n 113 2014 წლის 27 იანვარი ქ...
TRANSCRIPT
N 113 2014 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის
ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 103 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი,
ატრიბუტიკა და სიმბოლიკა თანდართული აღწერილობისა და ესკიზების
(პლანშეტი) მიხედვით.
მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული
ფორმის ტანსაცმლით, ატრიბუტიკით და სიმბოლიკით სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების
უზრუნველყოფა განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სახეობების და
პირთა წრის მიხედვით.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
2
დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2014 წლის 27 იანვრის
# 113 დადგენილებით
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდეგში – სამსახური)
მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და სიმბოლიკა
პლანშეტი №1
ესკიზი
1. სამსახურის გერბი
3
2. სამსახურის დროშა
3. სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის გერბი
აღწერილობა
1. სამსახურის გერბი
4
სამსახურის გერბი არის ნორმანული ფარი, რომლის წითელ ველზე
გამოსახულია ხუთი ოთხქიმიანი (ერთი ცენტრალური და ცენტრალურის
კუთხეებში ოთხი ირიბი) ვარსკვლავი, როგორც კონტროლის,
უსაფრთხოებისა და სამართლიანობის სიმბოლო. ცენტრალური ფარი
უპყრია არწივს (სახელმწიფოსა და ხელისუფლების სიმბოლო) და
გამოსახულია ნორმანული ფარის ლურჯ ველზე, რომელიც, თავის მხრივ,
გამოსახულია აგრეთვე ნორმანული ფარის ლურჯ ველზე
გადაჯვარედინებული აფთებისა (დაცვის ტრადიციული სიმბოლო) და
აღმართული ხმლის (მხედრული მამაცობის სიმბოლო) ფონზე, მას ქვევიდან
აკრავს სადევიზო ბაფთა წარწერით: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახური“.
2. სამსახურის დროშა
სამსახურის დროშა არის 3X4 პროპორციის მართკუთხა მატერია,
რომლის ლურჯ ველს გარს აკრავს ოქროსფერი არშია. დროშის შუა ნაწილში
გამოსახულია გერბის დეტალი: არწივი, რომელსაც უპყრია ცენტრალური
ფარი – ნორმანული ფარის წითელ ველზე გამოსახული ხუთი ოთხქიმიანი
ვარსკვლავი.
3. სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის გერბი
სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის გერბი წარმოადგენს
მრგვალ, მუქ ლურჯ ჰერალდიკურ ფარს, რომელსაც შემოვლებული აქვს
ოქროსფერი კანტი; კანტის შიგნით, სრულ წრეზე, თეთრი ასოებით
შესრულებულია სამსახურის დასახელება ქართულ ენაზე პირველ და
ბოლო სიტყვას შორის თეთრი შვიდქიმიანი ვარსკვლავით; ქართული
5
წარწერის შიგნით, ნახევარ წრეზე, თეთრი ფერით, ინგლისურ ენაზე
შესრულებულია სამსახურის დასახელება, რომელიც იწყება და მთავრდება
თეთრი შვიდქიმიანი ვარსკვლავით; ფარის ცენტრალურ ნაწილში ლურჯ
წრიულ ველზე, რომელსაც შემოვლებული აქვს ოქროსფერი კანტი,
გამოსახულია სამსახურის გერბის დეტალი შემდეგი განსხვავებით:
ცენტრალური ფარის, რომელიც უპყრია არწივს, წითელი ველის ზედა
ნაწილში გამოსახულია ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი, ხოლო ქვედა
ნაწილში გადაშლილი წიგნი, თეთრ ბაფთაზე შესრულებულია სამსახურის
ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის აღნიშვნა ქართულ და ინგლისურ
ენებზე.
პლანშეტი №2
უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე (შემდეგში –
გენერალი)
(საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი)
ესკიზი
6
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – შავი შარვალი, რუხი ორბორტიანი პიჯაკი
ოქროსფერი აქსელბანდით, რუხი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი
კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, ქამარი, შავი
ლაქის ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და
ფურნიტურა.
