საქართველოს ისტორია · მდგომი...

388
საქართველოს ისტორია ტომი 3 - ლაშა-გიორგის მეფობიდან საქართველოს ანექსიამდე ავტორები: დ. მუსხელიშვილი, ო. ჯაფარიძე, გ. მელიქიშვილი, ა. აფაქიძე, მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, მ. სამსონაძე, ნ. ასათიანი, გ. ჯამბურია, გ. ოთხმეზური, მ. ნათმელაძე, ალ. ბენდიანიშვილი, ალ. დაუშვილი

Upload: others

Post on 24-Sep-2019

12 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • საქართველოს ისტორია ტომი 3 - ლაშა-გიორგის მეფობიდან

    საქართველოს ანექსიამდე

    ავტორები: დ. მუსხელიშვილი, ო. ჯაფარიძე, გ. მელიქიშვილი, ა. აფაქიძე, მ. ლორთქიფანიძე, რ.

    მეტრეველი, მ. სამსონაძე, ნ. ასათიანი, გ. ჯამბურია, გ. ოთხმეზური, მ. ნათმელაძე, ალ.

    ბენდიანიშვილი, ალ. დაუშვილი

  • 1

    შინაარსი

    წინათქმა .................................................................................................................................................... 3

    თავი I. ლაშა-გიორგის მეფობა ............................................................................................................... 7

    თავი II. მონღოლთა ვინაობა და მათი პირველი ლაშქრობა საქართველოში .............................. 12

    თავი III. რუსუდანის გამეფება და ჯალალ ედდინის შემოსევები ................................................. 16

    თავი IV. საქართველოს დაპყრობა მონღოლთა მიერ ....................................................................... 24

    თავი V. მონღოლური მმართველობის შემოღება საქართველოში ................................................ 29

    თავი VI. საქართველოს აღწერა მონღოლთა მიერ და მონღოლური საგადასახადო სისტემა.

    დავით ულუს აჯანყება ................................................................................................................................. 33

    თავი VII. კვლავ ორმეფობა და დავით ულუს შერიგება მონღოლებთან ...................................... 38

    თავი VIII. მეფე დემეტრე II თავდადებული ....................................................................................... 41

    თავი IX. საქართველო XIII საუკუნის ბოლოს ..................................................................................... 47

    თავი X. საქართველო XIV საუკუნის პირველ ნახევარში. ................................................................. 53

    გიორგი ბრწყინვალე.............................................................................................................................. 53

    თავი XI. საქართველო XIV საუკუნის მეორე ნახევარში. ................................................................... 63

    თემურლენგის შემოსევები .................................................................................................................. 63

    თავი XII. საქართველო XV საუკუნის I ნახევარში .............................................................................. 76

    თავი XIII. საქართველო XV საუკუნის შუა წლებში ............................................................................ 79

    თავი XIV. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის სოციალურ-ეკონომიკური და

    პოლიტიკური პირობები .............................................................................................................................. 83

    თავი XV. საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად ................................................................. 86

    თავი XVI. აყყოინლუს თურქმანთა შემოსევები ................................................................................ 91

    თავი XVII. ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XV

    საუკუნის ბოლოს ........................................................................................................................................... 97

    თავი XVIII. ქართული კულტურა XIII-XV საუკუნეებში ................................................................... 101

    თავი XIX. ქართლის სამეფო XVI საუკუნის პირველ მეოთხედში ................................................. 110

    თავი XX. იმერეთის სამეფო და სამცხე-საათაბაგო XVI საუკუნის პირველ ნახევარში .............. 115

    თავი XXI. ქართლის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის XVI საუკუნის 40-50-იან წლებში .... 119

    თავი XXII. სიმონის მეფობის პირველი პერიოდი ........................................................................... 123

    თავი XXIII. კახეთის სამეფო ლევანის მეფობის დროს .................................................................... 125

  • 2

    თავი XXIV. ირან-ოსმალეთის მეორე ომი და საქართველო ........................................................... 129

    თავი XXV. საქართველო XVI საუკუნის ბოლოს ................................................................................ 136

    თავი XXVI. ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XVII ს. პირველ

    მესამედში ...................................................................................................................................................... 139

    თავი XXVII. აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII ს. 30-50-იან წლებში .. 167

    თავი XXVIII. დასავლეთ საქართველო XVII საუკუნის 30-50-იან წლებში ..................................... 178

    თავი XXIX. ვახტანგ V და საქართველოს გაერთიანების ცდები. ფეოდალური ანარქია

    დასავლეთ საქართველოში (60-90-იანი წლები) ..................................................................................... 183

    თავი XXX. მმართველობის სისტემა და აპარატი საქართველოს სამეფო-სამთავროებში XVI-XVII

    სს. .................................................................................................................................................................... 192

    თავი XXXI. ქართული კულტურა XVI-XVII საუკუნეებში ................................................................. 199

    თავი XXXII. საქართველო XVIII ს. პირველ მეოთხედში ................................................................... 208

    თავი XXXIII. დასავლეთ საქართველო XVIII ს. I ნახევარში .............................................................. 234

    თავი XXXIV. აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანება ................................................................. 246

    თავი XXXV. ქართლ-კახეთის საშინაო და საგარეო მდგომარეობა XVIII საუკუნის შუა ხანებში

    ......................................................................................................................................................................... 257

    თავი XXXVI. აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა 60-70-იან წლებში .... 272

    თავი XXXVII. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხასიათი XVIII საუკუნეში ..... 283

    თავი XXXVIII. რუსეთ-თურქეთის 1769-1774 წწ. ომი და საქართველო ........................................ 294

    თავი XXXIX. ვითარება საქართველოში რუსეთთურქეთის ომის დამთავრების შემდეგ.

    დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანების ცდა ......................................................... 309

    თავი XXXX. საქართველოში რუსეთის ექსპანსიის გაძლიერება. 1783 წ. ხელშეკრულება ........ 319

    თავი XXXXI. ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის “მფარველობაში” (1784-1787 წწ.) . 325

    თავი XXXXII. დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო 80-90-იან წლებში. ქვეყნის

    გაერთიანების საკითხის დაყენების არსი ............................................................................................... 332

    თავი XXXXIII. აღა მაჰმად ხანის 1795 წ. თავდასხმა ......................................................................... 341

    თავი XXXXIV. ქართული კულტურა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ......................................... 361

    თავი XXXXV. გიორგი XII მეფობა ......................................................................................................... 370

  • 3

    წინათქმა

    წინამდებარე ტომი ქრონოლოგიურად XIII-XVIII საუკუნეების ისტორიას მოიცავს.

    პირობითად მას გვიანი შუა საუკუნეები შეიძლება ვუწოდოთ.

