eqe.geeqe.ge/res/docs/20170713123843.docx · web viewფერმერს უწევს...

32
ფფფფფფფ პპპპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპპ პპპპპპპპპპპპ პპპპპპპპ პპპპპპ 2017 პპპპ 1

Upload: others

Post on 19-Jan-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

ფერმერიპროფესიული სტანდარტი

სსიპ –განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

2017 წელი

1. დასახელება (ქართულად): ფერმერი

2. დასახელება ( ინგლისურად): Farmer

3. პროფესიული სტანდარტის სარეგისტრაციო ნომერი

1

4. პროფესიული სტანდარტის შესაბამისი კოდი „დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის“ (ISCO-08) მიხედვით: 6310/6320/6330/6340

5. დასაქმების სფეროს აღწერა:ფერმერის ფუნქციაა ერთი (მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა და სხვა) ან მრავალპროფილიანი მეურნეობის მართვა. ფერმერს საქმიანობის განხორციელება შეუძლია მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეხილეობის, მევენახეობის, მეფუტკრეობის, მეთევზეობის და სხვა სასოფლო–სამეურნეო მიმართულებით.ფერმერს ასრულებს შემდეგ სამუშაოებს: მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების ჯიშების შერჩევა; აგროტექნოლოგიური სამუშაოების, ნიადაგის დამუშავებისა და მცენარის მოვლის ოპერაციების ორგანიზება და წარმართვა; მავნებლების, სარეველებისა და მცენარეთა დაავადებების გამოვლენა და მათთან ბრძოლა სხვადასხვა მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებით, მოსავლის აღებისა და შენახვის ოპერაციების წარმართვა, დაქირავებულ მუშაკებთან ერთად ფერმერი ახდენს დღის, თვის და უფრო ხანგრძლივი პერიოდის სამუშაოებისა და ამოცანების დაგეგმვას მოსალოდნელი ან არსებული კლიმატური პირობებისა და მეურნეობის შესაძლებლობების გათვალისწინებით; საზღვრავს სამუშაოს დაწყების და დასრულების ოპტიმალურ დროსა და პერიოდს; იმარაგებს საჭირო იარაღებს და სასოფლო-სამეურნეო რესურსებს და წესრიგში მოყავს ისინი; ანგარიშობს მოცემულ ფართობზე საჭირო სასუქის და შესაწამლი ნაზავის ინგრედიენტების რაოდენობას, დანახარჯებს, მოგებასა და ზარალს; ადგენს მარტივ ფინანსურ ანგარიშებს, ატარებს შედარებით ანალიზს სასურველ ან გასული წლების შესატყვის მონაცემებთან; ასრულებს როგორც საცალო, ისე საბითუმო ყიდვა-გაყიდვის და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებსა და საბუღალტრო აღრიცხვას; ადგენს მეურნეობის მოვლა-შენახვის ბიუჯეტსა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სამოქმედო გეგმას.ფერმერს სასურველია შეეძლოს და ჰქონდეს: საველე პირობებში, მუდმივად ღია ცის ქვეშ, ცხელ ან ცივ გარემოში ხანგრძლივად მუშაობის

შესაძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა, დიდი მანძილის დაფარვა, განსხვავებული

ტიპის სამუშაოებისადმი ადაპტაცია კარგი ყნოსვა, გემოს მგრძნობელობა, მხედველობა სამუშაოს ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი ექსტრემალურ სიტუაციაში დაგეგმილი სამუშაოების პრიორიტეტულობის განსაზღვრა ფორსმაჟორულ და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და რაციონალური გადაწყვეტილების

მიღების უნარი

6. სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:ფერმერს უწევს საქმიანობა დახურულ და ღია გარემოში, ცხოველებთან, ელექტრო-ხელსაწყოებთან, მანქანა-დანადგარებთან, მობილურ მექანიზმებთან, ქიმიურ და სადეზინფექციო ნივთიერებებთან.ფერმერს საქმიანობის განხორციელება შეუძლია ნებისმიერ სახელწიფო და კერძო საკუთრებაში მყოფ აგრარული პროფილის კომპანიაში, ასევე საკუთარი ოჯახის ფერმერულ მეურნეობაში.

7. აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები: კანონმდებლობით არ არის დადგენილი.

8. პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:

№ პროფესიული მოვალეობა პროფესიული ამოცანა1. შრომის უსაფრთხოების და გარემოს

დაცვის უზრუნველყოფა1.1 უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების

წესების დაცვას1.2 უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო

უსაფრთხოების წესების დაცვას1.3 უზრუნველყოფს პირველი სამედიცინო

დახმარების გაწევას1.4 უზრუნველყოფს კრიტიკული სიტუაციების

2

შესაბამისი რისკ-ფაქტორების შემცირებას-პრევენციას

1.5 სასუქების, პესტიციდებისა და სხვა საშუალებების გამოყენებისას უზრუნველყოფს უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვას

1.6 ამზადებს შესათეთრებელ, სარეცხ და სადეზინფექციო ხსნარებს სანიტარული ნორმების შესაბამისად

1.7 უზრუნველყოფს ნარჩენების გაუვნებლებას2.

ხარისხის უზრუნველყოფა

2.1 უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულებას არსებული ტექნოლოგიური რუქებისა და ციკლების შესაბამისად

2.2უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად

2.3 უზრუნველყოფს პროდუქციის წარმოებას სურსათის უვნებლობის წესების დაცვით

2.4 შესრულებული სამუშაოს საფუძველზე ადგენს დოკუმენტაციას დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად

3.

პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

3.1 უზრუნველყოფს პროფესიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას სხვადასხვა წყაროებიდან (სამეცნიერო წიგნები, ჟურნალები, ინტერნეტი)

3.2უზრუნველყოფს სამეცნიერო კონფერენციებში, სემინარებში, ტრეინინგებში, გამოფენებში მონაწილეობას

3.3უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირს ადგილობრივ ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებთან

4.

სასოფლო სამეურნეო მიმართულების განსაზღვრა

4.1 აანალიზებს შეგროვებულ ინფორმაციას რეგიონში განვითარებული დარგების შესახებ

4.2 შეისწავლის შესაძლო ბაზრებს4.3. ეცნობა აგრარულ სფეროში არსებულ

კანონმდებლობას4.4. განსაზღვრავს სამეწარმეო სუბიექტის

ფორმას რეგისტრაციისათვის4.5.ახორციელებს საგადასახადო საქმიანობას

5.

ფერმერული საქმიანობის დაგეგმვა

5.1 ადგენს ბიზნეს გეგმას5.2 უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის მოწყობას5.3დარგების გათვალისწინებით უზრუნველყოფს

(მეცხოველეობა, მემცენარეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა და სხვა) ტექნიკური რესურსების, საშუალებებისა და მასალების შეძენას

5.4 არჩევს ადამიანურ რესურსებს5.5 იძიებს ფინანსური რესურსებს5.6 ამყარებს ურთიერთობას შესაძლო

პარტნიორებთან (ფერმერებთან, რეალიზატორებთან, მომწოდებლებთან.)

3

6.

მინდვრისა და ბოსტნეულის კულტურების წარმოება

6.1 უზრუნველყოფს ნაკვეთის შერჩევას6.2 უზრუნველყოფს კულტურის შერჩევას6.3 უზრუნველყოფს სათესლე მასალის შერჩევას6.4 უზრუნველყოფს მინდვრად და მდელოდ

საკვებწარმოებას6.5 უზრუნველყოფს საადრეო და საგვიანო

კულტურებისთვის კვალსათბურების მოწყობას6.6. უზრუნველყოფს მინდვრისა და ბოსტნეული

კულტურების აგროტექნიკის გამოყენებას

7.

