გოჩა კურტანიძე: „სოფელი და შრომა უნდა...

8
გოჩა კურტანიძე: „სოფელი და შრომა უნდა შეიყვარო ბავშვობიდან“ იმუშავებს თუ არა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა მეფუტკრის რჩევები რუბრიკა „ჩემი მამული“ ღვაწლმოსილი პედაგოგის საჩუქარი მუზეუმს ღონისძიებები საღანძილისა და წყალაფორეთის სკოლებში გვექნება თუ არა უკეთესი მოსავალი ნაკლები დანახარჯით სოფლის მეურნეობის კოოპერატივები საქართველოში საბავშვო ბიბლიოთეკაში ოკუპაციის დღე აღინიშნა როგორ მოვუაროთ ხეხილს ადრე გაზაფხულზე 2 გვ. 4 გვ. 3-4 გვ. 5 გვ. 5 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6 გვ. დღეს ნომერშია განცხადებები ამინდი 7-8 გვ. 8 გვ. გვ. 3 ამბების აკიდო გვ. 2 გახდება თუ არა ნოდარ ებანოიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრებმა „თავისუფალი დემოკრატები- დან“ კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები დატოვეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თა- ნამდებობაზე ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის, კანდიდატურა დასახელდა. ის ამჟამად ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. როდის გადაწყდება, ვინ დაიკავებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, სულ რამდენი კანდიდატია დასახელებული, რამ- დენად ელოდება, რომ ამ თანამდებობას დაიკავებს, - ამ შეკითხვებით ნოდარ ებანოიძეს მივმართეთ. ნოდარ ებანოიძე: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თა- ნახმად, პარლამენტის ბიუროსთვის თანამდებობების დატოვების შესახებ წერილობითი განცხადების მიმართვიდან ორი კვირის განმავლობაში პარლამენტი თავის სხდომაზე ირჩევს კომიტეტის ახალ თავმჯდომარეებს. მიუხედავად იმისა, რომ სამი კომიტეტის თავმჯდომარეებმა განაცხადეს პოსტების დატოვების შესახებ, მათ პარლამენტის ბიუროსთვის, რომლის ბოლო სხდომა შედგა 23 თებერვალს, ოფიციალურად არ მიუმართავთ. აქედან გამომდინარე, ვადის ათვლა დაიწყება ასეთი მიმართვის შემდეგ. ბიუროს რიგითი სხდომა გაიმართება 2 მარტს. ოფიციალურად კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები არ დასა- ხელებულა. გავრცელდა ინფორმაციები ცალკეულ დეპუტატებზე, რომ- ლის წყარო ძირითადად პოლიტიკური ჯგუფები და მედიასაშუალებებია. კანდიდატებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მოხდება შეჯერება უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ. თითოეული კომიტე- ტის ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება რამდენიმე კანდიდატურა. პირადად ვფიქრობ, რომ არცთუ წარუმატებლად ვეწევი საქმიანობას ამჟამად დაკავებულ თანამდებობაზე და უმჯობესი იქნება აქვე გავაგრ- ძელო საქმიანობა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს (მით უფრო ამჟამად მიმდინარე ეკონომიკური პროცე- სებიდან გამომდინარე) და გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იქნება,“ -ამბობს ნოდარ ებანოიძე. ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობა დატოვა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობა 22 თებერვალს დატოვა. მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ- თან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. „დასამალი არ არის, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ირაკ- ლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით, დავბრუნებოდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ არსებულ ვითარებაში მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის დროული და ხელს შეუწყობს როგორც იმერეთის რეგიონის განვითარებას, ასევე მიმდინარე პროცესების ეფექტურ წარ- მართვას,“ - აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა. მან შეაჯამა თავისი საქმიანობა და განაცხადა, რომ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით იმერეთი იყო საუკეთესო. „თანამდებობა მარტო უფლებამოსილება და პირადი კომფორტი კი არ არის, არამედ, ეს პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა როგორც ხალხის, ასევე საკუთარი თავის წინაშე,“ - აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა. ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა დატოვა ალექსანდრე იოსებაშ- ვილმა. იმერეთის გუბერნატორად გივი ჭიჭინაძე დაინიშნა იმერეთის მხარის გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გივი ჭიჭინაძე დანიშნა. გივი ჭიჭინაძე თბილისის ვაკის რაიონის გამგებლად მუშაობდა. 2013 წლის თებერვალში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს აღმას- რულებელი მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს. მის ძირითად საქმიანო- ბაში პარტიის საორგანიზაციო და რეგიონული საკითხების მოგვარება შედიოდა. გივი ჭიჭინაძე 24 თებერვალს შეხვდა იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და რეგიონში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მორიგი ცვლილება ბიუჯეტში ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. სოფელ ვახანის, ლეღვანის, კიცხისა და ვარძიის საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემების მოწყობის სამუშაოების ასანაზღაურებლად ბიუჯე- ტიდან 66,4 ათასი ლარი გამოიყო; ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულის (საკრებულო) ელექტ- რონულ ქსელზე დასაერთებლად - 7,5 ათასი ლარი; საკრებულოს სამი ოთახის რემონტისთვის - 9,8 ათასი ლარი; ყოფილი პოლიციის შენობის პირველი სართულის ოთახების რემონ- ტისთვის - 16,5 ათ. ლარი; ხევის საზოგადოებრივი სახლის გენერატორის შესაკეთებლად 2,0 ათასი ლარი. სულ ზემოთ ჩამოთვლილის დასაფინანსებლად საჭიროა 102,2 ათასი ლარი. როგორც საფინანსო სამსახურისგან საკრებულოსთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, ზემოთ აღნიშნული დაფინანსდება 2015 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან. „სასწრაფო” ბინას იცვლის ხარაგაულში ყოფილი პოლიციის შენობის პირველ სართულზე ოთახების გასარემონტებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 500 ლარი გამოიყო. „ამ ოთახებში, გარემონტების შემდეგ, პროფესიული საქმიანობისას უამრავი საინტერესო ამბის მომსწრე ვხდები. რუბრიკისთვის, „ჩემი მამუ- ლი“, სოფლად მცხოვრებ მეურნეს ვეძებდი. მოახლოებულ დედის დღესთან დაკავშირებით კი მრავალ- შვილიანი დედის გაცნობა მსურდა. ჩემდა გასახარად, აღმოვჩნდი არაჩ- ვეულებრივ ოჯახში, სადაც ოჯახის თავკაცი საკუთარ მეურნეობაში შრომით არჩენს ხუთშვილიან ოჯახს. ღორეშაში, კვადოურის უბანში მცხოვრებ გოჩა კურტანიძის ოჯახ- ზე მსურს გიამბოთ. გოჩა კურტანიძე ღორეშაში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის პოლიტექნიკური ინს- ტიტუტის სამშენებლო ფაკულ- ტეტზე გააგრძელა. ინსტიტუტის წარჩინებით დასრულების შემდეგ რუსეთში სასოფ- ლო-სამეურნეო აკა- 27 თებერვალი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 7 (627) www.chkh.org

Upload: others

Post on 04-Feb-2020

10 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: გოჩა კურტანიძე: „სოფელი და შრომა უნდა შეიყვარო …chemikharagauli.com/uploads/secbanners/7-627-2015w.pdf2

გოჩა კურტანიძე: „სოფელი და შრომა უნდა შეიყვარო ბავშვობიდან“

იმუშავებს თუ არა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა

მეფუტკრის რჩევები

რუბრიკა „ჩემი მამული“

ღვაწლმოსილი პედაგოგის საჩუქარი მუზეუმს

ღონისძიებები საღანძილისა და წყალაფორეთის სკოლებში

გვექნება თუ არა უკეთესი მოსავალი ნაკლები დანახარჯით

სოფლის მეურნეობის კოოპერატივები საქართველოში

საბავშვო ბიბლიოთეკაში ოკუპაციის დღე აღინიშნა

როგორ მოვუაროთ ხეხილს ადრე გაზაფხულზე

2 გვ.

4 გვ.

3-4 გვ.

5 გვ.

5 გვ.

3 გვ.

4 გვ.

5 გვ.

6 გვ.

დღეს ნომერშია

განცხადებები

ამინდი

7-8 გვ.

8 გვ.

გვ. 3

ამბების აკიდო

გვ. 2

გახდება თუ არა ნოდარ ებანოიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის წევრებმა „თავისუფალი დემოკრატები-დან“ კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები დატოვეს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თა-ნამდებობაზე ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის, კანდიდატურა დასახელდა. ის ამჟამად ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

როდის გადაწყდება, ვინ დაიკავებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, სულ რამდენი კანდიდატია დასახელებული, რამ-დენად ელოდება, რომ ამ თანამდებობას დაიკავებს, - ამ შეკითხვებით ნოდარ ებანოიძეს მივმართეთ.

ნოდარ ებანოიძე: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თა-ნახმად, პარლამენტის ბიუროსთვის თანამდებობების დატოვების შესახებ წერილობითი განცხადების მიმართვიდან ორი კვირის განმავლობაში პარლამენტი თავის სხდომაზე ირჩევს კომიტეტის ახალ თავმჯდომარეებს.

მიუხედავად იმისა, რომ სამი კომიტეტის თავმჯდომარეებმა განაცხადეს პოსტების დატოვების შესახებ, მათ პარლამენტის ბიუროსთვის, რომლის ბოლო სხდომა შედგა 23 თებერვალს, ოფიციალურად არ მიუმართავთ. აქედან გამომდინარე, ვადის ათვლა დაიწყება ასეთი მიმართვის შემდეგ. ბიუროს რიგითი სხდომა გაიმართება 2 მარტს.

ოფიციალურად კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები არ დასა-ხელებულა. გავრცელდა ინფორმაციები ცალკეულ დეპუტატებზე, რომ-ლის წყარო ძირითადად პოლიტიკური ჯგუფები და მედიასაშუალებებია.

კანდიდატებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მოხდება შეჯერება უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ. თითოეული კომიტე-ტის ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება რამდენიმე კანდიდატურა. პირადად ვფიქრობ, რომ არცთუ წარუმატებლად ვეწევი საქმიანობას ამჟამად დაკავებულ თანამდებობაზე და უმჯობესი იქნება აქვე გავაგრ-ძელო საქმიანობა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს (მით უფრო ამჟამად მიმდინარე ეკონომიკური პროცე-სებიდან გამომდინარე) და გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იქნება,“ -ამბობს ნოდარ ებანოიძე.

ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობა დატოვაიმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობა 22

თებერვალს დატოვა. მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ-თან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

„დასამალი არ არის, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ირაკ-ლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით, დავბრუნებოდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ არსებულ ვითარებაში მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის დროული და ხელს შეუწყობს როგორც იმერეთის

რეგიონის განვითარებას, ასევე მიმდინარე პროცესების ეფექტურ წარ-მართვას,“ - აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა.

მან შეაჯამა თავისი საქმიანობა და განაცხადა, რომ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით იმერეთი იყო საუკეთესო.

„თანამდებობა მარტო უფლებამოსილება და პირადი კომფორტი კი არ არის, არამედ, ეს პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა როგორც ხალხის, ასევე საკუთარი თავის წინაშე,“ - აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა.

ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა დატოვა ალექსანდრე იოსებაშ-ვილმა.

იმერეთის გუბერნატორად გივი ჭიჭინაძე დაინიშნაიმერეთის მხარის გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი

ღარიბაშვილმა გივი ჭიჭინაძე დანიშნა. გივი ჭიჭინაძე თბილისის ვაკის რაიონის გამგებლად მუშაობდა.

2013 წლის თებერვალში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს აღმას-რულებელი მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს. მის ძირითად საქმიანო-ბაში პარტიის საორგანიზაციო და რეგიონული საკითხების მოგვარება შედიოდა.

გივი ჭიჭინაძე 24 თებერვალს შეხვდა იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და რეგიონში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

მორიგი ცვლილება ბიუჯეტშიხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. სოფელ ვახანის, ლეღვანის, კიცხისა და ვარძიის საბავშვო ბაღებში

გათბობის სისტემების მოწყობის სამუშაოების ასანაზღაურებლად ბიუჯე-ტიდან 66,4 ათასი ლარი გამოიყო;

ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულის (საკრებულო) ელექტ-რონულ ქსელზე დასაერთებლად - 7,5 ათასი ლარი;

საკრებულოს სამი ოთახის რემონტისთვის - 9,8 ათასი ლარი;ყოფილი პოლიციის შენობის პირველი სართულის ოთახების რემონ-

ტისთვის - 16,5 ათ. ლარი;ხევის საზოგადოებრივი სახლის გენერატორის შესაკეთებლად 2,0

ათასი ლარი.სულ ზემოთ ჩამოთვლილის დასაფინანსებლად საჭიროა 102,2 ათასი

ლარი.როგორც საფინანსო სამსახურისგან საკრებულოსთვის წარდგენილ

მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, ზემოთ აღნიშნული დაფინანსდება 2015 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან.

„სასწრაფო” ბინას იცვლისხარაგაულში ყოფილი პოლიციის შენობის პირველ სართულზე

ოთახების გასარემონტებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 500 ლარი გამოიყო. „ამ ოთახებში, გარემონტების შემდეგ,

პროფესიული საქმიანობისას უამრავი საინტერესო ამბის მომსწრე ვხდები. რუბრიკისთვის, „ჩემი მამუ-ლი“, სოფლად მცხოვრებ მეურნეს ვეძებდი. მოახლოებულ დედის დღესთან დაკავშირებით კი მრავალ-შვილიანი დედის გაცნობა მსურდა. ჩემდა გასახარად, აღმოვჩნდი არაჩ-ვეულებრივ ოჯახში, სადაც ოჯახის თავკაცი საკუთარ მეურნეობაში შრომით არჩენს ხუთშვილიან ოჯახს.

ღორეშაში, კვადოურის უბანში მცხოვრებ გოჩა კურტანიძის ოჯახ-ზე მსურს გიამბოთ.

გოჩა კურტანიძე ღორეშაში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის პოლიტექნიკური ინს-ტიტუტის სამშენებლო ფაკულ-ტეტზე გააგრძელა. ინსტიტუტის წარჩინებით დასრულების შემდეგ რუსეთში სასოფ-ლო-სამეურნეო აკა-

27 თებერვალი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№7 (627)

www.chkh.org

Page 2: გოჩა კურტანიძე: „სოფელი და შრომა უნდა შეიყვარო …chemikharagauli.com/uploads/secbanners/7-627-2015w.pdf2

2 xtvb [fhfufekb 27 თებერვალი, 2015 წ.

ამბების აკიდო

გვ. 6

პირველი გვერდიდან

ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური გადმოდის, - აღნიშნა 23 თებერვალს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა, - თუ დროულად გავურემონტებთ ამ ოთახებს, დამატებით ახალ მანქანასა და ახალ ინვენტარს გვპირდებიან.“

საზოგადოებრივი ცენტრი ღორეშაშიღორეშის ადმინისტრაციულ შენობაში სოფლის საზოგადოებრივი

ცენტრის გახსნაა დაგეგმილი. მუნიციპალიტეტისგან ფართის გადა-ცემისთანავე იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს ამ შენობის რეკონსტრუქ-ციას. ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა 23 თებერვალს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გაავრცელა.