    XIII საუკუნის მსოფლიოს ისტორიის განვითარების ხასიათს ორი დიდი მოვლენა

    განაპირობებდა: დასავლეთში ჯვაროსნული მოძრაობა, აღმოსავლეთით კი ერთ-ერთ უდიდეს

    და უსასტიკეს დამპყრობთა — მონღოლთა გამოჩენა და მოქმედება. ორივე ეს მოვლენა

    სხვადასხვა ფორმით და დონით საქართველოსაც შეეხო.

    ჩვენი ქვეყნის ამ პერიოდის ცხოვრება თანადროული მსოფლიოს ისტორიის ნაწილია: აქაც

    ბატონობს ფეოდალური ურთიერთობების ევროპული მოდელი, აქაც ადგილი აქვს რენესანსული

    კულტურისა და სულიერი ცხოვრების არსებობის ფაქტს, რამაც შემდგომში გაცილებით ლაღად

    გაშალა ფრთები აგრესიულ მოძალადეთაგან გაცილებით ნაკლებად შეწუხებულ ევროპაში.

    ქართველი ხელისუფალნი ცდილობდნენ გაეთავისებიათ მსოფლიოს ცივილიზებული

    ქვეყნების სატკივარი, თუმცა შესაბამის უკუგებას იშვიათად თუ გრძნობდნენ.

    აქ გაცილებით მეტი თვითდაჯერებით და სისასტიკით თარეშობდნენ მსოფლიოს უდიდესი

    დამპყრობლები და მათი მიმბაძველი თუ დამხმარე უფრო მცირე ავაზაკები.

    მკითხველი დაინახავს აღნიშნული აგრესორების ძალისხმევით და მათგან წაქეზებულ

    შინაურ რენეგატთა და სეპარატისტთა დახმარებით როგორ დაემცრო ერთ დროს დიდებული,

    მსოფლიო კულტურული, ეკო-ნომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით სამაგალითო

    სახელმწიფო.

    იმ დროს, როდესაც ევროპის, განსაკუთრებით მისი დასავლეთი ნაწილის ხალხები,

    სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის, ახალი

    კომუნიკაციების აღმოჩენის საფუძველზე პოლიტი-კურ-ეკონომიკურ წინსვლას განიცდიდნენ,

    როდესაც მოწინავე ცივილიზებულ ქვეყნებში მკვიდრდებოდა რენესანსი, განმანათლებლობა,

    ყველა დარგისა და მიმართულების კულტურის, აზრის, მეცნიერების არნახული განვითარება,

    ტექნიკა და მექანიკის უჩვეულო წინსვლა, ახალი ბურჟუაზი-ული ურთიერთობების ჩასახვა-

    გაძლიერება, რასაც თან ახლდა უბრალო ადამიანის ბედზე დაფიქრება — მაჰმადიანურ რკალში

    მომწყვდეული საქართველოს მთავარი საზრუნავი თავისი თვითმყოფადობის შენარჩუნება იყო.

    განსახილველი პერიოდის საქართველოს ისტორია არის ქართველი ხალხის დიდი თუ

    პატარა, აშკარა თუ ფარული, აგრესორების წინააღმდეგ შეურიგებელი, თავგანწირული,

    პერმანენტული ბრძოლა თავისი ეროვნების, კულტურის, სოციალურ-ეკონომიკური

    მახასიათებლებისა და თვითმყოფადობისათვის. ამ ბრძოლამ დიდი მსხვერპლი მოითხოვა... ერთ

    დროს ერთიანი, მტკიცე და ძლიერი ქვეყანა დაიშალა, დასუსტდა, დაცოტავდა. მისი ცალკეული

    მხარეები მტრისა და ორგულის წაქეზებით და ხელშეწყობით ხშირად ერთმანეთს

    უპირისპირდებოდნენ, მაგრამ ამ ქარტეხილიდან საქართველო საერთო ჯამში გამარჯვებული

    გამოვიდა, რადგან ყველაფერთან ერთად საკუთარი სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და ამიერ-

  • 4

    კავკასიაში პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ცენტრის ფუნქციის შენარჩუნება მაინც

    მოახერხა.

    დიდი თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ტახტი მისმა ღირსეულმა და

    ამბიციურმა ვაჟმა — ლაშა გიორგიმ დაიკავა და თავიდანვე ხელთ აიღო რა სახელმწიფოს

    მართვის სადავეები, გაბედულად დაუპირისპირდა აღზევებულ ფეოდალთა ფენას, განიზრახა

    თამარის დროს რამდენადმე შესუსტებული სახელმწიფო მართვის სისტემის განმტკიცება და

    ქვეყნის პოლიტიკური განვითარების მისი დიდი წინაპრების, დავით IV და გიორგი III დონეზე

    აყვანა.

    ახალგაზრდა მეფე მსოფლიო პოლიტიკის მიმდინარეობაში აქტიურად ჩარევას გეგმავდა და

    იმ დროს უკვე დაწყებული ჯვაროსნული მოძრაობის დასახმარებლად ემზადებოდა, როდესაც

    საქართველოს საზღვართან მონღოლთა ჯგუფები გამოჩნდნენ. ისინი, მართალია,

    თავდაპირველად დაზვერვითი ხასიათის ოპერაციას აწარმოებდნენ, მაგრამ ქვეყნის

    საზღვრებთან მოქმედებამ ქართველთა შეშფოთება გამოიწვია და მათთან საბრძოლო

    დაპირისპირებამ ადრევე შეწყვიტა საქართველოს ახალგაზრდა მეფის შორს მიმავალი გეგმები

    და სიცოცხლეც კი.

    რაც შეეხება მონღოლებს, რამდენიმე წლის (1235-1243 წწ.) განმავლობაში საქართველოში,

    ისევე როგორც წინა აზიის სხვა ქვეყნებში, სასტიკი დაპყრობები განახორციელეს, რასაც

    საქართველოში ულმობელი მტრის ასწლოვანი ბატონობა მოჰყვა (მანამდე, კარგა ხნით ადრე

    მათი სასტიკი ბატონობა ევროპისა და აზიის არაერთმა სახელმწიფომ გამოსცადა).

    საქართველოს მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, მის მეთაურთა ჭკვიანი,

    გაწონასწორებული პოლიტიკის და ქართველი ხალხის თავდადებული, უკომპრომისო ბრძოლის

    შედეგად, ქვეყანამ დამპყრობთა ძალადობა შედარებით ჩქარა მოიცილა.

    არაერთ სხვა უბედურებასთან ერთად, რაც ამ აგრესიამ საქართველოს მოუტანა, ისიც იყო,

    რომ ამ ხანებში ჩაეყარა საფუძველი ქვეყნის ცალკე-ულ პოლიტიკურ ერთეულებად დაყოფას.

    XIV საუკუნის დასაწყისიდან ქართველთა გამოჩენილმა მეფემ, გიორ-გი (V) ბრწყინვალემ

    შორსმჭვრეტელური დიპლომატიით და პოლიტიკით დამპყრობთა კეთილგანწყობა მოიპოვა,

    შემდეგ კი ისარგებლა რა ილხანთა სახელმწიფოს დასუსტებით, ჯერ ხარკი შეუწყვიტა, შემდეგ კი

    თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა, რასაც საქართველოს განვითარება და აღზევება მოჰყვა.

