ფარული ქრისტიანობა საინგილოში ·...

8
www.ai-ia.info Nr. 6 ფასი: 50 თეთრი 2011 წლის 21 ივნისი - 25 ივლისი იოჰან მიჰაელ გინთერის, ფელიქს შულცისა და ჯონეთ ჰეკეს საუბარი ზვიად გამსახურდიასთან გვერდები 7-8 საუბარი ბონდო არველაძესთან „ეგრე არ არის თაყაო, შენ რო ყანები დაყაო“ გვერდები 4-5 გრიგოლ რობაქიძე საკრალური წყობა გვერდი 4 იოსებ ათონელი წერილი სულიერი შვილისადმი გვერდი 6 მალხაზ ნუროშვილი ფარული ქრისტიანობა საინგილოში გვერდები 2-4

Upload: others

Post on 03-Jul-2020

0 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ფარული ქრისტიანობა საინგილოში · 2019-01-05 · 211 21 - 25 211 21 - 25 3 ღმერთს, რომ ღირსნი გახდნენ

www.ai-ia.info

Nr.6ფასი: 50 თეთრი

2011 წლის 21 ივნისი - 25 ივლისი

იოჰან მიჰაელ გინთერის, ფელიქს შულცისა დაჯონეთ ჰეკეს საუბარი ზვიად გამსახურდიასთანგვერდები 7-8

საუბარი ბონდო არველაძესთან„ეგრე არ არის თაყაო, შენ რო ყანები დაყაო“გვერდები 4-5

გრიგოლ რობაქიძე

საკრალური წყობაგვერდი 4

იოსებ ათონელიწერილი სულიერი შვილისადმიგვერდი 6

მალხაზ ნუროშვილიფარული ქრისტიანობა საინგილოშიგვერდები 2-4

Page 2: ფარული ქრისტიანობა საინგილოში · 2019-01-05 · 211 21 - 25 211 21 - 25 3 ღმერთს, რომ ღირსნი გახდნენ

2011 წლის 21 ივნისი - 25 ივლისი 2 2011 წლის 21 ივნისი - 25 ივლისი

ფოტოზე: კახი, კაკისთავი, ,,თხილიანის” ძველი სამაროვანი

მალხაზ ნუროშვილი

ფარული ქრისტიანობა საინგილოშიკაკელი დედაბერი დარეჯანის და სხვა ქედუხრელი ქართველების ხსოვნასgagrZeleba, publikaciis dasawyisi ixileT:

“ai ia.„ , Nr.3, 4 da 5

მიცვალებულთა საფლავების ეპიტაფიები, ფარული ქართული წარწერებიკაკ–ელისელნი თავიანთი ქრისტიანობის დასადასტურებლად, საფლავის ქვაზე არა- ბული ეპიტაფიის სტრიქონებს შორის ქარ- თული ანბანით ისე აწერდნენ მიცვალებუ-ლის გვარ-სახელს, რომ უცხოს ვერ შესძ- ლებოდა მათი ქრისტიანობის (ქართველო-ბის) ამოცნობა.

თულ სახელ-გვარში, ცეკვა-სიმღერაში და ქართულ სამოსში ქრისტიანობას ხედავდნენ და სასტიკად დევნიდნენ, განა მას უფრო მძაფრი რეაქცია არ ექნებოდათ საფლავის ქვების ქართულ წარწერებზე? საიდუმლოს გამჟღავნების შემთხვევაში, უეჭველია ამ წარწერის გამკეთებლებსა და მათი ოჯახის წევრებს სიკვდილით დასჯა არ ასცდებო-დათ.).საფლავის ქვებზე გაკეთებული ქართული წარწერები ამ შემთხვევაში უკვე მხოლოდ

აბსოლუტურად მცდარია მოსაზრება, თით-ქოს ინგილონი წარმართული ტრადიციის მიხედვით, წმინდა ადგილებში და თვით ქურმუხის დიდ საყდარზეც კი სანთლებს ხეებსა და ქვებს უნთებდნენ. ზოგიერთი ქართველი მეცნიერის მიერ გამოთქმული ეს ფაქტებით დაუდასტურე- ბელი სამეცნიერო ვარაუდი (რომელსაც რა თქმა უნდა არსებობის უფლება აქვს), რა-ტომღაც საყოველთაოდ დამკვიდრდა. ის ზოგიერთმა აზერბაიჯანელმა მეცნიერმა პო- ლიტიკური მიზნით წყალგაუვალ არგუმ-ენტად მიიჩნია და ძალზე უსაფუძვლო, ტენდენციური, შეიძლება ითქვას აბსურ-დული თეორიები წამოაყენა ქურმუხის წარ-მართული ტაძრის არსებობის და ინგილო-თა არაქართველობის შესახებ.

იმ ჯოჯოხეთურ სიტუაციაში გადარჩენილ მცირერიცხოვან ადამიანებს, რომელთაც თვალწინ მოუკლეს ან ტყვედ წაუყვანეს თითქმის ყველა ახლობელი, გადაუწვეს სახლ-კარი და დაუქციეს ეკლესიები, წარ-მოუდგენელია ეკლესიის ნანგრევებში სა-კუთარი უახლოესი ტრაგიკული წარსული არ დაენახათ, არ დაენახათ მშობლები, შვი-ლები, დები, ძმები. წარმოუდგენელია, ამგ-ვარ თავზარდაცემულ ადამიანებს არა დი- დი საყდრისათვის ან საკუთარი საგვარე- ულო საყდრებისათვის, არამედ წარმართუ-ლი ჩვევით ფიზიკური ხეებისათვის ეთ-ხოვათ შველა და შემწეობა.

რაც შეეხება ქურმუხის დიდი საყდრის დიდ ქვაზე სანთლების ანთებას, ესაც კვლავ და კვლავ აქაურების შეგნებულ ქრისტი-ანობაზე მეტყველებს; საყოველთაოდ ცნო- ბილია, რომ ყველა აქაურ ქრისტიანს სჯე-როდა, რომ დიდ საყდართან არსებული დიდი ლოდი მღვიმე-ეკლესიაა და რომ უწინ ამ ქვის მწვერვალზე სამრეკლო თუ საყდარის გუმბათი მდგარა. სულ რაღაც 40-50 წლის წინ, აბსოლუტურად ყველა ინგილოს სჯეროდა, რომ იმ მღვიმეში დედა მარიამი ანუ ღვთისმშობელი ცხოვრობდა და აქაურ ქართველებს მფარველობდა. სავ-სებით ნათელია, სანთლის ამნთები ამ დიდ ქვასთან ვის ევედრებოდა და ვის სთხოვდა შველას. ასე, რომ ,,ინგილოთა მხრიდან ხე- ებისა და ე.წ. ფირების თაყვანისცემის” სა-კითხზე მრავალფურცლიანი ,,მეცნიერუ- ლი კვლევები” მხოლოდ წინასწარ აკვიატ-ებულის ,,დასაბუთების” სამარცხვინო მცდე- ლობაა!

იმის გამო, რომ დროთა განმავლობაში ამ ნასაყრდალების ირგვლივ ხეები იჭრებო-და, ხოლო თავად წმინდა ადგილას კი არა, ეს ადგილები (ანუ საყდრების ეზოები) თან-დათან დიდრონ ხეთა ჯგუფების ერთგვარ კუნძულად გადაიქცნენ. ეს ყურადსაღები და ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ- ელიც სავსებით გამორიცხავს ინგილოთა მხრიდან ,,წმინდა ხეებისადმი” თაყვანის-ცემის მოსაზრებას.

ის, რომ ეს “საყდრები” ნამდვილად ნასაყდ- რალი ადგილებია, ერთი ძალზე მნიშვნე-ლოვანი მაგალითითაც დასტურდება; დღეს ,,ბარბაროს საყდარი” გარეგნულად ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც სხვა დანარ- ჩენი ,,საყდრები”. ყველამ იცის, რომ ,,ბარ-ბაროი” უძველესი ეკლესიის ტერიტორიაა და სწორედ მისი წერილობით წყაროში მოხსენიება [მ. ჯანაშვილის და კ. კეკელიძის მიერ გამოცემული მაღალაშვილის სახარე-ბის 1310 წლით დათარიღებული მინაწერი] ადასტურებს იმას, რომ ,,ბარბაროი საყდრი” მხოლოდ უბრალო ხეთა ჯგუფი არ არის. სწორედ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ სხვა ,,საყდრები” ძველად საგვარეულო ეკ- ლესიები ყოფილან (სხვათაშორის ,,ბარბარ-

ოს” საყდრის ნანგრევები დღესაც შეინიშ-ნება, ,,ბულუღიაანთ”, „ბერონთ“ და ,,ყალა- ანთ” საყდრების ტერიტორიებზეც ყოფი- ლა ნანგრევების ნაშთი.).

ახლა რაც შეეხება მრავლობით ფორმაში დამკვიდრებულ სიტყვა “საყდრევ”-ს. ამ საკითხის გასარკვევად „საყდრების“ მახ- ლობლად მცხოვრებ ხანდაზმულ ადამი-ანებს მივმართე კითხვით; მათგან ზოგი ,,საყდარ”-ს, ზოგი ,,საყდრევ”-ს, ან ერთი და იგივე ადამიანი ხან ,,საყდარ”-ს, ხან კი ,,საყდრევ’’-ს ხმარობს. ვფიქრობ, რომ ამ სიტყვის მრავლობითი ფორმაა სწორი, რად- გან უმეტესობა ამ ადგილებს დღესაც მრავ-ლობითში მოიხსენებს. ჩემი შეხედულების გასამყარებლად ცხადია მხოლობითი ფორ-მა ბევრად მომგებიანი იქნებოდა, თუმცა ყველაფერზე მაღლა მაინც სიმართლე დგას და დაკვირვებული ადამიანი ადვილად მიხვდება, მეტყველებაში მაინც და მაინც ,,საყდრები” რატომ იხმარება. ცხადია ეს ტერმინი ერთ წელიწადში, ან თუნდაც ოც-ში არ დამკვიდრებულა; იგი სულ ცოტა ორი საუკუნის მანძილზე მაინც ყალიბ-დებოდა. იცვლებოდა თაობები, იზრდე- ბოდა ხეები, აღარ ჩანდა ეკლესიის ნანგრე-ვები, თანდათან მივიწყებას ეძლეოდა ეკ-ლესიათა სახელები. იმის გამო, რომ წმინდა ეკლესიის ადგილას ხეთა ჯგუფიღა იდგა, თანდათან, ნელ-ნელა ხე გახდა საყდრის სინონიმი (ვიზუალურად), შესაბამისად (ხე-თა სიმრავლის გამო) ,,საყდარ”-ი ,,საყდრევ”-მა შეცვალა. ბუნებრივია აქვე იბადება კითხ- ვა, მაშ რატომ შემორჩა ინგილოთა მეხ-სიერებას ,,ბარბაროს საყდრის” (წმ. ბარბარეს) სახელი? ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ბარბარეს ეკლესია უდიდესი ქრისტიანუ-ლი და საგანმანათლებლო ცენტრი გახლ-დათ და ჩვენს მეხსიერებას მისი სახელი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე შე-მორჩა.

ყველა ინგილოსათვის (მათ შორის ჩემთ-ვისაც) ცალსახად ნათელია, რომ ხალხი იმ ავადმოსაგონარი პერიოდის შემდეგ, არა ხეებს, არა ქვებს, არამედ მიზანმიმართულ-ად და გააზრებულად საყდარების ნანგ-რევებს, ანუ საყდრის წმინდანებსა და თვით საყდრის მფლობელ მაცხოვარს სცემდა თაყვანს.

ეს განცდა ხომ აბსოლუტურად იგივეა იმი-სა, რასაც ნებისმიერი მორწმუნე განიცდის, ხატების, ეკლესიის კედლებისა და მისი ფრესკების მთხვევის დროს. ადამიანები ამ დროს ხომ ფიზიკურ ქვას ან სურათს არ უნთებენ სანთელს? რა თქმა უნდა არა!

ინგილოების ფარულ ქრისტიანობასა და მათ ტრადიცია–რიტუალების მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანულ წარმომავლობაზე მეტყველებს კიდევ ერთი უაღრესად სა-ინტერესო ფაქტი, რომელიც დიმიტრი ჯა-ნაშვილმა 1907 წელს თავის ბროშურაში ,,შაჰ-აბასის შემოსევა საქართველოში და საინგილო” გამოაქვეყნა: ,,მათს (ინგილოთა, მ. ნ.) ქრისტიანობას უფრო მკაფიოდ ამ- ტკიცებს რუსეთის ჯარის კაპიტანი ციმ-ერმანი, 1832 წელს ის ყოფილა ზაქათლის პოლკში, როცა ზაქათლის ციხე აშენდა და შიგ ჩადგა რუსეთის მხედრობა, სწერს ის (ციმმერმანი, მ. ნ.) მაშინ 6 იანვარს (ძვ. სტილი, მ. ნ.) პოლკის მღვდელმა პირველ- ად აკურთხა წყალი მდინარეზეო. ყველა გარშემო მყოფ სოფლების მცხოვრებნი ინ- გილონი მოვიდნენ წყლის კურთხევის სა-ნახავადო. მშვენიერი იყო მათი ქცევა, როცა მღვდელმა ჩაასვენა წყალში ჯვარი, ისინი მისცვივდნენ მდინარეს. ზოგი წყალს სვამ-და, ზოგი პირს იბანდა ნაკურთხი წყლითა, ზოგი ცას შეჰყურებდა და ჰმადლობდა

უაღრესად საინტერესოა და წინა თავებში (იხილეთ აი ია. Nr: 3, 5 და 5) მოთხრობილ ამაღელვებელ ფაქტებზე არანაკლებ საყუ- რადღებოა, როგორ ასაფლავებდნენ მიცვა-ლებულებს 1850 წლამდე ანუ ქრისტიანობის ოფიციალურ აღდგენამდე მუდმივი კონტ- როლის ქვეშ მყოფი ადგილობრივი ქართ-ველები და რა ეპიტაფიებს აწერდნენ საფ-ლავის ქვებზე.

ცხადია, იმ დროს დასაფლავების წესები და საფლავის ეპიტაფიები გარეგნულად აუცი-ლებლად მაჰმადიანური უნდა ყოფილიყო. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ აქაურ-მა ქართველებმა საკუთარი ქრისტიანობის (ქართველობის) დასადასტურებლად ამ შემთ-ხვევაშიც იპოვეს ერთობ მოხერხებული გა- მოსავალი; საფლავის ქვებზე არაბული ეპ-იტაფიის სტრიქონებს შორის ქართული ან-ბანით ისე აწერდნენ მიცვალებულის გვარ-სახელს, რომ უცხოს ვერ შესძლებოდა მათი ქრისტიანობის (ქართველობის) ამოცნობა.

