regional tv monitoring 2-8 06 2014 geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს...

36
2014 წლრეგიადგილსაან ნული ბრივი გარიშო ელევივითმმარროექტი # რიოდი: 2 იების ველობიS-14-108 – 8 ივნისნიტორარჩევნებ, 2014 წენგი საქართელოში

Upload: others

Post on 29-Dec-2019

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

2014 წლი

რეგიო

ის ადგილო

საან

ონული ტ

ობრივი თ

გარიშო პე

ტელევიზ

თვითმმართ

როექტი #

ერიოდი: 2

ზიების მო

თველობის

S-14-108

– 8 ივნისი

ონიტორი

ს არჩევნები

ი, 2014 წელ

ინგი

ი საქართვ

ლი

ველოში

Page 2: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 2

მონიტორინგის მესამე ეტაპის ძირითადი მიგნებებია:

• ტელეკომპანიათა ნაწილმა, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, საარჩევნო

თემატიკის გაშუქებას უფრო მეტი დრო დაუთმო, აქტიურად შუქდებოდა

კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიები;

• ტელეკომპანიების უმრავლესობის საინფორმაციო გამოშვებების სიუჟეტები,

ძირითადად, ზედაპირული და ინფორმაციული ხასიათის იყო. არ მზადდებოდა

სიღრისეული, ანალიტიკური მასალები;

• ტელეკომპანიათა უმრავლესობამ საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი დრო

დაუთმო: კოალიცია "ქართულ ოცნებას" და ბლოკ "ერთიან ნაციონალურ

მოძრაობას";

• მონიტორინგის სუბიექტების გაშუქება, უმეტესწილად, ნეიტრალურ ტონში

ხდებოდა;

• ტელეკომპანიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების

მონაწილეობით თოქ-შოუები მოამზადეს;

• თოქ-შოუების წამყვანები საკუთარ მოსაზრებებს ნაკლებად აფიქსირებდნენ და,

ძირითადად, მოდერატორის ფუნქციას ასრულებდნენ;

• ტელეკომპანიების უმრავლესობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების

წამყვანები სტუმრებს, უმეტესწილად, ერთი და იგივე კითხვებს უსვამდნენ.

კრიტიკული კითხვები კი ნაკლებად გვხვდებოდა;

• რეგიონულ ტელემაუწყებელთა საღამოს ეთერში გასულ გადაცემებში "ფარული

პოლიტიკური რეკლამის" ნიშნები არ გამოვლენილა;

• საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა ხმით/მუსიკით მანიპულირების

შემთხვევები.

ანგარიში წარმოადგენს "ინტერნიუსი - საქართველოს" მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2014

წლის 2-8 ივნისის მანძილზე ჩატარებული კვლევის შედეგებს.

მედიის მონიტორინგი ხელს უწყობს მისი პროფესიული სტანდარტის ზრდას და

დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის განვითარებას.

ჩვენი კვლევის მიზანია საქართველოს რეგიონალური ტელამაუწყებლების საღამოს ეთერში

(19:00 - 24:00 სთ.) გასულ საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ

გადაცემებზე დაკვირვებით გამოვავლინოთ რეგიონალური ტელემაუწყებლების მიერ

წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მიმდინარეობა და ტენდენციები.

Page 3: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 3

ანალიზი და მეთოდოლოგია

კვლევა განხორციელდა საქართველოს 16 რეგიონალურ ტელემაუწყებელზე: „25-ე არხი“ (ქ.

ბათუმი), „რიონი“ (ქ. ქუთაისი), ქვემო ქართლის ტელეკომპანია (ქ. რუსთავი), „ოდიში“ (ქ.

ზუგდიდი), „თანამგზავრი“ (ქ. თელავი), „მე-9 არხი“ (ქ. ახალციხე), „თრიალეთი“ (ქ. გორი),

„გურია“ (ქ. ოზურგეთი), „იმერვიზია“ (ქ. ჭიათურა), „გურჯაანი“ (ქ. გურჯაანი), „მეგა ტვ“ (ქ.

ხონი), „მე-9 ტალღა“ (ქ. ფოთი), „არგო“ (ქ. ზესტაფონი), „მარნეული ტვ“ (ქ. მარნეული),

„ბორჯომი“ (ქ. ბორჯომი), „დია“ (ქ. ხაშური).

დაკვირვება მიმდინარეობდა რეგიონალური ტელემაუწყებლების საღამოს (ე.წ. “პრაიმ-

ტაიმის”, როდესაც მაყურებელთა რაოდენობა პიკს აღწევს) გადაცემებზე: საინფორმაციო

გამოშვებებზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებსა და თოქ-შოუებზე.

საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი

მონიტორინგის მეთოდოლოგია ეფუძნება რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევებს.

რაოდენობრივი მონიტორინგი განსაზღვრავს რაოდენობრივ ინდიკატორებს, რომლებიც

შეიძლება დაითვალოს და გაანალიზდეს. ხოლო თვისებრივი მონიტორინგი გამოიყენება

მედიის საშუალებების მუშაობის ეფექტურობის შესაფასებლად ისეთ მაჩვენებლებთან

მიმართებაში, როგორიცაა ეთიკური ან პროფესიული სტანდარტები, რომელთა

რაოდენობრივად გაზომვა რთულია. კერძოდ, ყურადღება ექცევა ინფორმაციის

დამახინჯებას, დაუბალანსებელ გაშუქებას, ტენდენციურობას და ნებისმიერ ისეთ ფაქტს,

რომელიც მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხარისხის წარმოსადგენად.

რაოდენობრივი მონაცემები მოიცავს ეთერში გასული იმ სიუჟეტების ქრონომეტრაჟს (წამი),

რომლებიც ჩვენს მიერ შერჩეული სუბიექტების შესახებ მომზადდა ან სადაც ისინი ნახსენები

იყვნენ. დრო ითვლება, როდესაც სუბიექტზე საუბრობს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი,

სიუჟეტის ჟურნალისტი ან სიუჟეტის ნებისმიერი რესპონდენტი. ასევე ითვლება დრო,

როდესაც სუბიექტი უბრალოდ ჩანს ეკრანზე, ან ჩანს მისი ფოტო, პლაკატი ან სხვა

ნებისმიერი ვიზუალური მასალა (იმ შემთხვევაში, თუ ამ დროს მასზე არ საუბრობენ).

მონიტორინგის დროს ყურადღება ექცევა სუბიექტი თვითონ საუბრობს თუ მასზე სხვები

(ჟურნალისტი ან რესპონდენტი) საუბრობენ. იმ შემთხვევებში, როდესაც მონიტორინგის

სუბიექტები თავად საუბრობენ (ისმის ხმა) დრო ითვლება, როგორც პირდაპირი გაშუქება;

Page 4: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 4

როდესაც სუბიექტებზე საუბრობენ სხვები, ჟურნალისტები ან რესპონდენტები, დრო

ითვლება, როგორც ირიბი გაშუქება.

გაშუქების ტონი ენიჭება მონიტორინგის ყველა სუბიექტს. ტონის შესაფასებლად არსებობს

სამი კატეგორია: დადებითი, ნეიტრალური და უარყოფითი. ყოველთვის, როდესაც ითვლება

სუბიექტისთვის დათმობილი დრო, იქვე ფასდება ტონიც, ანუ რაოდენობრივად ითვლება,

რამდენი წამის/წუთის განმავლობაში საუბრობდნენ ამა თუ იმ სუბიექტზე კონკრეტული

ტონით. ტონის შეფასებისას ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ტექსტის შინაარსს, არამედ

კონტექსტსაც.

თვისებრივი მონაცემების საფუძველზე მოხდება მედიის მუშაობის ეფექტურობის ეთიკური

და პროფესიული სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით შეფასება. თვისებრივი ნაწილი

აერთიანებს ისეთ კომპონენტებს როგორიცაა: ბალანსი, მიუკერძოებლობა, სიზუსტე (არის

თუ არა შეცდომები სახელწოდებებში, რიცხვებში, რესპონდენტების ვინაობაში), ფაქტებზე

დაფუძნებული გაშუქება, ახალი ამბების იგნორირება, მოვლენების დროული გაშუქება,

ჟურნალისტის ლექსიკა, "ფარული პოლიტიკური რეკლამის" გამოყენების ფაქტები და ყველა

იმ მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც არ იზომება რაოდენობრივად. ასევე ყურადღება ექცევა

კადრებითა და მუსიკით მანიპულირების შემთხვევებს.

მონიტორინგის სუბიექტები არიან: პარლამენტის თავმჯდომარე, დამოუკიდებელი

დეპუტატები, პრეზიდენტი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ცენტრალური საარჩევნო

კომისია, ადგილობრივი ხელისუფლება (დაკონკრეტების გარეშე), აჭარის მთავრობა,

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია), კოალიცია "ქართული ოცნება"

(ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული

ფორუმი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საქართველოს კონსერვატიული პარტია,

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს), საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია“

(თავისუფალი საქართველო, ახალი მემარჯვენეები), საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე -

ერთიანი ოპოზიცია“ (დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო, ქართული დასი,

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ტრადიციონალისტთა კავშირი, მემარცხენე ალიანსი),

ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს“ (ევროპელი დემოკრატები, სამართლიანი

საქართველოსთვის), ხალხის პარტია, საქართველოს გზა, ალიანსი “ევროატლანტიკური

არჩევანი“ (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის,

Page 5: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 5

ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, მერაბ კოსტავას

საზოგადოება, საქართველოს ქალთა პარტია), ლეიბორისტული პარტია, მწვანეთა პარტია,

ქართული პარტია, ასევე თითოეული საარჩევნო ბლოკის არჩევნებში მონაწილე

პოლიტიკური ძალის მერობის კანდიდატები ცალკ-ცალკე, აგერეთვე საკრებულოს

დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატები.

მონიტორინგის შედეგები არხების მიხედვით:

"25-ე არხი" (ქ. ბათუმი) – საანგარიშო კვირაში საინფორმაციო გამოშვება „მაცნე“

ტელეკომპანიის ეთერში ყოველდღიურად გადაიცემოდა. გამოშვებებში, ძირითადად,

ადგილობრივი ახალი ამბები შუქდებოდა. შედარებით ნაკლები დრო ეთმობოდა ქვეყანაში

განვითარებული მოვლენების გაშუქებას.

საანგარიშო პერიოდის საინფორმაციო გამოშვებებში მონიტორინგის სუბიექტებს საათი და

17 წუთი დაეთმოთ. საერთო დროის 18% ბლოკ „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის“

გაშუქებაზე მოდიოდა, 14% - ადგილობრივი ხელისუფლების, ხოლო 12% - კოალიცია

„ქართული ოცნების“. მაღალი იყო ადგილობრივი ხელისუფლების (21%), აჭარის მთავრობის

(35%), მმართველი პოლიტიკური ძალისა (44%) და ბლოკ „ერთიანი ნაციონალური

მოძრაობის“ ( 29%) კრიტიკული გაშუქება.

ხშირად კოალიცია „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათთვის

დათმობილ საეთერო დროს ერთმანეთის მიმართ ნეგატიურ ტონში საუბრისთვის

იყენებდნენ. ჟურნალისტების მხრიდან მიკერძოებული გაშუქების შემთხვევები არ

დაფიქსირებულა, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ პოზიტიური ან ნეგატიური

მიდგომა არ იგრძნობოდა. პოლიტიკურ სუბიექტებს დრო მათი აქტივობების მიხედვით

ეთმობოდათ. მონიტორინგის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო თითქმის თანაბრად იყო

გადანაწილებული პირდაპირ და ირიბ საუბარზე.

თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნებისა და საარჩევნო სუბიექტების კამპანიების

შესახებ სიუჟეტები თითქმის ყველა გამოშვებაში კეთდებოდა. თუმცა უფრო მეტი დრო

რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური საკითხების გაშუქებას

ეთმობოდა. ჟურნალისტები მოსახლეობის პრობლემებით ხშირად ინტერესდებოდნენ და ამ

თემების ირგვლივ სიღრმისეულ სიუჟეტებს ამზადებდნენ. ისინი ცდილობდნენ ინფორმაცია

განსხვავებული კუთხით წარმოედგინათ და პასუხისმგებელი პირების კომენტარებით

გაემყარებინათ.

Page 6: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 6

"რიონი" (ქ. ქუთაისი) - საანგარიშო პერიოდში ტელეკომპანია „რიონის“ მთავარი

საინფორმაციო გამოშვება „დღის ამბები“ ეთერში ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით

გადიოდა. კვირას მაყურებელს საშუალება ჰქონდა ტელეჟურნალი „7 დღე“ ენახა.

ტელეჟურნალის ქრონომეტრაჟი 50-60 წუთია. „7 დღის“ ჯგუფი მაყურებელს ანალიტიკურ,

სიღრმისეულ მასალებს სთავაზობდა. ტელეჟურნალში გავიდა პროექტ „ფაქტ-მეტრის“

სიუჟეტი, სადაც პოლიტიკოსების გამონათქვამების სიზუსტე მოწმდებოდა. ჟურნალისტი

მყარი არგუმენტებისა და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე აკეთებდა დასკვნას,

პოლიტიკოსების განცხადებები მართალი იყო თუ მცდარი.

საანგარიშო პერიოდში ტელეკომპანია რიონმა მონიტორინგის სუბიექტებს 2 საათი და 36

წუთი დაუთმო. ამ დროის 17% წილად ხვდა კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 12% - ბლოკ

„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ მერობის კანდიდატ თეიმურაზ შაშიაშვილს, 11-11% -

მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატებს და კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის

კანდიდატ შოთა მურღულიას.

დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დათმობილი დროის დიდი ნაწილი ქალაქ-მუზეუმის

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხაზარაძეზე მოდის. გიორგი ხაზარაძის

ამომრჩეველთან შეხვედრებს ტელეკომპანია „რიონი“ დადებითად აშუქებდა. საანგარიშო

კვირაში განსაკუთრებით პოზიტიური იყო ჟურნალისტ სალომე ჩინჩალაძის მიერ

მომზადებული 3 სიუჟეტი. ჟურნალისტი სიუჟეტებში ამომრჩევლების ფრაზებს ციტირებდა,

რაც კანდიდატის მიმართა საკმაოდ დადებით განწყობას ქმნიდა. სამივე სიუჟეტში

13

9

18

15

47

28

31

47

58

70

38

50

53

72

69

53

31

88

29

21

44

35

59

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 0:13:44

ადგილობრივი ხელისუფლება 0:10:52

კოალიცია ქართული ოცნება 0:09:14

აჭარის მთავრობა 0:08:24

მერობის სხვა კანდიდატები 0:06:11

არასაპარლამენტო ოპოზიცია 0:04:45

ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია 0:04:08

დამოუკიდებელი კანდიდატები 0:03:44

მთავრობა 0:03:13

ლეიბორისტული პარტია 0:03:08

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "25-ე არხი"

Page 7: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 7

რამდენიმე წამის განმავლობაში ეკრანზე ჩანდა კანდიდატის საარჩევნო ნომერი, 42. მსგავსი

სიუჟეტი სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ არ მომზადებულა.

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერი მონიტორინგის სუბიექტებს პირდაპირი საუბრისთვის

ხშირად ეთმობოდათ. საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები ოპერატიულად

აშუქებდნენ პოლიტიკური პარტიების, მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარი

დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევო კამპანიებს, აგრეთვე მთლიანად ქვეყანაში

განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს. საინფორმაციო გამოშვებებში ახალი ამბები

ზედაპირულად შუქდებოდა. ჟურნალისტები კრიტიკული კითხვების დასმით არ

გამოირჩეოდნენ. საინფორმაციო გამოშვებებში არ დაფიქსირებულა ჟურნალისტური ეთიკის

ნორმების დარღვევის ფაქტები.

ქვემო ქართლის ტელეკომპანია (ქ. რუსთავი) – საანგარიშო კვირაში მაუწყებლის

მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ ყოველდღე გადაიცემოდა. გამოშვებებში

პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას დიდი დრო ეთმობოდა.

არხმა მონიტორინგის სუბიექტებს ჯამში 3 საათი და 25 წუთი დაუთმო. ყველაზე მეტი

დროით წარმოდგენილი იყო კოალიცია „ქართული ოცნება“ (15%), ბლოკ „ერთიანი

ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი (14%) და

„ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია (12%).

34

32

30

40

22

25

37

54

68

70

58

65

75

49

62

63

87

78

65

80

74

12

13

47

25

კოალიცია ქართული ოცნება 0:25:41

ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი 0:17:55

დამოუკიდებელი კანდიდატები 0:16:50

კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი 0:16:48

მთავრობა 0:13:52

არასაპარლამენტო ოპოზიცია 0:11:22

ადგილობრივი ხელისუფლება 0:08:58

ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია 0:08:48

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 0:07:30

ლეიბორისტული პარტია 0:26:28

პრემიერ-მინისტრი 0:04:11

პატრიოტთა ალიანსი 0:03:41

თვითმმართველობა ხალხს კანდიდატი 0:03:30

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 0:03:15

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვისდათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "რიონი"

Page 8: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 8

საინფორმაციო გამოშვებებში დეტალურად შუქდებოდა ქალაქ რუსთავის სხვადასხვა ქუჩის

მოსახლეობასთან მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეხვედრები.

არხი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების გაშუქების მრავალფეროვნებითაც

გამოირჩეოდა. თუმცა, ჟურნალისტები კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შესახებ

სიღრმისეულ სიუჟეტებს არ ამზადებდნენ და კრიტიკულ კითხვებს არ სვამდნენ. მათ მიერ

მომზადებული მასალები, ხშირ შემთხვევაში, ერთგვაროვანი იყო და მხოლოდ ფაქტის და

პოლიტიკოსთა დაპირებების გადმოცემას შეეხებოდა. სიუჟეტებში ძირითადადი აქცენტი

კანდიდატების პროგრამულ პრიორიტეტებზე კეთდებოდა, იმაზე თუ რას გააკეთებენ ისინი

ქალაქისთვის, ამიტომაც გაშუქების ტონის დიაგრამაზე დადებითი და ნეიტრალური

გაშუქება სჭარბობს.

"ოდიში" (ქ. ზუგდიდი) – საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ტელეკომპანიის დღის

მთავარი საინფორმაციო გამოშვება „დრო“ ძირითადად რეგიონის ახალ ამბებს აშუქებდა.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენები არხის ეთერში კვლავ „ინფოლენტის“ სახით

გადაიცემოდა. მასში პოლიტიკოსების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს მოკლე ტექსტის სახით

აჩვენებდნენ. ხშირად ციტატასთან ერთად ეკრანზე მისი ავტორის ფოტოც ჩანდა.

არხის საინფორმაციო გამოშვებებში, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, გაიზარდა

მონიტორინგის სუბიექტებისთვის დათმობილი დროის მაჩვენებელი, რაც რეგიონში

37

39

51

44

49

18

36

39

36

60

42

18

48

57

38

54

49

82

59

27

59

94

74

40

58

82

15

4

11

33

26

კოალიცია ქართული ოცნება 0:30:01

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 0:28:33

კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი 0:25:33

ჩვენი საქართველოს კანდიდატი 0:22:41

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 0:16:09

მერობის სხვა კანდიდატები 0:13:45

საქართველოს გზის კანდიდატი 0:10:32

მთავრობა 0:10:07

პრემიერ-მინისტრი 0:07:46

ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი 0:07:20

ადგილობრივი ხელისუფლება 0:06:49

ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი 0:05:10

ჩვენი საქართველო 0:05:07

ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია 0:04:56

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ქვემო ქართლის ტელეკომპანია

Page 9: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 9

მიმდინარე მოვლენებით იყო გამოწვეული. ჯამში მონიტორინგის სუბიექტებს საათი და 9

წუთი დაეთმოთ. აქედან, ყველაზე მეტი დრო ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“

(24%), კოალიცია „ქართულ ოცნებას“ (20%) და ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციას“(13%)

დაეთმოთ. სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, უმეტესწილად, ირიბ საუბარზე მოდიოდა.

ისინი, ძირითადად, ნეიტრალურად შუქდებოდნენ, თუმცა კოალიცია „ქართული ოცნების“

და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უარყოფითი ტონის მაღალი მაჩვენებელიც

გამოვლინდა. ეს მაჩვენებელი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილი უფროსის,

ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის,

თენგიზ გუნავას წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს გაუჩინარებული მაღალჩინოსნის

პაატა ქარდავას ოჯახის მიერ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბთან

ორგანიზებულმა აქციამ განაპირობა. აქციას და თენგიზ გუნავას მიმართ წაყენებულ

ბრალდებებს პოლიტიკური სუბიექტების მწვავე განცხადებები მოჰყვა.

ტელეკომპანია მოვლენებს მიუკერძოებლად აშუქებდა, მხარეებს თანაბრად უთმობდა დროს

და ობიექტურად წარმოადგენდა.

"მე-9 არხი" (ქ. ახალციხე) - ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში დღის მთავარი

საინფორმაციო გამოშვება „ექო“ ორშაბათი-პარასკევის მანძილზე გადიოდა. კვირას კი „მე-9

არხის“ ეთერი „კვირის ექოს“ დაეთმო. კვირის საინფორმაციო გამოშვება ეთერში წამყვანის

16

14

28

60

46

97

88

72

93

41

23

40

59

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 0:16:37

კოალიცია ქართული ოცნება 0:14:08

არასაპარლამენტო ოპოზიცია 0:08:41

მთავრობა 0:07:10

სახალხო პარტია 0:04:54

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 0:04:00

პრემიერ-მინისტრი 0:03:06

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "ოდიში"

Page 10: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 10

გარეშე გავიდა და მაყურებელს საშუალება ჰქონდა შაბათ-კვირას რეგიონსა და მთლიანად

ქვეყანაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები ენახა. „კვირის ექოში“ ასევე

გაიმეორეს კვირის მანძილზე აქტუალურ თემებზე მომზადებული რამდენიმე სიუჟეტი.

„მე-9 არხის“ საინფორმაციო გამოშვებებში მონიტორინგის სუბიექტები ერთი საათისა და 32

წუთის განმავლობაში შუქდებოდნენ. ყველაზე მეტი დრო დაეთმოთ: ბლოკ „ბურჯანაძე -

ერთიან ოპოზიციას“, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას.

ჟურნალისტები აქტიურად აშუქებდნენ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს,

სოციალურ თემებს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს, სხვადასხვა სახის

ღონისძიებებს, აგრეთვე ქვეყნის ამბებს. მთავრობისთვის დათმობილი დრო (10 წთ.),

ძირითადად, იმ სიუჟეტებსა და კადრ-სინქრონებზე მოდის, რომლებსაც არხს „საქართველოს

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“ აწვდიდა.

ტელეკომპანიის ჟურნალისტები ახალ ამბებს ოპერატიულად და მიუკერძოებლად

აშუქებდნენ, ცდილობდნენ სიუჟეტები სიღრმისეული ყოფილიყო, სადაც ყველა მხარე

იქნებოდა წარმოდგენილი. ეთერში სიძულვილის ენის გამოყენების, ხმით ან მუსიკით

მანიპულირების შემთხვევები არ გამოვლენილა.