ღორეშელები სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლებენ ყველაზე მოთხოვნადი 200-ზე მეტი სერვისით. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომ-სახურებებით სარგებლობისათვის ღორეშელებს ხარაგაულში წასვლა აღარ მოუწევთ.

ღორეშაში საზოგადოებრივი ცენტრის ასამოქმედებლად საჭირო ორ სპეციალისტს კონკურსის წესით შეარჩევს მუნიციპალიტეტი. დანარჩენზე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენ-ტო იზრუნებს.

გამგებლის თქმით, ღორეშის საზოგადოებრივი ცენტრის ჩამო-საყალიბებლად პროცედურები 20 აპრილს დასრულდება.

მისივე ინფორმაციით, ანალოგიური საზოგადოებრივი ცენტრის აუცი-ლებლობა სოფელ კიცხშიც დგას. „ჩვენ იქ შენობა არ გვაქვს, მაგრამ დავიწყებთ მუშაობას შესაბამისი თანხების მობილიზებისათვის. ვფიქ-რობთ, კარგი მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელია წლის ბოლომდე ეს თანხები მოვიპოვოთ და დავიწყოთ პროცედურები კიცხში ანალოგიური სახლის პრეზენტაციისათვის,“ - ამბობს გამგებელი.

როდის გამოცხადდება კონკურსიხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის

ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ვაკანტურ თანამდებობებ-ზე კონკურსი დაახლოებით 18 აპრილს გამოცხადდება.

ღორეშის საზოგადოებრივი ცენტრის ორ ახალ საშტატო ერთეულსა და ასევე ხევის საზოგადოებრივი ცენტრის ერთ ვაკანსიაზე კი, სადაც ამჟამად მოვალეობის შემსრულებელია დანიშნული, კონკურსის გამო-ცხადება 18 აპრილამდე გაცილებით ადრეა განსაზღვრული.

„სერვისების განვითარების სააგენტო იუსტიციის სასწავლო ცენტრთან შუამდგომლობას დაგვპირდა, რომ ამ კონკრეტულ სამ თანამდებობაზე იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ჩაატაროს კონკურსი გაცილებით ადრე, ვიდრე ამას გამოცდების ეროვნული ცენტრი გვპირდება, - ამბობს გამ-გებელი კობა ლურსმანაშვილი.

ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თა-

ნაშემწე ქეთევან ლურსმანაშვილი სამუშაოდ თბილისში გადადის. ის თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის სახაზინო განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად დაინიშნა.

ქეთევან ლურსმანაშვილმა ხარაგაულში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში ტესტირებისას ყველაზე მაღალი შედეგი მიიღო. რა გახდა მისი თბილისში წასვლის მიზეზი, - ამის შესახებ თავად ქეთევან ლურს-მანაშვილი განმარტავს:

-სანამ ხარაგაულში გავივლიდი კონკურსს, გავიარე ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი, შემდგომ - ხარაგაულის. საჯარო სამ-სახურის ბიუროს საიტზე გამოცხადდა ვაკანსიები თბილისის მერიაში. გავაკეთე განაცხადი ჩემი პროფესიის მიმართულებით.

მალე დავდექი არჩევანის წინაშე, - მუშაობა გამეგრძელებინა ხა-რაგაულში საკრებულოს თანაშემწის პოზიციაზე, თუ ჩემი პროფესიით დავსაქმებულიყავი. არჩევანი გავაკეთე პროფესიულ ზრდაზე.

ბევრი მეუბნება, ხარაგაულს რომ ტოვებ, ცუდიაო, მაგარამ ხარაგაულს უფრო მეტად გამოვადგები, თუ პროფესიულ ცოდნას გავიღრმავებ.

ხარაგაულელებთან მაქვს ერთგვარი პასუხისმგებლობა და რომ ვის-მენ წუხილს ჩემ წამოსვლასთან დაკავშირებით, განვიცდი ძალიან. იმედი მაქვს, დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება სამომავლოდ გაამართლებს. დღეს თბილისის მერიაში ვზივარ, მაგრამ ხარაგაულში ვარ მთელი სულითა და გულით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის ინფორმაციით, ახალი თანაშემწის ვინაობას ორშაბათს და-ასახელებს.

„ვეხმიანებით პრემიერის ინიციატივას”ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი

„ქამრების შემოჭერის“ აუცილებლობაზე საუბრობს. „გამგეობა ვიზრუნებთ იმაზე, რომ ადმინისტრაციული ხარჯები შევამციროთ, - განაცხადა მან საკრებულოს ბიუროს 23 თებერვალს გამართულ სხდომაზე, - პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მოწოდება „ქამრების შემოჭერის“ თვალსაზრისით. ჩვენც შევეცდებით, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება. საკრებულოს უახლოეს სხდომებზე შემოვალთ ინიციატივით, რომ შემცირდეს გამგე-ობის საპრემიო ფონდი. ხარაგაულის აღმასრულებელი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე ეხმიანება პრემიერის ინიციატივას და ჩვენ ვიწყებთ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას. გარდა საპრემიო ფონდისა, გავივლით სხვა თემებს, სად შეიძლება რესურსები მოიძებნოს. საკმაოდ სოლიდურ თანხებს მოვიძიებთ იმისათვის, რომ სხვადასხვა მიმართუ-ლებებით უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი ინტერესი,“ - ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

„კარგია, რომ თქვენ თვითონ გააჟღერეთ ინიციატივა საპრემიო ფონდთან დაკავშირებით, - მიმართა გამგებელს საკრებულოს თავმჯ-დომარე ინგა მაღრაძემ, - კარგი იქნება, თუ თანამდებობის პირები უარს ვიტყვით ყოველგვარი დანამატებისა და

-ბატონო სიმონ, დიდი ხანია მას-წავლებელთა პროფესიული განვი-თარების ახალ სქემაზეა საუბარი. როგორც იქნა, გამოჩნდა. რა არის ეს სქემა. იქნებ თქვენც შეგვიფასოთ და გვითხრათ, რამდენად რეალის-ტურად მიგაჩნიათ მისი ამოქმედება.

-მასწავლებლის განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანია, რომ ერთის მხრივ მოიზიდოს უკეთესი მასწავლებლები და მეორეს მხრივ, ისი-ნი, ვინც სისტემაში არიან, წაახალისოს, რომ განვითარდნენ, უფრო დახვეწონ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა.

ვფიქრობ, რომ ამ ორივე მიზან-თან მიმართებაში ეს სქემა ძალიან პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი პრობლემაა ის, რომ ეს სქემა ეფუძნება წარმოდგენას ადა-მიანების შესახებ - ადამიანები იქცე-ვიან ისე, როგორც წარმოუდგენიათ

გადაწყვეტილების მიმღებებს, - რომ ისინი არიან რაციონალურები, რომ ისინი ძირითადად ხელმძღვანელობენ რაღაც ეკონომიკური მიზნებით, რომ გაიუმჯობესონ დაფინანსება და სხვ.

სინამდვილეში ადამიანი სკოლაში მუშაობს მიკროსაზოგადოებაში, რო-მელსაც აქვს თავისი ღირებულებები და კულტურა. ნებისმიერი ასეთი ორ-განიზაცია ინტერპრეტირებას ახდენს პოლიტიკური ინსტრუმენტების ისე, როგორც მათი კულტურისთვის არის დამახასიათებელი. ანუ, ის, რომ ვიღაც ფიქრობს, - ეს სისტემა იქნება წამახალი-სებელი, - არ ნიშნავს იმას, რომ ადგილ-ზეც იქნება წამახალისებლად გაგებული. სინამდვილეში ეს შეიძლება ზედმეტი ბარიერი იყოს ადამიანის კარიერული ზრდისთვის, ან შეიძლება ზოგიერ-თისთვის ეს იყოს შეურაცხმყოფელი, ზოგისთვის - პირიქით, შესაძლოა იყოს სასიხარულო იმიტომ, რომ ეს შეიძლება აძლევდეს უფრო მეტ ძალაუფლებას.

-შეიძლებოდა ამ ფაქტორის გათ-ვალისწინება?

-ამის გათვალისწინება აუცილე-ბელია. ეს სქემასთან დაკავშირებულ მეორე პრობლემას უკავშირდება. ასეთი ინსტრუმენტებით სახელმწიფოში გადა-წყვეტილებების მიმღებნი ფიქრობენ, რომ ერთი ინსტრუმენტით შეიძლება ყველანაირი სკოლის, ყველანაირი კულტურის მატარებელი ორგანიზაციის თანაბრად განვითარება, რაც არის შეუძ-ლებელი. სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა გამოცდილება აქვს და შესაბამისად, საკუთარი გამოცდილებიდან და ასევე საკუთარი კულტურის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას. ეს სქემა არ ითვალისწინებს არა მხოლოდ სკოლებს შორის განსხვავებას, ვთქვათ, რაოდე-ნობრივი, ფინანსური ან გამოცდილების თვალსაზრისით, არამედ არ ითვალის-წინებს იმას, თუ რა სჭირდება სკოლას.

ყველა სკოლას ამ სქემის მიხედვით სჭირდება ერთი და იგივე რამ, - რომ ყველა მასწავლებელმა უნდა აჩვენოს სხვა მასწავლებელს, როგორ ატარებს გაკვეთილს; ყველა მასწავლებელმა სახელმწიფოს უნდა დაუმტკიცოს, რომ

აქვს საგნობრივი ცოდნა; ყველა მას-წავლებელმა უნდა დაუმტკიცოს სკო-ლის დირექციას და ადმინისტრაციას რაღაც. ასეთ სისტემაში განვითარება არ ხდება. ასეთ სისტემაში ძირითადი ყურადღება ექცევა გარე მოთხოვნების დაკმაყოფილებას მხოლოდ იმიტომ, რომ დრო დარჩეთ საკუთარი შესაძ-ლებლობების განვითარების ან სხვა საქმიანობების გასავითარებლად.

-იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ?

-მაგალითად, იმ სისტემებში, სადაც ბევრი ასეთი გარე, ხელოვნურად შემოღებული შეფასებები არსებობს, მასწავლებელი ცდილობს, რაც შეიძ-ლება მარტივად დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა. მაგალითად, რაც შეიძლება სტანდარტული გაკვეთილი ჩაატაროს იმიტომ, რომ მოეწონოს შემფასებელს და არა ისეთი გაკვეთილი, როგორსაც

ატარებს ჩვეულებრივ დროს. ამ სქემის მიხედვით მასწავლებელს ევალება, რომ რომელიღაც საფეხურზე ორი გაკვეთი-ლი ჩაატაროს, ზოგან - ხუთი, ზოგ საფე-ხურზე - ათი გაკვეთილი. ეს გაკვეთილე-ბი სულაც არ იქნება ისეთი, რომელსაც ის ჩვეულებრივად ატარებს. არამედ ეს იქნება გაკვეთილი, რომელსაც ატარებს იმისთვის, რომ გადალახოს შეფასების კრიტერიუმი. ამ გაკვეთილის ჩატარება არის არა მისი განვითარების, არამედ მხოლოდ მისი ფორმალური მოთხოვ-ნების დაკმაყოფილების ნაწილი.

-მიგაჩნიათ, რომ ეს ახალი რეგუ-ლაციები სკოლაში სწავლების ხა-რისხის გაუმჯობესებას არანაირად არ უწყობს ხელს? მიგაჩნიათ, რომ ვთქვათ, ამ ტიპის არ უნდა ყოფილი-ყო სქემა თუ რაღაც დეტალებზეა საუბარი?

-ლოგიკა არის ასეთი, - ასეთი ტი-პის სქემის შემოღებით რაღაცნაირად მოხდება მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება და რაღაცნაირად მოუნდებათ არსებულ მასწავლებლებს, რომ გახდნენ უკეთესები იმისთვის, რომ ამ სისტემაში დარჩნენ, ან უფრო მაღალი ანაზღაურება მიიღონ. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის ფიქრის არანაირი საფუძვე-ლი, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდება. რატომ არ გვაქვს ამის საფუძველი?

-ადამიანებს სთავაზობენ, რომ თქვენ მოემზადეთ უკეთესად; როცა თქვენ იტყვით, რომ უკვე მზად ხართ ზედა საფეხურზე ასასვლელად, შეგამოწმებთ სკოლა, სამინისტრო და თუ აღმოჩნდება, რომ ნამდვილად მზად ხართ, თქვენ გექნებათ ბევრად უკეთესი პირობები.

-სოციალური სფერო არ არის მე-ქანიკური სისტემა, სადაც ვთქვათ კარგ ბენზინს თუ ჩაასხამ, კარგად იმუშავებს. მეორე პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არანაირი გამოცდილება არ გვაქვს სა-ქართველოში ასეთი სისტემის მუშაობის. ამ სისტემის არანაირი გამოცდა არ ჩატა-რებულა. ჯერ შემოიღეს სისტემა და და-ნერგვის დროს იწყებენ ამის გამოცდას იმის ნაცვლად, რომ ჯერ გამოეცადათ, ენახათ, - მაგალითად, მასწავლებლები

ერთმანეთს შეაფასებენ თუ არა ობიექტუ-რად; ვთქვათ, იქნება თუ არა სკოლაში ვინმე შეფასების ჯგუფში მონაწილეობის მსურველი. ეს სქემა ავალდებულებს სკოლას, რომ უნდა შექმნას შეფასების ჯგუფი. სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე ავტომატურად ხვდებიან ამ ჯგუფში, მაგრამ მასწავლებლებმა კა-თედრიდან, პედსაბჭოდან უნდა წარად-გინონ საკუთარი წარმომადგენლები. ენდომება საერთოდ ვინმეს ამ ჯგუფში მონაწილეობა? საიდან ვიცით ჩვენ ეს? რაღაცნაირად არსებობს რწმენა, რომ თუ სქემა ლოგიკურად გამართულია, მაშინ აუცილებლად იმუშავებს.

-ერთ-ერთი მკითხველის კითხვა სწორედ ამას ეხება - ამბობს, რომ მუშაობს რეგიონში, სადაც არა-ქართულენოვანი მოსახლეობაა და სკოლაში სულ ორი მასწავლებელია სერთიფიცირებული. ვინ შეაფასებს მათ? პრობლემაა, რომ არ არის გათვალისწინებული ასეთი შემთხ-ვევები, სადაც არ არიან ადამიანები იმ კვალიფიკაციის, რომ სხვები შე-აფასონ. წინსვლა როგორ მოხდება ასეთ სკოლაში?

-დამტკიცებულ დოკუმენტებში არ ჩანს, რამდენად გათვალისწინებულია სკოლებს შორის განსხვავება არა მხო-ლოდ ზომის, არამედ მასწავლებელთა კვალიფიკაციის თვალსაზრისით. არა მხოლოდ მცირე სკოლებია გაუთვალის-წინებელი, არამედ დიდი სკოლებიც. მა-გალითად, არ არის განსაზღვრული, - იმ სკოლაში, სადაც ასი მასწავლებელია, რა დრო დასჭირდება სკოლის ადმინისტ-რაციას მოთხოვნილი კრიტერიუმებით ყველა მასწავლებლის შესაფასებლად ოთხი წლის განმავლობაში. მაგალითად, თუ სკოლას ეყოლება მესამე და მესამე საფეხურის მასწავლებლები, სკოლის დირექციას მოუწევს ფაქტობრივად ყო-ველდღე რომელიღაცა მასწავლებლის გაკვეთილის მოსმენა, მაშინ როდესაც ზოგ სკოლაში სკოლის ადმინისტრაციის წევრებს საერთოდ თავადაც არ აქვთ გამოცდილება მასწავლებლობის. ანუ,

სკოლის დირექტორმა, რომელსაც შეიძლება არასდროს უსწავლებია სკო-ლაში, უნდა შეაფასოს, მასწავლებელი თუ როგორ ატარებს გაკვეთილს. ასეთი ტიპის პრობლემებიც არის.

