარშემორტყმული. ვახშამსორი საბჭოთა გენერალიც ესწრებოდა — სტალინის გამცილე-ბელი და ჩემი თანმხლები. სტალინი გვესაუბრებოდა, კითხვებსგვისვამდა და მეც და გენერლებსაც ხშირად გვეხუმრებოდა.ვახშმობისას კერძებზეც კი ხუმრობდა. ძალიან საინტერესოვახშამი გამოდგა. ოფიციანტების ჭაჭანებაც არ იყო. ერთ გო-გონას კერძები თავდახურული ჭურჭლით მოჰქონდა, რათაისინი არ გაცივებულიყო; იგი თეფშებს მაგიდაზე ალაგებდა და

139

Page 150: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

შემდეგ ოთახიდან გადიოდა. სტალინი ფეხზე დგებოდა, თავად-ვე იღებდა კერძებს, ფეხზემდგომი იჭრიდა ქათმის ხორცს, შემ-დეგ ჯდებოდა და ხუმრობას განაგრძობდა.

— აბა შევუდგეთ ჭამას, — მომმართა მე. — რაღას ელოდე-ბი, — იქნებ გგონია, რომ ოფიციანტები მოგვემსახურებიან?აგერაა შენი თეფშები, მოხადე თავი და დაიწყე ჭამა, თუ არამშიერი დარჩები.

მან კვლავ გულიანად გაიცინა, რამაც ყველანი გაგვამხია-რულა. დროდადრო იგი ჭიქას სწევდა და სადღეგრძელოს ამ-ბობდა. ერთ მომეტში მისმა თანამშრომელმა გენერალმა, შე-ნიშნა რა, რომ სტალინი მაგიდიდან სხვა სასმელის აღებას აპი-რებდა, სთხოვა მას, რომ სასმელები ერთმანეთში არ აერია. მი-სი საქციელი იმით აიხსნებოდა, რომ იგი მოვალე იყო, სტალინ-ზე ეზრუნა. სტალინს გაეცინა და უპასუხა, რომ არა უშავდა.თუმცა, როცა გენერალმა მაინც თავისი აზრის გატანა სცადა,სტალინმა მას ხუმრობით და თითქოს გაბრაზებით უთხრა:

— დაგვანებე თავი და მიხედე შენს საჭმელს, რა ტიტოსა-ვით აგვეკიდე! — შემდეგ თვალი თვალში გამიყარა და გაიცი-ნა. ყველას გაგვეცინა.

ვახშმის დასასრულს ერთი ხილი მაჩვენა და მკითხა; — თუგაგისინჯავს ეს როდესმე? — არა, — ვუპასუხე მას, — არას-დროს გამისინჯავს; როგორ იჭმება იგი? — მან მითხრა მისისახელი, ეს იყო ინდოეთიდან თუ რომელიღაც სხვა ტროპიკები-დან ჩამოტანილი ხილი, რომელსაც კანი შემოაცალა და მომა-წოდა. — აბა გასინჯე, — მომმართა. — ხელები დაბანილიმაქვს. — და ამ დროს გამახსენდა ჩვენი ხალხის ერთი კარგი

140

Page 151: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

ადათ–წესი, როცა საუბრისას ისინი ვაშლს თლიან და ზუსტადასევე აწოდებენ ხოლმე სტუმარს.

ამხანაგ სტალინთან გამართული ამ დაუვიწყარი შეხვედრი-სას, ეზოში გამართული საუბრისა და ვახშმობისას გამართულისაუბრის დროსაც, უაღრესად ამხანაგური სულისკვეთებით ვი-ლაპარაკეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და კულტურულ-საყო-ფაცხოვრებო განვიათრების პრობლემებზე.

სტალინმა, ისივე როგორც ჩვენი სხვა შეხვედრების დროს,დეტალურად გამომკითხა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობისადა ალბანეთის განვითარების შესახებ და რამდენიმე მეტადღირებული რჩევა მომცა, რომლებიც მუშაობაში დაგვეხმარადა დღესაც გვეხმარება.

ამხანაგ სტალინს ზოგადად გავაცანი ჩვენი საქმეების ვითა-რება, მოვუყევი გეგმების შესრულებისას მიღწეულ წარმატე-ბებზე, ხალხის დიდ მობილიზებულობაზე, აგრეთვე, იმ სიძნე-ლეებსა და ხარვეზებზე, რომლებსაც ადრევე ვიცნობდით დარომელთა დასაძლევადაც ვიბრძოდით.

— ჩვენს მუშაობაში არსებული ხარვეზების გარდა, — ვუთ-ხარი ამხანაგ სტალინს, — მრეწველობასა და სხვა სექტორებშიჩვენი გეგმების შესრულებაში დიდი დაბრკოლებები შეგვიქმნაიუგოსლავების მიერ ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ განხორცი-ელებულმა ძირგამომთხრელმა საქმიანობამ. ამჟამად უდიდესძალისხმევას მივმართავთ ამ საქმიანობის შედეგების სალიკვი-დაციოდ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სოცია-ლისტური მრეწველობის სექტორს, რომელსაც, მიუხედავად მისმიერ გადადგმული პირველი ნაბიჯებისა, ჩვენს ქვეყანაში დი-

141

Page 152: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

დი პერსპექტივა გააჩნია. ახალი ობიექტების აშენებასთან ერ-თად, ამ მიმართულებით ფართო და ღირებულ სფეროს შეად-გენს ჩვენი სამთამადნო სიმდიდრეები. ჩვენს ქვეყანაში არსე-ბობს ჯერ კიდევ აუთვისებელი სამთო სიმდიდრეები. მიმდინა-რე წელს საბჭოთა კავშირის მიერ გამოგზავნილ მეცნიერთა დაგეოლოგთა ჯგუფი ამ სიმდიდრეების ადგილმდებარეობისა დარაოდენობის შესახებ ახალ ცნობებს მოგვაწვდის. მეორე მხრივ,ვამუშავებთ ნავთობის, ქრომის, სპილენძისა და სხვა საბადო-ებს. სპეციალისტთა მონაცემებით, ჩვენთან ბევრია ნავთობი,სპილენძი და ქრომი, რომ აღარაფერი ვთქვათ ბუნებრივ ბი-ტუმზე. ჩვენი ბრძოლითა და ძალისხმევით, მთელი ჩვენი ძალე-ბისა და შესაძლებლობების მობილიზების, საბჭოთა კავშირისმთავრობის მიერ გამოყოფილი კრედიტების დახმარებით ამძვირფასი მადნების ათვისება დავიწყეთ. თუმცა ისიც კარგადგვესმის, რომ ამ პროდუქციის მოპოვების მაქსიმალურად გასა-აქტიურებლად დიდძალი კაპიტალდაბანდებებია საჭირო. ჯერ-ჯერობით ამის გაკეთება მხოლოდ ჩვენი ძალებითა და საშუა-ლებებით შეუძლებელია. საბჭოთა კავშირიდან და სახალხოდემოკრატიის ქვეყნებიდან მიღებული კრედიტების უმეტესინაწილი, — ვუთხარი შემდეგ, — არსებული საბადოების ექ-სპლუატაციის გასაუმჯობესებლად გამოვიყენეთ. ამის გამო, ერ-თი მხრივ, არ შეგვიძლია ახლახანს გამოვლენილი და ახლო მო-მავალში გამოსავლენი ქრომის, სპილენძისა და ნავთობის საბა-დოების სათანადოდ დამუშავება, მეორე მხრივ კი, არ შეგვიძლიამრეწველობის დანარჩენი დარგების სწრაფად განვითარება.

ჩვენმა პოლიტბიურომ შეისწავლა ეს საკითხი, რომელსაცუდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხალხის მომავლისთვის, და

142

Page 153: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

დაასკვნა, რომ ჯერ-ჯერობით არ გაგვაჩნია შიგა რესურსებიდა საშუალებები მთელი ამ სამუშაოს დამოუკიდებლად ჩასა-ტარებლად. ამასთან დაავშირებით თქვენი აზრის მოსმენაცგვინდოდა იმის შესახებ, მიგაჩნიათ თუ არა გამართლებულადერთობლივი საბჭოთა-ალბანური კომპანიების შექმნა ნავთო-ბის, სპილენძისა და ქრომის მოსაპოვებლად? ეს იმ პრობლემა-დაც შეიძლება იქცეს, რომელსაც ეკონომიკური ურთიერთდახ-მარების საბჭოს წინაშე დავაყენებთ, თუმცა მანამდე, ამხანაგოსტალინ, თქვენი აზრის მოსმენა გვინდოდა.

ამხანაგმა სტალინმა სიხარული გამოთქვა ჩვენს მიერ ქვეყ-ნის ეკონომიკური განვითარების საქმეში მიღწეული წარმატე-ბების გამო და გვითხრა, რომ საბჭოთა-ალბანური ერთობლივიკომპანიების შექმნის იდეას იგი არ ეთანხმებოდა, და ამიხსნა,რომ ამ მიმართულებით აქამდე გადადგმული რამდენიმე ნაბი-ჯი სახალხო დემოკრატიის სხვა ქვეყნებთან ერთად მათ საბო-ლოო ჯამში შეცდომად მიიჩნიეს და მათზე უარი თქვეს.

— ჩვენ, — განაგრძო მან, — ახლაც გეხმარებით და მომა-ვალშიც დაგეხმარებით, გამოგიგზავნით სპეციალისტებს დაყველა სხვა საჭირო რამეს უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრეამჟამად გიგზავნით. დღესდღეობით თქვენთვის უფრო მეტიპრაქტიკული დახმარების გაწევა შეგვიძლია, ჩვენი მიმდინარეხუთწლიანი გეგმა ხომ წარმატებით სრულდება.

ამხანაგ სტალინს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადა-ვუხადე, ისევე როგორც მომავალში გაწეული დახმარებებისთვის.

— მადლობა მერე გადამიხადე, როცა დახმარება თქვენამდეჩამოაღწევს, — მითხრა ღიმილით და მკითხა:

143

Page 154: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

— თქვნთან მატარებლები რაზე მუშაობენ, ნავთობზე თუქვანახშირზე?

— ძირითადად ქვანახშირზე, — ვუპასუხე მას, — თუმცაჩვენ მიერ მიღებული ახალი ტიპის ლოკომოტივები ნავთობზემუშაობენ.

— ნავთობს ხომ მოიპოვებთ? როგორ გაქვთ საქმე ნავთობ-გადამამუშავებელი ქარხნის მხრივ? — მკითხე შემდეგ.

— ამჟამად საბჭოთა დანადგარებით აღჭურვილ ახალ ნავ-თობსახად ქარხანას ვაშენებთ, — ვუპასუხე მას. — მომდევნოწელს მანქანებსაც დავამონტაჟებთ.

— საკუთარი ქვანახშირი ხომ გაქვთ?— გვაქვს, — ვუთხარი მას, — თანაც გეოლოგიური მონა-

ცემები გვიჩვენებს, რომ ამ დარგში ჩვენი პერსპექტივები დამა-იმედებელია.

— რაც შეიძლება მეტი ქვანახშირის გამოსავლენად და მო-საპოვებლად უნდა იმუშაოთ, — მირჩია ამხანაგმა სტალინმა. —იგი აუცილებელია მრეწველობისა და მთლიანად ეკონომიკისგასავითარებლად, ასე რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყუ-რადღება უნდა მიაქციოთ, სხვანაირად ძალიან გაგიჭირდებათ.

სხვა შეხვედრების მსგავსად, ამხანაგმა სტალინმა განსა-კუთრებული ინტერესი გამოიჩინა ჩვენი გლეხობის მდგომარე-ობის, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ამ მნიშვნელო-ვან დარგში ჩვენი პარტიის პოლიტიკის მიმართ. მკითხა, თუროგორ გვქონდა პურის საქმე და რომელ თესლს ვიყენებდით.

— თქვენი მთავრობა, — თქვა ამხანაგმა სტალინმა, — მთე-ლი ძალით უნდა ეცადოს სოფლის მეურნეობის განვითარებას,გლეხობისთვის დახმარების გაწევას, რათა მიწათმოქმედი კონ-

144

Page 155: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

კრეტულად ხედავდეს, რომ მთავრობა ზრუნავს მასზე და მისიცხოვრების გაუმჯობესებაზე. — შემდეგ მან იკითხა:

— კარგი კლიმატი გაქვთ?— კი, — ვუპასუხე მე.— დიახ, დიახ, — დაადასტურა მან, — თქვენთან ყველაფე-

რი ხარობს. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას თესავ. თქვენ, —მირჩია მან, — კარგი თესლი უნდა შეარჩიოთ ხოლმე, ამ საქმე-ში დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართეთ ხოლმე. მომავალში ბევ-რი აგრონომი უნდა მოამზადოთ, ვინაიდან ალბანეთი აგრარუ-ლი ქვეყანაა, სოფლის მეურნეობა კი შრომისა და ღრმა სამეც-ნიერო ცოდნის საფუძველზე ვითარდება. ერთი აგრონომიც გა-მოაგზავნეთ ჩვენთან, რათა თესლები შეარჩიოს.

შემდეგ მან იკითხა:— ბამბის მხრივ როგორი მდგომარეობა გაქვთ? დაინტერე-

სებულია თუ არა გლეხი მის მოყვანაში?ამხანაგ სტალინს ვუთხარი, რომ ამ ტექნიკური კულტურის

მოყვანის ტრადიცია არ გაგვაჩნდა, თუმცა ბამბის ნათესებისსაერთო ფართობს ყოველწლიურად ვზრდიდით. ეს აუცილებე-ლია იმიტომ, რომ ჩვენთან მშენებარე საფეიქრო ქარხანა მომა-ვალში ჩვენს ბამბაზე იმუშავებს.

— გლეხს ხელი უნდა შეუწყოთ ამ კულტურის მოყვანაში,— მირჩია სტალინმა, — და მისგან ბამბა შედარებით მეტ ფა-სად უნდა შეისყიდოთ. გლეხი, სანამ მის ცნობიერებაში სოცია-ლისტური იდეოლოგია ჯერ კიდევ არაა გამტკიცებული, ძნე-ლად თუ გადადგამს რაიმე ნაბიჯს კონკრეტული მოსალოდნე-ლი სარგებლის გარეშე.

მან საუბარი განაგრძო და მკითხა:

145

Page 156: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

— გაქვთ თუ არა ყამირი, აუთვისებელი მიწები?— გვაქვს, — ვუპასუხე მე, — როგორც გორაკებსა და

მთებზე, ასევე ვაკე ადგილებშიც. ჭაობები და ზანზარები კინამდვილი ჭირი იყო სოფლის მეურნეობისთვისაც და ხალხისჯანმრთელობისთვისაც.

ისიც ვთქვი, რომ სახალხო ხელისუფლების პერიოდში უდიდესსამუშაოს ვატარებთ ჭაობებისა და ზანზარების ამოსაშრობად,და რომ რიგ წარმატებებსაც მივაღწიეთ, მაგრამ ამ სექტორშიდიდი გეგმები გვაქვს და მათ თანდათან განვახორციელებთ.

— გლეხობამ, — მითხრა ამხანაგმა სტალინმა, — ერთიმტკაველი მიწაც არ უნდა დატოვოს დაუმუშავებლად. გლეხიუნდა დაარწმუნოთ სავარგული მიწების ფართობის განუწ-ყვეტლივ გაფართოებაში.

ჭაობებისგან მოყენებულ ზიანთან და მალარიასთან საბ-რძოლველად, — მირჩია მან, — დარგეთ ევკალიპტები. ეს ძალიანსასარგებლო ხეა და ჩვენს ქვეყანაში მრავალ ადგილზე ხარობს.კოღოები ამ ხელს ახლოსაც არ ეკარებიან, ის კი თავის მხრივ ძა-ლიან სწრაფად იზრდება და ზანზარას წყლებს შთანთქავს.

ვახშამზე ამხანაგმა სტალინმა დამატებით მკითხა:— რას ამბობენ ალბანელი გლეხები, რომლებმაც საბჭოთა

კავშირში იმოგზაურეს?ვუთხარი, რომ ისინი ალბანეთში კარგი და დაუვიწყარი

შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. ამხანაგებთან და თავიანთახლობლებთან გამართულ საუბრებში, აგრეთვე, ხალხთან შეხ-ვედრებისას აღფრთოვანებით იხსენებენ ყოველივეს, რაც საბ-ჭოთა კავშირში იხილეს, ამ უკანასკნელის ყოვლისმომცველწარმატებებს და, განსაკუთრებით, საბჭოთა სოფლის მეურნეო-

146

Page 157: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

ბის განვითარებას. სხვათა შორის, ისიც ვუთხარი, თუ როგორხსნიდა ქართული სიმინდის ნიმუშს საბჭოთა კავშირში ნამყო-ფი ალბანელი გლეხი.

ამ შეხვედრაზე ამხანაგი სტალინი, ჩვეულებისამებრ, ჩუმადდა მშვიდად ლაპარაკობდა, კითხვებს გვისვამდა და ყურადღე-ბით გვისმენდა, გამოთქვამდა საკუთარ აზრებს, გვაძლევდარჩევებს, მაგრამ ამ ყველაფერს ღრმად ამხანაგური სულისკვე-თებით აკეთებდა.

— არ არსებობს მზა რეცეპტები იმისა, თუ როგორ უნდამოვიქცეთ ამა თუ იმ შემთხვევაში, როგორ უნდა გადავჭრათესა თუ ის საკითხი, — ხშირად იმეორებდა იგი წამოყენებულისაკითხებიდან გამომდინარე.

საუბრისას სტალინს ვუთხარი, თუ როგორც იქცეოდნენ ალ-ბანეთის სასულიერო პირები, განსაკუთრებით, კათოლიკები,თუ როგორ დამოკიდებულებაში ვიყავით მათთან და ვკითხემისი აზრი ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით.

— ვატიკანი, — თქვა ამხანაგმა სტალინმა, — ესაა რეაქცი-ის ცენტრი, იარაღი კაპიტალისა და მსოფლიო რეაქციის სამსა-ხურში, და სწორედ ეს უკანასკნელნი უჭერენ მხარს ამ დივერ-სიულ და ჯაშუშურ საერთაშორისო ორგანიზაციას. ისიც ფაქ-ტია, რომ მრავალი კათოლიკე მღვდელი და ვატიკანის მისიო-ნერი მსოფლიო მასშტაბის მქონე თავგამოდებული ჯაშუშია.სწორედ მათი მეშვეობით ცდილობდა და ცდილობს იმპერია-ლიზმი საკუთარი მიზნების განხორციელებას. — შემდეგ მო-მიყვა, თუ რა შეემთხვა პირადად ერთხელ იალტაში რუზველ-ტთან ერთად ყოფნისას ამერიკული კათოლიკური ეკლესიისწარმომადგენელთან და ა.შ.

147

Page 158: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ანტიჰიტლერული ომის ირგვლივ საუბრისას რუზველტმა,ჩერჩილმა და სხვებმა უთხრეს მას: „მოდი, ნუღარ გავაგრძე-ლებთ ბრძოლას რომის პაპთან. მაინც რატომ ესხმით მას თავს?!“

„პირადად მე მასთან არავითარი კავშირი არა მაქვს“, — მი-უგო სტალინმა.

„მაშინ ავდგეთ და პაპი ჩვენს მოკავშირედ ვაქციოთ, — უთ-ხრეს მათ, — და იგი დიდი მოკავშირეების კოალიციაში ჩავრთოთ“.

„თანახმა ვარ, — მიუგო სტალინმა, — მაგრამ ანტიფაშის-ტური კავშირი — ესაა ფაშიზმისა და ნაციზმის სალიკვიდაცი-ოდ შექმნილი კავშირი. როგორც თქვენთვის ცნობილია, ბატო-ნებო, ამ ომში მონაწილეობენ ჯარისკაცები, ზარბაზნები, ტყვი-ამფრქვევები, ტანკები და თვითმფრინავები. დაე, გვითხრასპაპმა, ან თქვენ მითხარით, სადა ჰყავს მას არმია, ზარბაზნები,ტყვიამფრქვევები, ტანკები და ა.შ., და მაშინვე მოკავშირედ გა-ვიხდით. მხოლოდ ლაპარაკისა და საკმეველისთვის მოკავშირე-ები არაფერში გვჭირდება“.ამის შემდეგ მათ ვატიკანი აღარასდროს უხსენებიათ.

— იყვნენ თუ არა ალბანეთში ისეთი კათოლიკე მღვდლები,რომლებმაც სამშობლოს უღალატეს? — მკითხა შემდეგ ამხა-ნაგმა სტალინმა.

— დიახ, — მივუგე მას, — თანაც კათოლიკური ეკლესიისწინამძღოლები იმთავითვე უცხოელ ნაცისტურ-ფაშისტურ დამ-პყრობლებს შეუერთდნენ და მთლიანად მათ სამსახურში ჩად-გნენ, ლამისაა ტყავიდან ძვრებოდნენ ჩვენი ეროვნულ-გამათა-ვისუფლებელი ბრძოლის ჩასაფუშავად და უცხოური ბატონო-ბის სამუდამოდ გასამტკიცებლად.

— რა უქენით მათ?

148

Page 159: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

— გამარჯვების შემდეგ, — ვუთხარი მე, — დავაპატიმრეთისინი, გავასამართლეთ და დამსახურებულად დავსაჯეთ.

