wdsf- ჩაცმულობის 2014 · მანძილი ტრუსის ზედა...

9
სსცეფ-ჩაცმულობის წესები (2014) 1 სსცეფ-და WDSF-ის ჩაცმულობის წესები ახალი 2014 წლის რედაქცია წესების მოქმედების და გამოყენების სფერო 1. ჩაცმულობის წესების წინმდებარე რედაქცია დამტკიცებულია საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის გამგეობის (პრეზიდიუმის) მიერ და ეს წესები შედგენილია სპორტცეკვების მსოფლიო ფედერაციის (შემდგომ ტექსტში WDSF-ის) ჩაცმულობის წესების სრული დაცვით; 2. წინამდებარე წესები მოქმედებს სსცეფ-ეგიდით მიერ ორგანიზებულ ყველა შჯიბრზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათი დაცვა სავალდებულოა სსცეფ-ყველა წევრის მიერ; 3. სსცეფ-გამგეობას (პრეზიდიუმს) უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები და შესწორებები ამ წესებში და ასევე დაუშვას გამონაკლისები; 4. წინმდებარე წესები ძალაში შედის 2014 წლის 01 მარტიდან; სსცეფ-ოფიციალური ვებ- გვერდის www.gndsf.ge ამოქმედების შემდეგ, წესები გამოქვეყნდება საიტზე და ხელმისაწვდომი იქნება სსცეფ-ყველა წევრისთვის; საერთო წესები 1. სპორტული კოსტუმი უნდა შეესაბამებოდეს თითოეული დისციპლინის (ევროპული და ლათინო-ამერიკული ცეკვების) ხასიათს; 2. სპორტული კოსტუმი უნდა ფარავდეს ათლეტის სხეულის ინტიმურ ნაწილებს; 3. სპორტული კოსტუმი და მაკიაჟი უნდა შეეფერდებოდეს ათლეტის ასაკს და მისი ოსტატობის დონეს; 4. რელიგიური სიმბოლიკის გამოყენება დეკორაციის სახით ან მათი გამოყენება იუველირული მოკაზმულობისთვის აკრძალულია (ეს არ ეხება პერსონალურ სიმბოლოებს: ჯვრები, მედალიონები და სხვა); 5. მთავარ მსაჯს უფლება აქვს მოსთხოვოს ათლეტს მოიხსნას იუველირული ნაკეთობა,თუ ეს ნაკეთობა წარმოადგენს საფრთხეს თვითონ ათლეტისთვის ან გარშემო მყოფთათვის; 6. ათლეტს უფლება აქვს ჩაიცვას მასზე 1 რანგით დაბალი კატეგორიის საცეკვაო კოსტუმი; 7. სასტარტო ნომერი პარტნიორი ვაჟის ზურგზე (ან სოლო შემსრულებლის კაბაზე) არის კოსტუმის ელემენტი და ამავე დროს ტურნირის ოფიციალური დოკუმენტი. ნომრის ზომა უნდა შეესაბამებოდეს А5 ფორმატს პლუს 20 % ფართობი სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის განსათავსებლად. აკრძალულია სასტარტო ნომრის ფორმის ან შინაარსის ნებისმიერი სახის ცვლილება. მთავარი მსაჯი იყენებს დისციპლინარულ სანქციებს, იმ ათლეტის მიმართ, რომელიც დაარღვევს ზემოთ ჩამოთვლილ წესებს; სანქციები თუ ათლეტის სპორტული კოსტუმი არ შეესაბამება წინამდებარე წესებს, მთავარ მსაჯს, რომელსაც ეხმარება ფედერაციის ჩაცმულობისა და პროგრამული შეზღუდვების კომისარი, უფლება აქვს გაფრთხილება და შენიშვნა მისცეს ათლეტს, რომ მან შემდეგ რაუნდამდე მოაწესრიგოს აღმოჩენილი ნაკლოვანება ან გამოიცვალოს საცეკვაო კოსტიუმი;

Upload: others

Post on 29-Jul-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: WDSF- ჩაცმულობის 2014 · მანძილი ტრუსის ზედა და ქვედა ხაზებს შორის უნდა იყოს

