ექვთიმე თაყაიშვილი imedia bolo

14

Upload: ekashioshvili

Post on 21-Jul-2015

250 views

Category:

Documents


3 download

TRANSCRIPT

Page 1: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo
Page 2: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo

ს ა რ ჩ ე ვ ი გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა

მოღვაწეობა საქართველოში (1887-1921)

ემიგრაცია(1921-1945)

ცხოვრების ბოლო წლები (1945-1953)

გარდაცვალების შემდეგ

Page 3: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo

ექვთიმე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი; დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს [სხვა ვერსიით 5 ივნისს], ლიხაური, ოზურგეთის მაზრა )-ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი დასაზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათააკადემიის აკადემიკოსი(1946), პროფესორი(1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Page 4: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo

გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა სოფელლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილისოჯახში. ექვთიმეს დედა, ნინო, თავადგიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმესჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.

მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალეგარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზეზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე.

ექვთიმე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურგიმნაზიაში. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავემოწაფე იყო და ვერცხლის მედლითდაამთავრა გიმნაზია 1883 წელს.

სწავლა ექვთიმემ პეტერბურგისუნივერსიტეტში გააგრძელა. 1887 წელსპეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრაბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით. საუნივერსიტეტო კურსის დასრულებისშემდეგ დროებით პეტერბურგში დარჩა დაკანდიდატის ხარისხი მიიღო.

Page 5: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo

მოღვაწეობა საქართველოში(1887-1921)

1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილითბილისის ქართულ სათავადაზნაუროსკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაშიდირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მოწვევით, ბერძნულდა ლათინურ ენებს ასწავლიდა.

1888 წელს იგი წერა-კითხვისგამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობისწევრად შეიყვანეს. პარალელურადაქვეყნებდა ძველ ხელნაწერთააღწერილობებს გაზეთ ივერიაში.

1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა დაგამოიკვლია ,,პარხლის სახარება“. 1891 წელსექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა ,,ახალივარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორენაწილი ქართლის მოქცევისა“.

1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილიაჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაშიეხმარებოდა. მალე ექვთიმესრედაქტორებით ,,წერა-კითხვისგამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გამოსცანიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათაპირველი სრული კრებული.

Page 6: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo

ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა დაგეოგრაფიასაც ასწავლიდა. დირექტორის ადგილიგანთავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღვანელობაშესთავაზეს.

1894-1904 წლებში სწორედ ის განაგებდა თბილისის ქართულსათავადაზნაურო გიმნაზიას, ყოველი საგაზაფხულოარდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურგამოკვლევებს.

1902-1910 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურასაქართველოს სამხრეთ ნაწილში. ამ არქეოლოგიურიექსპედიციების შედეების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცაპარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.

დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანეჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული ,,ქართულიუნივერსიტეტის საზოგადოების ‘’ კომისიაში. უნივერსიტეტი1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილიუნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმეთაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

Page 7: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo
Page 8: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo

ემიგრაცია(1921-1945) ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიისშემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველირესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთადსაქართველო დატოვა. ის დასახლდა თავდაპირველად პარიზში, 1922 წლიდან ლევილში და დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში.

გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულადგანსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისისმუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა დამარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯმის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავათ იმისა, რომგანძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობაითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.

განძის ცალკეული ექსპონანტების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვამუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა.

Page 9: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo
Page 10: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo

ცხოვრების ბოლო წლები (1945-1953) 1945 წლის 11 აპრილს ქვთიმე თაყაიშვილი თბილისშიდაბრიუნდა. 1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილისაქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებითდაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისსაქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პრეფესორისწოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიესსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანეპოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელსიქორწინა, და ქალიშვილი. 1985 წელს რეჟისორმა რეზოთაბუკაშვილმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმიგადაიღო. დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალსუკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვასვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცანდე ადამიანიდაესწრო.

Page 11: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo
Page 12: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo

გარდაცვალების შემდეგ ამჟამად იგი დასვენებულიასაზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდისპანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოსმართმადიდებელმა სამოციქულოეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა დაწმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმიაგანთავსებული მის უკანასკნელსაცხოვრებელ ადგილას, თბილისში, ვაშლოვნის ქუჩის 7 ნომერში დააგრეთვე მისი მუზეუმია აშენებულითაყაიშვილის მშობლიურ სოფელში, ლიხაურში, სადაც ყოველი წლის 16 იანვარს ,,ექვთიმეობას’’ აღნიშნავენ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელსატარებს გურიანთა-ვაშნარისმუზეუმ-ნაკრძალი გურიაში. 2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმეთაყაიშვილის საიუბილეო წლადგამოცხადდა.

Page 13: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo

გამოყენებული მასალა

interneti da sxvadasxva istoriuli

wignebi.

Page 14: ექვთიმე   თაყაიშვილი Imedia bolo

45-e sajaro skolis me-6 meore klasis

moswavle salome zangalaZe.