revaz beselashvili_master thesis

52
სამაგისტრო ნაშრომი ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და აუდიტორიას შორის კომუნიკაციაში: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი რევაზ ბესელაშვილი ხელმძღვანელი - სანდრო ასათიანი განსაკუთრებული მადლობა ანა ქეშელაშვილს თბილისი, 2015

Upload: revazi-beselashvili

Post on 18-Jan-2017

190 views

Category:

Documents


3 download

TRANSCRIPT

Page 1: Revaz Beselashvili_Master thesis

სამაგისტრო ნაშრომი

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაში: ქართული

ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების

ანალიზი

რევაზ ბესელაშვილი

ხელმძღვანელი - სანდრო ასათიანი

განსაკუთრებული მადლობა ანა ქეშელაშვილს

თბილისი, 2015 წ

Page 2: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

1 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ხელმძღვანელ

სანდრო ასათიანს, რომელიც მუდმივად მეხმარებოდა და მაძლევდა

რჩევებს ნაშრომის წერის დროს.

ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ლექტორს ანა

ქეშელაშვილს, რომელიც დამეხმარა კვლევის მეთოდის

განსაზღვრაში და ანალიზში. ასევე, ჩემს ლექტორს მაია მიქაშავიძეს,

რომელიც დამეხმარა სამაგისტრო თემის შერჩევაში და მუდმივად

მაძლევდა საჭირო რჩევებს.

Page 3: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

2 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

სარჩევი

რეზიუმე ..................................................................................................................................................... 3

თავი 1. შესავალი ....................................................................................................................................... 4

თავი 2. მეორადი ლიტერატურის მიმოხილვა ....................................................................................... 6

2.1 სწორხაზოვანი და ინტერაქტიული კომუნიკაცია ....................................................................... 6

2.2 საზოგადოებასთან ურთიერთობა ინტერაქტიული მედიაარხებით ......................................... 9

2.3 ინტერაქტიული ვებგვერდები .................................................................................................... 12

თავი 3. კვლევის კითხვები ..................................................................................................................... 17

თავი 4. კვლევის მეთოდი ....................................................................................................................... 18

თავი 5. ანალიზი და შედეგები .............................................................................................................. 23

5.1 სამინისტროების ვებგვერდების ანალიზი ................................................................................. 23

5.2 ელექტრონული კომერციის ვებგვერდების ანალიზი ............................................................... 27

5.3 უმაღლესი სასწავლებლების ვებგვერდების ანალიზი.............................................................. 31

5.4 ინტერაქტიულობა სფეროების მიხედვით ................................................................................. 34

თავი 6. დასკვნა და რეკომენდაციები ................................................................................................... 37

თავი 7. კვლევის შეზღუდვები ............................................................................................................... 39

გამოყენებული ლიტერატურა: .............................................................................................................. 41

დანართები ............................................................................................................................................... 43

ინსტრუქცია ............................................................................................................................................. 48

Page 4: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

3 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

რეზიუმე

საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ციფრულ მედიას საკმაოდ დიდი

ყურადღება ექცევა. მას აქვს სტრატეგიული, ორმხრივი და ინტერაქტიული

კომუნიკაციის პოტენციალი. ამის მიუხედავად, საზოგადოებასთან ურთიერთობის

მრავალი პრაქტიკოსი, დღესაც, ახალ მედიას იყენებს ზუსტად ისევე, როგორც

ტრადიციულს - რაც ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ თავიანთი გზავნილების დიდ

აუდიტორიაზე ცალმხრივად გავრცელებას.

ნაშრომში განისაზღვრა ვებგვერდის ინტერაქტიულობისათვის აუცილებელი 6

კრიტერიუმი, ესენია: კონტროლი, გამოხმაურება, ინტერაქცია რეალურ დროში,

კავშირის შესაძლებლობა, პერსონალიზაცია/ კონფიგურაცია და გართობის

შესაძლებლობა.

მოცემულ ნაშრომში გამოკვლეულია ინტერაქტიულობის გამოყენება

კორპორატიული ვებგვერდების მეშვეობით. კერძოდ, რამდენად იყენებენ ვებგვერდის

ინტერაქტიულობას, სამი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ორგანიზაციები:

სამთავრობო უწყებები, ელექტრონული კომერციის (E-commerce) სფეროს

წარმომადგენლები და უმაღლესი სასწავლებლები. ასევე, ახდენს თუ არა გავლენას

ორგანიზაციის ტიპი ვებგვერდის ინტერაქტიულობაზე.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში არსებული ორგანიზაციების

ვებგვერდები საშუალოდ ან მცირედ ინტერაქტიულია. რაც შეეხება განსხვავებას

სფეროებს შორის, შემოწმებულ ჯგუფებს შორის არსებობს სტატისტიკურად

მნიშვნელოვანი განსხვავება. ინტერაქტიულობა მკვეთრად განსხვავდება

ელექტრონული კომერციისა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის. დანარჩენ სფეროებს

შორის მკვეთრი განსხვავება, სტატისტიკურად არ დასტურდება.

Page 5: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

4 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

თავი 1. შესავალი

მასობრივი კომუნიკაცია საზოგადოებისა და ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების

მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. საზოგადოება, გარკვეულწილად მედიის არსებობასა და

შინაარსზეა დამოკიდებული. მედია ჩვენი ყველა სოციალური ინსტიტუტის -

ეკონომიკის, პოლიტიკის, განათლების, რელიგიისა და ოჯახის განუყოფელი ნაწილია.

პრაქტიკულად, ნებისმიერი ზომის ბიზნესი თუ ინდუსტრია, რომელიც პროდუქტს ან

სერვისს ყიდის მასკომუნიკაციაზეა დამოკიდებული. კომპანიები რეკლამას უკეთებენ

პროდუქციას, რომლის გარეშე ხალხს მათ შესახებ წარმოდგენა არ ექნებოდა.

მასკომუნიკაციის გარეშე, საზოგადოებასთან ურთიერთობაც უკიდურესად

შეზღუდული გახდებოდა (DeFleur & Dennis, 1998).

მასკომუნიკაციის საშუალებების ისტორიის მანძილზე ტექნოლოგიური

ცვლილებები ყოველთვის ახალი ტიპის კომუნიკაციისა და მედიის განვითარებას

იწვევდა. 1989 წელს ევროპაში, ცერნის ლაბორატორიაში დაიბადა ვების - World Wide

Web (WWW) კონცეფცია, იგი ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნეს ლიმ წარმოადგინა.

იდეა მარტივი იყო - იმის ნაცვლად, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს ერთმანეთისთვის

ინფორმაცია გაეგზავნათ, საშუალება უნდა ჰქონოდათ, ინტერნეტში გვერდები შეექმნათ,

რომელთა გამოყენებითაც ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება იქნებოდა

შესაძლებელი. ასე გაჩნდა ყველასათვის ნაცნობი ინფორმაციის შენახვისა და

გავრცელების ახალი საშუალება - ვებგვერდი. ინტერნეტის აუდიტორია ხუთი წლის

განმავლობაში 50 მილიონ მომხმარებლამდე გაიზარდა. სხვა მასობრივ საინფორმაციო

საშუალებებს მსგავსი შედეგის მისაღწევად გაცილებით დიდი დრო დასჭირდათ,

მაგალითად რადიოს 38 წელი, ტელევიზიას - 13, ინტერნეტს კი სულ რაღაც 5 წელი

(ასათიანი 2011).

ჩვენს დროში კომუნიკაცია აღარ არის ინფორმაციის მხოლოდ ცალმხრივი გადინება.

ტრადიციულ მასკომუნიკაციის საშუალებებში, როგორიცაა რადიო, ტელევიზია, პრესა,

Page 6: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

5 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

კინო, წიგნები და ა.შ. კომუნიკაცია უმეტესწილად ცალმხრივია, რაც არ აძლევს წყაროს

იმის საშუალებას, რომ მიიღოს სწრაფი უკუკავშირი გავრცელებულ გზავნილებზე ან

ინფორმაციაზე, მაშინ როდესაც კომუნიკაციის ახალი ფორმები არსებითად

ინტერაქტიულია. დღეს ახალი მედია, ინტერნეტი, ვებგვერდები და სოციალური

მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ სამიზნე აუდიტორიისგან თუ ნებისმიერი

დაინტერესებული პირისგან მივიღოთ სწრაფი უკუკავშირი (McQuail 2005).

ბევრი კომპანიისთვის, კორპორატიული ვებგვერდი არის ერთ-ერთი უპირველესი და

უმნიშვნელოვანესი შეხების წერტილი, რა დროსაც ხდება არსებულ ან პოტენციურ

მომხმარებლებთან ბრენდის, ორგანიზაციის საქმიანობის, მომსახურებისა თუ

პროდუქტის გაცნობა. 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მარკეტერები და

პიარმენეჯერები აფასებენ კორპორატიულ ვებგვერდს, როგორც ერთ-ერთ

უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმატებული მარკეტინგული კამპანიებისთვისა და

საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის (Gartner 2013). ვებგვერდის ინტერაქტიულობა

არის უნიკალური მახასიათებელი, რომელსაც ტრადიციული მედია საშუალებები ვერ

გვთავაზობს (Wilcox 2001).

კვლევის მიზანია, განსაზღვროს რა კომპონენტები განაპირობებს ვებგვერდის

ინტერაქტიულობას. ასევე, იმის გაგება, იყენებენ თუ არა საზოგადოებასთან

ურთიერთობის სტრატეგიაში ინტერაქტიულ კომუნიკაციას სხვადასხვა ტიპის

ორგანიზაციები. და ბოლოს, გაიგოს არსებობს თუ არა განსხვავებული მიდგომები

სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში, როგორიცაა სამთავრობო უწყებები

(აღმასრულებელი ხელისუფლება - სამინისტროები, მინისტრის აპარატები და

თბილისის მერია), ელექტრონული კომერცია (E-commerce) და განათლება, კერძოდ -

უმაღლესი სასწავლებლები.

ჩემი კვლევის შემდგომ გაირკვევა, იყენებენ თუ არა საქართველოში არსებული

ორგანიზაციები ინტერაქტიულ კომუნიკაციას მათი კორპორატიული ვებგვერდების

Page 7: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

6 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

საშუალებით. კვლევა მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოში პრაქტიკულად არ

მოიძიება აკადემიური კვლევები აღნიშნული საკითხის შესახებ.

აღნიშნული კვლევაში, მიმოვიხილავთ ინტერაქტიული კომუნიკაციის თეორიულ და

მეთოდოლოგიურ საფუძვლებს. კვლევის დასასრულს, ავტორი წარადგენს კვლევის

შედეგებს და განიხილავს მათ არსებული თეორიული ცოდნის კონტექსტში. ასევე,

გაიცემა რეკომენდაციები.

თავი 2. მეორადი ლიტერატურის მიმოხილვა

2.1 სწორხაზოვანი და ინტერაქტიული კომუნიკაცია

იმის ზუსტად ასახსნელად, თუ როგორ ხორციელდება კომუნიკაცია ადამიანებს

შორის, პირველ რიგში, უნდა მიმოვიხილოთ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა.

კომუნიკაციის ბუნების შესწავლის ადრეულ ეტაპებზე მისი მოდელების

უმრავლესობა ოთხ ძირითად ელემენტს ეყრდნობოდა. დევიდ კ. ბერლომ (1960),

გააფართოვა შანონის და ვივერის (1949) კომუნიკაციის მოდელი და შექმნა წყარო-

გზავნილი-არხი-მიმღები ტიპის (SMCR Model), წრფივი კომუნიკაციის მოდელი. ამ

მოდელში წყარო გვევლინება, როგორც ინფორმაციის/გზავნილის დამშიფრავი ხოლო

მიმღები, როგორც გამშიფრავი (Berlo 1960, as cited in Wilcox & Cameron 2009).

მოგვიანებით, კომუნიკაციის მოდელებს დაემატა უილბერ შრამის კომუნიკაციის

ინტერაქტიული ნაწილი. ამ მოდელში დაემატა მეხუთე ელემენტი - მიმღების

უკუკავშირი წყაროსთან. შრამის მოდელი, რომელიც პირად და მედია კომუნიკაციას

აღწერს, უწყვეტი უკუკავშირის სქემას წარმოგვიდგენს, სადაც გამგზავნი, ისევე როგორც

მიმღები უწყვეტად ახდენენ დაშიფვრას და გაშიფვრას, უკეთებენ ინტერპრეტაციას,

გადასცემენ და იღებენ გზავნილებს (Schramm, 1954, as cited in Wilcox & Cameron 2009).

