აშშ-ის სახელმწიფო სასჯელაღსრულების...

7
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2015 წლის 25 ივნისს ამერიკის შე ერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ 2014 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მასში საუბარია საქართველოში არსებულ სისხლის სამართ ლებრივ დევნაზე პოლიტიკურ ნიადაგზე, ნახსენებია 15 ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, რომე ლთაც ბრალი წაუყენეს. ზოგი მათგანი გადაწყვეტილების მო ლოდინშია, ზოგს უკვე შეე ფარდა სასჯელი, ზოგი კი საერთაშორისო ძებნაში იმყო ფება. ანგარიშში ასევე აღნიშ ნულია პოლიტიკურად მოტი ვირებული ძალადობის, უკანონო ელექტრონული თვალთვალისა და ოპოზიციურ ძალებზე ზეწო ლის ფაქტები, რომლებიც ადგი ლობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაფიქსირდა. ანგარიშის მიხედვით, სოცია ლური/ადამიანთაშორისი ძალა დობა, რაც მოიცავს ოჯახში ძალა დობას და პოლიტიკურად მოტი ვირებულ ძალადობას, ყველაზე პრობლემური იყო 2014 წლის განმავლობაში. სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, საქართველოში შეინიშ ნება უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობის ზრდა. ანგა რიშში საუბარია რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე, მოყვანილია სოფელ მოხეში მომხდარი ინციდენტი. ნახსე ნებია, ასევე, სექსუალური უმცი რესობების პრობლემები და მათ წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ფაქტები. ანგარიშში ასევე აღნიშნულია სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, სასჯელაღსრულების დაწესებუ ლებებში არსებული არასათანადო პირობები, შესაძლო პოლიტი კურად მოტივირებული საქმეები სასამართლოებში, უკანონო მოს მენები, პოლიტიკურ ოპოზიციაზე ზეწოლის ფაქტები და სხვა. ანგარიში, პიროვნულ უფლე ბებსა და თავისუფლებებთან ერთად, ადამიანის პოლიტიკურ უფლებებსაც ეხება. მიმოხილულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გაუმართლებელი შეზ ღუდვა პოლიტიკური ნიშნით. ივნისი, 2015 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესაძლო კანონდარღ- ვევები დაფიქსირდა 2015 წლის 26 ივნისს არა სამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანთა უფლებების ცენ ტრმა“ პრესკონფერენცია გა მართა, სადაც ისაუბრა სასჯე ლაღსრულების დაწესებულე ბებში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე. [გვ.3] >> ჟურნალისტებს კარიკატურის გამოქვეყნების გამო ემუქრებიან ინტერნეტპორტალ „rene ssans.ge“ს ჟურნალისტებს სიცოცხლის მოსპობით ემუ ქრებიან. [გვ.4] >> უცხოელებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება შეიძლება გამკაცრდეს 2015 წლის 23 ივნისს მთავრობის სხდომაზე ოკუპი რებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონ პროექტი განიხილეს. [გვ.6] >> www.gdi.ge www.facebook.com/gdi.ge ყოველთვიური გამოცემა

Upload: others

Post on 21-Oct-2020

8 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში2015 წლის 25 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმ წიფო დეპარ ტა მენტმა საქართველოში ადა მიანის უფლებათა შესა ხებ 2014 წლის ანგარიში გა მო აქვეყნა. მასში საუბარია საქართ ველოში არსებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე პოლიტიკურ ნია დაგზე, ნახსენებია 15 ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, პრემიერმი ნის ტრი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, რომელთაც ბრალი წაუყენეს. ზოგი მათგანი გადაწყვეტილების მოლო დინშია, ზოგს უკვე შეეფარდა სასჯელი, ზოგი კი საერ თა შორისო ძებნაში იმყოფება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის, უკანონო ელექტრონული თვალთვალისა და ოპოზიციურ ძალებზე ზეწოლის ფაქტები, რომ ლე ბიც ადგილობრივი თვით მმართ ველობის არჩევნების დროს დაფიქსირდა.