სსცეფ-ს ჩაცმულობის წესები (2014წ) 1

სსცეფ-ს და WDSF-ის ჩაცმულობის წესები ახალი 2014 წლის რედაქცია

წესების მოქმედების და გამოყენების სფერო

1. ჩაცმულობის წესების წინმდებარე რედაქცია დამტკიცებულია საქართველოს

სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის გამგეობის (პრეზიდიუმის) მიერ და ეს წესები

შედგენილია სპორტცეკვების მსოფლიო ფედერაციის (შემდგომ ტექსტში WDSF-ის) ჩაცმულობის წესების სრული დაცვით;

2. წინამდებარე წესები მოქმედებს სსცეფ-ს ეგიდით მიერ ორგანიზებულ ყველა შჯიბრზე

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათი დაცვა სავალდებულოა სსცეფ-ს ყველა

წევრის მიერ;

3. სსცეფ-ს გამგეობას (პრეზიდიუმს) უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები და შესწორებები

ამ წესებში და ასევე დაუშვას გამონაკლისები;

4. წინმდებარე წესები ძალაში შედის 2014 წლის 01 მარტიდან; სსცეფ-ს ოფიციალური ვებ-

გვერდის www.gndsf.ge ამოქმედების შემდეგ, წესები გამოქვეყნდება საიტზე და

ხელმისაწვდომი იქნება სსცეფ-ს ყველა წევრისთვის;

საერთო წესები

1. სპორტული კოსტუმი უნდა შეესაბამებოდეს თითოეული დისციპლინის (ევროპული და ლათინო-ამერიკული ცეკვების) ხასიათს;

2. სპორტული კოსტუმი უნდა ფარავდეს ათლეტის სხეულის ინტიმურ ნაწილებს; 3. სპორტული კოსტუმი და მაკიაჟი უნდა შეეფერდებოდეს ათლეტის ასაკს და მისი

ოსტატობის დონეს; 4. რელიგიური სიმბოლიკის გამოყენება დეკორაციის სახით ან მათი გამოყენება

იუველირული მოკაზმულობისთვის აკრძალულია (ეს არ ეხება პერსონალურ სიმბოლოებს: ჯვრები, მედალიონები და სხვა);

5. მთავარ მსაჯს უფლება აქვს მოსთხოვოს ათლეტს მოიხსნას იუველირული ნაკეთობა,თუ ეს ნაკეთობა წარმოადგენს საფრთხეს თვითონ ათლეტისთვის ან გარშემო მყოფთათვის;

6. ათლეტს უფლება აქვს ჩაიცვას მასზე 1 რანგით დაბალი კატეგორიის საცეკვაო კოსტუმი; 7. სასტარტო ნომერი პარტნიორი ვაჟის ზურგზე (ან სოლო შემსრულებლის კაბაზე) არის

კოსტუმის ელემენტი და ამავე დროს ტურნირის ოფიციალური დოკუმენტი. ნომრის ზომა უნდა შეესაბამებოდეს А5 ფორმატს პლუს 20 % ფართობი სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის განსათავსებლად. აკრძალულია სასტარტო ნომრის ფორმის ან შინაარსის ნებისმიერი სახის ცვლილება. მთავარი მსაჯი იყენებს დისციპლინარულ სანქციებს, იმ ათლეტის მიმართ, რომელიც დაარღვევს ზემოთ ჩამოთვლილ წესებს;

სანქციები

თუ ათლეტის სპორტული კოსტუმი არ შეესაბამება წინამდებარე წესებს, მთავარ მსაჯს,

რომელსაც ეხმარება ფედერაციის ჩაცმულობისა და პროგრამული შეზღუდვების კომისარი,

უფლება აქვს გაფრთხილება და შენიშვნა მისცეს ათლეტს, რომ მან შემდეგ რაუნდამდე

მოაწესრიგოს აღმოჩენილი ნაკლოვანება ან გამოიცვალოს საცეკვაო კოსტიუმი;

Page 2: WDSF- ჩაცმულობის 2014 · მანძილი ტრუსის ზედა და ქვედა ხაზებს შორის უნდა იყოს

