მდინარე ჭოროხი აჭარისწყლის...

8
საქართველო მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზი საკვანძო საკითხები წყლის შესახებ მოცემულ პროექტს ახორციელებს კონსორციუმი Hulla& Co. Human Dynamics KG-ს ხელმძღვანელობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი EPIRB Environmental Protection of International River Basins

Upload: others

Post on 21-Jan-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: მდინარე ჭოროხი აჭარისწყლის აუზიdocuments.rec.org/publications/2_Georgia_GE.pdf · 2015-03-24 · 3 წყლის ჩარჩო

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზისაკვანძო საკითხები წყლის შესახებ

მოცემულ პროექტს ახორციელებს კონსორციუმი Hulla& Co. Human DynamicsKG-ს ხელმძღვანელობით.

პროექტს აფინანსებსევროკავშირი

E P I R BEnvironmental Protection of International River Basins

Page 2: მდინარე ჭოროხი აჭარისწყლის აუზიdocuments.rec.org/publications/2_Georgia_GE.pdf · 2015-03-24 · 3 წყლის ჩარჩო

2

საერთაშორისო მდინარეთა

აუზების გარემოს დაცვის

პროექტის (EPIRB) მიზანია

წყლის ხარისხის

გაუმჯობესება შავი ზღვის

რეგიონის და ბელარუსის

ტრანს-სასაზღვრო

მდინარეთა აუზებში, მათ

შორის საქართველოში.პროექტის ერთ-ერთი

ამოცანაა ტექნიკური

შესაძლებლობების

გაუმჯობესება მდინარეთა

საპილოტე აუზების მართვის

გეგმების (RBMP) შემუშავების

გზით ევროკავშირის წყლის

ჩარჩო დირექტივის

მოთხოვნების შესაბამისად.ერთი-ერთი შერჩეული

საპილოტე აუზი არის

მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზი, რომელიც

აჭარის ავტონომიურ

რესპუბლიკაში მდებარეობს

და აჭარის ტერიტორიის

დიდი ნაწილი უკავია.

Page 3: მდინარე ჭოროხი აჭარისწყლის აუზიdocuments.rec.org/publications/2_Georgia_GE.pdf · 2015-03-24 · 3 წყლის ჩარჩო

3

წყლის ჩარჩო დირექტივა დამდინარეთა აუზების მართვისგეგმები წყლის ჩარჩო დირექტივის ერთ-ერთ მოთხოვნასწარმოადგენს წყლის კარგი სტატუსის მიღწევა დაშენარჩუნება წყლების მართვის გზით ბუნებრივ ერთეულებში- მდინარეების აუზებში.მდინარის აუზის დაგეგმვის პროცესში პირველი მნიშვნელოვანინაბიჯი არის წყლის მართვის სფეროში არსებული ძირითადიგამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის მიზნითშესაბამისი ზომების შემუშავება და განხორციელება.

ადამიანის საქმიანობის ზეგავლენა აადამიანის საქმიანობამ შეიძლება სერიოზული პრობლემებიგამოიწვიოს როგორც წყლის ხარისხის, ასევე მისირაოდენობის თვალსაზრისით. წყალთან დაკავშირებულიყველაზე გავრცელებული პრობლემაა მისი დაბინძურება დაფიზიკური მოდიფიკაციების შედეგები მდინარეებსა და ტბებზე.წყლის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს:წერტილოვანი წყაროები, როგორიცაა სამრეწველოობიექტების მიერ წყლის ჩაშვება და ჩამდინარე წყლებისგამწმენდი საწარმოები; და დიფუზური წყაროები, როგორიცაამიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობა, მათშორის სოფლის მეურნეობა.ჰიდრომორფოლოგიური ცვლილებები მოიცავს მდინარეთანაკადის ბუნებრივი სტრუქტურის ტექნოლოგიური შევცლასმათი კონკრეტული გამოყენებისათვის, როგორიცაა ნიადაგისდრენაჟირება, წყალდიდობის საწინააღმდეგო ნაგებობებისაშენება ან მდინარეებზე კაშხლების აგება (წყლის შეგუბება)ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის წყალსაცავისშექმნის მიზნით.კიდევ ერთი პოტენციური პრობლემა დაკავშირებულია ჭარბწყალაღებასთან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წყლის ხარჯისშემცირება.

წყლის კარგი სტატუსი მაშინ მიიღწევა,როდესაც

დაბინძურებაზე კონტროლია

დამყარებული და

ეკოსისტემების ფუნქციონირებისა

და გადარჩენისთვის

წყლის საკმარისი ნაკადი

არსებობს.

