შესავალი უცხო მივიდა მაგრამ...

47
1 შესავალი ყველამ იცის, რა მოხდა კუნძულზე, როცა უცხო მივიდა, მაგრამ კუნძულელების მანამდელ ცხოვრებაზე არავინ საუბრობს. არც მისი წამოსვლის შემდეგაა ცნობილი ამ ადამიანების ბედი და მხოლოდ ღვთაებრივ დედოფალზე საუბრობენ, რომელმაც ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლოვანი გარსითა და ღრუბლებით გარშემორტყმულმა მიატოვა იქაურობა. ხალხებში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ქალი განაგებდა ზღვით მოსაზღვრულ მიწას და იმ ქალთა დასს, რომელიც აქ, ამ ადგილას სამკვიდროს ნახვის შემდეგ მისი სრული ბატონ-პატრონები იყვნენ. მამაკაცთა სახება მხოლოდ მათ ცნობიერებაში იყო შემორჩენილი და იმ გრძელ თმაწვერიან ღვთისშვილად აღიქმებოდა, მოსავლის აღების შემდეგ მათ დასალოცად რომ ჩამოდიოდა დიდი ხურჯინით წმინდა ტყის მიღმა არსებული მთიდან.მკვიდრთა სილამაზე ბუნების მშვენიერებით საზრდოობდა. ქალთათვის ბუნდოვნად ნაცნობ ენაზე ამეტყველებული მოსულების შიში არც ისეთი სამართლიანი იყო. თავშესაფარი, რომელიც აქ ჰპოვეს და სხეული და სული გაიწმინდეს, კაცთა მეხსიერებაში გარდაიქმნა და წასვლის შემდგომ, ზღვის ტალღებმა და პირქუშობამ ცოცხლად დარჩენილის გონებაში ზღაპრის სახე მიიღო. ქალებსა და ზოგადად მათ ბუნებას საშინელებები მიაწერა. მის სხეულს ისევე სჯეროდა ამ ყველაფრის, როგორც დანარჩენებს, ვისაც ამბავი მოუთხრო. დატყვევებულსა და მუდამ დაფიქრებულს გული არც იქით გაუწევდა, საითაც აუცილებელი დაღუპვა ელოდებოდა. მისი გამჭრიახი გონება არც თანამგზავრთა დაღუპვისკენ იქნებოდა მიმართული და თუკი კუნძულის მმართველი ქალი მართლა ღვთაება იქნებოდა, გასავლელ გზასაც მარტივად აპოვნინებდა. ვერც რაიმე წამალი შეაკავებდა ქალღმერთის საწამლავს და მას ხანჯლის ისეთივე შიში არ ექნებოდა, როგორც უბრალო მოკვდავს. თუმცა ასე ვიცით. ერთადერთი გადარჩენილი და სამშობლოში დაბრუნებულია და მისი იმ დონემდე მაინც უნდა გვჯეროდეს, რომ კუნძულზე ყოფნის ისტორია არ დავკარგოთ გონების მიღმიერიდან. აღსანიშნავია მხოლოდ ის, რომ მართლა ჭამა შავწვეროსანი კაცის მიერ გაწვდილი თეთრყვავილას ბოლქვი და ისე მიადგა განმგებლის, მის გონებაში ღვთაების სასახლეს. ჭამა, სვა და თანამგზავრებიც ისევე დააპურა, როგორც თავად. სანაცვლოდ, მხოლოდ ის ერთადერთი ხორციელი მსხვერპლი გაიღო და სხვებსაც გააღებინა, რისი მიცემაც მარტოობაში მყოფი ქალისთვის ცოცხალ და გამოჯანსაღებულ, მოსვენებულ კაცს შეუძლია. მალევე მიახვედრეს მის არასასურველობას იმ ადგილას. გემი და სამყოფი სანოვაგე მისცეს და უფრო დიდი პატივით გაამგზავრეს, ვიდრე მოვიდა.

Upload: others

Post on 26-Oct-2019

18 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

1

შესავალი

ყველამ იცის, რა მოხდა კუნძულზე, როცა უცხო მივიდა, მაგრამ კუნძულელების მანამდელ ცხოვრებაზე არავინ საუბრობს. არც მისი წამოსვლის შემდეგაა ცნობილი ამ ადამიანების ბედი და მხოლოდ ღვთაებრივ დედოფალზე საუბრობენ, რომელმაც ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლოვანი გარსითა და ღრუბლებით გარშემორტყმულმა მიატოვა იქაურობა. ხალხებში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ქალი განაგებდა ზღვით მოსაზღვრულ მიწას და იმ ქალთა დასს, რომელიც აქ, ამ ადგილას სამკვიდროს ნახვის შემდეგ მისი სრული ბატონ-პატრონები იყვნენ.

მამაკაცთა სახება მხოლოდ მათ ცნობიერებაში იყო შემორჩენილი და იმ გრძელ თმაწვერიან ღვთისშვილად აღიქმებოდა, მოსავლის აღების შემდეგ მათ დასალოცად რომ ჩამოდიოდა დიდი ხურჯინით წმინდა ტყის მიღმა არსებული მთიდან.მკვიდრთა სილამაზე ბუნების მშვენიერებით საზრდოობდა. ქალთათვის ბუნდოვნად ნაცნობ ენაზე ამეტყველებული მოსულების შიში არც ისეთი სამართლიანი იყო. თავშესაფარი, რომელიც აქ ჰპოვეს და სხეული და სული გაიწმინდეს, კაცთა მეხსიერებაში გარდაიქმნა და წასვლის შემდგომ, ზღვის ტალღებმა და პირქუშობამ ცოცხლად დარჩენილის გონებაში ზღაპრის სახე მიიღო. ქალებსა და ზოგადად მათ ბუნებას საშინელებები მიაწერა. მის სხეულს ისევე სჯეროდა ამ ყველაფრის, როგორც დანარჩენებს, ვისაც ამბავი მოუთხრო. დატყვევებულსა და მუდამ დაფიქრებულს გული არც იქით გაუწევდა, საითაც აუცილებელი დაღუპვა ელოდებოდა. მისი გამჭრიახი გონება არც თანამგზავრთა დაღუპვისკენ იქნებოდა მიმართული და თუკი კუნძულის მმართველი ქალი მართლა ღვთაება იქნებოდა, გასავლელ გზასაც მარტივად აპოვნინებდა. ვერც რაიმე წამალი შეაკავებდა ქალღმერთის საწამლავს და მას ხანჯლის ისეთივე შიში არ ექნებოდა, როგორც უბრალო მოკვდავს.

თუმცა ასე ვიცით. ერთადერთი გადარჩენილი და სამშობლოში დაბრუნებულია და მისი იმ დონემდე მაინც უნდა გვჯეროდეს, რომ კუნძულზე ყოფნის ისტორია არ დავკარგოთ გონების მიღმიერიდან.

აღსანიშნავია მხოლოდ ის, რომ მართლა ჭამა შავწვეროსანი კაცის მიერ გაწვდილი თეთრყვავილას ბოლქვი და ისე მიადგა განმგებლის, მის გონებაში ღვთაების სასახლეს. ჭამა, სვა და თანამგზავრებიც ისევე დააპურა, როგორც თავად. სანაცვლოდ, მხოლოდ ის ერთადერთი ხორციელი მსხვერპლი გაიღო და სხვებსაც გააღებინა, რისი მიცემაც მარტოობაში მყოფი ქალისთვის ცოცხალ და გამოჯანსაღებულ, მოსვენებულ კაცს შეუძლია. მალევე მიახვედრეს მის არასასურველობას იმ ადგილას. გემი და სამყოფი სანოვაგე მისცეს და უფრო დიდი პატივით გაამგზავრეს, ვიდრე მოვიდა.

Page 2: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

2

მიწის დატოვების შემდეგ მისი ამბები, როგორც მოსვლამდე, სულ სხვა ისტორიაა და უკვე კარგად გადმოცემულ-გაანალიზებული. ისიც ცნობილია, რომ კუნძულს ახალი სიცოცხლეები შეემატა და ისეთივე განშვებით დაიწყეს ცხოვრება, როგორც ცხოვრობდნენ მისი მკვიდრები იმ დროიდან, რაც აქ ფეხი დადგეს იმ დრომდე, სანამ სკაში მათთან ერთად მოსული მამრი ფუტკრები თავიანთ ფუნქციად მხოლოდ გამრავლებას არ მიიჩნევდნენ. თუმცა, ყოველ სიახლეს, ისევე როგორც ყოველ ახალ აღმოჩენას თავდაპირველად ის სირთულეები მოაქვს, რომელთანაც გამკლავებას თაობები და უფრო მეტიც, ერებიც კი ეწირებიან.

ყოველი მშვიდობის უკან და წინ შფოთვა და დაუდგრომლობა იგულისხმება, ხოლო ყოველ სიამოვნებას მაშინ აქვს ფასი, თუკი უსიამოვნება უკვე განცდილია და მისი კვალი მეხსიერებაში სათანადოდაა აღბეჭდილი. ამ უკანასკნელი თვისების გარეშე, რომელიც ადამიანს მიეცა, მისი მშვიდობისკენ ღვაწვა და ყოველი შრომა მხოლოდზღვის წყალში შეწირულობის სახით ჩაყრილი ნაყოფგამოუღები თესლია ან მდინარისთვის მოყოლილი სიზმარი, თუკი გრძნობები და შეგრძნებები სათანადო ადგილსა და ასახვას არ ჰპოვებენ კაცობრიობის საერთო მეხსიერებასა და კულტურაში.

რადგან ადამიანის ტვინი უფრო მეტად მიდრეკილია შეცდომების განმეორებისკენ, ხოლო მხოლოდ ზეპირსიტყვაობისას ამბები ისევე მახინჯდება, როგორც ვაშლის ხის ნაყოფი მიწაზე დავარდნის შემდეგ და ფაქტები ისევე მიიწევენ გონების სიღრმეებისკენ, როგორც მდინარეში ჩავარდნილი ხის ნაფოტი მისი ნაპირებისკენ, ამიტომაც საჭირო ხდება მათი იმ დონეზე და ფორმაუცვლელი სახით დამახსოვრება, რასაც დამწერლობა უზრუნველყოფს. თუმცა, აქაც ასო ნიშანთა მოხაზულობა და ფორმის თავდაპირველი მნიშვნელობა შემდგომი ხმარებისას იცვლება, სხვა მნიშვნელობას იძენს და მასში დამალული სიმბოლოები საბოლოოდ მხოლოდ ბგერას აღწერს და ისიც იმდენადვე შორდება თავის საწყის მნიშვნელობას, როგორც ჩვეულებრივი ამბავი.

და რადგან ჩემი ამჟამინდელი ყოფა მაიძულებს ვისაუბრო არა ლინგვისტიკის, ფონეტიკის, ასო ნიშანთა ფორმისა და მნიშვნელობის შესახებ, ამიტომაც მხოლოდ ამბის თხრობით შემოვიფარგლები. ჩემი ფუნქცია, რადგან მწირი განათლება, უფრო მწირი და შეზღუდული აზროვნება,მათი გადაფასებისა და გადააზრების საშუალებას არ მაძლევს, ისტორიის იმ სახით მოთხრობაა, რაც ბავშვობის დროს მოვისმინე და ჯერ კიდევ შემორჩა ჩემს გონებას. სანამ ასაკი, დრო და გამოცდილება მათ იმ დონემდე არ გააუფერულებს, როგორც თოვლს მზე დნობის პროცესში და სანამ მათი ანარეკლი ჯერ კიდევ ჰკიდია დაუშლელი ღრუბლის სახით ტბის თავზე, ამიტომაც ვიმარჯვებ კალამს და ფურცელს (ან სხვა მოწყობილობას, რომელიც სიტყვის შენახვაში მეხმარება).

Page 3: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

3

ხედვის იმ არეალს, რომელსაც შეუძლია თვალების გაწვდენაზე მოხვდეს, გონებაში წარმეტაცოს, იქ დაივანოს და სიზმრების სახით მოსვენება არ მომცეს, უფრო მეტის მოცემის საშუალებას ვთხოვდი, მაგრამ ესეც ჩემს ძალებს აღემატება და მხოლოდ ღმერთის იმ გამოვლინებების ანაბარად ვარ დარჩენილი, რომელიც სწამდათ, სწამთ და ალბათ, მომავალშიც იწამებს ადამიანის ყოველი შთამომავალი იმ დრომდე, სანამ მისი არსებობისა და შეწევნის საჭიროებას დაინახავენ. იგი ხომ იქაა, სადაც ნაკლებად ველოდებით, ისეთია, როგორისაც ნაკლებად გვჯერა და ჩვენ მიერ აკვიატებული ყოველი ქცევა მისი არსებობის ისეთივე გამოვლინებაა, როგორიც ის, სადაც და როგორც სიცოცხლე და თავად დედამიწა არსებობს.

იმედი, მართალია არ მაქვს, რომ მკითხველი დაიჯერებს, თითქოს ვიღაცის მონათხრობს ვყვები, რადგან საკმაოდ ნაცადი ხერხია, განსაკუთრებით იმ მწერლებში, რომელთაც შემფასებლისა თუ დროის მეუფეთა შიში აქვთ, მაგრამ ვერავინ აღმოაჩენს ვინმეს საწინააღმდეგოდ მიმართულ მოსაზრებებს ამ ისტორიაში. შესაბამისად, შიშისთვის დრო და ადგილი ნაკლებად მრჩება. მხოლოდ ის მაშინებს, რომ გონებაში გაელვებულ სიტყვას სათანადოდ ვერ მივიტან მკითხველამდე, თუმცა ამის დავიწყებასაც დროებით შევეცდები მანამ, სანამ თავად არ შემახსენებს თავს შემფასებლის თვალიდან დანახული კრიტიკის სახით. მარტო იმას დავამატებ, რომ შეუძლებელია, ამბის მხატვრული სახით გადმოცემა მონათხრობითა და ზეპირსიტყვიერებით, მისი დამახსოვრებაც კი და მეყოფა თავხედობა და ვაღიარებ, რომ ჩემი თითების სინდისზე მათი შელამაზება-ღა მრჩება. სულის სრული სიმშვიდისთვის კი იმასაც ვიტყვი, რომ გარკვეულ გამოსავალთა ძიებისას ოდნავ ჩემი მწირი გონებაც დამეხმარა მაშინ, როდესაც მებადებოდა კითხვა ,,რატომ“ ან ,,როგორ“.

ნაწილი I

თავი I

სამეფოსასახლეშიპირველიდასაფუძვლიანიეჭვებიმაშინგაჩნდა, როდესაცდატყვევებულიდედოფლისსამკაულებმაგაქრობადაიწყეს. პირისფარეშებმა, რომელთაცაკრძალულიჰქონდათმისოთახშიშესვლა, არაფერიიცოდნენ.თუმცაქალებიყოველთვისიმდონემდეარიანდამნაშავენი, სადამდეცმამაკაცებსსიტუაციისგანჭვრეტადამათმიერდამნაშავისპოვნისდაუოკებელისურვილიმიიყვანთხოლმე. ამიტომაც, არავისგაკვირვებია, როდესაცმოკლულიმეფისუახლოესიწრიდანდაკავებულთაშორისდედოფლისთითქმისყველამსახურმა და ფარეშმაერთიანადდილეგშიმოიყარა თავი.მათიმოთქმა-ვაება, რომელიცშერწყმულიიყოიმმხარისსიცივესთან,

Page 4: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

4

შეუსმენელიდარჩადატყუილშისაბოლოოდგამოტეხვამდეჯურღმულშიყოფნამიუსაჯეს. მათგანმხოლოდერთადერთიქალიგადაურჩატყვეობასდაისიციმიტომ, რომპატარაუფლისწულისგადიადმოიაზრებოდა.ასევე, ახლოკავშირიჰქონდამეფისძმასთან, რომელსაციმდრომდეუნდაემართასამეფო, სანამტახტისმემკვიდრესრულწლოვანიარგახდებოდა. მართალია, იქამდესაკმაოდდიდიდროიყო, მაგრამგულბოროტდატახტსდახარბებულრეგენტსთავისიძმისწულისმოშორებაცჰქონდაგანზრახული.

ქალი, რომელიცუფლისწულისგადიობასკისრულობდა, მისიჩამოყვანილიდამეფისადმიძღვნადმირთმეულიიყოშორეულიელინებისმიწიდან, სადაცნილოსისნაპირებიდანჩაეყვანაიქაურმეფესთავისიდედოფლისმსახურადდათავისიბიწიერისურვილებისდასაკმაყოფილებლად. მისსაკმაოდგრძელსახელს, რომელსაცვერავინგამოთქვამდასასახლისკარზე, მხოლოდბოლოხმოვნებიღაჰქონდაშერჩენილიდაყველაეიასეძახდა. უცხოსილამაზისმქონესარასდროსაკლდათაყვანისმცემელთადასიმონობისიმკვალობაზე, რაშიციმყოფებოდა. თუმცაარასდროსუღალატიაიმათთვის, ვისისაკუთრებაციყოდასამეფოკარისაღვირახსნილ, კაცთადაპურებისდღეობებზე, რომლებიცსაკმაოდხშირადიმართებოდა, ხარბ თვალსა და გონებას საოცარიმოხერხებულობითაღწევდათავს. არავისუეჭვიაოდესმე, მეფისრჩეულობისგამო, რომიგიდედოფალთანაციქნებოდადაახლოებული.

სწორედამგარემოებებმაგანაპირობამისიჯურღმულისგანდათავადსიკვდილისგანხსნაც. თავისუფალიიყოიმდონემდე, რამდენადაცსამეფოკარისმონასშეეძლოამთავისუფლებითესარგებლა. ამიტომაც, როდესაცახალშობილსარეძინა, ხანმდინარისცივნაპირებსმიაშურებდამასთანერთად, ხანაცტყისთოვლიანსიღრმეებს. მეფისძმადათავისიამჟამინდელიბატონიდაარწმუნაიმაში, რომჩვილისმოკვდინებისთვისჯერ-ჯერობითარასასურველიდროიყოსამეფოკარზეახლახანმომხდარიამბებისგამოდადაჰპირდა, როდესაცშესაბამისიჟამიმოახლოვდებოდა, თვითონიკისრებდაამმისიას. სანაცვლოდკიდედისათვისშვილისმონახულებისუფლებაითხოვადასაკმაოდხშირადაცატარებდადროსტყვედედოფალთან.

ხსენებული ჟამი კი თოვლის დადნობის შემდეგ, ყვავილებისა და ხეების გაფურჩქვნის შემდგომად უნდა დამდგარიყო, როდესაც მდინარეებს აღმა მავალი თევზები

Page 5: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

5

მიასკდებოდნენ, ხოლო ტყეებში უცნაური სურნელი დაიბუდებდა, მკვდარი ცხოველების სულები კი ხელახალი დაბადებისთვის დაიწყებდნენ მზადებას.

მეორე ეჭვი სასახლიდან ეიასთვისახლანდელ ბერძენთა მიწიდან გამოყოლებულიმთის ბროლის უზარმაზარი სფეროსგაქრობა იყო სასახლიდან. მეფისნაცვალს ამის შესახებ თავად ქალმა აცნობა, როდესაც იგი შორეული ლაშქრობიდან დაბრუნდა. მეძებრები კვალმა სასახლის საიდუმლო გასასვლელის წინ ჩამომავალ მდინარის ნაპირამდე მიიყვანა. მყვინთავებმა იქ და მის ახლომახლო ვერაფერი იპოვეს. ეიაზეც ეჭვი მოიხსნა, თუმცა იგი მომავალი მეფის მეთვალყურეობის ქვეშ კვლავ რჩებოდა. ამიტომაც, ქალი განსაკუთრებით გაფრთხილდა. ტყეში სიარულისთვის მართალია არ მოუკლია, მაგრამ იქ აღარ დადიოდა, სადაც ადრე.

რეგენტის მომდევნო ლაშქრობაც მხოლოდ ქალისთვის თვალის ასახვევი ნაბიჯი იყო და იგი ისევე მოულოდნელად გამოჩნდა სასახლეში, როგორც პირველი ყვავილები ჩნდებიან თოვლზე.

სწორედ მაშინ აცნობა უფლისწულის ოთახში ძილის ზმანებასავით მიპარულმა ქალს, რომ ცოლის შერთვას აპირებდა, რითაც მეზობელ სამეფოსთან დავას ბოლო უნდა მოღებოდა. ერთადერთ ქალს, რომელსაც სილამაზის არაფერი ეცხო, მზითვად მთლიანი სამეფო უნდა მოჰყოლოდა. ქორწილი სწორედ იმ დროს უნდა დანიშნულიყო, როდესაც ჩვილი უფლისწულის მიერ ამიერ სამყაროს დატოვება ჰქონდათ განზრახული.

