ნაციზმი გერმანიაში

27
ნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნ.ნნნნნნნნ 43-ნ ნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნ ნნნნნნნ

Upload: nino-abuladze

Post on 26-Jun-2015

1.143 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ნაციზმი გერმანიაში

ნაციზმი გერმანიაში

ტიციან ტაბიძის სახელობის ქ.თბილისის 43-ე საჯარო

სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძე

Page 2: ნაციზმი გერმანიაში

რა ხდება გერმანიაში I მსოფლიო ომის შემდეგ? ვერსალის ხელშეკრულების 231-ე პარაგრაფის მიხედვით,ომის გამჩაღებლად და დამნაშავედ მსოფლიომ სცნო მხოლოდ გერმანია და მისი მოკავშირეები;

დააკისრეს რეპარაციები;ჩამოართვეს კოლონიები;აუკრძალეს ფლოტის და არმიის ყოლა ;

გერმანიაში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი , რამაც ხელი შეუწყო რადიკალური ნაციონალიზმის აღორძინებას..

Page 3: ნაციზმი გერმანიაში

გერმანიამ დაკარგა არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ მას დაეკისრა 130 მილიარდი რაიხსმარკა-სარეპარაციო გადასახადი

რეპარაცია-გადასახადი, რომელსაც ომში დამარცხებული ქვეყანა უხდის გამარჯვებულს (ფულადი, ან ნატურალური გადასახადი)

Page 4: ნაციზმი გერმანიაში

გაიხსენე I მსოფლიო ომის წინა პირობები და ერთად ვიმსჯელოთ:

რამდენად სამართლიანი იყო ვერსალის 231-ე პარაგრაფი?

გერმანიასთან და ავსტრია-უნგრეთთან ერთად ხედავთ თუ არა სერბეთის , რუსეთის , საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ბრალეულობას ომის დაწყების საკითხში?

სურათზე :ჟ.კლემანსო(საფრაგეთი) ვ.ვილსონი (ა.შ. შ) ლ.ჯორჯი (ინგლისი)1919 წ.პარიზი

Page 5: ნაციზმი გერმანიაში

ფიქრობთ თუ არა, რომ ვერსალის ზავის მეტად მძიმე და უსამართლო იყო და შეუწყო თუ არა მან ხელი ახალი კონფლიქტის წარმოქმნას?

კი არა

გთხოვთ, პასუხი დავასაბუთოთ

Page 6: ნაციზმი გერმანიაში

ჰიტლერის მოსვლა ხელისუფლების სათავეში

1921 წელი-შეიქმნა ნაციონალ-სოციალისტური პარტია ;

1923 წელი-”ლუდის პუტჩი”1933 -ადოლფ ჰიტლერი აირჩიეს

რაიხსკანცლერად;1933-გერმანია გამოდის ერთა ლიგიდან;1934წ-ჰიტლერი გახდა ფიურერი ;(ბელადი)1933-1945-ჰოლოკოსტი;1935-ნიურბერგის კანონის მიღება;1938 წელი-ბროლის ღამე ;1939 წელი ეუთანაზიის დაკანონება გერმანიაში;

Page 7: ნაციზმი გერმანიაში

”ლუდის პუტჩი”-1923 წელიჰიტლერი შეიჭრა ლუდხანაში თავის შეიარაღებულ მომხრეებთან ერთად , აქ ბავარიის მთავრობა ატარებდა გასვლით სხდომას , მათ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა

ეს მოხდა მიუნხენში, შეფასებულია როგორ სახელმწიფო გადატრიალება, ჰიტლერს მიესაჯა ხუთწლიანი პატიმრობა, თუმცა პატიმრობიდან გაანთავისუფლეს 9 თვეში.

Page 8: ნაციზმი გერმანიაში

“ჩემი ბრძოლა” - mein kampf

ეს წიგნი მოგვიანებით ნაცისტური პარტიის საპროგრამო დოკუმენტად იქცა

Page 9: ნაციზმი გერმანიაში

ხშირად დასმული შეკითხვა:რას ერჩოდა ჰიტლერი ებრაელებს?პასუხი: ფიურერი ებრალებს და ასევე კომუნისტებს გერმანიის მარცხში ადანაშაულებდა...

Page 10: ნაციზმი გერმანიაში

გთხოვთ , გაიხსენოთ მსოფლიო ისტორიიდან ებრაელების დევნა ევროპაში....

რამდენად მართებულია ჰიტლერის მიერ ებრაელების დადანაშაულება გერმანიის მარცხში?

როგორ ფიქრობთ, სინამდვილეში რა მიზანს ემსახურებოდა ანტისემიტიზმი?