"თანამგზავრი" (ქ. თელავი) - საანგარიშო პერიოდში ტელეკომპანია „თანამგზავრის“

ეთერში დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ახალი ამბები“ ორშაბათი-პარასკევის

ჩათვლით გავიდა. ტელეკომპანია პრაიმ-ტაიმში საინფორმაციო გამოშვებას ორჯერ

13

7

17

14

15

20

23

29

45

57

86

93

67

79

85

68

97

77

51

71

55

43

100

16

7

12

39

ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია 0:12:29

ადგილობრივი ხელისუფლება 0:10:52

მთავრობა 0:10:07

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 0:08:18

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 0:08:10

კოალიცია ქართული ოცნება 0:07:40

საქართველოს გზა 0:05:53

ლეიბორისტული პარტია 0:05:30

პრემიერ-მინისტრი 0:05:15

ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი 0:04:58

კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი 0:04:47

საქართველოს გზის კანდიდატი 0:03:28

ცენტრალური საარჩევნო კომისია 0:03:04

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "მე-9 არხი"

Page 11: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 11

იმეორებს. „ახალი ამბები“ დაახლოებით 35 წუთი გრძელდება და მას წამყვანი უძღვება.

საინფორმაციო გამოშვებების პირველ ნაწილში რეგიონში მომხდარი ახალი ამბებია

გაშუქებული, მეორე ნაწილში კი - ქვეყნის მთავარი ამბები და უცხოეთის სიახლეები.

გადაცემებში ადგილობრივ და ქვეყნის მთავარ თემებს დრო თითქმის თანაბრად ეთმობოდა.

ტელეკომპანიამ საანგარიშო კვირაში საარჩევნო თემების გაშუქებას ნაკლები დრო დაუთმო.

თუმცა, მონიტორინგის სუბიექტებისთვის დათმობილმა დრომ ჯამში 2 საათი და 4 წუთი

შეადგინა. ამ დროის 29% მთავრობის გაშუქებას დაეთმო, რომელიც თითქმის თანაბრად

გადანაწილდა პირდაპირ და ირიბ საუბარზე, ხოლო გაშუქების ტონი 93% ნეიტრალური იყო.

მთლიანი დროის 17% დაეთმო კოალიცია „ქართულ ოცნებას“ , 11% - პრემიერ-მინისტრს,

10% - ადგილობრივ ხელისუფლებას. მათი პირდაპირი და ირიბი საუბრით გაშუქება

თითქმის თანაბრად ხდებოდა, გაშუქების ტონი კი, ძირითადად, ნეიტრალური იყო. თუმცა

დაფიქსირდა ნეგატიური ტონიც, ყველაზე მეტი (29%) - კოალიცია „ქართული ოცნების“

მიმართ, რაც ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ და ბლოკ „ბურჯანაძე-ერთიანი

ოპოზიციის“ აქციამ და „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ თელავის მერობის კანდიდატის,

გიორგი მოსიაშვილის მიერ კოალიციის ადგილობრივი ორგანიზაციის დაფინანსებაზე

გამოთქმულმა ბრალდებებმა განაპირობა.

საინფორმაციო გამოშვებებში ქალაქ თელავის მერობის კანდიდატებიდან მხოლოდ გიორგი

მოსიაშვილს დაეთმო დრო, რაც, სავარაუდოდ, სხვა კანდიდატების პასიური წინასაარჩევნო

კამპანიებით არის გამოწვეული.

„თანამგზავრმა“ რეგიონში არსებულ სხვადასხვა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ

პრობლემაზეც მოამზადა რამდენიმე სიუჟეტი.

საინფორმაციო გამოშვებების სიუჟეტები დაბალანსებულია, არ იგრძნობა ჟურნალისტის

მიკერძოებული დამოკიდებულება რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. ისინი

მოვლენების გაშუქებისას შეფასებებისგან თავს იკავებენ.

Page 12: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 12

"თრიალეთი" (ქ. გორი) - საანგარიშო პერიოდში ტელეკომპანიის ეთერში დღის მთავარი

საინფორმაციო გამოშვება „ახალი ამბები თრიალეთზე“ ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით

გავიდა. შაბათს ეთერი დაეთმო შემაჯამებელ გადაცემას „კვირის ამბები“, სადაც

ჟურნალისტები მნიშვნელოვან საკითხებს უფრო სიღრმისეულად აშუქებდნენ. გადაცემის

მეორე ნაწილი სტუდიაში მიწვეულ სტუმრებს დაეთმოთ. 7 ივნისის გადაცემის თემა

ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული ფაქტები იყო.

2-8 ივნისის საინფორმაციო გამოშვებებში რეგიონში და მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე

მოვლენები აქტიურად შუქდებოდა. თუმცა, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით,

მონიტორინგის სუბიექტებს ნაკლები დრო დაეთმოთ - ჯამში 51 წუთი. ამ დროის 19%

პარტია „ჩვენი საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატ ეროსი კიწმარიშვილის

წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას დაეთმო. კანდიდატის საარჩევნო პროგრამის,

პრიორიტეტების, სამომავლო გეგმების შესახებ სიუჟეტები 2 და 6 ივნისის საინფორმაციო

გამოშვებებში გავიდა. მერობის კანდიდატი დათმობილი დროის 61% პოზიტიურ ტონში იყო

წარმოდგენილი, ხოლო 81% ირიბ საუბარზე მოდიოდა.

საინფორმაციო გამოშვებებში ქალაქ გორის მერობის კანდიდატებიდან სამ წუთზე მეტი დრო

მხოლოდ კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზურაბ ჯირკველიშვილს დაეთმო.

მონიტორინგის სუბიექტებზე, უმეტესწილად, ირიბად ნეიტრალურ ტონში საუბრობდნენ

ჟურნალისტების მხრიდან მიკერძოებული გაშუქების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

6

23

93

48

93

74

85

61

80

100

90

29

14

32

მთავრობა 0:36:08

კოალიცია ქართული ოცნება 0:21:00

პრემიერ-მინისტრი 0:13:16

ადგილობრივი ხელისუფლება 0:12:48

ცენტრალური საარჩევნო კომისია 0:11:16

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 0:09:26

არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი 0:07:40

ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია 0:06:04

არასაპარლამენტო ოპოზიცია 0:03:30

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "თანამგზავრი"

Page 13: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 13

"გურია" (ქ. ოზურგეთი) - საანგარიშო კვირაში ტელეკომპანია „გურიის“ მთავარი

საინფორმაციო გამოშვება „ფაქტი“ ეთერში ოთხჯერ გავიდა. არხის საღამოს ეთერში

საინფორმაციო გამოშვებები ორჯერ ხვდება. გადაცემას ჰყავს წამყვანი, თუმცა, 4 და 6 ივნისს

გამოშვებები მის გარეშე გავიდა. „ფაქტი“ დაახლოებით 10 წუთი გრძელდება და მისი

სიუჟეტები მხოლოდ ადგილობრივ ახალ ამბებს ეხება.

საინფორმაციო გამოშვებებში აქტიურად შუქდებოდა არჩევნებში მონაწილე სუბიექტების

წინასაარჩევნო შეხვედრები. რუბრიკაში „ვის ვირჩევთ“ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტზე

იყო საუბარი. მათ საარჩევნო პროგრამებსა და უპირეტესობებზე მათივე მონაწილეობით

ვრცელი სიუჟეტები მომზადდა.

საანგარიშო პერიოდში „გურიამ“ მონიტორინგის სუბიექტებს ჯამში 36 წუთი და 45 წამი

დაუთმო. დრო, ძირითადად, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებზე

გადანაწილდა. კერძოდ, ყველაზე მეტი დრო (6 წთ. 49 წმ.) კოალიცია „ქართული ოცნების“

ქალაქ ოზურგეთის მერობის კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს დაეთმო. თითქმის იმდენივე

დრო (6 წთ. 26 წმ.) დაეთმო ბლოკ „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ოზურგეთის მერობის

კანდიდატს, კახა ჩავლეიშვილს. ასევე თითქმის თანაბარი დრო, 5-5 წუთი დაეთმოთ ბლოკ

„არასაპარლამენტო ოპოზიციისა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მერობის

კანდიდატებს, ირმა კვაჭანტირაძეს და შოთა გოგიბერიძეს.

61

33

34

25

26

29

34

45

68

72

97

10

33

21

7

ჩვენი საქართველოს კანდიდატი 0:09:49

მთავრობა 0:07:42

კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი 0:06:34

ადგილობრივი ხელისუფლება 0:04:56

საქართველოს გზა 0:03:50

მერობის სხვა კანდიდატები 0:03:06

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "თრიალეთი"

Page 14: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 14

ტელეკომპანია მონიტორინგის სუბიექტების პირდაპირ და ირიბ გაშუქებას თითქმის

თანაბარ დროს უთმობდა. მათ, ძირითადად, ნეიტრალურად აშუქებდნენ, გამოვლინდა

დადებითად გაშუქებაც, ნეგატიურად კი არაფერი გაშუქებულა.

„ფაქტში“ გასული სიუჟეტები, ძირითადად, ზედაპირული და ინფორმაციული ხასიათის

იყო. ხშირად შუქდებოდა სხვადასხვა ღონისძიება და პროექტი. საინფორმაციო გამოშვებებში

არ გაშუქებულა რაიმე საკითხზე, პრობლემაზე მომზადებული სიღრმისეული სიუჟეტი.

სიუჟეტებში რესპონდენტებს ხშირად არ ჰქონდათ ტიტრები.

"იმერვიზია" (ქ. ჭიათურა) - საანგარიშო კვირაში ტელეკომპანია „იმერვიზიის“ მთავარი

საინფორმაციო გამოშვება „ახალი ამბები“ ეთერში წამყვანის გარეშე ორშაბათიდან პარასკევის

ჩათვლით გავიდა. 20-25 წუთიანი საინფორმაციო გამოშვება პრაიმ-თაიმში ორჯერ ხვდება.

„იმერვიზიის“ ჟურნალისტები ახალ ამბებს ოპერატიულად გადმოსცემდნენ, თუმცა

სიუჟეტები ძირითადად მშრალი, ინფორმაციული ხასიათის იყო. არხის ეთერში არ ისმებოდა

კრიტიკული კითხვები, შესაბამისად მაყურებელს სიღრმისეული სიუჟეტების ნახვის

შესაძლებლობა არ ჰქონდა.

ერთკვირიან საანგარიშო პერიოდში „იმერვიზიის“ ეთერში მონიტორინგის სუბიექტები

ჯამში 2 საათსა და 24 წუთის განმავლობაში გაშუქდნენ. ტელევიზია ჭიათურის

გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებს

აქტიურად აშუქებდა.

17

38

26

41

29

41

83

62

74

59

71

59

კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი 0:06:49

ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი 0:06:26

კოალიცია ქართული ოცნება 0:05:40

არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი 0:04:52

პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი 0:04:48

პატრიოტთა ალიანსი 0:04:00

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "გურია"

Page 15: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 15

ყველაზე დიდი დრო (48 წთ.) მაუწყებელმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუთმო. არხი

თითქმის ყოველდღიურად აშუქებდა მათი ჭიათურის გამგებლობის კანდიდატის, სულხან

მახათაძისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიებს.

საინფორმაციო გამოშვებებში 22 წუთი მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატების

გაშუქებას დაეთმო. ამ მაჩვენებლიდან საკმაოდ დიდი დრო საინიციატივო ჯგუფის მიერ

წარდგენილ ჭიათურის გამგებლობის კანდიდატ იასონ ჭუმბურიძეზე მოდის; 18 წუთი

დაეთმო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობების ჩვენებას.

მონიტორინგის სუბიექტების გაშუქებისას პირდაპირი/ირიბი საუბრის თითქმის თანაბარი

მაჩვენებლები დაფიქსირდა. მათ დრო, ძირითადად, ნეიტრალურად ეთმობოდათ.

"გურჯაანი" (ქ. გურჯაანი) - საანგარიშო კვირაში ტელეკომპანია „გურჯაანის“ მთავარი

საინფორმაციო გამოშვება „დღეს“ ეთერში ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით გადიოდა.