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი
ორბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი
კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, ქამარი, შავი
ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
7
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი
ორბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი
კოკარდით, გრძელმკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი,
ქამარი, შავი ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და
ფურნიტურა.
პლანშეტი №3
გენერალი
(ზამთრის სეზონი)
ესკიზი
8
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – რუხი პალტო ოქროსფერი აქსელბანდით, შავი
შარვალი, რუხი ორბორტიანი პიჯაკი, რუხი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი
ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი,
ქამარი, შავი ლაქის ფეხსაცმელი, თეთრი ხელთათმანი, გენერლის წოდების
შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი
პიჯაკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი
ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი,
ქამარი, შავი ფეხსაცმელი, თეთრი ყელსახვევი, თეთრი ხელთათმანი,
გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი
პიჯაკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი
ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი,
ქამარი, შავი ფეხსაცმელი, შავი ყელსახვევი, გენერლის წოდების შესაბამისი
ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი №4
გენერალი
(ზაფხულის სეზონი)
ესკიზი
9
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – შავი შარვალი, თეთრი შვიდწახნაგიანი
წინაფრიანი ქუდი კოკარდით, მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი წითელი
აქსელბანდით, შავი ჰალსტუხი სამაგრით, ქამარი, შავი ლაქის ფეხსაცმელი,
გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, თეთრი
შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, მოკლემკლავიანი თეთრი
პერანგი, შავი ჰალსტუხი სამაგრით, შავი ფეხსაცმელი, ქამარი, გენერლის
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
10
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი
შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, მოკლემკლავიანი ლურჯი
(ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი სამაგრით, ქამარი, შავი ფეხსაცმელი,
გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი №5
უფროსი, საშუალო და უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე
(საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი)
ესკიზი
11
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი) ოქროსფერი
აქსელბანდით, მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი
შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი
პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ლაქის ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების
შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი
ლურჯი შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი
კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი
ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და
ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი ქურთუკი, მუქი ლურჯი
შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი ქუდი (კეპი) კოკარდით, გრძელმკლავიანი
ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, სპეციალური
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი №6
უფროსი, საშუალო და უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე
(ზამთრის სეზონი)
ესკიზი
12
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი პალტო ოქროსფერი
აქსელბანდით, მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი ლურჯი შარვალი,
ქამარი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით,
გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, თეთრი ხელთათმანი,
შავი ლაქის ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და
ფურნიტურა.
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი
პიჯაკი (ფრენჩი), მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი
შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი თეთრი
პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, თეთრი ყელსახვევი, თეთრი
13
ხელთათმანი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და
ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი გრძელი დათბილული
ქურთუკი, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი,
პულოვერი, მუქი ლურჯი ქუდი (კეპი) კოკარდით, გრძელმკლავიანი
ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ხელთათმანი,
სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი №7
უფროსი, საშუალო და უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე
(ზაფხულის სეზონი)
ესკიზი
14
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, თეთრი
შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, მოკლემკლავიანი თეთრი
პერანგი წითელი აქსელბანდით, შავი ჰალსტუხი სამაგრით, შავი ლაქის
ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და
ფურნიტურა. პერანგის მარცხენა ჯიბის ზემოთ წითელი ფერის წარწერა
ქართულ ენაზე: ,,სდსს“ (სამსახურის აბრევიატურა).
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, თეთრი
შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით, მოკლემკლავიანი თეთრი
პერანგი, შავი ჰალსტუხი სამაგრით, შავი ფეხსაცმელი, სპეციალური
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პერანგის მარცხენა
ჯიბის ზემოთ წითელი წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის
15
აბრევიატურა).
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, მუქი
ლურჯი ქუდი (კეპი) კოკარდით, მოკლემკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი,
შავი ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და
ფურნიტურა. პერანგის მარცხენა ჯიბის ზემოთ თეთრი წარწერა ქართულ
ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის აბრევიატურა).
