open data guidebook

56
ღია მონაცემების სახელმძღვანელო მედიის წარმომადგენლებისათვის განახლებული გამოცემა 2016

Upload: tigeorgia

Post on 07-Jul-2016

19 views

Category:

Documents


3 download

DESCRIPTION

Open Data Guidebook

TRANSCRIPT

Page 1: Open Data Guidebook

ღია მონაცემების სახელმძღვანელო

მედიის წარმომადგენლებისათვის

განახლებული გამოცემა

2016

Page 2: Open Data Guidebook

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

http://transparency.ge

სახელმძღვანელოს დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით,

USAID-ის დახმარებით. დოკუმენტის შინაარსი და მასში გამოხატული მოსაზრებები

ეკუთვნის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და არ ასახავს ამერიკის

მთავრობის, USAID-ის ან IREX-ის პოზიციას.

Page 3: Open Data Guidebook

სარჩევი შესავალი ..................................................................................................................................................... 5

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პლატფორმა → tenders.procurement.gov.ge ..... 6

კომპანიათა საკუთრება ........................................................................................................................... 15

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო → www.napr.gov.ge .................................................... 15

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კომპანიათა საძიებელი ონლაინ

პლატფორმა → www.companyinfo.ge ................................................................................................. 23

მიწის საკუთრება ..................................................................................................................................... 23

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო → www.napr.gov.ge ................................................. 23

ციფრული რუკები → www.napr.gov.ge ...................................................................................... 26

საჯარო მოხელეთა დეკლარაციები → www.declaration.gov.ge ....................................................... 28

პარტიული შემოწირულობები → www.sao.ge ............................................................................... 31

საჯარო რეესტრის პლატფორმებზე არსებული სხვა რეესტრები .................................................... 31

გირავნობის (იპოთეკის) რეესტრი → naprlmr.reestri.gov.ge ..................................................... 31

მოვალეთა რეესტრი → www.debt.reestri.gov.ge ......................................................................... 33

პოლიტიკურ გაერთიანებათა რეესტრი → napr.gov.ge ............................................................... 34

საარჩევნო მონაცემთა ონლაინ პლატფორმები ................................................................................... 35

ცენტრალური საარჩევნო კომისია → results.cec.gov.ge ............................................................. 35

ცენტრალური საარჩევნო კომისია → voters.cec.gov.ge ............................................................ 35

ჯამპსტარტი → Mashasada.me ...................................................................................................... 36

იურიდიულ მონაცემთა ბაზები ............................................................................................................ 37

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე → matsne.gov.ge ............................................................ 37

საქართველოს პარლამენტი → parliament.ge .............................................................................. 41

საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი → Government.gov.ge and

president.gov.ge ................................................................................................................................... 42

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემები ................................................ 43

ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო კომპანიების შესახებ → www.gncc.ge ........................... 43

უწყებრივი რეესტრი → www.gncc.ge ........................................................................................... 43

ანალიტიკური პლატფორმა → www.analytics.gncc.ge .................................................................. 43

კომერციული ბანკების ბენეფიციარული საკუთრება → www.nbg.gov.ge ............................... 44

სასამართლო გადაწყვეტილებები ......................................................................................................... 45

Page 4: Open Data Guidebook

საკონსტიტუციო სასამართლო → www.constcourt.ge ............................................................... 45

უზენაესი სასამართლო → www.supremecourt.ge ...................................................................... 45

თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეები → www.tcc.gov.ge ........................................... 46

მონაცემები საერთო სასამართლოებზე → www.geocourts.ge ................................................. 47

საბიუჯეტო მონაცემები .......................................................................................................................... 47

სახელმწიფო ბიუჯეტი → www.mof.gov.ge ................................................................................. 47

სახელმწიფო ვალი → www.mof.gov.ge ........................................................................................ 48

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტები ....................................................................... 49

შემოსავლების სამსახურის მონაცემები ............................................................................................... 49

საგადასახადო შეღავათით მოსარგებლეთა რეესტრი → www.rs.ge .......................................... 49

სათამაშო ბიზნესის ლიცენზიების რეესტრი, საქველმოქმედო ორგანიზაციათა რეესტრი →

www.rs.ge .............................................................................................................................................. 50

სასაქონლო კოდების რეესტრი → www.rs.ge .............................................................................. 50

იმპორტ-ექსპორტის მონაცემები → www.rs.ge ............................................................................. 50

ვის ეკუთვნის ინტერნეტ დომენი? .GE დომენი → www.registration.ge .............................. 50

საერთაშორისო დომენები → www.domaintools.com ................................................................. 51

ზოგადი სტატისტიკური ინფორმაცია ................................................................................................. 51

საქსტატი → www.geostat.ge .......................................................................................................... 51

CRRC-ის გამოკითხვების მონაცემები → www.caucasusbarometer.org ................................ 51

გემები და თვითმფრინავები .................................................................................................................. 52

საქართველოს აეროპორტები და თვითმფრინავები → www.gcaa.ge .................................... 52

გემების შესახებ ინფორმაციისათვის თვალის მიდევნება → Marinetraffic.com &

Vesseltracker.com ................................................................................................................................... 52

როგორ მივადევნოთ თვალი უცხოურ კომპანიებს? ......................................................................... 54

საგამოძიებო პანელი → www.investigativedashboard.com ....................................................... 54

ინფორმაცია ოფშორებიდან → http://offshoreleaks.icij.org ........................................................ 54

აშშ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის მონაცემები → www.secinfo.com ............................... 55

როგორ მოვახდინოთ ჩვენი მონაცემების ვიზუალიზაცია? .............................................................. 56

დანართი .................................................................................................................................................... 56

Page 5: Open Data Guidebook

შესავალი

საქართველომ ღია მონაცემების კუთხით მნიშვნელოვნად წინ წაიწია. ნებისმიერი

მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია არაერთი საინტერესო ვებგვერდი: იუსტიციის

სამინისტროს სამეწარმეო რეესტრში თავმოყრილია მონაცემები ყველა კომპანიისა და

მათი მფლობელების შესახებ; საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები,

ელექტრონული და გამარტივებული შესყიდვების მონაცემები სრულადაა

ხელმისაწვდომი საჯაროდ და უფასოდ. აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის

გარეშე შეგიძლიათ მოიძიოთ მონაცემები პარტიათა შემოწირულობების შესახებ.

ღია მონაცემები მნიშვნელოვანი უპირატესობაა, თუმცა ქართული

მედიასაშუალებები ამ მონაცემებს სრულად ვერ იყენებენ. „საერთაშორისო

გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2014 წლის ივლისში ყველა სასარგებლო რესურსს

ერთიან სახელმძღვანელოში მოუყარა თავი. ორი წლის შემდეგ გთავაზობთ ამ

სახელმძღვანელოს განახლებულ ვერსიას, სადაც აღვწერთ რამდენიმე ახალ წყაროს

და ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენ მიერ უკვე აღწერილი ვებგვერდების ახალ

ფუნქციებზე.

Page 6: Open Data Guidebook

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პლატფორმა →

tenders.procurement.gov.ge

ელექტრონული შესყიდვების ოფიციალური პლატფორმა საშუალებას იძლევა,

გააკონტროლოთ სახელმწიფო შესყიდვის ყველა ხელშეკრულება, მათ შორის,

უკონკურსოდ, პირდაპირი გზით მინიჭებული კონტრაქტებიც. საიტზე ძიების

დაწყებამდე უნდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების პლატფორმა შემდეგი

სახის ტენდერებს მოიცავს:

● ელექტრონული ტენდერი: ტენდერები, რომელთა სავარაუდო ღირებულება

200 000 ლარს აღემატება.

● გამარტივებული ელექტრონული ტენდერი: გამარტივებული პროცედურების

გამოყენებით შესაძლებელია იმ ტენდერების შესყიდვა, რომელთა სავარაუდო

ღირებულება 200 000 ლარს არ აღემატება.

● კონსოლიდირებული ტენდერი: ეს ის ტენდერებია, რომლებშიც

მომწოდებლები ერთეულის ფასის საფუძველზე აკეთებენ საკონკურსო

განაცხადს და არა ტენდერის მთლიანი ღირებულების საფუძველზე. ეს წესი

გამოიყენება ისეთი საქონლის შესყიდვისას, როგორიცაა, მაგ., საწვავი.

● გამარტივებული შესყიდვები: არაუმეტეს 5 000 ლარის ღირებულების

ერთგვაროვანი საგნების სახელმწიფო შესყიდვის მეთოდი, რომელიც

მთავრობის თანხმობით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში

გამოიყენება.

● კონკურსი: შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, გამოიყენება საპროექტო

მომსახურების ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად

დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების

მომსახურების შესასყიდად.

თავდაპირველად, ვიდრე tenders.procurement.gov.ge-ზე ძიებას დაიწყებდეთ,

საჭიროა მასზე დარეგისტრირდეთ.

სისტემაში შესვლის შემდეგ, კონტრაქტები შემდეგი პარამეტრების მიხედვით

შეგიძლიათ, მოძებნოთ: ტენდერის საიდენტიფიკაციო კოდი, შემსყიდველი,

მიმწოდებელი, ტენდერის სტატუსი, ტენდერის ტიპი, ტენდერის კატეგორია და

თარიღი.

Page 7: Open Data Guidebook

მონაცემთა ბაზის ზედა ნაწილში რამდენიმე ჩანართია:

ePLAN→ აქ საჯარო დაწესებულებების მიერ სამომავლოდ დაგეგმილი შესყიდვების

ყველა ტენდერის ნახვა შეგიძლიათ. ePLAN-ზე დაწკაპუნებით ახალ გვერდზე

გადახვალთ, რომელზეც შეგეძლებათ მოძებნოთ კონკრეტული შემსყიდველი და

გაიგოთ რომელ კვარტალში გეგმავს ის ტენდერის გამოცხადებას. აღნიშნული

სისტემა საშუალებას გაძლევთ ასევე, ნახოთ დაფინანსების წყარო. გაითვალისწინეთ,

რომ საჯარო დაწესებულები ვალდებულნი არიან, წინასწარ განათავსონ ინფორმაცია

დაგეგმილი შესყიდვების შესახებ.

CMR → სააგენტო ასევე აქვეყნებს გამარტივებული შესყიდვის წესით მინიჭებულ

ყველა კონტრაქტს. ელექტრონული შესყიდვების პლატფორმაზე განთავსების

ვალდებულება გამარტივებულ შესყიდვებზე არ ვრცელდება; შესყიდვების ეს ტიპი,

არსობრივად, პირდაპირ შესყიდვას წარმოადგენს. ეს პროცედურა 5 000 ლარს

ქვემოთ ღირებულების შესყიდვების, გადაუდებელი აუცილებლობის შესყიდვების,

დიპლომატიური მისიების დროს გაწეული ხარჯებისა და მთავრობის შესაბამისი

თანხმობის საფუძველზე განხორციელებული შესყიდვების შემთხვევაში

გამოიყენება.

SMP → აქ თავმოყრილია გამარტივებული შესყიდვების განხორციელების შესახებ

შეთანხმებები. შემსყიდველები გამარტივებულ შესყიდვებს შესყიდვების

სააგენტოსთან ათანხმებენ და მათთან ნებართვის მიღების შემთხვევაში

Page 8: Open Data Guidebook

ახორციელებენ. აქ შესაძლებელია იმის გაგება, თუ რატომ გადაწყვიტა

შემსყიდველმა მიმართოს გამარტივებულ შესყიდვას.

დავების განხილვის საბჭო → https://tenders.procurement.gov.ge-ის საწყის გვერდზე

გასაჩივრებული ტენდერების სიაა განთავსებული. არსებობს დავების განხილვის

სპეციალური საბჭო, რომელიც კონკრეტულ ტენდერებთან დაკავშირებულ საჩივრებს

იხილავს. დაინტერესებულ პირებს ან ტენდერის მონაწილეებს, რომლებსაც ეჭვი

გაუჩნდებათ, რომ ტენდერთან დაკავშირებით გარკვეულ კანონდარღვევას აქვს

ადგილი, უფლება აქვთ, ტენდერი გაასაჩივრონ, რისთვისაც ტენდერის გვერდზე

შესაბამისი ფორმა უნდა შეავსონ. საბჭო იმ დაინტერესებული მოქალაქეების მიერ

შეტანილ საჩივრებსაც განიხილავს, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებდნენ

კონკრეტულ ტენდერზე, თუმცა მასთან პირდაპირ დაკავშირებულნი არ იყვნენ, რაც,

პრაქტიკულად, იმას ნიშნავს, რომ ტენდერის გასაჩივრება ყოველ

დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია. საჩივრების მოძიება ონლაინ რეჟიმშია

შესაძლებელი; ისინი ტიპების მიხედვითაა დალაგებული და უნიკალურ სატენდერო

ნომერს ებმის.

ტენდერში მონაწილე პირს შეუძლია ტენდერის დაწყებამდე ონლაინ რეჟიმში

დაუსვას კითხვები შემსყიდველ ორგანიზაციას, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაცია

ვალდებულია, ტენდერის დაწყებამდე გონივრულ ვადაში გასცეს მას პასუხი. ამ

კომუნიკაციის ნახვაც

ტენდერის გვერდზეა შესაძლებელი.