ქალი შეშფოთდა, მაგრამ რეგენტმა მისი მისიის აღსრულების სიახლოვეს მიაწერა და იმასაც, რომ გათავხედებულს მის საკუთრებად დაეგულებინა კაცი. იმ ღამით გათეთრებული ვერცხლის სამკაული მიიღო მისგან საჩუქრად და მონატრებული ალერსით, გაცხოველებული ნდომით გაუქარწყლა მომავალი საქმისადმი ტკივილი.

მეორე დღიდან ახალი სამზადისი და საქორწინო განწყობა უნდა შექმნილიყო სამეფო კარსა და ქალაქში. პირველ დღედაც გაზაფხულის ახალი მთვარეობის მეთოთხმეტე დღე დაინიშნა, როცა პირველად გამოჩნდებოდა სავსე მთვარე, რასაც ნაყოფიერება, დღეგრძელობა და სასიამოვნო სიახლეები უნდა მოეტანა როგორც იმჟამინდელი მეფისთვის, ისე მთლიანად სამეფოსთვის. ხოლო ჩვილ უფლისწულს ამ დღეების შემდეგ მიიბარებდა სულთა მეუფე.

ქორწილის შემდგომი დღეებისთვის მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა დატყვევებულ ქალთა შეწყნარება, მათგან ერთგულების ფიცის მიღება და კვლავინდებურად თავის სამსახურში ჩაყენება, ხოლო მათი ოჯახის წევრები თავისუფლებას მოიპოვებდნენ, მაგრამ ძველ დიდებას - ვეღარასდროს. ის მსახურები, რომლებიც ამ დროისთვის

Page 6: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

6

შემოიკრიბა კარზე, არ მოსწონდა და მათ დათხოვნასაც აპირებდა მაშინვე, როცა დიდებულთა ამ ქალებს საპყრობილიდან გაათავისუფლებდა და ისინი, იარებმოშუშებულები მის მსახურებას შეძლებდნენ.

ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მეფის ასული მთელი ოჯახითა და ამალით ეწვია სამეფოს. მორთულობითა და მოკაზმულობით დაუფარეს ყოველი ის ნაკლი, რისი დაფარვაც შეიძლებოდა. სამკაულებისა და პირსაბურავის ტარება მის ჩვეულ წესად იყო ქცეული და მათგან დაღლილ დაქანცული ნაადრევად იძინებდა თავის ოთახში. მეფე კი, ბედნიერი იმით, რომ თავისი საქმეები ასეთი წარმატებით უნდა დაგვრგვინებულიყო, ეიასთან განმარტოებული ეძლეოდა თავისი სიხარულისგან შვებას. ერთხელაც არ დაუწუწუნია მასთან საცოლის სილამაზეზე. ბედნიერი იწვევდა ეიას თავის ოთახში და ასეთივე ბედნიერი ტოვებდა მას რიჟრაჟისას.

ღამის ცეცხლით გაჩახჩახებულ დარბაზებს თავისთავადაც ედოთ ოქროსფერი და სწორედ ეს იყო ოქროს ღამე, რომელიც სავსე მთვარეობამ მოიტანა. საყოველთაო მილოცვებისა და ღრეობისას, ქალმა უფლება სთხოვა მეფეს, მისი თანდასწრებისგან თავი შეეკავებინა, რათა ახალი დედოფლისთვის შეურაცხმყოფელი არ ყოფილიყო იმის ხილვა, თუ როგორ ეპყრობოდა ქმარი უბრალო მონას. დიდი ძალისხმევისა და ბრძანებების მიუხედავად, ქალმა თავისი გაიტანა და ოთახში იმ ჩვილთან ერთად გამოიკეტა, რომლისთვისაც ყოველი მომდევნო დილა უკანასკნელი უნდა გამხდარიყო კაცის გადაწყვეტის მიხედვით.

თოვლი თითქმის ყველგან გადნა. ტყეებს თავისი სურნელება მოეფრქვიათ გარემოსთვის. მთის მწვერვალები მოხუცის წვერებს თანდათან იშორებდნენ და მოღრიალე მდინარეებში ცლიდნენ, როგორც გამანაყოფიერებელ სითხეს მისი გაცემის შემძლე ყოველი სულიერი.

ყველა და ყველაფერი გარშემო, შემძლე და არაშემძლე სიხარულსა და ზეიმში იყო ჩართული. ბევრს, ვისაც ახალი დედოფლის ხილვა მოესწრო, მხოლოდ მის მშვენიერ სხეულზე საუბრობდნენ. პირისახეზე კი ვერავინ ამბობდა რამეს, რადგან სილამაზე მაშინ იწყებს დაფასებას, როცა მისი მოპოვების დაუოკებელი სურვილი იკრებს ძალას. მხილველებს მხოლოდ იმის თქმა შეეძლოთ, რომ წინა დედოფალი თავისი მშვენებით საპყრობილიდანაც კი ანათებდა და მთვარის სახით უცქერდა გამართულ წვეულებას. მაგრამ არ ამბობდნენ, რადგან მისი დასჯის დღეები, რომელიც სახალხოდ, უზარმაზარი ალესილი ნაჯახით თავის მოკვეთას გულისხმობდა, ქორწილის დღის შემდეგ უნდა დამდგარიყო და შიში, რომელიც მის ხსენებასთან იყო დაკავშირებული, ისეთივე ყოვლისმომცველი აღმოჩნდა, როგორც სამეფოში გამართული სიხარული.

Page 7: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

7

საპყრობილეში მოუსვენრობა სარტყელივით ეკრა დედოფალს. კუთხეში მიმჯდარს თავი მუხლებს შორის ჩაერგო, ხოლო ხელები მათზე შემოეხვია და დროგამოშვებით წამოიკვნესებდა. ღმერთებისთვის ზვარაკად შესაწირ უზარმაზარ წითურ ხარს ესაუბრებოდა და ეფერებოდა. დაიჩოქა პირუტყვმა, თითქოს ზურგზე შეჯდომას სთხოვდა. ქალიც ნებას დაჰყვა და აცოცდა. ხარი ელვის სისწრაფით მოწყდა ადგილს. გამყინავმა ქარმა თმები აუშალა თეთრ, გამჭვირვალე კაბაში მოსილს. თავისი ხელები ძველებურად დედოფლისას ჰგავდა. ნელსაცხებლის სურნელიც კი იქაური იყო, ქარი რომ სახეში სცემდა. მონაცრისფრო გარემოს უკანა ჰორიზონტზე ხორცის სუნზე მოსული ბუზები იღრინებოდნენ. თითი თმაში გარჭობილი ოქროს სავარცხლით გაიჩხვლიტა და ორიოდე წვეთი გზას დააწვეთა. წამის უსწრაფესად აიმართნენ სისხლისფერი ტალღები. ველი დაფარა წითელმა ზღვამ. ხარი ისევ დაუღლელადმიქროდა. მისი სუნთქვა გარემოს ქარივით ერთვოდა და მის უკან წყლები ააზვირთა. ბუზები მგლებად და ურჩხულებად იქცნენ ზღვის მეორე ნაპირზე. ხარბად დაეწაფნენ და შენთქეს მისი ყოველი წვეთი. ტუჩები გაილოკეს და უარესად აყმუვლებულებიგამოუდგნენ ხარსა და ქალს. გარემოს ლტოლვილისა და მდევარის სიმღერა მალამოდ ედებოდა.ქარვის ყელსაბამში ეულად გამოკეტილი ხორბლის მარცვალი გასროლა მათკენ. თვალის დახამხამებაში ყანა აღიმართა მათ უკან. თანდათან სქელტანიან ხეებად გადაიქცნენ და ერთმანეთს მიეჯრნენ. წამით გაყუჩდა არე-მარე. უეცრად, ტკაცუნისა და ღრიალის ხმებმა მოიცვა ყველაფერი. შორიდან მოჩანდა, როგორ ეფინებოდა ძირს ხორბლის ტყეები. მისგან ჩამოცვენილი მარცვლები თავთავების ყოველი შერხევისას აღრიალებდა ცხოველთა სხეულებს. ხარი შორს გაიქცა, მაგრამ ნადირთა კბილებმა ისევ გაიელვეს ამ სიშორეში.

შეუსვენებელ დევნას შეენელებინა თეთრი პირუტყვი. ქალმა წვივზე შებმული კაჟებისა და რიყის ლამაზი ქვების ასხმულაც თავსუკან ისროლა მოუხედავად. კლდეები ამოიზარდა წვეტიანიქარაფებით. წამით შედგნენ მდევრები. გზას ეძებდნენ და ნელა დაიწყეს დაბლა მიმართული ბილიკის ჭრა კლდეში.წკავწკავით ეშვებოდნენ უძირო ხრამში და თან მიჰქონდათ ჩამოცვენილ ქვათა ღრიალი. მათი ჭახუნი ყურებს ჭრიდა ყოველივეს, ხოლო მდევართა კბილები - სალ კლდეს. ქალს ხელში ერთადერთი მცირე, მოგრძო მარცვალი-ღა ეჭირა.

გარემოს სულისგამკვეთი ხმები კარის გაღების ხმამ ჩაანაცვლა. ქალის კაბას მოჰკრა თვალი, ხოლო მის უკან ფეხთა მწყობრს. ეგონა, ისევ სიზმარში იყო და შიშნარევი თვალები ზემოთ აღაპყრო. სახე დაუწყნარდა და მხოლოდ კითხვის გამომხატველობა აღებეჭდა.

თავი II

Page 8: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

8

ფიჭვების ტყიდან ზღვის სანაპირომდე მდუმარე ლანდები გამოკრთნენ სავსე მთვარის შუქზე. შორიდან შეკრებაზე მიმავალ ალქაჯებს ჰგავდნენ. ყველას ეგონა, რომ ნავსადგურისკენ უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ქალმა, რომელსაც გვერდით ჩამოძენძილ ტანსაცმელში ჩაცმული თანამგზავრი მიჰყვებოდა და ებჯინებოდა, გეზი ნავსადგურიდან ხელმარცხნივ, დემონთა ქარაფისკენ აიღო. წამიერად შედგნენ მის ზურგს უკან მდგომნი. არავის ემეტებოდა თავი დასაღუპად. თუმცა უკან დასახევი გზაც არ ჰქონდათ. მათი გაუჩინარებას მალევე შეიტყობდნენ და განუკითხავად დასჯიდნენ ყველას, ვისზეც ოდნავი ეჭვი მაინც ექნებოდათ ამ ახალ შეთქმულებაში. ბრმად გააგრძელეს გზა. თითქმის ყველა დასჯილი იყო აქამდე და მოლოდინიც მხოლოდ უარესის ჰქონდათ.

თანდათან მოისმა ავისმომასწავებელი ხმები, რომელთაც ყოველთვის გარდაცვლილთა სულების ტირილად თვლიდნენ. აქ, ამ ქარაფის ღრმა გამოქვაბულიდან იწყებოდა დავიწყების მდინარე. ტალღათა ცემა, რთულადმისადგომობა და გაურკვევლობა ადამიანებში მითიურ ელფერს სძენდა ადგილს. ფართოპირიანი, ხეებჩაწოლილი მდინარის მეორე ნაპირს ოთხმოციოდე ნაბიჯი აშორებდა ქარაფთან. ასე ახლოს არასოდეს მისულა ვინმე სულთა საუფლოსთან. უეცრად, ხეების იქიდან ორი ჩრდილი გამოჩნდა და მგზავრებისკენგამოემართა. აკანკალდნენ პროცესიის მონაწილენი. ადგილზე გაიყინნენ. უდრეკ ქალს მიაპყრეს მზერა. მისმა შეუპოვარმა სვლამ ისევ გააგრძელებინა მათაც გზა. ჩრდილები ადამიანებად იქცნენ. ავისმომასწავებელი ჟრუანტელი მათ გაქცევისკენ მოუწოდებდა, მაგრამ იყო რაღაც, რაც მათ ლტოლვას წინ მიმართავდა. წინამძღოლ ქალს რაღაც ჩაულაპარაკესმოსულებმა და უხმოდ გაუძღვნენ ტყისკენ. ადამიანებმა ცივი სისველე შეიგრძნეს ფეხქვეშ. შვებამ, რომელიც წეღან იგრძნეს, ძირს დაახედათ. ტალახში იდგნენ. მისი წებოვნება მიწის სიღრმეში ჩამალული ურჩხულის ბრჭყალებად შემოეტმასნათ ქვედა კიდურებზე.მაგრამ თითქოს აღრენილ და აღავღავებულსამთავა ქოფაკს თავისკენ იხმობდა ბატონი:

_ ჩვენი არ არის, შეეშვი! - და ყოველ ჯერზე თავიდან შეპყრობის სურვილით ათავისუფლებდა დაბჯენილ ფეხებს. ფართო თვალები მყარ მიწას ეძებდნენ, თუმცა სანაცვლოდ ხეების მიღმიერიდან იცქირებოდნენ აქამდე უხილავი ლანდები, ტალახი კი უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა. ერთმანეთს ძლივს სწევდნენ ზემოთ დასუსტებულები, ხოლო შედარებით ძლიერებს უფრო შორს, მდინარის პირამდე მიჰყავდა ისინი. შვება იგრძნეს, როცა მთლიანად ჩამოირეცხეს მიწის სიბნძურე და უკან რომ მოიხედეს, ოდნავ გაეღიმათ - როგორ შეაშინა მოსულები პატარა, გველივით დაკლაკნილმა მდინარემ.

Page 9: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

9

ხშირი და მზეჩაუწვდომი ხეების იქით თანდათან გამოჩნდა ორი გემი. წმინდა მიწა ადამიანებს ადრეც წაუბილწავთ და მათი შემოქმედბის ნაყოფის მხილველნი გახდნენ ახლახანს მგზავრები. ქალმა ორ ნაწილად გაჰყო თანამგზავრები და დაკონკილ ქალთან ერთად გაემართა ერთ-ერთი გემისკენ.

ქარაფიდან მოტანილ ღმუილსა და ვაებას თან დაერთო ნიჩბების მოსმის ხმა. გემებმა დატოვეს სანაპირო, შეცურეს მდინარეში და შავი ზღვის მღელვარებას შეურწყეს თავიანთი შიშები. სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ხელჩაჭიდებული მიჰყვებოდა დედის შინაგანი ნათელის ანარეკლსმუცელსავსე ორი ხომალდი. სისხლის პირველი წვეთები სიმლაშეს დაუბრუნდნენგემბანიდანოდესღაც რომ მოხვდნენ სხეულში. ეიას გვერდით იდგა საპყრობილიდან გამოპარული დედოფალი და ბუტბუტით აწვეთებდა ზღვაში თავისი სხეულიდან გამოწურულ წითელ სითხეს. სავსე მთვარემ ზღვის სიღრმეში დაიწყო გაუჩინარება. დედა-ზღვამ იცნო დიდი ხნის უნახავი ქალიშვილი . ქარის სისწრაფით გააშორა ნაპირებს გემები და დაბრუნებულ შვილთან შესახვედრად გაემართა.

ზმანებებად მოვიდა ჩამოკონკილ და დაღლილ ქალთან ბავშვობის დღეები. მზისგან გამოტყორცნილი სხივები ოკეანის წყლებზე ალიცლიცდნენ. ზვირთებმა შთანთქეს ათინათი. ნაპირს გაშმაგებით მიეხეთქნენ და ქვიშაში მოთამაშე ქალწულებს დაუსველეს სხეული. საწოლიდან ჩამოღვრილმა ზღვამ გოგონა და ვაჟი ჩამოათალა გამოქვაბულის სიღრმეს. სასახლე შეზანზარდა ნისლში. მზის ოქროსფერმა თითებმა აიტაცა ბავშვები და ცეცხლოვანი ეტლიდან ჩამოსხა შორეულ აღმოსავლეთში. მისმა ნაფეხურებმა გაანოყიერეს მიწა. ვაჟს ოქროს კვერთხი გაუწოდა, ქალს კი შუბლზე კრეტსაბმელი შეაბა. გასხივოსნებული ოქროს მაღლი საყოფელი ხმაურით, მწიფე ბროწეულივით გადაიხლიჩა, ზემოთ აექანა და ვარდნის მოლოდინში გარემო დამაბრმავებელმა სიკაშკაშემ მოიცვა.

ქალის წინ ის იდგა, ვინც ხალხს ასეთ სიშორეზე გამოუძღვა. ვინც არ შეუშინდა, ასე ახლოს მიეყვანა ადამიანები მკვდართა გამოქვაბულამდე. გამოხდება დრო და ეს ქალები უწინამძღოლებენ სამეფოს. შექმნიან სამყოფელს, სადაც ვერცერთი სულიერი გაბედავს სიმყუდროვისა და სიმშვიდის დარღვევა. სადაც აღარ იარსებებს სიბერე და სიკვდილი. დრო გაჩერდება მათთან და მიუახლოვდებიან მარადიული ცხოვრების ანკარა წყაროს.

მაგრამ მანამდე, ერთმანეთის წინაშე გემის ვიწრო და პრიმიტიულ კაიუტაში დგანან ისინი - ერთი ერთიანად თეთრებში აღკაზმული ფაქიზკანიანი და მეორე, შიშველი, კანგამომშრალი, აქერცლილი და თვალებჩაცვენილი. ნელსაცხებელთა და ბალახთა

Page 10: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

10

სურნელი მოიტანა თეთრმა. ფრთხილად მიეახლა და შეეხო მეორე სხეულს. ისიც გაინაბა და დაანება მტკივნეული ხორცი თანაგრძნობის თითებს.

- უკვე შუადღეა, დედოფალო. მანამდე ვერ დაგირღვიე ძილი გათანგულს. ისეთი სიტკბოთი გეძინა, არ შემეძლო შემოვჭრილიყავი მასში - თქვა თეთრებით მოსილმა.

- აღარ მქვია ამიერიდან დედოფალი, ეია. იქ, სადაც ჩვენ მივდივართ, თუ ცოცხლები დავრჩით, მხოლოდ მკვლელისა და კაცთმოძულის სახელით მომიხსენებენ, მიუხედავად იმისა, რომ უბრალო ვარ, როგორც დილის ნამი თავისსავე აორთქლებაში.

- მაგას ნუ ამბობ, დედოფალო. ჩემთვის და აქ მყოფთათვის სამუდამოდ დედოფლად დარჩები, რაც უნდა მოხდეს. შენი მოწყალებით არიან ისინი ცოცხალნი. შენმა სიბრალულმა აჩუქა მათ უმეტესობას სიცოცხლე და შენივე ერთგულების დასამტკიცებლად გამოგყვნენ შორეულ, გაურკვეველ გზაზე. იქით, საითაც არასოდეს დაუდგამთ ფეხი.

- არა, ეია. იქ, სადაც მივდივართ, სადაც ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები გაილია ჩემს ძმასთან ერთად... ახლა ურჩხულთა სამფლობელოდაა ქცეული იგი. ჩემს ძმას ბნელეთის ძალები შეჰყარა ლტოლვილის საჩუქარმა და ძალაუფლების დაკარგვის შიშით ვეღარ არჩევს ერთმანეთისგან თავისსისხლ-ხორცსა და მტერს. გამძვინვარებული ყველას ერთიანად ხოცავს, თუკი ისინი მის სამეფოში ზღვით შეიჭრებიან. ნათელსა და მამის სულს სწირავს მოსულთა სხეულებს, თითქოს შესაწირად არაფერი ჰქონდეს სხვა. ნილოსელთა ოქროს დიდ და სქელ ფიალაში ფერფლავს უცოდველ ადამიანთა ხორცს.

- შენ ხომ და ხარ მისი! ასე არ მოგექცევა, რა ბნელსაც არ უნდა ჰქონდეს მოცული მეფის სული.

- უმიწოდ დარჩენილი ქვრივი და-დედოფალი მტერია მისთვის. მე მხოლოდ მაშინ ვიქნებითავისი თანასწორი, თუკი საკუთარი მიწა მექნება, რომ მისი სამეფოს ხელში ჩასაგდებად არ შევკრიბო მისგან განაწყენებული ხალხი მისსავე სამეფოში. ესენი კი... თქვენ, მასში შიშსა და ძრწოლას გამოიწვევთ. აღარასდროს დაიძინებს იმ შიშით, რომ ოდესმე გამრავლდებიან, გაძლიერდებიან და ლტოლვილის საჩუქართან ერთად წაიღებენ მის ტახტსა და სიცოცხლეს.

- ნუთუ არ არსებობს სხვა ხსნა, დედოფალო? ხომ შეგიძლია, დიდებული დეიდის, შენი მფარველი სულის მიერ ნასწავლი მინარევებით შეაცვლევინო აზრი?

