ელექტროენერგიის ბალანსის...

29
1 ელექტროენერგიის ბალანსის წლიური ანგარიში 2012 წელი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

Upload: others

Post on 01-Mar-2020

14 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

1

ელექტროენერგიის ბალანსის

წლიური ანგარიში

2012 წელი

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

2

სარჩევი

1. რეზიუმე........................................................................

2.ზოგადი მიმოხილვა მსოფლიოში..............................

4. ზოგადი მიმოხილვა საქართველოში.......................

3. გამომუშავება ..............................................................

4. მოხმარება.....................................................................

5. იმპორტი........................................................................

6. ექსპორტი......................................................................

3

4

10

11

18

24

26

3

ელექტროენერგიის მთლიანი წარმოება მსოფლიოში 2011 წელს 1992 წელთან შედარებით

80.1%-ით გაიზარდა, 12, 223.1 მლრდ.კვტ.სთ-დან 22, 018. მლრდ.კვტ.სთ-მდე.

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების საშუალო ზრდამ 1995-2012 წწ-ში 2,1 %

შეადგინა, ზრდაში მაღალი იყო 2010 წლის გამომუშავების წილი, მხოლოდ ამ წელს

ელექტროენერგიის წარმოება 2009 წელთან შედარებით 19.6%-ით გაიზარდა და 10,057

მლნ.კვტ.სთ შეადგინა.

ელექტროენერგიის ბალანსის მონაცემებით, 2012 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ

9379.382 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც 1,3%-ით აღემატება 2011 წლის იმავე პერიოდის მოხმარებას

— 9256.613 მლნ.კვტ.სთ-ს. ელექტროენერგიის ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ

სადისტრიბუციო კომპანიები. 2012 წელს მათმა მოხმარებამ 7795.685 მლნ.კვტ.სთ შეადგინა

(მოხმარების 83%), ხოლო პირდაპირმა მომხმარებლებმა 1583.697 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია

მოიხმარეს (მოხმარების 17%).

ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით 43.2%-ით

შემცირდა (-402.444 მლნ.კვტ.სთ-ით) და 528.151 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. 30.5%-ით (143.614

მლნ.კვტ.სთ-ით) გაიზარდა იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა, 470.977

მლნ.კვტ.სთ-დან 614.591 მლნ.კვტ.სთ-მდე. 2012 წელს იმპორტის წილმა მოხმარებაში 7% და

ექსპორტის წილმა გამომუშავებაში 5% შეადგინა.

რეზიუმე

4

მსოფლიოში 1992-2012 წლებში ფიქსირდება ელექტროენერგიის წარმოების მუდმივი

ზრდა, საშუალო წლიური 3.2 %-ის ოდენობით

№2 მსოფლიოში ელექტროენერგიის წარმოების ტენდენცია, 1992-2012 წწ. 1

ელექტროენერგიის მთლიანი წარმოება მსოფლიოში 2011 წელს 1992 წელთან შედარებით

80.1%-ით გაიზარდა, 12, 223.1 მლრდ.კვტ.სთ-დან 22, 018. მლრდ.კვტ.სთ-მდე. 1

1992-2011 წლების განმავლობაში მთლიანი გამომუშავების კლება მსოფლიოში 0.8%-ით

მხოლოდ 2009 წელს დაფიქსირდა, რაც 2008 წელს მომხდარი მსოფლიო ფინანსური კრიზისის

შედეგად გამოწვეული შემცირებული მოთხოვნით აიხსნება. 2009 წელს ეკონომიკური

თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკავშირის ქვეყნების და პოსტ-

საბჭოთა ქვეყნების წარმოება, შესაბამისად, 4%, 4.8% და 5%-ით შემცირდა. მთლიანი წარმოება

მხოლოდ OECD-ის არაწევრ ქვეყნებში გაიზარდა 3%-ით, თუმცა წინა წლებში არსებული ზრდის

ტემპებთან შეთარებით ზრდა აქაც საგრძნობლად შემცირებულია.

www.bp.com

ზოგადი მიმოხილვა-მსოფლიო

-

5000.0

10000.0

15000.0

20000.0

25000.019

92

1993

1994

1995

1996

1997

1998

1999

2000

2001

2002

2003

2004

2005

2006

2007

2008

2009

2010

2011

მლრ

დ.კ

ვტ.ს

თ.

5

№2 მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარება 2012 წ. (მლრდ.კვტ.სთ)

მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალია ჩინეთსა და აშშ-ში, ისინი მსოფლიო

მოხმარების 26%-ს და 21%-ს მოიხმარენ, შესაბამისად.

2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე

მაღალია შემდეგ ქვეყნებში (იხ.გრაფიკი №3), ხოლო საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი

2024,97 კვტ.სთ-ს შეადგენს. 2

№3 მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.