შავი სია → კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქვს იმ

კომპანიების შავი სია, რომლებმაც ადრე ხელშეკრულების პირობები არ შეასრულეს

ან ტენდერში მონაწილეობის დროს არასწორი ინფორმაცია წარადგინეს. შავი სია

საჯაროდაა ხელმისაწვდომი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების

სააგენტოს საიტის მთავარ გვერდზე.

თეთრი სია → შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი,

რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და

განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე

გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სია → იმ მიმწოდებელთა სია, რომლებმაც

Page 9: Open Data Guidebook

შესყიდვების პროცესში ჩიდინეს რაიმე დარღვევა, თუმცა მათი შავ სიაში შეყვანით

ირღვევა თანაზომიერების პრინციპი. სია საჯაროა და განთავსებულია შესყიდვების

სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

საილუსტრაციოდ გთავაზობთ, გამოვიკვლიოთ ინფორმაცია ზუგდიდის

მუნიციპალიტეტის მიერ ძვირადღირებული ჯიპის ტიპის მანქანის შესყიდვაზე

გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის შესახებ.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მარჯვენა მხარეს ყვითელი

ფერით გამოკვეთილ ტენდერის განყოფილებაზე დააწკაპუნეთ. სატენდერო

ინფორმაციის დეტალური ჩამონათვალი, როგორც წესი, 4 ჩანართს შეიცავს:

ტენდერის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას, დოკუმენტაციას, სატენდერო

განაცხადზე ინფორმაციას და შედეგებს.

ტენდერის მთავარ გვერდზე ტენდერის შესახებ ძირითადი ინფორმაციაა

გამოტანილი, მაგ.: ტენდერის ტიპი, ნომერი, შემსყიდველი, ტენდერის სტატუსი,

კატეგორია, დამატებითი ინფორმაცია, საგარანტიო თანხა, ღირებულება და ა.შ.

Page 10: Open Data Guidebook

მეორე გვერდზე განთავსებულია შემსყიდველი უწყების მიერ გამოქვეყნებული

ყველა დოკუმენტი PDF ფორმატში და ის ფაილები, რომელთა მიღება-გაცვლაც

ტენდერში მონაწილე და შემსყიდველ სუბიექტებს შორის მოხდა.

მომდევნო გვერდზე მოცემულია სატენდერო პროცედურის აღწერილობა,

შემოთავაზებული ღირებულებები და პრეტენდენტთა სახელები. ტენდერში

მონაწილე კომპანიის ან პირის სახელზე დაწკაპუნებით სისტემა აღნიშნულ პირსა

Page 11: Open Data Guidebook

თუ კომპანიაზე დეტალურ ინფორმაციას გიჩვენებთ.

შემდეგ გვერდზე სისტემა ტენდერში მონაწილე პირების ინტერესთა

შეუთავსებლობის არარსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებს გამოიტანს. აქვე

შეგიძლიათ, ნახოთ აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებული ძირითადი

დოკუმენტაცია, რომელსაც ტენდერში გამარჯვებულ სუბიექტთან დაკავშირებული

ინფორმაცია და ხელშეკრულების ასლი მოსდევს.

Page 12: Open Data Guidebook

სახელმწიფო უწყებების მიერ გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის

ხელშეკრულებების ელექტრონული რეესტრი ქართული ელექტრონული სატენდერო

სისტემის იმ მონაპოვართა შორისაა, რომელთა წყალობითაც ის გამჭვირვალობისა

და გამოყენების სიმარტივის თვალსაზრისით მსოფლიოში არსებულ სისტემათა

შორის ერთ-ერთ საუკეთესო სისტემადაა აღიარებული.

გამარტივებული შესყიდვების მონაცემთა ბაზაზე წვდომის მოსაპოვებლად

მომხმარებელმა მარჯვენა ზედა კუთხეში CMR-ის წარწერიან ბმულზე უნდა

დააწკაპუნოს.

.

აქ შეგიძლიათ მოიძიოთ კონტრაქტები CMR კოდის, მიმწოდებლის, შემსყიდველი

ორგანიზაციების, შესყიდვის ტიპისა და CPV კოდების მიხედვით. გარდა ამისა,

შეგიძლიათ, მიუთითოთ თარიღები, რომელთა ფარგლებშიც გსურთ ინფორმაციის

ნახვა, ან თქვენთვის საინტერესო ხელშეკრულებების ღირებულებების თანხები.

თავად ხელშეკრულებები მარჯვენა მხარესაა განლაგებული და ჯერზე 5

კონტრაქტის ნახვაა შესაძლებელი; უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად

მომხმარებელმა მათზე უნდა დააწკაპუნოს.

ამ სისტემის დანერგვამ უდავოდ დიდი გავლენა იქონია საქართველოში

გამარტივებული შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,

Page 13: Open Data Guidebook

რომ მონაცემთა ბაზას ნაკლოვანებები არ აქვს. მაგალითად, ყველა ხელშეკრულების

ერთად ნახვა ვერ ხერხდება, სისტემის HTML კოდის გამო მასში ნავიგაცია ჭირს.

გარდა ამისა, გაუმართავია საძიებო სისტემა - ის ვერ უზრუნველყოფს ძიების

შედეგის საიმედოობას მითითებულ ვადებთან მიმართებით.

მნიშვნელოვანია, ხელშეკრულების სისტემაში რეგისტრაცია ხელშეკრულების

ხელმოწერის თარიღისაგან განვასხვავოთ. ეს სხვადასხვა თარიღია, რადგან

ელექტრონული შესყიდვებისაგან განსხვავებით, როდესაც ტენდერი ჯერ

სისტემაში რეგისტრირდება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება კონკურსი, ამ

შემთხვევაში ხელშეკრულების დარეგისტრირება მისი ხელმოწერის შემდეგ

ხდება, როცა შემსყიდველი შესაბამის ინფორმაციას გაუგზავნის სააგენტოს,

რომელიც მოცემულ ხელშეკრულებას სისტემაში აღრიცხავს. ეს პროცესი ხშირად

იწვევს მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის დაგვიანებით ასახვას. ჩვენი

გამოცდილებით, ტიპური ხელშეკრულების შემთხვევაში დაგვიანება საშუალოდ

დაახლოებით 2 თვეს შეადგენს, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც

ხელშეკრულების რეგისტრაცია მხარეების მიერ მათი ხელმოწერიდან 6-7 თვის

შემდეგაც მომხდარა.

მოდით, სანიმუშოდ განვიხილოთ ერთი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და იტალიური კომპანია Permasteliza და

რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენობის სახურავის მშენებლობას

ეხება.

Page 14: Open Data Guidebook

ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის რიგზე დაწკაპუნების შემდეგ სისტემა

მომხმარებელს ხელშეკრულების გვერდზე გადაიყვანს, რომელზეც განთავსებულია

დეტალური ინფორმაცია შემსყიდველი სუბიექტების (ამ შემთხვევაში ორი

სუბიექტია შესაბამისი წილების მითითებით), მიმწოდებლის, ხელშეკრულების

ღირებულებისა და გადახდის დღეების, დაფინანსების წყაროს, შესყიდვის

ავტორიზაციის, ხელშეკრულების ტექსტის სკანირებული ვარიანტის ბმულის,

ხელშეკრულების ვადებისა და მისი დასრულების დროის ჩათვლით.

Page 15: Open Data Guidebook

კომპანიათა საკუთრება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო → www.napr.gov.ge

კომპანიებისა და მათი მფლობელების მოსაძებნად შეგიძლიათ, გამოიყენოთ

http://napr.gov.ge-ზე არსებული საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზა. ეს ძიება

ვებგვერდის მხოლოდ ქართულენოვან ვერსიაზეა შესაძლებელი.

თავფურცელ გვერდზე უნდა დავაჭიროთ წარწერას ბიზნესის რეესტრი, შემდეგ კი

წარწერას მოძებნე მეწარმე/იურიდიული პირი.

სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად დააწკაპუნეთ ძებნის ფანჯრის ქვეშ

განთავსებულ ბმულზე დეტალური ძიება , რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო

(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემთა ბაზის დეტალური

ინფორმაციის განყოფილებაში გადაგიყვანთ.

Page 16: Open Data Guidebook

მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია შეგიძლიათ შემდეგი მონაცემების მიხედვით

მოიძიოთ→

● საიდენტიფიკაციო კოდი ან პირადი ნომერი

● კომპანიის დასახელება

● სამართლებრივი ფორმა

● ელ-ფოსტა

უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ კომპანიის სწორ

სახელწოდებას უთითებთ. გაითვალისწინეთ რომ კომპანიების

სამართლებრივი/რეგისტრაციის სახელწოდება და ბრენდის დასახელება

ერთმანეთისაგან ხშირად განსხვავდება. თუ კომპანიის ზუსტი სახელწოდება არ

იცით, სისტემა მსგავსი დასახელების კომპანიათა ათობით სავარაუდო შედეგს

შემოგთავაზებთ. ამგვარი აღრევის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, გქონდეთ

კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი. თუმცა რეალურად ნაკლები შანსია, მკვლევარმა

იმთავითვე იცოდეს კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი. როგორც წესი, დასაწყისში

მხოლოდ კომპანიის სახელი თუა ცნობილი.

ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია, კომპანიის ძებნა მეორე მონაცემით -

კომპანიის სახელით - დაიწყოს. საერთოდ კომპანიის სრული სახელით ძებნა

Page 17: Open Data Guidebook

მიზანშეწონილი არ არის, რადგან სახელდების დადგენილი სტანდარტი არ

არსებობს..

მაგალითისათვის ავიღოთ გამოგონილი კომპანიის სახელი: „ჯი - ეიჩ - სი“. ასეთი

კომპანია შეიძლება რეგისტრირებული იყოს ნებისმიერი შემდეგი კომბინაციით

„ჯიეიჩსი", „ჯი - ეიჩ - ესი" და ა.შ. მხოლოდ ერთი ასოც რომ შეიყვნოთ შეცდომით,

მონაცემთა ბაზა თქვენი საძიებო კომპანიის იდენტიფიცირებას ვერ შეძლებს. მაგრამ

ვებგვერდის ხშირი გამოყენების შედეგად მომხმარებელი, ჩვეულებრივ, ხვდება რა

სახის ნიმუში უნდა გამოიყენოს.

შენიშვნა: სასურველია, საძიებელი დასახელება არასრული ფორმით შეიყვანოთ,

ოღონდ მითითებული მონაცემი მოცემული კომპანისათვის უნიკალური უნდა

იყოს.

მაგალითად, თუ ეძებს კომპანიას სახელწოდებით „სს ჭიათურის

ნავთობპროდუქტი", სისტემა კომპანიას მაშინ გიჩვენებთ, თუ მოთხოვნაში იქნება

მხოლოდ სიტყვა „ჭიათურ".

სახელდების სტანდარტის დადგენის მნიშვნელობას ცხადყოფს შემდეგი მაგალითი:

ვთქვათ, ჩვენი კვლევის საგანია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“. მოთხოვნა

„რუსთავი 2" დადებით შედეგს არ მოგცემთ.

Page 18: Open Data Guidebook

ეს მაგალითი ნათლაც წარმოაჩენს მონაცემთა ბაზაში არსებულ შეუსაბამობას: ჩვენი

საძიებო ფრაზა კომპანიის სახელის ნაწილია, მაგრამ მონაცემთა ბაზამ

„ჭიათურნავთობის" შემთხვევისაგან განსხვავებით, კომპანიის სახელი არ გამოიტანა.

ამ შემთხვევაში ზუსტი შესატყვისის მოსაძებნად კომპანიის სახელწოდების

სხვადასხვა ვარიანტის გათამაშება და იმაზე ფიქრი გვიწევს, თუ რა სახით

შეიძლებოდა, დარეგისრირებულიყო კომპანია მონაცემთა ბაზაში: როგორც

„რუსთავი -2", „რუსთავი 2", „ტელეკომპანია რუსთავი 2" თუ სხვ..

შენიშვნა: სააქციო საზოგადოებების საკუთრებასთან დაკავშირებული

ინფორმაცია საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის, რადგან სახელმწიფო

კანონმდებლობა ამ სახის კომპანიებისაგან ამ ინფორმაციის წარდგენას არ

ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავდაპირველად რეგისტრირებული იყო

როგორც შპს და შემდეგ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, მონაცემთა ბაზაში

მისი საკუთრების შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, მის სააქციო

საზოგადოებად ჩამოყალიბების მომენტამდე პერიოდს ასახავს.

Page 19: Open Data Guidebook

შენიშვნა: საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს კომპანიის რეგისტრაციას

იმავე სახელწოდებით, რომლითაც მანამდე სხვა რომელიმე კომპანია

შეიძლებოდა, ყოფილიყო რეგისტრირებული. ასე რომ, დამატებით

სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. შეეცადეთ, ყოველთვის დამატებით

გადაამოწმოთ თქვენს მიერ მოძიებული კომპანია.