Page 11: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

11

- ასე მარტივად შეუძლებელია, ეია. მე არც დეიდა მინახავს და არც ის ვიცი, მისი ქურუმის ნასწავლებ მინარევთაგან რამე თუა მართალი. მხოლოდ მამაა მხსნელი და შემწე, თვალი აუხილოს მას. მაგრამ იგი შორსაა და მხოლოდ შორეთიდან მოფერება შეუძლია.

_ ოდესმე ხომ უნდა დადგეს დრო, რომ შენი ცოდნა გამოიყენო, დედოფალო? შენ საკუთარი თვის რწმენა გჭირდება და ამ რწმენის საბაბი ახლა შენთან ერთად ჩვენც ვართ.

ქალები გაჩუმდნენ. ეიამ დედოფლის სხეულის გაწმენდა და ზეთების შეზელა დაასრულა. ყვითელი კაბით შემოსა, თმა დავარცხნა და საჭმლის მოსატანად გაეშურა.

- ნილოსის ნაპირებთან, იზიდას ოაზისთან ცხოვრობენ ჩემი ოჯახიდან იმ საშინელი დღის შემდეგ დარჩენილები. თხუთმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისინი არ მინახავს, მაგრამ მათ შესახებ ამბები ყოველთვის მოჰქონდა კორინთოში ერთ მეზღვაურს - ეია კართან შემობრუნდა დედოფლისკენ.- შემდეგ, ჩემი შენს სასახლეში გადმოსვლისას მათი კვალი დავკარგე, მაგრამ მჯერა, რომ ისინი ისევ იქ სახლობენ და ისეთივე სიხარულით მიმიღებენ, როგოც მანამდე ვცხოვრობდით ერთად. იქ დედოფლობაში ცხოვრებას ვერ დაგპირდები, მაგრამ უსაფრთხოდ ვიქნებით. მიწის ნაგლეჯს არ დაგვამადლიან და ამ ხალხთან ერთად შეგვიძლია იქ გადავსახლდეთ, თუკი შენი ძმა უარს იტყვის შენზე. სთხოვე, რომ მგზავრობა უზრუნველყოს მხოლოდ. მათ არ იციან უცხოობა და მათ მიწაზე კეთილი ნებით მისული ყოველი ადამიანი მათიანი ხდება უმალ.

ქალმა დედოფლის მდუმარე მზერას მიაპყრო თვალი.

- სთხოვე, რომშვილი მომიყვანონ და ჩემი ამჟამინდელი სამყოფელი არ დაატოვებინონ ამიერიდან. სადაც მე ვიქნები, იქაც ის იყოს.

ეიამ უფლისწული გაამზადებინა ქალებს დედოფალთან მისაახლებლად. მისი ბრძანება გადასცა და პირლამაზ ქალწულს სთხოვა მათთან, მათ მოსასვენებელში დაედო მასაც ბინა. თავად კი იქით გაემართა, სადაც საჭმელს ამზადებდნენ გემზე მყოფთათვის.

დედოფალმა ზღვის გახლეჩილ ტალღებში ჩააწვეთა ისევ თავისი სისხლი. ამოიმართნენ ზღვიდან უზარმაზარი არსებები - გაზრდილი ზღვის ცხენების სახე რომ ჰქონდათ და ნელი ცურვით გამოჰყვნენ გემებს უკან.

მეორე დილით თეთრებით მოსილი ეია გემბანზე იდგა პირით აღმოსავლეთისკენ ხელებაპყრობილი:

Page 12: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

12

- ჰოი, დიდებულო ნათელო! თვალშეუდგამოსიკაშკაშევ სისპეტაკისა, რომელიც ცხოველმყოფელი ხარ და რომელსაც ძალუძს სიცოცხლის წარგვრა მისი მინიჭების მსგავსად! მოწყალედ ეყავ დედოფალს, შენს შვილს, რომელიც ბედავს და დავიწყების ბრალდებას უყენებს შენს უდიდებულესობას. მიეცი გონება და შეძლება, რათა ძმასთან აღიდგინოს ის ურთიერთობა, რაც ჰქონდა შორეულ ბავშვობაში.

ნუ დაუბნელებ გონებას მის ძმას და ნუ დაანახებ მასში მოსისხლე მტერს, უმიწაწყლოდ დარჩენილის ლტოლვას სამეფოს გაყოფისა და წართმევისათვის. მოეც მას სამკვიდრო, რათა განაგოს იგი და გონებით მართოს. მიწას, რომელსაც შენგან მიიღებს საჩუქრად შენი დიდების სახელი მოიცავს. დღეს, რომელსაც შენგან მოცემულ მიწაზე შედგამს ფეხს, ჩემი მეოხებით დაერქმევა ნათლისდღე და იქნება იგი სადიდებლად შენდა -გვირგვინად იმ დღეებისა, რომლებსაც წყლებში გავატარებთ და დაერქმევა შენი დიდებული სხივების სახელები. სადიდებლად შენდა ყოველ სახლსა თუ ნაგებობაზე იქნება შენი სახება. ხოლო შენს მიწიერ სახებად მივიღებთ იმას, რასაც ამ მიწაზე პირველად შეეხება უფლისწული.

შეგვეწიე ჩვენ და კეთილ-ჰყავ მგზავრობა ჩვენი.

უღრუბლოცამიუხედავადმზისსისუსტისამაინცზაფხულისებრმცხუნვარებასაფრქვევინებდაამმნათობს. გემის სათვალთვალო ანძაზე შემომჯდარი დარაჯი ჰორიზონტსა და გემბანს ერთნაირად გასცქეროდა. მისი მხედველობის სიმკვეთრეს არ ეპარებოდა არცერთი სულიერის გაჭაჭანება. გზა შორი იყო დანიშნულების წერტილამდე და თუმცა სწრაფად მიჰქროდნენ ხომალდები, უკიდეგანო ზღვას დასასრული აღარ უჩანდა.

მესამე ღამე დგებოდა. წყლები ახლა მშვიდი იყო. თითქოს თავისი მღელვარება გემზე მყოფთათვის გადაეცა მას. მათგან წამოსული მოუთმენლობა და გაურკვევლობა თანდათანობით იპყრობდა როგორც მთლიანად მათ სხეულს, ასევე გარემოსაც და წყლის ბუშტივით გასახეთქად ემზადებოდა.

დედოფალი ისევ გემბანზე იდგა და თითიდან აწურავდა ზღვას სისხლს. უკუნი მესამედ იპყრობდა გარემოს და რომ არა მთვარის ანარეკლი და წყლის ტყლაშუნი, ჰაერში გამოკიდებული ეგონებოდათ თავი ადამიანებს.

ეიამ საჭმელად გაგზავნა ჩვილის მომვლელი. თვალებგაფართოებულ და საწოლზე მოღუღუნეს ამბავს სიმღერით უთხრობდა. პატარა ვერაფერს გაიგებდა მის მშობლიურ ენაზეც, მაგრამ ქალმა მაინც გადაწყვიტა, მისი თარგმნაც ეკისრა:

„როცა გარშემო სიბნელე იდგა, როცა არ იყო ქვეყნად ნათელი,

უკუნს ეფინა უხილავი ხელთა მარწუხი.

Page 13: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

13

სამყაროს ფარდა მოარღვია სამკუთხედის შიგნითა წვერმა.

მოვიდა სიშორიდანპესედექტი და თავისი შვიდი ასოთი დაბეჭდა კარი.

კარი, რომლითაც იგი გამოიქცა თავისი მშობლისგან არის დახურული იმიერიდან.

დაბეჭდა იგი ლოცვით, რომლის თქმა არ შეუძლია სხვა მოკვდავს და უკვდავს.

თავიდან იყო სიბნელეში, როგორც წყალში გაწოლილი მცურავი.

შემდეგ გაიფიქრა და გაიშალა. ყველაფერს იცნობდა ბნელში, რადგან თავისი იყო

და მოეწყინა ასე ყოფნა - გიფიქრა და მოიძრო ერთი ასო და სტყორცნა სიბნელეს.

შექმნა იქიდან სიყვარული და სწრაფვა და ბრუნვა და მისცა მას წითელი ფერი.

გაანათა მან ირგვლივ ყველაფერი და აჩვენა პესედექტს სიცარიელე, რომელიც იცოდა.

წითელს დაარქვა ის სახელი, რომელიც არ იყო მის სამყაროში, საიდანაც მოვიდა.

დაარქვა მას პირუმაში, რომელიც არის პირველადქმნილი და შეიცავს ბრუნვას და სიყვარულს და სწრაფვას.

ნახა, რომ სიცარიელე, რომელიც იცოდა, მოსაწყენი იყო და არაფერს მიემართებოდა სწრაფვა, ბრუნვა და სიყვარული

და მოიძრო მეორე კიდური და მისცა მას ფერი, რომელიც აქვს მზესუმზირას ყვავილის ფურცლებს.

უწოდა მას ორგუმაში, რომელიც არის მეორედ ქმნილი და სითბო ყველაფრის.

უბრძანა მას შეექმნა დანარჩენი სინათლეები, რომელიც შეეძლო და თბილი იქნებოდა.

მისცა ორგუმაშმაპირგუმაშს სითბოს დიდი ნაწილი და ერთად წარმოშვეს ყველა სითბო.

რადგან ყელაფერი ეს არ იყო საკმარისი, მოიძრო მესამე კიდური პესედექტმა და უბრძანა,

შეექმნა ყველა ის სინათლე, რომელსაც სითბო არ აქვს და უწოდა მას ასამაში,

რომელიც არის უფერო და უგულო და სწრაფვამ და ბრუნვამ და სიყვარულმა აურიეს ასამაში

და ამოანთხიეს მზე და მთვარე და ვარსკვლავები, რომელიც იყო მათ მუცელში.

Page 14: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

14

თავიდან ბნელში დადიოდნენ ისინი, მაგრამ ებრძოდნენ ერთმანეთს და აცლიდნენ ნაწილებს.

ამიტომაც პესედექტმა წაართვა მათ სხეულები და მხოლოდ თავები დატოვა მათი.

შექმნა პესედექტმა, რომელიც ყველგან და ყველაფერშია, თავისი სხვა ასოსგან სიმშვიდე და მხიარულება.

მისცა მას მწვანე ფერი და უწოდა მას ორომაში და მისცა ყვითელს და დაუმორჩილა მას.

არ კმაროდა ყველაფერი, რადგან მაინც მოსაწყენი გახდა და არაფერს ჰქონდა თავისი სახე.

სხვა კიდური მოიძრო და მისცა მას ის ფერი, რაც აქვს ცას, როცა მზე ანათებს

და უბოძა მას თავისუფლება და სიმშვიდე. მისცა მას ის სახე, რომელიც აქვს ყველა მდედრს

და ქალს, რომლებიც შედეგ შეიქმნადა უწოდა მას სემაში.

მოეწონა იგი პესედექტს და როდსაც კვლავ მოიწყინა, სხვა კიდურისგან შეექმნა მამრის სახე და მისცა მას ნიჭი სიმშვიდის, და შფოთვის. ხედვა აღმატებისა და წადილი მისი.

უწოდა მას უთხმაში, რომელიც არის უსარგებლო ნაყოფიერება და არის იგი სემაშზე მუქი.

სულ ბოლო კიდურისგან შექმნა ეს ორი სახე ერთად და უბრძანა პირუმაშს, შეერია თავისი მხურვალება.

მისცა მას ყველაფერი, რაც საჭირო იყო თავის თავში ახალთა წარმოსაქმნელად

და უწოდა მას სიახლის მშობელი, რომელიც არის ხერთუმეკი და მისცა მას ფერი, რომელიც აქვს იის ფურცლებს.

უბრძანა მას შეექმნა ცოცხალი სახეობები და დაესახლებინა მზის ახლოს მყოფ მიწაზე.

ის, რასაც აქვს ფერი შავი და თეთრი, დაიტოვა თავის თავში კავშირებისთვის თავის სხვა კიდურებთან.

უწოდა მათ სენოტობები ანუ წარმოქმნილი მოქმედები და გაუშვა თავისგან.

უბრძანა მათ შეექმნათ ყველაფერი, რაც საჭირო იყო სამყაროს მოსართავად და თავის სადიდებლად.

Page 15: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

15

და აუკრძალა მათ მისი მსგავსის შექმნა, რათა არ წასულიყო სხვა სიბნელეში და არ ექმნა ის, რაც მან ქნა.

რადგან ყველაფერი უკან უნდა დაბრუნდეს იმ დროს, როცა მის მშობელს დასჭირდება

და რადგან გაიღება ისევ კარი უკან დასაბრუნებელი და მიიღო თვითონ მრგვალი ფორმა.

ერთადერთი თვალისგან, რომელიც არ სჭირდებოდა, შექნა ყველა წყალი და მოაბნია ყველგან.

თმებისგან შექმნა ჰაერი, რომ ეცხოვრა ყველა ცოცხალს და არაცოცხალს.

მზის ახლოს, რომელიც პატარა იყო, ხერთუმეკმა შექმნა ყველაფერი, რაც საჭირო იყო სიცოცხლისთვის.

შეიქმნა ყოველგვარი სულიერი და არასულიერი და უბრძანა მათ სიტყვით თუ უსიტყვოდ

ედიდებინათ პესედექტი და ყოველი სენოტობი, რომეთაც ისინი შვეს.

თავიდან მისცა მათ საკვებად ჰაერი და წყალი, ხოლო როცა მზემ, რომელიც პირუმაშისგან იყო,

გადიდება დაიწყო, ჰაერმა და წყალმა გაქრობა იმ ადგილიდან, სადაც თავიდან სახლობდნენ შექმნილები,

მზისგან მოშორებით წაიყვანეს ისინი სენტობებმა და ბოლოს დაასახლეს იმ მიწაზე, სადაც ახლა სახლობენ.

მცენარეებს წაართვეს მოძრაობა და ადამიანებს ასწავლეს მათი ჭამა.

რადგან სენოტობებმა შექმნეს სხვა გრძნობები, პესედექტმა გააჩინა სიკვდილი, რომლის შემდეგ ისევ მიწაზე უნდა დაებრუნებინა ადამიანები. ამ დროიდან მისცა მათ სულები

და საკვებად ხორცი ზოგიერთი ცხოველის და გამოარჩია საკვებად ვარგისი მცენარეებიც, რადგან მანამე ყველაფერს ჭამდნენ.

და რადგან იყო სიკვდილი, რომელიც არ იყო ღმერთი და იყო ყველა გრძნობა, მათ წარმოშვეს სხვადასვა თვისებები ადამიანებში.

თავისი განუსაზღვრელი ძალაუფლებისთვის უბრძანაპესედექტმაუთხამასს შეექმნა სიკვდილი.

Page 16: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

16

და უთხამასმა შექმნა სიკვდილი, რათა ედიდებინათ პესედექტი და სენოტობები.

ადამიანებს, რომლებიც არიან მისი ერთგულები და იცავენ მის წესებს,

მისცა მცენარე, რომელსაც აქვს ვარდისფერი სხეული და ეკლები და ცისფერი ყვავილი.

როცა იგი ყვავის, და მწიფდება, ჩერდება ერთ ადგილას და აღარ გადადის ჰაერსა და ცაში,

მიწაზე პოულობს ადგილს და მის ირგვლივ აჭკნობს და აქრობს ყოველივეს.

წყალში იგი ჰგავს უფხო და უფარფლებო თევზს და მოძრაობს თავისით,

ჰაერში არის ფრინველის სახით, რომელსაც ვერავინ ხედავს.

ცეცხლში იგი ხდება მისი მკვებავი და მისით კვდება ყოველივე, რაშიც არის ცეცხლი და წყალი და ჰაერი.

მიწაზე იგი კარგავს მოძრაობას, რადგან მძიმდება შეურყვნელი ნაყოფით და აქვს მას ყვავილის სახე.

როცა მას იხილავს ადამიანი, მოკრეფს და მისგან დაამზადებს სითხეს, აძლევს მას ახალგაზრდობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.

ქალი რომ მოჰკრეფს მას, მუცლად უნდა იღოს, რათა მოუფრთხილდეს და თავისი ყველა ძალა ჰქონდეს.

თუ კაცი ნახავს და მოკრეფს, აქცევს მას თავის საკვებად, მისი სისხლისგან შემოსაზღვრავს გარემოს.

ვერ შედის ამ გარემოში ჰაერი და ხმაური და წყალი და ასე მწიფდება იგი.

მანამდე კი არის თეთრი ყვავილი და ცოცხლობს იმ დრომდე, სანამ სისხლს არ შეჭამს

და მისი ნამდვილი ნაყოფი დაიწყებს მთლიანად დამწიფებას.

როდესაც მას მოჰკრეფს ქალი, იწყება სიახლე და ახალგაზრდობა და მარადიულობა

და იძვრება მიწა და შეაზანზარებს ყოველივეს, რომელიც არის მის გარშემო,

რადგან პირველად შეეხნენ მას ხელით და მოკრიფეს.

როდესაც მისი შემსმელი ქალი მუცლად იღებს სხვა ნაყოფს, ბერდება ექვსი წლით

იმ კაცთან ერთად, რომლის თესლი იღო ნაყოფად.

Page 17: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

17

ასე შეიქმნა სამყარო და სიკვდილი. ყველა ფერი მასში და როცა ისინი კვეთენ ერთმანეთს,

იქმნება ახალი სიკვდილი და კიდევ იწყება ახალი სამყაროს შექმნა.

რადგან პესედექტს აღარ სურს ახალი სამყაროს შექმნა, აკრძალა ყოველივე ამის ქმნა

და ამ მცენარით მიანიჭა ყველას მარადიულობა, ვინც ნახავს და მიიღებს მას.“

თუთა ოთახში შემოვიდა. ეიას გაუღიმა.

_ ისევ იმ ძველ ამბებს უყვები, რომლის სიმართლეც არავინ იცის? ჯერ ხომ მაინც ვერაფერს დაიმახსოვრებს?

_ არც ის იცის ვინმემ, რომ ეს ამბავი ტყუილია, დედოფალო. ბავშვმა კი თავიდანვე უნდა იცოდეს ყველაფერი, რადგან იგიც ისეთივეა, როგორიც ჩვენ და ყოველგვარი ნაყოფი, რომელსაც მოვლა სჭირდება.

მესამე ღამის მთვარემ შორეულ ნაპირებს მიახეთქა ადიდებული ზღვა. დაისვენა და მომდევნო ღამისთვის მზადებას შეუდგა.

თავი III

დილის მზის სხივებს აჰყვა ეია. ისევ გემბანზე გაემართა და ლოცვა წარმოთქვა.

მესაჭე კვლავ იქ იდგა, სადაც ადგილი იყო მისი. ძლიერი მკლავებისა და სხეულის კანი გაემუქებინა მზეს. ეჭვნარევი მზერით უყურებდა ქალს, რომლის ლოცვა არ ჰგავდა თვისი მიწის მლოცველთა სიტყვებს. ქალმა თითქოს იგრძნო დაჟინებული მზერა და როდესაც გამოერკვა თავისი საქმიდან, მისკენ მიიხედა და გეზიც იქით აიღო.

_ შენს დაუღალავ და მუხლჩაუხრელ შრომას დააფასებენ ისინი, ვინც აქედან მიგყავს - თავის ოდნავი დაკვრის შემდეგ უთხრა კაცს.

_ მხოლოდ საფასურის გადახდას არ უნდა ელოდებოდეს კაცი. მისი ფასი მისი ქმედებაა, ხოლო ვალდებულება ის, რომ სხვათა გვერდით იდგეს უსამართლობისა და ბოროტების წინააღმდეგ.

_ ყველა რომ შენს მსგავსად ფიქრობდეს, ამ გემზე ყოფნა არ მოგვიხდებოდა და არც ამ გზას დავადგებოდით ერთად.

_ ვინ იცის, რა მოხდებოდა, როდესაც ბედისწერის ღმერთი სიცილით ათამაშებს ადამიანების ძაფებს და თავის გასართობად იქარგავს მათ ყოველ ახალ კაბაზე.

Page 18: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

18

_ თუკი გეტყვი, რომ იგიც სხვას ემორჩილება, ალბათ, სათქმელად გექნება, მასზე დიდი ბოროტება იმორჩილებსო. მაგრამ თუკი იმას გეტყვი, რომ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელიც სხვაგან არ უნდა გადავიდეს და იმ დრომდე ვართ აქ სანამ უზენაესი ღმერთი გადაწყვეტს, ამაზე რას მიპასუხებ?

_ რომ საბოლოოდ ყველაფერს უაზრობამდე მივყავართ და მასში ყველაზე დიდი უაზრობა მორჩილებაა.