    ანგარიშის მიხედვით, სოციალური/ადამიანთაშორისი ძალადო ბა, რაც მოიცავს ოჯახში ძა ლადობას და პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას, ყველაზე

    პრობლემური იყო 2014 წლის განმავლობაში.

    სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, საქართველოში შეინიშნება უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობის ზრდა. ანგარიშ ში საუბარია რელიგიური უმცი რე სო ბების პრობლემებზე, მოყვა ნილია სოფელ მოხეში მომხდარი ინცი დენტი. ნახსენებია, ასევე, სე ქსუ ა ლური უმცირესობების პრობ ლე მები და მათ წინააღმდეგ მიმა რთუ ლი ძალადობის ფაქტები.

    ანგარიშში ასევე აღნიშნულია სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, სასჯელ აღსრულების დაწესებულე ბებში არსებული არასათანადო პირობები, შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სასამართლოებში, უკანონო მოსმენები, პოლიტიკურ ოპოზი ციაზე ზეწოლის ფაქტები და სხვა.

    ანგარიში, პიროვნულ უფლებებსა და თავისუფლებებთან ერთად, ადამიანის პოლიტიკურ უფლებებსაც ეხება. მიმოხილულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გაუმართლებელი შეზღუდ ვა პოლიტიკური ნიშნით.

    ივნისი, 2015

    სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესაძლო კანონ დარღ-ვევები დაფიქსირდა2015 წლის 26 ივ ნისს არასამ თავ რო ბო ორ გა ნი ზა ცი ამ „ადა მიანთა უფ ლე ბე ბის ცენტ რ მა“ პრეს კონ ფე რენ ცია გამარ თა, სა დაც ისა უბ რა სას ჯელაღ ს რუ ლე ბის და წე სე ბუ ლებებ ში ადა მი ან თა უფ ლე ბე ბის დარ ღ ვე ვის ფაქტებზე. [გვ.3] >>

    ჟურნალისტებს კარიკატუ რის გამოქვეყნების გამო ემუქრებიანინტერნეტპორტალ „renessans.ge“ს ჟურნალისტებს სიცოცხ ლის მოსპობით ემუქრებიან. [გვ.4] >>

    უცხოელებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება შეიძლება გამკაცრდეს2015 წლის 23 ივნისს მთავრობის სხდომაზე ოკუპირებული ტე რი ტორიებიდან იძუ ლებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და გან სახლების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილეს. [გვ.6] >>

    www.gdi.ge www.facebook.com/gdi.ge

    ყოველთვიური გამოცემა

    http://m.state.gov/md236526.htmhttp://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=18343&lang=geohttp://www.gdi.gewww.facebook.com/gdi.ge

  • გაეროს რეზოლუცია საქართველოში იძულე-ბით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ2015 წლის 3 ივნისს გაეროს გენე რალურმა ასამბლეამ 69ე სესიაზე მიიღო „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხ რეთ ოსეთიდან, საქართველო, იძუ ლე ბით გადა ადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია, რომლითაც აღიარა ამ პირთა უკან დაბრუნების უფლება და ხაზი გაუსვა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისათვის ჰუმანიტარული საქ მიანობის შეუფერხებლად განხორ ციელებისა და წვდომის გადაუდებელ აუცილებლობას, ასევე იძულებით გადა ადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მშვიდობიანად უკან დაბრუნების უზრუნ ველყოფის აუცილებლობას. რეზოლუციაში ყურადღება გამახვილებულია ამ პირთა საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვაზე.

    მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლა პა რაკებების მონაწილეებს, გაააქ ტი ურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რე გიონებში უსაფრთხოებისა და ადა მია ნის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძუ ლებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 75მა სახელმწიფომ 16ის წინააღმდეგ, ხოლო 78მა თავი შეიკავა.

