g027 110928022217-phpapp02

4
გაკვეთილი N 27 საშინაო დავალების შემოწმება: 6. IV ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებია: C, Si, Ge, Sn, Pb. თანაურის: Ti, Zr Hf. VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებია: O, S, Se, Te, Po. თანაურის: Cr, Mo, W. 7. N52 ელემენტია Te. ის VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტია, ამიტომ მისი უმაღლესი ოქსიდია TeO 3 , ხოლო წყალბადნაერთია H 2 Te. N33 ელემენტია დარიშხანი As. ის V ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტია, მისი უმაღლესი ოქსიდი და წყალბადნაერთია As 2 O 5 , AsH 3 . N 14 ელემენტი სილიციუმი Si. ის IV ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტია, შესაბამისად SiO 2 , SiH 4 . 8. Se N34 IV პერიოდი VI ჯგ. მთავარი ქვეჯგუფი V N23 IV პერიოდი V ჯგ. თანაური ქვეჯგუფი Pb N82 VI პერიოდი IV ჯგ. მთავარი ქვეჯგუფი Sc N21 IV პერიოდი III ჯგ. თანაური ქვეჯგუფი In N49 V პერიოდი III ჯგ. მთავარი ქვეჯგუფი Ag N47 V პერიოდი I ჯგ. თანაური ქვეჯგუფი Hg N80 VI პერიოდი II ჯგ. თანაური ქვეჯგუფი 9. As მოთავსებულია V ჯგუფში, ამიტომ მისი მაქსიმალური ვალენტობა ხუთის ტოლია. მისი ოქსიდი და ქლორიდია As 2 O 5 AsCl 5 . წყალბადნაერთი AsH 3 . Ge (IV ჯგუფის ელემენტი. მაქსიმალური ვალენტობა 4-ის ტოლია) GeO 2 , GeCl 4 , GeH 4 . Se (VI ჯგუფის ელემენტი. მაქსიმალური ვალენტობა 6-ის ტოლია) SeO 3 , SeCl 6 , H 2 Se. Te (VI ჯგუფის ელემენტი. მაქსიმალური ვალენტობა 6-ის ტოლია) TeO 3 , TeCl 6 , H 2 Te. 10. ა) ყველაზე ძლიერია Na, რადგან ეს ელემენტები ერთ პერიოდში არიან მოთავსებულნი და ნატრიუმი ყველაზე მარცხნივაა. ბ) Ba, რადგან ეს ელემენტები II ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში არიან მოთავსებულნი და ყველაზე ქვემოთ არის ბარიუმი. 11. Br, რადგან იმ ელემენტებიდან, რომლებიც IV პერიოდში არიან მოთავსებულნი და ბრომი ყველაზე მარჯვნივ მდგომია. O, რადგან ეს ელემენტები VI ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფის ელემენტებია, ჟანგბადი კი ყველაზე მაღლაა მოთავსებული.

Upload: barambo

Post on 25-Jul-2015

177 views

Category:

Education


2 download

TRANSCRIPT

გაკვეთილი N 27

საშინაო დავალების შემოწმება: 6. IV ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებია: C, Si, Ge, Sn, Pb. თანაურის: Ti, Zr

Hf. VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებია: O, S, Se, Te, Po. თანაურის: Cr, Mo, W.

7. N52 ელემენტია Te. ის VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტია, ამიტომ მისი უმაღლესი ოქსიდია TeO3, ხოლო წყალბადნაერთია H2Te. N33 ელემენტია დარიშხანი As. ის V ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტია, მისი უმაღლესი ოქსიდი და წყალბადნაერთია As2O5, AsH3. N 14 ელემენტი სილიციუმი Si. ის IV ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტია, შესაბამისად SiO2, SiH4.

