შეურაცხადი - palitral · 2017-05-01 · მეტსაც...

33
შეურაცხადი. წინასიტყვაობა. ყოველთვის ვფიქრობდი, რატომ აქვთ წიგნებს ამხელა შესავალი ან წინასიტყვაობა მეთქი. რა საჭიროა ამდენი გაზვიადება, იმის რაც შეიძლება ძალიან მოკლედ და მარტივად დაიწეროს. ასე ვფიქრობდი, მაგრამ როცა ახლა საკუთარ წიგნს ვწერ, მივხვდი რომ ( მცირე დოზით) ვერც მე ავცდები ამას. სიმართლე გითხრათ არ ვაპირებ თავი მოგაბეზროთ ვრცელი შესავლით, უბრალოდ დავწერ იმას, რაც მგონია, რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ. მოკლედ დავიწყოთ იმით, რომ რომანი "შეურაცხადი" დაიწერა 2015 წლის გაზაფხულზე. შუასაუკუნეების, ისტორიულ და რეალურ თარიღებსა და მოვლენებზე დაყრდნობით. ის არის, არა მარტო რომანი, არამედ დრამაც, სადაც კარგადაა ასახული იმდროინდელი ინგლისური საზოგადოებისა და სხვადასხვა კლასების ყოფა_ცხოვრება. რელიგიური უთანხმოებები და შეთქმულებები. წიგნის მთავარი პერსონაჟები გამოგონილია. მაგრამ ეს ხელს არ უშლის წიგნში ასახული რეალური ფაქტების სწორად აღქმას. აქ აღწერილი ამბები, ზოგი გამოგონილი, ზოგიც კი ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდანაა ნაკარნახევი. წიგნის მთავარი გმირი რაღაცით მგავს, მაგრამ საერთო რაც არ გვაქვს ისაა, რომ მე მისგან განსხვავებით, არც ქმარი მყავს შეურაცხადი (თუმცა მათ შორისაც შეიძლება პარალელების გავლება) და არც მამა მყავს ანგარებიანი, უგულო პატივმოყვარე დესპოტი. მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს და ის, ერთ_ერთი უსაყვარლესი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. იგი ჩემი ბავშობისა და სიყმაწვილის ერთადერთი ნათელი წერტილია. მოკლედ დიდ ხანს რომ არ გავაგრძელო, წაიკითხეთ წიგნი და ისიამოვნეთ. მე ვფიქრობ ის საინტერესო თავშესაქცევი იქნება მკითხველთათვის. ხოლო დანარჩენი მათ შეაფასონ. ავტორი მოსალოდნელი ქარიშხალი. "უცნაურ რამ განსაცდელში, თოფიც ჯოხად გარდაიქცევა"

Upload: others

Post on 20-Jan-2020

1 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

შეურაცხადი. წინასიტყვაობა.

ყოველთვის ვფიქრობდი, რატომ აქვთ წიგნებს ამხელა შესავალი ან წინასიტყვაობა მეთქი. რა საჭიროა ამდენი გაზვიადება, იმის რაც შეიძლება ძალიან მოკლედ და მარტივად დაიწეროს. ასე ვფიქრობდი, მაგრამ როცა ახლა საკუთარ წიგნს ვწერ, მივხვდი რომ ( მცირე დოზით) ვერც მე ავცდები ამას. სიმართლე გითხრათ არ ვაპირებ თავი მოგაბეზროთ ვრცელი შესავლით, უბრალოდ დავწერ იმას, რაც მგონია, რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

მოკლედ დავიწყოთ იმით, რომ რომანი "შეურაცხადი" დაიწერა 2015 წლის გაზაფხულზე. შუასაუკუნეების, ისტორიულ და რეალურ თარიღებსა და მოვლენებზე დაყრდნობით. ის არის, არა მარტო რომანი, არამედ დრამაც, სადაც კარგადაა ასახული იმდროინდელი ინგლისური საზოგადოებისა და სხვადასხვა კლასების ყოფა_ცხოვრება. რელიგიური უთანხმოებები და შეთქმულებები. წიგნის მთავარი პერსონაჟები გამოგონილია. მაგრამ ეს ხელს არ უშლის წიგნში ასახული რეალური ფაქტების სწორად აღქმას.

აქ აღწერილი ამბები, ზოგი გამოგონილი, ზოგიც კი ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდანაა ნაკარნახევი. წიგნის მთავარი გმირი რაღაცით მგავს, მაგრამ საერთო რაც არ გვაქვს ისაა, რომ მე მისგან განსხვავებით, არც ქმარი მყავს შეურაცხადი (თუმცა მათ შორისაც შეიძლება პარალელების გავლება) და არც მამა მყავს ანგარებიანი, უგულო პატივმოყვარე დესპოტი. მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს და ის, ერთ_ერთი უსაყვარლესი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. იგი ჩემი ბავშობისა და სიყმაწვილის ერთადერთი ნათელი წერტილია.

მოკლედ დიდ ხანს რომ არ გავაგრძელო, წაიკითხეთ წიგნი და ისიამოვნეთ. მე ვფიქრობ ის საინტერესო თავშესაქცევი იქნება მკითხველთათვის. ხოლო დანარჩენი მათ შეაფასონ.

ავტორი მოსალოდნელი ქარიშხალი.

"უცნაურ რამ განსაცდელში,

თოფიც ჯოხად გარდაიქცევა"

Page 2: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

(წოდებული)

ბარნოვი.

გავრბოდი... ვეცემოდი... ვდგებოდი... ისევ გავრბოდი და ისევ ვეცემოდი. ტყაპატყუპი გამდიოდა, მინდორში დაგროვილ ნაწვიმარ ტბორებში. წამომდგარს, სველი, ნამიანი ბალახი საამოდ მეხებოდა შიშველ ფეხებზე. ვგრძნობდი სიცივეს ნაზ ტერფებზე, მაგრამ ეს შეგრძნება მეტად მომწონდა, ვიდრე მაწუხებდა. გავრბოდი და მიტაცებდა გაშლილი სივრცის მშვენიერება, მინდვრის ყვავილთა სურნელი და დილის საამო სიო. თავს ბედნიერად და ლაღად ვგრძნობდი. საოცრად ლაღად. ვტკბებოდი ამ შეგრძნებებით, ისე თითქოს ეს დღე, თავისუფლების უკანასკნელი დღე ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. მიხაროდა სიცოცხლე და თავისუფლების ყოველი წუთით ვკბებოდი. მინდოდა მეყვირა, მეკივლა და ასე მერბინა ქვეყნის დასასრულამდე.

მძიმე კაბა, სისველისაგან ორმაგად დამიმძიმდა, მაგრამ ეს სრულიად არ მაწუხებდა. არც სულის ამომხდელი კორსეტი, აღარ მიჭერდა ძველებურად.

სირბილით დაღლილი, მინდვრის შუაგულში შევჩერდი. ხელები ჰორიზონტალურად ფართოდ გავშალე და ზეცისაკენ ავიხედე. თვალები დავხუჭე და ასე გარინდულმა, რამდენჯერმე ღრმად აქმოვისუნთქე. წარმოვიდგინე თითქოს ფრთები გამომესხა და ჩიტივით, შორს სივრცეში გავფრინდი. ეს ისეთი, საოცარი, ამაღლებული შეგრძნება იყო, ისეთი ძლიერთი, რომ მეგონა თითქოს მართლა მივფრინავდი ზეცისაკენ.

არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გაგძელდებოდა ჩემი ეს ნირვანა, ჩემი ეს საოცარი განცდები, რომ არა მიწიერი ხმა, რომელმაც სწრაფად გამომაფხიზლა ზღაპრიდან და რეალობაში დამაბრუნა. ხმა შორიდან, მაგრამ მკაფიოდ მოისმოდა.

_მისის!

_მისის ბელ!

_ღმერთო ჩემო, იმდენი ხანია გეძებთ!

ჩამესმა ხმა და თვალი გავახილე. ჩემკენ თავაწყვეტით წამოსული მხედარი დავინახე. ის, ისე სწრაფად მოჰქროდა ჩენკენ. ისე სწრაფად რომ, ცხენი ძლივს შეაჩერა, ჩემს ფეხებთან. აქოშინებული პირუტყვი სულს ძლივს ითქვამდა. როგორც სჩანს მართლაც ბევრი ერბინა.

_მაპატიეთ ქალბატონო, დიდი ხანია გეძებთ. მიხარია რომ გიპოვეთ.

Page 3: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

_რა მოხდა ფრედ?

_ბატონს თქვენი ნახვა სურს. მიბრძანა მეპოვნეთ და მასთან მიმეყვანეთ. როგორც სჩანს თქვენთან მნიშვნელოვანი საქმე აქვს.

_ალბათ ასეა, მამა სხვა შემთხვევაში, აქ არ გამოგგზავნიდა.

ფრედი (ჩვენი მეეტლე) ცხენიდან ჩამოხტა და სადავეები მე გამომიწოდა.

_ინებეთ ქალბატონო. იჩქარეთ!

პირუტყვს წამის სისწრაფეში შემოვევლე უნაგირზე და მარჯვედ დავჯექი. ხელი ფრედს გავუწოდე, მინდოდა უკან შემომესვა.

_ ამოდი სწრაფად.

_არა ქალბატონო, მე ფეხით დავბრუნდები შინ.

_ნუ ხარ ასეთი თავმდაბალი. ამოდენა გზას ფეხით გამოივლი? იჩქარე! დროა წავიდეთ.

ხელით ჩემს უკან მივუთითე, დაჯექი მეთქი. მან თავი მორცხვად დახარა და გაწითლდა, თითქოს დაიმორცხვაო. მეც აღარ ჩავაციებივარ და ვიტომ ნაწყენმა ვუთხარი:

_კარგი ნება შენია, იარე ფეხით_ ვთქვი და ცხენს დეზი ვკარი. მისი ცხელი სხეული თითქოს ქარს შეერწყაო, სწრაფად გაქროლდა და მეც თან გამიტაცა.

მივქროდი და ვფიქრობდი თუ რატომ მიხმობდა მამა "ნეტავ რა უნდა მამას? რა საქმე აქვს ჩემთან? ალბათ სასწრაფოა რამე. რადგან ასე არასოდეს მივუხმივარ თავისთან" .

როგორც წესი მამას იშვიათად ვნახულობდი. მას თითქმის არასოდეს ეცალა ჩემთვის. სულ მუშაობდა. სახლშიც, გარეთ. დრო თითქმის არ ქონდა. სულ სადღაც ეჩქარებოდა, სულ სადღაც გარბოდა. არც ოჯახისათვის, არც სტუმრებისათვის, დრო არ ქონდა. ზოგჯერ დღე ისე გავიდოდა, რომ მხოლოდ ვახშმად თუ შევხვდებოდით ერთმანეთს. ამის გამო დედა მუდამ უკმაყოფილო იყო და ყოველთვის საყვედურით ავსებდა მას.

_საქმე მნიშვნელოვანია, მაგრამ ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერია._ ეუბნებოდა წყენით.

მამა უკმაყოფილოდ გააქნევდა თავს მის საყვედურზე და პასუხად არაფერს ეტყოდა.

Page 4: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

სახლში შევედი და კიბე უხმოდ ავიარე, ასვლისას ვიგრძენი რომ კაბა მეტად დამძიმებოდა. სველი ბოლოები უსიამოვნოდ მეხებოდა ფეხებზე, მინდოდა ჩემს ოთახში შევსულიყავი და თავი როგორმე მომეწესრიგებინა, მაგრამ ვიცოდი მამას ლოდინი ჭირივით სძულდა, ჩემი დაგვიანება კი უფრო გაანაწყენებდა მას. მახსოვს დროზე თავისი შეხედულება ჰქონდა. ხშირად მიმეორებდა "დუმილსა და დროს ოქროს ფასი აქვსო". ამას თვითონაც კარგად აანალიზებდა, ამიტომაც იყო, რომ ყოველთვის სადღაც ეჩქარებოდა, ყოველთვის სადღაც გარბოდა. სიმართლე გითხრათ ლოდინი არც მე მიყვარს, ამიტომ ყველაფერს თავი დავანებე და პირდაპირ მასთან წავედი, დრო რომ არ დამეკარგა.

კარზე დავაკაკუნე და პასუხს არც კი დაველოდე, ისე შევაღე მისი სამუშაო ოთახის კარი. მამა სავარძელში იჯდა. კარის ხმაურზე, მოიხედა და როცა დამინახა, სავარძლიდან წამოდგა.

_ანაბელ! შემოდი, შემოდი.

მორცხვად შევედი და კარი მივხურე.

