დღეს ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/24-595-2014w.pdf ·...

8
20 ივნისი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 24 (595) www.chkh.org დღეს ნომერშია ხარაგაულის საკრებულოს სავარაუდო შემადგენლობა კოოპერატივები - ძველი-ახალი მიდგომა სოფლის მეურნეობისადმი საზოგადოების აზრით არჩევნების შედეგები 2 გვ. 2 გვ. 3 გვ. 4-5 გვ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მანდატებს ოთხი პოლიტიკური სუბიექტი გაინაწი- ლებს. წინასწარი მონაცემებით, ცხრა მანდატს მიიღებს კოალიცია „ქართული ოცნება“, სამ მანდატს - „ერთიანი ნაციონალური მოძრა- ობა“, ორ მანდატს - „არასაპარ- ლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“), ერთ მანდატს - „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია.“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 19 საარჩევნო ოლქში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ კანდიდა- ტებმა. ვახანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნები არ ჩატარებულა. არაგაულის მუნიციპალიტე- ტის გამგებლად კენჭს სამი კანდიდატი იყრიდა. სახელისუფლებო კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა, წინას- წარი მონაცემებით, ხმების 64,40 პროცენტი მიიღო. არჩევნებზე მი- სული 12 096 ამომრჩევლიდან მას ხმა 7 797-მა ამომრჩეველმა მისცა. გამგებლობის კანდიდატმა „ნა- ციონალური მოძრაობიდან“ ლაშა ნიქაცაძემ 2 436 ხმა მიიღო; გამ- გებლობის კანდიდატმა „არასა- პარლამენტო ოპოზიციიდან“ როინ ხიჯაკაძემ - 1 863 ხმა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 34 დეპუტატიდან, სავარაუდოდ, შვიდი ქალბატონი იქნება. ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 20 184 ამომრჩეველია. აოლქო საარჩევნო კომი- სიის თავმჯდომარის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, წი- ნასაარჩევნო პერიოდში კომისიაში შესული საჩივრებიდან არცერთი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვ - ლობის გამო. 29 მაისს საქართველოს ახალ- გაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განცხადებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ 2014 წლის 13 მაისის ნომერში გაზეთის პირველი და მეორე გვერდები ეთმობა გამგებელ კობა ლურს- მანაშვილთან ინტერვიუს, რომელ- შიც ის სამომავლო გეგმებსა და დაპირებებზესაუბრობს, როგორც გამგებლობის კანდიდატი. საია ცესკოს თხოვს „აღნიშნული ფაქ- ტის შესწავლას და რეაგირებას, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული ადგილობრივი ბიუჯე- ტიდან დაფინანსებული გაზეთის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნების წესების დარღვევა, ასევე ადმინისტრაციული რესურ- სის გამოყენება რომელიმე საარ- ჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან მის საწინააღმდეგოდ.“ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 2 ივნისს მიმართა ხა- რაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომ საოლქო კომისიამ განიხილოს „ახალი ხარაგაულისგან“ საქართ- ველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნ- ქტის შესაძლო დარღვევის შესახებ. კახა გოლუბიანის ინფორმა- ციით, „გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, რო- მელიც გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს. სასა- მართლო იმსჯელებს, თუ რა ოდე- ნობის ჯარიმა დააკისროს გაზეთს.“ რაც შეეხება არჩევნების დღეს, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, ერთი საჩივარი დაიწერა სარგვეშის საარჩევნო უბანზე არასაპარლა- მენტო ოპოზიციის გამგებლობის კანდიდატის, როინ ხიჯაკაძისგან. ის ითხოვდა გადასატანი საარჩევ- ნო ყუთის ბათილად ცნობას. საჩი- ვარი საუბნო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. ხარაგაულის მუნიციპალიტე- ტის ვახანის საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ არჩევნებს პრო- ტესტი გამოუცხადა. ვახანელები მოითხოვენ 2012 წლის მაისში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული რეინჯერის, მერაბ არევაძის საქმის ობიექტურად გამოძიებას. ვახანის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იური ავალიშვილის ინფორმაციით, პირველი საათის შემდეგ ვახანის საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა ხარაგაულის მაჟორიტა- რი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე. რატომ არ შეუერთდა თანასოფ- ლელთა პროტესტს, ამ შეკითხვით მივმართეთ პარლამენტარს. „პროტესტის ეს ფორმა არ მიმაჩნია სწორად. მე ავედი და ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე. ის, რომ ვახანელებს არ ეყოლებათ საკუთარი წარმო- მადგენელი ხარაგაულის საკრე- ბულოში, ვფიქრობ, არ წაადგება მერაბ არევაძის საქმის გამოძიებას. მე ვიცი, როგორ უნდა დავუდგე გვერდით ამ ოჯახს. სხვა ფორმა უმჯობესია“ - აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ნოდარ ებანოიძემ. ვახანის საარჩევნო უბანზე ხმა მხოლოდ ორმა ამომრჩეველმა მისცა. ხარაგაულის საოლქო საარ- ჩევნო კომისიის თავმჯდომარე კახა გოლუბიანის ინფორმაციით, ვახანში მაჟორიტარული არჩევნე- ბის ხელახლა ჩატარებაზე ცესკო იმსჯელებს და არჩევნების თარიღს გამოაცხადებს. ხარაგაულის საკრებულო ოთხი პოლიტიკური სუბიექტით დაკომპლექტდება პროტესტი ვახანში

Upload: others

Post on 06-Oct-2020

0 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: დღეს ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/24-595-2014w.pdf · და წვიმის დროს ტალახდება. უმა-დურები

20 ივნისი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№24 (595)

www.chkh.org

დღეს ნომერშია

ხარაგაულის საკრებულოს სავარაუდო შემადგენლობა

კოოპერატივები - ძველი-ახალი მიდგომა სოფლის მეურნეობისადმი

საზოგადოების აზრით

არჩევნების შედეგები

2 გვ.

2 გვ.

3 გვ.

4-5 გვ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მანდატებს ოთხი პოლიტიკური სუბიექტი გაინაწი-ლებს. წინასწარი მონაცემებით, ცხრა მანდატს მიიღებს კოალიცია „ქართული ოცნება“, სამ მანდატს - „ერთიანი ნაციონალური მოძრა-ობა“, ორ მანდატს - „არასაპარ-ლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“), ერთ მანდატს - „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 19 საარჩევნო ოლქში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ კანდიდა-ტებმა. ვახანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნები არ ჩატარებულა.

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგებლად კენჭს სამი

კანდიდატი იყრიდა. სახელისუფლებო კანდიდატმა

კობა ლურსმანაშვილმა, წინას-წარი მონაცემებით, ხმების 64,40 პროცენტი მიიღო. არჩევნებზე მი-სული 12 096 ამომრჩევლიდან მას ხმა 7 797-მა ამომრჩეველმა მისცა.

გამგებლობის კანდიდატმა „ნა-ციონალური მოძრაობიდან“ ლაშა ნიქაცაძემ 2 436 ხმა მიიღო; გამ-გებლობის კანდიდატმა „არასა-პარლამენტო ოპოზიციიდან“ როინ ხიჯაკაძემ - 1 863 ხმა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 34 დეპუტატიდან, სავარაუდოდ, შვიდი ქალბატონი იქნება.

ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 20 184 ამომრჩეველია.

საოლქო საარჩევნო კომი-სიის თავმჯდომარის, კახა

გოლუბიანის ინფორმაციით, წი-ნასაარჩევნო პერიოდში კომისიაში შესული საჩივრებიდან არცერთი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვ-ლობის გამო.

29 მაისს საქართველოს ახალ-გაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განცხადებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ 2014 წლის 13 მაისის ნომერში გაზეთის პირველი და მეორე გვერდები ეთმობა გამგებელ კობა ლურს-მანაშვილთან ინტერვიუს, რომელ-შიც ის სამომავლო გეგმებსა და დაპირებებზესაუბრობს, როგორც გამგებლობის კანდიდატი. საია ცესკოს თხოვს „აღნიშნული ფაქ-ტის შესწავლას და რეაგირებას, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული ადგილობრივი ბიუჯე-ტიდან დაფინანსებული გაზეთის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნების წესების დარღვევა, ასევე ადმინისტრაციული რესურ-სის გამოყენება რომელიმე საარ-ჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან მის საწინააღმდეგოდ.“

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 2 ივნისს მიმართა ხა-რაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომ

საოლქო კომისიამ განიხილოს „ახალი ხარაგაულისგან“ საქართ-ველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნ-ქტის შესაძლო დარღვევის შესახებ.

კახა გოლუბიანის ინფორმა-ციით, „გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, რო-მელიც გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს. სასა-მართლო იმსჯელებს, თუ რა ოდე-ნობის ჯარიმა დააკისროს გაზეთს.“

რაც შეეხება არჩევნების დღეს, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, ერთი საჩივარი დაიწერა სარგვეშის საარჩევნო უბანზე არასაპარლა-მენტო ოპოზიციის გამგებლობის კანდიდატის, როინ ხიჯაკაძისგან. ის ითხოვდა გადასატანი საარჩევ-ნო ყუთის ბათილად ცნობას. საჩი-ვარი საუბნო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის ვახანის საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ არჩევნებს პრო-ტესტი გამოუცხადა. ვახანელები მოითხოვენ 2012 წლის მაისში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული რეინჯერის, მერაბ არევაძის საქმის ობიექტურად გამოძიებას.

ვახანის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იური ავალიშვილის ინფორმაციით, პირველი საათის შემდეგ ვახანის საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა ხარაგაულის მაჟორიტა-რი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე. რატომ არ შეუერთდა თანასოფ-ლელთა პროტესტს, ამ შეკითხვით მივმართეთ პარლამენტარს.

„პროტესტის ეს ფორმა არ მიმაჩნია სწორად. მე ავედი და

ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე. ის, რომ ვახანელებს არ ეყოლებათ საკუთარი წარმო-მადგენელი ხარაგაულის საკრე-ბულოში, ვფიქრობ, არ წაადგება მერაბ არევაძის საქმის გამოძიებას. მე ვიცი, როგორ უნდა დავუდგე გვერდით ამ ოჯახს. სხვა ფორმა უმჯობესია“ - აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ნოდარ ებანოიძემ.

ვახანის საარჩევნო უბანზე ხმა მხოლოდ ორმა ამომრჩეველმა მისცა.

ხარაგაულის საოლქო საარ-ჩევნო კომისიის თავმჯდომარე კახა გოლუბიანის ინფორმაციით, ვახანში მაჟორიტარული არჩევნე-ბის ხელახლა ჩატარებაზე ცესკო იმსჯელებს და არჩევნების თარიღს გამოაცხადებს.

ხარაგაულის საკრებულო ოთხი პოლიტიკური

სუბიექტით დაკომპლექტდება

პროტესტი ვახანში

Page 2: დღეს ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/24-595-2014w.pdf · და წვიმის დროს ტალახდება. უმა-დურები

2 xtvb [fhfufekb 20 ივნისი, 2014 წ.

კოოპერატივები - ძველი-ახალი მიდგომა სოფლის

მეურნეობისადმი

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი თავისი შე-მოსავლის უმეტეს ნაწილს სოფ-ლის მეურნეობიდან იღებს, ხოლო სოფლის მოსახლეობის უმეტესობას წარმოადგენენ ფერმერები, რომ-ლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, როგორმე გაზარდონ მოსავალი ან წარმოება, რათა მოახერხონ სა-კუთარი ოჯახების გამოკვება. მათი გამომუშავება იმდენად დაბალია, რომ ისინი ძნელად თუ ახერხებენ რაიმე მნიშვნელოვანი ოდენობის საქონლის გაყიდვას ბაზარზე. რე-ალურად სექტორს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 10%-ზე ნაკლები წილი შეაქვს. სექტორში დაბალი ეფექტიანობის ერთ-ერთი ძირითა-დი მიზეზი ის არის, რომ ცოტა მიწას ჰყავს მესაკუთრე და ნაკლებად არის დამკვიდრებული ფერმერობის თა-ნამედროვე მეთოდები. სოფლის მოსახლეობის თითქმის 74% ერთ ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთებს ამუშავებს და ამ მცირე მწარმოებლების ეფექტიანობა და უნარი, იყვნენ ბაზრის წარმატებული მოთამაშეები, ძალზე შეზღუდულია.

