ტერენტი გრანელი

Post on 08-Jul-2015

116 Views

Category:

Education

2 Downloads

Preview:

Click to see full reader

DESCRIPTION

ტერენტი გრანელი

TRANSCRIPT

ტერენტი გრანელი

ბიოგრაფია● დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას

ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა – მაშოდა ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირადდაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილიდედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავადმატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლისსასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტისგაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველადმის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტისწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიანღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლიდაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტიმონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამოგულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდაპირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგიეროვნული თავისუფლების იდეამ.

● 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიცცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიისუფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს. თბილისშივე დაიწყოლიტერატურული მოღვაწეობა (1917–1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა დამისტიციზმით (კრებულები: „სამგლობიარო ხაზები“, 1921; „სულიდან საფლავები“, 1922; „Memento mori“, 1924; „ტერენტი გრანელი“, 1926), რის გამოც მწერლობაზეიდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტიგრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმისარცერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა დამთელმა სისტემამ. 80–იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულადდაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცაერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი“ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამისფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში “არამიანცის” სავაადმყოფოში გარდაიცვალა, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

ტერენტის მშობლები

მამა –სამსონკვირკველია

დედა–ივლიტა ლუკავა

ტერენტის და ზოზია

ტერენტის დები: მაშო და ზოზიადგას ზოზოიას ქალიშვილი უჩა

ტერენტის ფსევდონიმი–გრანელი(ვერსიები)

● პირველი ფსევდონიმი, რომელიც გრანელს აურჩევია, იყო “წალენჯიხელი.” პოეტი პირველ ლექსსა და პუბლიცისტურ წერილებს უკვე ამ ფსევდონიმითაქვეყნებს. 1919 წელს ტერენტი ფსევდონიმად ირჩევს “გრანელს.” არსებობსრამდენიმე გადმოცემა ამ ფსევდონიმის არჩევის შესახებ.ზოზიას თქმით, მისთვის ძმას გაუზიარებია, რომ ფსევდონიმის არჩევასსაფუძვლად დასდებია ლათინური სიტყვა “გრანუმ,” რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით გამოუყენებია: “მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო.” იგივეს მოგვითხრობსზოზია მწერალ გივი ცქიტიშვილთან საუბრისას: “ფსევდონიმი უცხო სიტყვიდანაიღო. მსოფლიო პოეზიის ნაწილი ვარო, იტყოდა. ლექსებსაც წაუმძღვარებდაასეთ სიტყვებს, სათაურს ქვემოთ”(1)

● მეორე გადმოცემის თანახმად, ტერენტი ეტრფოდა თურმე ერთ მსახიობ ქალს, გვარად გრანელს და მისი პატივისცემით აურჩევია ეს ფსევდონიმი.

● რსებობს კიდევ ერთი მოსაზრება: 1918-1919 წლებში საქართველოშიიმყოფებოდა ცნობილი იტალიელი დირიჟორი გრანელი, რომელსაცუდირიჟორებია ქართული ოპერა “ქრისტინესათვის”. ამ მოსაზრების მიხედვით

სწორედ ამ დირიჟორის კეთილხმოვანი გვარი აირჩია პოეტმა ფსევდონიმად.

ტერენტის ლექსი წალენჯიხაზე

წალენჯიხა

● მოდის საღამო, ეს დღე ილევა

● და ირგვლივ სოფლის თეთრი სივრცეა.

● აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება

● და წალენჯიხა ისევ ისეა.

● მწვანეა ველი ახლო მდებარე

● და გზაზე შეშა მიაქვთ ვიღაცებს.

● ქრიან ბავშვობის მოგონებანი

● და მიმაქვს ფიქრი წალენჯიხაზე.

● ახლოს მტერია–ჩემი სოფელი,

● ჩანს წალენჯიხის ძველი საყდარი.

● და ქარიშხალი სოფელს არ აცდა,

● ამნაირ იღბალს არც ნე ავცდები.

● კვლავ ჭადრებია ეკლესიასთან

● და იქვე ახლო დგანან ცაცხვები.

● მოდის საღამო, ეს დღე ილევა

● და ირგვლივ სოფლის თეთრი სივრცეა.

● აღარ ეტყობა სოფელს ცვილელება

● და წალენჯიხა ისევ ისეა.

ტერენტის საფლავი დიდუბის პანთეონში

ტერენტი გრანელის სახლ–მუზეუმი

გმადლობთ ყურადღებისათვის!

top related