მრავალწლოვანი კულტურების (მეხილეობა, მევენახეობა,

სუბტროპიკული კულტურები და ჩაი) წარმოება

7.1 უზრუნველყოფს ადგილის შერჩევას მრავალწლოვანი კულტურების გასაშენებლად

7.2 უზრუნველყოფს ნაკვეთის შერჩევას და ტერიტორიულ მოწყობას

7.3 უზრუნველყოფს ბაღ–ვენახისა და ჩაის პლანტაციის გაშენებას7.4 უზრუნველყოფს სარგავი მასალის წარმოებას7.5 უზრუნველყოფს ახალშენ და მსხმოიარე ბაღ-

ვენახის მოვლით ღონისძიებებს7.7 უზრუნველყოფს სეტყვის საწინააღმდეგო

ბადეების მოწყობას8.

ცხოველის, ფრინველის, ფუტკრის, თევზის მოვლა–შენახვა

8.1 უზრუნველყოფს სხვადასხვა სახეობის ცხოველისა და ფრინველის სადგომის, ფუტკრისათვის სკის და თევზისათვის ტბორებისა და ავზების მოწყობას

8.2 უზრუნველყოფს ცხოველის, ფრინველის, თევზის შენახვის პირობების დაცვას სხვადასხვა სქესობრივ–ასაკობრივი ჯგუფის თავისებურებათა გათვალისწინებით

8.3 უზრუნველყოფს ცხოველის, ფრინველის, ფუტკრისა და თევზის სადგომებში მიკროკლიმატის დაცვას

8.4 უზრუნველყოფს სხვადასხვა საკვების დამზადებას დადგენილი ვადების დაცვით დასაწყობებისა და შენახვისათვის

8.5უზრუნველყოფს ცხოველთა, ფრინველთა, ფუტკრისა და თევზის კვებას, საკვების მომზადებას სათანადო ინსტრუქციების დაცვით

8.6 უზრუნველყოფს ცხოველის, ფრინველის, ფუტკრისა და თევზის მოშენება-აღწარმოების პროცესს

9.

სასოფლო სამეურნეო ტექნიკის გამოყენება

9.1 არჩევს სასოფლო–სამეურნეო ტექნიკასა და დანადგარებს

9.2უზრუნველყოფს სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოყენებას

9.3. უზრუნველყოფს სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის მოვლას

9.4 იყენებს სატრანსპორტო საშუალებას ცხოველის, ფრინველის, ფუტკრისა და თევზის გადასაყვანად

10. სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მიღება

10.1 უზრუნველყოფს ერთწლიანი და ორწლიანი სათესლედა სარგავი მასალის წარმოებას

10.2უზრუნველყოფს მოსავლის აღებას10.3. უზრუნველყოფს სანაშენე

მოზარდის/ფრინველის/საინკუბაციო

4

კვერცხის/ფუტკრის ოჯახის/თევზის წარმოებას10.4. უზრუნველყოფს რძის, ხორცის, თაფლის,

კვერცხის, მატყლის და თევზის წარმოებას10.5. უზრუნველყოფს მოსავლის აღებას

სასურსათე პროდუქციის წარმოებისათვის11.

მიღებული პროდუქციის შენახვა

11.1.უზრუნველყოფს შესანახი მაცივრებისა და საწყობების მომზადებას

11.2. უზრუნველყოფს პროდუქციის შეფასებას, დახარისხებასა და მომზადებას

11.3. უზრუნველყოფს შესანახი ტარის გამოყენებას

11.4. უზრუნველყოფს შესანახ მაცივრებსა დასაწყობებში სათანადო რეჟიმის დაცვას

12.

პროდუქციის რეალიზაცია

12.1უზრუნველყოფს პროდუქციის რეკლამას12.2ახორციელებს პარტნიორებთან

ხელშეკრულების გაფორმებას12.3იყენებს პროდუქციის დისტრიბუციის

სხვადასხვა არხებს12.4. უზრუნველყოფს ხარისხიანი პროდუქციის

დროულ მიწოდებას13.

ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა

13.1.აანალიზებს შესრულებულ სამუშაოს13.2. ახორციელებს შემოსავლების და

ხარჯების აღრიცხვას, პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრას

13.3. ეფექტურად ახორციელებს ხარჯების ოპტიმიზაციას

13.4. უზრუნველყოფს დოკუმენტაციის წარმოებას

9. პიროვნული თვისებები: ორგანიზებული დისციპლინირებული პასუხისმგებლიანი

10. ხელსაწყოები, დანადგარები, მასალები:ა) ინვენტარი, აღჭურვილობა

ტრაქტორი სახნავი გუთანი ნიადაგის დამაღრმავებელი საპლანტაჟო გუთანი ჩიზელი  (სატეხი, საჭრისი; იარაღი ნიადაგის უფრთო გაფხვიერებისათვის) კულტივატორი (დისკებიანი, თათებიანი) ფრეზი ფარცხი სატკეპნი სათესი ნერგის ამომღები წყლის საზიდი აგრეგატი ხილის მექანიზირებული საკრეფი აგრეგატი ტარა სასტრაფიკაციო და სამაცივრე კამერა სამყნობი აპარატი პროდუქციის დასახარისხებელი აგრეგატი

5

ნიადაგის მომსწორებელი, ბუჩქებისა და ხეების ამოსაძირკვი ტრაქტორები ორმოების ამოსაღები ხელით სამუშაო ბურღები ორმოების ამოსაღები სატრაქტორო ბურღები ვაზის სასხლავი მანქანა-იარაღები; სანერგის, ხეხილისა და ვაზის ბაღების დასაგეგმი გეოდეზიური იარაღები და თანამედროვე

ხელსაწყოები (GPS) მინი სტაციონარული მეტეროლოგიური სადგური შპალების მომწყობი მანქანა-დანადგარები სარების ჩამსმელი სატრაქტორო მოწყობილობა მავთულის გამჭიმავი მოწყობილება ყურძნის საკრეფი მანქანა-დანადგარები მაცივრები საწყობები ნიადაგის ანალიზატორი სასუქის შემტანი ბაძოების შემქმნელი თესლის შესაწამლი პესტიციდების შემტანი მანქანა ჩითილების სარგავი სალეწი მანქანა თესლის საწმენდი მანქანა სარწყავი მილების გამშლელი მულჩის დამგები თერმომეტრი თერმოჰიდრომეტრი PH მეტრი EC მეტრი რეფრაქტომეტრი მარცვალში ტენიანობის საზომი ზურგის შესაწამლი აპარატი პესტიციდების შესატანად სპეცტანსაცმელი (სათვალე, ხელთათმანი, ნიღაბი და ა. შ) ავზი (პესტიციდების შესარევი) თოხი ბარი ცელი ფოცხი ნიჩაბი სასხლავი მაკრატელი ნამგალი კასეტები ჩითილისთვის საკავებელი ხელსაწყო ნაკელსაცავი საკვების დამქუცმაცებელი (უხეში და მარცვლეულის) ავტოსაწყურვებელი ცხოველის დასანომრი ფირფიტები ტექნიკური სასწორი საკვების შემრევი ტრაქტორის მისაბმელი თვითმცლელი – ლაფეტი საკვების დამრიგებელი ნაკელის გამტანი ტრანსპორტიორი საწველი აპარატი რძის პირველადი დამუშავების მოწყობილობა რძის გამაცივებელი რძის შესაგროვებელი ავზი საპარსი აგრეგატი საბუდარი ბრუდერი

6

დუქარდი გრანულატორი (საკვების დამამზადებელი) სადეზინფექციო ჩარჩო სკის კომპლექტი საბოლებელი აპარატი ცენტრიფუგა (თაფლის გამოსაწური) საჭერი ბადე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სახანძრო უსაფრთხოების სტენდი პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები

ბ) მასალა, ნედლეული: პესტიციდები სადეზინფექციო ხსნარები სასუქები

11. სამომავლო ტენდენციები: რესურსდამზოგი სამანქანო ტექნოლოგიების დანერგვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების

წარმოებაში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტექნიკის განვითარება და დანერგვა სოფლის

მეურნეობაში

12. პროფესიული ცოდნა და უნარები: № მოვალეობა პროფესიული ცოდნა პროფესიული უნარები1. შრომის უსაფრთხოების

და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა

იცის: შრომითი ურთიერთობის

მარეგულირებელი ნორმები, შრომის ხელშეკრულების პირობები

საქართველოს საკანონმდებლო აქტები გარემოს დაცვის სფეროში:

საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ 22 იანვარი, 1997 წელი (მუხლები: 5, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 37, 39)

საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ თბილისი, 1997 წლის 16 ოქტომბერი. №936–Iს (მუხლები: 9, 13, 15, 16, 18, 25, 31, 41)

საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ქუთაისი,

შეუძლია: საწარმოს წესდების და

შინაგანაწესის უზრუნველყოფა

შრომის ხელშეკრულების პირობების შესრულება

პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა

ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის უზრუნველყოფა

აალებად მასალებთან მუშაობის წესების დაცვის უზრუნველყოფა

ხანძრის შემთხვევაში ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება

საწარმოო უსაფრთხოების ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნების გამოყენების

7

26.12.2014 წელი, #2994-რს (მუხლები: 3, 5, 7, 8, 9, 14, 17, 21, 29)

საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ , 26.12.2007. (მუხლები: 6, 8, 9, 10, 11)

პროფესიის და პროფესიული ეთიკის მარეგულირებელი ნორმები

საწარმოს წესდება და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები

პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეები

პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები

ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მარეგულირებელი ნორმები, ხანძრის შესაძლო გამომწვევი ფაქტორები, ხანძრის შემთხვევაში ხანძრის აღმოფხვრის წესები

საწარმოო უსაფრთხოების ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნები

აალებად მასალებთან მუშაობის წესები

დაზიანების სახეები და პირველი სამედიცინო დახმარების წესები დაზიანების შესაბამისად

კრიტიკული სიტუაციების პრევენციის მნიშვნელობა, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკ -ფაქტორები

სასუქების, პესტიციდებისა და სხვა საშუალებების შენახვის, მომზადების და გამოყენების წესები

ინდივიდუალური დამცავი საშუალებები და მათი გამოყენების წესები

შესათეთრებელი, სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენების

უზრუნველყოფა პირველი სამედიცინო

დახმარების გაწევა დაზიანების შესაბამისად

კრიტიკულ სიტუაციებში რისკ- ფაქტორების შემცირება

სასუქების, პესტიციდებისა და სადეზინფექციო საშუალებების შენახვის წესების დაცვის უზრუნველყოფა

პესტიციდებისა და სადეზინფექციო საშუალებების მომზადების უზრუნველყოფა

სასუქების, პესტიციდებისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების წესების დაცვის უზრუნველყოფა

ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფა

შესათეთრებელი, სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება

ნარჩენების გაუვნებლება.

8

მნიშვნელობა, მათი მომზადების წესები

ნარჩენების სახეები და მათი გაუვნებლობის მეთოდები

2. ხარისხის უზრუნველყოფა

იცის: ტექნოლოგიური რუქების

სტრუქტურა ტექნოლოგიური

ციკლების სტრუქტურა პროდუქტის ძირითადი

ხარისხობრივი მაჩვენებლები

სურსათის ხარისხისა და უვნებლობის რეგულაციები ევროკავშირში: ევროპარლამენტისა

და ევროსაბჭოს რეგულაცია (EC) N178/2002

ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს რეგულაცია (EC) N852/2004

სურსათის ხარისხისა და უვნებლობის რეგულაციები საქართველოში:

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ (მუხლები 3, 4, 11, 12, 13,14,15,16,17,19)

საქართველოს კანონი „სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“; 08.05.2012 წ (თავი II, III).კრიტიკული წერტილების პრევენციული კონტროლის მნიშვნელობა

მიკვლევადობის მნიშვნელობა

სურსათის სფეროში მიკვლევადობის ზოგადი  პრინციპები და მოთხოვნები: საქართველოს მთავრობის დადგენილება 

ტექნოლოგიური რუქებისა და ციკლების შედგენა

ტექნოლოგიური რუქებისა და ციკლების შესაბამისად სამუშაოების განაწილება

პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა

კრიტიკული წერტილების პრევენციული კონტროლის ორგანიზება

ინფორმაციული ჩანაწერების განხორციელება

ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღება.

9

„სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის,  ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების  და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, 2015 წლის 10 ნოემბერი ქ. თბილისი, № 577 (მუხლი 4, 5)

ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეები

3.

პროფესიულგანვითარებაზე

ზრუნვა

იცის: პროფესიასთან

დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის მოპოვების მნიშვნელობა

კომპიუტერული პროგრამები

კონფერენციებში, სემინარებში, ტრეინინგებში, გამოფენებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ

ფერმერთა საინფორმაციო –საკონსულტაციო ცენტრის მომსახურების ძირითადი სახეები

შეუძლია: პროფესიასთან

დაკავშირებული პერიოდიკის და სხვა ლიტერატურის სისტემატური მოიპოვება და დამუშავება

ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია სახელმწიფო ენაზე

ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა

თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება

მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

კონფერენციებში, სემინარებში, ტრეინინგებში, გამოფენებში მიღებული ცოდნის გამოყენება

საკუთარი გამოცდილების წარმოჩენა

წარმატებული ფერმერების გამოცდილების გაზიარებაფერმერთა საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრთან კომუნიკაცია და მიღებული კონსულტაციების პრაქტიკაში გამოყენება.

4. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის

მიმართულების განსაზღვრა

იცის: რეგიონის სოციალურ–

ეკონომიური განვითარების სტრატეგია

რეგიონში არსებული ტრადიციული და მოქმედი დარგები

ბაზრის სტრუქტურა ადგილობრივი და

საერთაშორისო ბაზრების

შეუძლია: რეგიონის სოციალურ–

ეკონომიური განვითარების სტრატეგიის შესახებ დოკუმენტის გაანალიზება

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების შესახებ ინფორმაციის მოპოვება

10

შესახებ ინფორმაციის მოპოვების მეთოდები

აგრარულ სფეროში არსებული კანონმდებლობა

ბაზრების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი

ფერმერული საქმიანობის დარგობრივი სტრუქტურის განსაზღვრა

აგრარული სფეროს კანონმდებლობის გამოყენება საქმიანობის წარმართვისას

5.

ფერმერული საქმიანობის დაგეგმვა

იცის: ბიზნეს გეგმის სტრუქტურა დარგისათვის საჭირო

ტექნიკური საშუალებებისა და დამხმარე მასალების სახეები

ადამიანური რესურსების შერჩევის მეთოდები და კრიტერიუმები

საბანკო და სამეწარმეო სფეროს კანონმდებლობა

ნორმატიული აქტები: საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ (მუხლები 2, 4, 5, 9, 13,14); საგადასახადო კოდექსი (თავები - II, III, IV, VIII, IX, XI, XII, XIII, XIV, XV, XVIII, XIX, XX, კარი VI), შრომის კოდექსი (კარი I, II, III, IV).

საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობის ძირითადი პრინციპები

პარტნიორებთან თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები

ხელშეკრულების შედგენის წესები

შეუძლია: ბიზნეს გეგმის შემუშავების

უზრუნველყოფადამოუკიდებლად ან რეკომენდაციებით

ფერმერული ინფრასტრუქტურის მოწყობა

დარგისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებისა და დამხმარე მასალების შესყიდვა

დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება

კვალიფიციური კადრების შერჩევა

ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობა

ფინანსური წყაროების მოძიება და ანალიზი

პარტნიორების შერჩევა თანამშრომლობის შესახებ

სამართლებრივი საფუძვლების შექმნა

6. მინდვრისა და ბოსტნეულის

კულტურების წარმოება

იცის: მცენარის ბიოლოგია,

ბოტანიკა და ფიზიოლოგია

აგრონომიის ზოგადი საფუძვლები

თესლბრუნვის მნიშვნელობა და კულტურათა მონაცვლეობის წესები

ნიადაგის ტიპები და სტრუქტურა

ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური თვისებები

ნაკვეთის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები და ფაქტორები

შეუძლია: თესლბრუნვის და

კულტურათა მონაცვლეობის წესების უზრუნველყოფა

ნიადაგის ტიპებისა და სტრუქტურის განსაზღვრა

ნაკვეთის შერჩევა ძირითადი კრიტერიუმებისა და ფაქტორების გათვალისწინებით

ღია და დახურულ გრუნტში მორწყვის მეთოდებისა და თანამედროვე სისტემების შერჩევა და გამოყენება

ღია და დახურულ გრუნტში მულჩირების სახეების შერჩევადა მათი

11

კულტურების მიხედვით ღია და დახურულ გრუნტში

მორწყვის მეთოდები და თანამედროვე სისტემები

ღია და დახურულ გრუნტში მულჩირების სახეები და მისი გამოყენების წესები

სათბურის ტიპები და კონსტრუქციები

სათბურის განლაგების და მოწყობის წესები

დახურულ გრუნტში მიკროკლიმატის შექმნის მეთოდები და წესები

კულტურის აგროტექნიკა კულტურების ბიოლოგიური

თავისებურებანი სეზონურობის გათვალისწინებით

კულტურის ადაპტირებული ჯიშები და ჰიბრიდები

თესლის ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებლები

ნიადაგის დამუშავების ძირითადი წესები

მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების წესები

მინერალური, ორგანული და ბიოლოგიური სასუქის სახეები, მათი გამოყენების წესები

კულტურათა თესვის ძირითადი კრიტერიუმები

ჩითილის წარმოების თანამედროვე მეთოდები

კულტურისათვის დამახასიათებელი დაავადებები, მავნებლები და მათთან ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდები

საკვები ბალახების ტექნოლოგიური თავისებურებები

ბალახნარევებისა და მდელოს ბალახების თესვისნორმები

საძოვრული ტერიტორიის ორგანიზაციის პროექტის სტრუქტურა

ბუნებრივი საძოვრების მოვლის წესები და მათი გაუმჯობესების გზები

საძოვრის გამოყენების

გამოყენების უზრუნველყოფა

სათბურის ტიპებისა და კონსტრუქციების შერჩევა და მოწყობა

დახურულ გრუნტში მიკროკლიმატის შექმნის უზრუნველყოფა

კულტურის შერჩევა სეზონურობის, კულტურათა მონაცვლეობის გათვალისწინებით

ნიადაგის დამუშავება შესაბამისი წესების დაცვით

მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება შესაბამისი წესების დაცვით

მინერალური, ორგანული და ბიოლოგიური სასუქების გამოყენება

თესვის ორგანიზება ნორმებისა და ვადების დაცვით

ჩითილის წარმოება თანამედროვე მეთოდებით

კულტურისათვის დამახასიათებელი დაავადებებისა და მავნებლების აღმოჩენა და მათთან ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდების უზრუნველყოფა

სათიბებისა და საძოვრების გაუმჯობესების, სისტემური მოვლის, ბუნებრივი საკვები სავარგულების გამოყენების სქემების შედგენა ზონების მიხედვით

საძოვრის გამოყენების ვადების და საკვებზე მოთხოვნილების დადგენა

საძოვრულ პერიოდში მწვანე საკვები ბალანსის შედგენა

სათიბებისა და საძოვრებზე ზედაპირული და ძირეული გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩატარება

კვალსათბურში საწარმოებელი ჯიშების და ჰიბრიდების შერჩევა რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით

კვალსათბურის მოწყობა და მოვლა

12

ვადები და საკვებზე მოთხოვნილების დადგენის წესი

უხეში საკვების, სილოსის და წვნიანი საკვების დამზადების თანამედროვე მეთოდები

საკვების დასაწყობებისა და შენახვის მეთოდები და წესები

საკვებწარმოებაში შესაბამისი ხელსაწყოებისა და საშუალებების გამოყენების წესები

საკვების გაფუჭების გამომწვევი მიზეზები და მათი თავიდან აცილების საშუალებები

საკვები ნარევების მომზადება სათანადო ინსტრუქციების გამოყენებით

საადრეო ჯიშები და ჰიბრიდები

კვალსათბურის მოწყობისა და მოვლის წესები

7. მრავალწლოვანი კულტურების (მეხილეობა, მევენახეობა,

სუბტროპიკული კულტურები და ჩაი)

წარმოება

იცის: მრავალწლოვანი

მცენარეების ბიოლოგიური თავისებურებანი

მცენარეების მოთხოვნა გარემო ფაქტორებისადმი

ზრდა-განვითარებისა და მსხმოიარობის კანონზომიერებები

საქართველოს ეკოლოგიური პირობები სხვადასხვა კუთხის მიხედვით

საბაღე ადგილის შერჩევის კრიტერიუმები

ტერიტორიის ორგანიზაცია (კვარტლის ზომა, ფორმა, მიმართულება, გზები, ქარსაფარი ნარგაობა, ქარამრიდი ზოლები, ბაღ-ვენახში მცენარეთა განლაგების სისტემები, კვების არე)

ჯიშების მახასიათებლები კვარტალში დაგეგმვა ბაღ-ვენახისა და ჩაის

პლანტაციის გასაშენებლად ნიადაგის მომზადების წესები

შეუძლია: საწარმოებელი კულტურის

გათვალისწინებით მიკროკლიმატის შესწავლა

ნიადაგის ტიპის განსაზღვრა

ნაკვეთის ტერიტორიული მოწყობა

ადგილობრივი პირობების შესაბამისი ჯიშების შერჩევა

ქარსაფარი ნარგაობის შერჩევა და გაშენება ადგილმდებარეობის მიხედვით

ბაღ-ვენახის და ჩაის პლანტაციის გაშენება

შესაბამისი სარწყავი სისტემის ტიპის შერჩევა

სადრენაჟო ქსელის მოწყობის უზრუნველყოფა

ნიადაგის ფიზიკურ–ქიმიური თვისებების შესაბამისად ნიადაგის გაუმჯობესების მეთოდების შერჩევა

სარგავი მასალის შერჩევა, მომზადება და დარგვა

მყნობა სანერგის მოვლა ნამყენის ამოღება,

13

სარწყავი სისტემის ტიპები სადრენაჟო ქსელის

მოწყობის წესები ნიადაგის ფიზიკურ–

ქიმიური თვისებების გაუმჯობესების მეთოდები

სარგავი მასალის მომზადების წესი

დარგვის წესები კულტურის მიხედვით

საძირე და საკვირტე მასალის შერჩევა, მისი დამზადება, შენახვის წესები და ვადები

მყნობის ძირითადი წესები და თანამედროვე ტექნოლოგიები

სანერგეში ნამყენის რგვისა და მოვლის წესები

მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის თავისებურებები

ნიადაგის მოვლის წესები სხვლა-ფორმირების

წესები საყრდენი სისტემის

სახეები მწვანე ოპერაციების

ჩატარების წესები ვენახში საკვები ელემენტების

მიწოდების წესები მავნებელ-

დაავადებებთან, სარეველებთან ბრძოლისა და სტრეს-ფაქტორების მართვის მეთოდები

მორწყვის ვადები და ნორმები კულტურების მიხედვით

სეტყვის საწინააღმდეგო ბადის ტიპები, მოწყობის წესები კულტურების გათვალისწინებით

დახარისხება და შენახვა შესრულებული სამუშაოს

ხარისხის კონტროლი ნიადაგის მოვლის

უზრუნველყოფა წესების გათვალისწინებით

სხვლა-ფორმირების უზრუნველყოფა

საყრდენი სისტემების მოწყობა

მწვანე ოპერაციების ჩატარება ვენახში

საკვები ელემენტების მიწოდების უზრუნველყოფა

მავნებელ-დაავადებებთან, სარეველებთან ბრძოლისა და სტრეს-ფაქტორების მართვის მეთოდების გამოყენება