კახში, თოფახის (ისტორიული უბანი იყო, დღეს ის უკვე ე. წ. ქალაქმა კახმა შთანთქა, თუმცა ეს ტოპონიმი ზეპირსიტყვიერებაში ჯერ კიდევ ცოცხლობს) და კახისთავის თხილიანის ძველ სამაროვანებში ასეთი რა-მოდენიმე საფლავია. მაგალითად თოფახის ძველ სამაროვანში, ერთ ძველ, 1816 წლით დათარიღებულ საფლავის ეპიტაფიაში გვა- რი “ჯანაშვილი” ქართული ასოებით არაბ-ულის მსგავსად ისე მიუკლაკნიათ, თუ წი- ნასწარ არ იცი ან ახლოდან კარგად არ და- აკვირდები, ქართულს არაბულისგან ვერ- აფრის დიდებით ვერ გაარჩევ. ზოგ საფ-ლავს კი ვრცელი არაბულის შემდეგ, ქარ- თულად, ძალზე პატარა და წვრილი ასო- ებით ქართული გვარი აქვს მიწერილი (ეს ყველაფერი შეიძლება მავანმა არაფრად ჩა-აგდოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ ფიზიკურ პრესს, რომელსაც აქაური ქართველები განიცდიდნენ, აღვიქვამთ, რომ საფლავის ქვებზე ქართული წარწერების გაკეთება ჭეშმარიტი გმირობის ტოლფასი იყო, რადგან თუ კი დამპყრობლები ქარ-

ქართული ასოები აღარ იყო! მათით ხდე-ბოდა არა მარტო ერთი კონკრეტული მიც-ვალებულის, არამედ მთელი კაკ–ელისენის ინგილოების ქრისტიანობის (ქართველობ-ის) დადასტურება, რაც ფაქტიურად მიცვა-ლებულის საფლავის კურთხევის ტოლფასი იყო!

წარმართული ჩვევები თუ შეგნებული ფარული ქრისტიანული რიტუალებიიმ ჯოჯოხეთურ სიტუაციაში გადარჩენილ მცირერიცხოვან ადამიანებს, რომელთაც თვალწინ მოუკლეს ან ტყვედ წაუყვანეს თითქმის ყველა ახლობელი, გადაუწვეს სახლ-კარი და დაუქციეს ეკლესიები, წარ-მოუდგენელია ეკლესიის ნანგრევებში სა-კუთარი უახლოესი ტრაგიკული წარსული არ დაენახათ და ხეებისათვის ეცათ თაყ-ვანი.

ყველაფერთან ერთად ფარული სამლოც-ველოების, ნასაყდრალი ადგილების თაყვა- ნისცემის, ,,დადაშების” ფენომენში საინტე-რესო არის ისიც, რომ საშინელი დევნის პი- რობებში მყოფმა აქაურმა ქრისტიანებმა ისე შენიღბეს თავიანთი მოქმედებები, რომ დამპყრობლებს ეს ადგილები ფირებად მო- აჩვენეს. ,,ფირს” მაჰმადიანებში ისეთ ადგ-ილს უწოდებენ, სადაც ვინმე ცნობილი ან წმინდა ადამიანის საფლავი ან საფლვებია. მაჰმადიანებს ეგონათ, რომ დაპყრობილები არა ნასაყდრალ წმინდა ადგილზე, საყდ-რის წმინდანის სახელზე ანთებდნენ სან-თელს, არამედ ისინი ფირებს ანუ ხეებს ეთ- აყვანებოდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ

ფოტოზე: სოფელ ალათემურის ეკლესიის ნანგრევები

Page 3: ფარული ქრისტიანობა საინგილოში · 2019-01-05 · 211 21 - 25 211 21 - 25 3 ღმერთს, რომ ღირსნი გახდნენ

2011 წლის 21 ივნისი - 25 ივლისი 32011 წლის 21 ივნისი - 25 ივლისი

ღმერთს, რომ ღირსნი გახდნენ წყლის კურთ- ხევის ნახვისა, ზოგი კიდევ კოჭბებით (ქოთ-ნებით, მ. ნ.) წყალს იღებდნენ და ჯიბეში ჰმალავდნენ შინ წასაღებადო.“აქ კომენტარი ნამდვილად ზედმეტია, მხო-ლოდ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ეს ამბავი 1832 წელს ხდება, მაშინ, რო-დესაც რუსის ჯარმაც კი ვერ შეჰსძლო ამ ტერიტორიების მთლიანი ოკუპაცია (მათ ზაქათლის ციხის აშენებიდან მხოლოდ ოცი წლის შემდეგღა დაამხეს ელისოს სულთა-ნი და მოახდინეს ჭარ-ბელაქანისა მთლია- ნი ოკუპაცია, თუმცა ლეკების მხრიდან ამის შემდეგაც ძალზე დიდ წინააღმდეგობას ჰქონდა ადგილი).

აუცილებელია ერთ ფაქტსაც მივაქციოთ ყურადღება: აქაურნი ქართველნი პირველ-ად ესწრებოდნენ წყლის კურთხევის დღე- სასწაულს და მიუხედავად ამისა, მათ მა- ინც მშვენივრად უწყოდნენ თუ რა რიტუ-ალი იყო ეს! განა შესაძლებელია, რომ წარ-მართულ და მაჰმადიანურ რელეგიათა ნა-ზავის მიმდევარნი ასე მოქცეულიყვნენ? ძალზე სამწუხაროა, რომ ინგილოთა ფარუ- ლი ქრისტიანობისა და ტრადიციად შეფუ- თული ფარული ქრისტიანული ღვთისმ-სახურების არ ცნობამ, კაკ–ელისენის ქართ- ველობა უფრო დააბნია. მათ აღარ ახსოვ-დათ საეკლესიო კანონიკური წესები, ხო- ლო იმჟამინდელ საქართველოს საზოგა-დოების დიდ ნაწილს არ ესმოდა აქაური ქრისტიანობის; შედეგად ინგილოური ფა- რული ქრისტიანობა და ქართული (რუსუ-ლი) ეკლესია ერთმანეთს დაუპირისპირდა. არადა წესით და რიგით, მართლმადიდებ-ელ ეკლესიას ნელ-ნელა, მოთმინებით, ში- ნაარსი უნდა მიეცა და უნდა შეევსო აქ-აური ქრისტიანობა. ეს არ მოხდა, რითაც ფატალური შეცდომა იქნა დაშვებული!

ქალების როლი ქრისტიანობის (ქართველობის) შენარჩუნება - შენახვაში წმინდა ბებრები

სიტყვა ,,ბებრევი” ნიშნავს დედაბრებს [1. ,,ბებრა”-ბებია, მრავლ. ,,ბებრევ”-ბებიები; 2. ,,ბებერ”-მოხუცი (ქალი); მრავლ. ,,ბებრევ”-მოხუცებულები (ქალები), კაცებზე ითქმე- ბა მოხუცი (კაცი) -,,ბერ” (მხ.) და მოხუცე-ბულები (კაცები) - ,,ბერევ” (მრ.), -დაბერება-).

კახში (თოფახში), კასრის საყდრის ძირას, სოფლის ძველი სასაფლაოა. მის გვერდით ცალკე დაკრძალულ ადამიანთა (ქალების) საფლავების ჯგუფი მდებარეობს, რომელ-საც ,,ბებრევი სამარუანს” ვუწოდებთ.გადმოცემით, აქ სწორედ ის წინამძღვარი „ბებერი“ ქალები არიან დაკრძალულნი, რომელნიც ფარულ ქრისტიანულ სამლოც-ველოებს წინამძღოლობდნენ. თუმცა აქვე დასაფლავებულნი არიან აგრეთვე ახალ-გაზრდა ქალებიც (,,ქიტიაანთ საყდრის” დღევანდელ მომვლელ ქალბატონს, მარუ-სა ქიტიაშვილის ახსოვს თავისი ბებიის მონათხრობი, რომ ბებრების სამარუანში ერთი თეთრთმიანი ახალგაზრდა ნათელმ- ხილველი ქალი დაუკრძალავთ, ხუციშვი- ლების წმინდა ოჯახიდან. საინტერესო და ყურადსაღები ფაქტია! სავსებით შესაძლ- ებელია, რომ „ბებრევ“ არა დედაბრებს, არ-ამედ მონაზონ ქალებს ნიშნავდეს).მათ საფლავის ქვებს წარწერები არა აქვს (უკლებლივ ყველას), გადმოცემით არც არ-ასდროს არ ჰქონიათ - რატომ, ნამდვილად არ ვიცი; შეიძლება ქრისტიანული სიმდაბ-ლის ან კონსპირაციის გამო. დღეს ამ საფ-

ღვანელობა კაცებმა ჩაიბარეს. ამის შემდ-გომ პერიოდში, როცა კაცებისათვის შეუძ- ლებელი გახდა კონსპირაციის დაცვა (გა-ვიხსენოთ აბელ ხუციშვილის ჩამოხრჩობა), წინამძღვრობის ფუნქცია კვლავ ქალებმა იტვირთეს. კაცები ხომ გამუდმებით ყურადღების ობი- ექტნი იყვნენ. მათ უნდა ემუშავათ, ებრძო-ლათ, ენადირათ, როგორც დამპყრობელთა, ასევე საკუთარი ოჯახისათვის. მაჰმადიან- ური წესის გავითვალისწინებთ ადვილად გასაგებია როგორ გახდნენ ქალები, ანუ ,,ბებრები” სამლოცველოების წინამძღვრები. ქალები ხომ სულ სახლში იყვნენ, შესაბამ-ისად მათი გაკონტროლება ძალზე ძნელი უნდა ყოფილიყო. (თუმცა შეიძლება ვცდე-ბოდე, ამის დამადასტურებელი სხვა რამ მასალა, გარდა ზემოთ გამოთქმული ლოგი-კური დასკვნისა, არ გამაჩნია).

შეიძლება თამამდ ითქვას, რომ საინგილო-ში ქრისტიანობისა და ქართველობის გა-დარჩენაში გადამწყვეტი როლი სწორედ ქალებმა, კერძოდ კი ,,ბებრევ”-მა შეასრულ-ეს. ფარულ საზოგადოებაში ქალთა უდი- დესი როლის მნიშვნელოვანი დამადასტუ-რებელი საბუთი ინგილო ქალების ნაქსოვ-თა ეროვნული და ქრისტიანული ორნამ- ეტ-სიმბოლოებიცაა; მაგალითად ინგილო-ური წინდები, რომელთა ორნამენტები უმ-ეტესად ქრისტიანული სიმბოლოებია. ასევე საინტერესოა ფქვილის მოზელვის

(მიცვალებულის სახელი)” [ფაქტიურად მღვდლის მოქმედების ზუსტი იმიტაცია ხდებოდა].საკმეველის კმევა მხოლოდ და მხოლოდ ქალების პრეროგატივა იყო (დღესაც ასეა), კაცებს მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ,,უმზ-რახობისას” (ვნების კვირის ხუთშაბათს) შე-ეძლოთ ამ რიტუალის შესრულება, რადგან ამ დღეს მხოლოდ მამაკაცები მიდიოდნენ სასაფლაოზე და თავ-თავის მიცვალებულის საფლავებზე ,,ჭიმებს” (მდელოდან ბარით ამოჭრილი ბელტი) დებდნენ.აქვე ერთი-ორი სიტყვით ამ საოცარ ტრა-დიციაზე, ,,უმზრახოვაზეც” (უძრახველობა) უნდა ითქვას. ინგილოები ვნების კვირის ხუთშაბათს, დილაუთენია მიდიოდნენ სა-საფლაოზე, ამ დროს ლაპარაკი, მითუმეტეს სიცილი არ შეიძლებოდა. საფლავზე ,,ჭიმე-ბი” უნდა დაედოთ, გაეშალათ სამარხო საჭმელები (უმთავრესად ჭინჭრის და სვეს ხინკალი), ღვინო, წყალი, აენთოთ სანთელი და საფლავის გარშემო სამჯერ უნდა ეკმიათ საკმეველი. საბედნიეროდ ეს ტრადიცია მყარადაა შენარჩუნებული. მის ფენომენში საყურადღებოა ის, რომ საკმეველის კმევა მხოლოდ მიცვალებულებთან იყო დაკავ- შირებული, რაც დასტურია იმისა, რომ ფა- რულმა ქრისტიანობამ ყველა ქრისტიანუ- ლი დღესასწაული და რიტუალი მიცვა-ლებული წინაპრების მეშვეობით დაფარა და ამ გზით გარდაცვლილი ადამიანების სულებიც ჩააყენა ქრისტიანობის (ქართვე-ლობის) გადარჩენისათვის მებრძოლთა რი-გებში(!).

დაშიფრული უნივერსალური ლოცვა ,,ღმერთო შენ...” იქნებ სწორედ ამ უწყვეტმა ლოცვა-შიფრმა გააძლებინა და გადაარჩინა ისინი. ალბათ ამ ორსიტყვიან ფრაზაში აბსოლუტურად გულწრფელი, დიდი რწმენით ჩაქსოვილი ღაღადი შეისმინა ღმერთმა.

გასაოცარი და უაღრესად საინტერესოა ინ-გილოური ლოცვა-შიფრი ,,ღმერთო შენ...”, რომელიც ძირითადად ამ ორი სიტყვისაგან შედგებოდა, საჭიროების მიხედვით მას ,,...გვიშველ” ან ,,შეგვეწივ” ან ,,დოგიფარ” და ა. შ. ემატებოდა. საეკლესიო ლოცვის საწყისი ორი სიტყვა, ინგილოურად თან-დათან ერთ სიტყვა ,,ღმერთოშენ”-ად და-შიფრულ უნივერსალურ ლოცვად გადაიქ-ცა. ამ ერთ სიტყვაში თავი მოიყარა ყველა საეკლესიო ლოცვამ. ის წარმოითქმებოდა ყოველი საქმის დაწყების, ტრაპეზის, ძი- ლის წინ და ა. შ. ,,ღმერთოშენ”-ი დღესაც მყარად არის შენარჩუნებული ინგილოურ მეტყველებაში როგორც ძველი ქრისტიან-ული შინაარსით (ხანდაზმულ ადამიანებ- ში), ისე რაიმე ემოციის, წუხილის, შეშინე-ბის, გამოსახატავად [ისევე, როგორც ქურმუ- ხის საყდართან დაკავშირებული რაიმეს უტ-ყუარობის დამადასტურებელი ფიცი - ,,დიდ საყდრისმა”]. თავისთავად ცხადია, ყოველდღიურ კონს-პირაციაზე ზრუნვისა და შიშიანობის პი-რობებში თუნდაც ძილის წინ, გრძელი ლოც- ვების წარმოთქმა წარმოუდგენელი იყო. სიტუაციის მუდმივი ცვალებადობა, მუდ-

ფოტოზე: ქურმუხის დიდი საყდრის ლოდი

ფოტოზე: ქალები კაკიდან (ზ. ედილის წიგნიდან)

ლავების უმეტესობა მიწითაა დაფარული, სულ რამოდენიმე ქვაღა მოსჩანს. მოსე ჯა-ნაშვილის უკვე ნახსენებ ინგილოს ოჯახ-ის აღწერაში (მ. ჯანაშვილი, ,,საინგილო”, თბილისი, 1910 წ., გვ. 48) ერთი საინტერესო ცნობაც არის დაცული: მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ქალებს უკვე წმინდა კი- დობანთან შეხების უფლებაც კი აღარ ჰქონ-დათ, ეს მაშინ, როდესაც ,,ხუციანთ” და ,,ქიტიანთ” კიდობნებს წინამძღვრობას კვლავ მხოლოდ ქალები უწევდნენ. სავარაუდოდ ელისოს სასულთნოს დამხობის, აქაური ქართველების მიერ ქრისტიანობის აშკარა აღიარებისა და ეკლესიების ამოქმედების შემდგომ, ეკლესიის გავლენითა და საეკ-ლესიო კანონიკის დაცვის თანახმად სა- ლოცავ კიდობნებს (ან ოჯახური მნიშვ-ნელობის მქონე კიდობნებს, რომელნიც ჩვეულებრივ სალოცავ კუთხეს წარმოად-გენდნენ) ოჯახებში უკვე მამაკაცები ხელმძ-ღვანელობდნენ, ხოლო ეკლესიებიდან გად-მოტანილ საერთო სამლოცველოებს ისევ ,,წმინდა ბებერი”- ქალები.

აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შაჰ-აბას- ის ცნობილი შემოსევების შემდეგ პერიოდ-ში, კაკში არც ერთი მამაკაცი არ გადარჩე- ნილა (მხოლოდ უძლური მოხუცები და ბავ- შვები). შესაძლოა სწორედ ესაა მიზეზი იმ-ისა, რომ სამლოცველოების ფუძემდებლებ-ად და მათ წინამძღვრებად ქალები გახდ-ნენ. აქვე სავსებით დასაშვებია ვერსია, რომ როცა ბავშვები წამოიზარდნენ და მამაკაცე-ბი გამრავლდნენ, სამლოცველოების ხელმძ-

დასრულების შემდეგ, ხელის ორი მოძრა-ობით (ვერტიკალური და ჰორიზონტალური) ცომზე ჯვრის გამოხატვა.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია საკ-მეველის კმევის რიტუალი, რომელიც ისევ და ისევ მიცვალებულთა მოხსენიების დროს სრულდებოდა (ეს წესი დღესაც ცოცხლობს, თუმცა ეკლესიის გავლენით უკვე მივიწყებ-ას ეძლევა).

საკმეველის (,,საკმელ”) კმევას ჩვენებურად ,,საკმლი ჩაყრაი”-ს უწოდებენ. იგი ხდებო- და როგორც მიცვალებულთა მოსახსენიებ-ელად გამზადებულ ხორაგებითა და ხილ-ით გაწყობილ ტაბლა-მაგიდაზე (სახლში), ასევე სასაფლაოზე [ეს ყველაფერი აქაურთა მეხსიერებას მღვდელთმსახურებიდან, კერ- ძოდ კი მღვდლის მიერ საცეცხლურით საკმ-ლის კმევის რიტუალიდან შემორჩა].

საფლავზე (,,სამარეზე”) მიიტანდნენ ხორაგს, ხილს, ღვინოს და წყალს, პატარა ბრტყელი ქვით აიღებდნენ ნაკვერჩხალს; ოჯახის უფ- როსი ქალი, რომელსაც ერთ ხელში ნაკ- ვერჩხლიანი ქვა, ხოლო მეორეში საკმევე-ლის პატარა ყუთი ეჭირა, საფლავის წინ, აღმოსავლეთით დადგებოდა. ოჯახის ყვე-ლა წევრი (წლოვანების მიხედვით ჯერ მა- მაკაცები) რიგრიგობით მივიდოდნენ მას-თან, საკმეველის ყუთიდან ამოიღებდნენ საკმეველს და ნაკვერჩხლებზე აუცილებ-ლად სამჯერ მიმოაბნევდნენ; ყოველ ჯერ- ზე წარმოთქვამდნენ ,,ღმერთო შენ აცხოვნ...

ფოტოზე: „ბებრევი სამარუან“

ფოტოზე: ნაქსოვი წინდა ჯვრის ორნამენტით

Page 4: ფარული ქრისტიანობა საინგილოში · 2019-01-05 · 211 21 - 25 211 21 - 25 3 ღმერთს, რომ ღირსნი გახდნენ

2011 წლის 21 ივნისი - 25 ივლისი

მივი ტოტალური კონტროლი და საიდუმ-ლოს გამჟღავნების საფრთხეა მიზეზი მართ- ლმადიდებლური ლოცვების ამგვარი შემოკ-ლებული სახით წარმოთქმისა. ინგილონი ამ ლოცვა-შიფრის საშუალებით ასრულებდ-ნენ რჯულის კანონის მოთხოვნებს.

,,ღმერთოშენ” განუწყვეტლად, ყველა დროს და ყველგან წარმოითქმებოდა. ყველა ინ- გილოს მისით ღმერთთან მუდმივი კავში-რი ჰქონდა. იქნებ სწორედ ამ უწყვეტმა ლოცვა-შიფრმა გააძლებინა და გადაარჩი-ნა ისინი. ალბათ ამ ორსიტყვიან ფრაზაში აბსოლუტურად გულწრფელი, დიდი რწმენ-ით ჩაქსოვილი ღაღადი შეისმინა ღმერთმა.

ბოლოთქმაძალზედ სამწუხაროა, რომ ასეთი უდიდე-სი მნიშვნელობის ისტორიული საკითხები ახალი თაობის ქართველ მეცნიერთა ყუ-რადღების მიღმაა დარჩენილი. არადა დღეს, როცა ჩვენი წარსულის ტოტალურმა გაყალ-ბებამ თითქმის შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ამ სალოცავებს ხომ კვლავ ძალუძთ ჩვენი დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უმაღლეს-დამთავრებული გვყავს, მიუხედავად იმი-სა, რომ ბევრი ახალგაზრდა სწავლობს სა- ქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავ-ლებელში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ე.წ. საინგილოს ინტერესებისათვის მებრძო-ლი ადამიანი ცხოვრობს თბილისში, ამ მი-მართულებით (და საერთოდაც არანაირი მიმართულებით) არც ერთი ადამიანი გააზ- რებულად და მიზანმიმართულად არ მუშა- ობს. იკარგება ძალზე მნიშვნელოვანი ის-ტორიული მასალა (ბევრი საბოლოოდ და-კარგულია უკვე). ჩვენ (მათ შორის მეც), ჩვენს უახლოეს წარსულს ხეირიანად არ ვიცნობთ. არ ვიცნობთ იმ პიროვნებებს, რომელნიც სულ რაღაც 100 წლის წინ ცხოვრობდნენ საინგილოში. არ ვიცით ჩვენი სკოლების, ეკ- ლესიების ისტორია. სრულებით არ ვიც-ნობთ მასწავლებელთა, მოძღვართა და ფა-რული სამლოცველოების წინამძღვართა ის- ტორიებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი როლი ითამაშეს ჩვენი ენისა და ის-ტორიის დღევანდელ დღემდე მოტანაში. ჩვენ სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი დღით, ათასჯერ გადაღეჭი-ლი ზოგადი წარმოდგენებით ვცხოვრობთ.

4

მუდამ სხვის იმედად მყოფნი ვამაყობთ იმით, რასაც საკმაოდ არ ვიცნობთ. ამასობა-ში საინგილოში ჩამოსული სხვადასხვა დო- ნის უცხოელი მეცნიერნი (თქვენ წარმო-იდგინეთ ამერიკის კონტინენტიდანაც კი) სადისერტაციო თემებზე მუშაობენ. ღმერ-თმა უწყის რა დასკვნებს დადებენ, თუმ-ცა ერთი რამ სავსებით ნათელია: ისეთ

ვითარებაში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში (იგ- ულისხმება აზერბაიჯანი) წლების განმავ- ლობაში გამოიცემა ნაშრომები, ბეჭდვითი და ელექტრონული მედია საშუალებებით სისტემატურად ვრცელდება მასალები, რო-მელთა საშუალებითაც ჩვენი ეთნიკური წარმომავლობის, ენის, ისტორიის, ფოლკ-ლორისა და ტრადიციების მიზანმიმარ-

თული გაყალბება ხდება, ამ უცხოელ მკვლე-ვართ ძალზე გაუჭირდებათ საინგილოს ის- ტორიის ობიექტური, სრულფასოვანი შეს-წავლა და შესაბამისად მათი ნაშრომებიც „ინგილოთა არაქართველობის“ თეზისების გასამყარებლად იქნება გამოყენებული.

აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ის, რაც საინგილოს ისტორიულ-კულ-ტურულ-სულიერი ცხოვრების შესახებ ვი- ცით, არ გვექნებოდა შემონახული რომ არა დიდი ადამიანები: მ. ჯანაშვილი, დ. ჯა- ნაშვილი, ა. ჩხენკელი, ზ. ედილი, რ. ღამბა- შიძე, მ. დუმბაძე, თ. პაპუაშვილი, გ. ჩუბი-ნაშვილი, ი. ადამია… ასევე დასაფასებელია ნ.როსტიაშვილის, გ. მარჯანიშვილის, ნ. წუ-ლაძის ღვაწლი.

რა თქმა უნდა ამ ადამიანებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენი კუთხის ისტო-რიის გადარჩენაში და სწორედ მათი მა-გალითიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ ახალი თაობის წარმომადგენლებმა ბოლოს და ბოლოს დაიწყონ ჩვენი კუთ-ხის უცნობი საკითხების შესწავლა-წარმო- ჩენა, დაიცვან დისერტაციები, გამოსცენ ისტორიული სინამდვილის შემცველი ნაშ- რომები. ვფიქრობ კარგი იქნებოდა ახალ-გაზრდა მეცნიერების და დოქტორანტურ- ის სტუდენტების კონკრეტული სამეცნი- ერო და სადისერტაციო თემებით დაინ- ტერესება (რამდენი საინტერესო სადისერ-ტაციო თემაა საინგილოში!).

ამ წერილის მიზანი სწორედ იმ ადამიან-თა დაინტერესებაა, რომელთაც საკუთარი ინტელექტუალური და სამეცნიერო შესაძ-ლებლობებიდან გამომდინარე, ნამდვილ-ად შეუძლიათ საინგილოს (საბოლოო ჯამ-ში კი საქართველოს) ისტორიის ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტების შესწავლის სტი- მულირება. პირადად მე ღრმად ვარ დარწ-მუნებული, რომ დღევანდელი რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია მრავალჯერ გამეორებული, ერთი და იგივე წყაროების, ციტატების და თითქმის შაბ-ლონად ქცეული შეხედულებების გვერდ-ზე გადადება და სანამ ჯერ კიდევ რაღაც არის შემორჩენილი, ახალი, კონკრეტული მიმართულების სამეცნიერო სამუშაოების დაწყება.

კახი, 2011 წელი

ფოტოზე: ღვთისმშობლის უძველესი ხატი ეკა ლომაშვილის ოჯახში. დიდი ალბათობით ეს ხატი შეიძლება ლომაშვილების საგვარეულო ეკლესიისაა

გრიგოლ რობაქიძე

საკრალური წყობაოქროს ხანაში იყო წმინდა იერარქია დად-გენილი. ქართული ყოფაც ამ იერარქიით იყო იმთავითვე დამყარებული. უთვალავი მაგალითებიდან აქ მხოლოდ რამოდენიმე. ჩვენ, ქართველებს, შეგვიძლია მანდილო-სანს ხელზე „ვაკოცოთ“, ღვთისმშობელ მა- რიამის ხატს კი უნდა „ვეამბოროთ“; იქ „კოც-ნა“, აქ „ამბორი“, ვინაიდან მანდილოსანი ერ- თია და ღვთისმშობელი კიდევ სხვა, თუმცა ორივე ქალია. ჩვენ შეგვიძლია სადმე დარ- ბაზში „ვიმღეროთ“, სალოცავში კი უნდა „ვიგალობოთ“; იქ „სიმღერა“, აქ „გალობა“, რადგან დარბაზი ერთია და სალოცავი კი- დევ სხვა, თუმცა ორივე შენობაა. ჩვენ ვხმა- რობთ საერო წიგნისათვის „მხედრულს“, საღვთო წერილისათვის კი „ხუცურს“, რა-თა ზღვარი იყოს გავლებული საეროსა და საღვთოს შორის. მე შემიძლია მივმართო ვინმეს: „ბატონო გიორგი!“ შემიძლია ასე მივ- მართო ღმერთს: „ბატონო ღმერთო?“ ეს სა- შინელება იქნება ქართველისათვის. და აი, ღვთის მიმართ ჩვენ ვხმარობთ: „უფალო!“ და საოცრება: „უფლება“ ქართულში „ბატო-ნისაგან“ კი არ მოდის, არამედ „უფლისაგან.“ ქართული გაგებით, მაშასადამე, უფლება საკ- რალური ბუნების ყოფილა, სწორედ ისე, როგორც ეს ესმოდათ ოქროს ხანაში. ამას ქართული მითიური თქმულებანიც ადას-ტურებენ. უძველეს დროში, მოგვითხრობს ერთი თქმულება, დვალთა მთაზე მეფენი ისხდნენ დროდადრო; ისინი ცდილობდ-ნენ ერთი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი დაეჭირათო. რა მიზნით? თავიანთ ხალხთ ბედი მართებულად რომ წარემართად. აზ- რი ამ თქმულებისა ნათელია: მეფემ თავი-სი მიწიერი ძალა ციური მადლით უნდა

ანოყიეროს და ამტკიცოს. ეს მადლი აქ ვარსკვლავის სახით ვლინდება. თვითონ ვარსკვლავი „ხატია“ გრალისა; პირინეის გრა- ლის ვარიანტით გრალი ქვაა, გვირგვინი- დან ამოვარდნილი ციდან მოსხლეტილი ლიუციფერისა. და აი ამ ვარსკვლავ-ქვას იჭერენ თქმულების მეფენი. თამარ დედო-ფალს, მეორე თქმულებით, ჰქონდა იმავ დვალის მთაზე კოშკი; საცა ერთ სკივრში ასეთი ვარსკვლავი ესვენა, ციდან მიღებუ-ლი. ერთხელ, როცა დედოფალი შინ არ იყო, მსახური გოგო მიეპარა სკივრს, ახადა მას სახურავი, ვარსკვლავი ამოვარდა და გაფრინდა ცისკენაო. ამ თქმულებაში სხვა აზრიცაა: ვიგინდარას არ შეუძლია მიეკაროს საკრალურს; თანვე ისიცაა ნაგულისხმევი, რომ „მეუფლე“ საკრალურისა „მუდამ ფხი- ზელი“ უნდა იყოს („Egregoroi“), რათა ხელი-დან, ასე ვთქვათ, არ „გაუშვას“ იგი.