კვირას არხის ეთერი „მთელ კვირას“ დაეთმო, რომელიც ეთერში წამყვანის გარეშე გავიდა.

„მთელ კვირაში“ არხმა კვირის მანძილზე მომხდარ მნიშვნელოვან თემებზე მომზადებული

სიუჟეტები გაიმეორა. ახალი ამბების გამოშვებებში ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე

მოვლენები აქტიურად შუქდებოდა. ქვეყნის და უცხოეთის ამბები რუბრიკაში

„რეგიონსგარეთ მოვლენები“ გადაიცემოდა.

„გურჯაანის“ ჟურნალისტები მოვლენებს ოპერატიულად აშუქებდნენ და მიმდინარე

მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებს არ აფიქსირებდნენ. ხშირად ამბები

36

32

29

44

23

65

38

57

68

57

49

77

95

89

35

62

7

14

კოალიცია ქართული ოცნება 0:48:02

დამოუკიდებელი კანდიდატები 0:22:08

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 0:18:04

მთავრობა 0:13 :36

არასაპარლამენტო ოპოზიცია 0:11:16

პრემიერ-მინისტრი 0:10:12

ცენტრალური საარჩევნო კომისია 0:07:10

პატრიოტთა ალიანსი 0:06:54

ადგილობრივი ხელისუფლება 0:05:36

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დროტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "იმერვიზია"

Page 16: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 16

მშრალად შუქდებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები კრიტიკულ

კითხვებს სვამდნენ.

საანგარიშო პერიოდში ტელეკომპანია „გურჯაანმა“ მონიტორინგის სუბიექტებს ერთი საათი

და 13 წუთი დაუთმო. ამ დროის 20% ბლოკ „ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას“ დაეთმო, 18% -

ადგილობრივ ხელისუფლებას, 14% - კოალიცია „ქართულ ოცნებას“.

ხშირად, საინფორმაციო გამოშვებებში დღის მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით

სტუმარი ერთვებოდა, რომელიც წამყვანის კითხვებს პასუხობდა. 4 ივნისს სტუდიაში

მიწვეული იყო საარჩევნო ბლოკ „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ გურჯაანის გამგებლობის

კანდიდატი ვალერი შოშიაშვილი.

ტელეკომპანია აქტიურად აშუქებდა საარჩევნო სუბიექტების და ადგილობრივი

ხელისუფლების აქტივობებს. მათთვის დათმობილი დრო თითქმის თანაბრად

ნაწილდებოდა პირდაპირ და ირიბ გაშუქებაზე.

არხის საინფორმაციო გამოშვებებში სიძულვილის ენის გამოყენების და ხმით/მუსიკით

მანიპულირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

"მეგა ტვ" (ქ. ხონი) - საანგარიშო პერიოდში ტელემაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება

„მთავარი დღეს“ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გავიდა, შაბათს ეთერი საინფორმაციო

გამოშვებას „მთავარი კვირას“ დაეთმო, ხოლო კვირას - „კვირის ფაქტებს“. საშუალოდ 40-45

წუთიან გამოშვებებში ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები აქტიურად

9

24

23

42

64

86

67

76

84

77

57

87

27

13

27

14

ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია 0:14:13

ადგილობრივი ხელისუფლება 0:13:16

კოალიცია ქართული ოცნება 0:10:16

მთავრობა 0:09:41

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 0:08:37

არასაპარლამენტო ოპოზიცია 0:04:33

თვითმმართველობა ხალხს 0:03:21

ცენტრალური საარჩევნო კომისია 0:03:10

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დრო ტონის მიხედვით (%) ტელეკომპანია "გურჯაანი"

Page 17: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 17

შუქდებოდა. ყოველდღურ საინფორმაციო გამოშვებებთან შედარებით, შაბათ-კვირის

გადაცემების სიუჟეტები უფრო სიღრმისეული იყო. არხმა მონიტორინგის სუბიექტებს ჯამში

საათი და 51 წუთი დაუთმო. გაშუქების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მთავრობას (21%) და

პრემიერ-მინისტრს (12%) ჰქონდათ.

„მეგა ტვ“ პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობებსაც აშუქებდა. ყველაზე მეტი

დრო კოალიცია „ქართულ ოცნებას“ (11 წთ.) და ქუთაისის მერობის მათ კანდიდატ შოთა

მურღულიას (10 წთ.) დაეთმოთ. კანდიდატისთვის დათმობილი დროის 45% მისი საარჩევნო

პრიორიტეტების გაშუქებას მოიცავდა.

პოლიტიკური გაერთიანებებიდან 3 წუთზე მეტი დრო დაეთმო ბლოკ „ერთიანი

ნაციონალური მოძრაობის“, ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციისა“ და ბლოკ „ბურჯანაძე-

ერთიანი ოპოზიციის“ წინასაარჩევნო აქტივობების, ძირითადად, მოსახლეობასთან

შეხვედრების გაშუქებას. ახალი ამბების გამოშვებაში სიუჟეტების თამნმიმდევრობა,

უმეტესად, თემის მნიშვნელობით არ იყო განპირობებული.

კვირის შემაჯამებელ გამოშვებაში მომზადდა მასალა საარჩევნო გარემოსა და მოსახლეობის

ინფორმირებულობის დონის შესახებ; წარმოდგენილი იყო პროექტ „ფაქტ-მეტრის“

სიუჟეტებიც.

მონიტორინგის სუბიექტების პირდაპირ საუბარს უფრო მეტი დრო ეთმობოდა, ვიდრე მათ

ირიბ გაშუქებას. ჟურნალისტები მოვლენებს ინფორმაციულ დონეზე მიუკერძოებლად

აშუქებდნენ, არ გამოხატავდნენ პირად შეხედულებებსა და მოსაზრებებს.

8

36

14

30

45

40

78

53

73

39

54

94

87

60

14

11

13

31

მთავრობა 0:23:10

პრემიერ-მინისტრი 0:13:20

ადგილობრივი ხელისუფლება 0:11:45

კოალიცია ქართული ოცნება 0:11:17

კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი 0:09:56

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 0:08:55

არასაპარლამენტო ოპოზიცია 0:06:27

ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია 0:03:11

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვისდათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "მეგა ტვ"

Page 18: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 18

"მე-9 ტალღა" (ქ. ფოთი) – ტელეკომპანია „მე-9 ტალღის“ ეთერში, საანგარიშო პერიოდში,

რეგიონში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ აქტიურად შუქდებოდა. მაყურებელს ასევე

საშუალება ჰქონდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გასცნობოდა. ცენტრალურ ამბებს არხი

„საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისგან“ მიღებული მასალებით აშუქებდა.

20-25 წუთიანი საინფორმაციო გამოშვება „კურსორს“ პრაიმ-თაიმში დრო, ორშაბათიდან

პარასკევის ჩათვლით, ორჯერ ეთმობოდა.

„მე-9 ტალღამ“ მონიტორინგის სუბიექტებს ჯამში 2 საათი და 13 წთ. დაუთმო. ყველაზე

დიდი დროით კოალიცია „ქართული ოცნება“, მაჟორიტარობის დამოუკიდებელი

კანდიდატები და ცენტრალური საარჩევნო კომისია გაშუქდნენ.

საინფორმაციო გამოშვების მეორე ნაწილში, ხშირად წამყვანს სტუდიაში მიწვეული ჰყავდა

ერთი სტუმარი, რომელსაც აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა.

4 ივნისს საინფორმაციო გამოშვების სტუმარი ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარის მოადგილე იყო. 5 ივნისს კი წამყვანს სტუდიაში მიწვეული ჰყავდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა

ბესელია. ცესკოსა და კოალიციისთვის დათმობილი დროის გაზრდა ამ გადაცემებმა

განაპირობა.

„მე-9 ტალღის“ ჟურნალისტები ახალ ამბებს ოპერატიულად, თუმცა ზედაპირულად

გადმოსცემდნენ. ჟურნალისტები სუბიექტურ შეფასებებს არ აკეთებდნენ და ცდილობდნენ

სიუჟეტებში ბალანსი დაცული ყოფილიყო.

41

39

35

55

58

50

95

60

75

45

11

94

კოალიცია ქართული ოცნება 0:47:52

დამოუკიდებელი კანდიდატები 0:26:48

ცენტრალური საარჩევნო კომისია 0:14:23

მთავრობა 0:14:13

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 0:10:58

არასაპარლამენტო ოპოზიცია 0:06:04

ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია 0:04:56

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "მე-9 ტალღა"

Page 19: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 19

„არგო“ (ქ. ზესტაფონი) - საანგარიშო კვირაში ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვება

„სპექტრი“ ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით გავიდა. თითოეული გამოშვება დაახლობით 4-5

სიუჟეტს მოიცავდა. არხის საღამოს ეთერში ახალი ამბები ორჯერ გადიოდა. გამოშვებაში

მნიშვნელოვანი დრო კულტურისა და სპორტის ადგილობრივ სიახლეებს ეთმობოდა.

საინფორმაციო გამოშვებებში მონიტორინგის სუბიექტები, წინა საანგარიშო პერიოდთან

შედარებით, უფრო მეტი დროით იყვნენ წარმოდგენილნი. მათ საერთო ჯამში 47 წუთი

დაეთმოთ. დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი მთავრობას (25%), ბლოკ „ერთიან

ნაციონალურ მოძრაობას“ (20%) და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ (16%) დაუგროვდათ.

პოლიტიკური სუბიექტები, ძირითადად, ნეიტრალურ ტონში პირდაპირი საუბრით

გაშუქდნენ. ჟურნალისტები მოვლენებს მიუკერძოებლად აშუქებდნენ.

„მარნეული ტვ“ (ქ. მარნეული) – საანგარიშო პერიოდში ტელეკომპანიის ეთერში მთავარი

საინფორმაციო გამოშვება „ახალი ამბები“ ორშაბათი-კვირის ჩათვლით გავიდა. „მარნეული

ტვ“ პრაიმ-ტაიმში საინფორმაციო გამოშვებას ორჯერ იმეორებს. დაახლოებით 10-25 წუთიან

გადაცემას წამყვანი არ ჰყავს. 6 ივნისს ეთერი კვირის მთავარი ამბების 48 წუთიან გამოშვებას

დაეთმო. საინფორმაციო გამოშვებებში მხოლოდ ადგილობრივი ამბები გაშუქდა. არჩევნებში

მონაწილე სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას ტელეკომპანიამ, მონიტორინგის

წინა პერიოდებთან შედარებით, მეტი დრო დაუთმო. სიუჟეტების ქრონომეტრაჟი ხშირად 5

წუთს აღემატებოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მარნეულში

ვიზიტის შესახებ დაახლოებით 14 წუთიანი მასალა მომზადდა.

11

31

50

58

63

96

100

50

31

6

4

მთავრობა 0:12:04

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 0:09:32

კოალიცია ქართული ოცნება 0:07:52

ცენტრალური საარჩევნო კომისია 0:05:16

ლეიბორისტული პარტია 0:05:10

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "არგო"

Page 20: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 20

საანგარიშო კვირაში მონიტორინგის სუბიექტები ჯამში 2 საათი და 47 წუთის მანძილზე

გაშუქდნენ. ამ დროის 32% პრემიერ-მინისტრის, უმეტესწილად, მარნეულში ვიზიტის

რამდენჯერმე გაშუქებას დაეთმო; 28% - კოალიცია „ქართულ ოცნებას“. მისთვის

დათმობილი დროის 55% პირდაპირ გაშუქებაზე მოდიოდა, გაშუქების ტონი კი მხოლოდ

ნეიტრალური და დადებითი იყო.