ევროკავშირის დახმარებით, ახა-ლი კანონის მეშვეობით, რომელიც აყალიბებს ფერმერების კოოპერა-ტივებს და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ხელისუფ-ლება ქმნის ხელშემწყობ გარემოს ფერმერთა კოოპერატივებისათ-ვის. 2013 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს დაფინანსების შესახებ შეთანხმებას პროგრამის „ევროკავშირის სამე-ზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობის და სოფლის

განვითარებისთვის“ (ENPARD) გან-ხორციელების მიზნით. ევროკავშირის მიერ აღნიშნული პროგრამის დასა-ფინანსებლად გამოყოფილი თანხა 40 მილიონი ევროს ტოლია, რაც პროგრამას აქცევს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დონორე-ბის მხარდაჭერით განხორციელებულ ყველაზე მასშტაბურ პროგრამად სოფლის მეურნეობის სექტორში. ამ პროგრამის განხორციელების პერიოდია 2013 წლის მარტი - 2016 წლის მარტი.

ფერმერები და სოფლის ცხოვრება საქართველოში მნიშვნელოვანია

ევროკავშირისთვისზემოაღნიშნული პროგრამის ფარ-

გლებში ევროკავშირმა ახლახან ხელი მოაწერა ოთხ შეთანხმებას

მცირე ფერმერთა მხარდასაჭერად. მინიჭებული იქნა 15 მილიონი ევროს თანხის გრანტები და პროექტებს ამ გრანტების მეშვეობით განახორცი-ელებს ოთხი კონსორციუმი: Oxfam (დიდი ბრიტანეთი), Care (ავსტრია), People in Need და Mercy Corps (შოტლანდია), რისი წყალობითაც ამ პროცესში ჩაერთვება 16 ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ასოციაციები და აკადემიური დაწესე-ბულებები. ტექნიკური დახმარების, შესაძლებლობათა განვითარებისა და პირდაპირი ინვესტიციების მეშვე-ობით პროექტები დახმარებას გაუწევს 160-მე მეტი კოოპერატივის შექმნას, სულ მცირე 3000 წევრით. ინიციატივა მოიცავს 45 რაიონს და მისი სამიზნე მთელი ქვეყანაა.

„ფერმერები და სოფლის ცხოვრება საქართველოში ნამდვილად მნიშვნე-ლოვანია ევროკავშირისთვის,“ - აცხადებს ბორის იაროშევიჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე.

„ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარე-ბისთვის“ (ENPARD) ძალზე ამბიცი-ური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ზოგიერთი სირთულის დაძლევას. პროგრამის ამოცანებს შორისაა ქვეყნის ყველა რაიონში ფერმერე-ბისთვის საკონსულტაციო მომსახუ-რების ხელახლა შემოღება, ასევე შესაძლებლობათა განვითარებისკენ მიმართული საქმიანობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დახ-მარების გაწევის მიზნით. ამ კომპო-ნენტს განახორციელებს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). პროგრამა ENPARD საქართველოს მთავრობას უწევს პირდაპირ საბიუჯეტო დახმარე-ბას სოფლის მეურნეობის სექტორის სტრატეგიის განხორციელებისათ-ვის და სოფლის მეურნეობის სამი-ნისტროს გადასცემს ცოდნასა და ნოუ-ჰაუს. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მის მიერ ბიზნესზე ორიენტირებული თანამშრომლობის - როგორიც არის თანამედროვე და ბაზარზე ორიენტი-რებული სერვისების კოოპერატივები მცირე ფერმერებს შორის საქართ-ველოში - ხელშეწყობა.

ასკილის რეალიზაცია წვენების ქარხნისათვის

კოოპერატივები, რომლებიც და-ფინანსებას იღებენ, მცირე ფერმე-რების მიერ ნებაყოფლობით საფუძ-ველზე შექმნილი, ბიზნესზე ორიენტი-რებული ორგანიზაციებია, რომლებიც შეიქმნა მასშტაბზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარების, ეფექ-ტიანობის გაზრდისა და ბაზართან კავშირების გაუმჯობესების მიზნით. ფერმერების მხრიდან მოხდება საინვესტიციო მხარდაჭერის თანა-

დაფინანსება, რაც უზრუნველყოფს მათში საკუთრების გრძნობის და ვალდებულების წარმოქმნას.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა კოოპერატივი წინამძღვ-რიანთკარში პროგრამა ENPARD-ის ერთ-ერთი წარმატებული წამოწყებაა.

წინამძღვრიანთკარი პატარა სო-ფელია თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით 20 კმ-ის დაშორებით და მასში იგივე პრობლემები აღინიშ-ნება, რაც საქართველოს სოფლების უმეტესობაში. სოფელი ცუდ მდგო-მარეობაშია, ნახევრად დანგრეული გზებით და შენობებით და მწირი სამრეწველო პროდუქციით.

წლების წინ ხელისუფლებამ ამ სოფელში ჩაასახლა შიდა ქართლის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონიდან იძუ-ლებით გადაადგილებული პირები და მისცა მათ მიწის პატარა ნაკვეთი.

„ჩვენ ძირითადად ბოსტნეული მოგვყავდა, მაგრამ ეს არ იყო საკ-მარისი ბავშვებიანი, დიდი ოჯახისთ-ვის, - ამბობს მაია გარსიძე, ქალთა კოოპერატივის ხელმძღვანელი, - ამი-ტომ გადავწყვიტეთ, ახლომდებარე ტყეებში შეგვეგროვებინა ველური ასკილი და მიგვეყიდა წვენების ქარხ-ნისათვის.“

ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა ორგანიზაცია Oxfam-მა (დიდი ბრიტა-ნეთი), ხოლო ფინანსური დახმარება ევროკავშირმა უზრუნველყო. კოოპე-რატივისთვის შეძენილი იქნა ძირითა-დი ინსტრუმენტები, რომლებიც საჭი-

როა ამ ტიპის სამუშაოს ეფექტიანად შესასრულებლად, მათ სათბურებიც კი დაუდგეს. დღეს კოოპერატივს აქვს შესაძლებლობა, გამოაშროს ასკილი და ამის მეშვეობით ორჯერ მეტ ანაზ-ღაურებას იღებს მისი გაყიდვისას.

„იმ შემოსავლით, ახლა რომ ვი-ღებ ჩემი სამუშაოსთვის, შემიძლია გავიტანო ჩემი ოჯახი,“ - ამბობს მაია.

რესურსების გაერთიანებაბოლო პერიოდამდე ქართველები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის იდეას ძალიან სპეციფიკურად აღიქ-ვამდნენ, ალბათ საბჭოეთის დროინ-დელი „კოლექტიური მეურნეობების“ გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგრამ კოლმეურნეობებს არაფერი აქვთ საერთო იმასთან, თუ როგორ ფუნქციონირებენ სასოფლო-სამეურ-ნეო კოოპერატივები ევროპაშიც და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. კო-ოპერატივი კომერციული კომპანიაა, რომლის მფლობელები არიან მისი წევრები, ამ შემთხვევაში ფერმერები. მათ საზიარო მიწა კი არა აქვთ, ისინი უბრალოდ აერთიანებენ კონკრეტულ რესურსებს კონკრეტული მიზნებისათ-ვის. კოოპერატივები აგურებია ბაზარ-ზე ორიენტირებული სოფლის მეურ-ნეობის სტრუქტურაში და ალბათ ეს არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ მცირე ფერმერობა შემოსავლიანი საქ-მიანობა იყოს. პროგრამა ENPARD-ის

ფარგლებში განსახორციელებელ მთელ სასოფლო-სამეურნეო საქმი-ანობას მხარდაჭერა გაეწევა სპეცი-ალური კოოპერატივების მეშვეობით მთელი პროცესის განმავლობაში - დაწყებული ერთობლივი წარმოებით და დამთავრებული პროდუქტების დასაწყობებით, ტრანსპორტირებით, დამუშავებით, მარკეტინგითა და გა-ყიდვით.

ასოცირების შესახებ შეთანხმება და შეთანხმება ღრმა და ყოვლის-მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) - შეთან-ხმებები, რომელთა ხელმოწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უკვე სულ რამდენიმე თვეშია მოსალოდნელი, საქართ-ველოს დააახლოებს ევროკავ-შირთან არა მარტო ვაჭრობისა და შემდგომი ეკონომიკური კავ-შირების თვალსაზისით, არამედ მნიშვნელოვანი ფასეულობების გაზიარების მხრივაც, როგორიც არის საკმარისი ყურადღების მიპყ-რობა სასოფლო ტერიტორიების საჭიროებებისთვის.

მაია ჩიტაიაენპარდის საკომუნიკაციო ქსელის ხელმძღვანელი

ფოტოზე: ადგილობრივი ფერმე-რი იზოლდა ბაციკაძე გვთავაზობს, გემო გავუსინჯოთ მის მიერ მოყვანილ პროდუქტებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენ-ლობა 34 წევრით დაკომპლექ-ტდება. მათგან 19 მაჟორიტა-რული სისტემითაა არჩეული, 15 - პროპორციულით. ვახანში მაჟორიტარული არჩევნები არ

ჩატარებულა. საკრებულოს ცხრამეტივე მა-

ჟორიტარი დეპუტატი ბლოკ „ქართული ოცნების“ წარმო-მადგენელია. მაჟორიტარი დეპუ-ტატები გახდნენ:

1. გივი თხელიძე (დაბა ხა-

რაგაული); 2. ვარლამ ჭიპაშვილი (ბა-

ზალეთი);3. მანანა ბარბაქაძე (ბორი-

თი);4. გივი ხიჯაკაძე (ვარძია);5. ვლადიმერ ტალახაძე

(ზვარე);6. უშანგი ბერაძე (კიცხი);7. თეიმურაზ კალანდაძე

(ლაშე);8. ინგა მაღრაძე (ლეღვა-

ნი);9. მერაბ ტალახაძე (მოლი-

თი);10. მიხეილ გელაშვილი (ნა-

დაბური);11. დავით ლურსმანაშვილი

(სარგვეში);12. დავით კიკნაძე (საღანძი-

ლე);13. ვ ლ ა დ ი მ ე რ ბ უ ა ჩ ი ძ ე

(ფარცხნალი);

14. თეიმურაზ კუპრაძე (ღორეშა);

15. ბესიკ ტალახაძე (წიფა);16. ომარ გაგოშიძე (წყალა-

ფორეთი);17. გიორგი გრიგალაშვილი

(ხევი);18. ნონა ზურაბიანი (ხიდა-

რი);19. ლენა აბაშიძე (ხუნევი).რაც შეეხება პროპორციული

სისტემით არჩეულ საკრებულოს 15 წევრს, მათგან ცხრა ბლოკ „ქართული ოცნებიდანაა,“ სამი - „ნაციონალური მოძრაობიდან,“ ორი - „არასაპარლამენტო ოპო-ზიციიდან“ (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე), ერთი - საარჩევნო სუბიექტიდან „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია.“

პროპორციული სისტემით საკ-რებულოს წევრები გახდნენ ბლო-კიდან „ქართული ოცნება:

პაატა გოგოლაძე,იუზა კელენჯერიძე,ვარლამ თავზარაშვილი,მარინე ვეფხვაძე,ბესიკ ფოცხვერაშვილი,იური ლურსმანაშვილი,ჯამბული გამცემლიძე,გელა გოლუბიანი,აზა ფურცელაძე.„ნაციონალური მოძრაობიდან“

საკრებულოს წევრები გახდნენ:თორნიკე ავალიშვილი,აკაკი მაჭავარიანი,ქეთევან ზუმბაძე.ბლოკიდან არასაპარლამენტო

ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) დეპუტატები გახდნენ:

კობა გოგსაძე,რომან შერგელაშვილი.საარჩევნო სუბიექტიდან „ნინო

ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ საკრებულოს წევრი გახდა

გიორგი ლაცაბიძე.