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“: „ყოფილიმაღალჩინოსნების საქმეებშიშერჩევითი სამართლის ნიშნებია“2015 წლის 8 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამოაქვეყნა ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიში, რომელშიც საქართველოს 12 სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობაა განხილული. კვლე ვის თანახმად, სამართალდამცავი სტრუქტურები კვლავაც არასაკმარისად დამოუკიდებელნი არიან ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რაც გამოიხატება სამართლის შერჩევით გამოყენებაში ყოფილი თანამ დებობის პირების წინააღმდეგ წარმოებულ ზოგიერთ სისხლის სამართლის საქმესთან, ასევე, საარჩევნო კამპანიებში პოლიციის ჩარევის ფაქტებთან მიმართებაში. კვლევაში ნათქვამია, რომ ყოფილი თანამდებობის პი რე ბის რამდენიმე გახმაურებულმა სასამართლო პრო ცეს მა შეშფოთება გამოიწვია სასამართლო სისტე მის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

    ანგარიშში ასევე შეფასებულია სახალხო დამცველის აპარატის მუშაობა. კერძოდ, 2011 წელს სახალხო დამცველის ნდობის მაჩვენებელი 34%ს შეადგენდა, 2013 წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა და 28% შეადგინა. გამოკითხული ექსპერტების აზრით, კეთილსინდისიერების თვალსაზრისით სახალხო დამცველის აპარატში ყველაზე პრობლემურ საკითხს ახალი თანამშრომლების მიღება წარმოადგენს, რაც გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს. რამდენიმე შემთხვევაში თანამშრომლების აყვანა კონკურსის გარეშე მოხდა. ამგვარი პრაქტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახალხო დამცველის აპარატში კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას. ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგისთვის 40 ექსპერტი შეირჩა, თუმცა ჯგუფის რამდენიმე წევრის განცხადებით, მათ ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

    გიგი უგულავას საქმის მოსამართლესთან შესაძლო უკანონო გარიგების ფაქტი2015 წლის 24 ივნისს საქართველოს პროკურატურა განცხადებით გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის ეთერში გასულ გადაცემას „არჩევანი“. გადაცემაში ითქვა, რომ ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, გიგი უგულავას საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს, ავტოავარიის „დაფარვის“ სანაცვლოდ, ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას აიძულებდნენ. იუსტიციის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ გადაცემაში დაადასტურა, რომ 2015 წლის 22 იანვარს მომხდარ ავტოავარიაში მონაწილე ექვსი მანქანიდან ერთი მოსამართლე ლ.ჩხიკვაძეს ეკუთვნოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მოსამართლეზე ზეწოლის ფაქტის შესახებ ინფორმაცია მისთვის უცნობი იყო. საქართველოს პროკურატურამ უარყო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობის ბრალდებები და განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა, რის საფუძველზეც 2015 წლის 8 მაისს საქმეზე გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

    2 ივნისი, 2015

    http://www.un.org/press/en/2015/ga11651.doc.htmhttp://www.mfa.gov.ge/News/_____-______,-__%25http://www.mfa.gov.ge/News/_____-______,-__%25http://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/sakartvelos_erovnuli_antikorupciuli_sistemis_nis_shepaseba_2015.pdfhttp://pog.gov.ge/geo/news?info_id=724http://www.tabula.ge/ge/story/97600-prokuratura-avariis-saqme-romelshic-mosamartlec-monatsileobda-maisshi-shetskda

  • 56 წლის მამაკაცის გარ დაც-ვალება, სავარაუდოდ, შარდ-მდენის მიღებამ განაპირობა2015 წლის 18 ივნისს, 56 წლის ლევან აბზიანიძე ქ. ქუთაისის პოლიციის განყო ფილების დატოვებიდან რამ დენი მე საათში, სადაც იგი ნარკოლოგიუ რი შემოწმების მიზნით იმყოფე ბოდა, გარდაცვლილი იპოვეს პარკ ში. მა მა კაცის გარდაცვალების შესაძ ლო მი ზე ზად გარდაცვლილის ახლობლე ბი პოლიციელების მიერ მისთვის შარდმდენი პრეპარატის მიცემას ასახელებენ. ოჯახის წევრების ინფორ მაციით, ლ.აბზიანიძეს დაბალი წნე ვა ჰქონდა, რაზეც უარყოფითად იმოქ მედა შარდმდენმა პრე პარატმა. გამოძიება საქართველოს სსკის 115ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი.

    სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესაძლო კანონ-დარღ ვევები დაფიქსირდა2015 წლის 26 ივ ნისს არა სამ თავ რო ბო ორგა ნი ზა ცი ამ „ადამიანთა უფ ლე ბე ბის ცენ ტრ მა“ პრეს კონ ფე რენ ცია გა მარ თა, სა დაც ისა უბ რა სას ჯე ლაღ ს რუ ლე ბის და წე სე ბულე ბებ ში ადა მი ან თა უფ ლე ბე ბის დარ ღ ვევის ფაქტებზე. ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო წლებში მსგავსი უფლებადარღვევების მზარდი სტატისტიკა შეინიშნება. „ადამიანთა უფლებების ცენტრმა“ ჟურ ნა ლის ტებს 2015

    სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი გახდა2015 წლის 8 ივნისს საქართველოს პროკურატურამ პატიმარ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წაუყენა. საქმე 2014 წლის 22 სექტემბერს გ. ოქროპირიძის მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ეხება, სადაც იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ვინაიდან გამოძიებით არ დადასტურდა გ.ოქროპირიძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, თავად პატიმარს ბრალი წაუყენეს ცრუ დასმენაში (საქართველოს სსკის 373ე მუხლი). სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და გ.ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    ამ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურნენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მიუღებელია პირის პასუხისგებაში მი ცემა სახალხო დამცველისთვის განდობილი ინ ფორმაციისთვის, რომელიც სავარაუდო დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას შეეხებოდა. ორგანიზაცია გამოხატავს ეჭვს იმის თაობაზე, რომ ბრალის წაყენება უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ გ.ოქროპირიძეს სხვა საქმესთან დაკავშირებით შეფარდებული პატიმრობის ვადა 2015 წლის 11 ივნისს ეწურებოდა. სახალხო დამცველმა კი თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი პრეცედენტი ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს არა მხოლოდ გ.ოქროპირიძის მიმართ წაყენებული ბრალის დასაბუთებულობასა და მართებულობასთან დაკავშირებით, არამედ არსებითად აყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე სახელმწიფოს მიერ არაერთგზის ნაკისრ – წამების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებას. საქართველოს სახალხო დამცველი იშველიებს „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციის ფაკულტატიური ოქმის 21ე მუხლს, რომლის თანახმადაც, „არც ერთი ორგანო ან თანამდებობის პირი არ გამოიყენებს რაიმე სანქციას ან არ გასცემს სანქციის გამოყენების ბრძანებას ან ნებართვას რომელიმე პირის ან ორგანიზაციის მიმართ, მათ მიერ პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ნამდვილი თუ ყალბი ინფორმაციის მიწოდების გამო, ასევე არ შეზღუდავს ასეთ პირს ან ორგანიზაციას რაიმე სხვა წესით.“

    SHU

    TTER

    STO

    CK

    SHU

    TTER

    STO

    CK

    გაგრძელება >>

    3 ივნისი, 2015

    http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=18343&lang=geohttp://pog.gov.ge/geo/news?info_id=707https://gyla.ge/geo/news?info=2519http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelis-gancxadeba-giorgi-oqropiridzistvis-bralis-wayenebis-shesaxeb.page

  • წელს პა ტი მარ თა უფ ლე ბა დარღ ვე ვე ბის კონ კ რე ტუ ლი შემ თხ ვე ვე ბიც გა აც ნო.

