grigol robaqizis saxelobis universitetiold.gruni.edu.ge/uploads/content_file_1_1658.pdf · 1 grigol...

123
1 grigol robaqiZis saxelobis universiteti GRIGOL ROBAKIDZE UNIVERSITY akademiuri macne biznesi da marTva II Tbilisi - 2013

Upload: others

Post on 19-Jan-2020

7 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

1

grigol robaqiZis saxelobis universiteti

GRIGOL ROBAKIDZE UNIVERSITY

akademiuri macne

biznesi da marTva

II

Tbilisi - 2013

2

სარედაქციო კოლეგია

მამუკა თავხელიძე - მთავარი რედაქტორი (თბილისი, საქართველი)

გიორგი ღლონტი - მთავარი რედაქტორის მოადგილე (თბილისი, საქართველი)

რუდიგერ ანდრესენი

(კილი, გერმანია)

გოგი ბატიაშვილი

ნაკულ ვინოდ კარკარე

(თბილისი საქართველი))

(პენსილვანია, აშშ)

მურთაზ კვირკვაია (თბილისი საქართველი)

ვასილ კიკუტაძე (თბილისი საქართველი)

ჰელმუტ კური (ფრაიბურგი, გერმანია)

ტომას პაველკა (პრაღა, ჩეხეთი)

მარიკა პირველი (შჩეშინი, პოლონეთი)

ევა პოდუბნიჩკოვა (პრაღა, ჩეხეთი)

დავით სიხარულიძე (თბილისი საქართველი)

დიტერ უმბახი

სლავა ფეტელავა

(პოცდამი, გერმანია)

(თბილისი საქართველი)

ნინო ქემერტელიძე (თბილისი საქართველი)

ჯოვან შოპოვსკი (სკოპიე, მაკედონია)

იან ჩადენი (პრაღა, ჩეხეთი)

ელიკო წიკლაური-ლამიხი

პეტრ ჰაეკი

(ფრაიბურგი, გერმანია)

(პრაღა, ჩეხეთი)

აღმასრულებელი რედაქტორი:

თამარ გამსახურდია (თბილისი, საქართველო)

წინამდებარე აკადემიურ მაცნეში წარმოდგენილია ქართველ და უცხოელ მეცნიერების

ნაშრომები ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის აქტუალურ საკითხებზე.

© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა

ISSN 214385-2394

UDC (უაკ) 34 (051.2) ა-401

3

Editorial Board:

Mamuka Tavkhelidze - Editor-in-chief (Tbilisi, Georgia)

Giorgi Glonti – Deputy Editor-in-chief (Tbilisi, Georgia)

Rudiger Andressen

Gogi Batiashvil

Jan Cadil

(Kiel, Germany)

(Tbilisi, Georgia)

(Prague, Czech Republic)

Slava Fetelava

Petr Hajek

(Tbilisi, Georgia)

(Prague, Czech Republic)

Nakul Vinod Karkare (Pennsylvania, USA)

Nino Kemertelidze

Vasil Kikutadze

(Tbilisi, Georgia)

(Tbilisi, Georgia)

Helmut Kury (Freiburg, Germany)

Murtaz Kvirkvaia (Tbilisi, Georgia)

Eva Podubnickova (Prague, Czech Republic)

Tomas Pavelka (Prague, Czech Republic)

Marika Pirveli (Szczecin, Poland)

David Sikharulidze

Jovan Shopovski

(Tbilisi, Georgia)

(Skopje, Republic of Macedonia)

Eliko Tsiklauri-Lammich

Dieter C. Umbach

(Freiburg, Germany)

(Potsdam, Germany)

Executive Editor:

Tamar Gamsakhurdia (Tbilisi, Georgia)

In the given Academic Digest presented the articles of well-known Georgian and foreign scholars on the

issues in economics, business and management.

© Grigol Robakidze University Press

ISSN 214385-2394

UDC (უაკ) 34 (051.2) ა-401

4

სარჩევი

მარკეტინგი

მაია მელაძე

ტურისტული პროდუქტის თავისებურებანი

7

ნინო ჯერენაშვილი

ტურისტული პროდუქტის წინწაწევა საქართველოში

12

მენეჯმენტი

თამარ ქობლიანიძე, ლელა კოჭლამაზაშვილი, ქეთევან რიჟამაძე

სტრატეგიული მენეჯმენტის თეორიული ასპექტები სასტუმრო ბიზნესში

17

ჯოვან შოპოვსკი, ფრანკ ბეზინა, მარტინ მ. ზამიტი

კომპანიის დირექტორატის დისკვალიფიკაცია დ მისი გავლენა სამეწარმეო

საქმიანობაზე

24

ქეთევან ჭიაბრიშვილი, ნინო ჭიაბრიშვილი

ლიდერობა და მენეჯმენტი

27

მაკა ფირანაშვილი

კულტურული მემკვიდრეობის როლი და მნიშვნელობა მსოფლიო ტურიზმის

განვითარებაში

31

მაკა გუდიაშვილი

გადაწყვეტილების ხის მეთოდის გამოყენება ენერგეტიკის მენეჯმენტში

36

ბიზნესი

სლავა ფეტელავა

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესები კონკურენციის სფეროში

41

ვასილ კიკუტაძე

არამატერიალური აქტივების ცნება საშემფასებლო საქმიანობაში

47

5

გივი ყუფარაძე

სამედიციონო ტურიზმი და ველნესის ფილოსოფია

50

ლიანა ყანჩაველი

ლოჯისტიკური კონსალტინგი

55

ივანე პირველი

შეუძლია თუ არა სუფთა განვითარების მექანიზს ხელი შეუწყოს საქართველოში

ახალი ჰესების მშენებლობის მიზნით ინვესტიციების მოზიდვას

59

გივი გიგაური

შიდა და საგარეო ეკონომიკური წონასწორობა

64

ფინანსები

თამარ გამსახურდია

საბანკო დივერსიფიკაციის შეფასების და მართვის პრაქტიკის ანალიზი ქართულ

ბანკებში

75

გაიოზ სანაძე , მარიამ ყურაშვილი

თანამედროვე დეპოზიტარული მომსახურების მიმოხილვა

82

გაიოზ სანაძე, ლევან გვალია

გრძელვადიანი შენახვები

89

მალხაზ ბაქრაძე

საინვესტიციო გარემოს შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები და კომპანიის

ინვესტიციური საქმიანობის მოდელირების როლი მის მენეჯმენტში

99

მალხაზ ბაქრაძე

კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის მართვის მოდელი

111

6

მარკეტინგი

7

მაია მელაძე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ტურისტული პროდუქტის თავისებურებანი

ნებისმიერი განმარტება შეზღუდულია, ხოლო შეზღუდულობა არასოდეს არ არის ზუსტი.

ამიტომ არც ერთი მეცნიერება, განსაკუთრებით საზოგადოებრივი, არ იძლევა ,,დასრულებულ”

განსაზღვრებას. ჩვენს დროში მიღებული დახასიათება შესაძლოა არ იქნეს მიღებული 50 წლის

შემდეგ.

რამდენიმე საუკუნის წინ საქონელი განისაზღვრებოდა, როგორც ,,უსულო ხვასტაგი”, ხოლო

ხუასტაგი _ საქონელი და საყოლელი, (საქონელი და საყოლელნი), ხვასტაგი ეწოდების ყოველსა

საქონელსა და საყოლელსა [სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით].

მეოცე საუკუნეში, წარმოებისა და ვაჭრობის განვითარებასთან ერთად საქონელი განისაზღვრა

როგორც გასაყიდად წარმოებული შრომის პროდუქტი, ხოლო ქონება - ვისიმე საკუთრებად

არსებული ნივთიერების და სხვადასხვა ფასეულობათა ერთობლიობა [5]. პარალელურად

არსებობდა ტერმინი - პროდუქტი [ლათ.] საგანი, ნივთიერება, რომელიც მიღებულია ადამიანის

შრომის შედეგად, პროდუქცია [ლათ.] - წარმოების პროდუქტების ერთობლიობა ან წარმოების

ცალკეული პროდუქტი [5].

ზემოთ მოყვანილი განმარტებების მიხედვით საქონელს ახასიათებს ორი თვისება: სახმარი

ღირებულება და საცვლელი ღირებულება. სახმარი ღირებულება განისაზღვრება მისი

სარგებლიანობით და მის გარეშე არ არსებობს. ყველა ეკონომიკურ წყობილებაში ნატურალურ

ფორმაში გამოხატული სიმდიდრეა ნივთების განსაზღვრული რაოდენობა, რომლებიც ადამიანის

სხვადასხვა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, ე. ი. სახმარი ღირებულება სიმდიდრის

საზოგადოებრივი ფორმაა. საცვლელი ღირებულება კი სხვადასხვა სახმარი ღირებულების

რაოდენობრივი შეფარდებით არის განპირობებული.

საქონელი არის ნივთის სასარგებლო თვისებათა კომპლექსი, იგი შეიცავს მომხმარებლის

საჭიროებათა მატერიალური დაკმაყოფილებისათვის საჭირო ყველა შემადგენელ ელემენტს [10].

საქონლის მეშვეობით შეიძლება გარკვეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება [9]. საქონელია

ყველაფერი, რასაც შეუძლია მოთხოვნილების ან საჭიროების დაკმაყოფილება და რაც

შეთავაზებულია ბაზრისათვის ყურადღების მიზიდვის, გაყიდვისა და გამოყენების მიზნით [9].

საქონელი შეიძლება იყოს ყველა ის ნივთი, მომსახურება, ნაწარმი, იდეა და ა. შ. რომელიც

აკმაყოფილებს მატერიალურ და სულიერ მოთხოვნილებებს და გატანილია ბაზარზე

გასაცვლელად [2].

რაც შეეხება პროდუქტს, იგი არის ადამიანის შრომის, სამეურნეო საქმიანობის შედეგი, რომელიც

წარმოდგენილია მატერიალურ-ნივთობრივი (მატერიალური პროდუქტი) და სულიერი,

ინფორმაციული ფორმით (ინტელექტუალური პროდუქტი) ან შესრულებული სამუშაოსა და

მომსახურების სახით [1,3]. ამ და სხვა ავტორთა დიდი ნაწილის ტრადიციული განმარტების

თანახმად პროდუქტს გააჩნია მხოლოდ სახმარი ღირებულება და საცვლელი ღირებულება არ

გააჩნია. მაგრამ როდესაც საუბარია საქონლის ხარისხზე, როგორც პროდუქციის ტექნიკურ-

ეკონომიკური და ესთეტიკური თვისებების ერთობლიობაზე, რომელიც მისი ვარგისიანობის

დონეს განსაზღვრავს, მისი ინგლისური შესატყვისი პროდუქტია (quality of products) [1].

8

მარკეტინგის ტერმინთა ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით: საქონელი

(Goods) - მატერიალური პროდუქტები, როგორებიცაა: საპონი, ტელევიზორი და ა. შ., ხოლო

პროდუქტი (product) - ყველაფერი, რაც კი შეიძლება შესთავაზონ ბაზარს ყურადღების

მისაპყრობად, შესაძენად, გამოსაყენებლად და რაც შეიძლება აკმაყოფილებდეს სურვილს ან

მოთხოვნილებას.

უცხოელ ავტორთა ჯგუფის მიხედვით, პროდუქტი განისაზღვრება, როგორც იდეა, ფიზიკური

არსი (საქონელი), მომსახურება, ან ამ სამი ელემენტის ნებისმიერი კომბინაცია, განკუთვნილი

გაცვლის გზით ინდივიდუალური ან ბიზნეს მიზნის დაკმაყოფილებისათვის [11, 36].

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკაში გამოყენებული

განმარტებების მიხედვით განხილულია საქონელი (Goods), რომელიც გულისხმობს მხოლოდ

ფიზიკურ საქონელს, ხოლო კომერციული მომსახურება განსაზღვრულია მომსახურებისა და

სახელმწიფო მომსახურების სხვაობის ტოლად, რომელიც თავის მხრივ, იყოფა: ტრანსპორტი,

მოგზაურობა და სხვა კომერციული მომსახურება

ტრანსპორტი მოიცავს ყველა სატრანსპორტო მომსახურებას (საზღვაო, საჰაერო, შიდა სანაოსნო,

კოსმოსური, მილსადენი), რომლებიც სრულდება ერთი ქვეყნის რეზიდენტების მიერ სხვა ქვეყნის

რეზიდენტების მიმართ და ეს მომსახურება აგრეთვე მოიცავს მგზავრთა გადაყვანას, საქონლის

მიმოქცევას და მასთან დაკავშირებულ დამხმარე მომსახურებას.

მოგზაურობა მოიცავს ინდივიდუალურ (ჯანმრთელობის დაცვის, განათლების და სხვა მიზნით)

და ბიზნეს მოგზაურების მიერ მოთხოვნილ საქონელსა და მომსახურებას. სხვა

მომსახურებისაგან განსხვავებით მოგზაურობა არ არის მომსახურების განსაკუთრებული

(დამახასიათებელი) ტიპი, არამედ, მოგზაურთა მიერ გამოყენებული მრავალფეროვანი საქონელი

და მომსახურება. ყველაზე გავრცელებული საქონელი და მომსახურება არის: განთავსება, კვება

და სასმელი, გართობა და ტრანსპორტი, საჩუქრები და სუვენირები.

სხვა კომერციული მომსახურება შედგება საკომუნიკაციო, სადაზღვევო, საფინანსო,

საინფორმაციო, სალიცენზიო და სხვა მომსახურებისაგან.

თანამედროვე ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში ტერმინი „საქონელი“ გამოიყენება ორი

მნიშვნელობით, ერთი საქონელი ვიწრო გაგებით, ე. ი. ფიზიკური საქონელი, რომელსაც

შეესაბამება ინგლისური ტერმინი “Goods“, მეორე - საქონელი ფართო გაგებით, რომელსაც

შეესაბამება ინგლისური ტერმინი “Product“, მაგრამ ყოველდღიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში,

კონკრეტულად, ბანკებისა და სხვადასხვა ფირმის საქმიანობისას, გამოყენებულია ტერმინი

„პროდუქტი“ საქონლისა და მომსახურების ფართო სპექტრის დასახასიათებლად, ხოლო ტერმინი

„საქონელი“ გამოიყენება მხოლოდ ვიწრო გაგებით, როგორც ფიზიკური საქონელი. რაც შეეხება

ტურისტულ ბიზნესს, როგორც ლიტერატურაში, ასევე ყოველდღიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში

გამოიყენება ტერმინი „ტურისტული პროდუქტი“, ხოლო „ტურისტული საქონელი“ გამოხატავს

ტურისტული საქმიანობისათვის საჭირო ფიზიკურ საქონელს.

ფილიპ კოტლერის მიხედვით: ტურისტულ პროდუქტს წარმოადგენს - ნომერი სასტუმროში,

დასვენება ჰავაის კუნძულებზე, კარტოფილი „ფრი“ მაკდონალდსში, ავტობუსით მოგზაურობა

9

ისტორიულ ადგილებში და ა. შ., კომპლექსური სახით იგი მოიცავს ძირითად პროდუქტს,

თანმხლებ პროდუქტს, დამატებით პროდუქტს და პროდუქტს ფართო გაგებით [10].

ტურიზმის ინდუსტრიის ძირითადი პროდუქტი არის ტურისტული მომსახურება. მასში

იგულისხმება მომსახურების მთელი რიგი სახეები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია:

განთავსების, კვების, სატრანსპორტო და მიზნობრივი მომსახურება. ბაზარზე ისინი შეიძლება

შეთავაზებულ იქნეს როგორც ერთიანი კომპლექსური ტური, ან თითოეული მათგანი

დამოუკიდებლად. ძირითადი ტურისტული მომსახურების გარდა არსებობს თანმხლები

მომსახურება: სადაზღვევო, საბანკო, საკომუნიკაციო. მათი მნიშვნელობა გამუდმებით იზრდება

და მრავალფეროვანი ხდება. ტურისტული დანიშნულების პროდუქტს, მომსახურების გარდა,

წარმოადგენს ზოგიერთი საქონელიც: სუვენირები, სპეციალური ტურისტული აღჭურვილობა,

სურსათი და სხვა.

ტურიზმის ბაზარზე კომერციული საქმიანობის წარმატება პირველ რიგში მიმზიდველი

ტურისტული პროდუქტით განისაზღვრება, მაგრამ ტურისტული პროდუქტი ამავე დროს

წარმოადგენს რთული სხვადასხვაგვარი ელემენტების ერთობლიობას.

ცხრილი 1. ტურისტული პროდუქტის წარმოების სისტემის განვითარება მსოფლიოში

მახასიათებლები ტურიზმი - XX საუკუნის ბოლოს ტურიზმი - XXI საუკუნის დასაწყისში

წარმოების

კონცეფცია

მასიური ტურიზმი მოქნილი მოგზაურობისა და ტურიზმის

პარამეტრები

პროდუქტი მკაცრად განსაზღვრული,

მასიური და სტანდარტული

დასვენებები. მასიური ბაზარი

დასვენებები: მოქნილი,

სეგმენტირებული, პერსონალიზებული,

გარემოსადმი მეგობრული

წარმოების

ინსტრუმენტები

ტურისტული პაკეტები,

ჩარტერული ფრენა, ფრანშიზა,

ოფისები, სასტუმროები,

ტურისტული ცენტრები

ნაყოფიერი მენეჯმენტი1,

სპეციალიზებული ტუროპერატორები,

კონკურენტული ტურისტული

ადგილები, იზრდება მიმწოდებლებისა

და აგენტების როლი

წარმოების

ორგანიზაცია

მასშტაბის ეკონომია ძალიან

მნიშვნელოვანია,

მოთხოვნა პროგნოზირებადია,

„შვებულება შენახულია“

განსაკუთრებული

შემთხვევებისათვის

მასშტაბის ეკონომიკა,

მოქნილობა,

ბაზართან სიახლოვე,

დიაგონალური ინტეგრაცია

ადამიანური

რესურსები და

სწავლება

სეზონური სამუშაო,

სამუშაო ძალის მაღალი

დენადობა, დაბალი ხელფასი,

სამუშაოს მოუქნელობა

მრავალფუნქციური, სპეციალიზებული

და დამაკმაყოფილებელი სამუშაო

დამატებითი ღირებულების

კომპონენტით

მარკეტინგი მასიური მარკეტინგი მაქსიმალური პერსონალიზაცია

1 ნაყოფიერი მენეჯმენტი (Yield management) წარმოადგენს მომხმარებელთა ქცევის გაგების,

გათვალისწინებისა და მასზე ზეგავლენის პროცესს - უძრავი, მალფუჭებადი რესურსებისაგან (როგორიცაა

თვითმფრინავის ბილეთების ან სასტუმროს ოთახების დაჯავშნა) მწარმოებლურობის ან სარგებლის

მიღების მიზნით [14].

10

მასიური რეკლამა

კლიენტები გამოუცდელი,შესამჩნევად

ჰომოგენური, მზის

მოყვარულები,პროგნოზირებადი,

ფასზე ორიენტირებული

გამოცდილი, დამოუკიდებელი და

ელასტიკური, განსხვავებული

ღირებულებები, ჩამოყალიბებული და

პასუხისმგებელი

ხარისხი არადიფერენცირებული დარეგულირებული, ინდივიდუალურად

კონტროლირებადი, მეტი მნიშვნელობა

ენიჭება პროცესს, ვიდრე ფუნქციას

პრაქტიკულ საქმიანობაში ძირითად ტურისტულ პროდუქტს წარმოადგენს კომპლექსური

მომსახურება - მომსახურების სტანდარტული ნაკრები, რომელიც მიეყიდებათ ტურისტებს ერთ

„პაკეტად“. ნებისმიერ ტურისტულ პროდუქტს საფუძვლად უდევს რაიმე მოთხოვნის

დაკმაყოფილების აუცილებლობა.

ცხრილი 1. გვიჩვენებს XX საუკუნის ბოლოსათვის ტურისტული პროდუქტის წარმოების

ტრანსფორმაციას, რაც ძირითადად გამოხატულია ინდივიდუალიზაციის მაღალი დონითა და

ელასტიკურობით. მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელი გახდა ტურისტული პროდუქტის

ხარისხის რეგულირება, ხოლო მომხმარებელი - მაღალგანვითარებული და გადახდისუნარიანი.

ტურისტული პროდუქტის კერძო გამოვლინებაა ტურისტული ცენტრები და მათი მომსახურება,

რომლებიც წარმოადგენენ დინამიკურ წარმონაქმნებს და როგორც ყველა პროდუქტს (საქონელს)

ახასიათებს სასიცოცხლო ციკლი. მათი სასიცოცხლო ციკლები ძლიერ განსხვავდება

ერთმანეთისაგან. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა, კონკურენტების არსებობამ და

სხვა ფაქტორებმა შეიძლება დააჩქაროს ან შეანელოს ციკლის სხვადასხვა სტადიის მიმდინარეობა.

ცნობილია შემთხვევები, როცა კურორტის განვითარება შეჩერდა რომელიმე სტადიაზე.

ტურისტული ცენტრების შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა ამერიკელმა მეცნიერმა ს. პლოგმა.

მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ტურისტული ადგილის განვითარების ყოველ სტადიას შეესაბამება

მნახველთა განსაზღვრული კატეგორია. წარმოქმნის ადრეულ სტადიაზე ტურისტული ცენტრი

იზიდავს ალოცენტრიკებს, მათთვის დამახასიათებელი თავგადასავლების სიყვარულით. შემდეგ

განვითარებისა და განმტკიცების სტადიაზე ალოცენტრიკებს ცვლიან საშუალოცენტრიკები,

ხოლო სასიცოცხლო ციკლის ბოლოს (სტაგნაცია და დაცემა) - ფსიქოცენტრიკები, რომლებიც

ცხოვრების მშვიდ სტილს ანიჭებენ უპირატესობას [7, 210].

ტურისტული პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის კონცეფციას, მომხრეების გარდა,

მოწინააღმდეგებიც ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს

ცალკეული სტადიების დასაწყისი, მიიჩნევენ რომ ტურისტულ პროდუქტის ევოლუციაზე ძლიერ

მოქმედებს გარე ფაქტორები - ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ინფლაციის დონე,

მომხმარებელთა ცხოვრების სტილი. ჩვენ შეგვიძლია დავეთანხმოთ იმ თვალსაზრისს, რომ

შეუძლებელია ტურისტული პროდუქტისათვის სასიცოცხლო ციკლის სტადიების ზუსტად და

კონკრეტულად განსაზღვრა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის

გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელია და ფრიად სასარგებლო, ტურისტული

პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის სტადიების განსაზღვრა და მიღებული შედეგების გამოყენება.

11

ტურისტულ პროდუქტს ახასიათებს ოთხი თვისება, რომელიც განასხვავებს მომსახურებას

ფიზიკური საქონლისაგან: ხელშეუხებლობა, წარმოების და მოხმარების განუყოფელობა,

ცვალებადობა და შენახვის შეუძლებლობა. ამიტომ ტურისტული პროდუქტი პრინციპულად

განსხვავდება ჩვეულებრივი პროდუქტისაგან. კერძოდ, იგი არ არის დაკავშირებული ისეთ

ცნებებთან, როგორებიცაა გადაზიდვა, საწყობში შენახვა, დაგროვება. გარდა ამისა, ტურისტული

მომსახურების წარმოება და მისი მოხმარება დროსა და სივრცეში უმეტესად ერთმანეთს

ემთხვევა. ტურისტული პროდუქტი ხასიათდება რიგი სხვა თავისებურებებითაც:

სეზონურობით, გეოგრაფიული დანაწევრებით და ა. შ.

როგორც ცნობილია, ვაჭრობა არის საქონლის მიმოქცევის ფორმა, რომლის მეშვეობით

ხორციელდება საქონლის მოძრაობა წარმოებიდან მომხმარებლამდე ყიდვა-გაყიდვის გზით [4].

ჩვენ იგივე შეგვიძლია გავიმეოროთ ტურისტული პროდუქტის მიმართაც, ერთი განსხვავებით _

მომხმარებელი მოძრაობს ტურისტული პროდუქტისაკენ, რათა ადგილზე შეიძინოს (ან წინასწარ

დაჯავშნოს ან შეიძინოს) და ადგილზევე მოიხმაროს იგი.

ვაჭრობა, როგორც საქონლის გაყიდვის პროცესი, წარმოადგენს გარკვეული თანამიმდევრობით

შესრულებულ ოპერაციათა ერთობლიობას, რომელსაც ასრულებს სავაჭრო საწარმოს პერსონალი

მყიდველთა მომსახურების მომენტში. საქონლის გაყიდვის პროცესი დამოკიდებულია საქონლის

ასორტიმენტზე და საქონლის გაყიდვის ფორმებსა და მეთოდებზე. იგი შედგება ორგანიზაციულ-

ტექნიკური და ფსიქოლოგიური ოპერაციებისაგან. ორგანიზაციულ-ტექნიკურ ოპერაციებს

მიეკუთვნება საქონლის გასაყიდად მომზადებასთან დაკავშირებული ოპერაციები,

ფსიქოლოგიურს კი - მოთხოვნის გამოვლენა, საქონლის ჩვენება, თანმხლები საქონლის

შეთავაზება, დახმარება საქონლის შერჩევაში და ა. შ. [4].

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილთაგან ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ ტურისტული პროდუქტის

მიმართ, მხოლოდ მცირედი განსხვავებით: ტურისტული პროდუქტის წინასწარ ჩვენება

შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ მაკეტისა, ან ვიდეო და ფოტო მასალების ჩვენება.

მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პროდუქტი არ არსებობს, სანამ ის არ გაიყიდება.

როცა ტურისტული პროდუქტი იყიდება, ის არის მხოლოდ ინფორმაცია კომპიუტერული

დაჯავშნის სისტემაში. განსხვავებით სამომხმარებლო საქონლის უმრავლესობისაგან,

როგორებიცაა ტელევიზორები, ფოტოაპარატები და ავტომობილები, ტურისტულ პროდუქტს ვერ

გავსინჯავთ, ვიდრე არ მივიღებთ მისი ყიდვის გადაწყვეტილებას.

რა თქმა უნდა მრავალი ტურისტული ფირმის ხელმძღვანელის მიზანია პროდუქცია მიყიდოს

პირდაპირ მომხმარებელს, შუამავლის გარეშე და დაზოგოს საკომისიოს ხარჯზე. ახლა მრავალი

ორგანიზაცია თავისი სადისტრიბუციო სტრატეგიის ცენტრში ათავსებს ინტერნეტს, რადგან

აცნობიერებენ რომ ამით დიდი თანხის დაზოგვა შეიძლება.

საინფორმაციო მასალების არსებობა, ტურისტული საწარმოს პერსონალის მიერ მისი ცოდნა და

ტურისტისათვის მოთხოვნისთანავე მისი წარდგენა წარმოადგენს ტურისტული პროდუქტის

შექმნის და ბაზარზე მისი წარმატებული რეალიზაციის უმთავრეს მოთხოვნას.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ასათიანი რ. 2003. ეკონომიკსი, განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი, „სიახლე“.

12

2. ბოლოკაძე ე. 1995. მარკეტინგი (სახელმძღვანელო). თბილისი, „სიახლე“.

3. ეკონომიკური ლექსიკონი. 2001. პროფ. ა. სილაგაძის ხელმძღვანელობით, თბილისი, თსუ

გამომცემლობა. 4. სავაჭრო საწარმოს ეკონომიკა. 1995. პროფ. ე ბოლოკაძის რედაქტორობით, თბილისი,

თსუ, შპს ქართული ფილმი. 5. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. 1986. ერთტომეული, არნ. ჩიქობავას

რედაქტორობით, თბილისი.

6. Bearden W., Ingram Th., Laforge R. 1995. Marketing: Principles and Perspectives. USA, p.210.

7. Peter D. Bennett, ed. 1988. Dictionary of Marketing Terms. Chicago: American Marketing

Association.

8. http://www.wto.org

9. Medlik S. 2003. Dictionary of Travel, Tourism & Hospitality. Third ed.

10. Kotler Ph., Bowen J., Makens J. 1998. Marketing for Hospitality & Tourism. Prentice Hall

International, Inc.

11. Sport & Tourism. 2001. WTO, Madrid.

12. Aleksandrova A. 2001. International Tourism, Aspect Press. M.

13. Netessine S., R. Shumsky. 2002. Introduction to the Theory and Practice of Yield Management.

INFORMS Transactions on Education, Vol. 3, No. 1.

ნინო ჯერენაშვილი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის

ტურისტული პროდუქტის წინწაწევა საქართველოში

ტურიზმი ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიაა მსოფლიოში, რომელიც ეკონომიკის მნიშნელოვან და

დინამიურად განვითარებად დარგს წარმოადგენს. საქართველოში ტურიზმის განვითარება ხელს

შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, მოსახლეობას მოუტანს დამატებით შემოსავლებს, შეამცირებს

უმუშევრობის დონეს, ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციებისა და ისტორიულ-კულტურულ

ფასეულობათა პოპულარიზაციას.

როგორც ცნობილია, საქართველოs საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს: 102

kურორტი, 182 საკურორტო ადგილი, 2400 მინერალური სამკურნალო წყლის წყარო, 12 000

ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლი, მათგან 4 შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის

ძეგლთა ნუსხაში, 7 არსებული და პერსპეტქიული ეროვნული პარკი და ა.შ. [4]. საქართველოს

კურორტებმა და ტურისტულმა ბაზებმა დიდი ხანია ფართო აღიარება მოიპოვეს. აქედან

გამომდინარე, ის უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი მოგზაურებისა და

ტურისტებისათვის.

ტურიზმი ის სფეროა, სადაც წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა

უპასუხოს ტურისტის მოთხოვნებს შესაბამისად და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.

13

როგორც მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომმა გავლენა იქონია

ტურისტულ ბიზნესზეც და იკლო ტურისტების ნაკადმაც, თუმცა 2012 წლისთვის მდგომარეობა

საგრძნობლად გაუმჯობესდა. საქართველოს 2012 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში 677 278

ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო 2011 წელს იყო – 485 835. ევროპიდან საქართველოს სახელმწიფო

საზღვარზე 2012 წელს სულ შემოსულია 648 478 ვიზიტორი, ხოლო 2011 წლის მონაცემებით იყო –

468 278 [3].

ცხრილი 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ჩამოსული უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობა

ქვეყანა 2011: 3 თვე 2012: 3 თვე ცვლილება ცვლილება %

სულ 485 835 677 278 191443 39%

ევროპა 468 278 648 478 180200 38%

ევროპა (დ.ს.თ-ს გარეშე) 170 115 297 414 127299 75%

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა 304 685 358 169 53484 18%

დსთ 298 163 351 064 52901 18%

ჩრდილოეთ ევროპა 3 307 3 944 637 19%

სამხრეთ ევროპა 4 559 5 023 464 10%

დასავლეთ ევროპა 5 356 7 016 1660 31%

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა

ევროპა 150 371 274 326 123955 82%

ამერიკა 4563 6012 1449 32%

კარიბის ქვეყნები 142 180 38 27%

ცენტრალური ამერიკა 11 46 35 318%

ჩრდილოეთ ამერიკა 4 259 5 509 1250 29%

სამხრეთ ამერიკა 151 277 126 83%

აღმოსავლეთ აზია/ოკეანეთი 2930 4574 1644 56%

ახლო აღმოსავლეთი 693 1262 569 82%

სამხრეთ აზია 8218 14900 6682 81%

აფრიკა 878 1683 805 92%

აღმოსავლეთ აფრიკა 358 871 513 143%

ცენტრალური აფრიკა 8 13 5 63%

14

ჩრდილოეთ აფრიკა 69 98 29 42%

სამხრეთ აფრიკა 160 152 -8 -5%

დასავლეთ აფრიკა 283 549 266 94%

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ მიღებული კლასიფიკაციით მსოფლიო

დაყოფილია 6 ტურისტულ რეგიონად [4].

ევროპა ქართული ბაზრისთვის მზარდი რეგიონია და ძირითადი ორიენტირი

საქართველოში სწორედ ამ რეგიონზე უნდა იყოს აღებული. საქართველოს ტურისტულ

ბაზარზე ევროპის რეგიონის ამგვარი ხვედრითი წილი განპირობებულია აგრეთვე შემდეგი

ფაქტორებით: გეოპოლიტიკური სიახლოვით, კულტურით და ა.შ.

ტურისტული პროდუქტის გასაღების ეფექტიანობა დ.ს.თ.-ს სივრცეში ეფექტურია. მთავარ

ბაზრად ამ სივრცეში რუსეთი რჩება. ეს იმით აიხსნება რომ, რომ ერთის მხრივ

საქართველოს და რუსეთს საერთო საზღვარი ჰყოფთ, ხოლო მეორეს მხრივ, ისტორიულად

ქართული ტურისტული პროდუქტი რუსეთში საკმაოდ ცნობადია. ჯერ კიდევ საბჭოთა

კავშირის დროს საქართველოს ზღვისპირა კურორტებს უცხოელ ვიზიტორებს შორის

უმთავრესად რუსები სტუმრობდნენ. მეორე ადგილზეა სომხეთი.

ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2012 წლის იანვარ–მარტში საქართველოს

რუსეთიდან 46 438 ვიზიტორი სტუმრობდა, მაშინ როდესაც გასული წლის პირველ სამ თვეში

საქართველოში 33 732 რუსი ტურისტი იმყოფებოდა. საინტერესო ფაქტია, რომ საქართველოში

რუსი ტურისტების ზრდა 2008 წლიდან ფიქსირდება, 2008 წელს საქართველომ რუსეთიდან

114 459 რუსი ვიზიტორი მიიღო, მაშინ როდესაც 2007 წელს ქვეყანას რუსეთიდან მხოლოდ 91 361

ვიზიტორი ეწვია [3].

აქედან გამომდინარე, შეიძლება იქთვას, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ტურისტების

ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა შიენიშნება.

ვფიქრობ, საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებს დიდი როლის ეკისრებათ ტურისტული

პროდუქტის წინწაწევის საკითხში. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები ფუნქციონირებენ

შემდგომ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, მცხეთაში, თელავში, სიღნაღში, ბორჯომში,

ბაკურიანში, ყვარელსა და დაბა მესტიაში. 2011 წლის 26 აპრილს ტურიზმის საინფორმაციო

ცენტრი გაიხსნა გორშიც და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გორში

საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების 10% ჩადის, ხოლო 2010 წელს გორს 65000 ვიზიტორი

ეწვია.

მიმაჩნია, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში და კერძოდ, სასტუმრო

ინდუსტრიაში, ტრანსნაციონალური კორპორაციების შემოსვლა და ინვესტირება

გაააქტიურებს ტურიზმის სფეროს. ჩვენი აზრით საქართველოსთვის, როგორც პატარა და

მთაგორიანი ადგილისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მცირე სასტუმროების,

სასტუმრო სახლების აშენების ინვესტირება, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.

ამის ნათელი მაგალითია ამერიკელი მაგნატის, დონალდ ტრამპის ინვესტირებით თბილისსა და

ბათუმში საცხოვრებელი კოპლექსისა და სასტუმროს აშენება, სადაც მშენებლობის პირველ

15

ეტაპზე 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა

სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს.

საქართველოში ტურისტული პრდოუქტის განვითარების ნათელი მაგალითია ზემო სვანეთის

რეგიონი, რომელიც 2007 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ის

ადგილობრივი ტურიზმის განვითარების სფეროში პრიორიტეტულ რეგიონად აღიარა. მესტიის

ახალი აეროპორტი საშუალებას იძლევა განხორციელდეს ყოველდღიური ფრენები, რაც ხელს

შეუწყობს მესტიისა და უშგულის მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრებად ჩამოაყლიბებას.

ტურისტული პროდუქტის რეალიზაციაზე მოქმედი ფაქტორებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანია

ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა და მოქმედი კანონმდებლობა. საქართველოში ტურიზმის

სფეროს არეგულირებს საქართველოს კანონები: «ტურიზმისა და კურორტების შესახებ» და

«კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ».

ტურისტული პროდუქტის სრულყოფისათვის მნიშვნელოვანია ტურიზმში სატრანსპორტო,

განსაკუთრებით საჰაერო ტრანსპორტით მომსახურების რაციონალიზაცია. ქვეყანაში ტურიზმის

განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა საჰაერო ტრანსპორტით მომსახურების ტარიფების

შემცირების აქტიური პოლიტიკის გატარება ტურისტული პროდუქტის მყიდველობითი

უნარიანობის შენარჩუნებისათვის.

ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული პროდუქტის წინწაწევისათვის შეინიშნება ეფექტური

ცვლილებები. კერძოდ, ამას ადასტურებს საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო

ბაზრობებსა და გამოფენებში. 2011 წლის 18–20 თებერვალს საქართველომ თავისი ტურისტული

პროდუქტი გაიტანა ესტონეთის საერთაშორისო გამოფენა–ბაზრობაზე “TOUREST“, ამავე წლის

19–23 იანვარს საქართველო წარდგენილი იყო ესპანეთში, კერძოდ მადრიდში [3].

რაც შეეხება ტურისტული პროდუქტის რეკალამას, გარდა იმისა რომ ტუროპერატორები

რეკალამას ათავსებენ ჟურნალში, რადიოში, ტელევიზიასა და ინტერნეტში, ყველაზე ეფქტურია

ინტერნეტი.

ტურიზმის ბაზარი დინამიურად ვითარდება. ის არის პირველ ადგილზე ბიზნეს სექტორში,

სადაც ბიზნესის ფუნქციები თითქმის ექსკლუზიურად იყენებს საინფორმაციო და

საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ICT) [1].

როგორც მოგეხსენებათ, ინტერნეტი, მობილური ტექნოლოგიები და ვაიერლესი ტურისტებს

აძლევს საშუალებას დანიშნულების ადგილების შესახებ მიიღონ ღრმა ინფორმაცია მთელი

მსოფლიოს მასშტაბით. ტურისტული პროდუქტი იყო პირველი, რომელმაც მოიცვა

საინფორმაციო ტექნოლოგიები [2].

ტურისტული კომპანიები ინტერესდებიან ინტერნეტის შემდეგი შესაძლებლობებით:

1. კომუნიკაცია და ეფექტური კავშირი;

2. მარკეტინგული კვლევები;

3. რეკლამა და ტურისტული პროდუქტის განვითარება;

4. დაჯავშნის სისტემების გამოყენება.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Buhalis, D. 2003. Tourism: Information technologies for strategic tourism management. 2. JOO J. A. 2002. Business model and its development strategies for electronic tourism market,

Information Systems Management. 3. www.gnta.ge

4. www.unwto.org

5. www.wikipedia.org

16

მენეჯმენტი

17

თამარ ქობლიანიძე

გრიგოლ რიობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ლელა კოჭლამაზაშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ქეთევან რიჟამაძე

შპს აბოსლუტპლუსი

სტრატეგიული მენეჯმენტის თეორიული ასპექტები სასტუმრო ბიზნესში

სასტუმრო ბიზნესი ტურიზმის ინდუსტრიის ყველაზე დინამიურად განვითარებად ქვედარგს

წარმოადგენს, რომელსაც მილიონობით მოგება მოაქვს მრავალი ქვეყნის ეკონომიკაში. სასტუმრო

ბიზნესის განვითარება ტურიზმის განვითარების გადამწყვეტი ფაქტორია. ტურისტული

ნაკადების ზრდის შემთხვევაში სასტუმრო კომპლექსების ეფექტური ფუნქციონირება ქმნის

სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს რეგიონისა და ქვეყნის ბიუჯეტის შევსებას.

სასტუმრი ინდუსტრიის თანამედროვე სახე ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში.

გასული საუკუნის 60-70-ან წლებში მოხდა მსოფლიო სასტუმრო ბიზნესში კარდინალური

ცვლილებები. თუ მე-19 ს-ის ბოლოსათვისა და მეოცე საუკუნის დასაწყისში სასტუმრო

წარმოადგენდა ინდივიდუალურ და ხშირად საოჯახო დაწესებულებას, თანამედროვე სასტუმრო

ესაა რთული სამეურნეო ერთეული, რომელიც ასრულებს მრავალფეროვან საწარმოო, სამეურნეო

და მმართველობით ფუნქციებს. მთლიანად მომსახურების სფეროსა და კერძოდ სასტუმრო

ინდუსტრიის ინდუსტრიალიზაციამ წინა პლანზე წამოწია მსხვილი, ტექნიკურად და

ტექნოლოგიურად კარგად შეიარაღებული სასტუმრო კორპორაციები, ჯაჭვები, რომლებიც

აერთიანებენ ათასობით სასტუმრო ნომრებს მთელს მსოფლიოში. მცირე საოჯახო ბიზნესმა

გადაინაცვლა ტურისტული ნაკადების პერიფერიებისკენ და დაიკავა საბაზრო ნიშა, რომელიც

შეესაბამება მათ მოცულობასა და პოტენციალს. შესაბამისად, თანამედროვე პირობებში,

გლობალური თვალსაზრისით, განთავსების საშუალებები წარმოდგენილია ან დამოუკიდებელი

მცირე და საშუალო საწარმოებით ან სასტუმრო ქსელებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტურიზმის

დაბალი განვითარების მქონე ქვეყნებში არასაკმარისი ინფრასტრუქტურის პირობებში საკმაოდ

აქტიურად გამოიყენება მცირე სასტუმრო ბიზნესი.

სერიოზული, ევოლუციური ცვლილებები მოხდა არა მარტო სასტუმროთა მართვის პრინციპებსა

და მეთოდებში, არამედ თვით სასტუმრო პროდუქტში - იგი მაღალტექნოლოგიური გახდა და

მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებელზე; მოწოდებულია დააკმაყოფილოს ყველაზე

არაორდინალური ადამიანების მოთხოვნილებები და სურვილები.

თანამედროვე პირობებში სასტუმრო საწარმოები მუშაობენ ძალიან მკაცრ კონკურენტულ

გარემოში. სასტუმრო მომსახურების ბაზარზე შთანთქმისა და კონსოლიდაციისა და ბაზრის

სეგმენტაციის პროგრესული მარკეტინგული სტრატეგიების გამოყენების, ასევე ახალი

კომპანიების ბაზარზე შემოსვლის შედეგად კონკურენცია უმძაფრეს ხასიათს იღებს.

18

ტურისტთა განთავსების საწარმოები ფუნციონირებენ გარემოსთან ურთიერთკავშირში.

სასტუმროს მაკროგარემოს ცვლილება (ეკონომიკური, კონკურენციული, კლიმატურ-

ეკოლოგიური და პოლიტიკური ფაქტორები, კრიმინოგენული სიტუაცია) გარკვეულ

გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე, აიძულებს სასტუმროებს გაითვალისწინოს აღნიშნული

თუ სხვა მნიშვნელოვანი გარემო ცვლილებები სასტუმროს სტრატეგიის შემუშავებისას.

თანამედროვე მსოფლიოში მენეჯერთა ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს კომპანიის

სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა, რომლის სწორად ორგანიზაციის გარეშე ფაქტიურად

შეუძლებელია წარმატებული ბიზნესის წარმოება.

სასტუმროს სტრატეგია ესაა ლოგიკურ ერთიანობაში მოყვანილი გარკვეული ნაბიჯების

ერთობლიობა, რომელიც სასტუმრომ მომავალში უნდა განახორციელოს წარმატებული

ბიზნესის საწარმოებლად.

ბიზნესში მიმართულების ნაკლებობა მნიშვნელოვნად ზრდის რისკის ფაქტორს. თუ არ არსებობს

ორიენტირები და მთავარი კონცეფცია, რომლითაც გადაწყვეტილებების მიღებისას

ხელმძღვანელობენ, მაშინ ინერციით აგვარებენ საკითხებს. ცუდია, როდესაც ხდება კონკურენტის

ქმედებების მიბაძვა უკეთესი ადგილის დამკვიდრების იმედით. კონკურენტებზე თვალის

მიდევნება, რა თქმა უნდა, სავალდებულოა, ხოლო მათი ქმედებების გამეორება - არა, თუ იგი არ

შეესაბამება თქვენს მიზნებს. შესაბამისობის შემთხვევაში კი ისმის კითხვა: რატომ არ

მოიმოქმედეთ ეს თქვენ პირველად? გსურთ თქვენ ლიდერობა თუ მიმდევრობა? სასტუმროს

საქმიანობის წარმართვა სხვების მიბაძვით, ან არაარგუმენტირებული და არაინფორმირებული

გადაწყვეტილებების მიღება, წარმატებისგან შორსაა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ

დღეისათვის კარგ ნაბიჯად აღიარებული ქმედება, ხვალ შეიძლება არასასიამოვნო აღმოჩნდეს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ყველაფერი რაც ბიზნესში ხდება, შეუძლებელია სიღრმისეულად

იყოს დაგეგმილი და გაანალიზებული. მნიშვნელოვანია ინტუიციაც; იგი ბევრი და დიდი

გადაწყვეტილების შთამაგონებელი იყო; თუმცა ინტუიცია გადაწყვეტილებების მიღებისას

მთავარი მამოძრავებელი ძალა არ უნდა იყოს. ორიენტირებული და მიზანმიმართული

გადაწყვეტილებების მიღების გარეშე სასტუმროს ბიზნესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

სწორედ ამ პრობლემების თავიდან აცილება და რისკის ფაქტორების შემცირება შეუძლია

სტრატეგიულ გეგმას. იგი გვეხმარება სქემის შემუშავებაში, რომელიც ბიზნესში გრძელვადიან

წარმატებას უზრუნველყოფს. სტრატეგიული გეგმის მეშვეობით სასტუმრო ბიზნესი შედეგზე

ორიენტირებულია, რაც შესაბამისად ამცირებს წარუმატებლობის რისკებს.

სასტუმრო ბიზნესში სტრატეგიული დაგეგმვის შედეგს წარმოადგენს სასტუმრო საწარმოს

გრძელვადიანი დაგეგვის ინტერესებიდან გამომდინარე მმართველობითი გადაწყვეტილების

მიღება. სტრატეგიული დაგეგმვა ეფექტიანი უნდა იყოს-ესა მართვისადმი მეცნიერული

მიდგომის უცვლელი მოთხოვნა და ეკონომიკის მეცნიერების უმთავრესი ამოცანა.

სტრატეგიული დაგეგმვაში დაშვებული შეცდომების შედეგად ეკონომიკური რესურსებისა და

ბაზრის მდგომარეობის დათმობის დანაკარგები გაცილებით მაღალია ვიდრე მოკლევადიანი

დაგეგმვისას დაშვებული შეცდომების პირობებში მიღებული დანაკარგები.

ბიზნესისათვის რეალური სტრატეგიული გეგმის შემუშავების შესაძლებლობა იწყება ხედვის

ჩამოყალიბებით. აქედან გამომდინარეობს ყველა სხვა დანარჩენი. მასში იგულისხმება ის, თუ

19

როგორ ხედავს მფლობელი საკუთარი სასტუმროს ბიზნესს და შესაბამისად, როგორ მართავს

მას. ფიქრები განაპირობებს ქმედებას, ამიტომ კონკრეტული ხედვის ფლობა გვეხმარება

სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და სრულყოფილების ძებნაში.

ხშირად ბიზნესმენები თავის ბიზნესს არასწორი კუთხიდან უყურებენ და სწამთ: ფლობენ

სასტუმროს, ე. ი. ჰყავთ დაინტერესებული მხარეები-მომხმარებლები და თანამშრომლები. თუმცა

არიან ისეთებიც, რომლებსაც სჯერათ სრულყოფილების და სხვა კუთხით უყურებენ ვითარებას.

ისინი დაინტერესებულ მხარეებს სასტუმროს განუყოფელ ნაწილად აღიქვამენ, და არა გარეშე

პირებად. მათ გათვიცნობიერებული აქვთ, რომ ზოგიერთი მხარის გარეშე ფაქტიურად არ

ექნებოდათ ეფექტური ბიზნესი.

შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება

დაინტერესებული მხარეებს, რომელიც ორ ნაწილად უნდა დაიყოს.

მთავარ და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის გამიჯვნა იმის მიხედვით ხდება, თუ რამდენად

დიდი ზემოქმედება აქვთ მათ სასტუმროს საქმიანობაზე და მის მართვაზე. მნიშვნელოვანი

ზეგავლენის მქონე ფაქტორები აღქმულია როგორც მთავარი დაინტერესებული მხარე და,

შესაბამისად, უფრო მეტი ყურადღების დათმობას საჭიროებს. ამასთანავე, სხვა დაინტერესებული

მხარეები არ არიან უმნიშვნელონი; მათ ნაკლებად აქვთ მსგავსი გავლენა გადაწყვეტილებაზე,

რასაც კონკრეტულ მომენტში სასტუმრო ბიზნესის მფლობელები ან მენეჯერები ირჩევენ. თუმცა

გასათვალისწინებელია მათი საჭიროებები.

სასტუმროს მიზნებიდან გამომდინარე ყურადღება უნდა გამახვილდეს სამ ძირითად

დაინტერესებულ მხარეზე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. სტრატეგიული გეგმის შექმნა

მოიცავს ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების დროს ამ დაინტერესებული მხარეების წინა პლანზე

წამოწევას. ეს ასევე ნიშნავს, რომ სრულყოფილების მიღწევა შესაძლებელი მათი სურვილების

დაკმაყოფილებით; ამგვარი მოქმედებით, საბოლოოდ, სასტუმრო საკუთარი სურვილების

განხორციელებასაც ახდენს. ასე მაგალითად: სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის საჭიროებაა

იგრძნოს თავი დაფასებულად და პატივცემულად. იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი ვერ

შეძლებს აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილებას, ეს გავლენას იქონიებს თამამშრომლის

უნარზე შესთავაზოს სრულყოფილი მომსახურება მომხარებლებს; ეს კი, ადრე თუ გვიან, თავს

სხვა დაინტერესებული მხარესაზოგადოება მომწოდებლები სახელმწიფო

თქვენი სასტუმრო

მთავარი დაინტერესებული მხარემფლობელები/

ინვესტორებიმომხმარებლები თანამშრომლები

20

იჩენს მომგებიანობაზე; დაინტერესებული მხარეების საჭიროებების ურთიერთკავშირი

განაპირობებს სტრატეგიული რუკის შექმნას და აძლიერებს სრულყოფილებისკენ სწრაფვას.

სტრატეგიული რუკის ელემენტები. სტრატეგიული გეგმის შემუშავება ზოგჯერ არა მარტო

დამაბნეველი პროცესია, არამედ გართულებულია განსაზღვრებებით, მოდელებით, სქემებით და

ტერმინოლოგიით. მეორეს მხრივ, კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგიული რუკა ყველგან

სხვადასხვანაირადაა ახსნილი. თუმცა, ოთხ ძირითად შეკითხვაზე პასუხის გაცემით ეს

სირთულეები ბათილდება. საქმისადმი ასე მიდგომა გარემოებებსაც უფრო მეტ მნიშვნელობას

ანიჭებს. სტრატეგიული რუკის შექმნა მჭიდროდაა დაკავშირებული მიდგომასთან „იფიქრე,

იმოქმედე, გადახედე“, რომელშიც ეს კითხვები მოიაზრება.

❑ პირველყოვლისა, იწყება სასტუმროს არსებულ პოზიციაზე ფიქრი ( სად ვართ ჩვენ ახლა? ) და

შემდეგ აღიწერება დიდ სურათი (სად გვსურს ჩვენ ყოფნა? ).

❑წინა ორ კითხვაზე პასუხის შემდეგ იწყება მიზნების ჩამოყალიბება და შესაბამისი

სტრატეგიების შემუშავება: საჭიროა ყოველ წელს ისეთი ღონისძიებები განხორციელდეს,

რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას (როგორ მივაღწევთ იქ?)

❑ დროთა განმავლობაში, საჭიროა გადახედილ იქნეს საქმიანობის მიმართულება და შეფასდეს

აღებული გეზის სისწორე ( საიდან იცით რომ იქ მიემართებით ?). საგულისხმოა, რომ აქ

ნასწავლი გაკვეთილები მენეჯერებს ეხმარება საჭიროებისამებრ შეცვალონ სტრატეგიული

ფოკუსის ელემენტები.