თავისთავად ცხადია, რომ სკოლაში, მაგალითად, მეორე საფეხურის მასწავ-ლებლებმა უნდა გადაწყვიტონ, მათ შო-რის რომელი მასწავლებელი იმსახურებს მესამე საფეხურის მასწავლებლობას. სკოლების დიდ ნაწილში საერთოდ პირველ საფეხურზეა მასწავლებლების უმეტესობა და გაუგებარია, მესამე და მეოთხე საფეხურებზე ვინ უნდა გადა-იყვანოს. ეს დაახლოებით ისეთივე სის-ტემაა, დღეს ვთქვათ, ბაკალავრები რომ შეთანხმდნენ, ვის ეკუთვნის მაგისტრის ხარისხი და მაგისტრები რომ შეთანხმდ-ნენ, ვის ეკუთვნის დოქტორის ხარისხი.

-გარე შეფასებისთვის თუ არის სახელმწიფო მზად?

-ვფიქრობ, რომ საერთოდ დათვ-ლილი არ არის წესიერად, ეს რა მოცუ-ლობის სამუშაოს ეხება. ეს ჩანს არა მხო-ლოდ სქემის ლოგიკიდან გამომდინარე, არამედ ჩანს მოცემული დოკუმენტე-ბიდანაც. მაგალითად, ერთი და იგივე გვერდზე წერია, რომ გვყავს 48 ათასი არასერტიფიცირებული მასწავლებელი და შემდეგ არის ცხრილი, სადაც ჩანს, რომ არის 45 ათასი არასერტიფიცირე-ბული მასწავლებელი; საუბარია, რომ 17 ათასი სერტიფიცირებულია, იქვე ცხრილში წერია, რომ არის 14 800. ასეთი შეუსაბამობებია თავად ამ სქემაში.

ზოგიერთ იმ საფეხურზე, სადაც ეს ვითომ 48 ათასი მასწავლებელია, გარე შეფასება გულისხმობს გამოცდას, რაც შედარებით მარტივია. მეორე საფეხურ-ზე მასწავლებელი გარე შემფასებელს თუ არ აჩვენებს დადებით შედეგს, უნდა გავიდეს სკოლიდან. აქ წერია, რომ ერთხელ შეფასდება. ერთხელ შეფასება თუ ერთ გაკვეთილს ნიშნავს, კატასტროფაა იმიტომ, რომ ერთი გაკ-ვეთილით ვერ შეაფასებ. თუ ერთი შე-ფასება ნიშნავს რამდენიმე გაკვეთილზე დასწრებას, მაშინ ძალიან ძვირი იქნება.

საგაზეთოდ მოამზადა ლაურა გოგოლაძემ

რადიო თავისუფლების ყოველკვირეული რუბრიკის „ინტერაქტიული დიალოგი“ სტუმარია განათლების მკვლევარი

სიმონ ჯანაშია. იგი ჟურნალისტ ია ანთაძეს ესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის

შესახებ. ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური

შეტყობინებით წინასწარ გაგზავნის ნომერზე 15-10, ან მიწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge

სიმონ ჯანაშია: „არ არსებობს რაციონალური საფუძველი

ვიფიქროთ, რომ სქემა იმუშავებს“

Page 3: გოჩა კურტანიძე: „სოფელი და შრომა უნდა შეიყვარო …chemikharagauli.com/uploads/secbanners/7-627-2015w.pdf2

3xtvb [fhfufekb27 თებერვალი, 2015 წ.

გოჩა კურტანიძე: „სოფელი და შრომა უნდა შეიყვარო ბავშვობიდან“

ვაზის, სიმინდის, თხილის, კაკ-ლისა და თუთის მოყვანით დაინ-ტერესებული, წინასწარ შერჩეული, 140 ხარაგაულელი ფერმერის ნიადაგების აგროქიმიური ანა-ლიზი უფასოდ ჩატარდება. ისინი უფასოდ მიიღებენ იმ ბიოენერგო პრეპარატებს, რომლებიც საჭიროა მათი ნიადაგის გაკეთილშობილე-ბისა და უკეთესი მოსავლისათვის.

ამ პროგრამას ხარაგაულში სოფლის მეურნეობის სამინისტ-როს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური განა-ხორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სამი ათასი ლარი თხილისა და კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოსაწყობად გამოიყო, ხოლო 2 100 ლარი მემცენარე-ობის მიმართულებით ნიადაგის ანალიზის ჩატარების დასაფინან-სებლად.

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგეობის წარმომადგენელი მურმან არჯევანიძე პროგრამის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალურად ესაუბრა.

მურმან არჯევანიძის ინფორმა-ციით, პროგრამის მიზანია უკეთესი მოსავლის მიღება ნაკლები დანა-ხარჯით.

-უკანასკნელი ხუთი თვის გან-მავლობაში სერიოზულად ვაკ-ვირდებით, თუ რა არის ჩვენი

მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე პერსპექტიული საქმე, საიდანაც ადამიანმა შეიძლება შემოსავალი მიიღოს,- აღნიშნა ხარაგაულელ ფერმერებთან შეხვედრისას მურ-მან არჯევანიძემ, - ჩვენთან არ არის დიდი სამრეწველო საწარ-მოები. ამიტომ მთავარი დარგია სოფლის მეურნეობა, რომელიც მოგვცემს გადარჩენის საშუალებას, გამოკვებავს ჩვენს ოჯახებს და ნაწილობრივ მაინც შემოსავალს მოგვცემს.

კარგა ხანია, აღარ ვიცით, როგორი მიწა გვაქვს, რამდე-ნად ნაყოფიერია ის, რომელი მცენარეები უნდა განვათავსოთ, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ. არ ვიცით, რომელი მიწაა კონკ-რეტული კულტურისთვის ნაყო-ფიერი. ხარაგაულში ნიადაგები მაღალმჟავიანობით გამოირჩევა, რომელიც თუ არ გავამდიდრეთ და წესიერად არ დავამუშავეთ, მოსავალს არ მოგვცემს.

შარშან დეკემბერში ხარაგაულ-ში იმყოფებოდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები და ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკუ-ლი კონფერენცია. მეცნიერების რეკომენდაციების დანერგვა სოფ-ლის მეურნეობაში არის უმთავ-რესი, რათა იგივე შრომით და ნაკლები დანახარჯებით მივიღოთ უკეთესი მოსავალი.

ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკ-რულება ზესტაფონის ლაბორა-ტორიასთან, სადაც შეამოწმებენ ნიადაგს. უნდა შევქმნათ ჩვენი ნიადაგის აგრონომიული სურათი. მას შემდეგ, რაც დადგინდება მისი მდგომარეობა, თქვენი ინფორმა-ციით მიხვალთ და წაიღებთ საჭირო ბიოპრეპერატებს სპეციალური მა-ღაზიიდან. სპეციალისტი აგიხსნით, როგორ გამოიყენოთ ეს პრეპარა-ტები და თქვენს ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. ამის შემდეგ თქვენი ნაკვეთი ჩაერთვება საცდელ-საპი-ლოტე პროგრამაში. თითოეული თქვენგანის მიწის ნაკვეთს გაეწევა ზედამხედველობა. ხშირ შემთხვე-ვაში მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მოვალთ თქვენთან და ვნა-ხავთ, რას და როგორ აკეთებთ იმ ნაკვეთში. რაც გამოსასწორებელია, მოგეხმარებით.

ნიადაგის აგრქომიურ ანალიზს და ბიოპრეპატარებს პროგრამაში მონაწილე ფერმერები მიიღებენ უფასოდ.

მარტის პირველ ნახევარში შე-მოვიტანთ ამერიკული კაკლისა და ქართულ-იტალიური ჯიშის თხილის ნერგებს. დადასტურებით მინდა გითხრათ, რომ საოცარი ჯიშის კა-კალია, თხელკანიანი, ცხიმიანი, მო-სავლიანობა ორ-სამჯერ მეტი აქვს ქართულ კაკალთან შედარებით და გამოცდილია ჩვენნაირ ქვეყნებში.

მარტში რომ დარგავ, შესაძლე-ბელია, პირველი ნიშანი მოგვცეს წელსვე. გასათვალისწინებელია, რომ საკმაოდ დიდ ფართობზე უნდა დაირგოს, დაბალტანიანია და დიდი ვარჯები აქვს. 80 მეტრზე რვაზე მეტ ძირს ვერ დარგავ. რასაც მოვიტანთ პირველ ეტაპზე, ჩვენს საცდელ მეურნეობაში დავრგავთ. თუ ვინმე დაინტერესდება ამ ჯიშის კაკლითა და თხილით, უნდა შეიძი-ნოს. ერთი ნერგის ღირებულება 17-დან 20 ლარამდეა.

სოფლის მეურნეობის სამინის-ტროს ხარაგაულის საინფორმა-ციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის, ბონდო კიკნაველიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო საქმე იწყება. მან მადლობა გადაუხადა ადგი-ლობრივ ხელისუფლებას თა-ნადგომისათვის და აღნიშნა, რომ მიწის ანალიზზეა დამოკიდებული, თუ როგორი მოსავალი გვექნება.

ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლის, ვაჟა მაჭავა-რიანის ინფორმაციით, მნიშვნე-ლოვანია ნიადაგის ანალიზისთვის მიწის სინჯის სწორად აღება. მისი თქმით, გასათვალისწინებელია სიღრმე. ხეხილისა და სხვა მრა-ვალწლიანი კულტურების ნიადა-გის სინჯი უნდა ავიღოთ 60 სმ სიღრმიდან, ვაზის - 45 სმ სიღრმი-

დან, თხილის - 40 სმ სიღრმიდან, ერთწლიანი კულტურების - 20 სმ სიღრმიდან. ნიადაგის სინჯისთ-ვის უნდა გამოვიყენოთ უჟანგავი ბარი, არც ახალი. სინჯის აღებისას სასურველია ერთჯერადი ხელ-თათმანების გამოიყენება. მიწა მოთავსდება პოლიეთიენის პარკ-ში ფერმერის სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის, ნიადაგის ფართობის, მასზე გაშენებული კულტურის მითითებით.

ხარაგაულის მუნიციპალტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშ-ვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გა-აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. „ამ საკითხს მაქ-სიმალურ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო. საინფორმაციო-სა-კონსულტაციო სამსახური მზადაა, რომ თქვენთან მოიტანოს ყველა ინფორმაცია. სოფლისა და სოფ-ლის მეურნეობის გაძლიერება ერთადერთი გამოსავალია ჩვენი ქვეყნის ძლიერებისა,“ - აღნიშნა გამგებელმა ხარაგაულელ ფერ-მერებთან შეხვედრისას.

ნიადაგის სინჯებს ფერმერები ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან შეაგროვებენ ზესტაფონის ლაბო-რატორიაში გასაგზავნად.

ნინო კაპანაძე

გვექნება თუ არა უკეთესი მოსავალი ნაკლები დანახარჯით

დემიაში სწავლობდა. 2001 წელს მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და მეფუტკრეობა დაიწყო.

„რუსეთში დავინტერესდი ამ დარგით. ბავშვობიდან მიყვარს სოფლის მეურნეობა, - გვიამბობს გოჩა კურტანიძე, - უცხო ქვეყანაში ყოფნისას სულ აქაურობაზე, სახლ-ზე, მშობლებზე ვფიქრობდი. მეფუტ-კრეობა ერთი სკით დავიწყე. დღეს ჩემს მეურნეობაში ასი ძირი სკაა. თბილისში ორჯერ გავიარე სპეცი-ალური კურსები მეფუტკრეობაში.“

გოჩა კურტანიძე ჯერჯერობით მხოლოდ თაფლს აწარმოებს და ოჯახს თაფლის რეალიზაციით არ-ჩენს. ამბობს, რომ აქაური თაფლი არის ეკოლოგიურად სუფთა, რად-გან სოფელში გარემო ნაკლებად ბინძურდება.

სკებსა და ჩარჩოებს საკუთარი ხელით ამზადებს და ფუტკრის ოჯახის რაოდენობას ყოველწ-ლიურად ზრდის.

„სამომავლოდ მაქვს გეგმები. ვფიქრობ თანამოაზრეებთან ერთად კოოპერატივის შექმნაზე, რადგან „ძალა ერთობაშია.“ მსურს ფუტკრის რძის წარმოება. მაქვს სათანადო ლი-ტერატურა და ცოდნა. მეფუტკრეობა ისეთი დარგია, რომ მთელი ცხოვრება სწავლობ,“ - ამბობს გოჩა კურტანიძე.

მრავალშვილიანი მამა მეუღ-ლეს ეხმარება და ამიტომ სოფ-ლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარებისთვის ვეღარ იცლის. ფიქრობს, რომ ღორეშაში ყველაზე

პერსპექტიული მეცხოველეობაა.„ოჯახის სამყოფი ყველაფერი

გვაქვს - ვენახიც, პირუტყვიც. ფუ-ლად შემოსავალს მხოლოდ თაფ-ლის რეალიზაციიდან ვიღებთ,“ - ამბობს გოჩა კურტანიძე.

-ახალგაზრდა ოჯახების უმ-რავლესობა საცხოვრებლად ქა-ლაქს ამჯობინებს. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ სოფელში დაბრუ-ნება და აქ ცხოვრება?

-იმათიც მესმის, ვინც ქალაქისკენ მიისწრაფვის, რადგან სოფელში არ არის ბავშვის განვითარებისთ-ვის სრულყოფილი პირობები - არ

არის სპორტის, სიმღერის წრეები. ამის გამო ბევრი ტალანტი იკარგე-ბა. ქალაქში ცხოვრება აუცილებე-ლია ბავშვების განათლებისთვის, სოფელი აუცილებელია იმისთვის, რომ სოფლისა და მიწის სიყვარუ-ლი გქონდეს პატარაობიდანვე. მე სოფელი და შრომა ბავშვობიდანვე მიყვარდა. ეს მამაჩემის, აკაკი კურ-ტანიძის, დიდი დამსახურებაა.

ახლა ღორეშაში ცეკვის წრე გაიხ-სნა და ორი უფროსი შვილი დამყავს. უფროსმა ბიჭმა თავისით ისწავლა დოლზე დაკვრა. მასწავლებელი გვეუბნება, რომ კარგი სმენა აქვს.

-დღეს გაიშვიათდა მრავალშ-ვილიანი ოჯახები...

-ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩვენს ოჯახში შვილებია. გაიზრდებიან ბიჭები და საქმეში მომეხმარებიან.

უფროსი აკაკი ექვსი წლისა, პატარები - ტყუპი მართა და მათე - წლისა და ხუთი თვის არიან. მორწმუნეები ვართ და რამდენი შვილიც მოგვეცემოდა, იმდენს გავაჩენდით. სამი შვილი პატ-რიარქის ნათლულია, რაც ჩვენი ოჯახისთვის დიდი მადლია.

მრავალშვილიან ოჯახებს სა-ხელმწიფოსგან მეტი თანადგომა

სჭირდება. ტყუპები რომ დაიბად-ნენ, 100-100 ლარი მივიღეთ ად-გილობრივი ბიუჯეტიდან.