მორწყვა ვადებისა და ნორმების დაცვით

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობა

8. ცხოველის, ფრინველის, ფუტკრის, თევზის მოვლა–შენახვა

იცის: ცხოველის, ფრინველის,

ფუტკრის, თევზის ბიოლოგია

სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის სადგომის მოწყობის წესები

ფუტკრის სკისა და თევზისთვის ავზებისა და ტბორების მოწყობის წესები

ინსტრუქციის გამო-ყენებით ფერმის

შეუძლია: ძროხის, ღორის, ცხვრის

და ფრინველის სადგომის და სასეირნო მოედნების მოწყობა და წესრიგში მოყვანა

ფუტკრის სკისა და თევზისთვის ავზებისა დატბორების მოწყობის უზრუნველყოფა

მოწყობილობა–დანადგარების გამოყენე-ბით მოვლა-შენახვის

14

მოწყობილობა-დანადგარებთან მუშაობის წესები

სხვადასხვა სქესობრივ - ასაკობრივი ჯგუფის შენახვის სისტემები

მოზარდი და ზრდასრული ცხოველის შენახვის ნორმები და პირობები

დაავადებული ცხოველის იზოლირების წესები

ცხოველის, ფრინველის ფუტკრისა და თევზის სადგომებში მიკროკლიმატური რეჟიმები

მიკროკლიმატის და-სარეგულირებელი აპარა-ტურა-მოწყობილობების გამოყენების წესები

საკვების სახეები, დამზადების ვადები და წესები

საკვების დასაწყობებისა და შენახვის მეთოდები და წესები

საკვების გაფუჭების გამომწვევი მიზეზები

საკვების ქიმიური შემადგენლობა

საკვების მომზადების ტექნოლოგია

ცხოველთა ნორმირებული, სრულფასოვანი კვების საფუძვლები

კვების ტექნიკა და რეჟიმი საძოვრების გამოყენების

ვადები და პირობები ცხოველთა

მომშენებლობის საფუძვლები

ცხოველის და ფრინვე-ლის ჯიშები

ცხოველთა აღწარმოების არსი და მნიშვნელობა

ცხოველთა/ ფრინველთა/ ფუტკრის/თევზის აღწარმოების ფიზიოლოგიური ციკლი.

ხელოვნური განაყო-ფიერების საფუძვლები და მეთოდები

პირველადი ზოოტექნიკური და სანაშენე აღრიცხვის დოკუმენტაციის

პირობების რეგულირება ცხოველისთვის კომფორტული პირობების შექმნისათვის

სადგომში/სკაში/ტბორში ცხოველის/ფრინველის/თევზის/ფუტკრის სიმჭიდროვის, კვებისა და დაწყურვების ფრონტის კონტროლი

ცხოველის შენახვის პირობებისა და ნორმების დაცვა

დაავადებული ცხოველის იზოლირების წესების დაცვა

ცხოველის, ფრინველის, ფუტკრისა და თევზის სადგომებში მიკროკლიმატური რეჟიმების დაცვა

მიკროკლიმატის დასარეგულირებელი აპარატურა–მოწყობილობების გამოყენება

დადგენილ ვადებში საკვების უდანაკარგოდ დამზადების უზრუნველყოფა

წარმოებული საკვების დასაწყობებისა და შენახვის უზრუნველყოფა

საკვების ხარისხის ვიზუალურად შეფასება

გაფუჭებული საკვების გაუვნებლების უზრუნველყოფა

საკვების კვებისწინა მომზადება ტექნოლოგიის დაცვით

ცხოველთა სადღეღამისო საკვები ულუფების შედგენის უზრუნველყოფა

კვების ტექნიკისა და რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა

საძოვრების გამოყენების ვადებისა და პირობების დაცვის უზრუნველყოფა

ცხოველის და ფრინველის ჯიშების იდენტიფიცირება

ცხოველთა/ ფრინველთა/ ფუტკრის/თევზის აღწარმოების უზრუნველყოფა ფიზიოლოგიური და

15

წარმოების წესები. ტექნოლოგიური ციკლის შესაბამისად

ხელოვნური განაყო-ფიერების პროცესის უზრუნველყოფა

მაკე ცხოველის შენახვის უზრუნველყოფა

ოპტიმალური რეჟიმის უზრუნველყოფა ინკუბატორში

მდედრის/ნაყოფის მოგების/გამოჩეკვისას დახმარების აღმოჩენა და მათთვის სასიცოცხლო პირობების შექმნა

პირველადი ზოოტექნიკური და სანაშენე აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება.

9.

სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოყენება

იცის: სასოფლო–სამეურნეო

ტექნიკისა და დანადგარების სახეები არჩეული მიმართულების შესაბამისად

სასოფლო–სამეურნეო ტექნიკისა და დანადგარების ტექნიკური მახასიათებლები

სასოფლო–სამეურნეო ტექნიკისა და დანადგარების მუშაობის ძირითადი პრინციპები

სასოფლო–სამეურნეო ტექნიკისა და დანადგარების გამოყენების და მოვლის ნორმები

ცხოველის სატრანს-პორტო საშუალებით გადაყვანის ნორმები და წესები

სატრანსპორტო საშუა-ლებაში მოსათავსებელი ცხოველის რაოდენობადა ასაკობრივი ჯგუფები

შეუძლია: სასოფლო–სამეურნეო

ტექნიკისა და დანადგარების შერჩევა ნიადაგის ტიპისა და კულტურის შესაბამისად

სასოფლო–სამეურნეო ტექნიკისა და დანადგარების გამოყენების უზრუნველყოფა

სასოფლო–სამეურნეო ტექნიკისა და დანადგარების მოვლის უზრუნველყოფა

სატრანსპორტო საშუალებების შერჩევისა და მომზადების უზრუნველყოფა ცხოველის/ ფრინველის /თევზის/ფუტკრის გადასაყვანად

ცხოველის/ფრინველის /თევზის/ფუტკრის მომზადება გადასაყვანად

ცხოველის/ფრინველის /თევზის/ფუტკრის უდანაკარგოდ გადაყვანის კონტროლი.

