შინაარსიkartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/khintibidze...1...

309
1 შინაარსი 1. ავტორისაგან .......................................................................... 3 2. მივიწყებული წარსულის საიდუმლო .............................. 5 3. ქართული ლიტერატურა მედიევისტიკის საერთო კონტექსტში ............................................................................. 15 4. შოთა რუსთველი (საენციკლოპედიო ნარკვევი) .......... 31 5. ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში - მეფე და არა მეფე .............................................................................. 68 6. ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი და ისევ მეფე და არა მეფე .............................. 96 7. ვეფხისტყაოსნის გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ .................................................................... 124 8. ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა შაჰ-აბას პირველის სამეფო კარზე..................................................... 149 9. ვეფხისტყაოსანი – შექსპირის ლიტერატურული წყარო.......................................................................................154 10. რუსთველის ვეფხისტყაოსანი და შექსპირის ციმბელინი ............................................................................. 183 11. ვეფხისტყაოსანი და ციმბელინის ლიტერატურული წყაროები ................................................................................ 218 12. ვეფხისტყაოსნისეული მხატვრული სახეები და ინგლისური ლიტერატურული კრიტიკა......................... 234 13. იმოჯენი (Imogen) თუ ინოჯენი (Innogen) (შექსპირის ციმბელინის ოქსფორდული გამოცემის ერთი კონიექტურის შესახებ) ........................................................ 243 14. შექსპირის ბოლო პერიოდის პიესები და ვეფხისტყაოსანი ................................................................... 264 15. ინგლისური რეზიუმე .................................................... 278 16. გამოყენებული ლიტერატურა...................................... 289

Upload: others

Post on 23-Jan-2020

11 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • 1

    შინაარსი

    1. ავტორისაგან..........................................................................32. მივიწყებული წარსულის საიდუმლო..............................53. ქართული ლიტერატურა მედიევისტიკის საერთოკონტექსტში .............................................................................154. შოთა რუსთველი (საენციკლოპედიო ნარკვევი) ..........315. ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში - მეფედა არა მეფე ..............................................................................686. ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერისფილასტერი და ისევ მეფე და არა მეფე ..............................967. ვეფხისტყაოსნის გზა აღმოსავლეთიდანდასავლეთისკენ ....................................................................1248. ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა შაჰ-აბასპირველის სამეფო კარზე.....................................................1499. ვეფხისტყაოსანი – შექსპირის ლიტერატურულიწყარო.......................................................................................15410. რუსთველის ვეფხისტყაოსანი და შექსპირისციმბელინი .............................................................................18311. ვეფხისტყაოსანი და ციმბელინის ლიტერატურულიწყაროები ................................................................................21812. ვეფხისტყაოსნისეული მხატვრული სახეები დაინგლისური ლიტერატურული კრიტიკა.........................23413. იმოჯენი (Imogen) თუ ინოჯენი (Innogen) (შექსპირისციმბელინის ოქსფორდული გამოცემის ერთიკონიექტურის შესახებ) ........................................................24314. შექსპირის ბოლო პერიოდის პიესები დავეფხისტყაოსანი ...................................................................26415. ინგლისური რეზიუმე....................................................27816. გამოყენებული ლიტერატურა......................................289

  • 2

    17. საძიებლებიპირთა სახელები ...........................................................299თხზულებანი...............................................................305

    ილუსტრაციები ............................................47, 147, 203

  • 3

    ავტორისაგან

    წინამდებარე მონოგრაფია იმ შემოქმედებითი ინტერესის დამოღვაწეობის სფეროშია შექმნილი, რომელიც წინა საუკუნისდასასრულიდან გამოიკვეთა ჩემს ქართველოლოგიურ საქმიანობაში.ესაა ქართული ლიტერატურის მიმართება ევროპის ლიტერატურულპროცესთან და მისი ადგილი ევროპულ ცივილიზაციაში. ეს ინტერესიჩემი და ჩემი უმცროსი მეგობრებისა და მოწაფეების ერთიანიძალისხმევით მოაზრდა შემოქმედებით პროექტად, რომელსაც ჩვენვუწოდეთ მცირე ერების დიდი კულტურა. იმ ლიტერატურულმა დასაისტორიო ძიებებმა, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდაუკანასკნელი სამი ათეული წლის მანძილზე, მე მიმიყვანა შუასაუკუ-ნეების საქართველოს ლიტერატურული და კულტურული კავშირებისუნიკალური ფაქტების გამოვლენამდე: ვეფხისტყაოსანს იცნობს დალიტერატურულ წყაროდ იყენებს რენესანსის ეპოქის დასარულისხანის ევროპის მაღალი ინტელიგენციის წრე, კერძოდ, XVI-XVIIსაუკუნეების მიჯნის დიდი ინგლისური დრამატურგია და მისიუდიდესი წარმომადგენელი უილიამ შექსპირი. შუასაუკუნეებისსაქართველოს კულტურული ცხოვრების ამ დიდი მოვლენის დაინგლისური ლიტერატურული კრიტიკის სიახლის ლიტერატურულდა საისტორიო არგუმენტირებას ეძღვნება წინამდებარე მონოგრაფია.

    უღრმესი პატივისცემითა და მადლობის გრძნობით მინდამოვიხსენიო ჩემი უფროსი მეგობრების, მოწაფეების და ასევე ინგლი-სელი პროფესორებისა და კოლეგების ფართო წრე, რომელმაც ჩემიძიების წარმატებული სრულქმნისათვის დიდი სამსახური გამიწია.

    მათ შორის უპირველესია აწ განსვენებული უფროსი მეგობარი,ჩემი პირველი ოპონენტი და კონსულტანტი არიანე ჭანტურია.

    უღრმესი მადლობით მინდა მოვიხსენიო ბრიტანელი პროფესო-რები და ჩემი მოწაფეები, რომელთა მორალურმა მხარდაჭერამ ამპროექტის წარმატებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი: ანტონიბრაიერი, რობერტ ტომსონი, დონალდ რეიფილდი, ტონი ანდერსონი,

  • 4

    ანტონი ისტმონდი, სტივენ ნეში, ნიკ ოდე, ანტონი სტობარტი, იანკოლვინი, ემილი ჰილი, ანა ჭელიძე, მანანა ხატიაშვილი.

    ძალზე მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც ამ მონოგრაფიისსრულქმნაში შეიტანეს ჩემმა კოლეგებმა და მოწაფეებმა: ესენია –მანანა რუსიეშვილი, ნინო ჩაკუნაშვილი, თამარ ხაფავა, ირინეჯავახაძე, სოფიო გულიაშვილი, ცირა ვარდოსანიძე, თამარ მელიქიძე,თამთა გრიგოლია, ირმა მაკარაძე, გვანცა ჭოლიკაური, სოფიოდორეული, თინათინ ლეკიაშვილი, სანდრო ცხვედაძე, გიორგილომსაძე.