პლანშეტი №8
სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის ესკორტირების
განმახორციელებელი დანაყოფები
ესკიზი
აღწერილობა
16
1. ყოველდღიური ფორმა (ზამთრის სეზონი) – გრძელმკლავიანი
ლურჯი პერანგი, შავი ჰალსტუხი, მუქი ლურჯი ქუდი (კეპი) კოკარდით,
პულოვერი, მუქი ლურჯი შარვალი, ქამარი, შავი ფეხსაცმელი,
ხელთათმანი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და
ფურნიტურა, მუქი ლურჯი დათბილული ქურთუკი შემდეგი
აღწერილობით: ბეწვის საყელო, გარშემო ორი შუქამრეკლი თეთრი ზოლი,
რომელიც მეორდება ქურთუკის სახელოებზეც, მარჯვენა მხარზე
საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების მცირე ზომის
დანაკერი, მარცხენა მხარზე გამოსახულია სამკლავე ემბლემა სამსახურის
გერბის გამოსახულებით. ქურთუკის მარცხენა მხარეს გამოსახულია
შუქამრეკლი თეთრი წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს“ (სამსახურის
აბრევიატურა), იგივე აბრევიატურა, დიდი ზომის, გამოსახულია ქურთუკის
ზურგზეც.
2. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) –
გრძელმკლავიანი ლურჯი პერანგი, შავი ჰალსტუხი, მუქი ლურჯი ქუდი
(კეპი) კოკარდით, ლურჯი შარვალი, ქამარი, შავი ფეხსაცმელი,
სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა (სამხრე) და ფურნიტურა,
მუქი ლურჯი ქურთუკი შემდეგი აღწერილობით: გარშემო ორი
შუქამრეკლი თეთრი ზოლი, რომელიც მეორდება ქურთუკის სახელოებზეც,
მარჯვენა მხარზე საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების
მცირე ზომის დანაკერი, მარცხენა მხარზე გამოსახულია სამკლავე ემბლემა
სამსახურის გერბის გამოსახულებით. ქურთუკის მარცხენა მხარეს
გამოსახულია შუქამრეკლი თეთრი წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს“
(სამსახურის აბრევიატურა), იგივე აბრევიატურა, დიდი ზომის,
გამოსახულია ქურთუკის ზურგზეც.
17
პლანშეტი №9
სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის ესკორტირების
განმახორციელებელი დანაყოფები
(ზაფხულის სეზონი)
ესკიზი
აღწერილობა
1. ღია ლურჯი ჟილეტი გარშემო ორი შუქამრეკლი თეთრი ზოლით,
ჟილეტს წინა მარცხენა მხარეს დაკერებული აქვს მცირე ზომის წარწერა
ქართულ ენაზე: ,,სდსს“ (სამსახურის აბრევიატურა). იგივე წარწერა, დიდი
ზომის, დაკერებული აქვს ზურგზეც.
2. ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის სეზონი) – მუქი ლურჯი
შარვალი, ქამარი, ლურჯი მოკლემკლავიანი პერანგი წინა მხარეს ორი
ჯიბით, პერანგის მარჯვენა მხარზე – საქართველოს სახელმწიფო დროშის
გამოსახულების მცირე ზომის დანაკერი, მარცხენა მხარზე – შევრონი
18
ოქროსფერი (ყვითელი) კანტით, ჯიბის ზემოთ თეთრი წარწერა ქართულ
ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის აბრევიატურა), შავი ჰალსტუხი სამაგრით, მუქი
ლურჯი ქუდი (კეპი) კოკარდით, შავი ფეხსაცმელი, ღია ლურჯი ჟილეტი
შემდეგი აღწერილობით: გარშემო ორი შუქამრეკლი თეთრი ზოლი, ჟილეტს
წინა მარცხენა მხარეს დაკერებული მცირე ზომის წარწერა ქართულ ენაზე:
,,სდსს’’ (სამსახურის აბრევიატურა). იგივე წარწერა, დიდი ზომის,
დაკერებული აქვს ზურგზეც.
„შენიშვნა: ამ პლანშეტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
ჟილეტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის სხვა სტრუქტურულ
დანაყოფებშიც, ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
განსაზღვრულ შემთხვევაში.