ტელეკომპანია, კოალიციის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის,

მერაბ თოფჩიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრებს თითქმის ყოველდღე აშუქებდა. თუმცა

ეთერში გასული მასალა, ძირითადად, ზედაპირული იყო. მაგალითად, 2 ივნისის

საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის და, ამავდროულად, კოალიციის კანდიდატის მიერ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების

დათვალიერებას შეეხებოდა. ჟურნალისტს სიუჟეტში არ უხსენებია, რომ მერაბ თოფჩიშვილი

კოალიცია „ქართული ოცნების“ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატია,

და არც იმით დაინტერესებულა ჰქონდა თუ არა მას წინასაარჩევნო პერიოდში გამგებლის

მოვალეობის შესრულების უფლება.

არხმა 19 წუთზე ცოტა მეტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუთმო. ამ დროის 88% ირიბ

საუბარზე, ხოლო 86% ნეგატიურ ტონზე მოდიოდა. ასეთი გაშუქება მარნეულის საოლქო

კომისიის მიერ ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის მუნიციპალიტეტის

გამგებლობის კანდიდატის მოხსნამ გამოიწვია. ამ ფაქტის შესახებ 5 ივნისის საინფორმაციო

გამოშვებაში დაახლოებით 9 წუთიანი სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტი ზედაპირული იყო.

ჟურნალიტს არ დაუსახელებია კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის მიზეზი და არც

წინაისტორია შეუხსენებია მაყურებლისთვის. ეს სიუჟეტი სხვადასხვა გამოშვებებში

რამდენჯერმე გამეორდა. შესაბამისად, ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“

დათმობილი თითქმის 19 წუთიდან 64% ნეგატიურ გაშუქებაზე მოვიდა.

საარჩევნო სუბიექტებიდან ასევე გაშუქდნენ: ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ და

ბლოკი „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“.

საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტები, ძირითადად, ზედაპირული და ინფორმაციული

ხასიათის იყო.

Page 21: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 21

„ბორჯომი“ (ქ. ბორჯომი) - საანგარიშო კვირაში ტელეკომპანია „ბორჯომის“ ეთერში

მთავარი საინფორმაციო გამოშვება „დღის ქრონიკა“ 6-ჯერ გავიდა. დაახლოებით 8-15

წუთიან გამოშვებებს პრაიმ-ტაიმში დრო ორჯერ ეთმობა, 20:00 და 22:00 საათებზე.

საინფორმაციო გამოშვებების სიუჟეტები, ძირითადად, ადგილობრივ ამბებზეა

მომზადებული და ინფორმაციული ხასიათისაა. ეთერში გავიდა სოციალურ და

ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, სპორტულ და კულტურულ თემებზე მომზადებული

მასალები. ტელეკომპანია ნაკლებ დროს უთმობდა საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო

კამპანიების გაშუქებას.

საანგარიშო პერიოდში ტელეკომპანიამ მონიტორინგის სუბიექტებს ჯამში 39 წუთი და 26

წამი დაუთმო. ამ დროის 29% ადგილობრივი ხელისუფლების გაშუქებაზე მოდიოდა, 13% -

ბლოკ „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“, ხოლო 11-11% მთავრობის და კოალიცია

„ქართული ოცნების“. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მთავრობისთვის დათმობილი

დროის 77% პირდაპირი საუბარი შეადგენდა. საარჩევნო სუბიექტების გაშუქებისას კი ირიბი

საუბარი სჭარბობდა.

„დღის ქრონიკის“ ეთერში რამდენჯერმე ტელეკომპანია „მე-9 არხის“ სიუჟეტები (საარჩევნო

პლაკატების დაზიანება, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ, მათ კანდიდატებსა და

მხარდამჭერებზე ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით, სატელევიზიო გაშუქებაზე უარის

თქმა) გავიდა. შედეგად, 3 წუთი ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქალაქ

ახალციხის მერობის კანდიდატ გელა დემეტრაძეს დაეთმო.

46

44

49

30

54

56

13

31

51

70

81

87

64

პრემიერ-მინისტრი 0:53:12

კოალიცია ქართული ოცნება 0:47:38

ცენტრალური საარჩევნო კომისია 0:19:24

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 0:18:46

არასაპარლამენტო ოპოზიცია 0:11:48

მთავრობა 0:08:12

ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია 0:06:12

დადებითი ნეირატლური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "მარნეული ტვ"

Page 22: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 22

მონიტორინგის სუბიექტების გაშუქებისას ნეიტრალური ტონი სჭარბობდა. სიუჟეტები,

ძირითადად, დაბალანსებული იყო. ჟურნალისტები მოვლენებს მშრალად და

მიუკერძოებლად გადმოსცემდნენ.

„დია“ (ქ. ხაშური) - ტელეკომპანია „დიას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება ეთერში

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გადიოდა. შაბათს კი ეთერი „კვირის ამბებს“ დაეთმო,

სადაც კვირის მანძილზე მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტები

გამეორდა.

„დიამ“ მონიტორინგის სუბიექტებს 25 წუთი და 44 წამი დაუთმო. კოლიცია „ქართული

ოცნების“ წარმომადგენლები არხის ეთერში 6 წუთის განმავლობაში შუქდებოდნენ, 3-3 წუთი

დაეთმოთ მთავრობას და ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

არხი აქტიურად აშუქებდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და წინასაარჩევნო კამპანიებს,

თუმცა სიუჟეტები ზედაპირული, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის იყო და, ძირითადად,

კანდიდატებისა თუ პარტიების წინასაარჩევნო კამპანიების მიმდინარეობას და დაპირებებს

შეეხებოდა. სიუჟეტებში გასულ სინქრონებს ხშირად ტიტრები არ ჰქონდა, რის გამოც

მონიტორინგის რამდენიმე სუბიექტს დრო ვერ დავუთვალეთ, რადგან ვერ მოხეხდა იმის

დადგენა თუ რომელ პარტიას წარმოადგენდნენ.

ჟურნალისტები სიუჟეტებში სუბიექტურ აზრს არ აფიქსირებდნენ და არც სიძულვილის ენის

გამოყენების შემთხვევები გამოვლენილა.

4

14

35

95

98

96

64

65

100

22

ადგილობრივი ხელისუფლება 0:11:34

ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია 0:05:14

მთავრობა 0:04:16

კოალიცია ქართული ოცნება 0:04:12

ლეიბორისტული პარტია 0:03:20

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 0:03:02

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "ბორჯომი"

Page 23: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 23

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების და თოქ-შოუების მონიტორინგი

ამ ტიპის გადაცემების მონიტორინგი მოიცავს მხოლოდ თვისებრივ კომპონენტს.

მონიტორინგის დროს დაკვირვება მხოლოდ ჟურნალისტებზე ხდება. მათი ქცევა სხვადასხვა

კრიტერიუმის მიხედვით ფასდება: გადაცემაში მათი როლი და ჩართულობა, როგორ

წარმართავენ პროცესს, უბრალოდ მოდერატორები არიან, თუ ცდილობენ საკუთარი

პოზიციის დაფიქსირებას, რამდენად თანაბარ პირობებში აყენებენ სტუმრებს, რამდენად

თანაბრად მომთხოვნია ჟურნალისტი ყველა სტუმრის მიმართ და ცდილობს მათგან

სიღრმისეული ინფორმაციის მიღებას, რამდენად აცდიან სტუმრებს აზრის გამოთქმას,

როდის აწყვეტინებენ საუბარს. მონიტორინგი ასევე აკვირდება ჟურნალისტების მხრიდან

შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი ფრაზებისა და განცხადებების გამოყენებას და მათ

რეაგირებას სტუმრების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე.

მონიტორინგის შედეგები არხების მიხედვით:

"25-ე არხი" (ქ. ბათუმი) – საანგარიშო კვირაში ტელეკომპანიის საღამოს ეთერში ორშაბათი -

პარასკევის ჩათვლით თოქ-შოუ „დიალოგი“ გადიოდა, რომელსაც ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე

უძღვებოდა. გადაცემები კვლავ საარჩევნო თემატიკას ეძღვნებოდა და მათში სხვადასხვა

საარჩევნო ოლქის გამგებლობის, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

იყვნენ მიწვეულნი.

34

9

54

48

82

42

18

9

კოალიცია ქართული ოცნება 0:05:55

მთავრობა 0:03:12

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 0:03:11

დადებითი ნეიტრალური უარყოფითი

სუბიექტებისთვის დათმობილი დრო ტონის მიხედვით (%)ტელეკომპანია "დია"

Page 24: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 24

წინა საანგარიშო პერიოდებისაგან განსხვავებით, მიმდინარე კვირის ხუთივე გადაცემა

უფრო მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა კანდიდატებს შორის მწვავე კამათი

იმართებოდა და ურთიერთბრალდებებიც ისმოდა.

“დიალოგის“ გამოშვებებში შემდეგი საკითხები განიხილებოდა:

• 2 ივნისის გადაცემაში პოლიტიკური გაერთიანება „ირაკლი ღლონტი-რეფორმატორების“

ლიდერმა და მისი სიის პირველმა ნომერმა საკუთარ ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე

ისაუბრეს. წამყვანის შეკითხვები პარტიის პოლიტიკაში გამოჩენასა და არჩევნებში

მონაწილეობის მოტივაციებს შეეხებოდა;

• 3 ივნისს სტუდიაში მიწვეულმა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებმა

კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, ბლოკ „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“ და ბლოკ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკუთარი საარჩევნო პროგრამების შესახებ

ისაუბრეს. მათ გადაცემის დასაწყისში ამისთვის 3-3 წუთი მიეცათ. დრო წამზომით

ითვლებოდა და მას წამყვანი მკაცრად აკონტროლებდა. გადაცემის მეორე ნაწილი

ჟურნალისტისა და რესპონდენტების კითხვა-პასუხს დაეთმო.

• 4-5 ივნისის გადაცემები ბათუმის საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი

დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების გაცნობას დაეთმო;

• 6 ივნისს გადაცემაში მიწვეული „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლების მიმართ,

ძირითადად, იგივე სახის შეკითხვები დაისვა, რაც სხვა გადაცემების სტუმრების მიმართ,

თუმცა წამყვანი საუბარში აქტიურად ერთვებოდა.

გადაცემების მსვლელობისას ჟურნალისტი ცდილობდა დამატებითი  კითხვებით ბოლომდე 

ჩასძიებოდა სტუმრებს, რათა მაყურებელს ამომწურავი ინფორმაცია მიეღო. იგი აქტუალურ

და საინტერესო კითხვებს სვამდა. კითხვები კორექტული და მაყურებლისთვის

ინფორმაციის შემცველიც იყო. მას საშუალება ჰქონდა კანდიდატების ხედვების და

აქტივობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღო. გადაცემები მაყურებლების მხრიდან

მაღალი ინტერაქტიულობით გამოირჩეოდა. ჟურნალისტი სატელეფონო ჩართვებისას

მაყურებელს კონკრეტული შეკითხვის დასმისა და კორექტული საუბრისკენ მოუწოდებდა,

ხოლო სტუმრებს - არგუმენტირებული საუბრისკენ.

8 ივნისს, 21 საათსა და 30 წუთზე ტელეკომპანია „25-ე არხის“ ეთერში საგამოძიებო სტუდია

„REC”-ის პირველი ფილმი „უმაღლესი კომფორტით“ გავიდა. 55 წუთიანი ფილმის ავტორი

ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე იყო.

საგამოძიებო ფილმის მთავარი თემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

ხელმძღვანელი პირებისა და დეპუტატების საქმიანობას შეეხებოდა. რა სამუშაოებს

ასრულებს საბჭო და რამდენად ეფექტურია მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რა

Page 25: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 25

სახის ხარჯები აქვთ დეპუტატებს და რა უჯდება მათი შენახვა ბიუჯეტს - ფილმის ავტორი

ამ კითხვებზე ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხის მიღებას შეეცადა.