    ჩემი სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობდა ივანე ჯავახიშ-ვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართვე-ლოლოგიური სკოლის ცენტრის ბაზაზე. პროექტის წარმატებამნიშვნელოვნად აღმოჩნდა დამოკიდებული საქართველოს მეცნიერე-ბათა ეროვნული აკადემიის და ბრიტანეთის აკადემიის ერთიანიპროგრამის ფარგლებში ჩემს ორგზის მივლინებაზე დიდ ბრიტანეთში.წინამდებარე მონოგრაფიაზე მუშაობის ფინალურ ეტაპზეპრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა სამუშაო ჯგუფის შექმნას, რაცმოხერხდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისგრანტის ფარგლებში; და ასევე - იმავე გრანტის ფარგლებში კიდევსხვა სამეცნიერო მივლინებებს ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულშტატებში.

    წინამდებარე მონოგრაფია სტრუქტურულადაც წარმოაჩენს ჩემიკვლევა-ძიების იმ გზასა და პროცესს, რომელმაც თანდათანობითქართული კულტურისა და ლიტერატურის ისტორიის ამ მნიშ-ვნელოვან სიახლემდე მიმიყვანა. მონოგრაფიის ამგვარმა სტრუქ-ტურამ უხერხული ნიუანსიც მოიტანა, რაც მოძიებული ფაქტებისა დაჩემეული კვლევის დასკვნების განმეორებებში გამოვლინდა, რისგამოც მკითხველის წინაშე ბოდიშს ვიხდი.

  • 5

    მივიწყებული წარსულის საიდუმლო

    ვეფხისტყაოსანი მისი თანამედროვე და უშუალოდ მომდევნოთუ წინამორბედი დიდი ლიტერატურული ქმნილებებიდან ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ყველაზე მეტი გააზრებითა დათანმიმდევრობით გამოკვეთს იმ ეპოქის ახალ მსოფლშეგრძნებას.იმავე მსოფლხედვის ლიტერატურული აზროვნება ჩანს გვიანდელიშუასაუკუნეების ევროპაშიც: ტრუბადურები, კურტუაზული რომანი,დანტე, პეტრარკა. ევროპაში სოციალური მსოფლშეგრძნების და ლი-ტერატურული აზრის ეს პროცესი რენესანსამდე მივიდა დათანამედროვე ცივილიზაციის ერთი საფუძველთაგანი აღმოჩნდა.საქართველოში კი ქვეყნის პოლიტიკურმა კატასტროფამ აზროვნებისეს სვლა შეაჩერა და რუსთველის სიტყვა ვერ აღმოჩნდა ევროპულიცივილიზაციის იმ პროცესის ორგანული მონაწილე, რომლისგენეზისის ერთ-ერთი უპირველესი წევრი იყო. და ეს იყო საუკუნეზეუფრო მეტი ხნით ადრე, ვიდრე დიდი იტალიელები ამ საოცნებოიდეალებს უშუალოდ მიიტანდნენ რენესანსის ეპოქის კარიბჭემდე.

    ნუთუ მართლაც ასეთი მძიმე იყო განგების განაჩენი, რომეპოქის ეს ახალი სიტყვა ქართულ ენაში ჩამარხულიყო, რომ მისთვისევროპელ ინტელექტუალთა თვალს არ დაეხედა?! რუსთველოლო-გიურ მეცნიერებაში დამკვიდრებული აზრით, ვეფხისტყაოსნისმოკლე შინაარსი, მისი სათაური და ავტორის სახელი ევროპულენებზე პირველად რუსულად XIX საუკუნის დასაწყისში გამოცემულერთ წიგნში გამოჩნდა (ევგენი ბოლხოვიტინოვი, ისტორიული აღწერასაქართველოსი..., სანკტ-პეტერბურგი, 1802წ.). მეორე მხრივ, არისსაინტერესო, მაგრამ დაუმტკიცებელი და ამდენად ჯერ-ჯერობითსაეჭვო ცნობა, რომ რუსთველის ერთი ლექსი, სხვა ქართველ პოეტთაუცნობ ლექსებთან ერთად თვით შუა საუკუნეებშივე უნდა ყოფილიყოთარგმნილი არაბულად.

    ამ საკითხზე უფრო ფართოდ უნდა შევჩერდეთ, რამდენადაციგი შემდგომ შესწავლას საჭიროებს და სასურველია მკითხველთაფართო წრეს პრობლემის არსზე სრული ინფორმაცია ჰქონდეს.

  • 6

    1942 წელს მარსელში ფრანც ტუსენის მიერ გამოიცა წიგნისათაურით „სიყვარულისა და ომის ისლამური სიმღერები“.1 ამ წიგნშიშეტანილია არაბული ენიდან ფრანგულად თარგმნილი ოთხიქართველი ავტორის ლექსები: თავადი ზუმელის „ვარდი“, შავთელის„დაბრკოლება“, რუსთაველის „ვეფხის ტყავი“ (ნაწყვეტი), ანონიმის„ღამე“. ფ. ტუსენის ზეპირი განცხადებით, რომელიც მან უფრომოგვიანებით მიაწოდა ამ ფაქტით დაინტერესებულ ქართველმეცნიერებს, მას ეს ნაწარმოებები ამოუღია აბულ-ფარაჯის ლექსთაარაბული კრებულიდან, რომელიც კაიროს უნივერსიტეტისწიგნთსაცავში უნახავს. არც ერთი ზემოთ მითითებული ლექსიქართული წყაროებით ჩვენამდე მოღწეული არ არის. „ვეფხის ტყავის“ტექსტს, გარდა სათაურისა, არავითარი კავშირი არა აქვს„ვეფხისტყაოსანთან“. მაგრამ ამ კრებულში შეტანილ ქართველავტორთა სახელების თავისებური (ქართული ტრადიციიდანგანსხვავებული) დაწერილობა ზოგიერთ ქართველ მკვლევარსაფიქრებინებს, რომ მათ მართლაც არაბულ წყაროებში მიაგნო ფრანგმაავტორმა. სათაური „ვეფხის ტყავი“, ჩემი აზრით, მიგვანიშნებს ამლირიკული ლექსის იმ ხელნაწერიდან ამოღებას, რომელშიც რუსთა-ველის თხზულებები იყო გაერთიანებული და რომელიც „ვეფხის-ტყაოსნით“ იწყებოდა. პოემის სათაური „ვეფხისტყაოსანი“ „ვეფხისტყავად“ (პანტერის ტყავი, ჯიქის ტყავი) ითარგმნებოდა „ვეფხის-ტყაოსნის“ მკვლევართა მიერ თვით XIX საუკუნეშიც (მარი ბროსე,ნიკო მარი, კონსტანტინე ბალმონტი). დასახელებული აბულ-ფარაჯი,ჩემი აზრით, არის XIII საუკუნის არაბი ქრისტიანი ლიტერატორი –Abu l’Farag, დაბადებული დაახლოებით 1225 წლის მახლობლად,რომელიც ეპისკოპოსად მსახურობდა სომხეთში, ცხოვრობდა აზერ-ბაიჯანშიც. იგი ძალზე პროდუქტიული მთარგმნელი დაკომპილატორი იყო. კარგად იცნობდა საქართველოს. მის ნაწერებშიცნობებია იბერიელებზე, მათ ქრისტიანობაზე მოქცევაზე, მონღო-ლებისა და იბერიელების ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა, ნათქვამისაკმარისი არ არის იმისათვის, რომ ფ. ტუსენის პუბლიკაციაში ეჭვი არშევიტანოთ, როგორც ამას ზოგიერთი ქართველი მკვლევარი ჩადის.მართლაც, სხვა რაიმე დამადასტურებელი მინიშნება იმ წიგნის

    1 Toussaint F., Chants d’Amour et de Geurre de l’Islam, Marseille 1942.

  • 7

    არსებობაზე, რომელზედაც ფ. ტუსენმა თავისი ზეპირი განცხადებითმიუთითა, ჯერჯერობით არ ჩანს. მაგრამ არც ფ. ტუსენისყალბისმქმნელობის დამადასტურებელი არგუმენტები არსებობს.