პლანშეტი №10
სპეციალური დანიშნულების დანაყოფები
ესკიზი
19
აღწერილობა
1. ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის სეზონი):
ა) ხაკისფერი მოკლემკლავიანი მაისური შესაკრავი საყელოთი,
ხაკისფერი შარვალი, ქამარი, ხაკისფერი დაბალყელიანი ფეხსაცმელი,
ხაკისფერი ჟილეტი, ხაკისფერი კეპი;
ბ) კომუფლირებული საველე ქურთუკი, კომუფლირებული საველე
შარვალი, ქამარი, კომუფლირებული ფართოფარფლიანი საველე ქუდი,
კომუფლირებული მაისური, ხაკისფერი მაღალყელიანი ფეხსაცმელი,
ხელთათმანი, საწვიმარი (პარკა კომუფლირებული), სპეციალური წოდების
შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) –
კომუფლირებული საველე ქურთუკი, კომუფლირებული საველე შარვალი,
20
ქამარი, კომუფლირებული ფართოფარფლიანი საველე ქუდი,
კომუფლირებული მაისური, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი,
ხელთათმანი, საწვიმარი (პარკა კომუფლირებული), სპეციალური წოდების
შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი №11
სპეციალური დანიშნულების დანაყოფები
ესკიზი
21
აღწერილობა
ყოველდღიური ფორმა (ზამთრის სეზონი) – შავი საველე სვიტრი წინა
მარცხენა მხარეს დაკერებული ჯიბით, შავი დათბილული შარვალი, ქამარი,
შავი ნაქსოვი ნიღაბი, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ხელთათმანი, შავი
დათბილული ქურთუკი, შავი მაისური, შავი ქუდი (კეპი), შავი საველე
ქურთუკი, შავი საველე შარვალი, სპეციალური წოდების შესაბამისი
ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
22
პლანშეტი №12
სამსახურის საპატიო განაწესი
ესკიზი
აღწერილობა
1. სამსახურებრივი ფორმა (ზამთრის სეზონი) – მუქი ლურჯი პალტო
ოქროსფერი აქსელბანდით, მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი ლურჯი
შარვალი, ქამარი, ხელთათმანი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი
23
ქუდი კოკარდით, გრძელმკლავიანი ლურჯი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი
ლაქის ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და
ფურნიტურა.
2. სამსახურებრივი ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) –
მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი) ოქროსფერი აქსელბანდით, მუქი ლურჯი
შარვალი, ქამარი, მუქი ლურჯი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი
კოკარდით, გრძელმკლავიანი ლურჯი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ლაქის
ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და
ფურნიტურა.
3. სამსახურებრივი ფორმა (ზაფხულის სეზონი) – მუქი ლურჯი
შარვალი, ქამარი, თეთრი შვიდწახნაგიანი წინაფრიანი ქუდი კოკარდით,
მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი სამაგრით, შავი ლაქის
ფეხსაცმელი, წითელი აქსელბანდი, სპეციალური წოდების შესაბამისი
ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პერანგის მარცხენა ჯიბის ზემოთ წითელი
წარწერა ქართულ ენაზე: „სდსს” (სამსახურის აბრევიატურა).
პლანშეტი №13
მოსამსახურე ქალის ფორმა
(საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი)
ესკიზი
24
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი
ოქროსფერი აქსელბანდით, მუქი ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი,
გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ყელსახვევი, შავი ლაქის
ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და
ფურნიტურა.
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი
ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი
ყელსახვევი, შავი ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი
ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი
25
ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი, გრძელმკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი,
შავი ყელსახვევი, ხელთათმანი, შავი ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების
შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი №14
მოსამსახურე ქალის ფორმა
(ზამთრის სეზონი)
ესკიზი
26
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი პალტო ოქროსფერი
აქსელბანდით, მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი კაბა,
მუქი ლურჯი ქუდი, გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ყელსახვევი,
შავი ლაქის ფეხსაცმელი, თეთრი ხელთათმანი, სპეციალური წოდების
შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი
ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი,
გრძელმკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ყელსახვევი, შავი ფეხსაცმელი,
ხელთათმანი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და
ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი
ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი,
გრძელმკლავიანი ლურჯი პერანგი, შავი ყელსახვევი, შავი ფეხსაცმელი,
სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი №15
მოსამსახურე ქალის ფორმა
(ზაფხულის სეზონი)
ესკიზი
27
აღწერილობა
1. სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი კაბა, ლურჯი ქუდი,
მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი წითელი აქსელბანდით, შავი ლაქის
ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და
ფურნიტურა. პერანგის მარცხენა ჯიბის ზემოთ წითელი წარწერა ქართულ
ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის აბრევიატურა).