    დიდი მეფის გულისყური ქვეყნის ინტერესთა თითქმის ყველა მიმართულებას წვდებოდა.

    ნიშანდობლივია, რომ მის დროს განახლდა ევროპის ქვეყნებთან ძნელბედობის დროს

    შეფერხებული სავაჭრო-ეკონომი-კური და კულტურული კავშირები. სამწუხაროდ, ეს

    წარმატებები დიდხანს არ გაგრძელდა. XIV საუკუნის ბოლოს და XV საუკუნის დასაწყისში

    საქართველოს და მის მეზობელ ხალხებს ახალი, უსასტიკესი აგრესორის — თემურ ლენგის

    გამანადგურებელი შემოსევები დაატყდა თავს, რომლებიც ქართველთა ქედუხრელობისა და

    საკუთარი სისასტიკის (სისხლისმსმელობის) შესაბამისად 1386-1403 წლებში რვაჯერ გამეორდა

    და სამეფოს არნახული ზიანი მოუტანა, მაგრამ ხალხის გმირობისა და თავდადების გამო მაინც

  • 5

    ვერ შეარყია ქართული სახელმწიფოებრიობა, ქრისტიანული სარწმუნოება, უზომოდ

    დაცოტავებული მოსახლეობის თვითმყოფადობა.

    თემურ ლენგის ურდოების თარეშის პარალელურად, თითქმის იმავე ხანებში (XV ს.

    დასაწყისი) რუმის სასულთნოს ნანგრევებზე ჩამოყალიბდა არანაკლებ აგრესიული გაერთიანება

    — ოსმალთა იმპერია.

    ორმა დამპყრობმა თითქმის გაიყვეს ასპარეზი: ოსმალები ბიზანტიის სამფლობელოებსა და

    ევროპის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ, თემურ ლენგის ბრბოები კი წინა აზიაში.

    მაგრამ მათი ინტერესები მაინც გადაიკვეთა — 1402 წელს თემურ ლენგმა სასტიკად

    დაამარცხა ოსმალთა ლაშქარი და ერთ ხანს დაპყრობითი ომების წარმოების ხასიათი დაუკარგა.

    თვითონ კი საქართველოსკენ გამოეშურა და ერთხელ კიდევ მოაოხრა იგი. მეტის გაკეთება მას

    აღარ დასცალდა, 1405 წელს იგი გარდაიცვალა და მისი შეკოწიწებული იმპერი-აც დაიშალა.

    ოსმალები კი ახალი სულთნის ხელში კვლავ მოძლიერდნენ, ევროპა-სა და მის

    სამფლობელოებს შევიწროებასთან ერთად, დაპყრობის საშიშროებაც კი შეუქმნეს.

    სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის გზაზე შემდგარი

    ევროპა შეშფოთდა. საჭირო იყო გაერთიანება, რასაც ეკლესიათა გათიშვა უშლიდა ხელს. ამ

    დაბრკოლების აღმოფხვრას ისახავდა მიზნად 1437 წელს ფერარაში მოწვეული მსოფლიო

    საეკლესიო კრება, რომელსაც კათოლიკური და მართლმადიდებლური ქვეყნები უნდა გაეერთია-

    ნებინა. რამდენად დიდი იყო იმ დროს მრავალ ჭირგადატანილი მართლმადიდებელი

    საქართველოს მსოფლიო ავტორიტეტი, რომელსაც სათავეში ალექსანდრე დიდი ედგა, იქიდან

    ჩანს, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ერთობ საპატიო ფორმით იქნენ მიწვეული

    მსოფლიო თავყრილობაზე. აღნიშნული საეკლესიო კრება უშედეგოდ დამთავრდა. გა-ერთიანება

    არ შედგა. დასავლეთის მიმართულებით ოსმალეთის აგრესია მას შემდეგაც არ შეწყვეტილა,

    როცა კონსტანტინოპოლი აიღო (1453 წ.) და ბიზანტიის დიდი ნაწილი მის კონტროლს

    დაექვემდებარა. მაგრამ მათ სტრატეგიაში გარკვეული ცვლილება მაინც მოხდა, ახლა მეტი

    ყურადღება აღმოსავლეთისაკენ გადაიტანეს: დაიპყრეს ტრაპიზონი, დაიმორჩილეს ყირიმის

    სახანო, ასტრახანი, დაუახლოვდნენ საქართველოს.

    კონსტანტინოპოლის დაცემამ მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს შემდგომ ბედზე.

    კულტურული, მაღალგანვითარებული ქრისტიანული სახელმწიფოს ნაცვლად მას

    დაუმეზობლდა განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი, აგრესიული, მეტად ძლიერი

    მუსლიმური იმპერია, რომელმაც დაუყოვნებლად გადაკეტა გზა, რომლითაც საქართველო

    ევროპასთან ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ პრობლემებს აგვარებდა, საქართველო

    მოწყვიტა კაცობრიობის სულიერი, პოლიტიკური, მეცნიერების აზრობრივი განვითარების

    კერებს, რითიც აშკარა დაღი დაამჩნია მის შემდგომ განვითარებას.

    1514 წელს დაწყებული ოსმალეთ-ირანის ომი კარგა ხანს გაგრძელდა და უკანასკნელის

    დამარცხებით დამთავრდა; ამ ომით დაიწყო ახალი ეპოქა ამიერკავკასიის ცხოვრებაში. მით

    უმეტეს, რომ ამ ორი დიდი აგრე-სორის დაპირისპირებას საქართველოზე ჩრდილო კავკასიის

    მთიელთა პერმანენტული ავაზაკური თავდასხმებიც ემატებოდა.

  • 6

    ამ დროიდან მოკიდებული კიდევ უფრო გამწვავდა ქართველი ხალხის შეურიგებელი,

    თავგანწირული, დაუსრულებელი ბრძოლა დიდი და პატარა, აშკარა და ფარული აგრესორების

    წინააღმდეგ თავისი ქართველობის, ენის, სარწმუნოების, კულტურის და სოციალურ-

    ეკონომიკური წყობის შესანარჩუნებლად. ამ ბრძოლამ დიდი მსხვერპლი მოითხოვა. ერთია-ნი

    ქვეყანა დაიშალა, დაცოტავდა, ცალკეული მხარეები ხშირად ერთმა-ნეთსაც დაუპირისპირდნენ,

    მაგრამ საქართველო მაინც გადარჩა, რადგან ენასა და სარწმუნოებასთან ერთად

    სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც შესძლო და ამიერკავკასიაში წამყვანი პოზიცია

    განიმტკიცა.

    საქართველო არა მარტო ფიზიკურად გადარჩა, არამედ განვითარების სტიმულიც კი

    შეინარჩუნა და მსოფლიოს პროგრესული განვითარებისათვის ფეხის შეწყობასაც ცდილობდა.