    მე ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, რომ ქართულ საზოგადოებასდა ევროპულ სამეცნიერო წრეებს მივაწოდე ახალი აზრი: რუსთველისვეფხისტყაოსნის სიუჟეტის გადამუშავებით ინგლისის სამეფოთეატრში შექსპირის სიცოცხლეში იდგმება და მთელი საუკუნისმანძილზე რჩება ინგლისის თეატრალურ სცენაზე ორი სპექტაკლი:შექსპირის უშუალო მემკვიდრეების ფრანსის ბომონტისა და ჯონფლეტჩერის ფილასტერი და მეფე და არა მეფე. უფრო მეტიც, როგორცჩანს, ვეფხისტყაოსნის მთავარი შეყვარებული წყვილის თავგა-დასავალს იცნობს და მისი შემოქმედების ბოლო პერიოდში შექმნილპიესებში იყენებს თვით უილიამ შექსპირი.

    XII საუკუნის ქართველი პოეტი, თამარ მეფის მეხოტბეჩახრუხაძე თავის თამარიანში მესიანისტურ კონცეფციას ავითარებს:თამარი ქართველთა სამეფოს მხსნელია, მესიაა, ქართველთა სამეფო –ქრისტიანობის, ქრისტიანობა კი კაცობრიობის მხსნელია, თამარიმესიაა. პოემის ერთ სტროფში იკითხება: „ვსთქუ შიშით მკრთალმან“.ეს სიტყვები მე ამგვარად მესმის: ავტორი გრძნობს თავის დიდპასუხისმგებლობას საკუთარი ნათქვამის წინაშე. პირადად ჩემსპასუხისმგებლობას ის აძლიერებს, რომ მე, ქართველი მკვლევარი,მსოფლიოს ლიტერატურული აზროვნების მწვერვალის – შექსპირისმიერ ჩემი ერის ეროვნულ საუნჯეში ჩახედვის დღემდე სრულიადუცნობი ფაქტის გამოვლენას და მტკიცებას ვაპირებ – ხომ არჩამითვლიან ამას სამეცნიერო წრეები, უპირველეს ყოვლისა,უცხოელი შექსპიროლოგები, პატრიოტულ მონდომებად, აღტკინებადდა გადაჭარბებად. არადა ჩემი დიდი მასწავლებლის, კორნელიკეკელიძის კვალდაკვალ, ყოველთვის ვცდილობდი სამეცნიეროსაქმიანობაში ასეთი ბრალდებისგან დაზღვეული ვყოფილიყავი.

    სხვა დიდი ქართველის, გიორგი მერჩულის სიტყვებიცმახსენდება: „ბრძნად მეტყველებაჲ ვეცხლი არს წმიდაჲ, ხოლოდუმილი ოქროჲ რჩეული“. იქნებ არ ღირდეს „თავის ატკენა“, მითუმეტეს, რომ დუმილი ასე ძვირად ფასობს?! მე ვფიქრობ, რომ არამაქვს უფლება „თავი არ ავიტკივო“ და „ვაი თუს“ შიშით დავდუმდე იმ

  • 8

    სათქმელზე, რაც უკანასკნელი წლების ჩემს ფილოლოგიურკვლევებში გამოიკვეთა და რაც მიმაჩნია, ძალზე მნიშვნელოვანიაროგორც ქართული შემოქმედებითი გენიის უცნობი ფურცლებისწასაკითხად, ასევე ინგლისური ლიტერატურული კრიტიკის ძალზემნიშვნელოვანი პრობლემის ინტერპრეტაციისათვის.

    შექსპირის ეპოქის ევროპულ მწერლობაში საქართველო ანქართველი პერსონაჟი, ისტორიული თუ გამონაგონი, ძალზეიშვიათად იხსენიება. სიტუაცია შექსპირის მოღვაწეობის უკანასკნელიპერიოდიდან შეიცვლება. ევროპულ ლიტერატურათმცოდნეობაშიარის თვალსაზრისი, რომ თვითონ შექსპირის ერთი პერსონაჟი –დედოფალი ტამორა ტრაგედიაში ტიტუს ანდრონიკუსი – საქარ-თველოს დედოფლის – თამარ მეფის სახელის საფუძველზე უნდაიყოს სახელდებული.2 თუმცა ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში ესვარაუდი უარყოფითადაა შეფასებული.3

    ვეფხისტყაოსნის სიუჟეტთან მიმართებაში შექსპირის სახელიუხსენებია ინგლისის პარლამენტის წევრს ემერის ჰიუზის. 1966 წელსთბილისში რუსთველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმოსხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაში მას უთქვამს: „ვწუხვარ, რომქართული არ ვიცი, მაგრამ შექსპირის ენაზე ვილაპარაკებ; ეს კია, რომთვით შექსპირი, ერთი თალსაზრისით, გაუნათლებელი იყო:რუსთველის არსებობა არ იცოდა; რომ სცოდნოდა, უეჭველადისესხებდა ან მოიპარავდა ვეფხისტყაოსნის სიუჟეტსო“.4

    ახალი ეტაპი ვეფხისტყაოსნის კვალის გამოვლენისა შექსპირისეპოქის ინგლისურ ლიტერატურაში დაეფუძნა ევროპულმეცნიერებაში ქართული ლიტერატურის ასახვის მონოგრაფიულშესწავლას.5 მიჩნეული იყო, რომ XVII და XVIII საუკუნეებისევროპულ მხატვრულ ლიტერატურაში საქართველოს და ქართველი

    2 Debelius W., “Zur Stoffgeschichte des Titus Andronikus”: Jahrbuch der deutschenShakespeare – Gesellschaft, #48, 1912; Highet G., The Classical Tradition. OxfordUniversity Press 1949, p. 194.3 ბადრიძე შ., კენჭოშვილი ი., „ტიტუს ანდრონიკუსი – თამარი თუ ტამორა“:ქართული შექსპირიანა, 3. თბ. 1972, გვ. 88-103.4 ბერიძე ვ., მოგონებები. „საბჭოთა საქართველო“. თბ. 1987, გვ. 376.5ხინთიბიძე ე. (რედაქტორი), ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში.„ქართველოლოგი“, თბ. 2003.