_დღეს ადრე გასულხარ სახლიდან!_ თქვა და სველ სამოსზე თვალი შემავლო. სახე უკმაყოფილოდ დაებრიცა, ჩემი ასეთ მდგომარეობაში ხილვა მაინცდამაინც არ ესიამოვნა. შევატყვე, ცოტა გაბრაზდა კიდეც. სიბრაზეს ძლივს მოერია. გამიკვირდა რატომ არ გამიბრაზდა, როცა უბრალოდ შერბილებული ტონით, მხოლოდ მცირე საყვედურით შემოიფარგლა:

_მსგავსი ქმედება არ უხდება თქვენს კეთილშობილებას მის. ეს თქვენი მხრიდან ნამდვილი დაუდევრობაა. თქვენ ხომ ეს არ გჩვევიათ? დღეს რამე განსაკუთრებული ხდება? შემობრძანდით თუ შეიძლება, ჩვენს სტუმარს თქვენი გაცნობა სურს.

"სტუმარს?" გავიფიქრე და ოთახის მეორე ბოლოში მდგარი სტუმარი ახლაღა შევნიშნე. ფანჯარასთან უცხო მამაკაცი იდგა. საშუალო სიმაღლის, დაახლოებით 53_55 წლისა. ოდნავ ჩაფსკვნილი, მედიდური შესახედაობისა. მაღლა აწეული წარბები და ცბიერი თვალები კიდევ უფრო მკაცრ შეხედულებას აძლევდნენ მას. ჩაცმულობასა და სიდინჯეზე ეტყობოდა რომ მაღალი წრიდან იყო. ერთხანს თითქოს შევიცანი, მაგრამ მისი ბოლომდე გახსენება მაინც გამიჭირდა. სტუმარმა ჩემს დანახვაზე მოკრძალებულად გაიღიმა და მოსასალმებლად ჩემსკენ წამოვიდა. დავიბენი, ჩემი მოუწესრიგებლობის გამო შემრცხვა და სავარძელს ამოვეფარე. ჩემგან განსხვავებით, მამამ არ დაბნეულა:

_გაიცანით, ჩემი ქალიშვილი ანაბელი.

_ბელ, ბარონი ჰურბერტი!

Page 5: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

მე უხერხულად გავიღიმე და მოკრძალებული რევერანსი გავაკეთე. სტუმრის წინაშე, თავს უხერხულად ვგრძნობდი. მსგავს სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ.

"ნეტავ ვინ არის ეს კაცი? ან რისთვის მაცნობს მას მამა და რა საჭიროა ეს?" გავიფიქრე და მამას გაკვირვებული თვალებით მივაცქერდი. გამიკვირდა ჩემი სტუმართან წარდგენა, რადგან მამა იშვიათად მაცნობდა ხოლმე თავის სტუმრებს. მათი შეხვედრები ძირითადად დახურულ კარს მიღმა ხდებოდა. დავიბენი, გულში რაღაც უცნაური მჯიღი ვიგრძენი, რაღაც ცუდი წინათგრძნობის მაგვარი. წინათგრძნობა კი უტყუარი მქონდა. იშვიათად თუ მიმტყუნებდა ეს გრძნობა.

_ბარონ ჰურბერტს პირადად სურდა შენი გაცნობა.

_ო, დიახ. იმდენი კარგი რამ მსმენია თქვენს შესახებ მის, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, თქვენ ისეთივე მშვენიერი ხართ, როგორც მაისის ვარდი.

_მოხარული ვარ სერ!

-პირიქით. ეს მე ვარ მოხარული, რომ გაგიცანით. მე და მამათქვენი დიდი ხნის მეგობრები ვართ, თქვენი გაცნობის პატივი კი მხოლოდ ახლაღა მხვდა წილად. მინდა ეს დანაშაული გამოვასწორო. ამიტომ, თქვენ და თქვენს ოჯახს ხვალ, ჩემთან ვეპატიჯები ვახშმად, თქვენ განსაკუთრებით. იმედი მაქვს უარს არ იტყვით ჩემს მოპატიჯებაზე, თქვენ ჩემი განსაკუთრებული სტუმარი იქნებით მის.

_გმადლობთ სერ!

მინდოდა მეკითხა რისთვის მეთქი, მაგრამ ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამოვლინება, გადაჭარბებულად მივიჩნიე. რადგან როგორც სჩანს, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავი იყო და ეს შემოთავაზება, ჩემამდე მამაჩემმაც მიიღო. დუმილი ჩამოვარდა და მივხვდი ჩემი აქ გაჩერება საჭირო აღარ იყო, ამიტომ სტუმარს ზრდილობიანად გამოვემშვიდობე, ბოდიში მოვიხადე და ოთახიდან გავედი.

-ხვალამდე მის!

მომაძახა უკვე კარში გამოსულს. კარი მივხურე თუ არა რაღაც თავისუფლება ვიგრძენი, უსიამოვნო სტუმრის ხილვამ თითქოს სული შემიხუთა. ავად მენიშნა მისი ჩვენს სახლში სტუმრობა. "ნეტავ აქ რა ჯანდაბა უნდა? ან მე რა შუაში ვარ?" ვფიქრობდი ჩემთვის და ჩემი მისდამი პესიმისტური დამიკოდებულება უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა. "რისთვის დამპატიჯა თავისთან, რა თავში ვიხლი მის მასპინძლობას. მესმის რომ მამას მეგობარია, მაგრამ ჩვენი ოჯახის მიმართ ეს მოულოდნელი კეთილშობილება რაღაც

Page 6: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

სიკეთეთ არ მესახება. ვინ არის ის?" ერთ წამს დავფიქრდი და გონება დავძაბე. მინდოდა როგორმე გამეხსენებინა მისი სახე.

ვიფიქრე, ვიფიქრე, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. შევეცადე წარსულიდან რაიმე ხელჩასაჭიდი მომეგონებინა და უცებ გონება გამინათდა" ოხ, რა თქმა უნდა, ბატონი ჰურბერტი! " ამომხდა უნებლიედ. ის მამას ძველი და დიდი ხნის ნაცნობია. მახსოვს წლების წინ, როცა მამა საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, დიდ საქმეებს აკეთებდა ბარონისათვის, ერთხელ ვახშმადაც კი დაპატიჯა ჩვენთან. მახსოვს მრავალი მოპატიჯების, მამას თავდაუზოგავი მონდომებისა და უამრავი მცდელობის შემდეგ, პატივცემულმა ბარონმა, პატივი დაგვდო და ოჯახითურთ, შინ გვესტუმრა.

არასოდეს დამავიწყდება მათი, ჩვენთან სტუმრობის დღე. ჰურბერტსა და მის ცოლს, თან თავისი თორმეტი წლის ვაჯი ახლდათ. ჩემი აზრით, მთლათ დალაგებული ვერ უნდა ყოფილიყო, მისი ქცევის წესები და საშინელი მანერები, ძალიან ცუდ მოგონებად დამრჩა. მახსოვს, ვახშმობისას, მაგიდასთან ვერ ისვენებდა, გალიაში დამწყვდეული მხეცივით იქცეოდა. ყველაფერი დაამტვრია რასაც შეეხო. დედას ძვირფასი სამზითვო სერვიზი, რომელსაც მხოლოდ დღესასწაულებზე რომ ვხმარობდით, ერთი ხელის მოსმით სუფრიდან გადმოყარა და ნაწილებად დაამსხვრია. დედა ამის გამო ძალიან შეწუხდა, თუმცა არაფერი თქვა, რათა სტუმრებს უხერხულად არ ეგრძნოთ თავი. მაგრამ მას შემდეგ, ხშირად იგონებდა ამ სამწუხარო ამბავს და დამტვრეული ძვირფასი მზითვის ფასს. მოკლედ არც მაშინ და არც ახლა, მათი სტუმარ_მასპინძლობა მთლად სიამოვნებას არ მგვრიდა.

ოთახში შევედი და სველი სამოსი გავიძრე. სუფთა აბრეშუმის კაბა ჩავიცვი და დაბლა სართულში, ჩაის დასალევად ჩავედი.

მამა დაბლა სართულიდან ამოდიოდა. სტუმარი უკვე გაეცილებინა და ისევ სამუშაოს უბრუნდებოდა.

_ბელ, თუ შეიძლება ჩემთან შემოდი, მნიშვნელოვან თემაზე მინდა გესაუბრო.

_ახლავე მამა _ ვუთხარი და უკან ავედევნე.

შევედით თუ არა ოთახში, მან კარი მიხურა. როგორც სჩანს რამე სერიოზული ქონდა სათქმელი.

_დაჯექი ბელ!

Page 7: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

მითხრა და მეც იქვე მდგარ სავარძელში მოვკალათდი, ის გვერდით მომიჯდა და საუბარი მშვიდად დაიწყო.

_ალბათ გაინტერესებს რაზე მსურს შენთან საუბარი?_ მკითხა მან. _ მინდა იცოდე, რომ ეს ბარონის სტუმრობასთანაა დაკავშირებული.

_ბარონის?

_დიახ ბელ. მას ძალიან სურდა შენი გაცნობა.

_რისთვის?

_იცი ბელ?

დაფიქრებულად თქვა და ხელები მოისრისა. შევატყვე აღელდა. აღარ დავაცადე და მევე ჩავეკითხე.

_მითხარი მამა, რა არის ასეთი მნიშვნელოვანი?

_არ ვიცი როგორ... მოკლედ რომ ვთქვა, ბარონს ჩვენთან დამოყვრება სურს!

ძლივს ამოღერღა სათქმელი და თითქოს ტვირთი მოეხსნაო, შვებით ამოისუნთქა.

_დამოყვრება? როგორ?

_მას სურს რომ, შენ მისი ოჯახის წევრი და მისი რძალი გახდე.

_რაა?

მოულოდნელმა პასუხმა შემაცბუნა და აღშფოთება ვერ დავმალე.

_ჩემი რძლობა? კი მაგრამ ვისზე?

_რა თქმა უნდა მის ვაჯზე, ალფრედზე.

_ალფრედზე? ვისზე იმ გიჯზე?

_გიჯზე? ვინ გითხრა ეს?

_არავინ, რა საჭიროა ვინმეს თქმა, მე ვიცნობ მას?

_საიდან? ის ხომ არასოდეს გინახავს?

Page 8: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

_არასოდეს? როგორ თუ არასოდეს. მე ის მინახავს, ჩემს ღრმა ბავშობაში და კარგად მახსოვს მისი...

_ბელ, ეს მხოლოდ ბავშური წარმოსახვაა და სხვა არაფერი.

_ბავშური წარმოსახვა? იცი რომ ბავშვის მოგონებები ყველაზე ძლიერი და ჭეშმარიტი მოგონებაა ადამიანის ცხოვრებაში? ის რაც ბავშობაში უნახავს ადამიანს, სიცოცხლის ბოლომდე ახსოვს ის და ყველაფერი ნანახი ძალიან ღრმად რჩება მის მეხსიერებაში. ეს არ არის ჩემი წარმოსახვა მამა. ის მართლა გიჯია, გიჯია გესმის?

_ბელ, შენი ბავშობის შემდეგ ძალიან ბევრი დრო გავიდა, ის გაიზარდა და დღეს უკვე სულ სხვა ადამიანია.

_სხვა?

_ხო, სხვა. ის ახლახან დაბრუნდა ინგლისში. პარიზში ცხოვრობდა და მთელი ეს დრო საფრანგეთის საუკეთესო სკოლებში სწავლობდა, საუკეთესო პედაგოგებთან.

_ალბათ? შენ არ გინახავს ის?

_არა, მინახავს... არ მინახავს... რა მნიშვნელობა აქვს, მინახავს თუ არ მინახავს. ვიცი რომ ის სასურველი სასიძოა. მალე ის პარიზიდან ჩამოვა და შეეცდება ცხოვრება აქ ჩვენს ქალაქში აიწყოს, მას კარგი მომავალი აქვს, კარგი წარმოშობა, ის სასურველი სასიძოა განსაკუთრებით ჩვენი კლასის ხალხისათვის.

_მე სულაც არ მხიბლავს ეს!_ ვთქვი მოჭრილად და წამოვდექი.

_დაჯექი ბელ!_ ხმა გაუმკაცრდა მამას.

_შენ გესმის? გესმის რაზე ამბობ უარს? შენ უარს ამბობ ჩვენს მომავალზე, ჩვენს დიდებაზე, ჩვენს უზრუნველ ცხოვრებაზე. მათთან დამოყვრება ჩემი, შენი, დედაშენის ბედნიერებას ნიშნავს. მაღალი წოდება, ახალი ფინანსები, ორმაგად გაგვაბედნიერებს და ორმაგ პატივს მოგვიტანს ბელ. შენ გინდა ამაზე უარი თქვა?

_მე არ მწყურია დიდება. მე მირჩევნია უბრალო იურისტის შვილი ვიყო, ვიდრე გიჯი დიდებულის ცოლი!

_ეს უკვე მეტისმეტია ბელ! შენი პატივმოყვარეობა ნერვებს მიშლის.

_პატივმოყვარეობა. შენ ჩემს პირად ცხოვრებას პატივმოყვარეობას ეძახი მამა? გგონია თუ დიდებულ გიჟზე გამათხოვებ, ეს ბედნიერებას მომიტანს?

Page 9: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

_მაგრამ შენს ოჯახს...

_შევეწირო მსხვერპლად?