ხარაგაულის საკრებულოს სავარაუდო შემადგენლობა

„ფერმერები და სოფლის ცხოვრება საქართველოში ნამდვილად მნიშვნელოვა-ნია ევროკავშირისთვის“

„გადავწყვიტეთ, ახლომ-დებარე ტყეებში ველური ასკილი შეგვეგროვებინა და მიგვეყიდა წვენების ქარხ-ნისათვის“

„იმ შემოსავლით, ახლა რომ ვიღებ ჩემი სამუშაოს-თვის, შემიძლია გავიტანო ჩემი ოჯახი“

Page 3: დღეს ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/24-595-2014w.pdf · და წვიმის დროს ტალახდება. უმა-დურები

3xtvb [fhfufekb20 ივნისი, 2014 წ.

ამ ბოლო დროს ბევრს წერენ და საუბრობენ ეკოლოგიურ პრობლემებზე. ერთ-ერთი თემაა ნარჩენები. ადამიანის მიერ ყო-ველდღიურად მოხმარებული ერ-თჯერადი ნივთები თავისთავად ზრდის ნაჩენების რაოდენობას, რაც ძალიან ამახინჯებს ქალაქე-ბის და განსაკუთრებით სოფლის იერსახეს. ძველი დროის შუშის ბოთლების ნამტვრევებს ახლა პლასტმასის ნარჩენები დაემატა და ასე დაბინძურდა ტყე, მინ-დორი, ღელე, მდინარე, გზები და ქუჩები.

პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის დიდი შეღავათია ქალბატონ ხათუნა მანჯავიძის მიერ ჩვენს რაიონში დადგმული ყუთები პლასტმასებისათვის. დიდი მადლობა ამ ქალბატონს სასარგებლო საქმისათვის. მისმა პროექტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ბაზალეთის საჯარო სკო-ლაში. ჩვენი სკოლის მოსწავლე-ები განსაკუთრებული მონდო-მებით ეკიდებიან ეკოლოგიურ საკითხებს. მათ იციან, რომ დე-დამიწა მათია. იციან, რომ შეუძ-ლიათ გარემოზე ზემოქმედება და ცდილობენ, არ დააზარალონ ბუნება. გვსურს კიდევ ბევრი ასე-თი პროექტი განხორციელდეს და ყველა ნარჩენს მივუჩინოთ თავისი ადგილი.

ინგა კვინიკაძებაზალეთის სკოლის

მასწავლებელი

გურამ ღონღაძე, მოლითი: -ხე-ლისუფლება უნდა იყოს ხალხზე მზრუნველი. ჩვენს სოფელში, პირ-ველ რიგში, გზებია მოსაწესრიგებე-ლი. ძალიან მნიშვნელოვანი პრობ-ლემაა მოსახლეობის დასაქმება.

ლია შარიქაძე, ლეღვანი: -მინდა, რომ ხელისუფლებამ ხალხისთვის იმუშაოს, სოფელზე იზრუნოს. ჩვენს სოფელში ბევრი პრობლემაა. უგ-ზოობის გამო ხალხი დატანჯულია. მოსახლეობის დიდი ნაწილი სო-ციალურად დაუცველია. არ არის სამუშაო ადგილები.

ხათუნა კიკნაძე, საღანძილე: -პირველ რიგში, გზის პრობლემაა მოსაგვარებელი. სოფელში სურთ საბავშვო ბაღის აშენება. უმუშევრობა სერიოზული პრობლემაა. საჭიროა, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გა-იზარდოს და ამ საკითხზე იზრუნოს ხელისუფლებამ.

შალვა ჩხეიძე, დაბა ხარაგაული: -საკრებულო უნდა იყოს კვალიფი-ციური ადამიანებით დაკომპლექტე-ბული. ისინი კარგად უნდა იცნობ-დეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებს. უნდა იყვნენ ფინანსურ საკითხებში მცოდნე და გამოცდილნი, დამსახურებულნი, ხალხისთვის ცნობადი პიროვნებები. ადგილობრივი ხელისუფლება საქ-მეზე ორიენტირებული უნდა იყოს და არა ლოზუნგებსა და „ურაპატ-რიოტიზმზე.“

გზების პრობლემაა სოფლებში და ყველაზე კარგი იქნება, თუ ხე-ლისუფლება პირველ რიგში ამას მიხედავს.

თორნიკე ბაკურაძე, დაბა ხარა-გაული: -ახალს ვერაფერს ვიტყვი. საკრებულოს წევრები და გამგებელი პროფესიონალები და პატრიოტები უნდა იყვნენ. თავდადებულად რომ იშრომებს მუნიციპალიტეტისთვის, ეს იქნება პატრიოტიზმი. ჩვენს ბინებში ბევრი პრობლემაა. ყველასთვის ცნობილია, რომ სასმელი წყალი მოდის ტალახიანი. ეზოში ტბა დადგა და წვიმის დროს ტალახდება. უმა-დურები არ ვართ, - ეზოში ასფალტი დაიგო და კორპუსიც გადაიხურა, მაგრამ ზამთარში თოვლი ისე ცვი-ვა სახურავიდან, რომ ბევრი რამ დაგვიზიანა.

ნანა რევაზიშვილი, ისლარი: -საკრებულოს ყველა წევრი მოტი-ვირებული უნდა იყოს საიმისოდ, რომ მუნიციპალიტეტის საჭიროები-დან გამომდინარე მიიღონ გადა-წყვეტილებები. ვისურვებდი, რომ საკითხები, რომლებიც საკრებულოს სხდომებზე უნდა განიხილონ, ყველა წევრმა კარგად გააანალიზოს და გადაწყვეტლება შემდეგ მიიღოს. დეპუტატების გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამჭვირვალე, რადგან მათ მეტი პასუხისმგებლობა ჰქონ-დეთ ამომრჩევლის წინაშე.

რაც შეეხება სოფელს, პირველ რიგში, მთავარი საჭიროებაა გზა, შუქი და წყალმომარაგება. ეს ყველა უბანში უნდა იყოს მოწესრიგებული.

ალექსანდრე ტაბატაძე, დაბა ხარაგაული:-მივესალმები პრაქტი-კულად საქმის განმახორციელე-ბელ საკრებულოსა და გამგებელს; ისეთ ხელისუფლებას, რომელიც საზოგადოებიდან წამოსულ კონკ-რეტულ საკითხს მაღალ დონეზე გა-ნახორციელებს. ხარაგაულში არის გზის, ტროტუარების, კანალიზაციის პრობლემები. ის, რაც გაკეთდა გა-სულ წლებში, არ არის ხარისხიანი, მაგალითად, სპორტული დარბაზი. მინდა, რომ რუხი ხარაგაული უფრო ფერადოვანი გახდეს.

ამომრჩევლისადმი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია

15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. როგორი გვსურს რომ იყოს ჩვენს მიერ არჩეული ადგილობრივი ხე-ლისუფლება და პირველ რიგში, რომელი პრობლემების მოგვარებაა აუცილებელი, - ამ შეკითხვებით რამდენიმე ამომრჩეველს მივმართეთ.

11 ივნისი ქორეოგრაფიის დღეა საქართველოში. თუ რამით შეგვიძლია ვიამაყოთ და მსოფლიოს გავეცნოთ, ეს ქართული ცეკვა და სიმღერაა. ხარაგა-ული ამ მხრივ დიდი ტრადიციების მქო-ნეა. ალბათ თითზე ჩამოსათვლელია რაიონები, სადაც ამდენი ბრწყინვალე ფოლკლორული ანსამბლი და საჯარო სკოლებთან არსებული ამდენი სტუდია ფუნქციონირებდეს. ხარაგაულში 2009 წლიდან იმართება ქორეოგრაფიული ფესტივალი, რომელსაც საფუძველი ზაზა ლურსმანაშვილმა ჩაუყარა.

წლევანდელი 11 ივნისის წვიამიან და ზაფხულისათვის საკმაოდ გრილ დღეს, შეიძლება ითქვას, რომ მაყუ-რებელს ვერ იტევდა გივი ბუაჩიძის სახელობის ღია ესტრადა, რომელიც ამ ეტაპისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება ასეთი სანახაობე-ბისთვის. ფესტივლი კი ის ღონისძი-ებაა, სადაც წელიწადში ერთხელ ასე ლამაზად და საინტერესოდ ხდება იმ სოფლებში მცხოვრები ბავშვების და მათი ქორეოგრაფების თავდაუზოგავი შრომის წარმოჩენა.

არ ვიცი და ალბათ არცაა საჭირო ამ ჯერზე იმ ბავშვების სახელებისა და გვარების ჩამოთვლა, რომლებიც ქართული ცეკვის საოცარი უნარით წარდგნენ მაყურებლის წინაშე მართა-ლია, ჯერ ფრთხილი და მორიდებული ნაბიჯებით, მაგრამ აშკარა ნიჭითა და გემოვნებით. მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის ბორითის, უბისის, ხევის საჯარო სკოლებთან არსებული სტუ-დიის ხელმძღვანელს ბატონ ანდრო ტაბატაძეს, ზვარის საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდიის ბავშვებს და მათ ხელმძღვანელს ომარი ბარბაქაძეს, ქორეოგრაფ ვალერი კირკიტაძეს, ასევე ხიდრის, კიცხის, ვარძიის საჯარო სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდიის ბავშვებს და ქორეოგრაფებს მამუკა

გაჩეჩილაძეს, ზურიკო კვანტრიშვილს და თამუნა შავიძეს. ასევე მადლო-ბა ქორეოგრაფიულ ფესტივალზე წარმოდგენილ ქართული ხალხური საკრავების ფოლკლორულ ჯგუფებს ლეღვნიდან და კიცხიდან.

აღელვებული და ბედნიერი სახე-ებით დაიშალა მაყურებელი. სახლში

დაბრუნებულს ფიქრები ამეკვიატა. გამახსენდა ჩემი ბავშვობა, როდესაც ტარდებოდა ე. წ. „ოლიმპიადები“, სადაც ასევე წელიწადში ერთხელ სა-ვალდებულო იყო თითოეულ სოფელს თუ რაიონის ზონას წარმოედგინა თვითშემოქმედება. ეს იყო კომუნის-ტური ეპოქის არც თუ ცუდი ტრადიცია. ვაი იმ პარტიულ ხელმძღვანელს თუ კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, ვისი სოფელიც არ იქნებოდა ჩართული ამ ღონისძიებაში. ყველაფერ ამან მომა-გონა ბატონი ლევან ლურსმანაშვილი, მისი თავდაუზოგავი შრომა ქორეოგ-რაფიაში, იმერული ფოლკლორული სიმღერის შესანიშნავად ცოდნა და შესრულება. სწორედ ბატონ ლევანთან ეზიარა ჩვენი ზაზა ქართული ცეკვის ანა-ბანას. ამ თექვსმეტიოდე წლის წინ, როცა ზაზა ლურსმანაშვილმა

ხარაგაულის საზოგადოებას თავისი პირველი მოკრძალებული ნაშრომი წარუდგინა, კონცერტის შემდეგ მასთან თვალცრემლიანი და აღელვებული ბატონი ლევანი მისულა და უთქვამს: „ბედნიერი ვარ, რომ ხარაგაულის მო-მავალს შენს ხელში ვტოვებო.“ შემდეგ სახლში წაუყვანია და მის მიერ დადგ-

მული ყველა ცეკვის კოსტიუმი მიუცია. მას შემდეგ ზაზამ ძალიან ბევრი

ახალგაზრდა აზიარა ქართული კლა-სიკური თუ ფოლკლორული ცეკვის განუმეორებელ ხიბლს. იგი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მასშ-ტაბით გამართულ კონკურსსა თუ ფეს-ტივალებში, რამდენჯერმე ქვეყნის გა-რეთაც ჰქონდა გასტროლი. ზაზასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა მისი და ელისო ლურსმანაშვილი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის სახალხო ანსამბლ „უბისის“ წარმატებაში. მუხლ-ჩაუხრელ შრომაში გადის წლები, მიდიან ქართული ცეკვის მადლს ნაზი-არები თაობები, ზაზა და ელისო კი სა-ქართველოს მომავალს უბრალოებით, რუდუნებით ემსახურებიან.

