კეტოაციდოზურიკომაკლინიკურადვლინდებაყველაჩამოთვლილინიშნით...

1200
ტესტ-კითხვარები ,,შინაგან მედიცინაში" 1. კეტოაციდოზური კომა კლინიკურად ვლინდება ყველა ჩამოთვლილი ნიშნით, გარდა: ) მკრთალი და მშრალი კანის საფარველი ) სხეულის ნორმალური ტემპერატურა *) არტერიული ჰიპერტენზია ) არტერიული ჰიპოტენზია ) კუსმაულის სუნთქვა, ჰაერში აცეტონის სუნი 2. კეტოაციდოზური კომა კლინიკურად ვლინდება ყველა ჩამოთვლილი ნიშნით, გარდა: ) მკრთალი და მშრალი კანის საფარველი ) სხეულის ნორმალური ტემპერატურა *) არტერიული ჰიპერტენზია ) არტერიული ჰიპოტენზია ) კუსმაულის სუნთქვა, ჰაერში აცეტონის სუნი 3. ასეპტიური პლევრიტი შეიძლება ახასიათებდეს: ) სისტემურ წითელ მგლურას ) ფილტვის ინფარქტს ) მიოკარდიუმის ინფარქტს ) პერიოდული დაავადება *) ყველა ზემოთჩამოთვლილს 4. ნეფროზული სინდრომი ახასიათებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დააავადებას, გარდა:

Upload: others

Post on 17-May-2020

26 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • ტესტ-კითხვარები ,,შინაგან მედიცინაში"

    1. კეტოაციდოზური კომა კლინიკურად ვლინდება ყველა ჩამოთვლილი ნიშნით, გარდა:

    ა ) მკრთალი და მშრალი კანის საფარველი

    ბ ) სხეულის ნორმალური ტემპერატურა

    *გ) არტერიული ჰიპერტენზია

    დ ) არტერიული ჰიპოტენზია

    ე ) კუსმაულის სუნთქვა, ჰაერში აცეტონის სუნი

    2. კეტოაციდოზური კომა კლინიკურად ვლინდება ყველა ჩამოთვლილი ნიშნით, გარდა:

    ა ) მკრთალი და მშრალი კანის საფარველი

    ბ ) სხეულის ნორმალური ტემპერატურა

    *გ) არტერიული ჰიპერტენზია

    დ ) არტერიული ჰიპოტენზია

    ე ) კუსმაულის სუნთქვა, ჰაერში აცეტონის სუნი

    3. ასეპტიური პლევრიტი შეიძლება ახასიათებდეს:

    ა ) სისტემურ წითელ მგლურას

    ბ ) ფილტვის ინფარქტს

    გ ) მიოკარდიუმის ინფარქტს

    დ ) პერიოდულიდაავადება

    *ე) ყველა ზემოთჩამოთვლილს

    4. ნეფროზული სინდრომი ახასიათებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილდააავადებას, გარდა:

  • *ა) მწვავე პიელონეფრიტი

    ბ ) მინიმალური ცვლილების გლომერულონეფრიტი

    გ )დიაბეტური ნეფროპათია

    დ )თირკმლის ამილოიდოზი

    ე ) ფოკალ სეგმენტური გლომერულონეფრიტი

    5. რომელი აუსკულტაციური ნიშანი არის დამახასიათებელი ჰიპერტროფიულიკარდიომიოპათიისათვის:

    ა )დიასტოლური შუილი მწვერვალზე

    *ბ) მკაფიო IV ტონი, ჰოლოსისტოლური შუილი

    გ ) სისტოლური შუილი ფილტვის არტერიაზე

    დ ) მეორე ტონის გაორება ფილტვის არტერიაზე

    ე )დიასტოლური შუილი აორტაზე

    6. ქვემოთჩამოთვლილი აუსკულტაციური ნიშნებიდან რომელი არის დამახასიათებელიწინაგულთაშუა ძგიდის დეფექტისათვის:

    ა ) სისტოლური შუილი მკერდის ძვლის მარჯვენა კიდესთან

    *ბ) მეორე ტონის ფიქსირებული გაორება

    გ )დიასტოლური შუილი მე-5 ნეკნთაშუა სივრცეში

    დ ) მეზოსისტოლური ტკაცუნი

    ე ) მეზოსისტოლური შუილი

    7. რომელი მეთოდი არის ნაკლებსპეციფიური პნევმოსკლეროზის დიაგნოსტიკაში:

    ა ) რენტგენოლოგიური გამოკვლევა

    *ბ) აუსკულტაცია

  • გ ) კომპიუტერული ტომოგრაფია

    დ ) სპირომეტრია

    ე ) ბრონქოსკოპია

    8. რომელი გამოკვლევა არის ნაკლებსპეციფიური სარკოიდოზის დიაგნოსტიკაში:

    ა ) ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა

    ბ ) ბიოფსია

    *გ) ნახველისლაბორატორიული გამოკვლევა

    დ ) იმუნოლოგიური კვლევები

    ე ) კომპიუტერული ტომოგრაფია

    9. რომელი პათოლოგიისათვის არის დამახასიათებელი მწვერვალზე მეზოსისტოლურიშუილი:

    ა ) მიტრალური სტენოზი

    ბ ) აორტის სტენოზი

    *გ) მიტრალური სარქვლის პროლაფსი

    დ ) ფილტვის არტერიის სტენოზი

    ე ) პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი

    10. რომელი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი ქვემოთ აღწერილისიმპტომოკომპლექსი: ციანოზი, ფილტვის არტერიაზე სისტოლური შუილი, აორტისდექსტრაპოზიცია, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი:

    ა )ლუტენბაშეს სინდრომი

    ბ ) ებშტეინის ანომალია

    *გ) ფალოს ტეტრადა

    დ ) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი

  • ე ) ეიზენმენგერის სინდრომი

    11. ქვემოთ ჩამოთვლილი კვლევებიდან რომელი გვეხმარება კუშინგის დაავადებისსადიფერენციაციოდ კუშინგის სინდრომისაგან:

    ა ) კაპტოპრილის სინჯი

    ბ ) პლაზმაში კორტიზოლის დონის მომატება

    *გ)დექსამეტაზონის სინჯი

    დ ) შარდში 17 ოქსი-კეტოსტეროიდების დონის მომატება

    ე ) ვეროშპირონის სინჯი

    12. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენსWPW სინდრომის სადიაგნოსტიკო ეკგკრიტერიუმს:

    ა ) QrS კომპლექსის გახანგრძლივება

    *ბ) PQ ინტერვალის შემოკლება < 0,12დადელტა ტალღის არსებობა

    გ ) QT ინტერვალის გახანგრძლივება

    დ ) PQ ინტერვალის გახანგრძლივება

    ე ) U კბილი

    13. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი შეესაბამება ფრედერიკის სინდრომს:

    ა ) მოციმციმე არითმიისა და ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკადის შერწყმა

    ბ ) ტრიფასციკულური ბლოკადა

    *გ) მოციმციმე არითმიისა და სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადის შერწყმა

    დ ) პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის შერწყმა ჰისის კონის მარჯვენაფეხის ბლოკადასთან