● გამორიცხული არ არის, ამგვარ შემთხვევაში მოთხოვნისას მხოლოდ ის

სხვა კომპანია გამოჩნდეს და არა ის, რომელსაც თქვენ ეძებთ (ერთნაირი

სახელების შემთხვევაშიც კი). ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ,

ყველა მონაცემის დამთხვევის შემთხვევაშიც კი გადაამოწმოთ კომპანიის

მონაცემები.

კომპანიის პოვნის შემდეგ ლურჯი "i" ღილაკის დაწკაპუნებით. აქ უნდა შეიყვანოთ

დამცავი კოდი. შემდეგ კომპანიის გვერდზე გადავდივართ, რომელიც შემდეგნაირად

გამოიყურება:

ამ გვერდს შემდეგი სტრუქტურა აქვს: კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, პირადი

Page 20: Open Data Guidebook

ნომერი, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი (არ აგერიოთ კომპანიის

საიდენტიფიკაციო კოდში ან პირად ნომერში), დასახელება, სამართლებრივი ფორმა,

სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი, სტატუსი, რასაც მოსდევს დოკუმენტაციის

ჩამონათვალი, რომელიც სამ კატეგორიად შეიძლება, დაიყოს:

● კომპანიის საკუთრების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე

მომზადებული ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა

რეესტრიდან;

● საკუთრების სტატუსთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ინფორმაცია

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

● სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია

კომპანიის საკუთრების სტრუქტურაში განხორციელებული ყოველი

ცვლილების შემდეგ.

თუ დააწკაპუნებთ განყოფილებაზე ამონაწერის მომზადება მეწარმეთა და

არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ან ინფორმაცია მეწარმეთა და

არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, სისტემა გადაგამისართებთ

დოკუმენტის გვერდზე, რომელიც შეიცავს მხარის მიერ წარდგენილ თავდაპირველ

დოკუმენტს, საჯარო რეესტრის მიერ დამუშავებულ დოკუმენტებს და, რაც

მთავარია, ამონაწერს, რომელიც პროცესის დასრულების შემდეგ გაიცემა.

Page 21: Open Data Guidebook

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ

პროცესის დასრულების შემდეგ მომზადებული საბოლოო ფაილი ცარიელი

აღმოჩნდეს.

ამონაწერი, როგორც წესი, გვერდის ზედა ნაწილშია მოთავსებული და სწორედ ეს

არის ის დოკუმენტი, რომელსაც ვეძებთ. იგი PDF ფორმატითაა წარმოდგენილი.

სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შემთხვევაში

ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ამ გვერდზე ფაილები .djvu format-ითაა

წარმოდგენილი. ამ ფორმატს კი djvu reader სჭირდება (ამ პროგრამის გადმოწერა

უფასოდ შეიძლება. იხ. ბმულები ქვემოთ).

Djvu ფაილები შეიცავს ინფორმაციას მფლობელების შეხვედრების, იურიდიული

წარმომადგენლების, დირექტორებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ოფშორული

კომპანიების მფლობელების შესახებ. ზოგჯერ ამგვარ ფაილებში არის გირავნობის

შესახებ ინფორმაცია, ან სასამართლოს მიერ კომპანიების წინააღმდეგ გამოტანილი

გადაწყვეტილებები. ის Djvu ფაილები, რომლებიც თანამშრომლების სახელებითაა

დასათაურებული, მნიშვნელოვანი არ არის, ღირებული ის ფაილებია, რომელთა

სათაურებიც რიცხვებს შეიცავს. სააქციო საზოგადოებების შემთხვევაში djvu ფაილმა

მფლობელების ვინაობა შეიძლება აჩვენოს, რაც ამონაწერში არ ჩანს. და გახსოვდეთ:

djvu ფაილების საშუალებით ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ

მეტად ღირებულ მონაცემებს შეიძლება მიაკვლიოთ.

შენიშვნა: კომპანიის პროფილის გვერდზე მოთხოვნის წარმდგენი კომპანიის

დირექტორის ან წარმომადგენლის პირადი ნომერი ან მისამართი შეიძლება

აღმოაჩინოთ.

კომპანიის პროფილის გვერდის სულ ბოლოს მოცემული შეიძლება იყოს

საარქივო დოკუმენტების ნუსხა, რასაც ხანგრძლივი ისტორიის და/ან

საკუთრებაში სადავო ცვლილების მქონე კომპანიის შემთხვევაში

ფასდაუდებელი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს.

ამონაწერი ის მთავარი ფაილია, რომელსაც ვეძებთ ხოლმე კომპანიის პროფილში. ეს

ფაილი საერთოდ რამდენიმე ნაწილად იყოფა:

Page 22: Open Data Guidebook

● ზედა ნაწილში მოცემულია განცხადების ნომერი, განცხადების რეგისტრაციის

ნომერი და ამონაწერის მომზადების თარიღი.

● შემდეგ მოდის ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მაგ., დასახელება,

რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი, კომპანიის ტიპი, რეგისტრაციის

თარიღი, სახელმწიფო რეგისტრაციის პირადი ნომერი (არ აგერიოთ კომპანიის

საიდენტიფიკაციო კოდში) და სახელმწიფო უწყება, რომელმაც

რეგისტრაციაში გაატარა კომპანია.

● შემდეგ მოცემულია კომპანიის მართვაზე პასუხისმგებელი პირების

ჩამონათვალი.

● შემდეგ განყოფილებაში დეტალურადაა აღწერილი კომპანიის პარტნიორები

მათი პირადი ნომრის, სახელის და იმ წილის მითითებით, რომელსაც

აღნიშნულ კომპანიაში ფლობენ.

● თუ კომპანიამ რეორგანიზაცია განიცადა ან სხვა სუბიექტს შეუერთდა,

შესაბამისი ინფორმაცია დეტალურად იქნება აღნუსხული მომდევნო

განყოფილებაში.

ბიზნესის რეესტრი საშუალებას იძლევა მოვიძოთ ინფორმაცია კომპანიაში პირების

მონაწილეობის შესახებ. ამისათვის, უნდა მივმართოთ განყოფილებას

მონაწილეებით ძებნა.

Page 23: Open Data Guidebook

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კომპანიათა საძიებელი

ონლაინ პლატფორმა → www.companyinfo.ge

Companyinfo.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ შექმნილი საიტია,

რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა. 2014 წელს საჯარო

რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესის რეესტრზე დამცავი კოდი დააყენა, რის შემდეგაც

companyinfo-ზე მონაცემების ვერ ახლდება.

www.companyinfo.ge-ის მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ ის კომპანიის პირადი

ნომრის მოძიების პროცესს ამარტივებს, რაც, ჩვეულებრივ, გადამწყვეტი მომენტია კვლევის

წარმოებისას. საჯარო რეესტრის ოფიციალური საიტისაგან განსხვავებით, ამ საიტზე ძებნა

როგორც კომპანიების, ისე ინდივიდების სახელების, მიხედვით შეგიძლიათ აწარმოოთ.

ყოველი მოთხოვნის შედეგად გამოჩნდება გვერდი, რომელზეც შეგიძლიათ, ნახოთ

კომპანიებისა და ბიზნესმენების კავშირების ამსახველი ვრცელი სია.

მიწის საკუთრება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო → www.napr.gov.ge

მიწის რეესტრის მონაცემთა ბაზა განთავსებულია სახელმწიფო რეესტრის

ვებგვერდზე reestri.gov.ge. მისი წვდომისათვის საიტის ინდექსთა გვერდზე

დააწკაპუნეთ განყოფილებას „უძრავი ქონების რეესტრი,“ შემდეგ კი „განცხადების

ძებნა“.

Page 24: Open Data Guidebook

უძრავი ქონების მონაცემთა ბაზა უძრავი ქონების სტატუსში ცვლილების

რეგისტრაციასთან დაკავშირებული განაცხადებისაგან შედგება. აქ მომხმარებელს

შეუძლია, მოძებნოს განცხადებები და ამონაწერები განაცხადის რეგისტრაციის,

რეგისტრაციის თარიღის, პირის / ორგანიზაციის, უძრავი ქონების მისამართის,

მიწის რეესტრის (საკადასტრო) კოდის მიხედვით.

შენიშვნა: საკადასტრო კოდის მიხედვით ძიებისას მხედველობაში იქონიეთ,

რომ ციფრებს შორის გამყოფი წერტლები უნდა იყოს. ყოველი ორ ციფრი

წერტილით გამოყავით და ბოლოს სამი ციფრი დატოვეთ. ბინებს უფრო

გრძელი საკადასტრო კოდები აქვთ.

სისტემა მოთხოვნაზე პასუხს მწკრივების სახით იძლევა, რომელთაგან თითოეული

რეგისტრირებულ განაცხადს წარმოადგენს. თითოეულ განცხადებაში შესვლისას

მოგეთხოვებათ დამცავი კოდის შეყვანა.

დამცავი კოდის შეყვანის შემდეგ მომხმარებელი განაცხადის პროფილის გვერდზე

გადაინაცვლებს. ეს გვერდი სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: პირველი ნაწილი არის

ამონაწერი, რომელიც დეტალურად აღწერს უძრავი ქონების საკუთრების სტატუსს;

მეორე ნაწილი გვიჩვენებს განცხადების დამუშავების დროს წარდგენილ

დოკუმენტებს; მესამე ნაწილში კონკრეტული ინფორმაციაა პირზე, მესაკუთრეზე,

მომსახურების სახეზე, გადახდილ თანხაზე, განცხადების შესვლის თარიღსა და იმ

Page 25: Open Data Guidebook

დროზე, რომელიც განაცხადის დამუშავებას დასჭირდა, უძრავი ქონების

მისამართზე, საკადასტრო კოდზე და სხვა დამატებით ცნობებზე.

განაცხადი შეიცავს საჯარო რეესტრის ამონაწერებს, რომელთა ჩამოტვირთვაც

შესაძლებელია PDF დოკუმენტის სახით. PDF ფორმატის ეს დოკუმენტი შეიცავს

ინფორმაციას მიწის საკადასტრო კოდის, მისი ტიპის (სასოფლო-სამეურნეო,

არასასოფლო-სამეურნეო და ა.შ.) შესახებ. მასში ასევე აღნუსხულნი არიან

მფლობელები და მიწის გამოყენების უფლების მქონე პირები/კომპანიები, ასეთთა

არსებობის შემთხვევაში. სისტემა ასევე გიჩვენებთ, არის თუ არა ქონება

დატვირთული იპითეკით ან სხვა რაიმე შეზღუდვით სამართალდამცავი

ორგანოების მიერ.

Page 26: Open Data Guidebook

ციფრული რუკები → www.napr.gov.ge

ციფრული რუკები განთავსებულია საჯარო რეესტრის საიტის (www.napr.gov.ge)

მთავარ გვერდზე, განყოფილებაში გეოგრაფიული ინფორმაცია და რუკები. ამ

განყოფილებაში, სხვადასხვა სახის მომსახურებით სარგებლობა შეიძლება, მათ

შორის, შესაძლებელია ციფრული რუკების ნახვა, რაც ამარტივებს უძრავი ქონების

ძიებას. განყოფილებაში რუკები არის ქვეგანყოფიელბა საკადასტრო რუკები,

რომელთა შორისაა საკადასტრო რუკა საქართველოს მასშტაბით.

საკადასტრო რუკა გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ გვსურს ინფორმაციის მოძიება

Page 27: Open Data Guidebook

უძრავი ქონების შესახებ და ვიცით, დაახლოებით სად მდებარეობს ობიექტი, თუმცა

სხვა ინფორმაციას არ ვფლობთ.

რუკა აღჭურვილია საძიებო სისტემით, რომელიც გვერდის ზედა ნაწილშია

განთავსებული. აირჩიეთ რეგიონი (მაგ., თბილისი). ამის შემდეგ მიწის ნაკვეთის

მოძებნა რუკაზე ნავიგაციით შეიძლება, რაც შესაძლოა საკმაოდ შრომატევადი და

გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდეს.

+ და - ნიშნების მეშვეობით შესაძლებელია რუკის დაახლოება ან დაშორება, ისრების

მეშვეობით კი მიმართულებების არჩევა. რუკაზე გამოჩენილი წარწერები და კოდები

გვეხმარება ნავიგაციაში.

ძებნის შედეგი მოგცემთ მიწის ხედს და მემიჯნავე მიწის ნაკვეთებს თავიანთი

საკადასტრო კოდებით. საკადასტრო კოდის მოპოვების შემდეგ კი უკვე

Page 28: Open Data Guidebook

შესაძლებელია უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მოძება.

საჯარო მოხელეთა დეკლარაციები → www.declaration.gov.ge

საქართველოს კანონმდებლობა საჯარო მოხელეებს ავალდებულებს,

ყოველწლიურად წარადგინონ ქონებრივი დეკლარაციები, რომლებიც იტვირთება

საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე - www.declaration.gov.ge. საიტზე

დეკლარაციების ძებნა შეიძლება საჯარო მოხელის სახელით, ან იმ საგნის ან

ბრენდის მიხედვით, რომელსაც კონკრეტული საჯარო მოხელე შეიძლება, ფლობდეს

(მაგ., „ბენტლი“).