მფლობელები/ ინვესტორები

თანამშრომლები

მომხარებლები

იფიქრე

*რა არის თქვენი სასტუმროსთვისსაბოლოო მიზანი?

* როგორი ტიპის სასტუმრო გინდათთქვენი სასტუმრო რომ გახდეს?

* რა არის არსებული მდგომარეობა?

*რა სხვაობაა არსებულმდგომარეობასა და სასურველმდგომარეობას შორის? რატომ?

იმოქმედე

* რა გეგმები იქნება თქვენიმამოძრავებელი?

* რა არის საუკეთესო სტრატეგია ამმიზნების მიღწევისათვის?

*რა გჭირდებათ იმისათვის, რომგანახორციელოთ თქვენი სტრატეგია?

*რაზე გააკეთებთ აქცენტს წლევანდელწელს რათა სწორ კურს არ

გადაუხვიოთ?

გადახედე

* თქვენი სტრატეგიამუშაობს?

* აქვს თუ არაგანხორციელებულ

საქმიანობას სასურველიშედეგი?

* საიდან იცით?

დაინტერესებულ მხარეებზე ორიენტირებული სტრატეგიული რუკა

სად ვართ ახლა? სად გვინდა ვიყოთ? როგორ მივაღწევთიქ?

როგორ მივხვდებით რომიქ მივემართებით?

21

უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიული რუკა არ არის ქვაზე აღბეჭდილი. ეკონომიკური და

კონკურენტული დინამიკის ცვლილება ბუნებრივად გამოიწვევს გეგმის გადახედვის

აუცილებლობას - გადახედონ დანიშნულების ადგილს ან შეცვალონ მისკენ მიმავალი გეგმის

ნაწილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგული რუკა მუდმივად უნდა შეიცვალოს წლიდან

წლამდე; წინააღმდეგ შემთხვევაში, საფიქრებელია, რომ რეალურად არ არსებობს სტრატეგიული

რუკა.

სტრატეგიული რუკის მახასიათებლები (ენდა მ. ლარკინის მიხედვით)

იგი გარანტიას არ იძლევა

სრულყოფილების მისაღწევად.

ის ქმნის საფუძველს რომელზე დაყრდნობითაც

შესაძლებელია სრულყოფილების მიღწევა.

არ არის პირდაპირი. განსაზღვრავს იმას თუ რის მიღწევას იმედოვნებენ

და იმ შემთხვევაშიც თუ იძულებულნი არიან მოკლე

პერიოდში მიმართულება შეცვალონ, ექნებათ

კონტექსტი რომლითაც ამ გადაწყვეტილებების

მიღებისას იხელმძღვანელებენ.

არ იძლევა კონტროლს არასტაბილურ

ბიზნეს გარემოზე.

ეხმარება იმ ძალების ნათლად წარმოდგენაში,

რომელიც გავლენას ახდენს სასტუმრო ბიზნესზე,

რათა უკეთესად მართონ იგი.

ვერ გადაჭრის რესურსების საკითხს

რომელიც სასტუმრო ბიზნესის წინაშე

წამოიჭრება.

ის ეხმარება მაქსიმალური შედეგი იქნას მიღწეული

შეზღუდული რესურსებისათვის სწორი

მიმართულების მიცემით.

არ ნიშნავს შეუცდომლობას დროთა

განმავლობაში.

იგი ეხმარება უფრო ხშირად მიიღონ სწორი

გადაწყვეტილებები. შეცდომები ძვირი ჯდება

ფინანსური თვალსაზრისითაც და რეპუტაციის

კუთხითაც.

არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება

მომავალის მიმართულების ცვლილება.

ის იძლევა ბენჩმარკს პროგრესის გასაზომად, ისე

რომ სწრაფად იქნას შენიშნული მიმართულების

ცვლილების დრო.

შესაბამისად, თუ სასტუმრო განვითარების საწყის ეტაპზეა, სტრატეგიული გეგმის შექმნა

პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. დროის სიმცირის მიუხედავად საჭიროა ყურადღებით

ყოფნა: კარგი ფინანსური მაჩვენებელი ყოველთვის არ არის სწორად აღებული გეზის მაჩვენებელი;

იგი უკეთესია ვიდრე ცუდი ფინანსური მაჩვენებელი, თუმცა გასავლელი გზის მონახაზის გარეშე

წარმატებულ მდგომარეობის მიღმა შეიძლება დამალული შოკი აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა რომ, სტრატეგიულ რუკას შეუძლია დაეხმაროს სასტუმროს გაზრდასა და

განვითარებაში, თუ საქმიანობა ეფუძვნება ცუდ იდეას, არასწორ მიმართულებას, არასწორ დროს,

მაშინ სტრატეგიული რუკა სრულიად გამოუსადეგარი იქნება.

სტრატეგიული ხედვის შემუშავებასთან ერთად ძალზედ მნიშვნელოვანია სწორი მარკეტინგული

სტრატეგიის შერჩევა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბაზარზე სასტუმროს მდგრადი პოზიცია

და კონკურენტული უპირატესობა. ხშირად მენეჯერები და მფლობელები სასტუმრო ბიზნესში

მიმართავენ აუთსორსინგის სტრატეგიას. ამ სტრატეგიის გამოყენებისას სასტუმროები

22

საქმიანობის კონცენტრირებას ახდენენ ღირებულების (ფასეულობის) ჯაჭვის მთავარ

მონაკვეთებზე და სხვა სახის საქმიანობებს გადასცემენ დამოუკიდებელ კომპანიებს. აღსანიშნავია,

რომ აუთსორსინგის გამოყენება ყოველთვის მიზანშეწონილი არაა და მას თავისთავად გააჩნია

დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შეიძლება სასტუმროს

სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ქვემოთ მოყვანილია სასტუმროს სხვადასხვა ბიზნეს-

ფუნქციების აუტსორსინგში გადაცემის უპირატესობები და ნაკლოვანებები.

სასტუმრო საწარმოს ბიზნეს-ფუნქციებისა და საქმიანობის ცალკეული სახეების აუტსორსინგის

უპირატესობები და ნაკლოვანებები (ვ. კამენევას მიხედვით)

ბიზნეს-ფუნქციები

და საქმიანობის

სახეები

აუთსორსინგში გადაცემის

უპირატესობები

აუთსორსინგში გადაცემის

ნაკლოვანებები

ბუღალტრული

აღრიცხვა

პროვაიდერი კომპანიის სპეციალისტთა

მაღალი კვალიფიკაცია; საგადასახადო

დისციპლინის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ეკისრება აუთსორ-

სერს; საგასახადო დავალებების

შემცირება გადასახადს დაქვემდება-

რებული ბაზის (შრომის ანაზღაურების

ფონდი) შემცირების გამო; საბუღალტრო

სამსახურის საქმიანობის უზრუნველ-

ყოფისათვის პროგრამული პროდუქ-

ტების შეძენის აუცილებლობის

არარსებობა.

პირველადი

დოკუმენტაციის

წარმოებისათვის

ბუღალტერიის შენარჩუნება;

ინფორმაციის გაჟოვნის

რისკი; მონაცემთა მიღებაში

ოპერატიულობის დაკარგვა.

პერსონალის

შერჩევა და

განვითარება

პერსონალის შერჩევასა და სწავლებაზე

ეკონომია; აუტსორსერის მაღალი

კვალიფიკაცია; შრომის ბაზრის

კონიუნქტურის შესახებ მაღალი

ინფორმატიულობა.

პერსონალის მართულობის

დონის დაკარგვა; სასტუმრო

ბიზნესის სპეციფიკაში

გაცნობიერების აუცილებ-

ლობა; კოლექტივში კორ-

პორატიული კლიმატის

ფორმირების სირთულე.

იურიდიული

თანხლება

კვალიფიციური სპეციალისტების მაღალი

საბაზრო ღირებულება; მოთხოვნილების

პერიოდულობა.

მომსახურების აღმომჩენი

ფირმების მომსახურების

მაღალი ღირებულება;

სასტუმრო ბიზნესის

იურიდიულ საკითხთა

სპეციფიკა.

მარკეტინგის

ფუნქციები

აუტსორსერის მაღალი კვალიფიკაცია;

რეკლამაზე დანახარჯების შემცირება

სასტუმრო ბიზნესის

სპეციფიკური ცოდნის

აუცილებლობა;

მომსახურებათა მაღალი

ღირებულება.

ნომრული ფონდის

რემონტი

სარემონტო სამუშაოების შესრულების

თანდართული სათანადო ხარისხი;

ნომრული ფონდის დატვირთულობასთან

მცირე რემონტების

შესრულების აუცილებლობა;

ხარისხის კონტროლის

23

დაკავშირებით სარემონტო სამუშაოების

ჩატარების ვადების შეთანხმებულობა

(ძირითადი წარმოების რითმულობის

უზრუნველყოფა); კომპანია პროვაიდე-

რის სპეციალისტთა მაღალი

კვალიფიკაცია.

აუცილებლობა;

კლიენტთათვის

დისკომფორტის შექმნის

რისკი.

შენობის

მომსახურება

ძვირადღირებული მოწყობილობების

შეძენის აუცილებლობის არარსებობა;

შენობის მომსახურების სამუშაოთა

ხარისხის უზრუნველყოფა.

ოპერატიულობის შემცირება;

ხარისხის კონტროლის

აუცილებლობა.

გამოთვლითი

ტექნიკისა და

საინფორმაციო

სისტემების

მომსახურება

კომპანია პროვაიდერის სპეციალისტთა

მაღალი კვალიფიკაცია, რაც

უზრუნველყოფს თანამედროვე დონის

საინფორმაციო ტექნოლოგიების

თანხლებას; კვალიფიციური სპეცია-

ლისტების მაღალი საბაზრო ღირებუ-

ლება; მოთხოვნილების პერიოდულობა;

თანამედროვე დონის გამოთვლითი

ტექნიკის უზრუნველყოფის მხარდაჭერა

ოპერატიულობის შემცირება;

სასტუმროს კომპიუტერული

პროგრამების სპეციფიკა.

სავაჭრო

მოწყობილობების

ტექნიკური

მომსახურება

კომპანია პროვაიდერის სპეციალისტთა

მაღალი კვალიფიკაცია.

ნომრებისა და

საერთო

სარგებლობის

ადგილების

დასუფთავება.

პერსონალში ეკონომია; მიმდინარე

მოთხოვნილებებზე მიჯაჭვულობა

(არარითმულობა); სამუშაოთა მაღალი

ხარისხი; ძვირადღირებული მოწყო-

ბილობების გამოყენება; დასუფთავების

სამუშაოთა სრული კომპლექსი.

ხარისხის კონტროლის

აუცილებლობა; სასტუმრო

ბიზნესის სპეციფიკური

ცოდნის აუცილებლობა.

დაცვა და

უსაფრთხოების

სამსახური

კომპანია პროვაიდერის სპეციალისტთა

მაღალი კვალიფიკაცია.

სასტუმრო ბიზნესის

სპეციფიკური ცოდნის

აუცილებლობა.

სამრეცხაოსა და

ქიმწმენდის

სამსახური

პერსონალში ეკონომია; სამუშაოთა

მაღალი ხარისხი; ძვირადღირებული

მოწყობილობების გამოყენება; იმ

მიმდინარე მოთხოვნილებებზე

მიჯაჭვულობა, რომლებიც დამო-

კიდებულია სასტუმროს საქმიანობის

არარითმულობის ფაქტორთან.

ხარისხის კონტროლის

აუცილებლობა.

მსოფლიოში გვაქვს უამრავი მაგალითი, როდესაც ყოველწლიურად დიდი რაოდენობით მცირე

და მსხვილი კომპანია კოტრდება მენეჯერთა არასათანადო კვალიფიკაციისა და მკვეთრად

გამოხატული კონკურენტული სტრატეგიების არ ქონის გამო.

ამასთანავე, კვალიფიკაციის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო

ბიზნესის წარმომადგენელთათვის, რომლებიც ხშირად საქართველოში ყოველგვარი

24

სპეციფიკური ბიზნეს-განათლებისა თუ სასტუმრო ინდუსტრიის ლაბირინთებში გაცნობიერების

გარეშე ინტუიციის დონეზე მართავენ საკუთარ ბიზნესს. ჩვენი ანალიზით მცირე სასტუმროთა

მფლობელებისა და მენეჯერების აბსულუტურ უმრავლესობას ან წარმოდგენა არ აქვს

სტრატეგიულ გეგმაზე და მის მნიშვნელობაზე ან ფლობენ ინფორმაციას, მაგრამ დღევანდელ

სიტუაციაში მას უგულვებელყოფენ. სტრატეგიული რუკის არსის გაგება - თუ რატომ არის ის

მნიშვნელოვანი და როგორ შეაქვს მას წვლილი სასტუმროს მართვაში, - სრულყოფილების

ძიების გზაზე პირველი მნიშვნელოვანი ეტაპია.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ტომპსონი ა. უმცროსი. 2009. სტრატეგიული მენეჯმენტი. კონცეფციები და ბიზნეს-სიტუაციები. მე-13 გამოცემის თარგმანი. ბათუმი.

2. ბარათაშვილი ევგ., ბაკაშვილი ნ., ფარესაშვილი ნ. და სხვ. 2011. თანამედროვე ბიზნეს-სტრატგიები. თბილისი.

3. Larkin E. M. 2009. How to Run a Great Hotel. Howtobooks, UK.

4. Каменева В. В. 2009. Стратегические аспекты управления предприятием в сфере

гостиничного бизнеса. Автореферат диссертации на соискание ученой степени кандидата

экономических наук. Х абаровск. (ინტერნეტ რესურსი: www.khstu.ru/rus/Science)

ჯოვან შოპოვსკი

წმ. კირილისა და მეფოდიის უნივერსიტეტი, მაკედონია

ფრანკ ბეზინა, მარტინ მ. ზამიტი

მალტან უნივერსიტეტი, მალტა

კომპანიის დირექტორატის დისკვალიფიკაცია დ მისი გავლენა

სამეწარმეო საქმიანობაზე

დირექტორის ან კომპანიის მენეჯმენტის წევრის დისკვალიფიკაცია გულისხმობს კომპანიის

მართვაში ამ პირების მონაწილეობის აკრძალვას და წარმოადგენს კომპანიის წესდების

მნიშვნელოვან აქტს, რომელიც ხორციელდება მრავალი საკანონმდებლო ორგანოების მიერ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სრული შეზღუდვა თავისი არსით გამოიყენება

დირექტორატისა და მენეჯმენტის გუნდისწევრების მიმართ, ხოლო ზოგიერთ საკანონმდებლო

სისტემაში კომპანიის მესაკუთრეების მიმართ, რომელთა არაკანონიერი ქმედება მისი

გამოყენების ინიცირებას ახდენს.

ამკრძალავი ზომები მიიღება დადგენილი განსაზღვრული კონტროლის მიზნებით კომერციულ

საქმიანოაბაში, ამასთან შეზღუდვები უწესდება განსაზღვრულ ჯგუფს. თავისი არსით ეს ზომები

განსხვავდება იმათგან, რომელიც ხორციელდება იმისათვის, რომ აღძრას სამეწარმეო საქმიანობა.

25

სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათის მოცემულ ქვეყანაში აუცილებელი იქნებოდა ბაზრის

ლიბერალური რეგულაციების რეალიზაცია.

კვლევა ფოკუსირებას ახდენს ამ შემზღუდველი ინსტიუტების გავლენაზე, რომელსც ადგილი

აქვს პრაქტიკაში და ფაქტიურად თუ შეუძლია მიზნების მიღწევა რისთვისაც ის სამართლიანად

დაფუძნდა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არახელსაყრელ შედეგების გავლენას,

განპირობებული დირექტორთა დისკვალიფიკაციით სამეწარმეო თავისუფლებასა და ინოვაციურ

პროცესებზე, თავის მხრივ იმის განსაზღვრას თუ როგორ შეუძია პირდაპირი და ირიბი გზით

გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ ზრდაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Ariely D. 2010. Good Decisions. Bad Outcomes. Harvard Business Review, 88 (12), 40.

2. Armour J. 2004. Personal Insolvency Law and the Demand for Venture Capital. European Business Organization Law Review, 5(1), 87-118.

3. Audretsch D.B., Carree, M.A., Van Stel, A.J. & Thurik, A.R. 2000. Impeded industrial

restructuring: the growth penalty. Kyklos, 55 (1), 81-97.

4. Beaver G. 2002. Small Business, Entrepreneurship & Enterprise Development. Essex, England:

Pearson Education Limited.

5. Chang J. 2004. Mead’s theory of emergence as a framework for multilevel sociological

Inquiry. Symbolic Interaction. 27 (3). 405-427.

6. Cooper R. J. 1998. A multidimensional approach to the adoption of innovation. Management Decision. 36 (8), 493-502.

7. Coven J. G. & Slevin D. P. 1991. A conceptual model of entrepreneurship as firm behavior. Entrepreneurship: Theory and Practice, 16 (1), 7-22.

8. Dignam A. J., Lowry J. P. 2009. Corporate Finance and management issues in company law,

section c: Corporate management I, revised edition, University of London Press, London.

9. Fletcher D. 2003. Introduction: Movements in entrepreneurship research. In: Steyaert, C &

Hjorth, D. (eds). New movements in entrepreneurship. Cheltenham: Edward Elgar.

10. Gladstone B. & Lee J. L. 1995. The Operation of the Insolvency System in the U.K: Some Implications for Entrepreneurialism, Small Business Economics, 7, 55-66.

11. Gribben R. 2011. Director disqualifications on the rise. Available at:

http://www.telegraph.co.uk/finance/businessclub/8703066/Director-disqualification-orders-on-

the-rise.html (Retrieved March 6, 2013).

12. Harper D. A. 2003. Foundations of Entrepreneurship and Economic Development. London; New

York: Routledge.

13. Herbig P., Golden E. J. & Dunphy A. 1994. The relationship of structure to entrepreneurial and

innovative success. Marketing Intelligence & Planning, 12 (9), 37-48.

14. Hicks A. 1998. Disqualification of Directors: No Hiding Place for the Unfit. London: Certified

Accountants Educational Trust.

15. Hurley A. 1999. Incorporating feminist theories into sociological theories of entrepreneurship.

Women in Management Review, 14 (2), 54-62.

16. Kennedy B. 2002. Restriction and Disqualification of Directors. Available at:

http://www.lawlibrary.ie/viewdoc.asp?Docid=131&Catid=18&StartDate=01+January+2002

(accessed March 2, 2013).

17. Kirzner I. M. 1973. Competition and Entrepreneurship. Chicago: University of Chicago Press.

26

18. Knight F. 1921. Risk, Uncertainty, and Profit. New York: Houghton Mifflin Co.

19. Lee J. & Gladstone B. 1997. Ethics and Enterprise: The Role of the Company Director

Disqualification Act. Small Business and Enterprise Development, 4, 129-135.

20. Lumpkin G. & Dess G. 1996. Clarifying the entrepreneurial orientation construct and linking it to

performance. Academy of Management Review. 21 (1). 135-172.

21. Lutter M. 2006. Legal Capital in Europe. Special volume 1. De Gruyter Rechtswissenschaften

Verlags-Gmbh, Berlin.

22. Mintzberg H. 1978. Patterns in strategy formation. Management Science. 24, 934-48.

23. Moules J. 2012. Rise in directors disqualifications. Financial Times, March 2, 2012, available at:

http://www.ft.com/intl/cms/s/0/4ae60c88-63bc-11e1-8762-00144feabdc0.html#axzz2MlMuiikd

(accessed January 12, 2013).

24. Norburn D. & Birley S. 1986. An empirical test of upper echelon theory. Chicago: National

Academy of Management Meeting. Working paper series 86-01.

25. Omar P. 2009. Caveat Entrepreneur. Eurofenix, Spring 2009, 40-41.

26. Peneder M. 2009. The Meaning of Entrepreneurship: a Modular Concept. Journal of Industry, Competition and Trade, 9 (2), 77-99.

27. Schumpeter J. A. 1952. Can Capitalism Survive? New York: Harper & Row.

28. Schumpeter J. A. 1942. Capitalism, Socialism, and Democracy. New York: Harper & Row.

29. Schumpeter J. A. 1934. The Theory of Economic Development. Cambridge, MA: Harvard,

University Press.

30. Schwartz R.G., Teach R.D. & Birch N.J. 2005. A longitudinal study of entrepreneurial firms

opportunity recognition and product development management strategiess, International Journal of Entrepreneurial Behaviour and Research. 11(4), 315-329.

31. Shane S. & Venkataraman S. 2000. The promise of entrepreneurship as a field of research. The Academy of Management Review. 25(1), 217-226.

32. Stanworth J. & Curran J. 1976. Growth and the small firm – an alternative view. Journal of Management Studies, 13 (2), 95-110.

33. Stevenson H. H. & Sahlman W. A. 1987. Entrepreneurship: A Process, Not a

34. Person. Cambridge, MA: Harvard Business School. Working Paper Series 87-069.

35. Timmons J. 1994. New Venture Creation. Boston, MA: Irwin.

36. Timmons J. & Spinelli S. 2003. New venture creation: Entrepreneurship for the 21st century. New

York: McGraw-Hill.

37. Van de Ven A. H. 1980. Early planning, implementation and performance of new organizations.

In: Kimberly, J.R. & Miles, R.H. (eds). The Organizational Life Cycle. San Francisco, CA.: Jossey-

Bass.

38. Wennekers S. & Thurik R. 1999. Linking Entrepreneurship and Economic Growth. Small Business Economics, 13 (1), 27-55.

39. Williams M. 2005. Directors’ Disqualification. International Journal of Disclosure and Governance, 2 (3), pp. 281-304.

40. Yamada J. 2004. A multi-dimensional view of entrepreneurship. Journal of Management Development, 23 (4), 289-320.

27

ქეთევან ჭიაბრიშვილი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ნინო ჭიაბრიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიდერობა და მენეჯმენტი

ტერმინებს „ლიდერობა“ და „მენეჯმენტი“ ადამიანები სხვადასხვანაირად განიხილავენ.

ზოგიერთები ამ ორ ტერმინებს სინონიმებად მიიჩნევენ და ხშირად მათ ურთიერთშემცვლელად

იყენებენ ფრაზებში და წინადადებებში. სხვები მათ ისე უდგებიან, როგორც აბსოლუტურად

საწინააღმდეგო ტერმინებს. იმდენად საწინააღმდეგო რამაც გონიათ, რომ მათი აზრით არ

შეიძლება ერთდროულად კარგი მენეჯერიც იყოს ადამიანი და კარგი ლიდერიც. ზოგიერთები კი

სადღაც შუაში დგანან და ფიქრობენ, რომ მართალია არსებობს განსხვავება ლიდერობასა და

მენეჯმენტს შორის, მაგრამ კარგი ცოდნის შედეგად ადამიანი ორივეს წარმატებით შეიძლება

გაუძღვეს ერთი და იმავე პოზიციიდან.

დღევანდელ ჯგუფებს, ორგანიზაციებსა და სამუშაო სტრუქტურებს წარმატებული

ოპერაციებისთვის სჭირდებათ ორივე - ეფექტური ლიდერებიც და ეფექტური მენეჯერებიც.

ლიდერობასა და მენეჯმენტს შორის არსებობს თვალსაჩინო მსგავსებები: ორივე გულისხმობს

გავლენას საქმესთან დაკავშირებულ მხარეებსა და თანამშრომლებზე; უფლებამოსილებას და

ძალაუფლებასაც ორივე პოზიცია იძლევა. მაგრამ ამ მსგავსებებთან ერთად მკვეთრი

განსხვავებებიც შეინიშნება, მაგალითად მენეჯმენტი ხშირად უფრო დავალებებზეა

ორიენტირებული, ლიდერობა კი ხშირად შთაგონებასთან და შორსმჭვრეტელობასთან

ასოცირდება. ჩვენ ლიდერობას და მენეჯმენტს განვიხილავთ როგორც ორ სხვადასხვა ტერმინს

და უნარს, თუმცა ვემხრობით აზრს, რომ ერთსა და იმავე ადამიანს წარმატებით შეუძლია თავი

გაართვას ორივეს და დაოსტატდეს ორივე სფეროში.

ლიდერობა

სწრაფად რომ განვიხილოთ, ლიდერობის განმარტება არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი

გავლენას ახდენს ადამიანების ჯგუფზე საერთო მიზნის მისაღწევად. ლიდერობის სხვა

განმარტებებიც არსებობს, მაგრამ თუ ჩვენს მოსაზრებას კიდევ უფრო დავანაწევრებთ, მივალთ იმ

დასკვნამდე, რომ არსებობს სპეციფიკური კომპონენტები, რომლებიც საერთოა და საკვანძოა ამ

განმარტებათა უმრავლესობისათვის. ძირითადა ლიდერობა ხასიათდება ასე:

არის პროცესი

გულისხმობს გავლენას

ჩნდება ჯგუფის კონტექსტში (სულ ცოტა ერთი დაკავშირებული მხარე უნდა

არსებობდეს)

გულისხმობს მიზნის მიღწევას

იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორ ხდება ლიდერობის ორგანიზება, ეს კომპონენტები

გარკვეულ როლს მაინც ასრულებენ გამოყენებულ თეორიასა და პრაქტიკაში.

მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს ლიდერობის ეს მახასიათებლები, როცა გადავალთ

მენეჯმენტის ნაწილის განხილვაზე. ლიდერობის რომელი მახასიათებლები შეიძლება

აღმოვაჩინოთ კარგ მენეჯერებში?

28

მენეჯმენტი

აქაც კვლავ განსხვავებებია მენეჯერის განმარტებებში. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ შეიძლება

ერთდროულად გააჩნდეს ლიდერის და მენეჯერის პასუხისმგებლობები, მაგრამ მენეჯმენტი

მიიჩნევა ლიდერობისგან განსხვავებულ ტერმინად. მენეჯმენტი განიმარტება როგორც ჯგუფის

ან ორგანიზაციის აღმასრულებელი, ადმინისტრაციული და საზედამხედველო წარმართვა.

ლიდერობას და მენეჯმენტს მრავალი საერთო აქვს. ორივე მოიცავს გავლენას, ადამიანებთან

მუშაობას და მიზნის ეფექტურ მართვას. თუმცა, ლიდერობის და მენეჯმენტის სფეროები ასევე

შეიძლება ძალიან განსხვავებულად განიხილებოდეს. ჯონ კოტლერის მიხედვით ლიდერობა

უკვე „დაბერებული“ კონცეფციაა, რომელიც საუკუნეებს ითვლის, მენეჯმენტი კი როგორც

კონცეფცია, უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში განვითარდა ნაწილობრივ ინდუსტრიული

რევოლუციის შედეგად. სხვა მკვლევარები კოტლერის მოსაზრებას იზიარებენ მენეჯმენტსა და

ლიდერობას შორის განსხვავების საკითხებში. კერძოდ:

ბენისი და ნანუსი მენეჯმენტს განსაზღვრავენ როგორც საქმიანობების შესრულებას და

ყოველდღიურობის დახვეწას; წარმართვა ნიშნავს სხვებზე გავლენას და

ცვლილებებისათვის ხედვის ჩამოყალიბებას;

როსტი ამტკიცებს, რომ ლიდერობა არის მრავალმიმართულებიან გავლენაზე აგებული

ურთიერთობა; მენეჯმენტი კი არის ერთმიმართულებიან უფლებამოსილებაზე

დამყარებული ურთიერთობა.

ზალეზნიკი ამტკიცებს, რომ მენეჯერობა და ლიდერობა ადამიანების სხვადასხვა ტიპებს

გულისხმობს.

საბოლოოდ საქმიანობის ეს ორი სფერი მაინც გადაფარავს ერთმანეთს: როდესაც მენეჯერები

ჩართულები არიან თანამშრომელთა ჯგუფზე გავლენის მოპოვებაში მიზნების მისაღწევად, ისინი

ამას ლიდერობით აღწევენ. გარდა ამისა, როცა ლიდერები ჩართულები არიან დაგეგმვაში,

ორგანიზებაში, შტატების დაკომპლექტებაში ან კონტროლში, ისინი მენეჯმენტის ფარგლებში

მოქმედებენ. შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლიდერობა და მენეჯმენტი

განსხვავებულია, ეს ორი სფერო სრულიად განცალკევებული მაინც არ არის.

მნიშვნელოვანი მენეჯერული უნარები

იქიდან გამომდინარე, რომ მენეჯმენტის პასუხისმგებლობები უმეტესად მიზანზე

ორიენტირებულია ვიდრე ლიდერობის პასუხისმგებლობები, ეფექტური მენეჯმენტის

განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა არის მსჯელობა აუცილებელ უნარებზე.

უნარები იმისგან განსხვავდება მახასიათებლებისგან, რომ ეს არის ცოდნის და კომპეტენციის

გამოყენების შესაძლებლობა და მიზნების ერთობლიობის მისაღწევად. ეფექტური

ადმინისტრირება დამოკიდებულია სამგვარ უნართა ჯგუფზე. ესენია: ტექნიკური, ადამიანური

და კონცეპტუალური.

ტექნიკური უნარები: განსაზღვრული სამუშაოს ან აქტივობის შესრულების ცოდნა და

პროფესიონალიზმი. ეს შეიძლება მოიცავდეს კომპეტენციებს სპეციალიზებულ

სფეროებში, ანალიტიკურ აზროვნებას ანდ სატანადო ხერხების და ტექნიკის გამოყენების

უნარს. ამისი კარგი მაგალითია პროგრამული ენის ან პროგრამირების ცოდნა, კომპანიის

პროგრამული პროდუქტები, და კლიენტების პრობლემების მოგვარების უნარი, როცა

ადამიანი კომპიუტერული პროგრამების კომპანიაში მუშაობს.

ადამიანური უნარები: ადამიანებთან მუსაობის ცოდნა და უნარები. ეს უნარები მენეჯერს

საშუალებას აძლევს, რომ დაეხმაროს ჯგუფის წევრებს დავალების ან მიზნის

29

ერთობლივად შესრულებაში. ამ უნარების მაგალითია საკუთარი და მთელი ჯგუფის

მოსაზრების და პერსპექტივის ცოდნა, მათი მოთხოვნების და მოტივების ცოდნა და

სხვების საჭიროებების გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

კონცეპტუალური უნარები: იდეებითა და კონცეპციებით მუშაობის უნარი. ეს უნარი არ

გულისხმობს მხოლოდ ადამიანებთან მუშაობას. იგი იდეებზეა ორიენტირებული. კარგი

კონცეპტუალური უნარების მქონე მენეჯერი ყოველთვის სიამოვნებით ისაუბრებს

იდეებზე და იმ დეტალებზე, რომელიც ქმნის და საფუძვლად უდევს ჯგუფს ან

ორგანიზაციას. ასეთი უნარის მქონე მენეჯერი ხედავს დიდ სურათს და შეუძლია ამ

ხედვის გადმოცემა ყველასათვის გასაგებ ენაზე.

თითოეული ეს უნარი მნიშვნელოვანია ეფექტური მენეჯმენტისათვის და აუცილებელია

ჯგუფში ან ორგანიზაციაში მენეჯმენტის ყველა დონისათვის. გასაკვირი არ არის, რომ ამ

უნარების უმრავლესობა ასევე სასარგებლოა ეფექტური ლიდერობისათვის, ოღონდ ოდნავ

განსხვავებული კონტექსტით.

მენეჯმენტი და ლიდერობა

როგორ უნდა განვასხვავოთ ლიდერობა და მენეჯმენტი? ქვემოთ ცხრილში მოცემულია

პირდაპირი განსხვავება ლიდერობისა და მენეჯმენტის საქმიანობებს შორის. ადამიანი

შეიძლება იყოს ძლიერი ლიდერი, ძლიერი მენეჯერი ან ორივე ერთად, მაგრამ თითოეული

სფერო მოითხოვს ოდნავ განსხვავებული უნარების და კომპეტენციების დახვეწას.

ცხრილი 1. მენეჯმენტისა და ლიდერობის კომპეტენციების შედარება

მენეჯმენტი უზრუნველყოფს წესრიგს და

თანმიმდევრულობას

ლიდერობა უზრუნველყოფს ცვლილებას და

წინსვლას

დაგეგმვა და ბიუჯეტირება

სამოქმედო გეგმის შედგენა

ვადების დადგენა

რესურსების განლაგება

მიმართულებების დადგენა

ხედვის ჩამოყალიბება

დიდი სურათის გარკვევა

სტრატეგიის დასახვა

ორგანიზება და დაკომპლექტება

სტრუქტურის შექმნა

სამუშაო ადგილებზე განაწილება

წესებისა და პროცედურების დადგენა

ადამიანთა გაერთიანება

მიზნების კომუნიკაცია

ვალდებულებების ჩასახვა

ჯგუფებისა და გაერთიანებების შექმნა

კონტროლი და პრობლემათა გადაჭრა

სტიმულების შექმნა

შემოქმედებითი გადაწყვეტილებების

მიღება

შესწორებებისათვის მოქმედება

მოტივაცია და წახალისება

ენერგიით დამუხტვა

ქვემდგომებისათვის ძალაუფლების

გაზრდა

საჭიროებების დაკმაყოფილება

წყარო: Northouse, 2007, p. 10.

ლიდერობის მახასიათებლები

კომპეტენტურ ლიდერებზე საუბარს ყოველთვის მოყვება კითხვა: რას აკეთებენ ეფექტური

ლიდერები? ქვემოთ ჩამოთვლილია ეფექტური ლიდერების ზოგადი მახასიათებლები და

ქცევები:

o ცოდნის გადაცემის ეფექტიანი უნარები

30

o თავდაჯერებულობა

o სიტყვასა და საქმეს შორის შესაბამისობა

o შემოქმედებითობა

o გულისხმიერი მოსმენის უნარი

o ხედვის უნარი

o შთაგონება

o გრძელვადიანი ორიენტირები

o ბალანსის დაცვა ინდივიდუალურ და ჯგუფურ ინტერესებს შორის

o რეალისტური პირობების გათვალისწინება

o ძლიერი თვითშეფასება

o პრიორიტეტების შეგრძნება

o მსახურების მენტალიტეტი

o გულწრფელობა

o ტექნიკური და კონტექსტური გამოცდილება

o რწმენა

o პასუხისმგებლობის გაზიარების სურვილი

o აღიარების სურვილი

თითოეული ამ ქცევისა და უნარის დახვეწასთან ერთად ადამიანს შეუძლია კარგად გარკვევა

მენეჯმენტშიც და ლიდერობაშიც. ეს ჩვეულებრივ ისევე მარტივია, როგორც იმის ცოდნა, თუ

რა კონტექსტია სიტუაციასთან ყველაზე შესაფერისი და მერე ამ ადამიანის გამოყენება

ლიდერობისათვის ან მენეჯერობისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Katz, R. L. (1955). Skills of an effective administrator. Harvard Business Review, 33(1), 33-42.

2. Kotter, J. (1990). A force for change: How leadership differs from management. New York:

Free Press.

3. Northouse, P. (2007). Leadership theory and practice. Thousand Oaks, CA: Sage Publications.

4. Stedman, N. (2005). Leading teams. SEAL 2005 – Individual Advisory Member Development. Retrieved on November 26, 2008 from:

http://extensioneducation.tamu.edu/SEAL/LeadingTeams-LP.pdf

31

მაკა ფირანაშვილი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

კულტურული მემკვიდრეობის როლი და მნიშვნელობა

მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში

ტურიზმი თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და დინამიური დარგია.

განვითარების სწრაფი ტემპისა და ფართო მასშტაბების გამო იგი XX საუკუნის ფენომენად

აღიარეს. ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი უკავია ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების

სისტემაში. იგი ხელს უწყობს არამარტო ეკონომიკის განვითარებას, არამედ გვევლინება

საზოგადოების სოციალურ-კულტურული აქტივობისა და ურთიერთობების ყველაზე მასობრივ

და ცივილიზებულ ფორმად. ამასთან ტურიზმი წარმოადგენს ინტეგრირებულ სოციალურ-

ეკონომიკურ სისტემას, რომელიც მზარდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოების მატერიალურ და

სულიერ ცხოვრებაზე.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტურიზმი სამეცნიერო ინტერესის საგანს წარმოადგენს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ტურიზმის მრავალი სახეობის განვითარების შესაძლებლობა

გააჩნია. ზოგადად თანამედროვე ტურიზმის სახეობებისა და მიმართულებების

კლასიფიკაციისათვის საჭიროა გათვალისწინებული იყოს ტურისტთა გადაადგილების

მიმართულება, მოგზაურობის მიზანი, გადაადგილებისა და განთავსების საშუალებები,

მოგზაურთა რაოდენობა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები და სხვა არსებითი

საკითხები.

ყოველი ტურისტული რეგიონი, ქვეყანა, ქალაქი ისწრაფვის რაციონალურად გამოიყენოს

არსებული ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები ეკონომიკური მოგებისა და შემოსავლების

ზრდის მიღების მიზნით. ტურისტული რესურსების ეფექტური გამოყენებისა და ტურისტების

მისაღებად აუცილებელია მათი ცხოვრების წესის, ეროვნული ხასიათის თავისებურებების,

ტურისტული ინტერესის ობიექტების ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობის შესწავლა.

ყოველივე აქედან გამომდინარე ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მარტო

სხვადასხვა რეგიონის და ქვეყნის ისტორიის, ეკონომიკის, ტრადიციების და კულტურის

ურთიერთგაზიარებასა და გამდიდრებაში, არამედ ერებს შორის ურთიერთპატივისცემის,

დახმარებისა და მეგობრობის ჰუმანური გრძნობების გაღვივებასა და დამკვიდრებაში. ამ მხრივ

აღსანიშნავია სხვადასხვა ხალხის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და შესწავლა.

მემკვიდრეობის ცნება ჩვენს დროში აქტიურად ინერგება სამეცნიერო ლექსიკონსა და

თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების ფუნქციონალური კატეგორიის სისტემაში. ამ ცნებას

სულ უფრო ფართოდ იყენებენ პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოღვაწეები, კანონმდებლები,

მკვლევარები და აკადემიური სტრუქტურები. ეს ცნება უფრო აქტიურად გამოიყენება

საზღვარგარეთის ქვეყნებში. ამ ცნების გამოჩენის სინქრონულობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში

ინოვაციური კატეგორიის როლში უფლებას გვაძლევს შევხედოთ ამ მოვლენის კანონზომიერებას.

მემკვიდრეობა თავის თავში აერთიანებს ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა ისტორიული შენობები

32

და ნაგებობები, აგრეთვე ადგილობრივი სასოფლო ფასეულობები და ყოველივე ეს მიეკუთვნება

კულტურული პოლიტიკის სფეროს, ხოლო შემდგომში გავრცელდა ეკოლოგიური პოლიტიკის

სფეროზე. სახელდობრ მემკვიდრეობა ასეთი გაგებით XIX საუკუნეში გახდა განსაკუთრებული

საზოგადოებრივი ყურადღების და ზრუნვის ობიექტი მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებსა და

ჩრდილოეთ ამერიკაში.

1844 წელს ნორვეგიაში დაარსდა, როგორც ჩანს მსოფლიოში პირველი მემკვიდრეობის დაცვის

ნაციონალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მისი ანალოგიური ორგანიზაცია -პირველი ახალ

მსოფლიოში - იქმნება 45 წლის შემდეგ აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში, რეგიონში, რომელიც

გაჯერებულია ახალგაზრდა, მაგრამ მეტისმეტად ამბიციური ერის ისტორიის ძეგლებით. ამ

ორგანიზაციამ გამოაცხადა მემკვიდრეობის დაცვისა და გამოყენების მიმართ საიმედო მიდგომა.

მაგრამ ასეთმა მიდგომამ მემკვიდრეობის ობიექტების დიდი სიმჭიდროვის გამო ნაყოფიერი

ნიადაგი უფრო მეტად ევროპაში ჰპოვა. 1895 წელს ბრიტანული ისტორიული

ღირსშესანიშნაობების დაცვის ორგანიზაციის სამმა წევრმა რ. ხანტერმა, ო. ხილმა და ხ. რონსლიმ

შოტლანდიასა და ირლანდიაში დაარსეს ინგლისური ნაციონალური ტრასტი (The National Trust)

ორი რეგიონული კომიტეტით, რომლებიც დროთა განმავლობაში გახდნენ დამოუკიდებელი

ნაციონალური ტრასტები. მოკლე დროში ეს ორგანიზაციები, რომლებმაც მიიღეს სახელმწიფოს

დახმარება, გახდნენ ყველაზე მასობრივი და ამავე დროს ავტორიტეტული საზოგადოებრივი

ორგანიზაციები ბრიტანეთის კუნძულებზე.

ამერიკული და ბრიტანული ტრასტების მაგალითი გახდა იმდენად მიმზიდველი, რომ მსგავსი

ორგანიზაციები იწყებენ აქტიურ დაარსებას ევროპაში, ავსტრალიასა და ოკეანეთში, სამხრეთ და

სამხრეთ_აღმოსავლეთ აზიაში. მსოფლიოში მემკვიდრეობის დაცვისა და გამოყენების პირველი

ნაციონალური ტრასტების მოღვაწეობაში წარმატებამ ხელი შეუწყო თვითონ მემკვიდრეობის

ცნების პოპულარიზაციას და საერთაშორისო დონეზე მისადმი უფრო მეტ ყურადღებას.

საერთაშორისო პრაქტიკაში პირველად მსოფლიო ისტორიისა და კულტურის ფასეული

ობიექტების დაცვაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ საკითხი დასმულ იქნა ჰააგის

(ნიდერლანდები) ორივე მსოფლიო კონფერენციის მუშაობის ჩარჩოებში (1899 და 1907 წლები),

რომელიც როგორც ცნობილია მოწვეული იქნა რუსეთის ინიციატივით. მაშინ პირველად იქნა

აღიარებული სამხედრო მოქმედებებისაგან ძეგლების დაცვის აუცილებლობა. სწორედ მაშინ

გამოჩნდა სამეცნიერო იდეებისა და წარსულის ძეგლების დაცვაზე რეკომენდაციების უქონლობა

და მათზე მწვავე მოთხოვნილება. სწორედ იმ პერიოდში ფორმულირებულ იქნა სოციალური

დაკვეთა კულტურული ფასეულობების, როგორც უმნიშვნელოვანესი სოციალური ფენომენის

დაცვის თეორიის დამუშავებაზე და მისი პრაქტიკული გამოყენების შესახებ.

ჰააგის კონფერენციების მოწოდება მოსმენილ იქნა, პირველ რიგში, კულტურის მოღვაწეების

პროფესიული ასოციაციების, უწინარეს ყოვლისა არქიტექტორებისა და რესტავრატორების მიერ.

სახელდობრ ისინი სხვებზე მწვავედ განიცდიდნენ ცივილიზაციისათვის დრამატულ შედეგებს,

რომელსაც გამოიწვევდა მსოფლიოს კულტურის ძეგლების დაკარგვა და მათი მდგომარეობის

გაუარესება, განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. იმ დროის კონკრეტულ

დოკუმენტებს შორის, რომლებმაც შექმნეს მემკვიდრეობის დაცვის მეცნიერული საფუძვლები,

აღსანიშნავია ვახსენოთ ,,ათენის ქარტია’’, რომელიც მიღებული იქნა რესტავრატორების

საერთაშორისო კონფერენციაზე 1931 წელს. ამ დოკუმენტში აღიარებულია გასული საუკუნეების

მხატვრული მემკვიდრეობის ფასდაუდებელი ღირებულება და ისმის მოწოდება მათი

გამოყენების ყველა შესაძლებლობის უზრუნველყოფისაკენ.

33

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო 1935 წელს ვაშინგტონში მიღებული დასკვნითი

სპეციალური შეთანხმება კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ. მაგრამ კაცობრიობა ჯერ

კიდევ არ იყო მზად ასეთი ჰუმანური კონცეფციის მისაღებად. შედეგად შეთანხმებას ხელი

მოაწერა მხოლოდ ამერიკისა და ინდოეთის ქვეყნებმა და ვერ იქცა, როგორც ეს იყო

ჩაფიქრებული, უნივერსალურ სამართლებრივ აქტად. მიუხედავად ამისა მან შეასრულა თავისი

ისტორიული როლი შემდგომში მემკვიდრეობის იდეოლოგიის ფორმირების საქმეში, რომელიც

შესაძლებელი გახდა რეალიზებული ყოფილიყო მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ

იუნესკო-ს მოღვაწეობაში.

განსახილველ სფეროში იუნესკო-ს ერთ_ერთი უმნიშვნელოვანესი აქცია გახდა 1954 წელს

ჰააგაში მიღებული ,,შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ფასეულობების

დაცვის შესახებ კონვენცია’’. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ამ კონვენციამ სათავე დაუდო

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თანამედროვე მსოფლიო მოძრაობას. ჰააგის

კონვენციის მიღებით ჩამოყალიბდა წარსულის კულტურის ძეგლების დაცვის საერთაშორისო

სისტემა ,,კულტურული ფასეულობების” ცნების მიღების საფუძველზე, რომელიც შემოღებულ

იქნა საერთაშორისო პრაქტიკაში, სახელდობრ აღნიშნულ დოკუმენტში. ჰააგის კონვენციის მიერ

გათვალისწინებული იყო ,,კულტურული ფასეულობების საერთაშორისო რეესტრის” შემოღება,

რომელიც გახდა მომავალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის წინა სახე.

შემდგომ წლებში იუნესკოში დამუშავებულ იქნა კულტურული ფასეულობების შენარჩუნების

შესახებ რეკომენდაციების სპეციალური სერია, რომელიც ითვალისწინებდა სათანადო ზომებს

ძეგლების ცალკეული კატეგორიების მიმართ ან მოღვაწეობის გარკვეული სახეობების ჩარჩოებში.

მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ,,რეკომენდაცია სილამაზის, პეიზაჟისა და

ადგილმდებარეობის ხასიათის შენარჩუნების შესახებ’’ (პარიზი, 1962 წლის 11 ნოემბერი).

10 წლის გასვლის შემდეგ მსოფლიოში მემკვიდრეობის დაცვის სფეროში რაოდენობრივი

ცვლილებები გადადის თვისობრივში: იუნესკო-ს გენერალური კონფერენცია იღებს ,,მსოფლიო

კულტურისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციას’’ (პარიზი, 1972 წლის 16

ნოემბერი), რომელიც გახდა მემკვიდრეობის სფეროში გლობალური პოლიტიკის საფუძველი.

ამავე დროს მიიღება ,,ნაციონალურ ასპექტში კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის

დაცვის შესახებ რეკომენდაცია’’, რომელიც გამიზნული იყო მემკვიდრეობის იდეოლოგიის

პრაქტიკაში დანერგვაზე. ამ მომენტიდან მემკვიდრეობის ცნება (კულტურული და ბუნებრივი

მემკვიდრეობა) გახდა მსოფლიო პოლიტიკის საერთო აღიარებული კატეგორია, რომელიც

ეფუძნება კულტურულ და ეკოლოგიურ სახელმწიფო პოლიტიკას.

დასახელებულმა კონვენციამ განაპირობა მემკვიდრეობის იდეოლოგიის განვითარებაში

არნახული იმპულსი. დროთა განმავლობაში ბუნების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების

კატეგორიას დაემატა არამატერიალური ფასეულობები. ამ ტენდენციის კანონზომიერ

განვითარებას წარმოადგენს ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ

საერთაშორისო კონვენციის’’ (პარიზი, 2003 წლის 17 ოქტომბერი) მიღება, რომელმაც გააფართოვა

კულტურული მემკვიდრეობის ცნება განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურული

ფასეულობების მასშტაბებამდე. აღნიშნულ კონვენციაში მოცემულია ,,არამატერიალური

კულტურული მემკვიდრეობის’’ კატეგორიის განმარტება, რომელიც ნიშნავს ადათ_წესებს,

ზნე_ჩვეულებებს, წარმოდგენებისა და გამოსახვის ფორმებს, ცოდნას, გამოცდილებას და ა.შ.

ასეთი არამატერიალური მემკვიდრეობა, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, მუდმივად

34

განახლებადია საზოგადოების მიერ და წარმოშობს თვითმყოფადობის გრძნობას და ხელს უწყობს

კულტურული მრავალფეროვნებისა და ადამიანის შემოქმედების მიმართ პატივისცემას.

მსგავსი აქტები აყალიბებდა მემკვიდრეობის სფეროში პოლიტიკას, დასაწყისში სტიქიურად,

ხოლო დროთა განმავლობაში _ სულ უფრო მიზანდასახულად. ტრადიციულად მის ერთ-ერთ

ძირითად ელემენტს წარმოადგენს მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხის ფორმირება. ამ ნუსხის

სათავეშია თვალსაჩინო, ცნობილი და ლეგენდარული ,,მსოფლიოს შვიდი საოცრება’’ -

ეგვიპტური პირამიდები გიზაში, სემირამიდას დაკიდული ბაღები ბაბილონში (ერაყი),

ჰალიკარნასის მავზოლეუმი (თურქეთი), ზევსის ქანდაკება ოლიმპოში (საბერძნეთი), როდოსის

კოლოსი (კუნძული როდოსი), ალექსანდრიის შუქურა (ეგვიპტე), არტემიდას ტაძარი ეფესში

(თურქეთი). კულტურულ მემკვიდრეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ასევე ,,მსოფლიოს

შვიდი ახალი საოცრება”: ტაჯ-მაჰალი აგრაში (ინდოეთი), ჩინეთის დიდი კედელი, ქალაქი პეტრა

(იორდანია), კოლიზეუმი (იტალია), ჩიჩენ-იცას პირამიდა მექსიკაში, მაჩუ პიქჩუ (პერუ),

ქრისტეს ქანდაკება (ბრაზილია).

მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ მრავალჯერ გაჟღერდა იუნესკო-ს

(გაეროს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტი) მიერ. იმავდროულად შეიქმნა

იგივე სახელწოდების სახელმწიფოთაშორისო კომიტეტი, რომელსაც ყოველწლიურად შეაქვს

მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაახლოებით 30 ახალი ობიექტი. სადღეისოდ ამ ნუსხაში

თითქმის 800-მდე უმნიშვნელოვანესი ობიექტია შეტანილი. თანახმად 1972 წლის კონვენციისა,

ნუსხაში შეტანილი ობიექტები იყოფა სამ ჯგუფად: 1. კულტურულ, 2. ბუნებრივ და 3.

კულტურულ-ბუნებრივ ობიექტებად.

ზოგადი ტერმინი ,,მსოფლიო მემკვიდრეობა” (World Heritage) ძეგლთა იერარქიაში ყველაზე

საპატიო ადგილს იჭერს. ღირსშესანიშნაობა, რომელიც ამ ნუსხაში მოხვდება, სამართლიანად

ითვლება უნიკალურად და მას ენიჭება მსოფლიოს საგანძურის წოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ

მისი შენარჩუნება დათვალიერების, შესწავლის, შემეცნებისა და გამოყენების მიზნით უდავოდ

საჭიროა მომავალი თაობებისათვის. ნუსხაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ძეგლი არის კულტურისა

და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ქმნილება. იგივე 1972 წლის კონვენციით კულტურული

მემკვიდრეობის ქვეშ იგულისხმება:

ძეგლები: არქიტექტურული ძეგლები, მონუმენტური ქანდაკებები და ფერწერის ნიმუშები,

არქეოლოგიური ხასიათის ელემენტები, ან სტრუქტურები, წარწერები, მღვიმეები და იმ

ჯგუფთა ელემენტები, რომლებსაც გააჩნიათ ისტორიის, ხელოვნებისა და მეცნიერების

თვალსაზრისით განსაკუთრებით უნივერსალური ღირებულება;

ანსამბლები: ცალკეული, ან გაერთიანებული საამშენებლო ჯგუფები, არქიტექტურა,

ერთიანობა, ან კავშირი ლანდშაფტთან, რომლებსაც გააჩნიათ ისტორიის, ხელოვნებისა და

მეცნიერების თვალსაზრისით განსაკუთრებით უნივერსალური ღირებულება;

ღირსშესანიშნავი ადგილები: ადამიანის ხელით შექმნილი, ან ერთობლივად ბუნებისა და

ადამიანის მიერ ნამოქმედარი, აგრეთვე არქეოლოგიური ზონები, რომლებსაც გააჩნიათ

ისტორიის, ესთეტიკის, ეთნოლოგიის, ან ანთროპოლოგიის თვალსაზრისით

განსაკუთრებით უნივერსალური ღირებულება.

