g004 110923031950-phpapp01

6
გაკვეთილი N4 საშინაო დავალების შემოწმება 8. A r (N) = 14 ; A r (F) = 19; A r (Na) = 23; A r (Fe) = 56; A r (Sn) = 119; A r (Au) = 197; 9. M r (P 2 O 5 ) = 2 . 31 + 5 . 16 = 62 + 80 = 142 M r (SO 3 ) = 80 M r (KMnO 4 ) = 158 10. M(HNO 3 ) = 63 გ/მოლი M(H 2 S) = 34 გ/მოლი M(CO 2 ) = 44 გ/მოლი M(CH 4 ) = 16 გ/მოლი 11. ) m(Fe) = n(Fe) M(Fe) = 20 56 = 1120 ) M(C 12 H 22 O 11 ) = 12 . 12 + 22 . 1 + 11 . 16 = 342 გ/მოლი m(C 12 H 22 O 11 ) = 0,3 . 342 = 102,6 ) M(Na 2 CO 3 ) = 106 გ/მოლი m(Na 2 CO 3 ) =5 . 106 = 530 12. ) M(NaCl) = 58,5 გ/მოლი n (NaCl) = ) ( ) ( NaCl M NaCl m = 5 , 58 25 = 0,427 მოლი ) M(H 2 ) =2 გ/მოლი n (H 2 ) = 2 10 = 5 მოლი ) M(NaOH) = 40 გ/მოლი n (NaOH) = 40 100 = 2,5 მოლი I ტესტი 1. რომელი ელემენტი აღინიშნება S სიმბოლოთი? 1. ფოსფორი 2. სილიციუმი 3. გოგირდი 4. კალიუმი 2. რომელი ელემენტი აღინიშნება Cl სიმბოლოთი? 1. ნახშირბადი 2. ქლორი 3. ქრომი 4. აზოტი 3. ნაერთებში ყოველთვის ერთვალენტიანი არიან: 1. Na, K, Ca 2. H, Na, K 3. H, K, Ca 4. Na, K, Zn 4. ნაერთებში ყოველთვის ორვალენტიანი არიან: 1. Al, K, O 2. Ca, O, K 3. Na, O, K 4. Ca, Mg, O

Upload: barambo

Post on 21-Jul-2015

275 views

Category:

Education


0 download

TRANSCRIPT

Page 1: G004 110923031950-phpapp01

გაკვეთილი N4 საშინაო დავალების შემოწმება 8. Ar(N) = 14 ; Ar(F) = 19; Ar(Na) = 23; Ar(Fe) = 56; Ar(Sn) = 119; Ar(Au) = 197; 9. Mr(P2O5) = 2 . 31 + 5 . 16 = 62 + 80 = 142 Mr(SO3) = 80 Mr(KMnO4) = 158 10. M(HNO3) = 63 გ/მოლი M(H2S) = 34 გ/მოლი M(CO2) = 44 გ/მოლი M(CH4) = 16 გ/მოლი 11. ა) m(Fe) = n(Fe) M(Fe) = 20 56 = 1120 გ ბ) M(C12H22O11) = 12 . 12 + 22. 1 + 11 . 16 = 342 გ/მოლი m(C12H22O11) = 0,3 . 342 = 102,6 გ გ) M(Na2CO3) = 106 გ/მოლი

m(Na2CO3) =5 . 106 = 530 გ 12. ა) M(NaCl) = 58,5 გ/მოლი

n (NaCl) =)()(

NaClMNaClm =

5,5825 = 0,427 მოლი

ბ) M(H2) =2 გ/მოლი

n (H2) = 2

10 = 5 მოლი

გ) M(NaOH) = 40 გ/მოლი

n (NaOH) = 40

100 = 2,5 მოლი

I ტესტი

1. რომელი ელემენტი აღინიშნება S სიმბოლოთი?

1. ფოსფორი 2. სილიციუმი 3. გოგირდი 4. კალიუმი

2. რომელი ელემენტი აღინიშნება Cl სიმბოლოთი?

