grigol akopovi - elit tour

15
Web Marketing Contest კომპანია "ელიტ ტური" - ს ვებ მარკეტინგის სტრატეგია ავტორი: გრიგოლ აკოფოვი კომპანია: ელიტ ტური URL: www.elitetour.ge

Upload: ncib

Post on 18-Mar-2016

240 views

Category:

Documents


1 download

DESCRIPTION

Web Marketing Strategy | NCIB Contest

TRANSCRIPT

Page 1: Grigol Akopovi - Elit Tour

Web Marketing Contest

კომპანია "ელიტ ტური" - ს ვებ მარკეტინგის სტრატეგია

ავტორი: გრიგოლ აკოფოვი

კომპანია: ელიტ ტური

URL: www.elitetour.ge

Page 2: Grigol Akopovi - Elit Tour

სარჩევი 1. სტრატეგიის და მიზნების აღწერა

2. კომპანია "ელიტ ტურის" ვებ გვერდის შიდა ოპტიმიზაცია

3. კომპანია "ელიტ ტურის" ვებ გვერდის გარე ოპტიმიზაცია და ფასიანი რეკლამა

4. სოციალურ მედიაში დაწინაურება

5. მარკეტინგული პრომო აქციები სოციალურ მედიაში

6. ზოგადი წესები ვებ მარკეტინგული ღონისძიებების შესახებ

Page 3: Grigol Akopovi - Elit Tour

სტრატეგიის და მიზნების აღწერა

შემუშავებული სტრატეგიის ძირითადი მიზანი არის კომპანია „ელიტ ურის“ მომსახურების

ვებ სივრცეში დაწინაურება.

კონცეპციის ფარგლებში განისაზღვრება შემდეგი ამოცანები: 1. ოფიციალური ვებ გვერდის რეორგანიზაცია და შიდა ოპტიმიზაცია

2. ოფიციალური ვებ გვერდის გარე ოპტიმიზაცია და საძიებო სისტემებში დაწინაურება

3. ფასიანი სარეკლამო კამპანიები ინტერნეტში

4. სოციალურ მედიაში დაწინაურება

5. ვებ სივრცეში მიმზიდველი ფასების და შეღავათების სისტემის შექმნა

6. ვებ სივრცეში კომპანიის დადებითი იმიჯის შექმნა

ბაზრის სეგმენტირება და სამიზნე აუდიტორია: ძირითად სამიზნე აუდიტორიად განისაზღვრება აქტიური ინტერნეტ მომხმარებლები,

გამხსნელი მოსახლეობა 25 - 55 წლის ასაკში (როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის

ფარგლების გარეთ), სტუდენტები და კერძო კომპანიები (სარეკლამო სააგენტოები, უცხოური

პარტნიორები)

სამიზნე ბაზრების თანახმად, სტრატეგია ნაწილდება შემდეგნაირად: კლიენტები რომლებიც

დასასვენებლად იმგზავრებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ (შიდა ბაზარი) და კლიენტები

რომლებიც დასასვენებლად ესტუმრებიან საქართველოს.

ვადების მაჩვენებლების მიხედვით სტრატეგია ნაწილდება: 1. გრძელვადიანი პრომო აქციები

2. მოკლევადიანო პრომო აქციები

ტექნიკური შესრულების მიხედვით, სტრატეგია ნაწილდება: 1. შიდა საძიებო ოპტიმიზაცია

2. გარე საძიებო ოპტიმიზაცია

3. ფასიანი სარეკლამო კომპანიები

4. სოციალურ მედიაში დაწინაურება

კომპანია "ელიტ ტურის" სერვისები, რომელთა დაწინაურებას ითვალისწინებს

სტრატეგია: 1. დასვენება საქართველოში

2. დასვენება საქართველოს ფარგლებს გარეთ (საზღვაო და ევროპული ტურები)

3. მუსიკალური ღონისძიებები

4. კრუიზების და ფორმულა ერთის საგზურები

*სტრატეგია შეიძლება განხორციელებულიქნეს მთლიანად ან ნაწილობრივად. შესაძლოა

ვადების და პრომო კამპანიების ელემენტების რედაქტირება და დარეგულირება.

Page 4: Grigol Akopovi - Elit Tour

კომპანია "ელიტ ტურის" ვებ გვერდის შიდა ოპტიმიზაცია http://elitetour.ge/

მიზნები:

ვებ გვერდის www.elitetour.ge შიდა ოპტიმიზაცია რათა რესურსი გახდეს ადვილად

მოსაძიებელი Google-ის და Яндекс-ის საძიებო სისტემებში. სამიზნე აუდიტორიის საიტზე

მოზიდვა. კომპანიის მომსახურების დაწინაურება საქართველოს და საზღვარგარეთ

მომხმარებლებს შორის.

