no bulling! არა ბულინგს!

15
ააა ააააააა! აააა აააააააა 2016

Upload: inga-gogaladze

Post on 12-Apr-2017

149 views

Category:

Education


7 download

TRANSCRIPT

Page 1: No Bulling! არა ბულინგს!

არა ბულინგს!

ინგა გოგალაძე2016

Page 2: No Bulling! არა ბულინგს!
Page 3: No Bulling! არა ბულინგს!

"მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის დამცირების მაგალითი ერთმა მოსწავლემ მიამბო: "ჩემი მასწავლებელი მარტო ოჯახის წევრებს არ აყენებს შეურაცხყოფას, ერთი კლასელი მყავს, ებრაელია და წინა პარასკევს ასე გვითხრა, ყველას ქრისტიანულ შაბათ-კვირას გისურვებთ. ებრაელ გოგონას კი მიმართა: რა თქმა უნდა, შენ - არაო. მან ეს მშობლებს უთხრა. მშობელმა პასუხი მოსთხოვა მასწავლებელს: მე არ მინდა, ჩემი შვილი ასე გაზარდოთო, მაგრამ მერე სერიოზულ იზოლაციაში მოხვდა ეს ბავშვი და კიდევ უფრო გარიყეს.

Page 4: No Bulling! არა ბულინგს!

"ხშირ შემთხვევაში, ძალადობა იმიტომ ხდება სკოლებში, რომ არ ვიცით, როგორ აღვზარდოთ ბავშვები, არც ჩვენ და არც ჩვენმა მშობლებმა. სამწუხაროდ, დღევანდელი სკოლა უუნაროა, სწორად შეაფასოს ბულინგი და სწორი რეაგირება მოახდინოს მასზე. მე თვითონ მინახავს, რომ მასწავლებლები თავად ვერ ამჩნევენ, რომ მათ წინ ვიღაც ბულინგის მსხვერპლია. ან თუ ამჩნევენ, ცელქობას მიაწერენ, რიგ შემთხვევებში არ იციან, როგორ მოიქცნენ. საზოგადოება, სკოლა, ოჯახი ერთობლივად უნდა ჩაებას ამ პრობლემის მოგვარების საქმეში", _ აცხადებს ფსიქოლოგი.

Page 5: No Bulling! არა ბულინგს!

სასკოლო ბულინგისასკოლო ბულინგის მრავალგვარი კლასიფიკაცია არსებობს. შეიძლება იყოს ფიზიკური აგრესია, შეიძლება იყოს ქცევითი, რომელსაც, ალბათ, უფრო ფსიქოლოგიურს დავარქმევდი. ეს გახლავთ, ვერბალური აგრესია, ჭორების გავრცელება, შანტაჟი, ფულის გამოძალვა, შეიძლება იყოს სიტყვიერი აგრესია, რომელსაც მე ფსიქოლოგიურში გავიყვანდი, მაგრამ ცალკე გამოჰყოფენ. როდესაც ბავშვი ბავშვს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ან უგონებს ზედმეტ სახელებს, ისეთს, რომელიც მის ღირსებას ლახავს.

Page 6: No Bulling! არა ბულინგს!

კიბერ ბულინგი

ეს ბულინგის საკმაოდ უსიამოვნო და საშიში ფორმა გახლავთ. სოციალურ ქსელებში ჭორის, დეზინფორმაციის, ადამიანზე გამუდმებით ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება არის ბულინგის ერთ-ერთი საკმაოდ უსიამოვნო სახე. ჩვენ უკვე რამდენჯერმე წავაწყდით ამის გამო თვითმკვლელობებსაც.

Page 7: No Bulling! არა ბულინგს!

