სამოდელო გაკვეთილის პრეზენტაცია

Post on 22-Jun-2015

768 Views

Category:

Education

0 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის VIII კლასი.

გაკვთილის მიზნები :• სოფლის მეურნეობის,როგორცეკონომიკის შემადგენელიმნიშვნელოვანი ნაწილისგააზრება,• სოფლის მეურნეობისდარგობრივი სტრუქტურისგაცნობა,• სოფლის მეურნეობის სხვადასხვაპროდუქტის მნიშვნელოვანიმწარმოებელი და ექსპორტიორიქვეყნების გაცნობა

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:გეო VIII 1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა გეოგრაფიული თვალსაჩინოების ანალიზი.• განათავსებს ინფორმაციას კონტურულ რუკებზე და სხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე.• გეოგრაფიულ თვალსაჩინოებაზე მოცემულ ერთი ტიპის ინფორმაციას გამოხატავს სხვა სახით.

გეო VIII 3.მოსწავლეს შეუძლია ახსნას,თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

• იკვლევს სასოფლო-სამეურნეო განხრის ასორტიმენტს,აგროვებს მათ(მაგ.ცხრილის საშუალებით)• საქართველოს კუთხეების მიხედვით,განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო ტიპებს და შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით.

გეო VIII 6.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ვაჭრობის როლზე ეკონომიკის განვითარებაში.

• ირჩევს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ზოგიერთი დარგის პროდუქციას,იკვლევს ამ პროდუქციაზე მოთხოვნას მსოფლიო ბაზარზე და კონტურულ რუკაზე აღნიშნავს უმსხვილეს იმპორტიორ და ექსპორტიორ ქვეყნებს.

, გაკვეთილის მსვლელობა აქტივობების თანმიმდევრობა და

:დროI. საშინაო დავალება-5 წუთივამოწმებ საშინაო დავალებას:5-ჩამოთვალე ელექტროსადგურების ტიპები და

დააჯგუფე ისინი გარემოზე ზემოქმედების მიხედვით.ახსენი,თუ რატომ გამოიმუშავებს ზოგი მათგანი“ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას“,ზოგი კი პირიქით.

6-განმარტე როგორ გესმის გამონათქვამები:ა)“ენერგეტიკული კრიზისი“, ბ)“ენერგიის წყაროებზე კონტროლი ქვეყნის ძალაუფლების საწინდარია“,მოსწავლეს ვაფასებ საშინაო დავალების რუბრიკით.

II. გეოგრაფიულ თვალსაჩინოებაზე მუშაობა-5 წუთი.

მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ -მრეწველობის გარდა კიდევ რა დარგისაგან შედგება მეურნეობა(ეკონომიკა)?

პასუხის მოსმენის შემდეგ დაფაზე ვწერ მემცენარეობას და მეცხოველეობას , მოსწავლეთა დახმარებით ვადგენთ აზრობრივ რუკას.ვამოწმებ რა იციან მოსწავლეებმა ამ საკითხების ირგვლივ და ვახდენ არსებული ინფორმაციის შეკრება-მობილიზებას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

III. ვიდეოს ყურება–5 წუთი.

მოსწავლეებს ვუჩვენებ ჩემს მიერ You tube-ში ატვირთულ ვიდეოს სოფლის მეურნეობის შესახებ.ყურადღებას ვამახვილებ დარგის მნიშვნელობაზე,ბუნებრივი პირობების როლზე სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში,მომყავს შესაბამისი მაგალითები

MP4 Video

IV. ტექსტსა და გეოგრაფიულ თვალსაჩინოებაზე მუშაობა-10წუთი.

კლასს ვყოფ 3 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას:I ჯგუფს ევალება ,გააანალიზოს სახელმძღვანელოში მოცემული ნახ.29.4 და 29.5 და კლიმატური სარტყლების,ნახევარსფეროების და მსოფლიოს პოლიტიკური რუკების გამოყენებით,დაადგინოს,სად არის გავრცელებული ხორბალი და ყავა და ახსნას მათი გავრცელების არეალების გეოგრაფიული თავისებურებები.