  • 9

    პერსონაჟის ხსენება თითქმის ყველა შემთხვევაში რეალურ დაისტორიულ ფაქტებს მოწყვეტილი იყო და მხატვრული გამონაგონისსფეროს განეკუთვნებოდა. გამონაკლისად მხოლოდ ქართველიდედოფლის, ქეთევანის წამების ამბავი იყო მიჩნეული. მკვლევართამიერ არარეალურ ფაქტებზე დამყარებულ თხზულებათა შორისდასახელებული იყო ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის პიესამეფე და არა მეფეც, რომლის მოქმედება, ავტორთა ჩანაფიქრით,იბერიაში ხდებოდა. საკითხის დეტალურმა შესწავლამ დამარწმუნა,რომ ეს პიესა სიუჟეტურ წყაროდ იყენებდა რუსთველის ვეფხის-ტყაოსნის უმთავრეს რომანულ ციკლს – ინდოეთის ტახტის მემკვიდ-რეების სიყვარულის ამბავს. ინგლისელ დრამატურგთასაქართველოზე მითითება ან იმას მიანიშნებდა, რომ პიესა ქართველიავტორის თხზულებაზე იყო დამყარებული; ან კიდევ იმას, რომრუსთველის ვეფხისტყაოსანში აღწერილი ინდოეთის ამბავი ავტორისმიერ მხატვრულად გადააზრებული საქართველოს ამბავი იყო (ასეფიქრობდნენ ძველ საქართველოში). რუსთველის ვეფხისტყაოსანთანმიმართებით ბომონტისა და ფლეტჩერის დრამატურგიის კომპლექ-სურმა შესწავლამ დამარწმუნა, რომ პიესა ფილასტერიც, რომელიცავტორებს დაახლოებით მეფე და არა მეფის პარალელურად (იმავეპერიოდში) შეუქმნიათ, ისევ იმავე სასიყვარულო ისტორიას იყენებსძირითად სიუჟეტურ წყაროდ.6

    აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურული ურთიერთო-ბების ამ ახალგამოვლენილმა ფაქტმა იმთავითვე დასვა ორიოდეშეკითხვა, რომელთა დაზუსტება პრობლემის შემდგომი კვლევისწინაპირობა უნდა გამხდარიყო. პირველი ბომონტისა და ფლეტჩერისპიესების ვეფხისტყაოსანთან მიმართების საკითხის წარმოჩენისთავდაპირველ იმპულსს შეეხებოდა. როგორც უკვე მივუთითე, მეფედა არა მეფეში ინსცენირებული ამბავი საქართველოში ხდებოდა.თავდაპირველად სწორედ ამ ფაქტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. მაგრამსაქართველო ინგლისურ პიესაში სახელდებულია იბერიად.

    6 ხინთიბიძე ე., ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში.„ქართველოლოგი“, თბ., 2008; Khintibidze E., Rustaveli’s The Man in the PantehrSkin and European Literature. “Bennett and Bloom”, London 2011

  • 10

    ნამდვილად საქართველო იგულისხმება მეფე და არა მეფის იბერიაში?ევროპულ წყაროებში იბერია გარდა დღევანდელი საქართველოსადღევანდელ ესპანეთსაც ეწოდებოდა. ამას კი საფუძველი ჰქონდაძველ ბერძნულ და ლათინურ ისტორიულ წყაროებში.

    საქმე ის არის, რომ სახელი იბერია ძველი მსოფლიოსათვის არიყო მხოლოდ კავკასიაში, შავი ზღვის პირას არსებული ქვეყნისაღმნიშვნელი სახელი. დავიწყოთ უნდა იმით, რომ იბერები იყვნენდღევანდელი ბრიტანეთის უძველესი მაცხოვრებლები (აპიანე,„იბერიკე“ I, 1), რომელთა იქ მისვლას ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამეათასწლეულში ვარაუდობენ. ძველ ლათინურ წყაროებში Hiberniaდღევანდელ ირლანდიას ეწოდება. უფრო პოპულარული იყოდღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე არსებული იბერია, ანუპირენეის იბერია (ლათ.: Hiberia/Iberia). ძველი ისტორიკოსებისაზრით, დასავლეთის (პირენეს) და აღმოსავლეთის (კავკასიის)იბერიაში ერთმანეთის მონათესავე ხალხი ცხოვრობდა. ძველიბერძნები თვლიდნენ, რომ იბერები დასავლეთიდან, პირენეისნახევარკუნძულიდან გადმოსახლდნენ აღმოსავლეთში. მიგრაციისამგვარ ვერსიას მხარს უჭერდნენ მეგასთენე (IV-III ს.ს. ძვ. წ.),აპოლოდორე (II ს. ძვ. წ.), სტრაბონი (I ს.), იოსებ ფლავიუსი (I ს.),დიონისე პერიეგეტე (II ს.), ევსევი კესარიელი (III-IV ს. ს.), სოკრატესქოლასტიკოსი (V ს.) და სხვები. ძველი რომაელი მწერლებიუპირატესად იბერების აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადასახ-ლების ვერსიას უჭერდნენ მხარს: ვარონი (II-I ს. ს. ძვ. წ.), პლინიუსუფროსი (I ს.). როგორც ჩანს, ანტიკურ სამყაროში ის ვარაუდიც იყოდაშვებული, რომ ეს ორი თანამოსახელე იბერები შესაძლოასხვადასხვა ხალხიც იყოს. ამას მოწმობს აპიანეს (I-II ს. ს.) გადმოცემა:,,იბერებს, რომლებიც აზიაში არიან, ზოგი მიიჩნევს ევროპელიიბერების წინაპრად, ზოგი ამათ მოახალშენეებად, სხვები მხოლოდთანამოსახელეებად, რადგან არც ზნე აქვთ არაფრით მსგავსი და არცენა“.

    ბომონტისა და ფლეტჩერის მეფე და არა მეფის იბერიისიდენტიფიცირება შედარებით ადვილად ხერხდება. საქმე ისაა, რომპიესის მიხედვით, იბერიის ახალგაზრდა მეფე არბასესი (Arbaces)ამარცხებს მეზობელი ქვეყნის არმენიის მეფეს ტიგრანესს (Tigranes) და

  • 11

    იგი ტყვედ მოჰყავს იბერიის სამეფო კარზე, სადაც ვითარდებაშემდეგი მოქმედება. იბერიის სამეფო კარზე არმენიიდან მეფეტიგრანესის დასახმარებლად ჩამოდიან ამ უკანასკნელის სატრფოსპაკონია (Spaconia) და მისი მამა ლიგონესი (Ligones). ეჭვი არაა, რომიბერიაში, რომლის მეზობელი სომხეთია (არმენიაა) ნამდვილადსაქართველო იგულისხმება. პირველ საუკუნეში ამ ორი ქვეყნისსამხედრო დაპირისპირების თაობაზე მიუთითებენ ლათინურისაისტორიო წყაროები, რომელთაც დანამდვილებით იცნობდნენ XVIIსაუკუნის ინგლისის სამეფო თეატრის დრამატურგები. მეფე და არამეფის პერსონაჟთა შორის ძველი ბერძნული და ლათინურისაისტორიო წყაროებიდან ცნობილი ქართველი უფლისწულისბაკურიუსის (Bacurius) სახელიცაა გადმოტანილი.

    კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც უმჯობესია პასუხი ამთავითვეგაეცეს, საკუთრივ ვეფხისტყაოსანს შეეხება და რუსთველოლოგიისსფეროს განეკუთვნება. რუსთველი პოემის პროლოგში თავისთხზულებას სპარსულ ამბავს უწოდებს:

    „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები...ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები“ (9).7

    პოეტის ამ სიტყვებს რუსთველოლოგები სხვადასხვაგვარადგანმარტავდნენ, რამდენადაც ვეფხისტყაოსანის უშუალოაღმოსავლური სიუჟეტური წყარო არ ჩანდა. XVII საუკუნისინგლისურ დრამატურგიაში ვეფხისტყაოსნისეული ფაბულისგამოვლენა იმთავითვე დასვამს კითხვას - ხომ არ უნდა ვივარაუდოთ,რომ ინგლისელ დრამატურგებთან ეს სიუჟეტური ქარგა იმ უცნობიაღმოსავლური წყაროდან მიდის, რომელიც თავად რუსთველის წყაროშეიძლებოდა ყოფილიყო. კითხვას ამთავითვე შეიძლებაუარყოფითად ვუპასუხოთ. საქმე ისაა, რომ დღეისათვის უფროდაბეჯითებით შეიძლება ვისაუბროთ ვეფხისტყაოსნის სიუჟეტურქარგაზე და მის სავარაუდო წყაროებზე. რუსთველის პოემაში ორიუმთავრესი სიუჟეტური ქარგა ჩანს. პირველი აგებულია სამეფო

    7 ნაწყვეტებს ვეფხისტყაოსნიდან ვიმოწმებ რუსთველის პოემის ხელნაწერთავარიანტებიანი გამოცემიდან: შოთა რუსთველი, ვეფხის ტყაოსანი, I, ტექსტიდა ვარიანტები (ა. შანიძის და ა. ბარამიძის რედაქციით). „მეცნიერება“, თბ.1966.

  • 12

    ტახტის დინასტიური მემკვიდრეობის შენარჩუნების იდეაზე დამოაზრებულია მეფის ერთადერთი მემკვიდრე ქალის და მისთვისსაქმროს შერჩევის თემაზე. ეს იდეა და თემა ჩანს ვეფხისტყაოსნისსიუჟეტის ორივე პარალელურ ამბავში - არაბეთისა და ინდოეთისამბებში. ეს ქარგა რუსთველის მიერ მოაზრებულია XII საუკუნის 80-იანი წლების საქართველოს ისტორიული სინამდვილის საფუძველზე,საქართველოს მეფის, გიორგი მესამის მიერ ერთადერთი ქალიშვილის– თამარის გამეფების ანალოგიით. მეორე სიუჟეტური ქარგაშეყვარებული უფლისწულის მიერ დაკარგული სატრფოს ძიების დასამი მეგობრის მიერ მისი განთავისუფლების თემაზეა აგებული,რომლის უძველესი ანალოგი ინდურ ეპოსში - რამაიანაში ჩანს.

    ინგლისურ დრამატურგიაში სიუჟეტურ წყაროდ გამოყე-ნებულია ვეფხისტყაოსნის ზემოთ მითითებული პირველი ქარგა,რომელიც აშკარად რუსთველისეულია და, როგორც აღვნიშნე,ქართული სამეფო კარის რეალური ფაქტების საფუძველზეა აგებული.ნათქვამს ისიც უნდა დაემატოს, რომ ინგლისურ დრამატურგიაშინესტანისა და ტარიელის სიყვარულის მხოლოდ ზოგადი ამბავისკვალი კი არ ჩანს, არამედ ამ ამბის რუსთველის ვეფხისტყაოსნისეულიმხატვრული დეტალებიც. იმასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომინგლისელი ავტორები მოქმედების ლოკალიზების ადგილად სწორედიბერიის (საქართველოს) სამეფო კარს ასახელებენ.

    ბომონტისა და ფლეტჩერის პიესების სიუჟეტთა ვეფხის-ტყაოსანთან მიმართების კვლევამ ახალი პრობლემა წარმოაჩინა,რომელიც ფილოლოგიის სფეროს სცილდება. რა გზით უნდაყოფილიყო მისაწვდომი ვეფხისტყაოსნის პოემა ბომონტისა დაფლეტჩერისათვის. ინგლისურ ლიტერატურულ კრიტიკაში ამსაიდუმლოს ამოსახსნელად არავითარი მინიშნება არ ჩანს. ქართულისაისტორიო წყაროები საზოგადოდ საკმაოდ მწირია (ამის უმთავრესმიზეზად შუასაუკუნეების საქართველოს მძიმე პოლიტიკურსიტუაციას ასახელებენ). ჩემ მიერ თავიდანვე გამოითქვა რამდენიმეშორეული ვარაუდი ამ საიდუმლოს ამოსახსნელად. საკითხისშემდგომმა კვლევამ, ჩემი აზრით, სარწმუნო თვალსაზრისი გამოკ-ვეთა: ვეფხისტყაოსნისეულ ნესტანისა და ტარიელის სიყვარულისამბავს ინგლისის დრამატურგთა საზოგადოებამდე უნდა მიეღწია

  • 13

    XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე სპარსეთის შაჰის სამეფო კარზედაწინაურებული ქართული წარმოშობის დიდებულთა და იმავეპერიოდში სპარსეთის სამეფო კარზე სერ ანტონი შერლისმეთაურობით ჩასულ ინგლისელ დიპლომატთა ჯგუფის თანამ-შრომლობით.8 იმ ფაქტების გამოვლენამ, რომ ანტონი შერლისმჭიდრო კავშირი ჰქონდა იმ ინგლისელ გრაფებთან, რომლებიცთავიანთ მხრივ სამეფო თეატრთან და კერძოდ შექსპირთან იყვნენდაახლოებული და, გარდა ამის, რომ შექსპირი თავის თხზულებებშიიყენებს ანტონი შერლის სპარსეთში მოგზაურობის ცნობებს,პრობლემის კვლევის სფეროში შექსპირის დრამატურგია შემოიტანა.

    ინგლისური ლიტერატურული კრიტიკა არაორაზროვნადმიუთითებს, რომ შექსპირის ბოლო პერიოდის პიესები თავიანთილიტერატურული სტილით იმავე ჟანრის თავისებურებებსამჟღავნებენ, რომელსაც ბომონტისა და ფლეტჩერის მეფე და არა მეფედა ფილასტერი განეკუთვნება, ხოლო ეს უკანასკნელი პიესა აშკარასიუჟეტურ მიმართებებს წარმოაჩენს შექსპირის ციმბელინთან. ამთხზულებათა ურთიერთმიმართების და ამ მიმართებების ვეფხის-ტყაოსნისეულ ნესტანისა და ტარიელის რომანთან პარალელურმაკვლევამ გამოკვეთა ჩემი თვალსაზრისი: ვეფხისტყაოსნის აღნიშნულირომანული ციკლი არის შექსპირის ციმბელინის თემატური დაკომპოზიციური წყარო.9 უფრო მეტიც, შექსპირის დრამატურგიისუკანასკნელი პერიოდის პიესებში საზოგადოდ შეინიშნებარემინისცენციები ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ისტორიისსიუჟეტური და იდეურ-თემატური პასაჟებისა.