2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი კაბა, ლურჯი ქუდი,
მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი, შავი ფეხსაცმელი, სპეციალური წოდების
შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პერანგის მარცხენა ჯიბის ზემოთ
წითელი წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის აბრევიატურა).
3. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი,
მოკლემკლავიანი ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ფეხსაცმელი, სპეციალური
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პერანგის მარცხენა
28
ჯიბის ზემოთ თეთრი წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის
აბრევიატურა).
პლანშეტი №16
სამსახურებრივი ემბლემა
(გამოყენების არეალი, შავ-თეთრი)
ესკიზი
აღწერილობა
1. ფერადი (მინანქრით).
2. კონტურული.
პლანშეტი №17
საპრეზენტაციო ფარი სამსახურის ემბლემით
29
პლანშეტი №18
სამხრეები საშემოდგომო-საგაზაფხულო ფორმისათვის
ესკიზი
30
31
აღწერილობა
1. უმაღლესი სპეციალური წოდება:
ა) სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მუქ ლურჯ ველზე
ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი
ვარსკვლავი ცისფერი არშიით;
ბ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე
ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი
ვარსკვლავი ცისფერი არშიით;
გ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მუქ ლურჯ ველზე
ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი
ვარსკვლავი ცისფერი არშიით.
2. უფროსი სპეციალური წოდება:
ა) სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი
,,ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი
ვარსკვლავი;
ბ) სახელმწიფო დაცვის ვიცე–პოლკოვნიკი – მუქ ლურჯ ველზე
ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი
ოქროსფერი ვარსკვლავი;
გ) სახელმწიფო დაცვის მაიორი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი
,,ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი
ვარსკვლავი.
3. საშუალო სპეციალური წოდება:
ა) სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – მუქ ლურჯ ველზე ოთხი
32
შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;
ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე
სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;
გ) სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე ორი
შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;
დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე
ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.
4. უმცროსი სპეციალური წოდება:
ა) სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი
ცისფერკანტიანი ოთხი თამასა;
ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – მუქ ლურჯ ველზე
ყვითელი ცისფერკანტიანი სამი თამასა;
გ) სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი
ცისფერკანტიანი ორი თამასა;
დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – მუქ ლურჯ ველზე
ყვითელი ცისფერკანტიანი ერთი თამასა;
ე) სახელმწიფო დაცვის რიგითი – მუქი ლურჯი ველი.
პლანშეტი №19
სამხრეები ზაფხულის ფორმისათვის
ესკიზი
33
34
აღწერილობა
1. უმაღლესი სპეციალური წოდება:
ა) სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მანჟეტის მუქ ლურჯ
ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი
ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით;
ბ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ
ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი
ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით;
გ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ
ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი
ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.
2. უფროსი სპეციალური წოდება:
ა) სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე
ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი
ოქროსფერი ვარსკვლავი;
ბ) სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ
ველზე ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი
ოქროსფერი ვარსკვლავი;
გ) სახელმწიფო დაცვის მაიორი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე
ოქროსფერი ,,ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ერთი შვიდქიმიანი
ოქროსფერი ვარსკვლავი.
3. საშუალო სპეციალური წოდება:
ა) სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოთხი
შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;
ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ
35
ველზე სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;
გ) სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე
ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი;
დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ
ლურჯ ველზე ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.