— სწორად მოქცეულხართ, — მითხრა მან.— ისეთები თუ გყავდათ, რომლებიც კარგად იქცეოდნენ?

— მკითხა მან.— დიახ, — მივუგე მას, — განსაკუთრებით კი მართლმადი-

დებლური და მუსულმანური სარწმუნოების სასულიერო პირები.— იმათ როგორღა მოექეცით? — მკითხა მან.— დავიახლოვეთ. ჩვენმა პარტიამ თავის პირველივე რეზო-

ლუციაში ხალხთა მასებსა და სასულიერო პირებს მოუწოდადიადი ეროვნული საქმის სასიკეთოდ გაერთიანება და ერთადბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. მრავა-ლი მათგანი შემოგვიერთდა, ბრძოლაში ჩაება და სამშობლოსგათავისუფლების საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა. გათა-ვისუფლების შემდეგ მათ მიიღეს ჩვენი პარტიის პოლიტიკა დაქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ჩაერთნენ. ასეთ მღვდლებსყოველთვის პატივს ვცემდით, მათ შორის ისეთებიც არიან,რომლებიც სახალხო კრების დეპუტატებად იყვნენ არჩეულიდა ოფიცრის წოდებაც კი მიენიჭათ. გარდა ამისა, ზოგიერთისასულიერო პირი ისე მჭიდროდ დაუკავშირდა ეროვნულ-გამა-თავისუფლებელ მოძრაობასა და პარტიას, რომ ბრძოლის გან-მავლობაში გაიცნობიერა რელიგიური დოგმატების უვარგისო-ბა, ჩამოშორდა რელიგიას, აიტაცა კომუნისტური იდეოლოგიადა, მისი ბრძოლის, საქმიანობისა და შეხედულებების გათვა-ლისწინებით, პარტიის რიგებშიც კი მივიღეთ.

— მშვენივრად გაგიკეთებიათ, — აღნიშნა სტალინმა. —აბა რაღა უნდა გითხრათ? თუ შენთვის ნათელია, რომ რელი-

149

Page 160: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

გია ოპიუმია ხალხისათვის, ვატიკანი კი — ხალხთა წინააღ-მდეგ მიმართული ცრუმორწმუნეობის, ჯაშუშობისა და დივერ-სიების ცენტრი, მაშინ ისიც გეცოდინება, თუ როგორ უნდა მო-იქცე, და თქვენ ასეც იქცეოდით.

იმ სასულიერო პირთა წინაღმდეგ ბრძოლა, რომლებიც დი-ვერსიულ საქმიანობას ეწევიან, არასდროს განიხილოთ რელი-გიურ ჭრილში, — თქმა სტალინმა, — იგი ყოველთვის პოლი-ტიკურ ჭრილში უნდა განიხილოთ ხოლმე. სასულიერო პირებისახელმწიფოში მოქმედ კანონებს უნდა ემორჩილებოდნენ, იმი-ტომ რომ ეს კანონები მუშათა კლასისა და მშრომელი ხალხისინტერესების გამოხატულებაა. კარგად განუმარტეთ ხალხს კა-ნონები და რეაქციული სასულიერო პირების მტრობის ამბავი,რათა მოსახლეობის მორწმუნე ნაწილმაც დაინახოს, რომ რე-ლიგიას ამოფარებული სასულიერო პირებიც ეწევიან საქმიანო-ბას სამშობლოსა და თავად ხალხის წინააღმდეგ. ამის გამოფაქტებითა და არგუმენტებით დარწმუნებული ხალხი ხელი-სუფლებასთან ერთად უნდა ებრძოლოს მტრად ქცეულ სასუ-ლიერო პირებს. დასაჯეთ და თავიდან მოიშორეთ მხოლოდ ისსასულიერო პირები, რომლებიც არ უჯერებენ მთავრობას დასახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულებს სჩადიან. თუმ-ცა, ხაზს ვუსვამ, რომ ხალხი უნდა დარწმუნდეს ასეთი სასული-ერო პირების ჩადენილ დანაშაულებში, დარწმუნდეს რელიგიუ-რი იდეოლოგიის უსარგებლობასა და მავნეობაშიც.

ამ დაუვიწყარი შეხვედრის დასასრულს, მახსოვს, ამხანაგმასტალინმა ზოგადი ხასიათის რჩევა მომცა: კარგად განამტკიცეთსაშინაო სიტუაცია, განამტკიცეთ პოლიტიკური მუშაობა მასებთან.

150

Page 161: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

სტალინთან შეხვედრა ზუსტად 5 საათს გაგრძელდა. მასთანსაღამოს 9 საათზე მივედით და ღამის 2 საათზე წამოვედით.როდესაც მაგიდიდან ავდექით, სტალინმა მითხრა:

— მიდი და პალტო ჩაიცვი.ორ გენერალთან ერთად გარეთ გამოვედით და დაველოდე,

რომ ისევ მისაღებ ოთახში დავბრუნებულიყავით, მისთვისგულთბილი მიღების გამო მადლობა გადაგვეხადა და დავმშვი-დობებოდით. ცოტა დავიცადეთ, შემდეგ ოთახში შევიხედეთ,მაგრამ იგი იქ აღარ იყო.

ერთი გენერალმა თქვა:— ალბათ ბაღში გავიდა.იგი მართლაც ბაღში ვიპოვეთ — მოკრძალებული, მომღი-

მარი, კეპითა და ყავისფერი ყელსახვევით. მან ავტომობილამ-დე გაგვაცილა. მას მადლობა გადავუხადე.

— რისი მადლობა და რა მადლობა, — ხვალ დაგირეკავთ.შეიძლება კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს. აქ უნდა დარჩეთ ორიდღით მაინც და სოხუმი დაათვალიეროთ.

მომდევნო დღის, 25 ნოემბრის, საღამოს მის სატელეფონოზარს მოუთმენლად ველოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამხანაგსტალინთან შეხვედრა ვეღარ მოვახერხე. 26 რიცხვში, ღამისპირველ საათზე იგი უკვე სოჭში იმყოფებოდა, და ჩემი თან-მხლები გენერლის მეშვეობით თავისი სალამი გადმომცა. 1949წლის 25 ნოემბერს ჩვენს ამხანაგებს ტირანაში შემდეგი დეპეშაგავუგზავნე:

„გუშინ დავასრულე საქმეები. ყველა საქმეში დაგვეხმარებიან. ყვე-ლა ჩემი მოთხოვნა ძალიან, ძალიან გულთბილად მიიღეს. თავსკარგად ვგრძნობ. საზეიმო დღეებისთვის ჩამოსვლას სავარაუდოდ

151

Page 162: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ვერ შევძლებ. მთელი სულითა და გულით გილოცავთ დღესასწა-ულს. დავბრუნდები პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში“.

25 ნოემბერს დავათვალიერეთ ქალაქი სოხუმი, სადაც60000 ადამიანი ცხოვრობს. თან მახლდა საქართველოს საბჭო-თა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრიდა კიდევ ერთი გენერალი. სოხუმი ულამაზესი და სუფთა ქა-ლაქია აყვავებული ბაღებითა და პარკებით. იქ უამრავი ტრო-პიკული ხე ხარობდა. არემარე ყვავილებით იყო დაფარული.განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო დიდებული პარკი, რომე-ლიც ქალაქის მოსახლეობას 50 დღეში აუშენებია. პარკი ოდნავგანიერი იყო, ვიდრე ჩვენი სასტუმრო „დაისის“ წინ გადაჭიმუ-ლი მოედანი. საღამოს სოხუმში სინათლეები კაშკაშებდა. მისიმკვიდრნი — სიმპათიური, მხიარული, სიცოცხლით აღსავსე დაბედნიერი ადამიანები არიან. დაუმუშავებელი მიწის ნაგლეჯიცკი არსად ჩანდა. ჩვენს თვალწინ იშლებოდა მანდარინების, ლი-მონების, გრეიპფრუტებისა და ფორთოხლების პლანტაციები,ვენახები და ხორბლის, სიმინდისა და სხვა კულტურების უკი-დეგანო ველები. დამუშავებული იყო გორაკებიც, რომლებიცდაფარული იყო ხილის ხეებითა და ტყეებით. ქალაქში ყველგანთვალში გეცემოდათ აწოწილი ევკალიპტები.

დავათვალიერეთ ქალაქგარეთ მდებარე კოლმეურნეობა. იქიყო მხოლოდ გორაკები, რომლებზეც ხარობდა მანდარინის,ფორთოხლისა და ლიმნის ხეები და ვენახი. მანდარინის ხეებისტოტები სიმძიმისგან ლამისაა მიწამდე დაშვებულიყო. თითოე-ული მანდარინის ხე 1500, 1600 და 2000 მანდარინსაც კი ისხამ-და. „ზოგჯერ დაკრეფასაც ვერ ვასწრებთ, მითხრა კოლმეურნე-ობის დირექტორმა. ის ადგილიც დავათვალიერეთ, სადაც მან-

152

Page 163: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მესამე შეხვედრა

დარინს ყუთებში ალაგებდნენ. იქ მხოლოდ ქალები მუშაობ-დნენ. დიდი მანქანა მანდარინებს ერთიმეორის მიყოლებითალაგებდა, მათი სიდიდისგან დამოკიდებულებით“.

მოვინახულეთ XV საუკუნეში აგებული ძველი ხიდი, რომე-ლიც დაცული იყო როგორც კულტურული ძეგლი, და ბოტანი-კური ბაღი. ამ ბაღში მრავლად იყო ყვავილები და ხილის ხეე-ბი. მოვინახულეთ მაიმუნების საშენიც, სადაც ისინი ერთთავადმხიარულებდნენ. როგორც მითხრეს, ამ საშენში პავლოვი თა-ვის სამეცნიერო ცდებს ატარებდა.

ქართველები ძალიან თავაზიანი ხალხია, მათ გულთბილადმიგვიღეს და ასევე გულთბილად გაგვაცილეს.

26 ნოემბერს, დილით, ჩემმა თანმხლებმა საბჭოთა ამხანაგ-მა მომიტანა გაზეთი „კრასნაია ზვეზდა“ და შემატყობინა, რომალბანეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო საბჭოს პრეზიდი-უმმა სამხედრო წიდება მომანიჭა18.

27 ნოემბერს, დილის 8 საათზე, მოსკოვში თვითმფრინავითგავფრინდით. ფრენა 5,5 საათს გაგრძელდა. რამდენიმე დღეშიკი სამშობლოში დავბრუნდი.

18. 1949 წლის 21 ნოემბერს ალბანეთის სახალხო რესპუბლიკის სახალ-ხო საბჭოს პრეზიდიუმმა, ალბანეთის სახალხო რესპუბლიკის მინისტრთასაბჭოსა და ალბანეთის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის წარ-დგინების საფუძველზე, ამხანაგ ენვერ ხოჯას არმიის გენერლის წოდება მი-ანიჭა.

153

Page 164: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

მეოთხე შეხვედრა

1950 წლის იანვარი.

სტალინთან პირისპირ შეხვედრა ალბანეთის შრომის პარ-ტიის ხელმძღვანელებსა და საბერძნეთის კომუნისტურიპარტიის ხელმძღვანელებს შორის არსებული პრინციპულიუთანხმოების გამო. მონაწილეობენ: სტალინი, მოლოტოვი,მალენკოვი; ენვერ ხოჯა, მეჰმეტ შეჰუ; ნიკოს ზაქარიადისი,მიცოს პარცალიდისი. საბერძნეთის დემოკრატიული არმიისსტრატეგიისა და ტაქტიკის შესახებ. ბარკიზა19. პასიურითავდაცვის ტაქტიკა — დამარცხების თავი და თავი. რაარის ვიციში და გრამოზაში დამარცხების მიზეზები? არმია-ში პარტიის ხელმძღვანელი როლის შესახებ. კომისრის ად-გილი და როლი. ნიკოს ზაქარიადისი საკუთარ შეხედულე-ბებს გამოთქვამს. შეფასება, რომელიც მას სტალინმა მისცა.

საუბრისას, რომელიც ამხანაგ სტალინთან 1949 წლის ნოემბერ-ში სოხუმში გავმართე, მან მკითხა, თუ როდის შეიძლებოდა სა-ბერძნეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებთან შეხ-ვედრა იმ პრინციპულ უთანხმოებათა გადასაჭრელად, რომე-ლიც ჩვენსა და ამ პარტიის ხელმძღვანელებს შორის გაჩნდა.ჩვენ დავეთანხმეთ ამ შეხვედრის იანვარში გამართვას და მას

19. ბარკიზა — Barkiza. ქალაქი საბერძნეთში. რუსულად — Варкиза.[მთარგმნელის შენიშვნა].

154

Page 165: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

შემდეგ, რაც ბერძენი ამხანაგების თანხმობა მივიღეთ, 1950წლის იანვრის დასაწყისში იგი მოსკოვში, კრემლში, გაიმართა.საბჭოთა მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ამხანაგი სტალინი,მოლოტოვი, მალენკოვი და საბჭოთა კავშირის კომუნისტურიპარტიის ცენტრალური კომიტეტის რამდენიმე პასუხისმგებე-ლი მუშაკი. ჩვენი პარტიიდან — მე და მეჰმეტ შეჰუ, საბერძნე-თის კომუნისტური პარტიიდან კი ამხანაგები ნიკოს ზაქარია-დისი და მიცოს პარცალიდისი. შეხვედრა სტალინის სამუშაოკაბინეტში შედგა.

მუდამ მოკრძალებულმა და თავაზიანმა სტალინმა ღიმი-ლით მიგვიღო, მაგიდიდან წამოდგა, მოგვიახლოვდა და ხელიყველას სათითაოდ ჩამოგვართვა. საუბარიც თავადვე დაიწყოდა მკითხა:

— აბა რისი თქმა გსურთ, ამხანაგო ხოჯა, საბერძნეთის კო-მუნისტური პარტიის ამხანაგებისათვის?

ამავე დროს მიმართა ბერძენ ამხანაგებს და ჰკითხა:— დაე, თავდაპირველად ალბანელმა ამხანაგებმა ილაპარა-

კონ, შემდეგ თქვენი ჯერი დადგება და მათ ნათქვამზე აზრისგამოთქმას შეძლებთ.

სიტყვა ავიღე და ვუთხარი:— ჩვენ, ამხანაგო სტალინ, საბჭოთა კავშირის კომუნისტუ-

რი პარტიის ცენტრალურ კომიტეტს წერილი გამოვუგზავნეთიმ პრინციპული უთანხმოებების შესახებ, რომლებიც საბერძნე-თის კომუნისტურ პარტიასთან და, განსაკუთრებით, მის ხელ-მძღვანელებთან გაგვიჩნდა. ასეთი შეხვედრის გამართვათქვენთან მოვითხოვეთ, რათა განგესაჯათ ჩვენი შეხედულებე-ბი, თუ რამდენად მართებულია ისინი.

155

Page 166: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

— ვიცნობ თქვენ მიერ წამოყენებულ საკითხებს, — თქვა ამ-ხანაგმა სტალინმა, — თუმცა მინდა, რომ თქვენი პრობლემებიხელმეორედ ჩამოაყალიბოთ აქ, ბერძენი ამხანაგების წინაშე.

— რასაკვირველია, აქაც წამოვწევ იმ საკითხებს, რომელიცჩვენმა პარტიამ თქვენთან გამოგზავნილ წერილში ჩამოაყალი-ბა. ეს საკითხები ადრე ბერძენ ამხანაგებთან ერთადაც განვი-ხილეთ, განსაკუთრებით კი, ამხანაგ ნიკოს ზაქარიადისთან, ამ-ხანაგ იოანიდისთან, გენერალ ვლანდასთან, ბარძოტასთან დასაბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობაშიმყოფ სხვა ამხანაგებთან ერთად. ამთავითვე უნდა აღვნიშნო,რომ უთანხმოება მთელ რიგ საკითხებში გვქონდა, თუმცა აქმხოლოდ უმთავრესებზე შევჩერდები.

— ჩვენი სურვილიც ასეთია, — აღნიშნა სტალინმა.შემდეგ უშუალოდ ამ საკითხებზე გადავედი:— პირველი უთანხმოება ბერძენ ამხანაგებთან საბერძნე-

თის დემოკრატიული არმიის ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქ-ტიკას შეეხებოდა. როგორც ჩვენთვის, ალბანელებისთვის, ასე-ვე ბერძენი ხალხისთვისაც ბრძოლა ჰიტლერელი და იტალიელიფაშისტების წინააღმდეგ გამათავისუფლებელ ხასიათს ატა-რებდა, რომელზედაც ჩვენი ერების ბედი იყო დამოკიდებული.ეს ბრძოლა დამყარებული უნდა ყოფილიყო და დამყარებულიციყო საბჭოთა კავშირის წითელი არმიის გმირულ ბრძოლაზე.ჩვენ, ალბანელები, თავიდანვე დარწმუნებული ვიყავით, რომამ ბრძოლას მოვიგებდით, ვინაიდან მთელი ჩვენი ხალხი აღდგადიადი გამათავისუფლებელი ბრძოლისათვის, და ვსარგებლობ-დით დიადი საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით, რომელსაც გერ-მანული ფაშიზმი უნდა გაენადგურებინა.

156

Page 167: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

ჩვენმა პარტიამ მხარი დაუჭირა საბჭოთა-ინგლისურ-ამერი-კულ კავშირს, ვინაიდან ბოლომდე თვლიდა მას ანტიფაშისტურკოალიციად, რომელსაც გერმანული ფაშიზმი უნდა გაენადგუ-რებინა. თუმცა არც იმის ილუზია გვქონია, რომ ინგლისელ-ამე-რიკელი იმპერიალისტები ალბანელი ხალხის ერთგულ მეგობ-რებად და მოკავშირეებად დარჩებოდნენ. პირიქით, გამოვედითრა თავიდანვე ამ კავშირის მხარდაჭერით, მკვეთრი ხაზი გა-ვავლეთ საბჭოთა კავშირსა და ინგლისელ-ამერიკელებს შო-რის. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი პარტია, ჩვენი არმია,ჩვენი არმიის გენერალური შტაბი არათუ არასდროს დამორჩი-ლებია ინგლისელებსა და ხმელთაშუა ზღვის საკავშირო მეთა-ურობას, არამედ უკიდურესი სიფრთხილით ვეკიდებოდით ნე-ბისმიერ რჩევას, რომლის მოცემის უფლებასაც მათ ვაძლევ-დით. ინგლისლებს იარაღს ვთხოვდით, მაგრამ ვხედავდით,რომ მას ძალზე მცირე რაოდენობით გვაწვდიდნენ. როგორცთქვენთვის ცნობილია, პარტიზანულ ომს ვაწარმოებდით, რომ-ლისგანაც მოგვიანებით გადავედით მსხვილი შენაერთებისფორმირებაზე და ბოლოს რეგულარული ეროვნულ-გამათავი-სუფლებელი არმიაც ჩამოვაყალიბეთ.

ბერძენი ხალხი ზუსტად ჩვენნაირ პირობებში იბრძოდა. იგიაღდგა და კუდით ქვა ასროლინა იტალიელ ფაშისტ აგრესო-რებს, რომლებიც გაანადგურა საბერძნეთის მონარქისტულმაარმიამ და რომელიც ალბანეთის ტერიტორიაზეც გადმოვიდა.მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენი კომუნისტური პარტიაჯერ კიდევ არ იყო დაარსებული, ჩვენი კომუნისტები და ჩვენიხალხი მაინც ეხმარებოდნენ ბერძნებს ფაშისტური იტალიის წი-ნააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე ოკუპა-

157

Page 168: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ციის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაცჰიტლერის არმიამ საბერძნეთთან ომი გააჩაღა, საბერძნეთისმონარქისტული არმია იძულებული იყო, უკან დაეხია და საკუ-თარ ტერიტორიას დაბრუნებოდა, რის შემდეგაც იგი მთლია-ნად გაანადგურეს. ამას მოჰყვა ბერძენი ხალხის მიერ ეროვ-ნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის დაწყება საბერძნეთისკომუნისტური პარტია ხელმძღვანელობით, რომელმაც შექმნასაბერძნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფრონტი, ჩამოა-ყალიბა პარტიზანული რაზმები, მოგვიანებით კი სხვა, უფრომსხვილი, შენაერთები.

ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის განმავლობაშიჩვენი ერები კიდევ უფრო მეტად დაძმობილდნენ. ჯერ კიდევძველ დროში არსებობდა ბერძენ და ალბანელ ხალს შორის მე-გობრული კავშირები. როგორც ცნობილია, მრავალმა ალბა-ნელმა მიიღო მონაწილეობა და მნიშვნელოვანი როლიც ითამა-შა გასული საუკუნის 20-იან წლებში მომხდარ ბერძნულ რევო-ლუციაში, რომელსაც სათავეში იფსილანტი ედგა. თუმცა ამჯე-რად ორივე ერის ბრძოლას ერთნაირი ხასიათი ჰქონდა, ორივექვეყნის ხალხებს კი ჩვენი კომუნისტური პარტიები ხელმძღვა-ნელობდნენ. ერთმანეთთან კავშირი დავამყარეთ და სამხედროსაკითხებშიც კი ურთიერთქმედება დავიწყეთ, ვმოქმედებდითრა გაერთიანებულ რაზმებად საბერძნეთის ტერიტორიაზე გერ-მანული არმიის წინააღმდეგ. ჩვენს ქვეყანაშიც და საბერძნეთ-შიც რეაქცია მძვინვარებდა, დამპყრობლები კი ძალზე კარგადიყვნენ ორგანიზებული. ჩვენთვის ესეც საერთო მოვლენა იყო.