არც ერთს ტრადიციაში ეს წყობა საკრალუ-რისა არ ჩამოსხმულა ისე ღრმად და მძლავ-რად, როგორც ეს არის გამოკვეთილი უგენი-ალეს ქართულ სახელდებაში „ხელმწიფე.“ აი კიდევ ერთი პოემა ქართული ხილვისა, ერ- თი სიტყვით თუ ერთ სიტყვაში გამოთქმუ-ლი. რატომ მაინც და მაინც „მწიფე“ ხელი? რადგან ხელი სდებს ზღვარს კულტურის მხრივ ადამიანსა და ცხოველს შორის; ვინ უნდა გზნობდეს ამ ზღვარს უკიდურეს, თუ არა მმართველი, მეთაური ტომისა თუ ხალ-ხის? რად უნდა იყოს მისი ხელი მწიფე? ოქროს ხანაში მმართველი ეგულვებოდათ მდიდრად და უხვად - რას ნიშნავს „მწიფე ხელი“, თუ არა სიმდიდრესა და სიუხვეს? ოქროს ხანაში მმართველი იყო ძლიერი და

მარჯვე - რას ნიშნავს „მწიფე ხელი“, თუ არა სიძლიერესა და მარჯს? მიხეილ წერეთლის აზრით, „მწიფე“ ნიშნავს „მიწვდომასაც“. მაშასადამე „მწიფე ხელით“ ნაგულისხმევია „მწვდომელიც“: ესე იგი ის, ვინც წვდება მას, რაიც სხვისათვის მიუწვდომელია. ხო- ლო ამით არ თავდება ხელმწიფის სახელ- დებით ნააზრი; იგი კიდევ უფრო მეტს, უფრო გულისხმიერს მოასწავებს. ოქროს ხანაში მმართველი მეფეც იყო და მღვდე-ლიც. ქართული გაგებით ეს ასეც უნდა ყო- ფილიყო, რადგან, როგორც ითქვა, „ფლობა“ გამოვლინებულია „უფლისაგან“. მფლობე-ლი, მაშასადამე, „მღვდელიცაა“. იმავე მკვლე- ვარის მიგნებით, სიტყვა „მღვდელი“ წარ-მოსდგება სიტყვისაგან „ღუდვა“, რაიცა „წვას“ ნიშნავს. მღვდელი ანუ მწველი. იგულისხ-მება წვა არა მარტო გარეგანი: წვა შესაწი-რავი ცხოველისა, არამედ შინაგანიც: წვა წადილით ღვთიურის მისაღებათ. მფლობე-ლი - როგორც მეფე და მღვდელი ერთს პიროვნებაში - კურთხეულად ითვლება: იგი ჰფენდა ირგვლივ გარდამქმნელ ძალას სხი-ვოსანს: მარჯს, გერმანული შესატყვისით „ჰა-ილ“ (Heil), რაიც ხელდასმით გადადიოდა სხვაზე. რენე გენონის მოწმობით, ამ ძალა- გადავლენას არაბულ-ებრაულად „ბარაქაჰ“ ეწოდება. ეს სიტყვა ქართულ სიტყვაშიც გვხვდება და სწორედ ხელთან დაკავშირე-ბით უმთავრესად: „ბარაქიანი ხელი“, ნაგუ-ლისხმევია კურთხეული ხელი, მადლის გა- მომვლინებელი. რა არის ეს ხელი კურთ-ხეული, თუ არ იგივე „მწიფე ხელი“? დიახ, ქართული სახელდებით „ხელმწიფე“, მოცე-მულია პლასტიურად მთელი კონცეპცია „Priester-Konig“-ისა, მღვდელ მეფის.

ასე გვირგვინდება საკრალური წყობა შენს პირველ ხილვაში კარდუ, რაიცა აქ ყველაზე უფრო გარკვეულად ქმედებაში გამოსჩანს.

ფოტოზე: გრიგოლ რობაქიძე

Page 5: ფარული ქრისტიანობა საინგილოში · 2019-01-05 · 211 21 - 25 211 21 - 25 3 ღმერთს, რომ ღირსნი გახდნენ

2011 წლის 21 ივნისი - 25 ივლისი 5

სამშობლო ღმერთზე მეტია,სამშობლოზე მეტი ეკლესიაა,

ეკლესიაზე მეტი ტიგრან დიდია,ტიგრან დიდზე მეტი - დიდი სომხეთია!

სილვა კაპუტიკიანი

ქართული ტერიტორია და ზანგა ქართული მდინარეაო.ვაჰე სარქისიანი ნემსის ყუნწში ძვრება და თავგადაკლული ცდილობს დაამტკიცოს ქართული ტოპონიმის - აწყურის სომხურობა (გვ. 302). მას საბუთად ამ ტოპონიმის ა. სანო-სიანისეული ერთობ საეჭვო ეტიმოლოგიური განმარტება მოჰყავს. ე. წ. მკვლევარმა სანოსიანმა ეს სახელწოდება ასე დაშალა: აწ-კურ. „აწ“ - არის სომხური ზმნის (აწელ) ფუძე. აკ-ად. პროფ. აჭარიანის, სომხური ეტიმოლოგიური ლექსიკონ-ის მიხედვით, ამ ზმნის მეხუთე მნიშვნელობა არის შენება. ამრიგად, დაასკვნის ა. სანოსიანი და მასზე დაყრდნობით ვაჰე სარქისიანი, -„აწკურ“ ფაქტიურად ნიშნავს - „აშენებულია მტკვრის ახლოს“ (იგულისხმება ციხე-სიმაგრე) და ამაყად ამტკიცებს - „ეს არის უეჭველი სომხური ტოპონიმი“. რბილად რომ ვთქვათ, ამ დიალექტურ ეტიმოლოგიურ ძიებას არაფე- რი აქვს საერთო აკადემიურ კვლევასთან და აქედან გამომ-დინარე მეცნიერულ ჭეშმარიტებასთან. სინამდვილეში აწყური წმინდა ქართული ტოპონიმია თუნ- დაც იმიტომ, რომ იგი გვხვდება უძველეს საისტორიო წყა- როებში ამავე ქართული ფორმით - „აწყური“ და არა სომ-ხური „აწკურ“, „აზგოვ“, „აზზორ“ და ა. შ. უკანასკნელ ხანებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებ-ის შედეგად მიკვლეულია ახ. წ. აღ. I საუკუნის ანუ ანდრია მოციქულის აწყურში ყოფნის პერიოდის ნაშთი, რომელიც ანდრია მოციქულის მიერ ციხის ზედა ნაწილში მარიამ ღვთისმშობლის ხატის დასვენების შესაძლებლობას რეალურს ხდის (ვ. ლიჩელი - აწყური - „ლიტ. მესხეთი“ 2008). აწყური ერთ-ერთ უმთავრეს საეპისკოპოსო ეპარქიას წარმოადგენ- და, რომლის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის ხელ-თუქმნელი ხატი იყო დაბრძანებული. იგი XVII ს-ში თურქ- ების მიერ იქნა გაუქმებული, აღდგა 1917 წელს (ზ. აბაშიძე, კრებ. „ზარზმა“ 2007). ვაჰე სარქისიანი ცრუობს, როცა წერს, რომ XVI ს-ში, „გურ-ჯისტანის დიდი დავთრის“ მიხედვით, აწყურში მცხოვრებ გადასახადის გადამხდელთა უმეტესობა თითქოს სომხები იყვნენ. შევამოწმე და პირიქით აღმოჩნდა . საქართველოში სომეხთა მაძიებელ ვაჰე სარქისიანს აწყურ- თან „აღმოუჩენია“ მცირე სომხური დასახლება „დზრეხ“-ის სახელწოდებით. აქაც უპოვნია თავისი მსგავსი ქართველთ-მოძულე სომეხი ეროვნების რესპოდენტები, რომელნიც თურ-მე შეგნებულად არ სწავლობენ ქართულს, რათა სომხობა შეინარჩუნონ.უპრიანია ვაჰე სარქისიანს და მის რესპოდენტთ დავუსვათ კითხვა: - ამერიკაში მცხოვრები მილიონზე მეტი სომეხი სომხობის შესანარჩუნებლად ასე გაურბის ინგლისური ენის შესწავლას? ზემოთნახსენები ე. წ. რესპოდენტები ამაყად აცხადებენ - „ჩვენ, სომხები ბოლომდე დავრჩებით სომხებ-ად“. მათ ეროვნებას, ისევე როგორც სხვა ეროვნების წარ-მომადგენლებს, არავინ ერჩის საქართველოში, ამის ერთ-ერ- თი დამამტკიცებელი ფაქტი საქართველოში 147-მდე სომ-ხური საშუალო სკოლის არსებობაა. ყოველი ხის ძირას სომ- ხური სკოლა ვერ გაიხსნება ცხადია, სახელმწიფო ენას - ქარ-თულს კი უნდა ფლობდნენ საქართველოში მცხოვრები ყვე-ლა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, მათ შორ- ის სომხებიც. ვაჰე სარქისიანი მრუდე სარკეში წარმოადგენს სოფელ ფო-კასაც, მის ისტორიას და 1830-იან წლებში თურქეთიდან აქ ჩამოსახლებულ სომეხთა ყოფას. დავიწყოთ იმით, რომ ამ ყოვლისმცოდნე მეცნიერის აზრით, სომხები ფოკაში ათასე- ული წლებია ცხოვრობენ (გვ.308). „უამრავ უცხოურ წყა-როებიდან“ ამის დასტურად იგი მხოლოდ ერთს იმოწმებს. ეს არის წმინდა ნინოს ცხოვრების ის ადგილი, სადაც აღ- წერილია წმინდა ნინოს ჯავახეთს შემოსვლა, როცა მან ფარ- ავნის ტბის ახლოს მწყემსები ნახა და საყველპურო სომხუ-რით მცხეთის გზა ჰკითხა. სარქისიანს და არა მარტო მას ჰგონიათ, რომ მწყემსები ადგილობრივი სომხები იყვნენ. „ქართლის ცხოვრებაში“ ნათლად და გარკვევით წერია - ამ მწყემსებიდან ერთმა იცოდა სომხური - „...და ჰპოვა მწყემსთა მათ შორის სომხურად მზრახველი და ჰკითხა მას...“ ე. ი. მწყემსები იყვნენ ქართველები, რომელთა შორის ერთმა იც- ოდა სომხური, როგორ იცოდა ეს კიდევ საკითხავია. ამდე-ნად, ამ ეპიზოდიდან ცალსახად იმის მტკიცება, თითქოს სომხები ოდითგან ჯავახეთის მკვიდრნი იყვნენ, საფუძ- ველს მოკლებულია. ვაჰე სარქისიანი „გულდამწვარი“ საუბ- რობს ფოკაში მცხოვრებ სომეხთა ყოფა-ცხოვრებაზე, რეს- პოდენტიც თავის შესაფერი უპოვნია, ვინმე მარქარ ჩარბუ- დაღიანი, რომელიც სოფლის ჭირ-ვარამზე მოსთქვამს - მიგ-რაცია და უმუშევრობა ფოკას გაპარტახებით ემუქრებაო. რა- შიც დამნაშავე თურმე საქართველოს ცენტრალური მთავ- რობა და ადგილობრივი ხელისუფლება ყოფილა. ის, რომ

მიგრაცია და უმუშევრობა მთელი საქართველოს უბედუ- რებაა და ჯავახეთი (ფოკა) გამონაკლისს რომ არ წარმოად-გენს, განა არ იციან ამ ორმა ქართველთმოძულე სუბიექტ- მა, მაგრამ ისინი (განსაკუთრებით სარქისიანი), მაინც ურც- ხვად ცდილობენ ამ ფაქტორის ჯავახეთელ სომხებში სე-პარატიზმისა და შოვინიზმის გასაღვივებლად გამოყენე- ბას, ხოლო ერევანისა და მსოფლიოს დაარწმუნებას ქართ-ველთა მიერ ადგილობრივ სომეხთა ეროვნულ და სოცი- ალურ შევიწროვებასა და ჩაგვრაში. აი სწორედ ეს აზრი დომინირებს აღნიშნულ წიგნში და წითელი ხაზივით გას-დევს მას თავიდან ბოლომდე. თურმე ფოკელი სომხები ქართველთა მხრიდან სულიერ და ფიზკურ ზეწოლას განიცდიან. ამის „მრავალი“ ფაქტი- დან ვაჰე სარქისიანს სანიმუშოდ ისევ ერთი მოჰყავს: ფო-კას ეკლესია მსოფლიო ბანკის სახსრებით კაპიტალურად გარემონტდა, მაგრამ შემდეგ ქართველებმა მიითვისესო. ამის გამო ფოკელებს ნინოწმინდის საკრებულოში უჩივ-ლიათ, მაგრამ იქ მათთვის უთქვამთ: “არცერთ შემთხვევა- ში თქვენ მართლები არ ხართო!“. ნინოწმინდის საკრებულ-ოს მართებული პოზიცია დაუკავებია, ფოკას ეკლესია ხომ შუასაუკუნეების ქართული ძეგლია (ი. როსტომაშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ვ. ჭარელაშვილი და სხვ.). ბუნებრივია, სა-ქართველოს საპატრიარქომ აქ მამათა და დედათა მონას- ტერი გახსნა, ეს სავანე დღემდე მოქმედებს, ისე, რომ სა-ქართველოს მხრიდან არავითარ „ბარბაროსულ“ მისაკუთ-რება-მიტაცებას ადგილი არ ჰქონია. ვაჰე სარქისიანს და მის რესპოდენტს, მარქარ ჩარბუდაღი- ანს შევახსენებ, რომ ძველი ქართული ეკლესიები მიისაკ- უთრა მისმა თანამემამულემ, სომხური არქიტექტურის კვლე-ვის ცენტრის დირექტორმა სამველ კარაპეტიანმა, როცა გა- მოსცა რუკა-ცნობარი - „სომხური ეკლესიები საქართველო-ში“ (1995. სომხურ და რუსულ ენებზე). ამ ქართველთ სი-ძულვილით დაავადებულმა მკვლევარმა, საქართველოში 653 „სომხური“ ეკლესია-ნაგებობა „აღმოაჩინა“, სინამდვილე-ში 80-90% ქართული ეკლესიაა გამოცხადებული სომხურ- ად. ეს გაუგონარი სიყალბე ვამხილე წიგნში - „სომხური“ თუ ქართულ ეკლესიები საქართველოში?! (1996, ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე). ვაჰე სარქისიანს კი შეუვალ „ავ-ტორიტეტად“ კარაპეტიანი მოჰყავს!მისა და მის ერთ-ერთ რესპოდენტს ფოკას დედათა და მა- მათა მონასტერი გულზე ეკლად ესობა. „მშობლიურ ჯავ-ახეთში“ მის არსებობას ისინი ქართველთა ექსპანსიად თვლიან - „ამის გამო ფოკას მცხოვრებმა სომხებმა, არაერთ-გზის განვაცხადეთ პროტესტი და კონტრზომების მიღება მოვინდომეთ, მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენი პროტესტი მკაც- რად ჩაახშო ისევ ჩვენმა ნინოწმინდის საკრებულოს ხელმ- ძღვანელობამ, რომელიც ერთგულად ემსახურება საქართ-ველოს მთავრობას და პრაქტიკულად ატარებს ცხოვრებაში მის თახსირ ღონისძიებებს. ფოკაში დარჩენილ სომხებს არა-ვის გვეშინია, რადგან დასაკარგი უკვე აღარაფერი გვაქვს, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლოთ, რათა გადავარჩინოთ ფოკა და დავიცვათ ჩვე-ნი სამშობლო უცხოელ დამპყრობლებისაგან – „ამბობს მარქარ ჩარბუდაღიანი’’. აგერ უკვე საუკუნეზე მეტია, რაც მეფის რუსეთმა ჯავახეთის მკვიდრი ქართველობა აყარა და ხიზნად აქცია, მათ ნასახ- ლარზე კი ერზერუმელი სომხები დაასახლა. ამ შემოკედ- ლებულ სომხებს დღემდე ვერ გაუგიათ ან არ უნდათ გა-იგონ, რომ ისინი უძველეს ქართულ მიწაზე ცხოვრობენ და მასპინძლები აქ ქართველები არიან. თუმცა ეს მთლად მათი ბრალი არ არის. სომეხი სწავლულები – ს. კარაპე- ტიანი, ალ. ქანანიანი, ა. მურუდიანი, ა. ბელქონიანი, ს. აი-ვაზიანი, ე. აბრამიანი და სხვანი, ჯავახეთის მიწის „ ძირე-ულ სომხურობას’’ გამუდმებით ჩასჩიჩინებენ ჯავახეთელ სომხებს, აღვირახსნილ პროპაგანდას ეწევა ასევე სომხური პრესა და რადიო–ტელევიზია, აღარაფერს ვამბობ ერევანსა

„ეგრე არ არის თაყაო, შენ რო ყანები დაყაო“როგორც ვიცით, ქართველებსა და სომხებს შორის დავა ტერიტორიებისა და ეკლესიების კუთვნილების შესახებ, მუდამ არსებობდა და არსებობს. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ლიტერატურათმცოდნეს, არმენისტსა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ ბონდო არველაძეს. მისი შრომები ძირითადად ქართულ-სომხურ ლიტერატურულ და კულტურულ ურთიერთობას ეძღვნება.