Page 8: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

7 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

მელვინ დეფლორი და ევერეტ დენისი (1998) აღწერენ კომუნიკაციის დროს

წარმოქმნილ პრობლემებს და გვთავაზობენ მათი გადაჭრის გზებს. ადამიანთა შორის

კომუნიკაციის ეტაპები გაცილებით რთულია, ვიდრე ამას ტიპური მოდელები

ითვალისწინებენ. კომუნიკაციის პროცესში, შესაძლებელია, რომ წყაროსა და მიმღებს

შორის ინტერპრეტირებული მნიშვნელობები ერთმანეთს სრულად არ დაემთხვეს. ამ

შემთხვევაში საქმე გვაქვს არაზუსტ კომუნიკაციასთან. ინტერპერსონალური

კომუნიკაციის დროს უზუსტობა პრობლემას იწვევს, მაგრამ მასობრივი კომუნიკაციის

პირობებში მას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს. არსებობს კომუნიკაციის

სიზუსტის პრინციპი, რომლის მიხედვითაც „რაც უფრო ნაკლებად შეესაბამება

ერთმანეთს წყაროს მიერ ნაგულისხმევი და მიმღების მიერ ინტერპრეტირებული აზრი,

მით ნაკლებ ეფექტურია კომუნიკაციის აქტი ურთიერთგაგებისა და სასურველი

გავლენის მოხდენის მიზნით“ (p.10). სიზუსტის პრინციპის შესანარჩუნებლად,

ავტორები გამოსავალს უკუკავშირის პრინციპში ხედავენ და ამბობენ, რომ „მიმღების

მიერ განხორციელებული მეყსეული ან გააზრებული უკუკავშირის შემთხვევაში

სიზუსტე გაიზრდება და შესაბამისად, მიმღების მიერ აღქმული მნიშვნელობა

დაუახლოვდება კომუნიკატორის მიერ ნაგულისხმევს“ (p. 11). აქედან ვასკვნით, რომ

კომუნიკაცია შესაძლოა გახდეს ზუსტი, თუკი ის უზრუნველყოფილია ადეკვატური

უკუკავშირით (DeFleur/Dennis 1998).

ჯეიმს გრუნიგმა და ტოდ ჰანტმა (1984) შეიმუშავეს საზოგადოებასთან

ურთიერთობის ოთხი ტიპური მოდელი, რომლებიც ფართოდ გამოიყენება

საზოგადოებასთან ურთიერთობის თეორიაში. ესენია:

პრესის სააგენტო/პოპულარიზაციის მოდელი - ეს არის ცალმხრივი კომუნიკაცია,

რომელიც მიზნად ისახავს დარწმუნებითა და მანიპულაციით აუდიტორიაზე გავლენის

მოპოვებას;

Page 9: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

8 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

საჯარო ინფორმაციის მოდელი - ამ მოდელის მიზანიც, პრესრელიზებით და სხვა

საშუალებებით, ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის ცალმხრივად გავრცელებაა,

რომლის დროსაც არ არის აუცილებელი მიმღების დარწმუნება ან უკუკავშირი.

ორმხრივი ასიმეტრიული მოდელი - კომუნიკაცია ორმხრივია, დაუბალანსებელი

ეფექტით. ამ მოდელს უკუკავშირის რგოლი აქვს, თუმცა, მისი უმთავრესი მიზანია

დაეხმაროს წყაროს უკეთ გაუგოს აუდიტორიას და მონახოს მისი დარწმუნების

ეფექტური გზები.

ორმხრივი სიმეტრიული მოდელი - მისი მიზანია კომუნიკატორსა და მიმღებს

შორის ორმხრივი გაგების მიღწევა. ამ მოდელში კომუნიკაცია ორმხრივია,

დაბალანსებული ეფექტით. კომუნიკაციის მიზანია დიალოგი საზოგადოებასთან,

კონფლიქტის აღმოფხვრა, ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ურთიერთგაგებისა

და პატივისცემის ჩამოყალიბება.

„ორმხრივ სიმეტრიულ მოდელში უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება, ვიდრე

დარწმუნება“ (p. 175). როგორც გრუნიგი (1984) ამბობს, საზოგადოებასთან

ურთიერთობის მისი მოდელებიდან, კომუნიკაცია ორმხრივი სიმეტრიული, ანუ -

ინტერაქტიული უნდა იყოს. ამ მოდელს პრაქტიკაში იყენებენ ორგანიზაციები,

რომლებსაც სჭირდებათ დახმარება საკითხის იდენტიფიკაციასა და გამოკვეთაში, ასევე

გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმარებაში (Grunig & Hunt 1984, as cited in Wilcox &

Cameron 2009).

მკვლევარები ვილიამსი, რაისი და როჯერსი (1988) თავიანთ ნაშრომში განიხილავენ

ახალი მედიის განსაკუთრებულ თვისებებს და საუბრობენ ინტერაქტიულობაზე,

როგორც ახალი მედიის ერთ-ერთ განზომილებაზე. მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ

ახალი მედიის მრავალი მახასიათებლიდან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება არის

დემასიფიკაცია, ვინაიდან ახალი მედიის გამოყენებით შესაძლებელია ფართო მასის

შემადგენელი თითოეული წევრისგან ინდივიდუალური გზავნილის მიღება და

გადაცემა. მკვლევარები წარმოგვიდგენენ ცხრილს, სადაც ნათლად ჩანს განსხვავება

Page 10: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

9 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

ინტერპერსონალურ, ინტერაქტიულ და მასობრივი ინფორმაციის საკომუნიკაციო

არხებს შორის (იხ. ცხრილი N1). ამ ცხრილიდანაც ნათლად ჩანს, რომ ტრადიციული

მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები გამოირჩევა ინტერაქტიულობის დაბალი

ხარისხით.

ცხრილი N1

კომუნიკაციის

არხის

მახასიათებელი

პირისპირი

ინტერპერსონალური

კომუნიკაცია

ინტერაქტიული

კომუნიკაცია მასმედია

კომუნიკაციის

მონაწილე

ერთი

რამდენიმესთან ბევრი ბევრთან ერთი ბევრთან

ინტერაქტიულობის

ხარისხი მაღალი მაღალი დაბალი

დემასიფიკაციის

ხარისხი მაღალი მაღალი დაბალი

(Frederick Williams, Ronald E. Rice, Everett M. Rogers 1988. p. 10)

2.2 საზოგადოებასთან ურთიერთობა ინტერაქტიული მედიაარხებით

მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ინტერაქტიული ვებმედიის განვითარებამ დიდი

გავლენა მოახდინა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. ჰალაჰანის (2001) მიერ

შემუშავებულ საზოგადოებასთან ინტეგრირებული ურთიერთობის მედიამოდელში,

გამოყოფილია ინტერაქტიული მედია, რომელსაც, სხვა მასკომუნიკაციის

საშუალებებისგან განსხვავებით, კომუნიკაციის ორმხრივი მიმართულება აქვს.

აღნიშნულ სქემაში, ინტერაქტიული კომუნიკაციის ნიმუშებია კომპიუტერზე

დაფუძნებული კომუნიკაციის საშუალებები, როგორიცაა ვები, მონაცემთა ბაზები,

Page 11: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

10 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

ახალი ამბების ჯგუფები, ჩატრუმები / სასაუბროები და ა.შ. (Hallahan 2001, as cited in

Wilcox & Cameron 2009).

ჯეიმს გრუნიგი (2009) მის ნაშრომში „გლობალური საზოგადოებასთან

ურთიერთობის პარადიგმები ციფრულ ეპოქაში“ აღნიშნავს საინტერესო ფაქტს. მისი

თქმით, დღეს ციფრულ მედიას საზოგადოებასთან ურთიერთობაში საკმაოდ დიდი

ყურადღება ექცევა. ახალ მედიას აქვს ორმხრივი კომუნიკაციის, ინტერაქტიულობისა და

სიმეტრიულობის პოტენციალი, თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალი

პრაქტიკოსი, დღესაც, ახალ მედიას იყენებს ზუსტად ისევე, როგორც ტრადიციულს -

რაც ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ თავიანთი გზავნილების დიდ აუდიტორიაზე

ცალმხრივად გავრცელებას. ასევე, ბევრი ორგანიზაცია არ ანიჭებს საზოგადოებასთან

ურთიერთობის ინტერაქტიულობას სტრატეგიულ მნიშვნელობას და აუდიტორიისგან

მიღებულ ინფორმაციას არ ითვალისწინებს ორგანიზაციული გადაწყვეტილებების

მიღებისას (Grunig 2009).

საქართველოში ახალი მედიის გამოყენება და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა

წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, იზრდებიან ინტერაქტიული მედიის

მომხმარებლებიც. ორგანიზაცია „თავისუფლების სახლი“ (Freedom House) უკვე

რამდენიმე წელია ატარებს მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოში, ინტერნეტის

თავისუფლების კვლევას. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით გაზრდილია

მოსახლეობის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი. მაგალითად, თუ 2011

წელს მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 30.5%-ს ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა, 2014

წელს ეს მაჩვენებელი 43%-მდე გაიზარდა. ასევე, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია

ინტერნეტის თავისუფლების ხარისხი (Freedom House, Freedom of the net, Georgia 2011-

2014).

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების

ინსტიტუტი” (IDFI) 2013 წელს ჩაატარა კვლევა, „სამთავრობო დაწესებულებების

ელექტრონული კომუნიკაციის სტრატეგია”, სადაც გააანალიზეს სამთავრობო უწყებების

Page 12: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

11 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

ვებგვერდები და განსაზღვრეს კომუნიკაციის ხარისხი. კვლევაში, ყურადღება მიექცა

საჯარო დაწესებულებების მიერ ელექტრონული კომუნიკაციის ინსტრუმენტების,

კერძოდ კი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებას. კვლევა

განმარტავს, რომ „მათი მეშვეობით უშუალო კავშირის დამყარებაა შესაძლებელი საჯარო

პირებსა და მოქალაქეებს შორის. ამ ფორმით მონაცემების მიღება-გავრცელება ამცირებს

როგორც ფინანსურ ხარჯებს, ასევე ბიუროკრატიულ პროცედურებს და მინიმალურ

დროში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შესაძლებელს ხდის ინფორმაციის მიღებას“ (p.

15). კვლევაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეების სხვადასხვა საკითხის განხილვაში

ჩასართავად, აუცილებელია ვებგვერდის ინტერაქტიული განვითარება, რაც

გულისხმობს ვებგვერდზე სხვადასხვა სერვისის ინტეგრაციას. ბევრი საჯარო

დაწესებულება საკმაოდ საინტერესო ელექტრონულ სერვისებს და ინიციატივებს

სთავაზობს მომხმარებელს. თუმცა, ისინი ნაკლებად გამოიყენება საკომუნიკაციო

პროცესში - აღნიშნულია კვლევაში. საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციისათვის

კი აუცილებელია ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება

მოსახლეობის ინფორმირებისთვის და მასთან ინტერაქციის დასამყარებლად. კვლევა

ასევე იძლევა რეკომენდაციებს, რომ გარდა თბილისის მერიის ვებგვერდისა, არცერთ

ოფიციალურ ვებრესურსზე არ არის განთავსებული პეტიციები და ფორუმები. კვლევის

ავტორის თქმით, ვებგვერდების ინტერაქტიული ხარისხის გაზრდა და ინოვაციური

საკომუნიკაციო სერვისების (გამოკითხვების, განხილვების, პეტიციების, ფორუმების)

დანერგვა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი რესურსის გამოყენებას, იდეების

მოზიდვას და მოქალაქეებზე ორიენტირებულ მმართველობის განვითარებას (კეჭაყმაძე

2013).

განხილული კვლევები და ლიტერატურა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ

დღეს ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ორმხრივი, ინტერაქტიული

კომუნიკაცია შესაძლებელია სხვადასხვა ვებრესურსის, მათ შორის ოფიციალური

ვებგვერდების საშუალებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია საკმაოდ

Page 13: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

12 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

აქტიურად გამოიყენება ყველანაირი ტიპის ორგანიზაციებში, დღემდე სპეციალისტთა

უმეტესობა კორპორატიულ ვებგვერდს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა,

როგორც კვლევებში და ნაშრომებში ჩანს, ბევრი ორგანიზაცია არ იყენებს ახალი მედიის

ინტერაქტიულ უპირატესობას და მხოლოდ ერთი მიმართულებით ახორციელებს

კომუნიკაციას.

2.3 ინტერაქტიული ვებგვერდები

კორპორაციების მიერ ინტერნეტის ინტერაქტიული რესურსის გამოყენება ხდება

როგორც სოციალური მედიის განვითარებით, ისე კორპორატიული ვებგვერდების

ინტერაქტიული შესაძლებლობების გამოყენებით. კორპორატიული ვებგვერდები,

როგორც ორგანიზაციების მასკომუნიკაციის საშუალებები კვლავაც აქტუალურია, რასაც

მოწმობს გარტნერის (http://www.gartner.com) მიერ 2013 წელს ამერიკის შეერთებულ

შტატებში ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმეტესობა

ასახელებს კორპორატიულ ვებგვერდს, როგორც ონლაინ მარკეტინგის ერთ-ერთ

ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმატების მისაღწევად (Gartner, 2013).

მკვლევარებმა, ასევე ჩამოაყალიბეს სხვადასხვა განმარტება და თეორია იმის

განსასაზღვრად, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვებგვერდი, რომ

ჩაითვალოს ინტერაქტიულად.

დოლაკიამ და კოლეგებმა (2000) შეიმუშავეს თეორიული ჩარჩო ვებგვერდის

ინტერაქტიულობის შესაფასებლად. მათი აზრით, ვებსივრცის ინტერაქტიული ბუნება,

მაგალითად, იმის საშუალება, რომ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა პარალელურ

რეჟიმში მიიღოს და გაგზავნოს გზავნილები ქმნის კომუნიკაციის სრულიად ახალ

გარემოს. ტრადიციული მედიის მოდელისგან განსხვავებით, სადაც ხდება ერთ-ბევრთან

კომუნიკაცია, ვები არის არხი, სადაც შესაძლებელია დამყარდეს ბევრი-ბევრთან

კომუნიკაცია. მკვლევარები ასევე განმარტავენ, რომ ინტერაქტიულობა ეს არის

Page 14: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

13 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

კომუნიკაციის გარემოს ხარისხი: „ვებსაიტი შესაძლოა იყოს მხოლოდ ცარიელი გვერდი,

ტექსტის, ბმულის, გამოხმაურება/უკუკავშირის და საძიებო სისტემის გარეშე. ესეთი

ვებგვერდის ინტერაქტიულობა რომ შეფასებულიყო, იგი ძალიან დაბალ შეფასებას

მიიღებდა, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ინტერაქტიულობის ძალიან მაღალი

პოტენციალი. მეორე მხრივ, თუ შეაფასებთ სატელევიზიო გადაცემას, რომელიც იძლევა

მყისიერი გამოხმაურების საშუალებას პირდაპირ ეთერში, გადაცემა უფრო მაღალ

შეფასებას მიიღებდა ინტერაქტიულობაში ” (p. 6).