10. პროდუქციის მიღება იცის: სათესლე დასარგავი

მასალის კონდიციურობის და ხარისხობრივი მაჩვენებლები

მეთესლეობის ბიოლოგიური საფუძვლები

თვითმტვერია და

შეუძლია: სათესლე დასარგავი

მასალის კონდიციურობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების დაცვის უზრუნველყოფა

კულტურის გათვალისწინებით თესლის აღების ვადებისა

16

ჯვარედინმტვერია კულტურების მეთესლეობის თავისებურებანი

თესლის აღების ვადები და წესები კულტურის გათვალისწინებით

თესლის დამუშავების წესები კულტურის გათვალისწინებით

ცხოველის ჯიშებისა და ხაზების, ფრინველის კროსების, ფუტკრის ოჯახის, თევზის გამოყვანის სელექციურ–გენეტიკური საფუძვლები

სანაშენე მოზარდის გამოზრდის ტექნოლოგია, რეალიზაციის ვადები ბაზრის მოთხოვნილების გათვალისწინებით

სანაშენე მოზარდის კლასურობის განსაზღვრის პრინციპები

ფერმაში რძის მიღების წესები

სახორცედ სუქების მეთოდები

ტბორში თევზის გამოზრდის ნორმები

სკიდან სასაქონლო თაფლის ამოღების ვადები და წესები

კვერცხის შეგროვების და შენახვის ვადები და წესები

ცხვრის პარსვის ვადები სასურსათო პროდუქციის

ხარისხის სტანდარტები სასურსათო ნედლეულისა

და პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესები და ნორმები

მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების სიმწიფის ფაზების დადგენის წესი;

საკვები ბალახების გათიბვის ვადების და ჯერადობის განსაზღვრის წესი

მრავალწლიანი კულტურების კრეფის ვადები და წესები

მრავალწლიანი

და წესების დაცვის უზრუნველყოფა

თესლის დამუშავების წესების დაცვის უზრუნველყოფა

ცხოველის ჯიშებისა და ხაზების, ფრინველის კროსების, ფუტკრის ოჯახის, თევზის გამოყვანის უზრუნველყოფა

სანაშენე მოზარდის გამოზრდის ტექნოლოგიის დაცვის უზრუნველყოფა

სანაშენე მოზარდის კლასურობის განსაზღვრა

სანაშენე მოზარდის/ფრინველის/საინკუბაციო კვერცხის/ფუტკრის ოჯახის/თევზის წარმოების უზრუნველყოფა

რძის მიღება ფერმაში სახორცედ სუქების

მეთოდების განხორციელება ფერმაში

შესაბამისი ნორმების დაცვით ტბორში თევზის გამოზრდა და კონდიციის მიღწევის შემდეგ მისი ჭერის უზრუნველყოფა

სათანადო წესებისა და ვადების დაცვით სკიდან სასაქონლო თაფლის ამოღება

შესაბამისი ნორმების დაცვით კვერცხის შეგ-როვება და შენახვა

ცხვრის პარსვის ვადების დაცვა

საწველი აპარატის და ცხვრის საპარსი აგრეგატის მომზადება

მოსავლის ასაღები იარაღებისა და ინვენტარის მობილიზება

მოსავლის აღების პროცესის უდანაკარგოდ წარმართვა

მოსავლის აღების ორგანიზება დადგენილი ვადების მიხედვით

საკვები ბალახების დროული გათიბვის უზრუნველყოფა

მოსავლის დახარისხება.

17

კულტურების მოსავლის ასაღებად საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ხელსაწყო-იარაღები და ინვენტარი

მოსავლის ტრანსპორტირების წესები.

11.

მიღებული პროდუქციის შენახვა

იცის: პროდუქციის

შენახვისთვის ოპტიმალური პირობები

საწყობებისა და მაცივრების დამუშავება–დეზინფექციის წესები

პროდუქციის პირველადი დამუშავების წესები

პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლები

შესანახი ტარის სახეები ტარის შენახვის და

გამოყენების სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები.

შეუძლია: პროდუქციის შენახვისთვის

ოპტიმალური პირობების შექმნის უზრუნველყოფა

საწყობებისა და მაცივრების დამუშავება–დეზინფექციის წესების შესრულების კონტროლი

პროდუქციის პირველადი დამუშავების წესების დაცვის უზრუნველყოფა

პროდუქციის შეფასება და დახარისხება

მიღებული პროდუქციის უდანაკარგოდ შენახვის უზრუნველყოფა

შესანახი ტარის შერჩევა ტარის შენახვისა და

გამოყენების უზრუნველყოფა სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვით.

12.

პროდუქციის რეალიზაცია

იცის: მარკეტინგის საფუძვლები რეკლამის სახეები და

საშუალებები ხელშეკრულების

მომზადების წესები დისტრიბუციის სახეები და

საშუალებები.

შეუძლია: რეკლამის გაკეთება ხელშეკრულების

მომზადება სარეალიზაციო ქსელის

მუშაობის წარმართვა.

13.

ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა

იცის: ანალიზის კრიტერიუმები მარტივი ფინანსური

ოპერაციების წარმოების წესები

საგადასახადო კანონმდებლობა

დოკუმენტაციის მომზადება (აქტები, მიღება–ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადები)

შეუძლია: შემოსავლების და

ხარჯების აღრიცხვა ფასნამატისა და

თვითღირებულების დადგენა

შესრულებული სამუშაოს დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება

ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება.

13. სტანდარტის მოქმედების ვადა: 5 წელი

14. პროფესიული სტანდარტის შემმუშავებელი ჯგუფის წევრები:

№ სახელი, გვარი ორგანიზაცია, პოზიცია1. ანა გულბანი კოორდინატორი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს

ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე

18

2. ნინო ხარხელაური შპს „გრატოს სათბურები“ (მენეჯერი, აგროტექნოლოგი)

3. ნანი დალაქიშვილი ფასილიტატორი, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (სპეციალისტი)

4. ილია მჭედლიძე უფროსი ექსპერტი, „აგროქართუ“ (პროექტის მენეჯერი)5. თამარ ახალაძე შპს „ჩირინა“ (მენეჯერი, ლაბორატორიის

ხელმძღვანელი)6. გიული გოგოლი უფროსი ექსპერტი, აგრარული უნივერსიტეტი, სრული

პროფესორი7. ზურაბ შერმაზანაშვილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი8. თამარ ჯაფოშვილი საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“, მასწავლებელი9. ლოლა დათუნაშვილი ფერმერი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი10.

ირინე ფხოველიშვილი ფერმერი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი

11.

თენგიზ მირზაშვილი ფერმერი, მანავი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

12.

ზურაბ ხოსიტაშვილი ფერმერი, გიორგიწმინდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

13.

გივი დუჩიძე აგრომენეჯმენტის სპეციალისტი

14.

თეა ოსეფაშვილი საქართველოს ბავშვთა ფედერაცია; საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი

პროფესიული სტანდარტი შემუშავებულია:გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლების და გადამზადების საკონსულტაციო მომსახურების სისტემების მოდერნიზაცია“ ფარგლებში ფონდი “ საქართველოს ბავშვთა ფედერაციის “ მიერ.

სარეკომენდაციო ფორმა

დასახელება: ფერმერი

შეფასების სტანდარტი

ნაწილი 1. ზოგადი ინფორმაცია

19

შეფასების სტანდარტი გამოიყენება ფორმალური განათლების ან/და არაფორმალური განათლების ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების, ცოდნისა და უნარების აღიარების მიზნით. შეფასების სტანდარტი განსაზღვრავს პროფესიულ სტანდარტში ასახული კომპეტენციების, ცოდნისა და უნარების შეფასების ან/და დადასტურების აუცილებელ პირობებს:

1. შესაფასებელ კომპეტენციებს, რომლებიც გამოხატულია პროფესიული მოვალეობებს და ამოცანებში;2. შესაფასებელი კომპეტენციების შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც ასახავს აუცილებელ პროფესიულ ცოდნას და უნარებს;3. შესაფასებელი კომპეტენციების დადასტურების შესაძლებლობებს;4. გამოცდის პროცესს და კომპონენტებს.

შესაფასებელი კომპეტენციების დადასტურება

შესაფასებელი კომპეტენციების დადასტურების გზები:

ა) ფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება (ჩათვლა)ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული კომპეტენციების დადასტურება (ნამდვილობის დადასტურება) განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესითგ) მიღწეული კომპეტენციების დადასტურება ამ დოკუმენტით დადგენილი პრინციპებით ჩატარებული გამოცდის გზით

ფორმალურ განათლებაში სტანდარტით გათვალისწინებული შეფასების პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები ასახულია სავალდებულო პროფესიულ მოდულებში.