_რატომ ართულებ ყველაფერს ბელ? ამას მხოლოდ შენი ოჯახისათვის არ აკეთებ. ვფიქრობ ეს, არც ბარონს მოეწონება.

_სულაც არ მაინტერესებს რა მოეწონება ბარონს. რატომ სურს მას ჩვენი დამოყვრება? გიფიქრია ამაზე? გინახავს ოდესმე სტატუსით დაბალი ოჯახებიდან შეერთოთ მათ ვინმე? რათქმა უნდა არა. მათაც ისევე იტაცებთ დიდება როგორც...

_მე არა?

_მათ ჩვენი დამოყვრებით, თავიანთი ნაკლის დაფარვა სურთ, ამიტომ არ ადარდებთ ჩვენი კლასობრივი მდგომარეობა. და შენ გინდა რომ ამის გამო, ამხელა მსხვერპლი გავიღო?

მამა სავარძლიდან წამოდგა, ზურგი მომაქცია, ფანჯარასთან მივიდა და თქვა:

_შენთან ამის განხილვას აღარ ვაპირებ, ძალიან დამღალე. იფიქრე შენს ოჯახზე, მის უსაფრთხოებასა და მომავალზე. არჩევანის უფლება არ გაქვს, არც შენ და არც მე. მე მჭირდება პასუხი და აუცილებლად მივიღებ მას. ხვალ დილით.

ენა პირში ჩამივარდა. სათქმელი ყელში გამეჩხირა, თვალებში სიბნელე და სისუსტე ვიგრძენი, მოულოდნელობამ, ბრაზმა და სისასტიკემ გონება დამიბინდა. კარს ვეცი და გაბრაზებული, ოთახიდან შურდულივით გავარდი.

* * *

მთელი ღამე არ მიძინია. ან რა დამაძინებდა გული და გონება სატანჯველს იყო მიცემული. ბრაზი მახრჩობდა როგორ შეიძლებოდა ასე მომქცეოდა მამა. არ მოესმინა ჩემთვის და არ გაეთვალისწინებინა ჩემი აზრი. ის ხომ ჩემს ცხოვრებაზე საუბრობდა.

" რატომ იქცევიან დიდებულები ასე? როგორ შეიძლება ასე ატკინო გული, ცოცხალ ადამიანს? განა ადამიანები მარიონეტები არიან? გონიათ არც გული აქვთ მათ და არც სული? როგორ შეიძლება მხოლოდ საკუთარ დიდებისა და კეთილდღეობის გამო, გამოიყემო სხვა ადამიანის ცხოვრება და გრძნობები. ნუთუ არაფერი არსებობს მათთვის უფრო ღირსეული, უფრო წმინდა, ვიდრე სხვა ადამიანების ცხოვრებით თამაში. მათთვის ტკივილის მიყენება და... ო, ღმერთო! რატომ მომივლინე ეს განსაცდელი? ნუთუ დავიმსახურე ეს? და თუ დავიმსახურე, კი მაგრამ რისთვის?"

Page 10: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

თავი ხელებში ჩავრგე და გამოსავლის ძიება დავიწყე." იქნებ სულაც არაა ყველაფერი ისე ცუდად როგორც მგონია?" იმედიანმა აზრმა გამიელვა თავში. "იქნებ არც ალფრედს სურდეს ეს ნაძალადევი ქორწინება, იქნებ მართლაც ისწავლა და გაიგო რამე ამ ქვეყნის. მე დაველაპარაკები მას" მაგრამ უცებ ჰურბერტის გაყინული სახე წარმომიდგა თვალ წინ. წარმოუდგენელი ზიზღის გრძნობით ავივსე მის მიმართ. შემძულდა ადამიანი, რომელიც ფაქტიურად, პირველად ვნახე. "ოხ, მამა რისთვის აკეთებ ამას? მხოლოდ დიდებისათვის? სტატუსისათვის? იქნებ კიდევ უფრო დიდი რამ დგას ამ ყველაფრის უკან. არ მინდა ვიფიქრო რომ ასეა, მაგრამ მამამ თქვა რომ "ჩვენი უსაფრთხოებისათვის" ასე თქვა არა? ნუთუ ჩვენს სიცოცხლესაც ემუქრება საფრთხე? ნუთუ. ოთახში ადგილს ვერ ვპოულობდი და ძუ ლომივით წინ და უკან გაბოროტებული დავრბოდი.

"ღმერთო მიშველე, ეს რა დროებაში ვცხოვრობთ? ადამიანთა სიცოცხლეს წიწილის ფასიც არა აქვს. ახლა მეც წიწილი ვარ? არა, ალბათ უფრო განტევების ვაცი. ეხ მამა, მამა, არ მესმის. თუ ახლობელს არ ტკივა შენი სატკივარი, მტერს ნაკლებად ადარდებს ის."

ფიქრებისა და აზრების ჭიდილმა შორს გამიტაცა. ვფიქრობდი, ვმსჯელობდი, ვბრაზობდი და ვკამათობდი საკუთარ თავთან, ღამე კი ნელ_ნელა ილეოდა. ღამესთან ერთად ჩემი მოთმინებაც ილეოდა.

დავწექი და კიდევ დიდხანს ვიბორგე და ვიწრიალე საწოლში. გარეთ უკვე, ცისკარი შემოდიოდა. არ მახსოვს დაღლილს როდის ჩამეძინა. მაგრამ თვალი რომ გავახილე უკვე კარგად ნათელი იყო. დღის სინათლე ხარბად იფქრვეოდა ჩემს საწოლ ოთახში.

თვალი გავახილე და დაწოლზე წამოვჯექი "ნუთუ ეს ყველაფერი სიზმარი იყო? ნუთუ დამესიზმრა? ნუთუ ჰურბერტი დამესიზმრა?". უცებ სიხარული და შვება ვიგრძენი. მაგრამ არა, როგორც კი საწოლიდან წამოვდექი და სარკეში ჩავიხედე ყველაფერი ცხადად გადაიქცა. გუშინდელი დღით გატანჯული სახე და თვალები საშინლად ჩამღამებოდა. მეწყინა რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ იყო და ისევ სასოწარკვეთა ვიგრძენი.

დღეს მამა ჩემ პასუხს ელის. "ხვალ დილით!" ისევ ჩამესმა მამაჩემის მკაცრი ხმა. აი დილაც, მაგრამ პასუხი არ მაქვს, ან რა ვუპასუხო? უბედურებს სად დავემალო არც კი ვიცი. ოთახში გავიარ გამოვიარე და ისევ დავფიქრდი. არ ვიცი რამდენ ხანს ვფიქრობდი, რას ვაკეთებდი და რატომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება მაგრამ, როდესაც დაბლა ჩავედი, პასუხი უკვე მქონდა და ვიცოდი მამაჩემისათვის, რაც უნდა მეთქვა.

ჩემი მშობლები სუფრას მისხდომოდნენ და სადილობდნენ. სხვა დღეებისაგან განსხვავებით დღეს უფრო აფორიაქებული და მოუსვენარი სახეები ქონდათ.

Page 11: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

ნაძალადევად მიირთმევდნენ ჩაის. რომლის საამო სურნელიც მთელს ოთახში იფრქვეოდა. შევედი თუ არა სამზარეულოში ბესი (მოახლე გოგონა)შემეჩეხა.

_ჩაი მოგართვათ მის?

_არა ბეს, მადა არ მაქვს.

_კარგი ქალბატონო.

_დაჯექი ბელ.

მითხრა მამაჩემმა და გამომცდელად შემხედა.

_არა გმადლობთ, ფეხზე მირჩევნია. აქ მხოლოდ პასუხის გასაცემად მოვედი. ჩემი პასუხი კი მოკლეა.

ჩემი მშობლების მზერა ტყვიასავით მომხვდა. ვხედავდი როგორ აუფორიაქდათ სული და სხეული მათ. მოსვენება დაკარგულები სმენად იქცნენ.

_და როგორია ის?_ ჩამეკითხა მამა და ფინჯანი მაგიდაზე დადო.

_ვიფიქრე თქვენს წინადადებაზე და მე... თანახმა ვარ!

ვთქვი გულგრილად და ოთახი სწრაფად დავტოვე.

იმედგაცრუება.

"უცნაურ რამ განსაცდელში,

თოფიც ჯოხად გარდაიქცევა"

"წოდებული"

ბარნოვი.

ეტლი ხმაურით მიდიოდა გზაზე. მე საზეიმოდ მორთულ_მოკაზმული, ვიჯექი კარეტაში და გარეთ ვიყურებოდი. წვიმდა, მაგრამ წვიმის მიუხედავად მაინც უამრავი ხალხი ირეოდა ქუჩაში. ლაბადა წამოსხმული ქალები ფაცი-ფუცით გარბოდნენ სახლებისაკენ, გზაზე გამრავლებული ეტლებიც სადღაც მიიჩქაროდნენ.

"ო, რა საშინელი დღეა", ვფიქრობდი ჩემთვის. "ბუნებაც კი ტირის. თითქოს მასაც ესმის ჩემი. რა კუპრივით შავი გახდა დღე. ნეტავ არასდროს გამოიდარებს? ალბათ აღარ!"

Page 12: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

შეწუხებული სახე და თვალები კარეტაში მჯდომთ მოვავლე. დედა თვალს არ მაცილებდა. მასაც ჩემსავით, რაღაც სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა. უდაოა, რომ ჩემზე დარდობდა. ჩემს მზერას, მოჩვენებითი ღიმილით უპასუხა და თვალი ამარიდა.

მის გვერდით მამა იჯდა. ჩაფიქრებული, მაგრამ მშვიდი სახით. მის სახეს არ ეხატა შავბნელი და სევდიანი ფიქრები, ისე როგორც დედაჩემისას. ის უფრო შორეულ, უფრო ღრმა ფიქრს მისცემოდა. ალბათ უკვე ხედავდა, შარავანდედით გაბრწყინებულ თავს, დიდების გზაზე მიმავალს. მის შემყურეს, ხასიათი კიდევ უფრო გამიფუჭდა. ვარჩიე, ისევ ქუჩაში გამეხედა.

ბინდდებოდა. ბინდდებოდა ჩემს ცხოვრებაშიც. მხოლოდ ერთი იმედი, ერთი იმედიღა კიაფობდა ჰორიზონტზე. ეს იყო ალფრედი. ახლა, მხოლოდ მისი საეჭვო კეთილგონიერებაღა მაიმედებდა. იქნებ მან მაინც თქვას უარი ამ ქორწინებაზე და შეცვალოს ის, რისი შეცვლაც მე არ ძალმიძს. ღრმად მწამდა, რომ მისი უარი, ჩემს სიცოცხლეს ახლიდან შესძენდა აზრს. ახლა მხოლოდ მასზე ვიყავი დამოკიდებული და უკანასკნელ იმედს ვებღაუჭებოდი. იმედს რომ ის მაინც დამინდობდა.

კვლავ ამრიეს ფიქრებმა. იმდენ ხანს ვფიქრობდი რომ, დროის და სივრცის შეგრძნება დავკარგე. გარეთ ვეღარაფერს ვხედავდი და ვამჩნევდი. ვეღარაფერს ვგრძნობდი. დანიშნულების ადგილს ისე მივუახლოვდით, რომ არც გამიგია. ფიქრებიდან მხოლოდ ეტლის კარის გაღების ხმამ გამომაფხიზლა.

_ჩამობრძანდით მის!_ ხელი შემაშველა ფრედმა.

ძლივს წამოვდექი, თითქოს სხეული ასი ფუტით უფრო გამმძიმებოდა. უხილავი ძალა ფეხებს მიბორკავდა და სიარულში ხელს მიშლიდა. ეტლიდან ფრთხილად ჩავედი და თავი მაღლა ავწიე. პირველი რაც დავინახე უზარმაზარი და პირქუში სახლი იყო. დიდი, მდიდრული, მაგრამ პირქუში. არ ვიცი შეიძლება მე მომეჩვენა ასე. მაგრამ ერთი შეხედვით, ის მართლაც ცივი და საზარი შესახედი იყო. "სახლიც მეპატრონეს გავს" გავიფიქრე ჩემთვის. მასავით ზვიადი და სასტიკია მისი სამყოფი.

მამა ჩვენ წინ მიდიოდა. მე მას უკან მივყვებოდი და ველოდი, ჩემს ბედს, როგორც ეგვიპტეში, ბაზარზე გასაყიდად გაყვანილი მონა ელის ხოლმე თავის მყიდველს. დავაკაკუნეთ. ჩვენ წინ კარი მძიმედ გაიღო. კარში საშუალო ტანის, ფერმკთალი, ასაკის მამაკაცი გამოჩნდა, ოფიციალურად და კოხტად ჩაცმული.

_მობრძანდით!