თითქმის იგივე სქემით ხდება ცნების ,,ბუნების მემკვიდრეობის” (Natural Heritage)

კონსტრუირება, რომლის ქვეშ მოიაზრება ბუნების უმნიშვნელოვანესი ობიექტები. დღეს

(მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 28-ე სესიის შემდეგ, რომელიც დამთავრდა 2004 წლის

ივლისში) ცნობილია, რომ 788 მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტიდან, რომელიც მსოფლიოს 128

35

ქვეყანაშია დაფიქსირებული 611 მიეკუთვნება კულტურის ძეგლებს, 154 ბუნების, ხოლო 23

კულტურულ-ბუნებრივია.

საქართველოში 35 ათასი ისტორიული ძეგლია, რომელთაგან 5 ათასს სახელმწიფო იცავს.

საქართველოს კულტურის ძეგლებიდან იუნესკოს ნუსხაში შევიდა ქალაქი მუზეუმი ღია ცის ქვეშ

– მცხეთა; ბაგრატის ტაძარი – ქუთაისში; გელათის სამონასტრო კომპლექსი და მაღალმთიანი

სოფელი ზემო სვანეთში – უშგული. 2006 წელს განახლდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა

ეროვნული კომისია, რომელმაც 2006-2007 წლების მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში

შეარჩია და დაამტკიცა 10 პროექტი იუნესკოს პრიორიტეტების გათვალისწინებით, როგორიცაა

ალავერდის სამონასტრო კომპლექსი, გრემის მონასტერი, ნიკორწმინდა, სამთავისი, უფლისციხე,

ვარძია, შატილი, ვანი და სხვა.

2001 წელს პირველად მსოფლიოს ისტორიაში იუნესკომ გამოაქვეყნა ხელთუქმნელი

მუსიკალური და არამატერიალური შედევრების ნუსხა, რომელშიც შევიდა ქართული

მრავალხმიანობა, რაც ქართული ხალხური პოლიფონიის დიდი გამარჯვება და აღიარება იყო.

2003 წელს შეიქმნა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი. ამდენად ქართული

ფოლკლორი და მრავალხმიანობა უნდა განვიხილოთ, როგორც კულტურული ტურიზმის

ატრაქცია და მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი.

ყოველივე ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კულტურული

მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და მისი გადაცემა მომავალი თაობებისათვის, რაც სიამაყის

გრძნობით აღავსებს თითოეულ ადამიანს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. კვარაცხელია ნ. 2009. კულტურული ტურიზმი. თბილისი.

2. Ineson Elizabeth M. 2005. Current Issues in International Tourism Development. Oxford.

3. Кудрявцев А. П., Мазуров Ю. Л. 2005. Доверительное управление культурным и природным наследием в россии. Москва.

4. Максаковский В.П. 2004. Всемирное культурное наследие как объект географического изучения. Москва.

5. Goeldner Charles R., Ritchie J.R. Brent, McIntosh Robert W. 2000. Tourism: Principles, Practices, Philosophies.

6. www.unwto.org

7. www.museum.de

36

მაკა გუდიაშვილი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

გადაწყვეტილების ხის მეთოდის გამოყენება ენერგეტიკის მენეჯმენტში

ენერგეტიკის მენეჯმენტში ხშირად გამოიყენება გადაწყვეტილების ხის მეთოდი, რომელიც

გულისხმობს ენერგო პროექტის დაწვრილებით ანალიზს განუსაზღვრელობის პირობებში. ეს

მეთოდი მენეჯერს საშუალებას აძლევს დაინახოს კავშირი დღევანდელ და მომავალ შედეგებს

შორის და მიიღოს გადაწყვეტილება უდიდესი წდშ-ს (NPV) მიხედვით.

NPV= -Yx +

r

x

PxNPVx1

*

Gსადაც Yx - პერიოდის ინვესტიცია;

NPVx- თითოეული x პერიოდის წდშ;

Px- ამ პერიოდის შესაბამისი ალბათობა;

r- წმინდა შემოსავლის სერია.

ალბათობის განსაზღვრის მეთოდებია: ალბათობის მათემატიკური მოლოდინი, როცა სავარაუდო

მოვლენის ალბათობის მათემატიკური მოლოდინი ტოლია ამ სავარაუდო მოვლენის

აბსოლუტური მნიშვნე¬ლობა გადამრავლებული მისი მოხდენის ალბა¬თო¬ბა¬ზე; ალბათობის

განსაზღვრის ობიექტური მეთოდი, როცა ალბათობის განსაზღვრა დამყარებულია იმ სიხშირეზე,

რა სიხშირითაც ხდება სავარაუდო მოვლენა; ალბათობის განსაზღვრის სუბიექტური მეთოდი,

როცა ალბათობის განსაზღვრა დამყარებულია სუბიექ¬ტური კრიტერიუმების გამოყენებაზე,

როგორიცაა: შემფა¬სებ¬ლის საკუთარი გამოცდილება, ექსპერტის შეფასება, ფინანსური

კონსულტანტის მოსაზრება და ა.შ.

გადაწყვეტილების ხე თვალნათლივ აჩვენებს მთელი ენერგო პროექტის პროცესს, სხვადასხვა

დროის პერიოდს და სავარაუდო მომავალ შემოსავლებს. ტექნიკა საკმაოდ მარტივია,

კვადრატიდან რომელიც წარმოადგენს სავარაუდო გადაწყვეტილებებს, გამოდის ტოტები.

წრეებით აღნიშნულია სავარაუდო შედეგები. გადაწყვეტილებები და შედეგები დალაგებულია

გარკვეული თანამიმდევრობით. პირველად მიმდინარე ღირებულება გამოითვლება ყველაზე

შორი ტოტიდან, შემდეგ ხდება `უკან გადახვევა” წინა შედეგებისაკენ და საუკეთესო

გადაწყვეტილების არჩევა.

როგორც ნახ. 1-ზე ჩანს, თუ I პერიოდში შეირჩევა ზედა ტოტი, მაშინ მე-2 პერიოდში მივიღებთ

აბსოლუტურად სხვა შედეგებს, ვიდრე ქვედა ტოტის არჩევის შემთხვევაში. ანალოგიური

სურათი იქნება მე-2-დან მე-3 გარდამავალ პერიოდში. ამიტომ ნულოვანი პერიოდი წარმოადგენს

იმ სავარაუდო გადაწყვეტილების საუკეთესო შეფასებას, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს.

Gგადაწყვეტილების ხის თითოეული ტოტი დაკავშირებულია ფულად ნაკადებთან და

ალბათობებთან; 1-ელ პერიოდში ფულადი შემოსავლები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა

იყო ადრე, ამოტომ ალბათობები, გამოხატული ორი ტოტით, იწოდებიან საწყის ალბათობებად.

დანარჩენი პერიოდების (მაგ პერიოდი 2 და 3) შედეგები კი დამოკიდებულია წინა

გადაწყვეტილებებზე, ამიტომ ისინი იწოდებიან პირობითად.

37

fuladinakadebi

Ddrois periodi

1 2 3

1

1.1

1.2

1.3

2 2.1

2.2

ნახ. 1. გადაწყვეტილებების ხე

განვიხილოთ 2 წლიანი ენერგო პროექტი, რომელიც გულისხმობს პორტატული

ტრანსფორმატორებისა და გენერატორების წარმოებას. ტრანსფორმატორების წარმოება

მოითხოვს I წელს ერთჯერად ინვესტიციას 550000 ლარის რაოდენობით; გენერატორების

წარმოება _ I წელს – 250000 ლარის, ხოლო მე-II წელს 150000 ლარის დამატებით ინვესტიციას.

მთელი ენერგო პროექტის პროცესი გადაწყვეტილებების ხის სახით წარმოდგენილია

გრაფიკულად (ნახ. 2.)

38

150 lari maRali moTxovna(0.6)

30 lari dabali moTxovna(0.4)

100 lari maRali moTxovna(0.6)

50 lari dabali moTxovna(0.4)

960 lari maRali moTxovna(0.8)

930 lari maRali moTxovna(0.4)

800 lari maRali moTxovna(0.8)

410 lari maRali moTxovna(0.8)

220 lari maRali moTxovna(0.4)

220 lari dabali moTxovna(0.2)

140 lari dabali moTxovna(0.6)

100 lari dabali moTxovna(0.2)

180 lari dabali moTxovna(0.2)

100 lari dabali moTxovna(0.6)

-150 lari gafarToeba

ara gafarToeba

-250 lari generatori

-550 lari transformatori

ნახ. 1. ენერგო პროექტის გადაწყვეტილებების ხე

აქ ნაჩვენებია ბაზარზე პორტატულ ტრანსფორმატორებსა და გენერატორებზე მოსალოდნელი

მოთხოვნის ალბათობების (მაღალი თუ დაბალი) და თითოეული კომბინაციის შესაბამისი

მოსალოდნელი ფულადი შემოსავლები. ბაზარზე სავარუდო დისკონტის ნორმის 10%-ის ბაზაზე,

ტრანსფორმატორების წარმოების შემთხვევაში მოსალოდნელი ამონაგები იქნება:

(მაღალი მოთხოვნის ალბათობა * მაღალი მოთხოვნის ამონაგები)+(დაბალი მოთხოვნის

ალბათობა * დაბალი მოთხოვნის ამონაგები):

NPVტრანსფ=-550000+0,6 150000 +0,4(30000 )

1,10+

0,6 0,8 960000 +0,2 220000 +0,4[0,4 930000 +0,6 140000 ]

1,10 2=

=-550000+102000

1,10+

670000

(1,10)2= 96000 ლარი

39

გენერატორების წარმოების შემთხვევაში მოსალოდნელი ამონაგები იქნება:

NPVგენერატ=-250000+0,6 100000 +0,4(50000 )

1,10+

+0,6 0,8 410000 +0,2 180000 +0,4[0,4 220000 +0,6 100000 ]

1,10 2=52000 ლარი

წმინდა მიმდინარე ღირებულებების შედარებით ჩანს:

NPVტრანსფ=P96000 ლარი

NPVგენერატ=52000 ლარიP

დასკვნა: ე. ი. ტრანსფორმატორების წარმოება უფრო მისაღებია, რადგან უფრო მეტი წმინდა

დისკონტირებული შემოსავალი მიიღება. მაგრამ მეორე წელს მაღალი მოთხოვნის

ალბათობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოების გაფართოება და დამატებით 150000

ლარის ინვესტირება, რის შედეგადაც მაღალი მოთხოვნის (80%) შემთხვევაში ინვესტორი

მიიღებს ამონაგებს 800 000 ლარის ოდენობით, ან 100000 ლარს დაბალი მოთხოვნის (20%)

შემთხვევაში.

ამ შემთხვევაში გამოთვლილი ამონაგები იქნება:

(0,8*800 000)+(0,2*100 000)=660000 ლარი

ხოლო დისკონტირებული შემოსავალი:

NPVგენერატ=-150 000+ 660000

1,10 =450000 ლარი

ე.ი. გენერატორების წარმოების შემთხვევაში მენეჯერი ელოდება 550000 ლარის (100000

ამონაგები+450000 წდშ) ოდენობის შემოსავლებს მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, ხოლო 185000

ლარის (50000 ამონაგები+135000 წდშ) ოდენობის შემოსავლებს დაბალი მოთხოვნის შემთხვევაში.

გენერატორების წარმოების შემთხვევაში წმინდა დისკონტირებული შემოსავალი იქნება:

NPVგენერატ=-250000+0,6 550000 +0,4(185000 )

1,10=117000 ლარი

ბაზარზე პორტატულ ტრანსფორმატორებსა და გენერატორებზე მოსალოდნელი მოთხოვნის

ალბათობები და თითოეული კომბინაციის შესაბამისი მოსალოდნელი ფულადი შემოსავლები,

წარმოდგენილი მთელი 2 წლიანი ბიზნეს-პროცესის გადაწყვეტილებების ხის სახით, იძლევა

საშუალებას ავირჩიოთ საუკეთესო შედეგი და მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება:

გენერატორების წარმოებაში ინვესტირება და მისი შემდგომი გაფართოება იძლევა უფრო დიდი

რაოდენობის წმინდა დისკონტირებულ შემოსავალს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Brealey R. A., Myers S.C. 2000. Principles of Corporate Finance. London.

2. Turrner E.C. 2002. Energy Management. Handbook. Published by Fiarmont Press.

40

ბიზნესი

41

სლავა ფეტელავა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესები

კონკურენციის სფეროში

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (ვმო) დაფუძნდა 1994 წლის 8 დეკემბერს, როგორც 1947 წელს

შექმნილი ,,ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ გენერალური შეთანხმების” (GATT)

სამართალმემკვიდრე (მუშაობას შეუდგა 1995 წლის 1 იანვრიდან). საქართველო მას

დამკვირვებლის სტატუსით ჯერ კიდევ 1996 წლის 26 ივნისს მიუერთდა, ხოლო 1999 წლის 6

ოქტომბრიდან გახდა მისი სრულუფლებიანი წევრი (ვმო-სთან საქართველოს მიერთების

შეთანხმება ქვეყნის პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა 2000 წლის 14 ივლისს).

ვმო-ს მიზანს წარმოადგენს მრავალმხრივი სავალდებულო ხელშეკრულებების საფუძველზე ამ

ორგანიზაციის წევრთა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირება, ხოლო მისი

ძირითადი ამოცანა მდგომარეობს საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციაში, მისი

სამართლიანობის, წინასწარი განჭვრეტისა და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის გზით, რამაც

თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური აღმავლობის პროცესსა და მოსახლეობის

კეთილდღეობის ზრდას [4, 191-203].

ფაქტია, რომ ,,ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმებისა” და ვაჭრობის მსოფლიო

ორგანიზაციის წესების შესაბამისად, სახელმწიფოთა შორის სავაჭრო თანამშრომლობას

საფუძვლად უდევს ქვეყნის უპირატესი ხელშეწყობის პრინციპი (ანუ უპირატესი ხელშეწყობის

რეჟიმი), რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ,,ვაჭრობისა დატარიფების გენერალური

შეთანხმების” მონაწილე ერთ-ერთი ქვეყნის მიერ მეორე მონაწილე ქვეყნისათვის მინიჭებული

თითოეული საბაჟო შეღავათი ავტომატურად ვრცელდება ამ შეთანხმებაში მონაწილე ყველა

ქვეყანაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ვაჭრობის მსოფლიო

ორგანიზაცია ეს არის, სამართლებრივი დოკუმენტების პაკეტთა ერთობლიობა (ერთგვარი

მრავალმხრივი სავაჭრო ხელშეკრულება), რომელიც განსაზღვრავს მთავრობათა უფლება-

მოვალეობებს საქონლითა და მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში.

რაც შეეხება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს კონკურენციის სფეროში, უნდა

აღინიშნოს, რომ ისინი სწორედ ასეთი მრავალმხრივი შეთანხმებების (სამართლებრივი

დოკუმენტების) პაკეტის შემადგენელი ნაწილია, რომლის ნორმებითა და პრინციპებით, ამჟამად

მსოფლიო ვაჭრობის (საქონლითა და მომსახურებით) 90%-ზე მეტი რეგულირდება. თუმცა,

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ,,ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმება” თავის არც

ერთ დებულებაში არ ახდენდა და არც ვმო-ს დებულებებით ხდება იმის პირდაპირი

დეკლარირება, რომ ისინი ემხრობიან კონკურენციის პრინციპებს (არ ახასიათებენ დასადგენ

წესებს როგორც ,,კონკურენციის წესებს”). მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ

ვმო-ს წესების არსშია ჩადებული საგარეო-ეკონომიკური გარიგებების კონკურენციული

პირობები, დისკრიმინაციისა და ხელოვნური შეზღუდვების მოხსნის მეშვეობით. აღნიშნული

სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვმო მთლიანად ეყრდნობა ღია კონკურენციის პირობებს. მისთვის

დასაშვებია სატარიფო და არასატარიფო რეგულირების მეთოდების გამოყენება, მათ შორის -

42

ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოყენების მკაცრი

რეგლამენტაციის პირობებში, რაც არ ისახავს მიზნად კონკურენციის შეზღუდვას.

,,ზოგადად, აღნიშნული ... ეროვნული მრეწველობის ,,დაცვის“ მიზნით იმ სავაჭრო დათმობების

გაუქმების ან მოქმედების შეჩერების საშუალებას იძლევა, რომლებიც შემოღებულ იქნა

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე”.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ითვალისწინებს ზომების ორ კატეგორიას. პირველი,

დროებითი ზომები, შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ გარკვეული პირობების

არსებობისას, ხოლო მეორე - მუდმივმოქმედი ზომები, წარმოადგენენ გამონაკლისებს ვმო-ს

მიმართ ნაკისრი ვალდებულებებიდან. ვმო-ს მიერ გათვალისწინებული დროებითი ზომებიდან

ყველაზე მნიშვნელოვანია:

_ გადაუდებელი ღონისძიებები, რომლებმაც უნდა დაიცვან იმპორტული საქონლის

კონკურენციით სერიოზულად დაზარალებული ეროვნული მრეწველობა. თითოეულ ქვეყანას

უფლება აქვს მიიღოს ,,უსაფრთხოების” ზომა რომელიმე პროდუქციაზე საიმპორტო ქვოტების ან

გადასახადების დაწესების მეშვეობით, თუ იმპორტის გაზრდილი მოცულობა ადგილობრივ

მწარმოებელთათვის ზიანის ან საფრთხის მომტანია (GATT-ის XIX მუხლი - ზოგიერთი

დასახელების პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული გადაუდებელი ღონისძიებები, ვმო-ს

შეთანხმება უსაფრთხოების ზომების შესახებ);

_ ქვეყნის მიერ ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ბაჟის შემოღება ერთი ან მეტი

ქვეყნიდან არაკეთილსინდისიერი გზით განხორციელებული იმპორტის მიმართ, რამაც

მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ან ზიანის მიყენების საშიშროება შეუქმნა ეროვნულ მრეწველობას

(GATT-ის VI მუხლი _ ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ბაჟი, ვმო-ს შეთანხმება ტარიფებსა და

ვაჭრობაზე 1994 წლის გენერალური შეთანხმების VI მუხლის განხორციელების თაობაზე,

შემდგომში ,,ანტიდემპინგური შეთანხმება”, და ვმო-ს შეთანხმება სუბსიდიებისა და

საკომპენსაციო ზომების შესახებ);

_ განვითარებადი ქვეყნების მიერ საიმპორტო შეზღუდვების შემოღება საგადამხდელო

ბალანსისა და ქვეყნის საგარეო ფინანსური მდგომარეობის დაცვის მიზნით (GATT-ის XVIII ,,ბ ”

მუხლი - საიმპორტო ზომები საგადამხდელო ბალანსის მიზნებისათვის)” [1, 37-38].

ამასთან, ვმო-ს შეთანხმების მე-8 მუხლის (მონოპოლიები და მომსახურების განსაკუთრებული

მიმწოდებლები) პირველი პუნქტის თანახმად ,,თითოეული წევრი უზრუნველყოფს, რომ

ნებისმიერი მონოპოლიური მომწოდებელი მის ტერიტორიაზე ... არ მოქმედებდეს ისეთი სახით,

რომელიც არ მიესადაგება ... ვალდებულებებს ... შეთანხმების ... შესაბამისად ვალდებულებები

ვრცელდება ასევე განსაკუთრებული საკუთრების მფლობელთა მიერ მიწოდებული

მომსახურების მიმართაც, თუ ისინი ბოროტად იყენებენ მონოპოლიურ მდგომარეობას” [9, 355-

356].

სადაო არ არის ის გარემოება, რომ სახელმწიფოთა თანამედროვე საგარეო-ეკონომიკური

პოლიტიკა კონკრეტული ისტორიული პირობების განვითარების ზემოქმედებით ხორციელდება.

ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში, შიგა ბაზრის დროებითი დაცვა სრულიად გამართლებულია

(მაგალითად, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც ეროვნულ ეკონომიკას არ შეუძლია

კონკურენცია გაუწიოს მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს) და საერთოდ, ყველა

მაღალგანვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყანაში ეროვნული კომპანიების პოზიციების გამაგრებას

მსოფლიო ბაზარზე უპირობო პრიორიტეტი ენიჭება სამართლიანი კონკურენციის პრინციპებისა

და შიგა ბაზრებზე მონოპოლიზმის დაუშვებლობის მიმართ.

43

შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ანტიმონოპოლიური პოლიტიკა განეკუთვნება შიგა ბაზრის

პოლიტიკას, რომელიც ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება, ხოლო რაც შეეხება ვმო-ში

გაწევრიანებული ქვეყნების ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათი რეგულირება

ხორციელდება საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე. ამდენად, არაა გამორიცხული, რომ

წარმოიქმნას კონფლიქტური სიტუაციები. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, პროფესიონალთა

წრეებში აქტიურად განიხილება კონკურენციის საერთაშორისო წესების შემოღების,

ამოქმედებისა და ვმო-ს საქმიანობის სფეროში მათი ჩართვის საკითხები. სხვა სიტყვებით რომ

ვთქვათ, გლობალიზაციის პირობებში, წარმოიშვება ანტიკონკურენციულ პოლიტიკაზე

გლობალური მასშტაბით კონტროლის დაწესებისა და განხორციელების, ასევე, კონკურენციული

ურთიერთობების გარკვეული სტანდარტებით რეგულირების შეთანხმების აუცილებლობა,

რითაც საბოლოო ჯამში უნდა იხელმძღვანელოს ვმო-ს თითოეულმა წევრმა ქვეყანამ.

ამასთან, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველო, სხვა გარდამავალი ეკონომიკის მქონე

ქვეყნების მსგავსად, იძულებულია, ვმო-ს წევრი განვითარებული ეკონომიკის მქონე

ქვეყნებისაგან განსხვავებით გადაჭრას არა მარტო კონკურენციის დაცვის სამართლებრივი და

ინსტიტუციური უზრუნველყოფის პრობლემები, არამედ კონკურენციული გარემოს ფორმირების

საკითხიც.

ამდენად, რეალურად რომ მოხდეს ვმო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს, როგორც

თანასწორი პარტნიორის აღიარება, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს საბაჟო წესებისა და

მათი ადმინისტრირების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, რეპრესალიებისა და სხვა

მსგავსი, ბიზნეს გარემოს მომწესრიგებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომლებიც

თავის მხრივ გავლენას ახდენენ, როგორც საქონლის, ასევე მომსახურების რეალიზაციაზე. მით

უმეტეს, საქართველოს მიერ ასეთი კონკრეტული ვალდებულებები აღებულ იქნა ვმო-ში

გაწევრიანების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს. კერძოდ, ,,... აღებულ იქნა ვალდებულება

არ განეხორციელებინა ვაჭრობის რეპრესალიები (დაცვის, ანტიდემპინგური და საკომპენსაციო

ბაჟის დაკისრების ღონისძიებები), სანამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნების

შესაბამისი მარეგულირებელი და საკანონმდებლო აქტები არ იქნებოდა ქვეყანაში მიღებული.

ამჟამად, საქართველოს არ გააჩნია ვაჭრობის რეპრესალიების მარეგულირებელი კანონმდებლობა.

დამკვირვებელთა უმეტესობის აზრით, საქართველოში ამგვარი პროცედურების მიღება საჭიროა

მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია არც ერთ წევრ ქვეყანას ამას არ

ავალდებულებს” [8, 27].

ამასთან, დონორების [1997 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო

ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან, კანადის საერთაშორისო განვითარების

სააგენტოს (CIDA) დახმარებით, ჩამოყალიბდა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკისა და

საკანონმდებლო საკითხების ცენტრი - CTPL] ტექნიკური დახმარებით ,,CTPLL-ის მიერ

შემუშავებულ იქნა კანონპროექტი ,,ანტიდემპინგური, საკომპენსაციო და უსაფრთხოების

ზომების შესახებ” [2, 5], რომელიც მთავრობას გადაეგზავნა განსახილველად. უფრო მეტიც,

როგორც ირკვევა, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტშიც კი იყო წარდგენილი,

თუმცა, მისი მიღება საბოლოოდ ვერ მოხერხდა. ამ კანონპროექტის თანახმად, ის სამთავრობო

ორგანო, რომელიც ვაჭრობის რეპრესალიების ადმინისტრირებას განახორციელებდა უნდა

ყოფილიყო ანტიმონოპოლიური სამსახური” [8, 27].

44

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს შიგა

სამართლებრივი ბაზა (უსაფრთხოების მექანიზმების სრულად მომცველი საკანონმდებლო

აქტები), რომელიც დაარეგულირებს ანტიდემპინგურ და საკომპენსაციო ბაჟის დაკისრების

ღონისძიებებს. საკითხი უფრო აქტუალური გახდა ,,მონოპოლიური საქმიანობისა და

კონკურენციის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის გაუქმების (2005 წლის 3

ივნისის კანონი, #1550-Iს) შემდეგ, რომლის მე-9 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოვლინებად ითვლებოდა და იკრძალებოდა

კონკურენციაში უპირატესობის მიღწევა დემპინგური ფასების გამოყენებით. ასევე, ამავე კანონის

მე-13 მუხლის ,,ზ” პუნქტის თანახმად მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტს

ეკრძალებოდა დემპინგური ფასების გამოყენება და ა.შ. ეს ერთი შეხედვით გვაძლევს იმის თქმის

საფუძველს (ქმნის იმის საშიშროებას), რომ ქვეყნის შიგა ბაზარზე ადვილი შესაძლებელია

ადგილი ჰქონდეს სხვა ქვეყნების უსამართლო ვაჭრობას (პროდუქციის იმპორტს დემპინგურ

ფასებში), თუმცა, ისიც ცხადია, რომ უსაფრთხოების ამგვარი კანონმდებლობის არსებობის

შემთხვევაშიც კი მათი გამოყენების ალბათობა ძალზე მცირე იქნება, რადგანაც გამოკვლევების

ჩატარება (არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით) და შესაბამისი ზომების გამოყენება მოითხოვს

ადმინისტრაციული, კვლევითი და სამართლებრივი ხასიათის დიდ დანახარჯებს. ფაქტია, რომ

,,ადმინისტრაციული ხასიათის დაბრკოლება იმდენად მაღალია, რომ მსგავს ეკონომიკურ

სიტუაციაში მყოფმა ქვეყნებმა აღნიშნულ ზომებს მხოლოდ რამოდენიმეჯერ მიმართეს” [1, 38].

ამრიგად, თუ სიღრმისეულად გავანაალიზებთ (კრიტიკულად შევხედავთ) ანტიდემპინგური

ღონისძიებების გატარების კუთხით არსებულ (მოსალოდნელ) მდგომარეობას (ყველა

მოსალოდნელ შედეგთან ერთად) შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოსათვის ამ ეტაპზე

ნაკლებად კატასტროფულია რეპრესალიების შესახებ საკანონმდებლო ბაზის არ არსებობა.

როგორც დამოუკიდებელ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი, ჩვენც ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ

საქართველოსათვის საკომპენსაციო ბაჟის დაკისრებისა და ანტიდემპინგის პროცედურებთან

შედარებით ამ ეტაპზე უფრო მისაღებ და შეიძლება ითქვას უფრო ეფექტიან საშუალებას

წარმოადგენს ვმო-ს დებულებების გამოყენება - დაცვის ღონისძიებების შესახებ. კერძოდ,

,,არსებობს უფრო იაფი და დაუყოვნებლივი შედეგების მომცემი საშუალებები, როგორიცაა მაგ.:

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულება დაცვის ღონისძიებების შესახებ” [8, 27],

რომელიც მართალია ნაკლებად ძლიერი ინსტრუმენტია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას მაინც

შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ადგილობრივი წარმოების დაცვის საქმეში.

შესაბამისად, ის, კერძო სექტორს აძლევს სტიმულს, რათა იმპორტთან მიმართებაში დამცავი

პროცედურების მოქმედების პერიოდი გამოიყენოს კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.

აქვე აღსანიშნავია, რომ გარდამავალ პერიოდში მყოფი ზოგიერთი ქვეყნის მიერ (ლატვია და

ყირგიზეთი) ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს

იქნა მიღებული ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ზომების შესახებ კანონები და

სამართლებრივი აქტები.

განსაკუთრებით საყურადღებოა დაცვითი პროცედურების ის დადებითი მხარე, რომ ისინი

თავისი ბუნებით ერთმნიშვნელოვანია და მასში პროცედურების დამრღვევი მხარის

მონაწილეობა არაა სავალდებულო. კერძოდ, ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც დამცავი

პროცედურების შემოღება სურს, არ სჭირდება იმის მტკიცება, რომ იმორტირებული პროდუქტი

უსამართლო სუბსიდირებას იღებს ან დემპინგურია. უბრალოდ საკმარისია უფრო მარტივად

მოხდეს იმის გარკვევა, რომ იმპორტირებული პროდუქტი კონკურენტი (მსგავსი,

ურთიერთჩანაცვლებადი) პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებს აყენებს სერიოზულ ზიანს

45

ან ქმნის მისი მიყენების საშიშროებას. ასეთ შემთხვევებში ზიანის მიყენების სტანდარტიც უფრო

მარტივად განისაზღვრება, ვიდრე ანტიდემპინგური პროცედურებისა და საკომპენსაციო ბაჟის

შემთხვევებში გამოძიების ჩატარების დროს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ვმო-ს მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულება

დამცავ პროცედურებთან მიმართებაში ბევრად უფრო მარტივი და ეფექტიანია (ეკონომიურია),

რაც მისი გამოყენების ალბათობას ზრდის გარდამავალი ეკონომიკის ქვეყენების მხრიდან. უფრო

მეტიც, იგი პოლიტიკური თვალსაზრისითაც მომგებიანია, რამეთუ უზრუნველყოფს იმ

ადგილობრივი საწარმოების დაცვას, რომლებსაც კონკურენტულ გარემოში ადაპტაცია უჭირთ.

შესაბამისად სტიმული ეძლევა ადგილობრივ წარმოებას, რომელსაც მთავრობა თავისი

პოლიტიკით ეხმარება სიძნელეების დაძლევასა და ბაზარზე დამკვიდრებაში.

აქვე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ვმო-ს დებულებების თანახმად დაცვის

ღონისძიებები, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის

ამაღლება იმპორტთან მიმართებაში, დროებით ხასიათს ატარებენ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ამ

ღონისძიებების პერიოდში ადგილობრივი მეწარმის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ვერ

მოხერხდა, დამცავი პროცედურების მოხსნის შემდეგ არაა გამორიცხული, რომ კონკრეტული

საწარმოები იგივე ან ბევრად უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, ვიდრე დაცვის

პროცედურების ამოქმედებამდე იყვნენ. შესაბამისად, ,,... დაცვის პროცედურები ეკონომიკური

რეფორმის და რეგიონალური ინტეგრაციის დამხმარე ღონისძიებად შეიძლება მივიჩნიოთ ...

ისინი ქმნიან გარემოს, რომელშიც კერძო სექტორი ქმედითუნარიანი უნდა გახდეს და ამგვარად

რეგიონალური და გლობალური მასშტაბით კონკურენტუნარიანობა შეიძინოს” [8, 29].

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოში ანტიდემპინგური და

საკომპენსაციო ბაჟის დაკისრების ღონისძიებების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის არ

არსებობის მიუხედავად, რეალურადაა შესაძლებელი სრულყოფილი საკონკურენციო

პოლიტიკის განხორციელება ვმო-ს დებულებების ფარგლებში (დაცვის ღონისძიებების შესახებ),

რომ არა მისი რეალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი გარემოება, როგორიცაა

დაცვის ღონისძიებების მომკვლევი (შემსწავლელი) და მასზე გადაწყვეტილებების მიმღები

სახელმწიფო ინსტიტუტის ერთმნიშვნელოვნად განუსაზღვრელობა (არ არსებობა).

აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფო

ანტიმონოპოლიური სამსახური გაუქმდა (2005 წლის 19 აგვისტო), რომელსაც მართალია

პირდაპირ არ ევალებოდა ,,დაცვის ღონისძიებების შესახებ“ ვმო-ს ხელშეკრულებით

გათვალისწინებული მექანიზმების აღსრულება, მაგრამ ქვეყანაში იმ პერიოდისათვის მოქმედი

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის (,,მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის

შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლი) შესაბამისად ის ახორციელებდა

არაკეთილსინდისიერი კონკურენცის ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას ქვეყნის კონკრეტულ

(შესაბამის) სასაქონლო ბაზრებზე, ხოლო მისი ლიკვიდაციისა და ,,მონოპოლიური საქმიანობისა

და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის გაუქმების შემდეგ ამ მიმართულებით

(არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის კუთხით) არც ერთი

სახელმწიფო ორგანო არ მუშაობს, რაც ფაქტობრივად რეალურ საფრთხეს უქმნის ადგილობრივი

წარმოების დაცვას მოძალებული იმპორტის ფონზე [5, 114-115].

შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ქვეყანაში იმ

სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრა, რომელიც იქნება დამცავი პროცედურების შესახებ ვმო-ს

46

ხელშეკრულებით განსაზღვრული წესების აღმსრულებელი ინსტიტიუტი (ჩვენი აზრით, ასეთი

ინსტიტუტი უნდა იყოს ქვეყნის კონკურენციის მთავარი ორგანო), რომლის პარალელურადაც

აუცილებელია ქვეყნის შიგა საკონკურენციო სამართალი (,,თავისუფალი ვაჭრობისა და

კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში კონკურენციის შეზღუდვის მექანიზმები

დაყვანილია მხოლოდ ხელისუფლების (სახელმწიფო ან ადგილობრივი) ორგანოების მხრიდან

კონკურენციის შემზღუდავი ქმედებების აკრძალვამდე) შესაბამისობაში იყოს მოყვანილი ვმო-ს

წევრი, განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ანალოგიურ სტანდარტებთან.

და ბოლოს, ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ პროცესის დაჩქარებას (ვმო-ს სტანდარტებთან

საკონკურენციო სამართლის დაახლოებას) ხელი შეიძლება შეუწყოს იმანაც, რომ ვმო-ს აქტიური

წევრია (1995 წლის 1 იანვრიდან) ევროკავშირიც, რომელიც მუდმივად ცდილობს გააძლიეროს

ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები ევროკავშირსა და ამ კავშირის გარეთ დარჩენილ

სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის, რითაც ის ამ ქვეყნებს აძლევს შანსს

განახორციელონ ევროკავშირის შიგა ბაზარზე შესვლა ვმო-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან

მიახლოების (ჰარმონიზაციის) გზით. შესაბამისად, ევროკავშირს აქვს დიდი პოტენციალი

მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ინტეგრაციას ვმო-ში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ბარნევიცი ა. 1999. ადგილობრივი მრეწველობის დაცვა მსოფლიო სავაჭრო

ორგანიზაციის უსაფრთხოების ზომების შესახებ შეთანხმების საფუძველზე.

ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი. ქართული სამართლის მიმოხილვა. მესამე კვარტალი. 3, 36-

39.

2. ბერუჩაშვილი თ. 2000. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების

შემდგომი პერიოდი. ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი. საქართველოს ეკონომიკის მიმართულებები. კვარტალური მიმოხილვა. 2, 50-52.

3. ლიონტი დ. 2000. მსო-ში გაწევრიანება. საქართველოს ეკონომიკის მიმართულებები. 1,

3-4.

4. რეიხი ნ. 1998. 1998 წლის კომენტარები საქართველოს კანონზე ,,რეკლამის შესახებ”.

წინასწარი დაკვირვება /ევროგაერთიანების ექსპერტთა რჩევები საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისათვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე/. თბილისი: საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის საარქივო მასალა, ჭანტურიას 12, მე-6 სართული.

5. ფეტელავა ს. 2007. კონკურენციის თეორია და ანტიმონოპოლიური რეგულირება საქართველოში. თბილისი: ლოი.

6. ფეტელავა ს. 2007. მსჯელობა საქართველოს საკონკურენციო (ანტიმონოპოლიური) სამართლის სრულყოფის საკითხებზე. თბილისი: ლოი.

7. ქემოკლიძე დ. 2000. ვაჭრობა და კონკურენცია - მრავალმხრივი დისკუსიები

ვაჭრობასთან დაკავშირებით. ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი. საქართველოს ეკონომიკის მიმართულებები. კვარტალური მიმოხილვა. 2, 53-54.

8. Bearing point. 2004. სავაჭრო პოლიტიკის ჩამოყალიბება და საქართველოს მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნების დაცვა. თბილისი, 5 ივლისი.

47

9. Ячейстова Н. И. 2001. Международная конкуренция: законодателъство, регулирование и сотрудничество. Нъю-Йорк и Женева: ООН.

10. საქართველოს კანონი ,,მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ”. 25

ივნისი. 1996. 286-IIს.

11. საქართველოს კანონი ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”. 3 ივნისი.

2005. 1550-Iს.

ვასილ კიკუტაძე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

არამატერიალური აქტივების ცნება საშემფასებლო საქმიანობაში

ტერმინს ,,არამატერიალური აქტივი” ბევრი განსაზღვრება გააჩნია, რაც დაკავშირებულია

იურიდიულ, საბუღალტრო და საგადასახადო მოღვაწეობის სფეროებთან. თუმცა, როგორც წესი,

ეს განსაზღვრებები სპეციფიურია მათი დანიშნულებიდან გამომდინარე. არამატერიალური

აქტივი შეფასების მიზნებიდან გამომდინარე უპირველეს ყოვლისა განხილული უნდა იყოს,

როგორც ქონება. იმისგან დამოუკიდებლად, არის თუ არა აქტივი მატერიალური ან

არამატერიალური, ის უნდა იყოს საკუთრების უფლებების ობიექტი. იმისათვის, რომ აქტივი

იყოს საკუთრების უფლების ობიექტი, ის უნდა იყოს იდენტიფიცირებადი. რაც შეეხება

არამატერიალურ აქტივს, მას უნდა ქონდეს ზუსტი და ვიწრო განსაზღვრება, რომელიც ახდენს

მის, როგორც უნიკალური საკუთრებითი ობიექტის, იდენტიფიცირებას. თუ ვერ ხდება

არამატერიალური ქონების ობიექტის იდენტიფიცირება და კონკრეტული აღწერა, ეს ობიექტი

ვერ კვალიფიცირდება, როგორც არამატერიალური აქტივი. ეს “საკუთრება” შეიძლება იყოს იდეა

ან ცნება. თუმცა, ასეთი აღწერა ძალიან ზოგადია იმისათვის, რომ მის საფუძველზე ეს საკუთრება

კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც არამატერიალური აქტივი. იმისათვის რომ, არამატერიალური

აქტივი კლასიფიცირებულ იქნას როგორც ქონება, მასზე უნდა ვრცელდებოდეს იურიდიული

საკუთრების უფლებები. ის უნდა სარგებლობდეს საკუთრების ყველა იურიდიული უფლებებით,

უპირატესობებით და პრივილეგიებით. ხშირად არამატერიალურ და მატერიალურ აქტივებს

შორის მთავარ განმასხვავებელ ნიშნად მათ ფიზიკურობას ასახელებენ. თუმცა არამატერიალურ

და მატერიალურ აქტივებს შორის განსხვავება მხოლოდ ფიზიკურ განსხვავებამდე არ დაიყვანება.

რა თქმა უნდა, მანქანები, დანადგარები, ავტომობილები, მიწა, შენობები, ხელსაწყოები, ნივთები

და ა.შ. შეიძლება დავინახოთ, შევეხოთ და ყველა ისინი მატერიალური აქტივებია. მაგრამ,

ბუნებრივია, ზუსტად ასევე შეიძლება შევეხოთ და დავინახოთ კონტრაქტი, ლიცენზია,

ფრანჩაიზის ხელშეკრულება, პროექტი, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია, პატენტზე ან

საავტორო უფლებას სარეგისტრაციო მოწმობა, ლაბორატორიული ჟურნალი და ა.შ. მაშინ

ბუნებრივი ისმის კითხვა ისინიც მატერიალურ აქტივებს წარმოადგენენ? რა თქმა უნდა არა,

რადგანაც ძირითადი განსხვავება მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს შორის შემდეგია:

პირველი, მატერიალური აქტივის ღირებულებას ქმნის მისი მატერიალური სუბსტანცია და

მეორე, არამატერიალური აქტივის ღირებულებას ქმნის მისი არამატერიალური სუბსტანცია.

48

მატერიალური აქტივები კი თავის მხრივ წარმოადგენენ არმატერიალური აქტივების

ღირებულების შექმნისათვის მნიშვნელოვან ელემენტებს.

არამატერიალური აქტივების კლასიფიცირდება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებად:

უფლებები, ურთიერთკავშირები, არაიდენტიფიცირებადი არაგანცალკევებადი აქტივები ან

ინტელექტუალური საკუთრება - უფლებები არსებობს საკონტრაქტო პირობების შესაბამისად,

წერილობით ან სხვა ფორმით, რომელსაც მხარეებისათვის ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.

მაგალითად: მიწოდების კონტრაქტები, პროდუქციის გასაღების კონტაქტები, მომარაგების

კონტრაქტები და სალიცენზიო შეთანხმებები და სხვ. ურთიერთკავშირი მხარეებს შორის,

როგორც წესი, საკონტრაქტო ხასიათი არა აქვს. ისინი შეიძლება იყოს მოკლევადიანი და მეტად

ღირებული მხარეებისათვის. მაგალითებია: სამუშაო ძალით (კადრებით) დაკომპლექტება,

მომხმარებლებთან ურთიერთკავშირი, მომწოდებლებთან ურთიერთკავშირი, გამსაღებლებთან

(დისტრიბუტორებთან) ურთიერთკავშირი ან სტრუქტურული (იერარქიული) ურთიერთკავშირი

მხარეებს შორის და სხვ. არაიდენტიფიცირებადი არაგანცალკევებადი აქტივები წარმოადგენს

არამატერიალური აქტივების ნარჩენ ღირებულებას, რომელიც რჩება ყველა იდენტიფიცირებადი

არამატერიალური აქტივის ღირებულების დადგენისა და მათი ღირებულების არამატერიალური

აქტივების მთლიანი ღირებულებიდან გამოკლების შემდეგ. ალტერნატიული ცნებებია:

მოცემული სამეურნეო სუბიექტისადმი კლიენტების ლოიალობის ღირებულება, შემოსავლების

ნამეტი (ზემოგება) და ნარჩენი ღირებულება. არაიდენტიფიცირებად არაგანცალკევებად აქტივებს

ხშირად გუდვილს უწოდებენ. გუდვილი, არის (1) მყიდველების დაბრუნების ტენდენცია

სამეურნეო სუბიექტის მომსახურებაში; (2) სამეურნეო სუბიექტის ნამეტი შემოსავალი

იდენტიფიცირებული აქტივების რეალურ უკუგებაზე (ზემოგება) და/ან (3) საწარმოს, როგორც

ერთი მთლიანის, ღირებულების ნამეტი მისი შემადგენელი იდენტიფიცირებადი აქტივების

აგრეგირებულ (ჯამურ) ღირებულებაზე. ინტელექტუალური საკუთრება არის არამატერიალური

აქტივების სპეციფიკური კატეგორია, რადგან იგი, როგორც წესი, კანონით არის დაცული სხვების

მიერ უნებართვოდ გამოყენებისაგან. მაგალითებია: სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნები და საფირმო

სახელწოდებები; საავტორო უფლებები; პატენტები; კომერციული საიდუმლო; ან ნოუჰაუ და სხვ.

არამატერიალური ქონება. უფლებები და პრივილეგიები, რომლითაც აღჭურვილია

არამატერიალური აქტივების მესაკუთრე. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები მოიცავენ

ეკონომიკური ღირებულების ყველა ელემენტებს, რომლებიც გააჩნიათ სხვა არამატერიალურ

აქტივებს. თუმცა, თავიანთი განსაკუთრებული სტატუსის გამო ინტელექტუალური საკუთრების

ობიექტები სარგებლობონ სპეციალური იურიდიული აღიარებით და უფლებრივი დაცვით.

არამატერიალური აქტივები ხშირად ფორმირდებიან საქმიანი ოპერაციების დროს. თუმცა

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები იქმნებიან ადამიანის ინტელექტუალური ან

შემოქმედებითი საქმიანობის გზით. იურიდიული რეგისტრაცია ინტელექტუალური საკუთრების

გამომგონებლებს აძლევს მოტივაციას და ასევე მისი შემქმნელების დაცვას უზრუნველყოფს.

იმისათვის რომ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელებმა შეძლონ ამ განსაკუთრებული

არამატერიალური აქტივების ეკონომიკური ღირებულების მთლიანი რეალიზაცია,

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ინფორმაცია საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას.

ზოგადად მიღებული კლასიფიკაციის შესაბამისად ინტელექტუალური საკუთრება იყოფა:

შემოქმედებითი (მაგალითად, სავაჭრო ნიშნები, საავტორო უფლებები, კომპიუტერის

პროგრამული უზრუნველყოფა) და ინოვაციური (მაგალითად, პატენტები, წარმოების ნიმუშები,

წარმოების საიდუმლოებები). ეს კლასიფიკაცია საკმარისად კარგად განმარტავს იმ ორ ძირითად

მიზეზს, რატომაც სარგებლობენ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები განსაკუთრებული

იურიდიული აღიარებით და განსაკუთრებული უფლებრივი დაცვით. რაც შეეხება

შემოქმედებით ინტელექტუალურ საკუთრებას, კანონდამცველების აზრით, მისი მფლობელები

49

საჭიროებენ დაცვას. ანუ, შესაბამისი კანონი უნდა იქნეს შემუშავებული და საბოლოოდ

მიღებული იმისათვის, რომ ამ საკუთრების მფლობელი, რომელმაც სავაჭრო ნიშნის ან

მუსიკალური ნაწარმოების შექმნას დაახარჯა ბევრი დრო, ძალა და შესაძლებლობები, არ

აღმოჩნდეს სიტუაციაში, რომელშიც სხვა პიროვნებას შეეძლება საკუთარი ინტერესების

რეალიზაციისას გამოიყენოს მისი შემოქმედება.

არამატერიალური აქტივის ღირებულება გამომდინარეობს არამატერიალური აქტივის

ფლობასთან დაკავშირებული ქონებრივი უფლებებიდან. საზოგადოდ, არამატერიალური

აქტივის ღირებულება არ გამომდინარეობს მხოლოდ იმ დოკუმენტიდან (ფურცლიდან),

რომელზედაც ის დაბეჭდილია. არამატერიალური აქტივის ღირებულება გამომდინარეობს

საკუთრების უფლებებიდან, რომლებიც დაკავშირებულია მის ხელშეუხებელ ფასეულობასთან

(Intangible value), იმ არამატერიალურ ფაქტორებთან, რომლებიც მასზე მოქმედებენ და

რომლებზედაც თავად მოქმედებს აქტივი. არამატერიალურ აქტივებს გააჩნიათ მატერიალური

აქტივებისგან განსხვავებული და განცალკავებული ღირებულება. ანალოგიურად, მატერიალურ

აქტივებსაც გააჩნიათ არამატერიალური და სხვა მატერიალური აქტივებისგან განსხვავებული და

განცალკავებული ღირებულება. ეს ჭეშმარიტებაა, მიუხედავად იმისაა, რომ თავიანთი

ღირებულების სრული რეალიზაციისათვის მატერიალურმა აქტივებმა შეიძლება მოითხოვონ

არამატერიალური აქტივების გამოყენება. მაგალითად, კომპიუტერის აპარატული

უზრუნველყოფამ (მატერიალური აქტივი) თავისი ღირებულების სრული რეალიზაციისათვის

შეიძლება მოითხოვოს პროგრამული უზრუნველყოფის (არამატერიალური აქტივი) გამოყენება.

არამატერიალური აქტივები, რომლებიც თავისთავად შეიძლება ფლობდნენ განცალკევებულ

ღირებულებას, ასევე შეუძლიათ გაზარდონ იმ მატერიალური აქტივების ღირებულება,

რომლებთანაც დაკავშირებულნი არიან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არამატერიალურია აქტივის

მთლიანი ღირებულება გადადის მატერიალურ აქტივზე, ან იმას რომ მატერიალური აქტივის

მთლიანი ღირებულება გადადის არამატერიალურ აქტივზე. ღირებულებას, რომელიც შეაქვს

არამატერიალურ აქტივებს მათთან დაკავშირებულ მატერიალურ აქტივებში, ზოგჯერ უწოდებენ

ღირებულების ნამატს. ანუ არამატერიალური აქტივები ხშირად ზრდიან იმ მატერიალური

აქტივების ღირებულებას, რომლებთანაც დაკავშირებულნი არიან. ანალოგიურად, მატერიალური

აქტივები ხშირად ზრდიან იმ არამატერიალური აქტივების ღირებულებად, რომელთანაც არიან

დაკავშირებულნი.

ეკონომიკური ანალიზისა და შეფასების მიზნებიდან გამომდინარე არამატერიალური აქტივები

შესაძლებელია დაიყოს: არამატერიალურ უძრავ ქონებად და არამატერიალურ მოძრავ ქონებად.

არამატერიალური უძრავი ქონება შედგება ყველა იმ ინდივიდუალური ნივთიერი

უფლებებისგან, მოგებისგან და სხვა უფლებებისგან, რომლებიც დამახასიათებელია ფიზიკური

უძრავი ქონების საკუთრებისათვის. უძრავი ქონების საკუთრება (real property) განსხვავდება

უძრავი ქონებისგან (real estate). უძრავი ქონება – სახელწოდება, ასოცირებადია მატერიალურ

აქტივებთან: მიწა, ტერიტორიის კეთილმოწყობის ელემენტები, შენობები, ნაგებობები, შენობის

კეთილმოწყობის და მოდერნიზაციის ელემენტები. უძრავი ქონების საკუთრება წარმოადგენს

ინდივიდუალური იურიდიულ უფლებებს, რომლებიც დაკავშირებულია მატერიალური უძრავი

ქონების საკუთრებასთან. სინამდვილეში, უძრავი ქონების საკუთრების კატეგორია შეიცავს ყველა

იმ არახელშესახებ უფლებებს და მოგებებს, რომლებიც დაკავშირებულია უძრავი ქონების

ფლობასთან. რადგან ყველა იურიდიული უფლება არის არახელშესახები, ასევე უძრავი ქონების

საკუთრებაც არახელშესახებია. ამგვარად, უძრავი ქონების საკუთრების კატეგორია შეიცავს

უძრავ ქონების ფლობასთან დაკავშირებულ ყველა არახელშესახებ უფლებებსა და მოგებებს.

50

გამოყენებული ლიტერატურა

1. Цыбулев П. Н. 2005. Оценка интелектуальной собственности. Киев.

2. Рейли Р., Швайс Р. 2005. Оценка нематериальных активов. 3. Edited by Carsten Fink and Keith E. Maskus, 2005. Intellectual Property and Development.

The International Bank for Reconstruction and Development / The World Bank.

4. http://www.piipa.org/

5. http://www.patentarea.com/

6. http://www.ifacts.se/intangible-assets/

გივი ყუფარაძე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

სამკურნალო ტურიზმი, სამედიციონო ტურიზმი და ველნესის ფილოსოფია

ჯერომი კლაპკა ჯერომი (ინგლ. Jerome Klapka Jerome) ინგლისელი მწერალი იუმორისტი,

დაიბადა 1859 წლის 2 მაისს უოლსოლში, სტარფორდშირის საგრაფოში. იგი 1888 წლის 21 ივნისს

დაქორწინდა ჯორჯიანა ელიზაბეტ ჰენრიეტა სტენლი მერისზე (ინგლ. Georgina Elizabeth

Henrietta Stanley Marris (a.k.a. Ettie)). მათ თაფლობის თვე გაატარეს პატარა ნავში, მდინარე

ტემზაზე და, როგორც ითვლება, ამ ფაქტმა განაპირობა მწერლის ყველაზე ცნობილი ნოველის

„სამი კაცი ნავში, თუ არ ჩავთვლით ძაღლს“ (ინგლ.Three Men in a Boat (To Say Nothing of the Dog))

შექმნა. პერსონაჟების პროტოტიპები გახდნენ ავტორის მეგობრები ჯორჯ უინგრევი (George

Wingrave) და ჰარისი –კარლ ჰენშელი (Carl Hentschel). მოთხრობაში აღწერილია კომიკური

სიტუაციები, რომლებშიც მეგობრები ხვდებიან და ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ტემზისა და

მისი შემოგარენის ისტორიასთან [1].