მდინარის აუზი არისტერიტორია,რომელზეც და

რომლის ქვეშ წყალი მოედინება

მდინარის მიმართულებით. აუზი

მიმართავს ყველა წყალს,რომელიც მასში ჩაედინება

ცენტრალური მდინარისკენ ან

შესართავისკენ.

Page 4: მდინარე ჭოროხი აჭარისწყლის აუზიdocuments.rec.org/publications/2_Georgia_GE.pdf · 2015-03-24 · 3 წყლის ჩარჩო

4�

რუკაზე დატანილი სიმბოლოები

ჭოროხი-აჭარისწყლის საპილოტე უბანი ჭოროხის აუზი

შავი ზღვა

რუსეთის ფედერაცია

საქართველო

თურქეთი

სომხეთიაზერბაიჯანი

ირანი

დინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზი -მოკლე აღწერილობა

საერთო ფართობი:2,478.84კმ2

ადგილმდებარეობა:საქართველოს სამხრეთ-დასავლეთინაწილი, შავი ზღვის სანაპირო

მახასიათებლები:ორი ეროვნული პარკი დარამოდენიმე ნაკრძალი;მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა,მათ შორის რელიქტური და ენდემურისახეობების იშვიათი ჯიშები.

წყალ-სარგებლობა :ამჟამად საპილოტე აუზში ძირითადიწყალ-მოსარგებლეები არიან ჰიდრო-ელექტრო გენერაცია, სასმელი წყლისმიმწოდებელი კომპანიები, სათევზემეურნეობები და სამრეწველოსექტორი.

იცით თუ არა, რომ?2013 წლის ინვენტარიზაციის შედეგადდაფიქსირდა თევზის 6 ჯიში და 16სახეობა, მათგან ორი არის შავი ზღვისაუზის, ხოლო ორი - კავკასიისენდემური სახეობა. სამი სახეობაშეტანილია გადაშენების პირას მყოფისახეობების საქართველოს წითელნუსხაში, ხოლო ექვსი სახეობა -ბუნების დაცვის საერთაშორისოკავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.

Page 5: მდინარე ჭოროხი აჭარისწყლის აუზიdocuments.rec.org/publications/2_Georgia_GE.pdf · 2015-03-24 · 3 წყლის ჩარჩო

5

წყლის დაბინძურებაწარმოადგენს ზედაპირული

და მიწიქვეშა წყლების

დაბინძურებას მავნე

ნივთიერებებით, რაც

იწვევს წყლის ხარისხის

გაუარესებას.

მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლისაუზი - წყალთან დაკავშირებულიპრობლემები

დაბინძურება წერტილოვანი წყაროებიდან- გაუწმენდავი ჩამდინარე წყლები

რა იწვევს მოცემულ პრობლემას?გაუწმენდავი ან არასათანდოდ გაწმენდილი ჩამდინარეწყლები ჩაედინება პატარა ქალაქების საკანალიზაციოსისტემებიდან აჭარისწყლის აუზში და სამრეწველოობიექტებიდან ბარცხანას და ჭოროხის აუზებში. ამასგარდა, სამრეწველო ობიექტებიდან ჩაშვებულიგაუწმენდავი ჩამდინარე წყლები საფრთხეს უქმნის წყლისხარისხს. საპილოტე აუზში კვებისა და გადამამუშავებელმრეწველობაზე, აგრეთვე სასმელების და თამბაქოსწარმოებაზე მოდის ყველაზე დიდი ხვედრითი წილისამრეწველო პროდუქციის საერთო მოცულობისა,რომელთა შემდეგ მოდის არალითონური მინერალურიპროდუქტების გადამამუშავებელი და სამრეწველოსაწარმოები. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამრეწველოობიექტი არის ბათუმის ნავთობის ტერმინალი, სადაც 185ცისტერნა ფუნქციონირებს.

რა გავლენას ახდენს ეს წყლის სტატუსზე?გაუწმენდავი ჩამდინარე წლების ჩაშვებით წყალშიფოსფორის, აზოტის და ორგანული ნაერთებისშემცველობა მატულობს. ნუტრიენტების ასეთი ზრდა კიწყალმცენარეების და მცენარეების სწრაფ ზრდას იწვევს,რაც თავის მხრივ მტკნარი წყლის შემადგენლობის დამდგომარეობის ცვლილებებს, ანუ ეუთროფიკაციისპროცესს განაპირობებს. მკვდარი წყალმცენარეებისგახრწნის პროდუქტი ჟანგბადს შთანთქავს და წყალშიხსნადი ჟანგბადის ოდენობას ამცირებს, რის შედეგადაცმცირდება წყლის ორგანიზმების თვითგადარჩენისა დარეპროდუქციული შესაძლებლობები.