Page 13: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

თქვა მან და შინ შეგვიძღვა. შესვლისთანავე დიდ და კარგად განათებულ ოთახში აღმოვჩნდით. ის დარბაზს უფრო გავდა ვიდრე ოთახს. გემოვნებით და მდიდრულად მორთული იყო მისი ყოველი კუთხე. მის სტილში იგრძნობოდა რაღაც არაინგლისური. აშკარა იყო რომ მის მოწყობასა და გალამაზებაზე სხვა ქვეყნის, სხვა მოდის, სხვა კულტურის ადამიანს ეზრუნა. ყველაფერი მიმზიდველად გამოიყურებოდა. თუმცა მაშინ, მე მისით ტკბობის და განსჯის უნარი ნაკლებად მქონდა.

მასპინძლები ღიმილით შემოგვეგებნენ. პირველად ჰურბერტი მოგვესალმა, მერე ანჯელი, ჰურბერტის მეუღლე.

ანჟელი, საშუალო სიმაღლის გემოვნებით ჩაცმული, უფრო შეიძლება ითქვას გადაპრანჭული ქალი იყო. ლამაზი და ნათელი პირისახით. ხვეული ოქროსფერი თმით. ფართო, მოღებული დეკოლტე ეცვა, ლამაზ მკერდს ძვირფასი ქვებით მორთული ყელსაბამი უმშვენებდა. ეტყობოდა მეტად მიმდევარი იყო მოდისა. თანაც მოგეხსენებათ ეს დიდგვაროვნები ყოველთვის ზედმეტად მორთულები არიან ხოლმე.

ანჯელის გვერდით პატარა გოგონა იდგა დაახლოებით 7_8 წლისა. ჟღალ თმიანი, სუფთათ და სადად ჩაცმული. ჭორფლიანი და სუსტი სახისა. სახეზე ბავშური, მიამიტი ღიმილი დასთამაშებდა. თვალი რომ გავუსწორე, გამიღიმა და ბაგიდან პატარა კურდღლის კბილები გადმოყარა. უნებლიედ გამეცინა, მის ღიმილზე. ის ისეთი საყვარელი იყო, რომ დანახვისთანავე სიმპათიით განვეწყვე მის მიმართ. მოწონების ნიშნად თავი დავუკარი. მას კი შერცხვა და დედის კაბას ამოეფარა.

_მობრძანდით ძვირფასო სტუმრებო. მიხარია თქვენი ხილვა. გაიცანით ჩემი მეუღლე ანჯელი და ჩემი ქალიშვილი ჯიზელი.

_სასიამოვნოა.

გაუღიმა მამაჩემმა და ანჯელს ხელზე ეამბორა.

_კიდევ უფრო მშვენიერი გამხდარხართ მადამ! ეს პატარა ქალბატონი კი ნამდვილად პირველად ვიხილე. რა მშვენიერი ხართ მის!

ახლა ჯიზელს მოუცაცუნა ხელი ლოყაზე. გოგონა კმაყოფილებისაგან კიდე უფრო დაიჭყანა. "ო, ეს პირფერობა. როგორ მაღიზიანებს" გავიფიქრე ჩემთვის. ჰურებერტი გვერდით დამიდგა და თავი სტუმართმოყვარეობით გამოიჩინა.

_კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში ბელ, სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა!

მე ხმა არ ამომიღია. მხოლოდ მიკრძალებული ღიმილით შემოვიფარგლე.

Page 14: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

_დაბრძანდით თუ შეიძლება!_ გვითხრა ანჯელმა და სავარძლებზე მიგვითითა. მამაჩემი აშკარად კმაყოფილი იყო. შექმნილი გარემოება დიდად ხიბლავდა. მას მოსწონდა ის, რაც მე ასე მძულდა.

დედა უხერხულად დაჯდა მის გვერდით, თავი ისე ეჭირა თითქოს ყველაფერი მოსწონდა. მაგრამ მისი თვალების სიღრმე სულ სხვა რამეს მალავდა, ეს იყო უკმაყოფილება და პროტესტი საკუთარი თავის მიმართ და სინდისის ქენჯნა ჩემს წინაშე.

ქალბატონი ანჯელი სტუმართმოყვარე და მშვენიერი მასპინძელი აღმოჩნდა. სულ თავს დაგვტრიალებდა, კონტაქტში შემოსვლასა და ჩვენთან გულახდილ საუბარს ცდილობდა. ვამჩნევდი სურდა, როგორმე ესიამოვნებინა ჩვენთვის. თან შიგადაშიგ ფარულად მზვერავდა და ჩემს ყოველ მოძრაობასა და მიხვრა_მოხვრას ყურადღებით აკვირდებოდა. რამდენჯერმე გამომელაპარაკა კიდეც, ალბათ აინტერესებდა ჩემი ინტელექტი და გონებრივი შესაძლებლობები. მე ინტერეს ბოლომდე ვერ ვუკმაყოფილებდი, რადგან მოკლედ და ლაკონურად ვცემდი პასუხს, მის ყოველ კითხვას. ძირითადად კი ვდუმდი. ან რა მქონდა სათქმელი, თავს ნივთივით ვგრძნობდი. აუქციონზე გატანილი ლოტივით ვიყავი და ველოდი გაყიდვას.

ცოტა ხანში, მასპინძლებმა სუფრასთან მიგვიწვიეს. ანჯელი გვერდით მომიჯდა, ამით ალბათ ჩემს მიმართ პატივისცემის გამოხატვა სურდა. დედა მამას გვერდით დაჯდა, მაგიდის თავში კი ჰურბერტი იჯდა. ის და მამა საუბრის ეშხში უკვე შესულიყვნენ და ჩვენ თითქმის აღარ გვისმენდნენ. საუბრობდნენ გაცხარებით და ინტერესით. ჩვენს კომპანიას ისე გამოეყვნენ, რომ ვერც კი შენიშნეს.

დრო ნელ_ნელა მიიწევდა წინ, საღამოს ბოლო არ უჩანდა. უკვე ბნელდებოდა. ვახშამი სადაცაა დასრულდებოდა და სცენის მთავარი გმირი ალფრედი კი, ჯერ კიდევ არ სჩანდა. მიკვირდა და მიჩნდებოდა კითხვები: სად იყო ამდენ ხანს იგი და რატომ არ ვახშმობდა ის ჩვენთან ერთად? საკვირველი ის იყო რომ, არც არავინ ახსენებდა მას და არავინ საუბრობდა მაზე. ასე გაგრძელდებოდა ალბათ ვახშმის დასასრულამდე, დუმილი მე რომ არ დამერღვია. ჰურბერტი ისევ მჭერმეტყველებით იყო გართული როცა მოულოდნელი შეკითხვა დავსვი.

_სად არის ალფრედი?

ყველა, ერთბაშად გააჩუმა ჩემმა, მოულოდნელმა შეკითხვამ. ეს ოდნავ უტაქტო შენიშვნა მამაჩემის სახეზე უკმაყოფილებად აისახა. გაკვირვებული სახით შემომხედა, ალბათ მეკითხებოდა "რას ნიშნავს ესო?". მას თვალი ავარიდე და ჰურბერტს ვესროლე მზერა. ბუნებრივია პასუხს მისგან ველოდი. მან მცირე ხნის დუმილის შემდეგ თქვა:

Page 15: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

_ოხ დიახ, ალფრედი, რა თქმა უნდა ალფრედი. ის აქ არ არის, ის დაბრუნდება ჯვრისწერის დღეს. _ თქვა და უხერხულად გაიღიმა.

_ოხ, მართლა?_ ვთქვი ირონიით _ ჯვრისწერაზე? საინტერესოა უკვე ჯვრისწერაც?

_დიახ ძვირფასო, ჩვენ უკვე ვიზრუნეთ ამაზე. გვინდა ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღოთ. ჯვრისწერა, მოკრძალებული ცერემონია.

_მოკრძალებული?_ გაკვირვება ვერ დამალა მამაჩემმა.

_დიახ მოკრძალებული. _ არ დაიბნა ჰურბერტი _ არა, არ მინდა იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩაივლის. არა ყველაფერი საუკეთესოდ მოხდება, მართალია ჯვრისწერა მთლად ვესტმისტერის სააბატოში არ ჩატარდება, მაგრამ არც ნაკლებად დიდებული იქნება.

_მინდა ჯვრისწერამდე გავიცნო, ჩემი მომავალი მეუღლე._ ვთქვი მოჭრით.

_ეს შეცვლის რამეს?_ ეჭვიანი კითხვა შემიბრუნა ჰურბერტმა

_ალბათ არა. _ ვთქვი მე და ჭიქიდან ღვინო მოვსვი, რადგან ნერვიულობით, ყელი საშინლად გამომიშრა.

_თქვენ ისე კარგათ საუბრობთ, ისე მჭერმეტყველად _სიტყვა ჩამოართვა ქმარს ანჯელმა_ მსმენია თქვენი გამჭრიახი გონების, თქვენი განათლების და წარმატებების შესახებ. განათლება სად მიიღეთ?

_მრავალგან. - ვთქვი და გავჩუმდი. რადგან, თემის შეცვლა და სიტყვის ბანზე აგდება მაინცდამაინც არ მესიამოვნა.

_და სად?_ კიდევ უფრო დაინტერესდა ანჯელი.

_ ათ წლამდე რეპეტიტორები მწვრთნიდნენ სახლში, შემდეგ წმ. ანტონიოს გრამატიკულ სკოლასში ვსწავლობდი. ბოლოს კი ოქსფორდის უმაღლეს სკოლაში.

_ ის ნამყოფია პარიზში, გერმანიასა და დანიაში_ ჩაეჩხირა მამაჩემი

_ მართლა?_ დაინტერესდა ანჯელი_ თქვენ საუბრობთ ფრანგულად?

_და არა მარტო ფრანგულად, ის ასევე საუბრობს გერმანულად, იტალიურად, ბერძნულად_ ვერ დაშოშმინდა მამაჩემი.

Page 16: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

_სასიამოვნოა ამის მოსმენა, მოხარული ვარ ბელ, ვფიქრობ სასაუბრო თემა არასოდეს გამოგველევა, იცით რომ მეც ფრანგი ვარ?

_არა მადამ.

არც იყო ამის ცოდნა საჭირო, მის სახლს, მის ჩაცმულობასა და საუბრის მანერას ეტყობოდა მისი ფრანგულობა. და ყოველივე ფრანგული.

_მეც ვიცი ბერძნულად რამდენიმე სიტყვა, მომწონს ბერძნული ენა. თქვენ შეგიძლიათ გვითხრათ რაიმე ბერძნულად?

_დიახ.

_მაგალითად?

ღვინო მოვსვი, ჭიქა მაგიდაზე დავდე და ჰურბერტს შევხედე

_"diskordie malum".

ჰურბერტმა და მამაჩემმა დამდუღრულებივით შეხედეს ერთმანეთს, ვხედავდი როგორ აუტოკდა შუბლის ნერვი ჰურბერტს.

_და რას ნიშნავს ის?_ კვლავ მიამიტად ჩამეძია ანჯელი.

_ის ნიშნავს, "განხეთქილების ვაშლს".

ვხედავდი როგორ აედო ალმური მამაჩემს სახეზე.

_ ჩვენი წასვლის დროა_ თქვა და წამოსადგომად მოემზადა. ალბათ ფიქრობდა რომ თავს ვეღარ გავაკონტროლებდი და კიდევ რაიმე მწარეს ვიტყოდი. მივხვდი რატომაც ჩქარობდა წასვლას და არც მწყენია

_ სასიამოვნო იყო თქვენთან სტუმრობა ძვირფასო ჰურბერტ, მადამ ანჯელ თქვენ შეუდარებელი ხართ!

_რატომ ჩქარობთ სერ? ასე მოულოდნელად...იქნებ ცოტახნით კიდევ დარჩეთ, ჯერ დესერტი არ მოუტანიათ.

_არა მადამ, ისედაც კმაყოფილები ვართ, თქვენი მასპინძლობით. ახლა წასვლის დროა უკვე გვიანია!

_დასანანია, მაგრამ რა გაეწყობა!

Page 17: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

ყველანი წამოიშალნენ. დროზე ადრე ვახშმის დასრულება, არცერთი მხარესათვის სასიამოვნო ფაქტად არ დარჩენილა, მაგრამ ახლა ვახშმის გაგრძელება მხოლოდ უსიამოვნებას თუ მოიტანდა და სხვას არაფერს. ამიტომ სუფრიდან წამოდგა თუ არა მამაჩემი, მაშინვე დანარჩენებიც აიშალნენ. მასპინძლებმა ნელი ნაბიჯით მიგვაცილეს კარამდე. ჩვენ, მათ მოკრძალებულად გამოვემშვიდობეთ და ეტლში ჩავსხედით.

მამაჩემი ჩემს გვერდით დაჯდა. ვგრძნობდი ჩემზე ნაწყენი იყო. თუმცა თქმით არაფერი უთქვამს. მხოლოდ "დასწყევლოს ეშმაკმა" ჩაიბურტყუნა თავისთვის და მზერა ქუჩისაკენ გადაიტანა. ქუჩაში კი უკვე ბნელოდა. სახლებიდან სინათლის მკრთალი შუქი გამოკრთოდა. იძინებდა ქალაქი.

მთელი უკანა გზა ვდუმდი. სახლშიც უსიტყვოდ შევედი. არავისთვის შემიხედავს თვალებში.