    2015 წლის 8 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში, რო მე ლიც სას ჯე ლაღ ს რულე ბის N3 და წე სე ბუ ლე ბა ში არ სე ბულ მდგო მა რე ო ბას ასა ხავს. ან გა რი შის მიხედ ვით, კვლავ პრობ ლე მად რჩე ბა თანამ შ რომ ლე ბის მხრი დან პა ტიმ რე ბის მი მართ აგ რე სი უ ლი და მო კი დე ბუ ლე ბა, სა მე დი ცი ნო პერ სო ნა ლის მი ერ და ზია ნე ბე ბის კვა ლი ფი ცი უ რი დო კუ მენ ტირე ბა, და წე სე ბუ ლე ბის ად მი ნის ტ რა ციის მხრი დან მხო ლოდ ე.წ. სტა ტი კუ რი უსაფ რ თხო ე ბის ელე მენ ტე ბის გა მო ყენე ბა (განცალკევება, ელექ ტ რო ნუ ლი სა შუ ა ლე ბით მეთ ვალ ყუ რე ო ბა), რაც ვერ უზ რუნ ველ ყოფს უსაფ რ თხო ე ბი სა და წეს რი გის დაც ვას ისე, რომ არ დაირ ღ ვეს ადა მი ა ნის უფ ლე ბე ბი, გაზ რდი ლია დის ციპ ლი ნუ რი სახ დე ლე ბის გა მო ყე ნე ბის მაჩ ვე ნე ბე ლი, ისევ ხორცი ელ დე ბა ფსი ქი კუ რი პრობ ლე მე ბის მქო ნე პა ტი მარ თა სა მარ ტოო სა კან ში მო თავ სე ბა, სრუ ლად არ არის ხელ მისაწ ვ დო მი სა თა ნა დო სა მე დი ცი ნო მომსა ხუ რე ბა და არ ხდე ბა და წე სე ბუ ლე ბის საკ მა რი სი მე დი კა მენ ტე ბით მო მა რა გება. და წე სე ბუ ლე ბა ში არ არის საკ ვე ბი რა ცი ო ნი დი ა ბე ტით და ა ვა დე ბუ ლი პატიმ რე ბის თ ვის, საკ ვე ბის მომ ზა დე ბი სას არ არის გათ ვა ლის წი ნე ბუ ლი სხვა დას ხვა ეროვ ნე ბი სა და რე ლი გი უ რი კონ ფესი ე ბის წარ მო მად გე ნელ თა სა ჭი რო ე ბები. იმა ვე ან გა რი შის მი ხედ ვით, კვლავ პრობ ლე მად რჩე ბა და წე სე ბუ ლე ბის სანი ტა რი ულ ჰი გი ე ნუ რი მდგო მა რე ო ბა, მო უგ ვა რე ბე ლია ხე ლოვ ნუ რი ვენ ტი ლაცი ის, ბუ ნებ რი ვი გა ნა თე ბი სა და წყალმო მა რა გე ბის სა კითხე ბი.

    2015 წლის 25 ივ ნისს სას ჯე ლაღ სრუ ლე ბის N7 და წე სე ბუ ლე ბი დან სამი მსჯავ რ დე ბუ ლი ფი ზი კუ რი დაზი ა ნე ბე ბით კლი ნი კა ში გა და იყ ვანეს. სას ჯე ლაღ ს რუ ლე ბი სა და პრობა ცი ის სა მი ნის ტ როს განცხადებით, მსჯავრდებულები კრიმინალურ სუბკულტურას განეკუთვნებიან და მათ თვითდაზიანებები მას შემდეგ მიიყენეს, რაც სხვა დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნაზე უარი მიიღეს.