8. Se N34 IV პერიოდი VI ჯგ. მთავარი ქვეჯგუფი V N23 IV პერიოდი V ჯგ. თანაური ქვეჯგუფი Pb N82 VI პერიოდი IV ჯგ. მთავარი ქვეჯგუფი Sc N21 IV პერიოდი III ჯგ. თანაური ქვეჯგუფი In N49 V პერიოდი III ჯგ. მთავარი ქვეჯგუფი Ag N47 V პერიოდი I ჯგ. თანაური ქვეჯგუფი Hg N80 VI პერიოდი II ჯგ. თანაური ქვეჯგუფი

9. As მოთავსებულია V ჯგუფში, ამიტომ მისი მაქსიმალური ვალენტობა ხუთის ტოლია. მისი ოქსიდი და ქლორიდია As2O5 AsCl5. წყალბადნაერთი AsH3. Ge (IV ჯგუფის ელემენტი. მაქსიმალური ვალენტობა 4-ის ტოლია) GeO2, GeCl4, GeH4. Se (VI ჯგუფის ელემენტი. მაქსიმალური ვალენტობა 6-ის ტოლია) SeO3, SeCl6, H2Se. Te (VI ჯგუფის ელემენტი. მაქსიმალური ვალენტობა 6-ის ტოლია) TeO3, TeCl6, H2Te.

10. ა) ყველაზე ძლიერია Na, რადგან ეს ელემენტები ერთ პერიოდში არიან მოთავსებულნი და ნატრიუმი ყველაზე მარცხნივაა. ბ) Ba, რადგან ეს ელემენტები II ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში არიან მოთავსებულნი და ყველაზე ქვემოთ არის ბარიუმი.

11. Br, რადგან იმ ელემენტებიდან, რომლებიც IV პერიოდში არიან მოთავსებულნი და ბრომი ყველაზე მარჯვნივ მდგომია. O, რადგან ეს ელემენტები VI ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფის ელემენტებია, ჟანგბადი კი ყველაზე მაღლაა მოთავსებული.

თემა N 5 ატომის აღნაგობა

ატომი შედგება დადებითად დამუხტული ბირთვისა და უარყოფითად დამუხტული

ელექტრული გარსისგან. ატომგულის (ატომბირთვის) შემადგენლობაში შედიან უმარტივესი ნაწილაკები, რომლთაგან უმნიშნელოვანესებია პროტონები და ნეიტრონები. ელექტრული გარსი კი ელექტრონებისგან შედგება.

ელექტრონი ატომის შემადგენელი ყველაზე მსუბუქი ნაწილაკია, რომლის მასა წყალბადის ატომის მასის 1/1840 ნაწილია. მას უარყოფითი მუხტი აქვს, რომელიც უდრის 1,602 . 10-3 კულონს. ეს მუხტი პირობითად 1-ის ტოლადაა ჩათვლილი. ელექტრონის სიმბოლოა e- (ან უბრალოდ e).

პროტონი დამუხტული ნაწილაკია. მისი მუხტი ელექტრონის მუხტის ტოლია და ნიშნით საწინააღმდეგოა. პროტონის მასაა 1 მ.ა.ე. პროტონის სიმბოლოა p+ ან უბრალოდ p.

ნეიტრონი დაუმუხტავი ნაწილაკია, რომლის მასა დაახლოებით პროტონის მასის ტოლია (1მ.ა.ე.), სიმბოლოა n.

პროტონი p m (p) = 1 მ.ა.ე. +1 (მუხტი) ნეიტრონი n m (n) = 1 მ.ა.ე. 0 (მუხტი) ელექტრონი e m (e) = 1/1840 მ.ა.ე. -1 (მუხტი)

რამდენი პროტონიცაა ატომგულში, იმდენივე ელექტრონია ატომის ელექტრონულ გარსში. ატომგულის მუხტის სიდიდე უდრის ელექტრული გარსის მუხტის სიდიდეს. ატომი ელექტრონეიტრალური ნაწილაკია.

ატომგულის აღნაგობა

როგორც ავღნიშნეთ ატომგული შედგება პროტონებისა და ნეიტრონებისგან. პროტონების რაოდენობა განაპირობებს ატომგულის მუხტის სიდიდეს, ხოლო პროტონებისა და ნეიტრონების საერთო მასა ატომგულის მასას. ატომგულის მასა პრაქტიკულად ატომის მასის ტოლია, რადგან ელექტრული გარსის მასა უმნიშვნელოა ატომგულის მასასთან შედარებით (გავიხსენოთ 1 პროტონი დაახლოებით 1840-ჯერ მძიმეა 1 ელექტრონზე). ასე რომ თუ გვაქვს რაღაც ატომი, რომლის ბირთვი შედგება 5p და 6n-სგან, მაშინ მისი ატომგულის მუხტი იქნება +5, ხოლო მასა 5 + 6 = 11 მ.ა.ე.