_ღამე მშვიდობისა! _ ვთქვი უკან მოუხედავად და კიბეს ავუყევი. ოთახში შევედი და კარი მაგრად მივხურე. ბნელი ოთახი, ბნელი ფიქრებით იყო სავსე. ფეხებმოსხლეტილი მივედი საწოლთან და ზედ დავეშვი. დამაცხრა ტკივილი და სასოწარკვეთის მორევში ჩამითრია.

ფიქრს მიღმა

"უბედური გაჭყლეტილი მწერიც კი ისე

იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი"

შექსპირი.

დილით მაისის ძლიერმა წვიმამ გამომაღვიძა, წვიმდა მძლავრად და კოკისპირულად. მინას წვიმის ნიაღვარი სდიოდა. სახლის სახურავი, წვეთების ძლიერი დარტყმისაგან, ორთქმავალივით რახრახებდა. საერთოდ გაზაფხულისა და ზაფხულის წვიმა მე ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით მაისის თვეში, როცა წვიმას ჭექა_ქუხილიც თან ახლავს ხოლმე. მიყვარს ბუნების ამგვარი გაგიჯება. ამგვარი გაგულისება. თითქოს ცდილობს ვინმეზე ჯავრი იყაროს და თავის სიძლიერესა და უპირატესობაში დაგვარწმუნოს. მე კი ამ დროს თბილად გავეხვევი ხოლმე პლედში, ხელში რაიმე საინტერესო წიგნს ავიღებ და ფანჯრის რაფაზე შემოვჯდები საკითხავად. კითხვა და დასვენება ამ დროს მეტად სასიამოვნოა ხოლმე ჩემთვის. ორმაგად სასიამოვნო ვიდრე კარგ ამინდში. თუ კითხვა არ მსურს ქუჩაში ვიყურები და წვიმის თამაშით ვტკბები. ზოგჯერ საწოლში შევძვრები და შეციებულ ძვლებს თბილი საბნით ვითბობ. ამ დროს ბუხარიც კი არ იქნება უფრო თბილი და სასიამოვნო, ვიდრე ბუმბულის თბილი საბანი.

Page 18: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

საწოლიდან ადგომა არ მინდოდა, თავს მშვიდად და მყუდროდ ვგრძნობდი, მაგრამ გამახსენდა რომ შუადღისას მისტერ ჰაროლდს უნდა შევხვედროდი, ეს საქმიანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ვინ არის მისტერ ჰაროლდი?

მისტერ ჰაროლდი ჩემი პედაგოგი იყო, ქალთა სკოლაში სწავლისას. ის ლათინურსა და სხვა ენებს ასწავლიდა ბავშვებს. გარდა ლიტერატურისა, იგი დაინტერესებული იყო ისტორიითა და სხვა საბუნებისმეტყველო დარგებით. ამჯამად სკოლაში აღარ ასწავლიდა. როგორც თვითონ ამბობდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო დატოვა სამსახური. მახსოვს რაღაც უსიამოვნო ამბავში გაერია. პამფლეტების გავრცელებასა და უცენზურო განცხადებების გამოქვეყნებას აბრალებდნენ. მაგრამ იყო თუ არა ეს მართალი არავინ იცის. ერთი რამ კი ცხადი იყო. იგი არასოდეს მალავდა თავის შეხედულებებს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ საკითხებზე. ამის გამო მას ხშირად ექმნებოდა პრობლემები და უთანხმოებები სხვადასხვა პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ძალებთან. სკოლაც ამიტომ მიატოვა.

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა რომ არ ეგრძნო და გაცილებით თავისუფლად ეღვაწა, ამისათვის გადაწყვიტა საკუთარი სკოლა დაეარსებინა. სკოლა სადაც ყველა ბავშვი შესძლებდა სწავლას. განურჩევლად სტატუსისა, რასისა და კლასისა. ეს უფრო დაბალი ფენის ბავშვების დასახმარებლად იყო გათვლილი, ვიდრე მათთვის ვისაც ყველგან შეეძლოთ სწავლა. ჰაროლდისათვის ასეთი საქმის წამოწყება მეტად დიდი, სახიფათო და შრომატევადი საქმე იყო, მაგრამ როგორც იტყვიან"ჩიტი ბრდღვნად ღირდა".

მე და მისტერ ჰაროლდს, კარგი და დიდი ხნის ურთიერთობა გვქონდა და რადგანაც შეხედულებები და სურვილებიც ერთგვარი გაგვაჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს საქმე ერთად გაგვეკეთებინა. "არ მსურს ასეთ ხათაბალაში შენი გარევა" ხშირად მიმეორებდა ხოლმე ის, მაგრამ მე ჩემსას არ ვიშლიდი, რადგან ძნელია იყო ავანტიურისტი და არ მისდევდე ავანტიურას.

საოცარი ადამიანი იყო მისტერ ჰაროლდი. ჭკვიანი და პროგრესურად მოაზროვნე, ამასთანავე საკმაოდ სიმპათიური, მაგრამ შეუვალი. ათლეტური აღნაგობის, განიერი და მოხდენილი მხრებით. მომნუსხველი და ღრმად ჩამჯდარი თვალებით. დაშვებული ოდნავ კავკასიური შეხედულების ცხვირით. მოხდენილი და დინჯი სიარულის მანერით. 42 წლისა ჯერ კიდევ ახლგაზრდა ჭაბუკს გავდა. საფეთქლები ოდნავ შევერცხლოდა, მაგრამ ასაკოვანი არ ეთქმოდა. მუდამ სუფთად და კოხტად დავარცხნილი თმა, ყოველთვის მის წესრიგიანობაზე მიუთითებდა. მას ისეთივე მოწესრიგებული გარეგნობა ქჰონდა,

Page 19: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

როგორიც ხასიათი. ასეთი იყო ჩემი პედაგოგი, ახლა უკვე პარტნიორი და საუკეთესო მეგობარი.

ფიქრიდან საათის ხმამ გამომარკვია. რა დრო გასულა უკვე ცხრას ჩამოჰკრა. საწოლში ნებივრობა შევწყვიტე და ასადგომად, ნელ_ნელა წამოვიშალე. ზანტად წამოვდექი, სარკეს მივუახლოვდი და თმა ცალი ხელით შევისწორე."მამა ალბათ უკვე წავიდა." ვფიქრობდი ჩემთვის"_ხოდა ძალიანაც კარგი_ "საშუალება მექნება დედას მშვიდად ვესაუბრო", ჩავიცვი და დედას საწოლ ოთახში შევედი, იმ იმედით რომ მასთან მშვიდად საუბარს შევძლებდი, მაგრამ შევცდი. მამაჩემი ჯერ კიდევ მასთან იყო. ალბათ ისიც განგებ იგვიანებდა წასვლას და ითრევდა ფეხს, რომ ვითომ შემთხვევით, შევხვედროდი, რომ გუშინდელ ვახშამზე რამე ეკითხა.

დავინახე თუ არა მამა, უკან მობრუნება მინდოდა, მაგრამ რადგან ოთახში უკვე შესული ვიყავი, უკან აღარ მოვბრუნდი, უსიამოდ შევედი ოთახში და დედაჩემის საწოლზე ჩამოვჯექი.

_დილა მშვიდობისა დედა!

_დილა მშვიდობისა ბელ!

_ ვხედავ დღეს ადგომას არც შენ ჩქარობ?

_ხო, ასეა. თავს უფლება მივეცი ცოტა ვინებივრო, წუხელ თითქმის არ მიძინია.

მან თვალი მალვით გააპარა მამაჩემისაკენ. რომელიც სარკესთან იდგა და გარეგნობას იწესრიგებდა. ცალი თვალი კი მასაც ჩვენკენ ჰქონდა. მინდოდა პროტესტის ნიშნად, მის გასაგონად რაიმე მწარე მეთქვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდოდა ხასიათი გამეფუჭებინა მისთვის. ალბათ უფრო შურისძიების გამო. მინდოდა და გავაკეთე კიდეც. ტუჩები ავწრუპე და ისე სხვათაშორის ვთქვი:

_როგორც სჩანს, დღეიდან უძილობა და მოუსვენრობა ჩვენი სახლის ხშირი სტუმარი გახდება.

_ყოველთვის ასეთი ბასრი იყავი ბელ. არ იცვლები. მე თქვენს კეთილდღეობაზე ვზრუნავ თქვენ კი ყოველთვის შხამით მივსებთ ფიალას.

უკმაყოფილოდ თქვა მან და სარკეს მოშორდა. საუბარში დედა ჩაერია, ალბათ ფიქრობდა, დიალოგი კამათში გადაეზრდებათო და სიტუაციის განმუხტა სცადა.

Page 20: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

_ბელ, იქნებ დღეს საყიდლებზე წავიდეთ? ისეთი ლამაზი მაქმანები ვნახე სალონში, ვიცი ძალიან მოგიხდება. მინდა გიყიდო. თან შენთვის ერთი, ორი ახალი კაბაც შევიძინოთ.

_რისთვის? რა საჭიროა?

_საჭიროა. ხომ იცი მალე შენი ნიშნობა იქნება.

_ახ, ნიშნობა. ეგ ღირსშესანიშნავი მოვლენა ლამის დამავიწყდა. არა დედა დღეს არ გამოვა, ბევრი საქმე მაქვს. თან ინტუიცია მკარნახობს სხვები იზრუნებენ ჩემს მორთულობაზე. ამიტომ მაგისთვის დროის ხარჯვა არ ღირს. ვიცი არ ელოდებიან როგორ გავუცრუებ მათ ამ ამედებს.

_რას ნიშნავს ეს?...

ინტერესი ვერ დამალა მამაჩემმა.

_არაფერს მისტერ. თქვენ დარდი ნუ გაქვთ, ჯვრისწერა აუცილებლად შედგება._ ირონია ყელში მომაწვა. ოთახში გაჩერება გამიჭირდა. ჰაერში ვგრძნობდი ჰურბერტის სუნს. ავდექი და კარისკენ წავედი.

_ საღამოს შევხვდებით ვახშამზე!_ ვთქვი და კარი მივხურე.

* * *

შუადღე გადასული იყო, როცა ლაბადა მოვისხი და ქუჩაში გავედი. ისევ კოკისპირულად წვიმდა. ასეთ ამიდში ალბათ ჯობდა ეტლით მემგზავრა, მაგრამ მე ფეხით წასვლა ვარჩიე. სუფთა ჰაერზე გონება უფრო კარგად მიმუშავებს. ნელი ნაბიჯით ჩავუყევი ქუჩას და გზაჯვარედინზე გავედი, მთავარი გზა გადავკვეთე, მარცხნივ ქუჩაზე ჩავუხვიე და უფრო ვიწრო ბილიკს დავადექი, ცოტაც გავიარე და მაღალ, ქვის კიბეებიან სახლთან შევჩერდი. კიბე ნელ_ნელა ავიარე და კარზე დავაკაკუნე. ერთხანს არავინ გამომეხმაურა. ისევ დავაკაკუნე, ამჯერად უფრო ძლიერად. კარი ჰაროლდის მოახლე ქალმა გამიღო.

_გამარჯობათ მის!

_ მისტერ ჰაროლდი სახშია? _ვკითხე მე

_დიახ, მობრძანდით, აქ ნუ დგახართ.

შინ შევედი და თავზე ლაბადა გადავიძრე.

_როგორ დასველებულხააართ. მომეცით თქვენი ლაბადა.

Page 21: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

ლაბადა გავიძრე, ქალს მივაწოდე და პირდაპირ მისაღები ოთახისაკენ წავედი. შესვლისთანავე სასიამოვნო სითბო დამეტაკა. ბუხარში ცეცხლი დაენთოთ. ფარდები მაღლა აეკეცათ, რომ დღის სინათლით ოთახი უფრო გაენათებინათ. იქვე კუთხეში მდგარ მაგიდაზე ახლად ადუღებული ჩაი იდგა და ოთახს სასიამოვმო სურნელებით ავსებდა. მისტერ ჰაროლდი, საწერ მაგიდას მიჯდომოდა და ქაღალდებს ჩაჰკირკიტებდა. შევედი თუ არა, თავი მაშივე წამოდგა.

_ანაბელ! შემოდით. კარგია რომ მოხვედით, თუმცა დღეს თქვენს ხილვას აღარ ველოდი. ვიფიქრე ასეთ ამინდში არ მოხვიდოდით. როგორ დასველებულხართ, ბუხართან დაჯექით, გაშრებით._ სავარძელი ბუხართან დამიდგა და თვითონაც იქვე ჩამოჯდა.

_ამინდი ვერ შემაშინებს მისტერ ჰაროლდ. წინ ძლიერი ქარიშხალი გველის და თუ ამ უწყინარ წვიმას შეუშინდებით, მომავალ ქარიშხალს როგორ გადავიტანთ?

_ანაბელ, ანაბელ. მე გიცნობ შენ. შენ ჭეშმარიტად, ჩემი მოსწავლე ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა აქ არ იქნებოდით. ჩაის მიირთმევ?