    წინამდებარე მონოგრაფია ეძღვნება კომპლექსურ შესწავლას ამპრობლემისა, რომელიც, ერთი მხრივ, ინგლისური ლიტერატურულიკრიტიკისათვის დიდი სიახლეა, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი

    8 ხინთიბიძე ე., „რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდიაღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და სეფიანთა ირანის ქართველები“: ჟურნ.,ქართველოლოგი, #16, 2011, გვ. 55-80.9 ხინთიბიძე ე., „ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო“: ჟურნ.ქართველოლოგი, #19, 2013, გვ. 72-107; ხინთიბიძე ე., „შოთა რუსთველისვეფხისტყაოსანი და შექსპირის ციმბელინი“: ჟურნ., ქართველოლოგი, #20, 2014,გვ. 10-46.

  • 14

    ფაქტი საქართველოს კულტურული წარსულის დღემდე უცნობმოვლენათა სფეროდან.

    ვფიქრობ, დასმული პრობლემის კონკრეტული კვლევა თავდა-პირველად საჭიროებს შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურის ძი-რითადი ფაქტების ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში გააზრებასდა ამასთან ერთად, სათანადო ორიენტირებას რუსთველის ვეფ-ხისტყაოსნის იდეური და მხატვრული სამყაროს პრობლემატიკაში.ამიტომაც შუასაუკუნეების ქართული რომანის შექსპირისა და მისითანამედროვეების მიერ სიუჟეტურ წყაროდ გამოყენების უშუალოკვლევას წინ წავუმძღვარე ძველი ქართული ლიტერატურის უმ-თავრესი ასპექტების მოკლე მიმოხილვა და საენციკლოპედიო ნარ-კვევი რუსთველის შემოქმედებაზე.

  • 15

    ქართული ლიტერატურა მედიევისტიკისსაერთო კონტექსტში

    საქართველოს უძველესი ისტორია, ქართველთა ეთნოგენეზისიმრავალ პრობლემურ საკითხს სვამს თანამედროვე ჰუმანიტარულიმეცნიერების წინაშე, როგორიცაა: ქართველურ ტომთა უძველესიკონტაქტები აზიისა და ევროპის ხალხებთან,1 ქართველური ენებისადგილი მსოფლიოს ხალხთა ენების ოჯახთა რიგში,2 ქართველთასახელწოდებების ეტიმოლოგია3 და სხვა. ამათ რიგში ერთი მნიშ-ვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიული წყაროებით ჩვენამდემოღწეულ ცნობებს ქართველთა ინტელექტუალური წვლილისთაობაზე შუასაუკუნეების ცივილიზაციაში.

    ჩვენამდე მოღწეულია ქართულ ენაზე დაწერილი მდიდარილიტერატურა, რომელიც იქმნებოდა საუკუნეების მანძილზე,დაწყებული IV საუკუნიდან. ეს ნაწერები არის წმინდა ლიტერა-ტურული – ლირიკული და ეპიკური, ისევე როგორც რელიგიურ-ფილოსოფიური, ისტორიოგრაფიული და იურისპრუდენციული.შუასაუკუნეების ქართული მწერლობა, ანუ ძველი ქართულიმწერლობა, როგორც მას ქართულ ლიტერატურისმცოდნეობაშიმიღებული პერიოდიზაციით უწოდებენ, საკვლევად და გადასაწ-ყვეტად ბევრ პრობლემას წარმოაჩენს.

    მათგან ერთი უმთავრესთაგანია ქართული მწერლობისდასაწყისის პრობლემა. ჩვენამდე მოღწეული ლიტერატურული მემ-კვიდრეობისა და აშკარად მეტყველი უძველესი ცნობების თანახმად,ქართულ ენაზე საეკლესიო, ქრისტიანული მწერლობის არსებობა

    1 Гамкрелидзе Т., Иванов В., Индоевропейский Язык и Индоевропейцы, I и II. Тб.1984.2 გამყრელიძე თ., წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა.თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ. 1989.3ხინთიბიძე ე., ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია. თბილისისუნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ. 1998.

  • 16

    სავარაუდოდ III-IV საუკუნეების მიჯნით შეიძლება დათარიღდეს.4

    ამავე დროს არსებობს თვალსაზრისი, რომელიც ეყრდნობა ქართულდა ბერძნულ ენებზე შემონახული ცნობების ინტერპრეტაციას, რომქართველებს წერილობითი ძეგლები ქრისტიანობამდელ ხანაშიცუნდა ჰქონოდათ. ამ თვალსაზრისს ამყარებს ჩვენამდე მოღწეულ საის-ტორიო ქრონიკაში, კერძოდ XI საუკუნის ქართველი ისტორიოგრაფისლეონტი მროველის „ქართველ მეფეთა ცხოვრებაში“, ჩართული ერთიმოზრდილი თავი - პირველი ქართული ეროვნული სახელმწიფოს,ქართლის, პირველი მეფის ფარნავაზის ცხოვრება. ეს ნაწილიქართული ისტორიოგრაფიული თხზულებისა თავისი არქიტექტონი-კით (ქრონოგრაფიული ჟანრიდან განსხვავებული სტი-ლით) და ლე-ონტი მროველის ამ თხზულებისათვის დამახასიათებელი სპეციფი-კით (ქრონიკაში ცალკე ქვეთავებად სხვა – მზამზარეული ტექსტებისჩართვით), ზოგიერთი ქართველი მეცნიერის აზრით, ამ საისტორიოთხზულებაში გადამუშავებული სახით ჩართულ უძველეს ქართულთხზულებადაა მიჩნეული, რომელსაც პირობითად „ფარნავაზიანს“უწოდებენ.5 ამ თვალსაზრისს ამყარებს „ფარნავაზიანის“ რელიგიურიქვეტექსტი – მაზდეანიზმი; შუასაუკუნეობრივი ქრისტიანული ტრან-სცენდენტური სააზროვნო სტილისაგან განსხვავებით მასში აშკარადგამოხატული მითოსური მსოფლხედვა; ქრისტიანულ მწერლობაშიდომინირებული ბიბლიური და აგიოგრაფიული სამწერლობო მოდე-ლისაგან განსხვავებული საზღაპრო-სადევგმირო ნარატიული მეტყვე-ლება და უძველესი საქართველოს ადმინისტრაციული სტრუქტურისდა სახელმწიფოებრივი დაყოფის სარწმუნო აღწერა.6

    ზოგჯერ ქართული ლიტერატურის დასაწყისის პრობლემისგადასაწყვეტად ქართული ანბანის ფორმირების საკითხს მოიშველი-ებენ. ეს საკითხიც პრობლემატურია. ჩვენამდე მოღწეული უძველესიწერილობითი ძეგლები V საუკუნეს განეკუთვნება. ზოგი ქართველი

    4 კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, I, „საბჭოთა საქართველო“,თბ. 1960 , გვ. 31-41.5 ბარამიძე რ., ფარნავაზმან ძლიერ ჰყო ქუეყანა თვისი. „საქართველო“, თბ. 1992;Baramidze R., Die Anfänge der georgischen Literatur (“Des Leben des Parnawas”):Georgica, 10. Jena-Tbilisi, 1987, S. 39-44.6,,ცხოვრება ფარნავაზისი, რომელი იყო პირველი მეფე ქართლისაქართლოსიანი“: ჟურნ. ქართველოლოგი, #7, 2000, გვ. 5-15.