4. უმცროსი სპეციალური წოდება:
ა) სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე
ყვითელი ცისფერკანტიანი ოთხი თამასა;
ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ
ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი სამი თამასა;
გ) სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე
ყვითელი ცისფერკანტიანი ორი თამასა;
დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ
ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი ერთი თამასა;
ე) სახელმწიფო დაცვის რიგითი – მანჟეტის მუქი ლურჯი ველი.
პლანშეტი №20
სპეციალური წოდების აღმნიშვნელი ემბლემები სპეციალური
დანიშნულების
დანაყოფების ფორმისათვის
ესკიზი
36
37
აღწერილობა
სპეციალური წოდების აღმნიშვნელი სამკერდე ემბლემა სპეციალური
დანიშნულების დანაყოფების ფორმისათვის
1. უმაღლესი სპეციალური წოდება:
ა) სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მანჟეტის შავ ველზე
მწვანე ,,ვაზის წნულის“ ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი;
ბ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მანჟეტის შავ ველზე
მწვანე ,,ვაზის წნულის“ ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი;
გ) სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მანჟეტის შავ ველზე
მწვანე ,,ვაზის წნულის“ ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.
2. უფროსი სპეციალური წოდება:
ა) სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე
,,ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი;
ბ) სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი – მანჟეტის შავ ველზე
მწვანე ,,ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი მწვანე
ვარსკვლავი;
გ) სახელმწიფო დაცვის მაიორი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე ,,ვაზის
წნულის“ მცირე ორნამენტი, ერთი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.
3. საშუალო სპეციალური წოდება:
ა) სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – შევრონის შავ ველზე სამი მწვანე
ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა;
ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე
ორი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა;
გ) სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე ერთი
მწვანე ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა;
დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – შევრონის შავ
38
ველზე ერთი ხვეულიანი თამასა.
4. უმცროსი სპეციალური წოდება:
ა) სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – შევრონის შავ ველზე ოთხი მწვანე
ლურჯკანტიანი თამასა;
ბ) სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – შევრონის შავ ველზე
სამი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა;
გ) სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – შევრონის შავ ველზე ორი მწვანე
ლურჯკანტიანი თამასა;
დ) სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – შევრონის შავ ველზე
ერთი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა;
ე) სახელმწიფო დაცვის რიგითი – შევრონის შავი ველი.
შენიშვნა: ამ პლანშეტით განსაზღვრული ემბლემები №10
პლანშეტით გათვალისწინებული კომუფლირებული ფორმისათვის
შეიძლება დამზადდეს ერთ ფერში, ხაკისფერ ქსოვილზე ხაკისფერი
ნაქარგის სახით.
პლანშეტი №21
სარიტუალო ფურნიტურა
ესკიზი
39
აღწერილობა
1. ოქროსფერი შეფერილობის აქსელბანდი.
2. მოოქროვილი სარიტუალო ხმალი ორნამენტით.
პლანშეტი №22
ფურნიტურა
ესკიზი
აღწერილობა
40
გენერლის კოკარდა ,,ვაზის წნულის“ ორნამენტზე (გელათი)
გამოსახულია სამსახურის გერბის ცენტრალური ფარი – არწივს უპყრია
ნორმანული ფარი, რომლის მუქ წითელ ველზე გამოსახულია ხუთი
ოთხქიმიანი ვარსკვლავი.
პლანშეტი №23
ქუდის ემბლემა (კოკარდა)
ესკიზი
აღწერილობა
1. ვერცხლისფერ (თეთრი) ჰერალდიკურ ფარზე მოთავსებულია
ლურჯარშიაშემოვლებული ოქროსფერი მრგვალი ფარი, ფარის
წარმომდგენია ოქროს არწივი, რომელიც გამოსახულია ფარს ზემოთ. ფარის
ლურჯ არშიაში წერია: ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
41
SSPS’’. ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერებს ერთმანეთისაგან ყოფს
თითო შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ლურჯ არშიას შიდა და გარე მხარეს აქვს
ოქროსფერი ქობა. ოქროსფერი ფარის ცენტრში გამოსახულია
ოქროსფერქობაშემოვლებული ჰერალდიკური ფარი, რომლის წითელ
ველზე გამოსახულია ჯვრის ფორმის ოქროს ვარსკვლავი, ხოლო მის
მკლავებს შორის – თითო მცირე ზომის ირიბი ვარსკვლავი, არწივის
მკერდზე, ოქროსფერ ველზე, ლურჯად წერია: ,,საქართველო’’.
