ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... ·...

16
Growing Inclusive Markets Business Works for Development Development Works for Business ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის პრობლემის გადაწყვეტაში – როგორ ქმნიან შესაძლებლობებს ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების ყველა მაცხოვრებლისთვის ბიზნესის წარმოების ინკლუზიური მოდელები United Nations Development Programme რეზიუმე

Upload: others

Post on 31-Jan-2020

5 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

Growing Inclusive MarketsBusiness Works for Development •Development Works for Business United Nations Development Programme

ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის პრობლემის გადაწყვეტაში– როგორ ქმნიან შესაძლებლობებს ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების ყველა მაცხოვრებლისთვის ბიზნესის წარმოების ინკლუზიური მოდელები

Growing Inclusive MarketsBusiness Works for Development •Development Works for Business United Nations Development Programme

რეზიუმე

Page 2: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის დასაძლევად – ახალი ინკლუზიური ბიზნეს მოდელები განვითარებად ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქმნიან შესაძლებლობებს ყველასთვის.

2

გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნები

მიზანი 1: უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრამიზანი 2: დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელს მსოფლიოშიმიზანი 3: გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდამიზანი 4: ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებამიზანი 5: დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესებამიზანი 6: აივ/შიდსთან, მალარიასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლამიზანი 7: ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფამიზანი 8: მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება განვითარებისათვის

1

5

2 3 4

6 7 8

ეს ანგარიში არის სიღარიბის დაძლევის, ბრატისლავას რეგიონალური ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპის და დსთ ქვეყნების რეგიონალური ბიუროს და ინკლუზიური ბაზრის ზრდის (GIM) გუნდის, კერძო სექტორის დანაყოფის, UNDP პარტნიორობის ბიუროს წევრების საერთო ძალისხმევის შედეგი. ეს ანგარიში ვერ შეიქმნებოდა პარტნიორობის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერის და რეგიონალური GIM სამუშაო ჯგუფის წევრების, სიტუაციური ანალიზის დამწერების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე, ანგარიშის შედგენის ჯგუფში მონაწილეობდნენ: ქრისტინა გრედლი (Christina Gradl), ჯენს თრუმერი (Jens Trummer), ივა კლეინოვა (Iva Kleinova), პასკალ ბონზომი (Pascale Bonzom), ბრიჯიტ დუერი (Brigitte Duerr), სუბათირაი სივაკუმარანი (Subathirai Sivakumaran), ოსტინ გასნიერი (Austine Gasnier), ბოლესლავ როკი (Boleslaw Rok) და გულ ბერნა ოზკანი (Gul Berna Ozcan).

2010 წლის ნოემბერი

ამ კვლევაში მოცემული მონაცემები, ინტერპრეტაციები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ უნდა იქნეს განხილული გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის, მისი ფილიალი ორგანიზაციის ან აღმასრულებელი დირექტორების ბიუროს წევრების ან რომელ ქვეყანასაც ისინი წარმოადგენენ მათ მახასიათებლად. უფრო მეტიც, არ არის აუცილებელი რომ გამოხატული თვალსაზრისი ემთხვეოდეს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის გადაწყვეტილებებს და პოლიტიკას და არც სავაჭრო ნიშნების ან კომერციული პროცესების გამოყენება ნიშნავს თანხმობას და მხარდაჭერას. ნაშრომში გამოყენებული აღნიშვნები და რუკებზე მოცემული მასალა არ გამოხატავს გაეროს სამდივნოს ან გაეროს განვითარების პროგრამის მოსაზრებას ნებისმიერი ქვეყნის, ტერიტორიის, ქალაქის ან რაიონის სამართლებრივი სტატუსის თუ მათი საზღვრების დელიმიტაციის შესახებ. მზარდი ინკლუზიური ბაზრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და ასევე სრული ანგარიშის ჩამოტვირთვისთვის გთხოვთ ეწვიოთ: www.growinginclusivemarkets.org

Copyright © 2010

გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამაUNDP ევროპის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონალური ბიურო

ყველა უფლება დაცულია. ამ დოკუმენტის ფრაგმენტების ხელახლა გამოცემა, საძიებო სისტემებში შენახვა ან გადაცემა რაიმე სახით და რაიმე აზრით, ელექტრონული, მექანიკური, ასლის აღებით ან სხვაგვარად წინასწარ UNDP ნებართვს გარეშე დაუშვებელია.

დიზაინი: PhoenixDesignAid (დანია)

Page 3: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

3რეზიუმე

წინასიტყვაობაკორი უდოვიჩკი

გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) ევროპისა და დსთ ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორი

ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყნებმა განიცადეს დრამატული პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რამაც უზრუნველყო უკეთესი მომავალი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, მაგრამ ამავე დროს, მრავალი ადამიანი დატოვა უკიდურეს სიღარიბეში. ეკონომიკურმა ზრდამ არ მოიტანა სიღარიბის შემცირება. ჯერ კიდევ 130 მილიონი ადამიანი ცხოვრობს 4.3 აშშ დოლარზე დღეში, მსყიდველობითი უნარის პარიტეტზე (PPP) გადაანგარიშებით. თურქეთი, რომელსაც ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით არ გაუვლია გარდამავალი პერიოდი, მეორე ადგილს იკავებს რეგიონში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობით.

ეკონომიკურ ზრდაში ღარიბების ჩართვა მხოლოდ სწორი პოლიტიკის წყალობით ვერ მოხერხდება. აქ ბიზნესმაც უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი. მრავალჯერ დადასტურდა, რომ ის კომპანიები, რომლებიც თავიანთ ბიზნესში რთავენ ღარიბ მოსახლეობას, როგორც მოთხოვნის მხარეს - კლიენტებისა და მომხმარებლის სახით, ასევე მიწოდების მხარეს - მწარმოებლის, მუშახელის ან კომპანიის მფლობელის სახით, შეუძლიათ მოიპოვონ უპირატესობა ბაზარზე, რაც დიდად აღემატება მოკლევადიან მოგებას, და ამავე დროს სარგებელი მოუტანონ ღარიბებს. მაგალითდ, UNDP-ს მიერ 2008 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ”უპირატესობები ყველასათვის: ბიზნესის წარმოების სტრატეგიები ღარიბთა მოსაცველად” მოყვანილი იყო 50-მდე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეათავსო კომერციული მოგება სოციალურ მიზნებთან. მოხსენებაში ასევე წარმოდგენილი იყო სტრატეგიები იმ ტიპიური შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, რომლებიც გვხვდება გარდამავალ და განვითარებად ქვეყნებში.