მკვლევარები, ასევე გვთავაზობენ სხვადასხვა მეცნიერის ინტერაქტიულობის

განმარტებებს, რომელიც ცხრილში N2-ში არის ჩამოთვლილი.

ცხრილი N2

ავტორი ინტერაქტიულობის განმარტება

ვეინერი (1950)

უკუკავშირის ცნება: სისტემის კონტროლის მეთოდი, მასში

წარსულში განხორციელებული ქმედების შედეგების თავიდან

შეყვანის გზით.

შტეუერი (1992) განისაზღვრება თუ რა დონემდე შეუძლია მომხმარებელს

გარემოს ფორმის და შინაარსის მოდიფიკაცია რეალურ დროში.

რაფაელი და

სუდვიკსი (1997)

იმის განსაზღვრა, თუ რამდენად თანმიმდევრულადაა

გზავნილები ერთმანეთთან დაკავშირებული, განსაკუთრებით

მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად კარგადაა

დაკავშირებული ბოლო გზავნილი მის წინამორბედთან.

ვილიამსი, რაისი და

როჯერსი (1998)

განსაზღვრება, თუ რამდენად აქვთ კომუნიკაციის პროცესის

მონაწილეებს მისი კონტროლის საშუალება და აქვთ

შესაძლებლობა გაცვალონ როლები საერთო დისკურსის

მისაღწევად.

ჰა და ჯეიმსი (1998) განსაზღვრება, თუ რამდენად აქვთ კომუნიკატორს და

Page 15: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

14 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

აუდიტორიას შესაძლებლობა უპასუხოს ერთმანეთის

კომუნიკაციის საჭიროებებს.

ფორტინი (1997) იმის განსაზღვრა, თუ რა დონეზე იძლევა საკომუნიკაციო

სისტემა შესაძლებლობას, რომ ერთმა ან მეტმა მომხმარებელმა

შეძლოს კომუნიკაცია ალტერნატიულად - როგორც წყარომ და

მიმღებმა, ერთ ან მეტ მომხმარებელთან, ან, სამაუწყებლო

რეჟიმისგან განსხვავებით, შესაძლებლობა მოძებნონ და მიიღონ

ინფორმაცია მოთხოვნის საფუძველზე, რა დროსაც ბოლო

მომხმარებელს აქვს საშუალება აკონტროლოს კომუნიკაციის

შინაარსი, დრო და თანმიმდევრობა.

(Dholakia et al, 2000. p.5)

მიუხედავად იმისა, რომ ინტერაქტიულობას განმარტებებში არის განსხვავებები,

ავტორმა შეარჩია ექვსი კრიტერიუმი რომელიც აღწერილია, როგორც „კრიტიკულად

მნიშვნელოვანი, ინტერაქტიული ვებგვერდის შესაქმნელად“ (p. 6).

კონტროლი (User Control) - მომხმარებლის მიერი ვებგვერდის კონტროლის

შესაძლებლობა;

გამოხმაურება (Responsiveness) - ვებგვერდის საშუალებით გამოხმაურების და

დიალოგის შესაძლებლობა;

ინტერაქცია რეალური დროში (Real Time Interaction) - ინტერაქცია ვებგვერდზე

რეალურ დროში;

კავშირის შესაძლებლობა (Connectedness) - ვებგვერდზე მომხმარებელთა

დაკავშირების შესაძლებლობა;

პერსონალიზაცია/კონფიგურაცია (Personalization/Configuration) - ვებგვერდის

შესაძლებლობა მოერგოს ინდივიდუალურ მომხმარებელს;

გართობა (Playfulness) - ვებგვერდის გასართობი ფუნქცია .

Page 16: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

15 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

მომხმარებლის მიერ კონტროლის საშუალება - „გულისხმობს იმას, თუ რამდენად აქვს

ინდივიდს საშუალება შეარჩიოს კომუნიკაციის დრო, შინაარსი და თანმიმდევრობა“ (p.6)

კრიტერიუმი, რომელიც შემოგვთავაზა ვილიამსმა, რაისმა და როჯერსმა (1998), რომლის

მიხედვითაც მომხმარებლებს უნდა ჰქონდეს კონტროლის განცდა, მაგალითად

შეეძლოთ აირჩიონ ვებგვერდის მხოლოდ ტექსტური , ან ტექსტი + გრაფიკული ვერსია,

შეცვალონ ენა, გამოიყენონ საძიებო სისტემა და ა.შ.

გამოხმაურების შესაძლებლობა - იმის განსაზღვრა, თუ რამდენად თანმიმდევრულადაა

გზავნილები ერთმანეთთან დაკავშირებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის

განსაზღვრა, თუ რამდენად კარგადაა დაკავშირებული ბოლო გზავნილი მის

წინამორბედთან. როგორც დეიტონმა (1996) განმარტა, “ეს არის იმის შესაძლებლობა,

რომ კონკრეტულად მიმართო პიროვნებას და შესაძლებლობა, რომ შეაგროვო ძველი

პასუხები, დაუკავშირო ისინი ერთმანეთს და განაგრძო დიალოგი ინდივიდთან” (p. 7).

ვებგვერდის მომხმარებელს შეუძლია განსაზღვროს მისი ინტერაქტიულობა, მას შემდეგ

რაც განახორციელებს პირდაპირ კომუნიკაციას ან დიალოგს. ეს ყველაფერი გავს

კომუნიკაციას ელფოსტის გამოყენებით, თუმცა ვებგვერდის სივრცის დატოვების გარეშე

და უფრო მარტივად.

ინტერაქცია რეალური დროში - ეს კრიტერიუმი უკავშირდება კომუნიკაციის

განსახორციელებლად საჭირო დროს, კერძოდ კი პასუხის გაცემის სისწრაფეს. რაც უფრო

სწრაფად ხდება პასუხის გაცემა, მით უფრო მეტად აღქმადია ინტერაქტიულობა.

მომენტალური/სწრაფი შეტყობინებების ფუნქცია, ტრადიციული ელფოსტის გაგზავნის

ფუნქციისგან განსხვავებით, არის ვებგვერდის ინტერაქტიულობის ხარისხის

გაუმჯობესების მცდელობა.

კავშირის შესაძლებლობა - „ეს არის გარე სამყაროსთან კავშირის შეგრძნება, რომელიც

ხორციელდება კონკრეტული ვებგვერდიდან. ამის მიღწევა შესაძლებელია მსგავსი

საკითხების ან სხვა ვებგვერდების შესახებ ბმულების განთავსებით, ონლაინ

სასაუბროებით, სადისკუსიო ფორუმებით, სიახლეების ბლოკით და სხვა

Page 17: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

16 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

ძალისხმევებით, რომლებიც ქმნიან ერთობის შეგრძნებას“ (p.8). კავშირის შესაძლებლობა

ვებგვერდის მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო

საკითზე ამავე ვებგვერდის სხვა ვიზიტორებისგან და არა იმ ორგანიზაციისგან ვისაც

ეკუთვნის აღნიშნული ვებგვერდი. მომხმარებელთა აღქმაში, რაც უფრო დიდი და ღრმაა

ვებგვერდის კავშირის შესაძლებლობა, მით უფრო ინტერაქტიულად აღიქვამენ მას.

პერსონალიზაცია/კონფიგურაცია - ასახავს, თუ რამდენად აქვს ვებგვერდს

შესაძლებლობა, მოერგოს კონკრეტული მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს.

ისეთი ვებგვერდები, როგორიცაა Amazon.com იყენებენ კითხვარებს, ფილტრებს,

პერსონალიზაციისა და კონფიგურაციის შესაძლებლობებს, რათა კონკრეტულ

მომხმარებელს შესთავაზონ პროდუქცია, მისი ინტერესების შესაბამისად. როდესაც

ვებგვერდს აქვს პერსონალიზაციის საშუალება, მომხმარებლები უფრო ადვილად

პოულობენ მათთვის საჭირო ინფორმაციასა თუ პროდუქტს.

პერსონალიზაცია/კონფიგურაცია ხორციელდება, როგორც ვებგვერდის

დათვალიერების დროს მიღებული ინფორმაციით, ასევე ფილტრების გამოყენებით.

გართობის შესაძლებლობა - უკავშირდება ვებგვერდის გართობის შესაძლებლობას.

ვებგვერდის გართობის ფუნქციაზე საუბრობს ეიგმეი (1997), მან ჩაატარა კვლევა,

რომელშიც გამოიკვლია 5 სხვადასხვა ვებგვერდის მომხმარებლის შეფასება და დაასკვნა,

რომ წარმატებული ვებგვერდი უნდა აერთიანებდეს გართობის და ინფორმაციის

მიღების შესაძლებლობებს (Eighmey 1997). „გართობის შესაძლებლობა შეიძლება

მოიცავდეს ფუნქციებს, როგორიცაა ანიმაციები, ინტერაქტიული თამაშები, რომლის

მიზანია მაყურებელში გამოიწვიოს ემოციური ან ქცევითი რეაქცია“ (p. 8). ეს

შესაძლებელია იყოს სლაიდშოუები, ინტეგრირებული ვიდეოები და ა.შ. (Dholakia et al,

2000).

ეს არის 6 სხვადასხვა კრიტერიუმი, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ

ვებგვერდი ჩაითვალოს ინტერაქტიულად და ორგანიზაციამ შეძლოს მის

აუდიტორიასთან ორმხრივი კომუნიკაციის განხორციელება.

Page 18: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

17 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

თავი 3. კვლევის კითხვები

1. იყენებენ თუ არა საქართველოში (ა) სამთავრობო უწყებები (აღმასრულებელი

ხელისუფლება - სამინისტროები, მინისტრის აპარატები და თბილისის მერია), (ბ)

ელექტრონული კომერციის (E-commerce) სფერო და (გ) უმაღლესი

სასწავლებლები საზოგადოებასთან ურთიერთობისას ვებგვერდის

ინტერაქტიულობას?

როგორც ჯეიმს გრუნიგი (2009) ამტკიცებს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციები

აქტიურად იყენებენ ახალ მედიას საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, ბევრი

პრაქტიკოსი ახალ მედიასაც ტრადიციული მედიის მსგავსად იყენებს, რაც გულისხმობს

ინფორმაციის მხოლოდ ცალმხრივ გადინებას (Grunig & Hunt 1984, as cited in Wilcox &

Cameron 2009). კვლევის შედეგად გავიგებთ, რამდენად იყენებენ საქართველოში

არსებული ორგანიზაციები ახალი მედიის, კერძოდ კი კორპორატიული ვებგვერდების

ინტერაქტიულ შესაძლებლობებს.

2. ახდენს თუ არა გავლენას ორგანიზაციის ტიპი ვებგვერდის

ინტერაქტიულობაზე? (ა) სამთავრობო უწყებების (აღმასრულებელი

ხელისუფლება - სამინისტროები და მინისტრის აპარატები), (ბ) ელექტრონული

კომერციისა და (გ) საგანმანათლებლო სფეროს, კერძოდ, უმაღლესი

სასწავლებლების შედარება.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, ქართული ორგანიზაციების მაგალითზე,

შევძლებთ გავაანალიზოთ, თუ რა გავლენას ახდენს ორგანიზაციის ტიპი ვებგვერდის

ინტერაქტიულობაზე. ასევე, შევძლებთ გავიგოთ, რომელ სფეროში უფრო მეტი

ყურადღება ექცევა აუდიტორიასთან ორმხრივ დიალოგს ახალი მედია საშუალებების

გამოყენებით. ამასთანავე, გავიგებთ ვებგვერდის ინტერაქტიულობის

კრიტერიუმებიდან, რომელი უფრო მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში.

Page 19: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

18 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

თავი 4. კვლევის მეთოდი

ორგანიზაციების ვებგვერდების კვლევის დროს, გამოყენებულია კვლევის

რაოდენობრივი მეთოდი, კერძოდ - რაოდენობრივი კონტენტ-ანალიზი. ვინაიდან

კვლევა მიზნად ისახავდა იმის გაგებას, თუ რამდენად იყენებდა სხვადასხვა ტიპის

ორგანიზაცია მათი კორპორატიული ვებგვერდით კომუნიკაციის ინტერაქტიულ

ელემენტებს, მოხდა სპეციალურად შერჩეული ორგანიზაციების ვებგვერდების

კონტენტ-ანალიზი რათა შეფასებულიყო მათი ინტერაქტიულობა.

კვლევამ აქცენტი გააკეთა კონკრეტულად კორპორატიულ ვებგვერდზე, ვინაიდან

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სფეროში კორპორატიულ

ვებსაიტებს აქვს საკმაოდ დიდი გამოყენება აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ. ამ

ფაქტს მოწმობს გარტნერის (2013) მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც

კორპორატიული ვებგვერდი დღემდე რჩება ორგანიზაციების ერთ-ერთ

უმნიშვნელოვანეს ვებრესურსად (Gartner, 2013).