_ მორჩილება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელიც მას დაბადებით დაჰყვება და იმ დრომდე გრძელდება, სანამ ამის საჭიროება იარსებებს მისთვის. რაც მეტს მოითხოვს, მით მეტად მორჩილი შეიქმნება და მით მეტი უნდა დააბრუნოს.

_ საკმარისი არ არის იმის დაბრუნება, რაც მიეცა?

_ თუ ღმერთს გულისხმობ, მას სწორედ ის მიაქვს, რაც მისია და თუ დააკვირდები, ყველაფერი, რასაც აქ მოვიპოვებთ, ისევე წარმავალია, როგორც ჩვენ. ყველაფერი ისევე ხრწნადი და შლადია, როგორც ჩვენ, მაგრამ სულიერებში ეს ყოველივე უფრო სწრაფად და თვალშისაცემად ხდება, ვიდრე არასულიერებში.

_ რაღატომ ვჭირდებით მაშინ?

_ მისი ნაწილები ვართ, მასში ვცხოვრობთ და ისაა ყოველივე, მაგრამ ნუთუ ყელაფერი იცი, რაც შენი სხეულის შიგნით ხდება? განა საკვებს, რომელსაც ვიღებთ იგივე სახე აქვს გამოყოფისას, რაც მიღების წინ ჰქონდა? ღმერთს, რომელმაც საცხოვრებლად მხოლოდ ის ადგილი მოგვცა, სადაც არსებობა შეგვიძლია, იმისთვის ვჭირდებით, რომ დარწმუნდეს, რამდენად სწორად ვიცხოვრეთ. რომ არაფერი გვიმოქმედია ისეთი, რაც ახალ კარს გააღებდა.

_ მაინც იმ უაზრობამდე მივდივართ, რომ არაფერში ვართ საჭირონი და ბოროტებაც და სიკეთეც, რომელსაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ ჩავდივართ, მისი აზრსმოკლებული ნაწილია იმდენად, რამდენადაც თავად ჩვენ გამოვდივართ.

_ მაგრამ ხომ არის ძალა, რომელიც იქით მოგვიწოდებს, რომ ბოროტებასა და სიკეთეს შორის ზღვარი დავინახოთ? არაფერი მოდის თავისით და არაფერი მიდის. ყველა მოქმედებას სხვა ქმედება უძღვის წინ, რაც საერთო კეთილდღეობაშია ერთმანეთთან და იმ სიმღერის ნაწილია, რომელმაც ფერები მოიტანა. არაფერია იმაში ცუდი, იყო მთელის ნაწილი, რადგან მთლიანობა მოგყავს მოძრაობაში. უნდა გჯეროდეს, რომ ეს ერთობა უშენოდ ვერ იმოძრავებდა. ასე ხდება იმ დრომდე, სანამ განვითარების საჭიროება არ იპოვის იმას, რაც უკან დაბრუნდება და საბოლოოდ შეერწყმება ღმერთს. იქნება მაშინ და მის შემდეგაც მასთან ერთად, როდესაც ძახილის ხმას

Page 19: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

19

გაიგონებს. და ეს ძახილი არის იმდენად უტკბესი და უნეტარესი, რომლის შესახებაც არაფერი იციან ადამიანებმა.

ქალი გაჩუმდა. კაცის მზერას მიაპყრო თვალი და დააკვირდა, როგორ გადადიოდნენ მისი თვალები საგნებიდან საგნებზე. უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვებამ სიამოვნების ნატამალიც არ მოჰგვარა. ადამიანთან კამათს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი აღმატებულ საკითხებზე, თუკი ორივეს ერთნაირი ცოდნა აქვს. განსხვავება ამ შემთხვევაში მხოლოდ აღქმაზე დადის და იმ მტკიცებულებებს სცდება, რომელთა ხილვაც მხოლოდ თვალისთვისაა შესაძლებელი. გემის მესაჭეს, რომლის ცოდნაც მხოლოდ ვარსკვლავებზე თვალყურის დევნებით, მრავალთევზიანი ადგილების მოძებნითა და დამახსოვრებით, ქარის ქროლვის სიძლიერის, მისი მხარეობის დადგენით შემოიფარგლებოდა, რა თქმა უნდა, ღმერთების რწმენაც მხოლოდ ამ კუთხით ექნებოდა. კამათში უპირობო გამარჯვებისთვის არც იყო მოსული. საუბრის ამ მიმართულებით გაგრძელებას და კაცისთვის აზრების მოკრეფას არ დაელოდა, ისევ განაგრძო:

_ დედოფლის ძმასთან მივდივართ. იმ მიწაზე, საიდანაც იგი წამოვიდა. არაფერია ახლა მისთვის ასეთი ტკბილი და მტკივნეულიც ამასთანავე, როგორც ეს დაბრუნება. ამბობს, რომ მისი ძმა აქამდე რომ არ მოვიდა მის დასახმარებლად, ახლაც არ მიიღებს.

_ დედოფლის ძმამ არ იცის, სამეფო კარზე რა მოხდა.

_ მას ამბავი აცნობეს მისი დის იმ მსახურებმა, რომლებიც წამოსვლისას გამოჰყვნენ.

_ ისინი მკვდრები არიან. იმ დღეს დახოცა მეფისნაცვალმა, როცა დედოფალმა არაფერი იცოდა თავისი ქმრის სიკვდილის შესახებ.

_ მაშ, უსაფუძვლოა ყოველი მისი შიში და გასაგებიც, რატომ არ ჩამოვიდა მის დასახსნელად და დასახმარებლად.

_ მისმა ძმამ მხოლოდ ის იცის, რომ ტახტის წასართმევად რაზმს კრეფდა მისი და, რათა დაეტოვებინა თავისი მეუღლე და როდესაც ისინი შეკრიბა, ჯადოსნობით თავგზა აუბნია ყველა მის მომხრეს, ხოლო მეფე მოკლა. ერთადერთ საღად მოაზროვნედ თავისი თავი წარუდგინა და სთხოვა, თავისი დისთვის განაჩენი თავადვე გამოეტანა. სწორედ ქორწილის წინა დღეს დაბრუნდნენ ელჩები, რომლებმაც იმავე შხამით დედოფლის მოწამვლის ნებართვა მოიტანეს სასახლეში.

_ ვინ იცის, რა შხამით მოწამლეს მეფე? ან შხამით მოკვდა თუ არა?

Page 20: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

20

_ როდესაც ბრძოლის ველზე პირველ დღეს მეფის ქმედებები მოახსენეს, დედოფლის ძმამ თავად თქვა, რომ ეს შხამი იყო.

_ სხვას არ შეეძლო მისი მოწამვლა? სასახლეში ხომ არ იმყოფებოდა მაგ დროს?

_ საქმეც ეგაა, რომ ბრძოლის დაწყებამდე, გამგზავრების პირველ დღესვე ჭამა ის, რაც დედოფალმა გაატანა.

_ ჩემი თვალით ვნახე მეფის გამგზავრება. დედოფალს მისთვის საკვები არაფერი მიუცია.

_ მხოლოდ შენ ნახე?

_ და ქალთაგან იმათ, ვინც ოთახში იყო. დედოფლის პირისფარეშებმა, რომლებიც საპყრობილეში ისხდნენ წამოსვლის დღემდე.

_ მაგიტომაც დააკავეს ყველანი. მისი სამკაულები მხოლოდ საბაბი იყო.

ქალმა თავი ჩახარა. გაეღიმა და სივრცეს გახედა.

_ სამკაულებზე ხომ ისედაც ვიცით, სად წავიდა?

_ ეგ მხოლოდ საბაბი იყო და მაგათ გარეშეც სხვა მიზეზს მოიგონებდა მეფისნაცვალი მათ დასასჯელად. თუკი შეიბრალებდა და სიკვდილით არ დასჯიდა, არც არავინ იტყოდა რამეს, რადგან ერთია, როცა მეფის ძმა ხარ და მეორე, როცა თავად ხდები მეფე.

_ საქმე რთულია, მაგრამ იმის გამოძიებას, რა მოხდა იქ, სჯობს იმაზე ვიფიქროთ, დედოფალს როგორ დავეხმარებით. სისხლის უკანასკნელ წვეთამდეც რომ დაგვიჯდეს, მის სიმართლეში უნდა დარწმუნდეს მისი ძმა.

_ როდესაც თავად იხილავს, რომ სიგიჟე არ ეტყობა, ყველაზე უტყუარი საბუთი იქნება ეგ.

_ ტახტის დაკარგვის შიშით სიმართლეს ივიწყებენ ხშირად მისი მფლობელები. მხოლოდღა უმცროსი ძმისწული გვრჩება იმედად. ერთმანეთში განსაკუთრებული სიყვარული აქვთ და მოახერხებს მამის გადარწმუნებას, თუკი ჩვენი მისვლისას მის დამარტოხელებას მოვახერხებთ როგორმე.

იეათუთასთან დაბრუნდა. განშორების ხანგრძლივობით გაკვირვება ეტყობოდა დედოფალს. ახალ ძიძას თვალით ანიშნა ეიამ იქაურობის დატოვება. ქალიც ჩვილთან ერთად გაემართა სხვა ქალების სამყოფელში.

Page 21: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

21

ახალი ამბის მოყოლის შემდეგ, საყვარელი ძმისწული უხსენა ქალმა. წამით სხვა ფერმა დაჰკრა თუთას. ალმურმა სახე აუწითლა. ბრაზსა და სინანულს მეყსიერად მოერია. გაახსენდა მედეა. სახეწყნარი და ჩუმი გოგონა. სასახლის დატოვებამდე რომ თავად ზრდიდა და ყველაფერი შეასწავლა, რაც იცოდა.

გაახსენდა ტყის მეუფისადმი მიძღვნილი დღე, როცა ძმის მშობიარე ცოლმა ტყუპი ქალ-ვაჟი შვა. როცა ყველანი - ძმის ცოლის, პირისფარეშებისა და მშობიარეთა შემწის გარდა ხეებს მადლს სწირავდნენ და სისხლით ნიშნავდნენ. იმ დღეს თხის ტყავმოსილმა და ვაცისწვერამ თავის სურვილებს დაუმორჩილა ქალწული. მის წინაშე ჩამობნელებულ არეში მხოლოდ ის სახე ჩანდა, რაც ზემოდან დაჰღმუოდა. დამორჩილების ყოველ გამოვლინებაზე აღმომხდარი ბგერები და სიტყვები თანდათან არწმუნებდა მის ნაცნობობაში. თვალები, რომელთა ცნობაც მაშინვე შეძლო, ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდნენ. თუთას რჩეული ტყავგაქექილი ხიდან სითხეს სისხლი ჩამოჰქონდა იმ მიწაზე, რომელმაც თავისი ძმის ოფლის წვეთები ხარბად შეიწოვა.

როდესაც ხის ძირას იპოვეს მისთვის მობრუნებულმა მსვლელობის მონაწილეებმა, ტანს შემოფლეთილი თეთრი კაბა მიაფარეს. რადგან მისი მონათხრობიდან ვერავინ გაიგო რა მოხდა, ტყის მეუფეს მიაწერეს.

_ მის მეუფებას თავისთვის აურჩევიხარ, ბატონიშვილო. თუკი ნაყოფად გექცა მისი თესლი, ბედნიერი იქნება და ყოვლისშემძლე - თქვა წინასწარმეტყველმა, რომელიც მისი მასწავლებელი გახდა იმ დროიდან და გვერდიდან აღარ იშორებდა ქალი. სასახლეში გამოჩენას მოუკლო. ემალებოდა ყველას დაყველაფერს. იმ რვა თვის ბოლოს, როდესაც მოსავალი მთლიანად აღებული იყო, თუთას უკვე ბევრი რამ ჰქონდა შესწავლილი. ძმამ დის ნაშობი გოგონა ისევე შეიყვარა, როგორც თავისი ტყუპები და რადგან მომდევნო წელს მისი გათხოვება დააპირა, მედეა თვითონ იშვილა. ყველა მხილველს თუ არამხილველს ამბავზე საუბარი აუკრძალა და დამრღვევებისთვის სასჯელად წამებით სიკვდილი დააწესა.

ქალს რამდენჯერმე ჰყავდა შვილი ნანახი. თავის დაცვა რომ ესწავლებინა, წამოზრდილი იმავე წინასწარმეტყველს მიაბარა, ვინც მისი მასწავლებელი იყო, თავად კი ის სამაჯური აჩუქა, რომელიც თავისი შელოცვებითა და ნახარშებით გამოაწრთო. მისი მოხსნა კი მხოლოდ თუთას შეეძლო იმ ბეჭდით, რომელსაც მედეას გათხოვების შემდეგ გადასცემდა. სამაჯურს გოგონა ყველა სიავისგან უნდა დაეცვა, მოხსნით ბედისწერისა და თავისი ცოდნის ანაბარა რჩებოდა.

Page 22: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

22

ამ ფიქრებმა დაუძლეველი მონატრებით აღავსო და სიკვდილისთვისაც კი მზად იყო ახლა, თუკი მას ნახავდა წამით მაინც.

_ როგორც ამბობენ, დედოფალო, მხოლოდ მას ენდობა შენი ძმა თვალდახუჭული. შენი და ამასთანავე ჩვენი გადარჩენის ერთადერთ წყაროსაც მივაკვლიე. თუკი იქ დარჩენის ნებას არ დაგვრთავს, მედეა იმას მაინც მოახერხებს, რომ უარი იყოს საკადრისი. დედოფლისა და დისთვის შესაფერისი.

თავისი ხვედრი ახლა უფრო მწარედ ეჩვენა, ვიდრე აქამდე ხედავდა.

_ უნდა მოვიფიქრო, ეია! - ხმის ბზარმა მხოლოდ ესღა ათქმევინა.

_ საღამომდე მარტო იქნები, თუ დაგჭირდება. შენი კეთილგონიერების იმედად ვართ, ესეც გახსოვდეს.

_ დილამდე! - ბრძანებასა და თხოვნას ერთად ჰგავდა.

ღამის სისხლის წვეთებმა მეოთხე სავსე მთვარე ამოაცურეს იქიდან, საითაც მიცურავდნენ.

თავი IV

გემიდან გადმოღვრილი ლოცვებისა და სისხლის სანაცვლოდ ეია და თუთა მიწაზე მშვიდობიანად გადასვლას ელოდებოდნენ. მეოთხე დილის მზემ, რომელსაც გარს ღრუბელი შემოეჯარა და გაზაფხულის თავაშვებული წვიმისთვის ამზადებდა ზღვის აღელვებულ ტალღებს, უცნაურად სველი ჰაერი მოიტანა. იგი არ ჰგავდა არც ნისლებს, რომლებიც მთებიდან აიშლებიან და გადაფარავენ თვალსაწიერს. არც ადუღებული საჭმლის ოხშივარს, რომლის იქითაც მაინც ხილვადია ყველაფერი. გარს შემოჯარულ თხევად უსასრულობას გაუსაძლისი, დამღლელი და ოფლმდენი სიმძიმე ახლდა თან. ისეთივე აუტანელი გახდა ყველაფერი, როგორც ახალი ამბის მომლოდინისთვის მარადიულ რუტინაში ყოფნაა. დაუსრულებელ ამბავს, რომელიც დროში იმდენად მოსაწყენად გაწელილი ჩანს, უბრალო დეტალებისთვის მნიშვნელობის მინიჭებაღა რჩება გამოსავლად და ლოდინი, რომ რაღაც უმნიშვნელოვანესი უნდა მოხდეს, ამ რუტინათა კასკადის სკრუპულოზურობით იმდენად ახალ მნიშვნელობას იძენს, რომ ხანდახან მოლოდინებსაც ამართლებს.

მართალია, ყველა დიდებულ მოვლენას ელოდებოდა, მაგრამ მისი წინასწარ განჭვრეტა ვერავინ შეძლო. გემის ანძაზე შემომჯდარი დარაჯი იმის შიშით კანკალებდა, ვაითუ, ქარსა და თავსხმა წვიმაში ერთიანად გალუმპულს ფეხი დასცდენოდა. ორმაგი

Page 23: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

23

საფრთხე იყო მისთვის უცხო წყლები. ერთი ის, რომ ტალღათა მუდმივ რყევას ოდნავი თავბრუ დაეხვია და თუკი სიძლიერეს მოიკრებდნენ წყლის კლანჭები, ჩამოვარდნით ან გემბანზე აუკრეფად დაიშლებოდა, ან უცხო დემონები დაუბრუნებელი ფსკერისკენ გააქანებდნენ. ამას ემატებოდა ისიც, რომ გაჭირვებულ სუნთქვასა და ცის ჩამუქებას მხედველობა გაეუარესებინა. მისი თვალსაწიერი ვერც ამოზრდილ კლდეებსა და ახლომდებარე მიწას გაარჩევდა, რაც არამხოლოდ თავად უქმნიდა საფრთხეს, არამედ გემებზე მყოფ სხვებსაც.

მის ფეხქვეშ სირბილსა და ჟესტთა გაუცნობიერებელ შობას, რომელიც ხელით ჰაერის მოქნევას, დანიავებას გულისხმობდა, უდაბნოში მავალი არეული ქარავანის სახეს აძლევდა მათ. იმის გათვალისწინებით, რომ ქალთა უმეტესობას საქმე არაფერი ჰქონდა, ხან გემის კიდეებს მიაწყდებოდნენ, ხანაც მენიჩბეებთან აბამდნენ შორეულ არშიყობას, რომელსაც მომავალიც არ უნდა ჰქონოდა.

უნიჭოდ გაგრძელებული ამბავივით სვლას ჩაშავებულმა ზღვამ ოდნავი ქშინვით მოაშორა მონაცრისფრო ღრუბლები და ისევ უკიდეგანო ცისა და წყლის ამარა დატოვა მოლოდინითა თუ შრომით დაღლილი მგზავრები.

ყველა გზის სასიამოვნო დასასრულს ელოდებოდა გარდა იმ მცირედი ადამიანებისა, რომელთათვისაც ცნობილი იყო, საით მიეშურებოდენ. დანარჩენებმა, რადგანაც მდევარი ამდენი ხნის განმავლობაში ვერსად დალანდეს, ათასგვარი გასართობი იპოვეს ხსენებული არშიყის ჩათვლით, რომელიც მამაკაცთა იმ დონემდე გახელებას იწვევდა, რომ მხლოდ ზმანებაში ხედავდნენ უსახო ქალებსა და მათთან თავდავიწყებულ ალერსს ეძლეოდნენ აქ.

ამ საერთო უცვლელობაში წინა ღამით ქალის გულიანმა და შემდეგ მოგუდულობაში გადასულმა სიცილმა გაიჭექა. ტალღათა გონებიდან გადამყვან მსხვრევას შერეული ეს ახალი ხმა იმდენად დიდ სიახლედ მოეჩვენა ეიას, რომ მის დაღლილ სხეულს ავისმომასწავებლობის ფერი დაადო ზმანებაში. ოდნავ გამოფხიზლებული ავიდა გემბანზე და იქ სახედამალულ ქალს შეასწრო თვალი, რომელსაც მეწყვილე რაღაცას ეჩურჩულებოდა. პირისახით ზღვისკენ შებრუნებულები იმდენად ჩართულები იყვნენ ჩამავალი მთვარის ცქერასა და საუბარში, რომ ვერც შენიშნეს მათკენ მიმავალი. მენიჩბეს, რომელსაც სამეფო კარზე ერთ-ერთი დიდებულის ტიტული ჰქონდა, აქ გამოეტყუებინა მონა-მხევალი. ნაიუ შეიცნო მასში.

_ ამ მშვენიერ ღამეს ძილზე აღმატებულში თუ დახარჯავს კაცის შთამომავალი- თქვა მიახლოებულმა ეიამ. ქალი მეყსიერად გადგა განზე და წასასვლელად მოემზადა.

Page 24: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

24

კართან დალოდება უბრძანა და მენიჩბე დაიმარტოხელა - დილისთვის ძალები საკმარისად გაქვს, როგორც ვხედავ.

_ მეფის უუფლებო ხარჭას არ შეუძლია, რამე მიუთითოს იმ ადამიანს, რომლის წარმომავლობაც მისას აღემატება _ განრისხებით წარმოთქვა კაცმა.

_ აქ არც მეფეა და არც მისი დიდებული ხარ. მასზე უარი მაშინ თქვი, როდესაც გემზე შემოაბიჯე. თუ ასე გაგრძელებას აპირებ, შეგიძლია ახლავე გადააბიჯო ამ ზღურბლს და დაე, შენმა დიდებულებამ და უფლებებმა გიხსნან. შენიწარმომავლობა, რომელსაც ღმერთთან უყრია წილი და რომელთა სისხლიც შენს სხეულში ჩქეფს, უვნებელსა და ჩაუძირავს გაგიყვანს აქედან.