ფილმი ორაზროვანი და ირონიული სტენდაფით დაიწყო. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს

ხელმძღვანელის, ავთანდილ ბერიძის მიმართ ნეგატიურ კონტექსტს შეიცავდა. ფილმში

წარმოდგენილი მოსაზრებები არგუმენტირებული იყო, ფაქტები გამყარებული იყო

სხვადასხვა წყაროს კომენტარებით, რაც ხშირ შემთხვევაში გამყარებული იყო ექსპერტების

მოსაზრებებითა და დასკვნებით. ჟურნალისტი არ იყენებდა სიძულვილის ენას, თუმცა

დაფიქსირდა ნაკლებად ეთიკურ კონტექსტში ფრაზის („რა გახდა დეპუტატების

დაბრმავების მიზეზი“) გამოყენების შემთხვევა. ფილმში დასმული შეკითხვები

საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას იძლეოდა. ფილმის

ავტორი მწვავე და კრიტიკულ კითხვებს სვამდა.

"რიონი" (ქ. ქუთაისი) – 2 ივნისს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერი საზოგადოებრივ-

პოლიტიკურ თოქ-შოუ „თემას“ დაეთმო, რომელიც ჟურნალისტ ნანა რობაქიძეს მიჰყავდა.

წამყვანს სტუდიაში მიწვეული ჰყავდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლობის

კანდიდატები ბლოკ „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“ და ბლოკ „ერთიანი

ნაციონალური მოძრაობიდან“.

წამყვანი აქტიურად იყო ჩართული თოქ-შოუს მიმდინარეობის პროცესში. ჟურნალისტი

ინტერესდებოდა თუ რამდენად იცნობენ კანდიდატები მოსახლეობის პრობლემებს.

გამგებლობის კანდიდატებს საშუალება მიეცათ მაყურებლისთვის საარჩევნო პროგრამები

გაეცნოთ. ჟურნალისტი საარჩევნო პროგრამაში გაწერილ საკითხებთან დაკავშირებით

აქტიურად სვამდა კითხვებს.

5 ივნისს, თოქ-შოუ „თემას“ ეთერი მედიაპარტნიორობის პროგრამის „არჩევნები 2014“-ის

ფარგლებში, „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან“ ერთად მომზადებულ

ტელედებატებს დაეთმო. თითქმის ორსაათიანი გადაცემა ჟურნალისტ ნანა რობაქიძეს

მიჰყავდა.

სტუდიაში მიწვეულები იყვნენ ქუთაისის მერობის კანდიდატები: გია თევდორაძე (ბლოკი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ირაკლი კიკვაძე („ლეიბორისტული პარტია“),

ალექსანდრე კეზევაძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), თეიმურაზ შაშიაშვილი

(ბლოკი „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“), მაგდა გაბრიჩიძე (ბლოკი „არასაპარლამენტო

ოპოზიცია“), ხათუნა მაჭავარიანი (ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს“) და შოთა მურღულია

(კოალიცია „ქართული ოცნება“).

Page 26: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 26

გადაცემის პირველ ბლოკში კანდიდატებს საშუალება მიეცათ მაყურებლისთვის საარჩევნო

პროგრამები გაეცნოთ. მეორე ნაწილში ისინი გადაცემის წამყვანის კითხვებს პასუხობდნენ.

მესამე ნაწილში ქუთაისის მერობის კანდიდატებს კითხვებს გადაცემაში მიწვეული მედიისა

და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უსვამდნენ. გადაცემის მე-4 ნაწილში კი

მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ სატელეფონო ზარის მეშვეობით მათთვის საინტერესო

კითხვებზე პასუხები მიეღოთ. მაყურებელმა ეს საშუალება გამოიყენა, ისინი საკმაოდ

აქტიურები იყვნენ. სვამდნენ კითხვებს და ამა თუ იმ კანდიდატისა და საკითხის შესახებ

საკუთარ პოზიციებს აფიქსირებდნენ.

ჟურნალისტი დებატებისთვის კარგად იყო მომზადებული. ის გადაცემის სტუმრებს დროს

თანაბრად უნაწილებდა. ცხარე დებატების ფონზე, როდესაც წამყვანმა ერთ-ერთი მერობის

კანდიდატი ვერ გააჩერა, გადაცემაში რეკლამა გამოაცხადა. წამყვანი კრიტიკულ კითხვებს

სვამდა და გადაცემაში წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით დეტალურად ინტერესდებოდა,

თუმცა საკუთარ მოსაზრებებს არ აფიქსირებდა.

3 ივნისს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა თოქ-შოუ „ობიექტური აზრი“, რომელიც

ჟურნალისტ ელზა ჩუბინიძეს მიჰყავდა. გადაცემა ორი ბლოკისგან შედგებოდა და

თითოეულში სხვადასხვა სტუმარი იყო მიწვეული.

გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები იყვნენ ნიკეას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის

კანდიდატები ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“

და ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მეორე ბლოკში ჟურნალისტს სტუდიაში

მიწვეული ჰყავდა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“

გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე.

გადაცემის თემები იყო:

• რამდენად იცნობენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ნიკეას უბნის

მოსახლეობის პრობლემებს და საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში როგორ

აპირებენ მათ მოგვარებას;

• რამდენად თანაბარია წინასაარჩევნო გარემო.

ჟურნალისტი თოქ-შოუში აქტიურად იყო ჩართული, სვამდა კრიტიკულ და აქტუალურ

კითხვებს. ჟურნალისტმა ეთერში გაუშვა ნიკეას უბნის მოსახლეობის გამოკითხვა, სადაც

ისინი მათთან არსებულ პრობლემებზე საუბრობდნენ. წამყვანი დაინტერესდა იცნობდნენ

თუ არა კანდიდატები ამ პრობლემებს და როგორ აპირებდნენ მათ მოგვარებას. გადაცემა

ცხარე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. წამყვანი სტუმრებს მოუწოდებდა

Page 27: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 27

ერთმანეთისთვის საუბრის საშუალება მიეცათ. ჟურნალისტი გადაცემის სტუმრებს დროს

თანაბრად უთმობდა.

7 ივნისს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა „გენდერი და საზოგადოება“,

რომელიც ასევე ჟურნალისტ ნანა რობაქიძეს მიჰყავდა. გადაცემა წარმოადგინა ქალთა

საინფორმაციო ცენტრმა პროექტის: „ქალები, როგორც ავტორები ცვლილებებისა და

გაძლიერებისთვის“, ფარგლებში.

„გენდერი და საზოგადოების“ სტუმრები იყვნენ: ქალთა საინფორმაციო ცენტრის

წარმომადგენელი, პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამუშაოს“ გამგეობის თავმჯდომარე

და კოალიცია „ქართული ოცნების“ ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი.

ჟურნალისტი დაინტერესდა პროექტის მიზნებით. წამყვანი ცდილობდა სტუმრებისგან

მიეღო ინფორმაცია თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში ქალთა პოლიტიკური

მონაწილეობის კუთხით, რამდენად არიან ჩართულები ქალები პოლიტიკურ პროცესებსა და

თვითმმართველობაში.

ქვემო ქართლის ტელეკომპანია (ქ. რუსთავი) - საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის

ქვეშ თოქ-შოუ „თქვენი დროს“ ორი გადაცემა მოექცა. 3 და 6 ივნისის გამოშვებებს

ჟურნალისტი ხათუნა მამარდაშვილი უძღვებოდა. მათში მონაწილეობდნენ ქალაქ რუსთავის

მერობის კანდიდატები: კობა ძლიერაშვილი (ბლოკი „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“) და

რევაზ რიჟამაძე („ლეიბორისტული პარტია“).

გადაცემები, ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა კრიტიკული და

მწვავე კითხვები ნაკლებად ისმოდა. მერობის კანდიდატებს საარჩევნო პროგრამების,

პოლიტიკური ხედვების და პრიორიტეტების შესახებ თავისუფლად საუბრის საშუალება

ჰქონდათ. მაყურებელს სტუმრის საქმიანობისა და წარსულის შესახებ ამომწურავი

ინფორმაციის მიღება შეეძლო.

გადაცემები ინტერაქტიული იყო, მაყურებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სატელეფონო

ზარის საშუალებით სტუმრებისთვის კითხვები დაესვათ.

4 ივნისის ეთერი თოქ-შოუ „თვითმმართველობის არჩევნები 2014“ დაეთმო, რომელსაც ნინო

კაპანაძე უძღვებოდა. გადაცემაში მიწვეულები იყვნენ რუსთავის მერობის კანდიდატები:

ეროსი კიწმარიშვილი („ჩვენი საქართველო“), დავით ჯიქია (კოალიცია „ქართული ოცნება“),

მამუკა ჩიქოვანი (ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ივანე შათირიშვილი

(„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) და რევაზ რიჟამაძე ( „ლეიბორისტული პარტია“).

Page 28: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 28

გადაცემის დასაწყისში კანდიდატებს პროგრამულ პრიორიტეტებზე სასაუბროდ 3-3 წუთი

დაეთმოთ. დროის კონტროლი წამზომის საშუალებით ხდებოდა. წამყვანი კითხვებს

კანდიდატების სამოქმედო გეგმების, მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზებზე,

საარჩევნო გარემოს შესახებ სვამდა. ჟურნალისტი სტუმრებთან პოლემიკაში ნაკლებად

შედიოდა და, ძირითადად, მოდერატორის ფუნქციას ასრულებდა. სტუმრების მხრიდან

თემიდან გადახვევის დროს, თემასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.

გადაცემა სტუმრების მწვავე რეპლიკების ფონზე მიმდინარეობდა. თოქ-შოუს მეორე ნაწილი

უფრო დაძაბული და დინამიური იყო. ჟურნალისტი ცდილობდა სიტუაციის დაბალანსებას

და სტუმრებს კორექტული საუბრისკენ მოუწოდებდა, თუმცა გადაცემის დასკვნით ნაწილში

მერობის კანდიდატთა ურთიერთბრალდებები ცხარე დებატებში გადაიზარდა და წამყვანს

სიტუაციის კონტროლი გაუჭირდა.

"ოდიში" (ქ. ზუგდიდი) - საანგარიშო კვირაში ტელეკომპანიის ეთერში თოქ-შოუ არ

გასულა.

"მე-9 არხი" (ქ. ახალციხე) - ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ეთერი ხუთშაბათობით თოქ-შოუ

„დიალოგს“ ეთმობა, რომელსაც ჟურნალისტი რუსუდან გვარამაძე უძღვება.

5 ივნისის გადაცემის სტუმრები იყვნენ: „გენდერული თანასწორობის ქსელის“

თავმჯდომარე, ამავე ორგანიზაციის კოორდინატორი და ადგილობრივი

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატები.

ჟურნალისტი გადაცემის სტუმრებს აქტუალურ და საინტერესო კითხვებს უსვამდა. წამყვანი

აქტიურად იყო ჩართული თოქ-შოუში და ცდილობდა ყველა სტუმრისთვის დრო თანაბრად

გაენაწილებინა. ჟურნალისტი ინტერესდებოდა თუ რატომ გადაწყვიტეს გადაცემის

სტუმრებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მათ საკუთარი

პოზიციების დაფიქსირების საშუალება თავისუფლად მიეცათ.

"თანამგზავრი" (ქ. თელავი) – საანგარიშო პერიოდში, მონიტორინგის ქვეშ ტელეკომპანია

„თანამგზავრის“ ეთერში გადაცემა „დიალოგის“ ორი გადაცემა მოხვდა. ისინი ეთერში 5 და 6

ივნისს გავიდა. გადაცემებს ჟურნალისტი ნატო მეგუთნიშვილი უძღვებოდა.

