Transcript
Page 1: მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან

ქ.ბათუმის № 14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის მაია სირაძის

ანგარიში.

მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების

დასადგენად

მშობლებთან და მასწავლებლებთან კომუნიკაციის სტრატეგიების

ფლობა.

7 ივნისი 2016 წელი

რუსული ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან,ამიტომ აუცილებელია მასწავლებელი წინასწარ მოემზადოს პატარებთან შესახვედრად,დაგეგმოს გარკვეული სტრატეგიები,რომლებიც დაეხმარება იმის დადგენაში თუ რამდენად არის მზად მოსწავლე ახალი ენის შესასწავლად ,კერძოდ აქვს თუ არა მას შეხება ამ ენასთან,ან ენის შესწავლისთვის საჭირო უნარ- ჩვევები გამომუშავებული ,რა ინტერესები გააჩნია,რომელი საგნები უყვარს,რომელი არა,ან კიდევ რა არი სმათი ძლიერი და სუსტი მხარეები.

ამ დავალების შესასრულებლად მზადება დავიწყე სასწავლო წლის დასაწყისში მოვიძიე ლიტერატურა , შევადგინე კითხვარები მასწავლებლებისათვის,ვინც ასწავლის მე-5 კლასს,ასევე კითხვარები მშობლებისათვის,რადგან მათზე უკეთ არავინ იცნობს მათ შვილებს,და ხშირად ბავშვის ქცევა სკოლაში და სახლში განსხვავდება ერთმანეთისაგან.კითხვარში მასწავლებლებიც და მშობლებიც,ასახელებენ მოსწავლეს რა უნარ-ჩვევები გააჩნია,რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე. მსგავსი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ გავაანალიზე თითოეული მათგანი,მასწავლებლის მიერ დანახული და მეორე მხრივ მშობლის მიერ დანახული აღწერილობა,შევადარე ერთმანეთს ,შევიქმენი თითეულ მათგანზე ჩემი წარმოდგენა,მოსწავლეების გაცნობის შემდეგ ისევ გავაანალიზე ეს სქემები და აქედან გამომდინარე უკვე გაცილებით უკეთ შევიქმენი წარმოდგენა მათზე,მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე,თითოეულთან რა კუთხით,რა მეთოდით უნდა მემუშავა დავგეგმე წინასწარ.

ამ მეთოდმა ძალიან გამიადვილა მოსწავლეებთან მუშაობის პროცესი ,რადგან ვურჩევდი დავალებებს მათი ინტერესებიდან,შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ზოგჯერ ხდებოდა ისეც,რომ დასახული სტრატეგია არ ამართლებდა,ამიტომ მშობლებთან,სხვა მასწავლებლებთან კონსულტაციებისა და შეთანხმების შემდეგ ვცვლიდი მეთოდებს,ერთ-ერთი ასეთი მეთდია პირადი საუბრები,ან კიდევ საერთო ინტერესების გამონახვა,ან კიდევ სასკოლო ღონისძიებებში ჩართვა,ან სკოლის გარეთ ღონისძიებები(მაგ.:ექსკურსიები) ,სადაც მოსწავლეები აბსოლუტურად სხვა კუთხით წარმოაჩენენ თავს,ავლენენ რადიკალურად განსხვავებულ თვისებებს,ზოგჯერ დადებითს და ზოგჯერ უარყოფითს,მაგრამ მასწავლებლისათვის ყოველივე ამის ცოდნა აუცილებელია,რათა მან დაამყაროს მოსწავლესთან სწორი კომუნიკაცია,ჩაწვდეს მის სულიერ სამყაროს,შეცვალოს ის უკეთესობისაკენ,რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას, ურთიერთგაგების და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას.

წარმოგიდგენთ გამოკითხვის სქემებს ,ერთი მოსწავლის მაგალითზე.

Page 2: მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან
Page 3: მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან
Page 4: მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან
Page 5: მოსწ. ინდივიდუალური შესაძლებლობების დასადგენად კომუნიკაციია მშობლებთან

Top Related