_ იმდენად სულელი არ ვარ, რომ ღმერთების გამოცდა დავიწყო. მათ სიცოცხლე ჩემს წინაპრებს მისცეს, მე კი მხოლოდ სისხლი მაქვს ღვთიური. შეუძლებელია, ყველას ისე მფარველობდნენ, როგორც პირველ მათ შთამომავალს. მათი ძალა ჩემს სხეულშია დაბუდებული და გამოვლენა მხოლოდ ისეთ შემთხვევებშია შესაძლებელი, როდესაც გაჭირვების ჟამს ღმერთები ინებებენ.

_ გაჭირვების ჟამია ამ ზღურბლს გადაბიჯება. მხოლოდ ის გახსოვდეს, რომ შენი წარმომავლობა შენი ღმერთებივით იმ მიწაზე დარჩნენ, საიდანაც წამოხვედი. არავის ძალუძს მათი იმედის ქონა ახალ მიწაზე, სადაც ახალი ღმერთები მეფობენ. თუკი ამას გააცნობიერებ, ვინ იცის, იქნებ ღირსიც გახდე ახალმა ღმერთებმაც ისევე მიგიღონ, როგორც ძველები არ გაკარებდნენ ცივ ნიავს.

_ ახალი ღმერთები რაში მჭირდება მაშინ, როდესაც ჩემები არიან შემწედ?

_ განა რამე დააშავე იმ მიწაზე მათი კალთის ქვეშ, რომ საპყრობილეში ამოჰყავი თავი?

_ საჭიროდ არ მიმაჩნია იმ მონასთან საუბარი, რომლის ნაყოფიც მეფეთა თესლის გაღვივებისასაც კი ვერ მოიტანს მონის თავისუფლებას.

_ შენ რომ მონას უწოდებ, მისი წყალობით ხარ იქ, სადაც ახლა იმყოფები. სხვა დანარჩენმა კი ზურგი ისევე აქცია შენს აღმატებულებას, როგორც მდინარის წყალმა იმ მთას, რომლისგანაც ჩამოედინა.

_ არაფერი მაქვს მისი საწყალობელი. აქ წამოსვლის ნება ჩემი იყო და მიწაზე გადასვლისას ისეთსავე პატივს მოვითხოვ, როგორშიც ვიყავი.

_ მგონი იმ მდგომარეობაში არ უნდა იყო, შენო აღმატებულებავ, რომ რამე მოითხოვო. დედოფალი, რომელსაც ახლა თან მოჰყვები, თავის სამკვიდროში ან მონად გაქცევს, ან რჩეულად. მისთვის აღარ არსებობს იმ მიწის კანონები, რომელზეც სახლობდა. თუკი

Page 25: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

25

იმ წესების მეუფეს ვერავინ შეეწყობა, რომელიც მისი ძმის მიწაზე სახლობენ, ყოველთვის მზად არის ორი ბოლო - უკან დასაბრუნებელი და ეგვიპტური კვარცხლბეკი.

_ მაგ მიწის ღმერთები ჩემი ღმერთები როგორ უნდა გახდნენ, როცა მათთან არაფერი მაკავშირებს?

_ დედოფალი გაკავშირებს. იმაზე მეტადაც, ვიდრე წარმოგიდგენია. დიდებულება არ ნიშნავს სრულ თავისუფლებას და ამის ჭეშმარიტებაში გადატანილმა უბედურებამაც დაგვარწმუნა. დედოფალი ჩემს რჩევებს ითვალისწინებს და მისი ძმის სამეფო კარზეც გაითვალისწინებს.

_ ქმრისა და ქმრის ძმის ხარჭასთან რა საერთო უნდა ჰქონდეს დედოფალს?

_ არაფერი აახლოებს ისე ადამიანებს, როგორც საერთო გასაჭირი. ხოლო თუ გასაჭირში ჩავარდნილი ერთის შემწე ლხინში მყოფი მეორეა, ეს მათ ურთიერთობას კიდევ უფრო აკავშირებს და აძლიერებს. რადგან ახლა ვერაფერს ხვდები, დასაძინებლად გაემართე. ვინ იცის, იქნებ დილით ნიჩბების მოსმისას მოვიდეს ის საღი აზრი, რისთვისაც ახლა ამდენი საუბარი დამჭირდა. თუკი არ მოვა, შეგვიძლია მაშინ ვისაუბროთ, როცა შესვენება მოგიწევს.

ეია იმ კარისკენ გაემართა, სადაც წეღანდელ სიცილმოგვრილი ქალი ელოდებოდა. თავდახრილი იდგა. მონობასა და ბატონთა ბრძანებას ნაჩვევი თავის აღმართვას ვერ ბედავდა. მორჩილება ვერასდროს ავლენს თავის მეუფებას სხვებში ისე, როგორც თაობებით დამონებულ ადამიანებში. ფერი, რომელიც ჩამავალმთვარიან ღამეს ახლა ედო, ეიას კიდევ უფრო არწმუნებდა ამაში. ოდესღაც თვითონაც სურდა შვილის გაჩენა და ემზადებოდა კიდეც ამისთვის. მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ მის მიერ გამოღებული ნაყოფი ვერასდროს გახდებოდა თავაღებული და გამართული, თუნდაც მეფის შვილი ყოფილიყო, სხვადასხვა მინარევებს მიმართა. მათი გამოყენება არათუ დაბუდებულ თესლს გამოდევნიდა, მის შესვლასაც ხელს უშლიდა.

ქალს თავი ააწევინა. მხრებში გამართა და მის შეშინებულ სახეს დააკვირდა. დაფნისა და ფიჭის სურნელი შეიგრძნო თავისდა უნებურად.

_ შენი სახე ასეთი მხოლოდ მაშინ უნდა იყოს, როცა საფრთხეს ელოდები ან მათ წინაშე ხარ, ვინც თავისი წარმომავლობით შენ აღგემატება. საპყრობილემ ეს ზღვარი ყველას წაუშალა იმ დრომდე, სანამ სხვა ღმერთი არ მიიღებს თავისი მოწყალების ქვეშ ყველას. ახლა ზღვათა მეუფის ხელში ვართ. მხოლოდ ის ვიცით, საით მივდივართ და არავის შეუძლია იმის განჭვრეტა, ცოცხლები მივაღწევთ თუ არა მას. ის კაცი, წეღან

Page 26: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

26

რომ ესაუბრებოდი, ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც რთული საქმე აკისრია. მისი ყოველი უძილო ღამე საერთო საქმის უკან დაწევის ტოლფასია. თუკი ამას არ გავითვალისწინებთ, ვინ იცის, რამდენ ხანს იქნებიან მოწყალეები ზღვისა და ცის ღმერთები ჩვენდამი. ყველა საქმეს თავისი დრო აქვს და იმ ნაწილში უნდა მორჩეს, რაც მისთვისაა გამოყოფილი. ყველაფერი დროთა მეუფეს ემორჩილება დედამიწაზე. ძროხებმაც კი იციან, როდის დაბრუნდნენ იმ ადგილას, სადაც ღამის საკვებს მისცემენ ადამიანები. ოდნავი შებრკოლებისასაც კი სირბილით აგრძელებს მათ გზას არა იმის შიშით, რომ საკვების გარეშე დარჩებიან არამედ იმიტომ უფრო, რომ დროის ღმერთს ემორჩილებიან. თუკი ღამის გათენება გარეთ მოუწევთ, მათთან მოჩურჩულეები ეუბნებიან, რომ შესაძლოა, მგელმა შეჭამოს. ჩვენი მგელი კი ამ უცხო წყლებშია და ვინ იცის, იქნებ სათანადო ჟამიც დაუდგეთ, რომ ერთიანად ჩაგვნთქან. მერე კი ჩვენს გამოქცევას იმ უკვე შორეული მიწიდან აზრიც არ ექნება.

_ ეს აღარ განმეორდება- თავი დაუკრა ისევ ქალმა. როგორც ჩანს, მისი სათქმელი მან უფრო კარგად გაიგო, ვიდრე დიდებულთა წრის კაცმა.

_ დაიძინე. დილით საჭმლის მომზადებაში ქალებს შენ დაეხმარები.

ქალი ჩქარი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას. ცრემლები, რომლის დამალვასაც ცდილობდა პირველი და გულწრფელი იყო. მისთვის ბედისწერას თვალთმაქცობა კი ესწავლებინა, მაგრამ საუბარში საფრთხე ამოიკითხა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ეუბნებოდა ეია მსგავსს. ნაკლებად ნაღვლობდა იმაზე, რომ საერთო საქმის შემაფერხებელი იყო, მაგრამ სწორედ ამ საუბარზე იქნებოდა დამოკიდებული მისი შემდგომი ბედისწერა. თუკი ეია ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდებოდა, ვინც დედოფალთან დაახლოება წარსულის მიუხედავად მოახერხა, მას ეს იმის საშუალებასაც მისცემდა, წამოსულთა საკითხიც გადაეწყვიტა მიწაზე გადასვლისას. თქმული ნაფიქრთან საკმაოდ დაშორებული იყო, მაგრამ საფუძველს მოკლებული - არა.

დილით უსიტყვოდ ამდგარი თავჩახრილი მუშაობდა ქალებთან. მისი პირის გახსნა რომ ვერ მოახერხეს, რომელიღაც ღმერთთან პირობადადებულად მონათლეს. შემოსულ კაცებში წუხანდელი მოსაუბრე შენიშნა. ჩუმად თვალს უკრავდა და რაღაცას ანიშნებდა, მაგრამ ქალი ისე მოხერებულად ირიდებდა მის ყოველ მზერას, როგორც დაფნის პრიალა ფოთლები მტვრის ისრებს.

ოჰ, როგორი აღელვებით ფართხალებდა კაცის გული! რა შეუბრალებლობა იფრქვეოდა ქალის თვალებიდან და როგორ გაესულერთებინა წუხანდელ ღამეს მისთვის მოსაუბრე. ახალ შეგრძნებას მოეცვა კაცი. კაუჭზე გამობმული თევზივით

Page 27: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

27

ფართხალებდა და რაც უფრო მეტად ირხეოდა წყალსა და ბუნებრივ გარემოს მოწყვეტილი, მით მეტად იხეოდა მისი ლაყუჩები. უჰაერობა სულისშემხუთავად აწყდებოდა შიგნეულობას და ვერაფრით შველიდა. დახეთქილი უამრავი ბუშტუკი მღელვარების ახალ ტალღებს ქმნიდნენ. ერთიანად თრთოდა მთელი სიძლიერე. გაფართოებული თვალისგუგებით დასდევდა სასურველ ობიექტს. ის კი თითქოს ვერც ამჩნევდა, დასრიალებდა ქვათა სიმყიფეზე კლდის ნაკადულივით. ოდნავ სიახლოვესაც კი თაკარა მზედაკრულისთვის სიგრილის ის შეგრძნება მოჰქონდა, რქებშემართული ირემი რომ წყაროს სიანკარეს დაეწაფება. უთვალავი გადაშლილი ყვავილი სურნელებას აფრქვევდა გარშემო და ერთადერთი იყო, რომელსაც მისი შეგრძნება შეეძლო. თავდაცული ჭურჭლის მოდარაჯედ წარმოედგინა თავი და მხოლოდ თავად ტკბებოდა იმ ნეტარებით, რომელიც ღმერთებმა მისი კეთილდღეობისთვის გადმოაფრქვიეს მხოლოდ ამ მიმართულებით.

მისი დამარტოხელების წადილმა ყოველივე გააქრო ირგვლივ და ჰოი, საოცრებავ, ისე ახლოს მივიდა, ისე დაიხარა ქალი, რომ ჩამოაწვინა ცის მთელი მეუფება. წამიერად შეახედა უცხო სამყოფლოში. თავგზა დაუკარგა, არია. ვარსკვლავთა ციმციმსა და მტვერში ჩაიკარგა. ღამეები და დღეები გაიქცნენ ღრუბლებივით. კაჟის ცეცხლებივით გაკრთნენ საუფლოები. გადაიცურეს ცის ზღვები. კვლავ გაერთიანდნენ. პეპლების ფარფატმა ხის ტოტების ფოთლების მსუბუქ ხელებს წაართვეს ნიავის ნაგლეჯი და ათასი მზის ნათებასავითგამოსტყორცნეს მისკენ. დაუსრულებელ ტალღათა ნაკადს ოდნავ შეეხო სახით.

მაგიდაზე დაქცეულმა სასმისმა გამოფხიზლება აიძულა. ხარხარსა და ღრიანცელში არავის შეუმჩნევია მისი ქცევა. ქალის ხელი დაიჭირა. ისევ დახრა აიძულა და ჩასჩურჩულა:

_ დღეს ღამით იმავე ადგილას.

ყურთან იგრძნო ქალის სუნთქვა. მისი ნაწილი შეიტანა პასუხის გასაცემად დაფნისფერმა.

_ აღარ! - და გაეცალა.

ყველაფერი მოიქუფრა. ყველა ცამ კბილები გამოაჩინა. ზღვებმა ჩამოლეწეს უზარმაზარი ღრუბლები. ამოანთხევინეს შიგნეული და მიწის იმ ნაწილზე დაენარცხა კაცი, სადაც მწველი მზე მოუჩრდილავად ხედავდა მის სიშიშვლეს.

Page 28: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

28

გაგულისებით სცემდა იმ დღეს ნიჩაბებს მონაზე შეყვარებული დიდებული. წყლებმა შეიერთეს სულის მდინარეები. ამპარტავნებამ და სიამაყემ ძილის წინ შობეს გაბედულება.

_ წასვლა გადავწყვიტე! _ დაიმარტოხელა ეია. ქალს გაეღიმა. ეს ის ნაყოფი იყო, რომელიც სიმწიფეს ერთიათად დაემძიმებინა თავისდა გაუცნობიერებლად. ისეთი კმაყოფილება შეიგრძნო, როგორც დღეს გრძნობენ დამსაქმებლები სამუშაოს მსურველთა მოჭარბებული რაოდენობის ყოლისას. რადგან ღირსეულ ადამიანად თვლიდა თავს, მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას მოერიდა. იზიდას ოაზისიდან გადმოტყორცნილმა მსწრაფლ მოავლო თვალი თავის წარსულს და ამჟამინდელ ყოფას. სასაცილო იყო, რომ კაცს წასასვლელი არსად ჰქონდა. მისი ბედი ამ ქალის ხელში იყო ახლა. ზღვის გადავლას ან გადაცურვას ვერც ვერავინ შეძლებდა, მით უმეტეს, ის, ვისაც არც ფრთები გააჩნდა და არც სხვა რაიმე მანქანება, რომ ასე ხელაღებით დაეტოვებინა იქაურობა. წამიერი კმაყოფილება უცებ გააგდო საღმა აზრმა.

_ მიწის გამოჩენამდე მაინც რომ შეძლებდეს მისი აღმატებულება მოთმენას, ვინ იცის, იქნებ ის მიეღო, რაც მისთვის ასე ძვირად ფასობს.

_ არაფერს აქვს ფასი, რისი მოცემაც შენ შეგიძლია.

_ ვისაც შეუძლია, მან სათანადოდ შეძლო გაგება. შენი სისხლის სიწმინდე მეორედ შეეჩეხა იმ სიძნელეს, რასაც ახალ მიწაზე გადასვლა გვიქადის. არც პირველი ხარ, ვინც ასე დატოვეს ციურმა წინაპრებმა და არც უკანასკნელი. მგონია, რომ ის, ვისთვისაც გემის დატოვებას აპირებ, არც ისე გულგრილია შენდამი, მაგრამ შენი აღმატების ხარისხი აშინებს. თუკი წახვალ, ისიც დაუფიქრებლად გამოგყვება უკან. მაგრამ შენ რომ წყლის გადალახვა შეძლო, განა ისიც ამის შემძლე იქნება?

_ მაშ, ჩემზე ისაუბრეთ?

„რა მარტივი ყოფილა სიყვარული“ - გაიფიქრა ეიამ.

_ სიტყვები ხშირად არ არის საჭირო - წარმოსთქვა. - მისი თვალები ისე ანთია, როცა შენ გხედავს, როგორც ჩირაღდნები ღამით.

_ ჩემკენ არც კი იხედება, არაფერში ვაინტერესებ. პირველია იმ მონათაგან, რომელმაც ჩემი უარყოფა შეძლო.

Page 29: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

29

_ თუკი მუდამ მონასავით შეხედავ, მის ყურადღებას სათანადოდ ვერასდროს მიიპყრობ. ვატყობ, ისე არ გიყვარს, რომ შენს თანასწორად წარმოიდგინო ფიქრებშიც კი. თანასწორობის გარეშე კი სიყვარული არ მოდის.

_ შენ რა იცი? განა ოდესმე გყვარებია ვინმე?

_ იყო, ოდესღაც. მაშინ ჯერ კიდევ ჩემს სახლში ვცხოვრობდი. ერთად ვთამაშობდით ბავშვობისას. მერე, როცა წამოვიზარდეთ, ერთმანეთის გარეშე ვეღარ ვძლებდით. ის ჩემი მონა იყო, მე კი არაფერი გამეგებოდა ასეთი დამოკიდებულების. დედა წინააღმდეგი იყო ჩვენი ურთიერთობის და ამბობდა, რომ დიდებულს მონის შეყვარება არ შეეძლო. მეც დავუჯერე და გული ვატკინე. ჩემმა სტატუსმა განშორება უნებურად მოიტანა. დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ამისთვის დრო აღარ დამრჩა. შემდეგ მეც მონობაში ამოვყავი თავი და იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე წარმოიდგენ. მე ვერაფერში დაგეხმარები იმ წინააღმდეგობის გადალახვაში, რაც სიყვარულსა და თქვენი მდგომარეობის ურთიერთშეთავასებას ახლავს.

ეია დედოფლის სამყოფელისკენ წავიდა. გვიანი იყო, მაგრამ იცოდა, დედოფალი ელოდებოდა. თანაც მეტად საჭირო საქმეზე უნდა მოლაპარაკებოდა.

_ ჩემი გათვლებით, მალე მიწას უნდა მივადგეთ - უთხრა დედოფალმა.

_ ოდესმე გწვევია სიყვარული, დედოფალო?

_ იყო, ერთხელ. სანამ გამათხოვებდნენ, ერთი დიდებული მიყვარდა. ცალმხრივად, რადგან ცოლი ჰყავდა და შვილები. ჩემზე ბევრად დიდი იყო, მაგრამ გული სხვებისკენ მიუწევდა. ჩვენს ახალგაზრდა მონებს დასდევდა. ახოვანი, წარმოსადეგი და ლამაზი იყო. ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის. ის ბავშვური გატაცება მალევე დავივიწყე და ამაში ჩემი გაწერილი ბედისწერაც დამეხმარა - გაიღიმა თუთამ. - რომ შემეძლოს, ისევ იქ, ბავშვობაში დავბრუნდებოდი და ამ ბორბალს ბევრჯერ დავატრიალებდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ასეთი სისასტიკეები მელოდება წინ.

_ ჰო, ბავშვობა ის საუკეთესო დროა, როცა მშობლები თავს გვევლებიან. იმედი ყოველთვის გვაქვს, რომ ვიღაც ჩვენზე ზრუნავს. ვიღაცას ვაინტერესებთ და იმდენად ძვირფასები ვართ, რომ ჩვენს დაკარგვას ხშირად სამეფოს დაკარგვასაც ანაცვალებენ.

_ ზრუნვას მას შემდეგაც აგრძელებენ, რაც სხვა ბუდეში გადადის შვილი. მგონი, ადამიანების მოგონილ ყველა ურთიერთობაში ერთადერთი სწორი წესია, რომელიც შეუქმნიათ.

Page 30: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

30

_ მაშინაც კი, როცა ერთი შეხედვით არაჯანსაღად გვეჩვენება მათი ურთიერთდამოკიდებულებები. ბუნების წესს აბრალებენ, მაგრამ იმდენადაა შეტანილი მასში ცვლილებები, რომ მთლიანად დაშორებულია ბუნების ყველა კანონს. სახელმწიფოს წეს-წყობილება არსად ისე კარგად არ ჩანს, როგორც ოჯახურ ურთიერთობებში. ესაა სახელმწიფო სახელმწიფოს შიგნით და ისიც იმავე წესებით მოქმედებს, როგორიცაა საცხოვრებელი გარემოს ჩვეულება. თუკი მათ რამე წესს დაუდგენ, როგორ იცხოვრონ, წინაღობის მიუხედავად, მაინც მას დაემორჩილებიან. ხოლო, თუკი თაობას ამ წესს დაახვედრებენ, მათში უკვე შეურყვნელ ტრადიციად მოიკიდებს ფეხს. აქედან გადახვევას კი სხვათა წამხდურობით აღარ შეცდებიან. ამას სიმტკიცეს იმის დაჯერებაც მატებს, რომ ღმერთებმა ასე ინებეს. ხოლო თუ ღმერთებს მათგვარი თვისებები მცირედად მაინც ექნებათ, რწმენა მათდამი გაათკეცდება.