რა თქმა უნდა, წინამდებარე სტატიის მიზანი არაა ამ ნოველის გარჩევა. უბრალოდ, მასში ავტორს

შესანიშნავად აქვს აღწერილი ჯანმრთელობისათვის მოგზაურობა. ყველაფერი იწყება

სამედიცინო ცნობარის გაცნობით, რა დროსაც მთავარ გმირს ახსენდება, რომ ნიკრისის ქარითაა

(პოდაგრა) დაავადებული. მის ამხანაგ ჰარისს აწუხებს თავბრუსხვევა, ჯორჯს კი ცუდი ძილი.

მეგობრებისაგან შემდგარი კონსილიუმი გადაწყვეტს, რომ ყველა ამ დაავადების მიზეზი

გადაღლაა. „რაც ჩვენ გვჭირდება – დასვენებაა. დასვენება და გარემოს შეცვლა... ტვინის

გადაძაბვამ გამოიწვია ნერვული სისტემის დასუსტება. გარემოს შეცვლა და ფიქრის

აუცილებლობის არარსებობა აღადგენენ გონებრივ წონასწორობას.“ ამის შემდეგ, მათ

გადაწყვიტეს გამგზავრებულიყვნენ ნავით მდინარეზე, სადაც „ ... იქნება სუფთა ჰაერი, მოციონი

და სიმშვიდე. ლანდშაფტის მუდმივი ცვლა მთლიანად დაიკავებს ჩვენს გონებას, ხოლო

მომატებული ფიზიკური დატვირთვა უზრუნველყოფს კარგ მადას და მშვიდ ძილს“.

ერთადერთი, ვინც ამ წინადადებით აღფრთოვანებული არ იყო, გახლდათ ძაღლი მონმორენსი.

51

მიიღეს რა გადაწყვეტილება, სამი კაცი, თუ არ ჩავთვლით ძაღლს, ნავით გაემგზავრა

ჯანმრთელობის აღსადგენად. ამ ყველაფერს თანამედროვე მედიცინაში ეწოდება: Wellness

Tourism, Medical Tourism და Health Tourism [2].

ველნესი (Wellness)

„ველნესი – ეს იმისთვის დახარჯული ფულია, რომ უფრო ჯანმრთელად იგრძნოთ თავი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჩევულებრივი სამედიცინო პარამეტრებით „ავად“ არ ხართ. დღეს ადამიანების უმრავლესობას ფულზე მეტად, ჯანმრთელობის მოთხოვნა აქვს“. პოლ პილზნერი,

ეკონომისტი და ანალიტიკოსი, აშშ პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი.

Wellness –ინგლისურიდან პირდაპირ თარგმანში ნიშნავს კარგ ჯანმრთელობას (განსაკუთრებით

როგორც ჯანმრთელი ცხოვრების წესის შედეგს). Wellness წარმოებულია “be well”–გან, რაც

ნიშნავს „კარგ თვითშეგრძნებას“ ან „კეთილგანწყობას“ – ეს არის სხეულისა და სულის, გონების

ბალანსი, ტერმინი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას,

სწორ კვებას, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას, მავნე ჩვევებისაგან განთავისუფლებასა და

სამყაროსადმი კეთილ დამოკიდებულებას.

ველნესის მთავარი ამოცანა დაავადებებისა და, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი დაბერების

ნიშნების თავიდან აცილება და პროფილაქტიკაა. ველნესი ადამიანის კარგი მდგომარეობის

ფილოსოფიაა, მისი არსებობის ყველა – სულიერ, სოცილურ თუ ფიზიკურ –სფეროში. ის ვინც

ველნესის ფილოსოფიით ცხოვრობს, ასაკის მიუხედავად – იღბლიანი, წარმატებული და

ენერგიით სავსე ოპტიმისტია. ის საკმაო ყურადღებას უთმობს თავისი სხეულის გარეგნულ

მდგომარეობას, მისდევს ჯანმრთელი კვების პრინციპებს და იღებს ზომიერ ფიზიკურ

დატვირთვებს. ამ ფილოსოფიის ძირითადი პრინციპებია:

მოძრაობა;

გონებრივი აქტიურობა;

მოდუნება და ჰარმონია;

სილამაზე და სხეულის მოვლა;

დაბალანსებული კვება.

ველნესი, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების სტილის შეცვლას გულისხმობს და არა რაიმე

კონკრეტული დაავადების მკურნალობას.

2002 წლის კვლევებით ველნესის ძირითადი მომსახურებები მიმართული იყო პროფილაქტიკაზე

(70%) და დასვენებაზე (23%). ველნესი, პირველ რიგში, განკუთვნილია ქალაქელებისათვის,

რომლებისთვისაც, დაძაბული ცხოვრების რიტმისა და ხშირი სტრესების მიუხედავად,

დამახასიათებელია არა ერთჯერადი დიდხნიანი შვებულება, არამედ მრავალჯერადი უიკენდები,

დამატებითი დასვენების დღეებით.

ლიტერატურაში ტერმინი „ველნესი“ პირველად 1654 წელს გამოჩნდა. მაგრამ, როგორც

კულტურა, ჩაისახა XX საუკუნის 60–იან წლებში ამერიკაში, როცა ამერიკელმა ექიმმა ჰელბერტ ლ.

დუნმა (Halbert L. Dunn, M.D) შემოიტანა ცნება „ველნესი“ და პირველმა ჩამოაყალიბა ხარისხიანი

ცხოვრების ძირითადი პრინციპები. დუნის გარდა ველნესის განვითარებასა და

პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვით ისეთ მეცნიერებს, როგორებიც არიან Deepak

Chopra, Michael Roizen, Mehmet Oz, Don B. Ardell, John Travis, David F. Duncan, and Andrew Weil [4].

52

გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან ველნესი უკვე ევროპაშიც იკიდებს ფეხს და ნელ–ნელა

იხვეჭს პოპულარობას, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით საქართველოზე. მეტიც, ჩვენს ქვეყანაში

თვით ტერმინი „ველნესიც“ უცხო ხილია. ამ დროს ფიტნესი უკვე ჩვეულ, მოდურ და ხშირად

გამოყენებად ტერმინადაა ქცეული.

დღეს ფიტნესი ველნესის შემადგენელ ნაწილად განიხილება, რადგან ეს უკანასკნელი უფრო

ფართო ცნებაა, რომელიც გულისხმობს დიეტოლოგიის, სარეაბილიტაციო პროგრამების,

ფსიქოლოგიური გაჯანსაღების, სპა და სხვა პროცედურების კომპლექსურ გამოყენებას. ეს

ყველაფერი ერთად იწვევს ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ,

სულიერი წონასწორობის აღდგენის საფუძველიც ხდება.

ველნესის აღჭურვილობა იყოფა ორ ჯგუფად:

აქტიური ვარჯიშებისათვის განკუთვნილი (ტონუსური მაგიდები, ვაკუუმური

ტრენაჟორები, იპოტრენაჟორები, ბალანს–პლატფორმები, ვიბრო–პლატფორმები და სხვა);

პასიური პოცედურებისათვის განკუთვნილი (პრესოთერაპია, მაგნიტოთერაპია,

თერმოთერაპია ინფრაწითელი სხივებით, მასაჟის საწოლები და სხვა).

მიუხედავად გარკვეული განსხვავებისა, ტერმინში Wellness Tourism სხვადასხვა ქვეყნებში

პრინციპული სხვაობა არ არის. ველნეს ტურისტი – ყველაზე ხშირად, საკამოდ კარგი

ჯანმრთელობის მქონე ადამიანია, რომლებიც დედამიწის პრაქტიკულად ჯანმრთელი

მოსახლეობის 7-8%–ს შეადგენს. გარდა ამისა, ველნეს ტურისტები არიან ჯანმრთელობის

რეზერვების გაზრდაში დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავიდან აიცილონ

ქრონიკული დაავადებების გამწვავება [2].

სამკურნალო ტურიზმი (Health tourism)

ადამიანები, რომელთა მოგზაურობის მიზანია დაავადების შემდგომი პროგრესირების თავიდან

აცილება, ხვდებიან მეორე კატეგორიაში, რომელსაც სამკურნალო ტურიზმს (Health tourism)

უწოდებენ. სტატიის დასაწყისში აღწერილ შემთხვევაში „სამი კაცს, თუ არ ჩავთვლით ძაღლს“,

ნავის მაგივრად, spa–ცენტრიანი საკრუიზო გემით რომ ემგზავრათ, იქნებოდა სამკურნალო

ტურიზმი.

„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში სამკურნალო ტურიზმი ასეა

განმარტებული: „კურორტების გამოყენება მკურნალობის, სამედიცინო გამოკვლევისა და სხვა

სამედიცინო მომსახურების მისაღებად“ [5].

სამედიცინო სპა – ცენტრების საერთაშორისო ასოციაცია სამკურნალო ტურიზმს კი ასე

განსაზღვრავს: „ეს არის მოგზაურობა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, რომელიც

ითვალისწინებს ვიზიტს კურორტზე ან წონის დასაკლებ ცენტრში“.

საქართველოს საკურორტო პოტენციალის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, სამკურნალო

ტურიზმი ერთ–ერთი პერსპექტიული დარგია, რომლის განვითარებასაც ქვეყნისთვის

სერიოზული ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია.

53

აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საკურორტო

ინდუსტრია, სწორედ, საქართველოში იყო ყველაზე მეტად განვითარებული. მაშინდელი

სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით 1989 წელს საქართველოს საკურორტო დაწესებულებებში

მკურნალობისა და დასვენების კურსი გაიარა 980 ათასმა პაციენტმა. იმის გათვალისწინებით, რომ

კურორტის ერთი საგზური 12-18–24 დღიანი იყო, ადვილი დასათვლელია, თუ რა კოლოსალური

რაოდენობის საწოლ–დღეებზეა საუბარი.

მართალია, ეს იყო გეგმიური საბჭოთა სოციალისტური ეკონომიკის პერიოდი და ტურისტთა

მსგავს რაოდენობაზე დღეს ფიქრიც კი ზედმეტია, მაგრამ ის, რომ სამკურნალო ტურიზმის

განვითარებაზე სერიოზული მუშაობა უნდა დაიწყოს, ეჭვი, ალბათ, არავის ეპარება. თუმცა, ისიც

უდავოა, რომ არესბული საკურორტო ინფრასტრუქტურა კარდინალურ შეცვლასა და განახლებას,

ხოლო მომსახურე პერსონალი ფუნდამენტურ მომზადებასა და გადამზადებას საჭიროებს.

სამედიცინო ტურიზმი (Medical tourism)

სამედიცინო ტურიზმი – ეს ტერმინი აღნიშნავს უცხოეთში სამედიცინო მომსახურების მიღების

პრაქტიკას, რომელიც შეთავსებულია დასვენებასთან და მაღალკველიფიციური სამედიცინო

დახმარების მიღებასთან.

ვიკიპედიაში სამედიცინო ტურიზმზე (იგივე, სამედიცინო მოგზაურობა ან გლობალური

ჯანდაცვა) წერია, რომ ეს „ტერმინი შემოტანილ იქნა ტურისტული სააგენტოებისა და მასობრივი

ინფორმაციის საშუალებების მიერ” და აღნიშნავდა იმ სწრაფად ზრდად საერთაშორისო

მოგზაურობების სეგმენტს, რომელთა მიზანი ჯანდაცვის მიღება იყო.

მომსახურებები, რომლებსაც ამ ტიპის მოგზაურები მოიხმარენ აერთიანებენ ისეთ პროცედურებს

როგორიცაა – სპეციალური ოპერაციები, მაგალითად სახსრის (მუხლის/მენჯის) შეცვლა, გულის

ქირურგია, სტომატოლოგია და კოსმეტიკური ოპერაციები. თუმცა, მასში შედის ჯანდაცვის

ფაქტიურად ყველა სახე, მათ შორის ფსიქიატრია, მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები და

სხვა [6].

სამედიცინო ტურიზმი დიდი პოპულარობით სარგებლობს აშშ–ში, კანადასა და დასავლეთ

ევროპაში. აშშ-ში დაახლოებით 110 მლნ ადამიანია, რომლებიც დაავადებულნი არიან სხვადასხვა

ქრონიკული დაავადებებით, რომელთა მკურნალობასაც დაზღვევა არ უნაზღაურებს. ამიტომ

ბევრი ამერიკელი მიდის უცხოეთში კარდიოლოგიური, ორთოპედიული თუ სხვა დაავადებების

სამკურნალოდ. მაგ. ტაილანდში ან ინდოეთში ერთი და იგივე მკურნალობის ფასი, ხშირად,

მეოთხედი ან შეიძლება მეათედიც კი იყოს აშშ–სთან შედარებით.

განსხვავებული მდგომარეობაა კანადასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც ამ ქვეყნების მოქალაქეებს

სახელმწიფო დაზღვევა აქვთ, მაგრამ ექიმთან მოსახვედრად თვეები და შეიძლება 2 წელიც კი

დასჭირდეთ, ამიტომ აჩევენ უცხოეთში გამგზავრებასა და მკურნალობას [7].

სამდიციონო ტურიზმი აქტიურად ვითარდება საქართველოშიც. ბევრი ქართველი მიემგზავრება

თურქეთში, ავსტრიაში, ისრაელში, გერმანიასა თუ აშშ–ში. რა თქმა უნდა, ეს იმიტომ არ ხდება,

რომ ამ ქვეყნებში მკურნალობა იაფია – პირიქით. მაგრამ აქ უკვე სხვა მიზეზები გამოდის წინა

პლანზე, როგორიცაა სამედიცინო ცენტრების უკეთესი აღჭურვა, ექიმთა გაცილებით მაღალი

კვალიფიკაცია, დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები და სხვა.

54

თუმცა, საქართველოდან არა მარტო გადიან ქართველები, არამედ უცხოელი პაციენტები

ჩამოდიან კიდეც. კარგ მაგალითად გამოდგება თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი, რომელსაც

ბევრი მომხმარებელი ჰყავს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან (საფრანგეთი, სამხრეთ კორეა,

უკრაინა და სხვა) [8].

„მსოფლიოს 50–ზე მეტი ქვეყანა ახდენს სამედიცინო ტურიზმის, როგორც ეროვნული

ეკონომიკის დარგის იდენტიფიცირებას. თუმცა, აკრედიტაციისა და ხარისხის კონტროლის

მექინზმები მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ ქვეყნებში, რაც იმას განაპირობებს, რომ ზოგიერთი

მათგანი საშიში ან ძალიან საშიშიც კი შეიძლება იყოს სამედიცინო ტურისტებისათვის“ [6].

საქართველოს ტურიზმის ამ სახის განვითარებისთვისაც კარგი პერესპექტივა გააჩნია. მედიცინის

ბევრ დარგში ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს. ახლად

შექმნილი სამედიცინო ცენტრებისა თუ საავადმყოფოების ტექნიკური აღჭურვილობაც, ხშირ

შემთხვევაში, დამაკმაყოფილებელია. ჩემი აზრით, ამ კუთხით შრომის, ჯანმრთელობისა და

სოცილაური დაცვის სამინისტრომ უნდა გააქტიუროს მუშაობა, რათა ქართული კლინიკების

მიერ მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აკრედიტაციების გავლა და ხარისხის

კონტროლის მექანიზმების დანერგვა. ამის შემდეგ, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად,

უნდა შემუშავდეს სამედიცინო ტურიზმის განვითრების მასტერ–პლანი და ეტაპობრივად

მოხდეს მისი განხორციელება.

გამოყენებული ლიტერატურა

1. http://en.wikipedia.org/wiki/Jerome_K._Jerome

2. http://www.sankurtur.ru/world/land/565/

3. http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%B5%D0%BB%D0%BD%D0%B5%D1%81

4. http://en.wikipedia.org/wiki/Wellness_(alternative_medicine)

5. საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტის შესახებ“, 1997 წლის 6 მარტი, მუხლი 2

6. http://en.wikipedia.org/wiki/Health_tourism

7. http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%B5%D0%B4%D0%B8%D1%86%D0%B8%D0%BD%

D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D1%82%D1%83%D1%80%D0%B8%D0%B7%D0%BC

8. http://ge.talizi.ge/

55

ლიანა ყანჩაველი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ლოჯისტიკური კონსალტინგი

Consulting - კონსულტაციის გამწევი. კონსალტინგს გააჩნია ახალი მიზნების დასახვის უნარი.

თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ კონსალტინგური ფირმები ბევრია, ბევრი უწოდებს თავის თავს

კონსალტინგურ კომპანიას ისე, რომ არ გაუვლიათ ჩვეულებრივი ლოჯისტის, მომმარაგებლის

გზა, არასოდეს არ უმუშავიათ საწყობში და მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვთ ტრანსპორტზე,

მაგრამ მარჯვედ ჩაურთავენ ხოლმე საუბრისას ინგლისურ აბრევიატურებს ABM («Activity Based

Management» - «ფუნქციურად - ღირებულებითი მართვა»), BPR («Business Process Reengineering»)

(ბიზნეს პროცესების რეინჟინირინგი) და ა. შ. კონსულტანტები არიან ისინი ვინც, არა მარტო

სიტყვით, არამედ საქმითაც, სარგებელს მოუტანს ბიზნესს.

თანამედროვე ლოჯისტიკა მოიცავს და აერთიანებს ერთ პროცესში საინფორმაციო გაცვლას,

ტრანსპორტირებას, მარაგების მართვას, სასაწყობო მეურნეობას, ტვირთის გადამუშავებას.

ლოჯისტიკის ოპერატიული ამოცანა მდგომარეობს ნედლეულის წყაროების, დაუსრულებელი

წარმოების, მზა პროდუქციის მარაგების გონივრულად განთავსების ორგანიზებაში, რაც

დაბალანსებული იქნება მოთხოვნილებებში და დაკავშირებული მინიმალურ ხარჯებთან.

ლოჯისტიკა ქმნის დამატებით ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ მარაგები სათანადოდაა

განთავსებული გაყიდვების პროცესის გასამარტივებლდ. უნდა აღინიშნოს, რომ ლოჯისტიკური

მენეჯმენტი მდგომარეობს მატერიალური რესურსების, დაუსრულებელი წარმოების და მზა

პროდუქციის მარაგების ნაკადების ისეთი სისტემების შექმნასა და მოწყობაში, რაც სამეურნეო

ერთეულის საქმიანი სტრატეგიისათვის საყრდენის როლს შეასრულებდა.

ლოჯისტიკის ზოგადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოს მომხმარებელთა

მომსახურების დასახული (მიზნობრივი) დონე მინიმალური საერთო დანახარჯებით [2].

დარგობრივი კონკურენციის შეფასება დაიყვანება დარგობრივ ბაზარზე ფირმის

შესაძლებლობებისა და საქმიანობის პოტენციური შეზღუდვების სისტემატიურ შესწავლამდე,

ისეთი პარამეტრების გათვალისწინებით, როგორიცაა ბაზრის ზრდის სიდიდე და ტემპები,

პოტენციური მომგებიანობა, წარმატების საკვანძო ფაქტორები, უცხოური კონკურენცია და

შრომითი ურთიერთობები. კონკურენტული ძალების ანალიზი უნდა მოიცავდეს კონტროლის

გავლენასა და ხარისხს, რაც განეკუთვნება დარგობრივ ლიდერებს, საერთაშორისო

კონკურენციას, მეტოქეობისა და მტრობის სიმწვავეს, მომხმარებლებისა და მიმწოდებლების

გავლენიანობას, ძირითადი კონკურენტების კომპეტენტურობის საკვანძო სფეროებს. იმისათვის,

რომ გავიგოთ სერვისის რომელი საბაზო დონეა საკმარისი კონკრეტულ დარგში წარმატებული

კონკურენციისათვის, რეგულარულად უნდა ჩავატაროთ კომპეტენტურობის შედარებითი

ანალიზი ლოგისტიკაში კონკურენტებთან შეპირისპირებით [2].

მომსახურების სფერო სახალხო მეურნეობის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია და

წარმოადგენს ფასეულობათა შემქმნელ დარგს, რომელიც ზრდის მომხმარებელთა საერთო

ფონდს. თანამედროვე პერიოდის განმასხვავებელი თავისებურებაა ინდუსტრიული

56

ეკონომიკიდან სერვისულზე გადასვლა, ვინაიდან მომსახურების სფერო გარდაიქმნება

სამეურნეო განვითარების მამოძრავებელ ძალად. ცივილიზებული სახელმწიფო ხასიათდება არა

იმდენად წარმოების დონით, რამდენადაც მომსახურებათა სფეროს არსებობითა და დონით.

ამგვარად, მომსახურების წილი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების ერთიან ეროვნულ

პროდუქტში შეადგენს 65-57%. აშშ-ში სერვისის სფეროში დაკავებულია დასაქმებულთა მთელი

რაოდენობის 70%, იაპონიაში - 60%. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის ლოჯისტიკურ

მიზანსა და პრიორიტეტებს.

უკანასკნელ წლებში არსებითად შეიცვალა ლოჯისტიკურ მომსახურებათა ბაზარი -

მრავალპროფილიანი ლოჯისტიკების ტრადიციული მომსახურების გარდა გაჩნდა ახალი დარგი

- ლოგისჯიკური კონსალტინგი. საქართველოში დღესდღეობით ლოგისტიკაში კონსალტინგურ

მომსახურებას სხვადასხვა, არც თუ ისე მრავალი, ფირმა სთავაზობს მომხმარებელს, ისიც,

მხოლოდ მცირე ნაწილია განთავსებული რეგიონებში. ამ დარგში (კომპანიის მაკრო გარემოში)

ზოგადი სიტუაციის ანალიზი ქმნის ბაზას კონკურენტული კორპორატიული სტრატეგიის

შემუშავებისათვის (საკმარისია პასუხი გაეცეს დასმულ შვიდ შეკითხვას –ლოჯისტიკის

წესებიდან). ის აგრეთვე განსაზღვრავს კონკურენტული ბაზრების პრინციპებს, ადგენს რა ხუთ

კონკურენტულ ძალას (პორტერის ”ხუთი ძალის” მოდელი). შედეგად, რეგულარული

სტრატეგიული მართვის ძირითად ინსტრუმენტად წარმატებული საქმიანობისათვის შეიძლება

შეირჩეს ”ხარისხიანი” სტრატეგიული ანალიზის მატრიცა, ანუ SWOT-ანალიზის მატრიცა

(Strengths - ძლიერი მხარეები; Weaknesses - სუსტი მხარეები; Opportunities - შესაძლებლობები;

Threats - საფრთხეები).

შეფ

ასებ

ცუ

დი

[-]

კარ

გი

[+]

გარემო

გარე შიდა

სურ.1.1. პირველადი სტრატეგიული SWOT – ანალიზის მატრიცა.

ამ მეთოდში ყველაზე მომხიბვლელი ისაა, რომ საინფორმაციო ველი ყალიბდება თავად

ხელმძღვანელების მიერ, ასევე კომპანიის ყველაზე კომპეტენტური თანამშრომლების მიერ

საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და შეთანხმების და სიტუაციის ხედვის საფუძველზე.

გარდა ამისა, სტრატეგიული გადაწყვეტილებები დაკავშირებულია კომპანიის უფრო შიდა,

ვიდრე საგარეო პრობლემებთან, განსაკუთრებით გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება

სუსტი მხარეები

[ფირმის ნაკლი]

ძლიერი მხარეები

[ფირმის უპირატესობა]

შესაძლებლობები

[გარემოს დადებითი

ფაქტორები]

საფრთხეები

[გარემოს უარყოფითი

ფაქტორები]

სტრატეგიის

ფილოსოფია

57

პროდუქციის ნომენკლატურისა და ბაზრის სეგმენტების არჩევას. ეფექტური სტრატეგიის

შერჩევა, რომელიც შეესაბამება საწარმოს შიდა პარამეტრებსა და მის მდგომარეობას ბაზარზე, და

საერთოდ გარემოზე, წარმოებს კორელაციური SWOT-ანალიზის მატრიცის აგების გზით. ქვემოთ

მოცემულია ამგვარი მატრიცის მაგალითი კორპორატიული სტრატეგიის ასარჩევად:

შინაგანი

ძალა სისუსტე

გარ

ეგანი

შესაძლ

ებლ

ობ

ები

საფრ

თხ

ეები

ინტენსიური ზრდა თანამედროვე საწარმოები

ინტეგრაცია

ინტეგრაცია

დივერსიფიკაცია

მფლობელობაზე უარის თქმა

ლიკვიდაცია

სურ. 1.2. კორელაციური SWOT – ანალიზის მატრიცა.

ამგვარად, ფირმის სტრატეგიის შემუშავება ეფუძნება ბაზრის კონკრეტული სეგმენტების

ანალიზს შერჩეულ სფეროებში ხელსაყრელი შეღწევის შეფასებისათვის, საკუთარი პოზიციების

გასამყარებლად მათი გამოყენებისათვის. ამასთან, წარმატება დამოკიდებულია საწარმოს გარე

სამყაროსთან ურთიერთქმედების ფორმალურ, ზუსტ, სრულ და ყოველმხრივ აღწერაზე. ეს

იძლევა გარკვეულ გარანტიას, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებები ლოჯისტიკურ-

კონსალტინგური კომპანიების მიერ მიღებული იყოს მთელი ხელმისაწვდომი ინფორმაციის

ანალიზის საფუძველზე და მხედველობიდან არაფერი არ იქნას გაშვებული.

ცნება „ლოჯისტიკური კონსალტინგი” უკანასკნელ დროს უფრო და უფრო ხშირად გვხვდება

დარგობრივ პრესაში, ინტერნეტის ქსელში კომპანიათა სარეკლამო მასალებში, თუმცა არ

აღინიშნება მისი, როგორც ტერმინის განსაზღვრება. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ცნება

„ლოჯისტიკური კონსალტინგის” არსი, საჭიროა გავერკვიოთ მის შემადგენელ ნაწილებში -

„ლოჯისტიკური” და „კონსალტინგი”. ტერმინი „ლოჯისტიკური” აიხსნება, როგორც

„ლოჯისტიკასთან დაკავშირებული” [1].

ლოჯისტიკა არის მეცნიერება მატერიალური და მისი თანმხლები ნაკადების

(ინფორმაციული, ფინანსური, სერვისული და სხვ.) მართვისა და ოპტიმიზაციის შესახებ მიკრო-,

მეზო- ან მაკროეკონომიკურ სისტემებში. ლოჯისტიკის გაგების საფუძველს წარმოადგენს ეგრეთ

წოდებული სისტემური მიდგომის გამოყენება, როდესაც სხვადასხვა ფუნქციები -

ტრანსპორტირება, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, შეფუთვა, მარაგების მართვა,

დასაწყობება და შეკვეთების დამუშავება განიხილება, როგორც სისტემის

58

ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთმოქმედი ელემენტები. სისტემური მიდგომა

გულისხმობს მთელი სიტემის და არა მისი ცალკეული ნაწილების ოპტიმიზაციას.

„ლოჯისტიკა არის მატერიალური ნაკადების, მომსახურებათა ნაკადების და მასთან

დაკავშირებული ინფორმაციული და ფინანსური ნაკადების მართვა ლოგისტიკურ სისტემაში მის

წინაშე დაყენებული მიზნების მისაღწევად” [3, 248].

ლოჯისტიკური კონსალტინგი, როგორც ვიწრო, ისე ფართო გაგებით, შეიძლება განხილულ იქნას

სხვადასხვა პოზიციიდან:

როგორც საქმიანობის სახეობა. ამ გაგებით ლოჯისტიკური კონსალტინგი წარმოადგენს

საწარმოში მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური ნაკადების ოპტიმიზაციის

პროცესს;

როგორც ხელოვნება, რადგან კონსულტანტებისაგან მოითხოვს განსაზღვრულ უნარებს,

გამოცდილებას, პირად თვისებებს და ნიჭს;

როგორც საქმიანობის სფერო, რომელშიც შეთავსებულია ლოჯისტიკური

კონსულტირების სპეციფიური სფერო, ხელოვნება და მეცნიერება და ახდენს

ლოჯისტიკის კონსულტანტების მზარდი პროფესიონალიზმის დემონსტრირებას.

ლოჯისტიკური კონსალტინგის დანართის სფეროს, მართვის კონსალტინგის სხვა სახეობებისაგან

განსხვავებით, წარმოადგენს ლოჯისტიკური აქტიურობების ოპტიმიზაცია, რომლებიც შეიძლება

გავიგოთ, როგორც „ლოჯისტიკური ქმედებები, ოპერაციები ან ფუნქციები, რომლებიც

მიმართულია რაიმე პროცესების სრულყოფისაკენ” [3]. ლოჯისტიკური კონსალტინგი

მოწოდებულია ლოჯისტიკის ფუნქციონალური სფეროების - შემსყიდველი, სასაწყობო,

საწარმოო, სატრანსპორტო, გასაღების, მარაგების მართვის ოპტიმიზაციისაკენ. ოპტიმიზაცია

შეიძლება მოხდეს ფრაგმენტულად - მაგალითად, სასაწყობო სისტემის ტექნოლოგიური

პროექტირება, ან კომპლექსურად - კომპანიის ლოჯისტიკის კონცეფციის და მისი განვითარების

სტრატეგიის ფორმირება შესაბამისი ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციით.

ლოჯისტიკური კონსალტინგი იყენებს ისეთი მეცნიერებების მეთოდებს, მოდელებსა და ცოდნას,

როგორიცაა ლოჯისტიკა; ლოჯისტიკური და მარკეტინგული კვლევები; ეკონომიკურ-

მათემატიკური მეთოდები; ინფორმატიკა; მენეჯმენტი; მარკეტინგი; პროექტების მართვა;

ფსიქოლოგია და სხვა.

ლოჯისტიკური კონსალტინგის ჩატარების ფარგლებში დასახული ამოცანების გადაწყვეტის

ძირითადი მეთოდებია:

ბიზნეს-პროცესების მოდელირება IDEF და ARIS მეთოდოლოგიების გამოყენებით;

ექსპერტული მეთოდები;

ლოჯისტიკის სფეროში საწარმოს საქმიანობის მოდელირება იმიტაციური მოდელირების

ალბათობა-სტატისტიკური მეთოდების დახმარებით;

ევრისტიკული ანალიზისა და სინთეზის მეთოდები;

წრფივი, არა წრფივი, დინამიური და სტოქასტური პროგრამირების მეთოდები

ოპტიმიზაციის ეკონომიკური ამოცანების გადასაწყვეტად;

სტრუქტურული ანალიზისა და სტრუქტურული ოპტიმიზაციის მეთოდები.

გამოყენებული ლიტერატურა

59

1. ბოცვაძე ლ., ერაძე კ., ბოცვაძე ვ. 2010. ლოჯისტიკური მენეჯმენტი და მოდელირება. თბილისი, დიზაინპრინტექსპრესი.

2. Бауэрсокс Д. , Клосс Д. 2006. Логистика. Интегрированная цепь поставок. Москва, Олимп-

Бизнес.

3. Сергеев В. И. 2006. Логистика в бизнесе. Москва, ИНФРА.

ივანე პირველი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

შეუძლია თუ არა სუფთა განვითარების მექანიზს ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ჰესების

მშენებლობის მიზნით ინვესტიციების მოზიდვას

შესავალი

უკანასაკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგეტიკულმა სექტორმა

ძირეული ცვლილებები განიცადა. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რომლებიც გამიზნული

იყო ენერგეტიკული სექტორის ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად.

გატარდა რამოდენიმე ღონისძიება რომელთა მიზანია ელექტროენერგეტიკული სისტემის

მიმართ კერძო სექტორის დაინტერესების გაზრდა:

ყველა ახლადაშენებული ჰიდროელექტროსადგური (რომელთა ექსპლუატაციაში შესვლა

მოხდა/მოხდება 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ) დერეგულირებლია, რაც გულისხმობს

იმას, რომ ინვესტორი თავისუფალია აირჩიოს ბაზარი და ფასი. გარდა ამისა, მცირე ჰესებს

(13 მგვტ. ან ნაკლები სიმძლავრის) შეუძლიათ ელექტროენერგია მიყიდონ ნებისმიერ

საცალო მომხმარებელს.

ინვესტორი იძენს უნიკალურ საკუთრების უფლებას - BOO2 (რაც გულისხმობს, ააშენე,

ოპერირება გაუწიე და იყავი მესაკუთრე).

ელეტროენერგიის ექსპორტი არ ითხოვს სპეციალურ ლიცენზიას.

ახლადაშენებული ჰესი ქსელზე მიერთების სპეციალური გადასახდისაგან თავისუფალია.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო), მომდევნო 10 წლის

განმავლობაში გარანტირებულად შეიძენს ზამთრის თვეებში გამომუშავებულ

ელექტროენერგიას, რაც უმცირებს ჰესს ელექტროენერგიის გასაღების რისკს.

2 BOO კონტრაქტის მიხედვით, კერძო კომპანია იძენს უფლებას, რომ ჰესის პროექტი დააფინანსოს,

დააპროექტოს, განავითაროს, ააშენოს, მართოს, გამოიყენოს და იყოს მესაკუთრე. კერძო ინვესტორი ფლობს

პროექტს ექსკლუზიურად, შეუძლია პროექტიდან შემოსავალი მიიღოს შეუზღუდავი ვადით და ასევე

პასუხისმგებელია მოგების მიღებასთან დაკავშირებულ რისკზე [7].

60

და ბოლოს, შავი ზღვის მაღალი ძაბვის გადამცემი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი

მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და

ელექტროენერგიით ტრანსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობას. 500/400 კილოვოლტიანი

გადამცემი ხაზი გარდაბანს დააკავშირებს ზესტაფონსა და ახალციხესთან. პროექტი,

ასევე, ითვალისწინებს ახალი ქვესადგურის მშენებლობას ახალციხეში მუდმივი დენის

ჩანართით, რომელიც თურქეთის ბორჩხის ქვესადგურთან 400 კილოვოლტიანი ხაზით

იქნება დაკავშირებული. ექსპერტთა გათვლებით, თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზის

მშენებლობა 2012 წლის ბოლოს დასრულდება.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში

ინვესტიციების მოცულობა არ არის საკმარისი. არსებულ სიტუციაში მართებულია დაისვას

კითხვა: საქართველოს ჰიდრონერგეტიკული პოტენციალი მხოლოდ თეორიულია თუ მას

ეკონომიკური ღირებულებაც გააჩნია? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ჰიდრონერგეტიკული

რესურსებს თეორიულ და ტექნიკურ პოტენციალთან ერთად აქვს თუ არა ეკონომიკური

პოტენციალი? პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ინვესტორთა ქცევას, ახალი

ჰესების მშენებლობაში ინვესტიციის ჩადებასთან დაკავშირებით. როგორც ბოლო წლების

გამოცდილებამ აჩვენა, ახალი ქართული ჰესებით ინვესტორთა, განსაკუთრებით რეგიონალური

კომპანიების, დაინტერესების დონე საკმაოდ მაღალია. ამის მაჩვენებელია 40 ხელმოწერილი

ურთიერთგაგების მემორანდუმი3 საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნბრივი

რესურესების სამინისტროსა და ინვესტორებს შორის [7]. ეს ნათელად ადასტურებს, რომ კერძო

სექტორის სჯერა ახალი ჰიდროელექტროსადგურების ეკონომიკური მომგებიანობის. თუმცა, ამ

ინვესტორთა სტრატეგია, როგორც დაკვირვებამ გვიჩვენა, მოიცავს მხოლოდ ურთიერთგაგების

მემორანდუმის ფორმალურ ხელისმოწერასა და რეალური ინვესტიციების დაყოვნებას.

ინვესტორთა მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება გვკარნახობს, რომ არსებული საინვესტიციო

გარემო ელექტროენერგეტიკის დარგში არ არის დამაკმაყოფილებელი და ისინი ელოდებიან

„უკეთეს მომავალს“.

ყველაზე რეალური მიზეზი ინვესტიციების შეფერხებისა, არის ის, რომ საქართველო ჯერ კიდევ

მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური რისკის მატარებელი ქვეყანაა, რაც ინვესტორებს

უსაფრთხო ბიზნესის კეთების შესაძლებლობას უზღუდავს. ინტერნეტ ჟურნალის - Euromany Magazine მიხედვით, ქვეყნების რისკ-რეიტინგის სიაში საქართველო 100 ქვეყანას შორის 76-ე

ადგილზე იმყოფება [9].4

არსებულ სიტუაციაში, მთავარი გამოწვევაა უცხელი ინვესტორების დარწმუნება რომ

საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში ინვესტირება მომგებიანია. ამის მიღწევა

3 დღესდღეობით, ხელმოწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმი 40 პროექტზე, რომელთა ჯამური

დადგმული სიმძლავრე 1872 მგვტ-ს, ხოლო საპროგნოზო გამომუშავება 7391 გვტ./სთ-ს შეადგენს. ყველა

პროექტი დაკავშირებეულია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან გარდა ფარავნის ქარის

ელექტროსადგურისა, რომლის დაგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება [7].

4 Euromany-ის ქვეყნის კომბინირებული რისკის ქულა შედგება ექვსი კატეგორიისაგან; 2011 წლის მარტში,

საქართველოსთვის კომბინირებულმა რისკის ქულამ 100-დან 47.77 შეადგინა, კატეგორიების მიხედვით:

პოლიტიკური რისკი 44/100 (30%-იანი შეწონვით), ეკონომიკური საქმიანობა 55.34/100(30%-იანი შეწონვით),

სტრუქტურული შეფასება 60.56/100 (10%-იანი შეწონვით), ვალის ინდიკატორები 8.56/10 (10%-იანი

შეწონვით), საკრედიტო რეიტინგები 1.88/10 (10%-იანი შეწონვით) და ხელმისაწვდომობა ფინანსური

კაპიტალის ბაზრებზე 1.50/10 (10%-იანი შეწონვით).

61

შესაძლებელია ორი გზით. პირველი გულისხმობს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რაც

შეამცირებს ინვესტორების მიერ აღქმული რისკის დონეს, ხოლო მეორე ეფუძნება სტანდარტული

მიდგომას: მაღალი რისკი-მაღალი შემოსავალი. ეს უკანსკნელი გულისხმობს, რომ ინვესტორმა

უნდა მიიღოს დამატებითი შემოსავალი იმისათვის, რომ მან გაიღო დამატებითი რისკი. ურისკო

აქტივის სარგებლის განაკვეთს დამატებული ის დამატებითი სარგებლის განაკვეთი რასაც

ინვესტორი მოელის რისკიანი ბიზნესისაგან წარმოადგენს რისკ-პრემიუმს. ამ უკანასკნელის

წყარო კი შესაძლებელია იყოს სუფთა განვითარების მექანიზმის საშუალებით მიღებეული

დამატებითი შემოსავლები.

სგმ-ს დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში

საქართველომ 1994 წელს ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო

კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ (UNFCCC) და მოგვიანებით 1996 წლის 16 ივნისს

კიოტოს პროტოკოლს. საქართველოს, როგორც კიოტოს პროტოკოლის განვითარებადი ქვეყნების

სიის წევრს, შეუძლია კიოტოს პროტოკოლის მექანიზმებიდან მონაწილეობა მიიღოს სგმ-ს

პროექტებში, რადგან ის აკმაყოფილებს სამივე მოთხოვნას:

საქართველო ნებაყოფილობით მონაწილეობს სგმ პროგრამაში;

საქართველომ წარადგინა ეროვნული უფლებამოსილი ორგანოს (DNA) შემადგენლობა

სგმ-სათვის;

საქართველო წარმოადგენს კიოტოს პროტოკოლის მხარეს.

სგმ არის სქემა რომელიც გამიზნულია სათბური გაზების ემისიის შემცირებისთვის. ამ მიზნის

მისაღწევად სგმ ითვალისწინებს თანამშრომლობას განვითარებულ ქვეყნებსა და განვითარებად

ქვეყნებს (ამ კატეგორიის ქვეყნებს არანაირი ვალდებულება არა აქვთ სათბური გაზების

შემცირებისთვის) შორის. სგმ ეხმარება განვითარებად ქვეყნებს მდგრადი განვითარების

მიღწევაში, ხოლო განვითარებად ქვეყნებს შეასრულონ კიოტოს პროტოკოლით

გათვალისწინებული ვალდებულებები, ემისიების დადგენილი ქვოტით შემცირებისათვის [3].

სათბური გაზებიდან, ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელბულია ნახშირბადის დიოქსიდი

(CO2). საწავავის მოხმარება ელექტროენერგიის წარმოების მიზნით წარმოადგენს CO2-ის ემისიების მთავარ წყაროს, მაშინ როცა განახლებადი ენერგიების გამოყენება ელექტროენერგიის მისაღებად

ემისიების შემცირების ყველაზე ეფექტიანი გზაა.

სგმ-ს პროგრამის დანერგვის შედაგად შემცირებული სერტიფიცირებული ნახშირორჟანგის

ემისიის (CERs), იგივე კარბონ კრედიტების5, გასაანგარიშებლად აუცილებელია საბაზისო

ემისიების განსაზღვრა6. საქართველოში ახლად აშენებული ჰესის მიერ გამომუშავებულ

ელექტროენერგია შესაძლებელია დაჯილდოვდეს კარბონ კრედიტებით, რადგანაც „სუფთა

ენერგია“ რაც ჰესმა გამოუმუშავა, პოტენციურად ანაცვლებს თბოელექტროსადგურის მიერ

გამომუშავებულ ელექტროენერგიასა და/ან იმპორტირებულ ელექტროენერგიას (საქართველო

ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ძირითადად

არაგანხლებადი ენერგიის წყაროებს იყენებენ). დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ

საქართველოს გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და პოტენციალი სგმ-ს პროგრამებში

5 ზოგჯერ CER-ისა და კარბონ კრედიტის მნიშვნელობა განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა მოცემულ

სტატიაში ისინი ერთი და იგივე მნიშვნელობით გამოიყენება. 6 საბაზისო ემისიების მოცულობა სგმ-ს პროგრამის საქმიანობისთვის არის ის სცენარი რომელიც აღწერს

სათბური გაზების ემისიის იმ მოცულობას რაც იქნებოდა სგმ-ს არ დანერგვის შემთხვევაში. შესაბამისად,

სგმ-ს დანერგვის შედეგად შემცირებული ემისიების მოცულობა არის სხვაობა საბაზისო ემისიებსა და სგმ-ს

დანერგვის შემდეგ მიღებულ ემისიებს შორის.

62

მონაწილეობის მისაღებად, რომელიც თავის მხრივ შესაძლებელია ჰიდროენერგეტიკაში

ინვესტიციების დამაჩაქრებელი ფაქტორი გახდეს.

შეუძლია თუ არა სგმ-ს პროგრამებს ზეგავლენა მოახდინოს ინვესტორის გადაწყვეტილების

მიღების პროცესზე?

ინვესტორისთვის დამატებითი შემოსავლის მიღება სგმ-ს პროგრამის დანერგვის შედაგად,

ფინანსური სახსრების მოძიების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი გზაა. აღნიშნული გზა ასევე

მომგებიანია ქვეყნისთვისაც, რადგანაც ის ხელს უწყობს ჰიდროენერგეტიკული რესურსების

ათვისებასა და სათბური გაზების ემისიების შემცირებას. თბოგენერაციის ჩანაცვლებას

ჰიდროგენერაციით, ჩვენი ქვეყნისთვის ორმაგი სარგებლის მოტანა შეუძლია: პირველი, ის

ამცირებს გარემოს დაბინძურებას და მეორე, ის დადებითად მოქმედებს ქვეყნის ენერგო

უსაფრთხოებაზე, ამცირებას რა დამოკიდებულებას იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზე. ამრიგად,

სგმ-ს პროგრამების დანერგვას სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც ინვესტორისთვის ისე

ზოგადად, საქართველოსთვის. თუმცა, წარმოდგნელ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია

მხოლოდ იმ ფინანსურ სარგებელზე რაც შეიძლება ინვესტორმა მიიღოს სგმ-ს პროექტის

დანერგვის შედეგად. იმის გასაანალიზებლად თუ ამან რამდენად შეიძლება გაზარდოს

ინვესტირების სურველი, გამოყენებულ იქნა ინვესტიციის გამოსყიდვის შიდა ნორმის (IRR)

ანალიზი სხვადასხვა სცენარებისთვის. ინვესტიციის გამოსყიდვის შიდა ნორმა (IRR)

გამოანგარიშებულ იქნა სამი პერსპექტიული ჰიდროელექტროსადგურის პროექტისათვის, ოთხი

სხვადასხვა სცენარის გათვალისწინებით ( სგმ-ს გარეშე, დაბალი, საშუალო და მაღალი CO2-ის

ფასების პირობებში7). ურისკო აქტივებზე მაქსიმალური სარგებლის განაკვეთი შედარებულია

ინვესტიციის გამოსყიდვის შიდა ნორმასთან (IRR), რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს თუ

როგორ ზემოქმედებს CO2-ის ფასები ინვესტორის გადაწყვეტილების მიღებაზე. ანალიზისას

დაშვებულია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო ობლიგაცია

წარმოადგენს ყველაზე ნაკლები რისკის მქონე აქტივს საქართველოში8.

ჰისტოგრამა-ცხრილი #1, გვიჩვენებს სამი სახვადასხვა პროექტის ინვესტიციის გამოსყიდვის

შიდა ნორმას 9 (IRR) CO2-ის სხვადასხვა ფასების პირობებში.

7 CO2 -ის ფასები აღებულია „Synapse“-ის კვლევიდან, სადაც დაპროგნოზირებულია CO2-ის ფასები მოდევნო

30 წლისათვის [5]. 8 სახაზინო ობლიგაცია არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1 - დან 10 წლამდე დაფარვის

ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით. მაქსიმალური სარგებლის განაკვეთი აღნიშნულ

ობლიგაციაზე დაფიქსირდა 2010 წლის 8/09, როდესაც საპროცენტო განაკვეთმა - 15,9% შეადგინა [8].

9 ინვესტიციის გამოსყიდვის შიდა ნორმა (IRR) ზემოთ აღნიშნული ჰესებისთვის გაანგარიშებულია

ავტორის მიერ და შესაძლებელია არ ემთხვეოდეს სხვათა შეფასებებს. ავტორს მიერ გათვალისწინებულ

იქნა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის თავისებურებები, რის მიხედვითაც მოხდა

სტანდარტული მოდელის [4] მოდიფიცირება. მაგალითად, ჰესის არსებობის ვადა დაყოფილ იქნა ორ

პირობით პერიოდად. პირველი პერიოდი მოიცავს ჰესის საწყის 20 წელიწადს, რადგანაც ეს პერიოდი

წარმოადგენს ინვესტორის დაინტერესების სფეროსა და „დაგეგმილ დროის ჰორიზონტს“ ფინანსური

ნაკადებისათვის. შესაბამისად მეორე პერიოდი, ნაკლებად საინტერესოა ინვესტორისათვის და

63

ინვესტიციის გამოსყიდვის შიდა ნორმის (IRR) ზღვრული ზრდა სგმ-ს პროგრამის დანერგვის

შედეგად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ინვესტორის გადაწყვეტილების შესაფასებლად.

როგორც ჰისტოგრამიდან ჩანს, ინვესტიციის გამოსყიდვის შიდა ნორმის (IRR) ზღვრული

ცვლილება, სგმ-ს პროგრამის დანერგვის შედეგად საკმაოდ მცირეა, განსაკუთრებით კი მაშინ,

როცა

CO2-ის ფასი დაბალია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი CO2-ის ფასის პირობებში,

სამივე პროექტის უკუგების ნორმა მაღალია ურისკო აქტივის ნორმასთან შედარებით. სხვაობა

ურისკო აქტივის ამოგების ნორმასა და პროექტის ინვესტიციის გამოსყიდვის შიდა ნორმას შორის

ინვესტორისთვის შესაძლოა გახდეს რისკ-პრემიუმი.

შესრულებული ანალიზიდან გამოდინარე, ნათელია, რომ როდესაც კარბონ კრედიტების ფასი

ბაზარზე დაბალია, სგმ-ს პროგრამის ღირებულება ინვესტორისთვის უმნიშვნელოა. გარდა ამისა,

კიოტოს პროტოკოლი სრულდება 2012 წელს და ძნელია იმის ვარაუდი თუ რა იქნება გარემოს

დაცვითი პროგრამების მომავალი და მით უფრო კარბონ კრედიტების ფასი. დასკვნის სახით

შეიძლება ითქვას, რომ სგმ არ წარმოადგენს მდგრად და დასყრდენ პროგრამას (კიოტოს

პროტოკოლის გაურკვეველი მომავალი და არასტაბილური კარბონ კრედიტების ფასების გამო)

და შესაბამისად მას არ შეუძლია ინვესტორის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე

ზემოქმედება. სხვა მექანიზმები, მათ შორის ელექტრენერგეტიკული სისტემის საინვესტიციო

განსაკუთრებით მაღლი რისკის მქონე ქვეყნებში ის ხშირად უგულებყოფილია ფინანსური ანალიზის

დროს.

64

გარემოს გაუმჯობესება, უნდა გამოინახოს და ამოქმედდეს ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების

წასახალისებლად.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Boardman A., Greenberg D., Vining A., Weimer D. 2006. Cost-benefit analyses. Third edition.

2. Bushnell J., Ishii J. 2007. An Equilibrium Model of Investment in Restructured Electricity Markets. Berkely, California. CSEM WP 164.

3. Jung M. 2005. Host Country Attractiveness for CDM Non-Sink Projects. Hamburg University of International Economics, 312.

4. Limbu T., Saha T., McDonald J. 2010. Generation Investment and Risks Modeling in a deregulated

Electricity Market. International Journal of Emerging Electric Power Systems, Vol.11: Iss. 3,

Article 5.

5. Schlissel D., Johnston L., Biewald B., White D., Hausman E., James C., and Fisher J. 2008. CO2

Price Forecasts. Synapse Energy Economics. 6. The research of Econ Poyry. 2007. The Electricity System in Georgia – A Risk Assessment.

7. Official web-site of the Ministry of Energy and Natural Resources of Georgia,

www.minenergy.gov.ge

8. Official web-site of the National Bank of Georgia, www.nbg.gov.ge

9. Euromoney web-magazine, www.euromany.com

10. კომპანია Econ Poyry-ის კვლევა. 2007. „საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა-

რისკის შეფასება“.

11. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურესების სამინისტროს ოფიციალური

ვებ-გვერდი, www.minenergy.gov.ge

12. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდი, www.nbg.gov.ge

13. ინტერნეტ-ჟურნალი Euromoney, http://www.euromoneycountryrisk.com

გივი გიგაური

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

შიდა და საგარეო ეკონომიკური წონასწორობა

ყოველი ეკონომიკის მიზანია კეთილდღეობის დონის ამაღლება. ამ მიზნის ბუნდოვანება

ართულებს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას. ეკონომისტები გამოყოფენ ცალკეულ შუალედურ

მიზნებს. ხანგრძლივვადიანი პერიოდისთვის იგი დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან და

შემოსავლების განაწილებასთან. მოკლევადიან პირობებში უპირატესობა ენიჭება

65

შიდაეკონომიკურ განვითარებაში წონასწორობის მიღწევას, რაც ზოგადად გულისხმობს

დასაქმებისა და ფასების სტაბილიზაციას. ეს ორი ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია, თუმცა

თითოეულს აქვს დამოუკიდებელი სახე და ერთი განზომილების ორი უკიდურესი ფორმაა:

უმუშევრობის მაღალი დონე განაპირობებს ფასების ინფლაციური ზრდის შეჩერებას, მაშინ

როდესაც სრული დასაქმება პირიქით, ზრდის მას. ამრიგად, ყოველივე ეს ეხება შიდაეკონომიკურ

წონასწორობის მიღწევას. გარდა ამისა არის სხვა მიზანიც, რომელიც ეხება საგარეო

წონასწორობის მიღწევას. შიდა ეკონომიკურ წონასწორობისგან განსხვავებით საგარეო

ეკონომიკური წონასწორობა არაპირდაპირ აისახება კეთილდღეობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ

ყოველი პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი ინსტრუმენტარიუმი, რის

გარეშეც მიზანი მიუღწეველი დარჩება. ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტარიუმის

ქმედუნარიანობის შესაფასებლად იგი უნდა მოვაქციოთ გარკვეული ეკონომიკური ვითარების

პირობებში, სადაც მათ განსხვავებული წონა და ქმედუნარიანობა ექნებათ. მაგალითისათვის

განვიხილოთ კეინზიანური ღია ეკონომიკის მოდელი, სადაც ადგილობრივი ფიქსირებული

ფასები და ასევე ფიქსირებული, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ბაზრებთან შესაბამისობაში

მოყვანილი სავალუტო კურსი გვექნება. ასევე, მთავრობას თანაბრად შეუძლია განახორციელოს

დანახარჯების ზრდის და შემცირების პოლიტიკა. სამთავრობო ხარჯების ზრდა გამოიწვევს

შემოსავლების და დასაქმების დონის ზრდას, რასაც თან ახლავს მეორე პირობის გაუარესება -

საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი. დევალვაცია გამოიწვევს საგადამხდელო ბალანსის

გაუმჯობესებას და ამის კვალობაზე გაიზრდება შემოსავლები და დასაქმების დონე. ეს შედეგების

გრაფიკულად შემდეგნაირად გამოსახა ალან ვინთერმა [1, 205]. (გრაფიკი № 1)

გრაფიკი №1. შიდა და საგარეო ეკონომიკური წონასწორობის მიღწევის პოლიტიკა

გაცვლითი კურსი

or

B

ჭარბი

უმუშევრობა

F

Y

G

H ნაწილობრივი

უმუშევრობა

E დასაქმება

Y

A

სრული

დასაქმება

C

B

სამთავრობო ხარჯები OG

66

მრუდი YY აღნიშნავს სამთავრობო დანახარჯების G და გაცვლითი კურსის r -ის კომბინაციას,

რომლებიც განსაზღვრავენ შიდა წონასწორობას. A წერტილიდან დაწყებული ყოველი მოძრაობა

ნიშნავს სამთავრობო ხარჯების ზრდას. ეს ასევე გაზრდის დასაქმებას და მივყავართ

წონასწორობამდე YY მრუდზე. გაცვლითი კკურსის ზრდა აუცილებელი და გარდუვალია.

აქედან YY აიწევს ზევით. საპირისპიროდ BB მრუდის მოვალეობაა დაიცვას საგადამხდელო

ბალანსის წონასწორობა და მიმართულია დამრეცი გზით. BB მრუდი C წერტილიდან

დაწყებული სამთავრობო ხარჯების ზრდა წარმოშობს დეფიციტს და ეს განეიტრალებული უნდა

იქნას დევალვაციით, რათა აღდგეს წონასწორობა.

გრაფიკიდან ნათელი ხდება, რომ თუ YY მრუდი სამთავრობო ხარჯების და გაცვლითი კურსის

კომბინაციით წონასწორობის მიღწევის საშუალებას გვაძლევს და BB მრუდი იგივე საშუალებას

იძლევა საგარეო წონასწორობის მისაღწევად, ამ შემთხვევაში ერთადერთი კომბინაცია რომელიც

უზრუნველყოფს ორივეს წონასწორობას, არის )( oorG წერტილი.

სამწუხაროდ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, რადგან მთავრობამ

ზუსტად არ იცის სად მდებარეობს BB და YY მრუდების გადაკვეთასთან სიახლოვეს ქვეყნის

რეალური ეკონომიკური სიტუაცია და შესაბამისად რა ნაბიჯებია გადასადგმელი სწორი

ეკონომიკური პოლიტიკის შესამუშავებლად. BB და YY მრუდების გადაკვეთის წერტილი

გრაფიკს რამოდენიმე ნაწილად ყოფს, რომელებიც, როგორც ამ იდეის ავტორს და ანალიტიკოსს

თ. სვანს მიაჩნია არის “ეკონომიკური უბედურების” ზონა (Economic anhappiness) [2]. ნებისმიერი

წერტილი BB მრუდის ზემოთა და მარჯვენა ნაწილში გულისხმობს საგადამხდელო ბალანსის

დეფიციტს, მაშინ როდესაც მარცხენა და ქვემოთა ნაწილის ნებისმიერი წერტილი მიუთითებს

პროფიციტზე. მსგავსად, YY მრუდის მარცხენა და ზემოთა ნაწილი გულისხმობს უმუშევრობას,

მაშინ როდესაც მარჯვენა და ქვემოთა ნაწილი მიუთითებს დასაქმების მაღალ დონეზე. ამგვარად,

გრაფიკზე გამოიკვეთება ოთხი შესაძლო ზონა, რის საფუძველზედ მთავრობამ უკვე იცის თუ რა

ღონისძიებებს მიმართოს. უფრო მეტიც, თითოეულ ზონაში ცვლილებების მიმართულება

მოითხოვს შესაბამის ინსტრუმენტარიუმს.

რ. ა. მანდელი [3, 70-79] გვთავაზობს პრობლემის მოკლევადიან გადაწყვეტას, შემოაქვს რა

მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტარიუმი, ასევე ხაზს უსვავს კაპიტალების

მოძრაობის მნიშვნელობას. შემოსავლების ზრდის კვალობაზე ორივე პოლიტიკა გაზრდის

ფულზე მოთხოვნას, რაც თავის მხრივ კარგ სამსახურს არ გაუწევს ფისკალურ პოლიტიკას.

ფისკალურ გაფართოვებას როგორც წესი თან მოსდევს საპროცენტო განაკვეთის გაზრდა, შემდეგ

მონეტარული გაფართოვება, აქედან კაპიტალის შემოდინება, რაც დააბალანსებს მიმდინარე

ანგარიშის დეფიციტს. ზოგადად, შემოსავლების ცვლილების პირობებში ფისკალურ პოლიტიკას

ნაკლები გავლენა აქვს საგადამხდელო ბალანსზე, ვიდრე მონეტარულ პოლიტიკას.

67

შიდაეკონომიკური პოლიტიკა და გაცვლითი კურსი.

ღია ეკონომიკის პირობებში მნიშვნელოვანი განხილვის საგანია შიდაეკონომიკური პოლიტიკის

ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტარიუმი. განსაკუთრებით საინტერესოა საერთაშორისო

კაპიტალების მოძრაობის და მოქნილი გაცვლითი კურსის გავლენა მონეტარული და ფისკალური

პოლიტიკის წარმოებაზე. ჩაკეტილი ეკონომიკის მაკროეკონომიკური ანალიზის პროცესში

გამოიყენება ე.წ. LMIS მოდელი ( LM -შემოსავლები, IS - საპროცენტო განაკვეთი), რომელიც

პირველად, 1937 წელს წარმოადგინა ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომისტმა ჯონ ჰიკსმა [4],

ხოლო შემდგომში აქტიურად გვხვდება რ. სტერნის [5] და ვ. არგის [6, 503-528] ნაშრომებში. ეს

მოდელი ასევე კარგად არის აღწერილი ჯ. საქსის და ფ. ლარენის წიგნში “მაკროეკონომიკა -

გლობალური ხედვა” [7, 396-456].

ეს მოდელი მოცემულია დიაგრამაზე, სადაც IS მრუდი კომბინირებულად აკავშირებს

საპროცენტო განაკვეთს და ეროვნულ შემოსავალს, რათა დაცული იქნას საქონელსა და

მომსახურებაზე მოთხოვნა_მიწოდების თანაფარდობა:

MXGICY

სადაც, Y - არის შემოსავალი, C - მოხმარება, I - ინვესტიციები, G - სამთავრობო ხარჯები, X -

ექსპორტი და M - იმპორტი. IS მრუდი ეშვება დაბლა, რადგან დაბალი საპროცენტო განაკვეთი

ასტიმულირებს ინვესტიციებს და აქედან გამომდინარე მოითხოვს შემოსავლების და წარმოების

მაღალ დონეს, რათა დააბალანსოს მოთხოვნა-მიწოდება. თუ გაცვლითი კურსი კლებულობს,

ექსპორტი იზრდება და იმპორტი მცირდება. აქედან გამომდინარე, მუდმივი საპროცენტო

განაკვეთის პირობებში ერთობლივი მოთხოვნა იზრდება და IS მრუდი გადაინაცვლებს გარეთ.

მსგავსად, გაფართოვებული ფისკალური პოლიტიკა გადაადგილებს IS მრუდს ზევით. LM

მრუდი აღნიშნავს ინვესტიციების I და შემოსავლების Y ფულად ბაზრებზე კომბინირებულ

უზრუნველყოფას. შემოსავლები დადებით ზეგავლენას ახდენს მოთხოვნილებაზე, ანუ რაც

უფრო მეტია შემოსავალი მით უფრო მეტი ფულის დახარჯვა შეიძლება. სამაგიეროდ,

68

გრაფიკი № 2 ღია ეკონომიკის წონასწორობის LMIS მოდელი

საპროცენტო განაკვეთის მაღალი დონე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ხელზე არსებული ნაღდი

ფულის ღირებულებაზე: მაღალი შემოსავლები მოითხოვს მაღალ საპროცენტო განაკვეთს და თუ

ფულის მოთხოვნა-მიწოდება დაბალანსებულია LM მრუდი აიწევს მაღლა. ფულის მიწოდება

ასევე არის დამოკიდებული ფასებზე. შემოსავლები და საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრავენ

ფულზე რეალურ მოთხოვნას და ეს გაჯერებული უნდა იქნას ფასების დონით, რათა დადგინდეს

მოთხოვნის რეალური მოცულობა. როდესაც ფასები იზრდება LM მრუდი გადაინაცვლებს

მაღლა და მარცხნივ, რადგან ნომინალური მიწოდების პირობებში, რეალური მოთხოვნა უნდა

შემცირდეს რათა შენარჩუნდეს წონასწორობა. BB მრუდი, რომელიც ხსნის საპროცენტო

განაკვეთის და შემოსავლების შესაბამისობას და გავლენას საგარეო წონასწორობასთან,

გამოხატავს კაპიტალების ანგარიშს. მაღალი შემოსავლები აუარესებს მიმდინარე ანარიშის

მდგომარეობას და დაბალანსებული უნდა იქნას BB მრუდზე საპროცენტო განაკვეთის ზრდით.

დამრეცი BB მრუდი დამოკიდებულია კაპიტალების მობილურობაზე, რაც BB თავის მხრივ

დამოკიდებულია საგარეო და ადგილობრივ აქტივებზე. თუ აქტივები უცვლელია ან გარიგებათა

ფასები უზომოდ მაღალია, BB მრუდი არის ვერტიკალური, რაც ნიშნავს, რომ საგარეო

წონასწორობა დამოკიდებულია მხოლოდ მიმდინარე ანგარიშზე. ასე რომ, მიღებული

შემოსავალი საკმაო დამოკიდებულებას იჩენს საპროცენტო განაკვეთის მიმართ. მეორეს მხრივ,

თუ გარიგებათა ფასები მინიმალურია, BB არის ჰორიზონტალური და მსოფლიო და

ადგილობრივ საპროცენტო განაკვეთებს შორის ნებისმიერი გადახრები იწვევს კაპიტალის

მოდინებას ან გადინებას.

LM და IS გადაკვეთის წერტილი განსაზღვრავს შიდა წონასწორობას. ამასთან ერთად,

წონასწორობა შეიძლება იმ შემთხვევაში გვქონდეს, როდესაც სამივე მრუდი ერთ წერტილში

B B’

საპროცენტო

განაკვეთი

B

I H

S

I

G

B’

E

M’

F

I’’

L’

S’’

S’

M

L

შემოსავალი

69

გადაიკვეთება. თუ ასე არ ხდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადგილობრივი წონასწორობა

შენარჩუნებულია საგადამხდელო ბალანსის უწონასწორობის პირობებში. BB მრუდის ზევით და

მარცხნივ არის ჭარბი მიწოდება, ხოლო დაბლა და მარჯვნივ დეფიციტი. ანალიზის ამგვარი

სიმარტივე მაინც ვარაუდის გამოთქმაა, რადგან ეკონომიკური პროცესები კომპლექსურ მიდგომას

მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ამგვარი მიდგომა საკმაოდ პოპულარულია მაკროეკონომისტებს

შორის.

მანდელ — ფლემინგის ანალიზი. ჯერ ფლემინგმა [8, 369-379], ხოლო შემდგომ მანდელმა [9, 475-

485] მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა განიხილეს, როგორც შემოსავლებზე კონტროლის

ეფექტური საშუალება. მათი აზრით მონეტარული პოლიტიკა ეფექტიანი იქნება მხოლოდ

მოქნილი სავალუტო კურსების პირობებში. მოდელი ნეოკეინზიანურია და მისი არსი და

შედეგები მარტივად იხსნება LMIS სქემის ფარგლებში. კაპიტალის სრულყოფილი

მობილურობის და საპროცენტო განაკვეთის საერთაშორისო დონეზე შენარჩუნების პირობებში

BB მრუდი ჰორიზონტალურია. საპროცენტო განაკვეთის სხვა დონის პირობებში ადგილი ექნება

კაპიტალის მოდინებას ან გადინებას განუსაზღვრელი ოდენობით, რაც უწონასწორობის

გამომწვევი ძირითადი პირობაა. უპირველესყოვლისა, განვიხილოთ ფიქსირებული სავალუტო

კურსის პირობებში სრული წონასწორობა E წერტილში (გრაფიკი №3). ფისკალური

გაფართოვების პირობებში IS გადაინაცვლებს ''SI -კენ. შიდა წონასწორობა წარმოიშვება F

წერტილში, მაღალი საპროცენტო განაკვეთის და შემოსავლების პირობებში. მაღალი საპროცენტო

განაკვეთი უზარმაზარი კაპიტალის შემოდინების მიზეზი გახდება (საგადამხდელო ბალანსის

პროფიციტი), რაც თავის მხრივ გაზრდის ფულის მიწოდებას და გადააადგილებს LM მრუდს.

როდესაც LM მრუდი მიაღწევს ''ML -ს, მხოლოდ მაშინ მიიღწევა ახალი წონასწორობა სამივე

ბაზარზე. ახალი წონასწორობის პირობებში შემოსავლები აიწევს და საგადამხდელო ბალანსის

მიმდინარე ანგარიში გვექნება დეფიციტური, რაც დაფინანსდება ჭარბი კაპიტალების ანგარიშით,

ანუ მაღალი შემოსავლები ზრდის იმპორტს, რაც უნდა ანაზღაურდეს საზღვარგარეთ ნასესხები

კაპიტალის ხარჯზე.

გრაფიკი № 3. კაპიტალების მობილურობის პირობებში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა

B

S’

M’

wi

საპროცენტო

განაკვეთი

S L’

E

F

I’

M

H

G L

I

შემოსავლები

70

მონეტარული გაფართოვების პირობებში LM გადაინაცვლებს ''ML მრუდისაკენ და

ადგილობრივ წონასწორობას მიაღწვს G წერტილზე. ეს გამოიწვევს დეფიციტს (კაპიტალი

გაედინება საზღვარგარეთ დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო) და ''ML მრუდს უკან დახევს.

მაშინ, როდესაც იგი მიაღწევს LM -ს, პროცესი შეჩერდება. ამრიგად, ფიქსირებული სავალუტო

კურსის პირობებში მთავრობას არ შეუძლია კონტროლი გაუწიოს ფულის მიწოდებას, აქედან

გამომდინარე მონეტარული პოლიტიკა ფუჭია და გამოუყენებელი. ამიტომაც, დავუბრუნდეთ

მოქნილ სავალუტო კურს და დავიწყოთ ისევ E წერტილიდან და საშუალება მივცეთ ფისკალურ

პოლიტიკას IS მრუდი გადაანაცვლოს ''SI -კენ. სახეზე ისევ გვექნება ადგილობრივი

წონასწორობა F წერტილში, მაგრამ ახლა უკვე ვალუტის შემოდინება ვალუტის ფასს აწევს და

''SI მრუდს უკან IS -კენ დააბრუნებს, რადგან ექსპორტი შემცირდება და იმპორტი გაიზრდება.

საბოლოო წონასწორობა ისევ E წერტილში მიიღწევა, სადაც საგადამხდელო ბალანსის

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაბალანსდება კაპიტალების ანგარიშის პროფიციტით. მეორეს

მხრივ, მონეტარული პოლიტიკა იქნება საკმაოდ მაღალეფექტური და აუცილებელი იგივე

მიზეზის გამო. ფულის მიწოდების გაზრდა LM -ს გადაანაცვლოს ''ML -კენ, რაც წარმოშობს

გადახდების დეფიციტს და შედეგად დეპრესიას. ეს უკვე აიძულებს IS -ს გადაანაცვლებს ''SI -კენ

და სრულ წონასწორობას უკვე მიაღწევს H წერტილზე, სადაც შემოსავლები მაღალია და

მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი დაბალანსებულია კაპიტალების ანგარიშის დეფიციტით.

აქედან გამომდინარე, ფიქსირებული სავალუტო კურსიდან მოქნილ სავალუტო კურსებზე

გადასვლა, სრულად შეცვლის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკების შედარებით

უპირატესობებს. ფიქსირებული სავალუტო კურსის პირობებში მთავრობა ანხორციელებს

მონეტარულ პოლიტიკას, მაგრამ მოქნილი სავალუტო კურსების პირობებში უპირატესობა

ენიჭება ფისკალურ პოლიტიკას.

რაციონალური მოლოდინი. მანდელ-ფლემინგის ანალიზი ვარაუდობს, რომ ადამიანები არასოდე

ელოდებიან მოსალოდნელ ცვლილებებს ვალუტის გაცვლით კურსში. ფიქსირებული სავალუტო

კურსის პირობებში ამას გარკვეული აზრი აქვს, მაგრამ არა მოქნილი სავალუტო კურსის დროს.

სავალუტო კურსში მოსალოდნელი ცვლილებები გავლენას ახდენს ადგილობრივ და

საერთაშორისო საპროცენტო განაკვეთებს შორის დამოკიდებულებაზე. თუ მოსალოდნელია

ფასების დონის აწევა ადგილობრივი საპროცენტო განაკვეთი დაეცემა საერთაშორისო დონესთან

შედარებით.

მოლოდინი შეიძლება ჩამოყალიბდეს გარკვეული მოდელის სახით, რომელიც მოიცავს

სიმდიდრისა და ფასების გავლენას სავალუტო კურსის ფორმირებაზე. მოქნილი სავალუტო

კურსების, მაგრამ მოლოდინის არარსებობის პირობებში მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკას

გადააადგილებს E-დან H წერტილისკენ (გრაფიკი № 4). H წერტილში გაცვლითი კურსი ეცემა და

სახეზე გვაქვს მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი. დროთა განმავლობაში ამგვარმა პირობამ

შეიძლება ასწიოს გაცვლითი კურსის დონე, რის შედეგადაც აღდგება ძველი წონასწორობა.

ვივარაუდოთ, რომ მომავალში მოსალოდნელია და წინასწარ არის ცნობილი ეროვნული

71

ვალუტის გაძვირება. დანაკარგების თავიდან აცილების და მოგების მისაღებად ადამიანები

დაიწყებენ ადგილობრივი ვალუტის შესყიდვას და ამიტომაც, H წერტილს ვერ განვიხილავთ

მუდმივი წონასწორობის წერტილად. მართლაც, სანამდე ეკონომიკა მიაღწევს H წერტილამდე,

ადამიანები შესყიდვებს იწყებენ მომავალი ცვლილებებისადმი განწყობით, ანუ რაციონალური

მოლოდინის პირობების გარეშე გაცვლითი კურსი არ დაეცემოდა. მოსალოდნელ გაძვირებას (r)

ასევე მოაქვს სხვა ეფექტი. აიწევს რა სასესხო ვალდებულებებზე (Bonds) საპროცენტო განაკვეთი,

ეს შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს ადგილობრივ დონეზე, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება

კაპიტალების წონასწორობას wi -დან riw -მდე. ეს დაწევს დაბლა საგარეო ბალანსის B მრუდს 'B

მრუდამდე. რაციონალური მოლოდინის პირობებში წონასწორობა '''' SI და '''' ML საპროცენტო

განაკვეთის დაბალი რეიტინგი უნდა გადაიკვეთოს J წერტილში. შემდგომში, ინფორმაციის

არქონის პირობებში ჩვენ ვერ შევძლებთ ადგილი შევუცვალოთ J წერტილს ზუსტად. ეს

დამოკიდებულია მოსალოდნელ სწრაფ გაძვირებაზე, რაც თავისმხრივ დამოკიდებულია იმაზე

თუ რამდენად შეამცირებს მოლოდინი კლების გამომწვევ მიზეზებს. ისევე როგორც ადრე,

სიმდიდრის ეფექტი ეკონომიკას თანდათანობით უკან დააბრუნებს J წერტილიდან. როგორც კი

გაძვირება დაიწყება, უკვე ნაკლები მოლოდინი იქნება იმის, რომ B’ თანდათანობით

დაუბრუნდება B-ს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ადგილობრივი საპროცენტო განაკვეთი უნდა აიწიოს და

გაუთანაბრდეს მსოფლიო დონეს.

აქტივები და გაცვლითი კურსი.

თუ ადრე განვიხილეთ ვალუტის გაცვლითი კურსის ფორმირებაზე საქონლისა და ფულის

გავლენა. ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ აქტივების გავლენა სავალუტო კურსის

ფორმირებაზე. აქტივები, როგორც ქვეყნის სიმდიდრე შედგება, როგორც ადგილობრივი

ვალუტის ასევე სახაზინო ვალდებულებებისაგან, რომელიც გამოშვებულია ადგილობრივი

მთავრობის მიერ ან მიღებულია საზღვარგარეთიდან. სამი სახის სიმდიდრეში (საქონელი, ფული,

სახაზინო ვალდებულებები) დანაზოგების განთავსება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: მოგების

უკუგების მაჩვენებელზე და რისკის ფაქტორებზე. რისკის შემცირება ჩვეულებრივ შესაძლებელია

დივერსიფიცირებული პორტფელის საშუალებით. ერთი სახის აქტივზე კონცენტრირებით

შეიძლება მეტი მოგება მივიღოთ, მაგრამ ამგვარი არჩევანი შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს, რასაც

მოყვება ასევე დიდი დანაკარგები. ამიტომ, რისკის ფაქტორის შემცირებას თან ახლევს მოგების

უკუგების მაჩვენებლის შემცირებაც, რაც სხვადასხვა სახის აქტივებში სიმდიდრის განთავსებით,

ანუ დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნით დაიძლევა. დანაკარგების გარეშე აქტივების

ფულად გადაქცევა, ანუ მაღალი ლიკვიდურობა, განაპირობებს მათ მომხიბლავობას და არჩევანს.

72

გრაფიკი №4 მონეტარული პოლიტიკა მოქნილი სავალუტო კურსის და რაციონალური

მოლოდინის პირობებში

რისკი და უკუგების მაჩვენებელი განსაზღვრავს სიმდიდრის აქტივებში განთავსდების ფორმას.

აქტივების ნაწილი შეიძლება განეკუთვნოს ფუფუნების საგნებს, რომლის წილიც პრტფელში

სიმდიდრის ზრდასთან ერთად მატულობს. მეორეს მხრივ, თუ სიმდიდრე მატულობს, ჩვენ მათი

აქტივებში გარდაქმნის მოთხოვნა გვიჩნდება. აწმყოში აქტივების მიმზიდველობის ზრდა,

მომავალშიც წარმოშობს მასზე მოთხოვნილებას. მესამე, სიმდიდრე განიცდის ასევე რევალვაციას:

როდესაც ადგილი აქვს დეპრესიას, ეს მაშინვე იწვევს ადგილობრივ ბაზრებზე უცხოური

აქტივების ღირებულების ზრდას. მეოთხე, თუ სიმდიდრე მოედინება ერთი ქვეყნიდან მეორეში

და ამ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული მოთხოვნილებები აქტივებზე, მაშინ მოთხოვნილება

სხვადასხვა აქტივებზე შეიცვლება. ვიღებთ, რა მთლიან სიმდიდრეს, მოგების უკუგების დონეს

და რისკის მაჩვენებელს, რეზიდენტები სხვადასხვა სახის აქტივებში ახდენენ მათ დაბანდებას,

ქმნიან საინვესტიციო პორტფელს. აქედან, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ აქტივებზე

მოთხოვნილება. გაცვლითი კურსი აქციების ყიდვა-გაყიდვაში ჩართულია გარკვეული ფორმით.

უპირველესყოვლისა აქტივების პორტფელის მოწესრიგებამ შეიძლება მოითხოვოს მიმდინარე

ანგარიშში ცვლილებები და ეს ჩვეულებრივ მიიღწევა გაცვლით კურსის ცვლილებით.

მაგალითისათვის, ჩვენ ვიცით რომ უცხოური ინვესტიციები და მიმდინარე ანგარიშის

პროფიციტი - არის სიმდიდრის აკუმულირების ერთი გზა; თუ გამოვრიცხავთ რეალურ

კაპიტალს და მთავრობა არ გამოუშვებს დამატებით სასესხო ვალდებულებებს, ეს იქნება

ერთადერთი გზა. თუ შემოსავლების ზრდით მატულობს სიმდიდრე ან სტიმულირება უცხოურ

აქტვებზე მოთხოვნილება, ეს შეიძლება აღინიშნოს გაცვლითი კურსის დევალვაციით და

M

S’

საპროცენტო

განაკვეთი

wi

riw

B

B’

I’

L

I

S

L’

H E

შემოსავლები

M’

I’’

S’’ L’’

M’’

J

73

გვეხმარება მიმდინარე ანგარიშს პროფიციტის მიღწევაში. მეორეს მხრივ, უცხოური აქტივების

მაღალი ღირებულება გულისხმობს უფრო მეტ შემოსავლებს საზღვარგარეთ. მოხდება თუ არა

თანხების აკუმულირება, შემდგომში საგარეო ვაჭრობაში დადებითი სალდოს მიღწევის

აუცილებლობა დადგება, რათა დაბალანსდეს მიმდინარე ანგარიში, რაც ნიშნავს რომ გაცვლითი

კურსი შეიძლება გაიზარდოს. ასევე მოსალოდნელი ცვლილებები გაცვლით კურსში შედარებით

გააძლიერებს უკუგების მაჩვენებელს, ასე რომ ზემოქმედებას იქონიებს აქტივების ბაზარზე.

თავისმხრივ, წონასწორობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გავლენას იქონიებს მიმდინარე

გაცვლით კურსზე.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Winters L. A. 1985. International Economics. London.

2. Swan T.W. 1955. Longer-run problems of the balance of payments. Paper to the Congress of the Australian and New Zeeland Association for the Advancement of Science.

3. Mundell R.A. 1962. The appropriate use of monetary and fiscal policy for internal and external

balance. IMF Staff Papers. Vol. 9.

4. Hicks J. 1937. Mr. Keynes and Classics: A Suggested Interpretation. Econometrica. April.

5. Stern R. M. 1973. The balance of Payments: Theory and Economic Policy. Macmillan, London.

6. Argy V., Porter M.G. 1972. The forward exchange market and the effects of domestic and external

disturbances under alternative exchange rate regimes. IMF Staff Papers. Vol. 19.

7. Сакс Дж. Д., Лапен Ф. Б. 1999. Макроэкономика глобалъный подход. АНХ при Провителъстве Россииской Федерации. М., изд. “Дело”.

8. Fleming, J. M. 1962. Domestic financial policies under fixed and under floating exchange rates.

IMF staff Papers. Vol. 9.

9. Mundell R. A. 1963. Capital mobility and stabilization policy for under fixed and flexcible

exchange rates. Canadian Journal of Economics and Political Science. Vol. 29.

74

ფინანსები

75

თამარ გამსახურდია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

საბანკო დივერსიფიკაციის შეფასების და მართვის პრაქტიკის ანალიზი

ქართულ ბანკებში

ბანკის მოგება სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდისას იზრდება. დღეს საბანკო მომსახურების

ბაზარი მხოლოდ ნაწილობრივ არის ათვისებული, მიუხედავად იმისა, რომ ბანკები

მაქსიმალურად ცდილობენ მის ათვისებას.

საქართველოს საბანკო სექტორი 2010-2011 წწლებში იდგა რამდენიმე გამოწვევის წინაშე. მთავარი

გამოწვევა იყო 2009 წლის ზარალიანი ტრენდის დაძლევა და შეუქცევად მოგებაზე გასვლა. 2009

წელი საბანკო სექტორისათვის უმძიმესი გამოდგა, რაც დაკავშირებული იყო 2008 წლის

რეცესიული პრობლემების მემკვიდრეობასთან. მართალია, ქვეყანამ მიიღო სოლიდური

საერთაშორისო დახმარება, მაგრამ საბანკო სექტორზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა 2008

წლის ბოლოდან მოყოლებული, ვადაგადაცილებული სესხების ზრდის ტენდენცია. ამას

დავუმატოთ პრობლემური სესხების ამორტიზაციისა და რესტრუქტურიზაციის ხარჯები, რამაც

საბოლოო ჯამში სისტემის ზარალზე გასვლა გამოიწვია. აგვისტოს ომმა საბანკო სექტორი

დააზარალა, და როგორც ანალიზი გვიჩვენებს, მოვლენები დააჩქარა, რადგან საქართველოს

საბანკო სექტორში კრიზისი უკვე იწყებოდა.

სამშენებლო კომპანიების საკუთრებაში მყოფი ბინების უმეტესობა კრედიტით იყიდებოდა,

დეველოპერების უმეტესობა ფულს ბანკებიდან სესხულობდა. ექსპერტები ბევრს

საუბრობდნენ, რომ ბანკების, სადაზღვეო კომპანიებისა და სამშენებლო კომპანიების ძლიერი

ურთიერთდამოკიდებულება სავალალოდ დასრულდებოდა და პირამიდა უზარმაზარ

პრობლემას შექმნიდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ბანკები სულ უფრო მეტ შემოსავალს

იღებდნენ, მცირდებოდა რენტაბელობის მაჩვენებლები. ROA (მოგება აქტივებზე) თუკი 2002-

2007 წლებში საშუალოდ 3.1 იყო, 2007 წლის 7 თვეში 1.7-მდე დაეცა. რაც შეეხება ROE-ს

(მოგება კაპიტალზე), ამ მაჩვენებელმა შესაბამის პერიოდებში 13.5-დან 8.3-მდე დაიწია. 2007

წლიდან საქართველოს საბანკო ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა. ბოლო წლების

განმავლობაში საბანკო სისტემის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შეფარდება

საკრედიტო დაბანდების მოცულობასთან მცირდებოდა და 2007 წლის ივლისისათვის 3.3%-

მდე დაიწია.

ცხადია ერთი, 2008 წლის აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდე საქართველოს საბანკო სისტემა

უკვე იდგა არსებითი პრობლემების წინაშე და ეს პრობლემები იყო მნიშვნელოვანი და

აშკარა. ამ კონფლიქტმა ფაქტობრივად, გამოავლინა ყველა შიდა ეკონომიკური, მათ შორის

საბანკო, წინააღმდეგობები და დისპროპორციები, რომლებიც უკვე არსებობდა ამ

პერიოდამდე. ხოლო სექტემბერ-ნოემბერში, როცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი

გამწვავდა, ეს დისპროპორციები გაღმავდა და საქართველოს ეკონომიკისა და საბანკო

სექტორის საშუალოვადიან განვითარებას ღრმა კვალი დაასვა.

76

2010 წლისათვის მეორე არანაკლებ სერიოზული გამოწვევა იყო ინფლაცია, რაც მსოფლიოში

მიმდინარე და ეკონომიკურ კატაკლიზმებს უკავშირდება. საბანკო სისტემის მოგებამ 2010-2011

წლებში მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაშინ როდესაც 2009 წლის ზარალი 65 მლნ ლარი

იყო. 2009 წლის შედარებით დაბალი საკრედიტო აქტივობის შემდეგ, 2010-2011 წელს ბანკებმა

საკმაოდ აქტიური საკრედიტო პოლიტიკა აწარმოეს. რეცესიის შემდგომ პერიოდში საკრედიტო

პორტფელის 30%-იანი ზრდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ხოლო ცალკეული ბანკები ს

შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო.

დღეს ქვეყნის ეკონომიკის კონიუნქტურა სექტორულ განვითარების თვალსაზრისით ისეთია,

რომ პრიორიტეტი ვაჭრობის სფეროს ენიჭება და აქედან გამომდინარე საკრედიტო პორტფელში

ვაჭრობის სფეროს დაფინანსებას 65%-ი უკავია.

უახლოეს წლებში რეგიონალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, დასაქმების

ზრდასთან ერთად, საბანკო მომსახურების ცენტრიდან რეგიონებში გადატანას შეუწყობს ხელს.

ბანკის მოგება სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდისას იზრდება. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება

დასაქმებული, ხოლო ბიზნესი ს მხრიდან საკრედიტო რესურსებზე მოთხოვნის ზრდა, პირდაპირ

აისახება საბანკო სექტორის მოგების მაჩვენებელზე. შესაბამისად, დღეს საბანკო მომსახურების

ბაზარი მხოლოდ ნაწილობრივ არის ათვისებული, მიუხედავად იმისა, რომ ბანკები

მაქსიმალურად ცდილობენ მის ათვისებას.

საქართველოში გამოიკვეთილია ბანკების სამი ტიპი: 1. რომლებსაც ჰქონდათ

დივერსიფიცირებული აქტივები და სამშენებლო და სამთო მომპოვებელ ბიზნესს მჭიდროდ

არ უკავშირდებოდნენ ("პროკრედიტ ბანკი საქართველო", ბანკი ქართუ); 2. მსხვილი ბანკები

("საქართველოს ბანკი", "თი-ბი-სი ბანკი", რესპუბლიკა ბანკი/სოსიეტე ჟენერალი ჯგუფი),

რომლებმაც შესაბამისი გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს, უცხოური სახსრები მოიზიდეს და

კვლავ ლიდერ ბანკებად რჩებიან; 3. მშენებლობაზე მჭიდროდ მიბმული ბანკები, რომლებსაც

აქტივების ნაკლები დივერსიფიკაცია და კლიენტი ჰყავდათ (სახალხო ბანკი).

2008 წელს საქართველოს საბანკო სექტორს ახალი ბანკები შეუერთდნენ. ყაზახური "ხალიკ

ბანკი საქართველო", რომელმაც 2008 წელს დაახლოებით 50 მლნ. დოლარის ინვესტიცია

განახორციელა. "HSBC ბანკი" საქართველოს საბანკო სექტორს 2008 წლის 23 ივნისს

შეუერთდა, რომლის კაპიტალი დაახლოებით 16,7 მლნ. დოლარია. ბანკი "თეთრის" ბაზაზე

ჩამოყალიბდა "პირველი ბრიტანული ბანკი", რომელმაც მისი აქტივები 2007 წელს 8,5 მლნ.

ლარად შეიძინა. "სტანდარტ ბანკი" მფლობელმა (სალფორდ კაპიტალმა) 2008 წლის მარტში

ბანკი "კორ ბანკს" 42 მლნ. დოლარად მიჰყიდა და ახლა ბანკი "დაბი ჯგუფს" ეკუთვნის.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველოს საბანკო სექტორში შექმნილი მდგომარეობის

გამო, არ არის გამორიცხული ახალი მცირე ზომის უცხოური კაპიტალის ბანკების

საქართველოს ბაზრიდან გასვლა. ბანკების კატეგორიებად დაყოფა იმაზე მეტყველებს, რომ

საბანკო ბიზნესის პრობლემების გადაჭრისათვის საჭიროა გაგრძელდეს დეპოზიტური

მომსახურების პროდუქტის პოპულარიზაცია და ანაბრების განთავსების წახალისება. გარდა

მოსახლეობის მიერ განთავსებული ანაბრებისა, ქართულ საბანკო ბიზნესს ლიკვიდობის

პრობლემის გადასაჭრელად ესაჭიროება უცხოეთიდან მოზიდული სახსრებიც. არსებული

პრობლემების დაძლევაში მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალის მონაწილეობით ბანკების

რაოდენობის გაზრდა. ქართულ საბანკო სექტორში ყველაზე დიდი მოთამაშე ევროპის

რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. ევრობანკი ყველა მსხვილი და შედარებით

მსხვილი ბანკის აქციების ყიდვითაა დაკავებული. ექსპერტთა ნაწილი EBRD-ის ქართულ

77

საბანკო სექტორში უფრო ღრმად შემოსვლას დადებითად აფასებს, რადგან, როგორც ისინი

მიიჩნევენ, ყველაგან, სადაც `იბიარდი~ წილს ყიდულობს, მენეჯმენტის გაჯანსაღებას

ახდენს, ევრობანკი არასოდეს ყიდულობს საკონტროლო პაკეტს. EBRD-ის ქართულ საბანკო

სექტორში აქტიურად დამკვიდრება მომხმარებლისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან

საკრედიტო რესურსს შედა რებით გააიაფებს. საბანკო სექტორის მხარდასაჭერად EBRD-მ 351

მლნ ევრო გამოყო, რომელიც სამ წელზე გადანაწილდა.

ქართული ბანკების დივერსიფიკაცია არსებული მდგომარეობით საკმაოდ დაბალ დონეზეა.

ბანკები თავიანთი აქტივების დივერსიფიკაციას ძირითადად სამშენებლო, სალიზინგო და

სავაჭრო კომპანიებში ახდენენ.

საქართველოში არსებობს რიგი პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის სიახლეების

განხორციელებას. ჩვენი აზრით, ეს პრობლემები, ძირითადად, მდგომარეობს: -ახალი

პროდუქტების ცუდ შეფუთვაში და მათ შესახებ მოსახლეობის არასაკმარის

ინფორმირებულობაში; -კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებებისადმი მოსახლეობის

ხელმიუწვდომელობასა და არასაკმარის ცოდნაში; -ქართველთა მენტალურ თვისებებში და მათ

არაჯეროვნად გათვალისწინებაში.

ქართული ბანკებისათვის სასარგებლოა იმის გათვალისწინება, რომ:

- ახალი საბანკო პროდუქტის დანერგვამდე კარგად გაერკვნენ, რამდენად თავსებადია ის

ქართველთა მენტალურ თვისებებთან;

- მაქსიმალურად დაიყვანონ ინფორმაცია მომხმარებლამდე და გახადონ ის გასაგები;

-შეეცადონ, მოიცვან მოსახლეობის ყველა ფენა, შეიმუშაონ ისეთი პროდუქტი, რომელიც

მისაღები და გამოსაყენებელი იქნება ყველა სოციალური ფენისათვის;

- ახალი პროდუქტის შემოღებამდე კარგად მოამზადონ ამისათვის შესაფერისი ნიადაგი;

- უფრო აქტიურად მიიღონ ინფორმაცია უცხოეთის საბანკო ტექნოლოგიებისა და გამოგონებების

შესახებ და მოახდინონ მათი ქართულ გარემოსთან ადაპტირება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოგრაფიული დივერსიფიკაცია, გეოგრაფიულად

დივერსიფიცირებული ბანკები გაცილებით მეტ შემოსავალს იღებენ ვიდრე

არადივერსიფიცირებული ბანკები.

საბანკო ექსპერტების აზრით, ქვეყნის საფინანსო სფეროს მთავარი ინსტიტუტი _ ბანკი,

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში რომ დარჩეს, თავისუფალი უნდა იყოს

დეველოპერული, ან სადაზღვევო კომპანიის, ასევე, რაიმე სახის სავაჭრო ორგანიზაციის

მფლობელობისაგან. დღეს არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, განსაკუთრებით

იკვეთება ბანკის სხვადასხვა ინტერესებით გამოწვეული პრობლემები, რომელიც ექსპერტების

განმარტებით, არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს და ბანკებსაც უამრავ პრობლემას

უქმნის.

წარმოების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით სტატიაში განხილულია ორი წამყვანი:

საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი.

1. საქართველოს ბანკი მის მფლობელობაში მყოფ შვილობილ კომპანიებთან ერთად,

დაყოფილია სამ ბიზნეს-მიმართულებად: 1) აქტივების მართვა; 2) დაგროვილი ქონების

78

მართვა; 3) გალტ & თაგგარტ სიქიურითი. ეს უკანასკნელი სწორედ საკუთარ თავში

გულისხმობს ზემოთნახსენები სავაჭრო კომპანიების მფლობელობას.

ლიბერთი კონსუმერი (LC), რომელსაც საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია “galt end

taggart menejment” მართავს, წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელიც შექმნილია

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ის ინვესტირებას ახორციელებს

ქართულ კომპანიებში, რომელთა საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს

საცალო ვაჭრობა, ყოველდღიური მოხმარების საქონელი, ბიზნესმომსახურება და უძრავი

ქონება.

კომპანიას გააჩნია მნიშვნელოვანი წილი წამყვან საცალო ვაჭრობისა და ყოველდღიური

მოხმარების სფეროში არსებულ კომპანიებში, როგორებიცაა, საცალო ვაჭრობის კომპანია

„პოპული“, ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელიანი ველი“ და საკვები პროდუქტის

მწარმოებელი კომპანია ,,ნიკორა“.

2007 წლის ბოლოს LC-მ შეისყიდა პრესის გავრცელების კომაპნია „პლანეტა ფორტეს“

აქციების საკონტროლო პაკეტი (51 პროცენტი). ამასთან, კომპანიას საკუთარი ინტერესები

და ქონებრივი წილები აქვს `სბ უძრავ ქონებაში” რომელიც 2006 წელს დაარსდა და

ახორციელებს ინვესტირებას უძრავ ქონებაში, მის განვითარებასა და საკუთრების მართვაში.

საქართველოს ბანკის მფლობელობაშია ასევე ალდაგი ბისიაი-ს აქციების 100% . ალდაგი

ბისიაი საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 20%-ს ფლობს.

2. თი-ბი-სი ბანკი. თი-ბი-სი ბანკმა 1999 წელს მონაწილეორბა მიიღო საქართველოს

მიკროსაფინანსო ბანკის დღევანდელი პროკრედიტბანკის დაფუძნებაში.

2000 წელს თიბისი ბანკის 10-10 % წილის მფლობელები გახდნენ საერთაშორისო საფინანსო

კორპორაცია და გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანია, ამავე წელს თიბისი

ბანკს მიენიჭა საერთაშორისო რეიტინგი.

2001 წელს მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპენსიო სადაზღვევო ჰოლდინგის (GPI

ჰოლდინგი) დაფუძნებაში. კომპანიამ მრავალი ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტი და

სპეციალურად დამუშავებული კომპლექსური პაკეტი დანერგა ადგილობრივ ბაზარზე.

საქმიანობის დაწყებიდან 3 წლის თავზე GPI ჰოლდინგი საქართველოს უმსხვილეს

სადაზღვევო კომპანიათა ოთხეულში მოხვდა. კომპანია ძალზე დინამიურად ვითარდება და

საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია სამომავლოდ.

2003 წელს ფუნქციონირება დაიწყო კომპანია თიბისი ლიზინგმა, რომელიც თიბისი ბანკმა

დააფუძნა. საქმიანობის დაწყებიდან 1 წლის თავზე “თიბისი ლიზინგმა” საქართველოს

სალიზინგო ბაზარზე სერიოზული პოზიციის დაკავება შეძლო: მარტო 2004 წლის

განმავლობაში 15-ჯერ გაიზარდა მთლიანი სალიზინგო პორტფელის მოცულობა. დღეისათვის

“თიბისი ლიზინგის” პორტფელი 7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი ბაზრის 70%-ია.

“თიბისი ლიზინგს” დაფინანსებული აქვს 132 პროექტი სხვადასხვა ტიპის დანადგარების

შესყიდვაზე, რომელთა ჯამური ღირებულება 9 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. ევროპის

რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მიიღო გადაწყვეტილება სალიზინგო

კომპანია ”თიბისი ლიზინგის” აქციათა 10%-ის შესყიდვის თაობაზე. ეს EBRD-ის პირველი

79

ინვესტიციაა საქართველოს სალიზინგო სექტორში. ფინანსური ლიზინგი არის სს “თიბისი

ლიზინგის” მომსახურების ძირითად სახეობა.

თიბისი ბანკის მფლობელობაშია “ელიტ-ელექტრონიქსის” აქციების საკონტროლო პაკეტი-55%.

ამონაგების მიხედვით საბანკო დივერსიფიკაციის დონის გაზმომვის სხვადასხვა მეთოდები

არსებობს. მათ შორის ერთერთი სრულყოფილი მეთოდია ამონაგების გაზმომვა Herfinal-

Hirschman ინდექსით, რომელიც სხვა ინდექსებთან შედარებით უფრო დაწვრილებით ასახავს

ბანკის სხვადასხვა სფეროებიდან მიღებულ შემოსავლებს.

აღნიშნული ინდექსი შემდეგნაირად ჩაიწერება:

სადაც INT აღნიშნავს მთლიან საპროცენტო შემოსავალს, COM აღნიშნავს მთლიან საკომისიო

შემოსავალს, TREAD აღნიშნავს სხვა საქმიანობიდან მიღებულ შეოსავალს, OTI აღნიშნავს სხვა

დანარჩენ წმინდა შემოსავალს. TOR არის მთლიანი შმეოსავალი, ანუ იგი უტოლდება

მრიცხველების მთლიან ჯამს.

DIV კოეფიციენტის მნიშვნელობა შეიძლება იყოს 0-დან 0.75-მდე, იმის მიხედვით თუ რა

დონეზეა ბანკი სპეციალიზებული. რაც უფრო მეტადაა ბანკი სპეციალიზებული ერთ

მიმართულებაში აღნიშნული კოეფიციენტი მით უფრო უახლოვდება ნულს. იმ შემთხვევაში

თუ ბანკის ამონაგები შერეული ტიპისაა, ანუ იგი შედგება სხვადასხვა სფეროების

ამონაგებით, აღნიშნული კოეფიციენტი მით უფრო დიდია.

გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს საბანკო სივრცეში დივერსიფიკაციის შედარებით

მეტი გამოცდილება თიბისი ბანკს გააჩნია, აღნიშნულ კოეფიციენტს გავიანგარიშებ თიბისი

ბანკის მაგალითზე.

2011 წლის ფინანსური მაჩვენებლები: წმინდა მოგება თიბისი ბანკი - 43,050 000 –

43,050000*80%=34440000; საპროცენტო შემოსავალი- 239,926000*80%=191940800; საკომისიო

შემოსავალი 25,069000*80%=20055200; სხვა არასაპროცენტო შემოსავალი 44565000; წმინდა

მოგება GPI ჰოლდინგი 100% 11,290000- ელიტ ელექტრონიქსი 55%; თიბისი ლიზინგი 90%.

კოეფიცვიენტი მიახლოებით მაჩვენებელია, ანუ იგი ზუსტად არ ასახავს რეალობას

გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ლიზინგისა და ელიტ ელექტრონიქსის მოგების

მაჩვენებელი აღნიშნულ ფორმულაში არ არის ჩართული, თუმცა გარკვეული დასკვნების

80

გაკეთება მაინც შესაძლებელია. რაც უფრო მეტადაა ბანკი სპეციალიზებული ერთ

მიმართულებაში აღნიშნული კოეფიციენტი მით უფრო უახლოვდება ნულს. იმ შემთხვევაში

თუ ბანკის ამონაგები შერეული ტიპისაა, ანუ იგი შედგება სხვადასხვა სფეროების

ამონაგებით, აღნიშნული კოეფიციენტი მით უფრო დიდია. ჩვენ შემთხვევაში კოეფიციენტის

მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თიბისი ბანკის დივერსიფიკაცია საშუალო დონეზეა.

ბანკს გააჩნია დივერსიფიკაციის ზრდის შესაძლებლობები, რაც დადებითად იმოქმედებს

ფინანსურ მაჩვენებლებზე.

ფაქტობრივად, საქართველოში არ არსებობს ბიზნეს-სფერო, სადაც ბანკებსა და მის

შვილობილ კომპანიებს საკუთარი წილი და ინტერესი არ ჰქონდეთ. მართალია, ამის

უფლებას ბანკს საქართველოს კანონმდებლობა აძლევს, მაგრამ დღეს ექსპერტები იმაზეც

ლაპარაკობენ, რომ ეს კანონმდებლობა არა საბანკო სისტემის გაჯანსაღებაზე, არამედ,

კონკრეტულ ინტერესებზე იყო მორგებული.

ექსპერტები სხვადასხვა ბიზნესებში ბანკების პირდაპირ ინტერესზე საუბრობენ და

ცალსახად აფასებენ, რომ ცუდია, როდესაც ბანკს სხვადასხვა კომპანიაში და მათ შორის,

სავაჭრო ორგანიზაციებში, საკუთარი წილი აქვს. როდესაც ბანკი ერთდროულად არის

მფლობელი საბროკერო, სავაჭრო, დეველოპერული და სადაზღვევო კომპანიებისა, პირდაპირ

საქმე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთან.

დაუშვებელია, ბანკმა შექმნას სამშენებლო ორგანიზაცია, რომელსაც ყოფილ თანამშრომელს

ჩააბარებს და ბანკიდან მისცემს სესხს. ფაქტობრივად, სესხი ერთი ჯიბიდან მეორეში

ინაცვლებს. აქ არის ერთი პრობლემა: როდესაც შენივე საკუთარ ფირმებსა და

ორგანიზაციებს აძლევ სესხს, ირღვევა მთავარი პრინციპი: კონკურენციის საფუძველზე

საუკეთესოში დააბანდო ფული. სწორედ იმის გამო, რომ ბანკებს სხვადასხვა

ორგანიზაციებში საკუთარი ინტერესები გააჩნიათ, შეიქმნა ქვეყანაში საბანკო კრიზისი.

ბანკი უმეტეს შემთხვევაში, როდესაც საკუთარ კომპანიებზე გასცემს სესხებს, ფაქტობრივად, იმ

მეანაბრის ფულით რისკავს, ვისაც ამ ბანკში შეაქვს ფული. დღეს დეველოპერული ბიზნესი

უმძიმეს ვითარებაშია და ბანკის მხრიდან სხვისი თანხის ამ ბიზნესისთვის მიცემა, მეტად

სარისკოა. თანაც, იმის გამო, რომ დეველოპერულ კომპანიებს უჭირთ, ბანკი კი მათი

მეწილეა, ბუნებრივია, ბანკებსაც გაუჭირდებათ და გარკვეული პრობლემები შეექმნებათ.

თუმცა ყოველივე ზემოთთქმული არ ნიშნავს იმას, რომ დივერსიფიკაცია ბანკისათვის

მხოლოდ ნეგატიური შედეგების მომტანია. დივერსიფიკაციას ყოველთვის აქვს დადებითი

შედეგი, თუკი ინვესტირების სფეროები სწორად იქნება შერჩეული. საქართველოში

ძირითადად სამ სფეროში ხდება საბანკო აქტივების დივერსიფიცირება: დაზღვევა,

მშენებლობა და ვაჭრობა. ჩემი აზრით აუცილებელია დივერსიფიცირება ისეთ სფეროებში,

რაც ნაკლებად დაკავშირებულია საბანკო საქმიანობასთან.