    ხშირად საკმაოდ წარმატებითაც, რა-შიც თვალნათლივ დარწმუნდება ის მკითხველი, რომელიც

    წინამდებარე ნაშრომს გაეცნობა.

    მაჰმადიანურ ალყაში მოქცეული ქართული პოლიტიკური ერთეულები ზოგჯერ ზედმეტ

    ნდობასაც კი ამჟღავნებდნენ იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მას ქრისტიანობის დროშით

    თანდათან უახლოვდებოდა და ეროვნულ გადარჩენაში, სარწმუნოების შენარჩუნებაში,

    მტრისაგან დაცვასა და მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფაში დახმარებას აღუთქვამდა.

    მართალია, წინა წლების გამოცდილებით ქართველებმა იცოდნენ, რომ მათთან

    დაკავშირებული რუსი დიპლომატები ქედმაღლური განცხადებებისა და უსაგნო ბაქიაობის

    გარდა ქვეყნისთვის ფაქტობრივად სასიკეთოს არაფერს აკეთებდნენ. მაგრამ რეგიონში

    ფეხჩადგმული დიდი ქრისტიანული სახელმწიფოს სიტყვიერ დაპირებებს მაინც დიდი

    მორალური მნიშვნელობა ჰქონდა.

    მიუხედავად ამისა, როდესაც დამოკიდებულების ერთობ მაღალ ხარისხზე დგებოდა

    საკითხი, ქართველები მაინც ყოყმანობდნენ. ისინი გრძნობდნენ, რომ რუს პოლიტიკოსთა ფუჭი

    დაპირებების უკან მათი ვერაგული მიზნები იმალებოდა, რაც საბოლოოდ რა დონის

    დამოკიდებულებაში გამოიხატებოდა, ძნელი განსასაზღვრი იყო.

    XVIII საუკუნეს გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში. მართალია მარცხი

    და გამარჯვებები აქაც ცვლიდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი ისტორიის ოქროს ხანიდან

    მოკიდებული ქვეყანას განვითარების ასეთი სტიმულისა და დონისთვის აღარ მიუღწევია.

    ვახტანგ VI ქართლის განმგებლობის დროს (1703-1724) პატარა სამეფომ შესამჩნევ

    წარმატებებს მიაღწია სამეურნეო-პოლიტიკური თუ იდეურ-კულტურული განვითარების

    თვალსაზრისით. აქ მან ისეთ სიმაღლეების დაპყრობა შესძლო, რომ განვითარების

    თვალსაზრისით ევროპულ დონეს გაუსწორა თვალი. მართალია ქვეყნის სხვა ნაწილები ქართლს

    ვერ უტოლდებოდნენ, მაგრამ მის მაგალითს ბაძავდნენ და წარმატებებსაც იზიარებდნენ.

    განვითარების მიღწეულმა დონემ გაააქტიურა ქვეყნის გაერთიანების საუკუნოვანი იდეა, რამაც

    ვახტანგის პროგრესისტთა გუნდი რუსეთის დიდ იმპერიასთან დააკავშირა.

    რუს მოღვაწეთა ქედმაღლობის, უპირობისა და უპასუხისმგებლობის გამო ეს კავშირი

    უდღეური აღმოჩნდა და ერთიანი საქართველოს და შე-იძლება ერთიანი კავკასიის მეთაურად

  • 7

    მოწოდებული დიდი ვახტანგ VI ჩქარა სამეფოს გარეშე დარჩა და ემიგრაციაში დაასრულა

    სიცოცხლე.

    ვახტანგ VI სავალალო მაგალითმა განაპირობა მისი მომდევნო ხანის საქართველოს სათავეში

    მდგომი ბრწყინვალე სამეფო ოჯახის (დედოფალი თამარ ვახტანგის ასული, მეფე თეიმურაზ II

    და ერეკლე II) პოლიტიკა, რომელიც თავის მთავარ გეგმებს საქართველოს გაერთიანებას

    უკავშირებდნენ: გულგრილად გაეანალიზებინათ ამ საქმეში დამხმარისა და მფარველის საკითხი

    და რუსეთის ორიენტაციაზე (პირველ ხანებში მაინც) უარი ეთქვათ. და კიდეც შეძლეს გეგმის

    მთავარი ნაწილის ქართლ-კახეთის სამეფოს რუსთა დაუხმარებლად გაერთიანება. რითაც დიდი

    სახელი მოიპოვეს არა მარტო გარემომცველ მაჰმადიანურ სამყაროში, არამედ ევროპაშიც.

    საქართველოს გაერთიანების პრობლემა იმდენად ძლიერი და ეროვ-ნულად მომწიფებული

    იყო, რომ დიდი ქართველი მოღვაწეები მას პირად ინტერესებზე მაღლა აყენებდნენ. ასეთი

    გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთ საქართველოს დიდმა მეფემ სოლომონ პირველმა და ქვეყნის

    დინასტიური გაერთიანება რომ განეხორციელებინა უარი თქვა ტახტის თავისი

    შვილიშვილისთვის გადაცემაზე და იგი ერეკლეს შვილიშვილს და სოლომონის ძმისშვილს

    დავით არჩილისძეს შემდგომში სოლომონ II დაუმტკიცა.

    მაგრამ საქართველოს მომავალი მის ფარგლებს გარეთ წყდებოდა. დიდი ხანი მწიფდებოდა

    რუსეთის შავი და კასპიის ზღვების აუზზე და-პატრონების იდეა. ამ იდეის განსახორციელებლად

    იგი დასაყრდენად საქართველოს მიიჩნევდა.

    რუსეთი თავის გეგმას თანმიმდევრულად აყალიბებდა და ანხორციელებდა. ქართლ-

    კახეთის შედარებით პოლიტიკურად მომაგრებული მეფეები ვარაუდობდნენ რუსეთის

    ინტერესები თავის გამაერთიანებელი გეგმის განსახორციელებლად გამოეყენებინათ. ამიტომ ამ

    ტიპურ აგრესორთან “მე-გობრული” კავშირი გააბეს. მაგრამ რუსეთის ხელისუფალთა

    გაუმაძღარი ბუნების დაშოშმინება მეტად რთული იყო. ქართველთა სურვილის საწინა-

    აღმდეგოდ, აიძულეს რუსეთის “მფარველობა” მიეღო, შემდეგ კი მთელი თავისი ძალისხმევა

    ორი მიმართულებით წარმართეს: 1. თანდათანობით რაც შეიძლება გაეზარდათ საქართველოზე

    ბატონობის ფორმები: მფარველობა, ქვეშევრდომობა, ფაქტობრივი შეერთება,

    სახელმწიფოებრიობის გა-უქმება და 2. ყველა ზომები ეხმარათ, რათა საქართველო (ქართლ-

    კახეთი) თანდათანობით ისე დასუსტებულიყო, რომ ფაქტობრივად “მფარველობა-ში” მყოფ

    ქვეყანას დამოუკიდებლად ყოფნა აღარ შეძლებოდა.