ფორმალურ განათლებაში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების (ჩათვლის) პროცესი

ფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების (ჩათვლის) პროცესი მოიცავსმიღწეული სწავლის შედეგების აღიარებას (ჩათვლას) საძიებელი კვალიფიკაციის მიზნებისათვის ქვემოთ მოცემული პრინციპების შესაბამისად, ა) დასაშვებია ნებისმიერი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება (ჩათვლა) ნებისმიერი კვალიფიკაციის ფარგლებში, თუ სწავლის შედეგები თავსებადია საძიებელ კვალიფიკაციასთან და მათი მიღწევა დადასტურებულია, რაც გამოიხატება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული დადებითი შეფასებით და შესაბამისი კრედიტის მინიჭებით.

ბ) თავსებადობის დადგენისთვის შინაარსობრივი შესწავლის მიზნით ამღიარებელი დაწესებულება ეყრდნობა პროფესიულ სტანდარტს ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც არის შემუშავებული გავლილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან პროგრამის კომპონენტი, არსებობის შემთხვევაში - პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ან/და სილაბუსებს, ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგს. ამღიარებელი დაწესებულება უფლებამოსილია აღიარების მიზნებისათვის შესაფასებელ პირს მოსთხოვოს გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსების პროგრამების (სილაბუსების) გამოთხოვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და წარდგენა.

გ) სწავლის შედეგების თავსებადობის განსაზღვრის მიზნით აუცილებელი არაა მათი ფორმულირება იყოს იდენტური. თავსებადად ჩაითვლება სწავლის შედეგები, რომლებიც/რომელთა ერთობლიობაც შინაარსის თვალსაზრისით, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის გათვალისწინებით შესაძლოა მიჩნეულ იქნას ანალოგიურად.

ნაწილი 2. მითითებები შესაფასებელი პირის ადა შემფასებლისათვის

შეფასების დაწყებამდე გაეცანით:

20

პროფესიულ სტანდარტს შეფასების ინსტრუმენტებს დაინტერესებული/შესაფასებელი პირის კომპეტენციების აღიარებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს შემფასებლის ჩანაწერების ფორმებს შეფასების პირობებს შეფასების წესებს შეფასების კრიტერიუმებს

შეფასების პროცესში:

პირადად დააკვირდით დავალებების შესრულების/შეფასების პროცესს თითოეული შესაფასებელისათვის აწარმოეთ შეფასების ჩანაწერების ფორმები თუ აუცილებელია შესაფასებელს დაუსვით დამატებითი შეკითხვები დავალებასთან დაკავშირებით შეაფასეთ თითოეული კრიტერიუმი

შეფასების დასრულებისას:

შესაფასებელს მიეცით განმარტება შეფასებასთან დაკავშირებით შეაჯამეთ შეფასების შედეგები დაადასტურეთ შეფასების შედეგები ხელმოწერით შეფასების ჩანაწერები გადაეცით სათანადოდ უფლებამოსილ პირს

ნაწილი 3. შეფასების პროცედურა

მიღწეული კომპეტენციების დადასტურებისთვის გამოცდის ორგანიზების პროცესი და კომპონენტები

მიღწეული კომპეტენციების დადასტურებისთვის გამოცდის ჩატარების პროცესი მოიცავს დასადასტურებელი კომპეტენციების შესაბამისად გამოკითხვისა და პრაქტიკული დავალების შესრულების ეტაპებს.

მიუხედავად იმისა, დასტურდება თუ არა კვალიფიკაციით გათვალისწინებული კომპეტენციები შეფასების სტანდარტის ნაწილი 1-ის „შესაფასებელი კომპეტენციების დადასტურება“ „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით, შეფასების პროცესი მოიცავს სავალდებულო კომპონენტს (გამოცდას), რომლის შეფასება შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების წინაპირობას წარმოადგენს.

ქვემოთ მოცემულია გამოკითხვისა და პრაქტიკულ დავალებაზე დაკვირვების პროცესის მოთხოვნები, ასევე შეფასების სავალდებულო კომპონენტები.

ნაწილი 4 :თეორიული გამოკითხვის და პრაქტიკული /დავალებების თემატიკა

გამოკითხვა

გამოკითხვის ფორმა:

შესაფასებელი პირის გამოკითხვა ხორციელდება ტესტის და ზეპირი შეკითხვების სახით ტესტი უნდა მოიცავდეს როგორც ღია, ისე დახურული ტიპის შეკითხვებს

გამოკითხვის პროცესის მონიტორინგი:

არსებითია გამოკითხვის პროცესზე შემფასებლის მიერ ზედამხედველობის განხორციელება.

21

მოპოვებული მტკიცებულებები:

მტკიცებულებები უზრუნველყოფილია შესაფასებლის მიერ მომზადებული წერილობითი ნაშრომით/შესრულებული ტესტით, ან/და პრაქტიკული დავალების დროს დამატებით, დამაზუსტებელ შეკითხვებზე პასუხებით.

თეორიული საგამოცდო თემატიკა:

დასადასტურებელიკომპეტენციების შესაბამისად საგამოცდო თემატიკა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველყოფის წესები ხარისხის უზრუნველყოფის არსი, მნიშვნელობა, მექანიზმები სასოფლო სამეურნეო მიმართულების განსაზღვრის გზები ფერმერული საქმიანობის დაგეგმვის პრინციპები მინდვრისა და ბოსტნეულის კულტურების წარმოების წესები მრავალწლოვანი კულტურების (მეხილეობა, მევენახეობა, სუბტროპიკული კულტურები

და ჩაი) წარმოების წესები ცხოველის, ფრინველის, ფუტკრის, თევზის მოვლა–შენახვაის მიმართ მოთხოვნები სასოფლო სამეურნეო ტექნიკის გამოყენების ინსტრუქციები სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მიღების ციკლი და წესები მიღებული პროდუქციის შენახვის წესები პროდუქციის რეალიზაციის გზები ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფს მექანიზმები

სავალდებულო კომპონენტის (გამოცდის) საკითხების შერჩევა ზემოთ მოცემული საკითხებიდან წარმოადგენს შემფასებლის პრეროგატივას.

ნაწილი 5. პრაქტიკული დავალების/დავალებები შესრულების/შეფასების კრიტერიუმების მითითებებით:

პრაქტიკული დავალების შესრულებაზე დაკვირვება

საგამოცდო გარემო:

შესაფასებელი პირის შეფასება ხორციელდება პრაქტიკული დავალებების სახით.საგამოცდო პროცესის მონიტორინგი:

საგამოცდო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს შემფასებელი/შემფასებლები (ნეიტრალური კომისია) წინასწარი დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით.

მოპოვებული მტკიცებულებები:

მტკიცებულებები უზრუნველყოფილია შემფასებლის მიერ შევსებული ჩანაწერების ფორმით.