თუმცა სამართლიანი იქნება აღინიშნოს, რომ ამ მაგალითების უმეტესობა ECA ქვეყნებს ფარგლებს გარეთ მომუშავე კომპანიებს ეხებოდა. ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტა რამ არის გამოქვეყნებული ამ რეგიონის ინკლუზიური ბიზნეს მოდელების შესახებ, რაც დაეხმარებოდა კომპანიებს თავიანთი პოტენციალის გამოყენებაში სიღარიბის შესამცირებლად. წარმოდგენილი ანგარიში მიზნად ისახავს ამ ხარვეზის გამოსწორებას - იგი ეყრდნობა რეგიონის 19 ქვეყანაში სპეციალურად ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს და შეიცავს მომგებიანი ინკლუზიური ბიზნესის წარმოების კონკრეტულ მაგალითებს, რომელთაც დადებითი გავლენა იქონიეს როგორც მოსახლეობაზე, ასევე ეკოლოგიაზე.

ანგარიშის მიზანია რეგიონში ბაზრების ინკლუზიურობის ამაღლების ხელშეწყობა ბაზრების ღარიბებზე ორიენტაციის მთავარი ბარიერის მოშორების გზით. ეს ბარიერია ინფორმაციის ნაკლებობა იმის შესახებ, რომ ინკლუზიური ბიზნესის წარმოება შესაძლებელია და რომ ECA რეგიონში უკვე წარმატებით დაინერგა ასეთი ბიზნესის მოდელების მთელი რიგი. რასაკვირველია, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება კიდევ იქნება საჭირო, მაგრამ უკვე არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის სასარგებლოდ, რომ ასეთი მიდგომა შეიცავს პოტენციალს როგორც ბიზნესისათვის, ასევე განვითარებისათვის.

ჩვენი სურვილია, რომ ანგარიშში მოყვანილმა 19 კონკრეტულმა მაგალითმა მოქმედების სურვილი აღუძრას რეგიონის ქვეყნების კერძო სექტორს. ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევამდე დარჩა 5 წელი. კერძო სექტორს შეუძლია იქცეს ინკლუზიური განვითარების მამოძრავებელ ძალად, რითაც მნიშვნელოვნად გაზრდის ათასწლეულის მიზნების მიღწევის ალბათობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების მიერ ამ მიზნების მიუღწევლობა პრობლემებს შექმნის ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის.

როგორც ანგარიში გვიჩვენებს, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული მხარის თანამშრომლობა ინკლუზიური ბიზნესის წარმატების გადამწყვეტი ფაქტორია. UNDP-ს შეაქვს თავის წვლილი ამ საქმეში კონსულტაციებით, კვლევებითა და საგანმანათლებლო საქმიანობით, ლობირებით და პოტენციალის გაძლიერების დაფინანსებით.

მიუხედავად ამისა, ინკლუზიური ბაზრების განვითარებისათვის სხვა ორგანიზაციების და სტრუქტურების თანადგომაცაა საჭირო და ამდენად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ანგარიში სტიმულს მისცემს მთავრობებს, ბიზნესს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ინკლუზიური ბიზნესის განვითარების სხვა მონაწილე მხარეებს, რომ ერთობლივად იმოქმედონ ECA რეგიონის ბიზნესში ღარიბების მაქსიმალურად მოსაცველად.

ფოტო: UNDP

Page 4: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის დასაძლევად – ახალი ინკლუზიური ბიზნეს მოდელები განვითარებად ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქმნიან შესაძლებლობებს ყველასთვის.

4 BUSINESS SOLUTIONS TO POVERTY: – How inclusive business models create opportunities for all in Emerging Europe and Central Asia4

ქალები ზოგჯერ გარიყულები არიან ბაზრიდან, მაშინ როცა ხშირ შემთხვევაში მათ გააჩნიათ სპეციალიზებული მომზადება და ცოდნა იმისათვის, რომ თავისი წვლილი შეიტანონ ბიზნესში ღირებულების შექმნის ჯაჭვში.

ფოტო: UNDP

Page 5: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

5რეზიუმე

ყველაზე მოწინავედ იმიტომ, რომ 1990–იანი წლების დასაწყისში რეგიონის ყველა ქვეყანა, გარდა თურქეთისა, იყო სოციალისტური რეჟიმის, სადაც ბიზნესი ორიენტირებულია ყველა ადამიანი, როგორც მომხმარებელი ასევე თანამშრომელი, უზრუნველყოს ეკონომიკური შესაძლებლობებით. სოციალისტური პერიოდის დანატოვარი არის მიუწვდომელ რეგიონებშიც კი შედარებით უკეთ განვითარებული ინფრასტრუქტურა და კარგი ზოგადი განათლების მქონე მოსახლეობა, რაც ბიზნესის კეთების სოლიდური საფუძველია. შეიძლება განიხილულ იქნას ინკლუზიური ბიზნესის თვალსაზრისით ჩამორჩენილად, რადგან ცვლილების შემდეგ კომპანიებს შემორჩათ ძველი, არაკონკურენტული მიდგომა. მხოლოდ ზოგიერთ ბიზნესს აქვს გააზრებული, რომ ინკლუზიურობა შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანობის მომტანი. ეს ანგარიში აჩვენებს, როგორ ქმნის ინკლუზიური ბიზნესი შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ბიზნესისთვის რეგიონში.

რეზიუმე

ევროპა და ცენტრალური აზია (ECA) შეიძლება განხილულ იქნას ერთდროულად ყველაზე მოწინავე და ჩამორჩენილ რეგიონად ინკლუზიური ბიზნესის თვალსაზრისით.1

როგორია ინკლუზიური ბიზნესის მოდელი?

ინკლუზიური ბიზნეს მოდელები გულისხმობს დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების ჩართვას ღირებულების შექმნის ჯაჭვის სხვადასხვა საფეხურზე, როგორც მოთხოვნის მხარეს, კლიენტების და მომხმარებლების სახით, ასევე მიმწოდებლის მხარეს მომუშავეების, მწარმოებლების და მეწარმეების სახით. ეს მოდელი საშუალებას იძლევა, რომ დამყარდეს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებსა და ბიზნესს შორის. ინკლუზიურ მოდელს ბიზნესისათვის სარგებლის სახით მოაქვს არა მარტო მყისიერი მოგება და მაღალი შემოსავლები. ბიზნესისათვის მას ასევე მოაქვს ახალი მომხმარებლები, დასაქმების ზრდა და პროდუქციის მიწოდებისა და

1) ანგარიშის გეოგრაფიული მოცვა მოცემულია ჩანართზე 1.

Page 6: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის დასაძლევად – ახალი ინკლუზიური ბიზნეს მოდელები განვითარებად ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქმნიან შესაძლებლობებს ყველასთვის.

6

რეალიზაციის არხების გაძლიერება. დაბალი შემოსავლების ადამიანებს კი ეს მოდელები აძლევს საშუალებას დაიკმაყოფილოს ძირითადი საჭიროებები, მოიპოვოს მდგრადი შემოსავალი და აამაღლოს პროდუქტიულობა. გარდა ამისა, მოდელი შეიძლება შემუშავებული იყოს ისე, რომ ბუნებრივი რესურსები რაციონალურად იქნეს გამოყენებული.