ირინა ჩხიტუნიძე: -გოჩას თა-ვისი ბიძაშვილის ოჯახში შევხვდი წაქვაში, გიორგობის დღესას-წაულზე. 2008 წლის 8 იანვარს დავიწერეთ ჯვარი. შვიდი წელია, რაც ღორეშაში ვცხოვრობ.

დილიდან საღამომდე სულ საქმეში ვარ და ძალიან ვიღლები, მაგრამ შვილებზე დიდი სიხარული და სიმდიდრე არაფერია. საღა-მოს რომ გადავხედავ დაძინებულ შვილებს, ძალიან ბედნიერი ვარ.

„შრომით მოვდივარ დღემდე. წლების მანძილზე წარმატებული მეაბრეშუმე ვიყავი, - გვიამბობს გოჩა კურტანიძის დედა ქალბატონი გულნაზი კურტანიძე, - 52 წელია, ღორეშაში ვცხოვრობ. ცოტა საქმის კეთება კიდევ შემიძლია. მიხარია, ამდენი შვილიშვილი რომ მყავს. ამათზე უკეთესი ჩემთვის არავინაა. გა-ახაროს ღმერთმა ჩემი რძალი, - ვინ აჩენს ახლა ამდენ შვილს. გამოვლენ, აჭიკჭიკდებიან მერცხლებივით...

სიკეთეს, სიხარულს, შვილების ჯანმრთელობას, დიდ სიყვარულსა და გამრავლებას ვუსურვებ ყველა დედას.“

ნინო კაპანაძეფოტოებზე: გოჩა კურტანიძე

საფუტკრეში უფროს შვილებთან - აკაკისთან, დავითთან და ქეთევან-თან ერთად (პირველ გვერდზე; კურ-ტანიძეების მრავალშვილიანი ოჯახი.

პირველი გვერდიდან

Page 4: გოჩა კურტანიძე: „სოფელი და შრომა უნდა შეიყვარო …chemikharagauli.com/uploads/secbanners/7-627-2015w.pdf2

4 xtvb [fhfufekb 27 თებერვალი, 2015 წ.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საქართველოში კოოპერატივების მნიშვნელობა ან უგულებელყოფი-ლი იყო ან არასწორად იყო გაგებუ-ლი. კოოპერატივს ხშირად ძველ, საბჭოთა კოლმეურნეობასთან აიგივებდნენ. დღეს მდგომარეობა სრულიად შეცვლილია და სასოფ-ლო-სამეურნეო კოოპერატივი ბევრად უკეთაა აღქმული. ეს სოფ-ლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დასახმარებლად მომუშავე ევროკავშირისა და FAO-ს (სურ-სათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ექსპერტების ძალის-ხმევის შედეგია. ძველი მიდგომის შეცვლაში წვლილი შეიტანეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდგარმა ორგანიზაციებმაც, რო-მელთაგანაც ბევრი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სარგებ-ლობს. ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერა-ტივების ხელშესაწყობად საქართ-ველოში მოქმედებს შესაბამისი კანონი და კოოპერატივების გან-ვითარების ეფექტური სააგენტო. დღეს არსებული რეალობა ბევ-რად დინამიურია, რადგან ასობით ფერმერთა ჯგუფმა უკვე მიიღო კოოპერატივის სტატუსი.

პოლიტიკის შემუშავებაში ჩარ-თულმა ადამიანებმა, მასმედიამ და რაც მთავარია, თავად ფერ-მერებმა გააცნობიერეს, რომ კო-ოპერატივს არაფერი აქვს საერ-თო კოლექტივიზაციასთან. მისი მიზანი პროდუქციის მოცულობის გაზრდაში ფერმერთა დახმა-რებაა, სასოფლო-სამეურნეო მასალის - თესლი, სასუქი და ა. შ. - ერთად მოპოვებისა და ბაზარზე ერთობლივად გასვლის გზით. ამდენად, წარსულში მოქმედი მო-დელის გაცოცხლების ნაცვლად, კოოპერატივი ფერმერებს ღია საბაზრო ეკონომიკით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. დღევანდელ მსოფლი-ოში ვაჭრობა უმეტესწილად დიდ მოცულობებს, სურსათის უვნებ-ლობისა და ხარისხის რთული სტანდარტების დაცვას მოითხოვს. თუ მცირემასშტაბიანი ფერმერული მეურნეობები თანამშრომლობასა და პროდუქციის ერთობლივად გაყიდვას ვერ შეძლებენ, ბაზარზე

გაღწევა ძალიან გაუჭირდებათ.ევროკავშირი ამაყობს საქარ-

თველოში კოოპერატივების პო-ზიტიური მიმართულებით განვი-თარებაში შეტანილი წვლილით. ბევრი წლის წინ, როდესაც ამ

საკითხს ყურადღებას თითქმის არავინ უთმობდა, ევროკავშირმა მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა დაინტერესებულ მხა-რესთან წამოიწყო დიალოგი იმ როლის შესახებ, რომლის შესრუ-ლება შეეძლოთ კოოპერატივებს საქართველოში მცირე ფერმერუ-ლი მეურნეობების განვითარების პროცესში.

ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვი-თარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ჩვენ 115 მილიონ ლარს გამოვყოფთ. ამ პროგრა-მაში განსაკუთრებული აქცენტი კოოპერატივების განვითარებაზე კეთდება. იცით, რას ვაკეთებთ? ვეხმარებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნე-ობის სამინისტროს კოოპერატი-ვების განვითარების საკითხებში; ასევე ვრიცხავთ მიზნობრივ თან-ხებს სოფლის მეურნეობისთვის საქართველოს სახელმწიფო ბი-

უჯეტში, გამოვყოფთ გრანტებსა და ვატარებთ სხვა ღონისძიებებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედი 15 არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით. ჩვე-ნი ძალისხმევის მიზანია, ხელი

შევუწყოთ სულ მცირე 160 თა-ნამედროვე, მცირე ფერმერულ კოოპერატივს.

ბიზნესზე ორიენტირებული კო-ოპერატივები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროპის სოფლის მეურნეობის სტუქტურაში. ევრო-პის უმეტეს ქვეყნებში პირველად წარმოებაში ჩართული მოსახლე-ობის დიდი ნაწილი მცირე ფერმე-რია. მათი უმრავლესობა (ასევე, დიდი და საშუალო ფერმერული მეურნეობებიც) კოოპერატივებშია გაწევრიანებული. საერთო ჯამში, ევროკავშირის მასშტაბით სასოფ-ლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 9 მილიონს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი სამი ფერმერიდან სულ მცირე ორი ერთ რომელიმე კო-ოპერატივში მაინც არის გაწევრი-ანებული.

ევროპაში სასოფლო-სამეურ-ნეო კოოპერატივების როლი ძალ-ზე დიდია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, გადა-მუშვებისა და მარკეტინგის 60%-

ზე მეტი სწორედ მათზე მოდის. ევროპული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჯამური ბრუნვა დაახლოებით 260 მილიარდ ევ-როს შეადგენს. ევროპის ყველაზე დიდი კოოპერატივის ფინანსური ბრუნვა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს სამჯერ-ოთხჯერ აღემატება!

კოოპერატივი ძალზე მნიშვ-ნელოვანი ეკონომიკური მოთამა-შეა, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში როდია. კოოპერატივი ხელს უწ-ყობს ფერმერს, სათქმელი უფრო „ხმამაღალი“ გახადოს; ის მნიშვ-ნელოვან როლს თამაშობს რეგი-ონის მოსახლეობის ხელშეწყობის საქმეში. ჯანსაღი დემოკრატიის პი-რობებში საზოგადოების სხვადასხ-ვა ფენას საშუალება აქვს დაიცვას საკუთარი ინტერესები მონაწილე-ობის პრინციპზე დაყრდნობით და

სწორედ ესაა კოოპერატივის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია.

დღეს საქართველოში არის უზარმაზარი მოლოდინი იმ შედე-გებისა, რომელსაც კოოპერატი-ვებმა უნდა მიაღწიონ. ევროკავში-რი ამ პროცესის ერთ-ერთი მთა-ვარი ხელშემწყობია. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ კოოპერატივი ყველასათვის როდია საუკეთესო გამოსავალი. ბევრი ფერმერი არასდროს გაწევრიანდება კოოპე-რატივში და ეს სრულიად მისაღე-ბია. კოოპერატივი მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ მისი მარ-თვა პროფესიონალურად მოხდება და მკაცრად იქნება ორიენტირებუ-ლი ბიზნესზე. კოოპერატივი უნდა ეფუძნებოდეს ნებაყოფლობითი წევრობის, საქმის ერთგულების, ლიდერობისა და ჯანსაღი და ეფექტური ფინანსური მართვის პრინციპებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპე-რატივი არ არის ჯადოსნური ფორმულა, რომელიც ქართველი ფერმერების წინაშე მდგარ ყველა

პრობლემას მოაგვარებს. გარდა ფერმერთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერი-სა, აუცილებელია გაუმჯობესდეს ფერმერთა განათლება, მათთვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, მიწის რეგისტრაციის სისტემის გაუჯობესება, სარწყავი ქსელების განვითარება, დაფინან-სების ხელმისაწვდომობის უზრუნ-ველყოფა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

სასოფლო-სამეურნეო სექტორი ძალზე რთულია. ის გრძელვადიან და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს. ჩვენთვის ცნობილია, რომ სწორედ ასეთია საქარ-თველოს მთავრობის ხედვაც. მივესალმებით ამ გრძელვადი-ანი და სტრატეგიული ხედვის განხორციელებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

სოფლის მეურნეობისა და სურ-სათის სექტორის მოდერნიზაციას უდიდესი მნიშნელობა აქვს საქარ-თველოში უფრო ინკლუზიური სა-ზოგადოების ჩამოყალიბებისათვის და ქალაქსა და სოფელს შორის დღეს არსებული უთანასწორობის შესამცირებლად. ეს სასიცოცხ-ლოდ მნიშვნელოვანია ასევე ჯანსაღი ეკონომიკური განვითა-რებისთვის. საქართველომ უნდა შეამციროს არსებული სავაჭრო დეფიციტი, რაშიც სოფლის მეურ-ნეობას წვლილის შეტანა შეუძლია.საქართველო ევროპასთან უფრო მეტად დაახლოების გზაზე დგას. ევროკავშირთან ასოცირების შე-სახებ შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრ-ცე ამ გზაზე მდგარი ნიშანსვეტებია. თანამედროვე, ბიზნესზე ორიენ-ტირებული კოოპერატივი ის აუცი-ლებელი საშუალებაა, რომელიც საქართველოს მცირე ფერმერს დაეხმარება მაქსიმალური სარგე-ბელი მიიღოს ასოცირების შეთანხ-მებიდან და საშუალებას მისცემს მას თავისი საქმე იმ პრინციპებზე ააგოს, რომელიც ევროპული სოფლის მეურნეობას უდევს სა-ფუძვლად.

იანოშ ჰერმანიევროკავშირის ელჩი

საქართველოშიwww.bit.ly/1G1qe9b

სოფლის მეურნეობის კოოპერატივები საქართველოში:

იმედები და გამოწვევები

„გაზეთში „ჩემი ხარაგაული” მეფუტკრის მორიგი რჩევების გამოქვეყნების შემდეგ უამრა-ვი ადამიანი მიკავშირდება და მთხოვს სხვადასხვა განმარტებებ-სა და რჩევებს, - ამბობს მეფუტკ-რე ლაშა გურგენიძე, - ამასწინათ თერჯოლიდან დამირეკა ერთმა პიროვნებამ, თქვენს რჩევებს ვით-ვალისწინებო. მეც მკითხველების შეკითხვებიდან გამომდინარე ვაგრძელებ რჩევებს:

-პირველი მარტისთვის ფუტ-კარზე კანდით მეორედ გამოკვების ეტაპი დასრულდება. დიდთოვ-ლობა, ფაქტობრივად, არ ყოფი-ლა და მეფუტკრეს, ვისაც ფუტკარი არ ჰყავს გამოზამთრებული, არ

მიჰყვა თქვენს გაზეთში გამო-ქვეყნებულ იმ რეკომენდაციებს, რაც შემოდგომაზე მივაწოდეთ.

რამდენიმე მეფუტკრემ მითხ-რა, რომ გაქრა ფუტკრის ძლიერი ძირები და გადარჩა სუსტი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ მიზეზებს, თუ რატომ ქრება ძლიერი ძირი თებერვლის შუა რიცხვებიდან მარ-ტის დასაწყისამდე. ეს რამდენიმე ფაქტორისგან არის გამოწვეული. პირველ რიგში, ეს არის ის, რომ დედა ფუტკარი სამ წელზე მეტი ხნისაა და აღარ არის მწარმოებე-ლი. სკაში თაობათა ცვლა აღარ მიმდინარეობს. დედა ფუტკარი ყოველ ორ წელიწადში უნდა შეიცვლოს.

ფუტკრის ძლიერი ძირის გაქ-რობის მეორე მიზეზია ვარვატოზი (ტკიპა), რისი ალბათობაც წელს მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ნოზემატოზის შემთხვევები წელს, ფაქტობრივად, არ გვქონია. ტკიპა დაემართებოდა სრულიად უმკურ-ნალებელ ფუტკარს.

გასულ წელს ძალიან კარგი შე-მოდგომა გვქონდა. ამის გამო დიდი რაოდენობით სუროსა და ქონდრის ყვავილის თაფლი შეიტანა ფუტკარ-მა საკვებად. დროთა განმავლობაში ეს თაფლი დაკრისტალდა და თაფ-ლი ვეღარ გადაამუშავა ფუტკარმა. ზამთრის პერიოდში ფუტკარი, პირველ რიგში, გვიან შემოტანილი თაფლით იკვებება, რაც იწვევს შემდგომ მის დაავადებას. ეს გამო-იხატება შემდეგნაირად - როდესაც ფუტკარმა ეს გადაუმუშავებელი თაფლი აიღო, მაშინ არ იყო დაკ-რისტალებული, მაგრამ დროთა განმავლობაში, პასიური პერიოდის დროს, ეს თაფლი ფუტკარს ისე უკრისტალდება კუჭში, როგორც ეს ხდება ჩარჩოს უჯრებში. შემდგომ გარეთ გამოსული ფუტკარი უკვე უმოქმედო ხდება და სკის გარეთ იღუპება. ეს არის ფუტკრის ძლიერი ძირის გაქრობის ერთ-ერთი მიზეზი.

შემოდგომაზე მათი გადა-რჩენისერთ-ერთი გზაა ფუტკარის კვება სიროფით (ვაჟინი) იმ პე-

რიოდში, როდესაც ჰყავის სურო და ქონდარი. ამ დროს მოიმატებს ბარტყის რაოდენობა, შემოსავალი და ვაჟინი მთლიანად ბარტყზე დაიხარჯება და აღარც სუროსა და ქონდრის ყვავილის თაფლი დარჩება გამოუყენებლი.

ასევე ერთ-ერთი გზაა ცაცხვის დაყვავილების დროს ფუტკრის ოჯახის ხელოვნური დასუსტება: შეგვიძლია გავაკეთოთ ამანათ-ნაყრები (პაკეტები) ანუ დავყოთ ფუტკარი; მეორე გზაა ბუდიდან გარკვეული რაოდენობის თაფ-ლის ამოცლა. ამით ვაიძულებთ დედა ფუტკარს, იმ რაოდენობის კვერცხი აღარ დადოს, რაც მისი ოჯახის გაძლიერებას გამოიწვევს.