კორპორატიული ვებგვერდები, როგორც წესი, შეიცავენ ცნობებს ორგანიზაციის

შესახებ, ასევე ინფორმაციას შეთავაზებულ სერვისებზე, მიღწევებზე და ა.შ. (O'Leary

2002 as cited in Gustavsen & Tilley, 2003). როგორც წესი, კორპორატიული ვებგვერდების

მთავარი დანიშნულებაა რეპუტაციის მენეჯმენტი, იმიჯის ფორმირება, სამიზნე

აუდიტორიასთან კომუნიკაცია, ორგანიზაციის ან კომპანიის დადებითი კუთხით

წარდგენა, ბრენდინგი, პოზიციონირება და შეთავაზებული პროდუქტის

პოპულარიზაცია (Marken 2002, as cited in Gustavsen & Tilley, 2003).

შერჩევის დროს კვლევაში გამოყენებულია შემდეგი მეთოდი. მოხდა საჯარო

უწყებების, კერძოდ, საქართველოს მთავრობის სრული შემადგენლობის -

სამინისტროებისა და თბილისის მერიის ვებგვერდების, კერძოდ, 20 ვებსაიტის

ანალიზი. მათ შორის ერთი საქართველოს მთავრობის, 15 სამინისტროს, 3 სახელმწიფო

Page 20: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

19 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

მინისტრის აპარატისა და თბილისის მერიის ერთი ვებგვერდის რაოდენობრივი

კონტენტ-ანალიზი. სამინისტროების ვებგვერდების შერჩევა მოხდა საქართველოს

მთავრობის ოფიციალური ვებგვერდიდან - www.gov.ge. საჯარო უწყებების სიაში

შევიდა თბილისის მერიის ვებგვერდი, ვინაიდან „ინფორმაციის თავისუფლებისა და

განვითრების ინსტიტუტის“ 2013 წელს ჩატარებულ კვლევაში, თბილისის მერიის

ვებგვერდი იყო ერთადერთი, რომელსაც ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებული

ჰქონდა პეტიციები და ფორუმები (კეჭაყმაძე 2013). იმისათვის, რომ ბალანსი დაცული

ყოფილიყო, ელექტრონული კომერციის (E-commerce) სფეროდან ასევე შეირჩა 20

ორგანიზაციის ვებგვერდი. მათი შერჩევა მოხდა, ზემოთაღნიშნულ სფეროში არსებული

კომპანიების პოპულარობის მიხედვით. კერძოდ, პოპულარული ქართული საიტების

რეიტინგის მთვლელ ვებგვერდზე, www.top.ge-ზე ხდება სხვადასხვა ორგანიზაციის

უნიკალური ვიზიტორებისა და დამთვალიერებლის დათვლა. ვებგვერდები

დახარისხებულია კატეგორიების მიხედვით. ელექტრონული კომერციის კატეგორიის

სიიდან შეირჩა ის 20 ვებგვერდი, რომელსაც შერჩევის დროს ყველაზე მეტი ვიზიტორი

ჰყავდა.

საგანმანათლებლო სფეროდან შეირჩა 20 უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდი. მათი

შერჩევა მოხდა კომპანია „YellowPages საქართველოს“ ვებგვერდის - www.yell.ge

(საინფორმაციო პორტალი), უმაღლესი სასწავლებლების კატეგორიიდან -

http://yell.ge/companies.php?lan=geo&rub=448. შერჩევის მომენტში yell.ge-ზე

განთავსებული იყო ინფორმაცია 54 სასწავლებელზე (საკონტაქტო ინფორმაცია,

ვებგვერდის მისამართი, ფიზიკური მისამართი). 20 ვებგვერდის შერჩევა მოხდა

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. 54 სასწავლების სია განთავსდება ონლაინ რესურს -

http://www.psychicscience.org/randomlist.aspx -ზე, საიდანაც მოხდა სიების შემთხვევითი

პრინციპით შერჩევა. შერჩეულ 20 უმაღლეს სასწავლებელზე განხორციელდა კვლევა.

საკვლევ ელემენტად განისაზღვრა მთლიანი ვებგვერდი - შიდა გვერდების,

მენიუების და ვებსაიტის კონტენტის ჩათვლით. ინტერაქტიულობის შესაფასებლად და

Page 21: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

20 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

ვებგვერდების შესასწავლად, აუცილებელი იყო ვებსაიტის მთლიანი შინაარსის,

ბმულების, და სექციების შემოწმება ვინაიდან, შესაძლებელია, რომ ვებგვერდის

რომელიმე ნაწილი არ იყოს ნათლად გამოტანილი მთავარ გვერდზე.

კვლევისთვის გამოყენებულია დოლაკიას და კოლეგების (2000) მიერ განსაზღვრული

თეორიულ ჩარჩო და შეფასების კრიტერიუმები. კერძოდ, ვებგვერდი შეფასდა

ინტერაქტიულობის ექვსი სხვადასხვა კრიტერიუმით, რომელიც აღწერილია, როგორც

„კრიტიკულად საჭირო, ინტერაქტიული ვებგვერდის შესაქმნელად“ (p. 6).:

1. მომხმარებლის მიერ გაკონტროლების საშუალება (User Control);

ენების შეცვლის შესაძლებლობა (მაგალითად, ვებგვერდის გადართვა

ინგლისურ ან რუსულ ენებზე);

ვებგვერდის საძიებო სისტემის გამოყენება (მაგალითად, საძიებო სიტყვის

საშუალებით ვებგვერდის შიგნით ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა);

2. გამოხმაურება (Responsiveness);

ვებგვერდის ვიზიტორებთან კომუნიკაციაში შესვლის საშუალებები

(დიალოგური ინტერაქტიულობა): უკუკავშირის (feedback), კითხვის დასმის,

კომენტარის გაკეთების, სერვისის/პროდუქციის შეფასების ან გამოხმაურების

შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა და ორგანიზაციამ

შეძლონ დიალოგი, წარსულში მიწერილ გზავნილებზე დაყრდნობით.

3. ინტერაქცია რეალური დროში (Real Time Interaction);

მომენტალური/სწრაფი შეტყობინებების ფუნქცია, ონლაინ დახმარება

რეალურ დროში - სასაუბროების გამოყენებით (chartroom, online help);

4. კავშირის შესაძლებლობა (Connectedness);

იმის საშუალება, რომ ვებგვერდის ვიზიტორებმა შეძლონ ერთმანეთში

კომუნიკაცია და კავშირის დამყარება: დიალოგი სხვა მომხმარებელთან,

ფორუმები, სასაუბრო ოთახები, საზოგადოებრივი ონლაინ არხები (community

online chat rooms/forums);

Page 22: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

21 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

5. პერსონალიზაცია/კონფიგურაცია (Personalization / Configuration);

ფილტრები, პერსონალიზაციისა და კონფიგურაციის შესაძლებლობები

სასურველი ინფორმაციის (მაგალითად, კალენდრის საშუალებით

ვებგვერდზე განთავსებული სიახლის მოძებნა) / პროდუქტის / სერვისის

მოსაძებნად (მაგალითად, ბრენდის, ზომის, მახასიათებლის ფილტრის

გამოყენებით, პროდუქციის/სერვისის მოძებნა).

ინფორმაციის შეთავაზების შესაძლებლობა, რომელიც დაკავშირებულია

მომხმარებლის მიერ უკვე განხორციელებული ძებნის შედეგების ან

გამოყენებული ფილტრების საფუძველზე (მაგალითად, ვებგვერდი

Amazon.com მომხმარებლებს რეკომენდაციას უწევს მოინახულოს ის წიგნები

და პროდუქცია, რომლებიც შერჩეულია მომხმარებლის წარსულში

განხორციელებული ძიების ან შესყიდვების საფუძველზე).

6. გართობა (Playfulness).

ვებგვერდზე წარმოდგენილია ანიმაციები, ინტერაქტიული თამაშები,

სლაიდშოუები, ვიდეოები. (Dholakia et al, 2000).

ინტერაქტიულობა შეფასდა დოლაკიას ექვსი კრიტერიუმის მიხედვით და გაიზომა

კრიტერიუმების რაოდენობის შესაბამისად 0-დან 6-მდე. მსგავსი ცხრილი

გამოყენებულია გუსტავსენის და ტილის (2003) მიერ განხორციელებულ კვლევაში.

ცხრილი დაგვეხმარება გავაანალიზოთ მიღებული რაოდენობრივი შედეგები და

შეფასება მივცეთ თითოეული ვებგვერდის ინტერაქტიულობის დონეს.

ცხრილი N3

დაბალი ინტერაქტიულობა - საშუალოდ ინტერაქტიულობა - მაღალი ინტერაქტიულობა კრიტერიუმი

1/6

2/6

3/6

4/6

Page 23: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

22 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

5/6

6/6

(Gustavsen & Tilley, 2003. p. 11).

კვლევისთვის შეიქმნა ცხრილი (იხ. დანართი N1) ორგანიზაციის ტიპის მიხედვით.

მოხდა ორგანიზაციის ვებგვერდზე ვიზიტი და კონტენტ-ანალიზი, სპეციალურად

შექმნილი კოდირების წიგნი და ინსტრუქცია (იხ. დანართი N2 და N3). თითოეულ

ვებგვერდს შესაფასებლად დაეთმო 15 წუთი. ცხრილის შედგენის შემდეგ მოხდა

მიღებული შედეგების დათვლა და რაოდენობრივი ანალიზი. შეფასდა როგორც

კონკრეტულად თითოეული ორგანიზაციის ინტერაქტიულობა განსაზღვრული 6

კრიტერიუმის მიხედვით, ასევე მოხდა იმის დათვლა, თუ რამდენი ორგანიზაცია

აკმაყოფილებს თითოეულ კრიტერიუმს. კონტენტ-ანალიზის დრო 26-27 ივლისი, 2015

წელი.

იმისთვის, რომ კვლევაში დაცული ყოფილიყო სიზუსტე, მოხდა თანა-მკვლევარის

სანდოობის (Intercoder reliability) შემოწმება ვებგვერდზე

dfreelon.org/utils/recalfront/recal2/ - ონლაინ ხელსაწყო ReCal2-ის დახმარებით . კერძოდ,

შერჩეული 60 ვებგვერდის 10%, ანუ 6 ვებგვერდის კოდირება შეასრულა დამხმარე თანა-

მკვლევარმა, კოდირების არსებული ინსტრუქციის გამოყენებით (კოდირების

ინსტრუქციის სანახავად, იხილეთ დანართი N4). 5 ცვლადის დამთხვევამ შეადგინა

100%, მეექვსე ცვლადის, გართობის შესაძლებლობის დამთხვევამ შეადგინა 83.3%, რაც

კვლევისთვის და კოდირებისთვის მისაღები შედეგია. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ

დანართში.

Page 24: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

23 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

თავი 5. ანალიზი და შედეგები

ამ თავში ავტორი წარმოადგენს ჩატარებული კვლევის შედეგებს და პასუხს გასცემს

კვლევის შეკითხვებს.

1. იყენებენ თუ არა საქართველოში (ა) სამთავრობო უწყებები (აღმასრულებელი

ხელისუფლება - სამინისტროები და მინისტრის აპარატები), (ბ) ელექტრონული

კომერციის (E-commerce) სფერო და (გ) უმაღლესი სასწავლებლები

საზოგადოებასთან ურთიერთობისას ვებგვერდის ინტერაქტიულობას?

5.1 სამინისტროების ვებგვერდების ანალიზი

როგორც კვლევის მეთოდშია მოცემული, შეფასდა საქართველოში არსებული

სამთავრობო უწყებების, კერძოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ანუ

სამინისტროებისა და მინისტრის აპარატების, ასევე თბილისის მერიის ვებგვერდი.

ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაში N1 ნაჩვენებია ვებგვერდების შეფასება მეთოდში

განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. როგორც მოცემული დიაგრამიდან ჩანს,

სამინისტროების ვებგვერდების დიდი უმრავლესობა, მეთოდით განსაზღვრული 6

კრიტერიუმიდან ძალიან ცოტას აკმაყოფილებს. კერძოდ, ვებგვერდების 75%, ანუ 15

ვებგვერდი აკმაყოფილებს 6 კრიტიკულად საჭირო კრიტერიუმიდან მხოლოდ ერთს ან

ორს. დარჩენილი 5 ვებგვერდი აკმაყოფილებს 6 კრიტერიუმიდან სამს ან ოთხს.

მეთოდში მოცემული ინტერაქტიულობის შეფასების ცხრილის (ცხრილი N3) მიხედვით,

ვებგვერდების 75%-ს აქვს დაბალი ინტერაქტიულობის მაჩვენებელი, 15%-ს კი

საშუალოდ ინტერაქტიული მაჩვენებელი. ცხრილის მიხედვით, სამინისტროების

ვებგვერდებს შორის არცერთია საშუალოზე მეტად ინტერაქტიული, რაც გულისხმობს,

რომ ვერ აკმაყოფილებს 5 ან 6 კრიტერიუმს (მაღალი ინტერაქტიულობა).