მოძალადე-ბულერი

საბოლოოდ, ბავშვი მოძალადე და მსხვერპლიც ორივე მსხვერპლია. ძალიან ხშირად მოძალადე-ბულერს მიაჩნია, რომ სხვებზე უნდა ბატონობდეს და ამის უფლება აქვს. ხშირად გააჩნია ფიზიკური უპირატესობა თანატოლებთან. იმპულსურია, ადვილად აღგზნებადი. მიაჩნია, რომ იმსახურებს ლიდერობას. ზოგჯერ არ შეუძლია კომპრომისებზე წასვლა. დარწმუნებულია თავის უპირატესობაში და ა.შ.

Page 8: No Bulling! არა ბულინგს!

მსხვერპლიმსხვერპლი ძალიან ხშირად ის ბავშვია, რომელსაც საკმაოდ მაღალი შფოთვის დონე აქვს. ეს არის ის ბავშვი, რომელიც თავს გრძნობს დაჩაგრულად, აქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება. ბავშვი, რომელიც შეიძლება იყოს, არ მინდა ვთქვა მშიშარა, მაგრამ არა სხვებზე თამამი, მორცხვი, ჩაკეტილი, ზედმეტად მგრძნობიარე, რომელიც მიდრეკილია დეპრესიისაკენ. ფიზიკურად სუსტი ბავშვი, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ბულინგის მსხვერპლი. ასეთი ბავშვი შეიძლება ატარებდეს სათვალეს, ან სულაც ჰქონდეს ჟღალი თმა. ბავშვებში ჟღალი თმა ხშირად დაცინვის საგანია. ძალიან ლამაზი ბავშვიც შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, ან იმის გამოც, რომ არის ნიჭიერი. ან შეიძლება იყოს ჩუმი, უყვარდეს კითხვა და იჯდეს თავისთვის. ან ბავშვი, რომელივ ძალიან ამაყობს მშობლებით, ან, მაგალითად, ხშირად იმაზე ლაპარაკობს, როგორი ბაბუა ჰყავდა. ან კიდევ ისეთი ბავშვი, რომელიც მზად არის თავის თავზე ჩაგრულის როლი მოირგოს. ზუსტად ვერცერთი ფსიქოლოგი ვერ გეტყვის, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ ის გახდეს ბულინგის მსხვერპლი. პრინციპში გარკვეულ პირობებში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

Page 9: No Bulling! არა ბულინგს!

ძირითადად ბულინგის დაყოფა ხდება ოთხ ტიპად :

• ფიზიკური ბულინგი • ფარული ბულინგი • ვერბალური ბულინგი • კიბერ- ბულინგი

Page 10: No Bulling! არა ბულინგს!

1. ფიზიკური ბულინგი - ბულინგის ყველაზე ძალადობრივი ფორმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმებია: ჩხუბი, თმის მოქაჩვა, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება და სხვა.

Page 11: No Bulling! არა ბულინგს!

2. ფარული ბულინგი - ეს არის მორალური და ემოციური ძალადობის ფორმა, რომელიც პირდაპირ არ არის მიმართული ობიექტისადმი. მაგ: ტყუილები, ჭორების გავრცელება, სხვა მოსწავლეებთან დამცირება, მოსწავლის სოციალურ იზოლაციაში მოქცევა და სხვ.

Page 12: No Bulling! არა ბულინგს!

3. ვერბალური ბულინგი - არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში მოსწავლის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დაცინვა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, დაშინება.

Page 13: No Bulling! არა ბულინგს!

4. კიბერ- ბულინგი - განსხვავდება ბულინგის სხვა ფორმისაგან, რამეთუ ის სექსუალურ მიზნებს უკავშირდება, თუმცა ტრადიციული "ბულინგის" მსგავსად, შესაძლოა მოიცავდეს დამამცირებელი სახელების შერქმევას, თავდასხმასა და შანტაჟის სერიოზულ საფრთხეებს.

Page 14: No Bulling! არა ბულინგს!

http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/63644-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98/19/

http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/63644-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98/19/

Page 15: No Bulling! არა ბულინგს!

გმადლობთ ყურადღებისათვის!