_სიამოვნებით. ჩაი სწორედ რომ მისწრებაა ჩემთვის.

_დაძაბული მეჩვენებით, მოხდა რამე?

_არა არაფერი.

ჰაროლდმა იჭვიანი თვალებით შემომხედა, თითქოს დაინახაო ჩემი შინაგანი ტანჯვა. "ნუთუ მართლა კარგად მიცნობს ეს კაცი?" გავიფიქრე ჩემთვის. თვალი ავრიდე და ფინჯანი გამოვართვი. ცხელმა ფინჯანმა, გაყინული თითები შემითბო.

_კარგი ნება შენია, თუ არაფრის თქმა გინდა, რა გაეწყობა, ვიმუშაოთ.

ჰაროლდი ადგა და საწერ მაგიდასთან მივიდა. სავარძელში ჩაჯდა და სამუშაოდ მოემზადა. გაწვდილი ხელი, უნებლიედ სამელნეს გაჰკრა და ლურჯი მელანი მაგიდაზე დაიღვარა. სითხე სწრაფად გავრცელდა სწორ ზედაპირზე. მან, უბიდან სუფთა ცხვირსახოცი ამოიღო და მაგიდაზე დაღვრილი მელანი ხელის სწრაფი მოძრაობით ააშრო.

_ამას აღარაფერი ეშველება.

თქვა და ცხვირსახოცი ბუხარში შეაგდო. სველმა ნაჭერმა ჯერ ბოლვა დაიწყო. შემდეგ კი სწრაფადვე შეშრა და ცეცხლი ერთიანად მოედო. ძალიან ჰგავდა ეს

Page 22: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

ცხვირსახოცი ჩემს ცხოვრებას. სუფთას ქათქათას, რომელიც ასე შეთითხნა მოულოდნელმა სიბინძურემ და ცეცხლში შეგდებულმა დრძნობებემა ასე დაიწყეს ბოლვა. ალბათ ასე მეც, მივეჩვევი ცეცხლს. ჩემს ცხოვრებაშიც მალე ყველაფერი გაშრება და ბოლოს ამ ცეცხლივით აგიზგიზდება. საინტერესოა, რა მოხდება შემდეგ? ალბათ მეც ამ ცხვირსახოცივით დავიწვები და დავიფერფლები.

_დროა დავიწყოთ._ თავი შემახსენა მისტერ ჰაროლდმა._ იცი ბელ? გუშინ ის შენობა მოვინახულე, სადაც სკოლის გახსნა გვინდა. ვფიქრობ კარგი უნდა იყოს. შენობას ერთი დიდი შესასვლელი და ოთხი საკლასო ოთახი აქვს. ვშიშობ ბავშვები არ იქნება საკმარისი რაოდენობით, თორემ ადგილი ნამდვილად გვაქვს.

_მე ასე არ ვფიქრობ, მისტერ. მსურველები აუცილებლად იქნებიან. მარტო ღარიბთა დასახლებაში ძალიან ბევრი ბავშვი ვიცი, ვინც სიამოვნებით ისწავლის ჩვენს სკოლაში. ჩვენც ხომ ეგ გვინდა? ჩვენი მიზანიც ხომ წორედ ეგაა? გავცეთ ცოდნა მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ის.

_რა თქმა უნდა. მათ უფრო ვჭირდებით ჩვენ, ვიდრე სხვებს. ბედნიერი ვიქნები თუ ჩვენი ჩანაფიქრი გაამართლებს. მიზნამდე ცოტაღა დაგვრჩა. რამდენიმე იურიდიული საკითხის მოგვარება და მორჩა. ვფიქრობ უახლოეს მომავალში სკოლა გაიხსნება. დროა სასკოლო პროგრამა შევიმუშავოთ ბელ. გუშინ მთელი დღე მარტო ვმუშაობდი, ძალიან დავიღალე. კარგი იქნებოდა რომ დამხმარებოდი, მაგრამ არ მოხვედი. რატომ? რას აკეთებდი გუშინ?

მოულოდნელი კითხვა ეკალივით დამესო გულზე. გუშინდელი დღე? ეს ხომ ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. გახსენებამაც კი შემზარა და გულის ჭრილობა ერთი ორად გამიღრმავდა. თავი უხერხულად ვიგრძენი, თითქოს მრცხვენოდა, იმის რაც ჩემს ცხოვრებაში უნდა მომხდარიყო. პასუხის გაცემა მიჭირდა, უნებლიედ წამოვდექი და ბუხრის წინ ჩავიმუხლე, ხელები მუხლისთავებზე დავიწყვე და აგუზგუზებულ ცეცხლს ჩავაშტერდი.

_მოხდა რამე?_ კითხვა კითხვითვე შეცვალა ჰაროლდმა.

_მე, ჯვრისწერა მაქვს, კვირის ბოლოს._ პასუხი ისე გავეცი, რომ თავი მაღლა არ ამიწევია.

_ჯვრისწერა?

გაკვირვებისაგან ყბა დაუგრძელდა ჰაროლდს, მივხვდი ჩემგან ასეთ პასუხს არ ელოდა. სახეზე გაოცება ეხატა. დაიბნა. ვერ წარმოედგინა ასეთ დროს, ასე

Page 23: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

მოულოდნელად თუ გადავწყვეტდი დაოჯახებას. მით უფრო რომ ამაზე არასოდეს ვსაუბრობდი, რადგან შეყვარებული არასდროს არავისზე ვყოფილვარ. არასოდეს მისაუბრია ჩემს გრძნობებზე მასთან. ამ უცაბედმა გაბედნიერების ამბავმა ჩემზე მეტად დააბნია ის. მერე უცებ გაეღიმა, ეგონა ვხუმრობდი, მაგრამ როცა სახეზე კარგად დამაკვირდა და ხუმრობის ვერაფერი შემნიშნა, ისიც მოიღრუბლა.

_როგორ? როდის ბელ? საოცარია, არასოდეს გითქვამთ რომ..

_რომ ვთხოვდები არა? რა უნდა მეთქვა მეც ახლა გავიგე.

_რას ამბობ? რას ნიშნავს ახლა გაიგე? იქნებ ამიხსნა...

_არ ვიცი მისტერ ჰაროლდ.

_ რის თქმას ცდილობთ ჩემთვის? რომ ეს თქვენ არ გადაგიწყვეტიათ? რა გაიძულებთ ამის გაკეთებას?

_არაფერი. უფრო სწორედ... მოკლედ მისტერ ჰაროლდ, მე უნდა წავიდე...

_ მიდიხართ? მტოვებთ?

_არასოდეს. _ შევცბი მე _ არასოდეს მიგატოვებთ მისტერ. სიკვდილიც კი ვერ მათქმევინებს უარს, ამ კეთილშობილ საქმეზე, არასოდეს გიღალატებთ თქვენ და ჩემს იდეალებს.

ჰაროლდი ცოტა ხნით გაჩუმდა და ჩაფიქრდა, ირგვლივ თვალების უაზრო ცეცება დაიწყო, თითქოს პასუხს ჩვენს გარშემო ეძებდა. ბოლოს კი თავი აიღო და მშვიდი ხმით მკითხა:

_ვინ არის შენი რჩეული? მე ვიცნობ მას?

_ არა მგონია სერ. მას არავინ იცნობს. ის, ბარონ ჰურბერტის ვაჟია, არ ვიცი იქნებ კი გსმენიათ რაიმე მასზე. მას ალფრედი ჰქვია.

_ალფრედი? მე მსმენია მასზე. მაგრამ ალფრედი და შენ... რა სისულელეა. შენ? შენ გინდა ეს?

_უარი ცვლის რაიმეს?

_შენ არ ხარ ვალდებული. მე შენგან მიკვირს, რისთვის აკეთებ ამას? შეგწევთ იმის ძალა, რომ პირად ცხოვრებაზე უარი თქვათ?

Page 24: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

_თქვენ გგონიათ სუსტი ვარ?

ის გაჩუმდა და ქვედა ტუჩი უხერხულად მოიკვნიტა, მას უკვე ჩემი აღარ ესმოდა. გაოცებული საკუთარ თავს ესაუბრებოდა:

_მაშ კვირის ბოლოს?

_დიახ კვირის ბოლოს!

მისტერ ჰაროლდი წელში გაწყვეტილივით წამოიშალა ფეხზე, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ფანჯარას და უკან არც კი მოუხედავს, ისე მითხრა:

_ვფიქრობ, დღეს მუშაობას ვეღარ შევძლებთ. წაიღეთ შინ ეს საქაღალდე და როცა კვლავ იქნებით მზად, საქმისათვის, მაშინ მესტუმრეთ.

_მისტერ ჰაროლდ.

_ნახვამდის ბელ!

სიტყვა ყელში გამეჩხირა, ვეღარაფერი ვთქვი. უბრალოდ ავდექი და ნაცემი ძაღლივით კარისაკენ წავედი. ნახევრად მშრალი ლაბადა მხრებზე მოვისხი და კარი გავაღე.

_ნახვამდის სერ!

კარი მივხურე და გავედი. გარეთ წვიმას უკვე გადაეღო, მაგრამ ქუჩები მაინც წყლის ტბორებით იყო სავსე, სველ მიწას სხვა ადამიანთა ნაფეხურები ემჩნეოდა. გზაზე ფეხებს ძლივს მივათრევდი. მივდიოდი და ჩემს უძლურებაზე ვფიქრობდი. გამიწამდა ყოფა და ყოველი გაფიქრება შხამად მეღვრებოდა გულში.

"აი?! ხედავთ? მისტერ ჰაროლდიც კი თვლის რომ სუსტი ვარ, თვლის რომ ძალა არ შემწევს საკუთარი ცხოვრების სამართავად, მის თვალშიც კი უსუსური ვჩანვარ. უსუსური და მშიშარა. მაგრამ ეს ხომ ასე არაა. არაა ასე, მე სულაც არავარ სუსტი. მისტერ ჰაროლდს ალბათ ჰქგონია, რომ ვუღალატე და ყველაფერი ის, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მას შევაჩეჩე. მივატოვე მარტო ყველაფერთან ერთად. გადავუხვიე სავალი გზიდან, დავტოვე მარტო და ყველაფერს, რაც ერთად უნდა გაგვეკეთებინა ერთიანად გადავუსვი ხაზი. წარმომიდგენია რას ფიქრობს ჩემზე. ღმერთო რატომ არავის ესმის ჩემი? " ამ ფიქრებში გართული გზაზე გავედი. ბარბაცით მივიკვლევდი გზას და ფეხები უკან მრჩებოდა. გვერდით კარეტამ ჩამიქროლა და ჩემს ახლოს გაჩერდა.

Page 25: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

_მის! მიგაცილოთ სახლამდე?

ეტლიდან ფრედი ჩამოხტა, მამაჩემი სამსახულში მიეყვანა და უკან ბრუნდებოდა.

_სულზე მომისწარი ფრედ, დავიღალე, ძალიან დავიღალე.

_დამეყრდენით მის. _ შეშინებული თვალებით მომაცქერდა ბიჭი, მერე ეტლის კარი გამიღო და ასვლაში დამეხმარა. მე ჩავჯექი და ლაბადა გავიხადე. გარეთ ისევ აირია ამინდი, ისევ პირქუში ხდებოდა ზეცა.

დასასრულის დასაწყისი.

"გაიპე გულო, რაკი ენა

უნდა დადუმდეს!"

შექსპირი.

იდგა 1659 წლის 4 ივლისი. თბილი და ფერებით სავსე დღე. ჩემს ირგვლივ ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა. მაგრამ ჩემს ცხოვრებაში და ჩემს თავში კი ყველაფერი თავდაყირა იდგა. მიზეზის ძებნა არ იყო საჭირო, ჩემს ვარამს, ჩემს საფიქრალს და საერთოდ ყველაფერს, ჩემი ჯვრისწერის დღე ერქვა. ჰო ჯვრისწერის დღე. ამ დღეს, მე საზეიმოდ მორთულ მოკაზმული, თეთრ კაბაში გამოწყობილი, ნელი ნაბიჯით მივდიოდი საკურთხევლისაკენ. კი არ მივდიოდი მივზოზინებდი. თითქოს დროს განგებ ვწელავდი. იმ იმედით, რომ იქნებ მომხდარიყო რაიმე სასწაული და ვინმეს ვეხსენი ამ უბედური ქორწინებისაგან. ნაძალადევი ქორწინება. შეიძლება იყოს რაიმე ამაზე უარესი? არა, არამგონია.

მინახავს, როგორი ბედნიერები არიან ხოლმე ამ დროს პატარძლები, როგორ უთრთით, სიხარულისაგან ყოველი ნერვი და ნაწილი. როგორი ამაყები და თავდაჯერებულნი მიაბიჯებენ, საკურთხეველთან მდგარი სატრფოებისაკენ. როგორ ეგრძელებათ მათ, გზა საკურთხევლამდე. გულის ამაჩუყებელია ხოლმე ყოველი სცენა, მაგრამ ეს მხოლოდ სხვა პატარძლებისათვის. მათთვის ვინც სიყვარულითა და ბედნიერებით თხოვდებიან.