ჩვენი მხრიდან ყველა ღონე ვიხმარეთ და წარმატებებსაცმივაღწიეთ რეაქციის ლიდერთა საიზოლაციოდ და მათი რიგე-

158

Page 169: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

ბიდან გზააბნეული ელემენტების ჩამოსაშორებლად. არ შეგ-ვიძლია დაწვრილებით იმისი თქმა, თუ როგორ იქცეოდნენ სა-ბერძნეთში, თუმცა ვაკრიტიკებდით ამხანაგებს საბერძნეთისკომუნისტური პარტიიდან იმის გამო, რომ საბერძნეთის ეროვ-ნულ-გამათავისუფლებელმა ფრონტმა და თავად მათ დიდი დაპრინციპული პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს — ბერძენი ხალ-ხის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლა დაუქვემდებარესინგლისურ-ამერიკულ სტრატეგიას და ხმლთაშუა ზღვის შტაბს.კრიტიკა პირადად ამხანაგ ნიკოს ზაქარიადისს გავუგზავნეთ.

ასეთი მდგომარეობა ძირითადად სანტოსის ბრალი იყო,რომელიც იმ პერიოდში გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებშიმჯდარი ზაქარიადისის არყოფნის პერიოდში საბერძნეთის კო-მუნისტური პარტიის გენერალური მდივანი იყო. როდესაც მოგ-ვიანებით ეს საკითხი ამხანაგი ზაქარიადისის წინაშე დავაყე-ნეთ, მან არ მოგვცა მკაფიო პასუხი და ჩათვალა, რომ შეცდო-მები დაშვებული არ იყო. მე ჩვენი პარტიის შეხედულებას ვი-ცავდი და ბოლოს ვუთხარი ამხანაგ ზაქარიადისს, რომ სანტო-სი პროვოკატორი და ინგლისელთა აგენტი იყო. სანტოსი ჩვენ-თან რომ ყოფილიყო, მას ჩვენი პარტია სისხლის სამართლისპასუხისგებაში მისცემდა და დამსახურებულადაც დაისჯებოდა,თქვენ კი ასე არ მოიქეცით, ვუთხარი ამხანაგ ზაქარიადისს. ეს,რა თქმა უნდა, თქვენი საქმეა, მაგრამ ამ საქმესთან დაკავშირე-ბით ჩვენი აზრი ასეთია.

ბოლოს ნიკოს ზაქარიადისი დაგვეთანხმა იმაზე, რომ „სან-ტოსი ასე არ უნდა მოქცეულიყო“, და გვითხრა, რომ „ამისათვისამხანაგებმა იგი გააკრიტიკეს, თუმცა პასუხისგებაში არ მიუ-ციათ და მხოლოდ პარტიიდან გარიცხვა აკმარესო“.

159

Page 170: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

მინდა ეს საკითხი განვავითარო და აღვნიშნო, რომ საბერ-ძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ ამხანაგებთანრიგი პოლიტიკური, იდეოლოგიური და სამხედრო მოლაპარა-კება გავმართეთ, და ეს გასაგებიცაა, რამეთუ ჩვენ ორი კომუ-ნისტური პარტია ვიყავით და ერთი და იგივე სტრატეგიულიმიზანი გვქონდა — ჩვენი ქვეყნების გათავისუფლება ნაცის-ტურ-ფაშისტური დამპყრობლებისა და ადგილობრივი რეაქცი-ული ბურჟუაზიისგან.

ვხედავდით, რომ, მიუხედავად ბერძენი პარტიზანებისა დამათი მეთაურების უდიდესი თავდადებისა, ჰიტლერის საკონ-ცენტრაციო ბანაკებიდან დაბრუნებულმა ამხანაგმა ნიკოს ზა-ქარიადისმა ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი პოსტი დაიკა-ვა „გათავისუფლებულ“ საბერძნეთში, სადაც იმყოფებოდა ინ-გლისის არმია საბერძნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელიფრონტის წარმომადგენლების — კაზარტსკისა და კაირსკის —მიერ წინასწარ ხელმოწერილი ხელშეკრელებების საფუძველ-ზე, და სწორედ ამ უკანსკნელთა შედეგი იყო ბარკიზას ხელშეკ-რულებაც20. ჩვენი პარტია არ ეთანხმებოდა საბერძნეთის კო-მუნისტური პარტიის მსგავს მოქმედებას, მან ჩათვალა ეს სა-ბერძნეთის დემოკრატიული არმიის ბრძოლის დამარცხებად,მისი გამათავისუფლებელი პოლიტიკის კრახად და კაპიტულა-ციად ინგლისურ-ამერიკული რეაქციის წინაშე.

შემდეგ, ათენის სტადიონზე მოწყობილ მასობრივ მიტინგზე,სადაც ერთმანეთს ცვლიდნენ საბერძნეთის ბურჟუაზიული პარ-ტიების ლიდერები, ამხანაგი ნიკოს ზაქარიადისი — როგორცსაბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი — სიტ-ყვით გამოვიდა და განაცხადა: „იმ შემთხვევაში, თუ საბერძნე-

160

Page 171: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

თის სხვა დემოკრატიული პარტიები ვორიო ეპირის ავტონომი-ას მოითხოვენ, საბერძნეთის კომუნისტური პარტია მათ მიემ-ხრობა“(!). ჩვენმა პარტიამ მაშინვე ღია პროტესტი გამოთქვადა გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება იმის შესახებ, რომმსგავს შეხედულებებთან დაუნდობელ ბრძოლას გამართავდა.ამ ამბის შემდეგ ამხანაგი ნიკოს ზაქარიადისი შეხვედრაზე მო-ვიწვიეთ და პირადად გავაკრიტიკე, ვუწოდე მის განცხადებასანტიმარქსისტული და ანტიალბანური პოზიცია და კარგადგანვუმარტე, რომ „ვორიო ეპირი“, რომელიც ალბანური მიწაა,ბერძნული ვერასდროს გახდება. ამასთან დაკავშირებით მინდა

20. ბარკიზას ხელშეკრულება — დაიდო 1945 წლის 12 თებერვალს ათე-ნის მახლობლად, ბარკიზაში (Barkiza), საბერძნეთის ეროვნულ-გამათავისუფ-ლებელ ფრონტსა და ნ. პლასტირასის მთავრობას შორის, ბერძენ პატრიო-ტებსა და ინგლისელ ინტერვენტებს შორის გამართული 50-დღიანი შეიარა-ღებული შეტაკების შემდეგ. იგი ითვალისწინებდა სამხედრო მდგომარეო-ბის გაუქმებას, ყველა პოლიტპატიმრის ამნისტიას, მძევლების გათავისუფ-ლებას, ქვეყანაში სიტყვის, პრესის, შეკრებებისა და პროფკავშირების თავი-სუფლების დამყარებას. მთავრობა ვალდებულებას იღებდა, სახელმწიფოაპარატი გაეწმინდა იმ პირებისგან, რომლებიც გერმანელ ფაშისტ ოკუპან-ტებთან თანამშრომლობდნენ, განეიარაღებინა ყველა შეიარაღებული რაზ-მი და შეექმნა რეგულარული არმია. ბარკიზას ხელშეკრულება ითვალისწი-ნებდა პლებისციტის ჩატარებას ქვეყნის სახელმწიფო მოწყობასთან დაკავ-შირებით, რასაც უნდა მოჰყოლოდა თავისუფალი საპარლამენტო არჩევნე-ბი. ამ პირობებით საბერძნეთის გამათავისუფლებელი ფრონტი თანხმდებო-და საბერძნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიის განიარაღებაზე.საბერძნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელმა ფრონტმა თავისი ვალდებუ-ლებები შეასრულა და საბერძნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიაგანაიარაღა, იარაღი კი სამთავრობო ორგანოებს გადასცა. მთავრობამ კიარათუ შეასრულა თავისი ვალდებულებები, არამედ მიღებული იარაღითახალი რაზმები ჩამოაყალიბა, 1946 წლის 1 სექტემბერს ჩატარებული ფალ-სიფიცირებული „პლებისციტის“ შემდეგ კი ქვეყანაში მონარქია აღადგინა.

161

Page 172: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

აღვნიშნო, რომ ამხანაგმა ზაქარიადისმა აღიარა თავისი შეც-დომა და გამოგვიტყდა, რომ ამ მხრივ უხეში შეცდომა ჰქონდადაშვებული და მის გამოსწორებას შეგვპირდა.

იქნებ ვცდებით კიდეც, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მარკოს ვა-ფიადისი, რომლის ლიკვიდაციაც მოგვიანებით მოხდა, კარგიკომუნისტი და ნიჭიერი მეთაური იყო. თუმცა ეს, რასაკვირვე-ლია, ჩვენი აზრია, რომელიც სიმართლეც შეიძლება იყოს დატყუილიც, ამიტომ ამ მხრივ არავითარი პრეტენზია არ გაგვაჩ-ნია, რამეთუ, ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენ კი არა, საბერძნეთისკომუნისტურმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს.

ჩვენი უთანხმოება საბერძნეთის კომუნისტური პარტიისხელმძღვანელობასთან, რომლის სათავეშიც ამხანაგი ზაქარია-დისი დგას, დასაბამს იღებს უპირველეს ყოვლისა ბარკიზაში,სადაც საბერძნეთის კომუნისტურმა პარტიამ და საბერძნეთისეროვნულ-გამათავისუფლებელმა ფრონტმა ხელი მოაწერესხელშეკრულებას, რომელსაც კაპიტულაციისა და იარაღის დაყ-რის მეტს ვერაფერს დავარქმევთ. ალბანეთის შრომის პარტიამეს აქტი საბრძნეთის კომუნისტური პარტიისა და მოძმე ბერძე-ნი ხალხის ღალატად მიიჩნია. ბარკიზას არა თუ დაშვება, არა-მედ მკვეთრად გაკრიტიკება იყო საჭირო. ეს მოსაზრება დიდიხნის წინ გავუზიარე ამხანაგებს ნიკოს ზაქარიადისსა და ამხელშეკრულებზე ერთ–ერთ ხელისმომწერ მიცოს პარცალი-დისს. ჩვენ პატივს ვცემთ ზაქარიადისსა და პარცალიდისს —ამ ორ ბერძენ ხელმძღვანელ ამხანაგს — თუმცა მათ მიერვესულჩადგმული და ხორცშესხმული ასეთი აქტი დიდი შეცდომაიყო და ბერძენ ხალხს დიდი ზიანიც მოუტანა.

162

Page 173: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

ნიკოს ზაქარიადისი ბარკიზასთან მიმართებაში ჩვენგანგანსხვავებულ შეხედულებას იცავდა. იგი ყოველთვის ამტკი-ცებდა, რომ ეს იყო არა კაპიტულაცია ან ღალატი, არამედ„დროის მოსაგები და ხელისუფლების ხელში ჩასაგდები აქტი“.

ბარკიზას საკითხთან დაკავშირებით ამხანაგ ნიკოს ზაქარი-ადისს ვკითხე, თუ რატომ გაკიცხეს და მოკლეს არის ველუქიო-ტისი, რომელიც, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ალბა-ნეთში წამოვიდა ჩვენი პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან და-საკავშირებლად. ნიკოს ზაქარიადისმა მიპასუხა, რომ „არის ვე-ლუქიოტისი მამაცი გენერალი, მაგრამ ამავე დროს მეამბოხედა ანარქისტი იყო, რომელიც არ დაეთანხმა საბერძნეთის კო-მუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტი-ლებას ბარკიზაში, რის გამოც მხოლოდ პარტიის ცენტრალურიკომიტეტის შემადგენლობიდან გამოვიყვანეთ, და თუ რა დაე-მართა მოგვიანებით, ვინ მოკლა იგი და ა.შ., — მითხრა ზაქარი-ადისმა, — ჩვენთვის უცნობია“. — „გარწმუნებთ, რომ ამ მკვლე-ლობის ავტორები არა ვართო“, — გვითხრა მან. არავითარ შემ-თხვევაში არ გვსურს ამ საქმეებში ჩარევა და არც პირადადვიცნობდით არისს, მაგრამ მხოლოდ იმის გათვალისწინებით,რომ იგი ბერძენი ხალხის მამაცი მეომარი იყო, ამხანაგ ნიკოსზაქარიადისს გავაცანი ჩვენი აზრი იმაზე, რომ მისი გაკიცხვასაჭირო არ იყო. რაც შეეხება მის მკვლელობას, — ვუთხარიმას, — გვჯერა თქვენი სიტყვების, თუმცა ამ საკითხშიც, ვართრა ბარკიზას საკითხში თანმიმდევრულები, ვერაფრით ვერ და-გეთანხმებით-თქო.

ჩვენ, როგორც მარქსისტ-ლენინელებს, ძალიან გვეცოდებო-და ბერძენი ხალხი, რომელთანაც ანტიფაშისტური ეროვნულ-

163

Page 174: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

გამათავისუფლებელი ომის პერიოდში ვთანამშრომლობდით,რის გამოც მოგვიანებითაც, როდესაც ამ ხალხის წინაშე კვლავდადგა თავისუფლების ან მონობის საკითხი, ამ თანამშრომლო-ბის გაგრძელების სურვილი გაგვიჩნდა.

აქ აღარაფერს ვიტყვი იმ ინტერნაციონალურ დახმარებასადა მხარდაჭერაზე, რომელიც საბერძნეთის კომუნისტურ პარ-ტიას და საბერძნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძო-ლას გავუწიეთ, მიუხედავად მძიმე პირობებისა, რომელშიც უც-ხოელი დამპყრობლებისგან ეს-ესაა გათავისუფლებული ჩვენიქვეყანა იმყოფებოდა. ამაზე დაე თავად ბერძენმა ამხანაგებმაილაპარაკონ. მიუხედავად ჩვენი უკიდურესი სიღარიბისა, საჭი-როების შემთხვევაში ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენს ტე-რიტოიაზე გადმოსულ ბერძენ ლტოლვილებს სურსათითა დათავშესაფრით დავხმარებოდით. საბერძნეთის დემოკრატიულარმიას დიდად დაეხმარა ის ფაქტი, რომ ალბანეთი მეგობრუ-ლი და გათავისუფლებული ქვეყანა იყო, სადაც ხელისუფლება-ში ხალხი და ალბანეთის შრომის პარტია იდგა, რის გამოც სა-ბერძნეთის დემოკრატიული არმიის ზურგი ჩრდილო-დასავლე-თის მხრიდან მტკიცე და დაცული იყო.

ბარკიზაში კაპიტულაციის შემდეგ საბერძნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ომი თავიდან დაიწყო. საბერძნეთის კო-მუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ჩაატარა პლე-ნუმის სხდომა, რომელზეც ჩვენი პარტიის დელეგატებიც იყვნენმიწვეული. ამ დროს ცვლილებები შეიტანეს ხელმძღვანელობა-ში, თუმცა ეს ყველაფერი საბერძნეთის კომუნისტური პარტიისსაშინაო საქმეები იყო. ჩვენ მხოლოდ გვახარებდა და მხარს ვუ-ჭერდით იმ მძლავრ დარტყმებს, რომელსაც მთელი ქვეყნის

164

Page 175: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

მასშტაბით მონარქისტ-ფაშისტებს აყენებდნენ, ამ უკანასკნე-ლებმა კი, იგრძნეს რა საშიშროება, თავიანთ დასაყრდენად ინ-გლისელებიდან ამერიკელებზე გადავიდნენ. ამერიკის შეერთე-ბულმა შტატებმა საბერძნეთში მთავარსარდლად ავადხსენებუ-ლი გენერალი ვან ფლიტი მიავლინა, რომელიც გენიალური მხე-დართმთავარი ეგონათ.

ზაქარიადისთან, ბარძოტასთან და იოანიდისთან უთანხმოე-ბა ბრძოლის იმ ხასიათის გამო გვქონდა, რომელიც საბერძნე-თის დემოკრატიულ არმიას უნდა ეწარმოებინა ბერძნული რე-აქციის რეგულარული და მრავალრიცხოვანი ძალებითა დაომის წარმოების უახლესი საშუალებებით შეიარაღებული ამე-რიკელი იმპერიალისტების წინააღმდეგ. ჩვენს ორ პარტიასპრინციპული უთანხმოება ამ საკითხთან დაკავშირებითაცგვქონდა. ჩვენი ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლიდანგამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საბერძნეთის დემოკრატიულიომი არ უნდა გარდაქმნილიყო ფრონტალურ ომად და იმ პარ-ტიზანული ომის ხასიათი უნდა შეენარჩუნებინა, რომელიც მცი-რე რაზმებისა და მსხვილი შენაერთების მეშვეობით მიმდინა-რეობს. ასეთ შემთხვევაში ვან ფლიტის მრავალრიცხოვანი შეი-არაღებული ძალები არათუ გაანადგურებდა საბერძნეთის დე-მოკრატიულ არმიას, არამედ, პირიქით, სწორედ ეს უკანასკნე-ლი არ მისცემდა მათ მოსვენების საშუალებას და დარტყმებსყველა მხრიდან მიაყენებდა პარტიზანული ომის ტაქტიკის გა-მოყენებით, მიყენებული დარტყმების შედეგად კი დანაკარგებსგანაცდევინებდა დ თანდათან დაასუსტებდა, საბოლოო კონ-ტრშეტევის მომზადების ჩათვლით. მხარს ვუჭერდით დებულე-

165

Page 176: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ბას იმის შესახებ, რომ ომის დასაყრდენი უნდა ყოფილიყო ხალ-ხი, იარაღი კი მტრისთვის უნდა წაგვერთმია.

ზაქარიადისის სტრატეგიული მოსაზრებები ჩვენი მოსაზრე-ბების საპირისპირო იყო. გადაჯგუფებულ პარტიზანულ ეროვ-ნულ-გამათავისუფლებელ ძალებს საბერძნეთის კომუნისტურიპარტიის წევრმა ამხანაგებმა არა მარტო ფორმალურად დაარ-ქვეს „რეგულარული“ და „თანამედროვე“ არმია; მათი მტკიცე-ბით, მათ ეს არმია რეგულარული არმიის ფრონტალური ომისსტრატეგიითა და ტაქტიკით შეაიარაღეს. სინამდვილეში კი,ჩვენი აზრით, მათ მიერ გადაჯგუფებული ძალები მხოლოდ დამხოლოდ პარტიზანული არმია იყო, რომელმაც ვერც პარტიზა-ნული ტაქტიკით შეიარაღება მოახერხა და ვერც რეგულარუ-ლი არმიის ტაქტიკით. მეორე მხრივ, ბერძენი ამხანაგები საბ-რძოლო მოქმედებებში პასიური თავდაცვის ტაქტიკას იყენებ-დნენ, რაც დამარცხების თავი და თავია. ეს, ჩვენი აზრით, სა-ბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი ამხანაგებისმძიმე შეცდომა იყო, რომელიც გამომდინარეობდა იმ მცდარიპრინციპიდან, რომ თითქოს პარტიზანულ ომს არ გააჩნდა სა-ბოლოო მიზანი, ანუ მას არ შეეძლო ხელისუფლების ხელშიჩაგდებამდე მიყვანა. მათთან გამართული მოლაპალაკებებისასშეგვექმნა აზრი, რომ ბერძენ ამხანაგებს პარტიზანული ომი ეს-მით როგორც 10-15-კაციანი დაქსაქსული რაზმების ბრძოლა,რომლბსაც, მათი აზრით, არ გააჩნიათ განვითარებისა და ბრი-გადებად, დივიზიებად, კორპუსებად და ა.შ. გარდაქმნის პერ-სპექტივა. ეს შეცდომაა. როგორც ნებისმიერი ასეთი ომის გა-მოცდილება გვიჩვენებს, როგორც ეს ჩვენი ეროვნულ-გამათა-ვისუფლებელი ბრძოლის გამოცდილებამ დაადასტურა, მცირე

166

Page 177: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

რაზმების მეშვეობით წარმოებული პარტიზანული ომი, თუ მასსწორად უხელმძღვანელებთ, თანდათან ფართოვდება თავადომისა და მასების რევოლუციური აღმაფრენის გაფართოებას-თან ერთად და შედეგად იწვევს შეიარაღებულ აჯანყებასა დარეგულარული სახალხო არმიის შექმნას. მიუხედავად ამისა, სა-ბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი ამხანაგებიჯიუტად იცავდნენ თავის შეხედულებებს და კატეგორიულადგამორიცხავდნენ საბერძნეთში პარტიზანული ომის გაფართოე-ბისა და გაძლიერების შესაძლებლობას. ასეთ შეხედულებებსარ ვიზიარებდით და არც ახლა ვიზიარებთ. ნება მომეცით, აზ-რი გამოვთქვა იმაზე, თუ როგორი სიტუაცია იყო შექმნილი მა-შინ, როცა საბერძნეთის კომუნისტური პარტია იატაკქვეშეთშიგადავიდა და ბრძოლის განახლება მოუწია: იმ დროისათვის სა-ბერძნეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის ნაწილებმაიარაღი დაყარეს, მათი ბაზები განადგურებული იყო, არ ყოფ-ნიდათ ტანსაცმელი, სურსათი, იარაღი; ამ არმიის მორალურისულისკვეთება დაეცა და იგი განუწყვეტლივ უკან იხევდა.სწორედ ამ გადაჯგუფებულ ძალებს უწოდა იმთავითვე საბერ-ძნეთის კომუნისტურმა პარტიამ „რეგულარული“ და „თანამედ-როვე არმია“, რომელსაც, მისი აზრით, თანამედროვე არმიისსტრატეგიისა და ტაქტიკის გამოყენებით ბრძოლისა და ათჯერუფრო ძლიერ მტერთან ფრონტალური და ღია ომის წარმატე-ბით წარმოების უნარი შესწევდა. ჩვენი აზრით, ამ პარტიზა-ნულ არმიას სწორედ რომ პარტიზანული არმიის ტაქტიკა უნდაგამოეყენებინა, როგორც ამას გვასწავლიან ჩვენი მასწავლებ-ლები — მარქსი, ენგელსი, ლენინი და სტალინი. ამრიგად, განაშეიძლება, რომ „რეგულარული არმია“ ვუწოდოთ ამ პარტიზა-

167

Page 178: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ნულ რაზმებს, რომლებიც საბერძნეთის კომუნისტურმა პარტი-ამ გადააჯგუფა, თუკი მათ არც შესაბამისი კადრები ჰყავდათ,არც ტანკები, არც თვითმფრინავები, არც არტილერია, არცკავშირი, არც ტანსაცმელი, არც სურსათი და, თქვენ წარმოიდ-გინეთ, არც მსუბუქი შეიარაღება?! ბერძენი ამხანაგების ეს შე-ხედულებები მცდარად მიგვაჩნია.