Vitmark უკრაინაში სწორედ ასეთი მაგალითია. რამდენიმე წლის წინ უკრაინაში დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანები იშვითად ყიდულობდნენ მაღალი ხარისხის ახალ წვენებს, რადგან ისინი იყო ძალიან ძვირი. Vitmark–მა უკრაინის სამ ქალაქში გახსნა წვენების ქარხანა და დაიწყო

წვენების გაყიდვა თითქმის ყველასთვის მისაწვდომ ფასში. კომპანია ამუშავებს და ასწავლის ადგილობივ თანამშრომლებს და შეიძენს ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან. შეთავაზებული ხელფასი საშუალო ადგილობრივ ხელფასზე ერთი მესამედით მაღალია. გარდა ამისა, ფერმერებს რეგულარულად უტარდებათ ტრენინგები, რომ გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი. ამავე დროს, Vitmark–მა დაწია წვენის ფასი პროდუქტის ეფექტური შეფუთვის და მარკეტინგის გამოყენებით, იმისთვის რომ გასულიყო დაბალი შემოსავლების მქონე მომხმარებლებზე. დაბალი შემოსავლების ბაზარზე ახალი კონკურენტების შემოსვლის შემდეგაც კი Vitmark ითვლის უკრაინის

ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონიჩანართი 1

ამ ანგარიშში ECA აღნიშნავს ევროპა და ცენტრალურ აზიას, რომელშიც შედის 19 ქვეყანა დაყოფილი შემდეგ ქვერეგიონალურ ჯგუფებად:

• კავკასია: სომხეთი, აზერბეიჯანი და საქართველო

• ცენტრალური აზია: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი

• თურქეთი

• დასავლეთ ბალკანები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, სერბეთი, მონტენეგრო და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია (FYROM)

• დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დასავლეთ ქვეყნები და რუსეთი: ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვა და რუსეთის ფედერაცია

რეგიონი არ მოიცავს ევროკავშირის (EU) წევრ ქვეყნებს.

თურქეთის გარდა, ყველა ქვეყანას აქვს საერთო ისტორია – სოციალისტური რეჟიმის გამოცდილება 1940–იანი წლების შუა და 1950–იანი წლებიდან და გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე 1989 წელს რკინის ფარდის დამსხვრევის შემდეგ. 1991 წელს საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა არსებობა და 1992 წელს იუგოსლავიის სოციალისტური ფედერალური რესპუბლიკა დაიშალა. შედეგად, რეგიონში შეიქმნა რამდენიმე ახალი ქვეყანა. მართლაც, ამ ანგარიშში განხილულიდან მხოლოდ ორ ქვეყანას, თურქეთს და ალბანეთს აქვთ იგივე გეოგრაფიული საზღვრები, რაც ქონდათ 20 წლის წინ. ინკლუზიური ბიზნესის განვითარების ის სპეციფიური პირობები და პერსპექტივები, რომლებიც განხილულია ამ ანგარიშში, განპირობებულია რეგიონის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ისტორიის თავისებურებებით, ამ ქვეყნების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მახასიათებელებით და ასევე დასავლეთ ბალკანების, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების არსებობით.

ბელორუსია რუსეთის ფედერაცია

უკრაინა ყაზახეთი

ყირგიზეთი

ტაჯიკეთი

თურქმენეთი

აზერბეიჯანი

საქართველო

სომხეთი უზბეკეთი

მოლდოვა

ალბანეთი იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია (FYROM)

მონტენეგრო

ხორვატია

სერბეთი

თურქეთი

ბოსნია და ჰერცოგოვინა

Page 7: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

7რეზიუმე

წვენის ბაზრის დაბალი ფასის სეგმენტის 30 პროცენტიან გაყიდვებს. 2008 წელს მისმა შემოსავალმა დაახლოებით 800 მილიონ უკრაინულ გრივნას (€78.5 მილიონი) მიაღწია, ხოლო კომპანიის ხვედრითი წონა ბაზარზე 7%-დან 22%-მდე გაიზარდა 1999-2008 წლებში.

ინკლუზიური ბიზნესის მოდელები სასარგებლოა არა მხოლოდ კომპანიებისთვის; ისინი მნიშვნელოვანია ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების პერსპექტივების გაუმჯობესებაზე. მოდელი ფინანსურად მდგრადია, ქმნის არჩევანის შესაძლებლობას და აძლევს საშუალებას ამ ადამიანებს ჩართული იყვნენ ბიზნეს ღირებულების შექმნის ჯაჭვში მეწარმის, მუშაკის ან მომხმარებლის სახით. ასე მაგალითად, Helvetas, შვეიცარიის საერთაშორისო კორპორაციის ასოციაციამ წამოიწყო სათემო ტურიზმი (CBT) ყირგიზეთში. ამ ტიპის ტურიზმს ფლობს და მართავს ადგილობრივი საზოგადოება. CBT ჯგუფები უკვე 19 სოფელშია და მასში 350 ოჯახია დასაქმებული.

რატომ უნდა გაეცნოთ ამ ანგარიშს?

ეს არის პირველი ანგარიში, რომელშიც ინკლუზიური ბიზნეს მოდელების კონცეფცია იქნა მორგებული ECA რეგიონის ქვეყნებზე. ის განკუთვნილია პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის როგორც რეგიონში, ასევე სხვადასხვა სფეროში: პოლიტიკოსებისათვის, ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებისათვის. კერძოდ, ამ ანგარიშში წარმოდგენილია:

• რეგიონში განხორციელებული ინკლუზიური ბიზნეს მოდელების კონკრეტული მაგალითები, რომლებიც შეიძლება სტიმულის და ნიმუშის მომცემი იყოს. გარჩეულია 19 მაგალითი – თითოეული ქვეყნიდან ერთი. სწორედ ამ ემპირიულ მონაცემებს ეყრდნობა ანგარიში.

• ფაქტობრივი დადასტურება იმისა, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ბიზნეს მოდელებს ბიზნესის, დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისა და გარემოსათვის.