  • 17

    არქეოლოგის ინტერპრეტაციით, შედარებით ახალი არქეოლოგიურიგათხრებით აღმოჩენილი ქართული პალეოგრაფიული წარწერისრამდენიმე ფრაგმენტი I-II საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.7

    ძველი ხელნაწერებით, ხელნაწერთა ფრაგმენტებით, თუ პალეოგრ-აფიული წარწერებით ათეულ ათასობით ჩვენამდე მოღწეულიქართულენოვანი ტექსტები სამი განსხვავებული შრიფტით, ასოითინიშნებითაა შესრულებული: მხედრული, ნუსხური და ასომთავრული.რომლებიც ერთი ქართული ანბანის – ასომთავრული ანბანისევოლუციურ სახესხვაობად ითვლება. ეს ანბანი საბოლოო სახითჩამოყალიბებული გრაფიკული სისტემით და ასოთა რიგით უკვე Vსაუკუნეში არსებობს.8 მისი შექმნის თარიღად ქართველი ხალხისსაისტორიო მეხსიერება და ძველ საქართველოში დამკვიდრებულიერთადერთი თვალსაზრისი ზემოთ დასახელებული პირველიქართველი მეფის ფარნავაზის ეპოქას – ძველი წელთაღრიცხვის IIIსაუკუნის დასაწყისს – ასახელებს.

    ძველი ქართული ლიტერატურული ძეგლები მათში დამკვიდ-რებული რელიგიურ-თეოლოგიური და საღვთისმსახურებო-იურის-პრუდენციული ტერმინოლოგიით მიანიშნებენ კიდეც იმ ძველკულტურულ შრეებს, რომელთანაც ქართულ სამყაროს უძველესისაზოგადოებრივი და ინტელექტუალური კონტაქტები უნდაჰქონოდა. ამ მინიშნებებს მივყავართ როგორც აღმოსავლურ, ასევედასავლურ კულტურულ არეალებთან. უფრო კონკრეტულად,ქართულ რელიგიურ ტერმინოლოგიაში შემონახულია სპარსულ-მაზდეანურ კულტურულ შრეზე მიმანიშნებელი ტერმინებიც.9

    ჩვენამდე მოღწეული ქართული ხელნაწერების მიხედვით, ქართულიუძველესი საღვთისმსახურო ტერმინოლოგია კავშირს ბერძნულ ენას-თან მიანიშნებს.10

    7 ჭილაშვილი ლ., „წინაქრისტიანული ხანის ქართული წარწერა ნეკრესიდან“,ჟურნ. ქართველოლოგი, #7, 2000, გვ. 20-24; ჭილაშვილი ლ., „წარწერა ქვევრისპირზე ნეკრესიდან“, ჟურნ. ქართველოლოგი, #8, 2001, გვ. 29-42.8 Gamkrelidze Th. V., Alphabetic Writing and the Old Georgian Script. Delmar, NewYork 1994.9ანდრონიკაშვილი მ., ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთო-ბიდან. თბილისის უნივერსიტეტი, თბ. 1966.10 ჭელიძე ე., ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია. I, თბ. 1996.

  • 18

    ქართული სასულიერო მწერლობა, რომელიც ჩვენამდე მეტ-ნაკლებად მწყობრი სახითაა მოღწეული, უფრო ნათლად გამოავლენსშუა საუკუნეების საქართველოს ინტელექტუალურ კონტაქტებსადრინდელი შუასაუკუნეების აღმოსავლურ ქრისტიანულ თეოლო-გიურ-ლიტერატურულ სკოლებთან და მიმართულებებთან. უძველესიშრე ქართული სასულიერო მწერლობისა უშუალოდ ბერძნულენოვანბიზანტიურ მწერლობას უკავშირდება. ამ ეტაპის ქართულილიტერატურიდან, რომლის საწყისები IV საუკუნის მეორე ნახევარშიუნდა იქნას მოაზრებული, უპირველეს ყოვლისა ბიბლიური წიგნებისუძველესი ფრაგმენტები უნდა დასახელდეს, შესრულებულიქართული ენის ე.წ. ხანმეტურ დიალექტზე (რაც, შემდგომი პერიოდისქართული ენის ნორმებთან შედარებით, ზმნური პრეფიქსის - ხანის (ხ)– მეტობას ნიშნავს). ქართული ბიბლიური ტექსტის ხანმეტიფრაგმენტები, ჩვენამდე მოღწეული პალიმფსესტური სახით დადათარიღებული VI და VII საუკუნეებით, რომლებიც უხვადაა დაცუ-ლი როგორც საქართველოს ხელნაწერთა კოლექციებში, ასევე ევროპისრამდენიმე დიდ კულტურულ ცენტრში, ინახავენ უშუალოდ ბერ-ძნული რედაქციებიდან მომდინარე ძველი აღთქმის ბიბლიური წიგ-ნების ორი სხვადასხვა რედაქციის ქართული თარგმანის ტექსტებს.11

    ქართული მწერლობის შემდგომი პერიოდი V საუკუნის დასას-რულიდან იწყება და აღმოსავლური ქრისტიანობის ე.წ. ანტიქალკე-დონური, მონოფიზიტური ქრისტოლოგიის წრეში ყალიბდება,რომლის ძირითადი წევრები სპარსული ქრისტიანული გარემო, სომ-ხური და ქართული ეკლესიებია. ეს აღმოსავლური ქრისტოლოგიურიუნია მკვეთრად განაპირობებს ადრინდელი ქართული ქრისტიანულიმწერლობის ხასიათს, რაც ქართულ-სომხური საეკლესიო და კულტუ-რული ურთიერთობებით იყო განპირობებული და მჭიდრო ლიტერა-ტურული ურთიერთობებით გამოიხატა.

    VII საუკუნის შუა წლებიდან ქართული მწერლობის მიმართებაბერძნულენოვან ბიზანტიურ ლიტერატურასთან, რომელთანაც ქარ-თულ მწერლობას არასოდეს გაუწყვეტია კავშირი, უფრო და უფრო

    11 ხარანაული ა., „ძველი აღთქმის ხანმეტი ფრაგმენტები და ქართულიბიბლიის წარმომავლობის საკითხები“: ჟურნ. ქართველოლოგი, #11, 2004, გვ.65-77.

  • 19

    მჭიდრო და არსებითი ხდება, რაც განპირობებული იყო ქართულიეკლესიის მიერ აღმოსავლურ, ანტიქალკედონურ ქრისტოლოგიასთანკავშირის საბოლოო გაწყვეტით. ამ ინტენსიური ლიტერატურულიურთიერთობის შედეგად ბერძნულიდან ქართულ ენაზე თარგმნილიაბიზანტიური საეკლესიო მწერლობის თითქმის ყველა უმთავრესითხზულება. ზოგიერთი მათგანი კი რამდენიმეჯერაა თარგმნილისხვადასხვა მთარგმნელობითი სტილით. ამ კულტურულ-ლიტერა-ტურულ ორიენტაციას (X-XIII საუკუნეები) წინ უძღოდა ქართულილიტერატურის მჭიდრო კულტურული კონტაქტი არაბულენოვანმწერლობასთან. არაბულიდან ქართულ ენაზე ქრისტიანული, ასტრო-ლოგიური და სამედიცინო შინაარსის წიგნების თარგმნა XIII საუკუ-ნის პირველი ნახევრის ჩათვლით გრძელდებოდა.