2. ვერცხლისფერ (თეთრი) ჰერალდიკურ ფარზე მოთავსებულია
ლურჯარშიაშემოვლებული ოქროსფერი მრგვალი ფარი; ფარის
წარმომდგენია ოქროსფერი არწივი, რომელიც გამოსახულია ფარს ზემოთ;
ფარის ლურჯ არშიაში წერია: ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახური SSPS’’. ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერებს
ერთმანეთისაგან ყოფს თითო შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ლურჯ არშიას
შიდა და გარე მხარეს აქვს ოქროსფერი ქობა; ოქროსფერი ფარის ცენტრში
გამოსახულია ოქროსფერქობაშემოვლებული ჰერალდიკური ფარი, რომლის
წითელ ველზე გამოსახულია ჯვრის ფორმის ოქროს ვარსკვლავი, ხოლო მის
მკლავებს შორის თითო მცირე ზომის ირიბი ვარსკვლავი.
პლანშეტი №24
ფურნიტურა
ესკიზი
42
აღწერილობა
1. გენერლის ღილკილო – ,,ვაზის წნულის“ ორნამენტის კომპოზიცია.
2. უფროსი ოფიცრის ღილკილო – ორი გადაჯვარედინებული აფთი,
სამსახურის გერბის დეტალი ცისფერი არშიით.
3. უმცროსი ოფიცრის ღილკილო – ორი გადაჯვარედინებული აფთი,
სამსახურის გერბის დეტალი.
43
პლანშეტი №25
ფურნიტურა
ესკიზი
44
აღწერილობა
1. წინაფრიანი ქუდის ქამარი.
2. გენერლის ქუდის წინაფრის ორნამენტი ,,ვაზის წნულის“
გამოსახულებით.
3. ღილი (დიდი და პატარა) გერბის ცენტრალური კომპოზიციის
გამოსახულებით.
4. ჰალსტუხის სამაგრი სამსახურის გერბის გამოსახულებით.
პლანშეტი №26
ფურნიტურა სპეციალური დანიშნულების დანაყოფებისათვის
ესკიზი
45
აღწერილობა
1. სამკლავური ემბლემა (შევრონი) – გერბი ტრანსფორმირებული
ფარით და მცირე შევრონი წარწერით: ,,საქართველო“ (საერთო სპეციალური
დანიშნულების დანაყოფებისთვის).
2. სამკლავური ემბლემა (შევრონი) – მრგვალი ბიზანტიური ფარის შავ
ველზე გამოსახულია სამსახურის გერბის დეტალი (არწივი, რომელსაც
უპყრია ნორმანული ფარი, მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებულია ელვის ორი
შავი სიმბოლური გამოსახულება. ემბლემის ქვედა ნაწილში გამოსახულია
სპეციალური დანიშნულების დანაყოფის აბრევიატურა ქართულ და
ინგლისურ ენებზე (სდდ; SMD) და მცირე შევრონი საქართველოს დროშის
გამოსახულებით.
46
შენიშვნა: ამ პლანშეტით განსაზღვრული ემბლემები №10
პლანშეტით გათვალისწინებული კომუფლირებული ფორმისათვის
მზადდება ერთ ფერში, ხაკისფერ ქსოვილზე ხაკისფერი ნაქარგის სახით.
პლანშეტი №27
ფურნიტურა
ესკიზი
აღწერილობა
1. საერთო სამკლავური ემბლემა (შევრონი) – მცირე შევრონი
წარწერით: ,,საქართველო“ და გერბი ტრანსფორმირებული ფარით ან გერბი
47
ტრანსფორმირებული ფარით, რომელსაც მარჯვენა და მარცხენა მხრიდან
დამატებული აქვს ,,ვაზის წნულის“ ორნამენტი, ხოლო თავზე შვიდი
შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
2. სამკლავურისა და შევრონის განლაგება მარცხენა მკლავზე.