5 ივნისის გადაცემა „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით

პროექტის „არჩევნები 2014“-ის ფარგლებში მომზადდა. გადაცემის სტუმრები იყვნენ ქალაქ

თელავის მერობის კანდიდატები: ზაზა დევიძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“),

Page 29: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 29

ქეთევან ზაქარიაშვილი („ლეიბორისტული პარტია“), გიორგი მოსიაშვილი (ბლოკი

“არასაპარლამენტო ოპოზიცია“), ნოდარ მუმლაური („მწვანეთა პარტია“) და თამაზ

არჯევანიძე (ბლოკი „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“). როგორც წამყვანმა აღნიშნა, მან

თელავის მერობის შვიდივე კანდიდატი მოიწვია, თუმცა ბლოკ „ერთიანი ნაციონალური

მოძრაობისა“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ალექსი ძულიაშვილმა და

პლატონ კალმახელიძემ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

6 ივნისის გადაცემის სტუმრები თელავის გამგებლობის კანდიდატები იყვნენ ბლოკ

„ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“, ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“ და ბლოკ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. გადაცემაში გამგებლობის ოთხივე კანდიდატი იყო

მიწვეული, თუმცა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მონაწილეობაზე უარი

განაცხადა.

მთავარი სტუმრების გარდა, გადაცემას მათივე პარტიის წარმომადგენლები და

მხარდამჭერები ესწრებოდნენ. 5 ივნისის გადაცემაში ადგილობრივი მედიის

წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ისინი გადაცემის მიმდინარეობაში

ერთვებოდნენ, საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ და სტუმრებს კითხვებს უსვამდნენ.

ორივე გადაცემის თემა პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო პროგრამები და არსებული

პრობლემების გადაჭრის მათეული გზები იყო. სტუმრებს დრო წინასწარ ჩატარებული

კენჭისყრით დადგენილი რიგითობით ეთმობოდათ. წამყვანი მათ დროს თანაბრად

უნაწილებდა. წამყვანი, ძირითადად, მოდერატორის ფუნქციას ასრულებდა. მის მიერ

დასმული ერთი კითხვა, ხშირად რამდენიმე თემას შეეხებოდა და ერთ კონკრეტულ

საკითხზე არ იყო ფოკუსირებული.

საუბრის დროს სტუმრებს არ უკეთდებოდათ ტიტრები, რაც განსაკუთრებით პრობლემურია,

როდესაც გადაცემას რამდენიმე მთავარი სტუმარი ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ სარეკლამო

ჭრის შემდეგ წამყვანმა თავიდან არც გადაცემის თემა და არც მისი სტუმრები წარადგინა.

გადაცემებში წამყვანის კითხვამ რატომ ამბობენ უარს მასთან სტუმრობაზე „ერთიანი

ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ სუბიექტების

მიმართ ნეგატიური განცხადებები გამოიწვია. ადგილი ჰქონდა რესპონდენტის მხრიდან

სიძულვილის ენის გამოყენებასაც. წამყვანს კი მათი შეჩერება არ უცდია.

გადაცემები დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. მათი მსვლელობის დროს გავიდა

მასალა მოსახლეობის მიერ დასახელებულ პრობლემებზე. ჩართვებმა გადაცემა დინამიური

გახადა.

Page 30: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 30

"თრიალეთი" (ქ. გორი) - საანგარიშო პერიოდში ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში

მონიტორინგის სუბიექტების შესახებ და მათი მონაწილეობით ექვსი თოქ-შოუ გავიდა.

არხი ინტენსიურად აშუქებდა მიმდინარე საარჩევნო პროცესებს და კანდიდატებს

ყოველდღიურ რეჟიმში უთმობდა საეთერო დროს.

2, 4 და 6 ივნისის ეთერი გადაცემა „დღის თემას“ დაეთმო, რომელსაც ჟურნალისტი ია

გავაშელი უძღვებოდა. თოქ-შოუებში პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებაზე,

საარჩევნო გარემოზე, ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე და მედიისა და

ხელისუფლების ურთიერთობაზე საუბრობდნენ. ამ თემებს გადაცემებში ზოგადად

მიმოიხილავდნენ. მიწვეულ სტუმრებს შორის მონიტორინგის სუბიექტები არ ყოფილან.

გადაცემები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

3 ივნისს გადაცემა „თვითმმართველობის არჩევნები 2014“ ლადო ბიჭაშვილი უძღვებოდა.

თოქ-შოუს სტუმრები იყვნენ კოალიცია „ქართული ოცნების“, „საქართველოს გზის“ და

ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქარელის რაიონის გამგებლობის კანდიდატები.

გადაცემა წინასწარ განსაზღვრული ფორმატით მიმდინარეობდა. სტუმრებისთვის

დათმობილი დროის კონტროლი წამზომის საშუალებით ხდებოდა და წამყვანი სტუმრებს

კონკრეტული საუბრისკენ მოუწოდებდა. გადაცემა ინტერაქტიული იყო, მაყურებლებს

საშუალება ჰქონდათ კანდიდატებისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.

ჟურნალისტის კითხვები ძირითადად კანდიდატების სტრატეგიულ ხედვებს და სამომავლო

გეგმებს შეეხებოდა. გადაცემის ფორმატით გათვალისწინებული იყო, რომ სტუმრებს

ერთმანეთის პასუხები შეეფასებინათ. ისინი საკმაოდ მწვავე და კრიტიკულ შეფასებებს

აკეთებდნენ. წამყვანი კი სიტუაციის დაბალანსებას ცდილობდა.

4 ივნისის გადაცემას ჟურნალისტი თეა გიგუაშვილი უძღვებოდა. მასში „გენდერული

თანასწორობის ქსელის“ წარმომადგენლები და არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატები

იყვნენ მიწვეულნი. სტუმართა მრავალრიცხოვნების გამო გადაცემა მეტ-ნაკლებად

დაბალანსებული იყო, თუმცა წამყვანმა ყველა სტუმარს მისცა საკუთარი პოზიციის

გამოხატვის საშუალება. კითხვები აქტუალურ და საინტერესო საკითხებს მოიცავდა.

წამყვანი ცდილობდა სტუმრებისგან მიეღო ინფორმაცია თუ რამდენად არიან ჩართულები

ქალები პოლიტიკურ პროცესებსა და თვითმმართველობაში.

5 ივნისის თოქ-შოუს „თვითმმართველობის არჩევნები 2014“ თეა გიგუაშვილი უძღვებოდა.

გადაცემაში მონაწილეობდნენ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდტები ბლოკ

Page 31: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 31

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ და „მწვანეთა

პარტიიდან“.

სტუმრებს საარჩევნო პროგრამების და სამომავლო გეგმების წარსადგენად გადაცემის

დასაწყისში 3-3 წუთი მიეცათ. წამყვანი ინტენსიურად იყო ჩართული გადაცემის

მსვლელობაში, კრიტიკულ შეკითხვებს სვამდა და გამგებლობის კანდიდატებს

არგუმენტირებული საუბრისკენ მოუწოდებდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად,

შეუზღუდავად ესაუბრათ.

ტელეკომპანია „თრიალეთის“ გადაცემების მთავარი ტექნიკური პრობლემა ტიტრების

არარსებობაა, რაც ართულებს სტუმრის თუ წამყვანის ვინაობის გარკვევას.

"გურია" (ქ. ოზურგეთი) - საანგარიშო პერიოდში ტელეკომპანია „გურიის“ ეთერში

მონიტორინგის სუბიექტების მონაწილეობით თოქ-შოუს, „თქვენთან ერთად“ ორი გამოშვება

(4 და 6 ივნისი) გავიდა. დაახლოებით ერთსაათიანი გადაცემა პირდაპირ ეთერში გადის, მისი

წამყვანი ჟურნალისტი თამთა დოლიძეა.

4 ივნისის გადაცემის სტუმრები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის

კანდიდატები იყვნენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ და ბლოკ „ერთიანი

ნაციონალური მოძრაობიდან“, 6 ივნისს კი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლობის

კანდიდატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბლოკ „არასაპარლამენტო

ოპოზიციიდან“ და კოალიცია „ქართული ოცნებიდან“.

გადაცემების სტუმრებმა საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს და მოსახლეობის სატელეფონო

ზარის მეშვეობით დასმულ კითხვებს უპასუხეს. მათ საუბრის დროს არ უკეთდებოდათ

ტიტრები.

4 ივნისის გადაცემაში წამყვანს მოწვეული ჰყავდა კიდევ 3 საარჩევნო სუბიექტის კანდიდატი,

თუმცა, მათ მონაწილეობაზე უარი განაცხდეს. წამყვანს მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

წამყვანი გადაცემისთვის სათანადოდ არ იყო მომზადებული, არ ფლობდა ინფორმაციას

მუნიციპალიტეტებში დარეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობის შესახებ.

გადაცემების მსვლელობისას სტუმრები თემას რამდენჯერმე ასცდნენ. 6 ივნისის გადაცემაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები ერთმანეთს

სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ჟურნალისტს გაუჭირდა პროცესის მართვა და მათი

შეჩერება ვერ მოახერხა.

წამყვანი ცდილობდა სტუმრებისთვის დრო თანაბრად გაენაწილებინა. ის ძირითადად

მოდერატორის ფუნქციას ასრულებდა და ზოგჯერ თემატურად, სტუმრების პასუხებიდან

გამომდინარეც სვამდა კითხვებს.

Page 32: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 32

"იმერვიზია" (ქ. ჭიათურა) - საანგარიშო კვირაში ტელეკომპანიის ეთერში თოქ-შოუ არ

გასულა.

"გურჯაანი" (ქ. გურჯაანი) - ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში პარასკევობით თოქ-შოუ

„ძალა უძალოთა“ გადის. 6 ივნისს მისი საეთერო დრო გადაცემა „არჩევნები 2014“-ს დაეთმო,

რომელიც „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან“ ერთად მომზადდა.

ჟურნალისტ ლევან ალექსიშვილს გადაცემაში მიწვეული ჰყავდა გურჯაანის

მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები ბლოკ „ერთიანი ნაციონალური

მოძრაობიდან“, „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“ და „საქართველოს გზიდან“.

გადაცემის თემა გამგებლობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამები იყო.

წამყვანმა გადაცემის სტუმრებს საშუალება მისცა მაყურებლისთვის თავიანთი ბიოგრაფიები

გაეცნოთ, პროგრამაზე ესაუბრათ და განემარტათ თუ როგორ აპირებენ რაიონში არსებული

პრობლემების მოგვარებას. წამყვანი დეტალურად ინტერესდებოდა კანდიდატების

პროგრამაში გაწერილი საკითხებით.

დარბაზში სამივე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. მათ შეეძლოთ

კანდიდატებისთვის კითხვები დაესვათ. გადაცემის მეორე ნახევარში მაყურებელს

საშუალება ჰქონდათ სატელეფონო ზარების საშუალებით გამგებლობის კანდიდატებისთვის

კითხვები დაესვა. გადაცემა საკმაოდ ინტერაქტიული იყო. ჟურნალისტი ცდილობდა

გადაცემის სტუმრებისგან ყველა იმ კითხვაზე მიეღო პასუხი, რომლითაც მაყურებელი

ინტერესდებოდა.

"მეგა ტვ" (ქ. ხონი) – საანგარიშო კვირაში ტელეკომპანიის ეთერში თოქ-შოუ „დებატების“

ოთხი გამოშვება გავიდა. გადაცემას ჟურნალისტი თიკო კიკაბიძე უძღვებოდა. 2-5 ივნისის

გადაცემებში ხონისა და მარტვილის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარობის და

გამგებლობის კანდიდატები მონაწილეობდნენ. სტუდიაში მიწვეულნი იყვნენ: ბლოკ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ბლოკ „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“, ბლოკ

„არასაპარლამენტო ოპოზიციის“, კოალიცია „ქართული ოცნების“, „საქართველოს

პატრიოტთა ალიანსისა“ და დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატები.