    ე ) პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის შერწყმა ჰისის კონის მარცხენაფეხის ბლოკადასთან

  • 14. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი ახასიათებს დილატაციურ კარდიომიოპათიას:

    ა ) გულის რეგიონალური კუმშვადობის დაქვეითება

    *ბ) გულის გლობალური კუმშვადობის დაქვეითება

    გ ) მიტრალური სარქვლის წინა კარედის სისტოლური მოძრაობა

    დ ) აორტული რეგურგიტაცია

    ე ) პარკუჭთაშუა ძგიდის შესქელება

    15. რომელი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი ქვემოთ ჩამოთვლილისიმპტომოკომპლექსი: კისრის ვენების დაბერვა, რომელიც ძლიერდება ჩასუნთქვისას,პერიკარდიუმის ხახუნი, ექოკარდიოგრაფიით – რესტრიქციული ტიპის დიასტოლურიდისფუნქცია:

    ა ) სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება

    ბ ) სამკარიანი სარქვლის სტენოზი

    *გ) კონსტრიქციული პერიკარდიტი

    დ ) მიტრალური სტენოზი

    ე )დილატაციური კარდიომიოპათია

    16. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ წარმოადგენს რევმატიზმის სადიაგნოსტიკოჯონსის დიდ კრიტერიუმს:

    ა ) კარდიტი

    ბ ) მცირე ქორეა

    *გ) PQ ინტერვალის გახანგრძლივება

    დ ) ბეჭდისებრი ერითემა

    ე ) კანქვეშა კვანძები

  • 17. ინფექციური ენდოკარდიტის სადიაგნოზოდიუკის დიდ კრიტერიუმს მიეკუთვნებაყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გარდა ერთისა:

    ა ) მიკროორგანიზმების გამოვლენა სისხლის ორ სხვადასხვა კულტურაში

    ბ ) გულის სარქვლებზე ვეგეტაციების არსებობა

    გ ) ახლადაღმოცენებული სარქვლოვანი რეგურგიტაცია

    *დ) PQ ინტერვალის გახანგრძლივება

    ე ) მიოკარდიუმის აბსცესის არსებობა

    18. რომელდაავადებას შეესაბამება ქვემოთ აღწერილი სიმპტომოკომპლექსი: ქოშინი,ორთოპნოე, ყრუ ტკივილი გულის არეში. ობიექტურად გულის ტონები მოყრუებულია,ექოკარდიოსკოპიით პერიკარდიუმის სეპარაცია 20 მმ:

    ა ) არასტაბილური სტენოკარდია

    *ბ) ექსუდაციური პერიკარდიტი

    გ ) მიოკარდიტი

    დ ) სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება

    ე ) ინფექციური ენდოკარდიტი

    19. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულება არის მართებული მიტრალურიპროლაფსის შესახებ:

    ა ) მიტრალური პროლაფსი ვითარდება რევმატიზმის ფონზე

    *ბ) ვალსალვას ცდის დროს მეზოსისტოლური ტკაცუნი და მეზოსისტოლური შუილი უფროადრე მოისმინება

    გ ) მიტრალური პროლაფსის დროს ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია დაავადებისდიაგნოზის დასმისთანავე

    დ ) მიტრალური პროლაფსის ძირითად აუსკულტაციურ ნიშანს წარმოადგენს დიასტოლურიშუილის პრესისტოლური გაძლიერება

    ე ) მიტრალური პროლაფსი ვითარდება ჰიპერსთენიული ტიპის პირებში

  • 20. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მტკიცებულება არის მცდარი მიტრალური სტენოზისშესახებ:

    ა ) მიტრალური სტენოზი ვითარდება რევმატიზმის ფონზე

    ბ ) მიტრალური სტენოზის სადიაგნოსტიკო აუსკულტაციურ ნიშანს წარმოადგენსმიტრალური სარქვლის გაღების ხმიანობა

    გ ) რაც მეტია გრადიენტი მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის, მითუფრო მცირეაინტერვალი მეორე ტონსა და OS (ოპენინგ სნაპ)-ს შორის

    *დ) მოციმციმე არიტმიის განვითარების შემთხვევაში აღინიშნება დიასტოლური შუილისპრესისტოლური გაძლიერება

    ე ) ფილტვის არტერიის დილატაციის შემთხვევაში მკერდის ძვლის მარცხენა კიდესთანმოისმინება გრეხემ-სტილის შუილი

    21. გრეხემ სტილის შუილი:

    ა ) წარმოადგენს სისტოლურ შუილს ფილტვის არტერიაზე

    ბ ) ვითარდება აორტის რეგურგიტაციის დროს

    *გ) წარმოადგენს დიასტოლური შუილს ფილტვის არტერიაზე

    დ ) ხასიათდება პრესისტოლური გაძლიერებით

    ე ) წარმოადგენს უწყვეტი ტიპის შუილს

    22. რომელ პათოლოგიას ახასიათებს სისტოლური შუილის გაძლიერება ვალსალვას ცდისდროს:

    ა ) აორტის სტენოზი

    *ბ) ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

    გ ) მიტრალური რეგურგიტაცია

    დ ) სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება

    ე ) აორტის ნაკლოვანება

  • 23. რა არ არის დამახასიათებელი გულის ტამპონადისათვის:

    ა ) პარადოქსული პულსი

    ბ ) გულის ტონების მოყრუება

    გ ) ელექტროკარდიოგრამაზე ვოლტაჟის დაქვეითება

    *დ) ტკაცუნა პირველი ტონი

    ე ) კისრის ვენების შებერვა

    24. გულის რომელი მანკის დროს მოისმინება მიტრალური სარქვლის გაღების ხმიანობა:

    ა ) აორტის ნაკლოვანება

    *ბ) მიტრალური სტენოზი

    გ ) მიტრალური პროლაფსი

    დ ) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი

    ე ) ბოტალოს ღია სადინარი

    25. მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობის დროს:

    ა ) მომატებულია ფილტვის ვენების ჩაჭედვის წნევა

    ბ ) ვითარდება ფილტვების შეშუპება

    *გ) გამოხატულია დადებითი ვენური პულსი

    დ )დაქვეითებულია ცენტრალური ვენური წნევა

    ე ) აღინიშნება მეორე ტონის პარადოქსული გაორება

    26. რას ითვალისწინებს დიაგნოსტიკური ძიება პროტეინურიის დროს:

    ა ) ცილის რაოდენობრივ განსაზღვრას დღე-ღამის შარდში

  • ბ )დღე-ღამეში 150მგ-ზე მეტი ცილის გამოყოფის შემთხვევაში შარდის ელექტროფორეზს

    გ ) ორთოსტატიურიდა ფიზიკური აქტივობით გამოწვეული პროტეინურიის გამოსარიცხადდილის პირველი ულუფის გამოკვლევას

    დ ) მძიმე შემთხვევაში თირკმლის ბიოფსიას

    *ე) ყველა ჩამოთვლილს

    27. სისტემური წითელი მგლურას დროს შეიძლება აღინიშნებოდეს:

    ა ) შემეცნებითიდარღვევები

    ბ ) ფსიქოზი

    გ ) ასთენია

    დ ) პარესთეზიები

    *ე) ყველა ჩამოთვლილი;