2009 წელს გამოვიდა სომეხი ისტორიკოსის ვაჰე სარქისი-ანის შრომების კრებული „ჯავახქ“ – 1988-2008წწ. (369 გვ., რუსულ ენაზე). კრებული გამოსცა ერევნის ანალიტიკურმა ცენტრმა „მიტქ“. სანამ მასში წამოჭრილ ზოგიერთ საკითხს განვიხილავთ, მანამდე გვსურს მკითხველის ყურადღება ერთ ნიშანდობლივ ფაქტს მივაპყროთ, რომელიც ვაჰე სარ-ქისიანის და აქედან გამომდინარე კრებულში შეტანილი ყველა ნაშრომის თუ ნარკვევის ტენდენციურობას წინასწარ განსაზღვრავს. საქმე ის არის, რომ წიგნის რეცენზენტები სომხეთის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, ავტ. აშოტ ბელქონიანი და ლეონ შირინიანი არიან. შესავალი ეკუთვ-ნის ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატს, ექსპერტს ედუ-არდ აბრამიანს. ჩამოთვლილი მეცნიერები მკვეთრად გა- მოირჩევიან საქართველოსადმი სიძულვილით და ანტიქარ- თული მოღვაწეობით. ისინი სომხურ, რუსულ და ინგლი-სურ ენებზე გამოქვეყნებულ სტატიებსა და წიგნებში ქვეყ-ნიერებას თავგამოდებით აუწყებენ, რომ საქართველო არის მრავალეთნიკურ (აჭარლები, სვანები, მეგრელები, ხევსურე-ბი, თუშები და ა. შ. ) ხალხთა კონგლომერატი და როგორც მცირე იმპერია, უნდა დაიშალოს. კრებულის ყდაზე მათი გვარები რომ ვნახე, გავიფიქრე, ესენი ქართულ-სომხური ურთიერთობის სასიკეთო გამოცემას მწვანე გზას არ მისცემ-ენ-მეთქი. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც ჩემი ვარაუდი გამართლდა და ვაჰე სარქისიანი რეცენზენტების „ღირსეული“ მოწაფე აღმოჩნდა.

ამდენ ხანს ვიცოდი, რომ ზოგიერთ სომეხ მეცნიერს და პოლიტიკურ მოღვაწეს პრეტენზია მარტო ჯავახეთის მი-მართ ჰქონდა. ვაჰე სარქისიანმა ეს „მოთხოვნა“ გააფართოვა, დაუმატა - სამცხე - წალკა, თავად ჯავახეთი გააერთიანა და უწოდა - „ჯავახქ“, რომელიც თურმე, ერთ დროს (II-I სს. ძვ. წ. აღ.) „ველიკაია არმენიაში“ შედიოდა. ჯერ ერთი, თუ ამ ზღაპრული და ჯადოსნური „ველიკაია არმენიის“ საზღვრებ-ში ეს უძველესი ქართული მხარე ჯავახეთი ან ქვემო ქართ-ლი დროებით იყო მოქცეული, არ ნიშნავს მათ ადრიდან- ვე სომხურობას. ეს მხარეები ქართლმა 387 წელს დაიბრუნა და არა მიიერთა, როგორც ამას ზოგიერთი სომეხი მეცნიერი წარმოადგენს. ამ კუთხეების შორეულ საუკუნეებიდანვე ქართულობის შესახებ აურაცხელი სამეცნიერო ლიტერა-ტურა არსებობს - სომხურ, ქართულ და უცხო ენებზე (ლეონ- ტი მროველი, მ. ხორენატი, სტრაბონი, ნ. მარი, ივ. ჯავახიშ-ვილი, აკ. შანიძე და სხვ.). ამიტომ, ამ საკითხს აღარ გავყვები. ვაჰე სარქისიანის და მის მსგავს მეცნიერთა საყურადღებ- ოდ ერთს კი ვიტყვი; დავით აღმაშენებელის და თამარ მეფის დროს (XI-XIII სს.), მთელი აღმოსავლეთი სომხეთი საქართველოს კუთვნილება იყო, მაგრამ ჯერ არცერთ ქართ-ველ მეცნიერს აზრად არ მოსვლია, არარატის ველი ქარ- თულ მიწად გამოეცხადება, ხოლო ანისი ქართულ ქალაქად. თუმცა, ასე შორს რატომ მივდივართ, აგერ XVIII ს-ში, ერევ-ნის სახანოდ ქცეული ქართული „ველიკაია არმენია“ ერეკ- ლე მეფის ყმა-ვასალი იყო, მაგრამ ჯერ არცერთ ქართველ მეცნიერს არ უკადრებია იმის მტკიცება, რომ ზანგეზური ფოტოზე: აწყურის ციხე-სიმაგრე

Page 6: ფარული ქრისტიანობა საინგილოში · 2019-01-05 · 211 21 - 25 211 21 - 25 3 ღმერთს, რომ ღირსნი გახდნენ

2011 წლის 21 ივნისი - 25 ივლისი 6და უცხოეთში გამოცემულ დეზინფორმაციის შემცველ წიგ-ნებზე. ამგვარ სიცრუეში მთელი თაობები გაიზარდნენ და ჯავახეთს შემოსახლებულმა ხიზანმა სომხებმაც დაიჯერეს, რომ ისინი ისტორიულ სამფლობელოში დაბრუნდნენ და ქართველები აქ „უცხოელი დამპყრობლები არიან“. ჩარბუდაღიანისა და შესაბამისად სარქისიანის ცილისწამ-ების კორიანტელი აქ არ მთავრდება; მათ ფოკელ ქართველ ბერ–მონაზვნებს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენ-ეს. ფოკას დაუსაქმებელ სომეხ ახალგაზრდებს შორის ნარ-კომანია გავრცელებულა. სოფლის მცხოვრებნი მოწმენი ყო-ფილან, როგორ შემოაქვთ და ყიდიან ქართველი ბერები და სასულიერო პირები ისეთ საშინელ ნარკოტიკს, როგორიც არის „ანაშა’’. ამის გამო დამფრთხალი და შეშინებული ფო- კელები უცხოეთში მოდიან (გვ. 312). აღნიშნულთან და-კავშირებით შემიძლია ვთქვა ის, რომ თუ ასეთი დანაშა- ული მართლა ხდება ფოკაში, მაშინ დამნაშავენი უნდა და-ისაჯნონ. თუ არა და ცრუ ბრალდებისა და ცილისწამების-ათვის ვაჰე სარქისიანმა და მარქარ ჩარბუდაღიანმა უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე.ვაჰე სარქისიანი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ქართუ- ლი სავანეები აღნიშნულ „ასპროცენტიან სომხურ“ რეგიონ-ში ქართველიზაციის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუ-ალებაა. ამ საშიშროების წინაშე მდგარა ფოკა, სოფელი სა-ღარო, ახალქალაქი, წალკა, ბერძნული სოფელი ოლნიაკი და სხვ. ერთი სიტყვით, სამცხე–ჯავახეთი, წალკა სომხეთის ის- ტორიული მიწა–წყალია, რომელიც უსამართლოდ არის მოქ-ცეული საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში. სარქისი- ანი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას მოუწოდებს ამ „სომხური რეგიონის“ დასაპატრონებლად ძალისხმევა გა-აძლიეროს. ვაჰე სარქისიანის აზრით, საქართველო აგონიაში მყოფი მცირე იმპერიაა, რომლის აღდგენის მცდელობა მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომით კრახით

დამთავრდა (გვ. 352). თურმე, ოსი ხალხის გმირულმა ბრძო-ლამ და რუსეთის მშვიდობისმყოფელმა ჯარმა „აგრესო- რი“ საქართველოს ჯარი დაამარცხა. პუტინის ცრუ პრო-პაგანდით გაბრუებულ სარქისიანს ნეტავ მართლა თუ სჯერა, რომ ის რუსეთის მშვიდობისმყოფელი ჯარი იყო და არა მისი თანამედროვე სამხედრო ტექნიკის ყველა სა- ხის საბრძოლო იარაღითა და მათ შორის აკრძალული კასეტური ბომბებით შეიარაღებული რეგულარული ჯარი, რომელმაც ქართული სოფლები და გორი დაბომბა. სარქისიანის და რუსი შოვინისტი დეპუტატების ლოგიკით – ოსებმა, პირველებმა მასირებულად რომ დაბომბეს ქართუ- ლი სოფლები, ეს არ ყოფილა აგრესია, ქართული ჯარის პა- სუხი კი აგრესია ყოფილა. აი ასე სამართლიანად სჯის ჩვე- ნი დროის გრიგოლ არწრუნი სარქისიანი. იგი სიხარულით მეცხრე ცაზეა და მეტისმეტი აღტაცებისაგან ჭყლოპინებს – საქართველომ აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგაო (გვ. 353). აქ მას “დაავიწყდა“ აღენიშნა, საქართველო–აფხაზეთის, უფ- რო სწორად რუსეთ–საქართველოს ამ ომში, როგორ „გმი-რულად“ აწამებდა და ჟლეტდა ბაგრამიანის სომხური ბა-ტალიონი მშვიდობიან ქართველ მოსახლეობას აფხაზეთში. (ამ ტრაგედიის შესახებ იხილეთ: ბონდო არველაძე, თეიმუ-რაზ მიბჩუანი – „ბაგრამიანის სომხური ბატალიონი და ქართ-ველთა ეთნოწმენდა აფხაზეთში“, 1996, ქართულ, ინგლი- სურ და რუსულ ენებზე). ვაჰე სარქისიანი „წუხს“, რომ თურმე საქართველო დაბნე-ულია და უნიტარული სახელმწიფოს აღდგენის ილუზიითაა შეპყრობილი, იგი „კეთილმეზობლურად“ გვთავაზობს კონ- ფედერაციულ მოწყობას, რაც მისი ჭკუით ერთადერთი გამოსავალი ყოფილა. კაცმა რომ თქვას, ნეტავი ვინ ეკით- ხება მას ქართველი ხალხი როგორ სახელმწიფო წყობას აირ- ჩევს. სჯობდა მის მთავრობას ეჩვენებინა მაგალითი და სომხეთის ერთ–ერთი მხარეში, აპარანის რეგიონში მცხოვრე-ბი 70–80–ათასი ქურთისათვის ავტონომია ან სულაც დამო-უკიდებლობა მიეცა.

სარქისიანი საქართველოს ბრალად თავის დროზე საქართ- ველოს მთავრობის მიერ წალკასა და ჯავახეთში არასო-მეხი ეროვნების ხალხის ჩასახლებასაც უყენებს. ვისზეა აქ საუბარი? ესენი არიან აჭარლები და სვანები. მათი წალკასა და ჯავახეთში დასახლება, სახელმწიფო დანაშაულის ტოლ- ფასი ყოფილა. სარქისიანი ვერაფრით შეჰგუებია ქართულ მიწაზე ქართველის დამკვიდრებას.

ახლა რაც შეეხება სარქისიანის მიერ ზვიად გამსახურდი- ასადმი წაყენებულ ბრალდებას, თითქოს მას ეკუთვნის ლო-ზუნგი – „საქართველო ქართველებისთვის“. პირადად მე ასე-თი რამ არ მახსენდება და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი, თუ ვინ- მეს კონტრ-არგუმენტი აქვს, დასაბუთებულად გასცეს პასუ- ხი. ის კი ვიცი, რომ საქართველოს დევნილი პრეზიდენტი, მართალია სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ–პეტროსიანმა მიიღო, მაგრამ მთელი ორი თუ სამი კვი-რა იჯევანში ფაქტიურად შინაპატიმრობაში ჰყავდა ისე, რომ საკვებსაც არ აწვდიდა მას და მის თანხმლებ პირებს. რომ არა ჩეჩნეთის პრეზიდენტი, მაჰმადიანი ჯოჰარ დუდა-ევი, ალბათ ქრისტიანი სომეხი პრეზიდენტი შიმშილით ამოხოცავდა დევნილ ქართველებს ან სულაც რუსეთს გა-დასცემდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ვაჰე სარქისიანი ეტყობა ახალგაზრდაა, ამიტომ ვურჩევ – მე-ზობელზე და თანაც სომხეთისადმი ისეთ ამაგდარ ერზე, როგორნიც ქართველნი ვართ, ასე ბოღმით და სიძულვილ-ით წერა, რბილად რომ ვთქვათ – უმადურობაა! სიკეთის დაუნახაობას – სიყვარული არ მოჰყვება. აკაკი წერეთელსა და გაბრიელ სუნდუკიანს, ოვანეს თუმანიანსა და ტიციან ტაბიძეს შორის დამკვიდრებულ ძმობის ტრადიციას მოფრ-თხილება სჭირდება.

ესაუბრნენ:ქეთი გოგილაშვილი ნანა მეტრეველი

ქმედება იმას როდი ჰქვია, რომ მოსინჯავ და უკან დაიხევ. არამედ ქმედებად იწოდება საასპარეზოდ რომ გამოხვალ, გაიმარჯვებ, დამარცხდები, მოიგებ, დაეცემი, ადგები, ყვე-ლაფერს აშლი და კვლავ გამოხვალ საბრძოლველად შერკი-ნებისათვის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე....არასოდეს არ შედრკე, ვიდრე სული გიდგას სხეულში.და როცა იგი (სული) ზეცისკენ ადის, უნდა ელოდო, რომ მეორე დღეს ჯოჯოხეთში ჩავა. იმას აღარ ვამბობ, რომ იმავ წამს ხდება ძირს დაშვება. ამიტომ ადამიანს ცვლილებები არ უნდა უკვირდეს, არამედ კარგად დაიხსომოს, რომ ერთიცა და მეორეც მისი საკუთრებაა. იცოდე, რომ მადლი ყოველთვის წინ უძღვის განსაცდელს, როგორც ერთგვარი შეტყობინება თადარიგის დასაჭერად. და მყისვე, როგორც კი მადლს დაინახავ, შეიმართე და სთქვი: „მოვიდა ომის გამოცხადება! გაფრთხილდი, თიხავ, უყურე, საიდან დააყვირებს საბრძოლო საყვირს ბოროტი“; ხშირად სწრაფად მოდის, ზოგჯერ კი – ორი-სამი დღის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად მოვა. დაე, სი- მაგრენი მტკიცე იყოს: აღსარება ყოველ საღამოს, მოძღვრის მორჩილება, სიმდაბლე და სიყვარული ყველას მიმართ. ასე შეიმსუბუქებ ჭირს.