• პრაქტიკული რეკომენდაციები ინკლუზიური ბიზნეს მოდელის შესამუშავებლად და მხარდაჭერის მოსაპოვებლად მთავრობის, განვითარების

სიღარიბე (2,15 აშშ დოლარი/დღე PPP) მლნ ადამიანი (2005წ)

სიღარიბის ზღვარზე (4,3 აშშ დოლარი/დღე PPP) მლნ ადამიანი (2005წ)

ალბან

ეთი

სომხ

ეთი

აზერ

ბეიჯ

ანი

ბელორუსი

ბოსნ

ია და

ჰერცო

გოვი

ნა

ხორვატ

ია

FYROM

საქარ

თველო

ყაზახე

თი

ყირგი

ზეთი

მოლდოვა

რუსეთის

ფედ

ერაც

ია

ტაჯიკ

ეთი

თურქეთი

უკრაინ

თურქმენ

ეთი*

0

5

2.5

7.5

1025.952 27.857

სიღარიბე რეგიონში ქვეყნების მიხედვითნახაზი 1

* მიახლოებითი PPP–ს საფუძველზე

წყარო: World Bank Povcalnet

ფოტო: VITMARK ფოტო: VITMARK ფოტო: VITMARK

Vitmark: დაბალი შემოსავლიანი მოსახლეობის სამმაგი ჩართვა: მეწარმეების, მუშაკებისა და მომხმარებლების სახით.

Page 8: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის დასაძლევად – ახალი ინკლუზიური ბიზნეს მოდელები განვითარებად ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქმნიან შესაძლებლობებს ყველასთვის.

8

სააგენტოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვათა მხრიდან.

გარდა ზემოთ ხსენებულისა, ანგარიში მიზნად ისახავს წაახალისოს ECA რეგიონის კომპანიები და სხვა აქციონერები გამოავლინონ და გამოიყენონ შესაძლებლობები ღირებულების შექმნის ჯაჭვში დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების ჩასართავად და განმარტოს, როგორ შეიძლება იქნეს ეს მიღწეული. ის ასევე ხელს შეუწყობს შესდგეს დიალოგი ამ პროცესის მონაწილე მხარეებს შორის – ადგილობრივ და უფრო მაღალ დონეზე – რათა გაუმჯობესდეს გარემო რეგიონში ინკლუზიური ბაზრების განვითარებისთვის.

რა არის ამ ანგარიშის ძირითადი სათქმელი?

ეს ანგარიში აჩვენებს, რომ ინკლუზიურ ბიზნეს მოდელს შეუძლია შექმნას შესაძლებლობები ბიზნესისა და დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის. ის ასევე განმარტავს, რომ ეს არ არის „ჩვეულებრივი ბიზნესი”. რადგან ბაზარს აქვს მრავალი შეზღუდვა, საჭიროა ინოვაციური გადაწყვეტილებები და მხარდამჭერ ორგანიზაციებს შეუძლიათ გააუმჯობესონ დაფინანსება და იმოქმედონ, როგორც პარტნიორებმა. მონაწილე მხარეებს, არა მხოლოდ კომპანიებს, მოუწოდებთ გაიაზრონ ეს შესაძლებლობები მათი მონაწილეობის თვალსაზრისით.

ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანები ჩაერთონ, როგორც მომხმარებლები, მუშაკები და მეწარმეები.

დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანები ბიზნეს მოდელში ჩართვით იღებენ შესაძლებლობას გაზარდონ შემოსავალი, დაიკმაყოფილონ ძირითადი საჭიროებები და გააუმჯობესონ პროდუქტიულობა. ECA რეგიონში, 130 მილიონი ადამიანის დღიური შემოსავალი 4.3 აშშ დოლარზე ნაკლებია; 45 მილიონი ცხოვრობს დღეში 2.15 აშშ დოლარად (ნახაზი 2); 11 მილიონი დაუსაქმებელია და 140 მილიონი მუშაობს არაფორმალურ ეკონომიკაში. თითქმის 19 მილიონ ადამიანს არ აქვს სუფთა წყლით სარგებლობის საშუალება და 40 მილიონ ადამიანს არ შეუძლია ისარგებლოს გაუმჯობესებული სანიტარულ–პროფილაქტიკური საშუალებებით. ჯანდაცვის მომსახურება ხშირად ძვირი და დაბალი ხარისხისაა. ეს საჭიროებები შეიძლება დაკმაყოფილდეს ბიზნეს მიდგომების გამოყენებით. გარდა ამისა, პროდუქტებზე და მომსახურებებზე წვდომით შეიძლება გაუმჯობესდეს პროდუქტიულობა. დღეის მდგომარეობით, 5 მილიონ ადამიანს არ აქვს ელექტროენერგია და 150 მილიონზე მეტ ადამიანს საფინასო მომსახურებით სარგებლობის საშუალება. ასევე შეიძლება გაუმჯობესდეს ინტერნეტის წვდომა.

ყაზ

ახეთ

ყირგ

იზეთ

ტაჯ

იკეთ

თუ

რქმე

ნეთ

უზ

ბეკე

თი

სომხ

ეთი

აზერ

ბაიჯ

ანი

საქა

რთვე

ლო

ბელ

არუ

სია

მოლ

დო

ვა

რუსე

თის

ფედ

ერაც

ია

უკრ

აინა

თუ

რქეთ

ალბა

ნეთ

ბოსნ

ია

ხორვ

ატია

მაკე

დო

ნია

ჩერნ

ოგო

რია

სერბ

ია

წყალი

სანიტარია

ჯანდაცვა

საინფორმაციო ტექნოლოგიები

ფინანსები

ენერგეტიკა

ბაზრის ძალინ დიდი სეგმენტი აუთვისებელია

ბაზრის სერიოზული სეგმენტია

აუთვისებელიბაზრის საგრძნობი

სეგმენტი აუთვისებელიაბაზრის უმნიშვნელო

სეგმენტია აუთვისებელი

ბაზარის მეტად მცირე ან საერთოდ არცერთი სეგმენტი

არაა აუთვისებელიინფორმაცია არ მოიპოვება

ბაზრის აუთვისებელი სეგმენტები სექტორების და ქვეყნების მიხედვით2ნახაზი 2

წყაროები: მსოფლიოს განვითარების მაჩვენებლები; UNICEF; მსოფლიო ბანკი: ფინანსები ყველასთვის; საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირი: ინფორმაციის უსაფრთხოების გაზომვა; მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი: დედამიწის გადახრები

2) იმ საშუალებების დეტალური აღწერა , რომლებიც საჭიროა ამ სექტორული რუკის შესაქმნელად, მოცემულია ანგარიშის სრულ ვერსიაში

Page 9: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

9რეზიუმე ფოტო: UNDP

ინკლუზიურ ბიზნეს მოდელებში მცირე

მწარმოებლებსა და მეწარმეებს შეუძლიათ

თავისი წვლილი შეიტანონ პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზების ჯაჭვების

გაძლიერებაში.

Page 10: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის დასაძლევად – ახალი ინკლუზიური ბიზნეს მოდელები განვითარებად ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქმნიან შესაძლებლობებს ყველასთვის.