ერთნაირი ატომგულის მუხტის მქონე ატომთა ერთობლიობას ქიმიური ელემენტი ეწოდება.

ნებისმიერი ქიმიური ელემენტის ატომგულის მუხტის სიდიდე რიცხობრივად ემთხვევა ამ ელემენტის რიგობრივ ნომერს ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. სხვაგვარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელემენტის ატომგულში იმდენი პროტონია, რამდენიცაა ამ ელემენტის რიგობრივი ნომერი ელემენტთა პერიოდულ სისტემაში.

არსებობენ ატომები, რომლებსაც ერთნაირი ატომგულის მუხტი აქვთ, მაგრამ განსხვავებულია მათი მასები. ერთიდაიგივე ელემენტის ატომების ასსეტ ნაირსახეობებს იზოტოპები ეწოდებათ. იზოტოპებს ატომგულში ერთიდაიგივე რაოდენობის პროტონები და განსხვავებული რაოდენობის ნეიტრონები აქვთ. იზოტოპები თითქმის ყველა ელემენტს გააჩნია. მაგ: ელემენტი წყალბადი სამი იზოტოპისგან შედგება, რომლებსაც ერთნაირი ატომგულის მუხტი (+1) და განსხვავებული მასები 1, 2 და 3 აქვთ.

1p 1p+1n 1p+2n

ე.ი. ელემენტი წყალბადი შედგება სამი იზოტოპისგან, რომელთა მასებია 1, 2, 3.

სხვაგვარად ამბობენ, რომ ამ იზოტოპების მასური რიცხვებია 1, 2 და 3. ასევე სამი იზოტოპი აქვს ჟანგბადს. ჟანგბადის იზოტოპების მასური რიცხვებია 16,

17, 18.

O168 O

178 O

188

8p + 8n 8p + 9n 8p + 10n

ე.ი. ჟანგბადის იზოტოპების მასებია 16, 17, 18. ელემენტის ატომური მასა ყველა იზოტოპის ატომური მასების და ბუნებაში მათი

მასური წილის ნამრავლის ჯამის ტოლია. თუ მასური წილი პროცენტებშია მოცემული, მიღებულ ჯამს ვყოფთ ასზე. მაგალითად ელემენტი ქლორი ბუნებაში გავრცელებულია ორი იზოტოპის სახით:

Cl

35

17 მისი შემცველობა 75,45%-ია და

Cl

37

17 რომლის შემცველობა 24,6%-ია.

Ar =

75,4 . 35 + 24.6 . 37

100= 35,453

(ორივე იზოტოპის შესაბამისი მასური წილი პროცენტებში მრავლდება შესაბამის

მასაზე, იკრიბება და იყოფა 100-ზე). atomgulis Sedgenilobis dasaxasiaTeb-

l ad gamoviyenoT formula: A=Z+N sadac A -elementis atomuri masaa. Z-rigobrivi nomeri anu birTvSi protonebis raodenobaa.

N -atomgulSi neitronebis raodenobaa

საშინაო დავალება:

1. როგორია პროტონის, ნეიტრონის და ელექტრონის მუხტი და მასა? 2. როგორი იქნება ატომგულის მუხტი და მასა იმ ელემენტებისთვის რომლის

ბირთვიც შედგება: ა) 6p და 6n ბ) 13p და 14n გ) 17p და 20n დ) 25p და 30n. დავწეროთ ამ ელემენტთა სიმბოლოები, მივუთითოთ რიგობრივი ნომერი.

3. რას ეწოდება იზოტოპები? რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? 4. დავუშვათ ელემენტი სამი იზოტოპისგან შედგება, რომელთა მასებია: 40, 42, 44.

ხოლო ბუნებაში თითოეული იზოტოპი გვხვდება 30%, 55%, 15%. როგორი იქნებოდა ამ ელემენტის ატომური მასა?