რისთვისაა საჭირო:

შიდა ოპტიმიზაცია საშუალებას აძლევს საძიებო სისტემებს ადვილად მოიძებნოს რესურსი

გლობალურ ქსელში და იქიდან გამომდინარე, გამოაქვეყნოს აღნიშნული საიტი საძიებო

შედეგების სიაში უფრო მაღალ პოზიციაზე (მაგალითად - Google: hotel in Georgia, Tourism in

Georgia, vacation in Georgia - Яндекс: отдых в Грузии, гостиницы в Грузии, туры по Грузии -

Holmes.ge: დასვენება თურქეთში, დასვენება ეგვიპტეში... ). ამჟამად კომპანია "ელიტ ტურის"

ვებ გვერდი აღნიშნულ საძიებო სისტემების მსგავსი საძიებო ფრაზების შედეგებში არ

იძებნება. მნიშვნელოვანია - 95% შემთხვევაში მომხმარებელი ეძებს მომსახურებას და არა

კომპანიის სახელს.

ვებ საიტის შიდა ოპტიმიზაცია: ოფიციალური ვებ გვერდი არის კომპანიის ძირითადი "სავიზიტო ბარათი" ვებ სივრცეში.

ნებისმიერი პრომო და სარეკლამო ღონისძიებები ინტერნეტში უნდა იყოს მჭიდროდ

დაკავშირებული კომპანიის ვებ გვერდთან. შიდა ოპტიმიზაციას მიენიჭება მაღალი

პრიორიტეტი და ის შეიცავს შემდეგ კორექტირებას:

1. დამატებითი ენების ინტეგრირება საიტზე - ამჟამად "ელიტ ტურის" ვეგ გვერდი

წარდგენილია მხოლოდ ქართულ ენაზე, რაც პრქტიკულად გამორიცხავს ამ გვერდის

მოძიებას Google-ის და Яндекс-ის სისტემებში (ეს სისტემები შეირჩევიან საძიებო

ოპტიმიზაციაში). დამატებითი ენების რაოდენობა განისაზღვრება კომპანიის

მიზნობრივი აუდიტორიით და ბაზრის შესაბამისად. აუცილებელი მინიმუმი არის

რუსული და ინგლისური ენები. ეს საშუალევას იძლევა უცხოელ მომხმარებელს

შევთავაზოთ საგზური საქართველოში

Page 5: Grigol Akopovi - Elit Tour

2. სემანტიკური ბირთვის განმარტება - ძირითადი საძიებო ფრაზების განმარტება ანუ

ფრაზების რის მიხედვით რესურსი უნდა მოიძებნოს ინტერნეტში. საძიებო ფრაზები

არიან გამოყოფილი სამ პრიორიტეტად: მაღალსიხშირიანი, საშუალოსიხშირიანი და

დაბალსიხშირიანი.

3. საძიებო ფრაზების გადანაწილება საიტის გვერდებს შორის - ამისათვის საჭიროა

საიტის გვერდებზე კომპანიის მომსახურების შესახებ ორიგინალური აღწერის

განთავსება ტექსტური ფორმით. თავის მხრივ, აღწერა უნდა შეიცავდეს სათანადო

პრიორიტეტის საძიებო ფრაზებს. შემდეგ, რესურსის HTML კოდში დაემატება

შესაბამისი keywords და tags, ასევე იცვლება ფაილი favico.ico (სურათი ბრაუზერის

რესურსის მისამართის ველში). ამჟამად www.elitetour.ge - ის HTML კოდი გამოიყურება

შემდეგნაირად:

1. საიტის გვერდების რედაქტირება - ითვალისწინებს გვერდის სათაურების, ბმულების,

სურათების რედაქტირებას, HTML კოდის დახვეწას, ა.წ. Footer-ის და საიტის რუკის

დამატებას. პირველ რიგში აუცილებელია რესურსის მთავარი გვერდის გადამუშავება,

სადაც ინფორმაცია წარდგენილია სურათების სახით, რაც ხელს უშლის საიტის

ინდექსაციას საძიებო სისტემებში. ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული ტექსტის

სახით (რაც არ გამორიცხავს სურათების გამოყენებას)

2. Robots.txt ფაილის შედგენა - ფაილი საჭიროა ზედმეტი (მაგალითად

ადმინისტრაციული) გვერდების ინდექსაციიდან ამოღებისათვის. ეს ბევრად

გააადვილებს საძიებო პროცესს Google-ში და Яндекс-ში.

ვადები:

საძიებო ოპტიმიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს 7-10 დღის განმავლობაში.

საძიებო სისტემებში ინდექსაცია იმართება რამდენიმე კვირის განმავლობაში.

შენიშვნა:

საძიებო ფრაზების შედგენა ხორციელდება კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, მარკეტინგული

სტრატეგიის, მომსახურების და ფასების გათვალისწინებით.

Page 6: Grigol Akopovi - Elit Tour

"ელიტ ტური" - ს ვებ გვერდის გარე ოპტიმიზაცია და ფასიანი

რეკლამა

მიზანი:

"ელიტ ტური"-ს ვებ გვერდის დაწინაურება საძიებო სისტემებში უფასო გარე ოპტიმიზიციის

და საიტის ტრაფიკის გაზრდა ფასიანო კონტექსტური და საბანერო რეკლამის მეშვეობით.

კომპანიის კლიენტთა რაოდენობის და მომსახურების რეალიზაციის გაზრდა.

რისთვისაა საჭირო:

გარე ოპტიმიზაცია ხელს უწყობს მომხმარებელს რომელიც ეძებს ინფორმაციას დასვენების ან

რაიმე საგზურის შესახებ, საძიებო სისტემის შედეგებში მიიღოს "ელიტ ტურის" ვებ გვერდის

ლინკი. ზემოთ აღნიშნული პროცესი ავტომატურად ზრდის რესურსის აუდიტორიას და

ეხმარება კომპანიის მომსახურების რეალიზაციაში.