საქართველოს საბანკო სისტემაში დივერსიფიცირებას საკმაოდ მოკლე გამოცდილებაა. თუმცა

აღსანიშნავია რომ დივერსიფიკაციის პროცესი საკმაოდ სწრაფად იზრდება. 2010 წელს

სექტორების მიხედვით დივერსიფიკაცია 19 კომერციული ბანკიდან მხოლოდ სამ ბანკს

ქონდა, 2011 წლის მონაცემებით სიტუაცია არსებითად შეცვლილია. დივერსიფიკაციის

სტრატეგიას მიმართეს ბანკმა რესპუბლიკამ, მათ მფლობელობაშია ელიტ ელექტრონიქსის

აქციების 30%, ლიბერთი ბანკმა, მას უკვე ორი შვილობილი კომპანია ყავს, ესენია:

81

სმარტექსი, რომელიც კლიენტებს სთავაზობს საფოსტო-საკურიერო მომსახურებას

საქართველოს მასშტაბით და ბას სტოპ, რომელიც წარმოადგენს თბილისში 300ზე მეტი

ავტობუსის მოსაცდელის ექსკლუზიურ ოპერატორს.

საბოლოო დასკვნის გამოტანა მონაცემების სიმწირის გამო ცოტა რთულია. თუმცა ამ სამი

ბანკის ფინანსური მაჩვენებლების საფუძველზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ

დივერსიფიკაციას მკაფიო ნეგატიური შედეგები ჯერ არცერთი მათგანისათვის არ მოუტანია.

საქართველოს ბანკის მაგალითზე 2010 წლის მონაცემებით შვილობილი კომპანიის მოგების

წილი საკმაოდ მაღალი იყო მთლიან მოგებაში. საქართველოს ბანკის მთლიანი მოგება იყო

-16,755 მილიონი ლარი. ალდაგი ბისიაი-ს შემოსავალი კი -4,5 მილიონი ლარი.

დღეს ბანკები ცდილობენ კლიენტებს შეთავაზონ მრავალფუნქციური სადეპოზიტო ანგარიშები,

აღინიშნება საბანკო პროდუქტების დივერსიფიცირების ზრდის ტენდენცია, რაც კლიენტს

მონოსადეპოზიტო ანგარიშებისგან განსხვავებით საშუალებას აძლევს გარდა პროცენტის

დარიცხვისა, დააზღვიონ სავალუტო და საპროცენტო რისკები. საბანკო პროდუქტების

დივერსიფიკაციის კუთხით ბანკები საკმაოდ მაღალ დონეზე არიან, განსაკუთრებით

აღსანიშნავია წამყვანი ბანკები: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, რომლებიც

მრავალფეროვან საბანკო მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს. დღეს ქვეყნის

ეკონომიკის კონიუნქტურა სექტორულ განვითარების თვალსაზრისით ისეთია, რომ

პრიორიტეტი ვაჭრობის სფეროს ენიჭება და აქედან გამომდინარე საკრედიტო პორტფელში

ვაჭრობის სფეროს დაფინანსებას 65%-ი უკავია. თუ მხედველობაში მივიღებთ ქვეყნის უახლოეს

წლების განვითარების პერსპექტივებს ეს მაჩვენებელი დაიკლებს და შესაბამისად გაიზრდება

ტურისტული ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის დაფინანსება.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Stiroh K. J. Diversification in Banking: Is Noninterest Income the Answer?

http://www.questia.com/googleScholar.qst?docId=5007705395

2. Acharya V.V., Richardson M. 2009. Restoring Financial Stability: How to Repair a Failed System.

3. კოვზანაძე ი., კონტრიძე გ. 2009. საქართველოს საბანკო სისტემის ზოგიერთი

პრობლემა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე. საქართველოს ეკონომიკა, (1).

4. გვასალია z. ქართული ბანკები რეგიონების ათვისებას იწყებენ. საქართველოს საბანკო

ასოციაცია.

5. ღანიაშვილი მ. 2009. როგორ ებრძვის ფინანსურ კრიზისს საქართველოს საბანკო სისტემა.

საქართველოს ეკონომიკა, (3). 6. ხითარიშვილი ნ. 2010. საბანკო ინოვაციები 21-ე საუკუნეში.

www.businesscafe.wordpress.com

82

გაიოზ სანაძე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

მარიამ ყურაშვილი

კავკასიის ბიზნეს სკოლა

თანამედროვე დეპოზიტარული მომსახურების მიმოხილვა

წინამდებარე ნაშრომის მიზანია მოკლედ მიმოიხილოს თანამედროვე დეპოზიტარული

საქმიანობა, განიხილოს მისი მაგალითები განვითარებულ ქვეყნებში - კერძოდ ა.შ.შ.-ში,

ისაუბროს თანამედროვე დეპოზიტარის დღევანდელი ფუნქციების შესახებ, მიმოიხილოს

დეპოზიტარის ქართული ანალოგი და დაადგინოს, რამდენად უკავშირდება მისი ზრდა-

განვითარება ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის აღმა- თუ დაღმასვლას.

ერთ-ერთი პირველი თანამედროვე ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარი 60-იანი წლების

მიწურულსა და 70-იან წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდა [1], [2].

ამგვარი ახალი ინსტიტუტის გამოჩენას იმ დროს არსებულმა ე.წ. „ფურცლების“ კრიზისმა

უბიძგა. ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზი ფასიანი ქაღალდების ვაჭრობისას უშუალოდ

ქაღალდებისა და ჩეკების გამოყენება გახლდათ. მხოლოდ ნიუ იორკის ბირჟაზე ყოველდღიურად

10-12 მილიონი აქცია თუ ობლიგაცია იყო მიმოქცევაში და ყოველი ბროკერი ათასობით ქაღალდს

იღებდა თუ აგზავნიდა. ამის გამო ისინი იძულებული გახდნენ ოთხშაბათობით ვაჭრობა

შეეჩერებინათ, დღიური სავაჭრო დრო კი შეემცირებინათ. ამგვარი შეფერხებები დიდ ფინანსურ

ზიანს აყენებდა ფასიანი ქაღალდების ბაზარს [1].

პრობლემის გადასაწყვეტად ორი გზა იქნა შემუშავებული. პირველი, ეს იყო ე.წ. იმობილიზაცია,

რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ფასიანი ქაღალდი ერთ ადგილას, დეპოზიტარში მფლობელთა

რეესტრის სახით შეინახებოდა. ფასიანი ქაღალდების ვაჭრობისას მათი ხელიდან ხელში

გადაცემის მაგიერ ახალი მფლობელის სახელზე ამ აქციების რეესტრში გატარება მოხდებოდა.

მეორე გამოსავალი ე.წ. ჩათვლაში (ნეტინგში) მდგომარეობდა, რომლის საფუძველზე ყველა

აქციის ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქცია ერთ რიცხვამდე დაიყვანებოდა. იმის მაგიერ, რომ ბროკერს

თითოეულ ინვესტორთან ცალ-ცალკე ეწარმოებინა ანგარიშსწორება, იგი ფასიან ქაღალდებს

ბაზრის ერთ ცენტრალურ კონტრაგენტს მიჰყიდიდა და მათ მისგანვე იყიდიდა; ხოლო ეს

ორგანო, თავის მხრივ, უკვე ინვესტორებს მიაწვდიდა შენაძენს. დღის ბოლოს ბროკერი

დაითვლიდა თუ რა თანხის ღირებულების ფასიანი ქაღალდები შეიძინა და რამდენი გაყიდა.

დადებითი სხვაობის შემთხვევაში (ბროკერმა მეტი ღირებულების აქციები და ობლიგაციები

გაყიდა, ვიდრე იყიდა) ცენტრალურ კონტრაგენტს ბროკერის მიმართ სხვაობის ტოლი ოდენობის

ვალი ექნებოდა, ხოლო უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში (ბროკერმა მეტი ღირებულების

აქციები და ობლიგაციები იყიდა, ვიდრე გაყიდა) ბროკერს სხვაობის ტოლი ოდენობის ვალი

(მოვაჭრის ნეტო პოზიცია) ექნებოდა ცენტრალური კონტრაგენტის მიმართ [1].

პირველი თანამედროვე სახის დეპოზიტარი იმობილიზაციის ხელშესაწყობად შეიქმნა. მას ნიუ

იორკის საფონდო ბირჟა ხელმძღვანელობდა და იგი ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ სერვისად

(ფქცს) (Central Certificate Service) მოიხსენიებოდა [1], [2], [3, 81], [4]. ხუთი წლის შემდეგ იგი the

Depository Trust Corporation-მა (DTC) და მისმა პირველმა შვილობილმა, საკლირინგო კომპანია

83

National Securities Clearing Corporation-მა (NSCC) შეცვალეს; ხოლო ეს ორი1999 წელს დაარსებული

ჰოლდინგის the Depository Trust & Clearing Corporation-ის (DTCC) ქვეშ გაერთიანდა [1], [2].

ამრიგად, არსებობენ სამი ტიპის ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარები: საანგარიშსწორებო,

მომსახურე (კასტოდიანი) და ცენტრალური დეპოზიტარები. პირველი ტიპის დეპოზიტარები

ახორციელებენ კლირინგსა და ანგარიშსწორებას ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას. ასეთი

დეპოზიტარები გარიგებებში თავდებად დგებიან, აძლევენ სესხს ვაჭრობის მონაწილეებს და სხვა.

ისინი შეიძლება ფლობდნენ ბანკის ლიცენზიასაც. ძალიან ხშირად საანგარიშსწორებო ფუნქციას

სწორედ ქვეყნის ცენტრალური დეპოზიტარი ითავსებს.

კასტოდიანი დეპოზიტარები ემსახურებიან აქციონერებსა და ინვესტორებს, ზოგჯერ

ემიტენტებსაც - კომპანიებს, რომლებიც უშვებენ ფასიან ქაღალდებს. ეს მომსახურება მოიცავს

გარიგებების დადებას შემკვეთის დავალებით, მისი ინტერესების წარმოდგენას და დაცვას,

ინფორმაციულ და კონსულტაციურ მომსახურებას და სხვ [5]. კასტოდიანი დეპოზიტარის

როლში შეიძლება ბანკიც მოგვევლინოს. კასტოდიანს ორი სახის ოპერაციის შეთავაზება შეუძლია

ემიტენტი-კლიენტისათვის ესენია: გარანტირებული განთავსება და საუკეთესო ფასის

შეთავაზება [6, 591-599].

პირველ შემთხვევაში იგი აქციებს ინვესტორების მცირე ჯგუფს მიჰყიდის, რომელბიც ძრითადად

დიდი კომპანიები არიან და აქციებსაც დიდი რაოდენობით ყიდულობენ; ამასთან, დეპოზიტარი

ფინანსურ კონსულტაციასაც უწევს კლიენტს. ხოლო მეორე შემთხვევაში კასტოდიანი ცდილობს

გაყიდოს ფასიანი ქაღალდების მაქსიმალური რაოდენობა საბაზრო ფასად. ამასთან, მას არანაირი

ფინანსური პასუხისმგებლობა არ ეკისრება და გაყიდვასთან დაკავშირებულ რისკს თავის თავზე

მხოლოდ ნაწილობრივ იღებს. კასტოდიანს ქაღალდების გასხვისების უფრო ფართო

შესაძლებლობა აქვს, რადგანაც მეტ პოტენციურ მყიდველზე მიუწვდება ხელი [6, 591-599].

ქვედა რგოლის დეპოზიტარები, ე.წ. რეგისტრატორები, აწარმოებენ ფასიანი ქაღალდების

რეესტრებს და ემსახურებიან ემიტენტებსა თუ აქციონერებს.

პატარა საფონდო ბაზრის მქონე ქვეყნებში, ბუნებრივია, ამდენი დეპოზიტარი არ არის საჭირო და

როგორც წესი, უმეტესობა ფუნქციებს ითავსებს ცენტრალური დეპოზიტარი. სწორედ ამიტომ

ერთვის დეპოზიტარს წინ სიტყვა „ცენტრალური“, რათა მის სტატუსს ხაზი გაუსვას. საქართველო

სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რადგანაც ფასიანი ქაღალდები აქ მცირე

რაოდენობით ივაჭრება.

ყველა შემთხვევაში ცენტრალური დეპოზიტარს ევალება ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის

ერთიანი ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც უნდა იყენებდეს ქვეყანაში მოქმედი

ყველა ტიპის დეპოზიტარი და კომპანია, რომელიც ეწევა დეპოზიტარულ საქმიანობას: ბანკები,

საბროკერო კომპანიები და სხვ, მათ შორის არარეზიდენტი დეპოზიტარებიც.

დეპოზიტარის კიდევ ერთი ფუნქცია, რომელსაც სულ ოდნავ შევეხებით, ეს არის არასახელმწიფო

საპენსიო ფონდებისა და სქემების სპეცდეპოზიტარული მომსახურება. პენსიონერების ანაბრების

კონტროლს, შენახვასა და ინვესტირებას ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული სიფრთხილით

უდგებიან. ანაბრების მიმღები და პენსიების გამცემი საპენსიო ფონდი ქირაობს მმართველ

კომპანიას, რომელსაც ანდობს თავის აქტივებს საინვესტიციოდ. ინვესტიციებიდან მოგების

მიღების გარეშე საპენსიო სქემა ვერ გასცემს პენსიებს იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე მას

84

ანაბრები შეუვიდა. ამ ურთიერთობაში ”ბუღალტრის”, თანხის მოძრაობის კონტროლიორის

როლის შესრულება სპეცდეპოზიტარს ევალება. მის ფუნქციებში შედის, აგრეთვე, იმის

კონტროლი, ხდება თუ არა კანონმდებლობით დადგენილი ინვესტირების პირობების დაცვა. სხვა

სიტყვებით, დეპოზიტარი აკონტროლებს საინვესტიციო პორტფელის სტრუქტურას,

შემადგენლობასა და შემოსავლიანობას. ამ მეტად საპატიო, მაგრამ საპასუხისლგებლო ამოცანებს

ხშირად სწორედ ცენტრალური დეპოზიტარი ასრულებს [19].

საქართველოს კანონმდებლობით, აქციონერების ფასიანი ქაღალდების შენახვა და აღრიცხვა,

მათი მომსახურება და კონსულტირება შეუძლია მხოლოდ ნომინალურ ფლობელებს, რომლის

როლში შეიძლება გამოდიოდნენ საბროკერო კომპანიები, კომერციული და საინვესტიციო

ბანკები, აგრეთვე ცენტრალური დეპოზიტარი. ამისათვის ისინი უხსნიან თავიანთ კლიენტებს

ფასიანი ქაღალდების და ფულადი სახსრების სხვადასხვა ანგარიშებს.

ცხადია, ცენტრალურ დეპოზიტარში და სხვა ნომინსალურ მფლობელებთანშენახულ ფასიან

ქაღალდებ დივიდენდები შეიძლება დაერიცხოს, რომელიც შემდეგ მათ მფლობელს გადაეცემა.

ნომინალურ მფლობელს შეუძლია დაესწროს აქციონერთა კრებებს და აქციების მფლობელთა

ინტერესები წარმოადგინოს [15], [16].

დეპოზიტარის ზრდა-განვითარება ფასიანი ქაღალდების ბაზართან მჭიდრო კავშირშია. რაც

უფრო მეტი ფასიანი ქაღალდი ივაჭრება, მით უფრო მეტია მოთხოვნა დეპოზიტარის მიერ

შემოთავაზებულ მომსახურებებზე და შესაბამისად, მას უჩნდება მოტივაცია უფრო მეტი

შესთავაზოს თავის კლიენტებს.

იმისათვის, რათა უკეთ წარმოვიდგინოთ თუ როგორია თანამედროვე და დახვეწილი

დეპოზიტარი, მოდით განვიხილოთ მისი ამერიკული ვარიანტი the Depository Trust and Clearing

Corporation (DTCC), რომელიც დასაწყისში უკვე ვახსენეთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ დეპოზიტარს

40 წლიანი გამოცდილება გააჩნია და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური

დეპოზიტარზე თითქმის 30 წლით უფროსია. DTCC-ს სათაო ოფისი ამჟამად ნიუ იორკში

მდებარეობს და იგი რამდენიმე შვილობილ კომპანიასა და ერთობლივ საწარმოს ფლობს [7].

DTCC თავის შვილობილ კომპანიებთან ერთად კლიენტებს სთავაზობს კლირინგის,

ანგარიშსწორებისა და ინფორმაციის მიწოდების სერვისებს ბროკერებისთვის (broker-to-broker

equity settlement), კორპორაციული და მუნიციპალური ობლიგაციებისათვის, იპოთეკით

დაფარული ფასიანი ქაღალდებისთვის, სახაზინო ფასიანი ქაღალდებისათვის (money market

securities) და არასაბირჟო (over-the-counter) დერივატივებისათვის [8], [9]. დღესდღეისობით,

DTCC-ში აღირიცხება არამარტო ა.შ.შ.-ში, არამედ სხვა ქვეყნებში გამოშვებული ფასიანი

ქაღალდებიც [7]. მხოლოდ 2012 წლის 31 მარტის არააუდიტირებული მონაცემებით DTC-ის

აქტივების ოდენობამ თითქმის 3,4 ტრილიონ ა.შ.შ. დოლარს მიაღწია [10].

აღსანიშნავია DTCC-ის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი საინტერესო და გამოსადეგი სერვისი,

(ფასიანი ქაღალდების) ინვენტარის განკარგვის სისტემა (იგს) (Inventory Management System). ეს

სისტემა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ცენტრალური დეპოზიტარის დახმარებით

განკარგონ თავიანთი ანგარიშსწორებები მიმწოდებლებთან. სერვისი ეხმარება კლიენტებს უკეთ

აკონტროლონ ტრანზაქციები და ფასიანი ქაღალდების მიწოდების დრო. დღესდღეისობით,

როდესაც ვაჭრობის ციკლი საკმაოდ შემცირებული და დასწრაფებულია, ინვენტარის განკარგვის

ასეთი ცენტრალიზებული სისტემა ვაჭრობის მონაწილეებს ხარჯების შემცირებაში ეხმარება:

85

აღარ არის საჭირო საკუთარი მიღება-მიწოდების მაკონტროლირებელი სისტემის აგება და

ამისათვის ზედმეტი თანხების გაღება. იგს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იხილონ

მიმწოდებლებთან გარიგებებისა და ტრანზაქციების რეზიუმე და მათი ამჟამინდელი სტატუსი. ეს

ყოველივე უზრუნველყოფს უფრო დაცულ და სწრაფ ვაჭრობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს

არამარტო ფირმებისა და ბროკერების ზრდასა და გაძლიერებას, არამედ ბაზრის განვითარებასაც

[11].

DTCC-ს მიერ კიდევ ერთი შეთავაზებული სერვისი იპოთეკით უზრუნველყოფილ ფასიან

ქაღალდებს ეხება (იუფქ) (Mortgage-Backed Securities). DTCC ახდენს ამგვარი იუფქ-ით ვაჭრობის

ავტომატიზირებულ შედარება-დადასტურებასა და ნეტინგს რეალურ დროში. იგი, ასევე,

განსაზღვრავს და მართავს ფინანსურ რისკებს, აჯამებს და აუმჯობესებს ბაზრის სისტემას და

ტექნოლოგიას, აადვილებს მის მონაწილეთა შორის კომუნიკაციას [12].

DTCC-ს იუფქ-ს მომსახურება ხელმისაწვდომია ისეთი ძლიერი და დიდი კომპანიებისათვის,

როგორიცაა Government National Mortgage Assosiation (GNMA), Federal Home Loan Mortgage

Corporation (FHLMC) და Fannie Mae (FNMA) MBS programs [12].

აღსანიშნავია ისიც, რომ DTCC თავის მომსახურებებს სადაზღვევო ფირმებსა და საპენსიო

ფონდებსაც სთავაზობს. ფინანსური აქტივობის რეპორტინგი საშუალებას აძლევს სადაზღვევო

კომპანიებს ყოველდღიურად მიაწოდონ დისტრიბუტორებს ინფორმაცია ანუიტეტისა და

სიცოცხლის დაზღვევის ფინანსური ტრანზაქციების შესახებ, რითაც მიმწოდებლები იღებენ

კლიენტების პაკეტების ზუსტ და უტყუარ სურათს. ეს ეხმარება მათ უკეთ განკარგონ მოცემული

პაკეტები. ეს მომსახურება ხელმისაწვდომია სადაზღვევო კომპანიებისათვის, ბროკერებისთვის,

დილერებისთვის და ა.შ. ეს სერვისი ხელს უწყობს სადაზღვევო აგენტებისათვის

ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდებას სადაზღვევო პაკეტების შესახებ, ეხმარება

თვალყური ადევნონ ცალკეული კლიენტის თანხების ინვესტირების პროცესს, მოახდინონ მათი

აუდიტი და განაგონ კონტრაქტის ისტორია. ხოლო DTCC-ის ე.წ. Securely Managed and Reliable

Technology-ს (SMART) ქსელი ეხმარება მათ უკეთ დაიცვან კონფიდენციალური ინფორმაცია.

სადაზღვევო კომპანიების მიერ დისტრიბუტორთათვის ინფორმაციის მიწოდება ინტერნეტის

მეშვეობით ხდება [13].

საქართველოში პირველი დეპოზიტარი 1999 წელს დაარსდა და იგი დღემდე განაგრძობს

მუშაობას. მას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი ეწოდება [14].

მიუხედავად იმისა, რომ დეპოზიტარის სრულ სახელში ”ცენტრალური” ფიგურირებს,

კანონმდებლობით აკრძალული არ არის, რომ სხვა ასეთივე ორგანიზაცია არსებობდეს.

დეპოზიტარის დასაარსებლად სპეციალური ლიცენზიის მოპოვებაა საჭირო [15].

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი სააქციო საზოგადოებაა. მისი

მომხმარებლები არიან საფონდო ბაზრის რეგულირებადი და ლიცენზირებული მონაწილეები,

კერძოდ, საბროკერი კომპანიები და საინვესტიციო ბაკნები, დეპოზიტარის დამფუძნებლები

არიან საქართველოს საფონდო ბირჟა და კომერციული ბანკები: საქართველოს ბანკი, თი-ბი-სი

ბანკი, ბანკი ვი-თი-ბი ჯორჯია და ქართუ ბანკი. დღესდღეისობით, დეპოზიტარის წევრი

საბროკერო კომპანიების რიცხვი რვას უტოლდება.

ცენტრალური დეპოზიტარი აწარმოებს საქართველოს ემიტენტების ფასიანი ქაღალდების

აღრიცხვასა და შენახვას ნომინალური მფლობელობის საფუძველზე. ნომინალური

86

მფლობელობისას კლიენტის მიერ ნაყიდი ფასიანი ქაღალდები რეესტრში ბროკერის, ბანკის ან

დეპოზიტარის სახელზე ინახება. მიუხედავად იმისა, რომ აქციები სხვის სახელზეა

გაფორმებული, მათი გაყიდვის, გაჩუქების, მათგან სარგებლის მიღებისა თუ რაიმე სხვა მიზნით

გამოყენების გადაწყვეტილების უფლება მხოლოდ მისი ნამდვილი მფლობელის პრივილეგიაა.

ამასთან ერთად, დეპოზიტარი ახდენს სხვადასხვა ფიზიკურსა თუ იურიდიულ პირთათვის

ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნას, მართვას, განკარგვასა და შესაბამისი წესით

დახურვასაც. ცენტრალურ დეპოზიტარს აქვს უფლება იყოს ფასიანი ქაღალდების

რეგისტრატორი და აწარმოოს ფასიან იქაღლდების რეესტრი [14], [15, [16].

ცენტრალური დეპოზიტარი მომხმარებლებს, აგრეთვე, სთავაზობს ანგარიშსწორებისა და

კლირინგის მომსახურებებს. ეს სერვისები წარმოადგენს ფასიან ქაღალდებზე გარიგებების

შედეგად ანგარიშსწორებაში მონაწილე მხარეების ვალდებულებებისა და მოთხოვნების

ურთიერთჩათვლას, ასეთი გარიგებების შესრულების საგარანტიო სისტემის შექმნასა და

კონტროლს [15], [16].

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ დეპოზიტარი ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციის

უფლებაც გააჩნია. დემატერიალიზაცია საკმაოდ წააგავს იმობილიზაციას, თუმცა,

უკანასკნელისაგან განსხვავებით პირველის შემთხვევაში ფასიანი ქაღალდები მატერიალურად

აღარ არსებობს, არამედ ელექტრონული ჩანაწერის სახით არის წარმოდგენილი ცენტრალური

დეპოზიტარის რეესტრში [1], [15], [17]. დემატერიალიზაციას ის დადებითი მხარე აქვს, რომ

ფასიანი ქაღალდები აღარ იკავებს დიდ სივრცეს და ისინი უფრო დაცულია.

ამ ყველაფერთან ერთად ცენტრალური დეპოზიტარი, მოვალეობისამებრ, ავრცელებს

დეპოზიტარული მომსახურების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს და მონაწილეობას

იღებს დეპოზიტარული მომსახურების ეროვნული სტანდარტების, მათ შორის, დეპოზიტარული

ოპერაციების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სტანდარტების შექმნასა და გავრცელებაში [14],

[15], [16].

გრაფიკი 1

87

2011 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებულ იქნა 6,6

მილიონი ფასიანი ქაღალდი და 14,3 მილიონი ლარი (იხ. გრაფიკები 1 და 2), რაც დაახლოებით

0,34-ჯერ ნაკლებია შარშანდელ მონაცემებთან შედარებით. 2011 წელს განმავლობაში ჩატარდა 366

843 ოპერაცია, ხოლო საბირჟო გარიგებების საერთო მოცულობამ შეადგინა 14 312 137,41 ლარი,

ხოლო ფასიანი ქაღალდების რაოდენობამ შეადგინა 6 616 899 ცალი. როგორც ზემოთ აღინიშნა,

ცენტრალური დეპოზიტარის წარმატება პირდაპირ კავშირშია ფასიანი ქაღალდების ბაზართან

[19]. მათ შორის კავშირისა და კორელაციის დასადგენად შედარებულ იქნა დეპოზიტარისა და

ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიერ ბოლო რამდენიმე წლის ფინანსური სახსრების მოძრაობის

უწყისები. ორივე ინსტიტუტის ფულადი სახსრების ცვლილებების მონაცემებს შორის კორელაცია

0.83-ია. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ მათ შორის საკმაოდ მჭიდრო კავშირია

(კალკულაციისათვის იხ. დანართი 1).

გრაფიკი 2

DTCC საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარზე გაცილებით

განვითარებული და დახვეწილია. სწორედ ამიტომ, მათ შორის პარალელის გავლება და მათი

შედარება არანაირ ფასეულ ინფორმაციას არ მოგვცემს, რადგანაც DTCC უზარმაზარ ბაზარს

ემსახურება, ხოლო ქართული დეპოზიტარი ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს. ეს არცაა გასაკვირი,

რადგანაც ამ ორ დეპოზიტარს შორის სხვაობა 30 წელია. თუმცა, ამ მხრივ სფქცდ-ს უპირატესობა

გააჩნია, რადგანაც მას შეუძლია სხვა დეპოზიტარების მიერ უკვე გაკაფულ გზას მისდიოს და არ

დაუშვას ის შეცდომები, რაც სხვებს უკვე მოუვიდათ. დეპოზიტარი მჭიდროდ არის

გადაჯაჭვული ფასიანი ქაღალდების ბაზართან, ისევე როგორც, თავის მხრივ, ფასიანი

ქაღალდების ბაზრის განვითარება დეპოზიტართანაა კავშირში. ეს ორი სხეული ორი პატარა

მნიშვნელოვანი რგოლია იმ დიდ ჯაჭვში, რომელსაც ეკონომიკა ჰქვია.

დღესდღეისობით, საქართველოში ცენტრალური დეპოზიტარი, ისევე როგორც ფასიანი

ქაღალდების ბაზარი, ახალი ხილია. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რათა საქმიანმა წრეებმა იგი

88

უკეთ გაიცნოს, საჭიროა მათთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება. როდესაც ფასიანი

ქაღალდების ბაზარი თანდათან ზრდას დაიწყებს, გარდაუვალი იქნება დეპოზიტარის

განვითარებაც და შედეგად მივიღებთ უფრო სტაბილურ და ძლიერ ეკონომიკას.

დანართი 1

ფულადი სახსრების ცვლილება (ლარი)

2006 2007 2008 2009 2010 2011

სფქცდ 183 254 -193 883 120 598 -100 372 7 072 -18 502

სსბ* 223 568 -134 800 27 508 40 748 -264 28 641

ფულადი სახსრების ცვლილება საოპერაციო საქმიანობიდან (ლარი)

2006 2007 2008 2009 2010 2011

სფქცდ 190 257 21 447 45 448 834 20 384 -20 892

სსბ 262 896 9 905 189 031 128 518 129 978 -58 879

*-სსბ- სს „საქართველოს საფონდო ბირჟა“

კორელაციის დაანგარიშება მოხდა შემდეგი ფორმულით:

𝑟 = 1

𝑛 − 1

𝑋 − 𝑋

𝑆𝑋

𝑦 − 𝑦

𝑆𝑦

r1 = 0.83

r2 = 0.77

გამოყენებული ლიტერატურა

1. http://www.dtcc.com/about/history/index.php

2. http://www.nyse.com/about/history/timeline_technology.html

3. Haack R. W. 1972. New York Stock Exchange lists 1971 progress in efficiency and ability to

serve shareowners, and previews important changes for the new year. Schenectady Gazette. January 5.

4. Remarks of Richard B. Smith, commissioner United States Securities and Exchange Comission,

before the American Bankers Association, National Bank Division, Honolulu, Hawaii.

September 29, 1969.

5. http://finance.mapsofworld.com/finance-theory/financial-services-company/custodian-

bank.html

6. Eakins S. G., Mishkin F. S. 2006. Financial Markets and Institutions. 5th edition.

7. www.dtcc.com/about/business/

8. http://www.dtcc.com/products/cs/equities_clearance/ps_index.php

9. http://www.dtcc.com/products/cs/equities_settlement/ps_index.php

10. http://www.dtcc.com/news/press/releases/2012/insurance_dec_data.php

11. http://www.dtcc.com/products/cs/equities_settlement/ims.php

12. http://www.dtcc.com/products/fi/fixed_income_mbsd/ps_index.php

13. http://www.dtcc.com/products/insurance

14. The General Meeting of Partners of the Limited Liability Company Georgian Securities

Central Depository Minutes #1, Tbilisi, Georgia. October 18, 1999.

89

15. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის,

კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ცენტრალური დეპოზიტარის

მიერ მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების თაობაზე.

16. Rules, Operations and Procedures of the GSCD.

17. http://www.investopedia.com/derms/d/dematerialization.asp#axzz1v1s4GGQl

18. ს.ს. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, ფინანსური

ანგარიში, 2011 წელი; ს.ს. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური

დეპოზიტარის საქმიანობის ანგარიში, 2011 წელი.

19. საქართველოს კანონი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის

შესახებ.

გაიოზ სანაძე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ლევან გვალია

კავკასიის ბიზნეს სკოლა

გრძელვადიანი შენახვები

გრძელვადიან შენახვებს ჩვენ განვიხილავთ საპენსიო ფონდების კუთხით. არსებობს პენსიების

სხვა და სხვა ტიპი, მათ შორის არის: სამუშაოზე დამყარაბული პენსია (employment-based pension),

სოციალური პენსია და უუნაროთა პენსია [2]. სოციალურია პენსია როცა სახელმწიფო ეხმარება

მოქალაქეებს და იგი უხდის საპენსიო ასაკს მიღწეულ ხალხს გარკვეულ თანხას სიკვდილამდე.

უუნაროთა პენსია - როცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საპენსიო ასაკის

მიუღწევლად იღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან. ხოლო მუშაობაზე დამყარებული პენსიის

დროს მოქალაქე თვითონ იფინანსებს საკუთარ თავს (არასახელმწიფო საპენსიო სქემა). ბოლო

ტიპის საპენსიო გეგმის (სქემის) მიყოლის დროს ყალიბდება კერძო საპენსიო ფონდები. გაზეთ

“The Economist”-ის მიხედვით მსოფლიოში საპენსიო ფონდები ფლობენ 20 ტრილიონ დოლარს

აქტივებში.

თუ როგორ მუშაობს სამუშაოზე დამყარებული პენსიები შეერთებულ შტატებში, განვიხილავთ

ქვემოთ, ასევე შევადარებთ საქართველოს და ვნახავთ როგორ შეიძლება ასეთი ტიპის სქემამ

იმუშაოს ან ვერ იმუშაოს ჩვენ ქვეყანაში.

* * *

საპენსიო ფონდების დაგროვება ხდება შემდეგნაირად: მოქალაქე თავისი შემოსავლიდან რაღაც

პროცენტს ინახავს გარკვეული ხნის განმავლობაში, რათა იგი გამოიყენოს საპენსიო ასაკში. მაგრამ

საქმე უფრო რთულადაა და რათა გავერკვიოთ უნდა გავაკეთოთ დაშვებები.

პირველ რიგში დავუშვათ რომ მოქალაქე გეგმავს მუშაობას 65 წლამდე, ხოლო პენსიაზე გასვლის

შემდეგ იგი იცხოვრებს 25 წელიწადს, ანუ იგი „გეგმავს“ გარდაცვალებას 90 წლის ასაკში, რაც

შეერთებული შტატების ცხოვრების ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია [2]. ასევე

90

დავუშვათ რომ მისი საწყისი ხელფასი წელიწადში შეადგენს 50 000 დოლარს, რაც დაახლოებით

ტოლია აშშ-ის საშუალო მაჩვენებლის [2]. ასევე დავუშვათ, რომ იგი ყოველი წლის ხელფასის 15

პროცენტის შენახვას გეგმავს. იმის გასაგებად თუ რამდენის დახარჯვას შეძლებს მოქალაქე

ყოველწლიურად უნდა გავითვალისწინოთ ხელფასის ყოველწლიური ზრდა, ინფლაცია,

გადასახადები და მისი გამოქვითვები, საპროცენტო განაკვეთები და რეალური მოხმარება [1]. ამ

მონაცემების მიხედვით შევადგინოთ ცხრილი 1. ამ ცხრილის შედგენის წესებს განვიხილავთ

ქვემოთ.

A B C D E F G H

ასაკი ხელფასი დეფლატორი გამოქვითვა გადასახადი შენახვა საერთო შენახვა რეალური მოხმარება

30 50,000$ 1 15,000$ 8,750$ 6,188$ 6,188$ 35,063$

31 53,500$ 1.03 15,450$ 9,605$ 6,584$ 13,143$ 36,224$

59 355,713$ 2.36 35,348$ 94,835$ 39,132$ 1,081,011$ 94,097$

60 380,613$ 2.43 36,409$ 102,266$ 41,752$ 1,187,624$ 97,474$

61 407,256$ 2.50 37,501$ 110,253$ 44,550$ 1,303,432$ 100,978$

65 533,829$ 2.81 42,208$ 148,611$ 57,783$ 1,874,346$ 116,365$

ცხრილი 1

პირველ რიგში ამ და სხვა დანარჩენ ცხრილებშიც რიცხვები ნაჩვენებია დამრგვალებით, თუმცა

ფორმულებში ისინი გამოყენებულია სრული მნიშვნელობით, ამიტომ გამოთვლებში მოცემული

რიცხვების პირდაპირ გამოყენებისას შეიძლება ზუსტი პასუხები არ მიიღოთ.

რაზე მიგვანიშნებს ასაკის A სვეტი - დავუშვათ რომ მოქალაქე აპირებს 30 წლის ასაკიდან 65

წლის ასაკამდე, პენსიაზე გასვლამდე, თანხა შეინახოს ყოველწლიურად რაიმე სახის აქტივში,

რომელიც წლიურად რაღაც დამატებით შემოსავალს (პროცენტს) მოუტანს მას. ქვემოთ მოცემულ

ცხრილში 30 დან 65 მდე ყველა ასაკი არაა ნაჩვენები, რათა არ გადაიტვირთოს ცხრილი (სტატია),

ისინი უბრალოდ Excel-ის ფაილში დამალულია.

A

ასაკი

30

31

59

60

61

65

დავუშვათ, რომ ხელფასი მომდევნო 25 წლის განმავლობაში გაიზრდება მუდმივი პროცენტით.

თუ ხელფასის ყოველწლიური ზრდა შეადგენს 7 პროცენტს, მაშინ მომდევნო წლის ხელფასი

შეადგენს 50,000*(1+0.07)=53,500-ს. ასე შედგება ცხრილი 1-ის B სვეტი.

91

A B

ასაკი ხელფასი

30 50,000$

31 53,500$

59 355,713$

60 380,613$

61 407,256$

65 533,829$

რაც შეეხება C სვეტს - იგი წარმოადგენს დეფლატორს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია

გავიგოთ მომდევნო წლების თანხა რამდენ დღევანდელ თანხას უდრის. თუ დავუშვებთ რომ

ინფლაცია 3%-ია, რაც ამერიკისთვის მისაღები დონეა, მაშინ შემდეგი წლის დეფლატორი იქნება

1*(1+0.03)=1.03, ხოლო მომდევნოსი 1.03*(1+0.03)=1.06 და ასე შემდეგ, რითაც შედგება ცხრილის C

სვეტი. ეს გვეუბნება რომ მომდევნო წლის 1.03 დოლარი უდრის დღევანდელ 1 დოლარს და რათა

გავიგოთ რომელიმე შემდეგი წლის თანხის დღევანდელი ღირებულება, ეს თანხა უნდა გავყოთ

იმავე წლის დეფლატორზე.

A C

ასაკი დეფლატორი

30 1

31 1.03

59 2.36

60 2.43

61 2.50

65 2.81

გადავიდეთ F სვეტზე. აქ მოცემულია ის თანხა რომელსაც პირი ინახავს ყოველი წლის ბოლოს.

დავუშვათ რომ მოქალაქეს გადაწყვეტილი აქვს შეინახოს 15%. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ

პიროვნებას შეეძლება ხელფასის მხოლოდ იმ ნაწილის შენახვა, რომელიც საშემოსავლოს

გადახდის შემდეგ დარჩება. ანუ თუ დავუშვებთ რომ გადასახადი პირველ წელს შეადგენს 8,750

დოლარს (გადასახადებისა და მისი გამოქვითვების დათვლის წესს ქვევით განვიხილავთ), მაშინ

იგი შეძლებს შეინახოს (50,000-8,750)*0.15=6,188 დოლარი. ასე ყოველ შემდეგ წელს, შემოსავალს

უნდა გამოაკლდეს იმავე წლის გადასახადი და უნდა გამრავლდეს 15%-ზე, რათა მივიღოთ

შენახვა.

A B E F

ასაკი ხელფასი გადასახადი შენახვა

30 50,000$ 8,750$ 6,188$

31 53,500$ 9,605$ 6,584$

59 355,713$ 94,835$ 39,132$

60 380,613$ 102,266$ 41,752$

61 407,256$ 110,253$ 44,550$

65 533,829$ 148,611$ 57,783$

G სვეტში მოცემულია საერთო შენახვა. ანუ აქ ის თანხაა მოცემული რაც წლების განმავლობაში

დაუგროვდა. არ უნდა გამოგვრჩეს რომ ყოველ წელს თანხას ემატება პროცენტი. დავუშვათ რომ

92

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 6%-ს. ანუ მოცემული წლის საერთო შენახვა

შეადგენს წინა წლებში შენახულ თანხას დამატებული მისივე პროცენტი და ის თანხა, რომელიც

მოქალაქემ მოცემულ წელს შემოიტანა. მაგალითად მეორე წლის საერთო შენახვა იქნება

6,188*(1+0.06)+6,584=13,143 და ასე ყოველ შემდეგ წელს.

A F G

ასაკი შენახვა საერთო შენახვა

30 6,188$ 6,188$

31 6,584$ 13,143$

59 39,132$ 1,081,011$

60 41,752$ 1,187,624$

61 44,550$ 1,303,432$

65 57,783$ 1,874,346$

გადასახადის E სვეტის შედგენისას უნდა განვიხილოთ გამოქვითვები და ორმაგი დაბეგვრა. D

სვეტში მოცემულია გამოქვითვა, რაც იმას ნიშნავს რომ საშემოსავლოს გადამხდელი პირი

იბეგრება შემოსავლის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც მიიღება შემოსავლისა და გამოქვითვის

სხვაობით. ანუ თუ დავუშვებთ რომ გამოქვითვა არის 15,000, ხოლო საშემოსავლო გადასახადი

შეადგენს 25%-ს, მაშინ გადასახადი იქნება (50,000-15,000)*0.25=8,750. 15,000 არის დღევანდელი

გამოქვითვა, მაგრამ ყოველი შემდეგი წლის გამოქვითვის ოდენობის დასადგენად უნდა

გავითვალისწინოთ ინფლაცია და რათა დღევანდელი თანხა გადავიყვანოთ მომავლის თანხაში,

სასურველი წლის დეფლატორზე უნდა გავამრავლოთ. ანუ, მაგალითად, შემდეგი წლის

გამოქვითვა იქნება 15,000*1.03=15,450. ასე შედგება D სვეტი.

A C D

ასაკი დეფლატორი გამოქვითვა

30 1 15,000$

31 1.03 15,450$

59 2.36 35,348$

60 2.43 36,409$

61 2.50 37,501$

65 2.81 42,208$

რაც შეეხება ორმაგ დაბეგვრას, გადასახადი ერიცხება არამარტო შემოსავალს, არამედ საერთო

შენახვაზე დარიცხულ საპროცენტო განაკვეთსაც. ანუ მეორე წლის გადასახადი იქნება (53,500-

15,450)*0.25+6,188*0.06*0.25=9,605, საიდანაც 6,188*0.06*0.25=93 არის საპროცენტო განაკვეთზე

დარიცხული გადასახადი. იმის გამო რომ პირველ წელს საპროცენტო განაკვეთი არ გვაქვს,

ამიტომ გადასახადი ერიცხება მხოლოდ შემოსავალს (გამოკლებული გამოქვითვა). ხოლო ყოველ

მომდევნო წელს გვაქვს, რაც გადასახადის E სვეტშია გათვალისწინებული.

A B D E G

ასაკი ხელფასი გამოქვითვა გადასახადი საერთო შენახვა

30 50,000$ 15,000$ 8,750$ 6,188$

31 53,500$ 15,450$ 9,605$ 13,143$

59 355,713$ 35,348$ 94,835$ 1,081,011$

60 380,613$ 36,409$ 102,266$ 1,187,624$

61 407,256$ 37,501$ 110,253$ 1,303,432$

65 533,829$ 42,208$ 148,611$ 1,874,346$

93

ბოლო H სვეტში მოცემულია რეალური მოხმარება. რეალური მოხმარება უდრის ნომინალურ

მოხმარებას გადმოყვანილს დღევანდელ დოლარებში. ნომინალური მოხმარება უდრის

შემოსავალს გამოკლებული გადასახადები და შენახვები. ანუ პირველი წლის ნომინალური

მოხმარება იქნება 50,000-8,750-6,188=35,063. პირველი წლის ნომინალური იმიტომ უდრის

რეალურ მოხმარებას, რომ ინფლაცია არაა გასათვალისწინებელი, ხოლო ყოველ შემდეგ წელს ეს

არ უნდა გამოგვრჩეს. ანუ რომელიმე მომავალი წლის რეალური მოხმარება იქნება იმავე წლის

ნომინალური მოხმარება გაყოფილი იმავე წლის დეფლატორზე. მაგალითად მეორე წლის

რეალური მოხმარება იქნება (53,500-9,605-6,584)/1.03=36,224. ასე შედგება H სვეტი.

A B C E F H

ასაკი ხელფასი დეფლატორი გადასახადი შენახვა რეალური მოხმარება

30 50,000$ 1 8,750$ 6,188$ 35,063$

31 53,500$ 1.03 9,605$ 6,584$ 36,224$

59 355,713$ 2.36 94,835$ 39,132$ 94,097$

60 380,613$ 2.43 102,266$ 41,752$ 97,474$

61 407,256$ 2.50 110,253$ 44,550$ 100,978$

65 533,829$ 2.81 148,611$ 57,783$ 116,365$ * * *

ზემოთ მოცემული ცხრილი შეეხება წლებს სანამ პიროვნება საპენსიო ასაკს მიაღწევდეს. ახლა

საჭიროა წარმოგიდგინოთ გაანგარიშებები, რომლებიც აღწერენ ვითარებას პენსიაზე გასვლის

შემდეგ. მაგრამ, მანამდე საჭიროა დავადგინოთ ის თანაბარი ყოველწლიური თანხა,

გადმოყვანილი დღევანდელ დოლარებში, რომელიც 25 წლის განმავლობაში (საპენსიო ასაკის

ხანგრძლივობა) 0-მდე დაიყვანს საერთო შენახულ თანხას. ეს ადვილად გასაგები იქნება, თუ მას

შევადარებთ სესხის ამორტიზაციას. ფინანსური კალკულატორის დახმარებით უნდა

გამოვითვალოთ PMT [4], შემდეგი მონაცემებისათვის: N=25, PV=1,874,346/2.81 (პენსიაზე

გასვლამდე საერთო შენახვების საბოლოო თანხა გადმოყვანილი დღევანდელ დოლარებში), FV=0,

ხოლო i=0.0291. i-ის გამოსათვლელად უნდა გავიხსენოთ, რომ საპროცენტო განაკვეთი ზემოთ

მოცემული იყო ნომინალური პროცენტის სახით, ჩვენ კი რეალური პროცენტი გვჭირდება, რაც

მიიღება ნომინალურს გამოკლებული ინფლაცია, ანუ 6%-3%=4%. მაგრამ ეს არაა ჯერ საკმარისი,

ასევე უნდა გავითვალისწინოთ დეფლატორი [1] და საბოლოოდ მივიღებთ i=(0.06-

0.03)/(1+0.03)=0.0291. ამ საშუალებით მივიღებთ რომ PMT=37882. ყოველწლიურ თანაბარ თანხას

მხოლოდ იმიტომ ვერ მივიღებთ საბოლოო საერთო შენახვის 25-ზე გაყოფით, რადგან ყოველ

წელს პენსიაზე გასვლის შემდეგაც პროცენტი ერიცხება ამ თანხას, ანუ თან აკლდება ის თანხა

რომელიც გამოაქვს მოქალაქეს პენსიაზე ყოფნისას, თან ემატება პროცენტი. PMT ზუსტად ის

თანხაა, რომელიც საერთო შენახულ თანხას არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად 25 წელში დაიყვანს

ნულამდე.

ამის შემდეგ ქვემოთ მოცემული ცხრილი 2-ის შედგენა ადვილდება. მასში მითითებულ რიცხვებს

ქვევით ავხსნით.

94

A B C D E G H

ასაკი ნომ. გამოტანა დეფლატორი გამოქვითვა გადასახადი საერთო შენახვა რეალური მოხმარება

66 109,792$ 2.90 43,474$ 17,247$ 1,877,014$ 31,931$

67 113,086$ 2.99 44,778$ 16,961$ 1,876,549$ 32,200$

75 143,254$ 3.78 56,724$ 12,200$ 1,721,015$ 34,656$

81 171,053$ 4.52 67,731$ 4,411$ 1,337,279$ 36,905$

85 192,521$ 5.08 76,232$ -$ 883,895$ 37,882$

90 223,185$ 5.89 88,374$ -$ (0)$ 37,882$

ცხრილი 2

აქვე ნარჩუნდება ასაკის A სვეტი, რომლის ნაწილი, ცხრილის გადატვირთვის არიდების მიზნით,

ისევ დამალულია.

C და D სვეტები იგივეა რაც ცხრილ 1-ში. აქაც გრძელდება დეფლატორის და გამოქვითვის

გამრავლება იგივე პრინციპით, რაც უკვე ზევით აღვწერეთ.

B სვეტში მოცემულია ნომინალური თანხის გამოტანა. ზემოთ გამოთვლილი PMT-ის თანხა, არ

დაგვავიწყდეს, დღევანდელ დოლარებშია დათვლილი და იმისათვის, რათა დავითვალოთ თუ რა

თანხის გამოტანას შეძლებს მოქალაქე მომავალში, PMT უნდა გავამრავლოთ სასურველი წლის

დეფლატორზე. მაგალითისთვის 66 წლის ასაკში მოქალაქე გამოიტანს 37,882*2.90=109,792

დოლარს. ასე შედგება B სვეტი.

A B C

ასაკი ნომ. გამოტანა დეფლატორი

66 109,792$ 2.90

75 143,254$ 3.78

81 171,053$ 4.52

85 192,521$ 5.08

90 223,185$ 5.89

G სვეტში მოცემულია ის თანხა რომელიც ყოველ წელს იკლებს ნომინალური გატანილი თანხით,

მაგრამ იზრდება წინა წლის საერთო შენახვაზე დარიცხული პროცენტით. არ გამოგვრჩეს რომ აქ

არ გვაქვს ყოველწლიური შენახვები, ამიტომაც არაა ცხრილში F სვეტი. გავიხსენოთ რომ

საპროცენტო განაკვეთი უდრის 6%-ს. მაგალითად 67-ე წლის ბოლოს საერთო შენახვა იქნება

1,877,014*(1+0.06)-113,086=1,876,549. და ასე შემდეგ G სვეტში. დააკვირდით რომ 90 წლის ბოლოს

საერთო შენახვა ნულის ტოლია.

A B G

ასაკი ნომ. გამოტანა საერთო შენახვა

66 109,792$ 1,877,014$

67 113,086$ 1,876,549$

75 143,254$ 1,721,015$

81 171,053$ 1,337,279$

85 192,521$ 883,895$

90 223,185$ (0)$

მართალია, ხელფასი მოქალაქეს უკვე არა აქვს, მაგრამ გადასახადის E სვეტი იმიტომ რჩუბა ამ

ცხრილშიც, რადგან საპროცენტო განაკვეთზე ერიცხება გადასახადი. ასევე ძალაშია გამოქვითვაც,

95

რომელიც დეფლატორზე კვლავ მრავლდება და აკლდება დასაბეგრ შემოსავალს. მაგალითად 67-ე

წლისთვის გადასახადი დაერიცხება იმ თანხას, რომელიც მიიღება წინა წლის საერთო შენახვაზე

მიღებულ საპროცენტო განაკვეთს გამოკლებული ამავე წლის გამოქვითვა. ანუ თუ გადასახადი

25%-ია, 67 წლის ასაკისათვის გადასახადი იქნება (1,877,014*0.06-44,778) 0.25=16,961. მაგრამ

დააკვირდით თუნდაც 85-ე წელს, სადაც გადასახადი არაა. ეს იმიტომ რომ წინა წლის საერთო

შენახვაზე დარიცხული პროცენტი უფრო ნაკლები აღმოჩნდა ვიდრე გამოქვითვა, ამიტომ იმ და

მომდევნო წლებშიც უკვე გადასახადი არ ფიქსირდება.

A D E G

ასაკი გამოქვითვა გადასახადი საერთო შენახვა

66 43,474$ 17,247$ 1,877,014$

67 44,778$ 16,961$ 1,876,549$

75 56,724$ 12,200$ 1,721,015$

81 67,731$ 4,411$ 1,337,279$

85 76,232$ -$ 883,895$

90 88,374$ -$ (0)$

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი H სვეტი, რომელიც გვიჩვენებს დღევანდელ დოლარებში

გადმოყვანილ იმ თანხას, რომლის მოხმარებასაც მოქალაქე შეძლებს საპენსიო ასაკში. ეს თანხა

თითქოს PMT-ის გამოთვლისას უნდა გვცოდნოდა, მაგრამ მაშინ არ გაგვითვალისწინებია

გადასახადები. ზუსტადაც როცა გადასახადები არაა, იმ წლებში რეალური მოხმარება უდრის

PMT-ის, ასეთია 85 წელი. მაგრამ როცა გადასახადი არის, მაშინ ეს გადასახადი აკლდება

ნომინალურ გამოტანას და გადაგვყავს დღევანდელ დოლარებში, ანუ ვყოფთ დეფლატორზე. ასე

მაგალითად 67-ე წელს რეალური მოხმარება გამოითვლება: (113,086-16,961)2.99=32,200.