მე კი თავს, ახლა ისე ვგრძნობდი თითქოს ჩემს ჯვრისწერას კი არა, საკუთარ დაკრძალვას ვესწრებოდი. არანაირი სიხარული, არანაირი განცდა, არანაირი სულის შფოთვა ან ბედნიერება. მივაბიჯებდი და ვნატრობდი "ნეტავ ეს გზა ისე დაგრძელდეს, რომ

Page 26: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

ვერასოდეს მივაღწევდე საკურთხევლამდე მეთქი". გვერდით მამა მომყვებოდა, ბედნიერი და მედიდური ღიმილით. ალბათ დღეს მისი კარიერის დიდებაზე ქორწინების დღე უფრო იყო, ვიდრე ჩემი. ალბათ ბედნიერებისაგან მეცხრე ცაზე იყო და სულაც არ ანაღვლებდა ის, თუ რას ვგრძნობდი მე. რა მტკიოდა და რა ხდებოდა ჩემს გულში. ჩემს ცხოვრებაში, იმ ცხოვრებაში, რომელიც დაღმავლობის გზას ადგა და მალე უფსკრულში გადაიჩეხებოდა.

მივაბიჯებდი... ტაძარი მოკრძალებულად იყო მორთული. ყოველგვარი გრაციოზულობისა და გრანდიოზულობის გარეშე. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო. მყუდროებას მხოლოდ მგალობელთა წყნარი ჰანგები არღვევდა. სტუმრები ბედნიერი სახეებით შემომცქეროდნენ, მაგრამ ჩემგან საპასუხო ღიმილის ნაცვლად უკან მხოლოდ ცივი და უგულო მზერა უბრუნდებოდათ. დღევანდელი დღისათვის, სტუმრები საგანგებოდ შეერჩიათ. ჩემი მხრიდან მხოლოდ ჩემი მშობლები იყვნენ, სხვების დაპატიჯებაზე მე თვითონ ვთქვი უარი. ალფრედის მხრიდან კი თავკერძა და ყეყეჩი დიდებულები დაეპატიჯათ. ნათესავებიდან მხოლოდ ანჯელის და, მარგო და მისი ოჯახი იყო. რაც შეიძლებოდა მოკლე და წყნარი ჯვრის წერა მინდოდა და ასეც გამოვიდა.

საკურთხეველთან ჩემი მომავალი ქმარი იდგა. კოხტად და ლაზათიანად ჩაცმული, უფერული სახე სასაცილოდ დაღმეჭოდა, ღია ფერის თმა საგანგებოდ დაევარცხნათ და დაელაგებინათ, გვერდით ჰურბერტი და პატარა ჟიზელი ედგნენ. დინჯი და მშვიდი გამომეტყველებით. თვითონ ალფრედი კი ბავშვივით ცქმუტავდა და ფეხებს აქეთ_იქით აბაკუნებდა. ჩემს დანახვაზე ერთი ორად აცეტდა და გახალისდა. პირველად მხედავდა და ალბათ მოვეწონე. იმიტომ კი არა რომ მშვენიერი ვარ, არა. ალბათ უფრო იმიტომ, რომ მის გვერდით ნორმანული ქალის ხილვა წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. ბარონი მას რამდენჯერმე შეეხო ხელით და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, ალფრედი მაშინვე დამშვიდდა. ჩვენ მათ ნელ_ნელა მივუხლოვდით და საკურთხეველთან შევჩერდით. მამაჩემმა ხელის შეშვებაც ვერ მოასწრო, რომ ალფრედი მკლავში მწვდა და თავისკენ მიმიზიდა. ტაძარში ჩუმი და უხერხული სიცილი გაისმა. ჰურბერტმა ჩაახველა და ალფრედი კვლავ დაწყნარდა.

დაიწყო ჯვრისწერაც. მოძღვრის საუბრისა და მისი სიტყვების გარჩევა ძალიან მიჭირდა, რადგან ყურში გუგუნის მეტი არაფერი მესმოდა. ერთი ვიცოდი, რომ მშვიდად უნდა ვმდგარიყავი და დავლოდებოდი დასასრულს. ჩემგან განსხვავებით ალფრედი თანდათან კარგავდა მოსვენებას, აწრიალდებოდა თუ არა, ბარონი ჩაახველებდა. ასე რამდენიმეჯერ. ეს მათ შორის უსიტყო დიალოგს გავდა. ბარონი თავისი ჩახველებით ალფრედს წესრიგისაკენ მოუწოდებდა, ალფრედიც ამ ჩახველებას დუმილით ემორჩილებოდა. პადრე, კი განაგრძობდა ჯვრისწერას და როგორც კი ბოლოს და

Page 27: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

ბოლოს დაასრულა, მე ალფრედის ცოლი გავხდი და ირგვლივ ყველამ შვებით ამოისუნთქა.

მოვლენები თავისითავად ვითარდებოდა. ჯვრისწერის შემდეგ პირდაპირ ჰურბერტის, ანუ ჩემს მომავალ სახლში წავედით. ანჯელს სტუმრების დასახვედრად პატარა ვახშამი მოეწყო. სახლი საზეიმოდ მოერთო, ყოველი კუთხე სილამაზითა და სინათლით ბრწყინავდა. დარბაზში სუფრა გაეშალათ, საოცარი და გულის გასახარი სანახაობა იყო, სტუმრები აღრფთოვანებას ვერ მალავდნენ მისი ცქერით.

მე ვიდექი ალფრედის გვერდით და ვიღებდი მილოცვებს, დასტურის ნიშნად თავს ყველაფერზე დაბლა ვხრიდი. ეს ყველაფერი უჩვეულო რიტუალს ჰგავდა. რომლის ყოველივე წესიც, ბოლომდე კარგად უნდა შემესრულებინა. არ მაინტერესებდა ვინ რას ამბობდა და აკეთებდა, მე მხოლოდ ჩემს დავალებას ვასრულებდი. ხან ვიღიმოდი, ხან თავს ვხრიდი, ხან მადლობებს ვიხდიდი.

ბოლოს ყველანი სუფრასთან მიგვიწვიეს, მე წესისამებრ ალფრედის გვერდით დავჯექი. მას ჩემს გვერდით ჯდომა, მეტად ესიამოვნა და ისევ აცეტდა. ჩემსკენ გადმოიხარა და ჩამჩურჩულა:

_ანაბელი ძალიან ლამაზია, ალფრედს მოსწონს ის._ თვალებში ჩამაცქერდა. მეც მინდოდა მის თვალებში რაიმე კარგი დამენახა. რადგან მჯეროდა, რომ თვალები ადამიანის სულის სარკეა. მაგრამ გული დამწყდა, რადგან მასში, სიცარიელის მეტი ვერაფერი დავინახე.

დავიბენი, თვალი ავარიდე მას და ხელში ხელსახოცი ავიღე. სუფრაზე სიჩუმე იყო გამეფებული. მხოლოდ დანა_ჩანგლის წკრიალის ხმა ისმოდა. ხანდახან ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას. სტუმრები ზოგი შეფარვით, ზოგიც კი უტიფრად მაკვირდებოდნენ. ვინც უკვე მიცნობდა, მზერაში დანაგრძნობას გამოხატავდა და და მოკრძალებულად მიღიმოდა. ვინც პირველად მხედავდა, ცდილობდა კიდევ უფრო ბევრი გაეგოთ, ჩემს შესახებ და ჩემს ყოველ მიხვრა_მოხვრას დიდი გულისყურით აკვირდებოდნენ. ქცევაში ცდილობდნენ ჩემი ხასიათისა და მანერების წაკითხვას. ვცდილობდი თავი ღირსეულად დამეჭირა და მათი ფეხის ხმას არ ავყოლოდი. რადგან შემდგომში მათი განხილვის საგნად და გასაჭორ თემად არ ვქცეულიყავი.

თავი ისე მეჭირა თითქოს ეს ყველაფერი მომწონდა. ისე კი მინდოდა ავმდგარიყავი და შორს, ცხრა მთას იქით გავქცეულიყავი. გავქცეულიყავი და აღარასოდეს დავბრუნებულიყავი უკან. არავინ დამენახა, ისინი ვისაც ახლა ვხედავდი.

Page 28: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

ალფრედი სკამზე ვერ ისვენებდა. ხან დანა_ჩანგალს დაუწყო წვალება, ხან სუფრაზე გაიზმორა, ხან სტუმრებს ჩასცქეროდა სახეში და უადგილო შენიშვნემს აძლევდა. ჩემთვის ეს ყველაფერი სასაცილო და საძაგელი სანახავი იყო.

ვახშამი დიდ ხანს გაგრძელდა, სტუმრები, როგორც იქნა დაბინდებისას დაიშალნენ. წასვლისას დედამ ცალკე გამიხმო და მითხრა:

_ვამაყობ შენით ბელ. ნამდვილი ლედი ხარ. სიმტკიცისა და სიბრძნის ეტალონი. ვისურვებდი რომ მალე ბედნიერი მენახე. ნუ წარიკვეთავ სასოს, ნუ შეშინდები, ყველაფერი კარგად იქნება.

ეს დარიგება ყურში წყევლასავით ჩამესმოდა. არ მაინტერესებდა კიდევ რას მეტყოდა დედა, რადგან ჩემთვის აღარაფრის თქმას აზრი აღარ ჰქონდა. მას უგულოდ გამოვემშვიდობე და იქაურობას გავეცალე. მალე მთელი სახლი დაიცალა სტუმრებისაგან, მე ნელ_ნელა ავუყევი კიბეს.

საძინებელ ოთახამდე თავად ანჟელი მიმყვა, წინ შემიძღვა სანთლებით გაკაშკაშებულ, ლამაზად დიდ ოთახში და მომიალერსა.

_ახლა დაისვენე ძვირფასო, მოწესრიგდი და ალფრედიც მალე მოვა.

გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. დავრჩი მარტო. საზარელი მოლოდინითა და ეჭვებით დახუნძლული. ცარიელი და მარტოსული ფიქრი და დიალოგი გავაბი საკუთარ თავთან.

_ დამთავრდა, ნამდვილად ყველაფერი დამთავრდა. დავკარგე საკუთარი თავი, საკუთარი მე. აღარ მაქვს ჩემი ცხოვრება. ჩემი უფლება. ახლა რა უნდა გავაკეთო? რა უნდა ვქნა? უნდა ვიჯდე და ვიგლოვო? ვიტირო? რას შევცვლი ამით?

_ვერაფერს.

_შიშსა და უძლურებას დავემორჩილო?

_დაიღუპები.

_მაინც დაღუპული ვარ მაგრამ, სულ გვამად ვიქცე?

_არა.

_ცხოვრება ამით არ დასრულებულა, კიდევ არსებობს ჩემში რაღაც უფრო ძლიერი, უფრო დიადი.

Page 29: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

_ და რა არის ეს?

_ რწმენა. გრძნობა წმინდათა წმინდა. ეს ჩემი საქმეა, ჩემი სკოლა, ჩემი იდეალები. მართალია მე დავიღუპე, მაგრამ მათ ვერ დავღუპავ. არ მაქვს სიკვდილისა და დანებების უფლება.

ეს აზრი თავში კარგად ჩავიბეჭდე და თითქოს შვებაც ვიგრძენი. ვიგრძენი რომ ახლა მხოლოდ სკოლასღა ვეკუთნოდი. ცოტა დავიმედდი, რადგან ვფიქრობდი, რომ მთლად უსარგებლო სიცოცხლე არ მექნებოდა. ახლა ამ მდგომარეობაში რაა საჭირო? საჭიროა მოქმედება და ის რომ სულით არ დავეცე. რომ განვაგრძო ცხოვრება და ვაკეთო უფრო კარგი, უფრო დიადი საქმე, ვიდრე კაცის ცოლობაა.

ღმერთო, მე ახლა გათხოვილი ქალი ვარ?

_ო, არა. მართლა, სულ დამავიწყდა. ქმარი. ალბათ ალფრედი მალე შემოაღებს ოთახის კარს. მე კი ვზივარ და ვფიქრობ. ღმერთო რა ვქნა? გულში საშინელი სიმძიმე ვიგრძენი.

სასწრაფოდ ავდექი და კაბა გავიხადე. მერე საღამური გადავიცვი, თმა სწრაფად გავიშალე და სანთლები ჩავაქრე. გარდა ერთისა, რომელიც იმისათვის დავტოვე, რომ ყველაფერი არ დაბნელებულიყო და ოთახში შემოსული ალფრედის სახე ცოტათი მაინც გამერჩია. მოლოდინმა ორმაგად ამაფორიაქა და საწოლზე ჩამოვჯექი. "ალბათ მალე შემოვა. რა თქმა უნდა მალე" გავჩუმდი და ლოდინი დავიწყე. " ის ალბათ მალე აქ იქნება". გავიფიქრე და იმედი არც გამცრუებია. მალე ჩემს ახლოს, ოთახის კართან მძიმე, ჩქარი ნაბიჯების ხმა მოისმა. სმენად ვიქეცი, მღელვარებისაგან სუნთქვა გამიხშირდა. ცოტაც და კარი გაიღო. სხეულში სიცივე ვიგრძენი.