გარე ოპტიმიზაცია:

1. საძიებო სისტემებში რეგისტრაცია - რეგისტრაცია საძიებო სისტემებშია Google,

Яндекс და Holmes.ge. ეს საშუალებას აძლევს საძიებო სისტემებს უფრო შედეგიანად

ჩაატაროს ვებ გვერდის ინდექსაცია და ამის შედეგად, კონკურენტებთან შედარებით,

გამოაქვეყნოს ვებ გვერდი საძიებო შედეგებში მაღალ პოზიციაზე .

2. თემატური კატალოგებში და განცხადებების დაფებზე რეგისტრაცია - კატალოგებში

და განცხადებების დაფებზე რეგისტრაცია ზრდის სხვა საიტებიდან "ელიტ ტურის" ვებ

გვერდზე ბმულების რაოდენობას, რაც ასევე დადებითად მოქმედებს საიტის საძიებო

შედეგებზე. მსგავსი რეგისტრაცია ტარდება ავტომატურად სპეციალური სერვისების და

პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით. ამის გარდა აუცილებელია რესურსის

რეგისტრაცია თემეტურ კატალოგებში (google.com, yahoo.com, bing.com mail.ru,

tursvodka.ru, liveinternet.ru და ა.შ.) და ქართული ინტერნეტ-კატალოგებში (sapovnela.ge,

mymarket.ge, boom.ge...)

"ელიტ ტურის" ვებ გვერდის ფასიანი რეკლამა:

1. კონტექსტური რეკლამა - კონტექსტური რეკლამა წარმოადგენს მოკლე ტექსტურ

სარეკლამო განცხადებას რომელიც გამოქვეყნდება საძიებო სისტემების შედეგების

მიუხედავად საძიებო შედეგებსაგვერდზე (განსაკუთრებული რეგიონიდან თემატური

საძიებო მოთხოვნის შესაბამისად ). რეკომენდებული კონტექსტური რეკლამის

Page 7: Grigol Akopovi - Elit Tour

სერვისებია - AdWords, Яндекс.Директ , AdsPay.Ge, Ad.Aris.Ge და Facebook Ads. მსგავსი

ფასიანი რეკლამა საშუალებას იძლევათ მომენტალურად მიიღოთ დაინტერესებული

მომხმარებლების ტრაფიკი საკუთარ ვებ გვერდზე. კონტექსტური რეკლამა

ითვალისწინებს თანხის გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა

დააჭირა განცხადებას და გადავიდა აღნიშნულ საიტზე.

2. საბანერო რეკლამა - კომპანია "ელიტ ტურის" სარეკლამო ბანერების განთავსება

ქართული ინტერნეტის სეგმენტში. ბიუჯეტის ფარგლებში, ბანერების განთავსება

ხდება მაქსიმალურად პოპულარულ რესურსებზე და თემატურ საიტებზე. როგორც

კონტექსტური, საბანერო რეკლამა ითვალისწინებს მომენტალურ შედეგს. საბანერო და

კონტექსტური რეკლამა მოიზიდავს დაინტერესებული მომხმარებლების დიდ

რაოდენობას და ამის შემდეგ, სოციალური ქსელების საშუალებებით ხდება მათთან

მჭიდრო კავშირის გაძლიერება.

ვადები:

გარე ოპტიმიზაცია იმართება მხოლოდ ერთხელ და იმყოფება კონტროლის ქვეშ მთელი

წლის განმავლობაში. კონტექსტური რეკლამა ტარდება მთელი წლის (ან გარკვეული

თვეების) განმავლობაში და დადგენილ რეგიონებს შორის. საბანერო რეკლამა ტარდება

მომატებული მოთხოვნის პერიოდში, მაქსიმალური რეალიზაციის მისაღწევად.

შენიშვნა:

ბიუჯეტის, სარეკლამო განცხადებების და რეგიონების განსაზღვრა ხორციელდება

კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, მარკეტინგული სტრატეგიის, მომსახურების და ფასების

გათვალისწინებით.

Page 8: Grigol Akopovi - Elit Tour

სოციალური მედია

მიზანი:

"ელიტ ტურის" ვებ გვერდის დაწინაურება სოციალურ ქსელებში, ფორუმებში და ბლოგებში.

არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან უკუკავშირის დამყარება. მომსახურების პირადი

შეთავაზება სოციალური მედიის საშუალებებით.

რისთვისაა საჭირო:

კარგად ჩამოყალიბებული და სანდო კომუნიკაცია მომხმარებელთან ქმნის დადებით იმიჯს ,

რაც იწვევს კმაყოფილებას და ნდობას კომპანიის მიმართ. კომპანიის მიმართ დადებითად

განცყობილი მომხმარებელი , ნაკლებად ეძებს სხვა ალტერნატივას. სოციალური მედია

იძლევა დიდ აუდიტორიასთან ერთდროულად დიალოგის დამყარების , მომხმარებლების

მოთხოვნების და აზრების გაგებას საშუალებებს, ასევე ახალი სერვისების შექმნის და ძველი

სერვისების მოდიფიკაციის, ფასების რეგულირების, პრომო არხების და სარეკლამო

მეთოდების რედაქტირების საშუალებებს. მსგავსი პროცესები ახდენენ მარკეტინგულ

გამოკლევებზე განკუთვნილი ბიუჯეტის ეკონომიას, ხორციელდებიან სწრაფად და რეალურ

დროში.