ეკა შველიძე

ქორეოგრაფიული ფესტივალი ხარაგაულში

ხარაგაულის კულტურისა და დასვე-ნების პარკის ღია ესტრადაზე 13 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში (დირექტორი მაია ბლუაშვილი) მოქმე-დი წრეების შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლე-ბოდნენ მხატვრული კითხვის (ხელმძღ-ვანელი თამარ გაჩეჩილაძე), რიტმული ცეკვებისა (პედაგოგი ქეთევან ხარაძე) და საესტრადო მუსიკის წრის (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია) მოსწავლეები. ულა-მაზესად წაკითხულ ლექსებს სცენაზე რიტმული ცეკვების ჰანგები ცვლიდა, ხოლო ამ უკანასკნელთ საესტრადო სიმღერები აგვირგვინებდა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახ-ლის დირექტორის მაია ბლუაშვილის თქმით, მოსწავლეთა სახლში ფუნქცი-ონირებს 15 წრე. „წრეები ამოქმედდა სოფლის სკოლებშიც. მაგალითად, მარელისის სკოლაში ფუნქციონირებს ხის მხატვრულად დამუშავების წრე, ლეღვანში - ხალხური სიმღერის წრე და ა.შ. მოსწავლეთა სახლის სხვადასხ-ვა წრეებში დაკავებულია სამასამდე მოსწავლე. მაია ბლუაშვილის თქმით,

მათი რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მაღალია.

მშობელი ხათუნა მანჯავიძე თვლის, რომ მოსწავლეთა სახლი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ბავშვების სწორად განვითარების მხრივ, მოსწავლე-ახალ-გაზრდობის სახლში ბავშვები უფა-სოდ ეუფლებიან სხვადასხვა წრეებში ცოდნას.

ამ ღონისძიებისთვის ბევრი ვიშ-რომეთ და შედეგითაც კმაყოფილი ვარ, - ამბობს რიტმული ცეკვების წრის ხელმძღვანელი ქეთევან ხარაძე.

მხატვრული კითხვის წრის ხელმ-ძღვანელი თამარ გაჩეჩილაძე აღ-ნიშნავს, რომ მოსწავლეთა სახლის თითოეული პედაგოგი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ასწავლოს თითოეულ მოსწავლეს. „ჩვენს წრეში მოსწავ-ლეებს გამართულ საუბარსა და გამო-მეტყველებით კითხვას ვასწავლით“.

მაია ბლუაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება მოს-წავლეთა სახლის სხვა წრეების შემა-ჯამებელი გამოსვლები.

თამთა გოგოლაძე

მოსწავლეთა სახლის შემაჯამებელ

კონცერტზე

იციან, რომ

დედამიწა მათია

Page 4: დღეს ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/24-595-2014w.pdf · და წვიმის დროს ტალახდება. უმა-დურები

4 xtvb [fhfufekb 20 ივნისი, 2014 წ.

საარჩევნო უბნები

ამო

მრჩე

ველ

თა

რაო

დენ

ობა

მონა

წილ

ეთა

რაო

დენ

ობა

ბათილი ბიულეტენები№1 ბლოკი არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია

ჩიხრაძე)

№3 ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია

№5 ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მაჟო

რიტ

არუ-

ლი

გამგ

ებლ

ის

პრო

პორ

ცი-

ული

მაჟო

რიტ

არუ-

ლი

გამგ

ებლ

ის

პრო

პორ

ცი-

ული

მაჟო

რიტ

არუ-

ლი

პრო

პორ

ცი-

ული

მაჟო

რიტ

ა-რ

ული

გამგ

ებლ

ის

პრო

პორ

ცი-

ული

01 დ. ხარაგაულის 1 202 743 13 35 26სალომე

გამცემლიძე - 2354 28

გიორგი გელაშვილი - 82

43ქეთევან

ზუმბაძე - 188185 142

02 პატარა ხარაგაულის 866 515 23 36 33სალომე

გამცემლიძე - 1172 24

გიორგი გელაშვილი - 39

33ქეთევან

ზუმბაძე - 105191 76

03 ბაზალეთის 561 456 5 17 10მამუკა

გოგია - 918 10

გიორგი შერგელაშვილი - 31

27მალხაზ

ჩუბინიძე - 3453 41

04 ბორითის 823 540 24 49 26გიორგი

ბარბაქაძე - 2750 27 გოჩა სახვაძე - 8 30

მამუკა მაღლაკელიძე - 80

108 73

05 მაქათუბნის 307 225 4 16 5გიორგი

ბარბაქაძე - 213 2 გოჩა სახვაძე - 1 5

მამუკა მაღლაკელიძე - 24

44 35

06 საქასრიის 412 294 8 18 14გიორგი

ბარბაქაძე - 217 5 გოჩა სახვაძე - 2 10

მამუკა მაღლაკელიძე - 39

80 72

07 უბისის 277 200 39 8 5გიორგი

ბარბაქაძე - 011 1 გოჩა სახვაძე - 24 15

მამუკა მაღლაკელიძე - 13

43 32

08 ვარძის 1 047 694 75 26 25კობა

გოგსაძე - 242277 214 - 8

ზურაბ ხიჯაკაძე - 20

20 29

09 ვახანის 729 2 - - - - 1 - - 1 - - -

10 ზვარის 735 547 8 10 19როინი

ფანქველაშვილი - 713 6 - 15

ირმა ალხაზიშვილი - 191

175 178

11 კიცხის 1 226 644 21 33 38მამია

ტაბატაძე - 150131 60

ალექსანდრე კვაშილავა - 14

21გიორგი

ბოგვერაძე - 59106 100

12 თეთრაწყაროს 360 275 5 2 5მამია

ტაბატაძე - 409 7

ალექსანდრე კვაშილავა - 7

14გიორგი

ბოგვერაძე - 1211 15

13 ლაშის 820 540 22 24 26ლაშა

კვინიკაძე -1213 1 - 16

აკაკი მაჭავარიანი - 209

201 152

14 ლეღვნის 683 455 14 22 21გოჩა

დეკანოსიძე - 2115 3

გიორგი ცხვედაძე - 27

22თამაზ

მაღრაძე - 138135 121

15 მარელისის 378 224 4 11 6გოჩა

დეკანოსიძე - 512 6

გიორგი ცხვედაძე - 6

12თამაზ

მაღრაძე - 1835 23

16 დიდვაკის 137 93 2 4 2გოჩა

დეკანოსიძე - 39 5

გიორგი ცხვედაძე - 1

2თამაზ

მაღრაძე - 1125 12

17 მოლითის 592 380 6 8 7ცირა

ფცქიალაძე - 316 8

ფრიდონ ვეფხვაძე - 14

23ზოია

ტალახაძე - 110105 90

18 დეისის 170 124 3 13 3ცირა

ფცქიალაძე - 818 8

ფრიდონ ვეფხვაძე - 5

10ზოია

ტალახაძე - 2733 26

19 ქვების 350 206 7 10 8ცირა

ფცქიალაძე - 1815 11

ფრიდონ ვეფხვაძე - 5

9ზოია

ტალახაძე - 5452 51

20 ნადაბურის 349 238 11 11 11ავთანდილ

იჩქიტიძე - 2316 8 - 1

მურმან გელაშვილი - 44

50 47

21 სარგვეშის 348 239 7 9 11ხათუნა

ციცვიძე - 10074 69 - -

ჯამბულ ბუხნიკაშვილი - 21

24 27

22 საბის 121 76 2 2 2ხათუნა

ციცვიძე - 2314 11 - 10

ჯამბულ ბუხნიკაშვილი - 20

19 16

23 საღანძილის 535 360 8 9 14გულადი

ყრუაშვილი - 7863 58

სულიკო ჭანკოტაძე - 17

25გივი

ქავთარია - 3035 28

24 ვანის 324 194 9 11 14გულადი

ყრუაშვილი - 2929 29

სულიკო ჭანკოტაძე - 2

9გივი

ქავთარია - 1725 18

25 ჩხერის 306 217 6 8 6გულადი

ყრუაშვილი - 8281 81

სულიკო ჭანკოტაძე - 5

9გივი

ქავთარია - 1813 8

26 ფარცხნალის 548 386 14 17 25ნინო

ფხალაძე - 13383 55 ივანე ბუაჩიძე - 14 24

რევაზ ბუაჩიძე - 50

52 41

27 ღორეშის 717 458 18 38 21სიმონ

კოტენკოვი - 2978 29

თემურ კურტანიძე - 44

33შალვა

კურტანიძე - 5985 60

28 წიფის 614 435 9 55 29რუსუდან

გურგენიძე - 1536 16

გრიგოლ ღამბაშიძე - 99

94 მზია ბანცაძე - 60 68 54

29 წყალაფორეთის 886 566 11 19 24ირმა

ფხალაძე - 118148 92

გიორგი კუდარავა - 6

13ვლადიმერ

გვრიტაძე - 7289 82

30 ხევის 991 617 20 27 6პავლე

გორგაძე - 124115 81

მარინე ტაბატაძე - 40

44ვეფხვია

გრიგალაშვილი -127132 125

31 ხიდრის 670 455 21 21 26დავით

ბერაძე - 114145 101 ბექა ხეცაძე - 36 31

თეიმურაზ ბერაძე - 60

69 65

32 ხუნევის 459 291 13 13 22 - 67 5ლაშა

გოგოლაძე - 313

მარიამ ნოზაძე - 27

37 28

33 ვერტყვიჭალის 709 433 22 20 31 - 73 7ლაშა

გოგოლაძე - 1328

მარიამ ნოზაძე - 47

106 83

34 ჯაფაროულის 207 139 4 3 2 გულადი ყრუაშვილი - 1

7 3სულიკო

ჭანკოტაძე - 610

გივი ქავთარია - 28

43 26

35 საქარიქედის 261 141 8 7 8მამია

ტაბატაძე - 1210 9

ალექსანდრე კვაშილავა - 2

1გიორგი

ბოგვერაძე - 4842 43

36 ისლარის 174 136 2 7 4ნინო

ფხალაძე - 4838 20 ივანე ბუაჩიძე - 0 4 რევაზ ბუაჩიძე - 6 9 5

37 გედსამანიის 290 184 8 6 5 - 22 6ლაშა

გოგოლაძე - 58

მარიამ ნოზაძე - 13

36 28

Page 5: დღეს ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/24-595-2014w.pdf · და წვიმის დროს ტალახდება. უმა-დურები

5xtvb [fhfufekb20 ივნისი, 2014 წ.სა

არჩე

ვნო

უბნ

ები

№8 „დავით თარხან-მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

№9 ბლოკი „თვითმმართველობა

ხალხს“

№16 ქრისტიან-დემოკ-რატიული პარტია (ქრი-ატიან-დემოკრატები)