Page 29: Open Data Guidebook

როდესაც ძებნისას სახელს ინგლისურ ენაზე კრეფთ, თუ ქართული ანბანის ერთი

ასო ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ასოთი შეიძლება იყოს გამოხატული, ამას სისტემა

ხვდება (მაგ., ძებნა სახელებით Levan Kardava ან Levan Qardava ერთ შედეგს

მოგცემთ).

შენიშვნა: ყურადღება მიაქციეთ სუბიექტს, რომელსაც პირი წარმოადგენს, რომ არ

მოხდეს აღრევა ერთი და იმავე სახელის მქონე ორი პიროვნებისა, რომლებიც

სხვადასხვა დაწესებულებაში მუშაობენ.

საკუთრივ დეკლარაცია რამდენიმე გვერდს შეიცავს, რომელთაგან თითოეული იმ

აქტივების ცალკეულ სახეობას შეეხება, რომელსაც მოცემული საჯარო მოხელე ან

მისი ოჯახის წევრი შეიძლება ფლობდეს.

პირველ გვერდზე მოცემულია საჯარო მოხელის სახელი, დეკლარაციის წარდგენის

თარიღი, ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და ამ პიროვნების დაბადების

თარიღი.

დეკლარაციაში დეკლარანტისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ შემდეგი

ინფორმაციაა მითითებული: უძრავი ქონება, მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები,

ხელზე არსებული თანხა, კომპანიების საკუთრება, შემოსავალი ანაზღაურებადი

სამუშაოდან, საჩუქრები, რომელთა ღირებულება 500 ლარს აღემატება.

Page 30: Open Data Guidebook

შენიშვნა: დაბადების თარიღი მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან

დეკლარაციები საჯარო მოხელის, მისი უახლოესი ნათესავების ან ოჯახის

წევრების პირად ნომრებს არ შეიცავს. ამგვარად, საჯარო მოხელის პირადი

ნომრის დასადგენად და მისი საკუთრების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა სხვა

ბაზებში მოსაძებნად ვიყენებთ საჯარო რეესტრის მონაცემებს (ბიზნესისა და

უძრავი ქონების რეესტრები), სადაც ვეძებთ იმავე სახელისა და გვარის მქონე

პირებს; ამ მონაცემთა ბაზებიდან პირად ნომერსა და გვარს ვიყენებთ

ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში ამ პირთა დაბადების თარიღების დასადგენად,

რასაც წინამდებარე მონაცემთა ბაზაში აღნიშნულ პირებს ვუსადაგებთ, რათა ის

პირი დავადგინოთ, რომელსაც ვეძებთ.

როდესაც საგნის მიხედვით აწარმოებთ ძებნას, მაგ., „ბენტლი“, „მერსედესი“, აგარაკი

წყნეთში, ბინა პარიზში, „ლექსუსი“ და სხვ., მონაცემთა ბაზა გიჩვენებთ ყველა

დეკლარაციას, რომლეშიც რომელიმე საჯარო მოხელე მოცემულ ერთეულს

უთითებს. სანიმუშოდ მოდით, გავარკვიოთ, საჯარო მოხელეებიდან ვინ ფლობს (ან

ფლობდა) ავტომობილ „ბენტლის“. როგორც ირკვევა, საქართველოს ენერგეტიკის

მინისტრი კახა კალაძე ერთადერთი მაღალი თანამდებობის საჯარო პირია,

რომლესაც საკუთარ ავტოფარეხში ჰყავს „ბენტლი“.

Page 31: Open Data Guidebook

პარტიული შემოწირულობები → www.sao.ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საიტი შეიცავს ინფორმაციას პოლიტიკური

პარტიების შემოწირულობებზე. მონაცემები www.sao.ge ვებგვერდის ფინანსური

მონიტორინგის კატეგორიაშია ხელმისაწვდომი. ვებგვერდზე განთავსებული

ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების მისამართით განხორციელებულ

შემოწირულობებზე 2012 წლიდან იწყება. შეგიძლიათ გადმოიწეროთ

ყოველწლიური შემოწირულობები Excel-ის ფორმატში, ან 2016 წლის

ყოლვეთვიური ან კვარტლური მონაცემები.

საჯარო რეესტრის პლატფორმებზე არსებული სხვა რეესტრები

გირავნობის (იპოთეკის) რეესტრი → naprlmr.reestri.gov.ge

გირავნობის (იპოთეკის) რეესტრში შესასვლელად პირდაპირ საჯარო რეესტრის

საიტზე naprlmr.reestri.gov.ge. განთავსებულ რომელიმე მონაცემთა ბაზაში შედით.

ამ ინსტრუმენტის საშუალებით გაიგებთ, არის თუ არა ოფიციალურად

რეგისტრირებული კონკრეტული კომპანიის ან პიროვნების სახელზე საგადასახადო

Page 32: Open Data Guidebook

გირავნობა, იპოთეკა ან სხვა რაიმე ფინანსური სანქცია.

ვებგვერდს ორი საძიებო სისტემა აქვს: ერთი (განცხადებები) გიჩვენებთ

გირავნობასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში წარდგენილ ყველა განცხადებას

(ყადაღა, აკრძლვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა), ხოლო მეორე სისტემით

(შეზღუდვები/გირავნობა) რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის

შემთხვევების მოძებნა შეგიძლიათ. პრაქტიკულად, ორივე სისტემა ერთსა და იმავე

ინფორმაციას იძლევა:

● განცხადების მოძებნა რიგი პარამეტრის გამოყენებითაა შესაძლებელი: ჯერ

შეგიძლიათ, აირჩიოთ განცხადების ტიპი (ყადაღა, აკრძალვა, საგადასახადო

გირავნობა/იპოთეკა); შემდეგ შეგიძლიათ შეიყვანოთ განცხადების

რეგისტრაციის ნომერი, კომპანიის ან პიროვნების სახელი და რეგისტრაციის

თარიღი. შეგიძლიათ, აირჩიოთ მომსახურების ტიპი და განცხადების

სტატუსი. ასევე შეგიძლიათ, აირჩიოთ ან გააუქმოთ საგადასახადო

გირავნობის ზოგიერთი საგანი.

● მეორე საძიებო სისტემა კომპანიებსა და კერძო პირებზეა კონცენტრირებული.

შეგიძლიათ, შეიყვანოთ კომპანიის ან პიროვნების სახელი, საიდენტიფიკაციო

კოდი ან პირადი ნომერი, მისცეთ ქონების აღწერა და ნახოთ ყველა შესაბამისი

განცხადება.

Page 33: Open Data Guidebook

ძებნის შედეგი ზოგად ინფორმაციას გაძლევთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის

მოთხოვნა გაეგზავნა რეესტრს და როგორი იყო მოთხოვნის შედეგი. ყურადღება

მიაქციეთ განცხადების სტატუსს - ანუ, მიღებულია თუ არა რეგისტრაციისათვის და

დასრულებულია თუ არა რეგისტრაცია. ამის შემდეგ ყურადღება უნდა მიაქციოთ

მომსახურების ტიპს. მაგალითად, თუ მომსახურება ყადაღის გაუქმების მოთხოვნას

ეხება, რომელიც მიღებულია, ხოლო რეგისტრაცია დასრულებული, ეს იმას ნიშნავს,

რომ აღნიშნულ ქონებაზე გირავნობა აღარ არის რეგისტრირებული. ასევე:

■ გირავნობის საბოლოო სტატუსის სანახავად გახსენით ფაილი სახელად

„რეგისტრაციის პროცედურები დასრულებულია ".

■ მონაცემთა ბაზა პირველად უახლეს შედეგებს იძლევა.

■ მონაცემთა ბაზა არ იძლევა წარსულის ამსახველ დოკუმენტაციას იმის

შესახებ, თუ რატომ მოხდა ქონების გირავნობით დატვირთვა ან მისგან

გათავისუფლება. იგი, უბრალოდ, უახლეს სამართლებრივ სტატუსს

გიჩვენებთ.

მოვალეთა რეესტრი → www.debt.reestri.gov.ge

იმ კომპანიებისა და პირების საძიებლად, რომელთაც სახელმწიფოს მიმართ

დავალიანება აქვთ, ესტუმრეთ საიტს www.debt.reestri.gov.ge.. საიტზე მონაცემები

მხოლოდ ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.

Page 34: Open Data Guidebook

შეგიძლიათ გამოიყენოთ ძებნის ორი პარამეტრი:

• გადადით განყოფილებაში სუბიექტის ძებნა მოვალეთა რეესტრში: შეიყვანეთ

კომპანიის ან პიროვნების სახელი ან საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი.. თუ

კომპანია/პიროვნება სისტემაში დაფიქსირდა, ეს შედეგებში გამოჩნდება. სისტემა

მხოლოდ პირის მასში არსებობის შესახებ ინფორმაციას და მის პირად ნომერს

იძლევა; იგი არ გვთავაზობს რაიმე დეტალურ ინფორმაციას დავალიანების თაობაზე.

• გადადით განყოფილებაში ამონაწერის და ცნობის მომზადების განცხადებები: ამ

განყოფილებას მიმართავენ კომპანიები მათი მდგომარეობის შესახებ ცნობის

მისაღებად - ანუ, ირიცხებიან თუ არა ისინი მოვალეთა რეესტრში.

პოლიტიკურ გაერთიანებათა რეესტრი → napr.gov.ge

საჯარო რეესტრის საწყისი გვერდიდან ხელმისაწვდომის პოლიტიკურ

გაერთიანებათა რეესტრი. აქ გვხვდება განყოფილება მოძებნე პოლიტიკურ

გაერთიანება, რომელშიც, Excel ფორმატში არის ატვირთული პოლიტიკურ

გაერთიანებათა რეესტრი (ფაილი: პოლიტიკური პარტიები). შესაძლებელია ამ

ფაილის ჩამოტვირთვა.

Page 35: Open Data Guidebook

საარჩევნო მონაცემთა ონლაინ პლატფორმები

ცენტრალური საარჩევნო კომისია → results.cec.gov.ge

result.cec.gov.ge საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური

საიტია, რომელიც უახლესი არჩევნების შედეგებს აღწერს და ყველა უბნის ოქმს

შეიცავს.

● გვერდის თავში განთავსებული ჩამონათვალიდან შეგიძლიათ აირჩიოთ

თქვენთვის სასურველი საარჩევნო ოლქი.

● შედეგების ამსახველი გრაფიკის ქვემოთ არის წარწერა შემაჯამებელი ოქმები,

რაც წვდომნას გაძლევთ მონაცემებზე საარჩევნო უბნების მიხედვით .

● ოქმზე დაწკაპუნებით კონკრეტული უბნის შედეგების ამსახველი

დასკანერებული დოკუმენტი გაიხსნება, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის

წევრები.

ცენტრალური საარჩევნო კომისია → voters.cec.gov.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემთა ბაზა (www.voters.cec.gov.ge) იმ

მიზნით შეიქმნა, რომ ამომრჩეველს საკუთარი თავის ამომრჩეველთა სიაში

გადამოწმების საშუალება ჰქონოდა. აღნიშნული მონაცემთა ბაზა კვლევითი

მიზნებისათვის შეიძლება, იქნას გამოყენებული. მისი დახმარებით შეგიძლიათ,

მოიპოვოთ იმ პირთა სია, რომლებიც ერთსა და იმავე მისამართზე არიან

რეგისტრირებულნი. ეს მონაცემები დაგეხმარებათ, თუ:

● პიროვნების ბიზნეს ინტერესების დადგენა გსურთ. აღნიშნული პლატფორმის

გამოყენებით შეგიძლიათ, გაიგოთ, ვინ არიან ამა თუ იმ პირის ოჯახის

წევრები, რომ შემდგომ მათი აქტივებიც შეამოწმოთ.

● გსურთ შეამოწმოთ, კონკრეტულ საჯარო მოხელეს მის ან მისი ოჯახის

წევრების საკუთრებაში არსებული ყველა აქტივი აქვს თუ არა მითითებული

ქონებრივ დეკლარაციაში.

აღნიშნულის გასარკვევად მონაცემთა ბაზაში უნდა შეხვიდეთ და ძებნა პიროვნების

გვარითა და პირადი ნომრით აწარმოოთ. შედეგი გამოგიტანთ მის და მისი ოჯახის

წევრების მისამართს.

Page 36: Open Data Guidebook

როგორ მოვძებნოთ პირადი ნომერი?

1. შედით საიტზე www.companyinfo.ge და მოძებნეთ პიროვნება. თუ მის

საკუთრებაში ოდესმე იყო კომპანია, ან თუ ის რომელიმე კომპანიის დირექტორი

იყო, მონაცემთა ბაზა ამ პიროვნების პროფილს გიჩვენებთ მისი პირადი ნომრით.

2. შედით საიტზე www.napr.gov.ge და მოძებნოთ მისი უძრავი ქონება. ამისათვის

უნდა დააჭიროთ უძრავი ქონების დეტალური ძებნის განყოფილებას. თუ

აღნიშნული პირის სახელზე რაიმე არის რეგისტრირებული, სისტემა მის შესახებ

არსებულ მონაცემებს გიჩვენებთ, მათ შორის მის პირად ნომერს.