ჩათვალა რა პარტიზანთა ეს გადაჯგუფება რეგულარულარმიად, რომელიც, მათი აზრით, „რეგულარული არმიის ბრძო-ლის სტრატეგიითა და ტაქტიკით იყო შეიარაღებული“ (ესსტრატეგია და ეს ტაქტიკა სინამდვილეში არც არასდროს ყო-ფილა გამოყენებული), საბერძნეთის კომუნისტური პარტიისხელმძღვანელობამ არც კი განიხილა სერიოზულად და მარ-ქსისტულად ამ არმიის აღჭურვის მოგვარების საკითხი. ბერძე-ნი ამხანაგები ამტკიცებდნენ: „მტრისათვის იაღარის წართმე-ვის შესაძლებლობა არ არსებობსო“. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომმსგავსი შეხედულებები ეწინააღმდეგება ლენინის მითითებებს,რომელიც ამბობდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლე-ბოდა ზემოდან ან გარედან გაწეული დახმარებისთვის მოცდა,და რომ ყველაფრის უზრუნველყოფა თავადვეა საჭირო, დარომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საბრძოლო შენაერ-თების ორგანიზების უგულებელყოფა იარაღის არარსებობისმოტივით და ა.შ. ბერძენი ხელმძღვანელი ამხანაგები, ვერ აფა-სებდნენ რა ჯეროვნად მტერს, ფიქრობდნენ, რომ ხელისუფლე-ბის ხელში ჩაგდება ადვილი იქნებოდა, და რომ ამას ხანგრძლი-ვი და სისხლისმღვრელი შეტაკებების, მტკიცე და ყოვლისმომ-ცველი ორგანიზების გარეშე მიაღწევდნენ. ბერძენი ამხანაგე-ბის ამ შეხედულებებს შედეგად მოჰყვა სხვა სავალალო შედე-

168

Page 179: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

გებიც, რომლებმაც მათი უკანასკნელი დამარცხება განაპირო-ბა; გასაკვირი კი ისაა, რომ ჩვენთან ამ ცოტა ხნის წინ გამარ-თული მოლაპარაკებებისას თავიანთი შეხედულებები მაინცმართებულად მიაჩნდათ.

მიუხედავა ამისა, ჩვენი აზრით, რომელიც ფაქტებს ეფუძნე-ბა, ამხანაგ ნიკოსის მიერ არჩეული ომის სტრატეგია და ტაქ-ტიკა შეცდომაა. ამხანაგი ნიკოსი ჩემთან გამართულ პირად სა-უბარში ამტკიცებდა, რომ საბერძნეთის დემოკრატიული არმი-ის შენაერთებს არ შეეძლოთ საბერძნეთის ტერიტორიაზეღრმად შეჭრა, ვინაიდან მონარქისტ-ფაშისტები და ვან ფლიტიწვავდნენ სოფლებს და წმენდდნენ მათ მოსახლეობისაგან; ასერომ, მისი აზრით, ყველა დასახლებული პუნქტი ცარიელი იყო.ვუთხარი, რომ მსგავს მოვლენებს შეიძლებოდა ადგილი ჰქონო-და, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რასაც ზაქარიადისი ამტკიცებ-და. ეს იყო ჩემი აზრი, რომელიც ფაქტების ლოგიკას შეესაბამე-ბოდა, ვინაიდან, ბუნებრივია, რომ მონარქისტ-ფაშისტებსა დაამერიკელების არმიას არ შეეძლოთ საბერძნეთის ყველა დასახ-ლებული პუნქტის გაწმენდა.

არც იმ მტკიცებულებებსა და შეხედულებებს ვეთანხმებით,რომლებიც მოყვანილია საბერძნეთის კომუნისტური პარტისმიერ ჩვენი პარტიის პოლიტბიუროს სახელზე გამოგზავნილ წე-რილში, სადაც ისინი არ უღრმავდებიან საკუთარ შეცდომებს,ცდილობენ მათ დაფარვას და ამტკიცებენ, თითქოს მათი და-მარცხება გამოწვეული იყო იმით, რომ არასაკმარისად ჰქონ-დათ იარაღი, ტყვია-წამალი და ტანსაცმელი, და რომ მტერსუპირატესობა გააჩნდა ჰაერში და ზღვაზე, თანაც იგი კარგადმარაგდებოდა ინგლისელ-ამერიკელების მიერ. კი ბატონო, მტე-

169

Page 180: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

რი მართლაც გაცილებით უკეთესად მარაგდებოდა და დიდიმატერიალური და ადამიანური ძალებიც გააჩნდა. თუმცა იმდროს, როცა შიგა რეაქციასა და უცხოურ სამხედრო ინტერვენ-ციას ებრძვი, საუკეთესო გზაა მტრის გამოყენება საკუთარიაღჭურვისა და მომარაგების უმსხვილეს წყაროდ. საბერძნეთისდემოკრატიულ არმიას იარაღი მტრისთვის უნდა წაერთმია,რისი გაკეთებაც თავდაცვითი ომისა და პასიური თავდაცვისტაქტიკით შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომმომარაგება აქ არაფერ შუაშია. ჩვენი აზრით, საბერძნეთის კო-მუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ, უარყო რა პარტიზა-ნული ომის ტაქტიკა და მისი გადაზრდა საყოველთაო შეიარა-ღებულ აჯანყებაში და ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში, მი-მართავდა თავდაცვით და პასიურ ტაქტიკას, რომელიც მიუღე-ბელი იყო პარტიზანული ომისთვისაც და რეგულარული არმი-ის ფრონტალური ომისთვისაც. ასეთი ტაქტიკის არჩევისას სა-ბერძნეთის დემოკრატიულმა არმიამ, ყველაფერთან ერთად,დაკარგა ქვეყნის სხვა რაიონებში შეღწევის შესაძლებლობა,სადაც იგი უეჭველად იპოვიდა ძალთა დაუშრეტელ წყაროსხალხის წრიდან გამოსული ჭაბუკებისა და ქალიშვილების სა-ხით; დაკარგა იმის შესაძლებლობაც, რომ განუწყვეტელ,სწრაფ და კარგად გათვლილ შეტაკებებში, რომლებსაც იმ ად-გილებში გამართავდა, სადაც მტერი ყველაზე ნაკლებად ელო-დებოდა, ამ უკანასკნელისთვის იარაღი წაერთმია. შეიარაღე-ბულ აჯანყებასთან ხუმრობა არ შეიძლება, — გვასწავლისმარქსიზმ-ლენინიზმი, — ამდენი ომების ისტორიამ კი დაგვანა-ხა, რომ თავდაცვის ტაქტიკა ნებისმიერი შეიარაღებული აჯან-ყებისთვის დამღუპველია. როდესაც შეიარაღებული აჯანყება

170

Page 181: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

თავდაცვაზე გადადის, უფრო ძლიერი და კარგად შეიარაღებუ-ლი მტერი მას სწრაფადვე გაანადგურებს.

ამაზე მოწმობს, ჩვენი აზრით, ბერძენი ამხანაგების მიერარჩეული ტაქტიკაც. საბერძნეთის დემოკრატიული არმიისცოცხალი და უმეტესი ძალები ყოველთვის ვიცისა და გრამო-ზას გამაგრებულ რაიონებზე იყო მიჯაჭვული. ეს ძალები მომ-ზადებული იყო პოზიციური და თავდაცვითი ომისათვის, მათკი თავს მოახვიეს მტრის არმიასთან ფრონტალური ომი და ისი-ნიც, თავიანთი ხელმძღვანელობის სურვილით, ამ ომში ჩაებნენ.ბერძენი ამხანაგები ხელისუფლების ხელში ჩაგდებას თავდაც-ვითი და პასიური ომით აპირებდნენ. ჩვენი აზრით, შეუძლებე-ლია ხელისუფლების ხელში ჩაგდება, როცა გრამოზაში თავისდაცვით ხარ დაკავებული. საბერძნეთის კომუნისტური პარტი-ის ერთადერთი მანევრი (რომელიც მათ ვითარებამ აიძულა)განხორციელდა მაშინ, როცა გაჩნდა მათი ალყაში მოქცევისადა განადგურების საფრთხე და გრამოზაში 1948 წელს მათბრძოლა გააჩაღეს, 70 დღის განმავლობაში მართლაც უდიდესიწინააღმდეგობა გაუწიეს მტერს, დააკარგვინეს დიდძალი რაო-დენობით ცოცხალი ძალა და ბერძენმა პარტიზანებმა ბოლოსდა ბოლოს დატოვეს გრამოზა და ვიციში გადაჯგუფდნენ. თუმ-ცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შორს იყო ხელისუფლების ხელშიაღებიდან. საბერძნეთის დემოკრატიული არმია შეტევაზე უნდაგადასულიყო ქალაქების ხელში ჩასაგდებად. ეს კი არ გაკეთდა.ბერძენი ამხანაგები მაშინაც ამტკიცებდნენ, რომ ძალები არჰყოფნიდათ. შეიძლება ეს მართალიცაა, მაგრამ მაინც რატომარ ჰყოფნიდათ ძალები და სად უნდა ეპოვნათ იგი — ამ პრობ-ლემას ბერძენი ამხანაგები არ ჩაუღრმავდნენ, არ გადაჭრეს

171

Page 182: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

იგი შესაბამისი მარქსისტულ-ლენინისტური გზით არც მაშინდა არც შემდეგში. ბერძენი ამხანაგების ტაქტიკა, როგორც თა-ვიანთი პოლიტბიუროდან ჩვენი პოლიტბიუროს სახელზე გა-მოგზავნილ წერილში უთითებდნენ, მდგომარეობდა იმაში, რომნებისმიერ ფასად შეენარჩუნებიდან ვიცი და გრამოზა, და რაცშეეხება ომის გაგრძელებას, მთელი მათი ყურადღება მომარა-გებაზე იყო გადატანილი, თუმცა ვერასდროს პოულობდნენ ამმომარაგების ბრძოლებით უზრუნველყოფის სწორ გზას.

ყოველ შემთხვევაში, საბერძნეთის დემოკრატიული არმიადამარცხებას დამარცხებაზე განიცდიდა, რის შედეგადაც იძუ-ლებული იყო, უკან დაეხია და ვიცისა და გრამოზას ზონაში გან-ლაგებულიყო. ეს მეტად კრიტიკული ფაზა გამოდგა როგორცსაბერძნეთის დემოკრატიული არმიის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვი-საც. ამ პერიოდში უდიდესი ყურადღებით ვადევნებდით თვალსბერძენი ამხანაგების მოქმედებას. სანამ მონარქისტ-ფაშისტებისაბერძნეთის დემოკრატიულ არმიას შეუტევდნენ, ბერძენიხელმძღვანელი ამხანაგები თავიანთ პოლიტიკურ და სამხედრომდგომარეობას უკიდურესად მაღალ შეფასებას აძლევდნენ, მა-შინ როცა, მათი აზრით, მტრის მდგომარეობა მეტად სავალალოიყო. ისინი თვლიდნენ, რომ „ვიცი ერთობ გამაგრებული დამტრისათვის მიუდგომელი ადგილია; ვიციზე თავდასხმით მტე-რი საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე მოაწერს ხელს. ვიცი მო-ნარქისტ-ფაშისტების სასაფლაო გახდება. მტერი იძულებულია,ეს შეტევა განახორციელოს, ვინაიდან მას სხვა გამოსავალი არგააჩნია, იგი ხომ უფსკრულის პირას დგას. დაე, დაგვესხან თავსმონარქისტ-ფაშისტების არმია და ვან ფლიტი, როცა ეს მათ მო-ესურვებათ, და ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთო“.

172

Page 183: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

ამხანაგი ვლანდასი თვლიდა, რომ მტრის მთავარი დარტყმაგრამოზას მიმართულებით განხორციელდებოდა და არა ვიცისმიმართულებით, ვინაიდან „გრამოზა ნაკლებადაა გამაგრებუ-ლი, იგი ალბანეთის საზღვართან მდებარეობს და თუ მტერი იქდაგვამარცხებს, შემდეგ ვიციში დაბრუნდება, რათა იქ დაგვარ-ტყას, ვინაიდან ფიქრობს, რომ იქ ჩვენი განადგურება შეუძლია,რამეთუ ამ პუნქტში იუგოსლავიას ვესაზღვრებით. გრამოზაშიმტერთან შებრძოლებისა და მისთვის დიდი ზიანის მიყენებისშემდეგ გრამოზას სწრაფადვე დავტოვებთ და ვიციში განლაგე-ბულ მტერს ზურგიდან დავარტყამთო“.

თუმცა, უკანასკნელი შეტევის დაწყებამდე ცოტა ხნით ად-რე, ბერძენი ამხანაგები გაფრთხილებული გვყავდა, რომ მტერი10 აგვისტოს ვიციში შეუტევდა და არა გრამოზაში. ეს ცნობაბერძენ ამხანაგებს საშუალებას აძლევდა, რომ თავდასხმა მათ-თვის მოულოდნელი არ ყოფილიყო და შესაბამისი ზომებიცდროულად მიეღოთ. არადა ამის შემდეგაც კი ისევ სჯეროდათ,რომ ძირითადი დარტყმა გრამოზაზე განხორციელდებოდა.ჩათვალეს, რომ მტრის თავდასხმის მიმართულება ვიციზე დაარა გრამოზაზე „ჩვენთვის არაფერს ცვლის. ჩვენ ყველა ზომაგვაქვს მიღებული როგორც ვიციში, ასევე გრამოზაში. ვიცისაღება შეუძლებელია, თვლიდნენ ისინი, იგი ისეა გამაგრებული,რომ მტრისთვის მისკენ მიმავალი ყველა გზა საიმედოდაა გა-დაკეტილი. მტრის მძიმე ტექნიკას არ შეუძლია ვიცის ზონაშიშეღწევა, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებაო“.

ასეთი იყო ბერძენი ამხანაგების შეხედულება ვიციზე შეტე-ვის დაწყებამდე ორი დღით ადრე. მონარქისტ-ფაშისტებმა ვი-ცის მესამე თავდაცვითი ხაზი ერთ დღეში დაიკავეს და 2-3

173

Page 184: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

დღის შემდეგ ვიცი მთლიანად გაანადგურეს. ბრძოლა და წინა-აღმდეგობა მეტად უმნიშვნელო გამოდგა. ჩვენთვის ეს მეტადმოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა ყველა ზომა გვქონდა მიღე-ბული ჩვენს მიწაზე მონარქისტ-ფაშისტების შესაძლო თავდას-ხმის წინააღმდეგ. ჩვენს მიერ განხორციელებული თავდაცვითიღონისძიებების აუცილებლობაში ბერძენი ამხანაგები და თა-ვად აქ მყოფი ამხანაგი პარცალიდისი ბოლომდე დარწმუნებუ-ლი არ იყვნენ, ეს ღონისძიებები ნაჩქარევად მიაჩნდათ. ბერძე-ნი ამხანაგები არ იჩენდნენ რეალიზმს. მრავალი ლტოლვილი,მათ შორის, თითქმის ბოლომდე განადგურებული სამხედრო-დემოკრატები, იძულებული იყვნენ, ჩვენი საზღვარი გადმოე-ლახათ. რაღა დაგვრჩენოდა?! მივიღეთ ისინი და გარკვეულადგილებში განვალაგეთ.

ანალიზმა, რომელიც საბერძნეთის კომუნისტური პარტიისპოლიტბიურომ ვიციში განცდილ დამარცხებას გაუკეთა, არდაგვაკმაყოფილა. ჩვენი აზრით, იქ დაშვებული მძიმე შეცდო-მები ღრმად გააანალიზებას საჭიროებდა. ვიციდან უკან დახე-ვის შემდეგ გამარჯვების პერსპექტივას ამხანაგი ზაქარიადისიგრამოზაში ხედავდა. „გრამოზა, — ამბობდა იგი, — უფროხელსაყრელია ჩვენთვის, ვიდრე ვიცი; ტანკები, რომლებმაც ვი-ციში მონარქისტ-ფაშისტების გამარჯვებაში გადამწყვეტი რო-ლი ითამაშეს, გრამოზაში მანევრირებას ვერ შეძლებენ“ და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისათვის ტიტოს ღალატი უკ-ვე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი გახდა. მოგვიანებით ზაქა-რიადისი ამტკიცებდა, რომ „ერთადერთი, ვინც ბერძენ ლტოლ-ვილებს თავშესაფარი მისცა, ალბანელები იყვნენ“, და რომ „იუ-გოსლავებმა არა თუ თავიანთ ტერიტორიაზე გადაბარგების

174

Page 185: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

უფლება მისცეს, არამედ ზურგიდან ცეცხლიც კი გაუხსნესლტოლვილებს“. შეიძლება ეს მართალიცაა, ჩვენ ამაზე ვერა-ფერს ვიტყვით.

როდესაც ამხანაგ ზაქარიადისს დაველაპარაკე ვიციდანუკანდახევასთან დაკავშირებით, კვლავ მივუთითე მათ შეცდო-მებზე, ისევე როგორც საბერძნეთის კომუნისტური პარტიის მი-ერ სიტუაციის არასწორად შეფასებაზე, განსაკუთრებით, ვიცისმეთაურის, გენერალ ვლანდასის მხრიდან. „მისი მოსაზრებები,— ვუთხარი ნიკოსს, — მცდარი აღმოჩნდა, რაც იმით დამტკიც-და, რომ საბერძნეთის არმიამ ვერ მოახერხა ვიცის დაცვა“.

ნიკოს ზაქარიადისი არ დამეთანხმა. მითხრა, რომ ვიცი დაე-ცა ერთი მეთაურის შეცდომის გამო, რომელმაც ფრონტის გარ-კვეულ ადგილას არ განათავსა შესაბამისი ათასეული და თავა-დაც არ აღმოჩნდა ბრძოლის ველზე. ამრიგად, მისი აზრით, ვი-ციში დამარცხები მიზეზი სწორედ ის მეთაური იყო, რომლისგამოც „ზომები მივიღეთ და დავსაჯეთ იგიო“, — მითხრა მან.ამხანაგ ნიკოსის მხრიდან ეს იყო იმ უდიდესი დამარცხების მი-ზეზების მეტისმეტად გამარტივებული ახსნა.

ღიად და ამხანაგურად ვუთხარი მას, რომ ამისი დაჯერებაარ შემეძლო.

— გინდა დაიჯერე და გინდა არა, — მითხრა ნიკოსმა, —მაგრამ ეს სწორედ ასე მოხდა.

მიუხედავად ამისა, ვკითხე:— ახლა რის გაკეთებას აპირებთ?ნიკოსმა მიპასუხა:— ბრძოლას გავაგრძელებთ.— სად?

175

Page 186: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

— გრამოზაში, რომელიც შეუვალი ციხე-სიმაგრეა.მე ვკითხე:— ხომ არ აპირებთ იქეთ მთელი ბერძნული დემოკრატიუ-

ლი არმიის გადასროლას?— კი, — მიპასუხა ნიკოს ზაქარიადისმა, — მას ისევ მთლი-

ანად გრამოზაში გადავაჯგუფებთ.ვუთხარი, რომ ეს მათი საქმე იყო და მათვე უნდა გადაეწ-

ყვიტათ, თუ როგორ ემოქმედათ, თუმცა მიგვაჩნდა, რომ გრა-მოზას შენარჩუნება უკვე გამორიცხული იყო, ასე რომ არ შეიძ-ლებოდა მათ დაქვემდებარებაში მყოფი საბერძნეთის დემოკ-რატიული არმიის მამაცი მებრძოლების ტყუილუბრალოდ გა-წირვა. ჩვენი მეგობრები ხართ, — ვუთხარი მას, — რაც შეეხე-ბა თქვენს საქმეებს, მოიქეცით როგორც უკეთ მიგაჩნიათ, მაგ-რამ კარგი იქნება, თუ გამოიძახებთ ამხანაგ ბარძოტასს, გრა-მოზაში არსებული ბერძნული არმიის სარდალს, და ამ საკითხსმასთან ერთად განიხილავთ. ნიკოსმა მიპასუხა, რომ ეს შეუძ-ლებელი იყო.