(კვტ.სთ)

CIA World Factbook

ზოგადი მიმოხილვა-მსოფლიო

6

მსოფლიოში ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყნები

არიან ჩინეთი, აშშ, იაპონია, რუსეთი, ინდოეთი, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, ბრაზილია და

სამხრეთ კორეა. 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ამ ქვეყნებში გამომუშავებული და

მოხმარებული ელექტროენერგია შემდეგნაირად გადანაწილდა:

№4 მსოფლიოში ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყნები. 2011წ.(მლრდ.კვტ.სთ)

№5 ელექტროენერგიის ბალანსი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში . 2011წ.

2011 წლის მონაცემებით, რეგიონში ელექტროენერგიის ყველაზე დიდი ექსპორტი

განახორციელა რუსეთმა, 17,700 მლნ.კვტ.სთ-ს ოდენობით, რამაც მისი წარმოების 1,9% შეადგინა.

რეგიონში იმპორტის შემთხვევაშიც მაღალია რუსეთის წილი - ქვეყანაში იმპორტირებულმა

ელექტროენერგიამ მოხმარების 1,7 % შეადგინა.

ზოგადი მიმოხილვა-მსოფლიო

ქვეყნები წარმოება

(მლრდ.კვტ.სთ)

მოხმარება

(მლრდ.კვტ.სთ)

ექსპორტი

(მლნ.კვტ.სთ)

იმპორტი

(მლნ.კვტ.სთ)

რუსეთი 92590 857.6 17,700 14,630

თურქეთი 185.2 161 1,550 737

უკრაინა 172.9 134.6 4,000 6,730

რუმინეთი 60.98 51.46 3,850 767

ბულგარეთი 34.31 28.3 7,735 5,073

აზერბაიჯანი 22.55 18.8 812 596

საქართველო 10.1 9.26 931 471

სომხეთი 7.43 5.8 1,360 17

მოლდოვა 3.41 4.46 0 2,958

7

№6 მსოფლიოში ელექტროენერგიის წარმოების ტენდენცია რეგიონების მიხედვით, 2010 წწ.

№7 მსოფლიოში ელექტროენერგიის წარმოების წილი რეგიონების მიხედვით,1980-2010 წწ.

ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპი 1980 წლიდან დღემდე მოდის აზიისა და ოკეანეთის

რეგიონზე, რომელშიც ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და სხვა 41 ქვეყანა

ერთიანდება. ყველა სხვა რეგიონსაც ზრდის ტენდენცია აქვს, გარდა პოსტსაბჭოთა

რესპუბლიკებისა, სადაც წარმოებული ელექტროენერგიის ოდენობა ჯერაც ვერ მიუახლოვდა

სსრკ-ის დროინდელ მაჩვენებელს.

ზოგადი მიმოხილვა-მსოფლიო

8

№8 ელ. ენერგიის განაწილება წარმოების წყაროების მიხედვით, 2010 წ.

წარმოების წყაროების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ზრდა 1980-2010 პერიოდში

განახლებად ენერგიაზე მოდის, ჰიდროს გამოკლებით, ამ კატეგორიაში ერთიანდება მზის,

მოქცევის, ტალღების, ქარის, ბიომასების, ნარჩენების და გეოთერმული ელექტროგენერაციის

წყაროები.

მსოფლიო გენერაციაში ყველაზე მაღალი წილი თბოსადგურებზე მოდის. მათ, 2010 წლის

მონაცემების მიხედვით, 13036.41 მლრდ.კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რამაც მთლიანი

გენერაციის 65% შეადგინა.

ატომური ენერგიის წარმოება 1980 წელთან შედარებით თითქმის ოთხჯერაა გაზრდილი და

2010 წელს 2619.854 მლრდ.კვტ.სთ შეადგინა. ატომურ ელექტროენერგიაზე მსოფლიო წარმოების

13% მოდის.

რაც შეეხება განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას, იგი მსოფლიო წარმოების 23%-

ს (4588.52 მლრდ.კვტ.სთ) შეადგენს. აქედან 77% (3516,00 მლრდ.კვტ.სთ)

ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის და დანარჩენი 23% (1072.52 მლრდ.კვტ.სთ) ნაწილდება

ქარის, გეოთერმულ, ბიომასის, მოქცევის და მზის ენერგიაზე.

მსოფლიო წარმოებაში ჰიდროელექტროენერგიის წილი 17%-ია, ხოლო სხვა განახლებადი

ენერიის — 5%, მათ შორის: გეოთერმული ელექტროენერგიის წმინდა გენერაცია — 63.88

მლრდ.კვტ.სთ, მსოფლიო წარმოების 0,3%; ქარის ელექტროენერგიის წმინდა წარმოება — 327.85

მლრდ.კვტ.სთ, მსოფლიო წარმოების 1,6%; მზის, მოქცევისა და ტალღების ელექტროენერგიის

ზოგადი მიმოხილვა-მსოფლიო

9

წმინდა წარმოება — 386.62 მლრდ.კვტ.სთ, მსოფლიო წარმოების 1,9%; ბიომასებისა და ნარჩენების

გადამუშავების შედეგად წარმოებული ელექტროენერგია — 294.162 მლრდ.კვტ.სთ დაფიქსირდა,

რამაც მსოფლიო წარმოების 1,5% შეადგინა.