II ჯგუფს ევალება,გაეცნოს სახელმძღვანელოში მოყვანილ მაგალითებს 1-4,ასევე ტექსტში მოცემულ ახალ ტერმინებს და მოამზადოს თემა სოფლის მეურნეობის შესახებ.III ჯგუფს ევალება,გააანალიზოს სახელმძღვანელოში მოცემული ნახ.29.8 და თავად შექმნილი პირობითი ნიშნების მიხედვით კონტურულ რუკაზე აღნიშნოს სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქციის მწარმოებელი უდიდესი ქვეყნები.

V. პრეზენტაცია 12წუთი.

მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი გამართავს ნამუშევრის პრეზენტაციას.

VI. გაკვეთილის შეჯამება-5 წუთი

მოსწავლეებს ვთხოვ გამოიყენონ საქართველოს ფიზიკური რუკა და უპასუხონ შემდეგ კითხვას:დასავლეთ საქართველოში სუბტროპიკული კულტურები მოჰყავთ მაგ. ციტრუსები,აღმოსავლეთში კი მევენახეობა,მეხილეობა და მებოსტნეობაა გავრცელებული.ბარში ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევენ,მთაში კი მეცხოველეობას.ახსენით,რომელმა ბუნებრივმა პირობებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი სოფლის მეურნეობის დარგების ამგვარ განაწილებაში?

პასუხების შემდეგ ვაჯამებ ჩატარებულ აქტივობებს.შევაფასებ და ვაძლევ საშინაო დავალებას: 5-გამოიკვლიონ ახლომდებარე სასოფლო-სამეურნეო ბაზარი ან სუპერმარკეტში წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტი.დააჯგუფონ ისინი იმის მიხედვით,თუ საქართველოს რომელ კუთხეში და რომელ ქვეყანაშია წარმოებული.თითოეულ პროდუქტს მიუწერონ სოფლის მეურნეობის რომელ დარგს და ქვედარგს მიეკუთვნება.6.დაადგინონ,სოფლის მეურნეობის რომელი დარგებია განვითარებული მის მხარეში,სოფელში და ახსნან რატომ განვითარდა სწორედ ეს დარგები.

VII. მოსწავლეთა შეფასება -3 წუთი

განმსაზღვრელი

1.საგაკვეთილო პროცესში .ჩართულობა

 2. გეოგრაფიული ინფორმაციის .მოძიების და ინტერპრეტაციის უნარი

 3. გეოგრაფიული კვლევის და ანალიზის. უნარი

 4. .პრეზენტაციის უნარი5.ჯგუფში ეფექტური მუშაობა

2 1 0

სრულად საშუალოდ არა

ჩამოთვლის ელექტროსადგურების ტიპებს

აჯგუფებს ელექტროსადგურებს გარემოზე ზემოქმედების მიხედვით

ხსნის რატომ გამოიმუშავებს ზოგი მატგანი „ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას“,ზოგი პირიქით.

განმატრავს გამონათქვამებს:“ენერგეტიკული კრიზისი“

„ენერგიის წყაროებზე კონტროლი ქვეყნის ძლიერების საფუძველია“

საშინაო დავალებამოსწავლის სახელი,გვარი-

2 1 0

კომპონენტები დიახ საშუალოდ არა

1.საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.

2. გეოგრაფიული ინფორმაციის მოძიების და ინტერპრეტაციის უნარი.

3.გეოგრაფიული კვლევის და ანალიზის უნარი. 

4. პრეზენტაციის უნარი.

5.ჯგუფში ეფექტური მუშაობა

შეფასების რუბრიკამოსწავლის სახელი, გვარი:

საკლასო მენეჯმენტი და საგანმანათლებლო რესურსები

VIII კლასის სახელმძღვანელო-გეოგრაფია- მ.ბლიაძე,გ.ჭანტურია,დ,კერესელიძე,დაფა,ცარცი,ფორმატის ქაღალდები,ფანქრები,მარკერები,კონტურული რუკა,მსოფლიოს პოლიტიკური რუკა.Buki

top related