მარტიდან უნდა დავიწყოთ ფუტკარის კვება სიროფით (ვაჟი-ნი), რომელსაც შევურევთ დრო-გამოშვებით ანტიბიოტიკს. ერთი-ორი კვების შემდეგ ვაჟინს უნდა შევურიოთ დედის სტიმულატორი (სამჯერ, მაქსიმუმ - ოთხჯერ). მეფუტკრეებს ვურჩევ, ვაჟინით პირველი კვებისას ფუტკარს მისცენ ანტიბიოტიკი, მეორედ კვებისას - დედის სტიმულატორი, მესამედ - სუფთა ვაჟინი და ასე თანმიმდევ-რობით. რაც მეტ ვაჟინს მივცემთ ფუტკარს გაზაფხულზე, უკეთესია. ეს ფუტკრის ბარტყისთვის, ოჯახის გამრავლებისთვის აუცილებელია.

უნდა დავიწყოთ ფუტკარის კვება ვაჟინით

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას შეკითხვით მოგვმართა მკითხველმა:

-ვარ დამწყები მეფუტკრე. მაინ-ტერესებს, როგორ უნდა დავამზადო თაფლის ღვინო და არაყი?

მკითხველს მოყვარული მეფუტკრე ნუგზარ ლომსაძე პასუხობს:

-თაფლის ღვინო მზადდება საუკე-თესო ხარისხის თაფლისგან. 10 ლიტრ წყაროს წყალში უნდა გავხსნათ 2,5-3 კგ. თაფლი. დუღილის დასაჩქარებლად საჭიროა დავუმატოთ 1 კგ. დაჭყლეტილი ყურძენი ან ხილი. ნამზადი უნდა მოთავს-დეს თბილ ადგილზე (არანაკლებ 20-250) და პერიოდულად უნდა დავურიოთ.

თაფლში არსებული საქაროზა და გლუკოზა 1-2 თვეში გარდაიქმნება ალ-კოჰოლად, მაგრამ რთული შაქრები ნელი ტემპით დუღს. ასე რომ, მშრა-ლი თაფლის ღვინის მიღება თითქმის შეუძლებელია.

თაფლის ღვინო სურნელოვანი და სასიამოვნო მოტკბო გემოს მქონე სასმელია.

თაფლის არაყი უნდა გამოვხადოთ თაფლის ღვინისგან, თუმცა საარაყე ღვინის დასამზადებლად შეიძლება გამო-ვიყენოთ დაბალი ხარისხის (ამჟავებული, უმწიფარი, მინარევებიანი) თაფლი. მასვე ვუმატებთ თაფლის წურვის დროს დაგ-როვილ ხელის ნიშანს და ინვენტარისა და ფიჭის მონათალის განარეცხს.

თაფლის ღვინისგან შეიძლება თაფ-ლის ძმრის დამზადებაც. ამისთვის ვიყე-ნებთ ჩვეულებრივ ღვინის ძმრის დედოს.

როგორ დავამზადოთ

თაფლის ღვინო და არაყი

Page 5: გოჩა კურტანიძე: „სოფელი და შრომა უნდა შეიყვარო …chemikharagauli.com/uploads/secbanners/7-627-2015w.pdf2

5xtvb [fhfufekb27 თებერვალი, 2015 წ.

ღვაწლმოსილი პედაგოგის საჩუქარი

ეს მართლაც მშვენიერი და შთამბეჭდავი დღე დიდხანს ემახ-სოვრებათ საღანძილის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავ-ლეებს, მათ დამრიგებელს - ირმა ვეფხვაძეს და მოწვეულ სტუმრებს.

გემოვნებით მოურთავთ საკ-ლასო ოთახი. საზეიმო განწყობა საოცარ მოლოდინს ქმნიდა.

მეოთხე კლასის მოსწავლეებ-მა: ნინო, ანა, და ლიზი კიკნაძეებ-მა, ნინი ბაკურაძემ და ქეთევან ჭანკოტაძემ წარმოგვიდგინეს პროექტის „თავდადებული ქართ-ველები“ პრეზენტაცია.

ქართველი ერის გმირული წარსული აღსავსეა თავისუფლები-სათვის თავგანწირული ბრძოლის მაგალითებით, თავდადებულ გმირთა უკვდავი სახელებით.

საქართველო ყოველთვის იყო ქართველი ხალხის საფიცარი. უამ-რავი ქართველი უხსოვარი დრო-იდან უყოყმანოდ წირავდა თავს მტერს. სამშობლოსათვის თავის გაწირვა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სიკვდილი. ბევრჯერ ჩაუგდია მტერს ჩვენი სამშობლო გასაჭირში, ბევრჯერ ყოფილა უფსკრულის პირას, მაგრამ ქართ-ველი ერის ერთსულოვნებასა და გმირების თავდადებას უხსნია იგი. დიდი მამულიშვილები მუდამ იბრ-ძოდნენ ქვეყნის გადასარჩენად და გასაძლიერებლად.

მეოთხეკლასელებმა სწორედ ასეთი მამულიშვილები გააცოცხ-ლეს, - იოთამ ზედგენიძე, თავდა-დებული ბერი თევდორე, ცოტნე დადიანი, გიორგი სააკაძე, მეფე დიმიტრი თავდადებული.

ლექსს სიმღერა ცვლიდა, სიმ-ღერას - ლექსი. სლაიდშოუს საშუ-ალებით, რომელიც საინტერესოდ წარმოადგინა პედაგოგმა ნათია ბლუაშვილმა, მაყურებელმა იხილა როგორც წარსულის, ასევე თანა-მედროვეობის გმირი ქართველები.

პრეზენტაციის დასასრულს ორიგინალური ისტორიული ექს-კურსი შემოგვთავაზა ისტორიის პედაგოგმა ირმა ყრუაშვილმა, მე-5 საუკუნის თავდადებული გმირები-დან 21-ე საუკუნის თავდადებული გმირების ჩათვლით.

დიდი ილია ჭავჭავაძე ბრძა-ნებდა: „ერი თავის გმირებში პო-ულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ღონეს და შემძლეობას, ხატსა და მაგა-ლითს. ამიტომაც იგი ზოგს წმინდა-ნების გვირგვინით მოსავს და ლო-ცულობს, თაყვანს სცემს სასოებით და მადლობით, ამიტომ საჭიროა მათი დაუვიწყარობა. ეს გმირები ეწამენ და სიცოცხლე შესწირეს მამულს, ენას, სარწმუნოებას“.

ვარდო ჭიპაშვილისაღანძილის საჯარო სკოლის დირექტორი

გვახსოვდეს სამშობლო ქართველებს

მუზეუმის თანამშრომლები კი-დევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლე-ნის მომსწრენი გავხდით. სოფელ ზვარეში მცხოვრებმა ღვაწლმო-სილმა პედაგოგმა, ქალბატონმა ეთერ ბიძინაშვილმა გაგვაოცა თავისი საჩუქრით. მან მუზეუმს შემოსწირა 40-45 წლის წინ ფი-ქალათის უბანში, ტალახაძეების კარმიდამოში, აღმოჩენილი გვიანი ბრინჯაოს ხანის უნიკალური სამარ-ხეული არტეფაქტები: ბრინჯაოს შუბის წვერები, ძვლის სახვრეტი, თიხის ჭურჭლის ორნამენტიანი ფრაგმენტები, გულსამაგრები და სხვ.

ქალბატონი ეთერი წლების მანძილზე სოფელ ზვარის სკოლის პედაგოგი გახლდათ და ამავე დროს დიდი წვლილი შეჰქონდა სიძველეების შეგროვების საქმეში. მან XX საუკუნის 50-იან წლებში თბილისში ისტორიის ინსტიტუტში ჩაიტანა ხანკაურას უბანში მოპო-ვებული არქეოლოგიური ნივთები: თიხის ჭურჭლები, „კოლხური ცული“ და სხვ.

„ხანკაურაში, როდესაც კოლ-მეურნეობამ დაიწყო ვენახის გა-შენება, ბულდოზერით თხრიდნენ მიწას. ამოყარეს ქვის სამარხი, რომელიც დაზიანდა. შიგ იწვა, სავარაუდოდ, რაინდი, რადგან ბევრი საბრძოლო იარაღი იყო. იქ უნდა ყოფილიყო ქალი და ბავშვი

დაკრძალული, რადგან ადგილზე პატარა მძივები, ბრინჯაოს ნემსი და თიხის ჭურჭლებიც აღმოჩნდა. ეს ნივთები ჩავიტანე თბილის-ში ნიკო ბერძენიშვილთან. მან გერმანე გობეჯიშვილს, საქართ-ველოს მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილების გამგეს, გადასცა გამოსაკვლევად,“ - გვიამბო ქალ-ბატონმა ეთერიმ, - მე არ ვისურვე სახელის გამხელა, რის გამოც საქართველოს ისტორიის ნარკ-ვევებში აღნიშნულია, რომ ზვარის სკოლის ერთ-ერთმა მასწავლე-ბელმა ჩამოიტანა გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის ხანის ინვენტარი და ელინისტური ხანის კერამიკა.“

რაც შეეხება ფიქალათის აღმო-

ჩენებს, მათზე ქალბატონი ეთერი მოსწავლეებს თემებს აწერინებდა და კონფერენციებზე წარმატებებს აღწევდა. მაგალითად, თბილისის მოსწავლეთა სასახლეში გამარ-თულ კონფერენციაში მოწონება დაიმსახურა მისმა თემამ და ის-ტორიის განყოფილების გამგემ, ქალბატონმა ირინე მიქელაძემ მიიწვია დუშეთში, ქიმბარიანთ-კარში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ეთერ ბიძინაშვილმა წარად-გინა ფიქალათის არქეოლოგიური არტე ფაქტებიც.

ხარაგაულის ისტორიული მუზე-უმი მადლობას უხდის ქალბატონ ეთერ ბიძინაშვილს ასეთი პატ-რიოტული სულისკვეთებისათვის. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. მის სახელს უკვდავყოფს მომავალი თაობა. სწორედ რომ საამაყოა ასეთი პე-დაგოგი. ის დღესაც დაუღალავად შრომობს და წერს საინტერესო მა-სალებს თავისი სოფლის შესახებ.

ამრავლოს უფალმა თქვენის-თანა ქველმოქმედი ადამიანები.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი

ფოტოებზე: სტუმრად ეთერ ბიძინაშვილთან; ეთერ ბიძინაშ-ვილისგან მუზეუმისთვის გადმო-ცემული სამარხეული არტეფაქ-ტები

უჩვეულო ფუსფუსი სუფევდა 9 თებერ-ვალს წყალაფორეთის საჯარო სკოლაში (დირექტორი გიორგი გველესიანი). სკოლის ფოიეში შესვლისთანავე იგრძ-ნობდით საზეიმო განწყობილებას. მიზე-ზიც საპატიო იყო: ჰუმანიტარულ მეცნი-ერებათა კათედრა (კათედრის წევრები: შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონები ლეილა არევაძე, რუსუდან ქველაძე, მედეა კუპრაძე) და მოსწავლე-ები მართავდნენ პრეზენტაციას ისტო-რიულ-ლიტერატურული პროექტისას „ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს!“, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ეძღვნებოდა. პროექტის პრეზენტაციაში ჩაერთენ სტუმრებიც, - კიცხის საჯარო სკოლის ისტორის მასწავლებელი, სკო-ლის კურსდამთავრებული ელენე მელ-ქაძე; მათი ყოფილი კოლეგა, ამჟამად ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის ქიმიის მასწავლებელი ქეთევან პავლაძე და ამ სტრიქონების ავტორი. ასე რომ, სტუმარ-მასპინძლიანად საგანგებოდ მორთულ სხდომათა დარბაზში გადავინაცვლეთ და აღმოვჩნდით „დავით აღმაშენებლის ეპოქაში.“

პროექტი ორი კომპონენტისაგან შედგებოდა: პირველი, - დავით აღმა-შენებლის სამეფო დარბაზის სხდომა და მეორე, - ინტერაქტიური ვიქტორი-ნა-კონკურსი „ვინ უკეთ იცნობს საქართ-ველოს ისტორიას?!“

„მეფეთ მეფე ქართველთა, აფხაზთა, რანთა და კახთა დავით აღმაშენებელმა (დავით გველესიანმა) დარბაზს განსა-ხილველად შესთავაზა თემა: „ყივჩაღების ჩამოსახლება საქართველოში.“ დისკუსი-აში მონაწილეობდნენ „ამირსპასალარი“ (პაატა ქოჩიაშვილი), „მეჭურჭლეთუხუცე-სი“ (გიორგი ქოჩიაშვილი), „არსენ ბერი“ (ბესიკ სარალიძე). მეფის წინადადებამ

ცოტათი აღაშფოთა სამეფო კარი, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა წარმოთქვა გიორ-გი ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესმა (გიორგი ქავთარაძემ). მან მოიწონა თავი-სი აღზრდილის წინადადება და დარბაზს დაუსაბუთა, თუ რა დადებით შედეგს გამოიღებდა „მეფის“ ასეთი პოლიტიკა.

ინტერაქტიულ ვიქტორინა-კონკურ-სში „ვინ უკეთ იცნობს საქართველოს ისტორიას“ ოთხი გუნდი - „დიდგორი,“, „მარტყოფი,“ „ხრესილი“ და „შამქორი“ ერთმანეთს ეცილებოდნენ საქართ-ველოს ისტორიის ცოდნაში. გამო-ყენებული იყო ყველა შესაძლო აქტივო-ბა: ვინ ვარ მე? (ისტორიული პიროვნე-ბის ამოცნობა), დეფინიცია (ტერმინების განმარტება), ტექსტის გასწორება, ასო-ციაციური ბადის შევსება, „ბრილიანტის თამაში“, შეკითხვების ყუთი, საშინაო დავალების პრეზენტაცია. აგრეთვე დავით მეფის პორტრეტების წარმო-დგენა. მოსწავლეებმა წამოადგინეს ხელოვნების გაკვეთილზე შექმნილი დავით მეფის პორტრეტები (ხელოვნე-

ბის მასწავლებლები მანანა სახვაძე და ცირა გიორგაძე). ვიქტორინა-კონკურსში გაიმარჯვა გუნდმა „ხრესილი.“

ღონისძიებას ალამაზებდა პატრი-ოტულ თემაზე შექმნილი ლექსები და სიმღერები, საეკლესიო საგალობლები. დავით მეფისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები წაიკითხეს ანა ნიქაბაძემ და ნანა ჭანკვეტაძემ. ღონისძიება დააგვირგ-ვინა საგალობელმა „შენ ხარ ვენახი“ (მუ-სიკის მასწავლებელი ლია თანიაშვილი).

ღონისძიება დასრულდა, რომლის-გან მიღებული სიამოვნება დიდხანს გაჰყვება მსმენელთ.

ჩემო მშობლიურო სკოლავ, პედა-გოგიურო კოლექტივო, დიდი მად-ლობა იმ ბედნიერი დღისათვის, იმ სიამოვნებისათვის, რაც იმ დღეს განვი-ცადე. მრავალი ნიჭიერი თაობა აღგე-ზარდოთ, მოსწავლეთა სიმრავლესა და ნაყოფიერ მოღვაწეობას გისურვებთ.