გადაცემა წინასწარ განსაზღვრული ფორმატით მიმდინარეობდა. სტუმრებს საუბრისა და

კითხვაზე პასუხის გასაცემად თანაბარი დრო ეძლეოდათ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ

ერთმანეთისთვის თითო კითხვა დაესვათ. გადაცემის წამყვანი სტუმრების მიმართ

კითხვების დასმით შემოიფარგლებოდა და საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებდა. დროის

Page 33: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 33

ფაქტორის გათვალისწინებით, ზოგიერთ შემთხვევაში წამყვანი სტუმრებს აზრის

დასრულების საშუალებას არ აძლევდა. ჟურნალისტი დისკუსიის გამწვავების დროს

სტუმრებს კორექტული საუბრისკენ მოუწოდებდა და ცდილობდა სიტუაცია

დაებალანსებინა. მიუხედავად წინასწარ განსაზღვრული ფორმატისა და წამყვანის

მცდელობისა ყველა სტუმრისთვის თანაბრად დაეთმო დრო, 2 ივნისის გადაცემა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან

ტელეარხი დებატების არათანაბარ პირობებში წარმართვაში დაადანაშაულა. ინცინდენტის

შემდეგ გადაცემა სტუდიაში დარჩენილ სტუმრებთან ერთად ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

6 ივნისის ეთერში გავიდა თოქ-შოუ „თვითმმართველობის არჩევნები 2014“, რომელსაც

წამყვანი ნანა თვალაბეიშვილი უძღვებოდა. გადაცემა ამერიკის შეერთებული შტატების

საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის

მხარდაჭერით მომზადდა.

გადაცემაში მიწვეულები იყვნენ ქუთაისის მერობის კანდიდატები: შოთა მურღულია

(კოალიცია „ქართული ოცნება“), გიორგი თევდორაძე (ბლოკი „ერთიანი ნაციონალური

მოძრაობა“) და თეიმურაზ შაშიაშვილი (ბლოკი „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“).

გადაცემა წინასწარ განსაზღვრული ფორმატით მიმდინარეობდა. ჟურნალისტმა გადაცემის

დასაწყისშივე განაცხადა, რომ მხოლოდ მოდერატორის ფუნქციას შეასრულებდა და

სტუმრების კითხვებს დაუსვამდა. მას დათმობილი დროის კონტროლიც ევალებოდა.

კანდიდატების საუბრის რიგითობა კენჭისყრით იყო განსაზღვრული. სტუმრებს საარჩევნო

პროგრამებზე სასაუბროდ დრო თანაბრად ეძლეოდათ. გადაცემა მშვიდ გარემოში

მიმდინარეობდა და სიძულვილის ენის და არაეთიკური გამოთქმების გამოყენების

შემთხვევები არავის მხრიდან დაფიქსირებულა.

"მე-9 ტალღა" (ქ. ფოთი) – საანგარიშო კვირაში, 6 ივნისს ტელეკომპანია „მე-9 ტალღის“

ეთერში თოქ-შოუ „თემა“ გავიდა. ერთსაათიანი გადაცემა ჟურნალისტ თეა აბსარიძეს ორ

ნაწილად ჰქონდა გაყოფილი. გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები იყვნენ ფოთის მე-5

მაჟორიტარული ოლქის კანდიდატები: ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“,

კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, ბლოკ „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“, აგრეთვე

საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი. გადაცემის მეორე ნაწილში მიწვეულები იყვნენ:

კოალიცია „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ბლოკ

„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ და „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ახალგაზრდული

ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Page 34: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 34

გადაცემის თემა საარჩევნო სუბიექტების პროგრამები და პრიორიტეტები იყო.

ჟურნალისტი აქტიურად არ იყო ჩართული თოქ-შოუს მსვლელობაში. ის ცდილობდა

სტუმრებისთვის დრო თანაბრად გაენაწილებინა. გადაცემაში მიწვეულ კანდიდატებს

საშუალება ჰქონდათ მაყურებლისთვის საარჩევნო პროგრამები და ხედვები გაეცნოთ.

სტუმრებს შეეძლოთ კითხვები ერთმანეთისთვისაც დაესვათ. ამ შესაძლებლობას ისინი

აქტიურად იყენებდნენ.

„არგო“ (ქ. ზესტაფონი) - საანგარიშო კვირაში ტელეკომპანიის ეთერში თოქ-შოუ არ

გასულა.

„მარნეული ტვ“ (ქ. მარნეული) – საანგარიშო კვირაში ტელეკომპანიის ეთერში თოქ-შოუ

არ გასულა.

„ბორჯომი“ (ქ. ბორჯომი) – საანგარიშო პერიოდში, მონიტორინგის ქვეშ ტელეკომპანია

„ბორჯომის“ თოქ-შოუ „ფორუმის“ 2 გადაცემა მოხვდა. პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება -

საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. „ფორუმი“ პირდაპირ ეთერში გადის და მისი

წამყვანი ეკა ნოზაძეა.

გადაცემის სტუმრები ბორჯომის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

იყვნენ. მათი სიმრავლიდან გამომდინარე გადაცემა ორ ნაწილად გაიყო და 3-4 ივნისს გავიდა

ეთერში. სტუდიაში მიწვეულები იყვნენ: ბლოკ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“,

კოალიცია "ქართული ოცნების", „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის", „ლეიბორისტული

პარტიის“, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობისა“

და საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები. გადაცემას, ძირითადი სტუმრების გარდა, მათივე

პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. წამყვანის თქმით

ბორჯომის საკრებულოს მაჟორიტარობისთვის სულ 10 კანდიდატი იბრძვის, თუმცა

გადაცემაში მონაწილეობაზე 4 უარი განაცხადა.

კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამებზე ისაუბრეს და წამყვანისა და მაყურებლის

სატელეფონო ზარებით დასმულ კითხვებს უპასუხეს.

გადაცემას პოლიტიკური დებატების სახე ჰქონდა და მთლიანობაში ორსაათნახევარი

გაგრძელდა. სტუმრებს საუბრის დროს არ ჰქონდათ ტიტრები.

ჟურნალისტი კარგად იყო მომზადებული და კანდიდატების შესახებ ინფორმაციას სრულად

ფლობდა. მან მაყურებელს გადაცემაში მონაწილე კანდიდატების ბიოგრაფია გააცნო.

წამყვანი მათ თანაბარ დროს უთმობდა, მათ საუბარში არ ერეოდა და პასუხების დაზუსტებას

Page 35: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014

ინტერნიუსი - საქართველო 35

საუბრის დამთავრების შემდეგ ცდილოდა. ის სტუმრებს თემიდან გადახვევის საშუალებას

არ აძლევდა. გადაცემა დინამიური იყო.

სტუმრები წამყვანის კითხვებს წინასწარ ჩატარებული კენჭისყრით განსაზღვრული

რიგითობით პასუხობდნენ. გადაცემის მსვლელობაში სტუდიაში მყოფი მთავარი სტუმრების

მხარდამჭერებიც ერთვებოდნენ.

„დია“ (ქ. ხაშური) - 3 და 6 ივნისს ტელეკომპანია „დიას“ ეთერში „ნინო ჩიბჩიურის თოქ-

შოუ“ გავიდა. ჟურნალისტს სტუდიაში მიწვეული ჰყავდა გორის მერობის კანდიდატები:

მამუკა ნოზაძე (ბლოკი „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“) და გიული ბუკნიაშვილი

(„მშრომელთა საბჭო“); ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „საქართველოს გზის“ და

კოალიცია „ქართული ოცნების“ გორის გამგებლობის კანდიდატები. გადაცემების თემა

კანდიდატების საარჩევნო პროგრამები და საარჩევნო დაპირებები იყო.

სპეციალურ რუბრიკაში „ამომრჩევლის ხმა“, რომელიც წინასწარ იყო მომზადებული, ეთერში

მოქალაქეების შეკითხვები გავიდა, რომლებზეც კანდიდატებს უნდა ეპასუხათ.

წამყვანი მშრალ კითხვებს სვამდა და თემების დეტალებით ნაკლებად ინტერესდებოდა. იგი

ცდილობდა სტუდიაში მყოფი სტუმრებისთვის დრო თანაბრად გაენაწილებინა. მან

სტუდიის სტუმრებს თავდაპირველად საშუალება მისცა მაყურებლისთვის პროგრამა

გაეცნოთ. შემდეგ კი დაინტერესდა რით განსხვავდებოდა მათი პროგრამა სხვებისგან და რა

საშუალებებით გეგმავდნენ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას.

ტელეჟურნალი „მრავალკუთხედი“

„საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ ყოველკვირეული ტელეჟურნალი

„მრავალკუთხედი“ კვირაში ერთხელ, სხვადასხვა დროს ეთერში შემდეგ არხებზე გადის:

„ქვემო ქართლის ტელეკომპანია,“„თანამგზავრი“, „ოდიში“ , „გურია“, „მეცხრე ტალღა“

„რიონი“, „25-ე არხი“,„იმერვიზია“, „გურჯაანი" , „მეცხრე არხი“, „მარნეული ტვ“, „არგო“,

„ბორჯომი“, „დია“.

საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის ქვეშ „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა

ასოციაციის“ მიერ მომზადებული ტელეჟურნალ „მრავალკუთხედის“ ერთი გამოშვება

მოხვდა. ის დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა და მისი წამყვანი ნიკოლოზ რუბაშვილი

იყო.

წამყვანი, ძირითადად, სიუჟეტებს წარადგენდა, თუმცა ამ გადაცემაში მას სტუმრად ჰყავდა

„გენდერული თანასწორობის ქსელის“ ხელმძღვანელი მანანა მებუკე და ქსელის

Page 36: Regional TV Monitoring 2-8 06 2014 Geo - ivote tv... · 2014 წლი რეგიო ს ადგილო საან ნული ტ ბრივი თ პ გარიშო

კოორ

კარგ

სტუმ

პოლ

კანდ

მომა

9 -15

მეოთ

ანგარ

საშუა

ასახავ

სააგე

რეგიონა

რდინატორ

გად იცნობდ

მრებს კი

ლიტიკურ ს

დიდატია და

ავალში გან

5 ივნისის

თხე ეტაპი.

რიში შექმნილ

უალებით. მი

ავდეს საარჩ

ენტოს ან აშშ

ალური ტელ

რი მაია კუპ

და სასაუბრ

დაახლოებ

საქმიანობაშ

არეგისტრი

ნსახორციე

მანძილზე

ილია ამერიკე

ის შინაარსზ

რჩევნო სისტ

შ-ს მთავრობი

ლევიზიების მ

ინტე

პრავა-შარვა

ო თემას და

ბით 35 წუ

ში. გავიდა

ირებული თ

ელებელი

განხორცი

კელი ხალხის

ზე პასუხისმ

ტემების საე

ბის შეხედულ

მონიტორინ

ერნიუსი - სა

აშიძე. წამყ

ა მის ირგვლ

უთი დაეთმ

ა ორი სიუ

თვითმმართ

სამუშაო:

იელდება რ

ის მხარდაჭერ

მგებელია "ი

ერთაშორისო

ლებებს.

გი - თვითმ

აქართველო

ვანი ნეიტრ

ლივ საინტე

მოთ. მათ

უჟეტიც იმ

თველობის ა

რეგიონალუ

რით აშშ საე

ინტერნიუსი

სო ფონდის,

მართველობ

რალური დ

ერესო კითხ

ისაუბრეს

მის შესახე

არჩევნებზე

ური მაუწყე

ერთაშორისო

ი-საქართველ

, აშშ საერ

ბის არჩევნებ

და მიუკერძ

ხვებს სვამდ

ქალთა ჩა

ებ, თუ რა

ე.

ებლების მო

ო განვითარე

ლო" და იგი

რთაშორისო

ბი 2014

ძოებელი იყ

და.

ართულობა

ამდენი ქალ

ონიტორინგ

ების სააგენტ

ი შესაძლოა

განვითარებ

36

ყო,

აზე

ლი

გის

ტოს

არ

ების