_ სამეფოს, რომელსაც ცრუ ღირებულებები აქვს, იმთავითვე განწირულია ნგრევისკენ.

_ თუკი მმართველი ძლიერია, ამის შანსი ნაკლებია იმ დრომდე მაინც, სანამ იგი ცოცხალია.

_ კითხვები, რომლებიც აუცილებლად გაჩნდება, უპასუხოდ ვერ დარჩება.

_ დიდებული ღმერთი განმარტებას არასდროს იძლევა თავის ნაბიჯებზე. ამიტომაც არის ღმერთი. უპირობო ძალაუფლებას ფლობს და მისი ჩანაფიქრების გაგება მხოლოდ თავად მას შეუძლია. მისი სიყვარული და კეთილგანწყობაც ადამიანთა მიმართ ამ უპირობობის ნაწილია. თანაც კითხვები მხოლოდ სრულყოფენ მისდამი რწმენას და ახალ შესაძლებლობებს აჩენენ, რომ ახლებურად ვიწამოთ და ახლებურად ჩავუღრმავდეთ მათ ბუნებას. ეს კი საშუალებას გვაძლევს, არათუ აღმატებულები ვიყოთ ამ სამყაროში, არამედ სხვებიც ვასწრაფოთ ამ აღმატებას.

_ არავინ იცის დანამდვილებით, არსებობენ თუ არა ისინი. მიუხედავად იმისა, რომ დედ- მამა არ მახსოვს და მხოლოდ აღმზრდელთაგან ვიცი გადმოცემით, რომ ისინი ღმერთები არიან, მაინც არასდროს მჯეროდა მათი.

_ არც ის იცის დანამდვილებით ვინმემ, რომ ნამდვილები არ არიან ღმერთები. მათი რწმენა გვაძლევს იმის შეგრძნებას, რომ ვიღაც ზრუნავს ჩვენზე. ვიღაც უფრო დიდი ძალის მქონე, ვისაც შეუძლია უსამართლობასთან ბრძოლა და ადამიანთა დაცვა. ეს ცხოვრებისთვის იძლევა ძალას. მის გარეშე, როცა ადამიანმა ფიქრი დაიწყო თავის ბედსა და ადგილზე ამ სამყაროში, ყოველი გზა აბსურდულობასა და თვითმკვლელობამდე მიდის. სწორედ ეს ამოძრავებს ადამიანს, იპოვოს ათასგვარი ხელჩასაჭიდი და გამართლება მისცეს მათ. ერთნი მეორეს ეჭიდებიან, მეორენი სიყვარულს ეძებენ და ისეთ წრედს კრავენ, რის შიგნითაც ცხოვრება შეიძლება.

Page 31: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

31

_ სიყვარული იმდენად ბევრ რამეს მოიცავს თავის შიგნით, რომ ხშირად ხდება სიკვდილის მიზეზი.

_ ამიტომაც იახლებს ხოლმე თანამგზავრად ერთგულებასაც. ფიცი, რომელთა დარღვევასაც ადამიანები დაეჩვივნენ, თუ იმ ღმერთისადმი იქნება დადებული, რომელსაც ენდობიან და რომლისაც სწამთ, შეუვალი და გაუტეხელი იქნება.

_ განა არსებობს ასეთი ძალა, რომელსაც უპირობოდ დაუმორჩილებენ თავიანთ ბედს?

_ არსებობს, ოღონდ იმდენად შორეულია მათთვის და უცხო, რომ არ ესმით. მაგიტომაც ვთქვი, რომ გარკვეულწილად ადამიანური ბუნება უნდა მიეწეროს ზოგიერთ მათგანს. როდესაც იხილავენ, რომ ღმერთები ასე იქცევიან, საკუთარი სრულყოფისთვის გაუჩნდებათ მათი მიბაძვის მცდელობა.

_ რას მიაწერდი მათ, თუკი ამის უფლება მოგეცემოდა?

_ ერთგულებას პირობისა და ერთმანეთის მიმართ. ვალდებულებას იმათ მიმართ, ვისზეც არჩევანი გავაკეთეთ. და სხვა მრავალსაც, რომელიც ადამიანებს დაანახებს, რომ ღმერთები მათთან ახლოს არიან და მათსავე შიგნითა სამყაროში ინებებენ დამკვიდრებას. ეს საშუალებას მისცემს მათ, რომ მათდამი მიბაძვის წადილი გაუჩნდეთ.

_ ღმერთი ხომ უპირობო ძალაუფლებაა, როგორც თქვი? განა მას სჭირდება ვინმესადმი პირობის დადება? თანაც ვერ გავიგე, იგი ერთია თუ ბევრნი არიან? თუკი ბევრნი იქნებიან, მათ შორის გაუგებრობა არ მოხდება?

_ ღმერთი ერთია. მხოლოდ მათ ნაწილებს ვუწოდებთ სხვა ღმერთებს. ხანდახან, მისი ყოველი გამოვლინება ღმერთად გვეჩვენება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ადამიანს მრავალ სახედ ეჩვენება და მისი ხილვის ბედნიერება მხოლოდ მაშინ აქვს, როცა სხვას სამყაროს მიაშურებენ. აქაც, უღირსთა სული მათ სხეულთან ერთად კვდება, მხოლოდ მცირედნი მიაღწევენ მასთან შერთვის ნეტარებას. მკვდარი სულები ღმერთის შავ სახეში იმკვიდრებენ ადგილს. როგორ, მისი ახსნა ცოტათი რთულია. ამისთვის დრო ჯერჯერობით გვაქვს და მხოლოდ მისი სახიერების ახსნის შემდეგაა შესაძლებელი. ეს კი იმ ამბავშია მოთხრობილი, ჩვილ უფლისწულს რომ ვუთხრობდი. აქვე, ერთი კითხვა მაქვს, დედოფალო. რადგან იმ მიწაზე აღარ ვიმყოფებით, სადაც ჩვილისთვის წლის შესრულებამდე სახელის დარქმევა აკრძალულია, ხომ არ შეგვერჩია უკვე მისთვის სახელი?

_ მისთვის ახალ მიწაზე შესვლა უსახელოდ ჩემთვისაც ფიქრის საგანს წარმოადგენს, ეია.

Page 32: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

32

_ მაშ, დილით შეგვიძლია, ზღვის წყლით სახელი დავარქვათ, თუ უკვე მოიფიქრე, დედოფალო.

_ დიახ, დილით იყოს, ეია. სახელი ჯერ კიდევ მაშინ მოვიფიქრე, როცა მუცლად იყო იგი.

მომდევნო დილით, რომელიც გამოსვლის მეექვსე დილა იყო, მენიჩბეები მიემართებოდნენ ადგილთა დასაკავებლად. გემბანზე დაელოდა ამოსულებს და იქ მახსარი შეიცნო. გემი არ იყო იმხელა, რომ ათასობით მენიჩბე დასჭირვებოდათ, მაგრამ მაინც თითქოს შენელებულად მიიწევდა ორივე ხომალდი წინ. კაცი აღარ გაჰყოლია არც მენიჩბეებს, არც დასაპურებლად წასულთ. მსწრაფლ ეიასთან მივიდა.

_ ის არასდროს მომცემს მიახლოების ნებას, სანამ შენ აქ ხარ - გაბრაზებით უთხრა.

_ ჩემი ყოფნა- არყოფნით არ წყდება რამე. ნაიუ მიახლოების ნებას იმიტომ არ გაძლევს, რომ თქვენს მდგომარეობებს სხვადასხვად ხედავს ისიც. როგორც ვხვდები, მას ისე აღარ უყურებ, როგორც ადრე, თორემ უკვე მორჩილებასაც მოსთხოვდი.

ნაიუ რქმევია. როგორი ტკბილხმოვანი და რბილი სახელი. სახელი, რომელიც მუდმივ მოფერებასა და ჩახუტებას ითხოვს მასავით. აყვავებული ხეებისა და მდელოების სურნელი. ცის დაუთვლელი წვეთების ანარეკლი მიწაზე. მრავალფერადი სარტყელივით გამოკრული ღრუბლების იქითა თაღზე. თუ არა მისი, მაშ ვისია ამდენი შეუცნობელი ფერადობა. მზისქვეშ ჯერუნახავი ყვავილი - გადასაშლელად მომზადებული. ამომავალ მზეს აყოლილი. თავაწეულობას ამოფარებული შიში. და მაინც, კაცთან მოურიდებელს ვისი ეშინოდა?

_ ის კი უფრო დამშორდებოდა, რადგან ერთადერთი ვარ აქ, რომელსაც მიწაზე გადასვლის შემდგომი ბედი აწუხებს და იმაზე ფიქრობს, რა უსამართლობისკენ მოგყვებით.

_ ცდები. მიწაზე გადასვლის შემდგომი ბედი შენზე მეტად აწუხებთ იმათ, ვისგანაც სიტყვა არასდროს მოგისმენია მაგ საკითხზე. რაც შეეხება ქალს, მე შემიძლია შენკენ ისევ შემოვაბრუნო, თუკი მის სათანადოდ დაფასებას ისწავლი.

_ არ კმარა განა, რომ სულზე მეტად მიყვარს?

_ როგორ უნდა გაიგოს, რომ გიყვარს? თუკი სიყვარული მორჩილებას მოითხოვს, მაშინ მისი გრძნობები რას ღებულობენ სანაცვლოდ? სიყვარულისთვის მხოლოდ ვნების დაკმაყოფილება არ კმარა, რადგან იგი ისევე ქრება, როგორც მოვიდა. მისი

Page 33: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

33

დამორჩილების სურვილი კი პირველი ნაბიჯია. აღიარე იგი, როგორც თანასწორი და მაშინ დავიჯერებ, რომ გიყვარს.

_ სიტყვები კმარა?

_ არა! სიტყვებით მხოლოდ დროებით შეგიძლია მისი კვება და მოტყუება. რას მისცემდი მას, თუკი შენთან თანაცხოვრებას გადაწყვეტდა? თუ ვცდები და ცხოვრების გაგრძელებას მასთან არ ფიქრობ?

_ ჩემგან რას ითხოვ?

_ მიეცი მას ისეთივე თავისუფლება, როგორსაც მოგცემს ის.

_ ჩემგან რომ წავიდეს?

_ მაშინ არ ყოფილხარ მისი ღირსი.

_ რის სანაცვლოდ მთვაზობ ამ რჩევებს? შენ რა სარგებელს ელოდები?

ეია თითქოს ელოდა ამ კითხვას. თვალები ოდნავ აენთო. კაცს ჩააცქერდა.

_ მიწაზე გამოჩნდება.

_ შენ ბოროტება ხარ! კეთილ საქმეს მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ რამე სარგებელი ნახო შემდგომში.

_ მე კაცებმა გამზარდეს. თუკი ღმერთთან ზიარებულ არსებას არაფერი სცხია ბოროტისა, მისგან გამოზრდილიც ვერ იქნება უკეთური.

ქალმა იქვე მიატოვა მახსარი და მოსაფიქრებლად დრო მისცა. თავად კი იმ დიდებული საქმის შესასრულებლად წავიდა, დედოფალთან რომ საუბრობდა წინა ღამით.

შებინდებულზე ოთახში დაფიქრებულ ეიასთანნაიუ შევიდა.

_ ჩემთან ყოფნას გემის დატოვება არჩია. მართალი იყავი - თავი კალთაში ჩაუდო და ატირდა.

თავიV

სწორედ ეს ხსენებული დილა იდგა. თავისი ლოცვის დასრულების შემდეგ ეიამ ზღვის წყლის მოტანა დაავალა ნაიუს. გამოცვლილ ქალს სიმტკიცე და სიმაგრე შემატებოდა. თავაწეული, სახეშეუბურავი დააბიჯებდა გემბანზე. სასმელი და ზღვის წყალი ცალ-ცალკე დადო ეაის გვერდით. წითელი ღვინის ახალი ტიკი გახსნა. გემბანის პირთან

Page 34: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

34

ქალებმა დადგეს საცეცხლური. ნაჭრები სურნელოვანი ზეთებით გაჟღინთეს და ცეცხლი წაუკიდეს.

ოთახიდან დედოფალი გამოვიდა ჩვილით ხელში. საცეცხლურის გვერდით დადგა იმ მხარეს, სადაც ცარიელი ჯამი იდგა. ჩუმად უცქეროდა ყველა მის სახეს. იშვიათი ჩვენების შედეგმა შეაწუხა დედოფალი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. ეია ბუტბუტს მოჰყვა. ახალ ღმერთსა და მის სახებებს ავედრებდა ჩვილს. დანით თმა მოსჭრა და ცეცხლს მისცა. ცეცხლსვე შეურია მისი ნეკიდან დადენილი სისხლის წვეთები. მცირედი შეურია ზღვის წყალში, სუფთა წყალსა და ღვინოში. ასხავლებულ ჩვილს ამ ნარევით დასველებული თითი ენაზე წაუსვა. დღეგრძელობა უსურვა და დედოფალს სთხოვა სახელი დაერქმია მისთვის. თავად მზერა მიმოავლო შეკრებილებს და ნახა, როგორ უცქეროდა მახსარინაიუს. ქალი წითლდებოდა, როცა თავისი მზერა კაცისას გადაკვეთდა და ცდილობდა, დაბენულობა მოეშორებინა. თუმცა, შეყვარებულებს, განსაკუთრებით პირველი ნაბიჯების გადადგმისას, უჭირთ სიყვარულის დამალვა და საოცარია, რომ სწორედ ამ დროს ვერ ამჩნევენ მათ გარშემომყოფები ასეთ საოცარ მტკიცებულებებს.მახსარის თვალებიდან გადმოსული გრძელი, შუბისმაგვარი სხივები ისეთი მოქნილობით დაჰყვებოდნენ ნაიუს, როგორც საომარი მათრახი შებოჭილ ტყვეს. ქალიც ამ მარწუხებში იყო მოქცეული და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ასეთი სიყვარული ნაყოფად ახალ დილას ვერ გამოიღებდა. არც ეიას უფიქრია ამაზე. მახსარის გონებაში კი ვინ იცის რა ხდებოდა. სიკვდილი ებრძოდა სიცოცხლესა და სიყვარულს, ხოლო აქ დგომა იმ სიმღერას მოჰგავდა, განწირული ცხოველები რომ წინასწარ გრძნობენ თავიანთ განაჩენს.

_ იყოს მისი სახელი კალმესი. ასე იცნობდეთ უმრწემესს მათგან, ვინც ფეხს შეაბიჯებს ახალ მიწაზე _ ჩვილი გაისუსა დედის ხმის გაგონებაზე. ქალის სიმშვიდეში თავი უსაფრთხოდ იგრძნო და ეგონა, მას თუ უყვავებდნენ. მაღლა აღმართა და რადგან მეტის თქმა ვერ შეძლო მოძალებული ცრემლების გამო, ეიას გადააწოდა მხიარული შეძახილების ფონზე. ძალა მოიკრიფა და განაგრძო _ წამოვედით იმ მიწიდან და აღარავინ არის ვალდებული იმ ღმერთებსა და წესებს სცეს თაყვანი, რომელთაც არ ისურვეს ჩვენი შემწეობა. ამიერიდან მივემართებით მხარეში, სადაც პატივით უნდა მიგვიღონ. _ თავის სიტყვების ჭეშმარიტების თავადაც არ სჯეროდა, მაგრამ იმედოვნებდა, რომ ასე იქნებოდა. _ წესი, რომლითაც სახელი ეწოდა ჩემს შვილს, საერთო იქნება ყველასთვის ყველა იმ მიწაზე, სადაც დამკვიდრება მოგვიწევს.

ქალი სიტყვას მორჩა. ეიამ დაშლისკენ მოუწოდა ყველას. საცეცხლე ზღვის წყალს მისცა და იქაურობას თავადაც გაეცალა. ჭრილობა ჩვილის ნეკზე მალე შეხორცდებოდა

Page 35: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

35

და სამუდამო ნაწიბურად დააჩნდებოდა მის კანს ისევე, როგორც ლტოლვილთა მეხსიერებაში ჩარჩებოდა დღეები მათი ლტოლვისა.

რადგან ზღვის ცხენები ჯერ კიდევ მძვინვარებდნენ, არც იმის საშუალება იქნებოდა, რომ ეს დღეები ოდესმე დაევიწყებინა ვინმეს, სანამ უკანასკნელი მათგანი მაინც იცოცხლებდა. ხოლო თაობებში ზღაპრის სახით გადავიდოდა და მათი დაძინებისა და სიზმრების ერთ-ერთ საშუალებად იქცეოდა. შემდგომში ახალ დატვირთვას შეიძენდა და თუ მათგან უმეტესობას მაინც დიდი ხნის სიცოცხლე და გამრავლება ეწერა, განსაკუთრებულ მნიშვნელობებსაც შეიძენდა. ვინ იცის, იქნებ, ყველამ ზღვიდან ამოსვლის ამბიდან დაიწყოს და ზღვის შვილებად აღიარონ თავი? ან იქნებ გამოხეულმა ჰორიზონტმა ამ წყლებში უკრა თავი მათ პირდაპირ მზის შუაგულიდან?

თუმცა, რადგან ამბის წინასწარგანჭვრეტა არავის შეუძლია და მხოლოდ იმ ერმა შეძლო, რომელიც ღმერთის ერთგული იყო, ბევრი იტანჯა და თავის მიწაზე დასაბრუნებლად უამრავი ხრიკი, თქმულება და ამბავი იხმარა, მოდი ჯერ ნუ გავუსწრებთ წინ ამბებს და უფლისწულის სახელღების დღეს დავუბრუნდეთ. იმ ღამეს, როცა დედოფალმა უკვე მეშვიდედ ჩააწვეთა თავისი სისხლი ზღვაში და მეშვიდე მშვიდობიანი დილისგათენების მოლოდინში თავის ოთხისკენ გაეშურა, ეია გემბანზე იდგა და ფიქრობდა. ახსენდებოდა მცირე ხნის წინ მომხდარი ამბავი, ნაიუსთვალცრელიანი სახე და უფრო შორეული, თავისი ბავშვობაც.

იმ დროში, როდესაც ადამიანებმა კვლევა ძიება დაიწყეს და ფაქტებს სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭეს, მათთვის აუხსნელის უკან რა თქმა უნდა ღმერთი, შემოქმედი, ზებუნებრივი ძალა უნდა მდგარიყო. ყოველმა ახალმა განმარტებამ და წვდომამ ამ ზებუნებრივი ძალების ადგილი თანდათან დაავიწროვა, ხოლო ამ უკანასკნელმა თანდათანობით სიმბოლოების უკან დგომა და ჩამალვა ამჯობინეს. რადგან ადამიანის გონება ამ დროს განსაკუთრებული მახსოვრობით ვერ დაიკვეხნიდა და მოვლენებს ისევე ადვილად ივიწყებდნენ, როგორც ხდებოდა, საჭირო გახდა თქმულებებისა და ამბების შექმნაც, რომლებიც უფრო და უფრო ამდიდრებდნენ ლექსიკას, წარმოსახვის უნარსა და დამახსოვრებასაც. დამწერლობის გაჩენამ თვალსა და ხელს შუა ჩაანაცვლა მთელი რიგი რიტუალები, რომლებიც ღმერთთათვის მსხვერპლის შეწირვასთან ერთად სპეციალურად ამ დღეებისთვის განკუთვნილი საჭმელ-სასმელის მიღებასაც გულისხმობდა. მათ შემადგენლობაში შესულ ნივთიერებათაგან უმეტესი წარმოსახვისა და ჰალუცინაციების განვითარების საუკეთესო საშუალება იყო. ამიტომაც, ზოგიერთს დროთ განმავლობაში გამოუსადეგარი დაერქვა და ბევრი მათგანიც ისევე მიივიწყეს, როგორც დღესაა მიღმიერში დარჩენილი ჩვეულებრივი მოკვდავისთვის. ხოლო მათ,

Page 36: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

36

ვინც დამწერლობებსა და თქმულებებს დღენიადაგ ჩაჰკირკიტებენ, კარგად იციან ყოველგვარი მცენარის საავკარგო გავლენა ადამიანისა თუ ცხოველის ორგანიზმზე.