იშვიათად გვხვდება ხოლმე შემთხვევა, როდესაც ჩვენთვის საინტერესო პირი არც

ერთ კომპანიას არ უკავშირდება და არც მიწას ფლობს. ამგვარ შემთხვევაში

ერთადერთი, რაც შეიძლება მოიმოქმედოთ, ის არის, რომ Google-ის საძიებო

სისტემაში შეიყვანოთ მისი სახელი და გვარი იმ იმედით, რომ ამ პიროვნების

სახელისა და გვარის და პირადი ნომრის შემცველი დოკუმენტი შეიძლება

აღმოაჩინოთ.

პირის პირადი ნომრის გაგების შემდეგ შედით ამომრჩეველთა სიაში

(www.voters.cec.gov.ge) და საძიებო ველში შეიყვანეთ მისი გვარი და პირადი

ნომერი. შედეგები გიჩვენბთ მის მისამართს და იმავე მისამართზე

დარეგისტრირებულ სხვა პირებს. საჯარო მოხელის შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება,

რომ მისი ოჯახის წევრები და მათი აქტივები ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულნი

არ არიან, მაშინ სრული უფლება გექნებათ, დასვათ საკითხი იმის თაობაზე, რომ ამ

საჯარო პირმა განზრახ დამალა ეს ინფორმაცია.

შენიშვნა: სოფლის ყველა მაცხოვრებელი ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.

ზოგიერთ შემთხვევაში, სხვადასხვა ოჯახი ქალაქებშიც შეიძლება, იყოს

რეგისტრირებული ერთ მისამართზე (მაგ. ე.წ. „იტალიურ ეზოებში")

ჯამპსტარტი → Mashasada.me

www.mashasada.me „ჯამპსტარტის“„ მიერ შექმნილი ონლაინ მონაცემთა ბაზაა,

რომელიც 2012 წ. ამომრჩეველთა სიას ემყარება. სახელის მითითების შედეგად

Page 37: Open Data Guidebook

სისტემა ამ სახელთან დაკავშირებულ სატატისტიკას გიჩვენებთ მთელი ქვეყნის

მასშტაბით, მაგ., ამ სახელის მატარებელი ადამიანების რაოდენობას, მათ დაბადების

წელს და რომელ რეგიონში არიან ისინი რეგისტრირებულნი.

ეს საჭირო საგამოძიებო ინსტრუმენტია, როდესაც ეჭვი გაქვთ, რომ ერთი სახელის

მატარებელი ორი პიროვნება, ფაქტობრივად, ერთი და იგივე პირია. მაგ., თუ

აღმოაჩენთ ორ პირს, რომლებსაც ერთი და იგივე სახელი ჰქვიათ და იცით ერთ-

ერთი მათგანის დაბადების თარიღი, mashasada.me იმის გარკვევაში დაგეხმარებათ,

თუ რამდენი ადამიანი დაიბადა მოცემულ წელს აღნიშნული სახელით.

გაითვალისწინეთ, რომ საიტი 2012 წ. ამომრჩეველთა სიებში შესულ სახელებს

შეიცავს (ანუ იმათ, ვისი ასაკიც 2012 წლისათვის 18 წელზე დაბალი არ იყო).

იურიდიულ მონაცემთა ბაზები

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე → matsne.gov.ge

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“

ვებგვერდზე www.matsne.gov.ge შესაძლებელია კანონებისა და სხვა ნორმატიული

აქტების მოძიება.

შენიშვნა: ზოგიერთი დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ნახვა ფასიანია, თუმცა

დოკუმენტების უმეტესობა ხელმისაწვდომია ყველ;ა მომხმარებლისთვის.

ძებნა ხორციელდება საწყის გვერდზე განთავსებული საძიებო სისტემის მეშვეობით

Page 38: Open Data Guidebook

ძიება ხორციელდება შემდეგი ველების ნებისმიერი კომბინაციის გამოყენებით (მათი

აღწერილობა თავად ვებგვერდის ძებნის ინსტრუქციებშია მოცემული, რასაც

უცვლელად გთავაზობთ):

საძიებო სიტყვა/ფრაზა: ამ ველში უნდა ჩაიწეროს ის სიტყვა ან სიტყვის ნაწილი (მაგ.,

ადმინისტ) ან ფრაზა (მაგ., ადმინისტრაციულ სამართალდარ), რომლის მეშვეობითაც

ვეძებთ დოკუმენტს. ასევე შესაძლებელია ფრაზის მოძებნა ორი არასრული სიტყვით,

რა დროსაც გამოყენებული უნდა იქნეს "+" ნიშანი (მაგ., ადმინ+სამართალ). ასეთ

შემთხვევაში პროგრამა მოძებნის იმ დოკუმენტებს, სადაც არის ორივე სიტყვა.

დოკუმენტების ფილტრი: ეს არის არჩევადი ველი, რომელიც საშუალებას გვაძლევს

ავირჩიოთ, თუ რომელ დოკუმენტში ვახორციელებთ ძებნას. ძებნის

განხორციელებისას თავდაპირველად პროგრამა ეძებს ჩვენ მიერ შერჩეულ

სიტყვას/ფრაზას მხოლოდ ძირითად (კოდიფიცირებულ) დოკუმენტებში, ხოლო თუ

ჩვენ გვინდა მოვძებნოთ ასევე ცალკეული ცვლილების დოკუმენტი ან სხვადასხვა

საინფორმაციო დოკუმენტი, ამ შემთხვევაში უნდა ავირჩიოთ ძებნა – ყველა

დოკუმენტში.

დოკუმენტის ტიპი: ასარჩევი ველი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, თუ რა ტიპის

დოკუმენტს ვეძებთ (მაგ: კანონი, ბრძანება და ა.შ.).

დოკუმენტის მიმღები: ველში ავკრიფოთ ჩვენ მიერ არჩეული მიმღების

სახელწოდება ან მისი ნებისმიერი ნაწილი და პროგრამა თავად შემოგვთავაზებს

არსებულ მიმღებებს. რაც უფრო მეტ ასოს ვკრეფთ, მით უფრო მცირდება მიმღებთა

არჩევანი. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არჩეული გვაქვს დოკუმენტის ტიპი,

დოკუმენტის მიმღებად გამოჩნდება მხოლოდ ის მიმღები, რომელსაც უფლება აქვს,

მიიღოს შესაბამისი ტიპის დოკუმენტი (მაგ., ტიპი–ბრძანებულების არჩევისას

მიმღების ველში გამოჩნდება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი).

ძებნის კრიტერიუმები (სიტყვა/ფრაზა მოიძებნოს): მითითებული ველი საშუალებას

გვაძლევს პროგრამას მივუთითოთ ძებნის შემდეგი კრიტერიუმები:

მხოლოდ სათაურში – ამ კრიტერიუმის არჩევისას პროგრამა მოიძიებს დოკუმენტს,

რომლის სათაურში გამოიყენება ჩვენ მიერ მითითებული სიტყვა/ფრაზა;

დოკუმენტის ტექსტში – ამ კრიტერიუმის არჩევისას პროგრამა მოიძიებს

Page 39: Open Data Guidebook

დოკუმენტს, რომლის ტექსტში, მათ შორის, სათაურშიც გამოიყენება ჩვენ მიერ

მითითებული სიტყვა/ფრაზა.

გაფართოებული – გაფართოებული ძებნის ველი გვთავაზობს ძიების მოქნილ და

მძლავრ მექანიზმს. ამ ველში სპეციალური წესებით შედგენილი საძიებელი

სტრიქონი უნდა ჩავწეროთ. თუ ამ ველში რამდენიმე სიტყვას ავკრეფთ, მაშინ

მოიძებნება ყველა ის დოკუმენტი, რომელიც თუნდაც ერთ საძიებო სიტყვას მაინც

შეიცავს. თუ გვსურს ფრაზის შემცველი ტექსტის მოძიება, ველში უნდა ავკრიფოთ ეს

ფრაზა და ჩავსვათ ბრჭყალებში, მაგალითად, "სკოლამდელი ასაკი". ბრჭყალებში

რომ არ მოგვეთავსებინა ეს ფრაზა, მაშინ საიტი მოგვიძებნიდა ყველა დოკუმენტს,

რომელიც შეიცავს სიტყვა სკოლამდელს ან სიტყვა ასაკს, ახლა კი მხოლოდ ის

დოკუმენტები მოიძებნება, რომლებიც შეიცავს მთლიანად ფრაზას „სკოლამდელი

ასაკი“.

ძებნა შაბლონით – თუ მოსაძებნ ველში ჩავწერთ კორ?ი და ძებნას დავაჭერთ, საიტი

მოგვიძებნის ყველა დოკუმენტს, რომელიც შეიცავს შემდეგი ტიპის სიტყვებს –

კორტი, კორპი, კორძი, ... ანუ სიმბოლო ? გულისხმობს ნებისმიერ ასოს. სხვა

სიტყვებით რომ ვთქვათ, კითხვის ნიშნის ადგილზე საიტი იგულისხმებს ერთ

ნებისმიერ სიმბოლოს. შესაძლებელია ამ სიმბოლოს რამდენჯერმე გამოყენებაც,

მაგალითად, კორ?ე?ი შეესაბამება შემდეგი ტიპის სიტყვებს – კორტეჟი, კორვეტი,

კორტები, ... აღსანიშნავია, რომ ამ სიმბოლოს გამოყენება სიტყვის პირველი ასოს

მაგივარდ დაუშვებელია. ასევე, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს * სიმბოლოს. მის

მაგივრად საიტი იგულისხმებს რამდენიმე ნებისმიერ ასოს. მაგალითად, თუ საძიებო

ველში ავკრებთ სა*ო -ს, საიტი მოგვიძებნის ყველა დოკუმენტს, რომელიც შეიცავს

შემდეგი ტიპის სიტყვებს – საგზაო, სატრანსპორტო, სამელიორაციო, საგამოცდო,

საწესდებო, ...

* სიმბოლოს გამოყენება სიტყვის დასაწყისში არ არის დაშვებული.

უპირატესობით ძებნა – ხშირია სიტუაციები, როდესაც გვახსოვს საძებნი

დოკუმენტის რამდენიმე სიტყვა, თანაც ზოგიერთი სიტყვის არსებობაში

დარწმუნებული ვართ და ზოგიერთის არსებობაში ეჭვი გვეპარება. მაგალითად,

ვიცით რომ ვეძებთ დოკუმენტს, რომელშიც, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ

გვხვდება სიტყვა სკოლა და ასევე შეიძლება იყოს სიტყვა მერხი. ძებნისას,

ბუნებრივია, რომ ჯერ ისეთი დოკუმენტების განხილვა სჯობს, სადაც სკოლა არის

გამოყენებული და თუ იქ ვერ ვიპოვეთ სასურველი კანონი, მაშინ გადავიდეთ

Page 40: Open Data Guidebook

მერხის შემცველ დოკუმენტებზე. თუ „უპირატესობით ძებნის“ მეთოდს

გამოვიყენებთ, მაშინ საიტი მოძებნილ დოკუმენტებს დაგვილაგებს ისეთნაირად,

რომ დასაწყისში იქნება გამოტანილი ის დოკუმენტები, რომლებიც ნამდვილად

შეიცავს სიტყვა სკოლას და მხოლოდ შემდგომ – სხვაგვარი დოკუმენტები. ეს,

ცხადია, ძებნის პროცესს გაგვიმარტივებს. საამისოდ შეგვიძლია საძიებო ველში

შემდეგი სტრიქონი ჩავწეროთ – სკოლა^2მერხი. ამ ჩანაწერში კონსტრუქცია ^2 საიტს

მიუთითებს, რომ 2-ჯერ მეტია ჩვენი დაჯერებულობის დონე იმასთან

დაკავშირებით, რომ საძიებო დოკუმენტში სკოლა არის გამოყენებული (მერხის

არსებობასთან შედარებით). რადგან სიტყვა მერხი-ს ტიპის სიმბოლოები არ აქვს

მიწერილი, ავტომატურად იგულისხმება, რომ დამაჯერებლობის ხარისხი 1 -ის

ტოლია. დამაჯერებლობის ხარისხი 1-ზე მეტი უნდა იყოს. დამაჯერებლობის

ხარისხი ფრაზასაც შეგვიძლია მივაკუთვნოთ, შეგახსენებთ, რომ ფრაზა ბრჭყალებში

უნდა ჩავსვათ.

