ifrs 5 powerpoint presentation in georgian

Post on 11-Feb-2017

205 Views

Category:

Economy & Finance

4 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (ფასს) 5

გასაყიდად არსებული გრძელვადიანი აქტივები და შეწყვეტილი ოპერაციები

განცხადება გარანტიის არარსებობაზე

• მიუხედავად იმისა, რომ ამ პრეზენტაციის მომზადებისას მისი ავტორი ეცადა საუკეთესოდ გამოეყენებინა მთელი საკუთარი ცოდნა პრეზენტაციის თემაზე ცოდნის გადაცემის მიზნით, არც პრეზენტაციის ავტორი და არც წამყვანი არ იძლევიან არანაირ გარანტიას, რომ წარმოდგენილი მასალა ზუსტად და სრულად ასახავს ყველა განსახილველ საკითხს და არ იძლევიან არანაირ გარანტიას, რომ ეს მასალა იქნება შესაბამისი თქვენი რომელიმე კონკრეტული ამოცანისათვის.

• აქ წარმოდგენილი მსჯელობები და რჩევები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს თქვენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და სიტუაციას.

• თქვენ უნდა გაიაროთ კონსულტაცია შესაფერის პროფესიონალთან ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საკითხზე.

• არც ამ პრეზენტაციის შემქმნელი და არც წამყვანი არ შეიძლება განხილული იყოს ვალდებულად ამ პრეზენტაციის მასალებზე დაყრდნობით მიღებული რაიმე ზარალისა თუ ზიანისათვის.

• ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ოფიციალური ტექსტები და განმარტებები ხელმისაწვდომია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოსაგან.

გასაყიდად არსებული - კლასიფიკაცია

პირობები კლასიფიკაციისთვის

FOR SALE

აქტივიდან სარგებლის მიღება მოხდება მისი გაყიდვის გზით და არა მისი გამოყენების გაგრძელებით

მზად არის გაყიდვისთვის დღევანდელი

მდგომარეობით

ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს გაყიდვა

და მყიდველის ძებნა აქტიურიად მიმდინარეობს

აქტივი ბაზრისთვის შეთავაზებულია მის

რეალურ ღირებულებასთან ახლოს მყოფ გონივრულ ფასად

სავარაუდოა, რომ გაყიდვის პროცესი დასრულდება

კლასიფიკაციის თარიღიდან ერთი წლის ვადაში

გაყიდვის ვადები

სავარაუდოა, რომ გაყიდვის პროცესი დასრულდება კლასიფიკაციის თარიღიდან ერთი წლის ვადაში

პროცესი უფრო მეტად გაიწელება კომპანიის კონტროლს გარეთ მყოფი მიზეზების გამო

არსებობს მტკიცებულებები, რომ კომპანიას გადაწყვეტილი აქვს გაყვეს აქტივის გაყიდვის გეგმას

მაშინ

აქტივი მაინც დარჩება კლასიფიცირებული როგორც გასაყიდად არსებული

და

თუმცა, თუ

აქტვივები, რომლების არც გაყიდვას აპირებს კომპანია და აღარც გამოყენებას

აქტივები, რომლების არც გაყიდვას აპირებს კომპანია და აღარც გამოყენებას (assets to

be abandoned), არ კლასიფიცირდება როგორც გასაყიდად

არსებული აქტივები

აქტივი ან აქტივთა ჯგუფი

გასაყიდად არსებული გრძელვადიანი აქტივი

ერთი ცალკე აქტივი

ერთად გასაყიდი აქტივების ჯგუფი

გასაყიდად არსებულად კლასიფიკაციის შეწყვეტა

როდესაც კომპანიის მენეჯმენტი გადაწყვეტს, რომ აღარ გაყიდოს აქტივი (ან აქტივების ჯგუფი)

აქტიურად აღარ ეძებენ მყიდველსაღარ ხდება აქტივის მარკეტინგი/რეკლამირებაფასი, რომლითაც აქტივი შეტავაზებულია ბაზრისთვის აშკარად არაგონივრულად მეტია ამ აქტივის რეალურ ღირებულებაზემენეჯმენტი აღარ იჩენს დიდ ინტერესს აქტივის გაყიდვაში

გასაყიდად არსებული - აღრიცხვა

შეფასება

გასაყიდად არსებული გრძელვადიანი აქტივი უნდა შეფასდეს თვითღირებულებასა და გაყიდვის დანახარჯებით შემცირებულ