მელანო გაბეხაძე წყალაფორეთის საშუალო სკოლის

კურსდამთავრებული

ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთე-კა ახორციელებს პროექტს „წარსუ-ლის ქრონიკები“. პროექტის ავტორია ბიბლიოთეკის წამყვანი სპეციალისტი ინგა ვეფხვაძე.

პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება 27 იანვარს ნინოობას მიეძღვნა, მეორე - 8 თებერვალს - დავითობას.

„პროექტის მიზანია, მნიშვნელო-ვანი ისტორიული თარიღების აღ-ნიშვნა მოსწავლეთა მონაწილეობით. პროექტი ხარაგაულის საგანმანათ-ლებლო რესურსცენტრის მხარდა-ჭერით ხორციელდება, - ამბობს ინგა ვეფხვაძე, - ნინოობას ლეღვნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, თემები, ვაჩვენებთ დოკუმენტური ფილმები. 8 თებერვალს დავითობა მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეების მო-ნაწილეობით აღვნიშნეთ.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირე-ბით ლაშის საჯარო სკოლის მოსწავ-ლეებმა რეპრესიების მსხვერპლებზე, მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძეზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ყველა მნიშვნელოვან ისტორულ თარიღთან დაკავშირებით საბავშვო ბიბლიოთე-კაში გამოფენილია შესაბამისი ლი-ტერატურა. ახლა გვაქვს ძირითადად რეპრესიებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ლევილში მცხოვრებ ქართველებზე.“

ლაშის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ეთერი ლომსაძის თქმით, ღონისძიების მიზანია, კიდევ

ერთხელ გავიხსენოთ 1921 წლის 25 თებერვლის საქართველოს საბჭოთა ანექსიის პერიოდი. „ანექსიის შედეგი იყო ის, რომ დევნიდნენ ყველას, ვინც ქართულ საქმეს აკეთებდა. მათ შორის იყო წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძე, ვის სახელსაც ატარებს ლაშის საჯარო სკოლა. ამი-ტომ განსაკუთრებულად ვისაუბრებთ სიმონ მჭედლიძეზე.“

ბიბლიოთეკის ყველა ღონისძი-ებაში აქტიურადაა ჩართული მოს-წავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული მგალობელთა გუნდი „ნუნისი“ თორნიკე ბაკურაძის ხელმ-ძღვანელობით.

ღონისძიებაში მონაწილე მოსწავ-ლეებმა ლუკა ტაბატაძემ, დიანა ლომსაძემ, სალომე კვირიკაშვილ-მა, დავით ხარაიშვილმა, ზურაბ ხარაიშვილმა, ნიკა ძიძიგურმა, გიორგი ქველიაშვილმა, ლიკა გა-ჩეჩილაძემ, ფიქრია წიკალურმა, მარიამ გელაშვილმა, ნუგზარ მა-ჭავარიანმა, გოგა გელაშვილმა, ნატო გრძელიძემ საინტერესოდ წარმოადგინეს ოკუპაციის შესახებ მო-ძიებული მასალები, ისაუბრეს სიმონ მჭედლიძის ღვაწლზე.

ღონისძიების დასასრულს ლა-შის საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა აბესაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორსა და მონაწილეებს.

ცენტრალური ბიბლიოთეკის დი-რექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა მოსწავლეები სიგელებით დააჯილ-დოვა.

საბავშვო ბიბლიოთეკაში ოკუპაციის დღე აღინიშნა

„ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს!“

Page 6: გოჩა კურტანიძე: „სოფელი და შრომა უნდა შეიყვარო …chemikharagauli.com/uploads/secbanners/7-627-2015w.pdf2

6 xtvb [fhfufekb 27 თებერვალი, 2015 წ.

ამბების აკიდომეორე გვერდიდან

პრემიების აღებაზე. მინდა, საფი-ნანსო სამსახურთან ერთად განვ-საზღვროთ, ბიუჯეტის რა ნაწილში შეუძლია საკრებულოს თანხების მაქსიმალურად დაზოგვა. ალბათ უმჯობესი იქნება, იმ მიმართუ-ლებითაც წავიდეთ, რომ რიგი მომსახურეობები შევისყიდოთ. ეს დაგვიზოგავს გარკვეულ თანხებს,“ - ამბობს ინგა მაღრაძე.

შეისყიდის თუ არა მუნიციპალიტეტი

უპოვართა გამოკვების მომსახურებას

„პირველი ა(ა)იპ, რომლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებითაც ინიციატივით შემოვა გამგეობა, ალბათ იქნება „სათნოების სახ-ლი.“ მომსახურება, რომელსაც ვახორციელებთ ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ მეშვეობით, სრულიად მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ იყოს შესყიდული, - განაცხადა გამ-გებელმა კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს ბიუროს 23 თებერ-ვალს გამართულ სხდომაზე, - მთა-ვარია, ეს გავაკეთოთ სინქრონში ისე, რომ არ დაირღვეს ბენეფი-ციართა ინტერესები. როგორც კი ჩვენ ბენეფიციარებისთვის მოვიპო-ვებთ დამატებით საშუალებას, რომ მათ არცერთი დღე არ ჩაუვარდეთ კვების თვალსაზრისით, მაშინვე დავაყენებთ ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ლიკვიდაციის საკითხს.

შენობა-ნაგებობაც არის შეს-ყიდული ა(ა)იპ „სათნოების სახ-ლისთვის,“ მაგრამ თუ შევისყიდით მომსახურეობას კვების თვალსაზ-

რისით, შენობა-ნაგებობას გამო-ვიყენებთ სხვა მიმართულებით.“

ოთხ სოფელში საბავშვო

ბაღებს ითხოვენ„ქამრების შემოჭერითა“ და ად-

მინისტრაციული ხარჯების შემცი-რებით დაზოგილი თანხის მიმართ-ვას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვი-ლი, როგორც თავად აცხადებს, საბავშვო ბაღებისკენ აპირებს.

„ღორეშაში საბავშვო ბაღს ითხოვენ. შევეცდებით, რომ გადა-წყვეტილება მივიღოთ. საბავშვო ბაღის გახსნა ასევე სურთ წიფაში, საღანძილესა და ნადაბურში. ჩვენ ერთდროულად ოთხი ბაღის აშე-ნება-რეაბილიტირების საშუალება არ გვექნება. წელს, ადმინისტ-რაციული ხარჯების შემცირებით, აღნიშნულ სოფლებში ერთ-ერ-თი შენობის რეაბილიტირებას შევეცდებით. ეს შეიძლება იყოს წიფაში, შეიძლება - ღორეშაში ან ნადაბურში. საღანძილეში არ გვაქვს საბავშვო ბაღისთვის შენობა და ახალი უნდა აშენდეს,“ ამბობს გამგებელი.

ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში

ხარაგაულის მაჟორიტარი დე-პუტატი ნოდარ ებანოიძე სა-პარლამენტო დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გერმანიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგა-ნოში - ბუნდესტაგში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ნოდარ ებანოიძის ინფორმა-

ციით, ვიზიტის ორგანიზატორია გერმანიის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორი-სო საზოგადოება (GTZ). დელე-გაციის შემადგენლობაში, გარდა პარლამენტის კომიტეტების და ფრაქციების ხელმძღვანელებისა, იმყოფებიან საქართველოს გენე-რალური აუდიტორი და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

„ვიზიტის ძირითადი მიზანია, ბუნდესტაგისა და აუდიტის ფედე-რალური სამსახურის ურთიერთ-თანამშრომლობის ფორმების გაცნობა. გერმანიის მთავრობა, რამდენიმე წელია, აქტიურად გვეხმარება ამ მიმართულების გაძლიერებაზე. ახლახან საფინან-სო-საბიუჯეტო კომიტეტში ოფიცი-ალურად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იწყებს აუდიტის ანგარი-შების განხილვების ორგანიზებას. ამ ჯგუფის წევრი მეც გახლავართ.

ვიზიტის ფარგლებში გვაქვს შეხვედრები ბუნდესტაგის კო-მიტეტებთან და ფედერალური აუდიტის სამსახურთან. ვიზიტის პროგრამაშია საკომიტეტო გან-ხილვებზე დასწრებაც,“ - ამბობს პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე.

გერმანიაში ოფიციალური ვი-ზიტი 24 თებერვალს დაიწყო და პირველ მარტს დასრულდება.

დაზუსტებაWITS მათემატიკის ოლიმპი-

ადაში პირველი ხარისხის დიპ-ლომი დაიმსახურა ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე ნიკოლოზ ფცქიალაძემ.

ტკივილითა და უსაზღვრო მონატ-რებით გავიდა ექვსი თვე. გვაქვს მო-ლოდინი, მაგრამ ვიცით, რომ ამაოა ეს ფიქრი. როცა სინამდვილეს თვალს გავუსწორებთ, უზომო დარდითა და ნაღველით გვევსება გული. უსაშველოა მონატრება. გვაკლიხარ, გვენატრები. ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომითა და დიდი სიყვარულით ვუმკლავდებოდით ყველა დაბრკოლებას, ცხოვრებისეულ სიძნელეებს. შენ იყავი თურმე მთავარი ამ სიყვარულში. დიდი სითბო და სიხარული მოგქონდა ჩვენთვის. ოჯახის ერთგული მამა, უღალატო მეგობარი და მეუღლე, ალალმართალი, პატიოსანი, მშრო-მელი, მოსიყვარულე ბაბუა. 40 წლის მანძილზე ერთგულად ზიდე ოჯახის მძიმე უღელი. ჩვენს სამსახურში დაილიე, და-იცალე და იმქვეყნიური ცხოვრების გზაზე ძალიან დღლილი წახვედი. ჩვენ უძ-ლურნი აღმოვჩნდით უკურნებელი სენის წინაშე. ვერ გიშველეთ, მხოლოდ ცოტა ხნით გაგიხანგრძლივეთ სიცოცხლე.

3 მარტი შენი დაბადების დღეა. 60 წლისთავს გილოცავთ. წელს პირვე-ლად უშენოდ ვხვდებით ამ თარიღს საფლავზე. ნათელი ეფინოს შენს სულს. ძმები ალბათ ერთად აღნიშნავთ და-

ბადების დღეებს - 2 მარტს მერაბს 55 წელი შეუსრულდება. იძინეთ მშვიდად.

ვალმოხდილი წახვედი ამქვეყნიდან. სიმართლე და ადამიანების სიყვარული იყო შენი ცხოვრების წესი. უკვალოდ არაფერი იკარგება. შენს ოჯახს ერთ-გულად უდგანან მხარში მეზობლები, მეგობრები, ყველა, ვისთანაც ურ-თიერთობდი. შენი შვილები და ჯაბა თავიანთი ოჯახებით პატივს სცემენ შენს ხსოვნას და მის უკვდავსაყოფად ყვე-ლაფერს აკეთებენ. იგონებენ იმ ლამაზ დღეებს, ჩვენს გვერდით რომ იყავი.

შენი მოხუცი დედა დაიღალა თქვე-ნი დარდითა და ცრემლისღვრით. ძალაუნებურად ვეგუებით ყველაფერს, მივყვებით ცხოვრების დინებას, ვცდი-ლობთ, მყარად ვიდგეთ ფეხზე და არ წავაქციოთ ოჯახი. შენი სურვილიც ხომ ეს იყო, ბოლო დღეებში ამას გვიბარებ-დი. ვცდილობთ, უშენობა არ ვაგრძნო-ბინოთ შენს ნაფერებ ეზო-კარს.

ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ შენი სულისთვის. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი საყვარელი ჯაფაროულის მიწა. იძინე ტკბილად. შენს ოჯახსა და ახლობლებში შენი სახელი არ წაიშლე-ბა. უფალს მადლობა, რომ მოსიყვარუ-ლე და ერთგული ოჯახის მამა გვყავდა. დაუვიწყარია შენი სახელი. შთამომავ-ლობას გადაეცემა შენგან გაცემული დიდი სითბოსა და სიყვარულის შესახებ.

გვიყვარხარ, გვაკლიხარ, გვენატ-რები, ოჯახის ერთგულო და კეთილო ადამიანო. სანთელს არ მოვაკლებთ შენს საფლავს. სიყვარულით და დიდი სინანულით მოგიგონებთ ყოველთვის.

ოჯახი

ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რატომ ხდება ასე? ნუთუ ის არ მყოფნიდა, რომ ცამეტი წელია ტკივილითა და ცრემლით გიხსენებ, მამა და მხოლოდ სანთლებით გილოცავ დაბადების დღეს. წელს უფრო გულდამძიმებუ-ლი, გაორმაგებული ტკივილით სავსე მოვალ თქვენს საფლავებთან და დაბადების დღეს მოგილოცავთ, ჩემო ლომებო.

მამა, 2 მარტს 55 წელი შეგისრულ-დება, 3 მარტს - ჩემს საყვარელ ბიძას - 60 წელი.

ძნელია, ძალიან მტკივა გული, რომ ეს თარიღები უთქვენოდ, ჩემს ბიძაშ-ვილებთან და ახლობლებთან ერთად უნდა აღვნიშნოთ თქვენ საფლავებზე.

იძინეთ მშვიდად, ჩემო საყვარელო ხალხო, ბაბუასაც ვულოცავ დაბადების დღეს - ის 6 მარტსაა დაბადებული. თქვენი მონატრების სურვილი თანდა-თან ძლიერდება. დრო ვერ კურნავს იმ იარებს, რასაც უთქვენობა ჰქვია. თქვენს სახელებს არასოდეს დავივიწ-ყებ. ისე ვიცხოვრებ ჩემს ბიძაშვილებთან ერთად, რომ არასდროს შევარცხვენ მერაბ და ზურაბ კურტანიძეების სახელს.

მამა, ჩემი შვილები მხოლოდ სუ-

რათით გცნობენ. ბაბუის სიყვარული ზურიკო ბიძიასგან გაიგეს. უამრავი საზრუნავი დამიტოვე. ვალდებული ვარ ორივე ოჯახის წინაშე ისე გავაგ-რძელო ცხოვრება, რომ არასდროს შერცხვეს თქვენი სახელები, გვერდით დავუდგე და ვანუგეშო თქვენი გამწა-რებული დედა. მე კი მუდამ ვიამაყებ, რომ კეთილი, პატიოსანი, ალალმარ-თალი მერაბ და ზურაბ კურტანიძეების შთამომავალი ვარ.

დაბადების დღეს გილოცავთ, ჩემო ლომებო. იძინეთ მშვიდად. მუდამ იცოცხლებთ ჩემ გულში. თქვენს ხსოვ-ნას არასდროს დაფარავს დავიწყების ბურუსი.

მინდა ზეცაში ხმა მოგაწვდინოთ,გულით ვატარებ თქვენს ნათელ

ხსოვნას,დროის მსვლელობა ვერ შეცვლის

ტკივილს,სული კი ისევ აგრძელებს გლოვას.დაბადების დღეს გილოცავთ,ეკლესიაში აგინთებთ სანთლებს,თაიგულებით შეგიმკობთ საფლავსდა მუთმენლად ვიტყვი თქვენს

სახელს.თქვენი ჯაბა კურტანიძე

დაბადების დღეს გილოცავთ(მერაბ და ზურაბ კურტანიძეების მონატრება)

დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენგან წახვედი, მაგრამ უკვე ყველას უზომოდ მოგვენატრე. 6 მარტს 40 დღე სრულ-დება, რაც დაგვტოვე. დაგვიტოვე დიდი სევდა და ტკივილი.