მსოფლიოს 10 უდიდესი ჰიდროელექტროენერგიის მწარმოებელი ქვეყნების სიაში 2004

წლიდან ჩინეთი ლიდერობს, რომელიც 2010 წლის მონაცემებით ჰიდროელექტროენერგიის

მსოფლიო წარმოების 20.5%-ს გამოიმუშავებს.

10 ლიდერი სახელმწიფო ჯამში მსოფლიო ჰიდროელექტროენერგიის წარმოების 68,3%-ს

აწარმოებს. (იხილეთ ცხრილი N9)

№9 ჰიდროელექტროენერგიის მწარმოებელი 10 უდიდესი ქვეყანა.

ზოგადი მიმოხილვა - მსოფლიო

ჰიდროელექტრო ენერგიის 10

უდიდესი მწარმოებელი ქვეყანა

მლრდ. კვტ. სთ მსოფლიო

წარმოების %

ჩინეთი 722 20.5

ბრაზილი 403 11.5

კანადა 352 10.0

ამერიკა 286 8.1

რუსეთი 168 4.8

ნორვეგია 118 3.4

ინდოეთი 114 3.3

იაპონია 91 2.6

ვენესუელა 77 2.2

საფრანგეთი 67 1.9

დანარჩენი მსოფლიო 1,118 31.7

სულ მსოფლიო 3,516 100.0

10

2000-2005 წწ-ში საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარებაში მაღალია იმპორტის წილი,

რაც გამოწვეული იყო გამომუშავების დაბალი მაჩვენებლით. 2005 წლიდან იზრდება გამომუშავება

და მცირდება იმპორტის წილიც, 2007 წლიდან კი ქვეყანა ზრდის ექსპორტის მოცულობას.

მოხმარება — გამომუშავების უარყოფითი ბალანსი დიდია 2004-2006 წლებში, დეფიციტმა ამ

წლებში, შესაბამისად, 485,3 მლნ.კვტ.სთ, 781,4 მლნ.კვტ.სთ და 257,4 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც

გამომუშავების შემცირებული ტენდენციითა და მოხმარების ზრდით აიხსნება.

№ 10 ელექტროენერგიის ბალანსი 2000-2012წწ.

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის მონაცემებით, 2012 წელს ელექტროენერგიის

მოხმარებამ 9,38 მლრდ.კვტ.სთ შეადგინა, რაც 1,3%-ით აღემატება 2011 წლის იმავე პერიოდის

მოხმარებას — 9,26 მლრდ.კვტ.სთ-ს. ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა წინა

წელთან შედარებით 43.2%-ით შემცირდა (-402.44 მლნ.კვტ.სთ-ით) და 528.15 მლნ.კვტ.სთ შეადგინა.

30%-ით (143.61 მლნ.კვტ.სთ-ით) გაიზარდა იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა,

470.98 მლნ.კვტ.სთ-დან 614.59 მლნ.კვტ.სთ-მდე.

ზოგადი მიმოხილვა -საქართველო

2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012

გამომუშავება 7420.6 6905.69 7224.9 7132.4 6902.2 7061 7621.9 8345.7 8450.5 8407.7 10057.710104.5 9697.6

ექსპორტი -210.7 -595.51 -251.6 -235.5 -70.5 -121.8 -96.4 -625.5 -679.6 -749.4 -1524.3 -930.6 -528.2

იმპორტი 605 818 739.7 1079.8 1278.2 1398.5 777 433.3 649.0 254.8 222.1 471.0 614.6

მოხმარება 6800.9 6127.48 6433.2 6648.6 7387.5 7842.4 7879.3 7815.4 8074.8 7642.1 8441.1 9256.6 9379.4

-4000

-2000

0

2000

4000

6000

8000

10000

12000

მლ

ნ.კ

ვტ

.სთ

11

2012 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება 2011 წელთან შედარებით 4,1%-ით შემცირდა

(409.79 მლნ.კვტ.სთ-ით) და 9694.717 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. გამომუშავების შემცირება გამოიწვია

ბუნებრივი პირობების გამო შექმნილმა წყლის ნაკლებობამ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2000

წელთან შედარებით გამომუშავება 29,6%-ით გაიზარდა (7479.9 მლნ.კვტ.სთ-დან 9694.72

მლნ.კვტ.სთ-მდე), ეს ფაქტი კი ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდით აიხსნება, რაც

თავის მხრივ განპირობებულია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით.

№11 ელქტროენერგიის გამომუშავება და პროცენტული ცვლილება, 2007-2012წწ.

2012 წლის მონაცემებით, გამომუშავებაში კვლავ მაღალია მარეგულირებელი

ჰიდროელექტროსადგურების წილი. მათ 4905,626 მლნ.კვტ.სთ გამოიმუშავეს, რაც წინა წლის

მონაცემზე 6%-ით ნაკლებია.

№12 გამომუშავების სტრუქტურა წყაროების მიხედვით, 2012წ.