A B C E H

ასაკი ნომ. გამოტანა დეფლატორი გადასახადი რეალური მოხმარება

66 109,792$ 2.90 17,247$ 31,931

67 113,086$ 2.99 16,961$ 32,200

75 143,254$ 3.78 12,200$ 34,656

81 171,053$ 4.52 4,411$ 36,905

85 192,521$ 5.08 -$ 37,882

90 223,185$ 5.89 -$ 37,882 * * *

ზემოთ აღვწერეთ როგორ მუშაობს საპენსიო გეგმა ამერიკაში. იმისათვის, რათა გავიგოთ თუ

როგორ იმუშავებს ეს საქართველოში, უნდა ავიღოთ ადგილობრივი მონაცემები საშუალო წლიურ

ხელფასზე, ინფლაციაზე. მონაცემების მოძიება შეიძლება საქართველოს სტატისტიკის

ეროვნული სამსახურის ინტერნეტ გვერდიდან. ზოგიერთისთვის ეს მონაცემები შეიძლება

არაზუსტი, ან არასაიმედო იყოს (მათ შორის ჩვენთვისაც), მაგრამ რაკი უკეთესი წყაროს მოძიება

ძნელია (თუ შეუძლებელი არა), უნდა დავეყრდნოთ ამ მონაცემებს.

პირველ რიგში საშუალო წლიური ხელფასი. საქსტატის (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული

სამსახურის) მიხედვით, 2010 წელს (2011 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არაა) საშუალო

თვიური ხელფასი შეადგენს 597.6 ლარს [3]. ანუ საშუალო წლიური ხელფასი იქნება

597.6*12=7171.2, წლიური ზრდა კი (597.6-556.8)/556.8=7%.

96

ინფლაცია 11.2%-ია 2010 წელს [3] (2011 წლის მონაცემები უკვე გამოქვეყნებულია, რაც 2%-ს

უდრის, თუმცა ამ რიცხვს არ ვიყინებ იმიტომ, რომ ხელფასების დასათვლელად 2010 წლის

მონაცემები გვაქვს გამოყენებული, ასე რომ ავიღოთ 11.2% ინფლაციისათვის).

საპროცენტო განაკვეთისათვის გამოვიყენებთ სხვა და სხვა ბანკების საშუალოს დაახლოებით

10%-ს ლარზე.

ცხრილის დასასრულებლად საჭიროა გავარკვიოთ გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები.

საშემოსავლო გადასახადი 20%-ია. ხოლო რაც შეეხება გამოქვითვებს, მას საქართველოს

საგადასახადო სისტემა არ ითვალისწინებს, ანუ შემოსავალი მთლიანად იბეგრება, რაც

გადასახადებს ზრდის, თუმცა ასევე არ არის ორმაგი დაბეგვრა, ანუ საპროცენტო განაკვეთზე არ

ირიცხება გადასახადი. ამ ორის არარსებობა აადვილებს გაანგარიშებებს.

ცხრილის შესადგენად მონაცემები უკვე გვაქვს. კვლავ დავუშვათ რომ მოქალაქე თანხას

შეაგროვებს 30 წლიდან 65 წლამდე, ყოველწლიურად შემოსავლის 15%-ის ოდენობით; შემდეგ

გავა პენსიაზე და შეგროვილ თანხას დახარჯავს 25 წლის განმავლობაში. ასე შედგება ცხრილი 3.

A B C D E F G

ასაკი შემოსავალი დეფლატორი გადასახადი შენახვა საერთო შენახვა რეალური მოხმარება

30 7,171 Lari 1 1,434 Lari 861 Lari 861 Lari 4,876 Lari

31 7,673 Lari 1.11 1,535 Lari 921 Lari 1,867 Lari 4,692 Lari

32 8,210 Lari 1.24 1,642 Lari 985 Lari 3,039 Lari 4,515 Lari

37 11,515 Lari 2.10 2,303 Lari 1,382 Lari 12,202 Lari 3,724 Lari

38 12,321 Lari 2.34 2,464 Lari 1,479 Lari 14,901 Lari 3,584 Lari

64 71,553 Lari 36.95 14,311 Lari 8,586 Lari 499,843 Lari 1,317 Lari

65 76,562 Lari 41.08 15,312 Lari 9,187 Lari 559,015 Lari 1,267 Lari

ცხრილი 3

97

ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, რომ G სვეტში მოცემული რეალური მოხმარება იკლებს. ეს

იმიტომ ხდება, რომ 2010 წლის მონაცემებით ინფლაცია უფრო მეტია ვიდრე იმავე წლის

ხელფასის ზრდა. F სვეტის ბოლოს მოცემულია ის თანხა, რომელიც მას ამდენი წლის

განმავლობაში დაუგროვდა. ეს ნომინალური თანხა უნდა იმყოფინოს პენსიაზე გასვლის შემდეგ

25 წლის განმავლობაში. რათა დავადგინოთ დღევანდელ ლარებში რამდენის დახარჯვას შეძლებს

მოქალაქე ყოველწლიურად პენსიაზე ყოფნის დროს, კვლავ უნდა დავითვალოთ PMT, რაც

ნაჩვენებია ცხრილ 4-ში.

A B C F G

ასაკი ნომ. გამოტანა დეფლატორი საერთო შენახვა რეალური მოხმარება

66 21,528 Lari 45.68 593,389 Lari 471 Lari

67 23,939 Lari 50.80 628,788 Lari 471 Lari

68 26,620 Lari 56.49 665,047 Lari 471 Lari

69 29,602 Lari 62.82 701,950 Lari 471 Lari

76 62,237 Lari 132.07 946,094 Lari 471 Lari

89 247,407 Lari 525.03 250,106 Lari 471 Lari

90 275,117 Lari 583.83 0 Lari 471 Lari

ცხრილი 4

გამოდის რომ ხელფასზე დამყარებული საპენსიო გეგმის მიყოლის შემთხვევაში მოქალაქე

საქართველოში, საპენსიო ასაკში გასვლისას პირველ წელს საშუალოდ შეძლებს დახარჯოს

დაახლოებით 1,794 (21,528/12) ლარი, რაც დღევანდელი ღირებულების 40 ლარის ტოლია.

რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ გამოყენებული ინფლაციის დონე ყველაზე მაღალია საქსტატის

მონაცემებში 2006 წლის შემდეგ , ხოლო ხელფასის ზრდა თითქმის ყველაზე დაბალი. გამოდის

რომ ყველაზე ცუდი ვარიანტი გვაქვს განხილული. რა მოხდება, თუ ავირჩევთ შედარებით კარგ

ვარიანტს: ინფლაცია 7.9%, ხელფასი 423 ლარი, მისი ზრდა კი 26.03%, (ეს რიცხვები მიღებულია

საქსტატის ბოლო რამდენიმე წლის მონაცემების გასაშუალებით, მაგალითად ხელფასის ზრდა

დავითვალეთ ყოველი წლის ხელფასის ზრდის გამოთვლითა და შემდეგ მათი გასაშუალოებით),

საპროცენტო განაკვეთი ავიღოთ 8% (რადგან როცა ინფლაცია დაბალია ნომინალური

საპროცენტო განაკვეთიც ეცემა). იხილეთ ცხრილი 5.

A B C F G

ასაკი ნომ. გამოტანა დეფლატორი საერთო შენახვა რეალური მოხმარება

66 604,476 Lari 15.44 14,340,704 Lari 39,139 Lari

67 652,230 Lari 16.66 14,835,731 Lari 39,139 Lari

68 703,756 Lari 17.98 15,318,833 Lari 39,139 Lari

69 759,353 Lari 19.40 15,784,987 Lari 39,139 Lari

76 1,292,985 Lari 33.04 17,976,593 Lari 39,139 Lari

89 3,474,341 Lari 88.77 3,471,124 Lari 39,139 Lari

90 3,748,814 Lari 95.78 0 Lari 39,139 Lari

ცხრილი 5

გამოდის რომ ასეთი პირობების დროს პენსიონერი შეძლებს თვეში დღევანდელი ღირებულების

3,300 (39139/12) ლარის დახარჯვას 25 წლის განმავლობაში.

98

მათვის ვისთვისაც ეს მონაცემები ზედმეტად ოპტიმისტურია (მათ შორის ჩვენთვის), ავიღებთ

მესამე მონაცემს, შედარებით დაბალანსებულს.

ვთქვათ წლიური ინფლაციის დონე არის 8%, ხელფასის ზრდა - 11%, ანაბარზე საპროცენტო

განაკვეთი - 12% საწყისი ხელფასი კი თვეში 550 ლარი და შევადგინოთ ცხრილი, ისე რომ სხვა

დანარჩენი უცვლელად დავტოვოთ. იხილეთ ცხრილი 6.

A B C F G

ასაკი ნომ. გამოტანა დეფლატორი საერთო შენახვა რეალური მოხმარება

66 86,568 Lari 15.97 1,360,859 Lari 5,421 Lari

67 93,493 Lari 17.25 1,430,669 Lari 5,421 Lari

68 100,972 Lari 18.63 1,501,377 Lari 5,421 Lari

69 109,050 Lari 20.12 1,572,492 Lari 5,421 Lari

76 186,893 Lari 34.47 2,013,356 Lari 5,421 Lari

89 508,278 Lari 93.76 490,125 Lari 5,421 Lari

90 548,940 Lari 101.26 0 Lari- 5,421 Lari

ცხრილი 6

მაშინ გამოდის, რომ საპენსიო ასაკში გასვლისას მოქალაქე პირველ წელს შეძლებს რომ დახარჯოს

თვეში 7,214 ლარი (86,568/12) რაც დღევანდელი ღირებულების დაახლოებით 450 ლარია.

როდესაც რეალობა გაუტოლდება ამ მონაცემებს, როდესაც ინფლაცია უფრო დაბალი იქნება

ვიდრე ხელფასის ზრდა და ასევე უფრო დაბალი ვიდრე ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი, მაშინ

შეძლებს საქართველოს მოქალაქე თავისი სიბერის დაფინანსებას და არ იქნება სახელმწიფოს

საცხოვრებელ მინიმუმზე დაბალი პენსიის იმედზე.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Bodie, Kane, Marcus. Essentials of Investments. 5th edition. 2. Wikipedia - The Free Encyclopedia.

3. National Statistics Office of Georgia.

4. Brigham E. F., Ehrhardt Michael H. Financial Management: Theory and Practice.

99

მალხაზ ბაქრაძე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

საინვესტიციო გარემოს შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები და კომპანიის

ინვესტიციური საქმიანობის მოდელირების როლი მის მენეჯმენტში

შესავალი 2010 წლის 27-31 იანვარს დავოსში (შვეიცარია) გაიმართა საიუბილეო, რიგით მე-40 მსოფლიო

ეკონომიკური ფორუმი დევიზით: “გავაუმჯობესოთ სიტუაცია მსოფლიოში: ახლებურად

მოვიაზროთ, გარდავქმნათ, გადავაკეთოთ”. ფორუმის გახსნაზე ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა:

“გლობალიზაციამ შექმნა ისეთი სამყარო, სადაც ყველაფერი ფინანსისტების ხელში

აღმოჩნდა. ყველაფერი! და თითქმის არაფერი – მშრომელ ადამიანებს. მეწარმეები

აღმოჩნდნენ სპეკულანტების ტყვეობაში და მათ შექმნეს სისტემა, რომელშიც ნორმა გახდა

სხვისი ფულით სარისკო თამაშები . . . სახელმწიფოს ჩაურევლად საერთოდ ყველაფერი

დაინგრეოდა, იქნებოდა სრული კრახი. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით, რომ “ბაზარი

ყოველთვის მართალია”, გლობალიზაცია საერთოდ გამოვიდა კონტროლიდან. საბაზრო

ეკონომიკას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის

გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ მათ გარდავქმნით”.

საფრანგეთის პრეზიდენტის ეს სიტყვები, რომელიც ცნობილია თავისი მემარჯვენე

შეხედულებებით, აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ ადამ სმიტის ლიბერალური დოქტრინა

“ბაზრის უხილავი ხელის” შესახებ, რომელიც უზრუველყოფს ეკონომიკური განვითარების

დაბალანსებასა და სტაბილურობას, სერიოზული ეჭვის ქვეშ აღმოჩნდა. ფაქტობრივად დღის

წესრიგში დადგა საკითხი სახელმწიფოს როლის, მნიშვნელობისა და ჩარევის ხარისხის

თაობაზე ეკონომიკური პროცესების რეგულირებასა და კონტროლში. დღეს მსოფლიო

პოლიტიკურ და ფინანსურ ელიტაში მყარად ჩამოყალიბდა აზრი იმის შესახებ, რომ

კრიზისი უახლოეს მომავალში არ იქნება დაძლეული და მისი კუპირება ჯერ-ჯერობით

ხდება მხოლოდ კოლოსალური ფინანსური ინექციებით საბანკო სისტემაში და მთელი რიგი

სახელმწიფო პროგრამების განხორციელებით, ანუ სახელმწიფო სახსრების მონაწილებით

ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტებში, რაც ფაქტობრივად ნიშნავს ამ სეგმენტების

ნაწილობრივ ნაციონალიზაციას!!! საუბარია საბანკო და საწარმოო ბიზნეს-სექტორებზე,

საინვესტიციო მექნიზმზე.

საქართველოს მთავრობა და “დიდი ბიზნესიც” ჯერ-ჯერობით ვერ აცნობიერებენ ახალ

რეალობას, რომელიც გულისხმობს საკუთარი საინვესტიციო პოლიტიკის მოდერნიზაციასა

და კაპიტალის ბაზარზე შექმნილი სიტუაციის რეალისტურ აღქმას. სწორეად ამ პრობლემებს

განვიხილავთ ჩვენს სტატიაში და შევეცდებით დავსახოთ ძირითადი მიმართულებები

ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ანალიზისა და განვითარების, შიდა და უცხოური

ინვესტიციების სტიმულირებისა და მოზიდვის სფეროში.

საერთოდ, საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, კერძო ინვესტორი კაპიტალდაბანდებას

აწარმოებს პირველ რიგში მოგების მისაღებად. შესაბამისად, სანამ საქმე გვაქვს

გაუწონასწორებელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციასთან, ძნელია საუბარი ქართულ

ეკონომიკაში გრძელვადიან სტრატეგიულ ინვესტიციებზე. ამის გარეშე კი ზედმეტია ოცნება

წარმოების რეანიმაციაზე, ტექნოლოგიურ აღმავლობაზე, ახალ სამუშაო ადგილებზე,

სოციალური ფონის ცვლილებაზე და ა.შ.

100

ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის ორი ძირითადი ინდიკატორი და

საწინდარია: ლარის კურსის სტაბილიზაცია (არა ექსპანსიური, არამედ საგარეო სავაჭრო

ბალანსის სალდოს გაუმჯობესებით) და საპროცენტო განაკვეთის დაწევა. მაგრამ ეს არ

მოგვცემს ავტომატურ ეფექტს წარმოებაში ინვესტიციების გაზრდის სახით. ეს უპირველეს

ყოვლისა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: (თუ “ამას განაპირობებენ შემდეგი

ფაქტორები?”)

1. ინვესტიციების პოტენციური მიმღები საწარმოების მოუმზადებლობაზე, (ნაგულისხმევი

“რომ”-ის შემდეგ მძიმე გამოიყენება) ეფექტურად გამოიყენონ სახსრები. მიზეზი – მართვის

დაბალი დონე;

2. ინვესტორების მოუმზადებლობაზე, ჩადონ კაპიტალი გაჩერებულ, გადაუიარაღებელ და

არარეფორმირებულ საწარმოებში. Eეს, თავის მხრივ, დაკავშირებულია მაღალ რისკებთან

(საკუთრების უფლების დაუცველობა, სახსრების არდაბრუნება ცუდი მენეჯმენტის გამო და

სხვა). განსაკუთრებით ძნელია თვით ამ რისკების დონის ადეკვატურად განსაზღვრა

(საწარმოების ფინანსური მდგომარეობის გაუმჭვირვალობა, პრობლემები ლიკვიდურობასთან

და საინვესტიციო საქმიანობასთან).

საინვესტიციო პოლიტიკის როლი კრიზისის დაძლევასა და ეკონომიკური სტაბილურობის

მიღწევაში

დღევანდელ პრაქტიკაში დაზოგვა და ინვესტირება უმეტეს წილად ხორციელდება

სხვადასხვა პირების (“სხვადასხვას” შემდეგ სახელი მხოლობით რიცხვში დგას) მიერ. მაგრამ

ეს ყოველთვის ასე არ იყო. დღესაც კი, თუკი მაგალითად ფერმერი საკუთარი დროის

ნაწილს უთმობს სადრენაჟო-მელიორაციულ სამუშაოებს იმის მაგივრად, რომ მოიყვანოს

კულტურა და აიღოს მოსავალი, იგი ერთდროულად ზოგავს და აბანდებს. იგი ზოგავს,

რადგანაც თავს იკავებს მოხმარებისაგან დღეს, რათა უზრუნველყოს მეტი მოხმარება

მომავალში. ამ დანაზოგის სიდიდე განისაზღვრება მისი წმინდა რეალურ მოგებასა და

მოხმარებაზე დანახარჯების სხვაობით. ამასთანავე იგი ინვესტიციას აკეთებს, რადგან

მეურნეობის საწარმოო საშუალებების გაუმჯობესება ნიშნავს წმინდა კაპიტალდაბანდებას.

უბრალო ფერმერის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ არამარტო დაზოგვისა და ინვესტირების,

არამედ იმ მიზეზების თანხვედრას, რის გამოც იგი საერთოდ ახორციელებს ამ პროცესებს.

იგი თავს იკავებს აწმყო მოხმარებისაგან (ზოგავს) მხოლოდ იმიტომ, რომ სურს აწარმოოს

სადრენაჟო სამუშაოები, ანუ დააბანდოს. თუკი ინვესტირების საშუალება არ ექნებოდა, მას

საერთოდ არ მოაფიქრდებოდა დანაზოგის გაკეთება (“ის საერთოდ არ იფიქრებდა

დანაზოგის გაკეთებაზე”. “მოაფიქრდება” კარგად კი გამოხატავს არსს, მაგრამ

არალიტერატურულია).

თანამედროვე ეკონომიკაში წმინდა ინვესტირებას ახორციელებენ სამრეწველო ან სავაჭრო

ორგანიზაციები და, უპირველეს ყოვლისა, კორპორაციები. თუკი კორპორაციას ან მცირე

საწარმოს გააჩნია ფართო საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ მესაკუთრეებს ობიექტურად

უჩნდებათ სურვილი, უკანვე ჩადონ თავისი მოგების დიდი ნაწილი. აქედან გამომდინარე,

საწარმოო დანაზოგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საწარმოო ინვესტიციებისაგან

(“ინვესტიციებზე” ან იქნებ “ინვესტიციების რაოდენობაზე”). ამავე დროს დანაზოგს ქმნის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები: ცალკეული პირები და საოჯახო

მეურნეობება (“ცალკეულის” შემდეგაც არსებითი სახელი მხოლობითში დგას). ადამიანს

101

შეიძლება გააჩნდეს დაზოგვის სხვადასხვა მოტივი: ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა, ან (თუ

“ან” ასრულებს “და” კავშირის ფუნქციას, მის წინ მძიმე არ იწერება) გარკვეული თანხის

დაგროვება მომავალი ხარჯისათვის (შვებულების გატარება ან ავტომობილის შეძენა). იგი

შეიძლება გრძნობდეს საკუთარი მდგომარეობის არამდგრადობას და “შავი დღისთვის” ინახავდეს

სახსრებს. მას შეიძლება ამოძრავებდეს სურვილი დაუტოვოს თავის შვილებსა და შვილიშვილებს

გარკვეული მემკვიდრეობა და ა.შ. რანაირიც (როგორიც) არ უნდა იყოს მოტივი, რომლითაც

ხელმძღვანელობს ესა თუ ის პირი, რომელიც აკეთებს დანაზოგს, ხშირად ეს არ არის უშუალოდ

(ხომ არ აჯობებდა დაგვეწერა “პირდაპირ”, “უშუალოდ” ზედიზედ ორჯერ რომ არ გამოიყენოთ?)

დაკავშირებული უშუალოდ ინვესტირების შესაძლებლობასთან. ეს ხდება იმ მიზეზით, რომ

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვას “ინვესტიცია” ყოველთვის არ გააჩნია ის მნიშვნელობა,

რომელსაც მას ანიჭებენ ეკონომიკურ მსჯელობაში. ჩვენ ვუწოდებთ “წმინდა ინვესტირებას”, ანუ

კაპიტალწარმომქნას იმას, რაც წარმოადგენს საზოგადოების რეალური კაპიტალის წმინდა

ნაზარდს (შენობები, მოწყობილობა, მატერიალური საწარმოო მარაგები და სხვა). ობივატელი კი

საუბრობს ინვესტირებაზე, როდესაც ყიდულობს მიწის ნაკვეთს, მიმოქცევაში მყოფ ფასიან

ქაღალდებს ან საკუთრების რომელიმე სხვა ტიტულს. ეკონომისტისათვის კი ეს სუფთა

ტრანსფერტული ოპერაციებია. რის ინვესტირებასაც აკეთებს ერთი, მეორე აწარმოებს იგივეს

“დეინვესტირებას”. წმინდა ინვესტირებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც იქმნება ახალი რეალური

კაპიტალი.

როგორც უკვე ვახსენეთ, წმინდა ინვესტირება წარმოებს ძირითადად სამრეწველო და

სავაჭრო სფეროში. მისი მოცულობა პერიოდულად მერყეობს და უპირატესად გააჩნია

ციკლური ხასიათი. ასეთი არასტაბილური დინამიკა აიხსნება იმით, რომ ინვესტირების

შესაძლებლობები დამოკიდებულია ახალ პროდუქტებზე, ახალ ტერიტორიებზე და

საზღვრებზე, ახალ რესურსებზე, ახალ მოსახლეობაზე და აგრეთვე წარმოების მზარდ

დონესა და შემოსავლებზე. ინვესტიციები დამოკიდებულია გაფართოებული

საზოგადოებრივი სისტემის დინამიურ და ძნელად ფორმალიზებად ელემენტებზე: ტექნიკისა

და ტექნოლოგიების დონეზე, პოლიტიკაზე, განვითარების ოპტიმისტურ და პესისმისტურ

პროგნოზებზე, სახელმწიფო ხარჯებზე და გადასახადებზე, სამართლებრივ გარემოზე და ა.შ.

ინვესტიციების დაფინანსება წარმოებს შიდა და გარე წყაროების ხარჯზე. შიდა წყაროებს

განეკუთვნება: საწარმოთა საკუთარი სახსრები და მოსახლეობის დანაზოგები; საბიუჯეტო

ასიგნებები (ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან) და ასევე გრძელვადიანი

კრედიტები და სესხები (სახელმწიფო და კომერციული). გარე წყაროებია: კერძო პირდაპირი

და პორტფელური უცხოური ინვესტიციები; უცხოური კრედიტები და სესხები (მათ შორის

სამთავრობო გარანტიით).

ახალ ეკონომიკურ სისტემაში საინვესტიციო პროცესის ანალიზი შეუძლებელია ინვესტიციის

არსის განსაზღვრის გარეშე. მრავალი გამოკვლევის მიუხედავად, ამ საკითხის მიმართ ჯერ

კიდევ არ არის შემუშავებული ერთიანი მიდგომა.

კეინსი ინვესტიციების განსაზღვრისას მკვეთრად უსვამს ხაზს მათ თვისობრივ

მახასიათებლებსა და ორგვარ ხასიათს. მისი აზრით, ინვესტიცია, ერთი მხრივ, ასახავს

დაგროვების მიზნებისათვის აკუმულირებული შემოსავლის სიდიდეს ანუ განსაზღვრავს

პოტენციურ საინვესტიციო მოთხოვნას, მეორე მხრივ, წარმოადგენს დანახარჯს, რომელიც

განსაზღვრავს საინვესტიციო წინადადების რეალიზაციის შედეგად კაპიტალური ქონების

მნიშვნელოვან ზრდას. უფრო კონკრეტულად, ავტორის აზრით, ინვესტიციები არის

საანგარიშო პერიოდში სამეწარმეო საქმიანობის შედეგად კაპიტალური ქონების

102

ღირებულების ზრდა, ასევე შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც მოხმარებისათვის არ იყო

გამოყენებული. უფრო შესაფერისი მოსაზრების მიხედვითაც კეინსის სისტემაში ერთობლივი

წარმოების და შემოსავლის რყევის მიზეზია სასურველი საინვესტიციო ხარჯების სიდიდის

ცვლილება. ამასთან, ავტორი გვთავაზობს განმარტებას, რომლის მიხედვითაც ინვესტირება

ნიშნავს გარკვეული კეთილდღეობის ყიდვას იმ შემოსავლისათვის, რომლის მიღებასაც ჩვენ

ველოდებით მომავალში.

ინვესტიციების ყველაზე უფრო განზოგადებული განსაზღვრება არის ის, რომ იგი

წარმოადგენს ინვესტირებული სახსრების მეშვეობით დღევანდელი მოთხოვნილების

დაკმაყოფილების გაცვლის აქტს მოთხოვნის სამომავლო დაკმაყოფილებაზე, ანუ ინვესტიცია

ნიშნავს: დღეს გაიმეტო ფული იმისათვის, რომ მომავალში უფრო მეტი მიიღო.

ზოგადად თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში ინვესტიციები განიხილება, როგორც

გრძელვადიანი კაპიტალდაბანდება ნებისმიერი (ფულადი სახსრები, მიზნობრივი საბანკო

ანაბრები, პაი, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, ინტელექტუალური ფასეულობები და

ა.შ.) ფორმით საკუთარ ქვეყანაში ან საზღვარგარეთ, სხვადასხვა პროფილის საწარმოში,

სამეწარმეო პროექტებში, სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებში, ინოვაციურ პროექტებში

მოგების მიღების მიზნით დაბანდებიდან გარკვეული ვადის შემდეგ.

საქართველოს კანონმდებლობით „ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის ქონებრივი და

ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომელიც დაბანდდება და გამოიყენება

შესაძლო მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად და უპირობოდ

არის დაცული”. ანუ, ინვესტიციებში იგულისხმება ეკონომიკურ სისტემაში მოქმედი

კაპიტალის მოცულობის ზრდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ინვესტიცია

წარმოადგენს სხვადასხვა ინსტრუმენტებით განხორციელებული გარკვეული ხარჯების

ერთიანობას აწმყოში და შესაძლო გაფართოებულ მოთხოვნას მომავალში. ამგვარად,

შეიძლება დავასკვნათ, რომ არსებობს ინვესტიციის ორგვარი განსაზღვრა: პირველი,

ეკონომიკური ანუ არსობრივი, რომლის მიხედვითაც ინვესტიცია არის სამომავლო

მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აქტი გაზრდილი მოცულობით და მეორე - ტექნიკური,

რომლის მიხედვითაც ინვესტიცია დანახარჯების ჯამია. ორივე ეს ასპექტი მჭიდროდ არის

დაკავშირებული ერთმანეთთან და ურთიერთს განსაზღვრავს.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფინანსური ინვესტიციები საქართველოში საერთოდ არ

არსებობდა, რის გამოც ინვესტიციებს და კაპიტალდაბანდებებს ერთმანეთთან აიგივებდნენ.

კაპიტალდაბანდების განმარტებათა ანალიზის მიხედვით არსებობს რამოდენიმე

კონცეპტუალური მიდგომა: პირველი, კაპიტალდაბანდებათა ხარჯვითი კონცეფცია

(კაპიტალდაბანდება წარმოადგენს გარკვეული მიზნობრივი მიმართულების ხარჯების

ერთობლიობას); მეორე, კაპიტალდაბანდებათა სასესხო კონცეფცია (კაპიტალდაბანდება

წარმოადგენს საზოგადოების განვითარების ან მისი ცალკეული დარგების განვითარების

რესურსს); მესამე, კაპიტალდაბანდებათა მიზნობრივი კონცეფცია - გამოიყოფა არა მხოლოდ

ფულადი სახსრების ხარჯები, არამედ მოცემული დაბანდების (მატერიალურ-ტექნიკური

ბაზის შექმნა, ძირითადი ფონდების დაგროვება და განახლება) მიზნებიც; მეოთხე,

კაპიტალდაბანდებათა სინთეტიკური (შერეული) კონცეფცია (კაპიტალდაბანდებათა

ხარჯვითი ხასიათი უკავშირდება მოცემული ხარჯების მიზნებს).

საფონდო ბაზრის გამოჩენასთან და საზოგადოებაში საბაზრო გარდაქმნის დაწყებასთან

დაკავშირებით კაპიტალდაბანდების ცნება ტექნიკურ განსაზღვრათა რიგში გადავიდა.

103

არსებობას განაგრძობს აგრეთვე ხარჯვითი კონცეფციაც: კაპიტალდაბანდებები არის

ინვესტიციები ძირითად კაპიტალში (ძირითად სახსრებში), მათ შორისაა ხარჯები ახალ

მშენებლობაში, გაფართოებაზე, მოქმედი საწარმოების რეკონსტრუქციასა და ტექნიკურ

გადაიარაღებაზე, მანქანების აღჭურვილობის, ინსტრუმენტების, ინვენტარის შეძენაზე,

საპროექტო-საკვლევ სამუშაოებსა და სხვა საქმიანობაზე. ჩვენი აზრით, ასეთი განმარტება

საკმაოდ სრულად განმარტავს ამ კატეგორიას.

თანამედროვე პირობებში კაპიტალდაბანდების მაჩვენებელი უკვე არ ასახავს ინვესტიციური

შევსების მთელ სიღრმეს. სწორედ ამიტომ მართებულია მათი განხილვა

კაპიტალწარმომქმნელი ინვესტიციების სახით. ასეთი განმარტება უკვე დამკვიდრებულია

ჩვენს ქვეყანაში იმ საინვესტიციო ნაკადების სრულფასოვანი შეფასებისათვის, რომლებიც

აისახება ეკონომიკის რეალური სექტორის მუშაობაში. აღნიშნული კატეგორია მოიცავს:

ხარჯებს კაპიტალურ რემონტზე, ინვესტიციებს მიწის ნაკვეთების შესაძენად, ინვესტიციებს

პატენტების, ლიცენზიების, პროგრამული საქონლის შესაძენად, ინვესტიციებს სამეცნიერო-

კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო გეგმების შესამუშავებლად, საბრუნავი

მატერიალური საშუალებების რეზერვების შესავსებად.

ფინანსური ბაზარი ანუ ფასიანი ქაღალდების ბაზარი ეს არის ფინანსური აქტივების

გაცვლის მექანიზმი ფასიანი ქაღალდების გამყიდველებისა და მყიდველების ერთ ადგილზე

თავმოყრის შემდეგ. ასეთ მიდგომას შეიძლება ვუწოდოთ ფუნქციურ-ტექნიკური მიდგომა,

რომელიც არ ასხავს ფინანსური ბაზრის მთელ არსს. ფინანსური ბაზრისა და ფასიანი

ქაღალდების ბაზრის გაერთიანებით უყურადღებოდ რჩება სხვა ფულადი დინებები, რაც

ხელს უშლის ეკონომიკური პროცესების სრულფასოვან ობიექტურ ანალიზს. ფინანსური

ბაზრის ძირითად შინაარს საკმაოდ კარგად განსაზღვრავს შემდეგი მოსაზრება: ფინანსური

ბაზრები ეს არის მექანიზმი, რომელიც გარიგებათა დასადებად ერთმანეთს აკავშირებს

ფულის მაძიებლებსა და მათ მფლობელებს. ფინანსური ბაზრის არსის სრულად

განსაზღვრისათვის აუცილებელია შევეხოთ ფინანსური ბაზრის სტრუქტურას, რომელიც

მოიცავს ორ შემადგენელ ნაწილს: ფასიანი ქაღალდების (ან საფონდო ბაზარს) და სასესხო

კაპიტალის (საკრედიტო ფულადი რესურსების) ბაზარს. ფასიანი ქაღალდების არსი უფრო

სრულად შეიძლება გამოიხატოს მისი საინვესტიციო და სამობილიზაციო ნაწილების

ურთიერთშეთანხმებით. ინვესტიცია და მობილიზება ერთი პროცესის ორი მხარეა. ამასთან,

საინვესტიციო შემადგენელი წინა პლანზე იმყოფება, ვინაიდან სწორედ მოთხოვნა

წარმოშობს მიწოდებას. ინვესტიციის მოთხოვნა წარმოშობს დროებით თავისუფალი ფულადი

სახსრების შემოთავაზებას. გარდა ამისა, ცნობილია რომ საინვესტიციო საქმიანობის წყარო

შეიძლება იყოს არა მარტო ნასესხები, არამედ საკუთარი და ასევე სახელმწიფო სახსრები.

მობილიზებაზე საუბრის დროს პირველ რიგში იგულისხმება დროებით თავისუფალი

დამატებითი რესურსების გამოყენება, რაც წარმოადგენს საინვესტიციო პროცესის ფულადი

რესურსების მხოლოდ ნაწილს. შეიძლება ითქვას, ფულადი რესურსების მოძრაობის პროცესი

იწყება მობილიზებით და მთავრდება ინვესტიციების განხორციელებით, თუმცა

ამავდროულად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი იწყება ინვესტირებით და მთავრდება

მობილიზებით.

აღნიშნულ პროცესს შეიძლება დავაკვირდეთ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების

მაგალითზე. ბანკი, რომელიც აბანდებს სახსრებს საფონდო ინსტრუმენტებში, ახორციელებს

ინვესტიციებს, ხოლო მოცემული ვალდებულების ემიტენტი ახორციელებს ფინანსური

რესურსების მობილიზებას. შეიძლება ითქვას, რომ მობილიზება და ინვესტირების პროცესი

104

ერდროულად მიმდინარეობს, თუმცა ფინანსური ბაზრის სხვადასხვა მონაწილეების

თვალსაწიერიდან ეს პროცესები განსხვავებულად გამოიყურება. საფინანსო ბაზრის ორ

პოლარულ წერტილს შორის მოძრაობის პროცესში ფულადი სახსრები გარკვეულ

ცვლილებებს განიცდიან. ფულადი სახსრები მსესხებლის ხელში მობილიზაციის შემდეგ

გადიან განაწილების (გადანაწილების) ეტაპს ფულადი სახსრების მოძრობის საშუალებით,

რომლის დროსაც ისინი კარგავენ კავშირს საკუთარ „წყაროსთან” და კარგავენ პიროვნულ

ნიშნებს. ამასთან, ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით მობილიზებული სახსრები

გარდაიქმნება ფულად ნაკადებად და ინვესტიციების ბაზრის გავლით მიემართებიან იმ

დარგებსა და რეგიონებში, რომლებშიც დაბანდება ყველაზე ეფექტური იქნება.

როგორც ცნობილია, საფონდო ბაზარზე ფულადი სახსრების მოძრაობის მიზანს

წარმოადგენს ინვესტიციები. საინვესტიციო პროცესის ერთ-ერთი მიზანია სახსრების

დაბანდება რეალურ სფეროში. ამასთან, ინვესტორები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ

მოგების მომტან მოკლევადიან პროექტებს, ანუ სპეკულაციებს.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ისევე როგორც საფინანსო, ასევე პირდაპირი ინვესტიციები

ხორციელდება ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე.

ამასთან, ინვესტიციების განხორციელება დასაშვებია იმ პირობებში, როდესაც მოცემულ

საანგარიშო საპროცენტო განაკვეთის პირობებში ინვესტიციების კაპიტალური ღირებულება

C0, მისი რეალიზაციის საწყის ეტაპზე, არ არის უარყოფითი:

C0=Σ (bt – at) / (1+ i) ≥ 0

სადაც, t - მოქმედების დროა, b - დარიცხვები, a - გადახდები.

აღნიშნული პრინციპი მეტყველებს იმაზე, რომ მოცემულ საანგარიშო საპროცენტო

განაკვეთის პირობებში ინვესტიციები მისაღებია, როდესაც ყოველწლიური საშუალო

შემოსავლები აჭარბებს შესაბამის დანახარჯებს.

შესაბამისად, ინვესტიციების განხორციელების ალტერნატიული ვარიანტების არსებობისას

უპირატესობა ეძლევა იმ ვარიანტს, როდესაც მოცემულ საანგარიშო საპროცენტო განაკვეთის

პირობებში გარკვეული მომენტისათვის კაპიტალური ღირებულება მინიმალურია. ამ

შემთხვევაში დასაშვებია, რომ ინვესტორს მოცემულ საანგარიშო საპროცენტო განაკვეთის

პირობებში შეუძლია განახორციელოს სახსრების ნებისმიერი დაბანდება და ამოღება,

რადგანაც შესაძლებელია ხარჯების და შემოსავლების შედარება კაპიტალის ღირებულების

შეფასების მეთოდის ან ანუიტეტის მეშვეობით.

ამ პრინციპის გამოყენება მიზანშეწონილია ინვესტორების განხორციელების ალტერნატიული

ვარიანტებიდან საუკეთესოს ამორჩევისათვის.

როდესაც საუბარია საინვესტიციო გადაწყვეტილების შესახებ აქტუალური ხდება რისკ-

ფაქტორების გაანალიზების საკითხი. ინვესტიციების მოსალოდნელი შედეგების შეფასებისას

გამოიყენება:

- „სუფთა დღევანდელი ღირებულების” მეთოდი, რომლითაც განისაზღვრება მომავალში

მოსალოდნელი შემოსავლების დღევანდელი ღირებულება;

- „უკუგების საპროცენტო განაკვეთი”, როდესაც პროექტზე გაწეული დანახარჯები ამ

პროექტის განხორციელების შემდეგ მისაღები შედეგების მიხედვით დგინდება;

105

- ინვესტიციის „ამოღების” მეთოდი, რომლის დროსაც განისაზღვრება ინვესტიციაზე

გაწეული დანახარჯების ამოღება;

- ძირითადი რისკის ფაქტორები, რომლებიც დგანან ინვესტორის წინაშე.

კაპიტალდაბანდების განხორციელებამდე, შეიძლება შემდეგი სახით ჩამოყალიბდეს:

- ეკონომიკური რისკი - რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ქვეყნის ეკონომიკურ

სტრუქტურაში მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებების შედეგად, და ალბათობა იმისა

თუ რამდენად მოახდენს ეს ცვლილებები გავლენას ინვესტიციის მოსალოდნელ უკუგებაზე;

- ტრანსფერის რისკი - როგორია კაპიტალის გატანის შესაძლებლობა ქვეყნის გარეთ.

- ინფლაციის რისკი - ინფლაციის არსებული და საპროგნოზო მაჩვენებლები განსაზღვრავენ

გადახდისუნარიანი მოთხოვნის არსებობას და გასაღების ბაზრების ფუნქციონირებას;

- ადგილმდებარეობის რისკი - იმ უარყოფითი შედეგების ერთობლიობა, რომელთაც

შეიძლება თავი იჩინონ რეგიონში;

- სუვერენული რისკი - ძირითადად უკავშირდება საგარეო ვალების მომსახურებას და იმის

საშიშროებას, რომ მთავრობა ვერ გაისტუმრებს სახელმწიფო ვალებს;

- პოლიტიკური რისკი - დაკავშირებული ქვეყნის შიგნით მოსალოდნელ სამოქალაქო

არასტაბილურობასთან.

ინვესტიციების ეკონომიკური არსის დახასიათების შემდეგ, მეტად მნიშვნელოვანია

განისაზღვროს ის ეტაპები, რომლებსაც გადიან ინვესტორები სახსრების დაბანდების შესახებ

გადაწყვეტილების მიღების შემდგომ: პირველი ეტაპი, მიმართულია კაპიტალის სწრაფი

ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ინვესტიციების განხორციელების საწყის

ეტაპზე ინვესტორებს, როგორც წესი, აქვთ შეზღუდული რაოდენობის თანხები, ამიტომაც

მიისწრაფიან სახსრების სწრაფი მიღებისაკენ დროის შედარებით მოკლე განაკვეთში; მეორე

ეტაპი, რომლის განმავლობაშიც მნიშვნელოვანი ხდება კაპიტალის ზრდის ხარისხი და

ინვესტიციისაგან მიმდინარე შემოსავლის მიღება; მესამე ეტაპი, მოიცავს კაპიტალის

შენარჩუნებასა და მდგრადი და ამასთან მაღალი შემოსავლის მიღებას.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ინვესტიციების ძირითადი ეტაპების კლასიფიკაცია

საშუალებას იძლევა განისაზღვროს ამ პროცესის სახელმწიფო რეგულირების

მიმართულებები. მეტად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მიმდინარე და საპროგნოზო

ეტაპებზე მაკროეკონომიკური პარამეტრების დაგეგმვა დამყარებულია ორ მთავარ

ფაქტორზე, რომელთაგან ერთ-ერთი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა. ეს

პროცესი განმტკიცებული უნდა იქნეს ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი ცვლილებებით,

სტრუქტურული და ინსტიტუციური რეფორმებით, რამეთუ ეკონომიკის დროებითი

გამოცოცხლების საფუძველზე უზრუნველყოფილი იქნეს გრძელვადიანი ზრდა საფინანსო-

საბანკო სისტემის მონაწილეობით.

დანაზოგები და ინვესტირების სტიმულები

საინვესტიციო საქმიანობის ადგილობრივი ანუ ეროვნული რესურსები საინვესტიციო

პროექტების განხორციელების საფუძველს წარმოადგენენ. ამ რესურსებს შეიძლება

მივაკუთვნოთ საინვესტიციო აქტივობის დაფინანსების ორი მნიშვნელოვნი წყარო: შიდა და

მოზიდული წყაროები.

106

საინვესტიციო პროექტების შიდა წყაროებში იგულისხმება მოგება და საამორტიზაციო

ანარიცხები. დაფინანსების ორივე წყაროს მოცულობა მთლიანად რეგულირდება

სახელმწიფოს მიერ საგადასახადო და სააღრიცხვო პოლიტიკის მეშვეობით.

საინვესტიციო პროცესების სტიმულირება საქართველოში, უნდა დაიწყოს ადგილობრივ

სამეწარმეო საქმიანობაში საამორტიზაციო ანარიცხების პოლიტიკის შეცვლით.

ამორტიზაცია - ფულად ერთეულში გამოხატული ძირითადი ფონდების ცვეთაა მათი

სამეწარმეო გამოყენების შედეგად. ამორტიზაციის მეთოდი ამავდროულად საშუალებას

იძლევა წარმოების მოძველებული საშუალებების ღირებულება ასახულ იქნას მათ მიერ

წარმოებულ საქონელში. ძირითადი საშუალებების ცვეთის აღდგენის ინსტრუმენტს

წარმოადგენს საამორტიზაციო ანარიცხები ფულადი სახით. ფულის ეს მასა გამიზნულია

რემონტისათვის, მშენებლობისათვის, ან ახალი წარმოების საშუალებების შესაძენად.

საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა შედის საქონლის თვითღირებულებაში, რის

შედეგადაც იგი წარმოადგენს საქონლის საბოლოო ფასის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს.

საამორტიზაციო ნორმები წარმოადგენენ კვლავწარმოებისა და ძირითადი ფონდების

დაფინანსების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს. ეროვნული ეკონომიკის საბაზრო ეკონომიკაზე

გადასვლის პირობებში საამორტიზაციო ანარიცხების ნორმებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ

მტკიცდება, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ამ მეთოდით საწარმოებს საშუალება

ეძლევათ მოახდინონ საკუთარი საწარმოო საშუალებების უზრუნველყოფა საკუთარი

დაბანდებების ხარჯზე და არ იყვნენ დამოკიდებულნი არც სახელმწიფოს მხრიდან

დახმარებაზე, როგორც ამას ჰქონდა ადგილი ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვის

პირობებში და არც საკრედიტო ინსტიტუტებზე.

სახელმწიფოს მიერ დადგენილი საამორტიზაციო ნორმები განსაზღვრავენ მოქმედი

ძირითადი ფონდების შეცვლის ინტენსივობას. თუმცა უნდა ითქვას, რომ ინფლაციის

პირობებში საამორტიზაციო ანარიცხების ნორმები აზრს კარგავს, ვინაიდან ფულად

ერთეულში გამოხატული ძირითადი ფონდების ღირებულება ინფლაციის პერიოდში ძლიერ

უფასურდება. ამიტომ აუცილებელი ხდება ძირითადი ფონდების შეფასების კორექტირება იმ

მიზნით რომ თავიდან ავიცილოთ რეალური ამორტიზაციის გაუფასურება ინფლაციის

პირობებში.

კორექტირების ამგვარი ფორმაა დაჩქარებული ამორტიზაცია, თუმცა გარდამავალი

ეკონომიკის პირობებში ამგვარი ნაბიჯის გადადგმა საფრთხილოა, ვინაიდან სასაქონლო

დეფიციტისა და წარმოების საშუალებების წარმოების არაელასტიურობის პირობებში,

დაჩქარებული სამორტიზაციო ანარიცხები შეიძლება სერიოზული ინფლაციური პროცესების

სტიმულად იქცნენ, რადგანაც საამორტიზაციო ანარიცხები წარმოადგენენ ფულად მასას,

რომელიც ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე ზედმეტ ტვირთად აწვება გადახდისუნარიან

მოთხოვნას. ამგვარი პროცესების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ეროვნული

წარმოების დაჩქარებული განვითარების პროტექციონისტული პროგრამის განხორცილება,

რომელსაც კოორდინირებას ქვეყნის მთავრობა გაუწევს. ამის გარეშე მეწარმეების ხელში

აღმოჩენილი თავისუფალი ფულადი სახსრები პირველ რიგში გამოიწვევს ინფლაციის მატებას.

მოგების ინვესტიციებად გარდასაქმნელად დიდი როლი სახელმწიფოს აკისრია. მხოლოდ

სახელმწიფოს მიზანმიმართულ პოლიტიკას ძალუძს სტიმული მისცეს საინვესტიციო

107

აქტივობას და მოგების გადანაწილებას საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაზე. ასეთ

სტიმულებს შეუძლიათ საქართველოში დააბრუნონ ის ფულადი სახსრებიც, რომელთაც

დატოვეს ქვეყნის ტერიტორია და ფუნქციონირებას განაგრძობენ სხვადასხვა დასავლურ

საბანკო ანგარიშებზე, ან ჩართულნი არიან სხვა ქვეყნების ეკონომიკაში.

მოგება და ამორტიზაცია წარმოადგენს ძირითადი საწარმოო ფონდების გაფართოებისკენ

მიმართული საინვესტიციო პროგრამების ფინანსირების ტრადიციულ წყაროებს.

კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირების

როლი მის მენეჯმენტში თანამედროვე ეკონომიკაში სამრეწველო კომპანიების წარმატებული ფუნქციონირებისა და

განვითარების ძირითად საფუძველს წარმოადგენს მათი ეფექტიური საინვესტიციო და

საინოვაციო საქმიანობა. ამავე დროს გამომდინარე საინვესტიციო რესურსების

შეზღუდულობიდან, საინვესტიციო-საინოვაციო პოტენციალის სრულად რეალიზაცია ძალზე

გაძნელებულია, ან სრულიად შეუძლებელი. სწორედ ამიტომ რიგი კომპანიებისა აწყდებიან

საკუთარი საინვესტიციო სტრატეგიის ჯეროვნად ჩამოყალიბებისა და რეალიზაციის

პრობლემებს. საინვესტიციო საქმიანობის ერთ-ერთ ეფექტიურ მიმართულებას წარმოადგენს

დაბანდებები როგორც თვით კომპანიის ფარგლებში, ასევე მისი ფუნქციონირების გარემოსა

და მიმართულებებში: მომხმარებლები, მომწოდებლები, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება,

წარმოება, გასაღების სისტემა და ზოგადად მენეჯმენტი. ამ შემთხვევაში ძალზე

აქტუალურია კომპანიის შიდა საინვესტიციო საქმიანობის ოპტიმიზაცია, საინვესტიციო

პროექტების სწორი სტრატეგიული შერჩევა, ანუ მაქსიმალურად ეფექტიური ინვესტიციური

პორტფელის ფორმირება და მისი რეალიზაციის ოპტიმალური გრაფიკის შედგენა, რაც

უშუალოდ საინვესტიციო ნაკადების მართვასთან არის დაკავშირებული. ამასთან

დაკავშირებით ჩვენ განვიხილავთ კომპანიის ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების

პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს, ინვესტირების პრიორიტეტული მიმართულებების

ამორჩევის სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირების მოდელების სისტემის საფუძველზე.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საინვესტიციო საქმიანობის მართვის მექანიზმის ისეთ

შემადგენლებს, როგორიცაა: მართვის მიზნები, კრიტერიუმები, ფაქტორები და რესურსები

(მატერიალური და ფინანსური); ორგანიზაციული პოტენციალი და ა.შ.

კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის მართვის მოდელი. მეთოდოლოგიური

წინამძღვრები

კომპანიის განვითარების მართვა გამოისახება იმ ღონისძიებების, მეთოდებისა და სახსრების

(მატერიალური და არამატერიალური) ერთობლიობაში, რომელთა დაბანდება ხდება

კონკრეტული მიზნების მისაღწევად. კომპანიის საერთო განვითარების დონე

განპირობებულია შემდეგი ძირითადი კომპონენტებით: ეკონომიკური განვითარების დონე,

კორპორატიული განვითარების დონე, ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარებით,

მენეჯმენტის დონის განვითარებით. ეკონომიკური განვითარების დონეს განსაზღვრავენ

შემდეგი მაჩვენებლების ზრდა: მესაკუთრის ფინანსური რეზულტატი, ამონაგები, მოგება,

რენტაბელობა, მომუშავეთა შემოსავალი, ფინანსური მდგრადობის კოეფიციენტი. ამავე დროს

მნიშვნელოვანია ზენორმატიული კრედიტორული დავალიანებისა და ხვედრითი

დანახარჯების კლება. რა თქმა უნდა იდეალურ ვარიანტად ითვლება ყველა აღნიშნული

მიზნის მიღწევა, ყველა პარამეტრის მაქსიმიზაცია. ნათელია, რომ ეს იდეალი მიუღწევადია:

რისკების მინიმიზაციას, ბაზრის გაფართოვებას და ა.შ., მივყევართ დანახარჯების ზრდასთან

და შესაბამისად – მოგების შემცირებასთან; მიმდინარე მოხმარების ზრდა იწვევს

108

განვითარების ფონდის და ა.შ., ანუ ფირმის ეკონომიკური დონის ამაღლების ამოცანა არის

მრავალკრიტერიული და ნებისმიერი გადაწყვეტილება კონკრეტულ პერიოდში არის

კომპრომისული, ანუ შესაძლებელია მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე კრიტერიუმის

მაქსიმიზაცია. უმეტესი ქართული კომპანიისათვის ფინანსური რეზულტატის მატება

დაკავშირებულია საბრუნავი საშუალებების, ბრუნვის, წარმოების და გაყიდვების ზრდასთან.

საბოლოოდ კი მეტი წილი გადაწყვეტილებებისა (მაგალითად, ბიზნესის ღირებულების, ან

მიმდინარე მოგების ამაღლება) მიიღება მოგების გადანაწილების სხვადასხვა ვარიანტების

გამოყენებით. აქედან გამომდინარე, თუნდაც ერთ-ერთი ზემოჩამოთვლილი კრიტერიუმის

გაუმჯობესების აუცილებელი და საკმარისი პირობა, სხვების გაუარესების გარეშე, არის

მოგების გაზრდა. ნებისმიერი პროექტის განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია

კაპიტალდაბანდების რომელიმე მიმართულებასთან (მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება,

წარმოება, ვაჭრობა ან მენეჯმენტი) გავლენას ახდენს ძირითად ფაქტორებზე – პროდუქციის

ეკონომიკურ პარამეტრებზე: ფასზე, თვითღირებულებაზე, გამოშვების მოცულობაზე და

საბოლოოდ მოგებაზე (სურ.1). მოგება Pთ წარმოიქმნება კომპანიის ამოგებიდან

(შემოსავლიდან) და დანახარჯებიდან, ხოლო მასზე მოქმედი ფაქტორებია ფასი,

თვითღირებულება და პროდუქციის მოცულობა:

PT = (ფ𝐧𝐢=𝟏 i, T - C i, T )N i, T - 𝑲𝐋

𝐢=𝟏 l → max, (1) სადაც, ფi, T , C i, T – i– რი პროდუქციის ფასისა და ხვედრითი თვითღირებულების საშუალო

მნიშვნელობები T დროის პერიოდში, (i=1,n), n – გამოშვებული პროდუქციის სახეობათა

რაოდენობა, N i, T გამოშვებული პროდუქციის მოცულობა, Kl – ინვესტიციების დონე კომპანიის l საქმიანობის მიმართულებით (l=1, L). ინვესტირების ძირითადი ამოცანა არის – პროექტების

შერჩევა პორთფელში და სახსრების აუცილებელი მოცულობის განსაზღვრა. მიზნობრივი

ფუნქციის შემოტანა და საბაზო მოდელური პარამეტრების განსაზღვრის პროცედურები

შემდეგი ამოცანის გადაჭრის საშუალებას იძლევა – მიზნობრივი ფუნქციის მაქსიმალური

ზრდის უზრუნველსაყოფად, ინვესტიციების განხორციელება აუცილებელია

გადაწყვეტილების მიღების კონკრეტულ ეტაპზე.

ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია საინვესტიციო რესურსების განაწილების ამოცანის

ორეტაპიანი ტექნოლოგია. პირველ, საწყის ეტაპზე გამოიყენება ინვესტირების

პრიორიტეტული ამორჩევის სტრატეგიული დაგეგმვის პროცედურა. შემდეგ ხდება

ფინანსური ნაკადები მართვის მეთოდების გამოყენება, პროექტების შემდგომი დაზუსტებით

დინამიკაში, საინვესტიციო ნაკადების გათვლით, დანახარჯებისა და რეზულტატების

დაზუსტებით განმეორებითი იტერაციით მთლიანი კომპანიის მასშტაბით. სტრატეგიული

დაგეგმვის ეტაპზე ხორციელდება: სტრატეგიული ანალიზი (ფირმის მიზნებისა და

კრიტერიუმების ჩამოყალიბება შიდა და გარე საინვესტიციო გარემოს ანალიზის

გათვალისწინებით); საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დაზუსტება

კაპიტალდაბანდებების პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევა; სტრატეგიების

რეალიზაციის დაგეგმვა მთლიანად კომპანიისა და მისი ქვედანაყოფების ბიუჯეტების

ფორმირება და ინვესტიციების სტრუქტურული განაწილებით.

109

დონე I.

დონე II.

დონე III.

დონე IV.

დონე V.

სურ. 1. სტრუქტურა – “მიზნები და რესურსები”:

დონე I – საბოლოო მიზანი; დონე II – ქვემიზნები; დონე III – ამოცანები და პრობლემები; დონე IV – გადაჭრის გზები (მიმართულებები); დონე V - პროექტები. დასკვნები ჩვენი აზრით, უნდა მოხდეს დღევანდელი სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის

სერიოზული კორექტირება შემდეგის გათვალისწინებით:

1. ჩამოყალიბდეს პირობები და მექანიზმი საწარმოების აქტივების საბაზრო შეფასებისათვის,

რაც მიცემს მათ ამ აქტივების გამოყენების უფრო რაციონალურედ გამოყენების საშუალებას;

მოგება

შემოსავალი ხარჯები

ფასი გაყიდვების

მოცულობა

თვითღირებულება გამოშვების

მოცულობა

მენეჯმენტი

მომარაგება წარმოება რეალიზაცია

პროექტების პორთფელი

110

2. შეიცვალოს საამორტიზაციო პოლიტიკა, მისის ლიბერალიზაციის მიმართულებით,

რეფორმირებული საწარმოებისათვის თავისუფლების ხარისხის გაზრდით;

3. საინვესტიციო პროცესის თანმიმდევრობითი დეცენტრალიზაცია და საწარმოების

დაგროვების საკუთარი შიდა წყაროების როლის გაძლიერება მათი საინვესტიციო

პროექტების დასაფინანსებლად;

4. კომპანიების სახემწიფო მხარდაჭერა ცენტრალიზებული ინვესტიციების ხარჯზე;

5. შეზღუდლი რაოდენობის ცენტრალიზებული კაპიტალური დაბანდებების განთავსება და

საინვესტიციო პროექტების სახელმწიფო დაფინანსება მკაცრად მიზნობრივი პროგრამებისა

და კონკურსის საფუძველზე;

6. საინვესტიციო პროექტების ერთობლივი სახელმწიფო-კომერციული დაფინანსების

პრაქტიკის მნიშვნელოვანი გაფართოება.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Keynes John M. 1936. The General Theory of Employment, Interest, and Money. London, Palgrave

Macmillan.

2. Campbell C. D., Campbell R. G. and Dolan E. G. 1988. Money, Banking, and Monetary Policy. The

Dryden Press.

3. Friedman D. 1989. Money & Banking. American Bankers Association.

4. Miller, R. L. and VanHoose D. 2001. Money, Banking & Financial Markets. Cincinnati.

5. Brealey R.A., Mayers S. C. 1988. Principles of Corporate Finance. New York: McGrow Hill.

6. ძნელაძე გ. 2003. ფინანსური ნაკადების მოდელირების მექანიზმი საქართველოში.

ჟურნალი „ბანკი“, #16.

7. ძნელაძე გ. 2007. მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გავლენის ანალიზი მოსახლეობის

ცხოვრების დონეზე - სოციალური პოლიტიკის წარმართვის საფუძველი. სსკგც-ს ბიულეტენი, #102.

8. გარაყანიძე ზ., მურღულია შ. 2008. საინვესტიციო უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემა

საქართველოში. სსკგც-ს ბიულეტენი, #107.

9. ძნელაძე გ. 2009. გლობალური კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები

საქართველოში და მათი კომპენსაციის გზები. სსკგც-ს ბიულეტენი, #114.

111

მალხაზ ბაქრაძე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის მართვის მოდელი

კომპანიის განვითარების მართვა გამოისახება იმ ღონისძიებების, მეთოდებისა და სახსრების

(მატერიალური და არამატერიალური) ერთობლიობაში, რომელთა დაბანდება ხდება

კონკრეტული მიზნების მისაღწევად. კომპანიის საერთო განვითარების დონე

განპირობებულია შემდეგი ძირითადი კომპონენტებით: ეკონომიკური განვითარების დონე,

კორპორატიული განვითარების დონე, ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარებით,

მენეჯმენტის დონის განვითარებით. ეკონომიკური განვითარების დონეს განსაზღვრავს

შემდეგი მაჩვენებლების ზრდა: მესაკუთრის ფინანსური რეზულტატი, ამონაგები, მოგება,

რენტაბელობა, მომუშავეთა შემოსავალი, ფინანსური მდგრადობის კოეფიციენტი. ამავე დროს

მნიშვნელოვანია ზენორმატიული კრედიტორული დავალიანებისა და ხვედრითი

დანახარჯების კლება. რა თქმა უნდა იდეალურ ვარიანტად ითვლება ყველა აღნიშნული

მიზნის მიღწევა, ყველა პარამეტრის მაქსიმიზაცია. ნათელია, რომ ეს იდეალი მიუღწევადია:

რისკების მინიმიზაციას, ბაზრის გაფართოებას და ა.შ., მივყევართ დანახარჯების ზრდასთან

და შესაბამისად – მოგების შემცირებასთან; მიმდინარე მოხმარების ზრდა იწვევს

განვითარების ფონდის შემცირებას და ა.შ., ანუ ფირმის ეკონომიკური დონის ამაღლების

ამოცანა არის მრავალკრიტერიული და ნებისმიერი გადაწყვეტილება კონკრეტულ პერიოდში

არის კომპრომისული, ანუ შესაძლებელია მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე კრიტერიუმის

მაქსიმიზაცია. უმეტესი ქართული კომპანიისათვის ფინანსური რეზულტატის მატება

დაკავშირებულია საბრუნავი საშუალებების, ბრუნვის, წარმოების და გაყიდვების ზრდასთან.

საბოლოოდ კი მეტი წილი გადაწყვეტილებებისა (მაგალითად, ბიზნესის ღირებულების, ან

მიმდინარე მოგების ამაღლება) მიიღება მოგების გადანაწილების სხვადასხვა ვარიანტების

გამოყენებით. აქედან გამომდინარე, თუნდაც ერთ-ერთი ზემოჩამოთვლილი კრიტერიუმის

გაუმჯობესების აუცილებელი და საკმარისი პირობა, სხვების გაუარესების გარეშე, არის

მოგების გაზრდა. ნებისმიერი პროექტის განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია

კაპიტალდაბანდების რომელიმე მიმართულებასთან (მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება,

წარმოება, ვაჭრობა ან მენეჯმენტი) გავლენას ახდენს ძირითად ფაქტორებზე – პროდუქციის

ეკონომიკურ პარამეტრებზე: ფასზე, თვითღირებულებაზე, გამოშვების მოცულობაზე და

საბოლოოდ მოგებაზე (სურ.1).

112

დონე I

დონე II

დონე III

დონე IV

დონე V

სურ.1. სტრუქტურა – "მიზნები და რესურსები":

დონე I – საბოლოო მიზანი; დონე II – ქვემიზნები; დონე III – ამოცანები და პრობლემები; დონე IV

– გადაჭრის გზები (მიმართულებები); დონე 5 – პროექტები.

მოგება PT წარმოიქმნება კომპანიის ამოგებიდან (შემოსავლიდან) და დანახარჯებიდან, ხოლო

მასზე მოქმედი ფაქტორებია ფასი, თვითღირებულება და პროდუქციის მოცულობა:

PT = (ფ𝐧𝐢=𝟏 i, T - C i, T )N i, T - 𝑲𝐋

𝐢=𝟏 l → max, (1)

მოგება

შემოსავალი ხარჯები

ფასი გაყიდვების

მოცულობა

თვითღირებულება გამოშვების

მოცულობა

მენეჯმენტი

მომარაგება წარმოება რეალიზაცია

პროექტების პორტფელი

113

სადაც, ფi, T , C i, T – i– რი პროდუქციის ფასისა და ხვედრითი თვითღირებულების საშუალო

მნიშვნელობები T დროის პერიოდში, (i=1,n), n – გამოშვებული პროდუქციის სახეობათა

რაოდენობა, N i, T გამოშვებული პროდუქციის მოცულობა, Kl – ინვესტიციების დონე

კომპანიის l საქმიანობის მიმართულებით (l=1, L). ინვესტირების ძირითადი ამოცანა არის –

პროექტების შერჩევა პორთფელში და სახსრების აუცილებელი მოცულობის განსაზღვრა.

მიზნობრივი ფუნქციის შემოტანა და საბაზო მოდელური პარამეტრების განსაზღვრის

პროცედურები შემდეგი ამოცანის გადაჭრის საშუალებას იძლევა – მიზნობრივი ფუნქციის

მაქსიმალური ზრდის უზრუნველსაყოფად, ინვესტიციების განხორციელება აუცილებელია

გადაწყვეტილების მიღების კონკრეტულ ეტაპზე.

ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია საინვესტიციო რესურსების განაწილების ამოცანის

ორეტაპიანი ტექნოლოგია. პირველ, საწყის ეტაპზე გამოიყენება ინვესტირების

პრიორიტეტული ამორჩევის სტრატეგიული დაგეგმვის პროცედურა. შემდეგ ხდება

ფინანსური ნაკადების მართვის მეთოდების გამოყენება, პროექტების შემდგომი დაზუსტებით

დინამიკაში, საინვესტიციო ნაკადების გათვლით, დანახარჯებისა და რეზულტატების

დაზუსტებით განმეორებითი იტერაციით მთლიანი კომპანიის მასშტაბით. სტრატეგიული

დაგეგმვის ეტაპზე ხორციელდება: სტრატეგიული ანალიზი (ფირმის მიზნებისა და

კრიტერიუმების ჩამოყალიბება შიდა და გარე საინვესტიციო გარემოს ანალიზის

გათვალისწინებით); საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დაზუსტება

კაპიტალდაბანდებების პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევა; სტრატეგიების

რეალიზაციის დაგეგმვა მთლიანად კომპანიისა და მისი ქვედანაყოფების ბიუჯეტების

ფორმირება და ინვესტიციების სტრუქტურული განაწილებით.

საინვესტიციო საქმიანობა აყალიბებს ფასის ახალ მნიშვნელობას ფ𝒊 𝟎→ფ

𝒊𝒏, asევე aხალ

თვითღირებულebაs 𝐶𝑖 0 → 𝐶𝑖

𝑛 და აგრეთვე ცვლის ამ პარამეტრების მგრძნობიარობას ∆ფ𝒊 𝟎 →

∆ფ𝒊

𝒏, ∆𝑪𝒊 𝟎 → ∆𝑪𝒊

𝒏 გამოშვების შეცვლილი პროგრამის პირობებში 𝑁𝑖 0 → 𝑁𝑖 ინტერვალში (𝑵𝒊 −

𝑵𝒊𝟎) (გრაფიკი 2). ფასისა და თვითღირებულების მგრძნობიარობის მნიშვნელობები

განისაზღვრება როგორც ∆ფ𝒊 და ∆𝑪𝒊 პარამეტრების მნიშვნელობების დიაპაზონის ცვლილება,

მოცულობის ცვლილების ინტერვალზე:

∆ფ𝒊

= 𝝏ფ 𝒊 𝑵𝒊

𝝏𝑵𝒊 │𝑵𝒊

𝟎 = 𝚫ფ 𝒊

𝑵𝒊 −𝑵𝒊𝟎 ;

(2)

∆𝑪𝒊 = 𝝏𝑪 𝒊 𝑵𝒊

𝝏𝑵𝒊 │𝑵𝒊

𝟎 = 𝚫𝑪 𝒊

𝑵𝒊 −𝑵𝒊𝟎 ;

114

სურ.2 პარამეტრების დონისა და მგრძნობიარობის ცვლილება

ფi, Δფi და Ci , ΔCi პარამეტრების მნიშვნელობათა ამგვარი ცვლილება გამოწვეულია კომპანიაში

ჩადებულის ინვესტიციების წილებით: Kფi, K ფi , KCi, K Ci .

ამ პარამეტრებზე ინვესტიციების გავლენის განსაზღვრა ხდება სპეციალური

კოეფიციენტების მეშვეობით, რომლებიც გამოითვლება ინვესტიციების განხორციელებამდე

(ინდექსი „0“) და განხორციელების შემდეგ (ინდექსი „n”).

k(Kფi)= ფ𝒊 𝒏 /ფ

𝒊 𝟎 , k(KΔფi)= 𝜟ფ

𝒊

𝒏 /𝜟ფ𝒊

𝟎 ,

(3)

k(KCi)= 𝑪𝒊 𝒏 /𝑪𝒊

𝟎 , k(KΔCi)= 𝜟𝑪𝒊 𝒏 /𝜟𝑪𝒊

𝟎 , სადაც k(Kფi) , k(KΔფi) , k(KCi) და k(KΔCi) წარმოდგენენ ფასისა და თვითღირებულების დონესა და

მგრძნობიარობაზე ინვესტიციების გავლენის კოეფიციენტებია.

პროდუქციის ფასისა და ხვედრითი თვითღირებულების ცვლილება გაყიდვებისა და გამოშვების

(𝑵𝒊𝒐 სიდიდიდან 𝑵𝒊 − მდე) მოცულობათა ცვლილებისას შემდეგნაირად განისაზღვრება:

ფ𝒊 𝑵𝒊 = ფ

𝒊 𝑵𝒊

𝟎 − 𝚫ფ𝒊 𝑵𝒊 −𝑵𝒊

𝟎 ,

(4)

115

𝑪𝒊 𝑵𝒊 = 𝑪𝒊 𝑵𝒊𝟎 − 𝚫𝑪𝒊 𝑵𝒊 −𝑵𝒊

𝟎 .

(1-4) ფორმულების გათვალისწინებით მოგების მიზნობრივი ფუნქცია შეიძლება წარმოვადგინოთ

შემდეგი სახით:

PT = [𝒌(𝒏𝒊=𝟏 Kფi)ფi - k(KΔფi) Δფi (Ni - 𝑵𝒊

𝟎)] Ni - [𝒌(𝒏𝒊=𝟏 KCi)ფi -

(5)

- k(KΔci) ΔCi (Ni - 𝑵𝒊𝟎)] Ni - 𝑲𝒍

𝑳𝒍=𝟏 → max,

სადაც არსებობს საბალანსო შეზღუდვები:

𝜶𝒏𝒊=𝟏 ji Ni ≤ Rj + ΔRj (Kj), (j = 𝟏,𝒎) (6)

და დასაშვები მნიშვნელობების ინტერვალით:

0 ≤ Ni ≤ 𝑵𝒊𝒎𝒂𝒙 , 0 ≤ 𝑲𝒍

𝑳𝒍=𝟏 ≤ Kmax , (I = 𝟏,𝒏), (7)

სადაც αij არის j სახის რესურსის ხარჯი ერთეული i სახის პროდუქციის დასამზადებლად, 𝑵𝒊𝒎𝒂𝒙,

Kmax გამოშვების პროგრამისა და ინვესტიციების მაქსიმალური შესაძლებელი მაჩვენებლებია, ΔRj

არის j რესურსის მატება Kj ინვესტიციის განხორციელებისას, Kl - წარმოებაში ინვესტიციების

დონე პირველი მიმართულებით (იხ. სურ. 1).

ძირითად ფაქტორებს, რომლებიც აყალიბებენ ფასის დონისა და მგრძნობიარობის

კოეფიციენტებს k(Kფi) და k(KΔფi), წარმოადგენენ: პროდუქციის ხარისხი, საქონელის

სტრატეგიული განვითარების გეგმა და მისი ბაზარზე პრომოუშენის ღონისძიებები, ხარჯები

პროდუქციის გამოყენებაზე. თითოეული ამ ფაქტორებიდან წარმოიქმნება შესაბამისი

მიმართულებით განსაზღვრული საინვესტიციო პროექტის განხორციელების მეშვეობით.

პროდუქციის ხარისხისა და საქონლის ბაზარზე პრომოუშენის ამსახველი კოეფიციენტები

(შესაბამისად kQi და kMi ) გამოითვლება შესაბამისი ინტეგრალური მაჩვენებლების მეშვეობით

საინვესტიციო ღნისძიებების გატარებამდე და გატარების შემდეგ:

kQi = 𝑸𝒊𝒏

/ 𝑸𝒊𝟎

kMi = 𝑴𝒊𝒏

/ 𝑴𝒊𝟎

სადაც 𝑸𝒊𝒏და 𝑸𝒊

𝟎 i სახის პროდუქციის ხარისხის ინტეგრალური მაჩვენებლებია, ხოლო 𝑴𝒊

𝒏 და

𝑴𝒊𝟎 – i სახის პროდუქციის ბაზარზე პრომოუშენის ამსახველი პარამეტრები, შესაბამისად

საინვესტიციო ღონისძიებების გატარებამდე და გატარების შემდეგ.

საქონელის განვითარების სტრატეგიული გეგმის მახასიათებელი პარამეტრის (kDi) შეფასება

ხდება ორი შემადგენელი კომპონენტით: კოეფიციენტით k1 , რომელიც განსაზღვრავს ფასების

პოლიტიკას (k1 ˂0 - ფასის კლებისა და k1˃0 მისი ზრდის შემთხვევაში) და საქონლის ცხოვრების

ციკლის ამსახველი კოეფიციენტით k2 (k2 ˃1, წარმოების ინტენსიური ზრდის ან დაცემის ტემპის

შემთხვევაში; k2˃1 შენელებული ტემპის შემთხვევაში) და განისაზღვრება შემდეგნაირად: kD(t) = 1 + k1 k t2.

ფასის დონის ცვლილების კოეფიციენტი k(Kფi ) გამოითვლება როგორც ზემოთ ჩამოთვლილი

მაჩვენებლების ნამრავლი ექსპლუატაციის ხარჯების გათვალისწინებით, რომელიც

გაიანგარიშება როგორც საექსპლუატაციო ხარჯების ცვლილების წილი ფასის სტრუქტურაში: kხi = 1 + Δხi / ფi , სადაც Δხi = ხi0- ხi n არის საექსპლუატაციო ხარჯების ცვლილება საინვესტიციო

ღონისძიებების შემდეგ. შესაბამისად: k(Kფi ) = kDi kQi kMi kხi. კოეფიციენტების განსაზღვრა

116

შეიძლება როგორც ფაქტორების რაოდენობრივი მნიშვნელობების საფუძველზე, ასევე

ექსპერტული მეთოდით.

კომპანიაში ჩატარდა კვლევები ფასის მგრძნობიარობაზე გავლენის თაობაზე: პროდუქციის

ხარისხის მაჩვენებლების kQi, პროდუქციის სტრატეგიული განვითარების გეგმის kDi, საქონელის

ბაზარზე პრომოუშენის ღონისძიებების kMi . ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე, ფასის

მგრძნობიარობის ცვლილების კოეფიციენტი k(KΔფi ) მართებულია განისაზღვროს kQi და kMi

კოეფიციენტების პირდაპირპროპორციულად და kDi კოეფიციენტის უკუპროპორციულად, ანუ:

k(KΔფi ) = kQi kMi / kDi.

თვითღირებულებაზე კოეფიციენტების გავლენის გაანგარიშება ხდება მომარაგების, წარმოებისა

და გასაღების ქვესისტემებში. ქვედანაყოფებში, რომლებიც დაკავშირებულია მატერიალურ–

ტექნიკურ მომარაგებასა და გასაღებასთან (რეალიზაციასთან), ერთეულ პროდუქციაზე გაწეულ

დანახარჯებს, წარმოების მოცულობისაგან დამოკიდებულებით, გააჩნია ზრდადი ხასიათი. ეს

გამოწვეულია მატერიალური რესურსების ტვირთნაკადის გაფართოებით, რასაც მივყევართ:

დამატებითი სატრანსპორტო საშუალებებისა და სასაწყობო ფართობების გამოყენების

აუცილებლობასთან და დანახარჯების გადიდებასთან შეზღუდული მოთხოვნის პირობებში

ახალი მომხმარებლების მოძიების მიმართულებით. საწარმოო დანახარჯები გამოშვების

გაზრდასთან ერთად შემცირდება, რადგანაც, როგორც წესი, მცირდება პირობით-მუდმივი

დანახარჯები ერთეულ პროდუქციაზე და ხდება ტექნოლოგიის სტაბილიზაცია. შესაბამისად,

საინვესტიციო ღონისძიებების შემდეგ გამოშვების პროგრამის გაფართოებისას,

თვითღირებულება

ΔCi (Ni) = C0i (Ni) – Cni (Ni) შეიძლება: 1) გაიზარდოს ΔICi ; 2) შემცირდეს ΔII

Ci ან 3) დარჩეს უცვლელი

ΔШ

Ci .

თვითღირებულების დონის ცვლილების კოეფიციენტების kCi მნიშვნელობები თითოეულ

განხილვად შემთხვევაში განისაზღვრება შემდეგი გამოსახულებიდან:

Cni (Ni0) = C0i (Ni0) ± ΔCi . (8)

თუკი გავყოფთ მარცხენა და მარჯვენა მხარეს C0i (Ni0) –ზე თითოეული ვარიანტისათვის m=1,2,3,

მივიღებთ:

Cni (Ni0) / C0i (Ni0) = 1 ± ΔCi / C0i (Ni0) , ან kmCi = 1 ± ΔmCi / C0i (Ni0). (9)

თვითღირებულების მგრძნობიარობის კოეეფიციენტი განისაზღვრება მგრძნობიარონის

შესაძლებელი ფაქტიური ცვლილებების ΔCi /Ni0 გათვალისწინებით, ვარიანტების მიხედვით ΔCni

= ΔC0i ± ΔCi /Ni0 . თუკი ამ გამოსახულებას გავყოფთ ΔC0i –ზე, ვარიანტების გათვალისწინებით

მივიღებთ:

kIΔci = 1 - ΔI

Ci / ΔC0i Ni0; kIIΔci = 1 + ΔII

Ci / ΔC0i Ni0; kIIIΔci = 1;

თვითღირებულების პარამეტრებზე ინვესტიციების გავლენა განისაზღვრება, როგორც

სხვადასხვა ვარიანტების კოეფიციენტების ნამრავლი:

k(KCi) = kICi kIICi kIIICi , k(KΔCi) = kIΔCi kII

ΔCi kIIIΔCi.

117

ეს გათვლები წარმოებს თვითღირებულების ცვლილების ΔCi ფაქტიური მნიშვნელობის

საფუძველზე, საინვესტიციო ღონისძიებების ვარიანტების მიხედვით.

ამოცანა (5)–ის გადაწყვეტა, (6–7) შეზღუდვებით, საშუალებას იძლევა განისაზღვროს საწარმოო

პროგრამის ოპტიმალური მოცულობა, არჩეული საინვესტიციო პროექტების გავლენის

გათვალისწინებით.

შიდა საინვესტიციო სტრატეგიის ჩამოყალიბება და საინვესტიციო ნაკადების ოპტიმიზაცია

ინვესტირების ძირითადი ამოცანაა – პროექტების შერჩევა და აუცილებელი სახსრების

მოცულობის განსაზღვრა. მიზნობრივი ფუნქციის ჩამოყალიბება და მოდელის საბაზო

პარამეტრების ფორმირების პროცედურა ამ ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა –

ინვესტიციების განხორციელება მიზანშეწონილია გადაწყვეტილების მიღების თითოელ

კონკრეტულ ეტაპზე მიზნობრივი ფუნქციის მაქსიმიზაციის მიმართულებით.

განხილულია საინვესტიციო რესურსების განაწილების ორეტაპიანი ტექნოლოგია. პირველ,

საწყის ეტაპზე გამოყენებულია ინვესტირების პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევის

სტრატეგიული დაგეგმვა. შემდეგ ეტაპზე გამოყენებულია ფინანსური ნაკადების მართვის

მეთოდები, პროექტების შემდგომი დაზუსტებით დინამიკაში და რეალური პირობების

გათვალისწინებით, საინვესტიციო ნაკადების გაანგარიშებით, დანახარჯებისა და

რეზულტატების დაზუსტებით და მთელი საწარმოს მასშტაბით განმეორებითი იტერაციით.

სტრატეგიული დაგეგმვის ეტაპზე ხორციელდება შემდეგი ნაბიჯები: სტრატეგიული ანალიზი

(კომპანიის განვითარების მიზნისა და კრიტერიუმების ჩამოყალიბება, შიდა და გარე ფაქტორების

ანალიზის გათვალისწინებით); კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დაზუსტება

და ინვესტირების პრიორიტეტული ვექტორების შერჩევა; სტრატეგიების რეალიზაციის დაგეგმვა

მთლიანად კომპანიისა და მისი ქვედანაყოფების ბიუჯეტების ფორმირების პროცედურების

განხორციელება, ინვესტიციების განაწილების ჩათვლით [1]. შიდა საინვესტიციო სტრატეგიის

ჩამოყალიბების პრობლემა განიხილება როგორც მოგების მაქსიმიზაციის კომპლექსური

ტექნოლოგია შემდეგი ამოცანების ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტის საფუძველზე:

საბიუჯეტო, გარე საკრედიტო და შიდა საინვესტიციო პოლიტიკების შერჩევა; ფიქსირებულ

საგეგმო პერიოდში პრიორიტეტული მიმართულებების გამოყოფა.

საწყის პარამეტრებს წარმოადგენენ: პროექტების ჩამონათვალი, დანახარჯები და სასურველი

შედეგიანობა (მიზანი), საკუთარი სახსრების განსაზღვრული მოცულობა, მოცემული

საპროცენტო განაკვეთით მოზიდული სახსრების გამოყენების შესაძლებლობა (საკუთარი

რესურსების უკმარისობის შემთხვევაში), ან საკუთარი ფულადი სახსრების ალტერნატიული

განთავსება გარე ინვესტიციებში (ინვესტირების ეფექტიური ვარინტების არარსებობისა და

სახსრების სიჭარბის შემთხვევაში).

ინვესტირების პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევის ალგორითმი შემდეგნაირად

გამოიყურება:

1) განისაზღვრება ვარიანტების (პროექტების) რაოდენობა m განვითარების 1

მიმართულებით;

2) ფასდება ყოველი 1 მიმართულების, თითოეული ვარინტის m მიზნობრივი ფუნქციის

Pim(Kim) რეაქცია მასში ინვესტიციების Kim მოცულობით ჩართვაზე;

3) წარმოებს თითოეული ვარიანტის ეფექტიურობის Fim , ან უკუგების ინტენსივობის fim

შეფასება (პროექტების რეალიზაციის დროის სხვადასხვა პერიოდებში Tim ):

118

Fim = Pim(Kim) / Kim , ან fim = Pim(Kim) / Kim Tim. 4) პროექტების რანჟირება ხდება მათი ეფექტიურობის კლების მიხედვით, რის შედეგადაც

პროექტები ღებულობენ ახალ რიგით ნომრებს, პროექტის რანგის თანახმად:

F1 ˃ F2 ˃ . . . ˃ Fi ˃ . . . ˃ Fn , ან f1 ˃ f2 ˃ . . . ˃ fi ˃ . . . ˃ fn . 5) განისაზღვრება რანჟირებული პროექტების ჯამური ინვესტიციები KƩ (ნაზარდი ჯამით):

KƩ = 𝑲𝒊𝒏𝒊=𝟏 ( Fi ).

6) შეირჩევა ზღვრული პროექტი Z, რომლის შემდეგაც ჯამური ინვესტიციები უკვე

აღემატება კომპანიის საკუთარ საინვესტიციო რესურსებს Kccmax :

𝑲𝒊𝒛𝒊=𝟏 ( Fi ) ≤ Kccmax .

7) განისაზღვრება ინვესტირების მიმართულება 1 და ვარიანტები m, რომლებიც

უზრუნველყოფენ მიზნობრივი ფუნქციის მაქსიმუმს მოცემული საკუთარი რესურსების

გამოყენებით.

იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებები და გავანაწილოთ

საკუთარი სახსრები იმ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც ახორციელებენ საინვესტიციო

პროექტებს, საჭიროა რანჟირებული პროექტების დიფერენცირებული სისტემატიზაცია

თითოეული მიმართულებით, ყოველი ქვედანაყოფის მიხედვით ზღვრული პროექტების Zi

განსაზღვრით (ნაკლებად ეფექტიურების FlZi კრიტერიუმის მიხედვით). ზუსტად ყველაზე

მაღალი ეფექტიურობის მქონე პროექტების ჯამური ინვესტიციები ნაზარდი ჯამით

წარმოადგენენ მოცემული ქვედანაყოფისათვის აუცილებელ რესურსებს, საინვესტიციო

საქმიანობის განსახორციელებლად:

KiƩ = 𝑲𝒊

𝒍𝒁 𝒊=𝟏 ( 𝑭𝒊

𝒍 ) .

კომპანიის ბიუჯეტის ამ ჯამების საფუძველზე განაწილება საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ

დიფერენციაცია მოხმარებული რესურსებისა და ქვედანაყოფებისა და მთლიანად კომპანიის

საქმიანობის ეფექტიურობის მიხედვით. ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილია ქვედანაყოფების

საბიუჯეტო უზრუნველყოფის გაწონასწორების პროცედურა, რომელიც ორ ძირითად

პრინციპზეა დამყარებული:

1) ქვედანაყოფებს სახსრები უნდა გამოიყოს ყველაზე უფრო ეფექტიურ პროექტებზე; 2)

კომპანიის მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფა ხდება ყველა ქვედანაყოფიდ მაქსიმალურად

ეფექტიური საქმიანობიდან, ხარჯების ზღვრული მნიშვნელობის გათვალისწინებით. მისაღებია

გაწონასწორების ორი ვარიანტი. პირველი: ერთეული რესურსი ეხსნება იმ ქვედანაყოფს,

რომელსაც გააჩნია მინიმალური დანაკარგები და ემატება მას, ვისაც აქვს ეფექტის მაქსიმალური

მატება. მეორე: წარმოებს ზღვრული პროექტების ეფექტიურობის სხვაობის ანალიზი, ვიღებთ

საშუალო მნიშვნელობას და განისაზღვრება მინიმალური აუცილებელი დანახარჯები

თითოეული ქვედანაყოფის მიხედვით. თუკი მათი ჯამი ნაკლებია არსებულ სახსრებზე, ჭარბი

სახსრები ემატება უფრო ეფექტიურ პროექტებს, თუკი მეტია, მაშინ დეფიციტი ანაზღაურდება

ნაკლებად ეფექტიური პროექტებისაგან. გაწონასწორების კრიტერიუმს წარმოადგენს ზრვრული

პროექტების ეფექტიურობების ტოლობა.

კომპანიის საინვესტიციო პოლიტიკის არჩევა განისაზღვრება საკუთარი სახსრების საკმარისობისა

და საკრედიტო და სადეპოზიტო განაკვეთების გათვალისწინებით. პრინციპში გადაწყვეტილების

მიღება მარტივია: საჭიროა იმ პროექტების დატოვება, რომელთა ეფექტიურობა აღემატება

კრედიტისა და დეპოზიტის პროცენტებს. საკუთარი ფინანსური რესურსების საკმარისობის ან

სიჭარბის შემთხვევაში მიზნშეწონილია სხასრების ნაწილის განთავსება საბანკო დეპოზიტზე,

119

ნაცვლად მათი ინვესტირებისა იმ პროექტებში, რომელთა ეფექტიურობა სადეპოზიტო

განაკვეთზე ნაკლებია. ამავე დროს, საკუთარი სახსრების მოცულობის განსაზღვრა თვითონ

წარმოადგენს ოპტიმიზაციურ ამოცანას და უნდა განიხილებოდეს კომპანიის საინვესტიციო

საქმიანობასთან და ამ მიმართულებით მიღებულ ეკონომიკურ შედეგებთან ურთიერთკავშირში.

წარმოდგენილია საინვესტიციო ნაკადების სტრუქტურის ოპტიმიზაციის მოდელი, რომელიც

არის ინტერესების შეთანხმების ორკრიტერიუმიანი ამოცანა:

კომპანიისათვის PT = Ʃ Pt

𝟏

(𝟏+𝑬)𝒕 →max

t=1,Tk ; (10)

კრედიტორისათვის QT = Ʃ Qt → max .

ამოცანის გადაჭრის დამატებით პირობას წარმოადგენს სისტემა სამი ურთიერთდაკავშირებული

განტოლებისგან, რომლებიც საინვესტიციო ღონისძიებების გათვალისწინებით განსაზღვრავენ:

კომპანიის რეზულტატების დინამიკას

Pt+1 = λ Pt + Kt ; (11)

კრედიტებისა და გადახდების ჯამურ ნაკადს

Gt+1 = Gt + yt ; (12)

ბანკის სახსრების ცვლილებას

Qt+1 = Qt + ηtGt - yt , (13)

სადაც Pt არის კომპანიის მოგების მიმდინარე მნიშვნელობა t დროის მომენტში

(t = 1, . . ., Tk) , Tk - დროის მონაკვეთების რაოდენობა T საანგარიშო პერიოდში; E - დისკონტის

ნორმა, λ – კოეფიციენტი, რომელიც ასახავს მოგების მომდინარე მნიშვნელობის ცვლილებას

საინვესტიციო ღონისძიებების გარეშე; Kt – კომპანიისათვის მოგების ზრდის მომტანი

საინვესტიციო ნაკადი; ηt – სესხის საპროცენტო განაკვეთი; yt – კრედიტისა და გადახდების

ნაკადი, yt = Kt k - ht. საჭირო საკრედიტო რესურსების მოცულობა Kt k (კრედიტის ნაკადი)

განისაზღვრება ფულადი ნაკადი სალდოს საფუძველზე, კომპანიის ბალანსის განტოლებიდან:

Kt k = ηt Ʃ(Kj k - hj ) + σt + ht + Kt - Ktსს , (14)

სადაც σt – გადახდები ბიუჯეტში (გადასახადები); ht – კრედიტის დაფარვის ნაკადი;

Ktსს – კომპანიის საკუთარი სახსრები.

კრედიტის ჯამური ნაკადი და გადასახადები დროის მოცემული t მომენტისათვის შეადგენს: Gt = Ʃ (Kjk - ht ). ბანკში განთავსებული სახსრების მდგომარეობა განისაზღვრება შემდეგი

დამოკიდებულებით: Qt = Q0 + ηGt - yt , სადაც Q0 – სახსრების საწყისი ოდენობა ბანკში.

ამოცანის გადაჭრა ხდება მმართველი ზემოქმედებების პარამეტრების მოდელირების გზით:

ინვესტიციების ნაკადის Kt , კრედიტისა და გადასახადების ნაკადის yt , სესხის საპროცენტო

განაკვეთის ηt . ოპტიმალური შედეგი განისაზღვრება თანმიმდევრობითი დათმობების

მეთოდით, პარამეტრების საწყის და ზღვრულ მნიშვნელობებზე შეზღუდვების

გათვალისწინებით.

კომპანიის საინვესტიციო მენეჯმენტი

120

ზემოთ განხილული მეთოდიკა, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საინვესტიციცო

მენეჯმენტის მოდელირების ტექნოლოგიას, შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც საინვესტიციო

გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და შესრულების ერთიანი სისტემა. ძირითადი

ტიპიური ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა უზრუნველყოფს კომპანიის საინვესტიციო

საქმიანობის პრაქტიკულ რეალიზაციას, შეიძლება დავაჯგუფოთ ორ კლასად: 1) ინვესტირების

პრიორიტეტული მიმართულებების სტრატეგიული დაგეგმვა და 2) საინვესტიციო ნაკადების

მართვა. კერძოდ, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა შეიცავს შემდეგ

ამოცანებს: მთლიანად კომპანიისა და მისი ქვედანაყოფების საწარმოო პოტენციალის შეფასება;

პრიორიტეტული მიმართულებებისა და პროექტების გამოყოფა; კომპანიისათვის სასარგებლო

საკრედიტო, შიდა საინვესტიციო და საბიუჯეტო პოლიტიკების შერჩევა და ინვესტიციების

განაწილება პროექტებს შორის; საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის გავლენის შეფასება

კომპანიის საბოლოო ფინანსურ შედეგებზე; მოგების მაქსიმიზაცია; კომპანიის ლიმიტირების

(შემზღუდავი) ფაქტორების ვარირების (ცვლილების) მომგებიანი პროპორციების შერჩევა.

საინვესტიციო ნაკადების მართვის მართვის ქვესისტემა შეიცავს შემდეგ კომპონენტებს: ფულადი

სახსრების შეფასებისა და მოძრაობის პროგნოზირება; ურთიერთშეთანხმებული მატერიალური

და ფინანსური ნაკადების მოძრაობის პროგნოზირება; ნასესხები სახსრების მინიმალური

მოცულობის სარგებლიანობის შეფასება, მათი აღებისა და დაბრუნების ვადების განსაზღვრა;

საინვესტიციო ნაკადების ეფექტიურობის განსაზღვრა; რეინვესტირების მომგებიანი

პარამეტრების შერჩევა; დასმული მრავალკრიტერიული ამოცანის კომპრომისული გადაწყვეტის

ვარიანტის გაანგარიშება.

საინვესტიციო გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და რეალიზაციის სისტემა შეადგენს

საინვესტიციო მენეჯმენტის საფუძველს და წარმოადგენს მისი ამოცანების გადჭრის იმ

ალგორითმებს, პროგრამებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომლებიც უნდა

განხორციელდეს პროგრამული მოდულების სახით. საინვესტიციო ნაკადების მართვის

უზრუნველყოფის ქვესისტემის სტრუქტურა შეიცავს ამოცანათა სამ ჯგუფსა და შესაბამის

პროგრამულ მოდულს:

ფინანსური ნაკადების დაგეგმვისა და კონტროლის ძირითადი ამოცანები და მოდულები;

ინფორმაციული ბლოკები, რომლებიც უზრუნველყოფენ ძირითადი მოდულებისათვის

მონაცემთა მომზადებას; საანგარიშო მოდულები, რომლებიც ქმნიან ვარინტების შერჩევის

კვლევით და დასაბუთების ბაზისს. ძირითადი ჯგუფის მოდულები იყოფა მენეჯმენტის

დონეების მიხედვით: პროექტი, ქვედანაყოფი, კომპანია (იხ. ცხრილები 1, 2).

ცხრილი 1

პროექტი

საინვესტიცო ნაკადების მართვისა და კონტროლის ძირითადი ამოცანები და მოდულები

1. ფულადი ნაკადის გაანგარიშება და პროექტის რეალიზაციის შესაძლებლობის შემოწმება;

2. მოზიდული ინვესტიციების აუცილებელი მინიმალური მოცულობებისა და ვადების

შეფასება;

3. პროექტის ეფექტიურობის განსაზღვრა (პროდუქციის რენტაბელობის შეფასება დროის

გარკვეულ პერიოდში, მოზიდული ფინანსური სახსრების ეფექტიურობის შეფასება);

4. შემოსავლების სტრუქტურის ანალიზი (რეალიზაციისაგან და საქმიანობისაგან:

ძირითადი, ფინანსური, საინვესტიციო);

ინფორმაციული ამოცანები და მოდულები

121

1. შემოსულობებისა და გადახდების ნაკადების დაჯგუფება დროის ნებისმიერ მომენტში

უფრო ფართო ინტერვალებში (კვირა, თვე, კვარტალი, წელიწადი);

2. შემოსულობებისა და გადახდების გეგმის ფორმირება რეალიზაციის მოცემული

გრაფიკისა ციკლის ხანგრძლივობის პირობებში;

3. შემოსულობებისა და გადახდების შეფასება ფინანსური ციკლების მიხედვით;

4. გადახდების გეგმის შედგენა შემდეგი მიმართულებებით: მასალები და კომპლექტაცია;

სატრანსპორტო და კომერციული ხარჯები; მუდმივი ხარჯები; გადასახადები;

გადარიცხვები ქვედანაყოფებში; სხვა დანახარჯები.

საანგარიშო ამოცანები და მოდულები

1. გათვლები მოდულში ერთი პროდუქტის დონეზე შემდეგი პარამეტრებით: ციკლის

ხანგრძლივობა; ციკლების რაოდენობა; რეინვესტირების წილი; ერთეული პროდუქციის

რენტაბელობა.

2. ფინანსური რეზულტატის მგრძნობიარობის ანალიზი (მისი არსებობა წლის ბოლოს)

ვარირებადი პარამეტრების ცვლილებისას;

3. ვადების განსაზღვრა: შემოსულობების დასაწყისი; თვითდაფინანსებაზე გასვლის;

დაბანდებების ამოგების; დაბანდებებზე დაგეგმილი მოგების ნორმის მიღწევის; 100%–

იანი მოგების ნორმის მოღწევის;

4. პროექტის ეფექტიურობის შეფასება მოცემულ პერიოდში.

კომპანიის საინვესტიციო ღონისძიებების რეალიზაციის მექანიზმი წარმოადგენს პროცედურას,

რომელიც ყოფს მთავარ ამოცანას ქვეამოცანებად და რეგლამენტირებულ ბლოკებად, რომელთა

რეალიზაცია ევალება მოცემულ ქვედანაყოფს ან სამუშაო ადგილს, ახდენს საორგანიზაციო

სტრუქტურის რეფორმირებასა რეალიზებადი პროექტების ფარგლებში ფუნქციებისა და

თანამდებობრივი ვალდებულებების დეტალიზაციას.

ცხრილი 2

ქვედანაყოფი

1. ქვედანაყოფის კონსოლიდირებული ფინანსური ნაკადის გაანგარიშება (ჯამი პროექტების

მიხედვით;

2. კრებსითი (ჯამური) კონსოლიდირებული ნაკადის გაანგარიშება ქვედანაყოფის

პირდაპირი მუდმივი დანახარჯების გათვალისწინებით;

3. ქვედანაყოფის ეფექტიურობის შეფასება;

4. ნაკადის სტრუქტურის ანალიზი და ქვედანაყოფის მოგების შეფასება ( მარჟინალური –

(ზღვრული), ძირითადი საქმიანობისაგან, წმინდა მოგება – გადასახდების

გათვალისწინებით);

5. ქვედანაყოფისათვის სარგებლიანი მოზიდული სახსრების მოცულობებისა და ვადების

შეფასება, კომპანიის საერთო ლიკვიდურობის ფაქტორის გათვალისწინებით;

6. მომგებიანობაზე გასვლის ვადის შეფასება.

კომპანია

1. ქვედანაყოფების ნაკადების კონსოლიდაცია;

2. კომპანიის (კრებსითი) ჯამური კონსოლიდირებული ნაკადი საერთო საწარმოო

დანახარჯების გათვალიწინებით;

3. კომპანიის მომგებიანობის ზღვარისა და მასზე გასვლის ვადის შეფასება;

122

4. ნაკადების სტრუქტურის ანალიზი და მოგების შეფასება (ზღვრული, ბრუტო

(გადასახადებიანად), წმინდა (ნეტო, გასახდების გადახდის შემდეგ): ძირითადი,

ფინანსური და საინვესტიციო საქმიანობებიდან);

5. კომპანიისათვის სარგებლიანი მოზიდული რესურსების მოცულობებისა და ვადების

შეფასება (შემდგომი მიზნობრივი მიმართვით ცალკეულ ქვრდანაყოფებში);

6. საინვესტიციო ნაკადების ვერტიკალური მოძრაობის მართვა (გადარიცხვები ქვევიდან

ზევით – ქვედანაყოფებიდან კომპანიაში, დაბანდებები ზემოდან ქვევით – კომპანიიდან

ქვედანაყოფებში).

ამგვარად, კომპანიის საინვესტიციო მენეჯმენტი წარმოგვიდგება როგორც ერთიანი სისტემა,

რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო რეზულტატების მიღწევას, ურთიერთდაკავშირებული

მართვის პროცესების რეალიზაციის მეშვეობით, მოდელების კომპლექსისა და ინფორმაციული

ტექნოლოგიებისა ბაზაზე.

შემუშავებული მეთოდიკების საფუძველზე განსაზღვრულია საინვესტიციო ღონისძიებების

კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ხილის წვენის კონცენტრატების ხარისხისა და გასაღების

ბაზრის ზრდას; განსაზღვრულია მათი გამოშვების ოპტიმალური პროგრამა; ჩამოყალიბებულია

შესაბამისი ბიზნეს–გეგმები ეკონომიკური დასაბუთება.

დასკვნები

1. ეფექტიური საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელია ინვესტირების

პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის პრობლემის გადაწყვეტა, საინვესტიციო

გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და რეალიზაციის ამოცანების გადაჭრის

მეთოდების შემუშავებასთან ერთად.

2. კომპანიის ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების პრობლემა წარმოადგენს

მრავალკრიტერიულ ამოცანას და მისი გადაჭრის ნებისმიერი ვარიანტი კონკრეტულ საგეგმო

პერიოდში არის კომპრომისული და ახდენს ერთერთი კრიტერიუმის მაქსიმიზაციას. თუნდაც

ერთერთი კრიტერიუმის გაუმჯობესების, სხვათა გაუარესების გარეშე, აუცილებელი და

საკმარისი პირობაა მოგების ზრდა.

3. მოგების მაჩვენებელზე არსებით გავლენას ახდენენ პროდუქციის ფასი, თვითღირებულება,

მათი მნიშვნელობების მგრძნობიარობა, გამოშვებისა და გასაღების მოცულობები, რომლებიც,

თავის მხრივ, დამოკიდებულია კომპანიის საინვესტიციო აქტივობის მიმართულებებსა და

ვარიანტებზე. თითოეული პროექტის განხორციელება ნებისმიერი მიმართულებით,

პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს ძირითად ფაქტორებზე. შემოთავაზებულია საბაზო

მოდელური პარამეტრების შეფასების მეთოდიკა, საინვესტიციო პროექტების ვარინტების

მიხედვით, რომელიც ემყარება მათი გავლენის ხარისხის ფაქტორულ ანალიზს, კომპანიის

ოპტიმალური საწარმოო პროგრამის განსაზღვრასთან ერთად.

4. პროექტების განსახორციელებლად აუცილებელია რესურსები. საინვესტიციო რესურსების

სტრუქტურის განსაზღვრა არის ოპტიმიზაციური ამოცანა. ნაშრომში წარმოდგენილია

საინვესტიციო ღონისძიებების რეალიზაციის პროცესში კრედიტისა და შესაბამისი

გადახდების ნაკადის დაგეგმვის ეკონომიკურ–მათემატიკური მოდელი. ეს არის კომპანიისა

და კრედიტორის ინტერესთა შეთანხმების ორკრიტერიუმიანი ამოცანა. მისი გადაჭრა ხდება

თანმიმდევრობითი დათმობების მეთოდით, ფორმალური და არაფორმალური შეზღუდვების

გათვალისწინებით.

5. საინვესტიციო მენეჯმნეტის მექანიზმი წარმოადგენს მართვის ტექნოლოგიების ერთობას,

რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურული მოდელების ურთიერთკავშირსა და

ურთიერთქმედებას: მართვის ობიექტის, მიზნების იერარქიისა და ზომების კომპლექსის,

123

არსებითი ფაქტორების ურთიერთკავშირის, შემსრულებლების, რესურსების, დროის

პერიოდების და საინვესტიციო ნაკადების. მართვის მექანიზმის საფუძველს წარმოადგენს

საინვესტიციო გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და რეალიზაციის სისტემა. იგი,

თავის მხრივ, წარმოადგენს ალგორითმების, პროგრამებისა და ინფორმაციული

ტექნოლოგიების კომპლექსს, რომელიც მიმართულია საინვესტიციო ნაკადების

სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის ამოცანების გადასაწყვეტად პროექტების, კომპანიისა

და მისი ცალკეული ქვედანაყოფების დონეზე.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Rose P. S. 2005. Bank Management & Financial Services With Powerweb. McGraw-Hill.

2. Brigham & Erndhardt. 2008. Financial Management Theory and Practice. Thompson Learning Inc.

(12th ed.).

3. Mishkin S. F. 2004. The Economics of Money, Banking and Financial Markets (7th ed). Addison-

Wesley.

4. Frost S. M. 2004.The Bank Analyst’s Handbook. John Wiley & Sons, Ltd.

5. Campbell C. D., Campball R. G., Dolan E.G. 1988. Money, Banking, and Monetary Policy. The

Dry-den Press.

6. Friedman D. 1989. Money & Banking. American Bankers Association.

7. Miller, R.L., VanHoose D. 2001. Money, Banking & Financial Markets. Cincinnati.

8. ძნელაძე გ. 2010. საინვესტიციო სექტორის ანალიზი და ეკონომიკური ზრდის

პერსპექტივები საქართველოში. სსკგც-ს ბიულეტენი, #116.

9. ძნელაძე გ. 2003. ფინანსური ნაკადების მოდელირების მექანიზმი საქართველოში.

ჟურნალი „ბანკი“, #16.

10. კაკულია რ. 2001. ფინანსების ზოგადი თეორია. თბილისი: ფინანსები.

11. კაკულია რ., ხელაია გ. 2000. ფულის მიმოქცევისა და კრედიტის ზოგადი თეორია. თბილისი.

12. ღუდუშაური ლ. 2007. კრედიტი და თანამედროვე საბანკო მექანიზმი. თბილისის

უნივერსიტეტის გამომცემლობა.

13. Бард B. C. 2000. Инвестиционные проблемы российской экономики . М.: Экзамен.

14. Бард B. C. 2003. Инвестиционный потенциал российской экономики. /B.C. Бард, С.Н.

Бузулуков, И.Н. Дорогобыцкий, СЕ. Щепотова./ М.: Экзамен.

15. Бернар И., Колли Ж. К. 1994. Толковый экономический и финансовый словарь. Т. П. Ц.:

Международные отношения.

16. Бирман Г. 1997. Экономический анализ инвестиционных проектов. /Г. Бирман, С Шмидт./

М.: Банки и биржи, ЮНИТИ.

17. Бланк И. А. 2002. Инвестиционный менеджмент: учебный курс. Киев : -Центр.

18. Миловидов В. Д. Паевые инвестиционные фонды. М.: Анкил, ИНФРА-М. 1996. 19. Зайцев Д. А., Чураева М. Н. 1998. Организация и деятельность паевых инвестиционных

фондов. М.: ФИД "Деловой экспресс". 20. Капитан М. Е. 2003. Кто есть кто на рынке коллективных инвестиций. М.: Альпина

Паблишер.