    მთელი თავისი პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური თუ სტრატეგიული

    არსენალის გამოყენებით რუსეთმა განზრახულს მიაღწია და საქართველო, რომელიც

    სახელმწიფოებრიობის 30 საუკუნოვან ისტორიას ითვლიდა, XIX საუკუნეს დაპყრობილი და

    რუსეთის გუბერნიად ქცეული შეხვდა.

    თავი I. ლაშა-გიორგის მეფობა

    კონფლიქტი დიდგვაროვნებთან. ლაშა-გიორგი თამარ მეფის უფროსი შვილი იყო, იგი

    დაახლ. 1192-1193 წწ. დაბადებულა და მისთვის მი-სი სახელოვანი პაპის, გიორგის სახელი

  • 8

    დაურქმევიათ, ლაშა კი საალერსო ზედწოდებაა . 1206 წ. დავით სოსლანის გარდაცვალების

    შემდეგ თამარმა თავისი 13 წლის ვაჟი თანამოსაყდრედ დაისვა. რამდენ ხანს გაგრძელდა ლაშას

    თანამოსაყდრეობა — ზუსტად ცნობილი არ არის — თამარის გარდაცვალების და ლაშა-გიორგის

    დამოუკიდებელი მეფობის დაწყების თარიღი ჯერ კიდევ დაუდგენელია . აშკარაა მხოლოდ, რომ

    ლაშა-გიორგის გამეფებას მალე სერიოზული გართულებები მოჰყვა როგორც საშინაო, ისე

    საგარეო ასპარეზზე. როგორც ჩანს, ლაშა-გიორგი, მისი სახელოვანი დედი-საგან განსხვავებით,

    დიდგვაროვანთა მიმართ უფრო მტკიცე პოლიტიკის გატარებას აპირებდა. მას ამ საქმეში

    თანამოაზრეები და თანამზრახველნიც ჰყოლია. ამან იმთავითვე დიდი კონფლიქტი წარმოქმნა

    მასსა და სამეფო კარზე მოკალათებულ გავლენიან დიდგვაროვნებს შორის.

    პირველად ეს კონფლიქტი გამომჟღავნდა განძის ათაბაგის წინააღმდეგ ლაშქრობისას. განძის

    საათაბაგო საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო. ყმადნაფიცი ქვეყნები საქართველოს ხარკს

    უხდიდნენ და მოთხოვ-ნისთანავე მოვალენი იყვნენ ჯარი გამოეყვანათ. თამარის გარდაცვალება

    და სამეფო ტახტზე ახალგაზრდა მეფის ასვლა განძის ათაბაგმა ხელსაყრელ დროდ მიიჩნია

    საქართველოს ყმობისაგან თავის დასაღწევად და განდგომა იწყო.

    ყმადნაფიცების სიმრავლე საქართველოს ძალის მოწმობა იყო და არა მისი სიძლიერის

    საფუძველი. ასეთი ქვეყნები მხოლოდ ძალით ემორჩილებოდნენ პატრონს, ამიტომ როგორც კი

    დრო მიეცემოდათ ისინი კვლავ განდგომას ცდილობდნენ. ამჯერად განძის საათაბაგოს

    მაგალითს სხვა ყმადნაფიცი ქვეყნებიც უყურებდნენ და, გასაგებია, სხვა ყმადნაფიც ქვეყ-ნებზე

    საქართველოს მფლობელობის შენარჩუნება დამოკიდებული იყო იმაზე, შესძლებდა თუ არა

    საქართველო განძის კვლავ დამორჩილებას. ისე რომ, ლაშა-გიორგი გამეფებისთანავე

    სერიოზული გამოცდის წინაშე დად-გა. ახალგაზრდა მეფის მოწოდებაზე დიდებულებმა

    ერთსულოვნად დაას-კვნეს ლაშქრობა განძის ათაბაგის წინააღმდეგ. ეს ლაშქრობა წარმატებით

    დამთავრდა, ქართველთა ლაშქარმა აიძულა განძის ათაბაგი კვლავ ხარკი ეკისრა და თავი

    საქართველოს მორჩილად ეცნო.

    ამ ლაშქრობასთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს კონფლიქტი, რომელიც წარმოიშვა ლაშა-

    გიორგისა და საქართველოს ლაშქრის სარდლებს შორის. რა თქმა უნდა, სარდლები ეს იგივე

    დიდგვაროვნები იყვნენ და ეს კონფლიქტიც ახსნას შინაკლასობრივ ბრძოლაში პოულობს.

    როდესაც ქართველთა ჯარი საათაბაგოს ტერიტორიაზე შეიჭრა ათაბაგმა ვერ გაუწია

    სათანადო წინააღმდეგობა და იძულებული გახდა განძის ციხისთვის შეეფარებინა თავი. განძა

    კარგად გამაგრებული ქალაქი იყო და მისი იერიშით აღება გაძნელდა. ქართველთა სარდლობამ

    გადაწყვიტა ციხექალაქს შემოსდგომოდა და ხანგრძლივი ალყით იძულებული გაეხადა ურჩი ყმა

    დანებებულიყო. ახალგაზრდა მეფის ბუნება, როგორც ჩანს, ასეთი ტაქტიკით ბრძოლის

    წარმოებას ვერ ეგუებოდა და რამდენიმე ხნის შემდეგ გადაწყვიტა, სარდლობასთან

    შეუთანხმებლად, მტკვრის მხრიდან გარშემოევლო ქალაქისათვის და შეერჩია ადგილი

    იერიშისათვის. მეფეს თან ახლდა 4000-იანი რაზმი. როდესაც განძელებმა შენიშნეს, რომ მეფე

    შედარებით მცირერიცხოვანი ჯარით იყო, მათ “მსწრაფლ განახვნეს კარნი ქალაქისანი და ვითარ

    მხეცნი მიუხდეს”. მტრის 10000-იანი ლაშქარი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქართველებს,

    მაგრამ ლაშა-გიორგიმ და მასთან ერთად მყოფმა თანამებრძოლებმა: ყვარყვარე ჯაყელის ძემ

  • 9

    ბიბილა გურკელმა, ბოცო ბოცოს ძემ, ასევე უბრალო მოლაშქრეებმა დიდი სიმამაცე და

    თავდადება გამოიჩინეს, რათა არ შეერცხვინათ ახალგაზრდა მეფე მის პირველ ომში. ბრძოლის

    მსვლელობას ქალაქის მცხოვრებნი ციხის კედლებიდან ადევნებდნენ თვალყურს. როდესაც

    განძელთა ლაშქარი დამარცხებულ იქნა და ქალაქში ქალების წივილ-კივილი ატყდა, თვითონ

    ბრძოლის ხმაურმა ქართველთა სარდლობის ბანაკამდეც მიაღწია, ალყად მდგარი ქართველთა

    ლაშქარი სასწრაფოდ გამოემართა მეფის დასახმარებლად, მაგრამ უკვე ყველაფერი

    დამთავრებული დახვდათ. დამარცხებული მტერი უკუქცეული და ქალაქში შერეკილი იყო.

    მაგრამ ქართველებსაც მნიშვნელოვანი ზარალი მოსვლოდათ.

    ქართველ სარდლებს, საქართველოს ამირსპასალარის ივანე ათაბაგის მეთაურობით,

    არაფრად ეპიტნავათ მეფის დამოუკიდებელი მოქმედება. მისი ასეთი ნაბიჯი კიდევ უფრო

    გაათამამებდა ახალგაზრდა მეფეს და შემდეგშიც დაუკითხავად და მხოლოდ თავისი ნებით

    იმოქმედებდა. ლა-შა-გიორგი მართლაც იმისკენ მიისწრაფოდა, რომ იგი ყოფილიყო მისი პა-პისა

    და დიდი პაპის, გიორგი III-ისა და დავით აღმაშენებლის ძალაუფლების მქონე მეფე “ნებითა

    ღვთისათა” და არა მეფე “ნებითა დიდებულთა”, როგორც ეს თამარის დროიდან მეფის კარზე

    მოკალათებულ დიდ-გვაროვნებს სურდათ, რომლებსაც უკვე მიეღწიათ “ერთნებობისა და თა-

    ნადგომის” უფლებისათვის. დიდებულები მეფეს დაემუქრნენ, რომ თუ იგი კვლავ ასე

    თვითნებურად, მათთან შეუთანხმებლად იმოქმედებდა, ისინი “დაამტკიცებდეს არრარა ყოფად

    მოლაშქრედ და არცა ყოფად კარსა მეფისასა”. ეს ჰგავდა იმავე გაფიცვას, რომელიც

    დიდგვაროვნებმა განახორციელეს თამარის გამეფებისას და თავისას მიაღწიეს კიდეც. ამჯერად

    მეფე იძულებული იყო ცხენიდან ჩამომხტარიყო და ბოდიში მოეხადა. ეს იმას ნიშნავდა, რომ

    მეფის კარზე რეალური ძალაუფლება ჯერ კიდევ ამ დიდებულების ხელთ იყო და ახალგაზრდა

    მეფეს არ გააჩნდა დასაყრდე-ნი ამ მდგომარეობის შესაცვლელად. ეს მეფის პირველი მარცხი იყო

    და მისი სისუსტის პირველი საჯარო აღიარება.

    როგორც შემდგომი მოვლენებიდან ჩანს, ლაშა გიორგი ვერ ეგუება თავისი ხელისუფლების

    ასეთ შეზღუდვას, იგი ცდილობს სამეფო კარიდან ჩამოიცილოს განდიდებული დიდგვაროვნები

    და მათ მაგივრად თანამო-აზრენი და თანამოასაკენი შემოიკრიბოს. ეს დაპირისპირება თამარის

    დროს დაწინაურებულ დიდგვაროვნებსა და ლაშა-გიორგისთვის სასურველ “ახალკაცთა” შორის

    ჩანს არა მარტო პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ იდეოლოგიურ და ცხოვრებისეულ სფეროშიც.

    ამ ამბების აღმწერი მემატი-ანე ე. წ. “ჟამთააღმწერელი” პირდაპირ მიუთითებს, რომ ლაშა-

    გიორგიმ “განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და მეფისა (თამარის) წესთა

    მასწავლელნი, შეიყვარა თანამოასაკენი...” ესენი იყვნენ, ამ ისტორიკო-სის შეხედულებით,

    “უგუნურნი კაცნი, მეფის კარსა ზედა არაყოფნისაღირსნი და აწ კარსა ზედა მყოფნი”. ეს, რა თქმა

    უნდა, ისტორიკოსს არ მოსწონს და შექმნილ ვითარებას საკმაოდ მუქ ფერებში ხატავს. იგი

    ძალღონეს არ იშურებს, რომ რაც შეიძლება უარყოფითად დაახასიათოს ლაშა-გიორგის ეს

    “თანამოასაკენი”, მათ მოქმედებას ქრისტიანული მორალისათვის ყოვლად მიუღებლად თვლის

    და მათთან სიახლოვის გამო ლაშა-გი-ორგისაც დიდ ცოდვებს აბრალებს, რაც მისი რწმენით,

    გახდა მიზეზი საქართველოზე ღვთის მიერ თავს დატეხილი რისხვისა: “ამისთვის აღმოცენდეს

    მიზეზნი ცოდვათა სიმრავლითა საქართველოსა მოოხრებისანი”.

  • 10

    რინდები. ლაშა-გიორგი მართლაც თავისებური ბუნების კაცი ჩანს. “ჟამთააღმწერლის”

    დახასიათებით იგი იყო “ტანით ძლიერი, მხნედ მოი-სარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და

    თვითბუნება”. მისი ასეთი განლაღება უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ მისი საყმო

    “უშფოთველად და წყნარობით დაეტევა” მის სახელოვან დედას, მეფე თამარს, თვით ლაშა იყო

    “ყოველთა მეფეთა უმეტეს უხვი და არავისთვის მოშურ-ნე, მლოცველ, მმარხველ, განმკითხველ

    და მოწყალე”. ამასვე აღნიშნავს ლაშას დროინდელი მემატიანე: “ლომი ძალითა და უმანკო

    გონებითა, მოყვარული ყოველთა კაცთა დიდთა და მცირეთა, მთავართა მათითა პატივითა,

    მონაზონთა და მღვდელთა მათითა პატივითა, მშვიდი და განურისხებელი ბუნებითა, შვიდთა

    სამეფოთა მეფე, მონისაცა ერთისა მათრახისა არა მკვრელი, მშვილდოსანი და ცხენოსანი,

    გულოვანი და შემმართებელი”. მაგრამ ბოლო დროს იგი “მიდრკა სიბოროტედ თანამიყოლითა

    უწესოთა კაცთათა”. ეს “უწესონი კაცნი” იყვნენ, მემატიანეს მტკიცებით, სწორედ ისინი,

    რომლებიც ლაშამ დაიახლოვა და თავის კარზე შემოიკრიბა. მათთან ერთად იგი ეწეოდა

    თავაშვებულ ცხოვრებას და ამით წინა თაობის დიდგვარიანთა და საეკლესიო წრეების დიდ

    უკმაყოფილებას იწვევდა.