გამომუშავება

12

2012 წელს მთლიანმა რესურსმა (გამომუშავება და იმპორტი) 10309.309 მლნ.კვტ.სთ

შეადგინა. სასადგურე დანაკარგები დაფიქსირდა 222.790 მლნ.კვტ.სთ-ს ოდენობით და

საბოლოოდ, ქსელში მიეწოდა 10086.52 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია. მიწოდებული

სიმძლავრის 96,12% შეადგინა ადგილობრივმა გამომუშავებამ. ქვემოთ მოყვანილია 2012 წლის

ადგილობრივი მოხმარებისა და გამომუშავების დინამიკა თვეების მიხედვით.

№13 მომხმარებელზე მიწოდება და გამომუშავება 2012წ.

მიწოდება-მოხმარების უარყოფითი ბალანსი იანვარი-მარტის და ოქტომბერი-დეკემბრის

პერიოდზე მოდის (იხ. გრაფიკი №13). მიუხედავად იმისა, რომ აპრილიდან შეინიშნება

გამომუშავების მკვეთრი ზრდა და იწყება ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავება 2012 წელს 2011

წელთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირებულია 4.1%-ით, 10104.508

მლნ.კვტ.სთ-დან 9694.717 მლნ.კვტ.სთ-მდე, რაც ძირითადად გამოწვეულია მარეგულირებელი

ჰიდროელექტროსადგურების (ენგურჰესისა და ვარდნილჰესის) მცირე გამომუშავებით იანვარი-

აპრილისა და სექტემბერი-დეკემბრის პერიოდებში. 2012 წელს მათი გამომუშავება წინა წელთან

შედარებით შემცირდა 6%-ით, 5217.51 მლნ.კვტ.სთ-დან 4905.63 მლნ.კვტ.სთ-მდე. 14%-ით

შემცირდა სეზონური ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაც 2379,27 მლნ.კვტ.სთ-დან

2046,96 მლნ.კვტ.სთ-მდე.

გამომუშავება

13

9%-ით შემცირდა დერეგულირებული ჰესების გამომუშავება 295,681 მლნ.კვტ.სთ-დან 270,045

მლნ.კვტ.სთ-მდე, შესაბამისად.

№14 ენგურჰესის გამომუშავება 2011-2012წწ.

ენგურჰესის მიერ 2012 წელს გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ (3173.27მლნ.კვტ.სთ)

მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების 64,7% და მთლიანი

გამომუშავების 32,7% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ენგურის გამომუშავების მინიმუმი — 46,98

მლნ.კვტ.სთ — მარტის თვეში დაფიქსირდა, რამაც წლიური გამომუშავების მხოლოდ 6,4%

შეადგინა. სწორედ ამ ფაქტორის გამო მარტის თვეში ამ დანაკარგის ანაზღაურება მოხდა

თბოსადგურებისა და იმპორტის ხარჯზე. თბოსადგურების ყველაზე მაღალი წილი

გამომუშავებაში 57,2% (421,83 მლნ.კვტ.სთ) და იმპორტირებული ელექტროენერგიის ასევე

ყველაზე მაღალი წილი ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაში 23,5% (217,59 მლნ.კვტ.სთ)

სწორედ მარტის თვეზე მოვიდა. ენგურჰესის წილი გამომუშავებაში განსაკუთრებით მაღალი იყო

მაისი - სექტებრის პერიოდში.

თუ ქვეყნის იმპორტს და ექსპორტს არ გავითვალისწინებთ, 2012 წელს გამომუშავებასა და

ადგილობრივ მოხმარებას შორის დეფიციტმა იანვარი-მარტის და ოქტომბერი-დეკემბრის

პერიოდებში ჯამში 324,05 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. თუმცა, ჯამური მონაცემებით, 2012 წელს

გამომუშავება

14

გამომუშავებამ ადგილობრივ მოხმარებას გადააჭარბა 315,3 მლნ.კვტ.სთ-ით.

№15 გამომუშავებაში თბოსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების პროცენტული წილი, 2012წ.

2012 წელს ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითადი წილი, 74,5% (7222,62

მლნ.კვტ.სთ) მოვიდა ჰიდრორესურსებზე. მათ შორის, მარეგულირებელი ჰიდროელექტრო-

სადგურების წილმა—68% (4905,62 მლნ.კვტ.სთ), სეზონურმა—28% (2046.95 მლნ.კვტ.სთ), ხოლო

დერეგულირებულმა ჰესებმა 4 % (270.05 მლნ.კვტ.სთ) შეადგინა. გენერაციის და იმპორტის

სტრუქტურა 2003-2012 წლებში შემდეგნაირია (იხ. გრაფიკი №16):

№16 საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია, 2003-2012წწ.