    ჟურნალისტებს კარიკატუ-რის გამოქვეყნების გამო ემუქრებიან ინტერნეტპორტალ „renessans.ge“ს ჟურნალისტებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მუ ქა რის მი ზე ზი გახ და პორ ტა ლის მი ერ გა მოქ ვეყ ნე ბუ ლი კა რი კა ტურა, რო მელ ზე გა მო სა ხუ ლი შე ნო ბაც მუს ლიმ თა გარკ ვე ულ მა ნა წილ მა მე ჩე თად და, შე სა ბა მი სად, ის ლა მის შე უ რაცხ ყო ფად აღიქ ვა. მუ ქა რის ავ ტო რი მარ ნე ულ ში და არ სე ბუ ლი იმამ ალის სა ხე ლო ბის საქ ველ მოქ მე დო ფონ დის ხელ მ ძღ ვა ნე ლი ჯ. გურ ბა ნო ვი ა, რო მელ მაც ჟურ ნა ლის ტებს მუ ქა რის წე რი ლე ბი მის წე რა. „თუ ამ კარი კა ტუ რას არ წაშ ლით, თუ ამ შე უ რაცხ ყო ფას გა აგ რ ძელებთ, ალაჰს ვფი ცავ, რომ თქვე ნი სის ხ ლი და იღ ვ რე ბა. ვფი ცავ იმ ღმერთს, რომ ლი საც არ გწამთ, ჩე მი ხე ლებით წა გაც ლით თავს. დარ წ მუ ნე ბუ ლი ვარ, რომ თქვე ნი სის ხ ლი უფ რო ძვირ ფა სი ა, ვიდ რე თქვე ნი კალ მის მელა ნი“, – წერს იგი ჟურ ნა ლის ტებს. ჟურ ნა ლის ტე ბის მი მარ თ ვის სა ფუძ ველ ზე სა მარ თალდამ ცავ მა ორ გა ნო ებ მა გა მო ძი ე ბა და იწყეს. აღ ნიშ ნულ ფაქტს უკ ვე გამოეხმაურნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო და საია.

    ინ ტერ ნეტ პორ ტა ლი „renessans.ge“ რამ დე ნი მე თვის წინ და არ ს და. მი სი ჟურ ნა ლის ტე ბი ეთ ნი კუ რად აზერ ბა იჯა ნე ლე ბი არი ან. ისი ნი აშუ ქე ბენ სა ქარ თ ვე ლო ში მცხოვრე ბი ეთ ნი კუ რად აზერ ბა ი ჯა ნე ლი ხალ ხის პრობ ლე მებს. მა თი სტა ტი ე ბი ასე ვე ეხე ბა რე ლი გი უ რი ფა ნა ტიზ მი სა და ცრურ წ მე ნის კრი ტი კას.

    სასამართლომ ე.წ. კაბე ლების საქმეზე ბრალდებულების გათა-ვისუფლების გადა-წყვეტი ლება მიიღო2015 წლის 19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის 5 წევრის პირადი თავდებობით განთავისუფლდნენ. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა წინასწარი პატიმრობის ნაცვლად 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

  • მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი პატიმრობიდან გათავისუფლდნენორწლიანი პატიმრობის შემდეგ მიკაილ კადიევმა და რიზვან ომაროვმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს. ისინი 2013 წლის 13 ივნისს დააკავეს, რასთან დაკავშირებითაც შსსმ გაავრცელა განცხადება, რომ მომზადების ეტაპზე აღკვეთილ იქნა მათ მიერ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. ამ განცხადების მიუხედავად, დაკავებულებს ბრალი იარაღის უკანონო ტარების მუხლით წაუყენეს. ბრალდებულები კი აცხადებდნენ, რომ მათ იარაღი შსსს თანამშრომლებმა ჩაუდეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.კადიევსა და რ.ომაროვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის გენერალურმა პრო კურატურამ საქართველოსგან მ.კადიევის ექსტრადირება ორ ჯერ მოითხოვა. მ.კადიევმა მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა შესაბამის უწყებას, რაზეც უარი მიიღო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეს გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად ცნო. გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ სამინისტროს დაავალა, გადაეხედა უარყოფითი გადაწყვეტილება მ.კადიევისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქმეს ამ ეტაპზე საკასაციო სასამართლო განიხილავს.