Page 6: მდინარე ჭოროხი აჭარისწყლის აუზიdocuments.rec.org/publications/2_Georgia_GE.pdf · 2015-03-24 · 3 წყლის ჩარჩო

6

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითგამოწვეული დაბინძურება

რა იწვევს მოცემულ პრობლემას?სოფლის მეურნეობის სექტორში 2008 წლიდან 2012 წლამდესასუქის გამოყენების საშუალო წლიური ოდენობადაახლოებით 3,800 ტონას შეადგენდა. პესტიციდებისგამოყენების ამსახველი მონაცემები არ არსებობს ბოლო 5-6წლის მანძილზე, თუმცა პესტიციდებით დამუშავებულიფართობი საშუალოდ 1,302 ჰექტარს, ანუ მუდმივი სახნავ-სათესი მიწების საერთო ფართობის 20% შეადგენს.

რა გავლენას ახდენს ეს წყლის სტატუსზე?ისეთი ქიმიკატები, როგორიცაა აზოტი და ფოსფორი,რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშიგამოიყენება, წყალსატევებსა და მდინარეებში ჩაირეცხებადა შესაბამისად, მათი რაოდენობა ნუტრიენტებშიც იზრდება.ეს პროვოცირებას უკეთებს წყალმცენარეების უფრო სწრაფზრდას, რაც რთული გადასამუშავებელია ეკოსისტემისთვის,და თავის მხრივ, წყლის ხარისხის გაუარესებას დაბიოლოგიური ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს.

მყარი ნარჩენების უტილიზაციითგამოწვეული დაბინძურება

რა იწვევს მოცემულ პრობლემას?აჭარაში 1 სულ მოსახლეზე დღის განმავლობაში საშუალოდნარჩენების 0.7 კგ-ი წარმოიქმნება. ნარჩენების ძირითადკომპონენტებს წარმოადგენენ საკვები პროდუქტები (63%),ქსოვილი (11%t), ქაღალდი (8%) და პოლიეთილენი (7%). ერთ-ერთი მსხვილი მოქმედი ნაგავსაყრელი ბათუმშიმდებარეობს. იგი 19 ჰა ფართობის მიწას იკავებს და მდინარეჭოროხის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.

რა გავლენას ახდენს ეს წყლის სტატუსზე?ნაგავსაყრელებიდან ჩამონაჟონი და ჩამონადენი წყლებიმძიმე მეტალების და მდგრადი ორგანული დამბინძურებლების(PoPs) უფრო მაღალ კონცენტრაციას იწვევს.

ნაკელი არამხოლოდ

ნარჩენების პროდუქტია;მისი გამოყენება საკმაოდ

ეფექტურად შეიძლება,მაგრამ ეს სწორი გზით უნდა

მოხდეს, რათა

ზედაპირული და მიწისქვეშა

წყლები დავიცვათ.

Page 7: მდინარე ჭოროხი აჭარისწყლის აუზიdocuments.rec.org/publications/2_Georgia_GE.pdf · 2015-03-24 · 3 წყლის ჩარჩო

7

ჰიდრომორფოლოგიური ცვლილებები დაწყალაღება

რა იწვევს მოცემულ პრობლემას?აჭარას გააჩნია უზარმაზარი, მაგრამ აუთვისებელი ჰიდრო-ელექტრო პოტენციალი. ყველაზე წყალუხვი მდინარეებიჭოროხი, აჭარისწყალი, ჭირუხისწყალი და კინტრიშია.ამჟამად აჭარის ჰიდრო-ელექტრო პოტენციალი ძირითადადერთი საშუალო და ოთხი მცირე სიმძლავრისჰიდროელექტროსადგურების მიერ გამოიყენება.2013 წელს მოხმარებული წყლის საერთო რაოდენობიდან90%-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურების მიერ იყოგამოყენებული. ამჟამად მიმდინარეობს სამსაფეხურიანიჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობამდინარე აჭარისწყალზე. მეორე კასკადი შენდება მდინარეჭოროხის 21-ე კმ-იან მონაკვეთზე. საპილოტე აუზშირამდენიმე სამშენებლო კომპანია ანხორციელებს ქვიშისდა ხრეშის ამოღებას მდინარე აჭარისწყლის კალაპოტიდანდა ნაპირებიდან.