Page 25: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

24 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

სამინისტროების ვებგვერდების ინტერაქტიულობის შეფასება 6 კრიტერიუმის მიხედვით

როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის“ 2013 წელს

ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, მიუხედავად ვებგვერდების შეფასების განსხვავებულ

მეთოდს და შეფასების ჩარჩოს, კვლევაში აღნიშნულია, რომ „პოზიტიური ძვრების

მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ ეტაპზე კომუნიკაცია ხელისუფლებასა და

მოქალაქეს შორის, როგორც ვებგვერდებზე ასევე სოციალურ ქსელებში, ცალმხრივი

ხასიათისაა“ (p. 3). კვლევაში ასევე ნახსენებია, რომ არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო /

სამთავრობო პორტალი, სადაც მოქალაქეები დისკუსიას, ინტერაქციასა და სხვადასხვა

საკითხზე მსჯელობას შეძლებენ, რაც ნაშრომში განსაზღვრული თეორიული ჩარჩოს

მიხედვით ვებგვერდის კავშირის შესაძლებლობაა (Connectedness). კვლევა ასევე ამბობს:

„იმისათვის რომ, ხელი შეეწყოს მოქალაქეების მონაწილეობას სხვადასხვა საკითხის

განხილვაში, აუცილებელია ვებგვერდების ინტერაქტიული განვითარება, რაც

სამთავრობო ვებ-რესურსებზე სხვადასხვა სერვისის ინტეგრირებას გულისხმობს“ (p. 19).

კვლევის ავტორის აზრით, თუ გაიზრდება ვებგვერდების ინტერაქტიულობის ხარისხი,

რაც გულისხმობს თანამედროვე, ინოვაციური საკომუნიკაციო სერვისების:

გამოკითხვების, განხილვების, პეტიციების, ფორუმების (ვებგვერდის კავშირის

25%

50%

15%

10%

დიაგრამა N1

აკმაყოფილებს 1 კრიტერიუმს

აკმაყოფილებს 2 კრიტერიუმს

აკმაყოფილებს 3 კრიტერიუმს

აკმაყოფილებს 4 კრიტერიუმს

Page 26: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

25 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

შესაძლებლობაა - Connectedness) დანერგვა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი რესურსის

გამოყენებას, იდეების მოზიდვას და მოქალაქეებზე ორიენტირებულ მმართველობის

განვითარებას (კეჭაყმაძე 2013). თუმცა, როგორც კვლევის ანალიზიდან ჩანს, ამ ეტაპზე

სამთავრობო უწყებების ვებგვერდების უმეტესობა, მხოლოდ მცირედით იყენებს ახალი

მედიის ინტერაქტიულობის პოტენციალს.

შესწავლილი ვებგვერდებიდან აღსანიშნავია რამდენიმე ვებინსტრუმენტი,

რომლებიც ინტერაქტიულობას უწყობს ხელს. მაგალითად, ენერგეტიკის სამინისტროს

ვებგვერდზე, სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით, სადაც სიახლეების ძებნა მხოლოდ

კალენდრის (თვე, წელი, რიცხვი) საშუალებით ხდება, ჩაშენებულია ახალი ამბების

მოძიების შედარებით გაუმჯობესებული ფილტრი - მომხმარებელს აქვს საშუალება

შეარჩიოს სასურველი სიახლე საკვანძო სიტყვის, კატეგორიისა და პერიოდის მიხედვით

(პერსონალიზაცია/კონფიგურაციის შესაძლებლობა). მსგავსი ინსტრუმენტია

გამოყენებული ამავე სამინისტროს ფოტოგალერეის განყოფილებაში, სადაც

მომხმარებელს საშუალება აქვს ინტერაქტიულ რეჟიმში დაათვალიეროს შერჩეული

ფოტოები რაც, ერთი მხრივ, მულტიმედიური ინფორმაციის მიღების, მეორე მხრივ,

გართობის შესაძლებლობაა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის

ვებგვერდი არის ერთადერთი, სადაც განთავსებულია განყოფილება „იდეების ყუთი“,

რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია უწყებას მიაწოდოს მისი მოსაზრება ან

იდეა. ამავე ვებგვერდის მთავარ გვერდზე განლაგებულია დიდი ინტერაქტიული

სლაიდშოუ. ასევე, ფანჯრები ანიმაციურია და რეაგირებს კურსორის მიახლოვებისას.

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განლაგებულია ანიმირებული ხატულები,

ბიუჯეტის ანალიტიკური მონაცემები წარმოდგენილია ინტერაქტიული ცხრილების

სახით და მთავარ გვერდზე ჩაშენებულია ანიმირებული სლაიდშოუ (გართობის

შესაძლებლობა). ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ

პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებგვერდი იყო ერთადერთი,

სადაც შეგხვდა ონლაინ კონსულტაციის ფორმა - რეალურ დროში ინტერაქციის

Page 27: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

26 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

შესაძლებლობა. ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ინტერაქტიული ვებგვერდი აქვს

თბილისის მერიას, რომელსაც არ აქვს ენების შეცვლის ან ძიების საშუალება, მაგრამ აქვს

სიახლეებზე კომენტარის გაკეთების საშუალება (გამოხმაურების შესაძლებლობა).

ასევე საინტერესოა, მეთოდში განსაზღვრული 6 კრიტერიუმიდან, რომელი უფრო

ხშირად გამოიყენება სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებში. შედეგები მოცემულია

დიაგრამა N2-ში.

ინტერაქტიულობის რომელი კრიტერიუმი უფრო ხშირად გვხვდება სამინისტროების ვებგვერდებზე

როგორც დიაგრამიდან ჩანს, სამინისტროების ვებგვერდებზე ყველაზე ხშირად

გვხვდება კონტროლის საშუალება, რაც უმეტესწილად გამოიხატება ენების

გადამრთველი პანელის და ძებნის ფუნქციის არსებობით. ასევე, საჯარო უწყებების

ვებგვერდების უმეტესობას, ნავიგაციის გასამარტივებლად, ჩაშენებული აქვს ე.წ.

„საიტის რუკა“. მკვლევარები გუსტავსენი და ტილი (2003) აღნიშნავენ, რომ კონტროლის

შესაძლებლობა აძლევს საზოგადოებას საშუალებას, მათი სურვილისამებრ დაამყაროს

ურთიერთობა ორგანიზაციასთან ვებგვერდის გამოყენებით და აიოლებს კომუნიკაციის

პროცესს, თუმცა ამ ტიპის კონტროლის შესაძლებლობა, არის საბაზისო დონის

19

3 2 0

15

4 0 2 4 6 8

10 12 14 16 18 20

დიაგრამა N2

კონტროლის საშუალება

გამოხმაურება

ინტერაქცია რეალური დროში

კავშირის შესაძლებლობა

პერსონალიზაცია/კონფიგურაცია

გართობა

Page 28: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

27 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

ინტერაქტიულობა და დიალოგურ კომუნიკაციაში მხოლოდ მცირედ როლს ასრულებს

(Gustavsen & Tilley, 2003). სიხშირით, მეორე ადგილზეა პერსონალიზაცია

კონფიგურაციის შესაძლებლობა. ვებგვერდების უმეტესობა გვთავაზობს სასურველი

სიახლის მოძებნის საშუალებას. ამისთვის, ვებგვერდებში ჩაშენებულია კალენდარი -

ფილტრი, რომლის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს უწყების

პრესრელიზები წლის, თვისა და რიცხვის მიხედვით. უმეტესობა ვებგვერდებს არ აქვს

გამოხმაურების შესაძლებლობა, როგორიცაა, მაგალითად, კომენტარების ველი.

მიუხედავად ამისა, ვებგვერდების კონტაქტის განყოფილებაში მოთავსებულია

შეტყობინების ვებგვერდიდან გაგზავნის ფუნქცია, თუმცა, ამ შემთხვევაში

ინტერაქტიული დიალოგი ცდება ვებგვერდის ფარგლებს და გადადის ელფოსტაზე

პასუხის რეჟიმში.

ჯამში, რაოდენობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ

საჯარო უწყებების ვებგვერდები დაბალ ინტერაქტიულია, რადგან შეფასებული

ვებგვერდების 75% აკმაყოფილებს მხოლოდ 1 ან 2 კრიტერიუმს, რაც ცხრილი N3-ის

მიხედვით დაბალ ინტერაქტიულობას ნიშნავს.

5.2 ელექტრონული კომერციის ვებგვერდების ანალიზი

კვლევის ფარგლებში შეფასდა საქართველოში არსებული ელექტრონული კომერციის

სფეროში არსებული ვებგვერდები. რიჩარდ გემბლი (1999) განმარტავს, რომ ეს სფერო

ცნობილია, როგორც ელ. კომერცია (e-commerce) არის ბიზნესის ტიპი, სადაც

პროდუქციისა და მომსახურების ყიდვა და გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული

საშუალებების მეშვეობით, როგორებიცაა ინტერნეტი და სხვა კომპიუტერული ქსელები

(Gamble 1999). როგორც ფლემინგი (1998) განმარტავს, რომ ელექტრონული ვაჭრობის

მომხმარებლებს სჭირდებათ ადვილად სანავიგაციო ვებგვერდი. მათ ადვილად უნდა

შეძლონ იპოვონ სპეციფიური პროდუქტი უნიკალური მახასიათებლების მიხედვით.

ასევე უნდა შეეძლოთ სხვა მომხმარებლებისგან მიიღონ შეფასება ან რეკომენდაცია.

Page 29: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

28 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

აქედან გამომდინარე ელექტრონული კომერციის ვებგვერდებს უნდა გააჩნდეს

კომუნიკაციის სწრაფი საშუალებები (ინტერაქცია რეალურ დროში),

უკუკავშირის/გამოხმაურების შესაძლებლობა და დაკავშირების შესაძლებლობა

(Fleming, 1998).

ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაში N3 ნაჩვენებია ელექტრონული კომერციის

ვებგვერდების შეფასება მეთოდში განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.

ელექტრონული კომერციის ვებგვერდების ინტერაქტიულობის შეფასება 6 კრიტერიუმის მიხედვით

როგორც ცხრილიდან ჩანს, შერჩეული 20 ვებგვერდიდან, 11 ვებგვერდი - 55%,

ცხრილი N3-ის მიხედვით, არის საშუალოდ ინტერაქტიული რადგან აკმაყოფილებს

მხოლოდ 3 ან 4 კრიტერიუმს. 5 კრიტერიუმს აკმაყოფილებს შესწავლილი ვებგვერდების

10%, შესაბამისად აქვს მაღალი ინტერაქტიულობის მაჩვენებელი. დანარჩენი 35%, ანუ 7

ვებგვერდი აკმაყოფილებს მხოლოდ 1 ან 2 კრიტერიუმს, შესაბამისად აქვს დაბალი

ინტერაქტიულობის მაჩვენებელი.

25%

10%

45%

10%

10%

დიაგრამაN3

აკმაყოფილებს 1 კრიტერიუმს

აკმაყოფილებს 2 კრიტერიუმს

აკმაყოფილებს 3 კრიტერიუმს

აკმაყოფილებს 4 კრიტერიუმს

აკმაყოფილებს 5 კრიტერიუმს

Page 30: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

29 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

ამ სფეროშიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, გამოყენებული 6

კრიტერიუმიდან, რომელი უფრო ხშირად გვხვდება ელექტრონული კომერციის

ვებგვერდებზე. სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ დიაგრამა N4-ში

ინტერაქტიულობის რომელი კრიტერიუმი უფრო ხშირად გვხვდება ელექტრონული კომერციის

ვებგვერდებზე

როგორც დიაგრამაში ჩანს, პირველი კრიტერიუმი - კონტროლის საშუალება, ანუ

ენების გადამრთველი და ძიების ფუნქციის არსებობა უმეტესობა გვერდებზე არ იყო

განლაგებული. ჩაშენებული ენების გადამრთველის არსებობა, რა თქმა უნდა,

ორგანიზაციისთვის დამატებით ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსთანაა

დაკავშირებული, თუმცა მისი არარსებობა შესაძლებელია გახდეს ბარიერი ვებგვერდის

მოხმარებისას, თუ მას სტუმრობს, მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან სხვა

ეთნიკური უმცირესობის ჯგუფის წევრი, რომელსაც უჭირს ქართულად წერა და კითხვა.

დიაგრამიდან ირკვევა, რომ ვებგვერდების უმეტესობას (13/20) აქვს გამოხმაურების

საშუალება, რაც აუმჯობესებს ვებგვერდის ინტერაქტიულობას - უმეტესობა ვებსაიტზე

არის კომენტარის გაკეთების, პროდუქციის შეფასების და განხილვის შესაძლებლობა.

მაგალითად, წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვებგვერდზე მომხმარებელს შეუძლია

7 13

5 1

20

8

0

5

10

15

20

25

დიაგრამა N4

კონტროლის საშუალება

გამოხმაურება

ინტერაქცია რეალური დროში

კავშირის შესაძლებლობა

პერსონალიზაცია/კონფიგურაცია

გართობა

Page 31: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

30 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

შეაფასოს წიგნი 5-ბალიანი სისტემით, რაც დაეხმარება სხვა მომხმარებელს არჩევანის

გაკეთებისას. მსგავსი შეფასების სისტემა აქვს ტექნიკის ონლაინ მაღაზიას Be.ge-ს და

hotspot.ge-ს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 5 ვებგვერდს აქვს სწრაფი გამოხმაურების

შესაძლებლობა (Real time interaction). როგორც რეინგოლდი (2002) ამბობს, კომერციული

ორგანიზაციები, რომლებსაც რეალურად სურთ კომუნიკაციის გაღრმავება მათ

აუდიტორიასთან, შეუძლიათ მიიღონ ღირებული შედეგი გზავნილების ფანჯრებისა და

ჩატრუმების დახმარებით (Rheingold 2002, as cited in Gustavsen & Tilley, 2003).