1. ნახშირბადი 2. ქლორი 3. ქრომი 4. აზოტი

3. ნაერთებში ყოველთვის ერთვალენტიანი არიან:

1. Na, K, Ca 2. H, Na, K 3. H, K, Ca 4. Na, K, Zn

4. ნაერთებში ყოველთვის ორვალენტიანი არიან:

1. Al, K, O 2. Ca, O, K 3. Na, O, K 4. Ca, Mg, O

Page 2: G004 110923031950-phpapp01

2

5. ჰაშ-ორი-ეს-ო-ოთხი. ასე იკითხება

1. H2SiO3 2. H2SO4 3. H3PO4 4. H2O

6. Ca-ის ჟანგბადნაერთის ფორმულაა:

1. CaO 2. Ca2O 3. Ca2O3 4. Ca2O5

7. მასის ატომური ერთეული არის ნახშირბადატომის:

1. მასის ტოლი 2. მასის 1/2 3. მასის 1/12 4. არცერთი

პასუხი არ აირს სწორი.

8. ელემენტის ფარდობითი ატომური მასა გვიჩვენებს რამდენჯერ მეტია

მოცემული ელემენტის ერთი ატომის მასა:

1. ერთ მასის ატომურ ერთეულზე

2. ჟანგბადის ერთი ატომის მასაზე

3. ნახშირბადის ერთი ატომის მასაზე

4. მასის ატომური ერთეულის 1/12-ზე

9. ფარდობითი ატომური მასის ერთეულის განზომილებაა:

1. მგ 2. ნანოგრამი 3. გრამი

4. განზომილება არ აქვს

10. ფარდობითი მოლეკულური მასა გვიჩვენებს რამდენჯერ მეტია მოცემული

ნივთიერების მოლეკულური მასა:

1. წყალბადის მოლეკულაზე 2. ნახშირბადის მოლეკულაზე

3. მასის ატომურ ერთეულზე

4. მასის მოლეკულურ ერთეულზე

ნარევები და სუფთა ნივთიერებები სუფთა ნივთიერებები მხოლოდ ერთი სახის მოლეკულებისგან შედგებიან.

ნარევების შემადგენლობაში კი ორი და/ან ნივთიერების მოლეკულა შედის. სუფთა წყალი მხოლოდ H2O მოლეკულებისგან შედგება. ბუნებაში გავრცელებული წყალი სუფთა ნივთიერებებს არ მიეკუთვნება, რადგან ოკეანის წყალი წყლის მოლეკულების გარდა საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მარილებს და კიდევ მრავალ სხვა ნივთიერებას. მდინარეების და წყაროს წყალში ეს მარილები ნაკლებია, მაგრამ მაინც საკმაო რაოდენობითაა. ყველაზე სუფთა წვიმის წყალია, მაგრამ მასშიც არის მცირე რაოდენობით გახსნილი სხვადასხვა ნივთიერებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებაში სუფთა ნივთიერებები პრაქტიკულად არ გვხვდება. მაგრამ თუ მინარევების რაოდენობა მცირეა და ისინი ვერ ცვლიან ძირითადი ნივთიერების თვისებებს, მაშინ ამბობენ, რომ ნივთიერება პრაქტიკულად სუფთაა.

Page 3: G004 110923031950-phpapp01

3

ნარევები კი სხვადასხვა ნივთიერებათა ერთობლიობაა. ნარევია მაგალითად ჰაერი, რომელიც ძირითადად აზოტის (N2), ჟანგბადის (O2) და მცირე რაოდენობით სხვა აირების ნარევია. ნარევში შემავალ ნითიერებებს თავისი თვისებები შენარჩუნებული აქვთ.

შედგენილობის მუდმივობის კანონი. მასური წილი ქიმიის ერთერთი ძირითადი კანონია შედგენილობის მუდმივობის კანონი. ეს

კანონი ფრანგმა მეცნიერმა მარსელ პრუსტმა ჩამოაყალიბა. ყოველ სუფთა ნივთიერებას, მიუხედავად მისი მიღების ხერხებისა,

მუდმივი შედგენილობა აქვს. როგორი გზითაც არ უნდა მივიღოთ წყალი (მივიღებთ ქიმიური რეაქციის

გზით, თუ ბუნებრივ წყალს გავასუფთავებთ) ის მხოლოდ წყალბადისა და ჟანგბადის ატომებისგან შედგება (თვისებითი შედგენილობა). ამასთან სუფთა წყალში ყოველ ორ ატომ წყალბადზე ერთი ატომი ჟანგბადი მოდის (რაოდენობითი შედგენილობა).