სსცეფ-ს ჩაცმულობის წესები (2014წ) 2

წინააღმდეგ შემთხვევაში მთავარ მსაჯს შეუძლია ათლეტის (წყვილის) დისკვალიფიკაცია; თუკი ათლეტი (წყვილი) რეგულარულად არღვევს ჩაცმულობის წესებს, არ ითვალისწინებს

მთავარი მსაჯის შენიშვნებს და დისკვალიფიკაციას, ფედერაციის გამგეობას (პრეზიდიუმს) და

სპორტ- დირექტორს აქვთ უფლება მიიღონ უფრო მკაცრი დისციპლუნარული ზომები ასეთი

დამრღვევის წინააღმდეგ; ჩაცმულობის წესბში გამოყენებული შემოკლებების და ტერმინების განმარტებები

წინამდებარე წესების დებულებების ინტერპრეტაციისას გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

1. NR – No Restriction - შეზღუდვა არ არის

2. დაშვებულია

3. აკრძალულია

4. IA–(Intimacy Area) - სხეულის ინტიმური ნაწილი - ეს არის სხეულის ის ნაწილი,

რომელიც დაფარული უნდა იყოს არა-გამჭირვალე მატერიით ან გამჭირვალე

მატერიით, რომელიც დაფარულია არა-გამჭირვალე დეკორაციით; ხოლო თუკი

გამოიყენება კანის ფერის მატერია, ის აუცილებლად დაფარული უნდა იყოს

დეკორაციით;

გოგონებისთვის და ქალბატონებისათვის:

1. ტანგა ტრუსები - აკრძალულია;

2. კანის ფერის ტრუსები - აკრძალულია;

3. მკერდი უნდა იყოს დაფარული;

4. ბიუსჰალტერის (ბრას) 2 წრეს შორის მანძილი უნდა იყოს 5 სმ-ზე ნაკლები;

5. SA - (Shape Area) - მინიმალურად დაფარული ინტიმური ზონა; ამ ზონაში

ნებადართულია გამჭირვალე მატერიის გამოყენება და ასევე ნებისმიერი ფერის

მატერიის გამოყენება; 6. დეკორაცია - Decoration - ყველაფერი, რაც მაგრდება ძირითად მატერიაზე, თმაზე ან

კანზე - როგორც ბზინვარე ეფექტით (თვლები, ქვები და სხვა), ასევე ბზინვარე ეფექტის

გარეშე (ყვევილები, პეპლები, ბუმბული, ბახრამა, ლენტები და სხვა); შენიშვნა: ფრაკის

კლიპსები, ღილის სამაგრები, შარვლის ასაწევი და დამჭერი ქამრები - არ ითვლება

დეკორაციად; 7. HL - (Hip Line) - ტრუსის ზედა ხაზი (რამდენად დაბლა არის) - ეს არის სწორი

ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც გადის დუნდულების კუნთების დასრულების ზედა

ხაზის გასწვრივ და ის სრულად უნდა იყოს დაფარული; 8. PL - (Panty Line) - ტრუსის ქვედა ხაზი (რამდენად მაღლა არის)

უკანა მხარეს - მთლიანი დუნდულა სრულად უნდა იყოს დაფარული;

წინა მხარეს - მიყვება თავისუფალი ფეხის დაწყებისა და სხეულის ხაზს;

მანძილი ტრუსის ზედა და ქვედა ხაზებს შორის უნდა იყოს 5 სმ-ზე მეტი;

Page 3: WDSF- ჩაცმულობის 2014 · მანძილი ტრუსის ზედა და ქვედა ხაზებს შორის უნდა იყოს

სსცეფ-ს ჩაცმულობის წესები (2014წ) 3

ვაჟებისთვის და მამაკაცებისთვის:

პერანგის გახსნის მაქსიმალური წერტილი - მამაკაცის პერანგი შესაძლებელია გახსნილი

იყოს ქამრის შესაკრავის ზედა ხაზამდე ან შარვლის ზედა ხაზის ცენტრამდე;

სოლო შემსრულებლების ჩაცმულობის წესები:

8 წლამდე სოლო შემსრულებლები - იყენებენ იუვენალების ჩაცმულობის წესებს;