    როგორც ვხედავთ, დაპირისპირება ამ ორ თაობას შორის, კერძოდ, თამარის დროს კვლავ

    აღზევებულ დიდგვარიანებსა და ლაშას “თანამოჰა-საკეებს” (ე. ი. ახალგაზრდა მეფის თაობის და

    შეხედულების პირებს) შორის უკიდურესად გამწვავებულია. ეს დაპირისპირება ჩანს თვით

    ისტორი-კოსების პოზიციაშიც. მაშინ, როდესაც ე. წ. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე

    მხოლოდ დადებითად აფასებს ლაშას მთელ მოქმედებას და ამით აშკარად ამჟღავნებს თავის

    მომხრეობას მეფის პოლიტიკისადმი, მეორე ისტორიკოსი — “ჟამთააღმწერელი” (უფრო სწორად,

    ის ავტორი, რომლის ცნობებსაც ჟამთააღმწერელი ეყრდნობა ლაშას ისტორიის გადმოცემი-სას)

    სრულიად საპირისპიროდ, უარყოფითად და მუქ ფერებში გვიხატავს ლაშას პიროვნებასა და

    მოქმედებას. მართალია იგი თავდაპირველად ლა-შას დადებით თვისებებსაც აღნიშნავს, მაგრამ

    განსაკუთრებით ვრცლად და ფართოდ ჩერდება ლაშას ნაკლოვან მხარეებზე.

    რაში ხედავენ ისინი ლაშას პიროვნულ უარყოფით თვისებებს? პირველ რიგში იმაში, რომ მან

    ჩამოიშორა სამეფო კარზე თამარის დროს დაწინაურებული დიდგვაროვნები და მათ მაგივრად

    სულ სხვა პირები დაი-ახლოვა. ესენი იყვნენ ძირითადად ლაშას “თანამოჰასაკენი”,

    რომლებთანაც ერთად იგი ეწეოდა დროს ტარებას და “უწესო” ცხოვრებას (“შეიყუარნა

    თანამოჰასაკენი მოსმურობითა და დედათა უწესოთა თანა აღრევითა”). საამისო მაგალითიც

    მოაქვს ჟამთააღმწერელს: ლაშას “თანამოჰასაკეებს” კავ-შირი ჰქონიათ რინდებთან, რომლებთან

    ერთადაც ისინი დროს ატარებდნენ. ერთხელ ლაშაც წაუყვანიათ ასეთ დროსტარებაზე, მაგრამ

    ღვინით მთვრალ რინდებს მეფე ვერ უცვნიათ და ჩხუბში მისთვის თვალიც დაუზიანებიათ.

    ვინ იყვნენ ეს რინდები? “რინდ” სპარსულად დამამცირებელი მნიშვნელობისაა და აღნიშნავს

    მოქეიფეს, ლოთს, უდარდელს, დროსტარებას გადაყოლილს, ცბიერს, მატყუარას, ეშმაკს. აქედან

    ჩანს, რომ აღმოსავლური ქვეყნების ოფიციალურ წრეებში ამ რინდებს ათვალწუნებით და

    დაცინვით უყურებდნენ, სინამდვლეში კი რინდები სულ სხვა თვისების, მრწამ-სის და

    შეხედულების პირები იყვნენ. ისინი არ სცნობდნენ ორთოდოქსალურ რელიგიებს, არც ისლამს

    და არც ქრისტიანობას და უპირისპირდებოდნენ რა ამ სარწმუნოებებს, ღმერთთან დაკავშირების

  • 11

    საშუალებად ღვი-ნის სმა და ქალის სიყვარული მიაჩნდათ. ისინი ადამიანურ თავისუფლებას

    ქადაგებდნენ და არ სწამდათ რელიგიური თვითგვემა და ასკეტიზმი.

    ამ მრწამსის მიმდევარნი იყვნენ ცნობილი აღმოსავლელი პოეტები და ფილოსოფოსები.

    მაგალითად, სახელგანთქმული მეცნიერი — მედიკოსი და ფილოსოფოსი იბნ-სინა (938-1037 წწ.),

    რომელიც ევროპაში ავიცენას სახელითაა ცნობილი, დიდი პოეტი, მათემატიკოსი და

    ფილოსოფოსი ომარ ხაიამი (დაახლ. 1048-1122 წწ.), შესანიშნავი ლირიკოსი პოეტი ჰაფეზი (1320-

    1389 წწ.) და სხვა. ისინი აიდეალებდნენ ღვინის კულტს და მას თვლიდნენ ამქვეყნიური

    ბოროტებისაგან ადამიანის გათავისუფლების სა-შუალებად.

    როგორც ჩანს, ლაშა-გიორგის მრწამსი ახლოს იდგა რინდების შეხედულებებთან და მისი

    “უცნაურობაც” ამით აიხსნება. ჟამთააღმწერლის გადმოცემით, ახალგაზრდა მეფეს

    თავდავიწყებით შეყვარებია ერთ-ერთი თავისი ქვეშევრდომის, ველისციხელი აზნაურის ცოლი.

    მან ეს ქალი თავისთან სასახლეში წამოიყვანა, მაგრამ კათალიკოსმა და დიდებულებმა მასზე

    დაქორწინების ნება არ დართეს. ამ ქალთან ლაშას ვაჟიშვილი შეეძინა, რომელსაც დავითი

    დაარქვეს. ამის მიუხედავად დიდებულებმა ეს ქალი ჩამოაშორეს და ისევ ქმარს დაუბრუნეს.

    ლაშა-გიორგი მაინც ერთგული დარჩა თავისი სიყვარულისა და სხვა ქალი აღარ შეურთავს. ამ

    ფაქტშიც ნათლად ჩანს საქართველოს ახალგაზრდა მეფის რინდების შეხედულებებთან ახლო

    დგომა, ხოლო ოფიციალური წრეები მის ასეთ მოქმედებას “მრუშობად” თვლიდნენ.

    ამრიგად, ამ ფაქტებში კარგად ჩანს საქართველოს სამეფო კარზე ძველი და ახალი თაობის

    წარმომადგენელთა დაპირისპირება როგორც სახელმწიფოებრივ პოლიტიკაში, ისე

    იდეოლოგიისა და ეთიკის სფეროშიც. ქვეყანაში კრიზისული მოვლენები ღვივდება.

    ახალგაზრდა მეფე ფაქტობრივად ვერ ახერხებს დიდგვაროვნების დამორჩილებას და თავისი

    თვითმპყრობელური ხელისუფლების განმტკიცებას. ეს მოვლენები შემდეგში კიდევ უფრო

    გამწვავდა და საგარეო ძალასთან შეჯახებაში საქართველოს დამარცხების მიზეზად იქცა.

    საგარეო პოლიტიკური ვითარება. გიორგი ლაშას დროს საქართველო კვლავ ძლიერი

    სახელმწიფოა. მისი ავტორიტეტი მსოფლიო ასპარეზზე საკმაოდ მაღალია. მისი მეფობის ბოლო

    წლებში ზოგიერთმა ყმადნაფიცმა ქვეყანამ საქართველოსაგან დამოუკიდებლობის მოპოვება

    სცადა, მაგრამ ლაშა-გიორგიმ ძლევამოსილი ლაშქრობებით ისინი კვლავ დაიმორჩილა.

    მაგალითად, 1219 წ. საქართველოს მეფემ სამხრეთდასავლეთის მიმართულებით ილაშქრა და

    აიღო ოროტნი და სხვა ციხეები ნახი-ჭევანამდე. ასევე გაილაშქრა ხლათის სულთნის

    წინააღმდეგაც და ისიც დაამარცხა და ისევ მორჩილებაში მოიყვანა. დაიმორჩილა კარნუქალაქიც.