ასევეა სხვა ნივთიერებებისთვისაც. ნივთიერების რაოდენობითი შედგენილობის დასახასიათებლად იყენებენ

მასურ წილს. მასური წილი გვიჩვენებს ნივთიერების მთელი მასის რა ნაწილი მოდის მის

შემადგენელ ამა თუ იმ ელემენტზე. მასური წილის აღსანიშნავად იყენებენ სიმბოლოს . მაგ: გამოვთვალოთ გოგირდისა და ჟანგბადის მასური წილები ნაერთში,

რომლის ფორმულაა SO3. M (SO3) = 32 + 3 .16 = 80 გ/მოლი როგორც ვხედავთ. 80 გ (1მოლი) SO3 შეიცავს 1 მოლ გოგირდს, ანუ 32 გ-ს.

აქედან გოგირდის მასური წილი (S) = 8032 = 0,4

ანალოგიურად, 80 გ (1მოლი) SO3 შეიცავს 3 მოლ ჟანგბადს, ანუ 3.16 = 48 გ-ს.

აქედან ჟანგბადის მასური წილი (O) = 8048 = 0,6

მასური წილები შეიძლება გამოვსახოთ პროცენტებშიც (%). მაშინ (S) = 0,4 . 100% = 40% (O) = 0,6 . 100% = 60% ცხადია, რომ შემადგენელი ელემენტების მასური წილების ჯამი 1-ის ან 100%-ის

ტოლია. ზოგადად, თუ ვიცით ნივთიერების ფორმულა მისი შემადგენელი ელემენტების

მასური წილი შეგვიძლია გამოვთვალოთ შემდეგი გზით: მაგ: თუ ნივთიერების ფორმულაა AxByCzA

(A) = )(

)(AxByCzM

AXM ; (B) = )(

)(AxByCzM

BYM ; (C) = )(

)(AxByCzM

CZM

Page 4: G004 110923031950-phpapp01

4

ნივთიერებების ფორმულების შედგენა მასური წილის მიხედვით ქიმიური ანალიზის შედეგად შესაძლებელია ნივთიერების შემადგენელი

ელემენტების მასური წილების დადგენა. ელემენტთაA მასური წილების საშუ-ალებით კი შეიძლება ამ ნივთიერების ქიმიური ფორმულის გამოთვლა.

მაგ: ნივთიერების შემადგენლობაა: (H) = 11,11% და (O) = 88,89%. დაადგინეთ ფორმულა.

ცხადია, რომ 100გრ ნივთიერება შეიცავს 11,11გ წყალბადს და 88,89გ ჟანგბადს. ანუ m(H) = 11,11გ და m(O) = 88,89გ M(H) = 1 გ/მოლი და M(O) = 16 გ/მოლი

m

ფორმულიდან n = ––– M

დავადგინოთ საძიებელ ნივთიერებაში წყალბადის და ჟანგბადის მოლების თანაფარდობა:

11,11

n (H) = ––––– = 11,11მოლი 1

88,89

n (O) = –––––– = 5,56 მოლი 16 ცხადია, რომ როგორიც არის წყალბადისა და ჟანგბადის მოლების

თანაფარდობა, ისეთივე იქნება მოლეკულაში მათი ატომების თანაფარდობაც. მთელი რიცხვების მისაღებად მიღებული რიცხვები გავყოთ უმცირესზე:

11,11 5,56n(H) : n(O) = 11,11 : 5,56 = ––––– : ––––– = 1,99 : 1 2 : 1

5,56 5,56 ე.ი. მივიღეთ, რომ 2 მოლ წყალბადზე მოდის ერთი მოლი ჟანგბადი. ანუ ორ

ატომ წყალბადზე მოდის ერთი ატომი ჟანგბადი. ამიტომ საძიებელი ნივთიერების ფორმულაა H2O.