კომპანია "ელიტ ტურის" მომსახურების დაწინაურება სოციალურ მედიაში

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საჭიროა არა კომპანიის სახელის, არამედ კომპანიის

სერვისების დაწინაურება.

აუცილებელია დაამყარო ღია და სანდო დიალოგი მომხმარებელთან.

1. დაწინაურება ფორუმებზე - აუცილებელია რომ ნებისმიერ პრომო კამპანიას ჰქონდეს

მხარდაჭერა ინტერნეტის ქართულ ფორუმებზე (forum.ge, conference.ge და ა.შ.). ეს

საშუალებას იძლევა მოიზიდო პოტენციური კლიენტის ყურადღება, შესთავაზო ახალი

სერვისი და გაიგო კლიენტის აზრი სანამ მოხდება ამ სერვისის ინტეგრირება კომპანიის

ოფიციალურ გვერდზე. მსგავს რესურსებს აქვთ ხანგრძლივი ისტორია და აქტიური

მომხმარებლების ფართო აუდიტორია. მნიშვნელოვანია ყველა ფორუმზე

გამოქვეყნებულ იმფორმაციაში ბმულის დამატება, რაც გაზრდის კომპანიის ვებ

გვერდის მოხსენებას სხვა საიტებზე და გააადვილებს საძიებო ოპტიმიზაციას.

2. ვიდეოჰოსტინგი - ნებისმიერი საინტერესო ან თუნდაც სარეკლამო ვიდეომასალების

არსებობის შემთხვევაში (კომპანიის, მომსახურების, საგზურების შესახებ) საჭიროა ამ

ინფორმაციის განთავსევა საიტებზე: Youtube.com, Tvali.ge, Myvideo.ge და სოციალურ

ქსელებში.

Page 9: Grigol Akopovi - Elit Tour

3. დაწინაურება ბლოგებში - სასარგებლო იქნება კომპანიის ბლოგის არსებობა, სადაც

კომპანიის ერთი ან რამოდენიმე თანამშრომლების მიერ იქნება აღწერილი მათი

შთაბეჭდილებები საკუთარი მოგზაურობების შესახებ, გამოქვეყნებული საინტერესო

ფაქტები და სურათები. ბლოგი აუცილებლად უნდა იყოს დუბლირებული 5-10

სხვადასხვა ბლოგების საიტებზე, რაც მოახდენს ბლოგის პოპულარიზაციას.

4. Facebook - დღეისათვის ყველაზე მასშტაბური სოციალური ქსელი არის Facebook-ი.

დაწინაურებას ამ ქსელში მიენიჭება ყველაზე მაღალი პრიორიტეტი სოციალურ

რესურსების შორის. Facebook-ს აქვს კომპანიის და მომსახურების პოპულარიზაციის

ყველაზე ფართო შესაძლებლობები (აუდიტორია და პროგრამული უზრუნველყოფა).

5. LinkedIn - არის სოციალური ქსელი ბიზნესისათვის. რეგისტრაცია და აქტიური

მონაწილეობა ან ქსელში უზრუნველყოფის საჭირო და სასარგებლო კონტაქტების

დამყარებას, პარტნიორების მოზიდვას და ასე შემდეგ.

6. Twitter - არის მიკრობლოგების ქსელი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს

დატოვოს თვისი კომენტარი სოციალურ ქსელებში SMS შეტყობინების მეშვეობით.

მოსახერხებელია დასვენების დროს ჩატარებულ მოვლენების აღწერისთვის რეალურ

დროში (კონცერტების, კონკურსების და ა.შ.)

კომპანია "ელიტ ტურის"-გან სოციალურ მედიაში ინფორმაციის განთავსების

ზოგადი წესები

1. პატიოსანი მიმართება;

2. მომხმარებელთან სანდო დიალოგის დამყარება;

3. მომხმარებლების სტიმულირება "ელიტ ტურის" გვერდის დაწინაურება საკუთარ

მეგობრებს შორის;

4. გამოკითხვების ჩატარება;

5. გაფართოებული სარეკლამო განცხადებების გამოქვეყნება. საჭიროა რომ სარეკლამო

ტექსტი იყოს მოკლე და მიმზიდველი, შეიცავდეს ვიდეო და ფოტო ინფორმაციას საგზურის

შესახებ. იყოს საინტერესო, რათა მომხმარებლებმა დატოვონ თავიანთი კომენტარები და

შთაბეჭდილებები, ვიდეოები და სურათები;

6. გარდა კომპანიის ოფიციალური გვერდისა, უნდა შეიქმნას დამატებითი ჯგუფები (მაგ:

დასვენება თურქეთში, დასვენება ევროპაში, მუსიკალური კონცერტები) სადაც

გაითვალისწინებული იქნება მომხმარებლების აზრები და სურვილები;

7. გათამეშებების და კონკურსების ჩატარება (Facebook-ის პროგრამული უზრუნველოფის

გამოყენებით);

8. საკუთარი პროგრამების და ფორმების შექმნა რომლებიც იქნებიან მჭიდროდ

დაკავშირებული "ელიტ ტურის" ვებ გვერდთან. ამ საშუალებებით მოხდება შეკვეთების და

რეგისტრაციის პროცესების გაადვილება;

9. ვებ გვერდზე www.elitetour.ge -ზე Facebook-ს კომენტარების პლაგინის ინტეგრირება;

10. გვერდების მუდმივი და დაუყოვნებლივი განახლება;

11. კომპანიის ნებისმიერი გვერდი უნდა იყოს საინტერესო.