№18 სალომე ზურა-ბიშვილი - საქართ-

ველოს გზა

№20

შალ

ვა

ნათ

ელაშ

-ვი

ლი

- ლ

ე-იბ

ორ

ისტულ

ი პა

რტია

№26

სახ

ალხო

პა

რტია №41 ბლოკი „ქართული

ოცნება“

№42

მა

ჟორ

ი-ტარ

ობი

ს დ

ა-მო

უკიდ

ებელ

ი კა

ნდიდ

ატებ

მაჟო

რიტ

არუ-

ლი

პრო

პორ

ცი-

ული

მაჟო

რიტ

არუ-

ლი

პრო

პორ

ცი-

ული

მაჟო

რიტ

ა-რ

ული

პრო

პორ

ცი-

ული

მაჟო

რიტ

ა-რ

ული

პრო

პორ

ცი-

ული

პრო

პორ

ცი-

ული

პრო

პორ

ცი-

ული

მაჟო

რიტ

ა-რ

ული

გამგ

ებლ

ის

პრო

პორ

ცი-

ული

01თეიმურაზ

ფცქიალაძე - 6871 - 7

გიორგი არევაძე - 37

17ნოდარი

ბრეგვაძე - 9557 10 3

გივი თხელიძე - 237

469 339 -

02თეიმურაზ

ფცქიალაძე - 2529 - 2

გიორგი არევაძე - 18

15ნოდარი

ბრეგვაძე - 4717 8 5

გივი თხელიძე - 247

316 273 -

03 - 7 - 1 - 4 ლევანი დეკანოსიძე -17 8 5 1

ვარლამ ჭიპაშვილი - 359

368 342 -

04მალხაზ

წიქარიშვილი - 23

თემურ გამცემლიძე - 131

79 - 7 ვარლამ წიქარიშვილი -76 19 15 1

მანანა ბარბაქაძე - 192

333 260 -

05მალხაზი

წიქარიშვილი - 0-

თემურ გამცემლიძე - 75

48 - - ვარლამ წიქარიშვილი - 9 4 1 -

მანანა ბარბაქაძე - 110

152 125 -

06მალხაზი

წიქარიშვილი - 48

თემურ გამცემლიძე - 20

10 - 1 ვარლამ წიქარიშვილი-119 35 5 1

მანანა ბარბაქაძე - 100

179 133 -

07მალხაზი

წიქარიშვილი - 14

თემურ გამცემლიძე - 8

2 - 11 ვარლამ წიქარიშვილი - 4 4 5 -

მანანა ბარბაქაძე - 111

138 121 -

08 - 3 - 1 - 13 - - 6 1 გივი ხიჯაკაძე - 401 371 391 -

09 - - - - - - - - - - - 1 1 -

10 - 5 - - - 2 - - 2 -ვლადიმერ

ტალახაძე - 341351 322 -

11 - 15ალექსანდრე ფერაძე - 65

15 - 21 - 20 14 1უშანგი

ბერაძე - 334374 339 -

12 - 14ალექსანდრე ფერაძე - 21

2 - 2 - 1 3 1უშანგი

ბერაძე - 188253 211 -

13კახაბერ

კიკნაძე - 716 - 4 - 5 - 62 1 - თეიმურაზ

კალანდაძე - 287 302 257 -

14ბადრი

შარიქაძე - 3516

ბესიკ ტაბატაძე - 7

1 - 9 ლაშა მღებრიშვილი - 13 14 6 -

ინგა მაღრაძე - 200

283 242 -

15ბადრი

შარიქაძე - 148

ბესიკ ტაბატაძე - 3

1 - 7 ლაშა მღებრიშვილი - 5 8 7 1

ინგა მაღრაძე - 169

165 145 -

16ბადრი

შარიქაძე - 216

ბესიკ ტაბატაძე - 20

18 - - ლაშა მღებრიშვილი - 2 2 2 1

ინგა მაღრაძე - 33

58 46 -

17გოგა

კაპანაძე - 325 - 11 - 16

პაატა კიკნაძე - 14

5 12 2მერაბი

ტალახაძე - 229251 181 -

18გოგა

კაპანაძე - 03 - - - -

პაატა კიკნაძე - 44

25 1 -მერაბი

ტალახაძე - 3760 48 -

19გოგა

კაპანაძე - 16 - 1 - 5

პაატა კიკნაძე - 19

7 2 -მერაბი

ტალახაძე - 102129 106 -

20 - - - - - 4 - 1 1 - მიხეილ გელაშვილი - 159 161 165 -

21 - 16 - 2 - 2 - 1 3 - ლურსმანაშვილი დავით - 110 132 108 -

22 - 2 - - - - - - 1 - ლურსმანაშვილი დავით - 30 40 33 -

23ავთანდილ

ყრუაშვილი - 914 - 7 - -

დიმიტრი ჭიპაშვილი - 7

7 2 -დავით

კიკნაძე - 210253 205 -

24ავთანდილ

ყრუაშვილი - 31 - 5 - 2

დიმიტრი ჭიპაშვილი - 7

1 3 -დავით

კიკნაძე - 120129 112 -

25ავთანდილ

ყრუაშვილი - 613 - - - 1

დიმიტრი ჭიპაშვილი - 4

4 - 1დავით

კიკნაძე - 93115 94 -

26 - 23არჩილ

ხარაძე - 61 - 17 - 11 7 -

ვლადიმერ ბუაჩიძე - 156

234 182 მანანა ტაბაშიძე - 13

27იულონ

კოპაძე - 11269 - 6 - 8

თეიმურაზ მჭედლიძე - 15

4 5 1თეიმურაზ

კუპრაძე - 180255 222 -

28 - 19 - 1 - 8 - - 11 1ბესიკ

ტალახაძე - 150276 202

ნანული დევდარიანი

- 101

29გია

დევდარიანი - 7715

ვასილ კავილაძე - 7

28 - 18 - 5 9 9ომარ

გაგოშიძე - 274310 279 -

30 - 11 - 2 - 3 - 2 14 20 გრიგალაშვილიგიორგი - 306 343 309 -

31 - 7 - 1 - 10 - 3 3 - ნონა ზურაბიანი - 178 220 208 გოგი

ბერაძე - 45

32დავით

ლომიძე - 56 - -

თამაზ ლომიძე - 92

46დავით

გოგოლაძე - 103 6 -

ლენა აბაშიძე - 140

172 161 -

33დავით

ლომიძე - 3- - -

თამაზ ლომიძე - 75

41 დავით გოგოლაძე - 112 40 14 2

ლენა აბაშიძე - 161

234 187 -

34ავთანდილ

ყრუაშვილი - 45 - - - 1

დიმიტრიჭიპაშვილი - 7

2 2 1დავით

კიკნაძე - 8886 87 -

35 - 1ალექსანდრე ფერაძე - 1

1 - 1 - 2 1 -უშანგი

ბერაძე - 7082 74 -

36 - 1არჩილ

ხარაძე - 0- - - - 29 1 -

ვლადიმერ ბუაჩიძე - 78

82 72 მანანა ტაბაშიძე - 2

37დავით

ლომიძე - 23 - 1

თამაზ ლომიძე - 46

17დავით

გოგოლაძე - 62 5 -

ლენა აბაშიძე - 103

120 109 -

Page 6: დღეს ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/24-595-2014w.pdf · და წვიმის დროს ტალახდება. უმა-დურები

6 xtvb [fhfufekb 20 ივნისი, 2014 წ.

სოფელ ვარძიაში წესიერებით, სინდისითა და პატიოსნებით გამო-ირჩევა გია კვინიკაძის ოჯახი. ამ ოჯახში აღიზარდა ვეფხია კვინიკა-ძე. ვეფხიამ ორი წლის წინ დაამ-თავრა ვარძიის საჯარო სკოლა. სწავლის დროს გამოირჩეოდა ზრდილობით, თავაზიანობით, უფროსებისადმი მოკრძალებითა და თანატოლებისადმი თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით. ვეფხია სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა და სამშვიდობო მისიით ავღანეთის რესპუბლიკა-ში იმყოფება. კეთილშობილმა ახალგაზრდამ მალე მიიპყრო უფროსების ყურადღება. ამ რამ-დენიმე დღის წინ ვეფხიას მშობ-ლებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბატონ ირაკლი ალა-სანიასგან მადლობის წერილი მიიღეს. წერილში ვკითხულობთ: „ქალბატონო გულნაზი, ბატონო გია! მინდა გულწრფელი მადლო-ბა გადაგიხადოთ თქვენი შვილის მიერ სამშობლოდან შორს, ავღა-ნეთში გაწეული თავდადებული სამსახურისათვის.

ვეფხია ავღანეთში საერთაშო-რისო ძალების შემადგენლობაში პირნათლად და ვაჟკაცურად ასრულებს დაკისრებულ მოვა-ლეობებს.

მსოფლიოში არ არსებობს პროფესია, რომელიც ასეთ თავ-განწირვას და პატრიორიზმს მოითხოვს. ჩემთვის განსაკუთრე-ბული პატივია იმ ჯარისკაცების გვერდით სამსახური, რომლებიც მთელი ცივილიზებული სამყაროს და საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს ყოველდღიურად,

თავდადებით და პროფესიონალუ-რად ემსახურებიან.

ჩვენი სამშვიდობო კონტიგენ-ტის მიერ ავღანეთში მიღებული გამოცდილება განსაკუთრებულად ფასეულია ქვეყნის შეიარაღებული ძალებისათვის. არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც თქვენი შვილი სამშობლოში დაბრუნდება და სხვა თანამებრძოლებთან ერთად შეიარაღებული ძალების შემად-გენლობაში გააგრძელებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვას.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უღრმეს პატივისცემას.“

სამადლობელი წერილისგან გამოწვეულ დიდ სიხარულს იზი-არებს ვეფხიას მშობლიური ვარ-ძიის საჯარო სკოლა. გვეამაყება ჩვენი აღზრდილი.

ვარძიის ღვთისმშობელო, შენ დაიფარე ყოველგვარი განსაცდე-ლისაგან შენი კალთის ქვეშ აღზრ-დილი ვეფხია კვინიკაძე.

ვარძიის საჯარო სკოლა

ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სა-ხელობის სამუსიკო სკოლაში ტრა-დიციად დამკვიდრდა ბავშვთა დაც-ვის დღის კონცერტით აღნიშვნა. წლევანდელი ღონისძიება იმით იყო გამორჩეული, რომ ქუთაისის საოპერო თეატრთან არსებული სი-მებიანი კვარტეტი სამუსიკო სკოლის გალამაზებულ და განახლებულ დარბაზს სტუმრობდა. სცენაზე ერთ-მანეთს ენაცვლებოდნენ პატარა შემსრულებლები. ჟღერდა შტრაუსის, ბახის, შოსტაკოვიჩის, ხაჩატურიანის, ყანჩელის, აზარაშვილის უკვდავი ჰანგები. ღელავდნენ პატარები. ისინი კარგად აცნობიერებდნენ, თუ რამდე-ნად რთული და საპასუხისმგებლოა კვერტეტთან ერთად შესრულება. მათი პედაგოგებისა და ბატონ ზურაბ ვასა-ძის თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოსწავლეები ღირსეულად წარსდგნენ მრავალრიცხოვანი მსმენელის წინაშე.

ლალი ალექსიძე, ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სამუსიკო სკოლის დირექტორი: -პროგრამა საინტერესო იყო. ბავშვებს უხარიათ კვარტეტთან მუშაობდა. შედეგიც სახეზეა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ყველა მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინა. მადლობა სამუსიკო სკოლის ყველა პედაგოგს, ბატონ ზურაბ ვასაძეს, თვითონ მოსწავლეებსა

და მათ მშობლებს. მომავალში კიდევ ბევრი ღონისძიება გვაქვს დაგეგმი-ლი. მსმენელს ბევრჯერ მივანიჭებთ სიამოვნებას.