9-12 წლამდე სოლო შემსრულებლები - იყენებენ იუნიორ I ჩაცმულობის წესებს;

13 წელს ზევით სოლო შემსრულებლები - იყენებენ უფროსების ჩაცმულობის წესებს;

1. საცეკვაო კოსტიუმის აღწერა - დაშვებულია მხოლოდ ეს

ასაკი პარტნიორი ვაჟი პარტნიორი გოგონა

დისციპ. სტანდარტი - ST ლათინი - LA სტანდარტი - ST ლათინი - LA

იუვენალები

- Juv

enile

s (1

2 წლ

ამდე)

პერანგი- თეთრი, გრძელმკლავიანი;

შარვალი- მხოლოდ შავი;

ჰალსტუხი/პეპელა- მხოლოდ შავი;

ბლუზი, ბოდე ან მაისური - მხოლოდ თეთრი

ქვედაბოლო - მხოლოდ

შავი

კაბა -უბრალო, 1 ფერის კაბა

(კანის ფერის გარდა) + ტრუსი

ბოდი და კაბა - 1

ფერის ბოდე (კანის ფერის გარდა) იმავე

ფერის ქვედაბოლო-სთან ერთად

დამატებითი დეტალები - დანართში #1 დამატებითი დეტალები - დანართში #2

Page 4: WDSF- ჩაცმულობის 2014 · მანძილი ტრუსის ზედა და ქვედა ხაზებს შორის უნდა იყოს

სსცეფ-ს ჩაცმულობის წესები (2014წ) 4

იუნი

ორი

II, ახ

ალგაზრდებ

ი, უფროსები

, სენიო

რებ

ი–Ju

nior

II, Y

outh

, Adu

lt, S

enio

r

კოსტიუმის პიჯაკი, შარვალი და ჰალსტუხი - შავი ან მუქი ლურჯი; პერანგი - თეთრი;

ან ფრაკის პერანგი და

პეპელა - თეთრი

ფრაკი - შავი ან მუქი ლურჯი;

კერძოდ კი:

შარვალი და ფრაკი -

შავი ან მუქი ლურჯი;

ხოლო:

ჟილეტი,

ფრაკის პერანგი

და პეპელა - თეთრი;

პერანგი ან

ტოპი-

ნებისმიერი ფერის, მათ

შორის შერეული ფერების

შარვალი-

ნებისმიერი ფერის, გარდა

კანის ფერის

2 ნაწილისგან (ზედა და

ქვედა) შემდგარი

საკონკურსი კაბა -

აკრძალულია;

IA - სხეულის ინტიმური ნაწილი; PL - ტრუსის ქვედა ხაზი; SA - მინიმალურად დაფარული ინტიმური ზონა; HL - ტრუსის ზედა ხაზი; ზედა და ქვედა ნაწილი არ

უნდა იყოს ბიკინი - (საპლაჟო კოსტუმი)

იუნი

ორი

I –Ju

nior

I (1

2-13

წწ)

პერანგი - თეთრი,

გრძელმკლავიანი;

ჟილეტი - მხოლოდ შავი;

შარვალი - მხოლოდ შავი;

ჰალსტუხი/პეპელა -

თეთრი ან მხოლოდ შავი;

პერანგი ან ტოპი-

გრძელმკლავიანი,თეთრი ან

მხოლოდ შავი;

ჟილეტი(სურვილის

შემთხვევაში) - მხოლოდ შავი;

შარვალი - მხოლოდ შავი;

საკონკურსო კაბა -

Jn I – ნებისმიერი ფერის კაბა

(კანის ფერის გარდა)

ყველა სხვა ქვეჯგუფებში -

ნებისმიერი ფერის კაბა

Page 5: WDSF- ჩაცმულობის 2014 · მანძილი ტრუსის ზედა და ქვედა ხაზებს შორის უნდა იყოს

სსცეფ-ს ჩაცმულობის წესები (2014წ) 5

2. საცეკვაო კოსტიუმის დეკორაციები და ბზინვარების ეფექტი

ასაკი პარტნიორი ვაჟი პარტნიორი გოგონა

დისციპ. სტანდარტი - ST ლათინი - LA სტანდარტი - ST ლათინი - LA

Juv - Jn I

ვაჟებისთვის: ნებისმიერი დეკორაცია - აკრძალულია;