მაგალითად, სწრაფი გამოხმაურების შესაძლებლობა არ აქვს სააფთიაქო ქსელ PSP-ს

ონლაინ აფთიაქს. ეს ფუნქცია შესაძლოა ძალიან წარმატებულად გამოიყენოს ამ

ორგანიზაციამ - სწრაფ რეჟიმში შეძლოს დაინტერესებულ მომხმარებელს გაუწიოს

კონსულტაცია პრეპარატების შესახებ. შესწავლილი 20 ვებგვერდიდან, მხოლოდ 1

ვებგვერდს აღმოაჩნდა მინი-ფორუმი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დისკუსია და

აზრის გაზიარება. აღსანიშნავია, რომ პერსონალიზაცია/კონფიგურაციის კრიტერიუმს

აკმაყოფილებს ყველა შესწავლილი ვებგვერდი, რაც გამოიხატება ფილტრების

არსებობით, რომელიც უადვილებს მომხმარებელს მოიძიოს სპეციფიური პროდუქტი

მისი უნიკალური მახასიათებლების მიხედვით, ასევე შერჩეული პროდუქტის მსგავსი

პროდუქციის ჩვენებით (მსგავსი პროდუქცია, რჩევები და ა.შ.). 20-დან 8 ვებგვერდს

აღმოაჩნდა გართობის შესაძლებლობა, რაც გამოიხატება ჩაშენებული ანიმაციებით,

ინტერაქტიული სლაიდშოუებით. ასევე რამდენიმე ვებგვერდი გვთავაზობს

წარმოდგენილი პროდუქციის ვიდეო განხილვებს.

ჯამში, რაოდენობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ

ელექტრონული კომერციის ვებგვერდები საშუალოდ ინტერაქტიულია, რადგან

შეფასებული ვებგვერდების უმეტესობა - 55% აკმაყოფილებს - 3 ან 4 კრიტერიუმს, რაც

ცხრილი N3-ის მიხედვით საშუალოდ ინტერაქტიულს ნიშნავს. 35%-ს აქვს დაბალი და

10%-ს აქვს მაღალი ინტერაქტიულობის მაჩვენებელი.

Page 32: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

31 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

5.3 უმაღლესი სასწავლებლების ვებგვერდების ანალიზი

კვლევის ფარგლებში, მოხდა საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების

კონტენტ-ანალიზი. უნივერსიტეტებისთვის და ინსტიტუტებისთვის, განსაკუთრებით

მნიშვნელოვანია ახალი მედიისა და ინტერაქტიულობის გამოყენება. საერთაშორისო

გამჭირვალობა საქართველოს (2012) კვლევის მიხედვით, 18-დან 35 წლამდე ასაკის

ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ყოველდღე სარგებლობს ინტერნეტით. ასევე, კვლევის

მიხედვით, სრული ან არასრული განათლების მქონე ადამიანების 50% ყოველდღე

იყენებს ინტერნეტს (Transparency International Georgia, 2012). ეს მონაცემები

მეტყველებს იმაზე, რომ უმაღლესი სასწავლებლების სამიზნე აუდიტორია ახალი

მედიის აქტიური მომხმარებელია - ისევე როგორც პოტენციური, ასევე არსებული

სტუდენტები და დაინტერესებული პირები. შესაბამისად, უმაღლესი

უნივერსიტეტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინტერაქტიული ვებგვერდი

სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტების და ინსტიტუტებისთვის, ინტერაქტიულ

კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უმაღლესი სასწავლებლების 20

კორპორატიული ვებგვერდიდან 17 - ანუ 85%-ი აკმაყოფილებს მეთოდში მოცემული

კრიტერიუმიდან მხოლოდ ერთს, ორს ან ვერცერთს. დანარჩენი 3 ვებგვერდი - 15%

აკმაყოფილებს 3 ან 4 კრიტერიუმს - არის საშუალოდ ინტერაქტიული. დეტალური

მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ დიაგრამა N5-ში.

როგორც გრუნიგი (2009) ამბობს, საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე

მოდელში, კომუნიკაცია ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ორმხრივი და

სიმეტრიული უნდა იყოს, რომელიც კვლევას, მოსმენას და დიალოგის რეჟიმს ეფუძნება.

ამ მოდელში საზოგადოებისგან მიღებულ ინფორმაციას ითვალისწინებენ

გადაწყვეტილების მიღებისას (Grunig 2009). უმაღლესი სასწავლებლებისთვის კი

Page 33: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

32 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არსებულ და პოტენციური სტუდენტებისგან

მიღებულ უკუკავშირს.

უმაღლესი სასწავლებლების ვებგვერდების ინტერაქტიულობის შეფასება 6 კრიტერიუმის მიხედვით

ფილიპსმა (2009) შეიმუშავა ციფრული საკომუნიკაციო საშუალებების სქემა,

რომელიც ერგება გრუნიგის (1984) საზოგადოებასთან ურთიერთობის ოთხ მოდელს.

პირველ ორ მოდელში - პროპაგანდა და საჯარო ინფორმაცია, ვებგვერდი გამოიყურება

შემდეგნაირად: ტიპიური ვებგვერდი, რომელიც არის სტატიკური, დატვირთული

მხოლოდ ტექსტური მასალით და ბროშურებით, სიახლეებით, რომლებსაც გათიშული

აქვთ კომენტარის საშუალება. ამ მოდელში აღნიშნულია, რომ რაც უფრო ნაკლებად

გამოიყენება ინტერაქტიული ელემენტები, მით უფრო ნაკლებია მომხმარებლის ნდობა

(Phillips 2009, as cited in Grunig 2009). კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ უმაღლესი

ვებგვერდები მიესადაგებიან გრუნიგის (1984) პრესის სააგენტო და საჯარო

ინფორმაციის მოდელს, რადგან იყენებენ ახალი მედიას ინფორმაციის მხოლოდ

ცალმხრივად გასავრცელებლად.

5%

55%

25%

5% 10%

დიაგრამა N5

ვერ აკმაყოფილებს ვერცერთ

კრიტერიუმს

აკმაყოფილებს 1 კრიტერიუმს

აკმაყოფილებს 2 კრიტერიუმს

აკმაყოფილებს 3 კრიტერიუმს

აკმაყოფილებს 4 კრიტერიუმს

Page 34: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

33 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია იმის გაგება,

შესწავლილი ვებგვერდებიდან, ინტერაქტიულობის რომელი კრიტერიუმი უფრო

ხშირად გვხვდება მათ ვებგვერდებზე. სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ დიაგრამა N6-

ში.

ინტერაქტიულობის რომელი კრიტერიუმი უფრო ხშირად გვხვდება უმაღლესი სასწავლებლების

ვებგვერდებზე

უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობას გააჩნია კონტროლის საშუალება, რაც

მეთოდით განსაზღვრულია, როგორც ენების გადართვის და ძებნის ფუნქციები. 20-დან

მხოლოდ 3 ვებგვერდს აქვს გამოხმაურების შესაძლებლობა, რაც გამოიხატება

სოციალური მედიის ანგარიშით, სიახლეებზე კომენტარის გაკეთების საშუალებით.

ინტერაქცია რეალურ დროში აღმოაჩნდა მხოლოდ ერთ ვებგვერდს. ეს ფუნქცია

შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ირჩევენ მომავალ

უნივერსიტეტს და ინფორმაციის მიღებას ვებგვერდის საშუალებით ცდილობენ.

ონლაინ დახმარების ფუნქციით, შესაძლებელი იქნებოდა სწრაფად

დაგვეკმაყოფილებინა დაინტერესებული პირის მოთხოვნილებები. პერსონალიზაციის

19

3 1 0

4 5

0 2 4 6 8

10 12 14 16 18 20

დიაგრამა N6

კონტროლის საშუალება

გამოხმაურება

ინტერაქცია რეალური დროში

კავშირის შესაძლებლობა

პერსონალიზაცია/კონფიგურაცია

გართობა

Page 35: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

34 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

და კონფიგურაციის შესაძლებლობა აღმოაჩნდა მხოლოდ 4 ვებგვერდს, რაც

გამოიხატებოდა სიახლეების კალენდრით მოძებნის ფუნქციით. გართობის ფუნქცია

შეგხვდა მხოლოდ 5 ვებგვერდზე. შავი ზღვის უნივერსიტეტისა და პოლიციის

აკადემიის ვებგვერდის ვიზიტორებს, შეუძლიათ დაათვალიერონ უნივერსიტეტის

შენობა ინტერაქტიული 3-განზომილებიანი ტურით.

რაოდენობრივი მონაცემების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უმაღლესი

სასწავლებლების ვებგვერდების უმეტესობა დაბალ ინტერაქტიულია, რადგან

შესწავლილი ვებგვერდების დიდი ნაწილი, 85% - 17 ვებგვერდი აკმაყოფილებს

მეთოდში მოცემული კრიტერიუმებიდან ვერცერთს, 1-ს ან 2-ს, რაც ცხრილი N3-ის

მიხედვით დაბალ ინტერაქტიულობას ნიშნას.

5.4 ინტერაქტიულობა სფეროების მიხედვით

ამ ქვეთავში ავტორი უპასუხებს კვლევის კითხვებში განსაზღვრულ მეორე შეკითხვას:

2. ახდენს თუ არა გავლენას ორგანიზაციის ტიპი ვებგვერდის

ინტერაქტიულობაზე? (ა) სამთავრობო უწყებების (აღმასრულებელი

ხელისუფლება - სამინისტროები და მინისტრის აპარატები), (ბ) ელექტრონული

კომერციისა და (გ) საგანმანათლებლო სფეროს, კერძოდ, უმაღლესი

სასწავლებლების შედარება.

კვლევაში ავტორმა შეისწავლა 60 კორპორატიული ვებგვერდი, 20-20 ვებგვერდი სამი

სხვადასხვა სფეროდან და კვლევის კითხვებში დაინტერესდა, რამდენად ახდენდა

კონკრეტული სფერო გავლენას ვებგვერდის ინტერაქტიულობაზე. ასევე, 6

განსაზღვრული კრიტერიუმიდან რომელი უფრო ხშირად გამოიყენება სხვადასხვა

ტიპის ორგანიზაციაში.

Page 36: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

35 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

სამი სფეროს შესადარებლად გამოყენებული იქნა One-Way ANOVA სტატისტიკური

ხელსაწყო, რათა შეგვედარებინა რაოდენობრივი კონტენტ-ანალიზის შედეგები.

ANOVA-ს ტესტმა აჩვენა, რომ შემოწმებულ ჯგუფებს შორის სტატისტიკურად

მნიშვნელოვანი განსხვავებაა (F (2, 57) =5.18, p=.008). ტუკის POST-HOC ტესტმა კი

გამოავლინა, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება (P<.01) არის

ელექტრონული კომერციისა და უმაღლესი სასწავლებლების ვებგვერდების

ინტერაქტიულობებს შორის (იხილეთ დანართი N5)

საინტერესოა იმის გაგება, მოცემული 6 კრიტერიუმიდან, ჯამურად რამდენი

შეგხვდა თითოეული სფეროს ვებგვერდზე. ამის გაგება, შესაძლებელია თუ

გაანალიზებული ვებგვერდების შეფასებას დავაჯამებთ სფეროების მიხედვით.

დიაგრამა N7-ში შეგიძლიათ იხილოთ მოცემული სტატისტიკა.

დიაგრამიდან ჩანს, რომ საჯარო უწყებების 20 ვებგვერდზე შეგხვდა 42 კრიტერიუმი

(ერთ ვებგვერდზე საშუალოდ მოდის 2.1), 54 კრიტერიუმი შეგხვდა ელექტრონული

კომერციის ვებგვერდებზე (ერთ ვებგვერდზე მოდის საშუალოდ 2.7) და 32 უმაღლესი

სასწავლებლების ვებგვერდზე (1 ვებგვერდზე საშუალოდ მოდის 1.6 კრიტერიუმი).

საჯარო უწყებები

ელ. კომერცია

უმაღლესი სასწავლებლები

0 10 20 30 40 50 60

საჯარო უწყებები ელ. კომერცია უმაღლესი

სასწავლებლები

აკმაყოფილებს 42 54 32

დიაგრამა N7

Page 37: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

36 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

რაოდენობრივი კონტენტ-ანალიზის შედეგებიდან შეგვიძლია შევაფასოთ, 6

განსაზღვრული კრიტერიუმიდან რომელი უფრო ხშირად გამოიყენება სხვადასხვა

ტიპის ორგანიზაციაში.

სამინისტროების ვებგვერდებზე ყველაზე ხშირად გვხვდება კონტროლის

საშუალება (19/20) და პერსონალიზაცია/კონფიგურაციის შესაძლებლობები

(15/20);

ელექტრონული კომერციის ვებგვერდებზე, ყველა შესწავლილ ვებგვერდზე

გვხვდება პერსონალიზაცია/კონფიგურაციის შესაძლებლობები (20/20) და

გამოხმაურების შესაძლებლობა (13/20)

უმაღლესი სასწავლებლების ვებგვერდებზე ყველაზე ხშირად გვხვდება

კონტროლის საშუალება (19/20) და გართობის შესაძლებლობები (5/20);

ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ ელექტრონული კომერციის ვებგვერდებში უფრო მეტად

ექცევა დიალოგურ ინტერაქტიულობას (გამოხმაურების შესაძლებლობა) ყურადღება

ვიდრე დანარჩენ ორს. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ კატეგორია ინტერაქცია რეალურ

დროში ყველაზე მეტად სწორედ ელექტრონული კომერციის ვებგვერდებზე გვხვდება

(5/20).

შესაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ სამ ჯგუფში, ინტერაქტიულობა მკვეთრად

განსხვავდება ელექტრონული კომერციისა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის.

დანარჩენ სფეროებს შორის მკვეთრი განსხვავება, სტატისტიკურად არ დასტურდება.

Page 38: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

37 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

თავი 6. დასკვნა და რეკომენდაციები

შესწავლილი ვებგვერდებიდან მიღებული შედეგებიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ

დასკვნები. მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდების უმეტესობა საშუალოდ ან დაბალ

ინტერაქტიულია, რაც მეთოდით გათვალისწინებული ცხრილით ნიშნავს, რომ

აკმაყოფილებს 1, 2 ან 3 კრიტერიუმს, აღსანიშნავია, რომ შეინიშნება პოზიტიური

ნიშნებიც. ბევრ ვებგვერდზე შევხვდით სხვადასხვა საინტერესო ვებინსტრუმენტს,

რომლითაც იზრდება ინტერაქტიულობა. სამწუხაროდ, ვებგვერდების უმეტესობას არ

გააჩნდა კავშირის შესაძლებლობა, რომლის საშუალებითაც ვებგვერდის მომხმარებლებს

ექნებოდათ დიალოგისა და დისკუსიის საშუალება. ეს ფუნქცია, შესაძლოა, ძალიან

გამოადგეთ სახელმწიფო უწყებების და უნივერსიტეტების საზოგადოებასთან

ურთიერთობის თანამშრომლებს.

როგორც ლიტერატურის მიმოხილვიდან ჩანს, ახალი მედია გვაძლევს საშუალებას,

რომ ორმხრივი კომუნიკაცია ვაწარმოოთ საზოგადოებასთან, სწორედ ამ ასპექტს უსვამს

ხაზს პროფესორი ჯეიმს გრუნიგი (2009). მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიები

ყოველთვის ცვლის მიდგომებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.

ინტერნეტის განვითარებამ, მასკომუნიკაციას ახალი ფუნქციები შესძინა და მათ შორის

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინტერაქტიულობა. როგორც გრუნიგი ამბობს,

საზოგადოებასთან ურთიერთობის ბევრი პრაქტიკოსი ძველებურად იყენებს ახალ

მედიას, რაც გულისხმობს ინფორმაციის ცალმხრივად გავრცელებას და არა,

ინტერაქტიულ დიალოგს საზოგადოებასთან. გრუნიგის თქმით, პრაქტიკოსები უნდა

მოერგონ ახალ მედიას და საზოგადოებასთან ურთიერთობა ორმხრივი სიმეტრიული

მოდელის მიხედვით უნდა განავითარონ, რაც მიზნად ისახავს ორგანიზაციასა და

საზოგადოებას შორის ორმხრივი გაგების მიღწევას. საზოგადოებასთან ურთიერთობის

ამ მოდელში, კომუნიკაციის მიზანია საზოგადოებასთან დიალოგი, კონფლიქტის

აღმოფხვრა, ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ურთიერთგაგებისა და

Page 39: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

38 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

პატივისცემის ჩამოყალიბება. ფილიპსის (2009) მიხედვით, რომელმაც ჩამოაყალიბა

ახალი სქემა გრუნიგის (1984) საზოგადოებასთან ურთიერთობის ოთხი მოდელის

მიხედვით, რაც უფრო გახსნილი და ინტერაქტიულია ორგანიზაციის თანამედროვე

საკომუნიკაციო საშუალებები (ვებგვერდი, სოციალური მედია), მით უფრო იზრდება

საზოგადოების ნდობა ამ ორგანიზაციის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში საკმაოდ აქტიურად იყენებენ

სოციალურ მედიას, რომელიც თავისი ბუნებით ძალიან ინტერაქტიულია,

საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლებმა არ უნდა დაივიწყონ ვებგვერდის

ინტერაქტიული შესაძლებლობები. გარტნერის (http://www.gartner.com) კვლევის

მიხედვით, რომელიც ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2013 წელს,

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალი პრაქტიკოსი

ორგანიზაციის ვებგვერდს კვლავ მიიჩნევს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვებრესურსად.

სახელმწიფო უწყებებისა და უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობას, ოფიციალურ

ვებგვერდზე არ აქვს გამოხმაურების საშუალება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს

სიახლეზე კომენტარის გაკეთებით. ამ ფაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზაციის

ვებგვერდის ვიზიტორში ჩაკეტილობისა და არაინტერაქტიულობის შეგრძნება.

სამინისტროებს, რომლებსაც განსაკუთრებით ეხებათ სოციალური სფერო, შეუძლიათ

გამოიყენონ ინტერაქცია რეალურ დროში, რათა მეყსეულად დააკმაყოფილონ

დაინტერესებული პირების კითხვები და მიიღონ ინფორმაცია. IDFI-ს კვლევაში

აღნიშნულია, რომ ვებგვერდების ინტერაქტიული ხარისხის გაზრდა და ინოვაციური

საკომუნიკაციო სერვისების (გამოკითხვების, განხილვების, პეტიციების, ფორუმების)

დანერგვა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი რესურსის გამოყენებას, იდეების მოზიდვას

და მოქალაქეებზე ორიენტირებულ მმართველობის განვითარებას.

ელექტრონული კომერციის სფერომ, მაქსიმალურად უნდა აითვისოს რეალურ

დროში ინტერაქციის შესაძლებლობა - ამ ფუნქციით შესაძლებელია მაქსიმალური

ინფორმაცია მივაწოდოთ კომპანიის პოტენციურ კლიენტებს და, ასევე, მათგან

Page 40: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

39 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

მიღებული უკუკავშირი გავითვალისწინოთ მომავალში. ასევე, იზრუნონ ვებგვერდის

გართობის ფუნქციებზე. ასევე, მნიშნველოვანია, რომ მომხმარებლებმა შეძლონ

პროდუქციის შეფასება.

უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ხშირად

აბიტურიენტები გადაწყვეტილებას, თუ რომელ უნივერსიტეტში ჩააბარონ,

ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით იღებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია

ვებგვერდის ინტერაქტიული განვითარება, რათა პოტენციურ სტუდენტებს

გაუადვილდეთ გადაწყვეტილების მიღება. ასევე, არსებული სტუდენტების თუ

აკადემიური წრის გაერთიანება შეიძლება სხვადასხვა ტიპის ფორუმების და

სადისკუსიო ოთახების მეშვეობით.

სოციალური მედიის (Facebook, G+, Twitter) სხვადასხვა ხელსაწყოები იძლევა იმის

საშუალებას, რომ ვებგვერდზე დაინერგოს კომენტარების გაკეთების საშუალება,

რომლის საშუალებთ, არა მარტო ვებგვერდის ვიზიტორებს, არამედ ორგანიზაციასა და

საზოგადოებას შორისაც შესაძლებელია, რომ დამყარდეს კომუნიკაცია.

თავი 7. კვლევის შეზღუდვები

კვლევის მთავარ შეზღუდვად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტორი, რომ კვლევის

მეთოდი ეფუძნება თეორიულ ჩარჩოს, რომელიც შეიქმნა 2000 წელს - 15 წლით ადრე. ამ

პერიოდში ინტერნეტმა და ვებგვერდებმა მრავალი ცვლილება განიცადეს, როგორც

ტექნიკურად, ასევე შინაარსობრივად. ამ პერიოდში განვითარდა სოციალური მედია,

რის შედეგადაც მოხდა მათი და ვებგვერდების შერწყმა (ინტეგრირებული კომენტარები,

სხვადასხვა Plugin-ები). ასევე, ხშირად, ინტერაქტიული კომუნიკაციისთვის

ორგანიზაციები უმეტესწილად იყენებენ სოციალური მედიის არხებს, ვიდრე

ოფიციალურ ვებგვერდს, ეს ასპექტი მოცემულ კვლევაში გათვალისწინებული არ არის

და აქცენტს აკეთებს მხოლოდ ვებგვერდებზე.

Page 41: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

40 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სასწავლებლების საკვლევ სიაში მოხვდა

თითქმის ყველა პოპულარული უნივერსიტეტი თუ ინსტიტუტი, კვლევის მეორე

შეზღუდვად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ უმაღლესი სასწავლებლების

შერჩევისას, გათვალისწინებული არ იყო მათი აკრედიტაციის ფაქტორი. მომავალი

კვლევებისას, სასურველია, უმაღლესი სასწავლებლების სია შეირჩეს ოფიციალური,

აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სიიდან (სავარაუდოდ, მეცნიერებისა და

განათლების სამინისტროს ვებრესურსებიდან)

შემდეგი შეზღუდვაა უნიკალური ვიზიტორების მთვლელი ვებგვერდის www.top.ge-

ს სანდოობა. მრავალი ქართული კომპანია არ იყენებს top.ge-ს მთვლელს და

შესაბამისად, ვერ მოხვდებოდა ელექტრონული კომერციის ვებგვერდების სიაში მათი

პოპულარულობის მიუხედავად.

ინტერაქტიული ვებგვერდებით დაინტერესებულმა პირებმა, სასურველია

მოახდინონ მეტი წინასწარი მოკვლევა თანამედროვე ვებგვერდების და ახალი

ინტერაქტიული ფუნქციების შესახებ და შეისწავლონ არსებული მასალები უკეთ.

Page 42: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

41 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

გამოყენებული ლიტერატურა:

Baran, S., & Davis, D. (2011). Mass communication theory: Foundations, ferment, and future.

Cengage Learning.

DeFleur, M. L., Dennis, E. E., & Hanus, M. S. (1998). Understanding mass communication.

Boston: Houghton Mifflin.

Dholakia, R. R., Zhao, M., Dholakia, N., & Fortin, D. R. (2000). Interactivity and revisits to

websites: A theoretical framework. Retrieved June, 17, 2002.

Eighmey, J. (1997). Profiling user responses to commercial websites. Journal of advertising

research, 37, 59-66.

Fleming, J., & Koman, R. (1998). Web navigation: designing the user experience (p. 166).

Sebastopol, CA: O'reilly.

Freedom House (2011-2014). Freedom of net in Georgia.

www.freedomhouse.org/report/freedom-net/2014/Georgia

Gamble, R. H. (1999). Electronic commerce: the way of the future is still in flux. BUSINESS

CREDIT-NEW YORK-, 101, 24-28.

Gartner (2013). Key Findings From U.S. Digital Marketing Spending Survey, 2013.

www.gartner.com

Grunig, J. E. (2009). Paradigms of global public relations in an age of digitalisation. PRism, 6(2),

1-19.

Gustavsen, P. A., & Tilley, E. (2003). Public relations communication through corporate

websites: Towards an understanding of the role of interactivity. Prism, 1(1), 1-14.

Hoffman, D. L., & Novak, T. P. (1996). Marketing in hypermedia computer-mediated

environments: conceptual foundations. The Journal of Marketing, 50-68.

McQuail, D. (2010). McQuail's mass communication theory. Sage publications.

Wilcox, D. L., & Cameron, G. T. (2009). Public Relations strategies and tactics . Boston: Prearson

Education. Inc.

Page 43: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

42 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

Wilcox, D. L., & Reber, B. H. (2012). Public relations writing and media techniques. (4th ed.)

New York: Longman.

Williams, F., Rice, R. E., & Rogers, E. M. (1988). Research methods and the new media. Simon

and Schuster.

ასათიანი ს. (2011). სოციალური მედია სკოლაში. გამომცემლობა „სანდროს წიგნები“.