10

ინკლუზიურ ბიზნეს მოდელებს შეუძლია გააუმჯობესოს ბიზნესის კონკურენტუნარიანობა

დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ბიზნესში ჩართვას კომპანიებისთვის მოაქვს შემდეგი სარგებელი: კლიენტურის გაზრდა, სამუშაო ძალის გაფართოება და მიწოდების და რეალიზაციის არხების გაძლიერება. ზემოთ ჩამოთვლილ და ნახაზზე 1 მოცემული აუთვისებელი ბაზრის პრობლემა, ისევე როგორც დაბალი შესაბამისობა ფასსა და წარმადობის დონეს შორის, შეიძლება გადაწყდეს კომპანიების მიერ ახალი ბაზრის ათვისების გზით. გარდა ამისა, დაუსაქმებელი ან არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების დიდი რაოდენობა – და მათ უმეტესობას გააჩნია სულ ცოტა საშუალო განათლება – შეიძლება მოწვეულ იქნას კომპანიების

მიერ სამუშაოდ ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე. რეგიონში არსებულ 8.5 მილიონ მიკრო და მცირე ზომის საწარმოს (და მათი რიცხვი უფრო მეტია თუ ჩავთვლით არაფორმალურ საწარმოებსაც) და ასევე ცენტრალურ აზიაში მოქმედ 1.3 მილიონ მცირე ფერმერულ მეურნეობას შეუძლიათ მომსახურების და პროდუქციის მიწოდება და რეალიზაცია.

ბაზრის სხვადასხვაგვარი შეზღუდვები მოითხოვს ნოვატორულ გადაწყვეტილებებს

ბაზრის ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ხშირად ზრდის ტრანზაქციის ღირებულებას იმ კომპანიებისათვის, რომლებსაც დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ყავს ჩართული ბიზნესში. გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიში

ინფორმაციაბაზრების

შესახებ

პროდუქტების და პროცესების ადაპტირება

ინვესტირება ბაზრის შეზღუდვების აღმოფხვრაში

ინვესტირება სერთიფიცირებაში

ინფრასტრუქტურის განვითარება

მომხმარებლის სწავლების უზრუნველყოფა

საკუთარი საკრედიტო გადაწყვეტილებების მიწოდება

საინვესტიციო პროდუქტების წამოწევა

ღარიბი მოსახლეობის ძლიერი მხარეების გამოყენება

მთავრობასთან პოლიტიკის განხილვაში მონაწილეობა

ინდივიდუალური ან კოლექტიური მონაწილეობა

სახელმწიფო ინვესტირების უზრუნველყოფა

რესურსების და შესაძლებლობების შეხამება

რესურსების და შესაძლებლობების გაერთიანება

წარმომადგენლობითი ორგანოების მხარდაჭერა

პოტენციალის მობილიზებისთვის სხვებთან პარტნიორობა

არაეფექტურინორმატიული

ბაზა

განუვითარებელიინფრასტრუქტურა

პროფესიულიცოდნა

ფინანსურიმომსახურების

ხელმისაწვდომობა

GIM სტრატეგიის მატრიცა ECA რეგიონალურ ფონზენახაზი 3

Page 11: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

11რეზიუმე

”უპირატესობები ყველასთვის: ბიზნესის წარმოების სტრატეგია ღარიბი მოსახლეობის მოსაცველად” გამოყოფს პრობლემების ხუთ სფეროს: შეზღუდილი ინფორმაცია ბაზრების შესახებ, არაეფექტური მარეგულირებელი გარემო, განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, პროფესიული ცოდნის ნაკლებობა და საფინანსო მომსახურებების შეზღუდული ხელმისაწვდომა. ნაშრომში განხილული კონკრეტული მაგალითების მიხედვით პროფესიული ცოდნის ნაკლებობა ზემოთჩამოთვლილი ხუთი პრობლემიდან ყველაზე გავრცელებული იყო, ხოლო სტრატეგიებიდან ყველაზე ხშირად გამოყენებული იყო ინვესტირების სტრატეგია შეზღუდვების მოსახსნელად და შესაძლებლობების შეჯერება არსებულ რესურსებთან.

სხვების მიერ გაწეული დახმარება ზოგჯერ გადამწყვეტია წარმატებისთვის

მხარდამჭერი ორგანიზაციების მიერ გაწეული დახმარება ხშირად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამ მოდელების წარმატებაში. ისინი ქმნიან საჭირო საფუძველს პოლიტიკის ჩამოყალიბების, კვლევების და ლობირების თვალსაზრისით. ისინი ასევე მოქმედებენ როგორც პარტნიორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსურ დახმარებას და დამატებით შესაძლებლობებს (ცხრილი 2).

ყველას შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი ბიზნესის ინლკუზიურობის ზრდაში

ინკლუზიური ბიზნეს-მოდელების დანერგვა მარტო კომპანიების საქმე როდია. ამაში შეუძლიათ აქტიურად მიიღონ მონაწილეoბა მთავრობებმა, განვითარების

სააგენტოებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და სხვა სტრუტურებმა. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მოაგალითი ანგარიშიდან:

კომპანიებს შეუძლიათ:• დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების ჩართვის

შესაძლებლობების გამოვლენა ღირებულების შექმნის მთელ ჯაჭვში. Vitmark უკრაინაში შეისყიდის ნედლეულს მცირე მწარმოებლებისაგან, ასაქმებს რეგიონის მაცხოვრებლებს და ყიდის თავის მაღალხარისხიან წვენებს დაბალ ფასად დაბალ შემოსავლინ მომხმარებლებზე;

• ახლებურად შეხედეთ მოსახლეობის დაუცველ ფენებს. კომპანია Tinex მაკედონიიდან სამუშაოს აძლევს საბავშვო სახლების აღსაზრდელებს. პროგრამა იმდენად წარმატებული არმოჩნდა, რომ კომპანია გეგმავს სხვა მარგანალური ჯგუფების ჩართვას.

• ყური მიუგდეთ საინფორმაციო პროპაგანდას. აქ აღწერილი ზოგიერთი ბიზნეს მოდელი წამოწყებულ იქნა საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მივიდნენ კომპანიაში

როლი აქტივობებიპოლიტიკის ჩამოყალიბება

• მთავრობები ქმნიან იურიდიულ გარემოს, რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას და მოტივაციას ჩართოს დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანები.

• ასოციაციები და განვითარების სააგენტოები და ბანკები ეხმარებიან მთავრობებს. კვლევები და ლობირება

• კვლევითი ინსტიტუტები, სამეცნიერო ცენტრები და სპეციალური ორგანიზაციები ქმნიან ემპირიულ მონაცემებს, ანალიტიკურ საფუძველს და პრაქტიკულ სიახლეებს, რომლებიც შექმნიან საფუძველს ეფექტური ინკლუზიური ბიზნეს მოდელების შესაქმნელად.

• ლობირება და საინფორმაციო საქმიანობა ქმნის ცნობადობის საფუძველს და საჭირო მხარდაჭერას ასეთი მოდელების ამოქმედების და განხორციელებისთვის.