ვიცით, რაც შემდეგ მოხდა. გრამოზა საბერძნეთის დემოკ-რატიული არმიის საბოლოო დამარცხების ადგილას გადაიქცა.

გრამოზა მტერმა 4 დღეში გაანადგურა. ჩვენი აზრით, იქ წი-ნააღმდეგობა ორგანიზებული ფაქტობრივად არც ყოფილა.პარტიზანული შენაერთები უბრალოდ თავს იცავდნენ, თანაცპასიურად. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთ პუნქტში,როგორიცაა მაგალითად პოლე და კამენიკე, სადაც საბერძნე-თის დემოკრატიული არმიის ჯარისკაცები გმირულად იცავ-დნენ თავს, გააფთრებული ბრძოლებიც კი გაიმართა. გრამოზა-დან უკან დახევა მიმდინარეობდა უწესრიგოდ, ზუსტად ისე,

176

Page 187: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

როგორც ეს მოხდა ვიციში. საბერძნეთის დემოკრატიული არ-მიის მებრძოლები და მეთაურები ერთმანეთთან ჩურჩულებ-დნენ გრამოზაში გამოყენებული მცდარი თავდაცვითი ტაქტი-კის შესახებ. ეს ამხანაგმა ზაქარიადისმაც დაგვიდასტურა.

მიგვაჩნია, რომ გრამოზასა და ვიციში გამართულ შეტაკე-ბებში ბერძენი ამხანაგები არ ითვალისწინებდნენ სახალხოომის მარქსისტულ-ლენინისტურ პრინციპებს. მონარქისტ-ფა-შისტურმა კოლონებმა წინასწარდასახულ პოზიციებამდე დიდისიჩქარითა და დაბრკოლებების გარეშე მიაღწიეს. წრაფად გა-დალახეს მთაგრეხილები და ალყაში მოაქციეს სანგრებში გან-თავსებული დემოკრატიული არმიის შენაერთები, რომლებიცკონტრშეტევაზე არ გადადიოდნენ; მტერი შეტევაზე გადავიდა,პარტიზანები სანგრებიდან ამოყარა და საფორტიფიკაციო ნა-გებობები ხელში ჩაიგდო. საბერძნეთის დემოკრატიულმა ხელ-მძღვანელობამ, რომელმაც ძალები გამაგრებულ პოზიციებზეგადაანაწილა, არ გამოიყენა რეზერვები კონტრშეტევისთვის,რათა განუწყვეტელი შეტევებითა და სწრაფი მანევრირებითაღეკვეთა მტრის შეტევა. მიგვაჩნია, რომ დამარცხების მიზეზიომის წარმოების ტაქტიკაზე მათი მცდარი შეხედულება გახდა.ხალხი თავს არ ზოგავდა, ისინი იყვნენ ძველი, ომში გამოცდი-ლი პარტიზანები, რომლებიც გმირულად და მაღალი მორალუ-რი სულისკვეთებით იბრძოდნენ.

მეორე მხრივ, მიმართა რა პასიური თავდაცვის ტაქტიკას,საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ მო-ნარქისტ-ფაშისტურ არმიას გადაჯგუფებისა და რეორგანიზე-ბის საშუალება მისცა, არ განახორციელა შეტევითი ბრძოლები,რათა აღეკვეთა მტრის მომზადება და ამით მოესპო ან შეესუს-

177

Page 188: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ტებინა მაინც მისი შეტევა, რითაც საბერძნეთის დემოკრატი-ულ არმიას ფართო მანევრირების საშუალებას მისცემდა დამტერს დარტყმებს გამუდმებით და ყველა პოზიციაზე მიაყენებ-და. ასეთია, ჩვენი აზრით, გრამოზასა და ვიციში უკანასკნელიდამარცხების ზოგიერთი მიზეზი. ვიციში დამარცხების მიზეზისანალიზისას საბერძნეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუ-რო ამტკიცებს, რომ „ხელმძღვანელობა მკაცრად აგებს პასუხს“,თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, თუ რაში გამოიხატება ეს პასუ-ხისმგელობა; უფრო მეტიც, იგი ახდენს ამ პასუხისმგებლობისგაფანტვას და სხვებზე გადატანას. ასეთი ანალიზი მარქსის-ტულ-ლენინისტურად არ მიგვაჩნია.

ბრძოლაში წარმატების მისაღწევად ბერძენ ამხანაგებს არუნდა აერჩიათ პასიური თავდაცვის ტაქტიკა, სათანადოდ უნდაგანეხორციელებინათ მარქსიზმ-ლენინიზმის დებულება შეიარა-ღებული აჯანყების შესახებ. ჩვენი აზრით, მათი ტაქტიკა მი-მართული უნდა ყოფილიყო იქეთ, რომ მტრისთვის დარტყმებიმრავალი მიმართულებით მიეყენებინათ და მოეხერხებინათ ის,რომ მტერს თავი ერთი წუთითაც არ ეგრძნო უსაფრთხოდ, და-ესაქსათ მათი ძალები, ჩაენერგათ პანიკა და შიში, წაერთმიათვითარებაზე კონტროლი. ასეთი გზით სიარულისას ბერძენიხალხის რევოლუციური ბრძოლა თანდათან გაფართოვდებოდა;თავდაპირველად ეს მტერს შეაწუხებდა, შემდეგ მას ვითარება-ზე კონტროლს დააკარგვინებდა, გაათავისუფლებდა მთელ რა-იონებსა და ზონებს და ძალზე ახლოს მივიდოდა შემდეგ მიზ-ნამდე, ანუ საყოველთაო აჯანყებამდე და მთელი ქვეყნის გათა-ვისუფლებამდე. ასეთი გზით სიარულისას საბერძნეთში პარტი-ზანული ომის წინაშე ფართო პერსპექტივები გაიშლებოდა.

178

Page 189: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

მათთან გამართული საუბრებისას ბერძენ ამხანაგებს ბევ-რჯერ ვუთხარით, რომ საბერძნეთის პარტიზანულ არმიას ია-რაღი მტრისთვის უნდა წაერთმია, რომ მტრის იარაღით უნდაეომათ, ტანსაცმელი და სურსათი კი ხალხისაგან მიეღოთ, რო-მელთან ერთადაც და რომლისთვისაც უნდა ებრძოლა კიდეც.

პარტიზანული არმია, — ვეუბნებოდით ჩვენს ბერძენ ამხა-ნაგებს, — პირველ რიგში უნდა დაუკავშირდეს ხალხს, რომ-ლისგანაც იგი მოწყვეტილია და რომლის გარეშეც ვერ იარსე-ბებს. ხალხმა უნდა ისწავლოს არმიასთან ერთად ბრძოლა, ხე-ლი უნდა შეუწყოს და უყვარდეს იგი როგორც თავისი გამათა-ვისუფლებელი. ეს აუცილებელი პირობაა. ხალხმა უნდა ისწავ-ლოს მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა, არმიის რიგები კიხალხიდან, თავად საბერძნეთიდან გამოსული მამაკაცებითა დაქალებით უნდა გამაგრდეს.

ასევე, ამხანაგურად, ვუებნებოდით ბერძენ ამხანაგებს, რომბერძნულ პარტიზანულ არმიაში საჭირო იყო პარტიის ხელ-მძღვანელი როლის გამტკიცება; პოლიტიკური კომისარი ასე-ულში, ათასეულში, ბრიგადასა და დივიზიაში პარტიის ნამდვი-ლი წარმომადგენელი უნდა იყოს და, აქედან გამომდინარე, მე-თაურის ფუნქცია სარდლის პარალელურად უნდა შეასრულოს.თუმცა შევნიშნეთ და მრავალჯერ მივუთითეთ ბერძენ ამხანა-გებს ისიც, რომ პარტიის ხელმძღვანელი როლი არმიაში არას-წორად ესმოდათ. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ადრეც გა-მოვთქვი ამხანაგ სტალინთან ჩვენი პარტიის აზრი, რაც მასთანგაგზავნილ წერილშიც ჩამოვაყალიბეთ. არმიაში პარტიის ხელ-მძღვანელი როლის გაუცნობერებლობა, ჩვენი აზრით, საბერ-ძნეთის დემოკრატიული არმიის სამხედრო დამარცხების ერთ-

179

Page 190: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ერთი ძირითადი მიზეზი იყო. განუხრელად გამოვდივართ მარ-ქსიზმ-ლენინიზმის დებულებიდან იმის შესახებ, რომ სარდალიდა პოლიტკომისარი ის ერთიანი ორგანიზმია, რომელიც საბ-რძოლო შენაერთების ბრძოლასა და პოლიტიკურ აღზრდასხელმძღვანელობენ, რომ ორივე მათგანი თანაბრადაა პასუხის-მგებელი თავისი საბრძოლო შენაერთის ყველა ასპექტში, დარომ სარდალიც და კომისარიც თანაბრად მეთაურობენ თავი-ანთ საბრძოლო შენაერთს.

პოლიტკომისრების გარეშე ვერ შეიქმნებოდა წითელი არ-მია, გვასწავლის ლენინი. ჩვენს ეროვნულ-გამათავისუფლებელარმიაში, ამჟამად კი ჩვენს სახალხო არმიაში სწორედ ამ პრინ-ციპებით ვხელმძღვანელობდით და ვხელმძღვანელობთ კიდეც.საბერძნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელ არმიაში, საბერ-ძნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელ ფრონტში მეთაური დაკომისარი, ისევე როგორც საერთო ხელმძღვანელობა, კი არსე-ბობდა, მაგრამ პრაქტიკაში ეს პრინციპი არასათანადოდსრულდებოდა. მოქმედი არმიის მეთაურთა მანკიერმა ბურჟუა-ზიულმა შეხედულებებმა, რომლებიც ვერ იტანდნენ პარტიისმიერ ნდობით აღჭურვილი პირების გვერდით ყოფნას, გამოიწ-ვია ის, რომ საბერძნეთის დემოკრატიული არმიის ხელმძღვანე-ლობაში კომისრების როლი იჩქმალებოდა და მეორე პლანზეგადადიოდა. ეს იყო შედეგი საბერძნეთის კომუნისტური პარ-ტიის შეხედულებებისა „რეგულარულ არმიაზე“. ბერძენი ხელ-მძღვანელი ამხანაგები პოლიტკომისრების როლის ლიკვიდაცი-ის გამართლებას რომელიმე სხვა ქვეყნის არმიის მაგალითზედაყრდნობით ცდილობენ, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ისინი ამ სა-კითხს ჯეროვნად ვერ აფასებენ.

180

Page 191: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

ანალოგიური პრობლემები შეინიშნებოდა საბერძნეთის დე-მოკრატიული არმიის მიერ ბრძოლის განახლების შემდეგაც.გენერალ მარკოსის თავიდან მოშორების შემდეგ ეს არმია მთა-ვარსარდლის გარეშე დარჩა. ჩვენი აზრით, მსგავსი სიტუაციაგაუმართლებელი იყო. ჩვენთან პარტიის გენერალური მდივანიიყო და რჩება არმიის მთავარსარდლადაც. ვფიქრობთ, რომ ესსწორია. მშვიდობიან პერიოდში ეს შეიძლება არც იყოს ასე, შე-იძლება გვქონდეს თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ საბერძნე-თის დემოკრატიული არმიის პირობებში, როდესაც ეს უკანას-კნელი ომს აწარმოებდა, საჭირო იყო არმიის მთავარსარდლისყოლა; თანაც, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველ-თვის მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ეს პოლიტიკური და სამ-ხედრო პოსტი პარტიის გენერალურ მდივანს ეკუთვნის. ბერძენამხანაგებს ჩვენი შეხედულება არაერთხელ გავაცანით. მიზეზე-ბი, რომლებიც ბერძენ ამხანაგებს მოჰყავდათ იმის შესახებ, თურატომ არ მოქმედებდნენ ასე, არადამაჯერებელი იყო. ბერძენიამხანაგები გვეუბნებოდნენ, რომ „ამხანაგი ზაქარიადისი უაღ-რესად მოკრძალებული ადამიანია“, ან რომ „ჩვენ ჩავფლავდითტიტოსთან ერთად, რომელიც ერთდროულად იყო გენერალურიმდივანიც, პრემიერ-მინისტრიც და არმიის მთავარსარდალი-ცო“. მიგვაჩნია, რომ მორიდებულობა აქ არაფერ შუაშია; ამასარ შეიძლება ჰქონდეს კავშირი ტიტოზე ნათქვამთან, რომლისირგვლივაც, მგონია, რომ ათასგვარი ინსინუაცია ითითხნება.

გვაკვირვებდა მთელი რიგი დაფარული ფორმები, რომლებ-საც ბერძენი ამხანაგები მიმართავდნენ, თუმცაღა ვხედავდით,რომ სინამდვილე სულ სხვანაირი იყო. ამისი ახსნა შეგვიძლიამხოლოდ ჩვენი შთაბეჭდილებით იმაზე, რომ ბერძენ ამხანაგებ-

181

Page 192: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

თან სუფევდა განხეთქილება, ოპორტუნიზმი, ცრუ მორიდებუ-ლობა, და რომ ისინი ჩქმალავდნენ პარტიის ხელმძღვანელროლს. პარტიის გენერალური მდივანი შეიძლება არც იყოსმთავარსარდალი, თუმცა ის, რომ არმიას საერთოდ არ ჰყავდესმთავარსარდალი, როგორც ეს საბერძნეთის დემოკრატიულიარმიის შემთხვევაში მოხდა მარკოსის მოხსნის შემდეგ, ვთვლი-დით და ვთვლით შეცდომად.

ამ სიტუაციასა და შემდგომ მარცხებში ბერძენი ამხანაგებიარავის არ ადანაშაულებენ და ახდენენ პასუხისმგებლობის გა-დანაწილებას დამნაშავეებსა და უდანაშაულოებს შორის. ისინიბრალს პარტიის ყველა წევრს სდებენ, რაც სრული შეცდომაა,რამეთუ საბერძნეთის კომუნისტური პარტიის წევრები გმირუ-ლად იბრძოდნენ და იბრძვიან კიდეც. მიგვაჩნია, რომ ბერძენხელმძღვანელ ამნაგებს ეშინიათ იმ შეცდომების ღმად გაანა-ლიზებისა, რომლებსაც ჩვენ უხეშ შეცდომებად ვთვლით, მათსიმართლის თქმის ეშინიათ. იმასაც ვფიქრობთ, რომ ზიგიერთიბერძენი ამხანაგი არ იყენებს კრიტიკისა და თვითკრიტიკის ია-რაღს და „ამხანაგურად“ იცავენ ერთმანეთს შეცდომების დაშ-ვების დროსაც.

ბერძენი ხელმძღვანელი ამხანაგები გამოდიოდნენ ჩვენი შე-ხედულებების წინაღმდეგაც, რომლებსაც ამხანაგურად ვეუბნე-ბოდით, როგორც ეს იმ კომუნისტ-ინტერნაციონალისტებს შეჰ-ფერით, რომლებიც საერთო საქმისთვის იბრძვიან, რომლებსაცსაერთო დიადი ინტერესები ამოძრავებთ და რომლებიც ბერძე-ნი ხალხის ბრძოლის საქმეს უფრთხილდებიან. მათ კი ჩვენი შე-ნიშვნები ეწყინათ.

182

Page 193: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

ამხანაგმა ნიკოს ზაქარიადისმა ბევრი რამ დაგვაბრალა,თუმცა ყველა ასეთი ბრალდება ვუარვყავით. ამჟამად უკვეცნობილია მისი განცხადება „ვორიო-ეპირის“ შესახებ, რომე-ლიც თავდაპირველად ვახსენე. ყველაფერს რომ თავი დავანე-ბოთ, იგი ბერძენი ლტოლვილებისა და მასალების გადასატანიბერძნული სატვირთო მანქანების რეკვიზირების ბრალდები-თაც წაგვეჩხუბა და მოგვთხოვა, რომ მათთვის ჩვენი სატვირ-თო მანქანების მობილიზებაც მოგვეხდინა. ის, რომ ბერძენილტოლვილების ზოგიერთ ადგილამდე გადასაყვანად ბერძნუ-ლი სატვირთო მანქანები გამოვიყენეთ, სრულიად დაუფარავიფაქტია. ბერძენი ლტოლვილები მივიღეთ და ალბანეთის ჩრდი-ლოეთით გადავიყვანეთ, სადაც, მიუხედავად ჩვენს წინაშე არ-სებული სიძნელეებისა, სურსათის მათთან განაწილება მოგვიხ-და, ანუ მათ უკანასკნელი ლუკმა გავუნაწილეთ. რაც შეეხებაჩვენ საშუალებებს, უნდა აღვნიშნო, რომ სატვირთო მანქანებისპარკი ძალზე მცირერიცხოვანი გვქონდა და ამავე სატვირთომანქანებით გვიხდებოდა მთელი ალბანეთის მომარაგება.

ბერძენი ამხანაგები იმასაც გვდებენ ბრალად, რომ უპირა-ტესობას არ ვანიჭებდით იმ სატვირთო მანქანების დაცლას,რომლებიც დატვირთული იყო მატერიალური დახმარებით —ტანსაცმლით, სურსათით, კარვებით, ზეწრებით და ა.შ., რომლე-ბიც ჩვენს ნავსადგურებში ბერძენი ლტოლვილებისთვის ჩამოი-ტანეს, სანამ ეს უკანასკნელნი ალბანეთის ტერიტორიაზე იმყო-ფებოდნენ. ეს ტყუილია. ბერძენი ლტოლვილებისთვის უცხოე-თიდან გემებით ჩამოსული მასალები ზოგჯერ ჩვენთვის გან-კუთვნილი მასალებისა და პროდუქტების ქვეშ ეწყო ხოლმე.ასეთ შემთხვევებში გასაგებია, რომ თავდაპირველად ზედა

183

Page 194: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ტვირთი უნდა ჩამოგვეტვირთა, შემდეგ კი — ქვედა, სხვანაი-რად არ გამოვიდოდა; ჩვენ არ ვიცით გემის დაცლის ქვემოდანდაწყების არც ერთი მეთოდი.

ყოველ შემთხვევაში, ეს იყო მცირე და სრულიად დაძლევა-დი უთანხმოებები, რომლებიც მალე დავძლიეთ კიდეც. გადამ-წყვეტი იყო ის საკითხები, რომლებიც ომის წლებში საბერძნე-თის კომუნისტური პარტიის პოლიტიკურ და სამხედრო საქმია-ნობას ეხებოდა.

ბერძენი ამხანაგები არათუ იზიარებდნენ ჩვენს შეხედულე-ბებს და იღებდნენ ჩვენს შენიშვნებს, არამედ დამახინჯებულა-დაც იგებდნენ; თანაც, მათ მიერ ჩვენი პოლიტბიუროსთვის გა-მოგზავნილ ბოლოდროინდელ წერილში ჩვენს პრინციპულ შე-ხედულებებსა და პოზიციებს დაუშვებელი და ანტიმარქსისტუ-ლი მეთოდებით აიგივებენ ტიტოელების შეხედულებებთან.ამახინჯებენ რა ჩვენი დელეგაციის მიერ ჩამოყალიბებულ შე-ხედულებებს ვიციში და გრამოზაში ჩატარებულ სამხედრომოქმედებებზე საკუთარი მცდარი მოსაზრებების გამართლებისმიზნით, ბერძენი ხელმძღვანელი ამხანაგები უწინდებურადცდილობენ საკუთარი შეცდომების მიჩქმალვას. ჩვენთვის გასა-გებია ის რთული მომენტები, რომლებიც საბრძნეთის კომუნის-ტური პარტიის ხელმძღვანელობამ გადაიტანა ვიციში და გრა-მოზაში დამარცხების შემდეგ, მათი გაღიზიანების მომენტებიც,თუმცა ასეთი მძიმე და უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენთვისსრულიად მიუღებელია; მათმა ავტორებმა და, მით უმეტეს, სა-ბერძნეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ ასეთიბრალდებების წამოყენებადე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოს და გაიაზროს ხოლმე.

184

Page 195: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

ამ ბრალდებების შემდეგ, რომლებიც ჩვენმა პოლიტბიურომყოველგვარი აღელვების გარეშე განიხილა, კიდევ უფრო აუცი-ლებლად ჩავთვალეთ, რომ იმ მცირერიცხოვან ბერძენ დემოკ-რატ ლტოლვილებსაც კი, რომლებიც ჯერ კიდევ ალბანეთშიიმყოფებოდნენ, ჩვენი ქევყანა დაეტოვებინათ.

დაე, ამხანაგმა სტალინმა გვითხრას, სწორია თუ არა ჩვენსმიერ გამოთქმული მოსაზრებები და ჩვენი პოზიცია, მზადვართ, რომ ნებისმიერი შესაძლო შეცდომა ვაღიაროთ დათვითკრიტიკით გამოვიდეთ.