ოთახში ალფრედი შემოვიდა. სახე ბედნიერი ღიმილით დაჰფარვოდა. კართან გაჩერდა და გამიღიმა. მერე ნელ_ნელა ჩემკენ წამოვიდა და ჩემ წინ გაჩერდა. ვგრძნობდი როგორ მიყინავდა შიში სხეულს. უძრავად, ქანდაკებასავით გაქვავებული ვიჯექი. თითქოს, ასეთი ქცევით საფრთხეს ვირიდებდი თავიდან. ვიჯექი და მხოლოდ თვალებს ვახანხანებდი. განძრევისაც კი მეშინოდა. მეშინოდა ტკივილი უფრო მძაფრი არ ყოფილიყო, ვიდრე ველოდი. ის მომიახლოვდა და თვალებში ჩამაცქერდა.

_ალფრედს ძალიან მოსწონს ანაბელი, ის ალფრედის ცოლია. ალფრედს არასოდეს ყოლია ცოლი. ცოლი კარგია. ძალიან კარგი. ის ალფს ეკუთვნის და იმიტომ. ალფს საკუთარი ქალი ჰყავს.

Page 30: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

თქვა და გვერდით მომიჯდა. ფეხსაცმლის გახდა დაიწყო. ვიჯექი და ველოდი, როდის დაიწყებოდა ჯოჯოხეთი. გამაჯრჯოლა." ალბათ ახლავე მოიყვანს სისრულეში თავის განზრახვას",ვფიქრობდი და სული მეწოდა. მეგონა ყველაფრის გაკეთებას შესძლებდა, რასაც მოისურვებდა, რადგან გაგონილი მქონდა, რომ სულით ავდმყოფებს ველური ჟინი და ლტოლვა გააჩნდათ ქალების მიმართ. მაგრამ ამჯერად შევცდი, ის სულ სხვაგვარად მოიქცა ვიდრე ველოდი.

ფეხსაცმელი გაიხადა თუ არა ბავშვივით შეხტა საწოლზე და ბალიშებზე წამოწვა, შემომხედა და ხელით მანიშნა გვერდით მომიწექიო. დავემორჩილე. სხვა რა გზა მქონდა. საწოლზე მიცვალებულივით გაშეშებული ვიწექი, მეშინოდა. უცხო მამაკაცის გვერდით წოლა ჩემთვის უჩვეულო იყო. თანაც როგორი მამაკაცის გვერდით. ერთია უცხო, მეორე კი გიჟი უცხო. ის, ნელ ნელა მოჩოჩდა ჩემკენ და თავი გულზე დამადო. არ განვძრეულვარ.

_ანაბელი თბილია, ძალიან თბილი. გული სწრაფად უცემს, ალფრედს მოსწონს მისი გულისცემა. ანაბელიც მოსწონს ალფრედს.

გაჩუმდა და მთელი ტანით სხეულზე მომეწება. სულ შევიბოჭე, ცოტაც და სული ამომძვრებოდა მეგონა. არ მახსოვს რამდენ ხანს ვიწექი ასე გაუნძრევლად, მაგრამ შვებით მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როცა ალფრედმა მხარი იცვალა და გულიანი ხვრინვა ამოუშვა. ქარიშხალმა გადაიარა, მაგრამ ძილი მაინც არ მომკარებია. შიშმა ისე დამიფრთხო ძილი, მეგონა ვეღარასოდეს დავიძინებდი. დიდხანს ვჭყეტდი თვალებს, მანამ ვიდრე დაძაბულობამ და ნერვიულმა განცდამ, თავისი არ გაიტანა. ემოციურად გადაღლილს, რიჟრაჟის პირას ისე ჩამეძინა, რომ გათენება აღარ გამიგია.

როცა გავიღვიძე უკვე კარგად გათენებული იყო. როგორც კი ოთახს თვალი მოვავლე, მაშინვე წუხანდელი ღამე გამახსენდა და დამდუღრულივით ფეხზე წამოვხტი. ალფრედი საწოლში აღარ იწვა. ოთახიდან ისე ჩუმად გასულა, რომ არც კი გამიგია. "ნეტავ როდის ადგა? ახლა სად არის?" თვალები მოვიფშვნიტე და სარკმელს მივუახლოვდი. ლონდონი ნისლში იყო გახვეული, გარეთ ჯერ კიდევ ციოდა. მე ჩავიცვი და დაბლა სართულში ჩავედი. სახლში სიჩუმე გამეფებულიყო. მეგონა ყველანი სადღაც გაქრნენ. არ ვიცოდი რა უნდა მექნა, რა უნდა გამეკეთებინა, და საერთოდ რას ვაკეთებდი, ამ უცხო სახლში?

გადავწყვიტე ჩაი მაინც დამელია და ცოტა ენერგიაზე მოვსულიყავი. რადგან სხეული საშინლად გამოფიტული მქონდა. სამზარეულოსაკენ წავედი. კარი შევაღე თუ არა სახლის უცნაური სიმყუდროვე, ერთიანად დაირღვა. სამზარეულოში, მუშაობის საოცარი სინქრონი

Page 31: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

გაემართად. დამხმარე ქალები, სადილის მზადებაში იყვნენ გართულნი. მათ, თავზე ანჟელი დასდგომოდათ და საჭირო მითითებებს აძლევდა. ამ ფაციფუცში, ჩემი შესვლა არავის გაუგია.

_ჩაი საძინებელ ოთახში აუტანეთ, ჰკითხეთ ხომ არაფერი სჭირდება. დანარჩენები საქმეს შეუდექით და ყველაფერი დროულად გააკეთეთ.

კართან ვიდექი და სამუშაო სინქრონს გულისყურით ვაკვირდებოდი. ისინი სუფთად , სწრაფად და მოხერხებულად მოძრაობდნენ. ანჟელმა მოიხედა და როცა დამინახა ძალიან გაუკვირდა.

_შენ აქ ხარ ბელ? მეგონა ჯერ კიდევ გეძინა?

_არა მადამ, მე ყოველთვის ადრე ვდგები.

_წამოდი გავიდეთ, ახლავე ჩაის მოგვართმევენ. ქალბატონს ჩაი მოართვით. _ შესძახა მზარეულებს, მათ თავი მდაბლად დამიკრეს, მისალმების ნიშნად. მეც გავუღიმე მათ და მერე ანჯელს ავედევნე.

ანჯელმა სასადილო ოთახისაკენ წამიყვანა. სუფრას მიუახლოვდა და დაჯდა, მეც გვერდით მივუჯექი.

_როგორ გეძინათ?_ მკითხა მან.

_გმადლობთ კარგად._ ვიცრუე

_მიხარია რომ ახალ სახლში თავს კარგად გრძნობ.

_ალფრედი სადაა?

_ალფრედი, დილით ადრე ადგა და ბაღში გავიდა. მგონი ახლაც იქაა. ეს ჩვეულებად აქვს.

_საინტერესოა _ ვთქვი მე.

საუბარი დასრულებული არ მქონდა რომ ალფრედის გამყინავი ხმა შემომესმა. ის იქეთ მოემართებოდა სადაც მე და ანჯელი ვისხედით, შემოვიდა თუ არა ოთახში მაგიდას გულმოსული მოუახლოვდა და დაჯდა.

Page 32: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

_ასე ხომ? ალფრედი ოთახში ავიდა, ანაბელი იქ არ იყო, არადა ალფრედი იქ ეძებდა. ანაბელი არ ეძებდა ალფრედს? არ ეძებდა, რადგან არ აინტერესებს. შეიძლება ალფმა გაიგოს რატომ?

_დამშვიდდი ალფრედ, ჩვენ აქ გელოდით_ ჩაერია ანჯელი.

_მე ხომ აქ ვარ? ალფრედ...

_და ალფრედი სადღა ჯანდაბაში იყო? იკითხა ვინმემ? ცოლი ცუდია, ძალინ ცუდი. ალფრედს არ უნდა ცოლი, არ დედა არ უნდა ალფრედს. ჯანდაბაშიც წასულან ყველანი.

ის ხმას თანდათან უწევდა და ვხედავდი როგორ გამოდიოდა მოთმინებიდან. თვალებში მომჩერებოდა და ბრაზი ეკიდებოდა. მე რა შუაში ვიყავი ვერ მივხვდი. რას მოითხოვდა ჩემგან? მაგრამ უკვე გასაგები იყო, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო. მიზეზი არ იყო საჭირო იმისათვის რომ ეჩხუბა მას. ადამიანს თუ ბუნებაში უზის სხვების დამცირების და ჩხუბისთაობის სურვილი, მიზეზი ყველაფერში შეიძლება მონახოს. ალფრედის შემთხვევაშიც ასე იყო.

ის მომაჩერდა, უცებ ხელი დამავლო და სირბილით გამიყვანა ოთახიდან. კიბეს აუყვა და ბოლო საფეხურზე გაჩერდა. მომიბრუნდა და ისევ ყვირილი დაიწყო.

_ანბელი ცუდია, მას არ აინტერესებს ალფრედი და კიდევ იტყვიან, რომ ის ჭკვიანი ქალია? არა ანაბელი არ არის ჭკვიანი ქალი, ის ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი ქალია.

მთელი ხმით ღრიალებდა და მისი ცოფები სახეში მესხმებოდა. შეძრული ვიდექი, რადგან მანამდე არავინ არასოდეს, ასე არ მომქცევია. შიშმა შემიპყრო იქნებ ძალაც იხმაროს და კიბეზე დამაგოროს მეთქი. უკან დახევა ვცადე. მაგრამ ფეხები შემებორკა. წონასწორობა ძლივს შევინარჩუნე. რომ კიბეზე არ დავგორებულიყავი. ეს რა ხდება, რა ჯანდბისათვის ღრიალებს? ანჯელი ჩემს დახმარებლად კიბეზე ამოვიდა და შეეცადა ალფრედი დაემშვიდებინა. ალფრედი ახლა უფრო გაცოფდა და ამჯერად დედამისს შეუტია.

_ყველანი მომშორდით!_ იღრიალა მან. ანჟელმა სასწრაფოდ დაიწია უკან. ხმაურზე ბარონი გამოვიდა, რომელიც თავის სამუშაო ოთახში იჯდა. გაკვირვებულმა ალფრედის სახე რომ დაინახა აენთო და დაიყვირა:

_ალფრედ! ახლავე შედი შენს ოთახში!

_ალფრედი არ შევა ოთახში, და ნუ ყვირით, აღარ გაბედოთ მისი დაყვირება, გესმით ბარონ?

Page 33: შეურაცხადი - Palitral · 2017-05-01 · მეტსაც გეტყვით, მე მამასთან იდეალური ურთიერთობა

შურდულივით ჩამიქროლა გვერდით და მხარი ისე ძლიერად გამკრა რომ ლამის დავგორდი. შევტორტმანდი და ძლივს მოვასწარი, მოაჯირზე ხელის მოკიდება. ის კიბეზე დაეშვა, გარეთ გავარდა და კარი ძლიერად მოიჯახუნა. ისე ძლიერად რომ, სახლის კედლებმა ზანზარი დაიწყეს.

კიბეზე ანჟელმა ამოირბინა და ხელი შემაშველა.

_კარგად ხართ?

მე ქანდაკებასავით გაქვავებული ვიდექი. შეშინებული და გაოგნებული ვიყავი. სიბრაზე ყელში მომაწვა და ბარონს მაღლიდან ჩავძახე:

_კმაყოფილი ხართ მისტერ?

ეს იყო ჩემი სიძულვილისა და უკმაყოფილების პირველი გამოვლენა ბარონის მიმართ. რომელიც კიდევ ძალიან დიდ ხანს, დიდხანს გაგრძელდა. მან ამრღვეული თვალები მომანათა და პასუხის გაუცემლად გამშორდა. ანჟელს ხელები უთრთოდა, ღელავდა, მაგრამ ისევ ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. იცოდა, რომ ეს ჩემთვის, მისგან განსხვავებით, რაღაც ახალი იყო და შინაგანად მითანაგრძნობდა.

_წყალი ხომ არ მოგიტანო? ცოტა დალიე დაგამშვიდებს

_გმადლობთ მადამ, არაფერი მინდა.

ვუთხარი და ფეხი ბოლო საფეხურზე ავდგი. კოლიდორი გავიარე და ჩემს ოთახში შევედი, კარი მივხურე და სწრაფად ჩავკეტე. ჩავკეტე რომ არავის შესძლებოდა შიგ შემოსვლა. ახლა ყველაზე მეტად მარტოობა მინდოდა. ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ არ მიტირია. ცრემლები შვებას არ მომგვრიდნენ. სასტიკი ცხოვრების გზას ვადექი და გულიც უნდა გამესასტიკებინა. ახალი ცხოვრება უნდა მესწავლა, ახალი ცივი და ულმობელი ცხოვრება.