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი: ნივთიერების შემადგენელი ელემენტების მასური წილებია (H) = 1,59%; (N) = 22,22%; (O) = 76,19% ანუ ყოველი 100გ ამ ნივთიერების შემადგენლობაში შედის m(H) =1,59 გ

წყალბადი, m(N) = 22,22 გ აზოტი და m(O)=76,19 გ ჟანგბადი. საძიებელი

ნივთიერების ფორმულაა: HxNyOz . გამოვთვალოთ რამდენი მოლია თითოეული ელემენტი

Mmn

1,59

22,22

76,19

n(H) = –––– = 1,59 მოლი n(N) = ––––– = 1,587 მოლი n(O) = ––––– = 4,76 მოლი 1 14 16

ამ მონაცემების მიხედვით დავადგინოთ ამ ელემენტების მოლური თანაფარდობები:

Page 5: G004 110923031950-phpapp01

5

x : y : z = n(H) : n (N) : n (O) = 159,1 :

1422,22 :

1619,76 = 1,59 : 1,587 : 4,76

მთელ რიცხვებზე გადასვლისათვის საჭიროა მიღებული სიდიდეები გავყოთ მათ შორის უმცირესზე. 1,587 1,59 ამიტომ ყველა სიდიდე გავყოთ 1,59-ზე.

x : y : z = n(H) : n (N) : n (O) = 1 : 1 : 3 მივიღეთ, რომ 1 მოლი საძიებელი ნივთიერება შეიცავს 1 მოლ წყალბადს, 1 მოლ

აზოტს და 3 მოლ ჟანგბადს. შესაბამისად, ამ ნივთიერების მოლეკულაში გვაქვს 1 ატომი წყალბადი, 1 ატომი აზოტი და 3 ატომი ჟანგბადი.

ამგვარად, საძიებელი ნივთიერების ფორმულაა HNO3. განვიხილოთ კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი.: მოც: (Mn) = 49,6% (O) = 50,4% –––––––––––––––––––––––– უ.გ. ფორმულა? M (Mn) = 55 გ/მოლი M (O)= 16 გ/მოლი წინა ამოცანის მსგავსად 100გ ნივთიერებაში იქნება: m (Mn) = 49,6 გ; m (O) = 50,4 გ; საძიებელი ნივთიერების ფორმულაა: MnxOy

x : y = n ( Mn) : n (O) = 55

6,49 :16

4,50 = 0,9018 : 3,15

ორივე რიცხვი გავყოთ უმცირეს მათგანზე: x : y= n ( Mn) : n (O) = 1 : 3,5 ე.ი. მივიღეთ, რომ Mn-ის და O-ის მოლური თანაფარდობა შეადგენს 1 : 3,5

რადგან შეუძლებელია მოლეკულაში ატომთა წილადი რაოდენობის არსებობა, ამიტომ, მსგავს შემთხვევებში, მიღებული სიდიდეები უმარტივესი მამრავლის მეშვეობით მთელ რიცხვებზე უნდა დავიყვანოთ..

ასე, რომ 1 . 2 = 2 3,5 . 2 = 7 შესაბამისად მივიღებთ ფორმულას Mn2O7. პასუხი: Mn2O7. საშინაო დავალება

1. რა არის სუფთა ნივთიერება? 2. რას ეწოდება ნარევი? 3. ჩამოაყალიბეთ ნივთიერების შედგენილობის მუდმივობის კანონი. 4. რა არის მასური წილი? 5. გამოთვალეთ შემადგენელი ელემენტების მასური წილები

ნივთიერებებში: NaCl, CuSO4, CaCO3, H2SO4, C4H10, NaOH.

Page 6: G004 110923031950-phpapp01

6

6. შეადგინეთ ნივთიერების ფორმულა, თუ:

ა) (Pb) = 86,6% (O) 13,4% ბ) (Sn) = 77,7% (O) = 21,0% (H) = 1,3% გ) (Na) = 43,4% (C) = 11,32% (O) = 45,28%