ამხანაგმა სტალინმა სიტყვა შემაწყვეტინა და მითხრა:— როდესაც ამხანაგები განსაცდელში არიან, მათთვის წიხ-

ლის კვრა დაუშვებელია.— მართალი ბრძანდებით, ამხანაგო სტალინ, — მივუგე მას,

— მაგრამ გარწმუნებთ, რომ ბერძენი ამხანაგებისთვის წიხლიარასდროს გვიკრია. ჩვენს მიერ განსახილველად წამოყენებულსაკითხებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც საბერძნეთისარმიისთვის, ასევე ჩვენთვისაც. ჩვენი პარტიის ცენტრალურიკომიტეტი ვერ დაუშვებდა, რომ ალბანეთი გამხდარიყო ის ცენ-ტრი, საიდანაც საბერძნეთის კომუნისტური პარტია თავის საქ-მიანობას გაშლიდა, იგი ვერც იმას დაუშვებდა, რომ ჩვენს ქვე-ყანაში შექმნილიყო და მომზადებულიყო საჯარისო შენაერთე-ბი საბერძნეთში ომის გასაახლებლად. ამას ამხანაგურად ვეუბ-ნებოდი ამხანაგ ნიკოს ზაქარიადისს, რომელიც მანამდეგვთხოვდა, რომ ბერძენი ლტოლვილები სხვა ქვეყნებში გადა-სულიყვნენ, როგორც შემდეგში მოიქცა კიდეც ფაქტობრივადლტოლვილების უმეტესი ნაწილი. ლაპარაკი იყო ლტოლვილთაშეზღუდულ რაოდენობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყა-

185

Page 196: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ნაში რჩებოდა. ჩვენ არასდროს დაგვიყენებია საკითხი იმის შე-სახებ, რომ ჩვენი ქვეყნებიდან ბერძენი ლტოლვილები გაგვეძე-ვებინა; თუმცა თავად ნიკოსის თხოვნის გარდა იმის თაობაზე,რომ ლტოლვილები სხვა ქვეყანაში გადასახლებულიყვნენ, თა-ვად მოვლენების ლოგიკა გვკარნახობდა, რომ შექმნილ ვითა-რებაში ჩვენთან დარჩენილებსაც კი ალბანეთი სასწრაფოდ უნ-და დაეტოვებინათ.

აი ესაა პრობლემები, რომელთა განხილვაც მინდოდა და რომ-ლებსაც ვაყენებდით როგორც ბერძენი ამხანაგების წინაშე, ასევე,ამხანაგო სტალინ, მანადმე თქვენთან გამოგზავნილ წერილში.

— დაამთავრეთ? — მკითხა ამხანაგმა სტალინმა.— დავამთავრე, — მივუგე მე.შემდეგ მან სიტყვა ამხანაგ ზაქარიადისს მისცა.მან დაიწყო ბარკიზას დაცვა და აღნიშნა, რომ იქ ხელმოწე-

რილი ხელშეკრულება არ იყო შეცდომა, და ამ თემაზე ვრცლადილაპარაკა. იგივე შეხედულებები მან ადრეც ჩამომიყალიბა.

დამარცხების მიზეზების ასახსნელად ზაქარიადისმა თქვა:„ჯერ კიდევ 1946 წელს რომ გვცოდნოდა, რომ ტიტო მოღალა-ტე გახდებოდა, ბერძენი მონარქისტ-ფაშისტების წინააღმდეგბრძოლას არ დავიწყებდით“. შემდეგ დაამატა ზოგიერთი სხვა„პრინციპი“, რომლებითაც დამარცხება აიხსნებოდა, და გაიმეო-რა, რომ არ ჰყოფნიდათ იარაღი, და რომ ალბანელები, მიუხე-დავად იმისა, რომ ლტოლვილებს უკანასკნელი საკუთარი ლუკ-მა გაუნაწილეს, მაინც გარკვეულ წინააღმდეგობებს უქმნიდნენდა ა.შ. რამდენიმე მეორეხარისხოვანი პრობლემა ზაქარიადის-მა პრინციპული საკითხების რანგში დააყენა. შემდეგ ახსენაჩვენი თხოვნა (რომლითაც ადრე მოგვმართა), რათა ალბანეთი

186

Page 197: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

იმ ლტოლვილ დემოკრატ ბერძნებსაც დაეტოვებინათ, რომლე-ბიც ჯერ კიდევ ალბანეთში იმყოფებოდნენ. მისი აზრით, ეს სა-ბერძნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის დასას-რულის ტოლფასი იყო.

მინდა, საკუთარი შთაბეჭდილება გამოვხატო ამ შემთხვე-ვასთან დაკავშირებით, და აღვნიშნო, რომ ამხანაგი ნიკოს ზა-ქარიადისი ძალზე ჭკვიანი და ფართო თვალთახედვის მქონეადამიანი იყო, მაგრამ, ჩემი აზრით, არ იყო საკმარისი დონისმარქსისტი. მიუხედავად განცდილი მარცხისა, ისევ იმ სტრატე-გიისა და ტაქტიკის დასაცავად დაიწყო ლაპარაკი, რომელსაცსაბერძნეთის დემოკრატიული არმია იყენებდა, იმეორებდაიმას, რომ ეს სტრატეგია და ტაქტიკა სწორი იყო, და რომ მათსხვაგვარად მოქმედება არანაირად არ შეეძლოთ. მან ეს საკით-ხი დაწვრილებით განიხილა. აქედან გამომდინარე, თითოეულიჩვენგანი საკუთარ აზრზე დარჩა.

აი, ასე ილაპარაკა ნიკოს ზაქარიადისმა. მისი საუბრის ხან-გრძლივობა ჩემსას არ ჩამოვარდნია და მგონი გადააჭარბა კიდეც.

ამხანაგი სტალინი და სხვა საბჭოთა ხელმძღვანელები მა-საც დიდი ყურადღებით უსმენდნენ.

ნიკოსის ახსნა-განმარტების შემდეგ ამხანაგმა სტალინმა მი-ცოს პარცალიდისს ჰკითხა:

— გაქვთ თუ არა რაიმე მოსაზრება იმასთან დაკავშირე-ბით, რაც აქ ენვერ ხოჯამ და ნიკოს ზაქარიადისმა თქვეს?

— ამხანაგ ნიკოსის პასუხს ვერაფერს დავამატებ, — მიუგოამხანაგმა პარცალიდისმა, — და დასძინა, რომ ისინი საბჭოთაამხანაგებისა და ბოლშევიკური პარტიის მსჯელობას ელოდე-ბოდნენ მათ შესახებ.

187

Page 198: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ი.ბ. სტალინი (1879-1953).

Page 199: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ამხანაგი ენვერ ხოჯადა ჰიუსნი კაპო აშპ-ის ცკ-ის სა-ხელით ტირანაში ი.ბ. სტალინის ძეგლს გვირგვინითამკობენ. 1953 წლის 6 მარტი.

Page 200: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ამხანაგი ენვერ ხოჯა ხელს აწერს ალბანელი ხალხისფიცს იოსებ სტალინის გარდაცვალებასთან დაკავში-რებით. 1953 წლის 10 მარტი.

Page 201: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

იოსებ სტალინის ძეგლი ტირანაში მდებარესაფეიქრო კომბინატის წინ არსებულ მოე-დანზე (მოქანდაკე ო. პასკალის ნამუშევარი).

Page 202: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

შემდეგ სიტყვა სტალინმა აიღო, რომელმაც ისევე მშვიდადისაუბრა, როგორც საერთოდ ჩვენთან შეხვედრებისას საუბ-რობდა ხოლმე. იგი უბრალო, მკაფიო და უაღრესად ნათელისიტყვებით ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ ბერძენი ხალხისბრძოლა გმირული ბრძოლა იყო, რომლის დროსაც გამოვლინ-და სიმამაცე, მაგრამ დაშვებული იყო შეცდომებიც.

— რაც შეეხება ბარკიზას, ამ საკითხში ალბანელები მარ-თლები არიან, — აღნიშნა სტალინმა, — და ამ პრობლემის ჩა-მოყალიბების შემდეგ დასძინა:

— თქვენ, ამხანაგო ბერძნებო, უნდა გესმოდეთ, რომ ბარკი-ზას ხელშეკრულება უხეში შეცდომა იყო. არ უნდა მოგეწერათხელი მასზე, არც იარაღი უნდა დაგეყარათ, იმიტომ რომ ამითდიდი ზიანი მიაყენეთ ბერძენი ხალხის გმირულ ბრძოლას.

რაც შეეხება იმ სტატეგიისა და ტაქტიკის შეფასებას, რო-მელსაც საბერძნეთის დემოკრატიული არმიისთვის იყენებდით,მიუხედავა იმისა, რომ ეს გმირული ბრძოლა იყო, მიმაჩნია, რომალბანელი მეგობრები ამ საკითხშიც მართლები არიან. ჯერპარტიზანული ომი უნდა გეწაერმოებინათ და, მისგან გამომდი-ნარე, შემდეგში ფრონტალურ ომზე გადასულიყავით.

ვუსაყვედურე ამხანაგ ხოჯას, რომელსაც ვუთხარი, რომ გა-საჭირში ჩავარდნილი მეგობრისთვის წიხლის კვრა არავითარშემთხვევაში არ შეიძლებოდა, თუმცა აქ მოსმენილიდან გამო-დის, რომ ალბანელ ამხანაგებს სწორი პოციზია ეკავათ თქვენსშეხედულებებთან და ქმედებებთან დაკავშირებით. ალბანეთშიშექმნილი ვითარება და პირობები ისეთი იყო, რომ თქვენ ამქვეყანაში ვერაფრით ვერ დარჩებოდით, წინააღმდეგ შემთხვე-

188

Page 203: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

ვაში საფრთხე შეექმნებოდა თავად ალბანეთის სახალხო რეს-პუბლიკის დამოუკიდებლობას.

მივიღეთ თქვენი თხოვნა იმის შესახებ, რომ ბერძენილტოლვილი დემოკრატები სხვა ქვეყნებში გადასულიყვნენ, დაუკვე ყველა მათგანი გადასულიცაა. ყველა დანარჩენი — იარა-ღი, ტყვია-წამალი და ა.შ., რომლებიც ალბანელმა ამხანაგებმაალბანეთში გადასულ ბერძენ დემოკრატ ჯარისკაცებს ჩამოარ-თვეს, ალბანეთის საკუთრებაა, — აღნიშნა სტალინმა. — ამისგამო იარაღი ალბანეთში უნდა დარჩენილიყო, — თქვა მან, —იმიტომ რომ ამ ქვეყანამ ბერძენი დემოკრატი ჯარისკაცებისმიღებისას კი განაიარაღა ეს უკანასკნელები, მაგრამ, ნებისმი-ერ შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას საფ-რთხის ქვეშ აყენებდა.

რაც შეეხება თქვენს განცხადებას — „ჯერ კიდევ 1946 წელსრომ გვცოდნოდა, რომ ტიტო მოღალატე გახდებოდა, ბერძენიმონარქისტ-ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლას არ დავიწყებდი-თო“ — ეს მცდარი განცხადებაა, — მიუგო სტალინმა, — ხალ-ხის თავისუფლებისთვის ბრძოლა ალყაშიმოქცეულმაც უნდა გა-ნაგრძოს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თქვენ ალყაშიცარ ყოფილხართ მოქცეული; თქვენს გვერდით, ჩრდილოეთიდანხომ ალბანეთი და ბულგარეთია; თქვენი სამართლიანი ბრძოლასაყოველთაო მხარდაჭერით სარგებლობდა. ჩვენ ასე ვფიქ-რობთ, — დაასკვნა ამხანაგმა სტალინმა და დასძინა:

— რას იტყვით ამაზე, ამხანაგო ალბანელებო?— ყველა თქვენს მოსაზრებას ვეთანხმებით, — ვუპასუხეთ ჩვენ.— თქვენ კი, ამხანაგო ბერძნებო, ამხანაგო ზაქარიადის და

პარცალიდის, რას იტყვით?

189

Page 204: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

ამხანაგმა ნიკოსმა თქვა:„თქვენ დიდი დახმარება გაგვიწიეთ, ახლა კი გვესმის რომ

არასწორად ვმოქმედებდით და შევეცდებით შეცდომების გა-მოსწორებას“, და ა.შ. და მისთ.

— ძალიან კარგი, — თქვა სტალინმა. — მაშინ საკითხი და-ხურულად ითვლება.

როდესაც წასვლა დავაპირეთ, საუბარში მოლოტოვი ჩაერიადა ნიკოს ზაქარიადისს უთხრა:

— თქვენთან ერთი საქმე მაქვს, ამხანაგო ზაქარიადის. საბ-ჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომი-ტეტმა ერთი თქვენი ამხანაგისგან მიიღო წერილი, რომელშიცწერს, რომ „ნიკოს ზაქარიადისი ინგლისელების აგენტიაო“. ესჩვენი საქმე არაა, მაგრამ არც ის შეგვიძლია, რომ დავმალოთეს და არ ჩაგაყენოთ საქმის ყურში მისი შინაარსის შესახებ,მით უმეტეს, როცა იგი ბრალდებას შეიცავს საბერძნეთის კო-მუნისტური პარტიის ხელმძღვანელ ამხანაგზე. აი ეს წერილიც.რას იტყვით ამაზე?

— აგიხსნით ამ საკითხს, — უპასუხა ნიკოს ზაქარიადისმა,— და განაგრძო: — როდესაც საბჭოთა არმიამ საკონცენტრა-ციო ბანაკიდან გაგვათავისუფლა, საბჭოთა სარდლობას მივ-მართე თხოვნით, რაც შეიძლება სწრაფად გადავეყვანე ათენში,ვინაიდან ჩემი ადგილი იქ იყო. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი,რის გამოც საბერძნეთში უნდა ვყოფილიყავი. თუმცა იმ მომენ-ტში თქვენს სარდლობას არ გააჩნდა ჩემი იქ გადაყვანის საშუ-ალება. შემდეგ იძულებული გავხდი, მიმემართა ინგლისურ-ამე-რიკული სარდლობისთვის, რათა სამშობლოში გადავეყვანე. ინ-

190

Page 205: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეოთხე შეხვედრა

გლისელებმა ჩამსვეს თვითმფრინავში და სამშობლოში ამგზით დავბრუნდი. ამ ამხანაგს მიაჩნია, რომ სამშობლოში ინ-გლისური სარდლობის მეშვეობით დაბრუნების გამო ინგლისე-ლების აგენტი გავხდი, რაც ტყუილია.

სტალინი საუბარში ჩაერია და თქვა:— გასაგებია და ეს საკითხი დახურულია. შეხვედრა დამ-

თავრებულია!სტალინი წამოდგა, თითოეულ ჩვენგანს ხელი ჩამოართვა

და გასასვლელისკენ გავემართეთ. დარბაზი საკმაოდ გრძელიიყო და როდესაც კარს მივუახლოვდით, სტალინმა მოგვმართა:

— შეჩერდით, ამხანაგებო! გადაეხვიეთ ერთმანეთს, ამხანა-გო ხოჯა და ამხანაგო ზაქარიადის!

ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ.როდესაც ოთახიდან გამოვედით, მიცოს პარცალიდისმა თქვა:— სტალინის თანასწორი არავინაა. იგი ნამდვილი მამასა-

ვით მოგვექცა. ახლა ყველაფერი გასაგებია.ასე დამთავრდა ეს პირისპირ შეხვედრა სტალინთან.

191

Page 206: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

მეხუთე შეხვედრა

1951 წლის აპრილი.

ალბანეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურიმდგომარეობის შესახებ. გარე რეაქცია ჩვენი სახალხო ხე-ლისუფლების დამხობას ცდილობს. ჰააგის სასამართლოსსაბოლოო გადაწყვეტილება. „სათანადო სიფხიზლისა დამყარი პოზიციის წყალობით შესაძლებელია მტრის ოინებისაღკვეთა“. „სამრეწველო ობიექტების მშენებლობასთან ერ-თად უნდა განამტკიცოთ მუშათა კლასი და მოამზადოთ სა-კუთარი კადრები“. სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცი-ის შესახებ. „საბჭოთა სპეციალისტები თქვენთან კაბინე-ტებში კი არ უნდა ისხდნენ, ადგილებზე უნდა დაგეხმარონ“.სტალინის მკაცრი შენიშვნები იმ საბჭოთა საოპერო პიესისშესახებ, რომელიც სინამდვილის ლაქირებას ახდენდა. უკა-ნასკნელი შეხვედრა დაუვიწყარ სტალინთან ბოლშევიკთასაკავშირო კომუნისტური პარტიის XIX ყრილობაზე.

ამხანაგ სტალინთან ჩემი უკანასკნელი შეხვედრა 1951 წლის 2აპრილის, მოსკოვის დროით საღამოს 10.30 საათზე შედგა. ამშეხვედრას ესწრებოდნენ მოლოტოვი, მალენკოვი, ბერია დაბულგანინი.

საუბრისას შევეხეთ ჩვენი პარტიისა და ჩვენი სახელმწიფოსსაშინაო მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეკონო-მიკურ საკითხებს, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში, იმ

192

Page 207: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეხუთე შეხვედრა

ეკონომიკურ ხელშეკრულებათა საკითხს, რომლებიც სამომავ-ლოდ სხვადასხვა ქვეყანასთან შეიძლებოდა გაფორმებულიყო,ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის სრულყოფას, საერ-თაშორისო ვითარებისა და სხვა პრობლემებს.

თავდაპირველად ამხანაგ სტალინს ზოგადად ჩამოვუყალი-ბე ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება, ის დიდი სამუშაო,რომელსაც პარტია ეწეოდა და ეწევა მასებში მაღალი რევო-ლუციური სულისკვეთების აღსაზრდელად, ჩვენს პარტიასა დაჩვენს ხალხს შორის დამყარებული ერთიანობისა და ამ ერთია-ნობის მუდმივად გამტკიცების შესახებ, ხალხის პარტიისადმიმტკიცე და შეუვალი რწმენის შესახებ. — ამ მიღწევებს, — ვუთ-ხარი ამხანაგ სტალინს, — მომავალშიც განვამტკიცებთ მუდმი-ვი სიფხიზლითა და მზადყოფნით იმისათვის, რომ დავიცვათდამოუკიდებლობა და თავისუფლება, ქვეყნის ტერიტორიულიმთლიანობა და ხალხის მონაპოვარი ნებისმიერი გარე თუ შიგამტრისაგან, ვინც კი ჩვენს წინააღმდეგ გამოვა. ჩვენ, — ვუთხა-რი ამხანაგ სტალინს, — განსაკუთრებული სიფხიზლით ვადევ-ნებთ თვალყურს ამერიკული იმპერიალიზმის ოინებს, რომე-ლიც თავისი ლაქიების — ბელგრადელი ნაციონალისტების,ათენელი მონარქისტ-ფაშისტებისა და რომაელი ფაშისტების— მეშვეობით ჩვენი სახალხო ხელისუფლების დამხობას, ალბა-ნეთის დამონებასა და დანაწევრებას ცდილობს.

ამხანაგ სტალინს ჰააგის სასამართლოს საბოლოო გადაწ-ყვეტილებაც გავაცანი.

— ამ სასამართლომ, — ვუთხარი მას, — როგორც ადრე გე-უბნებოდით, განიხილა ე.წ. კორთის სრუტეში მომხდარი ინცი-დენტი და ინგლისელ-ამერიკელი იმპერიალისტების მიერ მანი-

193

Page 208: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

პულირებულმა ამ სასამართლომ უსამართლოდ მოგვისაჯა ინ-გლისელებისთვის ზარალის ანაზღაურება. არ დავეთანხმეთ ამთვითნებურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ინგლისელებმა ხელ-ყვეს ალბანეთის ყოფილი ეროვნული ბანკიდან გერმანელი ფა-შისტების მიერ მოპარული ჩვენი ოქრო. როდესაც ცნობილიგახდა იმ ოქროს შესახებ, რომელიც ნაცისტებმა ოკუპირებულქვეყნებში მოიპარეს და გერმანიაში გადაიტანეს, მისი გაყო-ფისთვის შექმნილმა სამმხრივმა კომისიამ, რომელიც ბრიუსელ-ში 1948 წელს მუშაობდა, ალბანეთს თავისი კუთვნილი წილი გა-მოუყო. თუმცა ეს ჩვენი ოქრო ხელყვეს ინგლისელებმა, რომლებ-მაც დაბლოკეს იგი და არ გვაძლევენ მისი უკან აღების საშუა-ლებას ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

ჩვენი ქვეყნის გარე მტრებს შორის უკვე დამყარდა მჭიდროდა სრულიად ღია კავშირები, — ვუთხარი შემდეგ ამხანაგ სტა-ლინს. ისინი განუწყვეტლივ გვიწყობენ პროვოკაციებს რო-გორც იუგოსლავიის, ასევე საბერძნეთისა და იტალიის საზ-ღვრებიდან, ხმელეთზეც, ზღვაშიც და ჰაერშიც. ამ ქვეყნებისხელმძღვანელების აშკარად ანტიალბანური პოზიციის გარდაიქ თავმოყრილია ფაშისტი მოღალატეები, ალბანელი ემიგრან-ტები, ბანდიტები, დეზერტირები და ათასი სხვა დამნაშავე,რომლებსაც უცხოელები ალბანეთში შემოსაგზავნად ამზადე-ბენ, რათა ამ უკანასკნელებმა მოამზადონ შეიარაღებული ამ-ბოხებები, ეკონომიკური საბოტაჟი, პარტიულ და სხვა ლიდე-რებზე თავდასხმები, შექმნან ჯაშუშთა ცენტრები თავიან-თთვის და თავიანთი პატრონებისთვის, და ა.შ.