ლოგიკური ოპერატორები – მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ვთქვათ, გვახსოვს, რომ

საძებნ დოკუმენტში გამოყენებული იყო სიტყვა შეკეთება და ასევე გვახსოვს, რომ

ნახსენები იყო ან ავტომობილი ან მანქანა. ასეთი დოკუმენტის მოსაძებნად შეიძლება

გამოვიყენოთ ლოგიკური ოპერატორი OR და ლოგიკური ოპერატორი AND. საძიებო

ველში უნდა ჩავწეროთ შეკეთება AND (ავტომობილიORმანქანა). სხვა სიტყვებით

რომ ვთქვათ, AND ოპერატორი უნდა გამოვიყენოთ მაშინ, თუ დოკუმენტში

ერთდროულად გვხვდება ორი საძიებო სიტყვა, ხოლო OR ოპერატორი მაშინ, თუ

ერთ-ერთი შედის დოკუმენტში. ლოგიკური კონსტრუქციების შექმნისას

ფრჩხილების გამოყენება დასაშვებია და ისევე აღიქმება, როგორც ეს მათემატიკურ

ფორმულებშია გამოყენებული. ლოგიკური ოპერატორი + იწერება სიტყვის

დასაწყისში და საიტს მიუთითებს, რომ ეძებოს ისეთი დოკუმენტები, რომლებშიც

აუცილებლად შედის საძიებელი სიტყვა. მაგალითად, +აქციზიჯარიმა მოგვიძებნის

ისეთ დოკუმენტებს, სადაც ნამდვილად არის სიტყვა აქციზი და ასევე შეიძლება

გვხვდებოდეს (შეიძლება არც იყოს!) სიტყვა ჯარიმა. ლოგიკური ოპერატორი NOT

(იგივე -) შეიძლება დაიწეროს ორ სიტყვას ან ფრაზას შორის და ნიშნავს იმას, რომ

საძიებო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს პირველ სიტყვას/ფრაზას და ამავე დროს არ

უნდა შეიცავდეს ოპერატორის შემდეგ არსებულ სიტყვას/ფრაზას. მაგალითად,

მანიფესტაცია NOT სანქცირებული მოგვიძებნის ისეთ დოკუმენტებს, სადაც

გვხვდება სიტყვა მანიფესტაცია და არ გვხვდება სიტყვა სანქცირებული.

ძებნას ასევე აქვს დოკუმენტის ნომრის და მიღების თარიღის მიხედვით ძებნის

საშუალება და გაფართოებული ძებნის ველები, სადაც ჩვენ საშუალება გვეძლევა,

Page 41: Open Data Guidebook

მოვძებნოთ დოკუმენტი დამატებითი პარამეტრებით: სარეგისტრაციო კოდი,

გამოქვეყნების თარიღი და სხვადასხვა სტატუსი.

საქართველოს პარლამენტი → parliament.ge

კანონპროექტების მოძიება შესაძლებელია პარლამენტის ვებგვერდზე

განყოფილებაში კანონმდებლობა → მოძებნე კანონმდებლობა. იხსნება ახალი

ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტების

(კანონები, დადგენილებები, განცხადებები) მოძიება.

ძებნა შეიძლება განვახორციელოთ საძიებო ველში ტექსტის შეტანის მეშვეობით ან

დავაჭიროთ კლავიატურის ნიშანს, რის შემდეგაც იხსნება ფანჯარა, სადაც

დეტალური ძიებაა შესაძლებელი. თითოეული დოკუმენტისთვის მითითებულია

რეგისტრაციის ნომერი, თარიღი, კანონპროექტის დასახელება, ინიციატორი, ტიპი

და სტატუსი. სტატუსები სხვადასხვა ფერითაა აღნიშნული.

შესაბამისი დოკუემნტის მოძებნის შემდეგ მასზე ორჯერ დაკლიკებისას წვდომა

გვაქვს დეტალურ ინფორმაციაზე.

Page 42: Open Data Guidebook

მარცხენა ველში მოცემულია კანონპროექტის/ების (საკანონმდებლო პაკეტის

შემთხვევაში) დასახელებები, ინციატორისა და ავტორის ვინაობები, წარდგენი

თარიღი.

შუა ველში მოცემულია კანონპროექტის სხვადასხვა ეტაპები (ინიცირებიდან

მიღებამდე). იმის მიხედვით, თუ რომელ დოკუმენტს ავირჩევთ, მარჯვენა ველში

იხსნება შესაბამისი მონაცემები. მაგალითად, ინცირებულ ვარიანტზე მოცემულია ამ

ვარიანტის განხილვის თარიღი, კომიტეტების დასახელება, რომლებშიც უნდა

განიხილონ პროექტი, ფაილებში კი ატვირთულია კანონის ინიცირებული ვარიანტი,

განმარტებითი ბარათი, ამონაწერი კომიტეტის სხდომის ოქმიდან და ა.შ. ხოლო თუ

შუა ველში ავირჩევთ I მოსმენას, მარჯვენა ველში განთავსდება უკვე ამ მოსმენის

შესაბამისი მონაცემები და ფაილები.

შენიშვნა: ყურადღება მიაქციეთ განყოფილებას ‘ფაილები.’ აქ საკმაოდ საინტერესო

დოკუმენტებია ატვირთული, მათ შორის, კომიტეტის დასკვნები და კენჭისყრის

შედეგები.

საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი →

Government.gov.ge and president.gov.ge

პრემიერ-მინისტრის ბრძანებები ხელმისაწვდომია მთავრობის საიტზე

www.government.gov.ge, განყოფილებაში პრემიერ მინისტრი → ბრძანებები. ამ

Page 43: Open Data Guidebook

განყოფილებას არ აქვს ძიების სისტემა, რაც ართულებს ინფორმაციის მოძიებას.

www.president.gov.ge-ზე ხელმისაწვდომია პრეზიდენტის იერ გამოცემული

სამართლებრივი აქტებიც - განყოფილებაში „პრეს ცენტრი.“ საძიებო სისტემა არ ამ

ვებგვერდზეა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

მონაცემები

ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო კომპანიების შესახებ → www.gncc.ge

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე

www.gncc.ge, კატეგორიაში → მაუწყებლობა განთავსებულია ტელევიზიებისა და

რადიოს შესაბამისობის დეკლარაციები, სადაც მოიპოვება ინფორმაცია ამ

კომპანიების მფლობელებსა და დირექტორებზე. ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოთ

შესაბამისი მაუწყებელი, ან მაუწყებელი მიუთითოთ ქვემოთ განთავსებულ საძიებო

ველში. დააჭიროთ ღილაკს ძებნა. PDF ფაილის ფორმატში მოცემულია

შესაბამისობის დეკლარაცია.

უწყებრივი რეესტრი → www.gncc.ge

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური ვებგვერდიდან

ხლემისაწვდომია უწყებრივი რეესტრი (განყოფილება საწყისი გვერდის ბოლოშია

განთავსებული). რეესტრში განთავსებული სატელეკომუნიკაციო სექტორში მოქმედი

კომპანიების საკონტაქტო მოანცემები.

ანალიტიკური პლატფორმა → www.analytics.gncc.ge

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პლატფორმა

www.analytics.gncc.ge, სატელეკომუნიკაციო სექტორის შესახებ საინტერესო

მონაცემებს შეიცავს. სრული მონაცემების სანახავად, მომხმარებელი საიტზე უნდა

დარეგისტრირდეს.

ანალიტიკურ პორტალზე განთავსებულიაინფორმაცია სატელეკომუნიკაციო

სექტორის სხვადასხვა სეგმენტებზე: მობილური ბაზარი, მაუწყებლობა, ინტერნეტი,

პორტირება და ა.შ.

Page 44: Open Data Guidebook

თითოეულ განყოფილებაში შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი გრაფიკების

გენერირება, რომლებიც ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ასახავს. მარცხენა

ზოლიდან შეგიძლიათ აირჩიოთ მონაცემების გამოტანა ტექნოლოგიების,

შემოსავლის, ან სხვა პარამეტრის მიხედვით. გრაფიკის ზემოთ განთავსებულია

დამატებითი ფილტრები (თარიღი, განცალკევებული ან ჯამური მონაცემები და ა.შ.).

შესაძლებელია მონაცემების ექსპორტი.

კომერციული ბანკების ბენეფიციარული საკუთრება →

www.nbg.gov.ge

ყველა ბანკი ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველ კვარტალში

ერთხელ წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც შეტანილი იქნება ძირითადი

ფინანსური მაჩვენებლები და ინფორმაცია მათი მართვის, საბჭოს, პირდაპირი

მესაკუთრისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების, ანუ ბანკის ნამდვილი

მესაკუთრეების, შესახებ.

კომერციული ბანკის მფლობელების საძიებლად შედით საიტზე www.nbg.gov.ge,

შემდეგ დააჭირეთ → ფინანსური სტაბილურობა და შემდეგ → კომერციული

ბანკების ფინანსური მაჩვენებლები. შედეგად გამოჩნდება გვერდი, რომელზეც

განლაგებულია Excel ფაილების (1-ლი, მე-2 და მე-3 კვარტალების

ანგარიშებისათვის - თითოეული 3-თვიან პერიოდს მოიცავს) და PDF ფაილების (მე-

4 კვარტალის ანგარიში, რომელიც შეიცავს აუდიტის მთელი წლის ანგარიშს)

შემცველი ბმულები ყოველი კვარტალისათვის დაწყებული 2006 წლიდან. ზოგიერთ

შემთხვევაში საიტზე განთავსებული არ არის გარკვეული ბანკების ანგარიშები. ამის

მიზეზი, ჩევულებრივ, ის არის, რომ ეს ბანკები ამა თუ იმ პერიოდში არ

ფუნქციონირებდა.

გთავაზობთ რამდენიმე მინიშნებას, რაც ძებნას გაგიადვილებთ:

● Excel ფაილებში საკუთრების შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, ფაილის

ბოლო ფურცელზეა. ზოგჯერ Excel ფაილის ჩამოტვირთვის შემდეგ შრიფტის

აღქმა არ ხდება და ფაილის წაკითხვა შეიძლება გაგიჭირდეთ. ამ პრობლემის

გადასაჭრელად ჩამოტვირთეთ შემდეგი შრიფტები: Geo-Arial ან Geo-times;

● Excel გვერდები ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე;

Page 45: Open Data Guidebook

სასამართლო გადაწყვეტილებები

საკონსტიტუციო სასამართლო → www.constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მოცემულია საკონსტიტუციო

სასამართლოს ვებგვერდზე (www.constcourt.ge) განყოფილებაში „სასამართლო

აქტები“ → „გადაწყვეტილებები." აქვე არის ხელმისაწვდომი განჩინებები და საქოქმო

ჩანაწერები. გაითვალისწინეთ, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ

გამოტანილი საბოლოო განაჩენია, ხოლო განჩინება სასამართლოს მიერ გამოტანილი

ნებისმიერი განაჩენია, რომელიც საბოლოო შეიძლება არ იყოს და

სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება იქნას მიღებული.

გადაწყვეტილებების/განჩინებების გაფილტვრა რამდენიმე პარამეტრითაა

შესაძლებელი: თარიღი, რეგისტრაციის ნომერი, სახელი, მოსარჩელის სახელი,

მოპასუხის სახელი, დავის საგანი. სასურველი კრიტერიუმების შეყვანის შემდეგ

დააჭირეთ ღილაკს „ძიება" და სისტემა გიჩვენებთ საქმეს ან საქმეთა ჩამონათვალს.

თითოეულ საქმეზე დაწკაპუნებით მასზე ზოგად ინფორმაციას მიიღებთ.

შესაძლებელია სრული ვერსიის ჩამოტვირთვაც.

უზენაესი სასამართლო → www.supremecourt.ge

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე (www.supremecourt.ge)

ხელმისაწვდომია სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა. საწყის

გვერდზე უნდა დავაკლიკოთ განყოფილებას ‘გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა,’

შემდეგ კი წარწერას ‘მოიძიე გადაწყვეტილება.’

სისტემას თან ახლავს მოხმარების სახელმძღვანელო, რომელსაც უცვლელად

გთავაზობთ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა

იხსნება საძიებლით, რომელშიც მოცემულია სისხლის, სამოქალაქო და

ადმინისტრაციულ საქმეთა ასარჩევი ღილაკები და ძებნის პარამეტრები: საქმის

ნომერი, დროის პერიოდი, საჩივრის სახე, საქმის განხილვის შედეგი,

გადაწყვეტილების ტექსტში საძებნი სამი ველი. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ

Page 46: Open Data Guidebook

გადაწყვეტილებების ძებნა ასევე შესაძლებელია დავის კატეგორიისა და სახეობის

მიხედვით. ძიების პარამეტრებიდან შესაძლებელია ნებისმიერი სასურველი

კომბინაციის არჩევა. გადაწყვეტილებების სრულ ტექსტში ძიება შესაძლებელია სამი

ფრაზით, რომლებისთვისაც გამოიყენება სამი ველი. საძიებელი ფრაზები უნდა

ჩაიწეროს ველებში ცალ-ცალკე და ამ შემთხვევაში მოიძებნება ის

გადაწყვეტილებანი, რომელთა ტექსტებშიც ერთდროულად გვხვდება სამივე ფრაზა.

ძიების შედეგების გასაუმჯობესებლად შესაძლებელია თითეულ ველში რამოდენიმე

ფრაზის ჩაწერა. ამ შემთხვევაში ველში საძიებელი ფრაზები უნდა გამოვყოთ „@“

სიმბოლოთი. ველში ასეთი ფრაგმენტების რაოდენობა არ არის შეზღუდული. ძიების

შედეგებში მოხვდება ის გადაწყვეტილებები, რომლის ტექსტებშიც მოიძებნება

შევსებული ველის თუნდაც ერთი ასეთი ფრაზა.