ეიასთვისიმთვითვე არაფერი იყო აკრძალული. მიუხედავად იმისა, რომ მდედრობით სქესს მიეკუთვნებოდა, მამის განსაკუთრებული სიყვარულის გამო არაფერი აკლდა იმდროინდელი განათლებისა და საბრძოლო ხელოვნების ჩათვლით. ციური სხეულების მოძრაობის, ვარსკვლავთა განლაგების ბუნებას, სხვადასხვა მცენარეთა შეზავების, სხეულის მოვლის ხელოვნებას ბავშვობიდანვე ეუფლებოდა და განსაკუთრებულ ყურადღებასაც უთმობდა. ასეთივე გულისყურით უსმენდა მამის მიერ მოთხრობილ ათასგვარ ამბავს, რომელიც ეხებოდა ბრძოლის დროს გადამხდარ ისტორიებსა და ღმერთების მოწყალებას.

ნილოსის პირას მისი პაპების მიერ გაშენებული სამკვიდრო ოაზისის განლაგების საფუძვლიანმა შესწავლამ ჯერ კიდევ ბავშვობისას გაუხსნა შორეული უდაბნოების ადამიანთათვის დასახლებულ ტერიტორიებად ქცევის დაუოკებელი სურვილი. გამომწვარი თიხის გამყარებული მილებით თანდათან აფართოვებინებდა მამამისი თავის სამყოფელს მონებს. ამით თავის თვალსაც მშვენიერების აღქმის საშუალებას აძლევდა, ხოლო ქალიშვილის გული განსაკუთრებული სიხარულით კრთოდა და თბებოდა, როცა კაცი მის რჩევებს ითვალისწინებდა და მის გონებაში წარმოქმნილი ხაზები და ოცნებები ხორცს ისხამდნენ საცხოვრებელ მიწაზე.

მიუხედავად თავისი ასაკისა, გოგონას უფლებას აძლევდნენ ღმერთთათვის გამართულ დღეობებს სრულუფლებიან წევრად დასწრებოდა, რადგან გონით უკვე საკმაოდ მომწიფებულად ითვლებოდა. ასეთ პერიოდებში გაეხსნა მუსიკის შესწავლისადმი დაუოკებელი სურვილი. თავის მიერ შექმნილ მუსიკის ჰანგებს ამღერებდნენ ოაზისის ცნობილი მუსიკოსები და მომღერლები. ცეკვის მოძრაობათაგან ბევრიც შეჰქონდათ თავიანთ შესრულებაში გამოცდილ და დახვეწილ მოცეკვავეებს. რიტუალები თანდათან მომწიფებული ბავშვის გონებით აღქმულ თამაშს დაემსგავსა.

გოგონა თავის ცოდნას არც და-ძმებისა და მონა თანატოლებისთვის იშურებდა. კარგად ესმოდა, რომ თამაშით შესაძლებელია იმდენად დიდი განათლება მიაღებინო ბავშვს, რომ შემდგოში მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში გარდამტეხი როლიც კი შეასრულოს. მაგალითად, თუკი ,,ქვისა და ქვიშის ბრძოლაში“ მათ წაგებისგან თავის დასაღწევად შემოვლით გზებსაც ასწავლი თავიდანვე, იგი ყოველთვის შეეცდება, ამ გზას მიმართოს გამარჯვებისთვის და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს მთავარ წესებს. ამიტომაც, თვის გამოგონილ თამაშებში კი, რომლებიც ჩამოყალიბების პროცესში იყვნენ მაშინ, ჯემ მხოლოდ ძირითად წესებს ასწავლიდა და ამის შემდეგ უხსნიდა

Page 37: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

37

დამატებითებს. სირბილის დროსაც კი თავისი კანონებით მოქმედებდა და მისი გზის გამოცნობათათვის ნაკლებ გზას უტოვებდა თანატოლებს.

ამ დროიდან, თამაშსა და გართობაში დაიწყო მოსვლა სიყვარულმა. თავიდან, რა თქმა უნდა, ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა ხოლმე თავისი მონის ხილვისას. იმდენად იყო მიჩვეული მასთან ერთად ყოფნას, რომ განშორების წამები განსაკუთრებით გაუსაძლისად ეჩვენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს დარჩენილან მარტო, უცნაური გრძნობა მაინც პულობდა ერთმანეთის გულამდე მისასვლელ გზებს. ამიტომაც იყო, რომ მათი ქცევა არათუ სხვა მონებისა და მათთან მოთამაშეთათვის, დედისთვისაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ქალი მიხვდა, რომ ამ ახალ შეგრძნებას, რომელსაც მოეცვა თავისი ქალიშვილის გონება და სხეული, მხოლოდ მისი აკრძალვით ვერ გაუმკლავდებოდა. მასთან საუბრების შემდეგ მეუღლესთან მცირეხნიანი მოთათბირების შემდეგ გადაწყვიტა, რომ სხვა რამით დაეკავებინა მისი ფიქრები.

რადგან გოგონა უკვე საკმაოდ განათლებულად ითვლებოდა და იმაზე მეტადაც, ვიდრე ბევრი მასზე გამოცდილი ადამიანი დაიკვეხნიდა, სხეულის წრთობის შესწავლება გადაწყვიტეს. რიტუალური ქცევები თანდათან თავდაცვით საშუალებებად გადაიქცნენ. ლოცვა ბრძოლაში გადაიზარდა და მისი ყოველი მოძრაობა ბრძოლის ველზე დახვეწილი მეომრის ქცევას შეესაბამებოდა. გოგონას არასდროს შეუსწავლია ხელის გაშვერაც კი გაზომვითი მოძრაობის გარეშე. ხმლისა თუ სხვა იარაღის ჭრის სიძლიერეც ყოველთვის გონების და გათვლების საფუძვლით იყო ნაკარახევი. იცოდა, რომ თუ ხლიან ხელს თავისსა და მოწინააღმდეგეს შორის ერთ მესამედზე გააჩერებდა, ხმლის დიდი ნაწილი აუცილებლად მისწვდებოდა მებრძოლს, რითაც ამ უკანასკნელს საშუალებას არ დაუტოვებდა საწინააღმდეგო დარტყმა იარაღის აურიდებლად განეხორციელებია. ხანჯლისა და დანისმაგვარი იარაღებით მებრძოლთან მისაახლოებლადაც ხერხების მთელი ნაკრები წარმოადგინა და გაკვირვებულ მასწავლებელს სხვა აღარ დარჩენოდა, თავად ესწავლა მისგან. მალევე შეძლო სამყოფელში არსებული ყველა იარაღის თავისუფლად ფლობა და ომში მამასთან ერთად წასვლა მოიწადინა. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულად უყვარდა კაცს ქალიშვილი, საოცრად გააბრაზა ამ თხოვნამ. მსწრაფლ ჩამოაშორა მებრძოლთა საწვრთნელ მოედნებს და თავისი ამბების თხრობასაც მოუკლო მასთან.

დაბადებიდან მეცამეტე გაზაფხულს კვლავ იხილა ეიამ თავისი ყოფილი სატრფო. ორწლიანი სიშორის მიუხედავად, მაინც შეიცნო ჭაბუკი და გული ისევ იმ გრძნობამ მოიცვა, რომელიც თანდათან ახშობდა სამყოფელსა და სამეფოში გაბატონებულ წესებს. სარკმლიდან ხშირად უყურებდა, როგორ არეული დააბოტებდა ბიჭი ბაღებში. ყველა მცენარეს, რომელსაც ყვავილი გამოეღო, განსაკუთრებული სისათუთით

Page 38: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

38

ეფერებოდა. ყველაფერი თვიდან შეუყვარდა მასში. დებმა მალე შენიშნეს მისი გატაცების შესახებ და დედას არაფერი დარჩენოდა სხვა, რომ ქმრისთვის გოგონას სურვილს დაკმაყოფილების შესახებ ეთხოვა.

მამა ისევ გაბრაზდა. ყველა სრულფასოვან მამაკაცს, რომლის შესახებაც მათ სიცოცხლეშივე დადის ლეგენდა, მაინც იპყრობს შიშები, რომ ოდესმე შესაძლოა ვერ შეასრულოს თავისი აღმატებული ფუნქცია ოჯახისა და საყვარელი ადამიანების დაცვისა. ის, რა პასუხისმგებლობაც ოდესღაც აიღო და იმედოვნებს, რომ მისი შესრულება არასდროს მოუწევს. ამიტომაც იყო, რომ პირველსავე დღეს თავისთან იახლა მონა ჭაბუკი და ბრძოლაში თან იახლა. მასზე დაკვირვებებმა თანდათან დაარწმუნა, რომ სათანადო საქმრო იქნებოდა, რომ არა მონობის ჭდე. თუმცა აღარ დასცალდა ამ ფიქრების განვრცობა და მის თვალებში სიკვდილის ნახვის შემდეგ გაშმაგებული დაერია მომხვდურებს.

სიხარულსა და ნაღველს ერთად მოეცვა მისი გული და გონება. რა პასუხი უნდა გაეცა საყვარელი ასულისთვის, როდესაც მასზე იკითხავდა? გოგონა ვერასდროს გაუგებდა მამას ამ ნაბიჯს და მათ შორის შესაძლოა პირველი უდიდესი განხეთქილება ჩამოვარდნილიყო. სხვა მხრივ, კაცი კიდევ უფრო დარწმუნდა იმაში, რომ ქალის ადგილი და მით უმეტეს თავისი ქალიშვილისა, ბრძოლის ველზე არ იყო.

სახლში დაბრუნებული ცოლს მოეთათბირა. არ გამოჰპარვია გოგონას მზერა დაბრუნებულებზე და ეს უფრო მეტად უკლავდა გულს. ნუთუ მის დაბრუნებაზე მეტად ვიღაც მონის ბედი აღელვებდა? მისი მცველი, სისხლი და ხორცი მის წინაშე იდგა, ეია კი სხვას ეძებდა. თუმცა მისთვის შეუცნობელი ქალის გულიდან ამომავალი ფიქრები, რადგან ასეთივე უცხო იყო ამის ფუძემდებელი გრძნობაც. სიყვარული ხომ მასთან ცოლთან თანაცხოვრების შემდეგ მოვიდა და არა მანამდე?

ცოლის სიხარულმა მიახვედრა, რა სულიერ სიმცირეში ამოჰყო თავი. მისი ცხოვრების მეგზურის დამცველობითი ინსტინქტები, მთლიანად ქვეცნობიერი მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობას მოიცავდა და არ აინტერესებდა მასში მისდა დაუკითხავად შეჭრილი უცხო. ქალის ქცევამ კიდევ უფრო დაასვა დაღი მის გონებაში აღბეჭდილ სიკვდილის სცენას და გაჩუმება სთხოვა. პირზე შეაშრა ყველა საქებარი სიტყვა, რაც ახალგაზრდის სიკვდილს მოჰყვა და გულდარდიანი გაემართა მდინარის სანაპიროსკენ.

ეიამ თვალი ჰკიდა მის სვლას და ყველაფერს მიხვდა. გულის სიმძიმილი, რომელსაც მამამისი მოეცვა, ორ დიდ უკიდურესობაში აგდებდა. მისი მოძულება არ შეეძლო და კარგად ხვდებოდა, რამდენად უმძიმდა კაცს ახალი ამბის მისთვის შეტყობინება. მეორე

Page 39: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

39

მხრივ, საყვარელი არსების მოკვდინება ამ კაცის კისერზე იყო და ყოველთვის, როცა ერთს გაიხსენებდა, მეორეც იქვე იქნებოდა.

მის ოთხში შემოსულ დედას გასვლა სთხოვა, თუმცა ახალი ამბის შეტყობინების სურვილით აღვსილ ქალს ვერაფერს შეასმენდა. მის თვალებში სამძიმრის სიტყვებს ვერ ამოიკითხავდა მაშინ, როცა მისი სახე ყოვლად საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, სიტყვები კი არაფერს წარმოადგენენ იმასთან შედარებით, რასაც ადამიანი თავის შიგნით მალავს. არც დალოდებია დედის სიტყვებს:

_ შენი ბრალია! - უთხრა და გაეცალა მანამ, სანამ ქალი მისი სრული სახელის წარმოთქმას შეძლებდა.

მამას მიეახლა. თავის სურვილში ახლა უფრო განმტკიცებული უარს ვერ ეტყოდა კაცი.

_ ბრძოლაში მინდა წამოსვლა! - ბრძანებას უფრო ჰგავდა. კაცის საწყალ სახეს არც შეხედა. მდინარეს უყურებდნენ ორივენი და მის მდინარებას აკვირდებოდნენ.

_ მამაცისა და გმირის სახელი მაქვს ამ მიწაზე. შორსაც კი ისმის და ფარაონები თავიანთ ერთ-ერთ ღირსეულ მცველად მთვლიან ყოველთვის. მე კი იმის დაცვაც ვერ შევძელი, ვინც ჩემი საყვარელი შვილისთვის რჩეული და ჩემზე ძვირფასი გახდა. ამის შემდეგ როგორღა ვიწამო, რომ შენს დაცვასაც შევძლებ ბრძოლაში?

_ სხვა ვერასდროს გახდება ჩემთვის შენზე ძვირფასი! აღარც დაცვა მჭირდება, რადგან შენდა უნებურად იმაზე მეტის მოცემა შეძელი, ვიდრე ნებისმიერი მამა შეძლებდა თავისი შვილისთვის. არასდროს დაგიყენებივარ შენი ვაჟების უკან და ეს ჩემი სიძლიერის საბაბი გახდა.

_ მხოლოდ შენ გაქვს ის, რაც არცერთ ჩემს შვილს ერთად აღებულს! შენს დაკარგვასაც ვეღარ გადავიტან. არაფერს უმოქმედია ბრძოლის ველზე ისე, როგორც გამარჯვებამდე ერთი ჭაბუკის დაკარგვას.

_ შენი ყველა შვილისთვისაც ის რომ მიგეცა, რაც მე მომეცი, არცერთი გაგიცრუებს იმედს მომავალში. მკვდრებზე მკვდართა სუფლოში იზრუნონ. ჩვენ კი ის დაგვრჩენია, მათ სადიდებლად მსხვერპლი შევწიროთ ღმერთებს. არ ღირს იმაზე ტანჯვა, რაც უკვე მოხდა. წარსულის გახსენება მხოლოდ მაშინაა კარგი და ღირებული, თუკი რამის მასწავლებელია იგი. ვერცერთმა გარდაცვლილმა ცოცხლის ჩანაცვლება ვერ უნდა შეძლოს. როცა აქ აღარ არიან, მათ კარგ საქმეს იხსენებენ ყოველთვის და ამიტომაც შეუძლებელიც კია მათთან გაჯიბრება. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, მონა იყო თუ მფლობელი, ყველას შესახებ მხოლოდ კარგს ვამბობთ იმიერიდან, რაც მიწას

Page 40: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

40

მიებარება. მაგრამ მე, ვერასდროს ვუყურებ სხვის დიდებას, როცა შემძლე მათი ჩრდილების უკან ვდგავარ და მხოლოდ ოცნებას ვბედავ.

_ დაუოკებელია შენი გული. ყოველი ბრძოლა, რომელიც აქამდე იყო, მხოლოდ სამეფოს გაერთიანებისა და ფარაონთა დიდებას ემსახურებოდა. ამ მიწაზე სიმშვიდემ დაისადგურა ამიერიდან, ხოლო ის დაძაბული ურთიერთობები ზღვათა მიღმიერ სამყაროსთან დიდ ომს გვპირდება. არ შემიძლია იქ წაგიყვანო, რადგან უცხო გარემოა ჩემთვისაც. მიწაზე ბრძოლა ადვილია ჩემთვის, მაგრამ ზღვის წყლებს არ შეუძლიათ სიმყარეს დამპირდნენ, რადგან უცხო ღმერთები ბუდობენ იქ.

_ გაშლილ წყალში ვერავინ იბრძვის, თუკი სიმყარეზე არ იდგა. შენი წასვლის შემდეგ ადგილს ვერ ვიპოვი აქ და ისიც მგონია, რომ ბრძოლაში ჩართვის ბევრი სხვა მსურველიც იქნება.

კაცი გაშეშდა. გოგონას პირიდან მისთვის არცთუ სახარბიელო მუქარას ისმენდა ახლა. პირობის მიცემა ადვილი იყო, მაგრამ ომში წაყვანა უფრო მძიმე. ასეთი გამოცდილი მეომარი, თავისი სპის მეთაური გაპარვას ვერც შეძლებდა და ანდა, როგორ გაპარულიყო?!

ერთად შემობრუნდნენ. დედას აცნობა, რომ სიყვარულის დავიწყებისთვის მასზე სიჩუმე საუკეთესო გამოსავალი იყო, ხოლო მამას მიანდო გადაწყვეტილების ცოლისთვის გამხელის სიმძიმილი.

ყველაფერი, რა თქმა უნდა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ელოდებოდა. ერთია მოისმინო სხვის მიერ მოთხრობილი ამბები და დაინახო ხმლისა და ისრის ჯადოსნური ფრენა, მაგრამ ბრძოლის ველზე სულ სხვანაირად ჩანს ყელაფერი. სიცოცხლეს ჩაბღაუჭებულთა ხავილი ზღვის ტალღებმა ბუშტუკებად აქციეს მის თვალწინ. იღუპებოდნენ ისინი, ვის გვერდითაც მთელი ბავშვობა გაეტარებინა. ისინიც, ვისაც საერთოდ არ იცნობდა და სულ უცხოები, ოქროსა და ხორბალს დახარბებული მოხდურები. მამის ფარი გველისმჭამელთა სხეულს დაემსგავსა. გემზე მის გვერდით მყოფთაგან შელეწილი გულ-ფილტვი სულს პირიდან წითელი ქაფით ისროდა. არავის რჩებოდა იმის დრო, რომ გაკვირვებულიყო მცირე ასაკის ქალის ომში ყოფნით. არათუ ლაზღანდარობას, ამ თემაზე ხმის დაძვრასაც ვერავინ ბედავდა სპაში. მხოლოდ მისი სიმამაცით და გამჭრიახბითჰკვირდებოდნენ და არავის სჯეროდა, რომ ახალგაზრდა გოგონას შეეძლო ასეთი კაცური სულის გამოვლენა.

გემთა ჭიდილსა და ცეცხლოვან განუკითხაობაში, ისრისა და ხის სიმღერაში, ხმალთა ჭიდილში მხოლოდ ეიას მამა იყო განსაკუთრებული მოუსვენრობით შეპყრობილი. აქამდე არასდროს უგრძვნია ის შიში, რაც შვილის დაკარგვას ახლდა თან. ახლა კი

Page 41: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

41

ყოველ მის მისხალს შეიგრძნობდა და ნაკლები დრო რჩებოდა იმის გადასააზრებლად, რას გრძნობდნენ მამები, როცა ვაჟები თვალწინ ეღუპებოდათ. ომში მყოფთაგან მას მხოლოდ ის განასხვავებდა, რომ მისი მებრძოლი შვილი ომისთვის უასაკო იყო და თანაც ქალი. უფრო ნაკლებად ფიქრობდა იმაზე, რომ ვინმე დაცინვას გაბედავდა და პირველი აიმაღლებდა ხმას, რომ ქალისთვის ადგილი არ იყო ომში. ამის თქმის საშუალებას არც ეია იძლეოდა და პასუხებიც სათანადო იქნებოდა პირის გამღებისთვის.

ახლა, როცა ლტოლვილთა გემბანზე ამ დიდი წაგების შედეგებსა და მამის სიკვდილს იხსენებდა ეია, ერთიანად აჟრჟოლებდა. ფიქრები, რომლებსაც ,,რომ არა“ უფრო ხშირად მოჰქონდა, ვიდრე ბრძოლის დეტალები, ქალს უნებურად უსახავდა ახალ სტრატეგიებს.

ხელის ერთი აქნევით მოიშორა ყოველგვარი ფიქრი და გადაწყვიტა, მეხსარი მიწაზე გადასვლისთანავე შეერაცხათ იმ გმირად, რომელიც ზღვამ კეთილი მგზავრობისთვის მსხვერპლად მოითხოვა. და კაციც დაუფიქრებლად მიჰყვა ღმერთთა იმ განჩინებას, რომელიც მისთვის გამოემეტებინათ ზემოთ.

სხვა დილას ჰორიზონტიდან უნდა მოეტანა ის მოლოდინი, რასაც ასე ესწრაფოდნენ მიწის შვილები. მათ ხომ გულგახეთქილებმა გაბედეს და შიშით შემოაბიჯეს ამხელა წყალში ცხოვრებაში მათგან უმეტესობამ პირველად. სათანადო გაშინაურებას იმასთან, რაც მათი სხეულის უდიდეს ნაწილს შეადგენს, ისინი ვერასდროს მოახერხებენ. სიყვარული ზოგიერთ მათგანს რა თქმა უნდა ექნება მისდამი, მაგრამ ქვეცნობიერი შიში იქით მიბრუნებისა, საიდანაც მოვიდნენ, მათი თანმდევი იქნება მუდამ. მომავალი თაობები კი ვერასდროს დაადგენენ იმ სიმართლეს, როგორ და რანაირად შეაბიჯეს იმ სამკვიდრებელზე, რომელზეც თავად გაიზარდნენ. გარეგნულ შიშს გადალახავენ და სიამოვნებისა თუ საკვების მოსაპოვებლად შეცურავენ მასში, მაგრამ ზღვა, წყალი, რომელმაც ერთხელ უკვე ამოანთხია ისინი, მათ დასაბრუნებლად მზად არ იქნება.