ახლა, თუკი მადლი და რაღაც ამდაგვარი განწმენდამდე მოდის, ყურადღებას გთხოვთ და სუფთა გონებას. მადლი სამ რიგად იყოფა: განმწმენდელი, განმანათლებელი და სრულყოფილების მადლი. სამად იყოფა ცხოვრებაც: ბუ-ნებრივად, ზებუნებრივად და ბუნების საწინააღმდეგოდ. ამ სამი წესით ადის ადამიანი და ეშვება. სამია უდიდე- სი ნიჭიც, რომელთაც ადამიანი იღებს: ჭვრეტა, სიყვარული და უვნებობა. ამრიგად, ქმედებას განმწმენდელი მადლი შეეწევა, რომელიც კაცს განწმენდაში ეხმარება. და ყოველს, ვინც შეინანა, ამ მადლმა უბიძგა სინანულისკენ. და ყვე-ლაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, მადლის საქმეა, თუნ- დაც ამის შესახებ თავად მადლის მფლობელმა არაფერი უწყოდეს. თუმცაღა იგი (მადლი) მას ზრდის და მოძღ-ვრავს. იმ წარმატების შესაბამისად, რომელსაც ის აღწევს, იგი ან ადის, ან ძირს ეშვება, ან იმავე მდგომარეობაში რჩება. თუკი კაცს მოშურნეობა და თავგანწირვა აქვს, მა- შინ იგი მაღლდება ჭვრეტამდე, რომელსაც ღვთაებრი- ვი ცოდნით განათლება და გარკვეული ზომით უვნებობა მოსდევს. თუკი მოშურნეობა და მზადყოფნა გაგრილდა, მაშინ მადლის მოქმედებაც მცირდება. რაც შეეხება ცოდნით მლოცველს, რომელზეც შენ მწერ, ეს ისაა, ვინც იცის რაზე ლოცულობს, და რას სთხოვს ღმერთს. ცოდნით მლოცველი ზედმეტს არ ამბობს, არ ითხოვს ფუჭს, არამედ იცის ადგილი, ხერხი და დრო, და ითხოვს მი- სი სულისათვის შესაფერისს, სასარგებლოს, გონებით თა- ნაეზრახვის ქრისტეს, იჭერს და ფლობს მას და ეუბნება: “არ დაგტოვებ უკუნისამდე“.ამრიგად ის ვინც ლოცუ- ლობს, ითხოვს ცოდვათა მიტევებას, ითხოვს ღმრთის წყალობას და თუკი მეტისმეტად ბევრს ითხოვს დროზე ადრე, უფალი მას არ აძლევს, რადგან ღმერთი ამას წესი-

რასაც „ქმედება“ ჰქვია, მაშინ იგიმებს შენი გონება განათლე- ბასა და მიიწევს ჭვრეტისაკენ. პირველი ჭვრეტა კი ყოველგვარ არსებულს ეხება: თუ როგორ შექმნა ღმერთმა ყოველივე ადამიანისათვის და თვით ანგელოზებიც კი მის მსახურად. როგორი ღირსე- ბა, როგორი სიდიადე, როგორი დიდებული დანიშნულე- ბა აქვს ადამიანს - ამ სუნთქვას ღმრთისას! არა იმისათ- ვის, რომ აქ განლიოს თავის განდევნილობის ხანმოკლე დღეები, არამედ რათა მარადიულად იცოცხლოს თავის შემოქმედთან ერთად. რათა ხედავდეს ღმრთის ანგელო-ზებს, ისმენდეს მათ ენით უთქმელ გალობას. რა სიხარუ-ლია! რა სიდიადე! როგორც კი დადგება ჩვენი ცხოვრების აღსასრული და დახუჭავ თვალებს, მყისვე გაახელ სხვა თვალებს, და იწყება ახალი ცხოვრება. ჭეშმარიტად სიხა-რულია, რომელსაც დასასრული არა აქვს. ამაზე ფიქრისას გონება ერთგვარ სიმშვიდესა და სრულ სიწყნარეში იძ-ირება, რომელიც მთელ სხეულს ედება და სრულიად ავ-იწყდება, რომ ამქვეყნადაა.ამგვარი ჭვრეტები ენაცვლება ერთიმეორეს. ის კი არა, რომ ჩვენ შევქმნათ წარმოდგენები ჩვენს გონებაში, არა-მედ ისეთი მდგომარეობაა მადლის მოქმედება, რომელ-საც მოაქვს აზრი, და გონებაც დაუცხრომელად ჭვრეტა- შია. ადამიანი არ ქმნის ამას – ეს თავისთავად მოდის და გონებას ჭვრეტაში აღიტაცებს. და მაშინ გონება ფართოვ-დება და სხვა ხდება, ნათლდება. მისთვის ყველაფერი გახსნილია. იგი სიბრძნით ივსება და როგორც ძე, იმასვე ფლობს რასაც მამა. მან იცის რომ იგი არარაა, თიხაა, მაგ- რამ იმავ დროს მეფის ძეცაა. არაფერი აბადია, მაგრამ ყვე-ლაფერს ფლობს. ღმრთისმეტყველებით ივსება. სრული შეგნებით აღმსარებელი, გაუმაძღრად აღიარებს, რომ მი- სი არსი არარაა. მისი წარმომავლობა თიხაა. ხოლო მისი სიცოცხლის ძალა? ღმრთის სუნთქვა - მისი სულია. პირ-დაპირ ზეცისკენ მიფრინავს სული! „მე ღმრთის სუნთქვა, მისი ქროლვა ვარ! ყველაფერი გალღვა, მიწაში დარჩა, საიდანაც იყო აღებული! მე მარადიული მეუფის ძე ვარ! მე ღმერთი ვარ მადლით! მე უკვდავი და მარადიული ვარ! სულ ერთი წამის შემდეგ ჩემს ზეციურ მამასთან ერთად ვარ“.ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულება ესაა: ამისთვის იყო შექმნილი და იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც გამოვი- და. ამგვარია ჭვრეტა, რომელსაც დაუცხრომლად იკვ- ლევს სულიერი ადამიანი. და ელოდება ჟამს, როცა დე-დამიწას დატოვებს და სული ზეცისკენ აფრინდება. ასე რომ, გაკადნიერდი ჩემო შვილო, და ამგვარი სასოებ- ით დაითმინე ყოველგვარი ტკივილი და გასაჭირი, რად-გან მალე ყოველივე ამის ღირსნი გავხდებით. ეს ყოვე-ლი ჩვენთაგანისთვის ერთნაირია. ჩვენ ყველანი ღმრთის შვილები ვართ მას ვუხმობთ დღე და ღამე. და ჩვენს უტკ-ბეს დედას, ყოველთა დედოფალს, რომელიც მთხოვნელს არასოდეს ტოვებს.

თა და რიგით იძლევა. და თუკი შენ თხოვნით თავს აბეზ-რებ, იგი ნებას რთავს ხიბლის სულს მადლად მოგაჩვე- ნოს თავი და მოგხიბლოს, გაჩვენებს რა ერთის ნაცვლად მეორეს. ამიტომ არ არის სასარგებლო გადაჭარბებული თხოვნა. მაგრამ შესმენილიც რომ იყო მანამ, ვიდრე განიწმინდებოდე, როცა რიგზე ადრეა, ეს სიჭარბე გველე-ბად იქცევა და გავნებენ. შენ კი წრფელი სინანული იქო- ნიე, ყველას მიმართ მორჩილება გამოიჩინე და მადლი თავისით მოვა, თხოვნის გარეშე.

ადამიანი მოტიტინე ბალღივითაა, ღმერთს მის წმინდა ნე- ბას სთხოვს, ღმერთი, როგორც ყოვლადსახიერი მამა, მადლს აძლევს, მაგრამ აძლევს განსაცდელსაც. თუკი ის უდრტვინველად დაითმენს განსაცდელს, მადლი ემატე-ბა. რამდენადაც მეტად ეძლევა მადლი, იმდენად ემატება განსაცდელებიც.ეშმაკები, როცა გიახლოვდებიან და საბრძოლო საყვირს ჩაჰბერავენ, იქით არ მიდიან, სადაც შენ მათ წუწუნის გა- რეშე დაამარცხებ, არამედ გცდიან, სად გაქვს სუსტი ად-გილი. იქ გინგრევენ ციხის კედელს, სადაც სულაც არ ელი. და როცა სულს უილაჯოს ჰპოვებენ, მონაკვეთს კი – სუსტს, ამარცხებენ კიდეც ყოველთვის და დამნაშავ- ედ ხდიან მას.

მადლს სთხოვ ღმერთს? მადლის ნაცვლად განსაცდელს უშვებს შენზე. ომს ვერ უძლებ, ეცემი? მადლს არ გიმა-ტებს. ისევ სთხოვ? ისევ განსაცდელი. ისევ მარცხდები? ისევ დანაკარგი სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომ გამარჯ-ვებული უნდა გამოხვიდე. სიკვდილამდე დაუპირის-პირდი განსაცდელს. გვამივით დაეცი ბრძოლაში და ქანცგაწყვეტილმა შეჰღაღადე: „ არ გაგიშვებ, უტკბესო იესო! და არ დაგტოვებ! განუყრელი ვიქნები შენთან უკუნისამ- დე და შენი სიყვარულის გამო მოვკვდები ასპარეზზე.“ და ანაზდეულად ასპარეზზე ჩნდება და ქარიშხალში გიყვირის: „გვერდით ვარ! წელი მოისარტყლე, როგორც მამაცმა და მომყევი!“ – შენ კი სულმთლად ნათელი და სიხარული ხარ: ვაი მე უბადრუკს, ვაი მე უკეთურსა და უმაქნისს! „ჰამბავითა ყურთა მესმინა შენთვის პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ. ამისათვის განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად.“ მაშინ ივსები ღვთაებრივი სიყვარულით. და იწვის შენი სული ვითარცა კლეოპასი. და ამიერიდან განსაცდელის ჟამს აღარ დატოვებ შენს არდაგს და არ ილტვი შიშველი, არამედ მოთმინებით იტან ჭირს და ფიქრობ: როგორც ერთმა და მეორე განსაცდელმა ჩაიარა, ისევე ჩაივლის ესეც. თუმცა, როცა სულმოკლეობ, დრტვი-ნავ, არ ითმენ განსაცდელს, მაშინ, გამარჯვებათა ნაცვ- ლად, განუწყვეტლივ უნდა ინანიებდე დღის შეცდომებსა და ღამის უდებებას. და იმის ნაცვლად, რომ მადლზე მადლს იხვეჭდე, ჭირს იმრავლებ. ამიტომ არ შედრკე, არ შეუშინდე განსაცდელს. და მრავალჯერაც რომ დაეცე – წამოდექი. სიმშვიდე არ დაკარგო, სასო არ წარიკვეთო. ეს ღრუბლებია და გადაიყრება. და როცა მადლის შემწეობ- ით, რომელიც ვნებათაგან განგწმენდს, გაივლი ყველაფერს,

იოსებ ათონელი

წერილი სულიერი შვილისადმი

პირველ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო: ავტორი მალხაზ ნუროშვილი, „სანევის“ სამაროვანი, ჯანაშვილის საფლავის 1816 წლის ეპიტაფია

შემდეგი ნომერი გამოვა 2011 წლის 26 ივლისსwww.ai-ia.info

Page 7: ფარული ქრისტიანობა საინგილოში · 2019-01-05 · 211 21 - 25 211 21 - 25 3 ღმერთს, რომ ღირსნი გახდნენ

2011 წლის 21 ივნისი - 25 ივლისი 7

ფოტოზე: ზვიად გამსახურდია, დუშეთი, 1990 წელი

ფელიქს შულცი: - პრესაში ხშირად აღნიშ-ნავენ, რომ ზვიად გამსახურდია თუმცა კარ- გი მეცნიერი და ანთროპოსოფია, მაგრამ მას პოლიტიკისათვის ხელი არ უნდა მოეკი-დაო. როგორ უკავშირებთ ერთმანეთს პო-ლიტიკასა და ანთროპოსოფიას? ზვიად გამსახურდია: - ქრისტიანობასა და პოლიტიკას შორის კავშირი არა მარტო ფი- ზიკურ, არამედ სულიერ პლანშიც არსე- ბობს. იყო ქრისტიანი, ნიშნავს არა მხოლ-ოდ კარგ აზროვნებას, ფიქრს, ლოცვასა და მედიტაციურ ჩაღრმავებას, არამედ ბორო-ტის წინააღმდეგ ქმედებას და ბრძოლას. მე დავინახე, რომ ჩემს სამშობლოს განად- გურება, ბოროტება ემუქრებოდა, საზოგა- დოებრივი სისტემა, რომელშიც დავიბა- დე, კაცობრიობისათვის საფრთხეს წარმო-ადგენდა. მე არ შემეძლო მშვიდად მეცქირა იმისათვის, რასაც საბჭოთა იმპერია უკე-თებდა ჩემს სამშობლოს, ჩემს მოძმეებს. ჩე-მი ქრისტიანული მოვალეობა იყო დამეც-ვა კულტურა, რელიგია, სამშობლო, ამან განაპირობა ჩემი აქტიურობა ადამიანთა დაცვის, დამოუკიდებლობისათვის ბრძო- ლის საკითხში. ამიტომ მოვკიდე ხელი პო- ლიტიკას და ამან მიმიყვანა პრეზიდენტის პოსტამდე. მე ვიბრძოდი კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ, თავისუფალი არჩევ-ნებისა და დემოკრატიული იდეებისათვის. ამ ბრძოლაში დამიპირისპირდა საბჭოთა

სისტემასთან და მოგვიანებით რუსეთის იმპერიასთან დაკავშირებული ბნელი ძა-ლები. ანტროპოსოთიის ერთ-ერთი მიზანი ხომ სოციალური ცხოვრების გარდაქმნაა და ეს ჩემი მიზანიც იყო. ეს გზა ხომ უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ჩვენ გარემოცულნი ვართ ადამი-ანებით, რომლებსაც ეს იდეები არ აინტე-რესებთ, მათ თავიანთი მიზნები ამოძრა- ვებთ. კომუნისტური სისტემის მემკვიდრე-ობა სოციალური ქაოსი და კრიმინალური ბანდების არსებობა - მაფიაა. ის მეფობდა, ძალიან აქტიური იყო და ეწინააღმდეგე-ბოდა ჩემს მიერ გადადგმულ ყოველ ნა- ბიჯს. 70 წლის განმავლობაში ამ ბოროტი ძალებისა და კომუნისტური პარტიის მოქ- მედებამ საზოგადოება ტოტალურ ნანგრე- ვებამდე, მატერიალიზმამდე კრიმინალამ- დე მიიყვანა.

იოჰან მიჰაელ გინთერი: - კიდევ ცოცხლობს სტალინის მემკვიდრეობა? ზვიად გამსახურდია: - რა თქმა უნდა, სტა-ლინი ცოცხლობს. სტალინი საქართველო-ში დაიბადა და სწორედ აქ მოიღო მისმა პოლიტიკამ უჩვეულო შედეგები. მე საქმი- ანობა უღრმესი სტალინიზმის დროს დავიწ- ყე. უსიამოვნება მომივიდა სტალინის სა- ზოგადოებასთან, რომელშიც გაერთიანებუ-ლი იყვნენ კომუნისტები. მივაღწიე, რომ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონოდა, რადგან კრიმინალური ორგა-ნიზაცია იყო. საქართველოში ასევე ავკ-რძალე კომპარტია. ამან ჩემს წინააღმდეგ დიდი მღელვარება გამოიწვია.საქართველო წმინდა გიორგის ქვეყანაა. წმინდა გიორგი კი აქტიური ქრისტიანობ- ის, მებრძოლი ქრისტინობის სახეა, ბორო- ტი ძალების, კომუნიზმის, მატერიალიზ-მის წინააღმდეგ ბრძოლის სამშობლო. ეს სრულიად შეესაბამება ჩემს მსოფლმხედ-ველობასაც, რადგან ვიცი, რომელი დადე-ბითი ძალები მოქმედებენ სამყაროში და რომელი საწინააღმდეგო. კავკასია მისტე- რიების უძველესი სივრცეა (პრომეთეს მი- თი, არგონავტების მითი). კავკასიაში ძევს თეთრი რასსიის საწყისი, რომელსაც კავკა- სიურ რასას უწოდებენ. კავკასია თავისი მისტერიების კულტით კაცობრიობის ცივი-ლიზაციის აკვანია.