თვე

თბოსადგურების

წილი

გამომუშავებაში

ჰიდროსადგურების

წილი

გამომუშავებაში

მ.შ. ენგურჰესის

წილი

გამომუშავებაში

იმპორტის წილი

მთლიან

რესურსში

იანვარი 41.8% 58.2% 20.5% 8.4%

თებერვალი 45.5% 54.5% 19.9% 8.1%

მარტი 57.2% 42.8% 6.4% 22.8%

აპრილი 14.9% 85.1% 23.6% 3.5%

მაისი 0.0% 100.0% 40.6% 0.03%

ივნისი 0.3% 99.7% 51.4% 0.1%

ივლისი 0.7% 99.3% 60.6% 0.1%

აგვისტო 9.5% 90.5% 54.3% 0.0%

სექტემბერი 34.3% 65.7% 30.9% 3.0%

ოქტომბერი 42.1% 57.9% 19.5% 6.7%

ნოემბერი 33.2% 66.8% 28.1% 5.9%

დეკემბერი 36.5% 63.5% 26.8% 9.8%

სულ 25.5% 74.5% 32.7% 6.0%

გამომუშავება

15

№17 საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია. 2012წ.

თბოსადგურების წილი გამომუშავებაში მაღალია იანვარ-აპრილისა და სექტემბერ-

დეკემბრის პერიოდში. ჯამში, 2012 წელს 2011 წელთან შედარებით თბოსადგურების

გამომუშავება გაიზარდა 12%-ით 2472.10 მლნ.კვტ.სთ-მდე და ჰიდროელექტროსადგურების

გამომუშავება შემცირდა 8%-ით 7221.85 მლნ.კვტ.სთ-მდე.

გამომუშავებული ელექტროენერგიის ანალიზი თვეების მიხედვით, (იხ. გრაფიკი №15)

გვიჩვენებს, რომ განსახილველ პერიოდში ძირითად როლს მარეგულირებელი სადგურები

ასრულებდნენ. ეს შეიძლება აიხსნას „ენგურჰესის“ ფაქტორით, რომლის ჯამურმა გამომუშავებამ

2012 წელს 3173.271 მლნ.კვტ.სთ, ჰიდროგენერაციის 44% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2011

წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია (-123.790 მლნ.კვტ.სთ).

გამომუშავება

16

№18 მარეგულირებელი და სეზონური ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება, 2012წ.

ქვემოთ (იხ. გრაფიკი №19) ნაჩვენებია ჰიდროელექტროსადგურების პროცენტული წილი

ჯამურ ჰიდროგენერაციაში 2012 წელს, თითქმის იგივე სურათი იყო გასულ წელსაც.

№19 ცალკეული ჰიდროელექტროსადგურების წილი გამომუშავებაში 2012წ.

გამომუშავება

17

№20 თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 2011-2012 წწ. (მლნ.კვტ.სთ)

ჰიდროელექტროსადგურების გარდა, 2012 წელს მუშაობდა სამი თბოსადგური: “მტკვარი

ენერგეტიკა” - გამოიმუშავა 1177.07 მლნ.კვტ.სთ, რამაც თბოსადგურების გამომუშავების 48%,

ხოლო მთლიანი გენარციის 12% შეადგინა; “თბილსრესი” - 1162.64 მლნ.კვტ.სთ გამომუშავებით

თბოგენერაციის 47% და მთლიანი გენერაციის 12% შეადგინა; “ჯიფაუერი” - გამოიმუშავა 132.239

მლნ.კვტ.სთ, რამაც თბოგენერაციის 5,3%, ხოლო მთლიანი გენერაციის 1,4% შეადგინა.

თბოსადგურ “ტყიბულს” დაუფიქსირდა უმნიშვნელო გამომუშავება 0,15 მლნ.კვტ.სთ, რაც

დაკავშირებული იყო სატესტო სამუშაოებთან.

ენერგოგენერაციაში თბოსადგურების წილი მაღალია იანვრის, თებერვლისა და მარტის

თვეებში. მომდევნო თვეებში ეს წილი მცირდება, ხოლო სექტემბრიდან კვლავ იზრდება.

ცვლილება, ძირითადად, გამოიხატება “თბილსრესის” და “მტკვარი ენერგეტიკას“

გამომუშავებაში.

2012 წელს თბოსადგურებმა გამოიმუშავეს 2472.10 მლნ.კვტ.სთ, რაც მთლიანი გენერციის

25,5%-ია. ეს მაჩვენებელი წინა წლის გამომუშავებასთან შედარებით 11,8 %-ით მაღალია (იხ.

ცხრილი №20).

თვე

2012 წელი 2011 წელი

მტკვარი ჯიფაუერი თბილსრესი ტყიბული

თეს

მტკვარი ჯიფაუერი თბილსრესი ტყიბული

თეს

იანვარი 177.23 21.52 167.36 0.00 162.00 0.00 184.17 0.00

თებერვალი 159.31 39.03 186.05 0.00 140.01 38.16 178.67 0.00

მარტი 180.57 42.93 198.33 0.00 178.46 23.78 129.48 0.00

აპრილი 66.11 9.38 30.41 0.00 149.83 21.85 20.25 0.00

მაისი 0.00 0.00 0.00 0.00 0.00 0.21 0.00 0.00

ივნისი 0.00 2.74 0.00 0.00 0.00 0.00 0.00 0.00

ივლისი 0.00 1.41 4.84 0.00 0.00 2.17 0.00 0.00

აგვისტო 0.00 2.00 73.09 0.12 0.00 0.00 2.90 0.00

სექტემბერი 147.27 4.98 92.66 0.03 172.44 1.25 66.87 0.00

ოქტომბერი 160.98 0.00 136.68 0.00 168.06 0.02 42.83 0.00

ნოემბერი 149.52 0.30 103.45 0.00 181.57 0.74 3.31 0.30

დეკემბერი 136.08 7.96 169.75 0.00 185.23 0.15 157.32 0.00

სულ 1177.07 132.24 1162.64 0.15 1337.61 88.35 785.80 0.30

გამომუშავება

18

საქართველოს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ბაზარი შედგება რამდენიმე