    პოლიციელის სამსა ხუ რიდან გათა-ვი სუფ ლე ბის მიზეზი სავარაუდოდ მისი ქუთაისის საკრებუ ლოს დეპუტატ თან დაპირისპირება გახდაქუთაისის მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომელი, ათმეთაური იმედა კირკიტაძე დაკავებული პოზიციიდან 2015 წლის 1 აპრილს გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ქუთაისის იუსტიციის სახლის იმავე სამსახურში რიგითად გადაიყვანეს. აღნიშნულამდე რამდენიმე თვით ადრე ი. კირკიტაძესა და ქუთაისის საკრებულოს წევრ კახა დვალიშვილს შორის მომხდარა დაპირისპირება. თვითმხილველების განმარტებით, დაცვის პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დეპუტატი ჯერ სიტყვიერად, მოგვიანებით კი ფიზიკურად გაუსწორდა. ამის მიზეზი გახდა პოლიციელის მიერ დეპუტატისთვის მიცემული მითითება ავტომანქანის კონკრეტული პერიმეტრიდან გადაადგილების თაობაზე. დეპუტატსა და პოლიციის თანამშრომელს შორის დაპირისპირების გამო საქმე მიმდინარეობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173ე მუხლით, რომელიც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. თავად ი.კირკიტაძეც თავისი გათავისუფლების ფაქტს ზემოაღნიშნულ ინციდენტს უკავშირებს, თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურს. განმარტებას არ აკეთებს არც ქუთაისის მერიის დაცვის სამსახური.

    შსს-ს და პროკურატურას გ. კლდიაშვილის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) დირექტორის გ.კდლიაშვილის სარჩელი და შსსს და საქართველოს პროკურატურას, მისი უკანონოდ დაკავების გამო, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

    შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს შსსმ გ.კლდიაშვილი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა. დაკავების მიზეზი გახდა გ.კლდიაშვილის კუთვნილი და მასზე ოფიციალურად რეგისტრირებული ცეცხლსას რო ლი საკოლექციო იარაღის გადატანა ხელოსანთან შსსს მომსახურების სააგენტოს ნებართ ვის გარეშე. 3საათიანი დაკითხვის შემდგომ გ.კლდიაშ ვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მო თავსების იზოლატორში, ე.წ. „მოდულის“ შენობაში, სადაც მან 2 დღე დაჰყო.

    SHU

    TTER

    STO

    CK

    5 ივნისი, 2015

    http://ick.ge/rubrics/humanrights/22254-i.htmlhttp://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=18320&lang=geohttps://idfi.ge/ge/ngo-statement-giorgi-kldiashvili

  • ადამიანის უფლებათა დაც-ვის კომიტეტმა მარიხუანას მოხმარების გამო პატიმრო -ბის გაუქმებას მხარი დაუჭირა2015 წლის 30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრის გ. ხაჩიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელეს და მის ნაწილს მხარი დაუჭირეს. საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალებების – კანაფის და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის, შენახვის და ექიმის დანიშნულების გარეშე განმეორებით მოხმარების შემთხვევებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელების შემსუბუქებას/ლიბერალიზებას. მხარდაჭერილი ინიციატივით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 500 ლარიდან 100 ლარამდე შემცირდება, ასევე გაუქმდება 15დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარება ისევ კრიმინალიზებული რჩება, თუმცა პირს სასჯელად პატიმრობა აღარ დაეკისრება.

    21 ივლისს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე გ. ხაჩიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

    პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა აფთიაქების სამი ქსელი დააჯარიმაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა აფთიაქების სამი ქსელი დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ქსელის აფთიაქებში აწარმოებდნენ როგორც ვიდეოკონტროლს, ასევე მომხმარებელსა და ფარმაცევტს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მიიჩნია, რომ აფთიაქებს ჰქონდათ კანონიერი მიზანი – სააფთიაქო ქსელში მომსა ხურების ხარისხის კონტროლი, თუმცა ჩათვალა, რომ ამ ფორმითა და მასშტაბით მონაცემთა დამუშავება არ იყო მიზნის მიღწევის ადეკვატური და პროპორციული საშუალება. შესაბამისად აუდიომონიტორინგის განხორციელება წარმოადგენდა არაპროპორციულ ჩარევას მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში და ეწინააღმდეგებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე4 მუხლით დადგენილ პრინციპს. სამივე სააფთიაქო ქსელს შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, დაევალა აუდიო მონიტორინგის განხორციელების შეწყვეტა და მოპოვებული მასალის სრულად განადგურება 2015 წლის 1 ივლისამდე.

    უცხოელებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება შეიძლება გამკაცრდეს 2015 წლის 23 ივნისს მთავრობის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილეს. კანონპროექტის მიხედვით, ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებელი პირის სტატუსის მინიჭების წესში შეტანილ იქნება გარკვეული ცვლილებები. ამ ცვლილებების მიხედვით, პირს სისხლის სამართლის დევნა მოეხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შემოდის იმ ქვეყნიდან, სადაც დევნიან. ხოლო თუ პირი შემოდის მესამე ქვეყნის გავლით, იგი არ გათავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და გან სახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ზემოხსენებული ცვლილებები ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესით არის განპირობებული.

    6 ივნისი, 2015

    http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/adamianis-uflebata-dacvisa-da-samoqalaqo-integraciis-komiteti/axali-ambebi-adamianis/adamianis-uflebata-dacvisa-da-samoqalaqo-integraciis-komitetis-sxdoma30062015.pagehttp://www.netgazeti.ge/GE/105/News/48052/http://personaldata.ge/ge/personalur-monatsemta-datsvis-inspeqtorma-sami-saaftiaqo-qseli-aversi-geofarmi-psp-da-sakhalkho-aftiaqi-daadjarima/353http://www.liberali.ge/ge/liberali/news/126540/

  • პროექტი დაფინან სებუ ლია ნი დერ ლან დების სა მე ფოს სა გა რეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის მიერ

    დ. გამრეკელის ქ.N2, III სართული, თბილისი 0194, საქართველო | ტელ/ფაქსი: (+995 32) 272 80 08 [email protected] | www.gdi.ge

    1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე1925 წელს, ჟენევაში, მსოფლიო ბავშვთა კონფერენციაზე 1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღედ გამოცხადდა. ეს თარიღი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. 1 ივნისი ბავშვთა უფლებების მდგომარეობის მიმოხილვას და მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას ეთმობა.

    14 ივნისი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა14 ივნისს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1995 წლის 14 ივნისს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 12 აპრილს საქართველოს პარლამენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.

    26 ივნისი – გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღე26 ივნისი გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეა – 1997 წლის 12 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 52/145 რეზოლუციით, 26 ივნისი გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს თარიღი ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში წამება დანაშაულია და მისი აკრძალვა ადამიანის აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს.

    UNESCO-მ განათლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნაUNESCOმ გამოაქვეყნა მონიტორინგის ანგა რიში სახელწოდებით „განათლება ყველასთვის 2000–2015: მიღწევები და გამოწვევები“, რომელიც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, განათლების კუთხით არსებულ მდგომარეობას ეხება. ანგარიშის თანახმად, გენდერული ბალანსის უზრუნველყოფის მცდელობის მიუხედავად, საქართველოში, ირანში, ნიგერიასა და პაკისტანში, ასევე ავსტრალიაში გამოცემულ სახელმძღვანელოებში კვლავ შეიმჩნევა გენდერული დისკრიმინაციის პრობლემა. ანგარიშის ავტორთა აზრით, კიდევ ერთ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას საქართველო, წარმოადგენს ის, რომ „სახელმძღვანელოების დაწერისათვის, გზამკვლევების შექმნისათვის და მათი დამტკიცებისათვის პასუხისმგებელ პირებს აკლიათ გენდერული სენსიტიურობის შესახებ ადეკვატური ცოდნა.“

    საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა2015 წლის 12 ივნისს საქართველოს პრე ზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. 180 მათგანმა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება, ხო ლო დანარჩენ 46 მსჯავრ დებულს სასჯელი სხვადასხვა ფორმით შეუმ ცირდა.

    7 ივნისი, 2015

    mailto:info%40gdi.ge?subject=http://www.gdi.gehttp://unesdoc.unesco.org/images/0023/002322/232205e.pdf