შენიშვნა:

კომპანიის სტრატეგია სოციალურ მედიაში განისაზღვრება მენეჯმენტთან ერთად,

მარკეტინგული სტრატეგიის, მომსახურების და ფასების გათვალისწინებით.

Page 10: Grigol Akopovi - Elit Tour

მარკეტინგული პრომო აქციები სოციალურ მედიაში

მიზანი:

მარკეტინგული პრომო აქციების ძირითადი მიზანი არის Facebook-ზე კომპანია "ელიტ

ტურის" მომხმარებლების კლუბის შექმნა (ა.წ. "ელიტ ტურ კლუბი"). აღნიშნულ სოციალურ

ქსელს აქვს ყველაზე ფართო აუდიტორია და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები.

საჭიროების მიხედვით უნდა დამყარდეს სტაბილური ასოციაცია "მოხერხებული დასვენება"

= "ელიტ ტურის კლუბის". ამისათვის შეიქმნება რამდენიმე "ბრენდის" კონცეპცია:

ლოგოტიპი და სხვა ვიზუალური ელემენტები, სლოგანი და ა.შ. ასევე Facebook-ის გვერდზე

შეიქმნება შესაბამისი დამატებითი პუნქტი და ოფიციალურ ვებ საიტზე ახალი გვერდი

მარტივი რეგისტრაციით და კლუბში გაწევრიანების წესებით.

რისთვისაა საჭირო:

მომსახურების რეალიზაციის ახალი და ინოვაციური მიდგომა დადებითად გამოარჩევს

კომპანიას კონკურენტების შორის. კლიენტების გაერთიანება ერთ ბაზაში აადვილებს

მომხმარებლების აზრების ანალიზს, რაც იქნება გაყიდვების გაზრდის ერთ-ერთი მთავარი

პრინციპი. მარკეტინგული აქციების წარმატებული ჩატარება საშუალებას იძლევა შეამცირო

საგზურების ფასები, გახდე უფრო კონკურენტუნარიანი და ამით მოიზიდო ახალი

მომხმარებლები. პრომო ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებულიქნეს როგორც

უცხოური მომხმარებლების მოზიდვის არხი.

აუცილებელი პირობები:

ყველა ვებ სარეკლამო ფართების გამოყენება (ოფიციალური გვერდი, Facebook-ის

გვერდი, ბანერები და კონტექსტური განცხადებები);

ოფიციალური ვებ საიტის და Facebook-ის გვერდის მოდოფიკაცია;

Facebook-ში გვერდზე ახალი პუნქტის ან/და ახალი ჯგუფის გახსნა სადაც

გაიმართება ყველაზე აქტიური აგიტირება შერჩეული საგზურის ან მომსახურების

შესახებ. მთავარ გვერდზე გამოქვეყნდება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი

ინფორმაცია და კომენტარები, ამ შემთხვევაში არ გადაიტვირთება მთავარი

გვერდი და არ გამოიწვევს მომხმარებლების გაღიზიანებას;

ოფიციალურ ვებ საიტზე, ყველა იმ გვერდზე სადაც გამოქვეყნებულია რამე

ინფორმაცია საგზურების ან კონკურსების შესახებ უნდა იყოს ინტეგრირებული

Facebook-ის ღილაკი "Like";

პრომო აქციის მთავარი შინაარსი: კომპანიის კონკრეტული მომსახურება ან რამე

საგზური და სარგებელი რასაც მიიღებს მომხმარებელი ამ სერვისის შეძენის

შემხთვევაში.

შერჩეული მომსახურებების მომხმარებლების კლუბი

მთელი ვებ მარკეტინგის კონცეპციის ძირითადი აზრი არის ყველა შეღავათიანი ან

შერჩეული სერვისების გაერთიანება ერთ ეგრეთ წოდებულ "ელიტ ტურის კლუბში".

პროექტის მხარდასაჭერად ოფიციალურ ვებ საიტზე შეიქმნება დამატებითი გვერდი

Page 11: Grigol Akopovi - Elit Tour

სადაც, მოკლე რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს მიეცემა საშუალება მიიღოს

დამატებითი მომსახურება და გარკვეული ფასდაკლებები.

მომსახურება "ფასდაკლებების კლუბი" Facebook-ზე და www.elitetour.ge

აქციის მთავარი მიზანია ერთ კონკრეტულ საგზურზე ან მომსახურებაზე გარკვეული

რაოდენობის მომხმარებლების დაგროვება, რის შედეგად შესაძლო გახდება ამ

კლიენტებისთვის მნიშვნელოვანი ფასდაკლების შეთავაზება. მონაწილე

მომხმარებლების რაოდენობა უნდა იყოს საკმარისი იმისათვის რომ შემცირდეს სამუშაო

ხარჯები. ამ რაოდენობის გადაჭარბება ასევე დადებითად იმოქმედებს კომპანიის

მოგებაზე და გაყიდულ საგზურების რაოდენობაზე.