კომპონენტისაგან. საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია ნაწილდება

სადისტრიბუციო კომპანიებსა და პირდაპირ მომხმარებლებზე, ასევე გამომუშავების ნაწილი

გადის ექსპორტზე (იხ. ქვეთავი ექსპორტი). 2012 წელს მომხმარებელზე მიწოდებული

ელექტროენერგიის ჯამურმა ოდენობამ 9379,38 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც 2011 წელთან

შედარებით (9256.6 მლნ.კვტ.სთ) 1,3%-ით მეტია (+122.769 მლნ.კვტ.სთ). ელექტროენერგიის

ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ სადისტრიბუციო კომპანიები (იხ. გრაფიკი №21). 2012

წელს მათმა მოხმარებამ 7795.685 მლნ.კვტ.სთ შეადგინა (მოხმარების 83%), ხოლო პირდაპირმა

მომხმარებლებმა 1583.697 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს (მოხმარების 17%).

მოხმარება სადისტრიბუციო კომპანიებსა და პირდაპირ მომხმარებლებს შორის თვეების

მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

№21 საქართველოში მომხმარებელზე მიწოდებული ელექტროენერგია, 2012წ. ( მლნ.კვტ.სთ)

მოხმარება

19

№22 პირდაპირი მომხმარებლებისა და სადისტრიბუციო კომპანიების მოხმარება, 2007-2012 წწ. (მლნ.კვტ.სთ)

საქართველოში არსებულ სადისტრიბუციო კომპანიებზე მიწოდებული ელ. ენერგიის

რაოდენობა იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში (იხილეთ №23).

№23 საქართველოში მიწოდებული ელ. ენერგიის მომხმარებლების წილი, 2012 წ.

მოხმარება

20

№ 24: ცალკეული სადისტრიბუციო კომპანიების წილი მოხმარებაში, 2012 წ.

საქართველოში ყველაზე დიდი სადისტრიბუციო კომპანია არის “ენერგო-პრო ჯორჯია”.

ის ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს და ასევე ყველაზე მეტ რეგიონსაც ემსახურება. “ენერგო-პრო

ჯორჯიას” მიერ მომხმარებელზე ელექტროენერგიის მიწოდების საერთო მოცულობა 2012 წლის

განმავლობაში წინა წელთან შედარებით 12.5%-ით გაიზარდა (439.29 მლნ.კვტ.სთ-ით) და 3967.1

მლნ.კვტ.სთ შეადგინა. რაც ნაწილობრივ განპირობებულია “საქართველოს რკინიგზის” დიდი

ნაწილის გადასვლით “ენერგო-პრო-ჯორჯიას” აბონენტად. ზრდაში 56% სწორედ რკინიგზის

მოხმარება დაფიქსირდა, 247.26 მლნ.კვტ.სთ-ს ოდენობით. ხოლო დარჩენილი ზრდა კი

რეგიონებში მოხმარების მატებითაა განპირობებული.

№25 ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ მომხმარებელზე მიწოდებული ელ. ენერგია 2011-2012წწ.

მოხმარება

21

რაც შეეხება სს “თელასს”, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის განმავლობაში უმრავლეს

თვეებში მიწოდება 2011 წელთან შედარებით იზრდება, მოხმარებული ელექტროენერგია

შემცირებულია 0.14%-ით (2.808 მლნ.კვტ.სთ-ით). შემცირება მოდის 2012 წლის აპრილის,

ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებზე, რაც საკმარისი აღმოჩნდა საერთო მაჩვენებლის

შესამცირებლად. (იხ.გრაფიკი №26).

№26 თელასის მიერ მომხმარებელზე მიწოდებული ელ. ენერგია 2011-2012წწ.

აფხაზეთის შემთხვევაში მოხმარების მოცულობა 2012 წელს 2011 წელთან შედარებით 79.7

მლნ.კვატ.სთ-ით (5%-ით) შემცირდა და 1533.657 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. კლებაზე არსებითი

გავლენა იქონია ნოემბრის თვემ — 2012 წლის ნოემბრის თვეში 2011 წლის შესაბამის პერიოდთან

შედარებით მოხმარება 46.03 მლნ.კვტ.სთ-ით შემცირდა. (იხ. გრაფიკი №27).

მოხმარება

22

№27 აფხაზეთის მიერ მომხმარებელზე მიწოდებული ელ. ენერგია 2011-2012წწ.

“კახეთის სადისტრიბუციო კომპანია” არის რეგიონალური ერთეული და ის

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. მას ელ.

ენერგიის მოხმარების ყველაზე მცირე წილი აქვს მთლიან სამომხმარებლო ბაზარზე, 3%-ის

ოდენობით. 2012 წელს თითქმის ყველა თვეში დაფიქსირდა მოხმარების ზრდა. ჯამში, 2011

წელთან შედარებით მოხმარება გაიზარდა 6%-ით (16.01მლნ.კვტ.სთ-ით) და 272.176 მლნ.კვტ.სთ

შეადგინა. (იხ. გრაფიკი №28).

№28 კახეთის ენერგოდისტრიბუციის მიერ მომხმარებელზე მიწოდებული ელექტროენერგია, 2011-2012 წწ.

მოხმარება

23

გარდა სადისტრიბუციო კომპანიებისა, საქართველოში გამომუშავებულ

ელექტროენერგიას მოიხმარენ პირდაპირი მომხმარებლებიც. ისინი სადისტრიბუციო

კომპანიების გვერდის ავლით, უშუალოდ გამომუშავების წყაროდან იღებენ ელექტროენერგიას.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში (იხ. ცხრილი №29) მოცემულია თითოეულ პირდაპირ

მომხმარებელზე მიწოდებული ელ. ენერგიის რაოდენობები.

№29 საქართველოში პირდაპირ მომხმარებელზე მიწოდებული ელექტროენერგია, 2012წ.

2012 წლის მონაცემებით, 2011 წელთან შედარებით მიწოდება პირდაპირ მომხმარებლებზე

შემცირდა 250.2 მლნ.კვტ.სთ-ით და 1583.7 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც თავის მხრივ როგორც

ზემოთ აღინიშნა, გამოწვეულია „საქართველოს რკინიგზის“ დიდი ნაწილის გადასვლით

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტად. მისმა მოხმარებამ 2012 წელს 247,3 მლნ.კვტ.სთ შეადგინა.

მოხმარება

2012 წელი Iკვარტალი II კვარტალი III კვარტალი IV კვარტალი

პირდაპირი მომხმარებლები 401.30 391.54 384.29 406.69

ჯორჯიან მანგანეზი 274.82 270.96 261.51 283.76

თბილისის სატრანსპორტო

კომპანია

17.35 15.62 14.48 16.76

სინათლის ქალაქი 15.11 10.73 9.88 14.01

ჯორჯიან უოთერ&პაუერი 68.52 70.13 72.08 71.29

რუსთავის წყალი 12.57 12.61 13.39 12.07

საქართველოს რკინიგზა 6.46 4.89 4.98 5.29

საქნახშირი 3.96 3.74 3.68 0.00

გაჩერებული ელ.სადგურების

ს/მ

2.51 2.85 4.29 3.52

24

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნები არიან: რუსეთი, აზერბაიჯანი,

თურქეთი და სომხეთი. მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის

რაოდენობა მოცემულია ცხრილში.

№30 საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყნების მიხედვით, 2012წ.

2012 წელს იმპორტის მოცულობა 2011 წელთან შედარებით გაიზარდა 30,5%-ით და 614.59

მლნ.კვტ.სთ შეადგენა. (იხ.გრაფიკი №31).

№31 საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი თვეების მიხედვით. 2011-2012წწ.

იმპორტი

თვე რუსეთი აზერბაიჯანი სომხეთი თურქეთი იმპორტის წილი

მოხმარებაში

იანვარი 80.19 0.30 0.00 0.00 9%

თებერვალი 74.45 0.00 0.00 0.00 8% მარტი 125.16 92.42 0.00 0.00 24%

აპრილი 21.54 4.43 0.00 0.00 4% მაისი 0.25 0.00 0.00 0.00 0%

ივნისი 0.5 0.34 0.00 0.00 0% ივლისი 0.61 0.00 0.00 0.00 0% აგვისტო 0.22 0.00 0.00 0.00 0%

სექტემბერი 21.98 0.06 0.00 0.00 3% ოქტომბერი 50.91 0.00 0.00 0.00 7% ნოემბერი 47.6 0.00 0.00 0.00 6%

დეკემბერი 93.64 0.00 0.00 0.00 10% სულ 517.05 97.55 0.00 0.001 7%

25

ზრდა, ძირითადად, მოხდა რუსეთისა და აზერბაიჯანის ხარჯზე, მხოლოდ რუსეთიდან

იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 2012 წელს წინა წლის ანალოგიურ

პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15,5%-ით და 517,05 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. რაც შეეხება

აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ენერგიის მოცულობას, 2012 წელს წინა წელთან შედარებით

74.12 მლნ.კვტ.სთ-ით გაიზარდა და ზრდის შედეგად არსებული ვითარებით, მას 15,9% (97,541

მლნ.კვტ.სთ) უჭირავს იმპორტიორებს შორის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზრდა ძირითადად

დაფიქსირდა მარტის თვის ხარჯზე, მხოლოდ ამ თვეს იმპორტირებულმა ელექტროენერგიამ

აზერბაიჯანიდან იმპორტის 95% შეადგინა (92,42 მლნ.კვტ.სთ). თურქეთი და სომხეთი რჩებიან

უმნიშვნელო იმპორტიორებად და ჯამში 1%-ზე ნაკლებს აწვდიან საქართველოს. ამავდროულად,

საქართველოში ელექტროენერგიის ჯამური წარმოება 2012 წლის პერიოდში 2011 წლის

ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 409.79 მლნ.კვტ.სთ-ით, რაც შეიძლება იმპორტის

ზრდის ძირითად ფაქტორად დასახელდეს (იხ. გრაფიკი №32).