ზურაბ ვასაძე, სამუსიკო სკოლის კონსულტანტი: -მოსწავლეების საშემს-რულებლო დონე ყოველწლიურად იზრდება. ჭიათურაში გამართული კონ-კურსებიდან ყოველთვის ლაურეატის წოდებით ვბრუნდებით. მოსწავლეები რთულ ნაწარმოებებს ასრულებენ. პედაგოგები მაღალ დონეზე ასწავ-ლიან. სამუსიკო სკოლის წარმატებებში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქალბატონ ლალი ალექსიძეს. სასურველია ახალი როიალის შეძენა. გვპირდებიან და შევიძენთ კიდეც. გაზაფხულისათვის ხარაგაულში ვაპირებთ კონკურსის ჩატარებას იმერეთის მასშტაბით. აქაურ მოსწავლეთა დონე იძლევა ამის შესაძ-ლებლობას.

დღევანდელი გადაჭედილი დარბა-ზი მეტყველებს იმაზე, რომ კლასიკური მუსიკა უყვართ ხარაგაულში.

სოფო ლაცაბიძე, მშობელი: -საოცრად ამაღლებული განწყობა მეუფლება, როცა განახლებულ და მოწესრიგებულ გარემოში, ნორჩი მუსიკოსებისგან შესრულებულ კლა-სიკურ მუსიკას ვუსმენ. ნათლად ჩანდა პედაგოგთა პროფესიონალიზმი და მოსწავლეთა მონდომება. ჩემს შვილს,

თამარს, მუსიკის სიყვარული ხათუნა მასწავლებელმა გაუღრმავა. მადლობა სამუსიკო სკოლის მთელ კოლექტივს, ბატონ ზურაბ ვასაძეს ასეთი ლამაზი საღამოსათვის.

ნინო ჭიპაშვილი, სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებული: -ორი წელია, რაც ამ სკოლის შვიდწლედი დავამთავრე, თუმცა წელს კვლავ გამოვთქვი სურვი-ლი, რომ შემესრულებინა ნაწარმოები მუსიკალურ კვარტეტთან ერთად. ჩემი სხეულის ნახევარზე მეტი მუსიკას უკავია. მის გარეშე მგონია, რომ ჩავიფუშები, ვერ ვისუნთქებ. მუსიკა ყველგანაა, უკვდავია. მადლობა ქალბატონ ლალი ალექსიძეს, რომ კიდევ ერთხელ მომცა შანსი ჰაეროვან შავ როიალს შევხებოდი. დიდი მადლობა ყველაზე თბილ ადამიანს ზურაბ ვასაძეს, რო-მელიც ცდილობს შეაყვაროს ბავშვებს მუსიკა და ჩამოუყალიბოს მუსიკალური გემოვნება.

ყველა მშობლის სახელით, მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა მუსიკა-ლური სკოლის კოლექტივს ჩვენი შვილების მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.

ნინო ფცქიალაძე

მუსიკა შუამავალია გონებისა და გრძნობათა სამყაროს შორის

2014 წლის 12 ივნისი ალბათ არა-სოდეს დაავიწყდებათ ხარაგაულის №2 ბაგა-ბაღში (გამგე მაია მჭედლიძე) აღზრდილებს: ქეთი მახათაძეს, ვახო მესხს, ანი ღონღაძეს, შოთიკო ღამბა-შიძეს, ლანა ხარაძეს, ლუკა ჭყოიძეს, გიორგი მაღლაფერიძეს, დიანა ბოგვე-რაძეს და სალომე ვეფხვაძეს. მიზეზი კი ამისა, ის დიდი დღესასწაული და საზეიმო გაცილებაა, რომელიც სა-ბავშვო ბაღის კურსდამთავრებულებს მოუწყვეს პედაგოგებმა ნანა მაღრაძემ, ნინო ფცქიალაძემ, ნათია გოგსაძემ და თამარ ოსანაძემ.

როგორც ამბობენ, წიწილებს შე-მოდგომაზე ითვლიანო. ნანა და ნინო მასწავლებლებმა თავისი შრომის შედე-

გი ამ ზეიმზე მაღალ დონეზე აჩვენეს. ცხრა აღსაზრდელი დაემშვიდობა სა-ბავშვო ბაღს და მათ არაჩვეულებრივი მზაობა აჩვენეს სკოლისათვის.

დარბაზში იყო სიხარული, ოვაცი-ები, ცრემლი საბავშვო ბაღთან გან-შორებისა, მაგრამ იყო ამაღლებული, საზეიმო განწყობა. ვის არ ნახავდით სცენაზე, - მგელს, ბატკანს, კრუხებს, ჭორიკნებს. პატარა დრამერის (თაზო ხაჩიძე) და თამრიკო მაწავლებლის მიერ შესრულებულმა იმპროვიზაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. შთამ-ბეჭდავად გააინსცენირეს სხვადასხ-ვა ლიტერატურული ნაწარმოებები თინანო შავიძემ, ნინო ჩიკვაიძემ და ნინო ბერაძემ.

თვალს სიამოვნებდა ლამაზად გაფორმებული დარბაზი, კოსტუმირე-ბული ბავშვები. უამრავი ლექსი, სიმ-ღერა და ცეკვა შეასრულეს პატარებმა. პედაგოგმა თამარ ოსანაძემ კიდევ ერთხელ მოხიბლა სტუმრები მდიდარი მუსიკალური ფანტაზიით. სკოლაში წამსვლელ ბავშვებს ძალიან ორიგი-ნალურად მიესალმენ პატარა ჯგუფის აღსაზრდელები (პედაგოგი ელზა ბანცაძე და ნათელა დალაქიშვილი).

საბავშვო ბაღის კურსდამთავრე-ბულებმა პირობა დადეს, რომ არ შეაცხვენდნენ აღმზდელებს და სკო-ლაში წარმატებით ისწავლიდნენ. ქეთი მახათაძემ ყველას სათქმელი ასე გამოხატა:

მადლობას გიხდით ყველაფრისათვის,ჩვენ თქვენ არასდროს დაგვავიწყდებით,ყოველთვის თბილად გაგვახსენდებით,ჩვენ - პატარები ამას გპირდებით.სკოლისაკენ პატარებს გზა დაულოცა

ბაგა-ბაღის გამგემ ქალბატონმა მაია მჭედ-ლიძემ, №1 ბაგა-ბაღის პედაგოგმა ნანა რევაზიშვილმა და სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა პირველი ბაღის სახელით.

ვუერთდებით მათ კეთილ სურვი-ლებს და ჩემს პატარა მეგობრებს მეც ვულოცავ განათლების პირველი საფე-ხურის დამთავრებას. ვუსურვებ ასეთი წარმატებით ევლოთ მათ ცხოვრების შემდგომ საფეხურებზეც.

თამარ გაჩეჩილაძე№2 ბაგა-ბაღის ლოგოპედი

დამშვიდობება საბავშვო ბაღთან

ამ რამდენიმე კვირის წინ „სა-ქართველოს ფოსტის“ ადმინისტ-რაციამ გამოაცხადა წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი თემაზე: „აღწერე წერილში, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მუსი-კას ადამიანის ცხოვრებაზე“. კონ-კურსის მიზანი იყო წერილის წერის მივიწყებული ტრადიციის აღდგენა და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

კონკურსში აქტიურად ჩაერთო ხარაგაულის№2 საჯარო სკოლის მეექვსე კლასელი თამარ ჭიპაშ-ვილი. მან შთამბეჭდავი წერილი გაუგზავნა ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორეს.

„საქართველოს ფოსტის“ ადმი-ნისტრაციისგან სკოლამ მიიღო თა-მარ ჭიპაშვილისადმი სამადლობე-ლი წერილი, რომელშიც ნათქვამია: „გვინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენი იდეებისათვის, თითოეული იმ სიტყვისთვის, რომელიც ფურ-ცელზე გადაიტანეთ და უდიდესი

სიამოვნება მოგვანიჭეთ. თქვენი სა-კონკურსო ნაშრომის მიხედვით ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ თქვენი სახით საქართველოს საამაყო მომავალი ჰყავს, მომავა-ლი, რომელიც შეინარჩუნებს ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს, ხოლო თქვენი გზავნილი აუცილებლად მივა ადრესატამდე. იგულეთ „საქართ-ველოს ფოსტა“ თქვენს სამსახურში“.

23 მაისს თამარი კონკურსში

გამარჯვებულ თანატოლებთან ერთად მიიწვიეს თბილისში, ხე-ლოვნების სახლში, სადაც გულ-თბილი შეხვედრა მოუწყვეს და დააჯილდოვეს ქების სიგელით და სუვენირებით.

თამარმა გვასახელა, იგი ძალზე აქტიური მოსწავლეა და გვჯერა, კიდევ არაერთხელ ასახელებს მშობლიურ სკოლას და რაიონს.

ნაზი ჭიპაშვილი№2 საჯარო სკოლის ქართული

ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

წერილი ინგლისის დედოფალს

„კიდევ ბევრჯერ ასახელეთ საქართველო, ბიჭებო!“

Page 7: დღეს ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/24-595-2014w.pdf · და წვიმის დროს ტალახდება. უმა-დურები

7xtvb [fhfufekb20 ივნისი, 2014 წ.

დ. ხარაგაული20.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +34ºC, ღამე +22ºC;21.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +31ºC, ღამე +21ºC;22.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +19ºC;23.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +24ºC, ღამე +18ºC;24.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +18ºC;25.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +32ºC, ღამე +21ºC.

ბორითი20.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +31ºC, ღამე +19ºC;21.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +31ºC, ღამე +18ºC;22.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +16ºC;23.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +16ºC;24.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +27ºC, ღამე +14ºC;25.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +31ºC, ღამე +19ºC.

კიცხი20.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +33ºC, ღამე +21ºC;21.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +30ºC, ღამე +20ºC;22.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +24ºC, ღამე +18ºC;23.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +17ºC;24.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +17ºC;25.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +31ºC, ღამე +19ºC.

მოლითი20.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +29ºC, ღამე +17ºC;21.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +16ºC;22.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +14ºC;23.06 - მზიანი დარი, დღე +23ºC, ღამე

+14ºC;24.06 - მზიანი დარი, დღე +26ºC, ღამე

+12ºC;25.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +17ºC.

amindi

21 ივნისს 40 დღე შესრულდე-ბა იმ დღიდან, რაც ჩვენთან აღარ ხარ, ჩვენო ძვირფასო მამავ და

ბაბუა. ძალიან დაგვწყვიტე ყველას გული. ვიხსნებთ შენს განვლილ გზას, ცხოვრებას და გვეამაყები. 37 წელი მოლითის ქვესადგურში მუშაობდი, - თავიდან რიგითი მონტიორის, შემდეგ - უფროსის თანამდებობაზე. დატოვე კაცური კაცის, საიმედო მეგობრის, ოჯახზე მზრუნველი და ერთგული კაცის სახელი. წახვედი ცხრამეტი წლის წინ გარდაცვლილ საყვარელ მეუღლესთან... გჯეროდეს, არასოდეს დავივიწყებთ შენს სახელს. მუდამ ვილოცებთ შენი სულის ცხონებისთ-ვის. შენს საფლავზე ხშირად მოვალთ შენი მონაგარი, აგინთებთ სანთლებს და უფალს ვთხოვთ, დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი.

ოჯახი

ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის (დირექტორი ქეთევან ზუმბაძე) 4-5 წლიანთა ჯგუფში „ნერგები“ (პედაგოგი ია თაბუკაშ-

ვილი) ზეიმი გაიმართა. მიმზიდ-ველ კოსტიუმებში გამოწყობილმა თვალხატულა გოგო-ბიჭებმა ეფექტურად გამოავლინეს მთელი

წლის მანძილზე საბავშვო ბაღში მიღებული ცოდნა. მათ ისაუბრეს წელიწადის დროებსა და სხვადას-ხვა პროფესიებზე, სამშობლოსა და მის ბუნებაზე, უსაფრთოებასა და ოჯახზე. ჯგუფი „ნერგების“ აღსაზრდელები მოამზადეს ეკა ტაბატაძემ, ირმა ყანჩაველმა, ირმა სებისკვერაძემ, ეკა ჩეკურიშ-ვილმა, ეკა შარიქაძემ.