    28. სკლეროდერმიისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:

    ა ) რეინოს სინდრომი

    ბ ) სახის კანის ატროფია, ე.წ. ქისის სიმპტომი

    გ ) წყლულები თითების უკანასკნელ ფალანგზე

    *დ) მარგინალური ერითემა

    ე ) საფრჩხილე ფალანგების ოსტეოლიზი

    29. სკლეროდერმიისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილით, გარდა ერთისა:

    ა ) ბაზალური პნევმოსკლეროზი

    ბ )დისფაგია

    გ ) კარდიოსკლეროზი

    დ ) ტელეანგიექტაზია

  • *ე) ფოტოსენსიბილიზაცია

    30. სკლეროდერმიისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილით, გარდა ერთისა:

    ა )ლიმფადენოპათია

    ბ ) პოლისეროზიტი

    გ ) წონაში კლება

    დ )თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება

    *ე) პერიორბიტული შეშუპება კაშკაშა ჰელიოტროპული ერითემით

    31. როდის აღინიშნება პულსაცია საუღლე ფოსოში:

    ა ) აორტის ხვრელის სტენოზი

    *ბ) სამკარედი სარქვლის ნაკლოვანება

    გ ) მიტრალური ნაკლოვანება

    დ ) მიტრალური სტენოზი

    ე ) შერწყმული მიტრალური მანკი

    32. რა შემთხვევაში არ გამოიყენება ბეტა-ბლოკერები არტერიული ჰიპერტენზიის დროს:

    ა ) ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

    ბ ) შაკიკი

    გ ) სინუსური ტაქიკარდია

    *დ) რეინოს სინდრომი

    ე ) გლაუკომა

    33. 58 წლის მამაკაცს, მიოკარდიუმის ინფარქტის ფონზე განუვითარდა მოციმციმე არითმია.გულისცემის სიხშირე - 138 წუთში. არტერიული წნევა 130/75 მმ. ვწყ. სვ., ჰაერის უკმარისობა,

  • ქოშინი არ აღენიშნება. რომელ პრეპარატს მიანიჭებთ უპირატესობას ამ შემთხვევაშიმკურნალობის დასაწყისისთვის:

    ა ) ივაბრადინი

    ბ )დაუყოვნებლივ (სასწრაფო) კარდიოვერსია

    გ ) პროკაინამიდი

    *დ) ამიოდარონი

    ე )დილთიაზემი

    34. ძირითადი გვერდითი ეფექტი კალციუმის არხის ბლოკერების გამოყენების დროს არისყველა გარდა:

    ა ) შეკრულობა

    *ბ) ბრონქოსპაზმი

    გ ) ჰიპოტენზია

    დ ) სრული AV ბლოკადა

    ე ) სინუსური ბრადიკარდია

    35. ინფარქტის დროს თრომბოლიზისის მიზნით მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას:

    ა ) ასპირინი

    ბ ) კლოპიდოგრელი

    გ ) ვარფარინი

    დ ) ჰეპარინი

    *ე) ალტეპლაზა

    36. შემდეგი სიმპტომოკომპლექსიდან ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელი არ არის:

    ა ) მსტვინავი ხიხინი

  • ბ ) გახანგრძლივებული ამოსუნთქვა

    გ ) არაპროდუქტიული ხველა

    *დ) ინსპირაციული სპრიდორი

    ე ) სუნთქვაში დამატებითი კუნთების ჩართვა

    37. ბილირუბინის მიმართ, ქვემოთ მოყვანილი ყველა მტკიცება მართებულია, გარდა ერთისა:

    ა ) იგი წარმოიშობა ერითროციტების დაშლის შედეგად გამონთავისუფლებული ჰემისაგან

    ბ ) გლუკორონის მჟავასთან შეერთებული ბილირუბინი ე.წ. პირდაპირი ბილირუბინი ინახებაბიოლოგიურ სითხეებში

    *გ) ჰემოლიზური ანემიების დროს ძირითადად აღინიშნება პირდაპირი ბილირუბინისრაოდენობის მომატება

    დ ) მწვავე ვირუსული ჰეპატიტების დროს აღინიშნება საერთო ბილირუბინის რაოდენობისმომატება

    ე ) ბილირუბინის წარმოშობის პროცესი მიმდინარეობს ძირითადადრეტიკულოენდოთელიალურ სისტემაში

    38. ღამის პაროქსიზმულ ჰემოგლობინურიას ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდაერთისა:

    ა ) ჰემოგლობინურია

    ბ ) პლაზმის თავისუფალი ჰემოგლობინის მომატება

    *გ) ერითროციტების წარმოქმნის გაძლიერება

    დ ) ერითროციტების მომატებული მგრძნობელობა აგლუტინინებისა და ჰემოლიზინებისმიმართ

    ე ) ვენების თრომბოზი

    39. აპლაზიური ანემიისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, გარდაერთისა:

  • ა ) რეტიკულოციტების დაბალი დონე

    ბ ) გრანულოციტოპენია

    *გ) ჰიპერბილირუბინემია

    დ ) ძვლის ტვინში ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობის მომატება

    ე ) სისხლდენის დროის გახანგრძლივება

    40. ბეტა თალასემიის ძირითადილაბორატორიული ნიშნებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი,გარდა ერთისა:

    ა ) მიკროციტოზი, პოიკილოციტოზი

    *ბ) HBA2და HBF ჰემოგლობინის რაოდენობის დაქვეითება

    გ ) ჰიპოქრომია

    დ ) შრატისმიერი რკინა მომატებული ან ნორმაში

    ე ) რეტიკულოციტოზი

    41. სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლიისათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთჩამოთვლილი, გარდა:

    ა ) P კბილის დეფორმაცია

    ბ ) არასრული კომპენსატორული პაუზა

    გ ) Qღშ კომპლექსის შეუცვლელობა

    *დ) Qღშ კომპლექსის დეფორმაცია

    ე ) PQ - ინტერვალის შეცვლა

    42. სისტემურ სკლეროდერმიას შეიძლება ახასიათებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილისიმპტომი, გარდა:

    ა ) რეინოს ფენომენი

    ბ ) სკლეროდაქტილია

  • გ ) ბაზალური პნევმოსკლეროზი

    *დ) გოთრონის პაპულები

    ე ) კალცინოზი

    ვ ) ტელეანგიექტაზიები

    43. მარჯვენა პარკუჭოვანი უკმარისობისას აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი,გარდა:

    ა ) ქვემო კიდურების შეშუპების

    ბ ) ჰეპატომეგალიის

    გ ) კისრის ვენების შებერვის

    *დ) ფილტვის კაპილარებში წნევის საგრძნობი მომატების

    ე ) მარჯვენა პარკუჭში საბოლოოდიასტოლური წნევის მომატების

    44. ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილიდაავადებებისათვის, ერთის გარდა:

    ა ) მსხვილი ნაწლავის კიბო

    ბ ) მსხვილი ნაწლავის დივერტიკული

    გ ) ფუნქციური ნევროგენულიდიარეა

    *დ) გასტრინომა

    45. ქვემოთ ჩამოთვლილიდებულებებიდან მწვავე პანკრეატიტის მიმართ ყველა სწორია,გარდა ერთისა:

    ა )დამახასიათებელია აორტის პულსაციის გაქრობა ეპიგასტრიუმის მიდამოში

    ბ )დამახასიათებელია კულენის ნიშანი

    *გ) ტკივილის რადიაცია გვერდიდან საზარდულის მიმართულებით

    დ )დამახასაითებელია ღებინება, რომელიც ავადმყოფს შეღავათს არ აძლევს

  • ე )დამახასაითებელიალიპაზის და ამილაზის მატება სისხლში

    46. ღვიძლშიგა ქოლესტაზზე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ყველაზე ხშირადმეტყველებს:

    ა ) ფიბრინოგენი მომატება

    ბ ) გამაგლობულინის დონის მომატება

    გ ) ამინოტრანსფერაზების დონის მომატება

    *დ) ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება

    47. ღვიძლის ციროზის დიაგნოზში გადამწყვეტ ტესტად ითვლება:

    ა ) ბრომსულფალეინის ცდა

    ბ )თიმოლის სინჯი

    გ ) ბილირუბინის განსაზღვრა

    დ ) ამინოტრანსფერაზების განსაზღვრა

    *ე) არცერთი მათგანი

    48. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ჰემოლიზური სიყვითლისთვის ყველადამახასიათებელია, გარდა ერთისა:

    ა ) არაპირდაპირი ბილირუბინის მომატება სისხლში

    *ბ) აქოლიური განავალი

    გ ) ანემია

    დ ) სპლენომეგალია

    ე ) რეტიკულოციტოზი

    49. აგფ-ინჰიბიტორების მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია:

  • ა ) ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის დათრგუნვასთან

    ბ ) ანგიოტენზინ II აქტივობის შემცირებასთან

    გ ) ბრადიკინინების გამომუშავებასთან

    *დ) ყველა ზემოთჩამოთვლილთან

    ე ) არც ერთ ზემოთჩამოთვლილთან

    50. ბრონქული ასთმის გამწვავებისას პაციენტს შესაძლოა დაენიშნოს ყველა ქვემოთჩამოთვლილი ჰიპოტენზიური საშუალება, გარდა ერთისა:

    ა ) ჩა-ანტაგონისტები

    ბ ) მარყუჟოვანი დიურეტიკები

    გ ) აგფ-ინჰიბიტორები

    დ ) ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები

    *ე) ბეტა-ბლოკერები

    51. აგფ ინჰიბიტორით მკურნალობა შესაძლოა გაგრძელდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილშემთხვევაში გარდა ერთისა:

    ა ) კუჭის წყლულოვანი დაავადება

    ბ ) შაქრიანი დიაბეტი

    გ ) მიოკარდიუმის ინფარქტი

    *დ) ჰიპერკალემია

    52. გულის უკმარისობის დროს შარდმდენების გამოყენების პრინციპებია:

    ა ) გულის უკმარისობის მსუბუქი ფორმის დროს გამოიყენება თიაზიდები(ჰიდროქლორთიაზიდი, მეთოლაზონი).

    ბ ) გულის უკმარისობის მძიმე ფორმის დროს საჭირო ხდება მარყუჟოვანი დიურეტიკებისჩართვა (ფუროსემიდი, ბუმეტადინი).

  • გ )თუ გორგლოვანი ფილტრაცია

  • ე ) კლოფელინი

    56. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა წარმოადგენს გულის ოპერაციულიმკურნალობის უკუჩვენებას:

    ა ) პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი

    ბ ) ბოტალოს ღია სადინარი

    გ ) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი

    *დ) ეიზენმერგერის სინდრომი

    ე ) მიტრალური სტენოზი

    57. 24 წლის ქალს აღენიშნებოდა ქოშინი,ხველა და ხიხინი 2დღის განმავლობაში. ემერჯენსისგანყოფილაბაში ჟანგბადის, სტეროიდებისა და სალბუტამოლის მიღების შემდეგ, მისისუნთქვა გაუმჯობესდა, რომელი პრეპარატის მიცემა იქნება უკუნაჩვენები ამ ეტაპზე:

    ა ) ამოსახველებელი საშუალებები

    *ბ) სედატივები

    გ ) კორტიკოსტეროიდები

    დ ) სიმპათომიმეტური მედიკამენტები

    ე ) სითხეების ინტრავენური გადასხმა

    58. 29 წლის ქალს აღენიშნება მსუბუქი ასთმის რამდენიმეწლიანი ანამნეზი. ამჟამად იგიწამოწითლებულია და აღენიშნება ბრონქული ობსტრუქციის, ცხელების, სისუსტისრეკურენტული ეპიზოდები. ნახველი მოყავისფროა,ლორწოვანი. ფიზიკური გასინჯვითვლინდება მშრალი ხიხინი. ეჭვი იქნა მიტანილი ინფექციაზე, რის გამოც გადაღებული იქნარენტგენი, რომელზეც გამოვლინდა პულმონური ინფილტრატები ზემო წილებში.ეოზინოფილების რიცხვი 2 000/მლ-ია. პლაზმაში აღინიშნება პრეციფიტაციულიანტისხეულები ასპერგილის მიმართ. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენსმკურნალობის შემდგომ ტაქტიკას;

    ა ) ანტიჰელმინთური მკურნალობა

  • ბ ) სისტემური გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის მცირე კურსი

    გ )დესენსიტაციური მკურნალობა

    დ ) გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზები ინჰალაციების სახით

    *ე) ხანგრძლივი მკურნალობა სისტემური გლუკოკორტიკოიდებით

    59. 31 წლის მამაკაცს აღენიშნება ქოშინი ფიზიკურ დატვირთვაზე. მას ასევე აღენიშნებაცხელება და წითელი მტკივნეული გამონაყარი მუხლებზე. ფიზიკურ გასინჯვით ორივეფილტვის ქვემო წილებში მოისმინება ინსპირაციული ხიხინი და მტკივნეული კვანძებიორივე ფეხზე. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ვლინდება ბილატერალურიჰილარული ადენოპათია და რეტიკულონოდალური ცვლილებები ორივე ფილტვზე.ტრანსბრონქიალური ბიოფსიით ვლინდება არაკაზეოზური გრანულემები. რომელი ქვემოთჩამოთვლილი წარმოადგენს მიზანშეწონილს მკურნალობის შემდგომ ეტაპზე:

    ა ) ასპირინი

    ბ ) იზონიაზიდი ან სტრეპტომიცინი

    *გ) სტეროიდები

    დ ) აზოტოვანი პრეპარატები

    ე ) არ საჭიროებს მკურნალობას

    60. 63 წლის ქალს გამოხატული აქვს ქოშინი და ხველა ცუდი სუნის მქონე ნახველით.აღნიშნული მოვლენები წარსულშიც ქონია. სხვა კონსტიტუციური სიმპტომები არაღენიშნება, ალკოჰოლის გამოყენებას უარყოფს. ფიზიკური გასინჯვით იგი გამოიყურებაროგორც ქრონიკული ავადმყოფი დოლის ჩხირისებრი თითებით. გულის ტონებინორმალურია. საუღლე ვენები დაბერილია 4 სმ-ით. ფილტვების აუსკულტაციით ქვემოწილებში უკანა მხარეს მოისმინება ინსპირაციული სველი ხიხინი. ჰეპატომეგალია ანპალპირებადილიმფური ჯირკვლები არ აღინიშნება. გულმკერდის კტ სკანირებითდადგინდა ცისტური ცვლილებები, ჰაერგამტარი გზების დილატაცია, ბრონქის კედლებისშესქელება. რა არის საჭირო პაციენტის მართვის შემდგომ ეტაპზე:

    *ა) ანტიბიოტიკები და პოსტურულიდრენაჟი

    ბ ) სტეროიდები

    გ ) რადიოთერაპია

  • დ ) აეროზოლები

    ე ) ეუფილინი

    61. 52 წლის მამაკაცს უეცრად აღენიშნა სუნთქვის გაძნელება ჰემიკოლექტომიის ოპერაციისჩატარებიდან მეოთხე დღეს. აღსანიშნავია, რომ ოპერაცია ჩაუტარდა კოლინჯის კიბოს გამო.ოპერაციის მსვლელობისას რაიმე გართულებას ადგილი არ ქონია. ხველა, ნახველი, ანპლევრული ტკივილი არ აღენიშნება. არტერიული წნევა 155/90 მმ.ვწყ.სვ., პულსი 100 წუთში,ტემპერატურა 37,8 გრადუს ჩ. გულის ტონები ნორმალური. ორივე ტერფი შეშუპებულია,თუმცა დისკომფორტი ამის გამო არ აღენიშნება. ეკგ და რენტგენოლოგიური კვლევაპათოლოგიას არ ავლენს. კონტრასტული კტ კვლევით გამოვლინდა მარცხნება ზემო წილისარტერიის თრომბოზი. რა მკურნალობას ჩაატარებთ:

    *ა) ჰეპარინის უწყვეტი ინტრავენური ინფუზია, ან დაბალმოლეკულური ჰეპარინი კანქვეშ

    ბ )დაუყოვნებელი თრომბოლიზური თერაპია

    გ ) კავა-ფილტრის ჩაყენება

    დ )დიაგნოზის დაზუსტება ქვემო კიდურების დუპლექსსონოგრაფიით

    ე ) ქვემო ღრუ ვენის ბლოკადა

    62. ანტიბიოტიკების რომელი ჯგუფი ითვლება, როგორც ,,სარეზერვო"ტუბერკულოზისმკურნალობის დროს:

    ა ) ცეფალოსპორინები

    ბ ) მაკროლიდები

    *გ) ფტორქინოლონები

    დ ) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი

    ე ) ყველა ზევით ჩამოთვლილი

    63. ტუბერკულოზის მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად უნდა ვიხელმძღვანელოთ:

    ა ) ტუბერკულოზური ანთებისათვის დამახასიათებელი კლინიკურ-ლაბორატორიულინიშნების გაქრობა

  • ბ ) ბაქტერიების გამოყოფის მყარი შეჩერება

    გ ) ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სურათის გაქრობა

    დ ) ფუნქციური შესაძლებლობებისა და შრომისუნარიანობის აღდგენა

    *ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

    64. რეზისტენტობა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევის დროს (პირველადი რეზისტენტობა)– ეს არის რეზისტენტული ტუბერკულოზი:

    *ა) პაციენტში, რომელსაც ადრე არ ჩატარებია მკურნალობა ტუბერკულოზის გამო და უნდააღინიშნოს, რომ დაავადების გადაცემა ხდება რეზისტენტული ტუბერკულოზითდაავადებული პაციენტიდან მეორე პაციენტზე

    ბ ) როდესაც რეზისტენტულობა ვლინდება სულ მცირე იზონიაზიდისა და რიფამპიცინისმიმართ

    გ ) როდესაც რეზისტენტულობა ვლინდება პირველი რიგის ნებისმიერიანტიტუბერკულოზური პრეპარატის მიმართ

    დ ) სწორია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

    ე ) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ არის სწორი

    65. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს:

    ა ) მიკრობიოლოგიური კვლევისთვის საჭირო სინჯების არაადეკვატური აღება

    ბ ) ანტიბიოტიკის მიღება დაავადების ბაქტერიული წარმოშობის დადგენის გარეშე

    გ ) ანტიბიოტიკის გაუმართლებელი შეცვლა

    დ ) ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროზე ხანგრძლივი ან ხანმოკლე კურსი

    *ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

    66. ფტორქინოლონების ანტიბაქტერიული მოქმედების მექანიზმია:

    ა ) ცილის უჯრედშიდა სინთეზის დარღვევა

  • *ბ) ნუკლეინის მჟავას ინჰიბირება

    გ ) ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის ბლოკირება

    დ ) ბაქტერიის ციტოპლაზმის მემბრანის განვლადობაზე მოქმედება

    ე ) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი

    67. 79 წლის ქალს აღენიშნება შეკრულობა. კოლონოსკოპიის ჩატარების შედეგადგამოუვლინდა მრავლობითი დივერტიკულები. რა არის ყველაზე მიზანშეწონილი პაციენტისმართვის შემდგომ ეტაპზე:

    ა ) განავლის დარბილება

    ბ ) პროფილაქტიკური ოპერაცია

    გ ) ფენოლფტალეინის კოქსატივი

    *დ) საკვებში უჯრედისის რაოდენობის გაზრდა

    ე ) ფსიქოთერაპია

    68. 52 წლის ქალს აღენიშნება აბდომინური დისკომფორტი, რომელიც აღმოცენდება საკვებისმიღების შემდეგ და დილის საათებში. წონაში კლება და კონსტიტუციური სიმპტომები არაღენიშნება.დაიწყო ანტაციდების მიღება,თუმცა ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული.გასტროფიბროსკოპიით გამოვლინდა დუოდენალური წყლული. ბიოფსიით ავთვისებიანისიმსივნე გამოირიცხა. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს პაციენტს მართვისშემდგომ ეტაპს:

    ა ) ომეპრაზოლის ან რანიტიდინის 6-8 კვირიანი კურსი

    ბ ) მჟავას სუპრესია ომეპრაზოლითდიდი ხნის მანძილზე

    გ ) ანტიბიოტიკებით მკურნალობა

    *დ) ანტიბიოტიკებითდა ომეპრაზოლით მკურნალობა

    ე ) ბისმუტით მკურნალობა

  • 69. ავადმყოფი ქალი, 39 წლის, უჩივის მასიურ ფაღარათს წყლის დიდი რაოდენობისშემცველობით, წონაში მკვეთრდაკლებას, ძლიერ საერთო სისუსტეს, ტკივილს მუცლისარეში, პერიოდულ წამოხურებას. ინფექციონისტთან მკურნალობამ ერთი თვის მანძილზეუმნიშვნელო შედეგი მისცა. ერთგვარ შეღავათს აძლევს შიმშილი. გასინჯვისას ავადმყოფიგამხდარია, ეპიგასტრიუმის მიდამო მგრძნობიარე, ექოსკოპიით ნაღვლის ბუშტშიდაფიქსირდა კენჭები. სავარაუდოდიაგნოზი:

    ა ) ქოლერა

    ბ ) კარცინოიდული სინდრომი

    *გ) ვიპომა (ვერნერ-მორისონის სინდრომი)