საგამოცდო პრაქტიკული დავალებების ჩამონათვალი:

დასადასტურებელი კომპეტენციების შესაბამისად სტუდენტმა უნდა შეასრულოს დავალება, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა გარემოს დაცვის ღონისძიებების განხორციელება ტექნოლოგიური რუქებისა და ციკლების შედგენა და შესაბამისი სამუშაოების

განაწილება პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა კრიტიკული წერტილების პრევენციული კონტროლის ორგანიზება სასოფლო სამეურნეო მიმართულების განსაზღვრა ფერმერული საქმიანობის გეგმის სედგენა

22

მინდვრისა კულტურების წარმოება ბოსტნეულის კულტურების წარმოება მრავალწლოვანი კულტურების (მეხილეობა, მევენახეობა, სუბტროპიკული

კულტურები და ჩაი) წარმოება ცხოველის, ფრინველის, ფუტკრის, თევზის მოვლა–შენახვა სასოფლო სამეურნეო ტექნიკის გამოყენება სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მიღება მიღებული პროდუქციის შენახვა პროდუქციის რეალიზაციიის გეგმის შედგენა ეკონომიკური ეფექტიანობის გამოთვლა

გაითვალისწინეთ:1. შესაფასებელი პირის მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოებისას ეკონომიური, ხარისხის

უზრუნველყოფის, გარემოს დაცვის, სამართლებრივი, უსაფრთხოების წესების დაცვის, ჰიგიენის დაცვის მიდგომების, სამუშაოს შესრულების თანამიმდევრობის შეფასება წარმოადგენს ზემოთჩამოთვლილ დავალებებზე დაკვირვების თანამდევ პროცესს და მასზე დამატებითი დროის გამოყოფა არაა რეკომენდებული;

2. შემფასებლის მიერ დამატებითი კითხვების დასმის შემთხვევაში შესაფასებელი პირი პასუხობს მათ და საჭიროების შემთხვევაში მოჰყავს საკუთარი ქმედების/ გადაწყვეტილების შესაბამისი არგუმენტები;

3. სავალდებულო კომპონენტის (გამოცდის) საკითხების შერჩევა ზემოთ მოცემული საკითხებიდან წარმოადგენს შემფასებლის პრეროგატივას.

ნაწილი 6. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია

შემფასებლის ჩანაწერების ფორმები შესაფასებელი პირის სახელი, გვარი:

შეფასების თარიღი:

შეფასების ადგილი:

შემფასებლის სახელი, გვარი:

დადასტურებული

კომპეტენცია

მტკიცებულებები

ფორმალურიგანათლების

აღიარება (დანართი N)

არაფორმალურიგანათლების

აღიარება(დანართი N)

გამოცდა (დანართი N)

23

შედეგი: დადასტურდა ------/ არ დადასტურდა ----------

შემფასებლის კომენტარი:დადასტურება:

პრაქტიკული დავალების ნიმუში:

დავალება ეხება სატრანსპორტო საშუალების მომზადების და ცხოველის/ფრინველის/თევზის/ფუტკრის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის

უზრუნველყოფა

დავალება უნდა შესრულდეს მეცხოველეობის ფერმერულ მეურნეობაში ან სასაკლაოზე 4 საათის განმავლობაში. დავალების შესრულების დროს იხელმძღვანელეთ წინასწარ მოცემული გეგმით. გამოიყენეთ ინვენტარი.

კარგად გაიაზრეთ მიღებული დავალება.

თითოეული სტუდენტის შეფასება მოხდება შესრულებული სამუშოს და მიღებული შედეგის გათვალისწინებით.

გისურვებთ წარმატებებს!

დავალება:

მოახდინე სატრანსპორტო საშუალების მომზადება და ცხოველების/ფრინველების სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა.

გამოსაყენებელი მასალა და ინვენტარი:

სპეცტანსაცმელი

სატრანსპორტო ავტომობილი

ელექტრო სარეკი

ტრაპი

გასაზომი

ტრანსპორტირებისთვის მომზადება

I. ცხოველის მომზადება:

A. ბოსელის დათვალიერება, ტრანსპორტირების წინ საკვები ხომ არ მიეცათ ცხოველებს;

24

B. ვეტერინარი ექიმის გამოძახება და ცხოველების დათვალიერება დაავადებაზე საეჭვოს გამოვლენის მიზნით;

C. ცხოველების ყურზე საინვენტარო ნომრების არსებობის შემოწმება, ნომრის არარსებობის შემთხვევაში ხელახლა დანომვრა;

D. ცხოველების აწონვა და შედეგების ნომერთან ერთად ჟურნალში შეტანა;

E. ცხოველების დაჯგუფება სქესის, ასაკის და ცოცხალი წონის მიხედვით;

F. დაჯგუფებული ცხოველების მოთავსება ცალ–ცალკე ბაკში;

G. საწყურვებელში წყლის არსებობის შემოწმება (თუ არ არის, წყლის შევსება);

H. ტრანსპორტირებისთვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელი პირისთვის ინფორმაციის მიწოდება;

I. გადასაყვან ცხოველებზე სატრანსპორტო ზედდებულის შევსება რაოდენობის, სქესის, ასაკისა და ცოცხალი წონის ჩვენებით;

II. ფრინველის მომზადება

A. გუნდში ფრინველების საერთო მდგომარეობის შემოწმება;

B. გადასაყვანი ფრინველის რაოდენობისა და რაობის დადგენა;

C. კონტეინერების/გალიების მომზადება გადასაყვანად;

D. საფრინველეში განათების გამორთვა და წითელი ფერის ნათურებით განათება;

E. ფრინველების დაჭერა და კონტეინერში/გალიაში ჩასმა;

III. თევზის მომზადება

A. თევზის ცოცხლად გადასაყვანი როფის ან ცისტერნის დეზინფექცია და რეცხვა;

B. გადასაყვანი თევზის შეფასება აქტიურობაზე, შემოწმება სხეულის დაზიანებასა და პარაზიტული დაავადებების არსებობაზე;

C. პარაზიტებზე ეჭვის შემთხვევაში თევზის დამუშავება;

D. თევზის დახარისხება სიგრძისა და წონის მიხედვით;

E. ცისტერნის შევსება და წყლის ტემპერატურის განსაზღვრა;

F. ტბორიდან/ან აბაზანიდან თევზის გადასმა გადასაყვან როფში ან ცისტერნაში;

IV. ფუტკრის მომზადება

A. ფუტკრის გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალების მომზადება;

B. საღამოს, ფრენის დამთავრების შემდეგ სკის სახურავის ახდა და ჩარჩოების გამაგრება;

C. სკაზე სახურავის დაფარება;

25

D. სკის ღრეჭოების დახშობა;

E. გარედან სკის კონსტრუქციის გამაგრება ხის თამასით;

F. სკების სატრანსპორტო საშუალებაზე დალაგება.

დაკვირვების ჩანაწერი:

დავალება სატრანსპორტო საშუალების მომზადება და ცხოველის/ფრინველის/თევზის/ფუტკრის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის უზრუნველყოფა

სტუდენტი:

შემფასებელი:

თარიღი

სატრანსპორტო საშუალების მომზადება და ცხოველების/ფრინველების სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის უზრუნველყოფა

დიახ/არა კომენტარი

1. ჩაიცვა სპეცტანსაცმელი

2. მივიდა სატრანსპორტო ავტომობილთან და შეამოწმა სისუფთავე

3. ავიდა მანქანაზე და საგულდაგულოდ შეამოწმა, ხომ არ არის დარღვეული იატაკის მთლიანობა.

4. მივიდა მანქანის ბორტთან და გაზომა მისი სიმაღლე. დარწმუნდა, რომ ბორტის სიმაღლე შესაბამისობაშია ნორმასთან

5. მივიდა ცხოველთან და დააჯგუფა: სქესის, ასაკის და წონის მიხედვით

6. დაჯგუფებული ცხოველი ცალ-ცალკე მოათავსა მანქანაზე დასმის სიმჭიდროვის შესაბამისად

7. განსაზღვრა ცხოველის დატვირთვა 1მ2 ფართობზე

8. ცხოველს სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვისას მოექცა ჰუმანურად

შეფასება კომენტარი მთლიან შეფასებაზე

დამაკმაყოფილებელი არადამაკმაყოფილებელი

1

სტუდენტი :

შემფასებელი:

26

27