აღსაზრდელები მონდომებითა და ბავშვური გულწრფელობით ამბობდნენ გამოცანებს, ცეკვავდ-ნენ, მღეროდნენ, კითხულობდნენ ლექსებს.

დააკმაყოფილო ბავშვური ცნო-ბისმოყვარეობა, მათთვის გასაგე-ბად ახსნა სამყარო და ამავე დროს ისინი ჩამოაყალიბო ღირსეულ მამულიშვილებლად, ძალზე სა-პასუხისმგებლო და შრომატევადი საქმეა. ამ რთულ მისიას ხარაგა-ულის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების აღმზრდელები ღირსეულად ართმევენ თავს. ღმერთმა მოგცეთ ენერგია, რომ საქართველოს ლამაზი მომავალი აღუზარდოთ.

აღსაზრდელთა მშობლები

სკოლამდელთა აღზრდა ძალზედ საპასუხისმგებლოა

შვილები ნაირა, მანანა, მარიკა, ნოდარი, ომარი ბააკაშვილები, ძმა აბული გიორგაძე, სიძეები შალვა ნიკა-ჭაძე, იოსებ ლიპარტია, არსენ ნიქაბაძე, შვილიშვილები დათო, ნატო ნიკაჭაძე-ები, ავთანდილ, ნათია ლიპარტიები, ბაქარ, ბექა ნიქაბაძეები, სალომე, ნესტან, ცირა, ოთარ, ნოდარ ბააკაშ-ვილები, რძლები დოდო ჩაჩანიძე, ირა ხანდოდიშვილი, თეონა ვართმანიძე, დისშვილები, ძმისშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ცისანა (ციალა) გიორგაძე-ბააკაშვილი

დაკრძალვა კვირას, 22 ივნისს, 14 საათზე, სოფელ ვარძიაში.

ხიდრის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანე-ლი ხათუნა ბერაძე თანავუგრძნობთ სკოლის დირექტორს ეთერ პაპავას და მასწავლებელ გიული პაპავას დედისა და დედამთილის

შუშანა კვარაკვახიძე-პაპავასგარდაცვალების გამო.

ხიდრის საჯარო სკოლის პედაგო-გიური კოლექტივი თანავუგრძნობთ სკოლის დირექტორს ეთერ პაპავს და მასწავლებელ გიული პაპავას დედისა და დედამთილის

შუშანა კვარაკვახიძე-პაპავასგარდაცვალების გამო.

ხიდრის საჯარო სკოლის მე-5 კლა-სის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობ-ლები და კლასის ხელმძღვანელი ლელა ბერაძე თანავუგრძნობთ სკოლის დირექტორ, ქალბატონ ეთერ პაპავას დედის და პედაგოგ გიული პაპავას დედამთილის

შუშანა კვარაკვახიძე-პაპავასგარდაცვალების გამო.

ხიდრის საჯარო სკოლის პირვე-ლი და მესამე კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის დამრიგებელი მაგული ღამბაშიძე თანავუგრძნობთ სკოლის დირექტორ ქალბატონ ეთერ პაპავას დედისა და პედაგოგ გიული პაპავას დედამთილის

შუშანა კვარაკვახიძე-პაპავასგარდაცვალების გამო.

ხიდრის საჯარო სკოლის მე-7 კლა-სის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობ-ლები და კლასის ხელმძღვანელი მარი ღონღაძე თანავუგრძნობთ სკოლის დირექტორს ეთერ პაპავას და მასწავ-ლებელს გიული პაპავას დედისა და დედამთილის

შუშანა კვარაკვახიძე-პაპავასგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს ვუცხადებთ ჭირისუფალთ.

ხიდრის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი თამთა მაისუ-რაძე თანავუგრძნობთ სკოლის დირექ-ტორს ეთერ პაპავას და მასწავლებელ გიული პაპავას დედისა და დედამთილის

შუშანა კვარაკვახიძე-პაპავასგარდაცვალების გამო.

ხიდრის საჯარო სკოლის მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი ელისო გურგენიძე ღრმა მწუხარებით იუწყებიან ეთერ პაპავას დედის, გიული ვეფხვაძის დე-დამთილის, გიორგი ლელაძის ბებიის, ღვაწლმოსილი პედაგოგის

შუშანა პაპავასგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ხიდრის საჯარო სკოლის „ბ“ კორპუსის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მათი მშობლები თანაუგრძნობენ ხიდ-რის საჯარო სკოლის დირექტორს ქალ-ბატონ ეთერ პაპავას და ამავე სკოლის პედაგოგ ქალბატონ გიული ვეფხვაძეს საყვარელი დედისა და დედამთილის, ღვაწლმოსილი პედაგოგის

შუშანა პაპავასგარდაცვალების გამო.

სოფელ მარელისში მცხოვრები უახლოესი მეზობლები თანაუგრძნობენ ეთერი, მაყვალა, იონა და ქეთინო ტა-ბატაძეებს საყვარელი ძმისა და მაზლის

გრიგოლ ტაბატაძისგარდაცვალების გამო.

ხიდრის საშუალო სკოლის 1973 წლის კურსდამთავრებულები სამძიმარს უცხადებენ ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორს ეთერი პაპავას დედის

შუშანა პაპავასგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ღვაწლ-მოსილი პედაგოგი

შუშანა პაპავადა თანაუგრძნობენ ეთერ პაპავას

ოჯახს მწუხარებაში.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები თანაუგრძნობენ მარიკა ბააკაშვილს დედის და ნანა ხიჯაკაძეს დეიდის

ციალა გიორგაძე-ბააკაშვილისგარდაცვალების გამო.

იური ბუაჩიძე ღრმა მწუხარებით თანაგ-რძნობას უცხადებს ყოფილ მოსწავლეს ეთერ პაპავას საყვარელი დედის, სახალ-ხო განათლების წარჩინებული ვეტერანის

შუშანა პაპავასგარდაცვალბის გამო.

ვიტალი მეტრეველი ოჯახით თა-ნაუგრძნობს ეთერი პაპავას დედის

შუშანა კვარაკვახიძე-პაპავასგარდაცვალების გამო.

ვეტერანთა კავშირი დიდ სინანულს გამოთქვამს ხანდაზმული პიროვნების ქალბატონ

შუშანა პაპავასგარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობს განსვენებულის ოჯახს.

გოგი ბერაძე, ლატარვა ნინიკაშ-ვილი, ინგა ბერაძე ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობენ ეთერ პაპავას, გიული პაპავას და თემურ ნებიერიძეს დედის, დედამთილის და სიდედრის

შუშანიკა პაპავასგარდაცვალების გამო.

ოჯახის ახლობლები: ბადრი, ცი-ალა, და ციმალი ბერაძეები, მაია ტუღუში თანაუგრძნობენ ცირა, ეთერი და გიული პაპავებს დედისა და დედამ-თილის, ღვაწლმოსილი პედაგოგის

შუშანა პაპავასგარდაცავლების გამო.

განათლების პროფკავშირის ხარა-გაულის რაიონული ორგანიზაცია თა-ნაუგრძნობს ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორს ეთერ პაპავას დედის

შუშანა კვარაკვახიძე-პაპავასგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

განათლების პროფკავშირის ხა-რაგაულის რაიონული ორგანიზაცია თანაუგრძნობს ხარაგაულის საგანმა-ნათლებლო რესურსცენტრის თანამშ-რომლებს მარიკა ბააკაშვილს დედის და ნანა ხიჯაკაძეს დეიდის

ციალა გიორგაძე-ბააკაშვილისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი თანაუგრძნობს მარიკა ბააკაშვილს დედის

ციალა გიორგაძე-ბააკაშვილისგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებს განსვენებულის ოჯახს.

გვიალა გოგოლაძე, ლეილა მანჯა-ვიძე, დავით შარიქაძე, რეზო გიორგიძე და თამაზ შარიქაძე ოჯახებით თანავუგ-რძნობთ თამაზი ჩერქეზიშვილის ოჯახს

ოთარი ლევანტის ძე ბერაძისგარდაცვალების გამო.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თანაუგრძნობს ქალბატონ ეთერი პაპა-ვას დედის, ღვაწლმოსილი პედაგოგის

შუშანა პაპავას გარდაცვალების გამო.

ერთი წელი გავიდა, რაც გამოაკლდი შენს ოჯახს, საყვარელ ადამიანებს, ახლობლებს, დედმამიშვილებს, მეზობ-ლებს. ყველას დიდი ტკივილი დაგვიტო-ვე. ღმერთსაც კარგი უნდაო, მართალი ყოფილა. გვჯერა შენი სპეტაკი სული

სასუფეველს დაიმკვიდრებს. სიკვ-დილზე საშინელი არაფერი ყოფილა. შენი არყოფნით გამოწვეულ ტკივილს ვერაფერი განკურნავს. დარდით და ცრემლით გავიდა ერთი წელი. გვენატ-რები ყველას, განსაკუთრებით კი მე, ვინც უშენობით მარტოობას განვიცდი. ყველგან შენს სახეს ვხედავ, შენს თბილ და კეთილ თვალებს, ჩემო თბილო, მართალო, კეთილო ადამიანო. ალალი და უბოროტო იყავი, ძალიან მოსიყვა-რულე მამა და ბაბუა. შენი შვილი ბესო ისე მოუვლის შენს ოჯახს, როგორც შენ გინდოდა. ჩემი დარჩენილი სიცოცხლის დღეები არაფერს ნიშნავს უშენოდ.

სიყვარულით, სიკეთით, სიმარ-თლით გამორჩეულ შენს სახელს დავიწყება არ უწერია. ყოველთვის მოვლენ შენ საფლავზე შენი შვილები, შვილიშვილები, ახლობლები. მათ მიერ ანთებული სანთლები გინათებ-დეს სამარადისო სასუფეველს.

მეუღლე

დუხუნა ტაბატაძე

შენ იყავი ჩემი უდიდესი სიყვარული და ბედნიერება. შენი დახმარებითა და თანადგომით ჩემთვის დაბრკოლება არ არსებობდა. სამსახურში წასულს თვალს გაგაყოლებდი, დაბრუნებამდე მოუთმენ-ლად გელოდი. ასეთი დიდი სიყვარულით გავზარდეთ შვილები, ვხარობდით ჩვენი შთამომავლობით. შენი ამ ქვეყნიდან წასვ-ლის შემდეგ ჩვენს ოჯახს ახალი წევრები - რძალი და შვილიშვილები შემოემატნენ. ჩვენს დიდ ოჯახს შენი თავკაცობა აკლია. ეს დანაკლისი ასე დარჩება სამარადჟა-მოდ. ჩემს გულში უშენობით წარმოქმნილ სიცარიელეს ვერაფერი ავსებს. როდესაც შვილიშვილების გარემოცვაში ვარ და მათი ჟღურტული მესმის, მაშინაც კი არ ვერ ბედნიერი უშენოდ. შენი სეხნია მიშიკო წელს პირველად წავა სკოლაში. ვაგლახ, რომ შენ მას ვერ გააცილებ. 58 წლის წახვედი ამ ქვეყნიდან. წელს 60 წელი შეგისრულდებოდა. შენს საფლავზე

აღვნიშნავთ ამ დღეს, ჩემო დიდო ტკი-ვილო. მიხეილ კაციტაძის სახელი შენს შთამომავლობას გადაეცემა დავიწყება. განისვენე მშვიდად ცათა სასუფეველში. მარადიული ნათელი არ მოჰკლებოდეთ შენს სპეტაკ სულს.

შენი დამწუხრებული მეუღლე და ოჯახი

მიხეილ კაციტაძე

გრიგოლ ფოცხვერაშვილი

Page 8: დღეს ნომერშიაchemikharagauli.com/uploads/secbanners/24-595-2014w.pdf · და წვიმის დროს ტალახდება. უმა-დურები

8 xtvb [fhfufekb 20 ივნისი, 2014 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

დიდი მადლობა გულწრფელი მხარდაჭერისა და ნდობისთვის ჩვენს ამომრჩევლებს. ჩვენი გუნდი ყოველთვის ეცდება თქვენი ნდო-ბის გამართლებას.