შენ ყველას უყვარდი. ბუნებით კეთი-ლი, წყნარი, სტუმართმოყვარე და მუდამ საქმიანი იყავი. ბოროტებას ვერ იტანდი და მუდამ სიმართლეს ამბობდი. შენ შეუძლებელი შეძელი ცხოვრებაში. როცა ახალგაზრდას მეუღლე ტრაგიკულად დაგეღუპა, ივაჟკაცე და ექვსი შვილი პა-ტიოსნად გაგვზარდე. ძალიან გაფასებთ, დედა. გვახსოვს შენი რჩევა-დარიგებები. ჩვენთვის დედაც და მამაც შენ იყავი. დაგვიცარიელე გულები ყველას. ღმერ-თმა უმრავლოს შენისთანა დედები ჩვენს

ქვეყანას. ნათელში იყოს შენი სული. დაგვ-ლოცე ყველა, სრულიად საქართველო.

შენ ცოცხალი ხარ, გმირები არ კვდებიან.

შვილები

გვაკლიხარ, გვენატრები(ზურაბ კურტანიძის ხსოვნას)

დედა, რომელიც არ მომკვდარა(გულისა ხაჩიძე-ჩადუნელის მოსაგონარი)

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ხე-მცენარეები გამოდიან მოსვენების მდგომარეობიდან. მათ განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდებათ, რომ სრულყოფილად წარმართონ სავეგეტაციო პერიოდი და მათი ნაყოფიერება იყოს მაღალი. ამის-თვის საჭიროა მცენარეთა დაცვის კომპლექსური ღონისძიებების გატარება. ჩვენს პირობებში არ-სებობს ხეხილის მრავალი მავ-ნებელი, მაგალითად, ბუგრები, ჩრჩილები, ფოთოლხვევიები, ფო-თოლჭამიები, ღრაჭები, პეპლები, ტკიპები და დაავადებები - სოკოვა-ნი, ბაქტერიული, ვირუსული, რომ-ლებიც ხელს უშლიან მცენარეების სრულყოფილ განვითარებას და აავადებენ კიდეც მას.

მავნებელ-დაავადებები ზამ-თარს ატარებენ ხის ქერქზე, ხმელ ტოტებზე, საყრდენებზე, სარეველა და კულტურული მცენარეების ნარჩენებზე, ნიადაგის ზედაპირთან და სხვ. ისინი ზამთარს სხვადასხვა სტადიაში ატარებენ და ელოდე-ბიან ხელსაყრელ პირობებს, რომ გააქტიურდნენ.

აუცილებელია კვირტის გაღვი-ძებამდე ხეხილის გასხვლა-ფორ-მირება თესლოვანი, კურკოვანი და კაკლოვანი კულტურებისთვის. გასხვლისას უნდა მოშორდეს

ყველა გამხმარი და დაავადებუ-ლი, ასევე გადაჯვარედინებული ტოტები, რომლებიც ქარის დროს ეხებიან ერთმანეთს, აზიანებენ ქერქს, რაც ხელს უწყობს დაავა-დების განვითარებას. ასევე უნდა მოშორდეს ისეთი ტოტები, რომ-ლებიც შეიძლება ჩამოტყდეს, ანდა აქვს მექანიკური დაზიანება.

გასხვლის შემდეგ მცენარის მოსავლიანობა ორჯერ იზრდება. მაგალითად, ატამს გასხვლის გა-რეშე მიდრეკილება აქვს ტოტების გაშიშვლებისაკენ, მსხმოიარობის პერიფერიაზე გადანაცვლებისა და ნაყოფების სიწვრილისაკენ. რამდენიმე წლის გაუსხლავი ატამი სიმაღლეში აღწევს 4-5 მეტრს და შემდეგ ხმება. ატამი მსხმოიარობს ერთწლიან ნაზარდებზე. ამიტომ მოსავლიანობასთან გასხვლა პირდაპირ კავშირშია. აუცილებე-ლი და საჭიროა ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ალუბლის, თხილის და ა. შ. გასხვლა.

აგრეთვე აუცილებელია მავ-ნებელ დაავადებებთან ბრძოლა. როგორც აღვნიშნეთ, ისინი ბინად-რობენ ან ხეებზე ან მათ ახლომახ-ლო. განსაკუთრებით უთოვლო ზამთრის პირობებში საჭიროა ხის შტამბისა და დედა ტოტების ჩამოფხეკა სპეცსაფხეკებით ისე, რომ არ დაზიანდეს ქერქის მთლი-

ანობა. ჩამოფხეკილი ქერქი, დაზი-ანებული ნაწილები და შემხმარი ნაყოფები უნდა შევაგროვოთ და დავწვათ, რადგან მათში ბლომად იქნება მავნებლების და დაავადე-ბის მოზამთრე ფორმები.

სასურველია გასხლული და ჩამოფხეკილი მცენარის შტამ-ბი შევათეთროთ კირით (10 ლ წყალში 2-3 კგ გადამწვარი კირი) და კვირტის დაბერვიდან მის გაშლამდე შევწამლოთ 3%-იანი ბორდოს ხსნარით. იგი მიმართუ-ლია სხვადასხვა დაავადებისა და მავნებლის მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ.

აგრეთვე საჭიროა ხის ძირში ნიადაგის ღრმად დაბარვა და მორწყვა, რაც გამოიწვევს ნიადა-გის ზედაპირზე არსებული მავნებ-ლების დახოცვას. უმჯობესია ადრე გაზაფხულზე ნიადაგის განოყიერე-ბა ორგანული სასუქით - ნაკელით ან აზოტ-ფოსფორ-კალიუმიანი სასუქით ნიადაგის მოთხოვნილე-ბის შესაბამისად, რაც ნიადაგის გამოკვლევით დგინდება.

კულტურული მცენარეებისთ-ვის აგრეთვე საფრთხეს წარმო-ადგენს სარეველა მცენარეები და მათი ნარჩენები, რომლებიც უნდა მოვაშოროთ მექნიკურად, მაგრამ თუ დიდი ფართობებია და ეს შეუძლებელია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰერბიციდები - სარე-ველა მცენარეების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც უნდა შეიძინოთ სპეციალურ მაღაზიაში ვადიანი, ეტიკეტირებული და დაიცვათ პრეპარატთან მუშაობის წესები.

ნინო სახვაძებიოლოგი, ეკოლოგი

593 58 46 22

როგორ მოვუაროთ ხეხილს ადრე გაზაფხულზე

Page 7: გოჩა კურტანიძე: „სოფელი და შრომა უნდა შეიყვარო …chemikharagauli.com/uploads/secbanners/7-627-2015w.pdf2

7xtvb [fhfufekb27 თებერვალი, 2015 წ.

მეუღლე ნინო კასრაძე, შვილები თეიმურაზ და თამთა გოგოლაძეები, სიძე თამაზ დეკანოსიძე, შვილიშვილი მარიამ დეკანოსიძე, დისშვილი ქეთე-ვან სილაგავა, ცოლისდა ნანა კასრაძე, სიდედრი ნორა შეყილაძე, ცოლისდის-შვილები და უახლოესი ნათესავები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

თეიმურაზ რუბენის ძე გოგოლაძედაკრძალვა 28 თებერვალს სო-

ფელ ჯაფაროულში.

შვილები ივანე, მედიკო, ნინო ცხოვრებაძეები, რძლები ნინო ჯოჯუა, ლამარა ფერაძე, მეგი ფცქიალაძე, სიძეები გიზო კიკნაძე, ჩიტო კაპანაძე, ლევან ჯავახიშვილი, შვილიშვილები კახა, კობა, თამარ ცხოვრებაძეები, ვანო, ნელი კიკნაძეები, რომან, ნატო კაპანაძეები, ძმა ვალოდია, და მერიკო, ძმისშვილები, დისშვილები, ბიძაშ-ვილები, დეიდაშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

თალიკო ცხოვრებაძედაიკრძალა 26 თებერვალს ჩხერში.

შვილები გოჩა და ზურიკო გიორ-გიძეები, ძმა ბუდუ თავზარაშვილი, დები ია და ნუნუ, მაზლი მურმან გიორგიძე, ბიძაშვილი ნანი თავზარაშ-ვილი, რძლები ირმა შველიძე, მაგდა მაჭავარიანი, ნათელა ბერიძე, ძმისშ-ვილები, დისშვილები, მაზლისშვილები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ნათელა გიორგის ასული თავზარაშვილი-გიორგიძე

დაიკრძალა 22 თებერვალს.

მეუღლე ლამარა მაჭავარიანი, შვი-ლები ლია და მარინა გურგენიძეები, შვილიშვილი გურამ აბესაძე, დისშვი-ლები და უახლოესი ნათესავები მწუხა-რებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

გურამ გურგენიძედაიკრძალა 21 თებერვალს ხარა-

გაულში.

ბიძაშვილები ლუკა, თინა გურგე-ნიძეები, რძლები ცისანა ფანცულაია, ნელი აბაშიძე შვილებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ხარაგაულის რა-იონის კოლორიტი ადამიანი, მუდამ მოძრავი და შემოქმედი, ახალგაზრ-დობის სწორი გზის მიმცემი და აღმზრ-დელი, მოსიყვარულე, მრავალმხრივი შრომითი ნიჭით დაჯილდოებული, თავმდაბალი, სპორტულ ასპარეზზე მრავალი ახალგაზრდის გზამკვლევი და უკეთესი მომავლისთვის გზის მიმ-ცემი, მზრუნველი მამა და ბაბუა

გურამი სიმონის ძე გურგენიძე.შენი დიდი სანათესაო ღრმა მწუ-

ხარებას გამოვთქვამთ. დაგვაკლდება შენი სითბო და კეთილი ღიმილი. ვევედრებით უფალს შენი სულის სასუ-ფეველში დამკვიდრებისთვის. ვთხოვთ მოგიტევოს. აგინთებთ სანთლებს. მსუბუქი იყოს შენთვის საფლავის მიწა.

ვაშლევის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი თეა ბლიაძე სამძიმარს უცხადებენ ამავე კლასის მოსწავლეს მარი წიქარიშვილს ბაბუის და მასწავ-ლებელ ციცინო ბუცხრიკიძეს მაზლის

ლერი წიქარიშვილისგარდაცვალების გამო.

ვარძიის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკუ-რი პერსონალი თანაუგრძნობენ ბექა და ბელა ხიჯაკაძეებს საყვარელი ბაბუის

ზაურ გრიგოლის ძე ხიჯაკაძის გარდაცვალების გამო.

ლალი, ვალოდა, გიგა, მაკა კე-ლენჯერიძეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ახლო მეზობლის

გურამი გურგენიძისგარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ხუნევის საჯარო სკოლის პედა-გოგიური კოლექტივი თანაუგრძნობს თამრიკო ნონიკაშვილს დედამთილის, გოჩა, მურადი და ნანული ჩადუნელებს ბიცოლას

გულისა ჩადუნელისგარდაცვალების გამო.

სოფელ მარელისის ტაბატაძეების უბნის მაცხოვრებლები თანაუგრძნო-ბენ ზაური, სოფიკო, ზურიკო, მარიამ და ქეთინო ტაბატაძეებს საყვარელი მეუღლისა და დედის

ნინო ჯორბენაძე-ტაბატაძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირ-ველწოდებულის სახელობის სასუ-ლიერო გიმნაზიის მესამე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ლემა ბერაძე ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობენ გიმ-ნაზიის პედაგოგ ლალი ებანოიძესა და მესამეკლასელ თეო ჭიპაშვილს საყვა-რელი დედისა და ბებიის ქალბატონ

ნანი ლომსაძე-ებანოიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირ-ველწოდებულის სახელობის სასული-ერო გიმნაზიის 2014 წელს კურსდამ-თავრებულები და მათი მშობლები თა-ნაუგრძნობენ კლასის ხელმძღვანელ ლალი ებანოიძესა და თანაკლასელ დავით ჭიპაშვილს დედისა და ბებიის

ნანი ლომსაძე-ებანოიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ყოფილი თანამშ-რომელი

თემურ გოგოლაძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

გურამი და შალვა სახვაძეები ოჯა-ხებით ღრმა სამძიმარს უცხადებენ ნა-თელა კამკამიძეს და მიხა დეკანოსიძეს დედისა და სიდედრის ქალბატონ

ქეთევან კამკამიძისგარდაცვალების გამო.

ს/ს „ავტოტრანსის“ წინ მდებარე ბენ-ზინგასამართი საწარმოს თანამშრომ-ლები ზურაბ და ლაშა გიორგიძეები, ვახო დვალი და გურამ სახვაძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ახალგაზრ-და კაცის

თემურ რუბენის ძე გოგოლაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობენ განსვენებულის ოჯახს.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თანაუგრძნობს თამთა გოგოლაძეს მამის

თემურ გოგოლაძისუდროოდ გარდაცვალების გამო.

წმინდა ანდრია პირველწოდებუ-ლის სახელობის სასულიერო გიმნა-ზიის მერვე კლასის მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები თანაუგრძ-ნობენ კლასის ხელმძღვანელს ლალი ებანოიძეს დედის

ნანი ლომსაძე-ებანოიძისგარდაცვალების გამო.

წმინდა ანდრია პირველწოდებუ-ლის სახელობის სასულიერო გიმნა-ზიის პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი თანაუგრძნო-ბენ ლალი ებანოიძეს დედის

ნანი ლომსაძე-ებანოიძისგარდაცვალების გამო.

უახლოესი მეზობლები ზაალ არ-ჯევანიძე, ვალოდა კელენჯერიძე, გელა შავიძე, არსენ სხილაძე, მერაბ ტაბატაძე, მურმან კუპრაძე, ბესიკ შერგელაშვილი ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პიროვნება, ჭეშმარიტი ხარაგაულელი, საუკეთესო მეუღლე, მამა და ბაბუა, თავისი საქმის პროფესიონალი და ერთგული

გურამ სიმონის ძე გურგენიძედა თანაგრძნობას უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დატოვე შენი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, სანათესაო, შენი საყვარელი დედა-ბუნება, რომელსაც მთელი ცხოვრება უანგაროდ ემსახურებოდი.

მამა, მადლობელი ვართ იმისთ-ვის, რომ სწორად იცხოვრე. ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს.

მეუღლე, შვილები ოჯახებით

გიგა ტაბატაძის ხსოვნას

10 თებერვალს ერთი წელი გავიდა, რაც ჩვენს შორის აღარ ხარ. მოულოდ-ნელმა სიკვდილმა სამუდამოდ მოგა-შორა შენს ოჯახს. ჩაქრა შენი ლამაზი სიცოცხლე. დაგვიტოვე სევდა და უსაზ-ღვრო მწუხარება. ძნელია შეეგუო იმ დარდსა და ტკივილს, რომელიც შენმა დაკარგვამ მოგვიტანა. უზომოდ გვაკ-ლია შენი სითბო და სიკეთე; განსაკუთ-რებით შენს შვილს გიორგის. შენისთანა

კეთილშობილი, უბოროტო ადამიანები იშვიათად იბადებიან. მოულოდნელად წახვედი და თან წაიღე სიკეთით სავ-სე გული, რომელმაც იმდენი სითბო და სიყვარული გასცა, რომ ასობით ადამიანმა ზღვა ცრემლით გაგაცილა სამუდამო სასუფეველში.

ეს ერთი წელი შენზე ფიქრის გარე-შე ერთი დღეც არ მიცხოვრია. თურმე არ ყოფილა დრო ყველაფრის მკურ-ნალი. დავდივარ განადგურებული. შენი ძმები თან გვყვებიან მე და შენს ნანატრ შვილს. უზომოდ ენატრები შენს ძმებსაც, რობიზონ. დღე არ გავა, რეზო რომ არ შეგვეხმიანოს.