ფელიქს შულცი: - რა განსხვავებაა ევროპ-ის მისიას შორის, რომელიც მიქაელ მთა- ვარანგელოზს უკავშირდება და საქართვე-ლოს მისიას შორის, რომელიც წმინდა გი-ორგისთანაა დაკავშირებული?

ზვიად გამსახურდია: - ცენტრალური ევრო- პის ანუ მიქაელის მისსია აზროვნებისა თუ აღქმის სპირიტუალიზაციაა. ის სული- ერ სფეროს მიეკუთვნება. წმინდა გიორგის მისია კი იგივეა ისტორიულ, ფიზიკურ პლანში, სოციალურ ცხოვრებაში, პოლიტი-კურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ორივე მისსია ერთი მიზნისაკენ არის მი- მართული. ისინი ერთად ქმედებენ. ქრის-ტიანული საქმეები სპირიტუალური აზ- როვნების გარეშე შეუძლებელია.

იოჰან მიჰაელ გინთერი: - გვიამბეთ საქართ- ველოში ანთროპოსოფიური მოძრაობის და- საწყისისა და მ. კოსტავასთან თქვენი ურ- თიერთობების შესახებ. ზვიად გამსახურდია: - ანთროპოსოფიური მოძრაობა საქართველოში ძლიერი არ ყო- ფილა, მაგრამ სტალინის დროსაც კი იყო რამდენიმე ანთროპოსოფი. პირველი ანთ-როპოსოფიური წიგნები მამაჩემმა ჩამო-იტანა გერმანიიდან. იგი (რუდოლფ) შტა-ინერის ლექციებსაც ესწრებოდა. მამაჩემი საქართველოში გოეთეს პირველი მკვლე- ვარი იყო. მან იცოდა შტაინერის დიდებუ-ლი გოეთეანუმის შესახებ. ანდრეი ბელი,

რუსი მწერალი, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან, თანამედ-როვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ანთ-როპოსოფია. ბელი ჩეჩენია, მისი გვარია ბუ- გაევი. მან საქართველოს დიდ მისიაზე მი-უთითა, საქართველოს კულტურას უძველესი უწოდა და თქვა რომ რუსებმა ქართველები- სა და კავკასიელებისაგან უნდა ისწავლონ და ასევე ევროპელებმაც. მე ვსწავლობდი ბელის და მან დიდი როლი შეასრულა ანთროპოსო-ფიური აზროვნების ჩამოყალიბებაში. რუსე- თისა და საქართველოში იყო კიდევ რამდე-ნიმე მოხუცი ადამიანი, რომლებთანაც კავ-შირი მქონდა. ისინი მაძლევდნენ წიგნებს, ლექციებს და მე მათ ვავრცელებდი.

იოჰან მიჰაელ გინთერი: - რამდენი წლისა იყავით?

ზვიად გამსახურდია: - მერაბი ოცდაერთის, მე ოცდაორის. ჩვენი ირაკლი რამიშვილთან ერთად დავაარსეთ წრე. ჩვენ სამნი ვმუშაობ-დით ერთად. შემდეგ ეს საქმე მე და მერაბმა გავაგრძელეთ. ცრუ ანთროპოსოფებმა თავი-სი ჯგუფები დაარსეს. ისინი საიდუმლო სამ-სახურთან იყვნენ დაკავშირებულნი. ჩვენი პირველი მიზანი მარქსიზმის ჩაფუშვა იყო. 60-70-იან წლებში დაიწყო ჩვენი მოძრაობა ადამიანის უფლებათა დაცვისათვის. ჩემთ-ვის ცხადი იყო - თუ ანთროპოსოფი ხარ, უნ- და იბრძოლო. როცა ხედავ, რომ ძალმომრე-ობა სახელმწიფოდან მოდის, მას უნდა და- უპირისპირდე. ამის გარეშე შენ არ ხარ ანთ-როპოსოფი. ასე დავიწყეთ მოღვაწეობა დე- მოკრატიულ მოძრაობაში, რადგან დემოკ-რატიის გარეშე შეუძლებელი იყო რაიმე სა- ხის სულიერების გავრცელება. ასე, რომ სანამ კომპარტიის ტოტალურ ბატონობას არ და- ვამხობდით, შეუძლებელი იქნებოდა რაიმეს გაკეთება. ჩვენ გვდევნიდნენ, გვიწყობდნენ პროვოკაციებს, მიმდინარეობდა ნამდვილი ბრძოლა და ჩვენ ამ ბრძოლაში ჩავებით. ჩვე- ნი ერთ-ერთი უპირველესი მიზანი იყო ამ სატანური იმპერიის დამხობა. ეს ჩვენი მო-ვალეობა იყო. იოჰან მიჰაელ გინთერი: - დასაწყისში რამ და- გაინტერესათ ანთროპოსოფიაში? ზვიად გამსახურდია: - მე სრულიად განსხვა-ვებული ინტერესები მქონდა ,,ზენა სამყარო-თა შემეცნების მოღწევისა“ და ,,იდუმალთ-მეტყველების“ გზაზე. ეს დასაწყისში. მე და მერაბი ბევრს ვმუშაობდით სულიერ სფერო-ში, ასევე ფილოსოფიისა და ლიტერატურაში, რაც მე განსაკუთრებით მაინტერესებს. ჩემთ-ვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ლი- ტერატურული ფენომენის გაშუქება სული-ერი მეცნიერების მხრიდან. ქართულ ლიტე-რატურაში რუსთაველი შტაინერამდელი ანთ-როპოსოფია. ეს მე და მერაბს გვეხმარებოდა ამ მიმართულებით მუშაობაში. ჩვენ ერთად ვეწეოდით სულიერ ბრძოლას ბოროტი ძა-ლების წინააღმდეგ, ერთად ვმუშაობდით სა- ქართველოს მისიაზე, ქართული კულტური-სა და ლიტერატურის გაშუქებაზე.

იოჰან მიჰაელ გინთერი: - რაიმე კავშირს თუ ხედავთ ვოლფრამ ფონ ეშენბახსა და რუსთა-ველს შორის? ზვიად გამსახურდია: - რა თქმა უნდა, ეშენ-ბახთან, როგორც რუსთაველთან საქმე გვაქვს მიძღვნით პოეზიასთან (ინიციაციასთან). ამ სფეროში ბევრი სტატია დავწერე და შევე-ცადე ანთროპოსოფიური აზროვნების ლეგა- ლიზებას. მოგვიანებით ეს შესაძლებელი გახ- და. 1984 წელს გამოვაქვეყნე წერილი გოეთეს ანთროპოსოფიურ მნიშვნელობაზე. ჩვენ ვწერ- დით საერთოდ ქრისტიანულ მისტიკაზე, ქრისტიანულ აზროვნებაზე, თეოლოგიაზე. ამით ჩვენ მარქსიზმის წინააღმდეგ ვიბრძო-დით. ფელიქს შულცი: - ფიქრობდით, რომ 80-იან

წლების ბოლოს კომუნიზმი საბოლოოდ და-მარცხდებოდა? ზვიად გამსახურდია: - რა თქმა უნდა, ჩვე- ნი მიზანი ხომ კომუნიზმის ჯერ იდეოლ-ოგიურად, შემდეგ კი პოლიტიკურად და-მარცხება იყო. ჩვენი მოძრაობა თანდათან გაძლიერდა და მე თანდათან გავხდი ამ მოძრაობის წინამძღოლი. შევძელით არ-ჩევნების ჩატარება და კომუნისტურმა სისტემამ პოლიტიკური მარცხი განიცა-და. ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვა-ლეობა სსრკ-ს დამხობა იყო. მე სხვა რეს-პუბლიკების პრეზიდენტებთან ერთად ვმუშაობდი, რომელთა უმრავლესობა ჩემს მხარეს იყო. იოჰან მიჰაელ გინთერი: - დასავლეთში გორბაჩოვი სსრკ-ს დაშლით გახდა ცნობი-ლი, რას იტყოდით ამის შესახებ? ზვიად გამსახურდია: - ეს სასაცილოა. გორ- ბაჩოვი მთელი ძალებით იბრძოდა ნოვო- ოგარევოს პროცესის საშუალებით სსრკ-ს შენარჩუნებისათვის, მასთან ერთად შე-ვარდნაძეც. შევარდნაძემ მინისტრის თა- ნამდებობაზე გაბრუნებისას განაცხადა, ,,ჩემი საბჭოთა სამშობლო უნდა გადა- ვარჩინო“-ო, სსრკ-ს დაშლას ჩვენ მივაღ-წიეთ. ფელიქს შულცი: - გერმანიაში ხშირად გვესმის, რომ საშიშია რუსეთის მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დახატვა, ამბობენ რომ სამყარო ბევრად უფრო დანაწევრებულ- ია. როგორ გგონიათ, რა საერთო აქვს 90-იან წლებს კაცობრიობის პოლარიზა-ციასთან? ზვიად გამსახურდია: - ეს პოლარიზაცია იგივეა, რასაც იოანე აღწერს აპოკალიფს-ში. ადამინები იხლიჩებიან ორად: ერთ- ნი, რომლებიც შუბლზე მხეცის ნიშანს ატარებენ და მეორენი, რომლებიც არ ატა- რებენ და ქრისტესთან არიან. ეს გახლეჩ-ვა უკვე დაიწყო. ანტიქრისტეს გამხეცე- ბა სულ უფრო მატულობს და ეს კა-ცობრიობის უდიდეს ნაწილს მოიცავს. მეორე ნაწილი უფრო მცირეა. ჩვენ ძალი-ან ძლიერნი უნდა ვიყოთ, რომ შუბლზე ნიშანი არ დაგვასვან. რუსთაველთანაც ამაზეა ლაპარაკი: ბრძოლაზე ადამიანსა და მხეცს შორის, ტარიელსა და ვეფხვს შორის. ეს ვეფხვი სამყაროს მხეცია, ანტი-ქრისტე. ეს აპოკალიფსური პოემაა. მცხე-თის სვეტიცხოველში არის აპოკალიფსუ- რი ფრესკა, სადაც მამრი ვეფხვი - აპო-კალიფსური მხეცია გამოსახული. აპოკა- ლიფსში ვკითხულობთ, რომ ადამიანე-ბი, რომლებიც მხეცს ებრძვიან, შეიძლ- ება ფიზიკურად განადგურდნენ, მაგრამ ისინი სულიერად არ მოისპობიან. აპო-კალიფსში ჩერნობილის ტრაგედიასაც ვხვდებით. ჩერნობილის შემდეგ ჩვენ უმ-ძიმესი კატასტროფების დროში ვართ, შე- იძლება ისეთშიც, რომ მზე და მთვარე აღარ ამოვიდეს, იქნება ომები, შიმშილი, კატასტროფები. იოჰან მიჰაელ გინთერი: - როგორ ფიქ-რობთ, რა არის ამ სიტუაციაში ადამიანის, როგოც ანთროპოსოფიის მოვალეობა? ზვიად გამსახურდია: - საკუთარ პოზიცი- ებზე დარჩენა და სულიერი ჭეშმარიტე-ბისათვის ბრძოლა. სხვა შემთხვევაში ჩვენ შანსი არა გვაქვს. არ შეიძლება ქაოსში მივაბიჯებდეთ და ვფიქრობდეთ - საკმა-რისია მხოლოდ ანთროპოსოფიურ წრე-ებში სიარული და მედიდურობა. ასე არ შეიძლება. სულიერი და სოციალური ცხოვ- რება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ეს ქრისტეს გზაა. ქრისტე უდაბნოში წა- ვიდა, რათა სულიერად ემუშავა და ელო- ცა, მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა ადა-

იოჰან მიჰაელ გინთერის, ფელიქს შულცისა და ჯონეთ ჰეკეს საუბარი ზვიად გამსახურდიასთან

Page 8: ფარული ქრისტიანობა საინგილოში · 2019-01-05 · 211 21 - 25 211 21 - 25 3 ღმერთს, რომ ღირსნი გახდნენ

2011 წლის 21 ივნისი - 25 ივლისი

GETMANELECTRONICS

8

САТУРН-1мУ (მესამე თაობის) ძაბვის რეგულატორები მცირე და საშუალო სიმძლავრის (1.5 დან 12 მგვ.-მდე)სინქრონული ტორბოგენერატორებისათვის GETMANELECTRONICS ასრულებს დამზადების სრულ კომპლექსს მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების ჩათვლით. ტელეფონი: 0038 - 44-280 96 97 მობილური: +38 066 365 20 30ელ-ფოსტა: [email protected]უკრაინა, კიევი

www.getmanelectronics.com

მიანებთან. ის არც მხოლოდ ადამიანებ- თან იყო და არც მხოლოდ უდაბნოში. ამი- ტომ ამბობდა იოანე, რომ მოდიოდა ახა-ლი გზა, ქრისტიანობა მხოლოდ სულიერ მუშაობას არ ნიშნავს.

ფელიქს შულცი: - საქართველოში ყოფნის- ას გაოცებულნი დავრჩით, რადგან აქ ბევრი ადამიანი დადებითადაა განწყობილი ნაცი- ონალიზმისადმი. ჩვენთვის ეს წარმოუდგე-ნელია, რადგან დასავლეთში ნაციონალიზ-მი მუდამ უარყოფით მნიშვნელობას იძენს.კოსმოპოლიტიზმს საქართველოში უარყო- ფითი ელფერი აქვს, რაც ასევე საოცარ-ია, რადგან ჩვენ კოსმოპოლიტიზმს შტაინ-ერისაგან ვიცნობთ, როგორც ქრისტეს იმ- პულსს. რას გვეტყოდით ამის შესახებ? ზვიად გამსახურდია: - ვაჟა-ფშაველამ, ჩვენ- მა უდიდესმა მწერალმა დაწერა სტატია ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“. მან თქვა, რომ ეს ორივე ერთია. მხოლოდ მაშინ შეგიძლია იყო ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი, თუ ჭეშმარიტი პატრიოტი ხარ. თუ შენი ხალხი გიყვარს, კაცობრიობის სიყვარულ- საც შესძლებ. შენ არ გაქვს უფლება მხოლ-ოდ შენი ხალხი გიყვარდეს, უნდა გახდე სამყაროს მოქალაქე, სხვანაირად არ შეიძლე- ბა. ფელიქს შულცი: - რატომ აქვს საქართ- ველოში კოსმოპოლიტიზმს ასეთი უარყოფი- თი მნიშვნელობა? ზვიად გამსახურდია: - რადგანაც ის ცალმ-ხრივია. ჭეშმარიტი კოსმოპოლიტიზმი ყვე- ლას სიყვარულს ნიშნავს. თუკი მთელი კოს- მოსი გიყვარს, რატომ არ უნდა გიყვარდეს შენი ხალხი, რატომ? ასე, რომ კოსმოპოლი- ტიზმი არ ეწინააღმდეგება პატრიოტიზმს. ცალმხრივი ნაციონალიზმი ყველა დანარ- ჩენ ხალხს უარყოფს. ეს უკვე ნაციზმია. საქართველოში ასე ესმით კოსმოპოლიტიზ-მისა და ნაციონალიზმის ცნებები. იოჰან მიჰაელ გინთერი: - საქართველოში ადამიანებს ისეთი ტერმინოლოგიის შეყვა-რებას აიძულებენ, რომელიც გარკვეული სახით თავდაყირაა დაყენებული. როგორ ფიქრობთ, ეს პოლიტიკაა? ვინ უნდა იყოს ამით დაინტერესებული? ზვიად გამსახურდია: - რა თქმა უნდა, ბნე-ლი ძალები არიან დაინტერესებულნი ყალ- ბი პატრიოტიზმის აღმოცენებით, ყალბი კოსმოპოლიტიზმით, რომელიც საკუთარ ხალხს უარყოფს და მხოლოდ სხვა ხალ- ხები ,,უყვარს“. ფელიქს შულცი: - და ეს კომუნიზმის დროს ასე არ იყო? ზვიად გამსახურდია: - ეს შევარდნაძის გზა იყო. შევარდნაძის კოსმოპოლიტიზმი იყო რუსების, სომხების, აზერბაიჯანელების და

სხვათა ,,სიყვარული“ და ქართველების სიძულვილი. ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, თუ რატომ სძულთ კოსმოპოლიტიზმი ყვე- ლას ასე.