№32 საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია, 2011-2012წწ.

იმპორტი

26

2012 წლის პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა ჩვენს მეზობელ

ოთხივე ქვეყანაში. ექსპორტის საერთო რაოდენობამ შეადგინა 528.2 მლნ.კვტ.სთ, რაც

საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 5.4%-ს შეადგენს. ექსპორტის წილი

ქვეყნების მიხედვით განსახილველი პერიოდისათვის შემდეგნაირად გადანაწილდა:

№33 საქართველოს მიერ ექსპორტირებული ელ. ენერგიის ხვედრითი წილი ქვეყნების მიხედვით, 2012 წ.

ექსპორტის ოდენობა 2012 წლის განმავლობაში 2011 წელთან შედარებით შემცირებულია

43.2%-ით, რაც ქვეყანაში გამომუშავების შემცირებითა და მოხმარების ზრდით აიხსნება.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ 37%-ით (219.14 მლნ.კვტ.სთ-ით) შემცირდა რუსეთში ექსპორტის

რაოდენობა წინა წელთან შედარებით და 369.438 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. ექსპორტი ასევე

შემცირდა თურქეთსა და სომხეთში (64% და 42%-ებით შესაბამისად), რაც ჯამურად 189.17 მლნ.

კვტ. სთ-ია.

ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა მხოლოდ აზერბაიჯანში 99%-ით (5.87

მლნ.კვტ.სთ-ით) და 11.790 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, თუმცა ამ ფაქტმა გავლენა ვერ მოახდინა

ექსპორტის უარყოფითი ბალანსის შემცირებაზე.

ექსპორტი

27

№34 საქართველოს იმპორტირებული და ექსპორტირებული ელექტროენერგია 2012წ.

2011 წელს ექსპორტი 930.594 მლნ.კვტ.სთ, იმპორტი კი - 470.977 მლნ.კვტ.სთ დაფიქსირდა,

ხოლო 2012 წელს ექსპორტირებული იყო 528.2 მლნ.კვტ.სთ, იმპორტირებული კი - 614.591

მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია. წინა წელთან შედარებით ექსპორტი შემცირებულია 43.2%-ით,

ხოლო იმპორტი გაიზარდა 30.5%-ით. ეს შედეგი გამოწვეულია 2012 წელს ნალექების

არასაკმარისი რაოდენობით, რის გამოც საქართველოში არსებული ჰესების 64%-ს შეუმცირდა

ელექტროენერგიის გამომუშავება, მოხმარების ზრდითა და გამომუშავების შემცირებული

ტენდენციით.

ექსპორტი

28

N35 იმპორტი და ექსპორტის მოცულობა, 2003-2012წწ.

2003 წლიდან 2006 წლამდე ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი

უარყოფითი სიდიდე იყო, ანუ იმპორტირებული ელექტროენერგია აჭარბებდა ქვეყნიდან

ექსპორტირებულს. 2007 წლიდან 2011 წლამდე მდგომარეობა გამოსწორდა და ქვეყანაში

ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბა იმპორტს. ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო

10 წლის განმავლობაში 2010 წელს დაფიქსირდა — 1524.3 მლნ.კვტ.სთ, რაც იმპორტზე 586%-ით

მეტი იყო. 2012 წელს წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია და –86.4 მლნ.კვტ.სთ-

ს შეადგენს.

N36 ელექტროენერგიის ბალანსი, 2007-2012წწ.

წელი წარმოება მოხმარება იმპორტი ექსპორტი წმინდა

ექსპორტი

იმპორტის წილი

მთლიან

მოხმარებაში

ექსპორტის

წილი მთლიან

წარმოებაში

2007 8345.7 7815.4 433.3 625.5 192.2 6% 7%

2008 8450.5 8074.8 649 679.6 30.6 8% 8%

2009 8407.7 7642.1 254.8 749.4 494.6 3% 9%

2010 10057.6 8441.1 222.1 1524.3 1302.2 3% 15%

2011 10104.5 9256.6 471.0 930.6 459.6 5% 9%

2012 9694.7 9379.4 614.6 528.2 -86.4 7% 5%

ექსპორტი

29

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

თბილისი სანაპიროს ქ. #2

ტელ: (+995 32) 2357800

ფაქსი: (+995 32) 2357828

ანალიტიკური დეპარტამენტი

ტელ: (+995 32) 235-78-26

ვებ.გვერდი; menr.gov.ge

ელ-ფოსტა: [email protected]