ყოველთვის ფხიზლად ვადევნებთ თვალს გარე რეაქციის ამოინებს და ნებისმიერ მათ გამოხდომას ადრეც და ახლაც დამ-

194

Page 209: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეხუთე შეხვედრა

სახურებულ პასუხს ვცემდით. ჩვენმა არმიამ და სახელმწიფოუშიშროების ორგანოებმა ამ მიმართულებით დიდი სამუშაოჩაატარეს, ისინი გამუდმებით ძლიერდებიან, სათანადოდ არიანაღზრდილები და მარქსიზმ-ლენინიზმის სამხედრო ხელოვნებისათვისებასთან ერთად თანდათან ვითარდებიან.

შემდეგ ამხანაგ სტალინს შევატყობინე ჩვენი რამდენიმესამხედრო პრობლემა და ის მთავარი მიმართულებები, საიდა-ნაც, ჩვენი აზრით, გარეშე მტერს ჩვენზე თავდასხმა შეეძლო.

— საიდან იცით, რომ შეიძლება ამ მიმართულებებით და-გესხან თავს? — მაშინვე ჩამეკითხა ამხანაგი სტალინი.

ჩემი დაწვრილებითი პასუხის მოსმენის შემდეგ მითხრა:— რაც შეეხება თქვენს მიერ წამოყენებულ სამხედრო

პრობლემებს, ამხანაგ ბულგანინს თქვენთან ერთად ამ საკით-ხების დაწვრილებით განხილვა დავავალეთ.

შემდეგ რამდენიმე კითხვა დამისვა, კერძოდ: რომელი იარა-ღით იცავთ საზღვრებს? სად იყენებთ მტრისთვის ჩამორთმე-ულ იარაღს? რამდენი კაცის მობილიზებას შეძლებთ ომის შემ-თხვევაში? რანაირი არმია გაგაჩნიათ ამჟამად? და ა.შ.

ამხანაგ სტალინის ყველა კითხვაზე თანმიმდევრობით ვუპა-სუხე. ველაპარკე ჩვენი არმიისა და ხალხის მტკიცე კავშირზე,იმაზე, რომ ხალხს მთელი სულითა და გულით უყვარდა არმიადა გარეშე მტრის თავდასხმის შემთხვევაში მზად იყო, ფეხზედამდგარიყო სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლო-ბის დასაცავად, სახალხო ხელისუფლების დასაცავად.

დასმულ კითხვებზე გაცემული ჩემი პასუხების მოსმენისშემდეგ ამხანაგმა სტალინმა სიტყვა მოითხოვა. მან სიხარული

195

Page 210: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

გამოთქვა ჩვენი არმიის განმტკიცებისა და ხალხთან მისი კავ-შირის გამო და მირჩია:

— ვფიქრობ, რომ მოქმედი არმია გეყოფათ, ასე რომ გირ-ჩევთ, არ გაზარდოთ მისი რიცხვი, რამეთუ მისი შენახვა ძვი-რად დაგიჯდებათ. ცოტათი უნდა გაზარდოთ ტანკებისა დათვითმფრინავების რაოდენობა.

დღევანდელ სიტუაციაში ფრთხილად იყავით, რომ იუგოს-ლავიის მხრიდან რაიმე საფრთხე არ დაგემუქროთ. ტიტოე-ლებს თქვენთან თავიანთი აგენტები ჰყავთ და ახლებსაც შემო-გიგზავნიან. მათ უნდათ შეტევის განხორციელება თქვენზე,მაგრამ ვერ ბედავენ, ეშინიათ. თქვენ კი არ უნდა შეგეშინდეთდა ეკონომიკის გაძლიერება გააგრძელოთ, კადრები აღზარ-დოთ, პარტია განამტკიცოთ, ფხიზლად იყოთ და არმია ავარჯი-შოთ. ძლიერი პარტიის, ძლიერი ეკონომიკისა და ძლიერი არმი-ის ყოლის შემთხვევაში არავის შიში აღარ უნდა გქონდეთ.

ბერძენ მონარქისტ-ფაშისტებს, — დასძინა მან, — ბულგა-რელების თავდასხმისა ეშინიათ. იუგოსლავები კი, ამერიკელე-ბისგან დახმარება რომ მიიღონ, გაჰყვირიან, რომ მათ თითქოსბულგარეთი დაესხმება თავს. ბულგარეთს ამგვარი მიზნებიარა აქვს ბერძნებთან ან იუგოსლავებთან მიმართებაში.

შემდეგ ამხანაგ სტალინს ვუამბე იმ უდიდესი სამუშაოს შე-სახებ, რომელიც ჩვენთან ხალხის ერთიანობის გასამტკიცებ-ლად ტარდებოდა, იმ დარტყმების შესახებ, რომლებიც ქვეყნისშიგნით არსებულმა მუხანათურმა და მტრულმა ელემენტებმამოგვაყენეს. ვუთხარი მას, რომ ასეთი ელემენტების მიმართყოყმანი და ოპორტუნიზმი არ გამოგვიჩენია და მათი მტრულისაქმიანობის შედეგების აღსაკვეთავად შესაბამისი ზომები მი-

196

Page 211: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეხუთე შეხვედრა

ვიღეთ. ისინი კი, ვინც თავისი დანაშაულებრივი და მტრულისაქმიანობით მოთმინების ფიალა აგვივსო, — ვუთხარი ამხანაგსტალინს, — გავასამართლეთ და საკადრისად დავსაჯეთ.

— სწორად მოქცეულხართ; — მითხრა სტალინმა. — მტერი,— განაგრძო მან, — შეეცდება შემოღწევას პარტიაში და მისცენტრალურ კომიტეტშიც კი, თუმცა მისი მცდელობები შეიძლე-ბა ამხილოთ და ჩაშალოთ, თუ შენარჩუნებული გექნებათ დიდისიფხიზლე და მათ მიმართ პრინციპულ პოზიციას დაიკავებთ.

ამჯერად ამხანაგ სტალინთან ფართოდ განვიხილეთ ჩვენიეკონომიკური მდგომარეობა, ვილაპარაკეთ ჩვენი ქვეყნის სამე-ურნეო და კულტურული განვითარების მიღწევებსა და პერ-სპექტივებზე. კერძოდ, ველაპარკე ამხანაგ სტალინს ჩვენი პარ-ტიის კურსის წარმატებაზე ქვეყნის სოციალისტური ინდუს-ტრიალიზაციისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმე-ში, ისევე როგორც მთელ რიგ გეგმებზე, რომლებიც 1951-1955წლებში პირველი ხუთწლედისთვის ჩამოვიყალიბეთ.

ამხანაგმა სტალინმა, ჩვეულებისამებრ, დიდი ყურადღებაგამოიჩინა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის და ამ მიმართუ-ლებით არსებული პარტიის პოლიტიკის მიმართ. მან ერთიმეო-რის მიყოლებით გამომკითხა, თუ როდის დამთავრდებოდა სა-ფეიქრო კომბინატის, შაქრის ქარხნისა და ჩვენს ქვეყანაშიმშნებარე სხვა სამრეწველო ობიექტების მშენებლობა.

ვუპასუხე ამხანაგ სტალინის მიერ დასმულ შეკითხვებს დააღვნიშნე, რომ ამ ობიექტების, სხვა სამრეწველო და კულტუ-რულ-საყოფაცხოვრებო ობიექტებისა და სოფლის მეურნეობისმშენებლობაში მიღწეულ წარმატებებთან ერთად ზოგიერთი

197

Page 212: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

გეგმის შეუსრულებლობასაც ვეჯახებოდით. შეუსრულებლობისმიზეზები გავაანალიზეთ პარტიის ცენტრალურ კომიტეტშიკრიტიკისა და თვითკრიტიკის სულისკვეთებით და თითოეულიპირის პასუხისმგებლობაც განვსაზღვრეთ. განსაკუთრებულმნიშვნელობას ვანიჭებთ პარტიის ხელმძღვანელ როლს, ხალ-ხთა მასებთან ძალზე მჭიდრო კავშირების დამყარებას, —ვუთხარი ამხანაგ სტალინს, — რასაც მოვაყოლე ჩვენი ქვეყნისსაშინაო მდგომარეობის ზოგადი საკითხების განხილვა.

— რატომ გვეუბნებით იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენზეკარგად იცით, ამხანაგო ენვერ? — შემაწყვეტინა სიტყვა ამხა-ნაგმა სტალინმა და დასძინა: — მოხარული ვართ, რომ თქვენ-თან სამრეწველო ობიექტები შენდება. თუმცა უნდა აღვნიშნო,რომ სამრეწველო ობიექტების მშენებლობასთან ერთად დიდიმნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ მუშათა კლასის გაძლიერებასადა კადრების მომზადებას. პარტია განსაკუთრებით უნდა ზრუ-ნავდეს მუშათა კლასზე, რომელიც ყოველდღიურად უნდა იზ-რდებოდეს და ძლიერდებოდეს, ალბანეთის მრეწველობის გან-ვითარებასთან ერთად.

— ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოფლისმეურნეობის განვითარებისა და წინა პლანზე გადმოწევის სა-კითხს, — ვუთხარი შემდეგ მხანაგ სტალინს. ყველასათვისცნობილია, რომ ჩვენი ქვეყანა აგრარული ქვეყანაა, რომელსაცმემკვიდრეობით უკიდურესი ჩამორჩენილობა ერგო. ჩვენი მი-ზანი იყო და დღესაც არის სოფლის მეურნეობის განვითარებადა იმის გამო, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა ძირითადადწვრილი კერძო მეურნეობებისგან შედგება, გვიწევდა და მომა-ვალშიც მოგვიწევს უამრავი ნაბიჯის გადადგმა გლეხის დასახ-

198

Page 213: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეხუთე შეხვედრა

მარებლად და მის დასარწმუნებლად უფრო მეტი პროდუქციისსაწარმოებლად. მიღწევები უდავოდ გვაქვს, წარმოებაც გაი-ზარდა, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ სოფლის მეურნეო-ბის ამჟამინდელი დონე არ შეესაბამება ქვეყნის მოსახლეობისმზარდ მოთხოვნილებებს საკვებ პროდუქტებზე, მრეწველობის-თვის განკუთვნილ ნედლეულზე და საექსპორტო პროდუქტე-ბის რაოდენობის გაზრდაზე. კარგად ვიცით, რომ ერთადერთიგზა, რომელსაც ჩვენი სოფლის მეურნეობა ჩამორჩენილობიდანშეუძლია გამოიყვანოს და საფუძვლად მსხვილი წარმოებისგანვითარება დაუდოს, კოლექცივიზაციაა. თუმცა ამ საკითხსუწინაც და ახლაც დიდი სიფრთხილით ვუდგებოდით.

— ბევრი კოოპერატივია ახლა ალბანეთში? — მკითხა ამხა-ნაგმა სტალინმა.

— დაახლოებით 90, — მივუგე მე.— რა მდგომარეობაში არიან ისინი? როგორ ცხოვრობენ

გლეხები ამ კოოპერატივებში? — ისევ მკითხა სტალინმა.— ამ კოოპერატივების უმრავლესობა, — ვუპასუხე ამხანაგ

სტალინს, — 1-2 წლისაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უკვე გვიჩ-ვენებენ თავიანთ უპირატესობას წვრილ და დაქსაქსულ ერთ-პიროვნულ მესაკუთრეობასთან შედარებით. ერთობლივმა დაორგანიზებულმა შრომამ, ამ კოოპერატივებისთვის სახელმწი-ფოს მხრიდან მუდმივმა დახმარებამ თესლებით, ტექნიკით,კადრებითა და ა.შ., მათი წარმოებაც განამტკიცა და გაზარდაკიდეც. თუმცა მაინც ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს,რათა სოფლის მეურნეობის კოოპერატივები ერთპიროვნულიგლეხებისთვის მისაბაძ ნიმუშებად გადაიქცნენ. ამიტომაა, რომსოფლის მეურნეობის ორგანიზების საქმეში ჩვენი ძირითადი

199

Page 214: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

მიზანი, არსებული კოოპერატივების განმტკიცებასთან და მათ-თვის დახმარების გაწევის გაზრდასთან ერთად, ახალი კოოპე-რატივების ფრთხილად და გააზრებულად შექმნაა.

სტალინმა მომისმინა და მკითხა:— სოფლის მეურნეობის ახალი კოოპერატივების შექმნისას

არ უნდა იჩქაროთ. შეეცადეთ უკვე არსებული კოოპერატივე-ბის გაძლიერებას და სწორედ ამ კოოპერატივებში უნდა იყოსმაღალი სოფლის მეურნეობის კულტურების მოსავლიანობა, —მითხრა მან. — ამრიგად, — განაგრძო მან, — კოოპერატივისწევრები კმაყოფილი დარჩებიან კარგი საწარმოო მაჩვენებლე-ბით და ამის შემხედვარე სხვებიც მოინდომებენ კოოპერატივშიგაწევრიანებას.

სანამ გლეხები კოლექტიური საკუთრებით უპირატესობაშიარ დარწმუნდებიან, კოოპერატივების გაზრდის საქმეში არაფე-რი გამოგივათ. თუკი გლეხები არსებული კოოპერატივებისგანსარგებელს მიიღებენ, მაშინ დანარჩენი გლეხობაც თქვენ გა-მოგყვებათ.

საუბარმა ამხანაგ სტალინთან ჩვენი სოფლის მეურნეობის,გლეხობის მდგომარეობის, მისი ტრადიციებისა და შეხედულე-ბების ირგვლივ მთელი ამ შეხვედრის უმეტესი დრო დაიკავა.ამხანაგი სტალინი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო, ყვე-ლა საკითხს დაწვრილებით მეკითხებოდა, წარმატებები ახა-რებდა, სამაგიეროდ კი ამხანაგურ შენიშვნებსა და რჩევებსგვაძლევდა იმაზე, თუ როგორც შეიძლებოდა ჩვენი შემდგომიმუშაობის გაუმჯობესება.

200

Page 215: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეხუთე შეხვედრა

— ესე იგი სიმინდი ალბანეთის მთავარი კულტურაა? —მკითხა ამხანაგმა სტალინმა.

— კი, — მივუგე მას. — სიმინდი, რომელსაც მოსდევს ხორ-ბალი. თუმცა უკანასკნელ წლებში სულ უფრო და უფროვრცელდება ბამბა, მზესუმზირა, ბოსტნეული, შაქრის ჭარხალიდა სხვა კულტურებიც.

— ბევრ ბამბას თესავთ? როგორია მისი მოსავლიანობათქვენთან?

— ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით ამ ტექნიკური კულტუ-რისთვის გამოყოფილ ფართობებს და ჩვენმა მიწათმოქმედებმაუკვე საკმაო გამოცდილებაც დააგროვეს. მიმდინარე წელს ვა-პირებთ 20000 ჰექტარის დათესვას, — ვუთხარი მას. — თუმცაბამბის მოსავლიანობისა და მისი ხარისხის მხრივ ჯერ კიდევცუდად გვაქვს საქმე. საშუალოდ მოსავლიანობა ჰექტარზე 5ცენტნერს აღწევს. ეს მდგომარეობა მომავალში უნდა გამოვას-წოროთ. არაერთხელ განვიხილეთ და გავაანალიზეთ ეს საკით-ხი, რომელსაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იგიხალხის ჩაცმასთანაა დაკავშირებული; უამრავი ზომა მივიღეთ,მაგრამ საჭირო შედეგებისთვის ჯერაც არ მიგვიღწევია. ბამბასმზე და წყალი სჭირდება. მზე გვაქვს, — ვუთხარი ამხანაგ სტა-ლინს, — ნიადაგიც და კლიმატიც გამოსადეგია ამ კულტურისმოსაყვანად, სარწყავი არხები ამ კულტურისთვის არ გაგვაჩ-ნია. უნდა შევქმნათ კარგი სარწყავი არხების სისტემა, რათაჩვენთან ეს კულტურა ჩვენთან.

— რას ანიჭებენ თქვენი გლეხები უპირატესობას მორწყვი-სას, სიმინდს თუ ბამბას? — მკითხა სტალინმა.

— სიმინდს, — მივუგე მას.

201

Page 216: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

— ესე იგი გლეხებს ბამბა ჯერ კიდევ არ უყვართ, მას ჯე-როვნად ვერ აფასებენ, — მითხრა მან.

შემდეგ ამხანაგ სტალინს ვუთხარი, რომ უკანასკნელ პერი-ოდშიც განვიხილეთ არსებული ნაკლოვანებები და დავსახეთამოცანები მებამბეობის შემდგომი განვითარებისათვის. აღ-ვნიშნე, რომ ადგილზე ჩატარებული ანალიზის თანახმად, ზოგი-ერთ შემთხვევაში, სხვა მიზეზებთან ერთად, გამოიყენებოდაჩვენი პირობებისთვის უვარგისი თესლი, და მივმართე მას რამ-დენიმე კონკრეტული თხოვნით დახმარების შესახებ, რათა ჩვე-ნი მუშაობა როგორც საფეიქრო კომბინატში, ასევე ბამბის გამ-წმენდ ქარხანაში ნორმალურად წასულიყო.

— რატომღაც მგონია, რომ ამ საქმეში რომელიღაც სპეცია-ლისტმა შეცდომა დაუშვა, — მითხრა მან. — თუმცა მთავარი მა-ინც მიწათმოქმედის მუშაობაა. რაც შეეხება თქვენს თხოვნას ბამ-ბასთან დაკავშირებით, მას მთლიანად დავაკმაყოფილებთ, თუკიეს ნამდვილად საჭირო იქნება. თუმცა მაინც გადავამოწმოთ.

ამ შეხვედრის დროს ამხანაგი სტალინი არაერთხელ დაინტე-რესდა ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებით, მათი ამჟა-მინდელი მდგომარეობითა და განვითარების პერსპექტივებით.მახსოვს მის მიერ დასმული რამდენიმე კონკრეტული კითხვაც:

— რა მანქანები გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერა-ტივებს? როგორ მუშაობენ მანქანა-ტრაქტორების სადგურები?გყავთ თუ არა ინსტრუქტორები კოოპერატივებისთვის? და ა.შ.

ვუპასუხე მის შეკითხვებზე, თუმცა იგი მთლიანობაში არდააკმაყოფილა ჩვენმა ჩატარებულმა სამუშაომ ამ საქმის ორ-განიზაციაში, რის გამოც მითხრა:

202

Page 217: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეხუთე შეხვედრა

— ეს საქმე არა გაქვთ სათანადოდ დაყენებული. ამის გამოუკვე შექმნილ კოოპერატივებსაც შეიძლება ზიანი მიაყენოთ.თქვენი კადრების კვალიფიკაციის განუწყვეტელი ამაღლებისპარალელურად საჭიროა, რომ გყავდეთ რამდენიმე საბჭოთამრჩეველი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში; და რომისინი კაბინეტებში კი არ უნდა ისხდნენ, არამედ ადგილზე ეწე-ოდნენ დახმარებას.

თუ სოფლის მეურნეობის თქვენს ადგილობრივ ხელმძღვა-ნელებს, — აღნიშნა შემდეგ ამხანაგმა სტალინმა, — არასდროსუნახავთ, თუ როგორ იმართება სასოფლო-სამეურნეო კოოპე-რატივები და როგორ ხდება მათი მუშაობის ორგანიზება, მაშინგაუჭირდებათ ამ ხალხის სათანადოდ მართვა, ასე რომ დაე ჩა-მოვიდნენ ჩვენთან, საბჭოთა კავშირში, აითვისონ ჩვენი გამოც-დილება და შემდეგ ალბანელ მიწათმოქმედებს გაუზიარონ.

ჩემს გამოსვლაში ამხანაგ სტალინს ველაპარაკე სხვა სა-ხელმწიფოებთან ეკონომიკური შეთანხმებების გაფორმების შე-სახებაც. ამხანაგმა სტალინმა მომისმინა და მომმართა:

— ვინ გიშლიდათ ხელს სხვა ქვეყნებთან ხელშეკრულებე-ბის დადებაში? გაფორმებული გაქვთ ხელშეკრულებები სახალ-ხო დემოკრატიის ქვეყნებთან, რომლებმაც კრედიტები გამო-გიყვეს. ისეთი ხელშეკრულებები, როგორიც, მაგალითად, ბულ-გარეთთან გაქვთ გაფორმებული, სხვა ქვეყნებთანაც უნდა გაა-ფორმოთ. ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით, ესძალიან კარგ საქმედ მიგვაჩნია.