ფინანსირება • გრანტები და ე. წ. ”სასტარტო” ფინანსირება უზრუნველყოფს ინკლუზიური ბიზნეს მოდელების საწყის ეტაპს..

• სუბსიდიები და ხარჯების გადანაწილების სხვა მოდელები ხელს უწყობენ ინკლუზიური ბიზნესის ზრდას.

დამატებითი შესაძლებლობები

• ინკლუზიურ ბიზნეს მოდელებს ხშირად ჭირდებათ რესურსები, რომლებიც თავად კომპანიას არ გააჩნია და საჭიროა დრო და ინვესტირება მათი შექმნისთვის, როგორიცაა სამიზნე ჯგუფის ნდობა და კონტაქტების ქსელი, ან ამ ჯგუფის ეფექტურად სწავლების და ინფორმირების გამოცდილება.

• ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ სამიზნე ჯგუფთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება ხშირად მონაწილობენ ამ და სხვა დავალებების შესრულებაში.

ცხრილი 1: მხარდამჭერი ორგანიზაციების აქტივობები

წვრილი მოვაჭრე უზბეკეთში: ECA რეგიონში

რეგისტრირებულია 8.5 მილიონი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმო.

ფოტო: UNDP

Page 12: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის დასაძლევად – ახალი ინკლუზიური ბიზნეს მოდელები განვითარებად ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქმნიან შესაძლებლობებს ყველასთვის.

12

ახალი ბაზრის შექმნა მოზაიკური სურათის აწყობას გავს, სადაც ხშირად საჭიროა სხვების დახმარება, რომ ადგილი მივუჩინოთ მოზაიკის ყველა კენჭს. არცერთი კენჭი არ გავს ერთმანეთს და თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთღებული როლი და ადგილი აქვს.

ფოტო: UNCDF

Page 13: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

13რეზიუმე

კონკრეტული შეთავაზებით. ასე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) მიაქცევინა ყურადღება Tojiksodirotbonk-ს (TSB) ტაჯიკეთში ბამბის მომყვან მუშებზე, რომელთაც ადრე ბანკი არასოდეს ემსახურებოდათ.

მთავრობებს შეუძლიათ:• ინკლუზიური ბიზნესის სტიმულირება. თურქეთის

მთავრობა ამცირებს გადასახადებს კომპანიებისთვის, რომლებიც რეგიონებში ქმნიან სამუშაო ადგილებს. კომპანიამ Hey Textiles გამოიყენა ეს შესაძლებლობა და განახორციელა ინვესტიციები თურქეთის აგრარულ რაიონებში.

• ხელსაყრელი გარემოს შექმნა. ინკლუზიური ბიზნეს მოდელების განხორციელება ხშირად ფერხდება შესაბამისი საბაზრო პირობების უქონლობის გამო. ასეთი შეზღუდვების შემცირება მიმზიდველს გახდიდა ინკლუზიურ ბიზნესს კომპანიებისათვის. ასე მაგალითად, როდესაც რეგიონების საფინანსო კორპორაციამ (RFC) მიკროკრედიტების გაცემა დაიწყო მოლდოვაში, ქვეყანაში არ არსებობდა ადეკვატური იურიდიული გარემო ამ საქმიანობისთვის. მთავრობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ბაზა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ერთად თანამშრომლობით.

• ინკლუზიური ბიზნეს მოდელების დანერგვის ხელშეწყობა. მაკედონიის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ სკოპიეს მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახელმწიფო სახლთან ერთად უზრუნველყო ამ სახლის აღსაზრდელების (18 წლის ასაკის და უფროსი) დასაქმება Tinex სუპერმარკეტების ქსელში.

განვითარების პარტნიორებს შეუძლიათ:• ჩამოაყალიბონ სათემო ინკლუზიური ბიზნესის

მოდელები. ყირგიზეთში შვეიცარიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ Helvetas რეგიონში დანერგა სათემო ტურიზმი;

• პარტნიორობის შექმნის ხელშეწყობა ინკლუზიური ბიზნეს მოდელების დანერგვის მიზნით. ბელორუსიაში გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების ინიციატივის სამდივნომ დაარწმუნა კომპანია MTS რეგიონის ჰოსპიტალებში ტელემედიცინის მომსახურების დანერგვის პერსპექტიულობაში. სამდივმომ ასევე უზრუნველყო ამ პროექტში სხვა პარტნიორების ჩართვა და ხელი შეუწყო პარტნიორული დამოკიდებულობის დამყარებას კომპანია MTS და ჯანდაცვის სამინისტროს შორის.

• ფინანსირების უზრუნველყოფა. ნოვატორული ინკლუზიური ბიზნეს მოდელების დანერგვის სტიმულირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა სახის ფინანსირება: საწყისი (სასტარტო) დაფინანსება, თანადაფინანსება და შეღავათიანი სესხები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მოახდინა 2 მილიონი ევროს ინვესტირება ალბანურ კომპანიაში Edipack, რომ დახმარებოდა ამ კომპანიას ბიზნესის გაფართოებაში. მან ასევე გაუწია ტექნიკური დახმარება ეფექტურობის და მომგებიანობის გასაზრდელად.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ:• გაუწიონ ტექნიკური დახმარება ინკლუზიურ ბიზნეს

მოდელებს. რეგიონების განვითარების ცენტრმა (RDC) მოლდოვაში ხელი შეუწყო საკრედიტო და შემნახველი ასოციაციების შექმნას და მის წევრებს აღმოუჩინა მარკეტინგული და სხვა საკონსულტაციო მომსახურება, მიაწოდა სავაჭრო ინფორმაცია და ჩაუტარა ტრენინგები.

• ინკლუზიური ბიზნეს მოდელების პოპულარიზაცია და საინფორმაციო კამპანიების ჩატარება. ალბანური კომპანია Edipack მუშაობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ დაუკავშირდეს მაკულატურის პოტენციურ მომწოდებლებს სიღარიბის ზღვარზე მყოფი ჯგუფებიდან.

• მოსარგებლის ინტერესების წარმოჩენა. მიკროსაფინანსო ბაზრის მონაწილეთა ეროვნული პარტნიორობა (NAMMS) რუსეთის ფედერაციაში მიკროსაფინანსო კანონმდებლობის გაუმჯობესების ლობირებაზე მუშაობს.

როგორ იქნა შემუშავებული ეს ანგარიში?

მზარდი ინკლუზიური ბაზრის (GIM) ინიციატივა წარმოადგენს UNDP–ს თაოსნობით შექმნილ გლობალურ პლატფორმას, რომელიც მრავალ მონაწილეს აერთიანებს. ინციატივის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური ბიზნეს მოდელების და ინკლუზიური ბაზრების შექმნას კვლევების ჩატარების, პოპულარიზაცია-ლობირების, გამოცდილების გაზიარების და პოტენციალის გაძლიერების გზით. ინიციატივა წარმოადგენს ფაქტებზე დამყარებულ, სამხრეთზე ფოკუსირებულ და პარტინორებზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც შესაბამისობაშია ჰუმანური განვითარების ზოგად პრინციპებთან.