აქციის ჩატარების მექანიკა:

გარკვეული ?%-ანი ფასდაკლება იმ შემთხვევაში თუ საგზურს შეიძენს "?"

რაოდენობის მომხმარებელი (მაგალითად - 30%-ანი ფასდაკლება თუ საგზურს

შეიძენს 40 ადამიანი);

დროული სარეკლამო კამპანია ინტერნეტში და სოციალურ მედიაში რომლის

ინტენსიურება პროპორციულად იზრდება საგზურის განხორციელების ვადამდე;

სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის შექმნა Facebook-ის გვერდზე და

www.elitetour.ge-ზე;

აგრესიული პრომო კამპანიის დროს გამოიყენება Facebook-ის პროგრამული

უზრუნველყოფის საშუალებები, საკუთარი გვერდების ინტეგრირება და

გამოკითხვები;

მაქსიმალური ვიზუალური/ფოტო/ვიდეო ან სხვა ინფორმაციის განთავსება Facebook-

ის გვერდზე (ფასდაკლების ან საგზურის შესახებ);

კომპანიის თანამშრომლების მიერ იმართება მჭიდრო და სანდო დიალოგი

მომხმარებლებთან და აქციის მონაწილეებთან, მიეწოდება სრულყოფილი და

დროული ინფორმაცია. ხორციელდება მაქსიმალური ძალისხმევა სკეპტიკური

აზრების და შეხედულებების გადალახვისთვის.

დადგენილ პერიოდამდე, მომხმარებელმა უნდა შეიტანოს გარკვეული თანხა რათა

დაამტკიცოს საკუთარი მონაწილეობა აქციაში;

საგზურის დაწყებიდან კონკრეტულ პერიობამდე, მომხმარებელი ვალდებულია

დაფაროს საგზურის ღირებულების სრული გადასახადი (კომპანიის ოფისში ან

ელექტრონული საშუალებების მეშვეობით) წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი

გამოირიცხება და მის ადგილს დაიკავებს სხვა;

შედეგების თანახმად, გარკვეული მომხმარებლების რაოდენობა მიიღებს დადგენილ

ფასდაკლებას;

აქციის შედეგები, მომხმარებლების რაოდენობა და მათი სახელები, ყველა საჭირო

ინფორმაცია იქნება გამოქვეყნებული "ელიტ ტურის" ვებ საიტზე, Facebook-ის

გვერდზე, ბლოგებში და ა. შ.

შენიშვნები: "ფასდაკლებების კლუბის" აქცია შეიძლება გადანაწილდეს რამდენიმე ტურად ან

მომსახურებების მიხედვით;

ინფორმაცია ფასდაკლებების შესახებ და მონაწილეების რეგისტრაცია შეიძლება

დაიწყოს 4-6 თვით ადრე და ამით უფრო დიდ ხანს შეინარჩუნოს ყურადღება აქციის

მიმართ;

აქცია ხელს უწყობ პროგნოზირებას შემდეგ საკითხებში: რეალიზაციისთვის

საგზურების შესყიდვა, ადგილების და ექსკურსიების დაჯავშნა და ა.შ.მსგავსი

Page 12: Grigol Akopovi - Elit Tour

პროგნოზირება საშუალებას იძლევა გაითვალისწინო მომავალი მოთხოვნა და

შეამცირო სამუშაო ხარჯები;

აქცია მოუწოდებს მომხმარებელს დაიწყოს თავისი დასვენების დაგეგმვა 4-6 თვით

ადრე და ამით ინარჩუნებს ინტერესს კომპანიის მიმართ ამ დროის განმავლობაში;

მსურველებმა გადაჭარბების შემთხვევაში კომპანიას გაუჩნდება ისეთი

მნიშვნელოვანი სერვისის განხორციელების საშუალება როგორიცაა "თანხის

დაბრუნება" (გადახდილი "ავანსი" დაბრუნებას არ ითვალისწინებს);

დამოკიდებულება მომხმარებლების და ფასდაკლების შორის იცვლება კომპანიის

ხარჯების და მარკეტინგული პოლიტიკის თანახმად;

აქცია შეიძლება ჩატარებულიყოს "ქულების დაგროვების" სისტემით.

აქცია "ვარსკვლავთა საგზური" Facebook-ზე და www.elitetour.ge

"ვარსკვლავთა საგზური"-ის აქციის ძირითადი დანიშნულება კონცერტებზე და მუსიკალურ

ფესტივალებზე საგზურების რეკლამირება. აქციის მიზანია - ყველაზე ერთგული

თაყვანისმცემელის გამოვლენა და მისთვის, პრიზის სახით, უფასო საგზურის გადაცემა.

აქცია იმართება ეტაპობრივად. ყველა ეტაპში იმარჯვებს მონაწილეების გარკვეული

რაოდენობა. ყოველი ეტაპის შედეგად მონაწილეების რაოდენობა მცირდება.