რეალურ ღირებულებას შორის უმცირესითთ

ვით

ღირ

ებულ

ება

რეა

ლურ

ი ღ

ირებ

ულებ

გასაყიდად არსებული გრძელვადიანი

აქტივის ღირებულება

აქტივის ღირებულებები სანამ დაკლასიფიცირდება გასაყიდად არსებულად

თვი

თღ

ირებ

ულებ

რეა

ლურ

ი ღ

ირებ

ულებ

ან

ცვეთა და ამორტიზაცია

შესაბამისი სტანდარტის

მიხედვით იცვითება (ან ამორტიზირდება)

ცვეთა (ან ამორტიზაცია) არ

ერიცხება

შესაბამისი სტანდარტის მიხედვით განახლდება

ცვეთის (ან ამორტიზიაციის)

დარიცხვა

გასაყიდად არსებულად

კლასიფიცირებამდე

გასაყიდად არსებულ აქტივად

კლასიფიკაციის შეწყვეტის შემდეგ

როდესაც აქტივი კლასიფიცირებულია გასაყიდად არსებულ

აქტივად

შეწყვეტილი ოპერაციები

შეწყვეტილი ოპერაციები

საწარმოს კომპონენტი არის იმ აქტივების და ოპერაციების ერთობლიობა რომლის ფულადი ნაკადები, საოპერაციო და ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის ნათლად შეიძლება გამოცალკევდეს საწარმოს სხვა საქმიანობებიდან.შეწყვეტილი ოპერაცია არის საწარმოს კომპონენტი, რომელიც გაიყიდა, ან კლასიფიცირებულია, როგორც გასაყიდად არსებული, და

• წარმოადგენს ბიზნესის განცალკევებულ მნიშვნელოვან მიმართულებას ან გეოგრაფიულ დანაყოფს, ან

• არის ბიზნესის განცალკევებული მნიშვნელოვანი მიმართულების ან გეოგრაფიული დანაყოფის გაყიდვის გეგმის ნაწილი, ან

• არის შვილობილი კომპანია, რომელიც შეძენილია მხოლოდდამხოლოდ შემდგომი გაყიდვის მიზნით

წარდგენის საკითხები

• კომპანიამ შეწყვეტილი ოპერაციებიდან მოგება-ზარალი განცალკევებით უნდა წარადგინოს (განგრძობითი ოპერაციებისგან განცალკევებით);

• კომპანიამ უნდა წარადგინოს საოპერაციო, ფინანსური და საინვესტიციო ფულადი ნაკადები შეწყვეტილი ოპერაციებიდან;

• კომპანიამ შეწყვეტილ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა წარადგინოს საანგარიშოს წინა პერიოდისთვისაც, რაც გულისხმობს, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში წინა პერიოდთან დაკავშირებითაც შესადარისი მონაცემების დანახვა უნდა იყოს შესაძლებელი;

გადავამოწმოთ რა ვისწავლეთ

გასაყიდადა არსებული გრძელვადიანი აქტივებს გაყიდვის დღემდე უნდა დაერიცხოს ცვეთა;

რომელი გამონათქვამია სწორი?

გრძელვადიანი აქტივი არ შეიძლება კლასიფიცირდეს გასაყიდად არსებულად, თუკი კომპანია მისგან სარგებლის მიღებას აპირებს მისი გამოყენების გზით;

გასაყიდად არსებული გრძელვადიანი აქტივი უნდა აღირიცხოს მის თვითღიირებულებასა და გაყიდვის ხარჯებით შემცირებული რეალურ ღირებულებას შორის უმცირესით;გასაყიდად არსებული აქტივები (და ვალდებულებები) ბალანსში წარდგენილი უნდა იყოს მოკლევადიანი აქტივების (ვალდებულებების) ჯგუფში.

1. თუკი კომპანია აქტივისაგან სარგებლის მიღებას აპირებს არა მისი გამოყენებით არამედ გაყიდვით, ამშინ ეს აქტივი კლასიფიცირდება “გასაყიდად არსებულად”;

2. გასაყიდად არსებული აქტივი (ვალდებულება) არის ბალანსის ელემენტი, ხოლო შეწყვეტადი ოპერაციები არის მოგება-ზარალის ნაწილი, რომელიც მოგება-ზარალში ცალკე უნდა იყოს იდენტიფიცირებული;

3. შეწყვეტად ოპერაციებთან დაკავშირებით სტანდარტი ადგენს წარდგენასა და ახსნა-განმარტებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

გმადლობთ და არ დაგავიწყდეთ:

top related