2008 წელს გამოიცა ინიციატივის პირველი ანგარიში ”უპირატესობების შექმნა ყველასთვის“. მასში განხილულია 50 კონკრეტული მაგალითი, დამუშავებული ადგილობრივი მკვლევარების მიერ საერთო შაბლონის მიხედვით. ანგარიშში გაანალიზებულია მიღებული მონაცემები და წარმოდგენილია დაბალშემოსავლიანნი მოსახლეობის ბაზრებზე არსებული შეზღუდვების აღმოფხვრის სტრატეგიები წარმატებული ბიზნეს მოდელების შესაქმნელად.

რეგიონალური GIM ინიციატივა ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) ქვეყნებში დაიწყო 2009 წელს. მას წარმართავს UNDP ბრატისლავას რეგიონალური ცენტრი მრავალი სახის ორგანიზაციების დახმარებით, რომელთა შორისაა ბიზნეს სტრუქტურები, სამეცნიერო წრეები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და განვითარების პარტნიორები. მისი მიზანია უზრუნველყონ და დააჩქარონ ბაზრების ინკლუზიურობის ზრდა რეგიონში.

წინამდებარე ანგარიშიც ამ ინიციატივის ნაწილია. ანგარიშში შესწავლილ იქნა 19 კონკრეტული მაგალითი, რეგიონის თითოეული ქვეყნიდან _ ერთი. კონკრეტული შემთხვევების ანალიზი ჩატარებულ იქნა მზარდი ინკლუზიური ბაზრების მეთოდოლოგიის მიხედვით ამ ქვეყნების მკვლევარების მიერ ერთიანი კვლევითი პროცესის დროს. სწორედ ეს 19 კვლევა, რომელიც შეჯამებულია ცხრილში 3, ქმნის ანგარიშის ემპირიულ საფუძველს.

Page 14: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის დასაძლევად – ახალი ინკლუზიური ბიზნეს მოდელები განვითარებად ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქმნიან შესაძლებლობებს ყველასთვის.

14

დასახელება მოკლე აღწერა ქვეყანა ორგანიზაციის ტიპი

სოფლის მეურნეობა და სურსათი

Vitmark ამ მწარმოებელმა წარმატებით აითვისა ხილის წვენების ბაზარი (ბაზრის წილი - 22%) შესთავაზა რა დაბალშემოსავლიან მომხმარებელს მაღალი ხარისხის, სასარგებლო წვენები შეღავათიან ფასად. წარმატების მიზეზი იყო შეფუთვის და მარკეტინგის გააზრებული პოლიტიკის გატარება. Vitmark–ის საშუალებით სრულ განაკვეთზე დასაქმებულია 2,600 ადგილობრივი თანამშრომელი უკრაინის შედარებით ეკონომიკურად ჩამორჩენილ რეგიონებში. გარდა ამისა, შემოსავლის მიღების შესაძლებლობა აქვს ხილის და ბოსტნეულის მწარმოებელ 2,500 ადგილობრივ მცირე მეურნეს.

უკრაინა მსხვილი ადგილობრივი კომპანია

Begeli ორგანული პროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია, 10%-იანი წლიური ზრდის ტემპით. კომპანია უზრუნველყოფს მარკეტინგის პირდაპირ არხებს 400–ზე მეტი დაბალი შემოსავლის მქონე ფერმერისთვის, რომლებიც იღებენ პრემიალურ ფასნამატს და სპეციალურ მომზადებას, რომ მათმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს ორგანული პროდუქციის სტანდარტები.

საქართველო მცირე– და საშუალო– ზომის საწარმო (SME)

Eco Farm Mavrović Ltd

2 მილიონი აშშ დოლარი ღირებულების ორგანული სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საკმაოდ კარგ სამუშაო პირობებს და ადგილობრივ თემებში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. მან ახლახანს დაიწყო სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა – სოციალურად გარიყულ ადამიანებს სთავაზობს სასოფლო სამეურნეო სამუშაოს.

ხორვატია SME

Marap ორგანული სურსათის მწარმოებელი ავსტრიული კომპანია, შემოაქვს ნედლეული უზბეკეთიდან. მან გააუმჯობესა თავისი სანედლეულო ბაზის ხარისხი და მასშტაბი ეკოლოგიურად არახელსაყრელ რეგიონში 150,000 ახალი ხეხილის და თხილის ხის დარგვით, მცირე მეურნეებისთვის არენდით მიცემულ მიწებზე, რითაც შემოსავლის წყარო გაუჩინა რეგიონის 500–ზე მეტ ღარიბი მოსახლეს.

უზბეკეთი SME

მოპოვებითი მრეწველობა

Tengizchevroil ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვის გასაძლიერებლად ნავთობის ეს კომანია დაეხმარა 174 მცირე ზომის, ადგილობრივ მომწოდებელს მიეღო ჯამში 7 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი კრედიტი, რათა გაეფართოვებინათ საკუთარი ბიზნესი მათი პროცენტის და ბანკის საფასურის გადახდით.

ყაზახეთი მსხვილი მრავალეროვანი კომპანია

ფინანსური მომსახურება

ვორონეჟის მხარის სახელმწიფო ფონდი

ეს უწყება 25 ფილიალით საშუალებას აძლევს რუსეთის ფედერაციის ერთი პროვინციის მიუწვდომელ რეგიონებში მოქმედ მცირე საწარმოებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღონ ფინანსური მომსახურება.

რუსეთის ფედერაცია

სახელმწიფო კომპანია

რეგიონალური საფინანსო კორპორაცია (RFC)

მიკრო–საფინანსო ორგანიზაცია, რომლის სუფთა მოგებამ 2008 წელს 1.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მასზე მოდის სექტორის მოგების 29%, ბაზრის წილი - 25%. რეგიონის ფერმერებსა და მეწარმეებს სთავაზობს ფინანსურ მომსახურებას ხელსაყრელი პირობებით, რითაც ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას.

მოლდოვა მსხვილი ადგილობრივი კომპანია

Tojiksodirotbonk (TSB)

ამ ბანკმა მიიღი გადაწყვეტილება თავის საქმიანობაში ჩაერთო ბაზრის ახალი და აუთვისებელი, თან ამავე დროს მეტად მრავალრიცხოვანი ჯგუფი და 2007-2009 წლებში სესხების სახით 4.2 მილიონი აშშ დოლარი გასცა 150 მცირე ზომის ფერმერზე, რამაც ასარგებლა ბამბის მეურნეობაში ჩართული 8400–ზე მეტი ადამიანი.