მატერია ბზინვარე ეფექტით - აკრძალულია;

გოგონებისთვის:

დეკორაცია ბზინვარე ეფექტით - აკრძალულია; დეკორაცია ბზინვარე ეფექტის გარეშე - დაშვებულია

Jn II– Sen NR – No Restriction - შეზღუდვა არ არის

3. ფეხსაცმელები, წინდები, კოლგოტკები

ასაკი პარტნიორი ვაჟი პარტნიორი გოგონა

დისციპ. სტანდარტი - ST ლათინი - LA სტანდარტი - ST ლათინი - LA

Juv

ქუსლი: მაქს. 2,5 სმ;

წინდები: მხოლოდ შავი ან მუქი ლურჯი

ფეხსაცმელი: მხოლოდ შავი ფერის

ქუსლი: ბლოკი, მაქს. 3,5 სმ;

წინდები: თეთრი ფერის - დაბალყელიანი;

ფეხსაცმელი: მხოლოდ ვერცხლისფერი და ბეჟი ფერის

კოლგოტკები:

დაშვებულია მხოლოდ კანის ფერის; ბადე კოლგოტკები - აკრძალულია:

Jn I

ქუსლი: მაქს. 3,5 სმ;

წინდები: მხოლოდ შავი ან მუქი ლურჯი

ფეხსაცმელი: მხოლოდ შავი ფერის

ქუსლი: მაქს. 3,5 სმ;

მოკლე წინდები: დაშვებულია;

ბადე კოლგოტკები - აკრძალულია:

Jn II– Sen NR – No Restriction - შეზღუდვა არ არის

Page 6: WDSF- ჩაცმულობის 2014 · მანძილი ტრუსის ზედა და ქვედა ხაზებს შორის უნდა იყოს

სსცეფ-ს ჩაცმულობის წესები (2014წ) 6

4. ვარცხნილობა

ასაკი პარტნიორი ვაჟი პარტნიორი გოგონა

დისციპ. სტანდარტი - ST ლათინი - LA სტანდარტი - ST ლათინი - LA

Juv

თუკი თმის სიგრძე მხრებამდე აქვს ვაჟს,

მან აუცილებლად უნდა შეიკრას თმა;

დეკორაციები და ფერადი თმის ლაქი -

აკრძალულია:

Jn I

დეკორაცია ან/და ფერადი თმის ლაქი - აკრძალულია;

დეკორაცია ბზინვარე ეფექტით- დაშვებულია

Jn II - Sen NR – შეზღუდვა არ არის

5. მაკიაჟი

ასაკი პარტნიორი ვაჟი პარტნიორი გოგონა

დისციპ. სტანდარტი - ST ლათინი - LA სტანდარტი - ST ლათინი - LA

Juv– Jn I

NA – აკრძალულია

Jn II– Sen

NR – შეზღუდვა არ არის

6. დეკორაციები (პირადი იუველირიის გარდა)

ასაკი პარტნიორი ვაჟი პარტნიორი გოგონა

დისციპ. სტანდარტი - ST ლათინი - LA სტანდარტი - ST ლათინი - LA

Juv- Jn I

დეკორაცია, იუველირია - NA – აკრძალულია

Jn II– Sen

NR – შეზღუდვა არ არის

Page 7: WDSF- ჩაცმულობის 2014 · მანძილი ტრუსის ზედა და ქვედა ხაზებს შორის უნდა იყოს

სსცეფ-ს ჩაცმულობის წესები (2014წ) 7

დანართი #1: ი უ ვ ე ნ ა ლ ე ბ ი პარტნიორი ვაჟის კოსტუმის დამატებითი აღწერა პერანგი:

1. დაშვებულია მხოლოდ - უბრალო, თეთრი ფერის, გრძელმკლავებიანი პერანგი; (მაგალითად ბამბის ან ნახევრად ბამბის - პოლიესტერის პერანგები);

