ნუმიზმატიკა, ბონისტიკა

Post on 10-Jun-2015

1.866 Views

Category:

Documents

2 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

ნუმიზმატიკა. ბონისტიკაავტორი: ფიქრია სიდამონიძე

• ნუმიზმატიკა (ლათ. Numisma - მონეტა) — ისტორიული მეცნიერების დამხმარე დისციპლინა, რომელიც შეისწავლის

• მონეტებს• მედლებს• ორდენებს.

• ნუმიზმატიკა, როგორც მეცნიერული ტერმინი, შუა საუკუნეებიდან იხმარება. თავდაპირველად მასში მონეტებისა და მედლების შეგროვება იგულისხმებოდა, რასაც საფუძველი ჩაეყარა იტალიაში XIV-XV სს.-ში; აქედან გავრცელდა ის სხვა ქვეყნებშიც. კოლექციონერობას კერძო პირები მისდევდნენ, მაგრამ მალე მან სახელმწიფოებრივი ღონისძიების ხასიათი მიიღო და ევროპის მუზეუმებში ნუმიზმატიკური კაბინეტები შეიქმნა.

რა არის ნუმიზმატიკა?

ევროპელ იმპერატორთა სასახლეებთან დაარსდა ხუთი დიდი ნუმიზმატიკური ცენტრი: ლონდონში, პარიზში, ვენაში, ბერლინსა და პეტერბურგში.

პარიზი ლონდონი. ტაუერის ციხე.

დრამა და ნახევარი თეთრი

დრაქმა, დიდრაქმა, ნახევარდრაქმა

სტატერები

XIX ს. მონეტებიბისტი, სპილენძი, ორი აბაზი.

ბერძნული, რომაული და სპარსული მონეტები

არშაკის მონეტა, ალ. მაკედონელის მონეტა, ოქტავიანე ავგუსტუსის მონეტა, ლისიმაქეს მონეტა, ტრაიანე დეციუსის.

თანამედროვე ქართული ფული

ლარის და თეთრის ნომინალები 200 და 500 ლარიანი კუპირები

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმი დაარსდა 2001 წელს, იგი 1981-1989 წლებში

მოქმედი „ბანკის მუზეუმის" ბაზაზე აღმოცენდა.

2,5 გრ. ოქროს ზოდი

საინვესტიციო მონეტები წარმოადგენს ინვესტირების საუკეთესო საშუალებას. 1 გრამი ოქროს ფასი მონეტებში უფრო მაღალია ვიდრე 1 გრამი ოქროსი ზოდებში აუქციონისაგან განსხვავებით, სადაც ღირებულება ზუსტად ეთანაბრება მსოფლიო ფასებს. ოქროს მონეტები ჭედურობით Uncirculated (საინვესტიციო მონეტების ჭედურობის სახელწოდება) შეიძლება ღირდეს 20—30 % უფრო ძვირი ვიდრე 50 ან 100 გრამიანი ზოდების ოქრო, მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ზოდების ყიდვისას იხდიან დღგ-ს და ბანკის პორცენტებს

ეს საინტერესოა:

კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში მოპოვებულ იქნა დაახლოებით 140 ათასი ტ. ოქრო (ეს ოქრო ერთად რომ შეგვედნო, მივიღებდით კუბს, რომლის გვერდის სიგრძე იქნებოდა 19 მ).

რუსეთის იმპერიის ფულის ნიშნები 1894-1917 წ.წ.

რუსული ფულის ნიშნები

რუსული ფულის ნიშნები1. ნიკოლოზ II-ის 5-მანეთიანი მონეტა2. რომანოვების გამეფების 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მონეტა

ევროცენტები

თურქული ლირა

გერმანული მონეტები

საბჭოთა კავშირის მონეტები

კითხვები

1. იყო თუ არა ეს ინფორმაცია თქვენთვის ცნობილი?

2. რა არის ნუმიზმატიკა?3. რომელი ქვეყნების მონეტები ვნახეთ?4. რა მასალისგან მზადდება მონეტები?5. როგორ ეხმარება ისტორიულ მეცნიერებას

მონეტები?6. რა განსხვავება ოქროს ზოდებსა და

საინვესტიციო მონეტებს შორის?7. როდის და სად ჩაეყარა ნუმიზმატიკას

საფუძველი?8. ვინ იყვნენ პირველი ნუმიზმატები მსოფლიოში?