კეჭაყმაძე მ. (2013) „სამთავრობო დაწესებულებების ელექტრონული კომუნიკაციის

სტრატეგია“. www.idfi.ge

Page 44: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

43 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

დანართები

დანართი N1

სამთავრობო უწყებების ვებგვერდების კონტენტ-ანალიზი

ორგანიზაციის

დასახელება

ვებგვერდის

მისამართი კონტროლი გამოხმაურება

ინტერაქცი

ა რეალურ

დროში

კავშირის

შესაძლებლობ

პერსონალიზა

ცია/

კონფიგურაცი

გართობის

შესაძლებლ

ობა

შეფასება

საქართველოს

მთავრობა www.gov.ge ✓ - - - - - 1/6

ეკონომიკისა და

მდგრადი

განვითარების

სამინისტრო

www.economy.gov.ge ✓ - - - ✓ - 2/6

ენერგეტიკის

სამინისტრო www.energy.gov.ge ✓ ✓ - - ✓ ✓ 4/6

შრომის,

ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის

სამინისტრო

www.moh.gov.ge ✓ - - - ✓ - 2/6

ოკუპირებული

ტერიტორიებიდან

იძულებით

გადაადგილებულ

პირთა, განსახლებისა

და ლტოლვილთა

სამინისტრო

www.mra.gov.ge/ ✓ - ✓ - ✓ - 3/6

განათლებისა და

მეცნიერების

სამინისტრო

www.mes.gov.ge ✓ - ✓ - ✓ - 3/6

სოფლის მეურნეობის

სამინისტრო www.moa.gov.ge ✓ - - - - - 1/6

რეგიონული

განვითარებისა და

ინფრასტრუქტურის

სამინისტრო

www.mrdi.gov.ge ✓ - - - - - 1/6

ფინანსთა

სამინისტრო www.mof.ge ✓ - - - ✓ ✓ 3/6

კულტურისა და

ძეგლთა დაცვის

სამინისტრო

www.mcs.gov.ge ✓ - - - ✓ - 2/6

თავდაცვის

სამინისტრო www.mod.gov.ge ✓ - - - - - 1/6

იუსტიციის

სამინისტრო www.justice.gov.ge ✓ - - - ✓ - 2/6

საგარეო საქმეთა

სამინისტრო www.mfa.gov.ge ✓ - - - ✓ - 2/6

შინაგან საქმეთა

სამინისტრო www.police.ge ✓ - - - ✓ - 2/6

სასჯელაღსრულები

ს და პრობაციის

სამინისტრო www.mcla.gov.ge ✓ - - - ✓ - 2/6

გარემოსა და

ბუნებრივი

რესურსების დაცვის

სამინისტრო

www.moe.gov.ge ✓ - - - ✓ ✓ 2/6

მინისტრის აპარატი

ევროპულ და

ევროატლანტიკურ

www.eu-nato.gov.ge/ ✓ - - - ✓ - 2/6

Page 45: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

44 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

სტრუქტურებში

ინტეგრაციის

საკითხებში მინისტრის აპარატი

შერიგებისა და

სამოქალაქო

თანასწორობის

საკითხებში

www.smr.gov.ge ✓ - - - ✓ - 2/6

მინისტრის აპარატი

დიასპორის

საკითხებში

www.diaspora.gov.ge ✓ ✓ - - ✓ ✓ 4/6

თბილისის მერია www.new.tbilis i.gov.ge/ - ✓ - - - - 1/6

კრიტერიუმების

ჯამი 19 3 2 0 15 4 ჯამი 42

ელექტრონული კომერციის ვებგვერდების კონტენტ-ანალიზი

ორგანიზაციის

დასახელება

ვებგვერდის

მისამართი კონტროლი გამოხმაურება

ინტერაქცი

ა რეალურ

დროში

კავშირის

შესაძლებლობ

პერსონალიზა

ცია/

კონფიგურაცი

გართობის

შესაძლებლ

ობა

შეფასება

ფასდაკლებების საიტი www.hotsale.ge - ✓ ✓ - ✓ - 3/6 ინტერნეტ მაღაზია www.be.ge ✓ ✓ - ✓ ✓ ✓ 5/6 ელიტ ელექტრონიკსი www.ee.ge ✓ - ✓ - ✓ - 3/6

ონლაინ მაღაზია www.mantis.ge - ✓ - - ✓ ✓ 3/6 სააფთიაქო ქსელის

PSP-ს ონლაინ

აფთიაქი

www.psponline.ge - - - - ✓ - 1/6

წიგნის მაღაზიათა

ქსელი ბიბლუსი www.biblus i.ge ✓ ✓ - - ✓ ✓ 4/6

ონლაინ

განცხადებების

ვებგვერდი

www.mymarket.ge ✓ ✓ - - ✓ - 3/6

MOBI - ტექნიკის

მაღაზიათა ქსელი www.mobi.ge - ✓ - - ✓ ✓ 3/6

ელექტრონული

წიგნები www.lit.ge - - - - ✓ - 1/6

ტექნიკის მაღაზიათა

ქსელი „ოქეი“ www.ok-shop.ge - - - - ✓ - 1/6

ტექნიკის მაღაზიათა

ქსელი „მეგატექნიკა“ www.megatechnica.ge - - ✓ - ✓ - 2/6

ტექნიკის მაღაზიათა

ქსელი „ტექნობუმი“ www.technoboom.ge - - - - ✓ - 1/6

მაისურების ონლაინ

მაღაზია www.mymaika.ge - - - - ✓ - 1/6

უფასო კუპონების,

ფასდაკლებების

საიტი www.mydeal.ge - ✓ - - ✓ - 2/6

ინტერნეტ მაღაზია

HOTSPOT.GE www.hotspot.ge - ✓ - - ✓ ✓ 3/6

ონლაინ მაღაზია www.elva.ge - ✓ ✓ - ✓ - 3/6

ტექნიკის მაღაზიათა

ქსელი “ზუმერი” www.zoommer.ge - ✓ - - ✓ ✓ 3/6

Page 46: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

45 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

ტექნიკის მაღაზიათა

ქსელი “ალტა” www.alta.ge ✓ ✓ - - ✓ ✓ 4/6

ტექნიკის მაღაზიათა

ქსელი “სმაილი” www.smiley.ge ✓ ✓ ✓ - ✓ ✓ 5/6

უძრავი ქონების

პორტალი www.myhome.ge ✓ ✓ - - ✓ - 3/6

კრიტერიუმების

ჯამი 7 13 5 1 20 8 ჯამი 53

უმაღლესი სასწავლებლების ვებგვერდების კონტენტ-ანალიზი

ორგანიზაციის

დასახელება

ვებგვერდის

მისამართი კონტროლი გამოხმაურება

ინტერაქც

ია

რეალურ

დროში

კავშირის

შესაძლებლობ

პერსონალიზა

ცია/

კონფიგურაცი

გართობის

შესაძლებლ

ობა

შეფასება

საქართველოს

ტექნიკური

უნივერსიტეტი

www.gtu.ge ✓ - - - - - 1/6

საქართველოს

საავიაციო

უნივერსიტეტი

www.ssu.edu.ge ✓ - - - - - 1/6

ილიას სახელმწიფო

უნივერსიტეტი www.iliauni.edu.ge ✓ - - - - - 1/6

საქართველოს ბანკის

უნივერსიტეტი www.bog.edu.ge ✓ - - - - - 1/6

საქართველოს

საზოგადოებრივ

საქმეთა ინსტიტუტი

www.gipa.ge ✓ ✓ - - ✓ ✓ 4/6

ივ. ჯავახიშვილის

სახელობის თბილისის

სახელმწიფო

უნივერსიტეტი

www.tsu.edu.ge ✓ - - - ✓ - 2/6

კავკასიის

უნივერსიტეტი www.cu.edu.ge ✓ - - - - - 1/6

შავი ზღვის

საერთაშორისო

უნივერსიტეტი www.ibsu.edu.ge ✓ - - - - ✓ 2/6

ქართულ-ამერიკული

უნივერსიტეტი www.gau.ge ✓ - - - - - 1/6

ახალი უმაღლესი

სასწავლებელი www.newuni.edu.ge ✓ - - - - - 1/6

თბილისის სამხატვრო

აკადემია www.art.edu.ge ✓ - - - ✓ 2/6 საქართველოს

უნივერსიტეტი www.ug.edu.ge ✓ ✓ ✓ - - ✓ 4/6 წმ. გრიგოლ ფერაძის

თბილისის სასწავლო

უნივერსიტეტი www.gpstu.edu.ge ✓ ✓ - - - - 2/6

თავისუფალი

უნივერსიტეტი www.freeuni.edu.ge ✓ - - - - - 1/6

შოთა რუსთაველის

თეატრისა და კინოს

სახელმწიფო

უნივერსიტეტი

www.tafu.edu.ge ✓ - - - - - 1/6

საქართველოს

ბიზნეს აკადემია www.sba.edu.ge - - - - - - 0/6

საქართველოს შსს-ს

აკადემია www.policeacademy.ge ✓ - - - - ✓ 2/6

Page 47: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

46 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

დავით

აღმაშენებლის

სახელობის

უნივერსიტეტი

www.sdasu.edu.ge ✓ - - - ✓ ✓ 3/6

საქართველოს

აგრარული

უნივერსიტეტი

www.agruni.edu.ge ✓ - - - - - 1/6

თბილისის

ბიზნესისა და

მენეჯმენტის

აკადემია

www.ael.edu.ge ✓ - - - - - 1/6

კრიტერიუმების

ჯამი 19 3 1 0 4 5 ჯამი

32

Page 48: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

47 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

დანართი N2

კოდირების წიგნი

1. მომხმარებლის მიერ გაკონტროლების საშუალება (User Control);

ენების შეცვლის შესაძლებლობა (მაგალითად, ვებგვერდის გადართვა

ინგლისურ ან რუსულ ენაზე;

ვებგვერდის საძიებო სისტემის გამოყენება.

2. გამოხმაურება (Responsiveness);

ვებგვერდის ვიზიტორებთან კომუნიკაციაში შესვლის საშუალებები

(დიალოგური ინტერაქტიულობა): უკუკავშირის (feedback), კითხვის დასმისა

და გამოხმაურების შესაძლებლობა.

3. ინტერაქცია რეალურ დროში (Real Time Interaction);

მომენტალური/სწრაფი შეტყობინებების ფუნქცია, ონლაინ დახმარება -

სასაუბროების გამოყენებით (chartroom);

4. კავშირის შესაძლებლობა (Connectedness);

იმის საშუალება, რომ ვებგვერდის ვიზიტორებმა შეძლონ ერთმანეთში

კომუნიკაცია და კავშირის დამყარება: კომენტარების საშუალებით აზრის

გაზიარება და დიალოგი სხვა მომხმარებელთან, ფორუმები;

5. პერსონალიზაცია/კონფიგურაცია (Personalization/Configuration);

ფილტრები, პერსონალიზაციისა და კონფიგურაციის შესაძლებლობები

სასურველი ინფორმაციის / პროდუქტის / სერვისის მოსაძებნად.

ინფორმაციის შეთავაზების შესაძლებლობა, რომელიც დაკავშირებულია

მომხმარებლის მიერ უკვე განხორციელებული ძებნის ან გამოყენებული

ფილტრების საფუძველზე.

6. გართობა (Playfulness).

ანიმაციები, ინტერაქტიული თამაშები, სლაიდშოუები, ვიდეოები. (Dholakia et

al, 2000).

Page 49: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

48 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

დანართი N3

ინსტრუქცია

a) კონტენტ-ანალიზის დაწყებამდე წაიკითხეთ კოდირების ცხრილი რამდენიმეჯერ.

b) გახსენი ბრაუზერი და ეწვიე ცხრილში მოცემულ ვებგვერდს. ვათვალიერებთ

მთავარ გვერდს, შიდა გვერდებს და კონტენტს 15 წუთის განმავლობაში;

c) ვიღებთ ცხრილს და ვიწყებთ კონტენტ ანალიზს;

d) პირველ რიგში ვაფასებთ მომხმარებლის მიერ გაკონტროლების საშუალებას (User

Control) - თუ ვებგვერდს აქვს ენების შეცვლის და ძებნის ფუნქცია - გრაფაში,

შესაბამისი ვებგვერდის გასწვრივ აღვნიშნავთ სიმბოლოს ✓, თუ არ გააჩნია ეს

ფუნქცია ვუწერთ სიმბოლოს - ;

e) გამოხმაურება (Responsiveness) - თუ ვებგვერდს გააჩნია რომელიმე: კომენტარის

გაკეთების, გამოხმაურების, პროდუქციის შეფასების ფუნქცია (რა დროსაც

კომენტარი ინახება და შესაძლებელია დიალოგის წარმოება ინდივიდთან)

ვებგვერდს, გამოხმაურების გრაფაში ვუწერთ ✓, თუ არ გააჩნია ვუწერთ

სიმბოლოს - ;

f) ინტერაქცია რეალურ დროში - თუ ვებგვერდს გააჩნია ფუნქცია, რომლის

დახმარებითაც შესაძლებელია ონლაინრეჟიმში საუბარი შესაბამისი ვებგვერდის

გასწვრივ აღვნიშნავთ სიმბოლოს ✓, თუ არ გააჩნია ეს ფუნქცია ვუწერთ

სიმბოლოს - ;

g) კავშირის შესაძლებლობა (Connectedness) - თუ ვებგვერდს აქვს შესაძლებლობა,

სხვადასხვა მომხმარებელი დაუკავშირდეს ერთმანეთს და შეძლოს დისკუსია,

მაგალითად ფორუმი, ჩატრუმი შესაბამისი ვებგვერდის გასწვრივ აღვნიშნავთ

სიმბოლოს ✓, თუ არ გააჩნია ეს ფუნქცია ვუწერთ სიმბოლოს - ;

h) პერსონალიზაცია/კონფიგურაცია (Personalization/Configuration) - თუ ვებგვერდს

აქვს სპეციალური ფილტრები, მაგალითად სიახლეების არქივის ძებნისთვის, ან

პროდუქციის ძებნისათვის გამოყენებული ფილტრები შესაბამისი ვებგვერდის

გასწვრივ აღვნიშნავთ სიმბოლოს ✓, თუ არ გააჩნია ეს ფუნქცია ვუწერთ

სიმბოლოს - ;

i) გართობა (Playfulness) - თუკი ვებგვერდზე განლაგებულია ანიმაციები,

ინტერაქტიული თამაშები, სლაიდშოუები, ვიდეოები. შესაბამისი ვებგვერდის

გასწვრივ აღვნიშნავთ სიმბოლოს ✓, თუ არ გააჩნია ეს ფუნქცია ვუწერთ

სიმბოლოს - ;

Page 50: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

49 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

დანართი N4

Inter-coder reliability

შეთანხმება % Scott's Pi

კონტროლი 100% 1

გამოხმაურება 100% 1

ინტერაქცია რეალურ დროში 100% 1

ინტერაქცია რეალურ დროში 100% 1

პერსონალიზაცია/ კონფიგურაცია 100% 1

გართობის შესაძლებლობა 83% -0.0909091

Page 51: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

50 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი

დანართი N5

Page 52: Revaz Beselashvili_Master thesis

ინტერაქტიული ვებგვერდების როლი კომპანიასა და

აუდიტორიას შორის კომუნიკაციაზე: ქართული ორგანიზაციების კორპორატიული ვებგვერდების ანალიზი

51 | გ ვ ე რ დ ი რ ე ვ ა ზ ბ ე ს ე ლ ა შ ვ ი ლ ი