ვაჟა–ფშაველა

21
ვვვვ–ვვვვვვვ ვვვვვვვვ ვვ ვვვვვვვვვვვ

Upload: nonajgali77

Post on 18-Feb-2017

345 views

Category:

Education


3 download

TRANSCRIPT

Page 1: ვაჟა–ფშაველა

ვაჟა–ფშაველა ცხოვრება და შემოქმედება

Page 2: ვაჟა–ფშაველა
Page 3: ვაჟა–ფშაველა
Page 4: ვაჟა–ფშაველა

ვაჟა – ფშაველა დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს ჩარგალში 

(ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი)

Page 5: ვაჟა–ფშაველა

ჩარგალი

Page 6: ვაჟა–ფშაველა

ოჯახი 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ

ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილებიც ცნობილი მწერლები გახდნენ).

Page 7: ვაჟა–ფშაველა
Page 8: ვაჟა–ფშაველა

ვაჟას მამა ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი,

მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა - ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნეგრა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როდესაც იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა.

Page 9: ვაჟა–ფშაველა

ვაჟას დედა მომავალ პოეტს დედა საგმირო

ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას.

Page 10: ვაჟა–ფშაველა

განათლება სწავლობდა თელავის სასულიერო

სასწავლებელში. 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო

ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში.

1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში,რომელიც1882 წელს დაამთავრა., 

1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.

Page 11: ვაჟა–ფშაველა

შემდგომი წლები ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა

უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 

1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები.

Page 12: ვაჟა–ფშაველა

 ვაჟაც, როდესაც კი თბილისში წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდა. შემდეგ კი ეს მარგალიტები ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე.

Page 13: ვაჟა–ფშაველა

„ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო“

/ილია/

Page 14: ვაჟა–ფშაველა

მძიმე შრომამ ვაჟას ჯანმრთელობა შეურყია და 1915 წლის 27 ივლისს ის გარდაიცვალა. იგი  დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1935 წლის 18 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ოცი წლის თავზე, მისი ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Page 15: ვაჟა–ფშაველა

ვაჟა–ფშაველას საფლავი მთაწმინდაზე

Page 16: ვაჟა–ფშაველა

ვაჟა და მისი მეუღლე თამარი ვაჟას ქალიშვილი გულქან რაზიკაშვილი

Page 17: ვაჟა–ფშაველა

ვაჟას შემოქმედებითი მემკვიდრეობა

,,გოგოთურ და აფშინა” 

,,ალუდა ქეთელაური ” ,,ბახტრიონი” ,,სტუმარ-მასპინძელი” ,,გველის-მჭამელი” ,,ბახტრიონი”

,,ია” ,,მთის წყარო” ,,ხმელი წიფელი” ,,მთანი მაღალნი ”ფესვები” ,,შვლის ნუკრის

ნაამბობი” ,,ამოდის ნათდება”

პოემები მოთხრობები

Page 18: ვაჟა–ფშაველა

ლექსები არგვს ღამე მთაში მთა და ბარი ჩემი ვედრება არწივი რამ შემქმნა ადამიანად დამსეტყვე ცაო სიმღერა ჩემი ვედრება სიტყვა ეული კიდევაც ვნახავ გაზაფხულს იას უთხარით ტურფასა

Page 19: ვაჟა–ფშაველა

ვაჟა–ფშაველას მუზეუმი ჩარგალში

Page 20: ვაჟა–ფშაველა
Page 21: ვაჟა–ფშაველა