მაგალითად, თუ შევავსებთ ორ ველს და თითოეულში ჩავწერთ 3-3 ფრაზას (და

გამოვყოფთ „@“ სიმბოლოთი), ძიების შედეგებში მოხვდება ის გადაწყვეტილებები,

რომლებიც შეიცავენ პირველი ველის თუნდაც ერთ ფრაზასა და მეორე ველის

თუნდაც ერთ ფრაზას.

საძიებო პარამეტრების შეტანის შემდეგ ვაჭერთ ძებნის ღილაკს, რის შემდეგაც

ეკრანზე გამოჩნდება მონაცემთა ბაზაში არსებული იმ გადაწყვეტილებების რეესტრი,

რომელიც აკმაყოფილებს არჩეულ საძიებო პარამეტრებს. რეესტრის დათვალიერება

შეგვიძლია ღილაკებით „შემდეგი გვერდი“ და „წინა გვერდი“. ღილაკი „ძებნის

გაგრძელება“ გამოიყენება საძიებო პარამეტრების შემდგომი დაკონკრეტებისათვის.

იმისათვის, რომ დეტალურად დავათვალიეროთ კონკრეტული გადაწყვეტილება,

უნდა ავირჩიოთ ღილაკი „ვრცლად“. ამის შემდეგ გაიხსნება გადაწყვეტილების

ტექსტი. ღილაკებით „წინა “ და „შემდეგი “ შეგვიძლია დავათვალიეროთ მოძიებული

გადაწყვეტილებების ტექსტები, ღილაკი „უკან“ კი გვაბრუნებს მოძიებულ

გადაწყვეტილებათა რეესტრში, სადაც გვაქვს ძიების პარამეტრების დაზუსტების

(ღილაკი „ძიების გაგრძელება “ ) ან საძიებელში დაბრუნების (ღილაკი „ახალი

საძიებელი“) საშუალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეები → www.tcc.gov.ge

თბილისის საქალაქო სასამართლო ვებგვერდზე მოთავსებულია ზოგადი

ინფორმაცია განხილვის პროცესში მყოფ საქმეებზე. მათი ნახვა შეგიძლიათ

საქალაქო სასამართლოს ვებგვერდის (www.tcc.gov.ge) მთავარი გვერდიდან ველზე

„მიმდინარე საქმეები“ დაწკაპუნებით. შეგიძლიათ, აირჩიოთ სისხლის სამართლის,

სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორია. ჩამონათვალში მოცემულია

Page 47: Open Data Guidebook

საქმის განხილვის დრო, მოსამართლის სახელი, მხარეები, დარბაზის ნომერი.

ჩამონათვალის თავში განთავსებულია ფილტრები ძებნის დროს ნავიგაციისათვის.

შეგიძლიათ საქმეები გაფილტროთ თარიღის მიხედვით. მაგ., დაწყების თარიღად

შეგიძლიათ, მიუთითოთ მიმდინარე რიცხვი და სისტემაში გამოჩნდება უახლოესი

რამდენიმე დღის განმავლობაში დაგეგმილი სხდომები. ასევე შეგიძლიათ,

მოძებნოთ, რა საქმეეები განიხილა კონკრეტულმა მოსამართლემ ან ძებნა

ახორციელოთ მხარეების მიხედვით.

მონაცემები საერთო სასამართლოებზე → www.geocourts.ge

საქართველოს საერთო სასამართლოების გარკვეული დოკუმენტების წვდომა

სამთავრობო საიტის www.geocourts.ge. საშუალებითაა შესაძლებელი. საიტი

შემუშავებულია როგორც სასამართლო შეტყობინებების საჯარო გავრცელების

ინსტრუმენტი იმ შემთხვევებისათვის, როდესაც მხარის ადგილსამყოფელი უცნობია

ან შეუძლებელია მხარისათვის შეტყობინების გაგზავნა კომუნიკაციის სხვა

საშუალებებით. დოკუმენტაციის გაფილტვრა შესაძლებელია ვებგვერდზე

განთავსებული სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით, სასამართლო გზავნილის ტიპზე

დაწკაპუნებით კი გამოჩნდება დოკუმენტები, რომლებიც შეგიძლიათ, გადმოწეროთ.

საბიუჯეტო მონაცემები

სახელმწიფო ბიუჯეტი → www.mof.gov.ge

ფინანსთა სამინისტროს საიტი (www.mof.gov.ge) შეიცავს განყოფილებას „ბიუჯეტი",

რომელშიც თავმოყრილია სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები და

თვალსაჩინოებები. საიტზე იხსნება გრაფიკი, რომელიც ასახავს სახელმწიფო

ბიუჯეტის დინამიკას 2002 წლიდან მოყოლებული. პატარა ასო „ფ"ყოველი წლის

შემდეგ ნიშნავს სიტყვას „ფაქტი", ასო „გ" შეესაბა სიტყვას „გეგმა", ხოლო ასო „პ" –

„პროექტს ".

ბიუჯეტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ აირჩიო სასურველი

პარამეტრი. ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე ძირითად დოკუმენტზე:

o ბიუჯეტის ანალიტიკური მონაცემები: ეს განყოფილება მშპ ზრდის

Page 48: Open Data Guidebook

დინამიკის, ბიუჯეტის დეფიციტის, ინფლაციის, კონსოლიდირებული

ბიუჯეტის (სახელმწიფო ბიუჯეტისაგან განსხვავებით, კონსოლიდირებული

ბიუჯეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებსაც მოიცავს) და

სახელმწიფო ბიუჯეტის ამსახველ ცხრილებს შეიცავს. ცხრილები გვიჩვენებს

ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში და

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ადვილად აღქმადი მონაცემები

საქართველოს ეკონომიკაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად.

o BDD (ძირითადი მონაცემები და მიმართულებები): ეს განოფილება შეიცავს

დოკუმენტებს (PDF ფორმატში), რომლებიც აღწერს მთავრობის გეგმებს

ბიუჯეტის ხარჯვის საკითხში. უახლესი დოკუმენტი 201-2019 წლებს ეხება.

ეს მომდევნო რამდენიმე წელზე გათვლილი ბიუჯეტის ხარჯვის ძალზე

ზოგადი აღწერაა, პროგნოზი კი რეალურ ბიუჯეტს, შესაძლოა, სულაც არ

დაემთხვას..

o სახელმწიფო ბიუჯეტი: ეს განყოფილება ორ ქვეგანყოფილებას შეიცავს -

სახელმწიფო ბიუჯეტს და შესრულების ანგარიშებს.

o სახელმწიფო ბიუჯეტის ქვეგანყოფილება წვდომას გაძლევთ

სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონზე.

ბიუჯეტის შესახებ კანონში ყველაზე მნიშვნელოვანი

ინფორმაცია მოთავსებულია თავებში 1, 2 და 6.

o შესრულების ანგარიშების ქვეგანყოფილება ბიუჯეტები შესრულების

კვარტალურ ანგარიშებს შეიცავს. დააჭირეთ წელს, შემდეგ კვარტალს

და შესაბამის ანგარიშს იხილავთ.

o საბიუჯეტო კალენდარი: ამ განყოფილებაში ნახავთ კალენდარს, ხოლო

კურსორის კონკრეტულ თარიღზე მიმართვის შედეგად გამოჩნდება ტექსტი,

რომელიც ბიუჯეტთან დაკავშირებით იმ დღეს მომხდარ მოვლენებს აღწერს:

ბიუჯეტის პროექტის წარდგენა პარლამენტში, სხდომა და ა.შ. აქ შეგიძლიათ

თვალი მიადევნოთ ბიუჯეტის განვითარებას მთელი წლის განმავლობაში.

o მოქალაქის გზამკვლევი: აქ ატვირთულია PDF დოკუემენტი 2016 წლის

ბიუჯეტის შესახებ, სადაც მარტივადაა გადმოცემული ბიუჯეტის შინაარსი.

სასურველია ამ დოკუმენტთად გაცნობა მათთვის, ვინ საბიუჯეტო საკითებს

ნაკლებად იცნობს.

სახელმწიფო ვალი → www.mof.gov.ge

სახელმწიფო ვალის თაობაზე არსებული სტატისტიკაც ფინანსთა სამინისტროს

საიტზეა (www.mof.gov.ge) ხელმისაწვდომი. შედით საწყისი გვერდის „სახელმწიფო

Page 49: Open Data Guidebook

ვალიs“ განყოფილებაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტები

ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები საკრებულოების დადგენილებებს

წარმოადგენს და მათი ნახვა შეიძლება საიტზე www.matsne.gov.ge. მაგრამ ამ

საიტზე ბიუჯეტების უახლესი ვარიანტები (კონსოლიდირებული ვერსია) უფასოდ

არ არის ხელმისაწვდომი.

შემოსავლების სამსახურის მონაცემები

საგადასახადო შეღავათით მოსარგებლეთა რეესტრი → www.rs.ge

შემოსავლების სამსახურის ვებგვერზე (www.rs.ge) ჩამოთვლილია პროექტები და

ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე.

გარკვეული გადასახადებისაგან თავისუფლდებიან. ეს, ძირითადად, მოიცავს

პროექტებს, რომლებიც უცხო სამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფინანსდება და

რომლებსაც სახელმწიფო ორგანოები ან არაკომერციული ორგანიზაციები.

ახორციელებს.

სიაში შესასვლელად ეწვიეთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს (www.rs.ge) და

კატეგორიიდან „სერვისები“ აირჩიეთ „საგადასახადო შეღავათით მოსარგებლეთა

რეესტრი“. ჩამონათვალში მოცემულია: საერთაშორისო ხელშეკრულების

სახელწოდება, რომელსაც ემყარება საგადასახადო შეღავათი, პროექტის დასახელება,

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო

კოდი, პროექტის ვადები, იმ გადასახადების სახეობები, რომელთაგანაც ხდება

გათავისუფლება (დღგ, იმპორტის გადასახადი, აქციზის ბეგარა), პროექტის სტატუსი

და შენიშვნები.

კონკრეტული ორგანიზაციის ან პროექტის საძიებლად, გამოიყენეთ ყოველი სვეტის

ზედა ნაწილში (სათაურების ქვემოთ) არსებული ცარიელი ველები. მაგალითად,

აკრიფოთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ორგანიზაციების

განყოფილებაში და სისტემა მოგაწვდით ყველა პროექტს, რომელშიც

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მონაწილეობს.

Page 50: Open Data Guidebook

სათამაშო ბიზნესის ლიცენზიების რეესტრი, საქველმოქმედო ორგანიზაციათა

რეესტრი → www.rs.ge

● შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მთავარი გვერდიდან (www.rs.ge)

გადადით განყოფილებაში ‘სასარგებლო ინფორმაცია,’ აირჩიეთ

ქვეგანყოფიელბა ‘საგადასახადო,’ შემდეგ კი ‘სათამაშო ბიზნესის ნებერთვების

რეესტრი.’ შეგიძლიათ მოცემული პარამეტრების მიხედვით მოიძიოთ

კომპანია.

● შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მთავარი გვერდიდან (www.rs.ge)

გადადით განყოფილებაში ‘სასარგებლო ინფორმაცია,’ აირჩიეთ

ქვეგანყოფიელბა ‘საგადასახადო,’ შემდეგ კი საქველმოქმედო ორგანიზაციათა

რეესტრი. შეგიძლიათ მოცემული პარამეტრების მიხედვით მოიძიოთ

კომპანია.

სასაქონლო კოდების რეესტრი → www.rs.ge

შემოსავლების სამსახურის ვებგვერდი (www.rs.ge) შეიცავს აგრეთვე

რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრებების სიას. გადადით

განოფილებაში „სასარგებლო ინფორმაცია“, შემდეგ - განყოფილებში „საბაჟო",

აირჩიეთ „ინტელექტუალური საკუთრება" და დააჭირეთ „რეესტრს". შეგიძლიათ

მოცემული პარამეტრბის მიხედვით მოიძიოთ ინფორმაცია.

იმპორტ-ექსპორტის მონაცემები → www.rs.ge

შემოსავლების სამსახურის საწყისი გვერდიდან აირჩიეთ სტატსიტიკური მონაცემები.

გადამისამართდებით სხვა ვებგვერდზე, სადაც შეგეძლებათ გაეცნოთ შემოსავლებისა და

ექსპორტ-იმპორტის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.

ვის ეკუთვნის ინტერნეტ დომენი?

.GE დომენი → www.registration.ge

საქართველოს ეროვნული GE დომენის რეგისტრაციის სერვისს ექსკლუზიურად

ახორციელებს „კავკასუს ონლაინი“. ინფორმაცია GE დომენის ვებგვერდების

მფლობელებზე შეიძლება მოიძიოთ საიტზე www.registration.ge.