ბონისტიკა

• ბონისტიკა (ფრანგ. Bonistique), ისტორიის ერთ-ერთი დისციპლინა. შეისწავლის ხმარებიდან გამოსულ ქაღალდის ფულსა და ბონებს, რომლებიც ისტორიულ ობიექტურ დოკუმენტებს წარმოადგენენ: ასახავენ თანადროულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებს

• 1. ომებს, • 2. პარტიათა ბრძოლას, • 3. ხელისუფალთა შეცვლას, • 4. მმართველი კლასების იდეოლოგიას და სხვა.

ბონისტიკა XX ს-ის დასაწყისში წარმოიშვა და მჭიდროდ უკავშირდება ნუმიზმატიკას. ქაღალდის ფულის ნიშნები, მონეტების მსგავსად, სახელმწიფო დოკუმენტებია. მათზე გამოხატაულია

1. ემბლემები, 2. დევიზები, 3. ტექსტები, 4. ბეჭდები, 5. ნახატები, 6. ორნამენტები და ა. შ.

ფულის ძირითადი ელემენტებით ბონისტები განსაზღვრავენ გამოშვების 1. ადგილსა და დროს, 2. ბრუნვის ტერიტორიას, 3. გამომშვებს.

მეცნიერები იკვლევენ ბონის, ე. წ. ძირითად ნიშნებს:

1. ემბლემატიკას (ემბლემებს, გერბებს და სიმბოლურ ნიშნებს); 2. პალეოგრაფიას (ტექსტებს, წერილობით ნიშნებს, ორთოგრაფიას); 3. სფრაგისტიკას (ბეჭდებს, შტამპებს, ასევე პერფორაციასა და კონგრევებს ანუ ბონების სწორხაზოვანი ნახვრეტების რიგით გაჭრისა თუ ერთდროულად რამდენიმე ფერში ბეჭდვის მექანიზმს); 4. ქრონოლოგია (თარიღებს); 5. მეტროლოგიას (შეფარდებას მსხვილ კუპიურებსა და მის განაყოფებს შორის); 6. ორნამენტალისტიკას (გრაფიკულ და ფერწერულ გაფორმებას); 8. იკონოგრაფიას (პორტრეტულ გამოსახულებას); 9. ჭვირნიშნებსა და მასალას, რაზედაც ფულის ნიშანია დამზადებული, ე. ი. მის საფუძველს; 10. ფილატელისტიკას (მარკებს ფულად ნიშნებზე); 11. ეპიგრაფიკას (გვიანდელი წარმოშობის დანაბეჭდებს).

საბჭოთა კავშირის ქაღალდის ფულის ნიშნები

90-ანი წლების ქართული ფული - კუპონები

აშშ-ის დოლარი, ასევე ამერიკული დოლარი (The dollar, ვალუტის კოდი USD)

ამერიკის შეერთებული შტატების ვალუტა. მისი საყოველთაოდ მიღებული აბრევიატურაა $, ან ალტერნატიულად US$, სხვა დოლარის დენომინაციის ვალუტებისგან განსასხვავებლად (ზოგიერთ ქვეყანაში ასევე გამოიყენება პესოს აღსანიშნავად). ერთი აშშ-ის დოლარი იყოფა 100 ცენტად. მიღებული იყო 1785 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ და ამჟამად ყველაზე მეტად გამოყენებული ვალუტაა მსოფლიოში. ერთეული ქვეყნებისა აშშ-ის დოლარს საკუთარ ვალუტად იყენებს, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანაში ის დე-ფაქტო ვალუტაა. 1995 წელს $380 მილიარდზე მეტი დოლარი იყო ბრუნვაში, აქედან ნახევარზე მეტი სხვა ქვეყნებში.

აშშ-ის დოლარის კუპირები

აშშ-ის დოლარის ნომინალები და მათზე გამოსახული აშშ-ს პრეზიდენტების სახელები

1 - ჯორჯ ვაშინგტონი2 - თომას ჯეფერსონი5 - აბრაამ ლინკოლნი10 - ალექსანდრე ჰამილტონი20 - ენდრიუ ჯექსონი50 - ულის გრანტი100 - ბენჯამინ ფრანკლინი500 - უილიამ მაკკინლი1000 - გროვერ კლივლენდი5000 - ჯეიმს მედისონი10000 - სალმონ პ. ჩეიზი100000 - ვუდრო უილსონი

კითხვები:

1. რა არის ბონისტიკა?2. რა ინფორმაციას აგროვებენ ბონისტები? 3. საჭიროა თუ არა იგი ისტორიული მეცნიერების განვითარებისთვის?

top related