პლანშეტი №28
ფურნიტურა
ესკიზი
48
აღწერილობა
1. მარჯვენა სამკლავური ემბლემა (შევრონი) განსაკუთრებული
მნიშვნელობის ობიექტების დაცვის განმახორციელებელი დანაყოფების
(გარდა რეგიონალური დანაყოფებისა) მოსამსახურეებისათვის –
ტრანსფორმირებული ნორმანული ფარის შავ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ
დაშვებული ხუთი ლურჯი ზოლი (ფერითი განსხვავება) ზედა მარჯვენა
კუთხეში გერბის დეტალი – გადაჯვარედინებული აფთები.
2. მარჯვენა სამკლავური ემბლემა (შევრონი) სპეციალური
დანიშნულების ავტოკოლონის ესკორტირების განმახორციელებელი
დანაყოფების მოსამსახურეებისათვის – ტრანსფორმირებული ნორმანული
ფარის შავ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ხუთი მუქი წითელი
(შინდისფერი) ზოლი (ფერითი განსხვავება) ზედა მარჯვენა კუთხეში
49
გერბის დეტალი – არწივი, რომელსაც უპყრია გერბის ცენტრალური
კომპოზიცია.
3. მარჯვენა სამკლავური ემბლემა (შევრონი) რეგიონალური
დანაყოფების მოსამსახურეებისათვის – ტრანსფორმირებული ნორმანული
ფარის შავ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ხუთი ოქროსფერი
ზოლი (ფერითი განსხვავება), ზედა ცენტრალურ ნაწილში გერბის დეტალი
– ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი, მარჯვნიდან მარცხნივ კი ირიბად
გამოსახულია საქართველოს რუკის კონტური.
შენიშვნა: ამ პლანშეტით გათვალისწინებული სამკლავური ემბლემა
(შევრონი) უნდა განთავსდეს მარჯვენა მხარზე საქართველოს სახელმწიფო
დროშის გამოსახულების მცირე ზომის დანაკერის ქვემოთ.
პლანშეტი №29
სპეციალური სამკერდე ნიშნები სამოქალაქო ფორმისთვის
ესკიზი
50
აღწერილობა
1. სპეციალური დანიშნულების სამკერდე ნიშანი – მრგვალი
მედალიონი, რომლის წითელ ველზე (მინანქარი) გამოსახულია სამსახურის
გერბის ცენტრალური კომპოზიცია, გარშემო წარწერა: „საქართველოს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური” და ამოტვიფრული
შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
2. სპეციალური დანიშნულების სამკერდე ნიშანი – მრგვალი
მედალიონი, რომლის მწვანე ველზე (მინანქარი) გამოსახულია სამსახურის
გერბის ცენტრალური კომპოზიცია, გარშემო წარწერა: „საქართველოს
51
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური” და ამოტვიფრული
შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
3. სპეციალური დანიშნულების სამკერდე ნიშანი – მრგვალი
მედალიონი, რომლის ლურჯ ველზე (მინანქარი) გამოსახულია სამსახურის
გერბის დეტალი – არწივი, რომელსაც უპყრია ფარი ცენტრალური
კომპოზიციით, გარშემო წარწერა: „საქართველოს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახური” და ამოტვიფრული შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
პლანშეტი №30
სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის ესკორტირების
განმახორციელებელი დანაყოფების ავტომანქანების ექსტერიერის ფერითი
დიზაინი
52
53
პლანშეტი №31
საწვიმარი ლაბადა
ესკიზი
აღწერილობა
საწვიმარი ლაბადა: გრძელი, შესაკრავი კაპიუშონით, ელვა-
შესაკრავით და ბორტის დამჭერებით, გვერდებზე ჯიბით, ყვითელი
წყალგაუმტარი ქსოვილი, შიდა პირი დაფარულია სპეციალური ლაქით.
წინ, მარცხენა მხარეს წარწერა ქართულ ენაზე: ,,სდსს’’ (სამსახურის
აბრევიატურა), იგივე წარწერა, დიდი ზომის, აქვს ზურგზე.
54