Page 51: Open Data Guidebook

შეიყვანეთ დომენის სახელი ვებგვერდის ზედა ნაწილში განთავსებულ საძიებო

გრაფაში, სადაც წერია „შეამოწმეთ თავისუფალი დომენი". მაგალითად, თუ აკრეფთ

სიტყვას „გამჭვირვალობა“ და დააჭერთ ღილაკს „შემოწმება", ვებგვერდი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საკონტაქტო ინფორმაციას

მოგაწვდით, ანუ transparency.ge დომენის რეგისტრირებული სუბიექტის

დასახელებას. ამ გზით შეგიძლიათ, თვალი მიადევნოთ ვებგვერდების მქონე

კომპანიებს, თუ მათ შესახებ ინფორმაციას ეძებთ. ინფორმაცია მოძველებული

შეიძლება იყოს.

.

საერთაშორისო დომენები → www.domaintools.com

www.domaintools.com წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას იძლევა,

მოვძებნოთ დომენზე დარეგისტრირებული პირები და ჰოსტინგის მონაცემები.

მთავარ გვერდზე ძებნის ველში შეიყვანეთ დომენის სახელი და საიტი მოგაწვდით

ინფორმაციას საიტზე დარეგისტრირებული პირების შესახებ, აგრეთვე ვებგვერდის

გარკვეულ სტატისტიკურ და ზოგადად ინფორმაციას.

ზოგადი სტატისტიკური ინფორმაცია

საქსტატი → www.geostat.ge

საქსტატი სამთავრობო უწყებაა, რომელსაც სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება

და ანალიზი ევალება. უწყების საიტი (www.geostat.ge) სხვადასხვა სტატისტიკურ

მონაცემს შეიცავს, რომლებიც ადვილად ხელმისაწვდომია მთავარი გვერდიდან.

დააწკაპუნეთ რომელსამე კატეგორიაზე და იხილავთ შესაბამისი ჩამონათვალს..

CRRC-ის გამოკითხვების მონაცემები → www.caucasusbarometer.org

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (CRRC) სხვადასხვა

ორგანიზაციებისთვის, რომლის შედეგებიც გამოქვეყნებულია ვებგვერზე

www.caucasusbarometer.org

შეგიძლიათ აირჩიოთ თვქნეთვის სასურველი კვლევა ან, შეგიძლიათ, სხვადასხვა

Page 52: Open Data Guidebook

ქვეყნის ან სხვადასხვა წლის შედეგები შეადაროთ ერთმანეთს. ვებგვერდის

გამოყენების დაწყებამდე ნახეთ ვებგვერდზე არსებული მოკლე ვიდეო რგოლი.

გემები და თვითმფრინავები

საქართველოს აეროპორტები და თვითმფრინავები → www.gcaa.ge

საქართველოში ავიაციის სფეროზე პასუხიმგებელი სახელმწიფო უწყებაა

ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ (www.gcaa.ge):. სააგენტოს

ვებგვერდიდან შეიძლება:

ინფორმაციის მიღება საქართველოს აეროპორტებსა და ვერტოდრომებზე.

ჩაუყევით საიტის მთავარ გვერდს და დააწკაპუნეთ ველზე „აეროპორტები და

ვერტოდრომები“. დააჭირეთ მარცხნივ განთავსებულ წარწერას ‘საქართველოს

სამოქალაქო აეროპორტები და ვერტოდრომები.’ გამოჩნდება სამოქალაქო

აეროპორტებისა და ვერტოდრომების ნუსხა მათი საიდენტიფიკაციო

ინფორმაციითა და ოპერატორი კომპანიების დასახელებების მითითებით.

დამატებითი მონაცემებისათვის დააჭირეთ თითოეულ აეროპორტს;

● ინფორმაციის მიღება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრის შესახებ:

მთავარ გვერდზე აირჩიეთ „რეესტრი“, გამოჩნდება ჩამონათვალი

თვითმფრინავების საიდენტიფიკაციო ინფორმაციითა და ოპერატორი

კომპანიების სახელებით.

● ინფორმაციის მიღება ტვირთისა და მგზავრების შესახებ: მიმართეთ მაუსი

განყოფილებაზე „სტატისტიკა, განრიგი“ და მონაცემების დასათვალიერებლად

აირჩიეთ შესაბამისი ქვეგანყოფილება.

გემების შესახებ ინფორმაციისათვის თვალის მიდევნება → Marinetraffic.com

& Vesseltracker.com

როგორც Marinetraffic.com, ისე Vesseltracker.com საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ,,

რომელი გემები ცურავს ქართული დროშის ქვეშ (ყოველ შემთხვევაში, მათ

მანაცემთა ბაზაში აღნუსხული გემებიდან). ორივე საიტზე ნახავთ მონაცემებს

ჯართად ქცეულ/ჩამოწერილ გემებზე, მათ სურათებსა და აღწერილობას.:

Page 53: Open Data Guidebook

● Marinetraffic.com-ზე საქართველოდან 140-ზე მეტი გემია აღნუსხული. იხ.

http://www.marinetraffic.com/en/ais/index/ships/all; (ინგლისურად)

● Vesseltracker.com-ზე 100-ზე ოდნავ მეტი რაოდენობის გემია აღნუსხული,

მათ შორის ის გემებიც, რომლებიც აღარ გამოიყენება. იხ. :

http://www.vesseltracker.com/en/VesselArchive/Georgia/All.html (ინგლისურად,

გერმანულად, რუსულად)

თვალი მიადევნეთ გემებს ბათუმისა და ფოთის პორტებში →

ქვემოთ მოცემული კომერციული საიტები საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ, რომელი

გემები იმყოფება ამჟამად პორტში, რომელ გემებს ელიან ან უახლოვდება პორტებს,

და რომელმა გემებმა დატოვეს საქართველოს პორტები ახლახანს:

ბათუმი →

https://www.marinetraffic.com/en/ais/details/ports/787/Georgia_port:BATUMI

http://www.vesseltracker.com/en/Port/Batumi/Dashboard.html

ფოთი →

https://www.marinetraffic.com/en/ais/details/ports/786/Georgia_port:POTI

http://www.vesseltracker.com/en/Port/poti/Dashboard.html

https://www.marinetraffic.com/en/ საშუალებას გაძლევთ, ოპერატიულად

მიადევნოთ თვალი გემებს რუკაზე. აქ შეგიძლიათ, ნახოთ მათი

ბოლოდროინდელი გადაადგილებები, გემების მონაცემები, ფოტოები და სხვ.

საქართველოს პორტების ვებგვერდები

თითოეული პორტის საიტზე გარკვეული სახის დეტალური ინფორმაცია და

სტატისტიკა შეიძლება ნახოთ საქართველოს მთავარი პორტების შესახებ (მათ

ექსპლუატაციას კერძო კომპანიები უწევს):

→ ბათუმი: http://www.batumiport.com/eng/index.php?page=show&sec=52 (ინგლ.,

ქართ., რუს.)

→ ფოთი: http://www.apmterminals.com/europe/poti/ (ინგლ.)

Page 54: Open Data Guidebook

→ ყულევის ნავთობტერმინალი:: http://www.kulevioilterminal.com/ (ინგლ., რუს.)

როგორ მივადევნოთ თვალი უცხოურ კომპანიებს?

იმ ქვეყანათა რაოდენობა, რომლებშიც მათ საზღვრებში მოქმედი ბიზნეს

კომპანიების საკუთრების შესახებ ინფორმაცია საჯაროდაა ხელმისაწვდომი, საკმაოდ

მცირეა. მიუხედავად ამისა, არსებობს პლატფორმები, რომლებიც მომხმარებლებს

საშუალებას აძლევს, უცხოურ კომპანიებზე გარკვეული ინფორმაცია მოიპოვოს.

საგამოძიებო პანელი → www.investigativedashboard.com

საგამოძიებო პანელი (www.investigativedashboard.com) სხვადასხვა ქვეყნების ბიზნეს

რეესტრების ბმულებს აერთიანებს. შედით ამ საიტზე, აირჩიეთ „Search in documents

and databases“ ან „Visit Recommended Global Databases.“ ორივე შემთხვევაში მიიღებთ

ვრცელ სიას, სადაც ჩამოთვლილია სხვადასხვა ქვეყნების ღია წყაროები. ბუნებრივია,

სხვადასხვა ქვეყანაში გამჭვირვალობის განსახვავებული სტანდარტები მოქმედებს,

შესაბამისად, აქ ჩამოთვლილი წყაროები ერთმანეთისგან განსხვავდება.

ამ ვებგვერდს აქვს კიდევ ერთი ფუქნცია - Ask an expert. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ

განაცხადი იმ საკითხის მითითებით, რასაც იკვლევთ და ორგანიზაციის მკვლევარი

მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას. ორგანიზაცია უფასოდ გაგიწევთ მომსახურებას,

თუმცა შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს.

ინფორმაცია ოფშორებიდან → http://offshoreleaks.icij.org

ეს მონაცემთა ბაზა სხვადასხვა ოფშორულ იურისდიქციებში რეგისტრირებული

კომპანიებისა და მათი მფლობელების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. ამ ბაზაში

ერთიანდება უკანასკნელ თვეებში გამოქვეყნებული პანამის დოკუმენტებიც.

მთავარი გვერდის ძებნის ველში შეიყვანეთ პიროვნების ან კომპანიის სახელი და,

თუ პირი ან სუბიექტი მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდება, სისტემა მოგცემთ

ჩამონათვალს, სადაც ეს პირი ირიცხება. დააწკაპუნეთ პირზე ან სუბიექტზე და ამ

სუბიექტის სხვა კომპანიებთან და კერძო პირებთან კავშირების ამსახველ სქემას

მიიღებთ.

Page 55: Open Data Guidebook

შეგიძლიათ, ინფორმაციას მოიძიოთ აგრეთვე კონკრეტული ქვეყნის, მაგალითად,

საქართველოს, მიხედვით.

შენიშვნა: მონაცემთა ბაზა არ შეიცავს ინფორმაციას ყველა ოფშორული კომპანიისა

და მათი მფლობელების შესახებ. თუ პირი ან კომპანია ბაზაში არ ფიქსირდება, ეს

იმას არ ნიშნავს, რომ ეს კომპანია არ არსებობს, ან რომ მოცემული პიროვნება

ოფშორულ სუბიექტებში კომპანიებს არ ფლობს.

აშშ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის მონაცემები → www.secinfo.com

www.secinfo.com აშშ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მონაცემთა ბაზაა,

რომელშიც თავს იყრის ოფიციალურად დარეგისტრირებული კომპანიების მიერ

წარდგენილი ანგარიშები. არნიშნული საიტის ინტერფეისი გამოსაყენებლად ძალიან

მოსახერხებლად არ გამოიყურება, თუმცა ვებგვერდი ფრიად სასარგებლო

ინფორმაციას შეიცავს..

მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მონაცემთა ამ ბაზის

საშუალებით შეიტყო, რომ რუსეთის სატელეკომუნიკაციო კომპანია „ვიმპელკომმა“

თავისი წილი საქართველოს „მობიტელში“ („ბილაინი“)ახლახანს 51% დან 80%-ამდე

გაზარდა..

ძებნის ველში ჩაწერეთ კომპანიის სახელწოდება და სისტემა ამ კომპანიის მიერ

წარდგენილ ანგარიშებს გიჩვენებთ.. ბაზა, როგორც წესი, ვრცელ ტექსტსა და

მონაცემებს შეიცავს. ამიტომ სასაურველი ინფორმაციის ამოკრება საკმაოდ

ხანგრძლივ დროს დაისაჭიროებს.

შენიშვნა: ანგარიშების სანახავად საიტზე უნდა დარეგისტრირდეთ.

დარეგისტრირების შემდეგ კი საიტით უფასოდ ისარგებლებთ.

Page 56: Open Data Guidebook

როგორ მოვახდინოთ ჩვენი მონაცემების ვიზუალიზაცია?

რეკომენდებული ონლაინ რესურსები

Open Refine (ყოფილი: Google Refine)

http://openrefine.org/

მოგცემთ ადვილად სამართავ

მოცულობით Excel ფაილებს

Datawrapper (www.datawrapper.de)

შექმნით თქვენს ბლოგებზე და ონლაინ

სტატიებში საჩართავ ინტერაქტიულ

სქემებს

Timeline JS

(https://timeline.knightlab.com/)

მოვლენების დროში განვითარების

საჩვენებლად

Tableau public

(http://www.tableausoftware.com/)

შეძლებთ მოცულობითი მონაცემების

მართვასა და ვიზუალიზაციას

Picktochart (https://piktochart.com/) ინფოგრაფიკები

Vis.occrp.org

(http://vis.occrp.org/)

შეძლებთ სუბიექტებსა და კომპანიებს

შორის არსებული კავშირების

ვიზუალიზებას..

დანართი აღნიშნულ სიაში შევეცადეთ, თავი მოგვეყარა საქართველოსთან დაკავშირებული ღია

მონაცემების ონლაინ წყაროებისა და სასაგებლო ინფორმაციისათვის.

დართული იქნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ შეკრებილი

ღია მონაცემთა ყველა საიტის ჩამონათვალი (როგორც ქართული, ისე უცხოური):

https://docs.google.com/a/transparency.ge/spreadsheet/ccc?key=0AqsbzT5Sdy6PdFV

UYk96bVM2enRzNGc2c3Q4a2R5eGc&usp=drive_web#gid=0