ადამიანი, როცა ბედნიერი ხარ, ვერ წარმოიდგენ, რომ ასე აღარ იქნება. 14 თებერვალს მოვედით შენს საფლავზე ყვავილებითა და სანთლებით, მაგრამ შენი თბილი გულის ნაცვლად ცივი და უგრძნობი საფლავის ქვა დაგვხვდა. გვენატრები, ძალიან გვენატრები. უშე-ნობა დიდი სასჯელია ჩემთვის. ღმერთ-მა ნათელში ამყოფოს შენი კეთილი, ალალი და ლამაზი სული.

ოჯახი

რობიზონ მაღრაძის ხსოვნას

დედის გულო, მამის სიცოცხლევ, ჩვენო მოურჩენელო იარავ და სამუდა-მო სევდავ, ჩვენო ერთადერთო საფი-ცარო შვილო შალვა, 28 თებერვალი შენი დაბადების დღეა. 53 წელი შეგის-რულდებოდა. მოგიკვდეს გატანჯული დედა. რატომ უნდა გილოცავდეთ ამ დღეს თვალცრემლიანები? ჩვენო ვაჟ-კაცო, სულით მდიდარო, ჩვენს ოჯახში უშენობით გამოწვეულ სიცარიელეს ვერაფერი ავსებს. ჩვენი ოჯახის დიდო საგანძურო, ფრთებჩამოტეხილია უშე-ნოდ დარჩენილი შენი ლამაზი ცოლ-შვილი. ვეწამები შენი უბედური დედა, შვილო. რატომ არ ცახცახებს დედის ცრემლით დანამული მიწა; ის მიწა, რო-მელიც მე უნდა დამყროდა და ახლა შენ გათბობს და გეფერება. შალვა, დრო ყველაფრის მკურნალიაო, გამიგია შვილო, მაგრამ ტყუილი ყოფილა. განა შეიძლება დრომ უმკურნალოს დედას,

რომელმაც შვილი დაკარგა? შენი მო-ხუცი და გამწარებული დედ-მამისთვის დრო ყველაზე საშინელი ტკივილია, რომელიც უფრო გვაშორებს ერთ-მანეთს, უფრო მეტად გვენატრები და გვიყვარხარ, შვილო. სიტყვა უძლურია იმ ტკივილის გამოსახატად, რაც შენ დაგვიტოვე 20 წლის წინ. შენზე ფიქრის გარეშე ერთი დღეც არ გვიცხოვრია, ჩვენო სიცოცხლევ, ჩვენო მარად 33 წლის ვაჟკაცო. ძალიან გვიჭირს, შალვა, უშენოდ. უსიხარულოდ გადის წლები უსიხარულო დღეებით და უძი-ლო ღამეებით. 20 წელია, რაც უშენოდ ვიტანჯებით, შვილო, მაგრამ თავს ვერ ვიკლავ, მეშინია შენი სამუდამო დაკარ-გვისა. დაბადების დღეს გილოცავთ, შალვა, შენი უდროოდ დაბრებული და ცრემლგამშრალი დედა და მამა. მოვალთ შენს საფლავთან, მუხლს მო-ვიდრეკთ, ვეამბორებით მარმარილოს ქვაზე გამოსახულ შენს სახიერებას და შევთხოვთ უფალს, ნათელში ამყო-ფოს შენი ლამაზი სული. გჯეროდეს, სულიერად ჩვენც შენთან ერთად ვართ, ჩვენო ერთადერთო ბიჭო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი ნებოძირის მიწა.

უსაზღვრო გულისტკივილით და მონატრებით შენი გამწარებული დედა და მამა ლენა და რობიზონ

ცხოვრებაძეები

წავიდა ჩვენგან კიდევ ერთი ღვაწ-ლმოსილი ადამიანი, მრავალი თაობის აღზრდელი გურამ გურგენიძე. ის 1927 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სპორტული საზოგადო-ებების „განთიადი“ და კოლმეურნე“ თავმჯდომარედ. პენსიაში გასვლამდე ხარაგაულის სპორტსკოლის დირექ-ტორი გახლდათ. პარალელურად მუშაობდა რკინიგზის #10 - ახლანდე-ლი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ფიზაღზრდის მასწავლებლად.

გურამ გურგენიძის ხელმძღვანე-ლობისას სპორტული სკოლა გან-საკუთრებული წარმატებებით გამო-ირჩეოდა. თავად ჭადრაკს ასწავლიდა დაინტერესებულ მოსწავლეებს.

მას დღემდე საუკეთესო პიროვნე-ბად, მაღალი დონის პროფესიონა-ლად და კეთილშობილ ადამიანად იხსენებენ. გურამ გურგენიძე უკვე მარადისობის მკვიდრია. მისი სახე-

ლი არასოდეს მიეცემა დავიწყებას თანამშრომლების, ახლობლებისა და მეგობრების გულებში. ღმერთმა დაუმკ-ვიდროს საუკუნო სასუფეველი.

ხარაგაულის სპორტის განვითა-რებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის თანამშრომლები

გურამ გურგენიძე

ცხოვრობდა ამქვეყნად ნაღდი ქართველი ვაჟკაცი, რომელსაც თა-მაზ ხიჯაკაძე ერქვა. პირველ მარტს დაბადებულს განგებამ მხოლოდ 50 წლის სიცოცხლე არგუნა და პირველ მარტსვე უხმო ზეციურ საქართველოში.

წავიდა და ვინ იცის, რამდენი სიტყ-ვა დარჩა უთქმელი, რამდენი კეთილი საქმე დაუმთავრებელი, რამდენი გული გასათბობი. ამიტომაცაა მისი ამქვეყნად არყოფნა გაუსაძლისი მისი ოჯახისთ-ვის, ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. ბევრი იცნობდა და პატივს ცემდა გამორჩეული თვისებების გამო.

მარტშია დაბადებული მისი მამა. მასაც ვულოცავთ დაბადების დღეს.

პირველ მარტს ანთებული წმინდა სანთლებით მივულოცავთ დაბადების დღეს სიცოცხლეზე უზომოდ გულდაწყ-ვეტილ, აწ უკვე 63 წლის თამაზ მიხე-ილის ძე ხიჯაკაძეს. ნათელი დაადგეს მის ლამაზ სულს.

ოჯახი

თამაზი ხიჯაკაძის მონატრება შალვა ცხოვრებაძის გახსენება

26 თებერვალს ერთი წელი გახ-და, რაც სამარადისო სასუფეველში გადასახლდი. ნაადრევად წახვედი ამქვეყნიდან. დატოვე ქმარ-შვილი, ოჯახი...

თავს იმით ვინუგეშებთ, რომ ვი-ცით, უფალმა თავისთან წაგიყვანა და დაგიმკვიდრა სამუდამო სასუფეველი. ნათელი დაადგეს შენს ხსოვნას.

იძინე მშვიდად. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

ოჯახი

ნათია გაჩეჩილაძის გახსენება

3 მარტი შენი დაბადების დღეა. დე-დის დღეს და გაზაფხულს გილოცავთ მარადიულ სასუფეველში ბებიასთან ერთად. უფალმა ნათელი დაგიმკვიდ-როთ ორივეს. ლექსები გიყვარდა და გვინდა ლექსით მოგილოცოთ ეს დღე.

„დედა რომ კაბას ატარებდა,მეგონა, მზით იყო მორთული...შვილებს ანგელოზებს ადარებდა,თვითონ ანგელოზად მოსული...დედის გული ლამაზ

ღიღილოს ჰგავს,ხან მზე ათბობს და ხან აწვიმს,

ქუჩაში ბევრი ქალი მიღიმოდა,მაგრამ დედასავით არავინ...თვალებით უფრო ხშირად

მზე დაჰქონდა,თუმცა წვიმაც ჩანდა ცრემლივით,ისეთი საყვარელი მზერა ჰქონდა,იმ მზერით სამყაროს შევცვლიდი...დედა რომ კაბას ატარებდა,მეგონა, მზით იყო მორთული...შვილებს ანგელოზებს ადარებდა,თვითონ ანგელოზად მოსული...“

მეუღლე ვაჟა ხაჩიძე და შთამომავლები

ზენო გრიგალაშვილი-ხაჩიძის გახსენება

Page 8: გოჩა კურტანიძე: „სოფელი და შრომა უნდა შეიყვარო …chemikharagauli.com/uploads/secbanners/7-627-2015w.pdf2

8 xtvb [fhfufekb 27 თებერვალი, 2015 წ.

დ. ხარაგაული27.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +19ºC, ღამე +11ºC;28.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +20ºC, ღამე +12ºC;01.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +14ºC, ღამე +10ºC;02.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +14ºC, ღამე +9ºC;03.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +7ºC;04.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +6ºC.

ბორითი27.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +15ºC, ღამე +7ºC;28.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +17ºC, ღამე +8ºC;01.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +14ºC, ღამე +6ºC;02.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +14ºC, ღამე +5ºC;03.03 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +12ºC, ღამე +5ºC;04.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +5ºC.

კიცხი27.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +18ºC, ღამე +9ºC;28.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +18ºC, ღამე +10ºC;01.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +13ºC, ღამე +9ºC;02.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +13ºC, ღამე +8ºC;03.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +6ºC;04.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +5ºC.

მოლითი27.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +14ºC, ღამე +5ºC;28.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +15ºC, ღამე +6ºC;01.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +12ºC, ღამე +4ºC;02.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +3ºC;03.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +3ºC;04.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +4ºC.

amindi

ჩვენს ძვირფას და საყვარელ ბიძაშვილს თამარ კაპანაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, ლაღ ბავშვობას, ლამაზ მომავალს და ღვთის ულევ წყალობას.

მამიდაშვილები ზურა და გიგა ხვიჩიები

ვულოცავთ ჩვენი სკოლის ბუ-ღალტერს ნატო გუგავას შვი-ლიშვილის და პედაგოგ ნესტან შავიძეს დისშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ზვიადსა და გაბრიელს ულევ სიხარულს და ღვთის წყალობას.

ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის თანამშრომლები

დაბადების დღეს ვულოცავთ თებერვალში დაბადებულ მას-წავლებლებს მზევინარ კიკნა-ძეს, თამარ მაღლაკელიძეს, გულნაზი თიკანაშვილს. ვუ-სურვებთ სიკეთეს, სიყვარულს, წარმატებებს საკუთარ ოჯახებში და სამსახურებრივ საქმიანობაში.

ზვარის საჯარო სკოლა

ვულოცავთ ჩვენს უსაყვარ-ლეს მძახალს, საუკეთესო პი-როვნებას, კეთილ და გულისხ-მიერ მარინა ჩიტაძეს დაბადე-ბის დღეს. ვუსურვებთ ჯანმრ-თელობას, დღეგრძელობას, სიხარულს, ღვთის წყალობას და ულევ ბედნიერებას ახლობ-ლებთან ერთად.ქეთინო და გოჩა მახარაძეები

ოჯახით

უკეთილშობილეს პიროვ-ნებას, თავისი საქმის პროფე-სიონალს, ბესო ფოცხვერაშ-ვილს და ნათია ლომიძეს ვულოცავთ ქალიშვილის შე-ძენას. ვუსურვებთ გაზრდი-ლიყოს ნამდვილი ქართველი ქალი. უფლის მფარველობა არ მოჰკლებოდეს მას და მის ოჯახს.

სულიკო თაბუკაშვილი და ჟუჟუნა ნანიტაშვილი

ოჯახებით

ვულოცავთ მოლითის სა-ჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს ქეთევან ცხადაძეს ჭადრაკის რაიონულ შეჯიბრში გამარჯვებას და პირ-ველი ადგილის მოპოვებას. ეს გამარჯვება დასაწყისი ყოფი-ლიყოს მისი მომავალი წარმა-ტებებისა.

მოლითის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

იყიდებაიყიდება სამოსახლო მიწის

ნაკვეთი 2150 კვ.მ. ხეხილით, ყველა კომუნიკაციით, ამორ-ტიზირებული შენობით, დამხ-მარე სათავსოთი, საავადმ-ყოფოსთან, მის. გრიშაშვილი ქუჩა №23

ტელ: 514 15 12 12 გოჩა

იყიდება ერთოთახიანი ბინა ლოჯით. მისამართი: ხარაგა-ული, სოლომონ მეფის ქუჩა №56, მე-4 სართული.

ტელ: 593 76 86 78, ქეთინო

იყიდება ოროთახიანი ბინა, ბუნებრივი აირით, ხარაგაულ-ში, მისამართზე - სოლომონ მეფის ქ. №56, მე-3 სართული, კარგი ხედით, 2 ავტოფარეხით, სარდაფით. ეზოში არის ადგი-ლი მცირე ნაგებობისათვის.

ტელ: 577 77 45 25 (მარინა).

იყიდება სამოთახიანი კუთ-ხის ბინა ორი აივნით, სარ-დაფით, ბუნებრივი აირით, მე-3 სართულზე. მის.: ხარაგა-ული, სოლომონ მეფის ქ. №51 (სპორტდარბაზთან).

ტელ.: 555 56 90 20; 0 (433) 22 11 44.

***

***

***

***

გაცნობებთ, რომ აბონენტების მონაცემთა ბაზის რეორგანიზა-ციასთან დაკავშირებით შესაძლოა შეგეცვალოთ აბონენტის საიდენ-ტიფიკაციო ნომერი. სწრაფი გადა-ხდის აპარატებით სარგებლობისას შესაძლო შეფერხების შემთხვევა-ში, გთხოვთ გადახდა განახორცი-ელოთ ბანკის ფილიალებში.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე ტელ.: 16 114 ან მიმართეთ ადგილობრივ სერვისცენტრს.

ბოდიშს გიხდით დროებით შექმნილი უხერხულობისთვის.„სოკარ ჯორჯია გაზი”

გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ და ყოველ პარასკევს მიიღეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცე-სების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაცია.

გაზეთი ღირს 3 თვით 5 ლარი;6 თვით - 10 ლარი;ერთი წლით - 20 ლარი.დაგვიკავშირდით გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ტელეფონე-

ბით: 22-16-27; 593 900 501; 593 35 65 80; 555 57 45 78 ან მობრძანდით მისამართზე: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №59, მეორე სართული, შემოსასვლელი შენობის უკანა მხრიდან.

მობრძანდით, გელით.გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული”

აბონენტთა საყურადღებოდ!

სამეურნეო და სამშენებლო მასალების ფართო არჩევანს;

ულამაზეს ჭაღებს;სამზარეულოსა და აბაზანის

აღჭურვილობას;თქვენი ოჯახისათვის საჭირო

და აუცილებელ მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

გვესტუმრეთ მაღაზიაში „სარკის სახლი“ და შეიძინეთ თქვენთ-ვის სასურველი ნივთები მისაღებ ფასად.

მისამართი: ხარაგაული, სო-ლომონ მეფის ქ. №48.

სანტექნიკის მაღაზია „სარკის სახლი“ გთავაზობთ

ფოტო საოჯახო ალბომიდან

ხარაგაულელი ნორჩი ძიუდოისტები: თორნიკე ბაკურაძე, ჯიმშერი ბერაძე, ზვიადი გრძელიძე, ზაზა გუმბე-რიძე, მამუკა კვინიკაძე, ტარიელ კამკამიძე. 1986 წელი