თავი VI

უმთვარო ღამის წყვდიადით შეფერილი ზღვის ჰორიზონტიდან მზის პირველმა სხივებმა გამოაჩინა რძისფერი ფართო ზოლით გადახლეჩილი ზურმუხტი. მესაჭის საყვირის ხმას სიხარულის ყიჟინა შეერთო. ყველამ იცოდა, რომ ნიჩბების რამდენჯერმე მოსმაღა იყო საჭირო და მიწას სამუდამო საკუთრებად დაუბრუნდებოდნენ მისი წიაღის სხვა კუთხიდან გადმოხვეწილი გათანგული, მზითდამწვარი და გამომშრალი დევნილები.

Page 42: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

42

ეიამ გემბანზე ტაატით ამოირბინა და მისთვის უცნობ მხარეს დაფიქრებულმა გახედა. მიწა, რომელსაც იგი ელოდებოდა, ოქროსფერი უნდა ყოფილიყო, დასახლებული და ხმაურიანი. შორიდან არც ვინმე სულიერი ჭაჭანებდა, არც მათი ნამოსახლარი მოსჩანდა. მესაჭისკენ შეცბუნებულმა გააპარა მზერა. გულში ეჭვისმაგვარი რაღაც გაუკრთა და როცა სიხარული დაინახა მის თვალებში, ოდნავ დამშვიდდა. ფიჭვის ხით ნაგები ოთახებისკენ აიღო გეზი და ერთ-ერთზე ფრთხილად დააკაკუნა. იქიდან ნაღვლიანი სიხარულის ხმამ შესვლის ნებართვა მისცა.

თუთა ტახტზე იჯდა. ცრემლების შემშრალება არც უფიქრია, ისე გახედა შესულს. გიშრის თმა-წარბ-წამწამ-თვალს ოთახში შესული სხივი მოხვდა. თეთრი სახე მთვარის ღვთაებას დაემსგავსა და მზისგან ანარეკლმა სხივმა უფრო მეტი მშვენება შემატა.

_ რად სტირი, დედოფალო?

_ სიხარული და ნაღველი ერთურთს ერევა ახლა, ეია. მიხარია, მშობლიურ მიწას ისევ რომ დავაბიჯებ ფეხს. მიხარია, რომ ბავშვობის ნეტარი დროების გახსენების საშუალება მეძლევა, მაგრამ არ ვიცი, რა დამხვდება იქ. სამმაგად მაშფოთებს ჩემი მისვლა ძმის სახლში. ვაითუ, არ მიმიღოს და უკან გამაბრუნოს, ისევ მოუსავლეთსა და უცხოობაში. ან თუ მიმიღებს, ერთიანად არ დახოცოს ჩემი მხლებლები, როგორც მას, გულზვიადს სჩვევია უცხოთა მიმართ. საკადრის პატივს ვინ დაეძებს, ტირანია ჩემი ძმა და თავშესაფარს არც ჩემს ჩვილს მისცემს. თუკი მიგვიღებს, არავინაა დაზღვეული, რომ მონობის უღელს არ დაგვადგამს ერთიანად ყველას. მედეას გემზე მოყვანა უარესი საფრთხე იქნება მისთვისაც და ჩვენთვისაც.

_ ვინმეს გავაგზავნით სამეფო კარზე. მათხოვრის ფორმაში ჩაცმული ითხოვს მისგან შემწეობას და შენს სიტყვებს გადასცემს.

_ არ არიან ჩემი ძმის ქალაქში მათხოვრები.

_ მაშინ ქალაქში სამკაულებით მოვაჭრის მსგავსად დადგება. ხომ გამოვა ოდესმე შენი ძმისწული?

_ ის სამკაულებს არ ყიდულობს. მათ მხოლოდ დღესასწაულებზე ისხამს და განა ეცოდინება ჩვენგან წარგზავნილ ვინმე სულიერს მისი სახე? იცნობს კი ვინმე? ვფიქრობ, წინასწარმეტყველის სახლში უნდა მივიდეს და მისი პირით გადასცეს ყოველივე. ყოველდღე ნახულობს მოხუცს, თუ აქამდე ცოცხალია, სალოცავად წასვლამდე მედეა.

_ ჩვენ მიწას მივადექით დედოფალო, მაგრამ მას არ აკრავს ოქროსფერი სანაპირო. არც ხალხი სახლობს ახლომახლო. ერთადერთი, რაც აქედან ჩანს, ხეებითა და

Page 43: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

43

ბალახებით დაფარული მიწაა თეთრი მდინარით, რომელიც ზღვის სიშავეს კი ერთვის, მაგრამ არასაკმარისია, რომ გაათეთროს იგი.

_ ჩემი ძმის სასახლე მდინარის აყოლებით მზის გაშუადღევებაზეა. ზღვის ეს შესართავი ნაპირი სამი მთით იყოფა მისგან. შემოსავლელი გზა იმდენად ციცაბოა, რომ აქ გასართობად მოსული მოსახლეები მეთევზეთა გემებსა და ყვითელი ხილის საძებნელად წამოსულთა ნავებს დაჰყვებიან მხოლოდ. მთის კლდოვან კალთას უამრავი სიცოცხლე შეუწირავს. დარეტიანებულები გადაშვებულან მასში და აღარასდროს დაბრუნებულან. ჩემს ბავშვობაში იქ ნადირებს ყრიდნენ და ქვესკნელის მეუფეს ლოცვით შესთხოვდნენ ადამიანთა სანაცვლოდ მიეღო იგი. თუმცა... გაუმაძღარი!იქ გამვლელებს მაინც ისევე იწირავდა, როგორც მათგან მიძღვნილ ნადირებს.

_მაშ, ამ გზით გავგზავნით ქალთაგან ვინმეს და ავუკრძალავთ მისი ძირისკენ ჩახედვას. მანამდე კი ამ მიწაზე დაველოდებით.

_იშვიათია ადამიანი, რომელსაც იქ გაევლოს და ისინიც, ჭკუიდან შეშლილები მეორედ გავლას ვეღარ ბედავენ. არცერთი ბანგი არ მოქმედებს, რომ ძირს არ ჩაახედოს და სწორად იაროს ვინმემ მის პირთან გამავალ ვიწრო ბილიკზე. თითქოს თვისკენ იხმობსო, ისეთ ხმებს გამოსცემს. შიგნიდან ამოსული მხურვალება პურების მცხობელთათვისაც კი უცხოა და ვერც ხმალთამჭედავები სცნობენ. ხშირად ვიპარებოდით მის სანახავად მე და ჩემი ძმა, მაგრამ მიახლოებას კი ვერ ვბედავდით. მისი ღრიალი ყოველთვის გვაშინებდა, ხოლო სუნთქვა წამლავდა მიახლოებულთ. მხილველებისა და გადარჩენილების თქმით, მისი ერთადერთი ცეცხლოვანი თვალიდან ორთქლი ამოდის და სწორედ იგია უკანასკნელი, რომელსაც შეიგრძნობენ იქ მისული ადამიანები.

_ მიწის დუღილისა და მჭედელთა ღმერთს დაუმკვიდრებია ადგილი, დედოფალო. მისთვის შესაწირად ცხოველები კი არა, ოქრო, ვერცხლი და რკინა უნდა გაგეგზავნათ. თუკი ვინმე სახეს აიკრავს და ყველაფერს დაიფარავს ისეთივე უვნებელი გავა მასში, როგორიც მივიდა. მცირედი ოქროც რომ მისცეს მეუფეს, დაუზიანებელს გაატარებს იგი. როდესაც ჩემს სახლში ვიყავი, მამა გვიყვებოდა ხშირად, როგორ გაიარეს ერთ-ერთი ომისას დამარცხებული ქვეყნის შვილებმა მსგავსი არე. რკინის აბჯარი შეიხსნეს და მოკლე ლოცვის შემდეგ მასში ჩაყარეს. სახე იმ ნაჭრებით დაიფარეს, რომელიც აბჯრის შიგნით ემოსათ, ხოლო სხეულზე ხრამის ირგვლივ ამოსული ფართოფოთლიანი მცენარეებისგან აკინძული ტოტები შემოიკრეს. ერთ წერტილს მიშტერებულებმა

Page 44: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

44

გადაიარეს არე ისე, რომ ერთი ღერი თმაც არ ჩავარდნილა ღია ხახაში, ხოლო მდევართაგან ვერავინ გაბედა მათ გადაჰყოლოდა.

მცირე დუმილის შემდეგ განაგრძო:

_ ვიცი, ვინც გაბედავს და გადავა იმ არეს. იგი ერთ-ერთი იმათგანია, შენ მსგავსად რომ იჯდა საპყრობილეში. ბუბასაზე გეუბნები.

_ ეგ ხომ ერთი მფრთხალი ქალია? წყლის მოწოდებაც კი არ შეუძლია ისე, რომ ერთი სასმისი მაინც არ შეიწიროს. როდესაც იმას ცდილობს, რის გაკეთებასაც მისგან ითხოვენ, ხელ-ფეხი ერთიანად უკანკალებს. მთელი სხეული ჟრჟოლადავლილ ხეს მიუგავს ამ დროს.

_ ქალთა ოთახებში მე ხშირად მინახავს მისი ცეკვა. გაშეშებული გველივით აყოლებდა თავსა და სხეულს მუსიკის ხმას. მომაჯადოებელი და დამატყვევებელი მოძრაობებით დანარნარებდა ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში სწორხაზოვნად. თოკზე მოსიარულეთაც კი შეშურდებათ მისი ხილვა. ხალხის თვალწინ არასდროს უცეკვია. მხოლოდ ჩვენ წინაშე ბედავდა ცეკვას. არც ის უთქვამს, რატომ არ სურდა თავისი დამატყვევებელი მოძრაობები ეხილა კაცთაგან ვინმეს. თუმცა ისედაც ცხადია, რომ მსუბუქი ყოფაქცევისად აქცევდნენ უმალ. მძიმეა ქალთა ხვედრი და თავად დიდებულის ასულებიც ვერ გაურბიან ხოლმე მას ხშირად.

_ ვეჭვობ, შეძლოს თავისზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება, მაგრამ აქ მოუხმე და ძალიან გთხოვ, ნუ შეაშინებ.

ეია ოთახში გამხდარ და პირმშვენიერ ქალს შემოუძღვა. სიფრთხილე მთელ მის სხეულს ისეთ ჟრუანტელად უვლიდა, რომ დგომას ძლივს ახერხებდა. ახალგაზრდას მშვენიერება სამეფო კარის კაცებში არც ისეთი თვალშისაცემი იყო წელმსხვილი ქალების გამო. დედოფლის პირისფარეშთაგან მხოლოდ ეია სარგებლობდა კაცთა შორის მოწონების საგნობით თავისი უცხო ფერის კანის გამო.

თუთას გაეღიმა და ანიშნა, მისულიყო. ბუბასამ თავი დაუკრა, მიუახლოვდა და გაჩერდა. დედოფალი წამოიმართა. გოგონას ხელები ხელში მოიმწყვდია და ამბების გამოკითხვა დაიწყო. „რამდენად საჩქაროდ გადასაწყვეტიც უნდა იყოს საქმე, მასში მესამე პირის ჩართვისას უმჯობესია შორიდან დაიწყო მოვლა“ - თავისი მასწავლებლის სიტყვები გაახსენდა - ,,არაფერი ახარებს ადამიანის გულს, უბრალო მონისას უფრო, ვიდრე პირადი ამბებით დიდებულის დაინტერესება. შორეულ აღმოსავლეთში მათხოვრებს დიდებულები ესალმებიან პირველები იმის გამო, რომ ამ პირობებსა და მდგომარეობაშიც კი ცხოვრებას აგრძელებენ. მათხოვრებისთვის კი ეს ცხოვრების

Page 45: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

45

გაგრძელების კიდევ ერთი საბაბია. სალამი და პირადი ამბებით დაინტერესება აახლოებთ ადამიანებს. მონასა და ქვეშევრდომს უფრო მეტად უჩნდება პატივისცემა და მოწიწება, შიშიც კი იმ დიდებულისადმი, თუ მასზე ყველაფერი იცის მისმა ბატონმა“. ახლა, როცა არ იცოდა, საიდან დაეწყო ამბავი, ღმერთების შუამავლის სიტყვები განსაკუთრებულად ბრძნულად ეჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დიდებულება და დედოფლობა ქვიშის საათის მარცვლებს გადაუბრუნებლად მიერეკებოდა ქვემოთ.

_ მგზავრობამ ხომ არ დაგღალა, ბუბასა? - საოცრად თბილად იკითხა დედოფალმა

_ რა მოსატანია, დედოფალო? საპყრობილეში გაურკვეველ მომავალს ლტოლვაში გაურკვევლობა მიჯობს. მით უმეტეს მაშინ, როცა შენ გვერდით მომიხდა ამ ხვედრის გაზიარებაც.

_ შენი ოჯახის წევრებიდან თუ არის ვინმე აქ?

_ დედას და მამას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს იმ დღესვე, როდესაც შენი დატყვევების შესახებ გაიგეს და ხმის ამაღლება გაბედა მამამ მეფისნაცვალთან... - ცრემლები წასკდა.

დედოფალმა დაუყვავა. სახეზე მოშუშებული, დარბილებული და სურნელოვანი ხელი ჩამოუსვა.

_ ნუთუ აღარავინ დარჩა, ვისთანაც გულის გადაყოლებასა და საუბარს შეძლებდი?

_ აქ და და ძმა არიან ჩემი. მაგრამ მხოლოდ სისხლი გვაკავშირებს, ჩემთვის იმდენად უცხოები და შორები გახდნენ ბავშვობიდანვე.

_ ასეთი რა წყენა უდევთ გულში?

_ არაფერი, დედოფალო. ოჯახის შემარცხვენელად მივაჩნივარ ორივეს. ბავშვობიდან მორცხვი მარტოდ ვიზრდებოდი და თამაშსაც კი ვერ ვბედავდი მათთან და სხვა ბავშვებთან. მამა განსაკუთრებულად მექცეოდა და ბევრჯერ გამხდარა ჩემი და-ძმის კამათის მიზეზი ეს ამბავი. მხოლოდ მას სჯეროდა ჩემი. დედა, თუმცა მომთმენი და წყნარი ქალი იყო, წყობილებიდან გამოჰყავდა ჩემს ყოველ ქცევას. არასოდეს ყოფილა, ისე შევსულიყავი მის ოთახში, რამე არ გამეტეხა ან არ დამეშავებინა. ეს კიდევ ერთხელ აწევინებდა მაღლა ცხვირს ჩემს დედმამიშვილებს. ბევრჯერ ვეცადე. ხის ჭურჭელიც კი გავაკეთებინე მამას, რომ მისი ხელში სწორად დაჭერა მესწავლა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მხოლოდ ერთი გამოსავალი ვნახე და ისიც მაშინ, როდესაც ჩვენს სახლში ოცსიმიან საკრავზე დაუკრა ერთმა მოხუცმა. ჩემს ოთახში მის ხმას აყოლილს არცერთი ჭურჭელი არ გამტეხია - ქალს მომდევნო შეკითხვამდე

Page 46: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

46

წამიერად გაუელვა თავში თვისმა ზედმეტსახელმა. საწამლავის დამტარებელს ეძახდნენ მამის სახლში. ვიღაც მათხოვარს დასცდა ერთხელ, როდესაც წყალი სთხოვა გოგონას. აკანკალებულს მიჰქონდა თასი მწყურვალისთვის და მის ფეხებთან გაიშხლართა. „საწამლავის დამტარებლად გზრდიან სახლში, ალბათო“ - მიუყოლებია მათხოვარს და აარხარებული ბავშვები რომ დაინახა, გოგონას წამოსაყენებლად არც კი დაიხარა. ზემოდან დაადგა და თითქოს მისი ცრემლებით იკლავდა წყურვილს. მერე კი იმაზე უცებ გაეცალა იქაურობას, ვიდრე მოვიდა.

_ რატომ არასდროს გამიგია, რომ ცეკვა შეგეძლო?

_ როდესაც მამას ამის შესახებ ვუთხარი და მათ წინაშე ისევ მუსიკის ხმას ავყევი, ამიკრძალა ამის სახალხოდ ჩვენება. უწესო ქალების ქცევას ჩამითვალა, თუმცა იმის იმედით, რომ ძველ ჩვევებს დავივიწყებდი, ამ საკრავზე დაკვრა ასწავლებინა მოხუცს.

_ ცეკვით შეგიძლია სწორხაზოვნად იარო ისე, რომ არაფერი დაგცვივდეს ხელიდან?

_ კი, დედოფალო.

_ თუკი უვიწროეს ბილიკზე მოგიწევს გავლა, რომლის ქვემოთაც უზარმაზარი მოღრიალე უფსკრულია, შეძლებდი მაში ჩაუხედავად გასვლას?

_ უწვრილეს თოკზეც მივლია, დედოფალო, მხოლოდ წინ ცქერით.

_ შეძლებდი ჩემთვის ასეთ უფსკრულზე მხოლოდ ერთხელ გავლას?

_ ათასჯერაც, დედოფალო!

თუთა არ ელოდებოდა ასეთი მფრთხალი გოგონასგან ასეთ გამბედავ პასუხს. გულწრფელობაც იგრძნობოდა და თავდადებაც.

_ მხოლოდ ის ნუ გათქმევინებს ამ სიტყვებს, რომ შენ წინაშე დედოფალი დგას.

_ ის საქმეა, რისი გაკეთებაც თვალდახუჭულს შემიძლია - გოგონას სიამაყე შემატა იმან, რომ უსარგებლო ქმედებისგან ვიღაც სარგებელს ნახულობდა და ეს ვიღაც თავად დედოფალი იყო.

თუთას გაეღიმა. ეიას გახედა.

_ ათასჯერ არ მოგიწევს. მხოლოდ ერთხელ. ოღონდ, გახსოვდეს, რომ საშიშია და დიდი საქმისთვის მიდიხარ. მაგრამ გასწავლით, უსაფრთხოდ როგორ გახვიდე სამშვიდობოს. დანარჩენი მხოლოდ შენს გონებასა და სხეულზეა დამოკიდებული.

Page 47: შესავალი უცხო მივიდა მაგრამ კუნძულელების · ბედნიერი იწვევდა ეიას თავის

47

დედოფალმა ჩვილის საწოლიდან ოქროსა და ვერცხლის მომცრო ყელსაბამი აიღო. იგი მისმა ქმარმა, აწგარდაცვლილმა მეფემ ჩამოიტანა ომიდან თავისი მემკვიდრისთვის. სასახლიდან წამოსვლის ღამეს კი ეიამ თან წამოიღო.

_ როდესაც ნაპირზე გადავალთ და ღამის გასათევ ადგილს ვიპოვით, თეთრ მდინარეს აუყვები აღმოსავლეთისკენ. შებინდებისას მის იმ ნაწილს მიაღწევ, სადაც მთასთან ოდნავ დამრეცი, მოღრიალე და ყელაზე ფართო ყელია. შენი ხელის მარცხნივ მთის კიდეს აჰყვები. იქ მისული ტანთ გაიხდი, სახეს, თვალების გარდა მისით დაიფარავ, უფსკრულში, ბილიკის დასაწყისთან ამ ყელსაბამს ისვრი და დანარჩენი შენს მოხერხებაზეა. როდესაც სამშვიდობოს გახვალ, წითელსახურავებიან ქვის ქალაქს დაინახავ. სასახლისკენ მიმავალ გზაზე მარცხნივ ბილიკი გადის. ქალაქამდე მეთორმეტე სახლში ღმერთების შუამავალსა და დედოფლის მასწავლებელს იკითხავ. იქ შუაღამისას მოსულ გოგონას დაელოდე და შემდეგი სიტყვები გადაეცი: ,,გამთენიისას მეთევზეთა გემს გამოჰყევი, ის მოვიდა, ვისაც სული ელევა შენზე“ და ეს ლურჯი ქვა ჩაუდე ხელში. შემდეგ, ერთად დაბრუნდებით იმ ადგილას, სადაც გადასვლის შემდეგ ვიქნებით ჩვენ.