Page 11: ნაციზმი გერმანიაში

1929 წელს «ნსდაპ»-ის პარტიულ კრებაზე ნიურნბერგში ჰიტლერმა თქვა: “თუ გერმანია წლიურად ერთ მილიონ ბავშვს შობს და 700-იდან 800 ათასამდე სუსტს თავიდან მოიშორებს საბოლოოდ შედეგად მივიღებთ ძალთა ამაღლებას

ჰიტლერის პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო მისი ებრაელთა ამოჟლეტაზე მიზანმიმართული ანტისემიტიზმი და რადიკალური სოციალდარვინიზმი. თავისი პირველი საჯარო გამოსვლებიდან დაწყებული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი მუდამ თავს ესხმოდა ებრაელებს და სხვა “რასობრივად ნაკლულ” ერებს, რომელთა შორისაც ის გულისხმობდა ბოშებს, პოლონელებს და რუსებს.

Page 12: ნაციზმი გერმანიაში

რა ვიცით სვასტიკის შესახებ?! ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართოდ

გავრცელებული გრაფიკული სიმბოლო; მკლავებომხრილი ჯვრის სახეობა, რომელსაც თითქმის ყველა უძველეს კულტურასა და ცივილიზაციაში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა.

ჰიტლერმა  ჯერ კიდევ  1920 წლის აგვისტოში, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს გამოიყენა სვასტიკა, როგორც საკუთარი მოძრაობის სიმბოლო მან სვასტიკა დაუკავშირა „არიული რასის“ სიწმინდეს, მისტერიულ სათავეს და მის გარშემო ნაცისტური იდეოლოგია ააგო

Page 13: ნაციზმი გერმანიაში

ნაცისტური ორგანიზაციის გასამხედროებული ორგანიზაცია; ევალებოდა საპოლიციო სამსახური, მათი ხელ-ობით დიწყო საკონცებტრაციო ბანაკების შენება

რაიხსფიურერია-ჰაინრიხ ჰიმლერი

SSდამცავი რაზმი

გესტაპო Gestapo < Geheime Staatspolizeiშემოკლ. "საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია"ფაშისტურ გერმანიაში საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია, რომელიც წარმოადგენდა ჰიტლერელთა მასობრივი სისხლიანი ტერორის ორგანოს.

Page 14: ნაციზმი გერმანიაში

გთხოვთ, ჩამოაყალიბოთ თქვენი მოსაზრებები ქვევით მოცემული თვალსაჩინოებების მიხედვით

Page 15: ნაციზმი გერმანიაში

1932-1933 წლები

ჰიტლერმა მალე მოიპოვა ხალხის მხარდაჭერა1932 წელს ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ

არჩევნებში გაიმარჯვა1933 წელს გერმანიის პრეზედენტმა ჰიდენბურგმა ის

რაიხსკანცლერად დანიშნა მთავარ მეტოქედ ჰიტლერს კომუნისტები მიაჩნდა, ამიტომ მოაწყო

პროვოკაცია, ნაცისტებმა გადაწვეს რაიხსტაგი და დააბრალეს კომუნისტებს, ამან ხელი შეუწყო ნაცისტების ერთპიროვნულ ლიდერობას გერმანიაში

1933 წლიდან გერმანიის იმპერია მესამე რაიხად გამოცხადდა.

Page 16: ნაციზმი გერმანიაში

1934 წელი

პირველი პლებისციტი- გერმანიის გამოსვლა ერთა ლიგიდან, მხარი დაუჭირა 96%-მა

მეორე პლებისციტი-ჰიტლერს მოსახლეობის 90%-მა მხარი დაუჭირა და ის გახდა რაიხის ფიურერი (ბელადი)

პლებისციტი-კენჭისყრით საერთო სახალხო გამოკითხვა

Page 17: ნაციზმი გერმანიაში

ნაცისტური პარტიის რეორგანიზაცია - ”გრძელი დანების ღამე”

1934 წლის 29 ივნისს ჰიტლერი ვიესში მივიდა ესესელებით დაცული Schutz Staffeinel (SS), 24 საათის განმავლობაში დააპატიმრეს 200 ზე მეტი SA ოფიცერი. წმენდა საიდუმლოდ შეინახეს, სანამ 13 ივლისს ჰიტლერმა ხმამაღლა არ განაცხადა. ამ გამოსლისას ჰიტლერმა მომხდარს უწოდა „გრძელი დანების ღამე“, ცნობილი ნაცისტური სიმღერიდან აიღო ტექსტი. ამ ღამეს 400-მდე ადამიანი დახვრიტეს.

Page 18: ნაციზმი გერმანიაში

 „იმ საათებში მე ვიყავი პასუხისმგებელი გერმანელი ერის წინაშე და მე გავხდი გერმანელი ერის უმაღლესი მოსამართლე. მე გავეცი ბრძანება, ამ შეთქმულების ლიდერების დახვრეტაზე.”

