საქართველოს წარსული და აწმყო

Post on 15-Apr-2017

848 Views

Category:

Documents

4 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

ნინო ურიდია

ილიამ და მისმა მეგობრებმა დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ხალხს წერა-კითხვას, ურიგებდა წიგნებს. ილია ჭავჭავაძის მონდომებით დაარსდა ასევე ქართული ჟურნალი, რომელსაც „საქართველოს მოამბე“ ერქვა, მასში გამოჩენილი ქართველი მწერლების ლექსები, მოთხრობები, პოემები, წერილები იბეჭდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ილიას დანიშვნა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ, ეს ბანკი ილიამ ეროვნულ ბანკად აქცია, რომელიც უდიდეს ფულად დახმარებას უწევდა საქართველოს ყველა ძირითად საზოგადოებრივ-კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალინახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმანქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,გულწრფელობითა და სიმართლითა,მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში!შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა;თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან — ჩრდილშიამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.

top related