    დ ) ნაღვლკენჭოვანი დაავადება კუჭის სეკრეციის დაქვეითებასთან ერთად

    ე ) გლუტეინური ენტეროპათია

    70. ავადმყოფი ქალი, 50 წლის, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე აღნიშნავს ადვილადაღგზნებადობას, უძილობას, წონაში დაკლებას ნორმალური კვების ფონზე. ექიმისათვის არმიუმართავს. რამოდენიმე კვირაა ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა, კიდევ უფროგამოიხატა ნერვული სიმპტომატიკა. აღენიშნება გულის ფრიალი, ფაღარათი,სუბფებრილიტეტი, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი. გასინჯვისას ხელის გულებითბილი და ნამიანი, აღინიშნება გაშლილითითების ტრემორი, ტაქიკარდია, მუცელი მცირედმტკივნეული. სავარაუდოდიაგნოზი:

    ა ) კლიმაქსური ნევროზი

    *ბ)თირეოტოკსიკოზი

    გ ) ნაწლავის ტუბერკულოზი

    დ )დისბაქტერიოზი

    ე ) გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

    71. ავადმყოფი ქალი, 42 წლის, უჩივის ფაღარათს (ნაწლავების მოქმედება 10და მეტი ქაფიანიუხვი ფეკალური მასებით), წონაში დაკლებას, საერთო სისუსტეს, შეშუპებას, გულის ფრიალს.აღსანიშნავია, რომ ქაფიანი ფაღარათი მას ბავშვობაშიც ჰქონდა,თუმცა ნაკლებადგამოხატული. გასინჯვისას ავადმყოფი გამხდარი, შეშუპებული, სისხლში ანემია,

  • ჰიპოპროტეინემია, ჰიპოვიტამინოზი. აღსანიშნავია, რომ ამ ხნის მანძილზე ავადმყოფსგანსაკუთრებულიდიეტა არ დაუცავს. სავარაუდოდიაგნოზი:

    ა ) ტროპიკული სპრუ

    *ბ) ცელიაკია სპრუ

    გ ) მენეტრიეს დაავადება

    დ ) ნაწლავის ლიმფომა

    ე ) ქოლერა

    72. ავადმყოფი ქალი, 30 წლის უჩივის ფაღარათს სისხლის,ლორწოს და ჩირქის გამოყოფით,დეფეკაციის სიხშირე 20-მდე დღე-ღამის განმავლობაში, გამოხატული ტენეზმებით.იმპერატიული მოთხოვნა დეფეკაციაზე. ცხელება _ 38 გრადუს ჩ-მდე, ტკივილი უფრო მეტადმუცლის მარცხენა ნახევარში, აღენიშნება სახსრების ტკივილიც. გასინჯვისას ავადმყოფიგამხდარი, მუცელი პალპაციით მტკივნეული (უფრო მსხვილი ნაწლავის მიდამო);ჰემოგრამაზე რკინადეფიციტური ანემია. სავარაუდოდიაგნოზი:

    ა )დიზენტერია

    ბ ) ამებიაზი

    გ ) კრონის დაავადება

    *დ) არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი

    ე ) მსხვილი ნაწლავის კიბო

    73. ავადმყოფი ქალი 46 წლის. მოთავსებულია ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაშიარასწორი ტიპის ცხელების გამო 37.3-38.2.°ჩ. 3დღის წინ გაუხსნეს ფლეგმონა დუნდულოსარეში. ფლეგმონა განუვითარდა ვიტამინების ინექციების შემდეგ, ჭრილობის რევიზიამ არგამოავლინა ჩირქოვანი ჯიბეები. გასინჯვისას საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,აწუხებს საერთო სისუსტე და წყურვილი. კანის საფარი ფერმკრთალი, ფრჩხილებიციანოზური. შინაგანი ორგანოების მხრივ პათოლოგია არ გამოვლინდა.რენტგენოლოგიურად ფილტვებში ღრუბლისნაირი ინფილტრატები.სისხლში-ლეიკოციტები- 16 000,ჩხირბირთვიანი - 19%,სავარაუდოდიაგნოზი:

    ა ) ფილტვების ტუბერკულოზი

  • ბ ) შიდსი

    *გ) ბაქტერიული სეფსისი, სეფსისური პნევმონიით

    დ ) ფილტვის აბსცედირება

    ე ) კრუპოზული პნევმონია

    74. ავადმყოფი - 55 წლის ქალი უჩივის საერო სისუსტეს, კანის სიყვითლეს, რომელიცთანდათანობით განვითარდა. სიყვითლის გაჩენამდე რამდენიმე თვით ადრე დაეწყო ძლიერიკანის ქავილი, რომელიც რეზისტენტული იყოდანიშნული წამლების მიმართ.გამოკვლევისას ყურადღებას იპყრობს: კანისა დალორწოვანი გარსების სიყვითლე,გადიდებულიდა უმტკივნეულო ღვიძლიდა ელენთა, ქსანთომები და ქსანთელაზმები,სისხლში ტუტე ფოსფატაზას მაღალი აქტივობა, ბილირუბინის, ქოლესტერინის მაღალიდონე. სავარაუდოდიაგნოზი:

    ა ) ჰეპატიტი ჩ

    ბ ) ჰეპატოცელულარული კარცინომა

    *გ) პირველადი ბილიარული ციროზი

    დ ) ჰეპატიტი A

    ე ) ჰემოქრომატოზი

    75. ავადმყოფი 40 წლის ქალი. უჩივის დაახლოებით ერთითვეა უმადობას, გულის რევას,ღებინებას, შეკრულობას, რომელიც შეიცვალა დიარეით; სისუსტეს, აპათიას, უძილობას,ართრალგიას, პერიოდულად ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ორიდღეა, რაცგამოიხატა სიყვითლედა კანის ქავილი. ობიექტურად ღვიძლი გადიდებულია. ელენთა არარის გადიდებული. ანამნეზში აღსანიშნავია, რომ 4თვის წინ ავტოავარიის გამო ჩაუტარდამკურნალობა ანტიბიოტიკებით, ჰემოტრანსფუზიით. რა არის თქვენი სავარაუდოდიაგნოზი:

    ა ) ღვიძლის ციროზი

    ბ ) ჟილბერის სინდრომი

    გ ) ჰემოლიზური სიყვითლე

    *დ) მწვავე ჰეპატიტი

  • 76. ავადმყოფი მამაკაცი, 32 წლის, უცოლშვილო, მუშაობს ფინანსურ მენეჯერად, აქვსდაძაბული სამუშაო და ცხოვრების არარეგულარული რიტმი. ბოლო 2 წელია ხშირად აწუხებსშაკიკი და სახის ნერვის ნევრალგია, რის გამოც ხშირად იღებს არანარკოტიულ ანალგეტიკებსდა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. ბოლო 3თვეა დაეწყოგულძმარვა, მჟავე ბოყინი და ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ირადიაციით ჭიპისაკენ დამარჯვენა ფერდქვეშა არეში. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერია უზმოზე. ასევე ხშირადაწუხებს გულძმარვა ღამით. ბოლო ერთითვეა ამჩნევს, რომდილით განავალი არის მუქი,ზოგჯერ პრაქტიკულად შავი და თხიერი. ობიექტურად პულსი – 91 წუთში, არტერიულიწნევა 110/65 მმ. ვწყ. სვ., მუცელი – მტკივნეულია ეპიგასტრიუმის არე (შუა და ქვემოეპიგასტრიული წერტილები). სავარაუდოდიაგნოზი:

    ა ) ვეგეტონევროზი

    ბ ) კუჭის კიბო

    *გ) იატროგენული გასტროდუოდენური სისხლდენა (წყლული ან ეროზია)

    დ ) არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი

    ე ) კრონის დაავადება

    77. ღვიძლის მწვავე უკმარისობას ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

    *ა) ჰეპატომეგალია

    ბ ) ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია

    გ ) კოაგულოპათია და სისხლდენა გასტოინტენსტინალური ტრაქტიდან

    დ ) სიყვითლე

    ე ) პირიდან ღვიძლის სუნი (Fეტორ ჰეპატიცუს)

    78. ავადმყოფი მამაკაცი 50 წლის, ნორმოსთენული კონსტიტუციის, მწეველი, ალკოჰოლსღებულობს ყოველდღიურად.უჩივის ჰაერის უკმარისობას ფიზიკურიდატვირთვის დროს,ადვილადდაღლას, სისუსტეს ღამღამობით აღნიშნავს ჰაერის უკმარისობის შეტევებს,რომელიც აიძულებს მას წამოჯდეს. ავადმყოფობა დაეწყო თანდათან ფიზიკურიშრომისუნარის დაქვეითებით. ობიექტურად მაჯა 88 წუთში, რითმული, საშუალო ავსების;არტერიული წნევა – 120/70 მმ.ვწყ.სვ, გულის ტონები მოყრუებული, მოსმინება ნაზისისტოლური შუილი მწვერვალოზე. ფილტვის მოსმენით ქვემო წილებში

  • წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი, მუცელი პალპაციით რბილი უმტკივნეულო, ღვიძლიხვდება ხელს, რბილი კონსისტენციის; შეინიშნება ქვემო კიდურების შეშუპება კოჭ-წვივისაარეში. ეკგ - ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკადა. გულმკერდის რენტგენოგრამაზე –გაძლიერებული ჰილუსები, გულის ჩრდილის გარდიგარდმო ზომები გადიდებული,მიუთითეთ სავარაუდოდიაგნოზი –დაავადება, რომელმაც გამოიწვია გულის უკმარისობა:

    *ა) ალკოჰოლური კარდიომიოპათია

    ბ ) აორტული სტენოზი

    გ ) ჰიპერტროფული კარდიომიოპათია

    დ ) ბრონქული ასთმა

    ე ) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია

    79. 64 წლის ქალი იტარებდა მკურნალობას ანტიბიოტიკებით მწვავე პნევმონიის გამო.მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ მას განუვითარდა მძიმე დიარეა. იგი ასევეაღნიშნავს შარდის რაოდენობის შემცირებას მიუხედავადდიდი რაოდენობით სითხეებისმიღებისა. ფიზიკური გასინჯვით აღენიშნება არტერიული წნევის პოსტურულიდაქვეითება,საუღლე ვენების წნევა დაბალია. მუცელი რბილია, მაგრამ დიფუზურად მგრძნობიარე.გადაესხა 4ლიტრი ფიზიოლოგიური ხსნარი,თუმცა შარდის გამოყოფა მაინც მცირეა. შარდისანალიზით ვლინდება ნახევრადმარცვლოვანი ცილინდრები. შარდში ნატრიუმისკონცენტრაცია 42 მექვ/ლ, რომელ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს არ გამოვიყენებთთირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტის მკურნალობის დროს?

    ა ) აცეტამინოფენი

    ბ )დიგოქსინი

    გ )ლორაზეპამი

    *დ) ენალაპრილი

    ე ) სიმვასტატინი

    80. ავადმყოფი 46 წლის ქალი, ჰოსპიტალიზებულია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქმისყოველ საღამოს ორი კვირაა აქვს ცხელება შემცივნების გარეშე ტემპერატურა- 38-39°ჩ- მდე,ტემპერატურა დილითუბრუნდება ნორმას. ბოლო 3-4თვეა პერიოდულად აქვს ყრუტკივილი წელის არეში, მარცხნივ. ერთხელ შარდში შეამჩნია სისხლის კოლტი, გასინჯვისას

  • შინაგანი ორგანოები პათოლოგიის გარეშე. სისხლში და შარდში ცვლილებები არ არის. ედს-44 მმ/სთ. სავარაუდოდიაგნოზი:

    ა )თირკმლის ტუბერკულოზი

    ბ ) ქრონიკული გლომერულონეფრიტი

    გ ) ქრონიკული პიელონეფრიტი

    *დ)თირკმლის კიბო

    ე )თირკმელ-კენჭოვანი დაავადება

    81. პაციენტი აღნიშნავს უმადობას, ქვედა კიდურების შეშუპებას, შარდის როდენობისშემცირებას, პერიოდულდიარეას. აღნიშნული მოვლენები განვითარდათანდათანობით,რამდენიმე თვის მანძილზე. ანამნეზში თირკმლების რაიმე პათოლოგიას არ აღნიშნავს.ბავშვობიდან პერიოდულად მკურნალობს ბრონქოექტაზური დაავადების გამო(გამწვავებების დროს). გამოკვლევის მონაცემებიდან ყურადღებას იპყრობს ჰიპოტონია,გადიდებული ღვიძლიდა ელენთა, პროტეინურია (6,6 გ/ლ), შეშუპებითი სინდრომი (ქვედაკიდურების შეშუპება, ასციტი, ჰიდროთორაქსი). სავარაუდოდიაგნოზი:

    ა ) ქრონიკული გლომერულონეფრიტი

    ბ ) გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

    გ ) გულის ქრონიკული უკმარისობა

    *დ) ამილოიდოზი

    ე ) ქრონიკული ჰეპატიტი

    82. 43 წლის პაციენტი ქალი შემოვიდა კლინიკაში ქვემო კიდურების მასიური შეშუპებისგამო. ამასთანვე აღნიშნავს არტერიული წნევის მაღალ ციფრებს 180/110 მმ.ვწყ.სვ. ავადააშაქრიანი დიაბეტით ოცი წელიწადია. ობიექტურად: პულსი 80 წუთში,თA 180/110 მმ.ვწყ.სვ.,გულზე ტონები მოყრუებული, მეორე ტონის აქცენტი აორტაზე. შარდში – პროტეინურია,ლეიკოც. – 10-15 მხ/არეში, ხვედრითი წონა – 1012, ჰიალინურიდა მარცვლოვანიცილინდრები, სისხლში – ჰოპოპროტეინემია,დისპროტეინემია, ჰიპერლიპიდემია, ნარჩენიაზოტი ნორმა. სავარაუდოდიაგნოზია:

    *ა)დიაბეტური ნეფროპათია

  • ბ ) ჰიპერტონულიდაავადება

    გ ) გულის ქრონიკული უკმარისობა

    დ ) ქრონიკული გლომერულონეფრიტი

    ე ) ქრონიკული პიელონეფრიტი

    83. 34 წლის პაციენტი მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში სახის შეშუპებით, მუცლის გადიდებით,უსიამოვნო შეგრძნებით მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ტკივილით წელის მიდამოში. ამმოვლენებს უკავშირებს გრიპოზულ ინფექციას. ანამნეზიდან ირკვევა, რომ ხშირადაღნიშნავდა ქუთუთოების შეშუპებას, სახის სიფერმკთალეს,უსიამოვნო შეგრძნებას წელისმიდამოში, რაზედაც ყურადღება არ გაუმახვილებია. ობიექტ: პულსი 68 წუთში, რითმული.თA 120/80 მმ,ვწყ.სვ. შარდში – პროტეინურია, ხვ.წონა 1008, მიკროჰემატურია, ჰიალინურიდამარცვლოვანი ცილინდრი, ნარჩენი აზოტი – ნორმა. სისხლში – ჰიპოპროტეინემია,დისპროტეინემია. სავარაუდოდიაგნოზი:

    *ა) ქრონიკული გლომერულონეფრიტი

    ბ ) მწვავე გლომერულონეფრიტი

    გ ) სისტემური წითელი მგლურა

    დ ) გულის ქრონიკული უკმარისობა

    ე ) ქრონიკული პიელონეფრიტი

    84. 45 წლის პაციენტს, რომელსაც აღენიშნებოდა მარჯვენა წვივის ქრონიკულიოსტეომიელიტი. აღმოაჩნდა შარდში ცვლილებები: ცილა – 3 გ/ლ (4.5გ დღე-ღამეში),ლეიკ. –5-10 მხედველობის არეში, ერთეული ერითროციტები, ჰიალინური და მარცვლოვანიცილინდრი – 5-10 მხ/არეში; სისხლში ხვ.წონა 1010, სისხლში - ჰიპოქრომული ანემია,ჰიპოპროტეინემია,დისპროტეინემია, ჰიპერქოლესტერინემია. ღვიძლიდა ელენთაგადიდებული, მკვრივი კონსისტენციის,უმტკივნეულო პალპატორულად. შეშუპება დაეწყოქვემო კიდურებიდან, შემდეგ აღენიშნებოდა სახეზე და ქვემო ქუთუთოებზე, ასევე აწუხებდატკივილი წელის მიდამოში. პულსი 80 რითმული,თA 90/60 მმ. ვწყ.სვ. სავარაუდოდიაგნოზი:

    *ა)თირკმლის ამილოიდოზი

    ბ ) სისტემური წითელი მგლურა

    გ ) გლომერულონეფრიტი

  • დ ) მიელომური დაავადება

    ე ) ქრონიკული ჰეპატიტი

    85.დიარეით მიმდინარე გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდნაჩვენებია:

    ა ) სალაზოპირიდაზინი

    *ბ)ლოპერამიდი

    გ ) ანტიბიოტიკები

    დ ) სტროიდული პრეპარატები

    ე ) ყველა ჩამოთვლილი

    86. ავადმყოფი – 49 წლის ქალი უჩივის საერთო სისუსტეს, ყურებში შუილს, გულის ფრიალს,ენის წვას, კიდურების დაბუჟებას. გამოკვლევებიდან აღსანიშნავია: ჰეპატოსპლენომეგალია,ატროფიული, პრიალა ენა, ფუნიკულური მიელოზი. სისხლში – მაკროციტული ანემია,ჰიპერსეგმენტური ნეიტროფილები. სავარაუდოდიაგნოზია:

    ა ) ჰემოლიზური ანემია

    ბ ) რკინადეფიციტური ანემია

    *გ) ვიტამინ B12დეფიციტური (პერნიციოზული) ანემია

    დ ) სიდერობლასტური ანემია

    ე ) აპლაზიური ანემია

    87. ავადმყოფი – 77 წლის მამაკაცი უჩივის პროგრესირებად სისუსტეს, ოფლიანობას, წონაშიდაკლებას, პერიოდულად – ტემპერატურის მომატებას, ხშირ ვირუსულ ინფექციებს. ავადარის 3 წელია. გამოკვლევებიდან აღსანიშნავია: პერიფერიულილიმფადენოპათია,ჰეპატოსპლენომეგალია, ანემია, გამოხატულილიმფოციტოზი (56%),თრომბოციტოპენია,აჩქარებული ედს-ი. სავარაუდოდიაგნოზი:

    ა ) ქრონიკული ჰეპატიტი

  • ბ ) მწვავე მიელოლეიკოზი

    *გ) ქრონიკულილიმფოლეიკოზი

    დ )ლიმფოგრანულომატოზი

    ე ) მიელომური დაავადება

    88. ჰემოსიდეროზის დიაგნოსტიკისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია:

    ა ) სტერნალური პუნქტატის ანალიზი

    *ბ) შრატში რკინისა და ფერიტინის რაოდენობის, ასევე, ტრანსფერინის გაჯერების ხარისხისგანსაზღვრა, ღვიძლის ბიოპტატის გამოკვლევა

    გ ) შრატში თავისუფალი Hბ–ის, რკინისა და ბილირუბინის განსაზღვრა

    დ ) Hბ –ის ელექტროფორეზი

    ე )ზემოჩამოთვლილთაგან არცერთი

    89. ავადმყოფი ქალი, 32 წლის. უჩივის საერთო სისუსტეს, ადვილადდაღლას, ქოშინსსიარულის დროს. აღნიშნული მოვლენები თანდათან პროგრესირებს ბოლო 2-3 წლისგანმავლობაში. პერიოდულად ავადმყოფს აწუხებს უეცარი, მწვავე ტკივილი ეპიგასტრიუმისადა წელის არეში, რომელსაც ერთვის შემცივნება, ტემპერატურის მომატება 37,5°ჩ-მდე, შავიფერის შარდის გამოყოფა. როგორც წესი, ეს შეტევები აღმოცენდება გადაღლის შემდეგ ანძილის დროს. გასინჯვით: კანი და სკლერები სუბიქტერული, ღვიძლი და ელენთა არსცილდება ნეკნთა რკალს. სისხლის საერთო ანალიზი: HB_80გ/ლ,ერითროციტები_3,0ხ1012/ლ, FI_0,8, რეტიკულოციტები_2,6%,ლეიკოციტები_2,8ხ109/ლ,თრომბოციტები_130ხ109/ლ, ედს_20მმ/სთ. შარდში დაშლილი ერითროციტები,ჰემოსიდერინი (ჩართულითირკმლის უჯრედებსა და ცილინდრებში), ურობილინი.სავარაუდოდიაგნოზია პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია (მარკიაფავა-მიკელისდაავადება). მიუთითეთ სასურველი გამოკვლევები:

    ა ) სტერნალური პუნქტატის ანალიზი, ფიბროგასტროსკოპია კუჭის ლორწოვანი გარსისბიოფსიით, განავლის ანალიზი, ვიტამინ B12-ით 5-7დღიანი საცდელითერაპია

    ბ ) Hბ–ის ელექტროფორეზი, სტერნალური პუნქტატის ანალიზი, შრატში რკინის,ფერიტინისა დალდჰ-ს რაოდენობის განსაზღვრა, შარდისა და გან