გრძელი დანების ღამე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჰიტლერისთვის. ჰიტლერმა ყველას დანახა რომ ის გერმანიის უმაღლესი მმართველია და აქვს უფლება და ძალა იყოს მსაჯული, განსაზღვროს ვინ იცხოვროს და ვინ მოკვდეს...

Page 19: ნაციზმი გერმანიაში

გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ებრაელების, სლავების ,ასევე ბოშების და სექსუალური უმცირესობის მიმართ განხორციელებულ მასობრივ გენოციდს ერთი სიტყვით-ჰოლოკოსტით აღნიშნავენ.

ჰოლოკოსტი (სრული დაწვა)

Page 20: ნაციზმი გერმანიაში

ჰოლოკოსტის მემორიალი ბერლინში

გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ ორგანიზებულად გაანადგურა 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე, ასევე დახოცეს საბჭოელი ტყვე ჯარისკაცები(2 მილიონამდე), ჰომოსექსუალები(25 ათასამდე), განსხვავებული შესაძლებლებების მქონე ადამიანები და ფსიქიურად დაავადებულები (50 ათასამდე), ბოშები, იეჰოვას მოწმეები და ა.შ. (მსხვერპლთა რაოდენობა მიახლოებითია, რადგან ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს.)

27 იანვარი მთელს მსოფლიოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.

Page 21: ნაციზმი გერმანიაში

1935 წლის ნიურბერგის კანონი-გულისხმობდა სულით ავადმყოფი და უნარშეზღუდული ადამიანების (მათ შორის ბავშვების) ევთანაზიას; ებრაელებს ჩამოერთვათ მოქალაქეობა, კანონგარეშე გამოცხადდა ებრაელთან ქორწინება

ბროლის ღამე 1938 წელს პარიზში ებრაელმა ახალგაზრდამ მოკლაგერმანიის საელჩოს წარმომადგენელი, ეს გახდა საბაბი 8-9 ნოემბერს ებრაელთა სასტიკი დარბევისა გერმანიაში, მთელი ღამე ისმოდა მინის მტვრევის ხმა, სახელიც აქედან მომდინარეობს

ევთანაზია: ლუმინალის და მორფის სასიკვდილოდოზის გამოყენება

Page 22: ნაციზმი გერმანიაში

ჰიტლერის მთავარი ამოცანა იყო გერმანიის მსოფლიო იმპერიად გადაქცევა. ამ მხრივ იგი არა მარტო პირველი მსოფლიო ომის დანაკარგების გაბათილებას, არამედ აღმოსავლეთში უზარმაზარი ტერიტორიების დაპყრობას და კოლონიალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ესწრაფვოდა

Page 23: ნაციზმი გერმანიაში

 ჰიტლერის მიზნების განხორციელება სამხედრო კონფლიქტის გარეშე წარმოუდგენელი იყო და ამიტომაც იგი მთელი ძალისხმევით ემზადებოდა მისთვის.

ეს კონფლიქტი დაიწყო კიდეც-1939 წელს, რომელიც ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის სახელით არის ცნობილი

Page 24: ნაციზმი გერმანიაში

”1918 წლის 15 ოქტომბერს, ომის დასასრულამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰიტლერი ქიმიური აირით თავდასხმის მსხვეპლი შეიქნა. იგი დროებით ორივე თვალით დაბრმავდა და წინა პომერანიის ქალაქ პაზევალკის ლაზარეთში გადაიყვანეს. ლაზარეთის აქტების ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჰიტლერის სიბრმავე გერმანიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების ფაქტზე მომხდარი ჰისტერიული რეაქციის შედეგიც შეიძლება ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში იგი სამხედრო ფსიქიატრის მიერ იქნა გამოკვლეული და ამ უკანასკნელის დიაგნოზით,როგორც ფსიქოპატი, ლაზარეთიდან იქნა გათავისუფლებული”

ეს საინტერესოა.......

Page 25: ნაციზმი გერმანიაში

მოვიძიოთ ინტერნეტში და ვნახოთ რეჟისორი რომან პოლანსკის ფილმი ”პიანისტი” , ან სტივენ სპილბერგის ფილმი ”შინდლერის სია” და დავწეროთ თემა ”ნაციზმის დანაშაული კაცობრიების წინაშე”

დავალება 1

Page 26: ნაციზმი გერმანიაში

გაიხსენეთ ანა ფრანკის დღიური და გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომი

დავალება 2

Page 27: ნაციზმი გერმანიაში

გამოყენებული მასალა:

უახლესი ისტორია მსოფლიო ისტორია გიორგი გაფრინდაშვილიმე-12 კლასის სახელმძღვანელო (ბაკურ სულაკაურის

გამომცემლობა)Googlehttp://tbiliso.ge/index.php?/topic/1184-ადოლფ-

ჰიტლერი/page__st__80