აქციის ჩატარების დაახლოებითი მექანიკა:

გამოკითხვა მუსიკალური შემსრულებლის ბიოგრაფიის შესახებ (30 მონაწილე);

გარკვეული სირთულის გამოკითხვა მუსიკალური შემსრულებლის შესახებ, (20

მონაწილე);

ფოტო კონკურსი. მონაწილემ უნდა გამოაქვეყნოს სურათი რომელზეც თვითონ

გამოხატავს საკუთარ სიმპათიას ვარსკვლავის მიმართ. შეფასდება ორიგინალურობა და

კრეატიულობა. სურათზე უნდა იყოს ნაჩვენები მუსიკალური შემსრულებლის სახელი ან

ლოგოტიპი და "ელიტ ტურის" ლაგოტიპი. მოგებული მომხმარებლები განისაზღვრებიან

დაგროვილი "Like"- ების მეშვეობით. მხარდასაჭერად მონაწილე ავრცელებს თავის

სურათს საკუთარ მეგობრებს შორის, რაც ზრდის კონკურსის და პოტენციური

კლიენტების რაოდენობას. (10 მონაწილე)

კონკურსის ბოლო ეტაპი - მუსიკალური ვარსკვლავის სიმღერის შესრულების

ვიდეოჩანაწერი. გათვალისწინებული იქნება იუმორი, კრეატიულობა და შესრულება.

გამარჯვებული გამოვლინდება ასევე "Like"- ების ან სპეციალური გამოკითხვის

მეშვეობით. გარდა Facebook-ის, ვიდეოჩანაწერები გამოქვეყნდებიან ვიდეოჰოსტინგებზე

- Youtube.com, Tvali.ge, Myvideo.ge რაც ასევე გაზრდის კონკურსის აუდიტორიას. ბოლო

ეტაპში მონაწილეობს 5 მომხმარებელი. კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლენილი

იქნება ერთი გამარჯვებული.

აქცია "ოცნების საგზური" Facebook-ზე და www.elitetour.ge

აქცია "ოცნების საგზური" მიმართულია ერთ-ერთი უფასო საგზურის გათამაშებაზე. აქცია

გრძელვადიანია, 6-9 თვემდე. მთავარ პრიზს (უფასო საგზური) მიიღებს ის მონაწილე

რომელიც იქნება ყველაზე აქტიური მთელი კონკურსის განმავლობაში.

მომხმარებელი იძულებული ხდება დაგეგმოს თავისი დასვენება რამდენიმე თვით ადრე,

მიიღოს აქტიური მონაწილეობა, შეასრულოს ყველა დავალება კონკურსის ფარგლებში და

დააგროვოს მხარდამჭერების "Like"-ები.

კონკურსი ტარდება ეტაპობრივად. კონკურსის სათითაო ეტაპის დროს მომხმარებელს

ეძლევა სასარგებლო რჩევები თუ როგორ ეფექტურად დაგეგმოს საკუთარი დასვენება

საზღვარგარეთ, ხდება აგიტირება გაიზიარონ საკუთარი აზრები, გამოცდილება და ამავე

დროს უპასუხონ სხვადასხვა სირთულის კითხვებს საგზურთან ან თემასთან დაკავშირებით.

Page 13: Grigol Akopovi - Elit Tour

აღნიშნული აქცია გამოიწვევს ღია დისკუსიას სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის,

სადაც მონაწილეები მისცემენ ერთმანეთს რჩევებს, დატოვებენ კომენტარებს და ამით ხელს

შეუწყობენ კონკურსის პოპულარუზაციას. კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლენილი

იქნება ერთი გამარჯვებული რომელიც მიიღებს უფასო "ოცნების საგზურს".

შენიშვნები: კონკურსის ეტაპების დროს შესაძლებელია მესამე მხარის (სპონსორების) ჩართვა

(ყველაფერი რაც ეხება დასვენებას - დაზღვევა, კოსმეტიკა, საზაფხულო ტანსაცმელი და

ა.შ.)რომლებიც დამატებით გაათამაშებენ საკუთარ პრიზებს კონკურსში მონაწილეობის

სანაცვლოდ. ეს საშუალებას იძლევა შეინარჩუნო უფრო დიდი ინტერესი

მომხმარებლების მხრიდან და მისცემს დამატებით სტიმულს მონაწილეობისთვის.

მსგავსი კონკურსი უკვე ტარდება "ელიტ ტურის" Facebook-ის გვერდზე. არსებული

კონკურსი ითხოვს გაუმჯობესებას და ეფექტურობის გაზრდას.

ღონისძიებები მიმართული კომპანია "ელიტ ტურის" იმიჯის გაუმჯობესებაზე

მსგავსი ღონისძიების მაგალითი შეიძლება იყოს აქცია "მე და ელიტ ტური".

გარდა იმ ვებ მარკეტინგის ღონისძიებებისა, რომლებიც მიმართულები არიან გაყიდული

სერვისების რაოდენობის გაზრდაზე, მნიშვნელოვანია იმიჯის გაუმჯობესებისათვის

აქციების ჩატარება.

სოციალური მედიის მეშვეობით (შეძლებისდაგვარად ტრადიციული მედიის ჩართვით)

ტარდება აქცია რომლის ფარგლებში კლიენტს კურორტიდან ჩამოაქვს პატარა სუვენირი

პირადათ "ელიტ ტურისთვის". შემდგომში ამ საჩუქრებით, ფოტოსურათებით და ა.შ.