რა გავლენას ახდენს ეს წყლის სტატუსზე?როდესაც წყალაღება წყალმომარაგებისცენტრალიზებული სისტემების დაჰიდროელექტროსადგურების მიერ ხდება, ეს იწვევს წყლისნაკადის შემცირებას, ცვლილებას მყარი ნატანისჩამონადენში და მდინარის განზავების შესაძლებლობისშემცირებას. ისეთი საინჟინრო ინფრასტრუქტურა,როგორიცაა კაშხლები და წყალსაცავები, არღვევს წყლისეკოსისტემებს, მდინარის დინებას და წყლის ორგანიზმებისმიგრაციას.ქვიშის და ხრეშის ამოღება იწვევს მდინარის კალაპოტიდანმისი შემადგენელი მასალის მექანიკურ მოცილებას, რაცპირდაპირ გავლენას ახდენს არხის გეომეტრიაზე დამდინარის კალაპოტის საერთო დონეზე. ეს კი თავის მხრივიწვევს ცვლილებებს წყლის ეკოსისტემებისა და ბიოტისშემადგენლობასა და მოცულობაში.

ჰიდრომორფოლოგიამოიცავს ჰიდროლოგიური

რეჟიმისა და

მორფოლოგიური

პირობების შესწავლას, რაც

გულისხმობს წყლის

რაოდენობის და დინების

დინამიკის და კონკრეტული

წყლის ობიექტის ფორმის

და საზღვრების შესწავლას.

Page 8: მდინარე ჭოროხი აჭარისწყლის აუზიdocuments.rec.org/publications/2_Georgia_GE.pdf · 2015-03-24 · 3 წყლის ჩარჩო

ევროკავშირის შემადგენლობაში 28 წევრი ქვეყანა შედის, რომლებმაც გადაწყვიტეს გაეერთიანებინათ საკუთარი ძალები, გამოცდილება,მიღწევები, ტექნოლოგიები, რესურსები და განვითარების საერთო გზით ევლოთ. ერთიანი ძალებით გაფართოების ორმოცდაათწლიანიპერიოდის განმავლობაში მათ შექმნეს სტაბილურობის, დემოკრატიის და მდგრადი განვითარების სივრცე და ამავდროულად,შეინარჩუნეს კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლებები. ევროკავშირიმიისწრაფვის გაუზიაროს სხვა ქვეყნებს მისი მიღწევები და ღირებულებები.

პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნისHuman Dynamics Consortium-ს, რომელიც ახორციელებს მოცემულ პროექტს და არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას.© 2015 – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი

მოცემული პუბლიკაცია წარმოადგენსმდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზისწყლის ობიექტებზე ზეწოლისა დაზემოქმედების მოკლე შეჯამებას,რომელიც მომზადდა EPIRB პროექტისფარგლებში. ზეწოლა- ზემოქმედებისანალიზი და რისკების შეფასების სრულიანგარიში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგბმულზე: http://blacksea-riverbasins.net/en/pilot-basins/chrorokhi-adjaristskali-basin.

საერთაშორისო მდინარეთა აუზებისგარემოს დაცვის პროექტის (EPIRB)რეგიონული ოფისი ქ. კიევშიქ. კიევი 01601, უკრაინაველიკა ვასილკივსკა (ყოფ. ჩერვონოარმიისკა)ქ. 13/1,ოფისი 502ტელ.: +380 50 330 99 48საერთაშორისო მდინარეთა აუზებისგარემოს დაცვის პროექტის (EPIRB)რეგიონული ოფისი ქ. თბილისშიქ.თბილისი 0102, საქართველოკ. მარჯანიშვილის ქ. 5,ოფისი 402ტელ.: +995 32 236 8877

რედაქტორები: იმოლა კოშტა ●

იოვანკა იგნიატოვიჩიმონაწილე: ზურაბ ჯინჭარაძედიზაინი და გრაფიკა:ტრიშა ბარნატექნიკური რედაქტირება და კორექტირება:რეიჩელ ჰიდეგი ● ნატან ჯონსონიფოტომასალა: EPIRB-ს პარტნიორები ● iStock ●ზურაბ ჯინჭარაძე ● პიტერ რონჩაკი ●

ვაჰაგნ ტონოიანიგამოცემულია: ცენტრალური დააღმოსავლეთ ევროპის რეგიონულიგარემოსდაცვითი ცენტრის მიერ

www.blacksea-riverbasins.net