    ამ პერიოდში ლაშას რომის პაპ ჰონორიუს III-სგან ეპისტოლე მოუვიდა, რომელშიც პაპი

    საქართველოს მეფეს პალესტინის გასათავისუფლებლად ბრძოლაში მონაწილეობას სთხოვდა. ამ

    დროს ჯვაროსანთა V ლაშქრობა (1217-1221 წწ.), რომელიც ეგვიპტის წინააღმდეგ იყო

    მიმართული, უშედეგოდ დამთავრდა. ჯვაროსნებს ქართველთა ლაშქრის დახმარების იმედი

    ჰქონდათ. ჯვაროსანთა შორის გავრცელდა კიდეც ხმა, რომ საქართველოს მეფემ ეს ლაშქრობა

    დაიწყო. ამას აღნიშნავდა ფრანგი რაინდი დებუა ბეზანსონის არქიეპისკოპოსისადმი გაგზავნილ

    თავის წერილში: “აწ ისმინეთ სხვა რამ საკვირველი და საყურადღებო. ამბად მივიღე, და საქმის

  • 12

    სიჭეშმარიტე სანდო მოციქულისაგან გავიგეთ, რომ ივერიითგან ვინმე ქრისტიანენი,

    გიორგიანებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობით და ქვეითი ჯარით ღვთის

    აღმაფრთოვანებელ დახმარებით ძალათა ფრიად აღ-ჭურვილით, ურწმუნო წარმართთა

    წინააღმდეგ სწრაფად აღდგნენ და, აიღეს რა უკვე 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი, მაგარნი

    დაიპყრეს, ხოლო სუსტნი ნაცარტუტად აქციეს. აღნიშნულ ქალაქთაგან ერთი, ევფრატზე

    მდებარე, ყველა წარმართთა ქალაქთაგან უფრო წარჩინებული ყოფილა... ზემოაღნიშნული

    წმინდა იერუსალიმის მიწის სახსნელად მოვლენ და მთელ საწარმართოს დაიმორჩილებენ. მეფე

    მათი წარჩინებული, თექვსმეტი წლისაა, ალექსანდრეს ბადალი ძალით და სიკეთით, თუმცა არა

    სარწმუ-ნოებით. ჭაბუკი ესე დედისმისის დედოფლის უძლიერესის თამარის ნეშტს თან ატარებს,

    რომელმაც სანამ ცოცხლობდა, იერუსალიმად წასვლის აღთქმა დადვა, და შვილსა თვისსა

    სთხოვა, თუ მიიცვლებოდა, რომ ძვლები მისი უფლის საფლავთან წაესვენებინათ”. როგორც ჩანს,

    ლაშა გი-ორგის მართლაც დაუწყია სამზადისი ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ

    სწორედ ამ დროს საქართველოს საზღვრებთან გამოჩნდნენ თათარ მონღოლები, რომლებმაც

    არათუ ამ ლაშქრობის გეგმა ჩაშალეს, არამედ მკვეთრად შეცვალეს საქართველოს ისტორიული

    განვითარების გეზიც.

    თავი II. მონღოლთა ვინაობა და მათი პირველი ლაშქრობა

    საქართველოში

    მონღოლთა საზოგადოებრივი წყობა და სამხედრო ორგანიზაცია. თათარმონღოლები

    ცენტრალური აზიის ვრცელ ველებში მომთაბარე ტომები იყვნენ, რომლებიც XI-XII საუკუნეებში

    ჯერ კიდევ პატრიარქალურთემური წყობილების პირობებში ცხოვრობდნენ. მონღოლთა ტომებს

    შორის წარმოებულ ხანგრძლივ ბრძოლაში წარმატებას მიაღწია ერთ-ერთმა ნოინმა თემუჩინმა,

    რომელიც 1206 წ. მონღოლი თავკაცების ყრილობამ — ყურულთაიმ — მონღოლთა სახელმწიფოს

    უზენაეს მბრძანებლად აირჩია და მას ჩინგიზხანი ეწოდა.

    ჩინგიზხანმა კარგად შეუთავსა ერთმანეთს თემურ-გვაროვნული წყობის ტრადიციები მის

    მიერ შექმნილი სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციას. კერძოდ, მან თავისი ქვეშევრდომი

    მონღოლები დაჰყო სამხედრო ერთეულებად: ათეულებად, ასეულებად, ათასეულებად და

    ათიათასეულებად (დუმნებად). ასეთ ერთეულებში ძირითადად გაერთიანებულები იყვნენ

    შესაბამისად ერთი ოჯახისა, გვარისა თუ ტომის წარმომადგენლები. ამრიგად, ბრძოლის ველზე

    ერთმანეთის გვერდით იბრძოდნენ უახლოესი ნათესავები. გვარი პასუხისმგებელი იყო

    თითოეული წევრის მოქმედებაზე, ისევე როგორც თითოეულ წევრს უნდა დაეცვა გვარის

    ინტერესები. ამიტომ ღალატი ან ბრძოლისაგან თავის არიდება მონღოლებთან გამორიცხული

    იყო. თუ ვინმე ღალატს ჩაიდენდა, ბრძოლის ველიდან გაიქცეოდა ანდა თუნდაც ტყვედ

    ჩავარდებოდა, მთელ გვარს სიკვდილით სჯიდნენ. მათგან განსხვავებით ფეოდალურ ლაშქარში

    უაღრესად სუსტი იყო დისციპლინა. მაგალითად, ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდნა დიდ

    სირცხვილად არც ითვლებოდა. ეს მხოლოდ ეკონომიკური ზარალი იყო, რადგან ჩვეულებრივ

    დატყვევებულის გამოსყიდვა ხდებოდა ხოლმე.

  • 13

    ყველა განვითარებულ ფეოდალურ ქვეყანაში სამხედრო ორგანიზაცია პატრონყმურ

    პრინციპზე იყო აგებული. ყმის პატრონისადმი ერთგულება ძირითადად სამამულო-ეკონომიკურ

    ინტერესებს ემყარებოდა და ჩვეულებრივად ყმამოლაშქრე პატრონს ემორჩილებოდა და

    ემსახურებოდა იმ პირობით, თუ იგი უზრუნველყოფდა მის კეთილდღეობას. შიდაკლასობრივი

    და კლასობრივი ურთიერთობის გამწვავების ვითარებაში ეს ერთგულებამორჩილება მეტად

    სათუო იყო და ადვილად ირღვეოდა. ამას გარდა, ფე-ოდალები ფუფუნებას არ იკლებდნენ

    ლაშქრობაშიც. მონღოლებს კი ამ მხრივ დიდი უპირატესობა ჰქონდათ. ისინი შეჩვეულნი იყვნენ

    ცხოვრების მკაცრ პირობებს: სიცხეს, სიცივეს, შ