    არაბული კულტურული არეალის კვალდაკვალ ქართულილიტერატურული აზრი თანდათანობით უფრო მეტ ორიენტაციასავლენს საერო ინტერესებისადმი, ამქვეყნიური იდეალებისადმი, რაცაძლიერებს ქართულ სამყაროში ოდითგანვე არსებულ ინტერესსსპარსული მითოსისა და ეპიკისადმი. XI საუკუნიდან დაწყებული ესინტერესი გამოკვეთილად ჩანს და XII საუკუნიდან ქართული ლი-ტერატურის წიაღში ახალი ლიტერატურული მიმართულების - საერომწერლობის ფორმირებას იწვევს, რისი საფუძველიც უპირატესადგანპირობებული იყო ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური მდგომა-რეობის მკვეთრი შეცვლით: ძლიერი ეროვნული მონარქიის ჩამოყა-ლიბებით, პატრონყმული სოციალური წყობის განმტკიცებით, სამ-ხედრო და რაინდული არისტოკრატიის გაძლიერებით, სამეფო კარისადა არისტოკრატიის კულტურული ინტერესის საეკლესიოდან საეროიდეალზე გადატანით.12

    საერო ლიტერატურის ფორმირება შუასაუკუნეების ქართულმწერლობას ევროპული ქრისტიანული საზოგადოებრივ-ლიტერატუ-რული აზრის პროცესის მაგისტრალურ მიმართულებასთან აახლო-ვებს და ევროპაში და საქართველოში ქრისტიანული ლიტერატურისტიპოლოგიურად ერთგვაროვან განვითარებაზე მიუთითებს. ეს ერთ-გვარი მოდელი იმ კულტურული წანამძღვრებით იყო განპირობე-

    12 ხინთიბიძე ე., ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობისათ-ვის. თსუ გამომცემლობა, თბ. 1982, გვ. 12-32.

  • 20

    ბული, რომლებიც ასევე ერთნაირად აქტუალური იყო გვიანდელიშუასაუკუნეების როგორც ევროპულ, ასევე ქართულ ინტელექტუ-ალურ და საერო წრეებში. ესაა ქრისტიანული მსოფლმხედველობა,მაღალგანვითარებული ქრისტიანული მწერლობა, აღმოსავლური,უპირატესად არაბული მეცნიერება, ინტერესის გადატანა ძველიანტიკური ბერძნული თუ რომაული ფილოსოფიური აზროვნებისა დაეთიკური იდეალისაკენ.

    სპარსულ მწერლობაზე ორიენტირება განსაკუთრებით მკაფიოდგამოვლინდა XVI-XVIII საუკუნეების ქართულ მწერლობაში, რაცგამოწვეული იყო: 1) ბიზანტიის სახელმწიფოს დასუსტებითა და XVსაუკუნეში დამხობით; 2) მონღოლთა საუკუნოვანი დაპყრობებისკვალდაკვალ ერთიანი ქართული სახელმწიფოს ევროპასთან პოლიტი-კური და კულტურული კონტაქტის მოშლით.

    XVII საუკუნიდან დაწყებული საქართველო დაჟინებით ეძებსახალ პოლიტიკურ და კულტურულ კავშირებს ქრისტიანულ ევრო-პასთან (ძირითადად რომის პაპთან და ესპანეთის ქრისტიანულსამეფო კართან) და რუსეთთან. რაც XVIII საუკუნიდან რუსულკულტურასთან მჭიდრო კონტაქტით განვითარდა და რუსეთის გზითევროპული ლიტერატურული აზრის თანდათანობით დამკვიდრებაშიგადაიზარდა. XIX საუკუნის ქართული მწერლობა, უპირატესად რუ-სეთის ინტელექტუალური წრეების მეშვეობით, საქართველოში გზასუხსნის ევროპულ ლიტერატურულ მიმართულებებს - რომანტიზმს,რეალიზმს... და ქართულ მწერლობას თანდათანობით თავიდანჩართავს ქრისტიანული ევროპის ლიტერატურული აზრის პროცესში.

    შუა საუკუნეებში ერის ინტელექტუალურ პოტენციალს უპირ-ველეს ყოვლისა ამ ენაზე თარგმნილი წმინდა წერილი და მისი კანო-ნიკური ინტერპრეტირების წიგნებით აფასებდნენ. ეს შუასაუკუნეებისაზროვნების სპეციფიკაა: არსებითი ის იყო, თუ რამდენადაანაზიარები ხალხი ღვთაებრივ ჭეშმარიტებას. ძველი ქართული ნათარ-გმნი სასულიერო მწერლობა ძალზე მდიდარია: თითქმის სრულისახითაა მოღწეული ძველი აღთქმის სამი რედაქცია (ათონური, მცხე-თური და მოსკოვში გამოქვეყნებული). ფრაგმენტული სახით შემონა-ხულია კიდევ სხვა სამი რედაქციის კვალი: ორი VI-VII საუკუნეებისხანმეტურ პალიმფსესტებში, ერთი XII საუკუნის გელათის ეგზე-

  • 21

    გეტიკურ კრებულში. ჩვენამდე მოღწეულია ოთხი რედაქციასახარებისა და სხვა. V-XIII საუკუნეებში შესრულებული ძველიქართული თარგმანებით ჩვენამდე შემონახულია ბიზანტიური სასუ-ლიერო მწერლობის თითქმის ყველა დარგის ლიტერატურა; უფროსუსტად – ბიზანტიური ისტორიოგრაფია, განსაკუთრებული სიმ-დიდრით – აგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია. ამ წიგნების ღირებულებადღეისათვის უპირატესად მეცნიერული ხასიათისაა. ქართულ ენაზეშემონახულია ადრინდელი ბიზანტიური მწერლობის ისეთი ნიმუ-შები, რომელთა ბერძნული დედნები დაკარგულად ითვლება. ანდაქართულ ენაზე დიდ წმინდა მამათა ნაწერები ხშირ შემთხვევებშიდაცულია ისეთი უძველესი რედაქციებით, რომლებიც ბერძნულ ენა-ზე, იმავე თხზულებათა შემდგომი გადამუშავების გამო, აღარაა მოღ-წეული. ამითაა განპირობებული ბიზანტიური ფილოლოგიისათვისძველი ქართული თარგმნილი ლიტერატურის შესწავლის აუცილებ-ლობა.13

    ამ უმდიდრესი თარგმნილი ქრისტიანული ლიტერატურისწიაღში ქართულ ენაზე ადრინდელი შუასაუკუნეებიდანვე შეიქმნადიდი ორიგინალური სასულიერო მწერლობა, რომლის ცალკეულინიმუშები არაფრით არ ჩამოუვარდება მათი შესაბამისი ჟანრისბიზანტიური მწერლობის საუკეთესო თხზულებებს. ორიგინა