ფელიქს შულცი: - გჯერათ, რომ საქართვე-ლოში ნაციონალიზმისადმი დადებით განწ-ყობილებას რაიმე საერთო აქვს ქართველი ხალხის სულიერ გადარჩენასთან?

ზვიად გამსახურდია: - დიახ, უეჭველად. ხალხის ეს სული ყველა ეროვნებას მოიცავს. მას ახლა უზარმაზარი პრობლემები აქვს. მერაბმა ერთხელ ასეთი ლექსი დაწერა: ,, ჩე- მი სამშობლო ზეცაა თავად, მერე ეს მიწა და საქართველო“. მისი მსოფლმხედველო-ბა ჭეშმარიტი კოსმოპოლიტიზმი და ჭეშმა-რიტი პატრიოტიზმია. იოჰან მიჰაელ გინთერი: - თქვენ თითქმის მთელ მსოფლიოს პრესასთან იყავით კონ- ფლიქტში. ერთხელ შტაინერმა თქვა, რომ საზოგადოებრივ აზრზე უმდაბლესი ლუცი-ფერული არსებები ბატონობენ და ვინც სა-ზოგადოებრივ აზრთან ბრძოლას აპირებს, მაშინ ის ბუდას არსებას უნდა დაუკავშირ-დეს. ბუდა ამ ბრძოლაში მცველი ძალაა. შე-გიძლიათ რაიმე გვითხრათ ბუდას კავშირზე თქვენს მუშაობასთან და საქართველოსთან? ზვიად გამსახურდია: - ბუდა არის არსება, რომელიც ომის, ძალმომრეობის წინააღმ- დეგ გამოდის. მას მშვიდობა, ჰუმანიზმი, თანაგრძნობა მოაქვს. ის თავის მოყვასზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე საკუთარ თავზე. ეს ბუდას იმპულსია, ეს ქრისტი-ანული იმპულსიცაა. ქრისტიანობა და ბუ- დიზმი ერთად დგანან. ბუდას აკლია მხო- ლოდ სიყვარული, რომელიც ქრისტიანო-ბაში გამოკვეთილია. სამაგიეროდ ბუდა თა- ნაგრძნობის მატარებელია. იოჰან მიჰაელ გინთერი: - ბუდა ხომ ქრისტეს დაუკავშირდა? ზვიად გამსახურდია: - დიახ, სულიერ სამ-ყაროში მას დაუკავშირდა, მაგრამ როცა მი-წაზე იყო, თანაგრძნობას ქადაგებდა, ქრისტე კი სიყვარულს. ესაა განსხვავება. ორივე სა- ჭიროა. ასეთია ფრანჩესკო. სხვაგვარად შე-უძლებელია ინიციაცია. თავის პოეზიაში დანტე ფრანჩესკოს ქამარს ატარებს წელ- ზე, ამ ქამრით დანტემ ჯოჯოხეთში უდი-დესი ურჩულის დაცემა შესძლო. იოჰან მიჰაელ გინტერი: - არსებობს ბუდას რაიმე კავშირი საქართველოსთან? ზვიად გამსახურდია: - ის მჭიდრო კავშირ-შია საქართველოსთან, სამეგრელოს სახე-ლი კავშირშია ბუდა-ოდონის სახელთან. ევროპაში ბუდას სულიერ მეცნიერებაში ოდონი ჰქვია. დასავლეთ საქართველოს უძველესი სახელია ოდიში - წმინდა ოდო-ია. ერთ-ერთი ქართული საგალობელი ამ არსების სადიდებელი რიტუალური საგა- ლობელია. შტაინერი წერს ამ კავშირზე დასავლეთ საქართველოსთან, უძველეს კოლ-ხურ მისტერიებთან. იოჰან მიჰაელ გინთერი: - სულიერებას, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიასთა-ნაა დაკავშირებული, დიდი გავლენა აქვს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრება-სა და პოლიტიკაზე. რა მიმართებაშია ქარ-თული ტრადიციები ანთროპოსოფიასთან? ზვიად გამსახურდია: - ტრადიციულ რე- ლიგიას თავისი მისია აქვს. ესაა გრძნობის მისია, იგი საჭიროა. ცდებიან ის ანთრო- პოსოფები, რომლებიც თვლიან, რომ რე-ლიგიამ და ეკლესიამ თავისი მისია ამოწუ-რეს. მათ ყოველთვის თავისი ადგილი უკ- ავიათ. რა ადგილი უჭირავს ჩვენს ქვეყანა-

ში მშობლებს ან ქალს? უფლება არ გვაქვს მშობლებზე ვთქვათ, რომ ისინი მოხუცე-ბი არიან და აღარაფერში გამოდგებიან. მათ თავისი მისია აქვთ, ოჯახს თავისი, ბავშვებს თავისი - მომავალში. ძველი და ახალი გზა ერთმანეთს არ უპირისპირდება. იოჰან მიჰაელ გინთერი: - თქვენ ახალი ანთროპოსოფიური თვალსაზრისით მსჯე- ლობთ, მაგრამ რა მიმართებაშია მართლმა-დიდებელი ეკლესია ანთროპოსოფის შემეც-ნების გზასთან? ზვიად გამსახურდია: - მართლმადიდებელ ეკლესიაში ორი მიმდინარეობაა: კონსერვა-ტორული და ნაკლებად კონსერვატორუ-ლი. კონსერვატორული ნაწილი ცხოვრებ-ის გზის წინააღმდეგი არის. ეკლესიის გზა გრძნობის, გაგების, და ხასიათის სულია და არა ცხოვრების სამშვინველი. ისინი სამშვინველის განვითარების წინააღმდეგ-ნი არიან, მაგრამ ადამიანი მხოლოდ სა- მივეს (სხეულის, სამშვინველისა და სუ-ლის) ერთიანობის შემთხვევაში იქნება მთლიანი. როცა ანთროპოსოფები ეკლესი- ის წინააღმდეგ გამოდიან, ამაში გამოიხა-ტება მხოლოდ ცნობიერების ბრძოლა გრძნობადი და განცდითი სამშვინველის წინააღმდეგ. პოზიტიურ თეოლოგიაში მოქმედებს გაგების სული. მეორე, მისტიუ-რი თეოლოგიით, მაგალითად დიონისე არეოპაგელთან გაგება სულზე მაღლდება. აქ უკვე ცნობიერებაში თავისუფალი იმ-პულსი მოქმედებს. მისტიური თეოლოგ-ია არაა ინტელექტუალური თეოლოგია. ჭეშმარიტი მისტიკა მარადი რელიგიური გზაა. ის არ ჩერდება, მუდამ დროის შესა- ფერისია. საჭიროა ყოველივე ამის განსხვა-ვება. მისტიურ თეოლოგიას საქართველო-ში ძლიერი ტრდიცია აქვს. რუსთაველი დიონისე არეოპაგელის თეოლოგიურ სკო- ლაში იყო და ჰიპოთეზაც არსებობს, რომ თვითონ დიონისე ქართველი იყო, რომ ეს ნაშრომები ეპისკოპოსმა პეტრე იბერმა მე-5 საუკუნეში დაწერა. მან სახელად დი-ონისე არეოპაგელი დაირქვა. ქართული სულიერება უფრო მეტად მისტიურ თე-ოლოგიასთან იყო დაკავშირებული, ვიდ- რე ინტელექტუალურთან. ე. ი. ის, რაც სა- ქართველოში ტრადიციის სახით არსებობს, მჭიდრო კავშირშია ეკლესიასთან. იოჰან მიჰაელ გინთერი: - რაც სუფრის კულტურაში ჩანს, ეს ხომ მარადი ღირებუ- ლებებია არაა, განა ეს რელიგიის გზაზე არ დაიკარგება? ზვიად გამსახურდია: - დიახ, მაგრამ ძველ წეს-ჩვეულებებს თავისი სილამაზე აქვს, რაც არასოდეს არ დაიკარგება. ძველი არ უნდა უარვყოთ. იოჰან მიჰაელ გინთერი: - ეს ჩვენთვის ძა- ლიან საინტერესოა. ჩვენ ევროპიდან სა-ქართველოსაკენ ვიყურებით. ჩვენ იმ კულ- ტურული გარემოდან ვართ, სადაც ძველი ტრადიციები განადგურებულია. კავკასიაში ეს სხვაგვარადაა. არსებობს ცოცხალი ტრა- დიციები? ზვიად გამსახურდია: - დიახ, არსებობს სუ-ლიერება და თეორიული ტრადიციები, გელათის სკოლა, იოანე პეტრიწის ფილო-სოფია. აქ ფილოსოფია და თეოლოგია გა- ერთიანებულია. აქ ცნობიერების სული მოქმედებს. თეოლოგიაში იოანე პეტრიწი ცნობიერების სულის ადრეული ქმედებაა. აქ მისტიკური თეოლოგია და ფილოსოფია ქრისტიანულ ნეოპლატონურ ფილოსოფიას ერწყმის. ასეთი ერთობლივი მუშაობა პლა-ტონიკოსებსა და არისტოტელისტებს შო- რის მიმდინარეობდა შარტრში. საქართვე-ლოში ერთმანეთს ხვდებოდა პლატონუ- რი და არისტოტელური გზები, წინა პლან-

ზე იყო პლატონური, ნეოპლატონური გზა ცნობიერების სულის ძლიერი იმპულსით. ჯონეთ ჰეკე: - რას ნიშნავს ამ მხრივ თქვენთ- ვის 23-24 წლების სამმაგი შეკრების მისტე-რიების აქტი? ზვიად გამსახურდია: - ანთროპოსოფიური საზოგადოებისა და მოძრაობის სხვადასხვა მიმართულებების გასაერთიანებლად, შო- ბის დღეები ანთროპოსოფიური სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი დასაწყისი და ახალი სულიერი სტარტერი იყო. ამაში გამოიხატება მიქაელის მისია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იოჰან მიჰაელ გინთერი: - საქართველოში არსებობდა ეზოთერული გაკვეთილების შე-საძლებლობა? ზვიად გამსახურდია: - დიახ, მაგრამ ახლა ომი მძვინვარებს. ჩვენ რამდენიმე გაკვე-თილი ჩავატარეთ და ეზოთერულად ვი-მუშავეთ. მოგვიანებით ეს შეუძლებელი გახდა. მე ბევრი ვიმუშავე ეზოთერულად და აქედან ბევრი რამ შევიძინე. იოჰან მიჰაელ გინთერი: - თქვენს მუშაობ- ას მიიჩნევთ თუ არა შობის დღეების იმ- პულსთან მიმართებაში? ზვიად გამსახურდია: - დიახ. ფელიქს შულცი: - კიდევ ერთი კითხვა: რა არის თქვენთვის შტაინერის ანთროპოსო-ფიაში ყველაზე დიდი განცდა, ყველაზე მე- ტად რამ მოახდინა შთაბეჭდილება? ზვიად გამსახურდია: - ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზენა სამყაროსთან ზიარე- ბა იყო, ჭეშმარიტი ზიარება მაღალ სამყა- როსთან, სულიერ არსებებთან, რომ ეს რეალური სულიერი სამყარო სინამდვი-ლეში არსებობს. რომ მე მასში მონაწილე-ობა შემეძლო, ჩემთვის მუდამ ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი დახმარება იყო, ასევე დახმარება მთელს ჩემს მსოფლ-მხედველობასა და ანთროპოსოფიურ მუშა- ობაში. ანდრეი ბელი შტაინერზე ამბობ- და, რომ ის მისთვის ყველაზე მნიშვნე-ლოვანი იყო. მთელი ცხოვრება ის სული- ერი სამყაროს ძალების დახმარებით იბრ-ძოდა და როცა სუსტდებოდა, ხელებს თავს ზემოთ გრაალს აღაპყრობდა და წარმოთქ-ვამდა: ,,დიდი ძალა“. ამ ორ სიტყვაში შტა- ინერისა და ანთროპოსოფიის მთელი გზა ძევს. არსებობს ანდრეი ბელის წიგნი ,,მო- გონებანი შტაინერზე“; ,,სულებთა გარდა-სახვა“ მისი სიტყვები არაა, სვეტლანა გარ- მა, მთარგმნელმა გადაარქვა. მთელს სა- ქართველოში მისი ერთადერთი ეგზემპ-ლარია მანქანაზე ნაბეჭდი მანუსკრიპტის სახით, რომელიც მოხუც რუს ქალბატონს სილიკოვას ეკუთვნოდა. ის ძალიან დიდი პიროვნება იყო. დიდი ანთროპოსოფი. მან მომცა ის წასაკითხად. მე ჩუმად გავაკეთე მისი ასლი და საზღვარგარეთ გავაგზავნე. შემდეგ ბიჭვინთაში შევხვდი ირინა ფონ ვერნერს და მას მივეცი. მან გერმანიაში წაიღო. შტაინერის შესახებ ასეთი წიგნი არ დაწერილა. სწორედ რომ რუსულადაა გენიალური, სხვა რამეა, როცა ასეთ წიგნს მწერალი წერს. ფელიქს შულცი: - 1991-92 წლების შობის წინა ღამეს თქვენ მთავრობის სასახლეში იყავით. შეგიძლიათ გვითხრათ, სწორედ ამ დრომდე რატომ გაძელით? ზვიად გამსახურდია: - ეს ზეციური ძალები იყვნენ რომლებიც დაგვეხმარნენ, ამას თა- ვისი აზრი აქვს.

გროზნო, 1992 წლის სექტემბერი

ბეჭდვითი გამოცემაშპს აი ია. საიდენტიფიკაციო ნომერი: 404890999

შროშის ქუჩა 14/10 0179 თბილისი

რედაქცია: ხატია ღუდუშაური ზურაბ ხუციშვილიტელეფონი: 8 32-223 80 11მობილური: 8 558-24 04 38 ელფოსტა: [email protected]

ტექნიკური დირექცია:GETMANPICTURES

© აი იაWWW.AI-IA.INFO