საუბრისას ამხანაგ სტალინს რამდენიმე სხვა თხოვნაც გა-დავეცი ჩვენი სახალხო მეურნეობისა და კულტურის განვითა-

203

Page 218: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

რებაში საბჭოთა მთავრობის დახმარების თაობაზე. ისევე რო-გორც ყველა სხვა თხოვნის შემთხვევაში, ამხანაგი სტალინი კე-თილგანწყობით მოეკიდა ჩვენ თხოვნებს და მითხრა, რომ ამსაკითხების უფრო დაწვრილებით განსახილველად და გადა-საწყვეტად შეხვედრა უნდა გამემართა მიქოიანთან, რომელსაციმ დღეებში მართლაც სამჯერ შევხვდი.

ამხანაგმა სტალინმა მაშინვე მიიღო ჩემი თხოვნა იმაზე, რომჩვენს ქვეყანაში რამდენიმე საბჭოთა პედაგოგი გამოეგზავნათჩვენი უმაღლესი სასწავლებლებისათვის, თუმცაღა მკითხა:

— რა ვუყოთ იმას, რომ ჩვენმა პედაგოგებმა ალბანური ენაარ იციან?

შემდეგ თვალი თვალში გამიყარა და მითხრა:— ჩვენ კარგად გვესმის თქვენი მდგომარეობა, რის გამოც

გეხმარებოდით და მომავალში კიდევ უფრო მეტად დაგეხმარე-ბით. თუმცა თქვენთან, ამხანაგო ალბანელებო, ერთი შენიშვნამაქვს: თქვენი მოთხოვნების შესწავლისას შევნიშნე, რომ სოფ-ლის მეურნეობასთან დაკავშირებით ძალიან ცოტა მოთხოვნე-ბი გაქვთ. უფრო მეტ მოთხოვნებს მრეწველობისათვის გვიყე-ნებთ, არადა მრეწველობა სოფლის მეურნეობის გარეშე ვერას-დროს დადგება ფეხზე და ვერც წინ წავა. უნდა გითხრათ, ამხა-ნაგებო, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებას მეტი ყურად-ღება უნდა დაუთმოთ. თქვენთან მრჩევლებიც გამოგიგზავნეთეკონომიკური დახმარების გასაწევად, — დასძინა მან, — მაგ-რამ, როგორც ჩანს, უნიათოები აღმოჩნდნენ.

— ისინი დახმარებას გვიწევდნენ, — ჩავერიე მე, — მაგრამსტალინი არ დაკმაყოფილდა საბჭოთა მრჩეველების შესახებ

204

Page 219: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეხუთე შეხვედრა

ჩემი ნათქვამით და თავისი მოსაზრება გაიმეორა. შემდეგ ღი-მილით მკითხა:

— რა უქენით ქართული სიმინდის თესლს, რომელიც მოგე-ცით, დათესეთ თუ გადაყარეთ?

ვიგრძენი, რომ სახეზე ალმური მომედო, იმიტომ რომ უხერ-ხულ მდგომარეობაში ჩამაყენა, და ვუპასუხე მას, რომ იგი რამ-დენიმე ზონაში დავარიგეთ, მაგრამ მიღებული შედეგების საქ-მის ყურში არ ვიყავი. ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო. ტირა-ნაში დაბრუნების შემდეგ დაუყოვნებლივ დავინტერესდი ამ სა-კითხით და ამხანაგებმა შემატყობინეს, რომ ამ მხრივ შესანიშ-ნავი შედეგები გვქონდა მიღებული; მიწათმოქმედებმა, რომ-ლებმაც იგი დათესეს, თითოეულ ჰექტარზე 70 ცენტნერი პრო-დუქცია მიიღეს და ამჟამად ყველგან ქართულ სიმინდზე ლაპა-რაკობდნენ, რომელსაც ჩვენი გლეხები „სტალინის საჩუქარს“უწოდებდნენ.

— ევკალიპტებთან დაკავშირებით როგორ გაქვთ საქმე?თუ დათესეთ ჩემს მიერ გამოგზავნილი თესლი?

— ჩვენ იგი მიუზეჩეისკის ვაკეზე დასათესად გადავგზავ-ნეთ, სადაც ჭაობიანი ადგილები ჭარბობდნენ, — მივუგე მას,— და ჩვენს სპეციალისტებს თქვენი რჩევებიც გადავეცით.

— კეთილი, — მითხრა ამხანაგმა სტალინმა, —უნდა იზრუ-ნონ იმაზე, რომ გაიხარონ და დაიზარდონ. ეს სწრაფად მზარდიმცენარეა და სინესტესაც ბრწყინვალედ ებრძვის.

— სიმინდის თესლი, რომელიც მოგეცით, საწრაფად შეიძ-ლება გაამრავლოთ და მთელ ალბანეთში გაავრცელოთ, —მითხრა შემდეგ ამხანაგმა სტალინმა და დაყოლა:

205

Page 220: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

— თუ გაგაჩნიათ სპეციალური დაწესებულებები, რომლე-ბიც თესლების სელექციით შეიძლევა დაკავდნენ?

— დიახ, — ვუპასუხე, — შევქმენით მეთესლეობის სექტორი,რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება დარომელსაც მომავალში გავაძლიერებთ და გავაფართოვებთ.

— ძალიან კარგი იქნება! — მითხრა ამხანაგმა სტალინმა.— ამ დაწესებულებებმა კარგად უნდა იცოდნენ, თუ რომელიმცენარეები და რომელი თესლებია ვარგისი ქვეყნის სხვადას-ხვა ადგილებისთვის, და უნდა იშოვონ კიდეც ისინი. უნდაგვთხოვოთ ისეთი თესლები, რომელთა მოსავლიანობაც ჩვეუ-ლებრივზე ორჯერ ან სამჯერ მეტია. ადრეც გითხარით, რომყველაფრით დაგეხმარებოდით, რაც კი შეგვიძლია, მაგრამ მთა-ვარი მაინც თქვენი მუშაობაა, ამხანაგებო, გამრჯე და განუწ-ყვეტელი მუშაობა ქვეყნის — მრეწველობის, სოფლის მეურნე-ობისა და კულტურის — გასავითარებლად.

— აუცილებლად გავატარებთ ცხოვრებაში თქვენს რჩევებს,ამხანაგო სტალინ! — ვუთხარი და მთელი სულითა და გულითგადავუხადე მადლობა თბილი და თავაზიანი მიღებისთვის, ღი-რებული რჩევებისა და მითითებებისთვის.

ამჯერად საბჭოთა კავშირში მთელი აპრილის თვე გავატარე.ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 6 აპრილს, „დიდ

თეატრში“ ახალი საოპერო პიესის — „მთელი სულითა და გუ-ლით“ — საყურებლად წავედი. როგორც თავიდანვე ამიხსნეს,ეს პიესა მოგვითხრობდა კოლმეურნეობის მქონე სოფელშიახალ ცხოვრებაზე. იმავე საღამოს ამ ოპერის მოსასმენად მოვი-და ამხანაგი სტალინიც, რომელიც პირველი იარუსის ლოჟაში

206

Page 221: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეხუთე შეხვედრა

იჯდა, სცენის გვერდით, მე კი მეორე იარუსის ლოჟაში ვიჯექი,სცენის მეორე მხარეს, ჩვენს ამხანაგებთან და ჩვენს თანმხლებორ საბჭოთა ამხანაგთან ერთად.

მეორე დღეს მითხრეს, რომ სტალინმა მკაცრად გააკრიტიკაეს ოპერა, რომელიც მანამდე თურმე ზოგიერთ კრიტიკოსს ლა-მისაა ცამდე აუყვანია, როგორც ფასდაუდებელი მუსიკალურინაწარმოები.

როგორც მოგვიანებით შემატყობინეს, ამხანაგმა სტალინმაეს ოპერა იმიტომ გააკრიტიკა, რომ მასში არაობიექტურად დამცდარად იყო წარმოჩენილი საკოლმეურნეო სოფელში არსებუ-ლი ცხოვრება. ამხანაგ სტალინს უთქვამს, რომ საკოლმეურნეოცხოვრება ამ ნაწარმოებში გაიდეალებულია, იგი გამოხატულიაარარეალისტურად, მასში არსად ჩანს მასების ბრძოლა სხვადას-ხვა ნაკლოვანებებისა და სიძნელეების აღმოსაფხვრელად, დარომ ყველაფერი დაფარულია ლაქით და გამსჭვალულია სახი-ფათო იდეით იმის შესახებ, რომ „ყველაფერი კარგად მიდის“.

მოგვიანებით ეს ოპერა ცენტრალურ პარტიულ ბეჭდვითორგანოშიც გააკრიტიკეს და მეც მივხვდი სტალინის ღრმა შეშ-ფოთებას იმ მოვლენების გამო, რომლებსაც მომავლისთვის დი-დი საფრთხის შექმნა შეეძლოთ.

იმ დღეებში გამართული დაუვიწყარი ვიზიტებიდან მეხსიე-რებაში ჩამრჩა სტალინგრადში ვიზიტიც, სადაც, კერძოდ, მამა-ის ყორღანი მოვინახულე. ანტიჰიტლერული ომის პერიოდშიწითელი არმიის ჯარისკაცები სტალინის სახელის შეძახილე-ბით იცავდნენ ამ ყორღანის არა თუ თითოეულ მტკაველს, არა-მედ თითოეულ მილიმეტრსაც. მამაის ყორღანი ჭურვებით დაი-ფარა და დაბომბვების შედეგად იერსახეც მთლიანად იცვალა.

207

Page 222: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

სტალინგრადის სახელგანთქმულ ბრძოლამდე იგი ბალახითადა ყვავილებით იყო დაფარული, ბრძოლის შემდეგ კი რკინისადა ფოლადის გროვად იქცა, სადაც მრავლად იყო ერთმანეთ-თან შეჯახებული ტანკები. დავიხარე და მოწიწებით ავიღე ერ-თი მუჭა მიწა ამ ყორღანიდან — სტალინის მეომრის გმირობისამ სიმბოლოდან — და ალბანეთში დაბრუნების შემდეგ ტირა-ნაში არსებულ ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის მუ-ზეუმს ვაჩუქე.

მამაის ყორღანიდან ხელისგულივით მოჩანდა მთელი სტა-ლინგრადი, რომლის შუაშიც განიერი მდინარე ვოლგა გველი-ვით მიიკლაკნებოდა. ამ ლეგენდარულ ქალაქში ჰიტლერის ურ-დოების განადგურების სტალინისეული გეგმის საფუძველზესაბჭოთა ჯარისკაცებმა სასახელო ისტორია დაწერეს, დაამარ-ცხეს ნაცისტი აგრესორები და გარდატეხა შეიტანეს მეორემსოფლიო ომში. ეს ქალაქი, რომელიც დიადი სტალინის სახელსატარებს, ნაცარ-ტუტად აქციეს, დაანგრიეს და მიწასთან გაას-წორეს, მაგრამ ვერ დაიმორჩილეს.

ახლა კი ჩემს წინაშე სრულიად ახალი ქალაქი იშლებოდა.ომის შედეგად დანგრეული ქალაქი ხელახლა ააშენეს წარმო-უდგენლად მოკლე დროში. ახალმა მრავალსართულიანმა საც-ხოვრებელმა სახლებმა, კულტურულ-საყოფაცხოვრებო დაწე-სებულებებმა, სკოლებმა, უნივერსიტეტებმა, კინოთეატრებმა,საავადმყოფოებმა, თანამედროვე ფაბრიკებმა და ქარხნებმა,ახალმა ფართო და ლამაზმა ქუჩებმა ქალაქის იერსახე მთლია-ნად შეცვალეს. ქუჩებს ნორჩი ხეებისგან მწვანე ფერი დასდე-ბოდა, პარკები და სკვერები ყვავილებითა და ბავშვებით იყოსავსე. მოვინახულე ამ ქალაქის სატრაქტორო ქარხანა და უამ-

208

Page 223: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეხუთე შეხვედრა

რავ მუშას შევხვდი. „… ძალიან გვიყვარს ალბანელი ხალხი დაახლა, მშვიდობიან დროში, მისთვისაც ვმუშაობთ, — მითხრა ამქარხნის მუშამ. — კიდევ უფრო ბევრ ტრაქტორს გავუგზავნითალბანელ გლეხებს, ეს სტალინის ნება და მითითებაა“.

ყველგან იმ სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობით,რომლის სულისკვეთებითაც იყვნენ აღზრდილი ჩვეულებრივისაბჭოთა მოქალაქეები დიადი სტალინის მიერ, რომელიც ალ-ბანელი ხალხისა და ალბანეთის შრომის პარტიის საყვარელიდა დაუვიწყარი მეგობარია.

ამრიგად, საბჭოთა კავშირში გამართული ეს ვიზიტიც დას-რულდა, როცა უკანასკნელად შევხვდი დიად სტალინს, რომ-ლის წარუშლელ ხსოვნასაც, როგორც ადრე ვთქვი, სიცოცხლისბოლომდე შევინახავ.

1952 წლის ნოემბერში კვლავ გავემგზავნე მოსკოვში ალბა-ნეთის შრომის პარტიის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში,რათა ბოლშევიკთა საკავშირო კომუნისტური პარტიიის XIXყრილობის მუშაობაში მიმეღო მონაწილეობა. სწორედ იქ ვნახეუკანასკნელად დაუვიწყარი სტალინი, იქ მოვისმინე უკანასკნე-ლად მისი თბილი და მგზნებარე ხმა იქ ყრილობის ტრიბუნი-დან, — აღნიშნა რა, რომ ბურჟუაზიამ ღიად მოისროლა გვერ-დზე დემოკრატიულ თავისუფლებათა, სუვერენიტეტისა და და-მოუკიდებლობის დროშა, — იმ კომუნისტურ და დემოკრატი-ულ პარტიებს, რომლებიც ხელისუფლების სათავეში არ იყვნენ,ისტორიული სიტყვებით მიმართა: „ვფიქრობ, თქვენ მოგიწევთამ დროშის აწევა, … და წინ წაღება, თუკი თქვენს ირგვლივხალხის უმეტესობის შემოკრეფა გსურთ, … თუ გსურთ, რომ

209

Page 224: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

საკუთარი ქვეყნის პატრიოტები იყოთ, თუ გსურთ, რომ ერისხელმძღვანელი ძალა იყოთ. მისი ამღები სხვა აღარავინაა“.

ვინახავდი და ყოველთვის შენახული მექნება გულსა და გო-ნებაში მისი ცოცხალი და მომხიბვლელი სახის გამომეტყველე-ბა იმ მომენტში, როდესაც ყრილობის ტრიბუნიდან ფრთებიშეგვასხა, უწოდა რა სოციალისტური ქვეყნების კომუნისტურპარტიებს „მსოფლიო რევოლუციური მოძრაობის დარტყმითიბრიგადები“.

იმ დღეეში დავიფიცეთ, რომ ალბანეთის შრომის პარტიაღირსეულად გაამართლებდა „დარტყმითი ბრიგადის“ წოდებას,და რომ სტალინის რჩევებსა და მითითებებს თვალის ჩინივითგავუფრთხილდებოდით, როგორც ისტორიულ მითითებებს, დაცხოვრებაში სრული თანმიმდევრობით გავატარებდით. ეს საზეი-მო ფიცი იმ უდიდესი მწუხარების დღეებშიც გავიმეორეთ, რო-დესაც უკვდავი სტალინი ჩვენგან წავიდა, და გვეამაყება, რომჩვენი პარტია, როგორც სტალინური დარტყმითი ბრიგადა, ყო-ველთვის ასრულებდა თავის სიტყვას, და რომ არასდროს დაუყე-ნებია და არც არასდროს დააყენებს რაიმეს მარქსის, ენგელსის,ლენინის და მათი მოწაფისა და საქმის თანმიმდევრული გამ-გრძელებლის, ჩვენი ძვირფასი მეგობრის, სახელოვანი ბელადის— იოსებ ბესარიონის ძე სტალინის — მოძღვრებაზე მაღლა.

210

Page 225: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეხუთე შეხვედრა

სარჩევი

იოსებ სტალინის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4

პირველი შეხვედრა. 1947 წლის ივლისი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 50

ალბანეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო მდგომარეობა. ურთი-ერთობა მეზობლებთან და ინგლისელ-ამერიკელებთან. ინციდენტიკორთის ყურეში — ჰააგის სასამართლო. პოლიტიკური, ეკონომი-კური და სოციალურ-კლასობრივი მდგომარეობა ალბანეთში. ჩვენიქვეყნის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი პარტიის მაღალი შეფასება და დი-დი ყურადღების გამოჩენა სტალინის მხრიდან. „პარტიისთვის ხე-ლისუფლების სათავეში ყოფნა და ამავე დროს არალეგალურადსაქმიანობა დიდი უაზრობაა“. „თქვენს კომუნისტურ პარტიას შეიძ-ლება „შრომის პარტია“ ეწოდოს“.

მეორე შეხვედრა. 1949 წლის მარტი-აპრილი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 83

ჩვენი პოზიცია იუგოსლავიის მთავრობის მიმართ ჯერ კიდევ ომისპერიოდში. ალბანეთის კომუნისტური პარტიის I ყრილობა. ტერო-რის პოლიტიკა კოსოვოში. იმ იუგოსლავიური დივიზიების შესახებ,რომლებიც ალბანეთში უნდა გადმოესროლათ. ტიტოელებმა ალბა-ნეთში სიტუაციის გაუარესება სცადეს. მოძმე ბერძენი ხალხისბრძოლის შესახებ. საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვა-ნელობის მცდარი შეხედულებები. ჩვენი დამოუკიდებლობის აღია-

211

Page 226: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები.

რების სანაცვლოდ ინგლისელები მათთვის ჩვენი პორტების სამხედ-რო ბაზების გასალაგებლად გადაცემას ითხოვენ. ალბანეთის ეკონო-მიკური და კულტურული განვითარების გზა. ჩვენი გლეხობის მდგო-მარეობის შესახებ. ალბანეთის ხალხის ისტორიის, კულტურის, ენისადა ადათ-წესების შესახებ.

მესამე შეხვედრა. 1949 წლის ნოემბერი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 121

ხუთსაათიანი შეხვედრა სოხუმში. საუბარი პირისპირ ამხანაგ სტა-ლინთან. კიდევ ერთხელ ბერძნული საკითხის შესახებ. იუგოსლავი-ის მდგომარეობის შესახებ ტიტოს ღალატის შემდეგ. კოსოვოსა დაიუგოსლავიის იმ რაიონების შესახებ, რომლებშიც ალბანელებიცხოვრობენ. „ალბანეთზე თავდასხმა ადვილი საქმე არაა“. „თუ ალ-ბანეთი შიგნიდან ძლიერი იქნება, ვერავითარი გარე საშიშროებავერ შეაშინებს“. დაუვიწყარი ვახშამი. კიდევ ერთხელ ალბანეთისეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ. დამოკიდე-ბულება რელიგიისა და სასულიერო პირებისადმი. „ვატიკანი —ესაა რეაქციის ცენტრი, იარაღი მსოფლიო რეაქციისა და კაპიტა-ლის ხელში“.

მეოთხე შეხვედრა. 1950 წლის იანვარი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 154

სტალინთან პირისპირ შეხვედრა ალბანეთის შრომის პარტიის ხელ-მძღვანელებსა და საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვა-ნელებს შორის არსებული პრინციპული უთანხმოების გამო. მონა-წილეობენ: სტალინი, მოლოტოვი, მალენკოვი; ენვერ ხოჯა, მეჰმეტშეჰუ; ნიკოს ზაქარიადისი, მიცოს პარცალიდისი. საბერძნეთის დე-მოკრატიული არმიის სტრატეგიისა და ტაქტიკის შესახებ. ბარკიზა.პასიური თავდაცვის ტაქტიკა — დამარცხების თავი და თავი. რა

212

Page 227: Со Сталиным. Воспоминания. - Hoxha...ენვერ ხოჯა. სტალინთან ერთად. მოგონებები. 2 აშპ-ის

მეხუთე შეხვედრა

არის ვიციში და გრამოზაში დამარცხების მიზეზები? არმიაში პარ-ტიის ხელმძღვანელი როლის შესახებ. კომისრის ადგილი და როლი.ნიკოს ზაქარიადისი საკუთარ შეხედულებებს გამოთქვამს. შეფასე-ბა, რომელიც მას სტალინმა მისცა.

მეხუთე შეხვედრა. 1951 წლის აპრილი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 192

ალბანეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომა-რეობის შესახებ. გარე რეაქცია ჩვენი სახალხო ხელისუფლებისდამხობას ცდილობს. ჰააგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტი-ლება. „სათანადო სიფხიზლისა და მყარი პოზიციის წყალობით შე-საძლებელია მტრის ოინების აღკვეთა“. „სამრეწველო ობიექტებისმშენებლობასთან ერთად უნდა განამტკიცოთ მუშათა კლასი და მო-ამზადოთ საკუთარი კადრები“. სოფლის მეურნეობის კოლექტივი-ზაციის შესახებ. „საბჭოთა სპეციალისტები თქვენთან კაბინეტებშიკი არ უნდა ისხდნენ, ადგილებზე უნდა დაგეხმარონ“. სტალინისმკაცრი შენიშვნები იმ საბჭოთა საოპერო პიესის შესახებ, რომელიცსინამდვილის ლაქირებას ახდენდა. უკანასკნელი შეხვედრა დაუ-ვიწყარ სტალინთან ბოლშევიკთა საკავშირო კომუნისტური პარტი-ის XIX ყრილობაზე.

213