ტაჯიკეთი მსხვილი ადგილობრივი კომპანია

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

Temerin Telecottages

ეს არაკომერციული ორგანიზაცია სთავაზობს არა ძვირადღირებულ კომპიუტერებსა და ინტერნეტის წვდომას წელიწადში 15,000–ზე მეტ ღარიბ სოფლის მოსახლეს , რითაც აუმჯობესებს უმუშევრების დაკავშირებას დასაქმების სამსახურებთან და ფერმერებისთვის - ბაზრებსა და სანედლეულო ბაზებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

სერბეთი არაკომერციული ორგანიზაცია

მობილური ტელესისტემები (MTS)

ამ ტელეკომუნიკაციის კომპანიამ გაზარდა მისი მომხმარებლების ბაზა რეგიონის ჰოსპიტალებისთვის ტელემედიცინის მიწოდებით, რითაც ხელს უწყობს მრავალი პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებას და სამედიცინო პერსონალისთვის უახლესი ტექნოლოგიების სწავლებას.

ბელორუსია მსხვილი ადგილობრივი კომპანია

ცხრილი 2: ანგარიშში გამოყენებული მაგალითები

Page 15: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

15რეზიუმე

დასახელება მოკლე აღწერა ქვეყანა ორგანიზაციის ტიპი

სამრეწველო წარმოება

სასწავლო-საწარმოო კომპანია (PTF)

ქსოვილების წარმოების ბიზნესში, რომელიც დაარსებულ იქნა სმენა და მხედველობა დაქვეითებულ საზოგადოების მიერ, დასაქმებულია 167 სმენადაქვეითებული ადამიანი. საკუთარ კვარტალურ შემოსავალს 42,000 აშშ დოლარის ოდენობით იყენებს ყრუთა და ბრმათა დასახმარებელად შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად.

თურქმენეთი არაკომერციული ორგანიზაცია

Hey Textile ქსოვილების მწარმოებელი კომპანია, რომელმაც განალაგა თავისი საწარმოები თურქეთის მიუწვდომელ რეგიონებში, სადაც საწარმოო დანახარჯები ნაკლებია, რის შდეგადაც კომპანიის მოგება 10%–ით გაიზარდა და დასაქმდა 1,000–ზე მეტი დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანი (მათ შორის 50% ქალი)

თურქეთი მსხვილი ადგილობრივი კომპანია

Gadim Guba ხალიჩების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ფლობს ყოფილ სახელმწიფო საწარმოს და ცდილობს აღადგინოს ხალიჩების ტრადიციული ქსოვის ტექნიკა, იყენებს ბუნებრივ საღებავებს და დასაქმებული ყავს 140 ქალი, რომელიც შეადგენს ძირითად სამუშაო ძალას.

აზერბაიჯანი SME

საცალო ვაჭრობა

Tinex ეს მეორე უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 1000–ზე მეტი ადამიანი, უზრუნველყოფს სამუშაოს და სახელობო სწავლებას 18 წლის და უფროსი ასაკის მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 25 მზრუნველობას მოკლებული ბავშვი.

მაკედონია (FYROM)

მსხვილი ადგილობრივი კომპანია

ტურიზმი

Tufenkian სასტუმროების ეს ქსელი, რომელიც შეიქმნა სომხეთის კოლტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, სასოფლო ტურიზმის მომსახურებას სთავაზობს წელიწადში 3,000–ზე მეტ დამსვენებელს. სასტუმროთა ქსელში დასაქმებულია 174 ადამიანი რეგიონებიდან, საკვებ პროდუქტების შეძენა ხდება ადგილობრივ თემში და ეკოლოგია დაცულია მზის ენერგიის გამოყენებით, დარგულია 1,500 ხე და შემცირებულია წყლის გადინება.

სომხეთი SME

სათემო ტურიზმი (CBT)

2008 წლისთვის ამ სათემო ეკოტურიზმის მომსახურებამ, რომელსაც ადგილობრივი თემი ახორციელებს, უზრუნველყო ქვეყანაში ტურისტების რიცხვის 400%-ით ზრდა 8 წლის წინანდელთან შედარებით და ამავე დროს შექმნა 412 სამუშაო ადგილი რეგიონში.

ყირგიზეთი SME

ნარჩენების მართვა

Čistoća ეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანია ასაქმებს დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებს, რომლებიც ახორციელებენ ნარჩენი მასალების შეგროვებას და დახარისხებას. 98 თანამშრომლიდან 32 არის ბოშათა ღარიბი თემიდან. ისინი იღებენ საშუალოზე მაღალ ხელფასს და სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით. ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობით განხორციელებულ საინფორმაციო კამპანიის ჩატარების შემდეგ კი მუნიციპალიტეტის ნარჩენების რაოდენობა შემცირდა 30%–ით.

მონტენეგრო სახელმწიფო კომპანია

Industrijski Otpad ეს საწარმო ახდენს წლიურად 350–დან 1,000 ტონამდე ინდუსტრიული და საოჯახო ნარჩენების გადამუშავებას და ასაქმებს და ყიდულობს პროდუქციას სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობიდან.

ბოსნია და ჰერცოგოვინა

SME

Edipack ამზადებს შესაფუთ მასალას გადამუშავებული ნარჩენებიდან, რომელსაც აგროვებს ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოებისა და ოჯახებისაგან, რითაც უზრუნველყოფს თვეში საშუალოდ 160 აშშ დოლარის შემოსავალს ერთ სულზე. კომპანიის ამ საქმიანობამ ხელი შეუწყო მისი კოსმეტიკის მწარმოებელი ფილიალის ზრდას , რომლის გაყიდვები 60%-ით გაიზარდა, ხოლო ბრუნვამ 2008 წელს შეადგინა 2 მლნ აშშ დოლარი.

ალბანეთი SME

ბაზრების ინკლუზიურობის ზრდის (GIM) ინიციატივის საინფორმაციო პლატფორმაანგარიშის სრული ვერსია, კონკრეტული მაგალითები და ასევე ინფორმაცია მხარდამჭერი ორგანიზაციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბაზრების ინკლუზიურობის ზრდის ინიციატივის საინფორმაციო პლატფორმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.growinginclusivemarkets.org

Page 16: ბიზნესის მონაწილეობა სიღარიბის ... · 2011-02-09 · ბიზნეს გადაწყვეტილებები სიღარიბის

www.growinginclusivemarkets.org

United Nations Development ProgrammeOne United Nations PlazaNew York, NY 10017, USAwww.undp.org

Sales #: E.08.III.B.20 . ISBN #: 978-92-1-126224-7

Growing Inclusive MarketsBusiness Works for Development •Development Works for Business

www.growinginclusivemarkets.org

United Nations Development ProgrammeUNDP Regional Bureau for Europe and the Commonwealth of Independent Stateshttp://europeandcis.undp.org/

Sales #: E.08.III.B.20 . ISBN #: 978-92-1-126224-7

Growing Inclusive MarketsBusiness Works for Development •Development Works for Business