2. აკრძალულია - ბრჭყვიალა ან ბზინვარე ნაჭრისგან შკერილი პერანგი(მაგალითად ისეთების, როგორიცაა: თვალისმომჭრელი,ატლასის,მოქარგული,გამჭვირვალე,გიპიურის,კრუჟავოებიანი,ბადისებრი ან ფაქტურული ნაჭერი);

3. აკრძალულია - სახელოს სამაგრები, ფრაკის საყელო, ფიგურულად გამოჭრილი საყელო, სახელო და მანჟეტები, ჩანართები და მკლავების დახვევა პერანგზე;

4. დაშვებულია - უბრალო,წვრილი,თეთრი და გამჭვირვალე ღილები; 5. პერანგი უნდა იყოს შარვალში ჩატნეული;

Page 8: WDSF- ჩაცმულობის 2014 · მანძილი ტრუსის ზედა და ქვედა ხაზებს შორის უნდა იყოს

სსცეფ-ს ჩაცმულობის წესები (2014წ) 8

დანართი #2: ი უ ვ ე ნ ა ლ ე ბ ი პარტნიორი გოგონას კოსტუმის დამატებითი აღწერა ა. საყელოს ამოჭრა:

დაშვებულია მხოლოდ ეს ნიმუშბი, სხვა ტიპის გამოჭრა-აკრძალულია:

ბ. სახელოები

დაშვებულია მხოლოდ ეს ნიმუშბი, სხვა ტიპის გამოჭრა-აკრძალულია:

გ. ქვედაბოლო

დაშვებულია მხოლოდ ეს ნიმუშბი, სხვა ტიპის გამოჭრა-აკრძალულია:

Page 9: WDSF- ჩაცმულობის 2014 · მანძილი ტრუსის ზედა და ქვედა ხაზებს შორის უნდა იყოს

სსცეფ-ს ჩაცმულობის წესები (2014წ) 9

სხა დაშვებული ნიმუშები:

1. დაშვებულია მხოლოდ - უბრალო, სადა ან ნაკეცებიანი ქვედაბოლო (მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 ნახევარწრიული ნაკეცი); თავისუფალი, რომელიც არ არის შემოჭერილი წელზე და დუნდულებზე;

2. მხოლოდ ერთი, უბრალო, წრიული ე.წ. ”შიდა ქვედა-ბოლო” ნებადართულია, ხოლო უფრო დიდი ზომის ”შიდა ქვედა-ბოლო” - აკრძალულია; ამასთან ზედა ქვედაბოლო მთლიანად უნდა ფარავდეს ”შიდა ქვედა-ბოლოს”;

3. ქვედაბოლოს სიგრძე უნდა იყოს ერთნაირი მთელ გარშემოწერილობაზე; 4. სიგრძე არ უნდა იყოს 10 სმ-ზე მეტი მუხლის ცენტრიდან ზევით და არა უნდა იყოს

5 სმ-ზე მეტი მუხლის ქვედა ხაზიდან; 5. აკრძალულია - ქვედაბოლო იყოს თვალისმომჭრელი, ნაქარგი, გამჭვირვალე ან

ბადისებრი ნაჭერისგან შეკერილი ან იყოს სხვა ფაქტურული დამუშავებით; 6. სახელოს სამაგრები - აკრძალულია; 7. ე.წ. ”ობორკები” ზედა ან შიდა ქვედაბოლოზე, ”ვოლანები” და შარფი - აკრძალულია; 8. მყარი ან რბილი ლენტები - კაბის დაბოლოებებზე, ძუა ქვედაბოლოს ბოლოებზე -

ნებადართულია; 9. აპლიკაციები, თასმები, ე.წ. ”სბორკები და ობორკები”, გიპიურის ნაჭრის ან სხვა

მატერიის სარტყელები ან ქამრები, შლეიფები, ფიგურული მანჟეტები, ფიგურული საყელოები აკრძალულია; ეს წესი არ ეხება სოლო შემსრულებლებს;

სსცეფ-ს გამგეობის (პრეზიდიუმის) სახელით,

გიორგი გაჩეჩილაძე ფედერაციის პრეზიდენტი ქ. თბილისი 18.02.2014