პატივისცემით, ქეთევან ზუმბაძე,თორნიკე ავალიშვილი, ლაშა ნიქაცაძე

ხიდარში პოლიტმეცადინეობას ვატარებ კომკავშირელებთან თემაზე „ლოთობისა და ალკოჰოლიზმის წი-ნააღმდეგ ბრძოლის კამპანია“. გვესწ-

რებიან მოსამართლე ენვერ ხიჯაკაძე და რუბენ ტარასიჩი. ლექციის შემდეგ სუფრა გაიშალა ბეჟან ბერაძის ოჯახში. რუბენს ვთხოვთ, რომ ერთი სადღეგრ-ძელო მაინც გვათქმევინოს, თორემ გაგვბერა ამდენმა გამაგრილებელმა სასმელმა. რუბენი უარობს, - არავითარ შემთხვევაში, კანონს ვერ დავარღვევო. მაშინ ენვერი ხიჯაკაძემ უთხრა, - ტარა-სიჩ, კანონი ლოთობას კრძალავს, ღვი-ნის ნორმალურად დალევას კი არა, ოჯახის დალოცვა აუცილებელიაო.

-კარგი მაშინ, თითო ჭიქა დავლი-ოთო, - ნება დაგვრთო ტარასიჩმა.

თითოს დავჯერდებოდით?! კარგად მოვულხინეთ.

გავუფრთხილდეთ ბუნებას!

ჩვენი პლანეტა ცოცხალ ორ-განიზმს ჰგავს, რომელიც ზრუნავს ჩვენ სიცოცხლესა და ჯანმრთე-ლობაზე. ჩვენგან კი სისასტიკეს და გულგრილ დამოკიდებულებას ღებულობს. პლანეტის ბუნების შენაჩუნება კაცობრიობის უმნიშვნე-ლოვანესი ამოცანაა. ამიტომ ყვე-ლა ჩვენგანმა მცირედი წვლილი მაინც რომ შეიტანოს მის შენარ-

ჩუნებასა და დაცვაში, დედამიწას ეკოლოგიური კატასტროფებისგან გადავარჩენთ.

მისასალმებელია ლაშის საჯა-რო სკოლის მოსწავლეთა მონდო-მება და ჩართულობა პროექტში „დავიცვათ ბუნება ნაგვისაგან“, რომლის ფასილიტატორიც ამავე სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი თამარ ძიძიგური

გახლდათ. პროექტის მიზანია მოსწავლეებში ეკოცნობიერების ჩამოყალიბება, მათი ჩართვა მყა-რი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში. აუცილებელია, მომავალ თაობას ჩამოუყალიბდეს სუფთა გარემოში ყოფნის ჩვევა. პროექტის ფარგ-ლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს და-ცული ტერიტორიების შესახებ, ეწვივნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ოფისს, მოიძიეს ინფორმაცია სო-ფელ ლაშესა და ხარაგაულის ტე-რიტორიის დაბინძურების ხარისხ-ზე, გამოუშვეს კედლის გაზეთი, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ნახეს ფილმი „კაცი, რომელიც ხეებს რგავდა“, სკოლის ეზოში დაირგო ნერგები. 5 ივ-ნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო პროექტის დასკვნითი აქცია თემაზე „გავასუფთავოთ გარემო პოლი-ეთილენის ნარჩენებისგან“.

მადლობა ყველას, ვისაც წვლი-ლი მიუძღვის პროექტის განხორ-ციელებაში. მოვუწოდებთ ყველას, - ნუ დავყრით ნაგავს, გავუფრთ-ხილდეთ ბუნებას!

ეთერ ლომსაძე

ვულოცავთ ვერტყვიჭალის საჯა-რო სკოლის დირექტორს ქალბა-ტონ ლენა აბაშიძეს თვითმმართ-ველობის არჩევნებში გამარჯვებას. ვუსურვებთ წარმატებებსა და მო-სახლეობის ნდობის გამართლებას.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

დიდი სიხარულითა და სიყვარუ-ლით ვულოცავთ ელისო ლურსმა-ნაშვილსა და კახა კიკნაძეს პირველი შვილიშვილის ამქვეყნად მოვლინებას, სოფოსა და დაჩი კოსტავებს ვაჟკა-ცის - იოსებ კოსტავას დაბადებას. ვუსურვებთ პატარას ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს და სიყვარულს ყვე-ლა კეთილისმსურველთან ერთად. ღვთის წყალობა და მფარველობა არ მოკლებოდეს მათ ოჯახს.

ხარაგაულის ივანე აბაშიძის სახელობის კულტურის

ცენტრის თანამშრომლები

ვულოცავთ იზა ვეფხვაძეს ქა-ლიშვილის მარიამ გაჩეჩილაძის ბედნიერებას. ვუსურვებთ მარიამს, მეუღლე გია ჭუმბურიძესთან ერ-თად ულევ სიყვარულს, სიხარულს და ღვთის წყალობას.

ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახური

ვარძიის საჯარო სკოლის პედა-გოგ ლეილა შველიძესა და მის მეუღლე ჯონდო ცქიტიშვილს ვულოცავთ ქალიშვილის ბედნი-ერებას. ახალდაქორწინებულებს ანა ცქიტიშვილსა და მამუკა კავილაძეს ვუსურვებთ ფუძემყარი ოჯახის შექმნას, მარადიულ სიყვა-რულსა და შვილთა სიმრავლეს.

ვარძიის საჯარო სკოლა

ვულოცავთ დაბადების დღეს ძვირფას ქალბატონს, კარგ მეუღ-ლეს, სანიმუშო შვილების გამზრ-დელს ფარიდა ნიქაბაძეს. ვუსურ-ვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ფარავდეს მის ოჯახს უფალი.

ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის სასადილოს

თანამშრომლები

გაბედნიერებას ვულოცავ ულა-მაზეს წყვილს, ნესტან კელენჯე-რიძესა და ირაკლი ტაბატაძეს. ვუსურვებ ხანგრძლივ სიყვარულს, შვილთა სიმრავლეს და ნამდვილ ოჯახურ ბედნიერებას.

სანიმუშოდ გეტარებინოთ ოჯა-ხის უღელი. გფარავდეთ უფალი.

ცისნარი შველიძე

ვარძიის საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელ ბელა ხიჯაკაძეს ვუ-ლოცავთ ბედნიერებას. ვუსურვებთ თავის რჩეულ მამუკა მჭედლი-ძესთან ერთად მტკიცე ქართული ოჯახის შექმნას, ულევ სიყვარულს, შვილთა სიმრავლეს და ღვთის წყალობას.

ვარძიის საჯარო სკოლა

ვულოცავთ მანანა ტაბაშიძესა და ზაური ვეფხვაძეს პირველი შვილიშვილის შეძენას.

ვუსურვებთ პატარა ქალბატონს გაიზარდოს სასახელო ქართვე-ლი ქალი, hქონოდეს ბედნიერი, უზრუნველი ბავშვობა. უფლის წყალობა არ მოკლებოდეს.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და

პედაგოგიური კოლექტივი

ვულოცავთ ია კოჩაძეს და ემზარი პავლაძეს შვილიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ნიას ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს, სიყვარულს, სიკეთეს, ღვთის წყა-ლობას და ბედნიერ მომავალს.

ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის სასადილოს

თანამშრომლები

იყიდება ორსართულიანი სახლი ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩხერ-ში, აივნებიანად 12, 75 - 13, 75-ზე. დახურულია ალუმინის ღარებიანი შიფრით.

დაინტერესებულმა პირებმა და-რეკეთ ნომრებზე: 599 42 13 02; 593 73 17 59;

საწყისი ფასია 28 000 დოლარი.

ხუმრობენ ხარაგაულელებიგვიამბობს ხარაგაულის№2 საჯარო სკოლის

მასწავლებელი ელვარდი გიორგიძე

ხარაგაულში, პარკის ჩასასვლელთან, გაიხსნა ლუდის ბარი. საუკე-თესო ჩამოსასხმელი ლუდი ყაზბეგის „სანაპიროს ცოცხალი“. ბარში შესაძლებელია პირდაპირ ეთერში უყუროთ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ფეხბურთში და უგულშემატკივროთ საყვარელ ნაკრებს მეგობ-რებთან ერთად.

იყიდება

მადლობა მხარდაჭერისთვის

ჩემთვის ძალიან პატივსაცემი პიროვნების, უფროსი მეგობრის, რუბენ კურ-ტანიძის - ტარასიჩის - შესახებ მოვყვები რამდენი ამბავს. იმედია, არ მიწყენს ამ ხუმრობებს.

ჩვენ წლების მანძილზე ერთად ვმუშაობდით ხარაგაულის პარტიის რაიკომში. ერთხელ ტარასიჩს რიმა კურტანიძესთან უნდა დაერეკა. მოძებნა ტელეფო-

ნების წიგნში რ. კურტანიძის ნომერი. ვხედავ, აკრიფა 2-13-12. ვეკითხები, ვისთან რეკავ-მეთქი. -რიმა კურტანიძესთანო, - მპასუხობს. -რიმასთან კი არა, შენთან რეკავ სახლში.-რას ამბობ, ელვარდ, მართლა?! - და უცბად გათიშა ტელეფონი...

ზარი... საკუთარ ბინაში

ერთხელ შალვა ხეცაძე ბოლთას სცემს დერეფანში.

-რა დაგემართა, შალვა, რას გა-ნიცდი ასე, - ეკითხებიან გამვლელ-გამომვლელები.

-მეტი რა უნდა დამემართოს, სო-ფელში მეჩქარება, ავტობუსი მასწრებს. რუბენს ჩემი „პლაში“ ჩაუცვამს და წასუ-ლა. როდის მოვა ნეტავ?...

კულტურის განყოფილების გამგე მუსიკალურ სკოლაში ატარებს თათ-ბირს, რომელსაც რუბენიც ესწრება. თათბირის დამთავრებამდე წვიმა დაიწყო. ცოტა ხანში რაიკომში, ჩემს სამუშაო ოთახში, ტელეფონი რეკავს, რუბენს კითხულობენ, სასწრაფოდ მოგვაძებნინეო. რუბენს თინა ტო-რაძის „პლაში“ ჩაუცვამს და თავისი მუსიკალურ სკოლაში დაუტოვებია. თინა ვერ მიდის ამ წვიმაში, გვიშველე რამეო, - მეუბნებიან. ამ დროს ოთახში შემოდის რუბენი.

-დატოვე ქალი ხო უპლაშოდ, - სი-ცილით ვეუბნები.

-უიმე, ეს რა დამმართნია, - შეიც-ხადა რუბენმა და სასწრაფოდ გაიქცა მუსიკალურ სკოლაში.

ტარასიჩი - „პლაშების” „რისხვა”

ბევრი რამ შეიძლება გავიხსენო ტარასიჩის მანქანასთან დაკავშირე-ბით. ბორითში მივდივართ ლექციის ჩასატარებლად და გზაში კოლია ავალიშვილი გვიყვება, გასულ კვი-რაში რესტორანში ვიყავი, მას მერე ორი დღე მანქანას ვეძებდი და ძლივს ვიპოვე რესტორანთანო.

რუბენი მიუბრუნდა და ეუბნება, - ბაზალეთის სკოლაში ავედი მანქანით. ბენზინი გამითავდა, მანქანა დავტოვე, ფეხით წამოვედი ხარაგაულში და ხმა

გამივრცელეს, რუბენს მანქანა ბაზა-ლეთში დარჩაო.

ყველამ ერთხმად გადავიხარხარეთ.

რუბენი და მანქანა

კანონს ვერ დავარღვევ...

***

******

******

***