გალამაზდება კომპანიის ოფისი, სპეციალური ღონისძიებების ჩატარების ადგილები და სხვა.

მსგავსი უკუკავშირი და არსებული მომხმარებლების კეთილგანწყობა კომპანიის მიმართ

იქნება ეფექტური მომსახურების ხარისხის მაჩვენებელი პოტენციური და მომავალი

კლიენტებისთვის, გააძლიერებს ურთიერთობას მომხმარებელთან.

გამოჩენილი ყურადღების სანაცვლოდ, ტურ ოპერატორი მომავალში დააჯილდოვებს

მომხმარებლებს სიმბოლური პრიზებით და დამატებითი სერვისებით.

შენიშვნა:

*ვებ მარკეტინგის აქციები უნდა იცვლებოდეს საჭიროებისთანავე. ყოველი შემდგომი

ღონისძიება სრულად არ უნდა იმეორებდეს წინა აქციას.

*შესაძლებელია ვებ მარკეტინგის აქციების ადაპტირება გარე ბაზრისთვის,

საზღვარგარეთიდან კლიენტების მოზიდვის მიზნით.

ბიუჯეტის,აქციების დასახელებების და წესების განსაზღვრა იმართება კომპანიის

მენეჯმენტთან ერთად, არსებული მარკეტინგული სტრატეგიის, მომსახურების და ფასების

გათვალისწინებით.

Page 14: Grigol Akopovi - Elit Tour

ტექნიკური და პრომო აქციების ჩატარების ვადები:

შიდა ოპტიმიზაცია

June July August September October November December January February March April May

გარე ოპტიმიზაცია

June July August September October November December January February March April May

ფასიანი კონტექსტური რეკლამა (გარე ბაზრისთვის, დასვენება საქართველოში + შიდა

ბაზრისთვის, დასვენება საქართველოს ფარგლებს გარეთ)

June July August September October November December January February March April May

ფასიანი საბანერო რეკლამა (შიდა ბაზრისთვის, დასვენება საქართველოს ფარგლებს

გარეთ)

June July August September October November December January February March April May

სოციალურ მედიაში დაწინაურება

June July August September October November December January February March April May

შენიშვნა;

ზემოთ აღნიშნული ვადებით განისაზღვრება პრომო აქციების ჩატარება მთელი წლის

განმავლობაში. ვადები შეიძლება შეიცვალოს საჭიროების შემთხვევაში.

სტრატეგიის განხორციელების საწყისი წერტილი დადგენილი უნდა იქნეს კომპანიის

მენეჯმენტის მიერ .

ზოგადი წესები ვებ მარკეტინგული ღონისძიებების შესახებ:

1. ღონისძიებების ჩატარების ზომიერად აგრესიული ტონი;

2. ყველა სარეკლამო ფართები გამოიყენება როგორც სარეკლამო ბანერი;

3. პირველ რიგში სერვისის და კლიენტის სარგებლის რეკლამირება და არა კომპანიის

სახელისა;

4. სტაბილურ და მეგობრულ მომხმარებელთა უკუკავშირის შექმნა;

5. Facebook -ის ყველა პროგრამული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება;

6. რეკლამირებული ტურის შესახებ ვიზუალური და ვიდეო ინფორმაციის განთავსება;

7. ინტერნეტ სივრცეში ყველა გამოქვეყნებული მასალები ( ბლოგები , სტატიები, Facebook)

უნდა იყოს უნიკალური და საინტერესოდ დაწერილი;

8. დამატებითი ენების ინტეგრირება საიტზე www.elitetour.ge;

9. კომპანიის ბრენდისა და ვიზუალური მასალების ხარისხის გაუმჯობესება;

10. კომპანიის საქმიანობის ყველა სფეროს პრომო აქციების ჩატარება.

Page 15: Grigol Akopovi - Elit Tour

დასკვნა

ზემოდ აღნიშნული იდეები და სტრატეგია აუცილებლად უნდა იყოს შესწორებული

კომპანიის მიზნების, მისი ამჟამინდელი მარკეტინგული სტრატეგიის, ფასების და ბაზარზე

პოზიციონირების თანახმად. კონცეფცია რეგულირდება განხორციელების მთელი პერიოდის

განმავლობაში. კომპანიის სერვისების პრომო აქციები ინტერნეტ სივრცეში სასურველია

ჩატარდეს მთელი წლის განმავლობაში. ასევე შესაძლებელია შეიცვალოს პრომო კამპანიის

ვადები და ჩატარდეს უფრო მოკლე დროში. ყველა დეტალი და საკითხი, რომელიც

მოითხოვს დიდ ყურადღებას და დადასტურებას უნდა იყოს განხილული კომპანიის

მენეჯმენტთან. ვებ მარკეტინგის სტრატეგიის ყურადღებიანი განხორციელება მოიტანს ისეთ

დადებით რეზულტატებს როგორიც არიან სარეკლამო ბიუჯეტის შემცირება და შენარჩუნება,

კლიენტების მოთხოვნების და მოსაზრებების შესახებ დროული და სანდო ინფორმაციის

მფლობა, გაყიდვების და მოგების გაზრდა ზომიერი ფულადი ხარჯებით.