საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

25
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები თამარ ენუქიშვილი

Upload: enuqishvili

Post on 03-Aug-2015

74 views

Category:

Education


2 download

TRANSCRIPT

Page 1: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

საბუნებისმეტყველო

მეცნიერებები

თამარ ენუქიშვილი

Page 2: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

საბუნებისმეტყველო განათლების

მნიშვნელობა

მოსწავლის აღჭურვა იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს.

გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები,

გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს როგორც პროფესიული წარმატებისათვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ.

Page 3: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებამ

რომ დააკმაყოფილოს აღნიშნული

კრიტერიუმები, საჭიროა მოსწავლეს:

• გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი

სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა

და შეცნობის მიმართ;

• განუვითარდეს ბუნებისმეტყველისათვის

საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი

უნარ-ჩვევები და შეძლოს მათი სხვადასხვა

სიტუაციაში გამოყენება;

• გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში

მიმდინარე პროცესების ერთიანობა;

Page 4: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

• ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე

ზრუნვის უნარ-ჩვევები;

• გამოუმუშავდეს კრიტიკული აზროვნების

და კომუნიკაციის უნარი;

• განუვითარდეს თვითშეფასების და

თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის

მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლოს

საზოგადოებაში თავისი ადგილის

განსაზღვრა;

Page 5: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

• მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების

წესის დაუფლების შესაძლებლობა;

• გაცნობიერებული ჰქონდეს მეცნიერების

როლი კაცობრიობის პროგრესში;

• გააზრებული ჰქონდეს ადამიანთა

თანამშრომლობის აუცილებლობა

კაცობრიობის განვითარებისთვის.

Page 6: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ბუნებისმეტყველების სწავლებისას ხდება

ყურადღების გამახვილება

• განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე,

• კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარებაზე

• ცოდნის გამოყენებაზე .

ეს არის როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა.

იაკობ გოგებაშვილის თანახმად, ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია - “გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (“ბუნების კარი”, I გამოცემის წინასიტყვაობა).

Page 7: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების

სწავლების მიზანი

• აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს ,

• განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,

• ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში,

• იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.

Page 8: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ამოცანები:

•ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები; •სამყაროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები; •დედამიწა და გარესამყარო; •გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.

ცოდნა:

Page 9: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:

•დაკვირვება, აღწერა; •კვლევის საგნის განსაზღვრა; •კვლევის ეტაპების განსაზღვრა; •აღრიცხვა; •კლასიფიკაცია; •გაზომვა; •კომუნიკაცია;

Page 10: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

დამოკიდებულება:

•ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ; •საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება; •ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ; •თანამშრომლობის სურვილი; •გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა; •უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.

Page 11: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

•მონაცემების ინტერპრეტაცია; •განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა; •ცდის დაგეგმვა; •ცდის ჩატარება; •მონაცემთა ანალიზი და შეფასება; •მოდელის შექმნა და გამოყენება.

Page 12: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

საბუნებისმეტყველო საგნების

სწავლების ორგანიზება საფეხურების

მიხედვით

დაწყებით საფეხურზე ისწავლება ინტეგრირებული საგანი

,,ბუნებისმეტყველება”, რომელიც აერთიანებს ცოდნას გეოგრაფიის, ასტრონომიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიისა და სამოქალაქო განათლების სფეროებიდან.

Page 13: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

საბაზო საფეხურზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ისწავლება შემდეგი სქემის მიხედვით:

VII კლასი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები - ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის საფუძვლების ინტეგრირებული კურსი.

VIII და IX კლასები - ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა - ცალ-ცალკე საგნები.

Page 14: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

საშუალო საფეხურზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ისწავლება შემდეგი სქემის მიხედვით:

X და XI კლასები - ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა - ცალ-ცალკე საგნები.

საშუალო საფეხურზე ისწავლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არჩევითი კურსებიც.

Page 15: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

შეფასება

განმავითარებელი განმსაზღვრელი

მიზანი სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა

სწავლის ხარისხის გაკონტროლება;

მოსწავლის მიღწევის დონის დადგენაეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;

აკადემიური მოსწრების დონისგანსაზღვრა

შეფასების საგანი სწავლის პროცესი

სწავლის შედეგი

შეფასებისშედეგადმიღებულიგადაწყვეტილება

წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებულიაქტივობის შერჩევა, სწავლებისსტრატეგიის შეცვლა,

რჩევა-დარიგებისმიცემა და სხვ.

მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე)დაშვება/არდაშვება

წარმარტებისკრიტერიუმებისგანსაზღვრა

კონკრეტული მოსწავლის წინსვლისსაფუძველზე (საკუთარ მიღწევებთან მიმართებით -

რა დონეს ფლობდა, რადონეს ფლობს)

იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწიასტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს(ყველასათვის საერთო, სტანდარტითდადგენილ ნორმასთან მიმართებაში)

შეფასებისსაშუალებები

თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;

კითხვარი;

სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი)კომენტარი;

უნარის განვითარების დონის აღწერა.

ქულა

Page 16: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

შეფასება საბუნებისმეტყველო

საგნებში(განმავითარებელი)

განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლისხარისხის

გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა

სიტყვიერიკომენტარი, რჩევა-

დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.

Page 17: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

შეფასება საბუნებისმეტყველო

საგნებში(განმსაზღვრელი)

1) საშინაო დავალება დავალების ტიპები: საშინაო ექსპერიმენტი, დაკვირვება ობიექტებსა და პროცესებზე, ინფორმაციის მოძიება, კონცეპტუალური რუკის შედგენა, მოდელირება, რეფერატის მომზადება და სხვა. ფასდება შემდეგი უნარები: •სააზროვნო უნარ-ჩვევები; •კვლევის უნარ-ჩვევები; •პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები; •თვითმართვის უნარ-ჩვევები.

Page 18: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

თარიღი:

ინფორმაციის მოძიების შეფასება

მოსწავლე შეფასების კრიტერიუმები

ინფორმაციის

წყაროების არჩევა

მოძიებული

ინფორმაციის

კვლევის

მიზანთან

შესაბამისობა

მოძიებული ინფორმაციის

ორგანიზება

ქულათა მაქსიმალური

რაოდენობა

0-3 0-4 0-3 10

1.

2.

3.

4.

5

6.

7.

რუბრიკის ნიმუში:

Page 19: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

2) საკლასო დავალება დავალების ტიპები: საკითხის განხილვა/დისკუსია, ექსპერიმენტი, მონაცემების აღრიცხვა/დამუშავება, მოდელირება, საველე/გასვლითი სამუშაოები და სხვა. ფასდება შემდეგი უნარები: •სააზროვნო უნარ-ჩვევები; •კვლევის უნარ-ჩვევები; •პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები; •სოციალური უნარ-ჩვევები; •კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; •თვითმართვის უნარ-ჩვევები.

Page 20: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

თარიღი: ექსპერიმენტის შეფასება

მოსწავლე შეფასების კრიტერიუმები

კვლევის

მიზნის

განსაზღვრ

საჭირო

ინვენტა

რის

განსაზღვ

რა

კვლევის

შედეგის

ვარაუდი

კვლევის

მიმდინა

რეობის

აღწერა

მონაცემე

ბის

აღრიცხვ

მონაცემთა

ანალიზი

დასკვნის

გამოტანა

ქულათა

მაქსიმალური

რაოდენობა

0-2 0-1 0-1 0-2 0-1 0-2 0-1 10

1.

2.

3.

4.

5

6.

7.

რუბრიკის ნიმუში:

Page 21: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

3) შემაჯამებელი დავალება

საბუნებისმეტყველო საგნების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ტესტი, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო, საველე/გასვლითი სამუშაო, მოდელირება, პროექტი, პრეზენტაცია და სხვა.

ფასდება შემდეგი უნარები: • სააზროვნო უნარ-ჩვევები; • კვლევის უნარ-ჩვევები; • პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები; • კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; • სოციალური უნარ-ჩვევები; • თვითმართვის უნარ-ჩვევები.

Page 22: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

თარიღი: კვლევითი პროექტი

მოსწავლე

შეფასების კრიტერიუმები

პროექტის

მიზანი

კვლევის

გეგმის

შემუშავ

ება

საკითხთა

დაკავშირ

ებული

ინფორმაც

იის

მოძიება

კვლევის

ჩატარებ

მონაცემ

ების

აღრიცხ

ვა

ანალიზ

ი და

დასკვნი

გაკეთებ

პრეზენტაცია ქულათა

მაქსიმალური

რაოდენობა

0-1 0-1 0-1 0-2 0-1 0-2 0-2 10

1.

2.

3.

4.

5

6.

7.

რუბრიკის ნიმუში:

Page 23: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ქულები შეფასების დონეები

10 მაღალი

9

8 საშუალოზე მაღალი

7

6 საშუალო

5

4 საშუალოზე დაბალი

3

2 დაბალი

1

Page 24: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

წყარო:

ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016,

ბუნებისმეტყველება.

Page 25: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები