no.3 (159)

12
გამოცემის მეთოთხმეტე წელი “LITERATURULI MESKHETI” გიორგი ლეონიძე # 3 ( 159 ) მარტი 2012 წელი ფასი 40 თეთრი “литературули месхети” “დადგით მესხეთში აკვნები, აღზარდეთ კვლავ რუსთაველი” ძვირფასო თანამემამულენო! მიმდინარე წელს აღინიშნება გენიალური პოეტის შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოს- ნის” ვახტანგისეული ნაბეჭდი გამოცემის 300 წლის იუბილე. ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის სა- ამაყოა, რომ იგი “იუნესკოს” დონეზე ჩა- ტარდება. ვისთვისაც ძვირფასია “ვეფხისტყაოსანი”, მოვალეა პატივი მიაგოს მის ავტორს. იგი მსოფლიო ლიტერატურის საკუთრებაა და უიშვიათესი მარგალიტია, რომელსაც დავიწ- ყება არ უწერია. მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისიც უიშვიათესი კურიოზია, რომ სულმნათ შოთას მისმა შთამომავლობამ შესაფერისი სახლ-მუზეუმიც კი ვერ აუგო. მსგავსი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანა- ში არ მოხდებოდა! ახლა კიდევ ერთხელ მოგვეცა შანსი, ყველამ ერთად მოვიწადინოთ და მივაგოთ ღირსული პატივი ჩვენს სასიქადულო წინა- პარს და დავიწყოთ რუსთაველის მუზეუმის მშენებლობისთვის სათანადო ზრუნვა, მითუმეტეს, რომ სულ მალე, რამდენიმე წელში, ასევე უნდა აღინიშნოს რუსთაველის დაბადების 850 წლის იუბილეც. იმისათვის, რომ ამ იდეას ხორცი შევას- ხათ, ახლახან დაფუძნდა (აღდგა), “შოთა რუსთაველის სახალხო მუზეუმის აღორძი- ნების ფონდი”, რომლის მიზანია მოიზიდოს ფინანსური სახსრები და ასპინძის რაიონის მუნიციპალიტეტთან ერთად ააშენოს გენი- ალური პოეტის ნააკვნარზე მუზეუმი. გვჯერა, თითოეული ჩვენთაგანის ძალისხ- მევა სასურველ ნაყოფს გამოიღებს. უპირველესად ვთხოვთ ყველა ბიზნესმენს, ორგანიზაციასა თუ ინდივიდს, საქართველო- სა თუ უცხოეთში მცხოვრებ უბრალო, რიგით მოქალაქესა თუ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეს, დაგვიდექით გვერდში ამ მეტად უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტის საქმეში. რუსთაველის მუზეუმის მშენებლობა ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ტურიზმის განვითა- რების საქმესაც. თითოეული შემოწიროლობა მისხალ-მის- ხალ აღირიცხება და გამოქვეყნდება გაზეთ “ლიტერატურული მესხეთის” ფურცლებზე, შეიქმნება სპეციალური წიგნი, სადაც შევა ყველა დამფინანსებლის გვარი. გამოვთქვამთ იმედს, რომ რუსთაველის სახალხო მუზეუმი ხალხის ძალისხმევით აშენდება და ყველა ერთად ვიზეიმებთ მის გახსნას! ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია: შოთა რუსთველის სახალხო მუზეუმის ფონდი; ანგარიშის ნომერი: GE41LBO115154251209000; სს ლიბერთი ბანკი; მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22 შოთა რუსთაველის სახალხო მუზეუმის აღორძინების ფონდის განცხადება ვეფხისტყაოსანი! ქართული პოეტური კულტურის მწვერ- ვალი! ზენაართან წილნაყარი სიბრძნის მედიუმი კაცობრიობის იმ ნაწილისთვის, რომელთათ- ვისაც ზნეობა, სიქველე, კეთილშობილება, კაცთმოყვარეობა, ერთგულება, სიყვარული ფარატინა ცრემლები კი არ არის, არამედ არსებობის ერთადერთი გამართლებაა. ეს ის ნაწარმოებია, რომელიც საუკუნეების ლაბირინთებში ლამპრად მიუძღოდა მრავალ- ჭირგადანატან, მაგრამ გაუტეხელ ქართულ სულს და უკეთესი მერმისისთვის ბრძოლი- საკენ რაზმავდა, რწმენასა და იმედს უბრუ- ნებდა და დაჩოქების უფლებას არ აძლევდა. არსთაგამრიგე არ გვიწყენს, თუ ხმამაღლა ვიტყვით, ვეფხისტყაოსანი ქართველი ერის მეორე ბიბლიაა. უცნაური ხალხი ვართ ქართლოსის შთა- მომავალნი, ჩვენს უპირველეს პოეტს, მოაზროვნეს, ჰუმანისტს ერთი მუზეუმიც კი არ ვაღირსეთ, სადაც დაივანებდა ის ურიცხვი მასალა, რომელიც რუსთაველის ხელთუქმნელი ძეგლის შესწავლას მიეძღვ- ნა, მუზეუმში მისულ ადამიანს მსოფლიოს მრავალ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსნის ნახვაც აავსებდა სიამაყით და კიდევ ერთხელ შეახსენებდა, აღორძინების ხანის კულტურა საქართველოდან რომ დაიწყო. რუსთაველის მუზეუმი დიახაც რომ დაამშ- ვენებდა მესხეთის მიწას, საქართველოს ამ უმშვენიერეს და უძველეს კუთხეს. მივმართავთ ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ საკითხის გადაწყვეტა, გადადგით ეს ისტორიული ნაბიჯი და თქვენს სახელს მე- მატიანენი პატივით მოიხსენიებენ. გვჯერა,რომ საქართველოს მალე ექნება შოთა რუსთაველის მუზეუმი და ჩვენი ერის უპირველეს სულიერ საგანძურს საკადრისად ვცემთ თაყვანს. მაყვალა გონაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნთ, სხვა- დასხვა პროფესიის შემოქმედებს თუ რამ გვაერთიანებს, ჩვენი სამშობლოს უსაზღ- ვრო სიყვარულის გარდა ის შეგრძნებაა, რომ დიდი შოთა რუსთაველის შთამომა- ვალნი ვართ, იმ პოეტისა, რომლის შედევრი მსოფლიო პოეზიის უპირველეს მიღწევებს განეკუთვნება. ასეთი პოეტით ნებისმიერი ერი, ნებისმიერი სახელმწიფო იამაყებდა, ჩვენ კი ქვეყნის უპირველესი პოეტისთვის დღემდე ერთი მუზეუმიც ვერ გაგვიხსნია, რომელიც სალოცავ ტაძრად იქცეოდა ერთა ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. მტკიცედ გვწამს, რომ შოთა რუსთაველის მუზეუმი უპირველეს ყოვლისა მესხეთში უნდა გაიხსნას, იქ სადაც თითოეული გოჯი მიწა, თითოეული ქვა მის სახელთან არის დაკავშირებული. გამოვასწოროთ ეს ისტორიული უსამარ- თლობა, ეს ჩვენი მოვალეობაა, ეს ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა. რუსთაველის პრემიის ლაურეატები: ჭაბუა ამირეჯიბი გივი თოიძე თამაზ კვაჭანტირაძე გიგა ლორთქიფანიძე ოთარ მეღვინეთუხუცესი რევაზ მიშველაძე ლია სტურუა ჯანსუღ ჩარკვიანი ტარიელ ჭანტურია რეზო ჭეიშვილი თამაზ ჭილაძე ბესიკ ხარანაული ქართული სულიერების მეორე ბიბლია სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრა- ცია დადებითად აფასებს ასპინძაში, შოთა რუსთაველის მშობლიურ მიწაზე, მისივე სახელობის მუზეუმის მშენებლობის იდეას. დღეს მხარეში განსაკუთრებული მნიშვ- ნელობა ენიჭება ტურიზმისა და ტურის- ტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენი რეგიონი და, კონკრეტულად, ასპინძის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. ამიტომ ვფიქრობთ, მისი განხორციელებით კიდევ ერთი დიდი კულტურული კერა გაჩნ- დება რეგიონში, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო აქ არსებული სამუზეუმო ექსპონატე- ბის შესაფერის გარემოში განთავსებისათვის, არამედ, ზოგადად, რეგიონის პოპულარიზა- ციისათვის. გარდა ამისა, თითოეული ჩვენთაგანის ვალია ღირსეული პატივი მივაგოთ ჩვენს სახელოვან წინაპრებს. შოთა რუსთაველი და მისი უკვდავი “ვეფხისტყაოსანი” ხომ ნების- მიერი ქართველისათვის საამაყოა. ჩვენის მხრივ ყურადღებასა და მზრუნვე- ლობას არ მოვაკლებთ მისი განხორციელე- ბის საქმეს. ლაშა ჭკადუა, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ყურადღებას არ მოვაკლებთ გვერდში დავუდგებით ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტი თავის უპირველეს მისიად მიიჩნევს საკა- ცობრიო და ეროვნული ღირებულებების დაცვისა და განმტკიცების საფუძველზე პროფესიულად განსწავლული, მაღალზ- ნეობრივი, კვალიფიციური სპეციალისტე- ბის აღზრდას; უნივერსიტეტი, რომელიც მესხეთის მიწაზე ფუნქციონირებს, მი- ესალმება ასპინძაში შოთა რუსთაველის მუზეუმის მშენებლობის იდეას. ეს უმნიშვ- ნელოვანესი და კეთილშობილური საქმეა, დაფასებაა ჩვენი დიდებული წინაპრებისა და ზრუნვაა ჩვენს ახალგაზრდობაზე, მომა- ვალ თაობებზე. ახალციხის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში ფართო ადგილი ეთმობა რუსთველოლოგიის, “ვეფხისტ- ყაოსნის” სახისმეტყველების შესწავლას. შოთა რუსთაველის მუზეუმი კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობად იქცევა ჩვენი ქვეყ- ნით დაინტერესებული უცხოელებისთვის. იგი ვარძიით აღფრთოვანებულ მნახველს გაუცოცხლებს თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის დიდებულ ეპოქას. ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს და გვერდში დაუდგება შოთა რუსთაველის მუზეუმის მშებებლობის საქმეს. თინა გელაშვილი, რექტორი ერთად ავაშენოთ რუსთაველის მუზეუმი რუსთაველი... ეს სახელიც კი კმარა იმი- სათვის, რომ ჩვენ, ქართველებმა, საკუთარი თავი ვიგრძნოთ ცივილიზებული სამყაროს შემადგენელ ნაწილად. “ვეფხისტყაოსანი” ის განძია, რომლითაც უნდა იამაყოს თითო- ეულმა ქართველმა. რაოდენ სასიამოვნოა, რომ “იუნესკო” მიმდინარე წელს აღნიშნავს ნაბეჭდი “ვეფ- ხისტყაოსანის” გამოცემის მე-300 წლისთა- ვის იუბილეს. ეს კი განსაკუთრებით მეტს გვავალებს მესხეთის მკვიდრთ. აქედან გამომდინარე რაიონის მუნიცი- პალიტეტმა უკვე შეარჩია რუსთაველის მუზეუმის მშენებლობისთვის სათანადო ადგილი. მზად ვართ საპროექტო სამუშაო- ების ჩატარებისთვის მოვიზიდოთ სათანადო ფინანსური სახსრები და რუსთაველის ფონ- დთან ერთად ვიზრუნოთ ამ საშვილიშვილო საქმის ხორცშესხმისთვის. რაიონის მუნიციპალიტეტის სახელით, ბესიკ ბექაური, ალექსანდრე მელიქიძე ზვიად გამსახურდია რუსთაველის მუზეუმის გახსნაზე. ასპინძა 1987 წ.

Upload: -

Post on 21-Apr-2015

557 views

Category:

Documents


1 download

DESCRIPTION

გაზეთ "ლიტერატურულ მესხეთის" 2012 წლის III ნომერი. ელექტრონული ვერსია. გაზეთი გამოდის თვეში ერთხელ.

TRANSCRIPT

Page 1: No.3 (159)

გამოცემის მეთოთხმეტე წელი “LITERATURULI MESKHETI”

გიორგი ლეონიძე

#3 (159)მარტი

2012 წელიფასი 40 თეთრი

“литературули месхети”

“დადგით მესხეთში აკვნები, აღზარდეთ კვლავ რუსთაველი”

ძვირფასო თანამემამულენო!მიმდინარე წელს აღინიშნება გენიალური

პოეტის შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოს-ნის” ვახტანგისეული ნაბეჭდი გამოცემის 300 წლის იუბილე.

ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის სა-ამაყოა, რომ იგი “იუნესკოს” დონეზე ჩა-ტარდება.

ვისთვისაც ძვირფასია “ვეფხისტყაოსანი”, მოვალეა პატივი მიაგოს მის ავტორს. იგი მსოფლიო ლიტერატურის საკუთრებაა და უიშვიათესი მარგალიტია, რომელსაც დავიწ-ყება არ უწერია. მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისიც უიშვიათესი კურიოზია, რომ სულმნათ შოთას მისმა შთამომავლობამ შესაფერისი სახლ-მუზეუმიც კი ვერ აუგო.

მსგავსი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანა-ში არ მოხდებოდა!

ახლა კიდევ ერთხელ მოგვეცა შანსი, ყველამ ერთად მოვიწადინოთ და მივაგოთ ღირსული პატივი ჩვენს სასიქადულო წინა-პარს და დავიწყოთ რუსთაველის მუზეუმის მშენებლობისთვის სათანადო ზრუნვა, მითუმეტეს, რომ სულ მალე, რამდენიმე

წელში, ასევე უნდა აღინიშნოს რუსთაველის დაბადების 850 წლის იუბილეც.

იმისათვის, რომ ამ იდეას ხორცი შევას-ხათ, ახლახან დაფუძნდა (აღდგა), “შოთა რუსთაველის სახალხო მუზეუმის აღორძი-ნების ფონდი”, რომლის მიზანია მოიზიდოს ფინანსური სახსრები და ასპინძის რაიონის მუნიციპალიტეტთან ერთად ააშენოს გენი-ალური პოეტის ნააკვნარზე მუზეუმი.

გვჯერა, თითოეული ჩვენთაგანის ძალისხ-მევა სასურველ ნაყოფს გამოიღებს.

უპირველესად ვთხოვთ ყველა ბიზნესმენს, ორგანიზაციასა თუ ინდივიდს, საქართველო-სა თუ უცხოეთში მცხოვრებ უბრალო, რიგით მოქალაქესა თუ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეს, დაგვიდექით გვერდში ამ მეტად უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტის საქმეში.

რუსთაველის მუზეუმის მშენებლობა ხელს

შეუწყობს ამ რეგიონში ტურიზმის განვითა-რების საქმესაც.

თითოეული შემოწიროლობა მისხალ-მის-ხალ აღირიცხება და გამოქვეყნდება გაზეთ “ლიტერატურული მესხეთის” ფურცლებზე, შეიქმნება სპეციალური წიგნი, სადაც შევა ყველა დამფინანსებლის გვარი.

გამოვთქვამთ იმედს, რომ რუსთაველის სახალხო მუზეუმი ხალხის ძალისხმევით აშენდება და ყველა ერთად ვიზეიმებთ მის გახსნას!

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:შოთა რუსთველის სახალხო მუზეუმის

ფონდი;ანგარიშის ნომერი: GE41LBO115154251209000;სს ლიბერთი ბანკი;მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

შოთა რუსთაველის სახალხო მუზეუმის აღორძინების ფონდის

განცხადება

ვეფხისტყაოსანი!ქართული პოეტური კულტურის მწვერ-

ვალი!ზენაართან წილნაყარი სიბრძნის მედიუმი

კაცობრიობის იმ ნაწილისთვის, რომელთათ-ვისაც ზნეობა, სიქველე, კეთილშობილება, კაცთმოყვარეობა, ერთგულება, სიყვარული ფარატინა ცრემლები კი არ არის, არამედ არსებობის ერთადერთი გამართლებაა. ეს ის ნაწარმოებია, რომელიც საუკუნეების ლაბირინთებში ლამპრად მიუძღოდა მრავალ-ჭირგადანატან, მაგრამ გაუტეხელ ქართულ სულს და უკეთესი მერმისისთვის ბრძოლი-საკენ რაზმავდა, რწმენასა და იმედს უბრუ-ნებდა და დაჩოქების უფლებას არ აძლევდა. არსთაგამრიგე არ გვიწყენს, თუ ხმამაღლა ვიტყვით, ვეფხისტყაოსანი ქართველი ერის მეორე ბიბლიაა.

უცნაური ხალხი ვართ ქართლოსის შთა-მომავალნი, ჩვენს უპირველეს პოეტს, მოაზროვნეს, ჰუმანისტს ერთი მუზეუმიც კი არ ვაღირსეთ, სადაც დაივანებდა ის

ურიცხვი მასალა, რომელიც რუსთაველის ხელთუქმნელი ძეგლის შესწავლას მიეძღვ-ნა, მუზეუმში მისულ ადამიანს მსოფლიოს მრავალ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსნის ნახვაც აავსებდა სიამაყით და კიდევ ერთხელ შეახსენებდა, აღორძინების ხანის კულტურა საქართველოდან რომ დაიწყო.

რუსთაველის მუზეუმი დიახაც რომ დაამშ-ვენებდა მესხეთის მიწას, საქართველოს ამ უმშვენიერეს და უძველეს კუთხეს.

მივმართავთ ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ საკითხის გადაწყვეტა, გადადგით ეს ისტორიული ნაბიჯი და თქვენს სახელს მე-მატიანენი პატივით მოიხსენიებენ.

გვჯერა,რომ საქართველოს მალე ექნება შოთა რუსთაველის მუზეუმი და ჩვენი ერის უპირველეს სულიერ საგანძურს საკადრისად ვცემთ თაყვანს.

მაყვალა გონაშვილი,საქართველოს მწერალთა

კავშირის თავმჯდომარე

ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნთ, სხვა-დასხვა პროფესიის შემოქმედებს თუ რამ გვაერთიანებს, ჩვენი სამშობლოს უსაზღ-ვრო სიყვარულის გარდა ის შეგრძნებაა, რომ დიდი შოთა რუსთაველის შთამომა-ვალნი ვართ, იმ პოეტისა, რომლის შედევრი მსოფლიო პოეზიის უპირველეს მიღწევებს განეკუთვნება. ასეთი პოეტით ნებისმიერი ერი, ნებისმიერი სახელმწიფო იამაყებდა, ჩვენ კი ქვეყნის უპირველესი პოეტისთვის დღემდე ერთი მუზეუმიც ვერ გაგვიხსნია, რომელიც სალოცავ ტაძრად იქცეოდა ერთა ნებისმიერი წარმომადგენლისთვის.

მტკიცედ გვწამს, რომ შოთა რუსთაველის მუზეუმი უპირველეს ყოვლისა მესხეთში უნდა გაიხსნას, იქ სადაც თითოეული გოჯი მიწა, თითოეული ქვა მის სახელთან არის

დაკავშირებული.გამოვასწოროთ ეს ისტორიული უსამარ-

თლობა, ეს ჩვენი მოვალეობაა, ეს ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა.

რუსთაველის პრემიის ლაურეატები:ჭაბუა ამირეჯიბიგივი თოიძეთამაზ კვაჭანტირაძეგიგა ლორთქიფანიძეოთარ მეღვინეთუხუცესირევაზ მიშველაძელია სტურუაჯანსუღ ჩარკვიანიტარიელ ჭანტურიარეზო ჭეიშვილითამაზ ჭილაძებესიკ ხარანაული

ქართული სულიერების მეორე ბიბლია

სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრა-ცია დადებითად აფასებს ასპინძაში, შოთა რუსთაველის მშობლიურ მიწაზე, მისივე სახელობის მუზეუმის მშენებლობის იდეას.

დღეს მხარეში განსაკუთრებული მნიშვ-ნელობა ენიჭება ტურიზმისა და ტურის-ტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენი რეგიონი და, კონკრეტულად, ასპინძის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. ამიტომ ვფიქრობთ, მისი განხორციელებით კიდევ ერთი დიდი კულტურული კერა გაჩნ-დება რეგიონში, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო აქ არსებული სამუზეუმო ექსპონატე-ბის შესაფერის გარემოში განთავსებისათვის,

არამედ, ზოგადად, რეგიონის პოპულარიზა-ციისათვის.

გარდა ამისა, თითოეული ჩვენთაგანის ვალია ღირსეული პატივი მივაგოთ ჩვენს სახელოვან წინაპრებს. შოთა რუსთაველი და მისი უკვდავი “ვეფხისტყაოსანი” ხომ ნების-მიერი ქართველისათვის საამაყოა.

ჩვენის მხრივ ყურადღებასა და მზრუნვე-ლობას არ მოვაკლებთ მისი განხორციელე-ბის საქმეს.

ლაშა ჭკადუა,საქართველოს პრეზიდენტის

რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში

ყურადღებას არ მოვაკლებთ

გვერდში დავუდგებითახალციხის სასწავლო უნივერსიტეტი

თავის უპირველეს მისიად მიიჩნევს საკა-ცობრიო და ეროვნული ღირებულებების დაცვისა და განმტკიცების საფუძველზე პროფესიულად განსწავლული, მაღალზ-ნეობრივი, კვალიფიციური სპეციალისტე-ბის აღზრდას; უნივერსიტეტი, რომელიც მესხეთის მიწაზე ფუნქციონირებს, მი-ესალმება ასპინძაში შოთა რუსთაველის მუზეუმის მშენებლობის იდეას. ეს უმნიშვ-ნელოვანესი და კეთილშობილური საქმეა, დაფასებაა ჩვენი დიდებული წინაპრებისა და ზრუნვაა ჩვენს ახალგაზრდობაზე, მომა-ვალ თაობებზე. ახალციხის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში ფართო ადგილი

ეთმობა რუსთველოლოგიის, “ვეფხისტ-ყაოსნის” სახისმეტყველების შესწავლას. შოთა რუსთაველის მუზეუმი კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობად იქცევა ჩვენი ქვეყ-ნით დაინტერესებული უცხოელებისთვის. იგი ვარძიით აღფრთოვანებულ მნახველს გაუცოცხლებს თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის დიდებულ ეპოქას.

ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს და გვერდში დაუდგება შოთა რუსთაველის მუზეუმის მშებებლობის საქმეს.

თინა გელაშვილი,რექტორი

ერთად ავაშენოთ რუსთაველის მუზეუმირუსთაველი... ეს სახელიც კი კმარა იმი-

სათვის, რომ ჩვენ, ქართველებმა, საკუთარი თავი ვიგრძნოთ ცივილიზებული სამყაროს შემადგენელ ნაწილად. “ვეფხისტყაოსანი” ის განძია, რომლითაც უნდა იამაყოს თითო-ეულმა ქართველმა.

რაოდენ სასიამოვნოა, რომ “იუნესკო” მიმდინარე წელს აღნიშნავს ნაბეჭდი “ვეფ-ხისტყაოსანის” გამოცემის მე-300 წლისთა-ვის იუბილეს. ეს კი განსაკუთრებით მეტს გვავალებს მესხეთის მკვიდრთ.

აქედან გამომდინარე რაიონის მუნიცი-

პალიტეტმა უკვე შეარჩია რუსთაველის მუზეუმის მშენებლობისთვის სათანადო ადგილი. მზად ვართ საპროექტო სამუშაო-ების ჩატარებისთვის მოვიზიდოთ სათანადო ფინანსური სახსრები და რუსთაველის ფონ-დთან ერთად ვიზრუნოთ ამ საშვილიშვილო საქმის ხორცშესხმისთვის.

რაიონის მუნიციპალიტეტის სახელით,

ბესიკ ბექაური, ალექსანდრე მელიქიძე

ზვიად გამსახურდია რუსთაველის მუზეუმის გახსნაზე. ასპინძა 1987 წ.

Page 2: No.3 (159)

ლიტერატურული მესხეთი2 2012 წელი, მარტი

სიხარული!!!სიხარული მრავალნაირია... ყველაფერი კი

თავს სამშობლოს კეთილდღეობაში იყრის. ამიტომაც დღეს ამაყი ვარ, რადგან გავიგე, რომ დიდი შოთა რუსთაველის ნაფუძარზე საფუძველი ჩაეყარა ერთი უპირველესი ქართველის სახლმუზეუმის მშენებლობის იდეას. რომელიც, მჯერა, ღვთის წყალობით, ქართული კულტურის ერთ-ერთ მძლავრ კერად იქცევა.

გვიგულეთ თქვენს გვერდით და გვერწ-მუნეთ, რომ, შესაძლებლობის ფარგლებში

არ დავიშურებთ ძალასა და ენერგიას, რათა უახლოეს მომავალში შეესხას ხორცი ამ მა-მულიშვილურ ჩანაფიქრს.

პატივისცემით,

ჯემალ მელქაძე, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის

თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი, ალექსი მაჭავარიანის სახელობის 26-ე

ხელოვნების სკოლის პედაგოგი, მსახიობი, რეჟისორი, ტელერადიო დიქტორი.

გულისწადილი...თუ გულით გვწადია რუსთაველის ნაკ-

ვალევს გავყვეთ, ვგონებ, მისი ნაფუძარის აღორძინებით უნდა დავიწყოთ. ეს, რა თქმა უნდა, სიმბოლურია, მაგრამ, ზოგადად ხომ სიმბოლოს უდიდესი დატვირთვა აქვს, ამ შემთხევაში, მითუმეტეს!

ამიტომაც, გულწრფელი სიხარულით მივესალმებით და ვუერთდებით იმ აღტ-კინებას, რომელიც საზოგადოებაში დიდი შოთას სახლმუზეუმის შექმნის იდეამ

გამოიწვია. შევეცდებით, შესაძლებლობის ფარგლებში (სახლმუზეუმის წიგნის ფონდის გამდიდრება იქნება თუ მატერიალური დახ-მარება) შევეწიოთ ამ, მართლაცდა საერთო სახალხო საქმეს.

თბილისის ბიბლიოთეკების თანამშრომელთა სახელით,

ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი

ციალა კალმახელიძე

უნდა აშენდესახლახან შევიტყვეთ, რომ შეიქმნა შოთა

რუსთაველის სახალხო მუზეუმის აღდგენის ფონდი.

ფაქტი თავისთავად სასიხარულოა, მაგ-რამ აქვე ერთი კითხვაც დაიბადა — “აქამდე სად ვიყავით”?

ვაი ჩვენ, უბადრუკებს, რომლებიც დღეს რუსთაველის სახელობის გამზირზე დავ-სეირნობთ, ერთ-ერთ ელიტარულ კინო-თეატრს “რუსთაველი” დავარქვით, გვაქვს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მეტროს სადგურიც გვაქვს სწორუპოვარი პოეტის სახელობის, რუსთაველის საზოგადოებაც დიდი ხანია დაფუძნდა, შოთა რუსთაველის სახელო-ბის სახელმწიფო პრემიასაც ვანიჭებთ, რომელიც უმაღლესი ჯილდოა თითოეული შემოქმედისთვის.

დიახ, რჩეულს, მნიშვნელოვანს შოთა რუსთაველის სახელს ვუკავშირებთ. არ მე-გულება ქალაქი საქართველოში, სადაც არ გვქონდეს ქუჩა, არ იდგეს ძეგლი ან ბიუს-ტი რუსთაველისა, მაგრამ განა ეს კმარა? ნუთუ ამით ამოიწურება შთამომავლობის ვალი დიდი წინაპრის წინაშე?

მავანნი იტყვიან, შოთა რუსთაველს ჩვენ-გან აღიარება და პატივი არ აკლიაო, მაგრამ ჩვენი დიდი “მესხი მელექსის” მშობლიურ მესხეთში რაც ხდება, რუსთაველის პატი-ვისცემის დასტური ნამდვილად არ არის. რა მდგომარეობაშია დღეს შოთა რუსთაველის მშობლიური მესხეთი? ნუთუ ამაზე მეტს არ იმსახურებს?

დღეს ბეჭდვითი მედია თუ ტელეარხები სიამაყით აღნიშნავენ, რომ დღითიდღე იზ-რდება საქართველოში ტურისტთა ნაკადი. კი, ბატონო, ძალიან კარგია, მაგრამ იმ ტურისტს ძირძველ მესხეთის მიწაზე რას ახვედრებ? ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ “ვეფხისტყაოსნით”, რამეთუ ვიცით: თუ ჰომეროსი საბერძნეთია, თუ დანტე იტა-ლიაა, თუ სერვანტესი ესპანეთია, თუ შექს-პირი ინგლისია, საქართველო რუსთაველია! მსოფლიოს წინაშე თავმოსაწონი განძი რაკი დაგვიტოვა სულკურთხეულმა, მოვალენი ვართ ასობით და ათასობით ჩამომავალ სტუმარს საკადრისი ღირსებით წარვუდ-გინოთ ეს განძი!

იმედი გვაქვს ფონდის მესვეურების მხარდამჭერთა და თანამოაზრეთა რიცხვი გაიზრდება და ერთობლივი ძალისხმევით მესხეთის მიწას მალე დაამშვენებს დიდი შოთას საკადრისი მუზეუმი, რომელიც უდაოდ გახდება სიმბოლო ნიჭის დაფასე-ბისა, სიმბოლო წარსულის პატივისცემისა, სიმბოლო მადლიერების გამოხატვისა.

პატივისცემით, გამომცემლობა “ლეთას” და

შემოქმედთა გაერთიანება “ქართული წიგნი”-ს სახელით

თამაზ ჩადუნელი, გელა ბერუაშვილი, გოჩა სოზიაშვილი,

მანანა ტატალაშვილი, თეიმურაზ შანიძე.

რუსთაველის მუზეუმი —

საქართველოს ოცნებასაქართველოში ბევრმა არც კი იცის, რომ

ჩვენს სათაყვანებელ მგოსანს, ქართველი ხალხის სიამაყეს, საქართველოს სინდისსა და ნამუსს, შოთა რუსთაველს მუზეუმი არ აქვს და ალბათ, ბევრი ვერც კი ხვდება ერის რამხელა სირცხვილია ეს.

შოთა რუსთაველს მუზეუმი არ ჰქონდეს, ეს უცხოელთათვის წარმოუდგენელია. ყვე-ლაზე მეტად მესხეთში ჩასულ სტუმრებს ებადებათ ეს კითხვა. დამეთანხმებით, რომ ტურისტი არც უნივერსიტეტში მიდის სპე-ციალურად რუსთაველის კაბინეტის (რაც იმ სახითაც აღარ არსებობს, როგორც ჩემი სტუდენტობის დროს იყო) სანახავად და არც ლიტერატურის ინსტიტუტსა თუ მუზეუმებს სტუმრობს მაინცდამაინც. იგი რეგიონებში დადის და კულტურულ ძეგლებს იქ ათვალი-ერებს. მესხეთში კი, სადაც ყველაზე მეტი ქართული საქმე უნდა კეთდებოდეს დღეს, სადაც სიამაყით ვუხსნით ჩვენს სტუმრებს, რომ იმ კურთხეულ მიწაზე დაიბადა და გაიზარდა დიდი მგოსანი, ძეგლის მეტი არა-ფერი დგას ისეთი, რაც სიმბოლურად მაინც აგრძნობინებდა ადამიანს თავს შოთას “ჭერ ქვეშ”. მაშინ, როცა ასეთი დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოში ტურიზმის განვითა-რებას და ქვეყანაში უამრავი რამ შენდება, ვფიქრობ, ეს საკითხიც ერთ-ერთი უმნიშვ-ნელოვანესია, რასაც სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს.

მესამე წელია აქტიურ მონაწილეობას ვიღებ “შოთაობის” სახალხო ზეიმისადმი

(რომელიც საქართველოს პირველი ლედის, ქალბატონი სანდრა რულოვსის პატრონაჟით ეწყობა) მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურ-სებში და სამივე წელია ლაურეატი ვარ, მაგ-რამ როდესაც 2011 წელს მე-2 პრემია მივიღე და კუთვნილი თანხა, 500 ლარი გადმომცეს, მაშინვე დამებადა სურვილი, რუსთაველის სახალხო მუზეუმის ფონდში გადამერიცხა.

22 იანვარს, როდესაც სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრ-ში ჩემი მესამე პოეტური კრებულის — “ზღვა-რი” წარდგინება გაიმართა, მაშინაც ვაუწყე საზოგადოებას ამ ფონდის მნიშვნელობის შე-სახებ. ყველას ვთხოვე მონაწილეობა მიეღო ამ საშვილიშვილო საქმეში. მე წიგნებიდან შემოსული თანხა, ხოლო ჩემმა მეუღლემ, სვენ ვოგემ, თავისი ტრიო “გიორგის” გაყი-დული ალბომების თანხა, სულ 200 ლარი, ამ ფონდში გადავრიცხეთ.

წლევანდელი წელი “იუნესკომ” “ვეფ-ხისტყაოსნის” წლად გამოაცხადა. მოდით, დავამტკიცოთ, როგორ გვესმის შოთა რუსთაველის მნიშვნელობა ქართველებს. კიდევ ერთხელ ვუჩვენოთ მსოფლიოს, ქარ-თველებმა ყველაზე უკეთ რომ ვიცით ჩვენი დიდი წინაპრების ფასი. ყველამ თითო აგური დავდოთ ამ საშვილიშვილო საქმეში.

ღმერთმა შეგვაძლებინოს!

თამარ ლომიძეტურისტული კომპანია “Cultural Travel –

Georgia”-ს დამფუძნებელი.

ღირსების საქმეშოთა რუსთაველი — ამ სახელის იქით

უსაზღვრობა — ქართული გენის უკვდავება იწყება (აქეთაც, სხვათაშორის).

რუსთაველი ობლად დატოვებული, მაგ-რამ უსახლკარო ობოლი კი არა, სამყაროს უსასრულობაში ობოლ მარგალიტად ბრწყი-ნავი არსი სულის განსხეულისა და კვლავ ზეცის შერწყმისა — სამყაროს ბინადარი!!!

და აი, ცნობამ — დაარსდა (აღდგა. რედ.) შოთა რუსთაველის სახალხო მუზეუმის აღორძინების ფონდი — ელვასავით გა-იელვა.

მავანი ცინიკოსი იმასაც კი იტყვის, რის სახლმუზეუმი, შოთას ნივთები რაა, მისი წარმომავლობაც კი არ არის დაზუსტებუ-ლიო.

ეს მათთვის...რუსთაველი მესხია! ძირძველი ქართ-

ველი! ქართველი ერის საკუთრება. და, შესაბამისად, რაც კი ღირებული გაგვაჩნია, შოთას კუთვნილებაა უცილოდ. ასე, რომ...

ღირსეულმა ადამიანებმა ფონდის დაარ-სებისთანავე თავიანთი წვლილი უკვე შეიტანეს ჯერ დაარსებით, შემდეგ კი, ვინ ლიტერატურულ კონკურსზე მიღებული პრემია გადარიცხა, ვინ საკუთარი წიგნის გაყიდვიდან მიღებული ჰონორარი. თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაკადულია, მაგრამ ნაკადულთა შეერთება-შერწყმა ხომ დიდ

მდინარეს წარმოშობს, მდინარეებიც კი — უზღვავ ზღვას.

კარგი ნათქვამი გვაქვს ქართევლებს: “ძალა ერთობაშია”-ო და გვჯერა, ვისაც კი სამშობლო სტკივა და უხარია, თავის წვლილს შეიტანს ამ მამულიშვილურ საქ-მეში, ეს ხომ ჩვენი საჯილდაო ქვაა, ჩვენი ღირსების საქმეა!

ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფი:რამაზ ბერაძე, მზა ხეთაგური, ტარიელ

ხარხელაური, ნოდარ ჯალაღონია, ელგუჯა ლებანიძე, ეთერ ზარიძე, ზინა სოლომნიშვილი, ვალერიან მამუკელაშ-ვილი, ქეთი შენგელია, ამირან ჯმუხაძე,

ზურაბ თორია, დალი ყარაულაშვილი, ლია ბედოშვილი, გულო კობიაშვილი, ერეკლე საღლიანი, თემურ შავლაძე, მიხო მოსუ-

ლიშვილი, ქეთევან ჭილაშვილი, კოტე ნაჭყებია, მარიამ (სანათა) ხუ-

ცურაული, მარიამ წიკლაური, რობერტ მესხი, თამარ შაიშმელაშვილი, ბონდო

მაცაბერიძე, ნანა ელიაძე, მერაბ სადღო-ბელაშვილი, რევაზ აბზიანიძე, ზურაბ

მამულაშვილი, ნინო სადღობელაშვილი, ალეკო გაბელაია, ნარო კოლხელი, ლიდა

სტვილია, ირმა მალაციძე, ლელა გაბუნია, მზია ჩხეტიანი, ნინო ჩხიკვიშვილი, ვანო

იბერი, გაგა ბარბაქაძე, ნინო დარსაველი-ძე, გიორგი პარუნაშვილი.

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი მხარს ვუჭერთ დაბა ას-პინძაში შოთა რუსთაველის მუზეუმის აღდგენას და მიესალმება რუსთაველის ფონდის დაარსებას. მუზეუმის არსებობა ხელს შეუწყობს მესხეთში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და აღორძინებას.

პატივისცემით, თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია პასუხისმგებელი მდივანი მარინა თექთუმანიძე.

მწერალთა დამოუკიდებელი გაერთიანება კავშირი — პოეტური ორდენი “მარად ახალი ქნარი”, მიესალმება და მხარს უჭერს დაბა ასპინძაში შოთა რუსთაველის სახალხო მუზეუმის მშენებლობის იდეას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი სურვილები დაემთხვევა კულტურის სამინისტროს, ტურიზმის დაპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ასპინძის გამგეობის შესაბამისი სამსახურების თანადგომასა და მხარდაჭერას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

კავშირ “მარად ახალი ქნარის” თავმჯდომარე მიხეილ ღანიშაშვილი, წევრები: ღვთისო მამისიმედიშვილი, სევარიონ ნადირაძე,

ტრისტან მახაური, მურღვა არდოტელი, ქეთევან დოლიძე

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია გულითა და სულით მიესალმება დაბა ასპინძაში შოთა რუსთაველის სახალხო მუზეუმის მშენებლობის იდეას და მხარს უჭერს შოთა რუსთაველის სახალხო მუზეუმის ფონდის დაფუძნებას. მესხეთში შოთა რუსთაველის მუზეუმის არსებობა საჭიროა როგორც კულტურის აღორ-ძინებისთვის, ასევე რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის.

კონსერვატორიის რექტორი რევაზ კიკნაძე

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა უდიდეს სიხარულს გამოხატავს დაბა ასპინძაში შოთა რუსთაველის მუზეუმის აღდგენასთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერთ და წარმატებებს ვუსურვებთ ფონდის დამფუძნებლებს. მზად ვართ გვერდში დავუდგეთ ამ საშვილიშვილო საქმის განხორციელებაში.

ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი

ნორვეგიულ-ქართული ტრიო “გიორგი” ულოცავს სრულიად საქართველოს უდიდესი პოეტის, შოთა რუსთაველის მუზეუმის აღდგენის ფონდის დაარსებას და წარმატებებს უსურვებს ქართველ ხალხს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ პროექტში ჩართული იქნება ყველა, ვისაც უყვარს შოთა რუსთაველის უკვდავი “ვეფხისტყაოსანი” და ვინც იცის, თუ აქვს მუზეუმის არსებობას რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის.

სვენ ვოგე, პეტერ სიმონსენი, ბექა სებისკვერაძე

საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პავლე გილაშვილი და საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი რუსთაველის

მუზეუმის გახსნაზე. ასპინძა 1987 წ.

Page 3: No.3 (159)

2012 წელი, მარტი 3ლიტერატურული მესხეთი

სანთლის სხივი... სიმართლე — ზეცაში გაჭრილი სარკმე-

ლი... უსასრულობაში არეკლილი, რწმენით ატაცებული, მოცეკვავე ალი. რა ლამაზი ხარ როგორ ანათებ თითქოს ჩემ სულს ხედავ. ამ ნათებას შენამდე მოვყავარ. მეხმარები, მელოდები, ირეკლები. მინდა გაგენდო! რომ სულში ჩამეღვენთო. დამიჯერე, მე ამისთვის მოვედი. გამხსენი, აღმადგინე, ცრემლით განმწმინდე, გულში ჩამახედე, ცა მაგრძ-ნობინე!.. ღმერთო ჩემო, ეს საგალობელი როგორ აღწევს სულში. გეფერება, ამოთქვიო, შეინანეო, განიბანეო...

—უკაცრავად, როგორ ხართ, წყალი ხომ არ მოგაწოდოთ?.. -არა, გმადლობ, ჩავფიქრდი... სულ ეს არის...… -მოძღ-ვარი უკვე გამობრძანდა, მგონი ელოდით. — კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

— ღმერთო, შემეწიე, შე-მაძლებინე, მომეცი ძალა...

— მობრძანდით, თქვენღა დარჩით. -მოულოდნელად ჩაესმა საოცრად თბილი ხმა.

— მომიტევეთ, ეს... მე?— დიახ, ცოტა დაუჩქარეთ. წირვა მიმდი-

ნარეობს, ვიდრე საკურთხეველში შევალ, თქვენი მოსვლის მიზეზი შემახსენეთ.

— აღსარებისათვის გეახელით... პირველად ვარ... თუ შეგიძლიათ, მიმიღეთ.

— ღმერთო! — მოძღვარმა გაკვირვებულმა შეხედა. –გიო... შეენ?

— დიახ, მე ვარ. მაგრამ...— მე დანიელი ვარ, ღირსიაშვილი.— მაპატიე, უცებ ვერ გიცანი. აქ თუ გნა-

ხავდი ვერ წარმომედგინა. თან... როგორც მოძღვარს. რა კარგია, ძმაო. არც კი იცი, რა ტვირთი მომხსენი.

— წამომყევი, სამრეკლოს ქვემოთ ოთახი გვაქვს, იქ დამელოდე, დაისვენე და მერე ვი-საუბროთ შენსა თუ ჩემს ტკივილზე. როგორ ხარ, სად დაიკარგე.

— ღმერთო დიდებულო!.. როგორ გამიად-ვილე. უცებ ძმად მექეცი, თითქოს აღსარების კი არა, ძველი ამბის სათქმელად შევიკრიბეთ, სიყვარულით, ისევ სითბოთი. — აი, ეს ოთა-ხიც. მალე მოვალ, წირვას დავასრულებ და... ილოცე ჩემს მოსვლამდე.

რა ნათელი ოთახია, სარკმლიდან როგორი გამჭვირვალეა სივრცე... სიმშვიდე კვლავ წვდება სულს. ეს ფრესკები? რამდენ იმედს აფრქვევენ?! გინდა ეამბორო რომ მათი მად-ლი შენში გადმოვიდეს. რა იქნებოდა, უფრო ხშირად რომ ვყოფილიყავი ღმერთთან? ჩემი გულიც ალბათ სხვანაირად აივსებოდა სიყვარულით. ამ იმედებით დატვირთულმა ოთახმაც როგორ უცებ შემცვალა? მადლობა უფალო, რომ ისევ ჩემთან ხარ. ამბობენ, სხე-ული მანამდე კვდება ვიდრე იმედს დაეწევა.

ხანდახან მგონია ამ მტკვარს სულ სხვა და სხვა ჟღერადობა და სუნი აცოცხლებს., სა-ოცარი მღელვარება, გამჭვირვალე ფერი და...

ხშირად ადამიანებს რაღაც არ გვასვე-ნებს, გვეძახის, გვებრძვის, გვაფრთხილებს. ეს აუცილებალიცაა, რომ სიფხიზლე არ დაკარგო და თავს მიძინების უფლება არ მისცე. ამდენი დრო სად არის.. ოჰ, ღმერთო! ტკივილი ხომ ულევია, ტკივილი სევდის, ტკივილი სიხარულის, შვების... სიყვარულის ტკივილი... რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ტკივილს განიცდი, მთავარია გიყვარს და იმიტომ გტკივა. სიცოცხლეც ხომ სიყვარუ-ლით შეიქმნა. ღმერთო, გთხოვ, მართებულად მატარე. მარადისობად მაგრძნობინე წამი. გული გამიხსენი, ფიქრი გამინათე. ნუთუ ბევრს ვითხოვ? მინდა გეამბორო, განვიბანო, რომ ახლიდან დავიწყო ცხოვრება. ზოგჯერ მგონია, ყველაფერი უაზროა, რომ ცა ჩამოიქ-ცა ჩემთვის. მაგრამ ეს ასე არ არის, ვიცი. ეს, უბრალოდ... იბრძვი, ებრძვი, მაგრამ ვერ შველი…

—აი მოვედი. გალოდინე? ეს ისევ შენთ-ვის, მოსაფიქრებალად, იმედია არ ნანობ აქ რომ ხარ. მე მთელი გულით შენთან ვარ, რო-გორც ძმა, როგორც მოძღვარი და როგორც მრჩეველი.

— ეგ ღიმილი ჩემთვის უკვე იმედია. მად-ლობა უფალს!

— გაიხარე! ახლა გისმენ. იმედია ოჯახში ყველანი კარგად არიან.

— არაუშავთ, ძველებურად. მე ვადარდებ მათ, თორემ ისე კარგად არიან.

— რა ხდება? გამეხსენი, სული შეიმსუბუქე. ყველაფერი ჩვენს შორის დარჩება.

— ვიცი. ამიტომაც ვარ აქ. მე, პირველ რიგში ღმერთთან მოვედი და ხვთის მადლით შენთან აღმოვჩნდი — ჩემს ძმასთან. იცი, ის დრო ყველაზე კარგი მონაკვეთია ჩემი ცხოვრებისა. მოკლედ, ცხოვრება ზოგჯერ წყდება და სხვანაირად გრძელდება. ჩემი ამბავიც პატარა შეცდომით დაიწყო... ეზოში

უბნის ბიჭებთან ერთად ვიყავი. ვანცობდით, ვლაყბობდით, ფულს ვეძებდით, რომ ღვინო დაგველია. დავინახე, ორი ბიჭი მოემარ-თებოდა ჩვენკენ. სხვა უბნელები ჩანდნენ. ერთი მათგანი შავგვრემანი, სრული ტანის, შუახნის კაცი იყო. დახრილი შავი თვალებით, მაცდური მზერითა და მიმნდობი იერით. მეორე კი სუსტი აღნაგობის, თეთრი კანის ბიჭი, მომღიმარი სახითა და ქუჩური მანერე-ბით. მოსვლისთანავე მოგვესალმნენ. ჩვენც ასევე. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ, მოსვლის მიზეზი გაგვიმხილეს:

— ბიჭებო, ჩვენმა ერთმა ძმამ ფული წა-აგო, ვინმე ზაზა დაშნიანთან, ორასი ლარი.

ჰოდა, თავანის ჩაბარება გვინდა, ხომ ვერ

გვასწავლით სად ვნახოთ?— ჩვენ ერთმანეთს გა-

დავხედეთ. მე სითამამე არ მაკლდა და ჩემდა უნებურად წამომცდა, მე ვარ მეთქი, ზაზა. მათაც ეს უნდოდათ, ხალისით გადმომცეს ფული და გამეცალ-ნენ.

ბიჭებმა მითხრეს, ეს არ უნდა გექ-ნაო, მაგრამ უკვე ნათქვამს, რაღას ვუშველიდი. ფული ხელში მქონდა... რეს-ტორანში წავედით, კარგათ ვისიამოვნეთ, ბოლომდე გამოვთვე-რით... სახლში მისულს მკვდარივით ჩამეძინა. ფიქრადაც არ მქონია, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას. იმ პერიოდში, ჩემი მშობლები საზღვარგარეთ დადიოდნენ, იქიდან ათასი სახის საქონელი ჩამოჰქონდათ და აბარებდნენ. სხვებთან შედა-რებით არაფერი გვიჭირდა. მეც, ამით გათამამებულს, ეს შეცდომა დამემართა. თავი მაგარი ბიჭი მეგონა, ასე იცის გაყოყოჩებამ. მაგრამ, ცხოვრება რა ცხოვრებაა, თუ არ გასწავლის.

— ჰო, ეს ცუდი რამ მოგსვლია! — გააქნია მოძღვარმა თავი. — მერე, მერე რა მოხდა?

— მერე, როგორც ხდება ხოლმე. ცუდ საქ-მეს ცუდი მოჰყვება და ასეც მოხდა...

ეზოში ჩასულს ბიჭებმა ამბავი დამახვედ-რეს, გეძებდნენო. ფერი მეცვალა. მივხვდი, რომ გავები. ბიჭებმა მითხრეს, ნუ გეშინია, ჩვენ შენთან ვართო. მაგრად შევშინდი, მაგრამ გვიანი იყო. ინტერესში ჩავვარდი, რატომ მეძებდნენ. რა არ ვიფიქრე, გული ისე ამიჩქარდა, ვერ აგიღწერ. ვიცოდი, ეს თანხა არ შემერგებოდა. მაგრამ ასე მალე? ჩემი თავი არ შემცოდებია, ყველაფრის ღირსი ვარ მეთქი. მაგრამ, მშობლები შემეცოდა. ისინი ხომ მენდობოდნენ, მე კი... იმ დღეს აღარ გამოჩენილან, ნერვები დამაწყდა ლოდინით. ამ გაურკვევლობას მერჩივნა მცოდნოდა რას ითხოვდნენ. ამ ფიქრებში ჩამეძინა. დილით დედა მაღვიძებს და მეუბნება:

— ორი კაცი იყო, შენ გიკითხეს. მთვრალია, სძინავს და რა გადავცეთქო. ჩვენ ვნახავთო.

შევკრთი. სახლში მათი სტუმრობა არ მე-სიამოვნა. დედას ვუთხარი, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგადაა მეთქი. ვიცრუე. ამ დროს უნივერსიტეტში ლექციები არ მქონ-და, საახალწლო არდადეგები იყო. ვიფიქრე, სოფელში წავალ აქაურობას გავეცლები, დავმშვიდდები და მერე შევხედავ რა მოხდე-ბა, იმის მიხედვით ვიმოქმედებთქო. დილით ერთი ჭიქა არაყი გამოვცალე და, ეზოდან ბიჭების ძახილიც შემომესმა.

აივანზე გავედი. უბნელები მეძახდნენ. სწრაფად ჩავიცვ, ქუდი დავიხურე და ეზოში ჩავირბინე. ძმები იქ დამხვდნენ. ძმებიო, იტყვის კაცი. დალევაში, ჩხუბში, ყოველთვის ერთად ვიყავით, მაგრამ ფულის რა გითხრა. ყველანი უბრალო ოჯახის შვილები იყვნენ, იქით თუ მისცემდი ფულს და გაახარებდი, თორემ აქეთ რას მოგცემდნენ, რაც არ ჰქონ-დათ. სწორედ მაგ ფულმა დამღუპა. მამაჩემი არაფერს არ მაკლებდა, ძლივს ოჯახში გვა-რის გამგრძელებელი გვყავსო. ბიძაჩემსაც ორი გოგო ჰყავდა და მთელი გული და სული ჩემზე იყო...

ამბავი დამახვედრეს, ისინი კვლავ მოსუ-

ლიყვნენ და ეთქვათ, რომ თურმე ოცი ათასი წამეგოს ერთი კვირის წინ და ფულს ითხოვ-დნენ. თავზარი დამეცა. ვიცოდი თანხას მომთხოვდნენ, მაგრამ ამდენს არ ველოდი. ბიჭებიც დაიბოღმენ, რა არ მირჩიეს, მაგრამ ამდენი ფული მაინც საიდან უნდა მიმეტანა. აქედან დაიწყო ჩემი უბედურება...

გადავწყვიტე თავად დავლაპარაკებოდი, სანამ კიდევ მომაკითხავდნენ. ეს უფრო ვაჟკაცური საქციელი იქნებოდა ჩემი მხრი-დან. მე და ერთი ყველაზე ახლო მეგობარი წავედით. ვღელავდი, მაგრამ რას ვიზამდი, ჩემი ბრალი იყო. რა მეშარებოდა, რა მინ-დოდა. ამნაირ ქეიფს რა ვუთხარი, მაგრამ ღირსი ხარ რაც გჭირს, ვლანძრავდი ჩემ

თავს. როგორც იქნა მოვძებნეთ. უნდა გენახა, რა სახით შეგვხვდნენ. როგორაა საქმეო, — მითხრეს, ფული თან გაქვს თუ გაგალამაზოთო.

— ამ სიტყვებს არ ველოდი. თით-ქოს იმედი მქონდა: სიმართლეს ვიტყვი, სხვისი ფული რომ მივით-ვისე სულელურად და ახლა ვნანობ და გიბრუნებთ თქვენ კუთვნილ თანხას მეთქი. მინდოდა მეთქვა, მაგრამ მივხვდი, ისეთი სახე-ებით შემომყურებდნენ, აზრი არ ჰქონდა...

— ფული არ მაქვს.— მაშინ რა გიყოთ? -გადა-

ხედეს ერთმანეთს...ჩვენთან რომ იყვნენ ასეთი საშინელი სა-ხეები არ ჰქონდათ, საზიზღრად გამოიყუ-

რებოდნენ. ნამდვილად წამლის ქვეშ იმყოფებოდ-ნენ.

— მოკლედ, ასე ჭკვი-ანო, — დაიწყო შავგვ-რემანმა — გეტყობა, მშიშარა არა ხარ. ეგ

კარგია, ასეთ ხალხს სანთლით ვეძებთ. ფული რომ არ გაქვს, ცუდია, მაგრამ, არა-

უშავს.—იმედი მომეცა, მგონი მეშ-

ველა, გადავრჩი-თქო, მაგრამ...—მოკლედ, ერთი საქმეა, მაგარი ოჯახია,

ფულიანი, ჰოდა, ჩემს ძმებთან ერთად მოგი-წევს მუშაობა, ფულს წამოიღებთ და დანარ-ჩენს შენც მიხვდები, გაგარკვევთ.

მე და ჩემი მეგობარი ენაჩავარდნილები წამოვედით. ის ღამე თეთრად გავათენე. რა არ ვიფიქრე: მამას ვეტყვი... საერთოდ გავქ-რები, ქვეყნიდან წავალ ან სხვა რამე. უცებ თავში გამიელვა: მშიშარა ხომ არ ვარ, ერთი ქურდობა რას მიზამს? მაგის დედაც!..

ერთი კვირის შემდეგ მომაკითხეს დაბუ-რულ მინებიანი შავი ჯიპით...

სახლში იმ დროს შევედით, არავინ იყო. ფული, ოქრო, სუფთად მოვქესტეთ, მაგრამ კარებთან მისულნი, ზარის ხმამ შეგვაჩერა — ვიღაც მიმზიდველი გოგონა რეკავდა. ეხლა კი დავიღუპეთ — გავიფიქრე.

მე, სულსწრაფმა, შევეკითხე: ვინ გნებავთ?შავგვრემანმა ლამის თვალები ამომთხარა,

ხმა რატომ ამოიღეო...გოგონამ ქალის სახელი იკითხა და სათ-

ვალთვალო ხვრელში შემოიხედა. პასუხი არ მქონდა გაცემული, რომ მობილური ამოიღო და რეკვას შეუდგა. მდგომარეობა დაიძაბა. ბინა მეორე სართულზე იყო და “ჭაღარამ” — ფანჯრიდან გავიდეთო. მოვხსენით ფარდა, დავამაგრეთ აივანზე და სწრაფად აღმოვჩ-ნდით სახლის ეზოში. საშინელებაა როცა მოგდევენ. იმ საღამოს სახლში სასტიკად აფორიაქებული დავბრუნდი. მეგონა ამით დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ, არა! ორ დღეში ისევ დამირეკეს. გულზე შემომეყარა. მითხრეს, თუ ახლა დავეხმარებოდი, აღარ შე-მაწუხებდნენ. აეროპორტში მელოდებოდნენ. მომცეს ფული და მისამართი, სადაც რაღაც ნივთი უნდა მიმეტანა და მასაც სანაცვლო უნდა გამოეტანებინა. ეჭვით მივხვდი რომ წამალი იქნებოდა. თვითმფრინავში ჩამსვეს და ასე ვესტუმრე დიდ რუსეთს. მანამდე არ მენახა. გულში ვფიქრობდი, რატომ მენდო-ბიან, ალბათ პოლიციისთვის უცნობი სახე ვარ. გასასვლელში წასვლის მიზეზი მკითხეს და: საახალწლოდ ბიძასთან მივდივარ-მეთქი. ამ ფიქრებით გავემგზავრე... საშუალო ასაკის

კაცი დამხვდა, წვერგაბურძგნილი, ღვინის სუნი ასდიოდა, მაგრამ რას ვნაღვლობდი. მთავარი იყო წამომეღო რაც მევალებოდა და დროულად მოვშორებოდი იქაურობას. თუმცა, როგორც მე ვფიქრობდი, ეს ამბავი, ჩემდა საუბედუროდ, ასე არ დამთავრდა.

უკან დაბრუნებისას გამაჩერეს და, რო-გორც ხდება ხოლმე, გამჩხრიკეს. წამლის “ბარიგობაზე” დამიჭირეს. თხუთმეტი წელი მომისაჯეს. საშინელ დღეში ჩავარდი. ჩემებმა არაფერი არ იცოდნენ. სასტიკადაც გამლა-ხეს. ღირსიც ვიყავი. მოკლედ, დაბნელდა მზე. ისეთ ხალხში მომიწია ყოფნა, სული როგორ გადამირჩა, მიკვირს. ისევ წიგნებმა

მიშველეს. წიგნებმა და უც-ნობმა გოგონამ, რომელიც წერილებს მწერდა და მამხ-ნევებდა. მისი წერილები თითქოს ამ ცხოვრებაში ჩემს საჭიროებას მაგრძ-ნობინებდა.

მისმა წერილებმა ბევ-რჯერ გადამაფიქრებინა

თავის მოკვლა. ოჯახთან კონტაქტი მქონდა. მამაჩემი ფულს თუ სხვა რამესაც მიგზავნი-და. დედამ არ მაპატია. დღესაც არ მელაპა-რაკება. არ ვამტყუნებ. როგორც იქნა დადგა ციხიდან გამოსვლის დღეც. კარებთან მამა დამხვდა. გადავეხვიეთ ერთმანეთს და გავე-ცალე ციხეს...

— კარგია აქ რომ ხარ. ეს კეთილი გზაა — სულის სიმშვიდის... შემიძლია მონასტერში ყოფნა გირჩიო, გარკვეული ხანი მაინც. მოილოცე, სხვა თვალით დაინახავ სამყაროს. მერე განწმენდილ-დაწყნარებული დაბრუნ-დები და გადაწყვეტ რა გინდა, როგორ იცხოვ-რო! ეგებ სასულიერო სემინარიაში ჩააბარო. მახსოვს, კარგად სწავლობდი. ყველაფერი შენს ხელთაა. უბრალოდ, გარემოს გამოცვ-ლა და კეთილი ხედვა გჭირდება. ყველაფერი კარგად იქნება. წინ იყურე, წარსული ამოიგდე თავიდან. რაც მოხდა მოხდა.

— მადლობა ყველაფრისთვის. ვიფიქრებ, სწავლა, ნორმალური ცხოვრება, შრომა ნამდ-ვილად მჭირდება. აუცილებელია, რომ ძველი ფიქრებისგან გავთავისუფლდე. ჰო, მართლა, ჩემი ფიქრებით დამძიმებულს სულ დამავიწყ-და, დეიდა ნელის და შენს დაიკოს მოკითხვა... ნელი დეიდას თბილი გულით მორთმეული ტკბილეული...

— ოო, ეგ მართალია. დედას თბილი გული და გემრიელი ხელი აქვს. ისე, ამ საღამოს, საშობაო პატარა სუფრა გვექნება. დედა ლამაზ კვერებს გამოაცხობს. გვესტუმრე. დედას გაუხარდება. მოკლედ, მოდი...

ღმერთო, როგორი მადლიერი ვარ შენი, რომ ასე ადვილად მათქმევინე ყველაფერი და სული დამიმშვიდე. გზა დამანახე სწორი და ძმაც დამიბრუნე. იმედი მომეცი... როგორ მინდა ამ მტკვარს მოვეფერო ამდენ დარდს რომ იზიარებს, თვალებში გიყურებს და სულს გიცოცხლებს...

*— ეს რა არის, ნეტავი რა დაემართა?.. — დაო, კარგად ხარ?— რა მნიშვნელობა აქვს? ვის აინტერესებს

კარგად ვარ, თუ ცუდად? სიკვდილი მინდა, მაცალე, ნუ ერევი, თავს მიხედე და, საერ-თოდ, ვინ ხარ?

— მე, უბრალოდ ადამიანი ვარ... ვისაც ცხოვრებაში არ გაუმართლა და ბედმა გარი-ყა. შენ გგონია, მარტო შენ გიჭირს?

— ნუ მიყვირი, მე უფრო მიჭირს...— შენ რა იცი, მე რა ცხოვრება მქონდა.

შემომხედე!..— არა, არ შემოგხედავ... მე სიკვდილი

მინდა...— მერე, გგონია ეგ გამოსავალია?..— სიცოცხლეა ძნელი, სულ უნდა იბრ-

ძოლო... სიკვდილს რა უნდა, გადახტი და ეგ არის...

— ჰო, მართლა, რატომ არ ხტები? ხომ არ მოგეხმარო?.. სიცოცხლეს რა აზრი აქვს. მოდი, ხელს გკრავ, გაგანთავისუფლებ, მაინც არავის სჭირდები.

— ეჰ, არადა როგორ მჭირდება ვინმე, ვინც თანამიგრძნობს, ჩემს გასაჭირს გაიზი-არებს...

— ჩემი თავი გამჭირვებია, შენ რითი უნდა დაგამშვიდო. – ამოისლუკუნა გოგომ.

— უბრალოდ, ჩამოდი მოაჯირიდან და ვიტყვი რომ ტყუილად არ ვარ ამქვეყნად მოსული, რომ საჭირო ვარ.

— კარგი, ასე იყოს. ჯანდაბას... რადგან საჭირო ვარ, ჩამოვედი... ახლა?

— ახლა წავიდეთ, ყავა და ნამცხვარი მი-ვირთვათ. გეპატიჟები. რას იტყვი?

— კარგი... იცი, თბილი ადამიანი ხარ.

ნინო დარსაველიძეპროზა

სანთლის სხივი

გაგრძელება 5 გვ.

Page 4: No.3 (159)

ლიტერატურული მესხეთი4 2012 წელი, მარტი

დალი ყარაულაშვილი

ვასილ ბოსტაშვილი

დე, სიკვდილითაც არვის არ ვგავდე

მე შეცდომა ვარ ალბათ განგების,ყველა მიყვარხართ თავდავიწყებით,ფიქრიც, ოცნებაც, ვიცი სხვაგვარი,ვარსკვლავებში და ცაში ვიწყები.

მუხთალ ცხოვრების ვიწრო ბილიკებს,მე ვერ მივყვები როგორც წესია,თუ მიცინია?!... ბავშვის სიცილით,კვნესით?!... სხვაგვარად დამიკვნესია.

თუ სასმისს ავწევ, სხვაგვარად ვთვრები,სასოწარკვეთაც სხვაგვარი ვიცი,ზეცას ავჭრილვარ ფასკუნჯის ფრთებითდა ვიფიცები სხვაგვარი ფიცით.

მგონი ქარიშხლებს ჩამოვყევ ციდან,სატანას ვებრძვი, უხმოდ, უფაროდ,ასე მარტივი და თან სხვაგვარი,რად გჭირდებოდი ნეტავ უფალო!

აბობოქრებულ სულს ვერ ვაწყნარებ,იქნებ გაკოჭოთ ტყავის ქამანდით,ერთი თხოვნა მაქვს, როცა მოვკვდები,მკერდზე სხვაგვარი ძეგლი დამადგით.

ჰგავდეს ქარიშხლებს, მზის სხივებს, წვიმებს,

მისი სიმაღლე ღრუბლებს ჰქარგავდეს,მინდა საფლავიც სხვაგვარი მქონდეს,დე, სიკვდილითაც არვის არ ვგავდე.

გემშვიდობები.! გემშვიდობები... რადგან მალამო,ვერ დაადევი, ვერც ერთ

ჭრილობას,გემშვიდობები, რადგანაც ვხედავშენს გვერდით ყოფნის

უადგილობას.

გემშვიდობები, რადგან შენ ჩემთვის,ფრჩხილისოდენაც კი ვერ გასწირე,გცილდები, რადგან არწივი არ ხარ,თვალებს მიხვევ და ბაძავ არწივებს.

გშორდები, რადგან ვერვის ებრძოლეჩემი ნახვის და ალერსის გამო,გშორდები, რადგან ბობოქარ ვნებებსვერ აჰყევი და სიმშვიდეს ლამობ.

გცილდები, რადგან ვეღარცერთ ღამეს,შენ ვერც ერთ ღამეს ვეღარ იმეტებ,გრძნობების ზღვაში გზა აგებნა და კლდეების ქიმზე მიმსხვრევ იმედებს.

გშორდები, რადგან არ ხარ რაინდი,გაშინებს ბრძოლა, გამშვიდებს ზავი,გშორდები, რადგან ჩვენ ვერ მივაღწევთ,ოცნების ნაპირს ქაღალდის ნავით.

გშორდები, რადგან ალბათ გაცინებს,შენ, ჩემი ყველა ნათქვამი სიტყვა,და მეც თვალები ყალბი სხივებითვეღარ მამშვიდებს და აღარ მიყვარს.

გემშვიდობები... რადგან ეს სული,მარტოობისთვის დასთმე, გასწირე,რადგან უბრალო ჩიტი ყოფილხარდა ვერ მიწვდები ცაში არწივებს.

გალაკტიონსის ჯვარს იწერდა იმ ღამეს ვიცითდა მესაფლავეც მიწას თხრის ისევ,შენ კი სადა ხარ, კაფეში მარტო,ვიღაც მესამე კვლავ ჭიქას გივსებს.

სადა ხარ,ლურჯა ცხენების რემათავაწყვეტილი ქუჩებში დაჰქრის,ამოვარდნილი მუზების ქარიშენს იისფერ თოვლს სახეში მაყრის.

ისეთი დიდი იყავ მიწისთვის,ვერ შეგწვდა მოკვდავ კაცის გონება,ვეღარ გაბედა განგებამ ისევ,მეორედ შენი გამეორება.

გალაქტიკაში დაჰქრიხარ სულადდა ეგებები ვარსკვლავთ სამყაროს,იქნება გახსნა საზღვრის კარებიდა ეგ მუზები შემოგვაყარო.

მინდა დავიწვა შენეულ ცეცხლითდა შენი მსგავსი გრძნობის ალებით,რომ ამოსუნთქვას ამოჰყვეს ლექსი,და მოვკვდე შენი გარდაცვალებით.

***ამ მთის მწვერვალზე რამ მოახვედრათდა წამოადგათ თავზე რიჟრაჟი,ის ქალი წუხელ რამ გადარია...რამ გადარია წუხელ ის ვაჟი...

ბრბოლავდნენ, გრძნობდნენ, ღელავდნენ ზღვისებრ,

ჰგავდნენ ქარებში მთრთოლავ ლერწამებს,

ვერ დაიმშვიდეს თავი ვერაფრითდა ერთმანეთის სულებს წეწავდნენ.

იქნებ ბახუსის ღვინით გადათვრნენ,ეს ცაც და ეს მთაც მათებრ მთვრალია,არ ჰყავთ გამგები და გამკითხავი,ეს გაგიჟება რისი ბრალია.

ცას უამრავი ვარსკვლავი შეხსნეს,ამ მნათობებით კოშკი აიგეს,

და გამთენიას ამ სიგიჟისა,თავადაც ვერაფერი ვერა გაიგეს.

ამ მთის მწვერვალზე რამ მოახვედრათ,თავს წამოადგათ დილის რიჟრაჟი,ის ქალი წუხელ რამ გადარია...რამ გადარია წუხელ ის ვაჟი...

***სვეტი ნათლისა — სვეტი ცხოველი,უნეტარესი და სრულქმნილია,როგორც უფალი, მამა- მშობელიგაბრწყინებული გვლოცავს ილია...

ააყვავილებს მეწამულ ედემს,ათრთოლებული მოძღვრის გალობა...მადლობას ვუძღვნი მთათა ქორედებს,მზის სიხარული რომ გვიწყალობა.

შემოგვეგება თეთრი მესიადა საუკუნო ღამე გაწალდა,ამაღლებული ვით ეკლესია,სიმდიდრე ლამაზ შთამომავალთა...

სიმშვიდე მიაქვს სიტყვას მადლიანს,სიბრძნე გვანიშნებს გზას წინაპართა...აქრისტიანებს სამწყსოს ნათლიადა აიგივებს შობას ზღაპართან...

სული უსაზღვრო სინათლეს იტევს,ჯვარი ჩამოჰგავს ხმალს

მოელვარეს...გულზე სამყაროს თითები მიდევს,

სამყაროსავე ფიქრი მღელვარებს...

სვეტი ნათლისა — სვეტი ცხოველი,უნეტარესი და სრულქმნილია...როგორც უფალი, მამა-მშობელი,გაბრწყინებული გვლოცავს ილია...

***დაორთქლილია ცივი სარკმელი,გათოშილ ღამეს რამე მითხარი,ზედ ამოვტვიფრე შენი სახელი,ვით სიყვარული დაუვიწყარი.

შემოვიარე მთელი სახატე,უსიზმრეობას ჰკვეთდა სიზმარი,თვალებში მძიმე სევდა დავხატედა მის სარკეში ცა ნაწვიმარი...

მინას მიემსხვრა ტანი ბოკალის,უმთვარეობით სავსე ჭურჭელი,ჩემს ხასიათში გიჟი მოვკალი,მონატრებას რომ ვერ გავუძელი...

ქარიშხლის ფრთებით გაფრინდა სიყრმე,შარას მოჰყეფდა ბედი რიოში...გულის მაგიერ სიკვდილი ვიყმე,ცერებზე შემდგარ სამთავრიოში...

მასაც სცოდნია თურმე ღალატი,ლოდინმა შავი ღვინო დალია...მოლოდინია მკაცრი ჯალათი,თუ მოლოდინის სევდა ქალია...

დაორთქლილია ცივი სარკმელი,გათოშილ ღამეს რამე მითხარი...ზედ ამოვტვიფრე შენი სახელი,ვით სიყვარული დაუვიწყარი...

***ღამეს ადნობს ცეცხლი მთვარის,ქრება მიუწვდომელში...გეტყვი, კაცი კაცით არის,მოკლე წუთისოფელში...

ძარღვიანი სიტყვა ფასობს,არა ენის პარპაში,მოშურნეს რომ ლახვარს ასობს,ხმალს რად უნდა ქარქაში?!

სიცოცხლეა ბრძოლის ველი,სადაც ვერვინ იმარჯვებს...მოვა მიქელ-გაბრიელი,კვერთხს საწუთროს მიაბჯენს...

დასრულდება მძიმე დრამა,მყუდრო ავანსცენაზე...ვით იხილოს მთვარე ბრმამა?..არ მიაჩნდეს ლხენად მზე...

ღამეს ადნობს ცეცხლი მთვარის,ქრება მიუწვდომელში...გეტყვი, კაცი კაცით არის,მოკლე წუთისოფელში...

***თოვლივით ჩუმად ვაპირებ სიკვდილს,ცას ფურცლებივით ფლეთენ ნისლები...ტკბილ მოგონებად გიტოვებ ღიმილსდა წვეთ-წვეთობით ნელა ვიცლები...

ცივი სიშორე სიკვდილს ვამსგავსე,ქარმა დახია ტრფობის რვეული...გამოცლილ ჭურჭელს ვეღარ ავავსებ,ყინვა მგლურად მყავს შემოჩვეული...

ვეღარ გინატრებ მთვარის ხატებას,წინ სხვისი სახე დაიხატება,დამჭკნარან ვარდნი საედემონი,ეპატრონება ღამეს დემონი...

ალერსით სავსე ბაღიც სხვისია,ვინც მიერთგულებს, გულიც მისია...ვყმუი,უჩუმრად მაინც მოგელი,დაყრუებულა მთელი სოფელი...

***სულისშემძვრელი სუფევს დუმილი,ვცარიელდები სოფლის სახლივით...ფოთლებს ჩამოაქვთ ქარის სურვილი,მიწას ათრთოლებს სევდა მაღლივი,

მთვარიან გულში ედემი ფეთქავს,ლანდთა ციაგში სუნთქავს ნარბენი...შენთვის მინდოდა რაღაცა მეთქვა,ვერ დაგაწიე სიტყვა გაფრენილს...

მინდოდა თოვლის ამბორი გეგრძნო,შეგესვა ღამე თბილი თვალებით,გელაღებინა სიმღერით ეზო,მოგესხა ნისლი ფერნამკრთალები...

მთებს წეროსავით გადაუფრინე,ფოთლებს ჩამოაქვთ ქარის სურვილი...სხვას სილამაზე გადაუფინე,მე მონატრების მომკლავს წყურვილი...

სარკმელი უძლებს სუსხიან ქარებს,ხედავს ამინდი როგორ ირევა...სულისშემძვრელი ბურთივით მთვარე,ყელში დარდივით გამეჩხირება.

***ქართველი ქართველს იარაღს ესვრის,ცა მერამდენედ შეაზანზარეს...იუდა უფალს ძმასავით ეკვრისდა ვერცხლის გამო სტოვებს ნაზარევს...

გულს ბაზალეთი დაღივით უჩანს,ბერბიჭაშვილი ვალმოხდილია,მიუსაფარი ატირდა ქუჩა,გამოასვენეს როცა ილია...

სიონთან მუხლზე დაემხო მთვარე,ულამაზესი შვილის მშობელი,და გულმოკლული ატირდა მწარედ,სეირს უმზერდა მთელი სოფელი.

მოკლული პირმშო ესვენა ქვაზე,ქვასავით მძიმე ცრემლი ფეთქავდა...ზარს არისხებდა განგაშის ხმაზე,ლანდი დარდიან ღამეს ბერტყავდა...

ცეცხლისფერ სხეულს ჰგავდა ღადარი,სული გასცლოდა სიკვდილს გათელილს,ქართველს ერჩოდა როგორც აფთარი,პირსისხლიანი მხოლოდ ქართველი...

გულს ბაზალეთი დაღივით უჩანს,ბერბიჭაშვილი ვალმოხდილია,მიუსაფარი ატირდა ქუჩა,გამოასვენეს როცა ილია...

ნახატები ავტორისა

Page 5: No.3 (159)

2012 წელი, მარტი 5ლიტერატურული მესხეთი

— ჰოო, დასაწყისისთვის კარ-გია... მადლობა. ვცდილობ, ცივიც არა ვარ, ასე ამბობენ.

— მე ქალი ვარ, მაგრამ ცოტა ცივი ვარ. ზოგჯერ უხეშიც...

— მე კი შენში სიცოცხლე დავი-ნახე — გამბედაობა! მართლა, რა გქვია?

— მე, ნია...— გიორგი! ამ სამყაროში დაბრუ-

ნებას გილოცავ! — არ მაკოცო, ეგეთები არ მიყ-

ვარს... ბიჭები უკარებას მეძახიან.— როგორც გინდა.— ნამდვილად დაიმსახურე, მაგ-

რამ ახლა არა. მე თვითონ გადავწ-ყვიტავ როდის, კარგი?...

— კარგი. რომელ კაფეში შევი-დეთ? მე ერთი ვიცი, აქვე ახლოს, სიონთან.

— როგორც იტყვი. გენდობი. ალ-ბათ, ჩემი ამბავიც გაინტერესებს. რა ხდება ჩემს თავს...

— იცი, ნია, ჩვენ ადამიანები ვართ. ყველას რაღაც ტკივილი გვაწუხებს, ცხოვრება კი მოულოდ-ნელობებითაა სავსე. ასე რომ, ჩვენი ტვირთი ჩვენვე უნდა ვიტვირთოთ და სხვები არ უნდა დავამძიმოთ. ისე, სიმშვიდის მოსაპოვებლად ღმერთმა ადამიანებს შუამავლად მღვდელი მიუჩინა. რჩევას რაც შე-ეხება, ამ ცხოვრებაში სიყვარულით შეხედე ყველაფერს და სამყაროც საინტერესო გახდება.

— იცი? მართალი ხარ. ვეცდები... ვნახოთ...

— მე რითღა დაგეხმარო? — გა-უღიმა ნიამ.

— უბრალოდ, შენი მზერით გა-მათბე და სამყარო შენთან ყოფნით გამილამაზე.

— არ მეგონა ასეთი ადამიანები თუ კიდევ არსებობენ. მადლობა უფალს, რომ შეგხვდი და დამაბ-რუნე.

— იცი? კარგი ადამიანი ხარ. ვინც მადლობას იხდის, ღმერთი მას ყველაფერს შეუნდობს და უხვადაც აჯილდოებს. ეს უბრალოდ, სიტყ-ვები არაა... აი, მოვედით.

— რა კარგია გაშლილი სივრ-ცე — ნათელი, წითელი მაგიდები. ვგიჟდები წითელ ფერზე.

— მეც მიყვარს წითელი.— ყვავილები გიყვარს?— ძალიან...— ბიჭუნა, თუ შეიძლება ერთი

ვარდი. ნია, ჩემგან გულით...— იცი, ყვავილები ჯერ ჩემთვის

არავის უჩუქებია... თანაც, წითელი ფერი... მადლობა...

— არაფერს. იცოდე, რომ ამ ცხოვრებას, ცუდდთან ერთად სილამაზეც ახლავს. ასე რომ, გა-იღიმე...

— დღეს ტკივილთან ერთად უამრავი საოცრებაც მოხდა. ალბათ მწერალი რომ ვყოფილიყავი, აუცი-ლებლად დავწერდი...

— შეგიძლია დღიური გააკეთო მოსაგონებლად, სიბერისთვის...

— ნუ დამცინი.— სულაც არა, სრულ სიმართლეს

მოგახსენებ.— გიო, სიყვარულზე რას იტყვი?

ნამდვილი სიყვარული... გულის ძგერა თუ განგიცდია...

— ჩემი ცხოვრება ცოტა მოსაწ-ყენია, ზოგჯერ დავფიქრებულვარ და მითქვამს, როგორ არ ვუფრთ-ხილდებით ერთმანეთს... საკუთარ თავს... რამდენ ტკივილს ვაყე-ნებთ... მყვარებია?

სიყვარული მომთმენი და სიკე-თით სავსე გრძნობაა. არც შური არ აწუხებს და არც ტრაბახი. იგი უხეში არაა და არც ეგოიზმთან აქვს რაიმე კავშირი. სიყვარულს ბოროტებასთან არაფერი ესაქმე-ბა და მხოლოდ სიმართლესთან და გულწრფელობასთან ერთად ჰპოვებს ბედნიერებას... არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, მან გა-დამარჩინა და ეს უბრალოდ, ქალი არ ყოფილა, ეს იყო ქალი ზმანება,

ჰაერი, დრო, თეთრი ნატვრის ხე, იმედებით დატვირთული. სიხარუ-ლი, რომ ვიღაცას ახსოვხარ და ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი ცუდად. ამას გაგრძნობინებს... ნია, შენ? შენ გყვარებია გულით?

— ეჰ, რომ იცოდე ჩემი ცხოვ-რება რა სევდიანია. რამდენჯერ ჩავიქნიე ხელი, მაგრამ კონკიას ფერია არ ტოვებს განსაცდელში. სიყვარული? ჩემთვის უიღბლობის განცდად იქცა, შიშით დაიტვირთა, უნდობლობით შეიმოსა. ეს წუთები, ანონიმური წერილებით, იმედიანი სიტყვებით შემივსია. გული უანგა-როდ მიჩუქნია მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ცხოვრებას გაულამაზებდა. იცი, ამით შვება მომცემია. ღრმად ამო-მისუნთქავს და მითქვამს: მადლობა უფალო, რომ ვიღაცას ვჭირდები...

— ნია, ცეკვა გიყვარს?— საყვარელ ადამიანთან ერთად

კი?— მე?.. ვიცეკვოთ?— მუსიკა?— იცი, ჩვენი გულები, მიუხედა-

ვად ყველაფრისა, მაინც მღერიან, განა მელოდია საჭიროა?

— კარგი, ვიცეკვოთ... მგონი გიჟებს ვგავართ.

— მთავარია, ჩვენ რას ვფიქ-რობთ. ნია, ნაზი ხარ.

— მე კი ჩემი თავი ცივი მეგონა...— დღეს შობის ღამეა, ოცნებე-

ბის ასრულების ღამე. ჩემ ძველ მეგობართან ვარ მიწვეული იგი მოძღვარია. დეიდა ნელი საუცხოო კვერებს აცხობს, მოდი, ერთად წავიდეთ, შენც გახალისდები და მეც. მანამდე კი შენი “საყვარელი” მტკვრის სანაპირო დავლაშქროთ. რას იტყვი, თანახმა ხარ? ჩვენ ხომ იქ გავიცანით ერთმანეთი?

— კარგი...წავიდეთ...—ნიიი....... რა სიმშვიდეა, ეს

თოლიებიც როგორ ანათებენ, არა? თეთრად!

— შენ რომანტიკოსი ყოფილხარ!— უბრალოდ, რეალურად ვუყუ-

რებ... რაც სახეზეა, იმას ვხედავ...— ჰო, კარგი, მოდი ჩამოვჯდეთ.

ცოტა დავიღალე.— გიო, ნახე რა საყვარელი მოხუ-

ცია. რას აკეთებს ასე გვიან ნეტავ? ალბათ მეთევზეა..

— ძია კაცო, გამარჯობა!— გაგიმარჯოთ! შობის დღესას-

წაულს გილოცავთ. ლამაზი ბოთლე-ბი არ გინდათ?

— რა ბოთლები? წყვილები ყი-დულობენ, თავიანთ სურვილებს შიგნით ყრიან და წყალს ატანენ. რა იცი რა ხდება შობის საღამოა, იქნებ აგისრულდეთ კიდეც.

— მოგვეცით, ორი ბოთლი, წით-ლები

— წითელი ერთი მაქვს. ერთი მწვანე რომ იყოს?

— იყოს მწვანე. — გაიხარეთ, მწვანე გზა გქო-

ნოდეთ!— მადლობა, ძია კაცო.– იცი ნია, მე სწორედ ასეთ გზავ-

ნილ წერილზე გეუბნებოდი. ქალი ზმანება, სწორედ ანონიმური იმე-დები იყო. ქალი, რომელიც ციხეში არ მტოვებდა და იმედებით სავსე წერილებს მიგზავნიდა.

— მეც, მწუხარებისას, სწორედ ასეთ წერილებს ვწერდი და ციხეში უმისამართოდ ვაგზავნიდი ვინმე მეტსახელად “წიგნასთან”.

— ღმერთო!.. წიგნა ბიჭებმა შემარქვეს სულ წიგნებში ვიქექე-ბოდი და...

— გიო, ეხლა შეგიძლია მაკოცო......შობა... იმედი... სინათლე...

სილამაზე...სურვილების კორიან-ტელი, მოკიაფე სანთლები... ოცნე-ბები, თეთრი ნატვრის ხე, ფანტე-ლებით დატვირთული – მტკვრით აცრემლებული...

დასაწყისი 3 გვ.

სანთლის სხივი

როცა თბილმა მზემ ჭირვეული მარტი გატეხა და ქუთაისში მდინარე რიონის ორივე კიდეზე ტყემ-ლები თეთრად გადაიპენტნენ, ქუჩაში, გადასასვ-ლელთან, წაიქცა კაცი.

უსიამოდ დაიხრჭიალეს მუხრუჭებმა და მანქანა, რომელმაც ესესაა კაცი გაიტანა, თვალდახუჭული გაქრა.

გამვლელებმა წაქცეულის მიშველება სცადეს. მას კი ფეხზე ადგომა აღარ შეეძლო.

თეთრი, შეთხელებული თმა მოყვითალო, წე-ბოსნაირ სითხეს დაელაქა. ტუჩები ჩათეთქოდა და სხეული, რომელიც ოდნავ უფეთქავდა, სიმწრის ოფლში გაღვრილიყო.

ქალაქის მთავარ საავადმყოფოში, სასიკვდილო აგონიაში მყოფი, სიცხიანი და დათეთქვილი ჩაქრა და ჩაიშალა.

ასე “უბრალოდ” დაიღუპა არჩილ გურჯიძე — შესანიშნავი პოეტი, რომელსაც გამორჩეული სისათუთით უყვარდა ლექსი და ერთი პატიოსანი სტრიქონი ქვეყანას ერჩია.

*— ეჰეი, ზღაპრებით გულს რომ მილაღებდი,გამიღე კარები, ძვირფასო დედი!დაღლილი მოვედი, შორი გზა ვთელე,დედილო, იარებს ხომ გამიმთელებ...მომხვიე ხელები და მომეფერედა ერთად გრილოში ვიტიროთ მერე.გარშემო სუნია ქინძის და კამის...დედილო, დედილო, გამიღე კარი!..... არ ისმენს დედა და მომდურვით მიდისდა ლეთის ნაპირზე ცახცახებს ბინდი...ეს სტრიქონები არჩილ გურჯიძეს იმ საბედის-

წერო შემთხვევამდე სულ რაღაც ორიოდე საათით ადრე დაუწერია.

*არ არსებობს დიდი და პატარა პოეტი. პოტი

პოეტია, თუ კი თავის სათქმელს ამბობს გულმართ-ლად, პატიოსნად.

არჩილ გურჯიძე იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვ-ნება, რომლებიც თავიანთ სათქმელს ამბობენ უბრალოდ, ადამიანურად. წერენ მხოლოდ მაშინ, როცა ეწერებათ. წერენ იმაზე, რაც გულზე ხვდე-ბათ. წერენ უხმაუროდ და ძალდაუტანებლად, ყოველ შემთხვევაში, მოგონილი აღფრთოვანებით მაინც არა.

ასეთ პოეტებს ხშირად ბედი არ წყალობთ და ტაშითაც იშვიათად ანებივრებენ. მათი გვარები იშვიათად გაიელვებენ ჟურნალ-გაზეთების ფურც-ლებზე, მაგრამ ესენი ნამდვილი პოეტები არიან.

ნამდვილმა პოეზიამ თუ არა, რამ შეაძლებინა არჩილ გურჯიძეს დაეწერა ასეთი სტრიქონები:

დასაწყისიც მაქვს, აღმართიც,დაბოლოებაც მექნება.ის დამფშვნის, ვინაც აღმმართა,ვინც მაკოპიტა მერქნებად.ის დამფშვნის, ვისაც ჩემფერნიგადუქცევია აყალოდ...— ამინ, დოქებად გამფერე,დოქებად, ღმერთო მაღალო!კაცის დოქებად და აყალო მიწად გადაქცევის ფი-

ლოსოფია ძველია. ამაში არაფერია ახალი, ისეთი, რაც მანამდე არ თქმულა. ეს ბევრმა თქვა. არჩილ გურჯიძემაც თქვა და მისი დამსახურება ისაა, რომ მან ამ ძველსა და თითქმის ძირამდე ამოცლილ თემას თავისი ღარი მოუნახა. და ჩვენ ვგრძნობთ, ვხედავთ ისეთ “რაღაცას”, რომელიც თვალით არ დაინახება, მარტო გულით იცნობა. აქაა სიხარუ-ლიც და ტკივილიც. სიხარული იმის გამო, რომ ამნაირი სამშობლო გაქვს. ტკივილი იმიტომ, რომ ამ ზღაპარივით ფეროვან ქვეყანას, მოვა დრო და, უნდა დაშორდე.

*ჩვენი მეგობრობა ერთი ჭიქა ლიმონათით დაიწყო.მწერალთა კავშირიდან ბევრნი გამოვედით. მე

და არჩილი ტელმანის ქუჩას გავუყევით (არჩილი

იმ დღეს გავიცანი). მე ამ ქუჩაზე ვცხოვრობდი და მასაც ჩემი ქუჩის მახლობლად დაექირავებინა პატარა ოთახი.

მივდივართ და მივსაუბრობთ. მე თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ბიჭი ვარ. არჩილი ჩემზე ხნოვანია, ყოველ შემთხვევაში ბიჭი აღარ ეთქმის, პირხმელი, ქოჩრიანი კაცია, აზრიანი, სანდომიანი თვალებით. ყველას ყურადღებას იქცევს.

ქუჩა შეშით დატვირთული, ჩოჩიალა ურმებითაა გაჭედილი და იქვე, ერთ კუთხეში, ტკბილი წყლებით მოვაჭრე ჯიხურია.

ივლისის სიცხემ დაიჭირა. არჩილმა ჯიხურისკენ მიიხედა და ჭიქა ლიმონათით პირის გასველება შემომთავაზა...

მთელი სიცოცხლე ერთად ვიარეთ, ღარიბული სუფრაც ბევრი გვინახავს და მდიდრულიც. ის ჯიხური და იმ ჯიხურში დალეული ის ერთი ჭიქა ლიმონათი ახლაც მახსოვს.

არჩილი მოწიფულობაშიც ჭაბუკად დარჩა. მისი ბოლო ლექსები ახალგაზრდულად ნედლია და ენერგიული. სტრიქონი უფრო ელვარე და მოქნილი გახდა. მეტი აზრი და ლიბო მიეცა ლექსს. შეემატა რაღაც ისეთი, რაც მის პირვანდელ ლექსებში ასე მკაფიოდ და მძაფრად არ იგრძნობოდა. გრძნო-ბა და ფიქრი, სიღრმე, გულწრფელობა პოეტურ ოსტატობას შეუტყუპდა და ლექსი ნამდვილად დაფრთიანდა.

როცა ამას ვამბობ, სიმონ ჩიქოვანი მახსენდება. მან თქვა:

— მწიფობის თვეში მზის ჩასვლა და ფერების დაფიონი ისეთივე მომხიბლავია, როგორც აპრილ-ში მზის ამოსვლა და ატმის ყვავილების გიზგიზი. ხანდახან სიმღერის წამოწყება მწუხრის ჟამს უფრო ბუნებრივია, ვიდრე სიცოცხლის განთიადზე...

*მწვანეყვავილას მწვანე ბორცვებს შევეხორცე-

ბი...ეს სტრიქონები არჩილისაა (სიცოცხლეში გამხე-

ლილი ნატვრა)... და მართლაც, აქაა ახლა, მწვანეყ-ვავილაზეა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ქვემოთ რიონია — მრუდე და გრძელი, ალაგ-ალაგ ტოტებად დაყოფილი, ლითონისფერი, ოდნავ ამღვ-რეული. ქალაქია ქვემოთ, მშობლიური და ტკბილი.

...და “მწვანეყვავილობაზე, მწვანე ბორცვებს შე-ხორცებია” სიცოცხლე, რომელიც გულდასაჭეჭკად ნაადრევად დამთავრდა.

ვასილ გვეტაძე

მწვანე ყვავილას მწვანე ბორცვზე

მოგონებებიდან

Page 6: No.3 (159)

ლიტერატურული მესხეთი6 2012 წელი, მარტი

გაგრძელება. დას.იხ.№4-12. 2011წ.№1-2 – 2012წ.

ნატალია სანდაძე-ჯვარიძისა

(1896-1898 წლები)

თავი მეცამეტეჩემმა ქალმა, ვაი იმის დედასა, რომ

გაათავა ძველის ორ კლასიანი სკოლა, მე წავიყვანე ახალციხეში სწორედ იმ დროს, როდესაც სწავლა უნდა დაწყებულიყო; ესე იგი, სექტემბერში. ამ დროს მასწავლებ-ლად იყო ბაგრატ ბიბილური, ახალციხის ძველ ნაწილის ოთხწლედიან სკოლაში. ეს ბიბილური იყო ჩემი მულის მაზლი. რომ მი-ვიყვანე ბოვშვი და ვსთხოვე, პატივცემულო

მასწავლებელო, თუ ადგილი გაქვთ ეს ბოვშ-ვიც მიიღეთო, მასწავლებელმა მკითხა, რა გვარი ბრძანდებითო. მე უთხარი, ჯვარიძე გახლავართო. გვარი რომ გაიგო, მითხრა: როგორ, წერა-კითხვა არ იცის ჯერ? მე უთხარი, როგორ არა, ძველის ორ კლასიანი სკოლა დაამთავრა და უკვე კურსონიცაა.

აბა, პატარა ქალო, მოდი ცოტა რამეს შეგ-კითხავ, ვნახოთ, როგორ მიპასუხებო. ოთხ საგანში გამოსცადა: ქართულში, რუსულ-ში, ანგარისში და გრამატიკაში. ისე სხაპა სხუპით მიუგო პასუხი, რომ ერთი სიტყვაც არ შეუშლია. გაიღიმა მასწავლებელმა და მითხრა: ჩემო დაო, თქვენ ტყუილად აიგდეთ აბუჩად თქვენივ ქალი, რომ კურსონიცააო. მართლაც რომ შეეფერება კურსონიცობა. ჰკითხა მასწავლებელმა: აბა, პატარა ქალო, შენ სახელს, მამის სახელსა და გვარს როგორ მეტყვიო. ბოვშვმა უპასუხა: როგორ და აი ასეო: სოფიო ლევანოვნა ჯვარიძე. მერე მომიბრუნდა მასწავლებელი და მითხრა: ჩემო დაო, ეს ბოვშვი რომ მესამე ჯგუფში დავსვა, მესამელებს სულ გამიხუნამს, ისევ ისა სჯობია, რომ პირდაპირ მეოთხე ჯგუფში დავსვათო. ისე ეტყობა თქვენი ბოვშვი ძალიან ნიჭიერია და თბილისში რომ გაგეგზავნა და მიგებარებინათ გიმნაზიაში, პირველი მოწაფე იქნებოდა. აბსუს, რომ ერთი წელი უნდა დააკარგვინოთ. არა უშავს, ძმაო ბაგრატ, ეს ბოვშვი სოფელში აღვ-ზარდე, ჯერ ქალაქ ადგილს არ უცხოვრია, ამისათვის ამ პატარა ქალაქში შეეჩვევა და მერე თბილისში ყოფნა აღარ გაუძნელდება. ეს ოთხი წელიწადი დაამთავროს და მერე თუ ღმერთი შეგვეწევა, გავაგზავნით ქალაქში.

მასწავლებელმა მიიღო ბოვშვი სიამოვ-ნებით. წაველი სახლში, უყიდე რაც საჭირო იყო მასწავლებლის გადმოცემით და წავიყ-ვანე ჩემ დასთან, ვინაიდგან წინასწარ მითხ-რა: თუ მიიღეს ბოვშვი, კირილემ დამიბარა, უსათუოდ ჩვენ შევინახოთო ჩვენი ცქრიალა სონიჩკაო. ვინაიდგან გავიგე, რომ კირილეს სურვილიც იყო, იმიტომ უფრო თამამად და-ვავალე შენახვა. ასე, რომ ჩემი და და ახალი სიძე კაცი, დარწმუნებული ვიყავი ჩემზე უკეთესად შეინახავდნენ. ვაი მის დამკარგავ დედასა! ისეთი ლამაზი იყო, ენა მეტყველი, მოსწრებული სიტყვა-პასუხით, ნიჭიერი, დამჯერი და ყოჩაღი, რომ მრთელი ნათე-სავები ხელიდან ხელში ატარებდნენ. ასე მითხრა მაკრინემ: ამას ენაცვალოს დეიდა, როგორ მიხარია, რომ ჩემთან იქნებაო. კირი-ლე სულ მაგის ხსენებაშია. როცა შემხვდება ეზოში და ლაპარაკს დამიწყებს ხოლმე, ეგ რომ არ მოიგონოს, არ შეუძლია, მეტყვის

მაკრინე: შენი დის წული სონაი აღარ მავიწ-ყდებაო. ღმერთო, რა სანდომიანი გოგონაა და ენა მეტყველი, რატომ აღარ ჩამოიყვა-ნეს. იცი ნატო, ამაღამ ტასო ეტყვის, რომ სონა ჩამოვაო. ვაი, როგორ გაეხარდება. მამას ეშინია, თორემ ერთი შემოირბენდა და გნახავდა. საწყალი მამაჩემი! მაგას ჰგონია, რომ კირილეს ნიშნობის მერე აღარ უნახი-ვარ და მარიგებს: მაკრინე, მართალია შენც დაგსურდება და ის ხომ გადარეული იქნე-ბოდა შენი ნახვისთვის, მაგრამ ასე სჯობია. თათარმა სთქვა, რომ “გეჯ ოლსუნ და ფაქ ოლსუნო;” ეხლა მოგსურდებათ ერთმანეთი, მაგრამ სამაგიეროდ სახელს დაიმსახურებთ სამუდამოდო. მე იმ ღამე დავრჩი მამაჩემთან და მეორე დღეს გავემგზავრე, ვინაიდგან მე-ორე ბოვშვები ცელქები მყავდა, ერთი ქალი იმათ უნდებოდა და ჩვენ სამაგიეროდ ოთხი ძროხა გვეწველებოდა. ოთხი ხბო გვყავდა, ოთხი კრუხი თავისი წიწილებით. რა თქმა უნდა, ამათ კარგი შევლა უნდოდა და საბრა-ლო დედამთილს რაღა ბოვშვებისთვის სცა-ლოდა. გავეშურე საჩქაროთ და რომ აველი სოფელ ძველში, მამამთილმა მკითხა: ლევან აღას ქალო, რა უყავი ჩემ სონასო? რატომ არ მოიყვანე. მეც კაი ქალივით მივახარობლე, რომ მაკრინესთან დავტოვე რაბათში, იქ ხომ

სკოლაა ოთხწლედი, იმ სკოლაში მივაბარე, იქ უნდა ისწავლოსო. მამა ძალიან ყურად-ღებას აქცევს სონას, სკოლაში ბაგრატი და სახლში კიდევ დეიდამისი ჩემზე კარგათ უვლის და ყურს გდებულობს. რომ დავამ-თავრე, ერთი ისეთი გაბრაზებით წარმოსთ-ქვა, რომ სწორედ მოგახსენოთ, შევკრთი: შე უჭკუო, შენა. ეგ კარგი მიგიქარავს... იმიტომ იყო, რომ სულ უშლიდი ჩემ შვილს, არამც და არამც ქალაქის ქალი არ შეირთო მეთქვი. მაინც არ დაიშალა. ეხლა ვაი იმის პაპას, იმისთანა ბოვშვი, თითით საჩვენებე-ლი, ჭკვიანი, ნიჭიერი უნდა გააუბედუროს. ქალი და სწავლა?!.. გამამტყუნეთ ძმებო, ქალს რა სწავლა უნდა, საყოფი ისწავლა, წერა კითხვა კარგი იცის, თავის დარდსა და სიხარულს აცოდინებდა თავის მშობლებს და მეტი იმისთვის არაფერი საჭირო აღარ იყო. თუ ასწავლე, შენმა მზემ, მეორე დღესვე ქალაქის თავად დასვამენ! არ გინდა, არა!.. მე იმას ვტირი, რომ გაირყვნება და არ მინდა, რომ ჩვენ გვარში, ისეთი რამ მოხდეს. მე კარგათ შემეძლო, რომ ამ დროს მეპასუხა: მამა ჩემო, ჯერ ერთი, რომ სწავლა კაცს არ გარყვნის, არამედ გაანვითარებს და ცხოვრების გზას ასწავლის, მეორეც, ესაა, რომ მე დიდი ხათრი და პატივისცემა მაქვს თქვენი და როდესაც უწესოდ მოვიქცე და გაწყენინო რამე, ან კიდევ უშვერის სიტყ-ვებით მოგმართო, მაშინ, რა თქმა უნდა, ღირსი ვიქნები თქვენგან გალანძღვისა. ასეა თუ თქვენგან, არამედ მთელი სოფლისგან გაკიცხვისა. და რაც შეეხება იმას, რომ ჩემი შვილისთვის კარგი მომინდომებია, ამაში კი დიდი ბოდიში, თქვენ არ უნდა მოგეცათ შენიშვნა ჩემთვის. ეს, თუ დაუკვირდებით, დიდი შეცდომა დაუშვით მეთქვი!.. მაგ-რამ, ვიფიქრე, მართალია მთავარი კაცია, ღვდლის თანაშემწე, მაგრამ რათ ავიწყ-დება, რომ ჯერ ერთი, სოფელშია აღზრ-დილი, მეორეც ეს, რომ სწავლა არა აქვს მიღებული და მასთანავე, ძველებური კაცია. ძველებურებს ხომ, საერთოდ, ასე ჰგონიათ, ქალიშვილი როცა სწავლობს, უეჭველად გაირყვნებაო. იქნება ეს მოხუციც ასე სჯის. საერთოდ, მოხუცები ასე ფიქრობენ ძველი დროის მორწმუნენი. ვაჟი როცა სწავლობდა, იმაზე იმდენად ვერაფერს ამობდნენ და თუ ქალი შევიდოდა რომელიმე სასწავლებელ-ში, ვაი იმათი ბრალი, რა არ ითქმებოდა მდაბიო ხალხში. ამბობდნენ იმიტომ, რომ ნასწავლ ადამიანს აზრი ეხსნებოდა, ავსა და კარგს ადვილად არჩევდა, გამოდიოდა საზოგადოებაში. მუდმივ განვითარებული ადამიანი ისე ოჯახისთვის არა ზრუნავს, როგორც სამშობლოსთვის და აი კიდეც, ეს იყო, რომ მდაბიო ხალხი ესე ფიქრობდა შესმენილ ადამიანზე, თითონ არაფერს არა ზრუნავდნენ საზოგადოებისათვის, მარტო თავიანთ თავს უყურებდნენ, ოჯახში არაფე-რი არ მოჰკლებოდათ, სულ იმაზე ფიქრობ-დნენ რა ესვათ, რა ეჭამათ და სად რა დრო გაეტარებინათ. მოყვასისთვის არავითარ შემთხვევაში არ იფიქრავდნენ. აი ჩემის აზრით ეს მდაბიო ზოგი ერთი შეუსმენელი

ადამიანი იმიტომ იყო სწავლის წინააღმდეგი, რომ ახალ თაობას არ ესწავლა, არ შეეგნო ავი და კარგი, არ ეზრუნათ მოყვასისთვის, რომ მათი ფუფუნება არ შეელახათ და არ შეევიწროებინათ. მე კარგათ მახსოვს, თუმ-ცა არ ვიყავი ნასწავლი და განვითარებული, მაგრამ ასეთი ადამიანების აზრს ძალიან ღრმად ვუფიქრდებოდი. მახსოვს აი რა, მაგალითად, რომელიმე ნასწავლ ადამიანს დაავალებდნენ აქტიურად სამუშაოს, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ცდილობდა, რომ პირნათლად შეესრულებინა ეს დავალება. და რა გაიგებდნენ ამას, ის ჩვენი ვაჟბატო-ნები, აღარ იცოდნენ, რანაირად შენიშვნა მიეცათ იმ კეთილ ადამიანისათვის. კაცო, ეებნეოდნენ ერთმანეთს, ეგ რა შენი ჭკუის საქმეა, თავიც უტეხიათ, რაში ერევი, გააკე-თონ თითონვეო და სხვა...იქნების ეს ჩემი მამამთილიც იმათგანი იყო!..

მე სწავლა არ მქონდა, მაგრამ ასეთმა ხალხმა, ცოტა ბევრად, გამომიყვანეს სიბ-ნელიდგან, მაგრამ, გვიანღა იყო, იმიტომ რომ, ვინაიდგან პირველად ვემორჩილებო-დით როგორც ყმები, მივეჩვიეთ და მათთვის რომ რაიმე შენიშვნა მიგვეცა შეცდომაში, ეს მათთვის აუტანელი იქნებოდა. და აი ეხლაც, იძულებული ვხდები, დავემორჩილო ჩემს

მამამთილს, მისი სიტყვით გამოვიყვანო სწავლისთვის აღტაცებაში მოსული ის ბოვ-შვი და სამუდამოდ გავაუბედურო. ჩემი მორჩილების და თავმოყვარეობის გულისთ-ვის ვიფიქრე, მე ხომ ამას არას ოდეს არ ვიკადრებ, რომ ჩემი გავიტანო და რაც უნდა იჯავრონ, მე არ დავიჯერო და ჩემ დამწვარ შვილს არ მოუკლო ის ბედნიერება, რომელ-საც მისი ნიჭი ამტკიცებდა. მეორეც, ისა, რომ ამდენი წელია ვემორჩილები მათ ისე, როგორც ძველი დროის ყმა და ეხლა აქაო და მიშლიან მეთქვი. ამის გულისთვის ვაწ-ყენინო? მე ამას ვერ გავაკეთებდი, ვინაიდ-გან მორწმუნე მშობლები მყავდა და მუდამ იმას მინერგავდნენ, შვილო, მორჩილი იყავ შენი უფროსებისა, რათა გაძლიერდე და გაიხარო ცხოვრებაშიო. მე ეს ღრმად მქონ-და გულის ფიცარზე დაწერილი და მათ ვერ უღალატებდი და სიბერის დროს ვერ მოვ-შორდებოდი. თუ არა და ბოვშვის გულისთ-ვის დიდი უკმაყოფილება გაჩნდებოდა ჩვენ შორის და ავირ-დავირეოდით. წარმოგიდგე-ნიათ, მეც ადამიანი ვარ, ხორციელი და არა ანგერლოზი. ვიფიქრე, მუდამ საყვედური ვაიმე თუ ვერ ავიტანო, გამიმწვავდეს საქმე, ფიალა აივსოს და ამდენი ხნის ამაგი და მოთმინება გამიუქმდეს, ხომ ჩემთვის სიკვ-დილი უმჯობესი იქნება, რომ ვაწყენინო ჩემ უფროსებს... ნათქვამია, ღმერთმა ერთი რად აცხონოს, თუ მეორე არ წაწყმიდოსო: დაე, მე დავიტანჯო, მირჩევნია, მანამ სიბერის დროს, მოხუცებულებს ვაწყინო და გული ჩაუკლა. მოკლედ, ჩემ დედამთილს ერთი დის შვილიშვილი ყავდა, ოცი წლის ვაჟკაცი, ის დავაძახებინე და უთხარი: ძმაო ვასო, აგერ ლევანის ცხენი, სახლში გამოუგზავნია, ამ ლევანის ცხენით ახალციხეში უნდა გაგგ-ზავნო, იმედი მაქვს, რომ პატივს მცემ და უარს არ მეტყვი. ესე და ესეა ჩემი საქმე: ჩახვალ ახალციხეში, მიხვალ მამაჩემიანცა და ეტყვი ჩემ დას, რომ ჩვენებმა არ ისურვეს, პაპა ძალიან ჯავრობს და ნატო ძალოს არ უნდა, რომ სიბერის დროს მოხუცი დასტან-ჯოს და ამიტომ დამავალა: პაპა ძალიან აღელვებულია, უწესოდ ილანძღება, როგორ თუ სკოლაში მიაბარეო, ამისთვის გეხვეწა, დღესვე ჩაულაგოს ყოველის ფერი და გა-მოგზავნოს, თორემ მოთმინების ფიალა თანდათან ივსება, ვაიმე თუ ხანი რომ გამო-ვიდეს, ვეღარ მოვითმინო, ამდენი წელიწა-დია ჩემ მზეს ჰფიცავენ და ეხლა დავაწყევ-ლინო?.. არ გამოვა კარგი. ჩავიდა ეს ახალ-გაზრდა, ყოველივე დავალება თვითეულად გადასცა ჩემ დას. მაკრინეს დაეწყო ტირილი. ვასო, მიკვირს, რამ გააბრიყვა ჩემი და, მა-გისთანა რამის ხათრი განა შეიძლება?! კი-რილეს სულ თავი ასტკივნოდა ჯავრით. მოდი, ნუ გავგზავნით მაკრინეს, ის ვიღაცაა, ვნახოთ, რა უნდა ჰქნას. მაკრინე ჭკვიანი ქალი იყო და დანიშნულს უთხრა. არა, კირი-ლე, ჩემ დას საჭიროდ რომ არ ეცნო ეს საქმე, აბა მითხარი, თავისი შვილის მტერი ხომ არ იყო, რომ ასე შემოეთვალა. ამ დროს ბოვშვიც მოსულა სკოლიდან. ვაი იმის დე-დასა! ვასო რომ დაენახა, ძალზე გახარებო-

და და ეკითხა: ჩვენები როგორ არიანო. ვასო ეტყვის, აი დღეს წავალთ და ნახავ შენი თვალით და გაიგებ, როგორ არიანო. ბოვშვი აღტაცებით შეეკითხება, რაშია საქმე, ჯერ პრაზნიკი არ არის და მასწავლებელი არ მომცემს ნებას წამოვიდეო. მაკრინემ კი უთხრა: პაპაშენი გაჯავრებულა, სონას არა-ფერი სწავლა არ უნდაო და დედაშენიც მას უჯერის. დაუბარებია, დღესვე წამომიყვანე-თო. ვაი დედას, ბოვშვს დაუწყია ტირილი, მე არ წამოვალ, პაპამ რაც გინდა იჯავროსო. ვასო კი ეტყვის, დედას ნუ აწყენინებ და მერე ლევან ძია ჩამოგიყვანსო. ბოვშვი აბა რაღას იქმოდა, ადგა და წამოჰყვა თავის თანამგ-ზავრს. აი ჩემმა თავმოყვარეობამ და უზომო მორჩილებამ როგორ გამაუბედურებინა სიყრმის შვილი. რავდენიმე დღის შემდეგ სონას წამოყვანისა, შემოეთვალა ჩვენ ზე-დათმოგველ ახალ მძახალს შვილისთვის: აბა, შვილო კირილე, ეხლა კარგი დროა, რომ ქორწილი გადავიხადოთო. შვილო, შენ რომ მაგ შენობაში არ ცხოვრობდე, მაშინ არ დავჩქარდებოდი, ეხლა კი შევდივარ შენ მდგომარეობაში, მუდამ დღეს რომ თვალით უცქერი და ახლო აკძალული გაქვს მისვლა და გერიდება სიმამრისა, არ არის კარგი ეს ვაჟკაცის აგებულობისათვის. რო იტყვიან,

ქურდს რა უნდა და ღამე ბნელიო, ჩვენი სიძეც ხომ წამწმით ეხებოდა ამ საქმეს... ეტყვის ჩემ ძმებს, ძმებიც მამას გადასცემენ, მამაჩემი თანახმა გაუხდება, დააძახებინებს სიძე კაცს და მაშუალ ტასიას. ესენი მოილა-პარაკებენ ჩემ ძმებთან ერთად და დანიშნა-ვენ განსაზღვულ დროს. სიძეც შეატყობი-ნებს თავის მამას და შეუდგებიან სამზადისს. ჩემი ძმები, გიორგი და სტოპა, მიიწერებიან მეორე ძმებთან, აბა ვანიჩკა და იოკიმე, ამა და ამ რიცხვში გვაქვს მაკრინეს ქორწილი და ორი დღითაც რომ წინ მოვიდეს, მაინც კიდევ შეიძლება, მერე ჩემთან დაეწერათ წერილი, იმედი, რომ წერილის მიღებისთა-ნავე შეუდგები მომზადებას და ხვალ დი-ლითვე ადრე წამოხვალ შენ სონიჩკათიო. ძალიან გთხოვ, რომ სონა წამოიყვანოო, მაგისთანა ცქრიალა ბოვშვისაა სწორედ ქორწილი. ვინაიდგან ძველი შორია ახალცი-ხეზე, ქორწილის წინა დღეს ჩამობრძანდნენ მძახლები და ლევანი. მე, რასაკვირველია, როგორ წამოვიდოდი, როდესაც ლევანი სახლში არ იყო. ამავე დღეს, ნასადილევს, მივიღე ლევანისაგან წერილი ურავლიდან. მწერდა, ნატო, გიორგისგან წერილი მივიღე, მაკრინეს ქორწილი ჰქონია და ძალიან მეხ-ვეწებიან, რომ ნატო ამ დღეებში უსათუოდ ჩამოგვიყვანეო, რომ შეგვეშველოს, თვარა მარტო ანეტა და მაკრინე ყველაფერს რო-გორღა მოასწრებენო. როდესაც ოლღა არაფერში ეხმარება, ამბობს, მე არ შემიძ-ლიაო. ამისთვის გიორგის ნუ ვაწყენინებთო. დედას სთხოვე, რომ ხვალისათვის მოგიწყოს ხელი, მე არა მცალია, სამსახური ნებას არ მაძლევს, ვასოს სთხოვე ჩემ მაგიერ და წა-გიყვანს საღამოზე, ცხენს გამოვაგზავნი ჩაფრის ხელით, მამაც ერთ ცხენს იქირავებს. ერთ ცხენზე შენ შეჯექი, ერთზეც ვასო და სონასაც თარქზე შემოსვამს. ასეც მოვიქცე-ოდით, მაგრამ სულ სხვანაირად დატრიალდა საქმე. თურმე ჩემი ძმები უკვე მოსულან ახალციხეში და უფიქრიათ, იქნების ლევანი სახლში არ იყოს და დააპრკოლოს ჩვენი და. მოდი, ძმაო, სანამ ნატო აქ ჩამოვა და გვნა-ხამს, ჩვენ მოვასწროთ, თან ვნახოთ და თან უხიფათოთ წამოვიყვანოთო. ჩვენ სადილს ვემზადებით, მეც ფაცხა ფუცხით ჩამადანს ვალაგებდი, შემოვიდა ჩემი შვილი გოგია. ვაი შენს დამკარგავ დედას! დედიკო, ორი კაცი მოვიდა ჩვენ ეზოში, მოქალაქეები არიან. მე მკითხეს ვისი შვილი ხარო, უთხა-რი, რომ ლევან ჯვარიძისა მეთქვი. წადი დედაშენს უთხარი, რომ ვანო ძია და კინთე ძია მოვიდნენ და კარში გამოდიო. ეს რომ გავიგე, ისეთი გავიქეცი, რომ კინაღამ ამ-ყოლს ტვინი შევასხი. თქვენ გენაცვალოს თქვენი და, რომელმა ქარმა გადმოგაფრინათ ჩემ სასიხარულოდ. გაიცინეს წყვილად და მითხრეს, რომელმა და დასავლეთის ქარმაო. შეველით სახლში, მიესალმნენ დიდიას და პაპას, აატიტინეს ჩემი ბოვშვები, დაჰკოც-ნეს, ზოგს რას გაეხუმრნენ და ზოგს კიდევ რასა. მერე მითხრეს მოსვლის მიზეზი. დე-დამთილმა უთხრა: როგორა, შვილო! მიზე-ზით რომ არ ამოსულიყავით და ისე რომ

ის ტო რია ნა ტა ლია ლე ვა ნის ას ულ სან და ძე-ჯვა რი ძი სა

Page 7: No.3 (159)

2012 წელი, მარტი 7ლიტერატურული მესხეთი

გაგრძელება იქნება

ის ტო რია ნა ტა ლია ლე ვა ნის ას ულ სან და ძე-ჯვა რი ძი სა

ამოსულიყავით, მეტი ხომ არ მოგივიდოდა-თო. მერე საჩქაროთ დავალაგეთ სუფრა და ვისადილეთ. მეც თან ვალაგებდი ჩამადანს და თან თვალს ვეღარ ვაშორებდი ჩემი დიდი ხნის უნახავ ძმებს. ვნახოთ, რომ ლევანს გაეგო ჩემი ძმების მოსვლა ძველში. იქიდგან გასულიყო მუსხში, ეყიდა ღვინო და ახალი თევზი და ამოიქროლა ძველში. იფიქრა, ჩაფრის გაგზავნას მე თვითონ წავალ, ცო-ლის ძმები ნატოს სანახავად კი არა და წა-საყვანად ამოსულანო, გაიფიქრა თურმე. მე დღეს რაც გინდა საქმე გამიფუჭდეს, მაინც აღარ წავალ ურაველში. ასეც შეასრულა, ვინაიდგან ჩემი წაუსვლელობა არ იქნებოდა. მეორე დღეს ამისთვის ჩემმა ძმებმა იქირა-ვეს ცხენები მეზობელ გლეხებისგან. ერთმა ცხენის პატრონმა გულ ახდილად გვითხრა. ჩემმა ცხენმა თარქი არ იცის და არ შემიჩვე-ვიაო. აბა, იცოდეთ, რომ არავინ შემოუსვათ ან კიდევ ხურჯინი არ აჰკიდოთ, თორემ გახელდება და ყველაფერს დაანტვრევსო. ამ დროს მოვიდნენ გლეხები და უთხრეს ლევანს: ლევან აღა, უჯერი კაცო მაგ მატ-ყუარას, როგორ თუ თარქი არ იცის, ამ ჩვენი თვალებით დაგვინახია, რომ მთაზე წავიდოდით ხოლმე, თითონ შებრძანდებოდა ცხენზე და ხურჯინსაც გადაჰკიდავდაო.

ჩვენც დავიჯერეთ. იქნების ეს იმიტომ გაგ-ვაფრთხილა, ცხენი ებრალებაო. ვინაიდგან ცხენი იორღა იყო, ამისთვის ლევანმა მირ-ჩია, რომ ამ ცხენით მემოგზაურა. მოკლეთ, შემსვეს ამ ცხენზე და ჩემი სიყრმის შვილი, ვაი იმის დამკარგავ დედასა! შემომისვეს თარქზე. რა კარგი, რომ სოფელს გავცილ-დით და ისე შევსხედით ცხენებზე. ჩემი ძმები და ლევანიც თითო თითო ცხენზე შესხდნენ. ლევანმა თავისთვის წაილაპარა-კა, ორი საათის განმავლობაში უკვე ახალ-ციხეში ვიქნებითო და ჩვენი ნატოს სიხა-რულს სამზღვარი აღარ ექნებაო. ამ სიტყვის დაბოლოება და ცხენების გარეკვაც ერთი იყო. მაგრამ, დახეთ უბედურებას, ჩემი ცხე-ნი რომ დაიძრა ადგილიდან, იგრძნო, რომ თარქი მკიდიაო, გადაირია, გახელდა, დაიწ-ყო ჭიხვინი, დადგა უკანა ფეხებზე. გადმოხ-ტნენ ჩემი ძმები და ქმარი ცხენებიდგან და წაავლეს აღვირს ხელი, მაგრამ, გაგიგიათ? ისე ჭიხვინებდა და ტორებს სცემდა, რომ კინაღამ შუაში არ გაიკლა ეს ვაჟკაცები? მე ვკივივარ: ძმებო, მიშველეთ, არიქა, დავიღუ-პეთ! არ ჩერდება ცხენი. დახედა იმ ჩემმა დამწვარმა სიყრმის შვილმა სიმამაცით და სიყოჩაღით გათქმულმა და დაგვიმტკიცა თავისი მამაცობა და გამბედაობა. ისკუპა ამ 8 წლის ბოვშვმა და გადაარჩინა დედა სიკვ-დილსა. რომელიც გადახტა არა ნაკლებ ერთი ვერსის სიშორეზე. აიყვანეს ჩემმა ძმებმა, ჩაჰკოცნეს, ააბურთავეს რავდენ-ჯერმე და აღუთქვეს საჩუქრები. ეგრეთვე მამა მისმაც. მერე ყველა იქ მყოფნელ ქა-ლებმაც, დიდედამ ჩაიკრა გულში და აღარ უნდოდა, რომ ჩვენთვის გამოეყოლებინათ, მაგრამ ის ბოვშვი, რომელმა ბოვშვმაც გა-იგო, რომ ჩემი საყვარელი დეიდა ჯვარს იწერსო, დედაც მპირდება, შენც უნდა წა-გიყვანოო, აბა იმას, რომელსაც სიხარულით თალზე ძილიც კი არ მოსდიოდა, მთელ ღამეს არ იძინებდა მანამ თვალები თავისით არ დაეხურებოდა, განა ვისმეს სიტყვით ან მუდარით უკან დაიხევდა?! არა, სრულიადაც არა. მოკლეთ, გამოვეთხოვეთ იქ მყოფე-ლებს, თქარა თქურით და სიხარულით გა-უდექით გზას. ვინაიდგან იმ საშინელ გან-საცდელს მშვიდობით გადაურჩით, გზაში ბევრი ვისიამოვნეთ. მუსხისა და ღობიეთის შუა, თუ იცით, სამხრეთით აკრავს ტყე, რომელსაც “ჩამოჭერას” ეძახიან. აქ, ამ ტყეში ჩამოვსხედით ცხენებიდგან. ცხენები ბალახზე გაუშვით. ჩვენ დავსხედით გასაგ-რილებლად ხის ძირში, მწვანეზე. ამ დროს ჩემმა ძმებმა წარმოსთქვეს: ვინაიდგან ჩვენი სასურველი და შეშინებულია და ფერიც უმტკიცებს, რა თქმა უნდა, მაგის მოვალე-ობა ჩვენ, ძმებმა უნდა შევასრულოთ, მით უმეტეს, რომ ჩვენც მოგვწყურდა და ყელის დასველება საჭიროა. დატრიალდნენ ორივე ძმები, გაშალეს მწვანეზე სუფრა, ამოალაგეს დედამთილის გამოტანებული საუზმე და სასმისი, შევექეცით გემოზე. ავდექით, შევ-სხედით ისევ ცხენებზე და გაუდექით გზას. რომ მიველით სოფელ ოხერას, ვნახეთ, რომ ჩემი ძმის დაქირავებული ფაეტონიც იქ

დაგვხვდა. ჩამოვსხედით ცხენებიდგან. ძვე-ლელი კაცი გვყავდა წაყვანილი ცხენებისთ-ვის. ამ კაცს გადავეცით ცხენები და დავა-ვალეთ, რომ ყოვლის უმიზეზოდ ჩაებარები-ნა პატრონისთვის. ჩვენ ჩავსხედით ეტლში და გავქრიალდით ახალციხისკენ. აი კიდეც მიველით. გავაჩერებინეთ ეტლი, ვიყიდეთ რაც საჭირო იყო პრავიზია თუ სასმელი და ისევ იმ ეტლით შევუდექით გოლგოთის აღმართს ახალციხის ძველი ნაწილისკენ. მიველით რაბათში. ოხ, ვერ აღვწერ ენით თუ რაზომ სიხარული დაუდგათ ჩემ და ძმათ. ჩემ უფროსმა ძმამ უთხრა ჩემ გათხოვილ დას: ანეტა, ერთი კაი ვახშამი მოამზადე, დაო ჩვენი ქორწილი აი ეხლა, ამაღამ იქნება, ვინაიდგან ყველანი ერთად შევიყარენით, სამი სიძე კაცი, ხუთი ძმა, სამი დანი და ერთიც ტასია, იგიც არა დებზე ნაკლებ არის უტკბესი და, მე მინდა, რომ მამაჩემი დავატ-კბოთ, ვასიამოვნოთ და გავალღოთ ამ სიბე-რის დროს ჩვენის ცქერითაო. მოამზადეს ვახშამი. იმ ღამეს ისეთი დრო გავატარეთ, რომ პირდაპირ ჩინებული. მეორე დღეს ლევანი გავისტუმრეთ ურაველში. ჩემი ძმე-ბიც წავიდნენ თავიანთ სამუშაოზე. ჩვენ, დებიც შევუდექით საკერავის კერვას მზი-თევისას. რა თქმა უნდა, სამ დას რა საქმე

დაგვრჩებოდა გაუკეთებელი. ყველაფერი შევკერეთ, მოვამზადეთ. აგერ მოვიდა ქორ-წილის წინა დღე. დავტრიალდით ჯარასა-ვებრ. გამოვაცხეთ ნამცხვრები (შაქარლამა, ეს ქადაო, ეს კრენდილ ნაზუქებიო და კიდევ დიდი სინჰალვა. მერე დავაკვლევინეთ ქათ-მები, გავპტყვენით, დავრეცხეთ, გავამზა-დეთ. მარტო შეწვა და ჩახოხბაღა უკლდა. მეორე დღეს, რა თქმა უნდა, დავწერეთ მოსაწვევი ბარათები და გაუგზავნეთ ყველა ძვირფას ნათესავებს, მეზობლებს და მეგობ-რებს. ამასობაში მოვიდნენ ჩვენი ახალი სიძის მშობლებიც, ვინაიდგან მათი სოფელი ზედა თმოგვი ძალიან შორს იყო, ამისათვის ადრე წამოსულიყვნენ, რომ სტუმრებმა არ დაგვასწრონ და არ შეგვარცხვინონ, ძალიანი უხერხული იქნებაო. რომ მოვიდნენ, იყო თორმეტი საათი. ცოტა რომ დაისვენეს, დავჩქარდით და ადრე გავშალეთ სუფრა სადილისთვის, რომ საეჭვო იყო სტუმრებს არ მოესწროთ, ვისადილეთ გემოზე. ავალა-გეთ სუფრა, მისაღები ოთახი მოვაწესრიგეთ და კიდეც დაიწყო მოწვეულთა ნელ ნელა მოსვლა. როდესაც ყველანი შეგროვდნენ, ამ დროს მოვიდა პატარძლის ჩაცმის დროც. ვსთხოვეთ ყველას, აბა ეხლა მობრძანდით, ვისაც გსურთ მეორე ოთახში, პატარძალს ჩავაცვათო. პირველად ტასია შემოვიდა, მეფის ხაზიაიკა, ვინაიდგან ჩვენ სასიძის დედა არა ჰყავდა, დედის როლს ეს ხაზიაიკა ასრულებდა. მოუჯდა პატარძალს გვერდზე პადნოსით ხელში. პადნოსზე ჰქონდა დალა-გებული ძველებურად თხილ-ჩამიჩი, კანდი-ტერის ნაირ- ნაირი ნამცხვრები ნაირ-ნაირი კანფეტეულობით, კიდევ საპატარძლოს ტანისამოსი თავისი ჩიხტა-კოპით და ლეჩა-ქით, ეგრეთვე კაბის ფერი ტუფლები თავის-ფერივე ჩულქებით. შემოვიდნენ სტუმრე-

ბიც. აი მოგახსენეთ ქართველებში ძველად რა ჩვეულება იყო. როდესაც პატარძალს ჩააცმევდნენ ქართულ კაბას და ჯერი მიდ-გებოდა სარტყლის მოკვრაზე, ამ დროს დაუძახებდნენ რომელიმე მამაკაცს. თუ ოჯახის წევრი იყო, ხომ კარგი, თუ არა და ახლო ნათესავს. ის დალოცავდა პატარძალს, უსურვებდა ბედნიერებას და შემოაკრავდა სარტყელს. მე მყავდა ერთი ძმა ძალიან მხიარული და, მასთანავე, ოხუნჯი. ბედზე, ამ დროს, ის ჩემი ძმა შემოვიდა. დანახვის უმალვე მიმართეს იმას. ისიც ამისთანა შენ-თხვევას ხომ წამწმით ეძებდა. თხოვნა და თანხმობაც ერთი იყო. აიღო სარტყელი. სიმართლე რომ გითხრათ, სულ ცოტა ათ-ჯერ მაინც შემოუტარა წელზე. ხან უთხრა: მაკრინეჯან, ცხრა ვაჟი და ერთი ქალიო, ხან რა და ხან კიდევ იმდენი აცინა სტუმრები, რომ ყველამ ფერდები ხელით დაიჭირეს და ეხვეწებოდნენ: ძმაო ვასო, თუ ძმა ხარ გე-ყოფა მეტი სიცილი, აღარ შეგვიძლიაო. ჩემ ძმას პატარძალი შეებრალა, თორემ იმას რა გააჩერებდა. მერე გადაჰკოცნა და მიულოცა პატარძლობა, შენს კირილესთან ერთად ღმერთმა შეგაბეროთო. ამასობაში ჩემმა დამ ანეტამ შემოიტანა სტოლი, დაალაგა შინა-ური ნამცხვრები, შაქარლამა და ალვა ბლო-

მათ, გატეხილი არაყი ბარებით შეზავებული. ასეთი არაყი ძალიან მოდაში იყო იმ დროს, ისეთი გემრიელი იყო, რომ კონიაკსაც ანაც-ვალებდი, რომსაც და აბსენდსაც. ყველა იქ მყოფელებმა აიღეს თითო რუნკა არაყი, დალოცეს ნეფე-პატარძალი. მოვიდა ჯვრის წერის დროც. მამა ჩემი ავად მყოფი ლოგინ-ში იწვა. შეველით მის ოთახში, შევიყვანეთ მეფე-პატარძალი. მოხუცმა დალოცა შვილი და სიძე, უსურვა რომ შებერებულიყვნენ ერთმანეთს. მერე უთხრა ჩემ უფროს ძმას გიორგის: მე ბედმა მიღალატა ჩემს ცქრიალა და ერთგულ მაკრინეს ბედნიერებაზე ფეხზე ვერ დავხვდი, ამისთვის გთხოვ, რომ შემოიყ-ვანო კირილე, ჩემს მაგივრად ჩააბარო. ვნახოთ, რომ შვილმა შეუსრულა თხოვნა. გავიდა და შემოუყვანა გიორგიმ სიძე კაცი. მივიდა კირილე მამაჩემთან, გადაჰკოცნა ავადმყოფმა, დალოცა, ისეთი მგრძნობიარე სიტყვები წარმოსთქვა, რომ და ძმათ ვეღარ შევიკავეთ თავი. აივსო მამა-შვილური ფი-ალა და დაიწყო ჩვენს თვალებზე ნაკადულის დენამ. როგორც იყო, შევიკავეთ თავი. ამ დროს გიორგიმაც ჩააბარა თავის დანიშ-ნულს მაკრინე და უსურვა რათა ეცხოვრათ ბედნიერად და სიყვარულით და შებერებოდ-ნენ ერთმანეთს. დაუკრეს დუდუკი. ჩვენც, შინაურები თუ სტუმრები, შემოვერტყით გარს მეფე-პატარძალს, გავიმძღვარეთ წინ დუდუკი და წაველით ეკლესიაში ჯვრის დასაწერათ. შევიყვანეთ მეფე-პატარძალი და ჩვეულებრივ დავაყენეთ ეკლესიის შუა ადგილას. ამ დროს შემოვერტყით გარს მე-ქორწინენი. მრთელი ძველი ნაწილის მცხოვ-რებნი მოვიდნენ საცქერათ. ასე, რომ ეკლე-სიაში ტევა აღარ იყო. ვნახოთ რომ გამოვი-და საკურთხევლიდან შემოსული მღვდელი შემოსილი მთავრით და შეუდგა თავისი მო-

ვალეობის შესრულებას. მოკლეთ, გათავდა ჯვრის წერა და წაველით სახლში. სტოლები უკვე დალაგებული იყო. დავსვით მეფე-დე-დოფალი სტოლის შუა ადგილას, დედოფალს მოვუსვით გვერდზე პოდრუგა, მეფეს მიუს-ვით შაფერი, მერე დასხდნენ მეფიანთი თა-ვიანთი ნაწვევევით, მერე ნათესავები, მე-გობრები და მეზობლები. მერე დავსხედით დედოფლის მხარე. ასე იყო იმ დროს ჩვეულე-ბა. მანამ ვახშამი გაიშლებოდა და ეკლესი-იდან მექორწინენი მოვიდოდნენ, სტოლზე იყო დალაგებული ტკბილეული და სასმისე-ბი. ხალხს, ვისაც რა სურდა, მეფე-დედოფ-ლისთვის საჩუქარი ხელში ეკავათ ქაღალდ-ში გახვეული. ეს საჩუქრები უნდა ჩაებარე-ბინა შაფერს, ანუ მეჯვარეს და მერე გადა-ეცა მეფე-დედოფლისთვის მეორე დღეს. ჯერ მივიდოდნენ ვაჟები თითო თითოდ, მიულოცავდნენ მეფე-დედოფალს ერთად შეუღლებას, გადაჰკოცნავდნენ, შაფერსაც მიულოცავდნენ. მერე შაფერი აავსებდა ორ რუნკას გატეხილი არაყით. ერთ რუნკას მიაწოდებდა იმ მლოცველს და ისიც კიდევ გაიმეორებდა მათ დალოცვას და შესვამდა. მერე აიღებდა თავის საჩუქარს და გადას-ცემდა შაფერს. ისიც ჭიქით ხელში მადლო-ბას გადაუხდიდა. წავიდოდა ეს სტუმარი და დაჯდებოდა თავის ადგილზე. ასე ამ რიგათ, მრთელი სტუმრები მიდიოდნენ და ულოცავ-დნენ კაცით ქალამდე და უძღვნიდნენ საჩუქ-რებს. მეჯვარეც უხდიდა მადლობას. მოკ-ლეთ, ეს წესი შევასრულეთ, შევექეცით ტკბილეულს ნამცხვით, გიახელით ჩაის. მერე ავალაგეთ მაგიდა და გავშალეთ ვახშა-მი. ხუთი ძმა გვიტრიალებდა ოჯახში. აბა იმათ რა გაუჭირდებოდათ. ისეთი ჩინებული ქორწილი გადაიხადეს, რომ ქუდი ჭერსა ვკარით. რიჟრაჟი რომ გაიშალა და ინათა, ყველა, კაცი თუ ქალი, მინდორში წაველით დუდუკით და გავანადირეთ მეფე. იქ ცოტა ბევრი ვიქეიფეთ, მერე დავბრუნდით სახლ-ში. მამა კაცებმა სტუმრები გააცილეს დუ-დუკით თავიანთ სახლებში. ეხლა ჩვენსა დარჩნენ ახალი მძახლები და შორიდგან მოწვეული მექორწინენი. სამ დღეს ქორწილი გვქონდა შინაურებს, მეოთხე დღეს ყველა გავისტუმრეთ ჩემი უფროსი დის და სიძის გარდა. მე დავიწყე ხუმრობა და ჩემს ძმებს უთხარი, განა ასე შეიძლებოდა? აბა, რომე-ლი მეფე იქმნებოდა, რომ ჯვრის-წერის მერე კიდევ მოეთმინოს სამი დღე და მაინც არ მისცენ ნება სიძე კაცს, რომ ჩაიბაროს თა-ვისი პატარძალი? იცით, ძმებო, ვინაიდგან პირველი მაგალითი ჩვენ გავხდით ამ შემთ-ხვევაში და უსვინდისოთ მოვიქეცით და ჩვენმა კირილემაც ხათრი შეგვინახა და არ გვისაყვედურა, მეც ეხლა ყოვლის უმიზე-ზოდ უნდა დაუთმო ჩვენი საწოლი ოთახი. რა თქმა უნდა, საჩუქარსაც მე მივიღებ!!! ჩემმა უფროსმა ძმამ უფრო ცეცხლზე წყალი გადაუსხა მეფე კაცსა. არა, დაო! შენ არ იცი რა აქვს შენ ძმას გულში, აღთქმა... მამაჩვე-ნი ხომ წყრუთიდან არის წარმოშობილი, მანამ ხვალ არ წავიყვან ჩემ სიძესა და მამა-ჩემის სასწაულზე არ ვაქეიფებ და არ ვალო-ცებ იმ დანგრეულ სენაკში, მე ჩემ დას ნებას არ მივცემ, რომ კირილესთან ერთად განის-ვენოსო. ამისთვის მოვემზადებით, წავალთ ესევე კრებით ახლო ნათესავები და ერთ კარგ დროს გავატარებთ, ისე, რომ სიკვდი-ლამდე დაუვიწყარი იყოს ჩვენთვის. დავბ-რუნდებით იქიდგან, წავალთ მეორე დღეს ფოტოგრაფიაში, გადავიღებთ სურათს და აი სწორედ იმ ღამეს მივცემთ ნებას ჩემ სი-ძეს ჩემ დასთან შეუღლებისა. რა თქმა უნდა, არავის არ გვესიამოვნა ესრეთი ძნელი წინა-დადება, სამაგიეროდ, ის კი ყველას გაგვე-ხარდა, რომ წყრუთის ბაღში ვიქეიფებდით და კიდევ ძვირფას სურათს შევიძენდით. ასეც მოვიქეცით და გიორგის აღთქმა შევას-რულეთ. სურათიც გადავიღეთ, წყრუთის ბაღშიც ვიქეიფეთ, ჩვენს ძვირფას სიძესაც ჩავაბარეთ თავისი მეუღლე და უსურვეთ ყველამ ურთიერთის სიყვარული, ჯანმრ-თელობა და კეთილი ცხოვრება. გამოვეთხო-ვე ყველას და წაველით ყველა ჩვენ სახლებ-ში. მე, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩემს სიხარულში და სიამოვნებაში თუ ნაღველი არ ჩაეწვეთა, არ იქნება მეთქვი... აი ასეც მოხდა!..

სტილი დაცულია

Page 8: No.3 (159)

ლიტერატურული მესხეთი8 2012 წელი, მარტი

ქართველი აშუღი შივღა

თურქული ენა მე-18 — მე-19 საუკუ-ნეებში კავკასიაში მცხოვრებ ხალხთა შო-რის ურთიერთობისა და მეგობრობის ენის როლს ასრულებდა.

ამ პერიოდში მესხეთ-ჯავახეთში, ანუ სამ-ხრეთ საქართველოში მცხოვრები ხალხები საურთიერთოდ ყველაზე მეტად იყენებდ-ნენ ამ ენას და ესმოდათ უკეთესად.

აკადემიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა რე-ვოლუციამდე იმოგზაურა მესხეთ-ჯავახეთ-ში. მისსავე დღიურში, რომელიც ინახება კ.კეკელიძის სახელობის თბილისის ენათ-მეცნიერების ინსტიტუტში, დადასტურებუ-ლია თუ რა ძალუმად, ფართოდ იყო გამოყე-ნებული ეს ენა ამ რეგიონში. დღიურის პირ-ველივე გვერდზე ვკითხულობთ: “ჩვენ ვერ შევხვდით სომეხს ან ქართველს, რომელიც გამართულად ილაპარაკებდა თავის ენაზე. ყველაზე მეტად თათრის ენაზე საუბრობენ. თათრული დიდმაც იცის და პატარამაც. ოჯახში ამ ენაზე ლაპარაკობენ. ეს არის ცივილიზაციის მემკვიდრეობა, ტრადიციის ნაყოფი. ჩემმა თანამგზავრმა მარკოზმა გზაში თათრული ლექსები თქვა. როდესაც ვკითხე, მან მიპასუხა: მე არ ვიცი ქართული ლექსები. სოფელ ბალანთაში 40-მდე ოჯახი ცხოვრობს, ყველანი ქართველები არიან, უმეტესობა (დიდი და პატარა) თათრულად ლაპარაკობს.”

იმოგზაურა რა უზარმაზარ ტერიტორი-აზე, თავის დღიურში დააფიქსირა ნამდვი-ლი ამბები და მოგვცა საინტერესო ეთნოგ-რაფიული მონაცემები. მას შესწავლილი აქვს სხვადასხვა ხალხთა ენებზე გამოთქ-მული ლექსების ნიმუშები. ამის შემდეგ იგი წერს: “ჭიხარულაში ქართველებმა სომ-ხური, ხოლო სომხებმა ქართული იციან, თუმცა, უმეტესწილად, თათრულს ლაპარა-კობენ. სოფელ კოთელიაში 90 ოჯახიდან 3 ოჯახი სომხურია, დანარჩენი ქართული. აქ ყველამ იცის თათრული. აქაურები ამბობენ: “თათრული სიტყვა უფრო გვიჭრის, ვიდრე ქართული. ოჯახში თათრულად ვლაპარა-კობთ. ექსპედიციის წევრები სოფელ ვარე-ვანშიც იგივე მდგომარეობაზე საუბრობენ. ვარევანში უმეტესწილად თათრულად ლა-პარაკობენ.” ქართველებმა ქართული ცოტა იციან. იყენებენ თათრულს. მათი გვარებია ბალახაძე, მელიქიძე, მაისურაძე.

სოფელ ბავრის, ხულგუმოს და სხვა სოფ-ლების შესახებ მოცემულ ინფორმაციაში დასტურდება, რომ თურქული ენა მათთვის მშობლიურია: “ბავშვები პატარაობიდანვე თათრულს სწავლობენ — ჩვენი ენა თათ-რულია”, — ამბობენ ისინი. ქართული ცოტა იციან.

სხვადასხვა მონაცემების მიხედვით აგ-რეთვე დასტურდება, რომ თურქული არა მხოლოდ ქართველებისა და სომხების, არა-მედ ყველა სხვა ერებისთვისაც საერთო ერ-თობისა და მეგობრობის ენა იყო”.

ჩვენი მოსაზრების დასადასტურებლად მოვიშველიებთ ერთ ასეთ მონაცემს: “სო-ფელი კარტიკამი ქვიანი ადგილია, ყველანი, სომეხი ფრანგები (კათოლიკები) არიან. თა-თარი და ქართველი არ ცხოვრობს, მაგრამ სოფელში და ოჯახებში თათრულად ლაპა-რაკობენ.”

მესხეთ-ჯავახეთში მე-17 — მე-18 სა-უკუნეებში წარმოშობილმა აშუღურმა ხე-ლოვნებამ ამ მხარეში მცხოვრებ ხალხებში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა თურქულ ენას.

თურქი, ქართველი, სომეხი აშუღები თა-ვიანთი სურვილების და ნააზრევის ყველა-სათვის გასაზიარებლად იყენებდნენ თურ-

ქულ ენას. ამ ენაზე ისინი წერდნენ და კით-ხულობდნენ.

თურქული ენის ცოდნა აშუღური ხელოვ-ნების მიმდევრებისათვის აუცილებელი იყო. იმისათვის, რომ მათ ღრმად შეეც-ნოთ ეს ხელოვნება და ყოფილიყვნენ მისი სრულყოფილად მცოდნენი, თურქული ენა მათ საშუალებას აძლევდა ჩასწვდომოდნენ მდიდარი და მრავალფეროვანი კლასიკური აშუღური ხელოვნების სიღრმეებს.

აშუღური პოეზიის შექმნის დღიდან მო-ყოლებული თავისი გრამატიკული კანონ-ზომიერებითა და ენობრივი სტრუქტურით ჰპოვა ამ ენამ ფართო გავრცელება. აშუ-ღური პოეზიის შესწავლის მიზნით, მიუხე-დავად ეროვნებისა, ადამიანს კარგად უნდა სცოდნოდა თურქული ენა და ფოლკლორი. თურქული ენის კარგად ცოდნა, ამ ენაზე მოღვაწეობა, აშუღებს საშუალებას აძლევ-და გაეზარდათ თავიანთი აუდიტორია. ეს ნიშნავდა იმას, რომ რეგიონში მცხოვრები აშუღები, მიუხედავად ეროვნებისა, წესი-სამებრ, წერდნენ და ქმნიდნენ თავიანთ ნაწარმოებებს თურქულ ენაზე, რაც, ერთ-თავად, ე.წ. “აშუღთა მეჯლისს” უწყობდა ხელს.

ყველა პერიოდში სალიტერატურო საღა-მოებზე საზი იყო მესხეთ-ჯავახეთის აშუღ-თა განუყრელი და ერთადერთი საკრავი ინსტრუმენტი. ამ მიმართულებამ ისინი სერიოზულად გამიჯნა თბილისელი აშუღე-ბისაგან, რომლებიც ძირითადად ისეთ საკ-რავებს იყენებდნენ, როგორებიცაა: ქამანჩა (ჩონგური), ვიოლინო და სხვა. აქ მცხოვრე-ბი (თურქი) ხელოვანები უფრო დაახელოვნა შესრულების მანერამ.

საქართველოს სხვადასხვა არქივებში მოძიებული მასალებიდან და ბოლო წლებ-ში მესხეთ-ჯავახეთში ჩვენი მოგზაურობის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობაში მოძი-ებული ფოლკლორული მასალების საფუძ-ველზე დასტურდება, რომ აქ მე-19 — მე-20 საუკუნეებში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნო-ბილი აშუღები, როგორებიც იყვნენ: რუჰა-ნი — იოსებ ბერიძე, შივღა — ლუკა ბერიძე, ზეინი — ტოფო ბერიძე, სანდრო ზედგინი-ძე, ბეგთაი — აიოვ ზაზაძე, მიხეილ ზაზაძე, ნიკო დავლაშერიძე, სეფილ სანდრო — ვლა-დიმერ ბერუაშვილი, სანდრო ყავრელიშვი-ლი, აგრეთვე აშუღი ეთო — ექვთიმე დავ-ლაშერიძე, რომელიც დღესაც ცოცხალია. ისინი თურქულ ენაზე წერდნენ ლექსებს, ბაიათებს. ხალხურ ლექსებსა და თქმულე-ბებს ყვებოდნენ მეჯლისებზე, კარგად იც-ნობდნენ თურქ აშუღებს, იყენებდნენ კლა-სიკური აშუღური პოეზიის საფუძვლებს და სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდნენ მისი ერთგულნი. ჩვენს მიერ მოძიებული პოეტუ-რი ნიმუშებიდან კარგად ჩანს, რომ ამ ტე-რიტორიაზე ჰასტა ჰასანის, აშუღ ჰურუს, აშუღ შენლიქის და სხვა დიდ ხელოვანთა ცხოვრება-მოღვაწეობას მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოუხდენია ქართველ აშუღებ-ზე, ღრმა კვალი დაუმჩნევია მათ მოღვაწე-ობაზე.

მე-19 საუკუნეში მხოლოდ ახალქალაქის პატარა სოფელ პრტენაში შვიდი ცნობილი აშუღი ცხოვრობს და მოღვაწეობს: აშუღი რუჰანი, აშუღი შივღა, აშუღი მუშქული — ზაქარია გვარამაძე, აშუღი ზაქარია მელი-ქიძე, აშუღი პავლე ბერიძე და აშუღი ყარა-გოზი — ნიკო ბერიძე.

ლუკა ბერიძე, მეტსახელად შივღა, და-იბადა 1838 წელს სოფელ პრტენაში, ღარიბ სოფელსა და ღარიბ ოჯახში. ლუკას მამას იოსები ერქვა, რომელიც ატარებდა აშუ-ღურ მეტსახელს — რუჰანს. მას ჰყავდა სამი ვაჟი — პავლე, ნიკო, ლუკა და ორი ქალიშვილი. მესხეთ-ჯავახეთში ცნობილმა აშუღმა რუჰანმა თავის სამივე ვაჟში გააღ-ვიძა აშუღობისადმი სიყვარული და შეას-წავლა აშუღური ხელოვნება.

რვა წლის ასაკიდან შივღა მოჯამაგირედ იდგა და ნახირს მწყემსავდა. მან საზზე დაკ-ვრა აშუღი მუშკულისაგან (ნამდვილი სა-

ხელი ზაქარია გვარამაძე) ისწავლა. შივღა გახდა მესხეთ-ჯავახეთის უბადლო აშუღი. შივღა თავის ლექსებს არ იწერდა, ზეპირად იმახსოვრებდა და მღეროდა.

საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ შივღა ითვლებოდა ცნობილ სომეხ აშუღ მექთემის მოწაფედ. მან მე-19 საუკუნის ბოლო ხანებში კარწახელ აშუღ ჯივანისთან ერთად მიიღო მესხეთ-ჯავახეთის “მთავა-რი აშუღის” ტიტული. ის ახლოს იცნობდა

ცნობილ ჩილდირელ აშუღ შენლიქს და მეგობრობდა მას-თან.

პირველი გაც-ნობისას აშუღმა ჯივანმა მოუსმინა რა შივღას, შემდეგ შაირობაში გამოს-ცადა. შივღამ მისი ნათქვამი გალექსა, რამაც ჯივანი მის ნიჭიერებაში საბო-ლოოდ დაარწმუნა.

შივღას ნიჭიერე-ბით მოხიბლულმა ჯივანმა მას შესთა-ვაზა, გაეცნო აშუ-ღი შენლიქი. ორივე აშუღი ჩილდირში გაემგზავრა მის სანახავად. აშუღმა შენ-ლიქსმა შივღას გამოცდა მოუწყო. ჯერ მისი გალექსვის დონე შეამოწმა, შემდეგ “აშუღ ყარიბის” პოემიდან თავრიზის შესახებ გა-ლექსვა დაავალა. ეს შივღამ შესანიშნავად მოახერხა, რითაც შენლიქსისაგან დიდი მო-წონება დაიმსახურა. თავის ლექსში აშუღმა შივღამ ასევე გალექსა ხერთვისი და სრული გამოცდაც წარმატებით ჩააბარა, რის შემ-დეგაც დიდმა ხელოვანმა იგი თავისთან, მეჯლისზე (სადაც აშუღები იკრიბებოდნენ) მიიპატიჟა და კარგი ცხენითაც დაასაჩუქ-რა.

საარქივო მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ აშუღი შივღა თითქმის ყველა თურქ აშუღს იცნობს და მათთან ერთად მონაწი-ლეობს აშუღურ მეჯლისებში.

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ შივ-ღა ყოველთვის იყო თურქ ხელოვანებთან კავშირში. ამასთანავე, იგი ღირსეული გამ-გრძელებელია კლასიკური აშუღური ლიტე-რატურისა. ამას ნათლად ადასტურებს მისი ლექსებიც.

მესხეთ-ჯავახეთში ექსპედიციის დროს დადასტურდა ჩვენი ზემოთ ნათქვამიც: შივ-ღა შაირობდა ოშორელ აშუღ მეფთუნთან. ამის შესახებ მათი პაექრობის არასრული ტექსტის მოძიება შევძელით.

საარქივო მასალების მიხედვით შივღას 2 000 ლექსი ჰქონია დაწერილი. ძირითადად, თურქულ ენაზე, რომელიც ბავშვობიდანვე კარგად იცოდა. ჩვენ ასევე მოვიძიეთ შივ-ღას ხელნაწერი ლექსები. ათამდე ლექსი ქართული ანბანითაა დაწერილი. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთი თურქული სიტყვა ფონეტიკურად განსხვავებულ ფორ-მაშია წარმოდგენილი. უკვე მოგვიანებით, მისი ლექსების უმეტესობა, რომელიც თურ-ქულ ენაზე იყო, ადგილობრივ მოსახლეობა-ში ზეპირად ვრცელდებოდა. ადგილობრივე-ბის დიდმა ნაწილმა აღარ იცოდა რა თურ-ქული ენა კარგად, შივღას ლექსების სიტყ-ვები და ლექსწყობა უკვე შეცვლილი სახით იქნა გადმოცემულ-წარმოდგენილი.

საარქივო მასალებში შივღას შემოქმე-დება ნაკლულია. 1980-1982 წლებში ნაყო-ფიერი ექსპედიცია მოვაწყეთ მესხეთ-ჯა-ვახეთში და რომანებსა და სხვა ქართველ აშუღთა ნაწარმოებებში მოვიძიეთ თურქუ-ლი ლექსები. მოძიებული მასალა, შივღას 50-მდე ლექსის ჩათვლით, მომზადდა და დაისტამბა.

აშუღ შივღას ქართულად ნათქვამი ლექ-სებიდან მხოლოდ ორის მოძიება შევძელით. ორივე არის ყოშმა (თურქული ხალხური

ლექსის ფორმა. მთარგმნელი). კლასიკური აშუღური პოეზიის სიცოცხლის ბოლომდე ერთგულმა აშუღმა, ორივე ნიმუში გამოიყე-ნა. ქართულ კაფიასა და ტაქტში მან შეძლო შეენარჩუნებინა ლექსის ყოშმა და ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლექსი ქარ-თულადაა, იგი ძალიან ახლოს დგას შივღას სხვა ლექსებთან. მის ლექსებში კარგადაა აღწერილი იმ პერიოდის უსამართლობა, სი-ღარიბე:

მდიდრის შვილი ყველგან წავა,ღარიბის კი პირს დააღებს,ჭიკჭიკსაც უკუღმა გაიგებს,იმედია ღარიბის შვილსაც ფრთა გამოებ-

მება.აშუღი სინანულით დასძენს, რომ ამ ქვეყ-

ნის სიმდიდრის მფლობელებს ღარიბისთვის ორი ბატის ყოლაც კი ბევრად ეჩვენებათ.

აშუღურ პოეზიაში მრავლადაა გამოყენე-ბული ჩვენს ფოლკლორში დაცული ადათ-ჩვევები. აშუღები გადიოდნენ რა ხალხში, თავიანთ გამოსვლებში მათ სიკეთისკენ,

სამშობლოს სიყვარულისა და ცუდის დაგ-მობისკენ მოუწოდებდნენ.

მე-18 — მე-19 საუკუნეების აშუღურ პო-ეზიაში დიდი ადგილი უკავია დიდაქტიკას, რომელსაც ასევე ვხვდებით შივღას პოეზი-აშიც:

შივღას სიტყვა არვის აწყენს,-გიჟი ჩხუბს არ გაექცევა,ქვეყანა არ გაპატიებს,არ სათქმელი თუ ითქმევა.შივღას პოეზიაში ვხვდებით ასევე ლექ-

სებს სიყვარულსა და ისტორიაზე. მათში კარგად ჩანს ავტორის ორიგინალობა, გად-მოცემის ფორმა, რომელიც მხოლოდ მისთ-ვისაა დამახასიათებელი.

შივღას ძმებს შურდათ მისი წარმატებე-ბისა. ისინი მტრობდნენ კიდეც. ისე მოხდა, რომ სახლიდანაც კი გააძევეს და ხელცარი-ელი დატოვეს. შივღამ თავისი უბედურება გამოხატა ერთ-ერთ ლექსში:

არვინა მყავს, ვის ვუამბო დარდები,ტანს მეღვრება სისხლიანი ოფლი.ბედმა გადამაგდო სანაგვეზე,მან მე მაქცია სავალ გზად... ვტირი.მონა ვარ, შივღა, არ ვიტყვი ტყუილს,ცუდმა მეზობლებმა წამართვეს ყოველიდა მაქციეს ხის ტოტად მე, საჩეხად.შივღა იძულებული გახდა დაეტოვები-

ნა თავისი სოფელი და მოშორებით აიშენა სახლი (ადგილობრივების თქმით, შივღას ჩამონგრეული სახლის კედლები დღესაცაა შემორჩენილი), მაგრამ შიგ ცხოვრებას ვე-ღარ ეღირსა. ბოროტი ძმების ხელში იგი 68 წლის ასაკში — 1906 წელს გარდაიცვალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ორ ენაზე მოაზროვნე კლასი-კური აშუღური პოეზიის წარმომადგენელმა შივღამ დიდი ზეგავლენა მოახდინა მის შემ-დგომ ქართველ აშუღებზე. ამას ადასტუ-რებს მისი ეს სტრიქონიც:

ჩემს შემდეგ ჩემს მეგობრებს გამოადგებათ,

მას შემდეგ რაც მივესვენები ბალიშზე,სული ამომხდება, ტანი ოხრად დარჩება,მოვა მიქელ-გაბრიელი და წაიღებს ჩემს

სულს.იუნუს ემრეს სიმპოზიუმის შრომე-

ბის კრებული. ათათურქის სახელობის უნივერსიტეტი. თურქეთი, 1991 წელი

თარგმნა მაია მესხიძემ

აშუღები: (მარცხნიდან) სადიხი, შამილი, სულეიმანი. (დგანან) მამედი და ეთო. ექვთიმე დავლაშელიძე (მარჯვნიდან პირველი).

Page 9: No.3 (159)

2012 წელი, მარტი 9ლიტერატურული მესხეთი

XVII-XIX საუკუნეებში კარგი ურთიერ-თობა დამყარდა რომის იმპერიასა და სა-ქართველოს შორის.

ამ ქვეყნების ხალხები დღესაც სიყვარუ-ლითა და პატივისცემით იხსენებენ იმ დიდ ქართველებს, რომლებმაც საძირკველი ჩა-უყარეს მათ ქვეყანაში სწავლა-განათლე-ბის საქმეს.

1625 წელს არქიმანდრიტ ნიკოლოზ ჩო-ლოყაშვილსა თეიმურაზ პირველის წერი-ლიდან შეუდგენია ქართული ანბანი და 1627 წელს გაუხსნია პირველი ქართული სტამბა ქ.რომში, სადაც 1629 წელს ასევე პირველად იქნა გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში ინახება.

საქართველოში იტალიელ მისიონერთა მოგზაურობამ უფრო დააახლოვა ერთმა-

ნეთთან ქართველები და იტალიელები. რო-მის პაპი კეთილგანწყობით ეპყრობა ქართ-ველ სწავლულ კათოლიკებს. ეს აწყობდათ მათ პროპაგანდისათვის. იტალიელ მისი-ონერთა დაჟინებული მოთხოვნით მე-17 საუკუნის 70-იან წლებში რომის უმაღლეს სასულიერო სასწავლებელში შემოუღიათ ქართული ენის შემსწავლელი კათედრა და დაუმტკიცებიათ ქართული ენის სწავ-ლების პროფესორის თანამდებობა. მე-18 საუკუნის ბოლოს ამ კათედრის ხელმძღ-ვანელი ახალციხელი (რაბათელი) მღვდე-ლი გრიგოლ ბაღინაშვილი (ბაგინაშვილი) ყოფილა.

სწორედ ქართველ მოღვაწეთა საქმიანო-ბამ უცხოეთში, კერძოდ, იტალიაში, გზა გაუკვალა ისეთ დიდ მესხ განმანათლებ-ლებს, როგორებიც იყვნენ პავლე ჭილიმუ-ზაშვილი, პეტრე ხარისჭირაშვილი, გრი-გოლ ბაღინაშვილი, ივანე გვარამაძე (“ვინმე მესხი”, მიხეილ თამარაშვილი და სხვები.

პროფესორ შოთა ლომსაძის ნაშრომში “ახალციხური ქრონიკები” ვკითხულობთ: “რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ფართოდ გაშალა პროპაგანდისტული მუშაობა აღ-მოსავლეთში, სადაც მნიშვნელოვანი ად-გილი ეკავა საქართველოს, ამის დასამტკი-ცებლად ისიც კმარა, რომ “პაპმა ურბანო VII 1627 წელს გახსნა აგრეთვე სპეციალუ-რი განყოფილება “კოლეჯაუმ დე პროპა-განდა ფიდე”, სადაც კათოლიკურ-თეოლო-გიური საგნების სწავლებასთან ერთად უნდა ესწავლათ რამდენიმე უცხო ენაც, რომელთა შორის შეტანილი იყო აგრეთვე ქართული. კოლეჯის გახსნასთან დაკავში-რებით მოიწვიეს სპეციალისტები”.

იგივე ნაშრომში ბატონი შოთა ლომსაძე ახსენებს ბაღინაანთ გრიგოლ მღვდელს, რომელმაც წიგნის განმეორებითი გამოცე-მის დროს სათაური ასე გამართა “საქრის-ტიანო მოძღრება შვიდთა საიდუმლოთა ხედა გადმოთარგმნილი იტალიანის ენისა-გან ქართულს მხედრულს ენაზე”. ვინ იყო “ბაღინაანთ მღვდელი გრიგოლი”? ან “ქარ-თული ენის პროფესორი რომში”?

მოვუსმინოთ ისევ პროფესორ შოთა ლომსაძეს: “ურბანოს კოლეგიაში საქართ-ველოსთვის გამოყოფილი ადგილები ყო-ველთვის დაკავებული იყო. ბევრმა კოლე-გიადამთავრებულმა შემდეგ მეცნიერების სხვადასხვა დარგში — თეოლოგიასა და სამოქალაქო მეცნიერებაში გაიკვლია გზა. სამწუხაროდ, მათი ვინაობისა და მოღვაწე-ობის შესახებ მეტად მწირი ცნობები გაგ-ვაჩნია”.

ალექსი ბარნოვი წერილში “ქართული უნივერსიტეტის წინამორბედნი”, რომე-ლიც 1968 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ “საბჭოთა ხელოვნებაში”, წერდა: “1670-იან წლებში მისიონერთა მოთხოვნით რო-მის უმაღლეს სასულიერო სასწავლებელ-ში შემოუღიათ ქართული ენის სწავლების პროფესორის თანამდებობა. მე-18 საუკუ-ნის ბოლოს ამ კათედრის ხელმძღვანელი ახალციხელი მღვდელი გრიგოლ ბაღინაშ-

ვილი (ბაგინაშვილი) ყოფილა”.რომის “საქრისტიანო მოძღვრების”

1800 წლის მესამე გამოცემაში ახალციხელ მღვდელს ბაღინაშვილსაც მიუღია მონაწი-ლეობა.

აი რას წერს ზაქარია ჭიჭინაძე ჟურნალ “კრებულში” 1899 წელს: “რომში მისულთ ქართველთ ერს მარტოთ სტამბის გახსნა და წიგნების ბეჭდვა არ აკმარეს. ამათ მოხ-სენება მიართვეს პაპს და ითხოვეს “პრო-პაგანდოში” ქართული ენის კათედრის დაარსება და საყოველთაოდ იქ ქართული ენის მცოდნე პროფესორის ყოლა. თანახმა გახდა ამისა და მალე იქმნა უმაღლეს სა-სულიერო სასწავლებელში ქართული ენის კათედრის დაარსება. მასზე პროფესორად დადგენილი იქნა თვით ეს მოძღვარნიც, რის მეოხებით რომიდან ესენი საქართევ-

ლოში ვეღარ დაბრუნდნენ, იქ დარჩნენ, იქ მოღვაწეობენ ჩვენი გვარის სასარგებ-ლოდ, ჩვენი წარსულის მამა-პაპათა ძეთ გონების განსანათლავად. ქართული ენის პროფესორთა რიცხვი რომში თვით მეცხ-რამეტე საუკუნის დამდეგამდისაც კი არ მოსპობილა. უკანასკნელ დროს, ე.ი. 1800 წ. რომში, პაპის “უცხო ქვეყანათა სამქადა-გებლო” ენის კათედრის უფროსად ახალ-ციხელი მღვდელი გრიგოლ ბაღინაშვილი (ბაგინაშვილი) იყო, რომელიც აგრეთცვე სომხური ენის პროფესორათ იგულსხმებო-და”. (“აკაკის კრებული”, გვ.108-109, 1899 წელი).

ამ გვარის გენეალოგიის დასადგენად ჩვენ დავუკავშირდით ახალციხეში ბაღი-ნაშვილების, იგივე ბაგინაშვილების შთა-მომავლებს, კერძოდ, სტეფანე და ლიანა ბაგინაშვილებს. აი რა გვიამბო ლიანას დე-დამ ნატალია ერეკლიშვილი-ბაგინაშვილ-მა: “ჩემი დედამთილისაგან — მაგდა ბა-გინაშვილისაგან განაგონი მაქვს, რომ ბა-გინაშვილების ერთ-ერთი წინაპარი მეტად განათლებული და ცნობილი კაცი ყოფილა, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობდა. ვა-ჟიშვილების მონათლის დროს მღვდელს უთქვამს: “ღმერთმა გრიგოლ ბაღინაშვი-ლის ნიჭი მოგცეთო. მკვდრების სულების მოხსენიებისას ყოველთვის ვახსენებდით გრიგოლ ბაღინაშვილს”.

ლიანა ბაგინაშვილი: “მამაჩემისაგან ხში-რად მომისმენია, რომ ჩვენ ვიყავით ცნობი-ლი სამღვდელო პირის, დიდი განსწავლუ-ლი ადამიანის — გრიგოლ ბაღინაშვილის შთამომავლები, ხოლო შემდეგ რუსული გავლენით გავხდით ბაგინაშვილები. რუ-სულში “ღ” არ არის და მისი შესატყვისი “გ”-თი შეიცვალა”.

სტეფანე ბაგინაშვილი: “ბებიისგან გად-მოცემით გამიგია, რომ ბაღინაშვილებს თუ ბიჭი გაუჩნდებოდათ ოჯახში, დიდი წინაპ-რის პატივსაცემად გრიგოლის (გიორგის) არქმევდნენ. ეს ტრადიცია ჩვენს ოჯახებში დღესაც გრძელდება”.

სტეფანე ბაგინაშვილისა და ლიანა ბაგი-ნაშვილ-გოგოლაძის ბაბუამ 90 წელი იც-ხოვრა. დაიბადა 1835 წელს და გარდაიც-ვალა 1925 წელს. იგი თურმე აგროვებდა თავისი სახელოვანი წინაპრის საარქივო მასალებს, მაგრამ ოსმალების შემოსევის შედეგად განადგურებულა.

ამრიგად, მღვდელი გრიგოლ ბაგინაშვი-ლი (ბაღინაშვილი) იყო მესხი, ახალციხე-ლი, რაბათში დაბადებული განსწავლული მეცნიერი. მკვლევარებს ელოდება რომისა და ვენეციის მუზეუმები, წიგნთსაცავები და საეკლესიო ფონდები. მათი მიკვლევა და გამომზეურება ახალ შუქს მოჰფენს მესხეთიდან გადახვეწილ უანგარო მამუ-ლიშვილთა საქმიანობას.

კუკური თორდია,გაზეთი “წითელი დროშა”

1979 წელი, №17

ერთმა მეფემ თავის-თან დაიბარა ვეზირები და უთხრა; რატომ უთეთრდება მა-მაკაცს პირველ რ ი გ შ ი თ მ ა და შემდგომ წვერ-ულვა-შიო?

იქ მყოფ-თაგან პა-სუხი ვე-რავინ ვერ გასცა.

— ა ს ე ც ვიცოდიო, — თქვა მეფემ.

მ ე ო რ ე დ ღ ე ს ოქრო-ვერცხლით სავ-სე ხურჯინი მისცა ორ მათგანს და დაავალა: წახვალთ, შემოივლით მთელ ქვეყანას და პა-სუხს მომიტანთო.

წავიდნენ ვეზი-რები. ბევრი იარეს თუ ცოტა, დიდ ყანას მიადგნენ. დაინახეს ერთი მოხუცი გლეხი ჯილღას ჩას- ჭ ი დ ე ბ ი ა და მარტოსული თან ხნავს და, იმავდრო-ულად, თესავს კიდეც. ვეზირები დიდის ამბით მიესალმნენ გლეხს.

— აქ რამ მოგიყვანათ, ხელმწიფის ხალ-ხოო! — გასძახა გლეხმა.

გაუკვირდათ ვეზირებს, საიდან უნდა სცოდნოდა მას მათი ვინაობა. ამ გლეხმა კაი ლოგიკით ილაპარაკა და ვეზირებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

— მოხუცო! — უთხრა ერთმა ვეზირ-მა. — ერთი შეკითხვა გვაქვს და იქნებ გვიპასუხოო.

— თუ ვიცი, გიპასუხებთო! — უთხრა გლეხმა.

— რატომ არის, რომ მამაკაცს თმა უფრო ადრე უთეთრდება, ვიდრე წვერ-ულვაშიო?

გლეხმა გაიცინა და მაშინვე მიუგო: ეგ ყველაზე ადვილი გამოცანაა იმიტომ, რომ ადამიანს თანდაყოლილი თმა აქვს, წვერ-ულვაში გვიან ამოსდის, თმა უფრო ხნიერია და ადრეც უთეთრდებაო.

გაეხარდათ ვეზირებს, რომ შეკითხვა-ზე პასუხი მიიღეს და მადლობის ნიშნად ოქრო-ვერცხლი შეაძლიეს. გლეხმა თავი შორს დაიჭირა საჩუქრისგან.

გავიდა ხანი. ერთ დღესაც შეყარა თავი-სი ნაზირ-ვეზირები მეფემ. იმ ორ ვეზირს კი უბრძანა: სასწრაფოდ წადით და ის მოხუცი გლეხი აქ მომგვარეთო.

ვეზირები წავიდნენ და გლეხი თავის ცოლთან ერთად მეფეს მოუყვანეს. მეფემ საზეიმოდ გაშლილ სუფრაზე გვერდით მოისვა გლეხი.

ყველამ ჭამეს, სვეს და დროც კარგი გაატარეს.

მეფემ თქვა: ახლა ცოტა შევისვენოთ და დრო რომ არ დავკარგოთ, რაიმე თამაში მოვიგონოთო.

ყველამ მეფეს შეხედა.წუთიც არ იყო გასული, რომ ისევ მეფემ

აიღო სიტყვა: ერთი თამაში მოვიგონეო: მე ჩემს გვერდით მდგომ ვეზირს ხელს თავში ჩავარტყამ, ეს ვეზირი თავის გვერდით მდგომს ჩაარტყამს და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე წრე ჩემთან არ შეიკრებაო.

დაიწყეს თამაში. ვეზირი ვეზირს ურ-ტყამს თავში ხელს და მეფის გვერდით მჯდომ საპატიო სტუმრამდეც მოვიდა ჯერი. ვეზირმა რომ ასწია ხელი დასარტ-ყმელად, გლეხმა შეაჩერა.

— მეფეთ-მეფეო! თუ შეიძლება ერთი სიტყვა მათქმევინეთო!

— ბრძანეო! — თქვა მეფემ.— ჩემ სიტყვას რომ დავამთავრებ,

მერე გავაგრძელოთ თამაშიო. — კიო. — დათანხმდა მეფე.

გლეხმა თქვა: ე რ თ ხ ე ლ მთიდან ურ-მით თივა მომქონდა. გ ზ ა ძ ა -ლიან ვიწ-რ ო ი ყ ო . ორი წყვი-ლი ხარი მ ყ ა ვ დ ა უ რ ე მ შ ი შებმული. ე რ თ გ ა ნ კ ი დ ე ვ უ ფ რ ო

ვ ი წ რ ო გზაზე მოვხვ-

დი. გზის ქვედა მხრიდან ზარის რეკ-

ვა შემომესმა. ჩაუში მო-დიოდა და ზარებს რეკავდა. შემაჩერა და კატეგორიულად მითხრა: გუბერნატორი მოდის, გზა დაუთმეო.

ვიფიქრე, ახლა რაღა მეშველებაო და გა-მოსავლის ძებნა დავიწყე. მაშინვე ავუშვი ხარები და ურემს უკანა მხრიდან შევა-ბი. წვალებ-წვალებით ავათრიე ფართე გზამდე ურემი და გუბერნატორის ეტლი გავატარე. თუ მაშინ ურემი უკანა მხრიდან ავათრიე და განსაცდელს თავი დავაღწიე, ახლაც რატომ არ შეგვიძლია ჩვენი თამაში უკან დავატრიალოთ დიდო მეფეო და შენს ვეზირს თავში ხელი ჩავარტყაო?

მეფე მიუხვდა გლეხის ნათქვამს. ვე-ზირს რომ გლეხმა ხელი ჩაარტყა, უკან დატრიალდა თამაში და ამით თავის თავიც გაითავისუფლა თავში ხელის ჩარტყმისა-გან და მეფისაც.

მეფემ დააფასა გონიერი გლეხის საქ-ციელი და ტაშით დააჯილდოვა გამარჯ-ვებული.

ლხინი რომ დამთავრდა, გლეხი ცოლთან ერთად მოსასვენებლად წაიყვანეს.

მეორე დღეს უთენია ადგა მეფე და გო-ნიერი გლეხის საპატივსაცემოდ განაახლა სუფრა. გლეხი ისევ გვერდით მოისვა და რასაც თვითონ სვამდა ღვინოს, იმდენივეს მას ასმევდა. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ გლეხს აღარ შეეძლო სმის გაგრძელე-ბა. მაგრამ მეფე არ მოეშვა. ისევ შეავსო ჭიქა, გლეხს გადააწოდა და უთხრა, ბო-ლომდე დალიეო.

გლეხმა აქაც ჭკუა იხმარა: შენ თუ ამ ღვინოს დალევ, მეც დავლევო.

მეფემ შეხედა, რომ ჭიქიდან ღვინო თავისით გადმოდის, გლეხმა კი ანიშნა, კიდევ დაასხიო.

მეფეს გაუკვირდა: როგორ დავასხა, როცა ჭიქიდან გადმოდისო.

აი მაშინ უთხრა გლეხმა მეფეს: დიდო მე-ფეო, როგორც ჭიქიდან გადმოდის ღვინო, ისე გადმოდის ჩემი პირიდანაცო.

წამოდგა მეფე, გადაეხვია გლეხს და აკოცა. მერე კარგადაც დაასაჩუქრა და შინ მშვიდობით გაისტუმრა.

მთქმელი

გიორგი ხუციშვილი, 83 წლის, ახალქალაქის რაიონი,

სოფელი ხოსპიო.ჩაიწერა

ავთანდილ ბერიძემ 2012 წელს.

წინაპრები

ვინ იყო გრიგოლ ბაღინაშვილი?

გონიერი გლეხი(ზღაპარი)

Page 10: No.3 (159)

ლიტერატურული მესხეთი10 2012 წელი, მარტი

სამეცნიერო ექსპედიცია ერუშეთსა და შავშეთ-იმერხევშიბუბა კუდავა, გოჩა საითიძე, თეიმურაზ ჯოჯუა

გაგრძელება იქნება

გაგრძ. დასაწყ. იხ. №10-12 2011წ. №1–2, 2012წ.

9 აგვისტო. დილით ადრე, 9 საათზე, გა-მოვედით შავშათიდან. დაახლოებით 45-50 წუთში ვიყავით იმერხევში, სოფელ დუთლუს (სურევანი) შესახვევთან. ჩვენი დღევანდელი მიზანი იმერხევის ერთ-ერთი ხეობის შეს-წავლაა, რომელიც სწორედ სურევანიდან იწყება, გაივლის სოფლებს — სურევანს, უბეს, დაბას, ზაქიეთს, ბაძგირეთს, ზიოსს და ა. შ. სურევნის შესახვევთან აშენებულ პატარა გადახურულ ფანჩატურში გემრი-ელად ვისაუზმეთ. როდესაც ვსაუზმობდით, ზემოდან, სურევნიდან, ერთმა გლეხმა ჩამორეკა თავისი საქონელი, რომელსაც, რასაკვირველია, გამოვესაუბრეთ. აღმოჩნდა წარმოშობით ქართველი, გვარად დარჩიძე. ჩამოვათვლევინეთ სურევნის მაჰალეები. ესენია: დავითეთი, კუტალეთი, ჯამი მაჰალე, დღვაბიეთი და ფარნუხი.

თერთმეტის ნახევრამდე ფანჩატურში ვისხედით, რის შემდეგაც გრუნტის გზით სურევნისაკენ მიმავალ აღმართს შევუდექით. საკმაოდ ცხელა. ნელ-ნელა მივიწევთ ზემოთ. 1 კილომეტრის გავლის შემდეგ შევედით

სურევნის პირველ მაჰალე კუტალეთში. სოფ-ლის შესასვლელში შეგვხვდა ადგილობრივი მკვიდრი, დაახლოებით 50-55 წლის დურმუშ ქანანოღლუ (ქანანაშვილი — ?). მან მიგ-ვასწავლა სურევნის ეკლესიისკენ მიმავალი გზა. გარდა ამისა, გარკვეული ინფორმაციაც მოგვაწოდა სურევნის და მისი მაცხოვრებ-ლების შესახებ. დურმუშის თქმით, სოფლის მოსახლეობას ეკონომიურად ძალიან უჭირს, ხალხი თავს პენსიით ირჩენს; არ მოდის კარგი მოსავალი; თესავენ სიმინდს, მოდის თუთა, რომლიდანაც ამზადებენ ტკბილ ბექმეზს; საკმაოდ ბევრი კაკლის ხეა; კარტოფილი მო-დის, თუმცა მცირე ზომის; საქონელი ცოტა ჰყავთ; გარდა ამისა, მითხრა, რომ აქაურებს ძალიან უყვართ სამობა (ანუ ცეკვა), სიმღე-რა, უკრავენ ჭიბონზე.

დურმუშთან საუბრის შემდეგ ამ უკანასკ-ნელს დავემშვიდობეთ და განვაგრძეთ გზა. გამოვედით კუტალეთიდან. სულ უფრო და უფრო მაღლა მივიწევთ, უკვე საკმაოდ მაღლიდან დავცქერით მდინარე იმერხევის ხეობას. კუტალეთის მაჰალე ხელისგულივით მოსჩანს ჩვენს დაბლა. სათითაოდ დავთვალე საცხოვრებელი სახლების რაოდენობა — 25 აღმოჩნდა. გადასახვევიდან 2 კილომეტრში მძღოლთა-მძღოლმა გიორგიმ მანქანა გააჩე-რა, გადმოვედით და გზიდან ხელმარცხნივ მიმავალ ბილიკს გავუყევით. დაახლოებით ხუთ წუთში უკვე სურევნის საკმაოდ მოზრ-დილი ეკლესიის ნანგრევებთან ვიყავით, რომელიც ზუსტად ერთი საუკუნის წინ აღწერა ნიკო მარმა. მაშინ ტაძარი თითქმის მთლიანად იყო შენარჩუნებული. საუკუნის მანძილზე ტაძარი არცერთ მკვლევარს აღარ უნახავს. ამჟამად იგი თითქმის საფუძვლამ-დეა დანგრეული, ნაწილობრივ უყურადღე-ბობისა და ნაწილობრივ — ოქროსმაძიებელ-თა “წყალობით”.

სურევნის ეკლესია საკმაოდ მაღალი მთის თხემზე, ხელოვნურად მოსწორებულ ბექობ-ზე მდებარეობს. იგი აშენებულია ტლანქად დამუშავებული დიდრონი ქვებით. მის ქვე-მოთ მიედინება მდინარე იმერხევი; ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, იმერხევის მარცხენა ნაპირზე, საკმაოდ მაღალ სერზე, სოფელი ჯვარისხევია, ხოლო მის სიახლოვეს — ჯვა-რისხევის მაჰალე ოტკულდე. მისი სახლები დამრეც ფერდობზე ჩიტის ბუდეებივითაა შეფენილი. უფრო მოშორებით მოსჩანს ჩაქველთა, აგრეთვე, ჩვენთვის ცნობილი ორკოშკიანი ბარას ციხე და სხვ.

ამჟამად ეკლესიასთან ვიმყოფებით და ვიწყებთ ტრადიციულ სამუშაო პროცესს, ანუ — ბუბა ფოტოებს იღებს, თემო ეკლესიის აზომვებს აწარმოებს ჩემი და ორი გიორგის დახმარებით. ეკლესიაზე რამდენიმე საათი დავყავით. დრომ მუშაობაში შეუმჩნევლად გაირბინა. ამ გაგანია მუშაობის პროცესში რომ ვიყავით, თავზე ერთი ახალგაზრდა კაცი წამოგვადგა და ჩვენი საქმიანობის მიზნებითა და ამოცანებით დაინტერესდა. საპასუხოდ ჩვენ მისი ვინაობით დავინტერეს-დით. აღმოჩნდა წარმოშობით ადგილობრივი მკვიდრი, ამჟამად სტამბულში მცხოვრები და მოსწავლე მომავალი ხოჯა, სახელად მევლუდი, გვარად ქურთი (რა თქმა უნდა, ქართველი, თუმცა უკვე გათურქებული. წი-

ნაპრების ენაზე მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცის), რომელიც ზაფხულს მშობლიურ სო-ფელში ატარებდა. თავდაპირველად მასაც, რასაკვირველია, ოქროსმაძიებელი უცხოელი ტურისტები ვეგონეთ. ხოჯასთან საუბარი, გიორგი სორდიას მეშვეობით, ჩემს თავზე ავიღე, რათა როგორმე დრო გამეყვანა და ბუბასა და თემოსთვის ნორმალურად მუშა-ობის საშუალება მიმეცა.

მევლუდმა ფართო ახსნა-განმარტებითი სამუშაოები ჩამიტარა რწმენისა და გარდაც-ვალების შემდეგ ნათელში მოხვედრასთან დაკავშირებით. თანდათან მეც გავაქტიურდი და ჩვენს შორის გიორგის წყალობით საინტე-რესო ბაასი წარიმართა. თქვენ წარმოიდგი-ნეთ, საუბარ-საუბარში ახალგაზრდა მოლამ შემომაპარა, ჭეშმარიტ რწმენას, ე. ი. მაჰმა-დიანობას ხომ არ მიიღებდი, შენგან კარგი მუსლიმი დადგებოდაო. ჩემი მხრიდან თავა-ზიანი უარის მიღების შემდეგ, მაინცდამაინც ნუ აჩქარდები, ალაჰი დიდია და მოწყალე, როგორც მისი ნება იქნება, ყველაფერი ისე მოხდებაო — მითხრა.

ამასობაში ბიჭებმა მუშაობა დაამთავრეს, შესაბამისად, მე და გიორგიც დავემშვიდო-ბეთ მოლას, მანქანასთან დავბრუნდით და გზა განვაგრძეთ. მალე ჩვენგან ხელმარცხ-ნივ რაღაც შენობის ნანგრევები შევნიშნეთ, რომლის გვერდით თანამედროვე ნაგებობა იყო წამოჭიმული. იქვე რამდენიმე მამაკაცი იდგა. გულმა ვეღარ გაგვიძლო და მანქანა აქაც გავაჩერეთ. შენობის ნანგრევები სოფ-ლის ძველი სკოლისა აღმოჩნდა. მამაკაცებს გამოველაპარაკეთ. ყველა მათგანი საკმაოდ კარგად ლაპარაკობდა ქართულად. მათი ძველი გვარები პეტრიაშვილი და მურადაშ-ვილია. ჰუსეინ მურადაშვილმა გვითხრა, რომ წარმოშობით სურევნიდანაა, თუმცა ამჟამად რიზეში ცხოვრობს; პენსიაზე გასვლის შემ-დეგ მშობლიურ კუთხეში დაბრუნებას გეგ-მავს; ჩამოსული იყო სათავის ფესტივალზე და დღეს რიზეში ბრუნდება. ამ კაცმა გვითხ-რა, რომ იგი თვითონ სწავლობდა დღესდღე-ობით ნანგრევებად ქცეულ ყოფილ სკოლაში. ამ უკანასკნელის კედლები ყურადღებით დავათვალიერეთ და საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთეთ — თვალნათლივ ჩანდა, რომ სკო-ლის ასაშენებლად მშენებლებს თავის დროზე ეკლესიის თლილი ქვები გამოუყენებიათ. შესახვევიდან 3, ხოლო კუტალეთიდან 1 კილომეტრში სურევნის ცენტრალურ ნაწილ-ში — მერქეზში ვიყავით. სოფლის მეჩეთთან გზა ორად იყოფა — ხელმარჯვნივ მიდის გზა მაჰალე დღვაბიეთისკენ, მარცხნივ კი — უბისკენ.

მერქეზში ცოტა ხნით გავაჩერეთ მანქანა და ადგილობრივ მოსახლეობას გამოვესაუბ-რეთ. მათი თქმით, თურქულად “დუთ” ნიშ-ნავს თუთას, აქ ბევრი თუთის ხეა, ამიტომაც ჰქვია მათ სოფელს დუთლუ, ე. ი. თუთიანი. ჩვენ მარცხნივ, უბისკენ გავემართეთ. ახლა 13 საათი და 40 წუთია. გრუნტის გზა კვლა-ვინდებურად აღმართებში მიიწევს. ქვემოთ, შორს, მდინარე იმერხევის ხეობა მოსჩანს

— ძალიან ლამაზი პეიზაჟია. ჩვენს გარშემო წიწვოვანი ხეებია. საკმაოდ ცხელა.

სურევნის შემოსახვევიდან 5 კილომეტრ-ში, მერქეზიდან დაახლოებით 10-15 წუთში სოფლის კიდევ ერთ მაჰალეში — დავითეთში შევედით. აქ სულ რამდენიმე საცხოვრებელი სახლია. დავითეთის შესასვლელში ქვემოთ მიმავალი საშუალო ასაკის მამაკაცი შეგვ-ხვდა. მანქანა გავაჩერეთ და გამოველაპა-რაკეთ. აღმოჩნდა ჯამე მერქეზის მკვიდრი, წარმოშობით აჭარელი, გვარად ლაზოღლუ (ლაზიშვილი — ?). ამ უკანასკნელის თქმით, მისი ბაბუის მამა ამჟამად უცნობი მიზეზების გამო საცხოვრებლად აჭარიდან იმერხევში გადმოვიდა. ჩვენი მოსაუბრე ექვსი წლის ყო-ფილა, როდესაც მისი მშობლები სტამბულში გადასახლებულან. დღესდღეობით იგი სტამ-ბულის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის.

დუტლუს შემოსახვევიდან 9 კილომეტრში მკვეთრი აღმართები დამთავრდა. შევედით სოფლის კიდევ ერთ მაჰალე ფარნუხში. აქ უმთავრესად ძველებური სტილით ნაგები ხის სახლებია, დაახლოებით 20-25, ასევე

საკმაოდ დიდი ხნის წინათ აშენებული ჯამე. ჩვენგან ხელმარჯვნივ აღმართში მიემარ-თება გზა სათავისაკენ, ანუ დიობნის გარდა სათავის ფესტივალზე ამ გზითაც შეიძლე-ბა ასვლა. ფარნუხში ერთ-ერთი სახლის აივანზე სამი მამაკაცი იყო გადმომდგარი. გავაჩერეთ მანქანა და გამოვესაუბრეთ. მათ გვითხრეს, რომ ფარნუხში დაახლოებით 25-30 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მუდმივად მოსახლე 3-4 იქნება, დანარჩენები ზამთ-რობით ქალაქებში მიდიან და ზაფხულობით მშობლიურ სოფელში დასასვენებლად ამო-დიან. ზემოაღნიშნული სამი მამაკაციდან ერთი სტამბულში ცხოვრობს, დანარჩენები — იზმითსა და ანკარაში. ამ დღეებში, სხვა იმერხეველების მსგავსად, სათავის ფესტი-ვალზე დასასწრებად იყვნენ ჩამოსულები. ერთ-ერთის ისტორიული გვარი ნუღიძეა, მეორის — დავლაძე, მესამის — კუკულაძე (ეს უკანასკნელი წარმოშობით მეზობლად მდებარე სოფელ უბიდანაა).

ფარნუხელებმა დამატებით ორი საინტე-რესო ინფორმაცია მოგვაწოდეს, კერძოდ, სურევნის მერქეზში არსებული ჯამე ძველი ეკლესიის ნანგრევებზეა აშენებული; სოფელ უბის ჯამეც უწინდელი ქართული ტაძრის ადგილასაა აგებული. დავინტერესდით ორივე მეჩეთის აშენების თარიღით, თუმცა უშედეგოდ — თვით ყველაზე უფროსმა, დაახლოებით 65-70 წლის დავლაძემაც კი არ იცოდა მათი აგების მიახლოებითი დრო; მხო-ლოდ აღნიშნა, რომ მეჩეთები მის ბავშვობაში უკვე ფუნქციონირებდა. სურევნის მეჩეთთან დაკავშირებით დამატებით შევნიშნავთ, რომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ, როდესაც აქ ნიკო მარმა იმოგზაურა, ეკლესია სოფლის ცენტ-რში უკვე აღარ არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეცნიერი თავის დღიურში მას აუცილებლად მოიხსენიებდა. ასეა თუ ისე, ფარნუხელმა მამაკაცებმა მაინც მე-ტად ძვირფასი ცნობებით გაგვამდიდრეს,

რისთვისაც მათ მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმოდა.

ფარნუხი ზუსტად 15 საათზე დავტოვეთ და სოფელ უბისკენ გავემართეთ. დუტლუს შემოსახვევიდან 12 კილომეტრში გზა იყოფა — მარჯვნივ ადის იგი სათავისკენ, ხოლო მარცხნივ — უბისკენ. სწორედ ამ გზაგამ-ყოფთან იწყება აღნიშნული სოფელი. იქვე აბრაცაა დადგმული წარწერით “Oბა”. შევე-დით უბეში, რომელიც მართლაც უბესავითაა შეჭრილი ორ მთას შორის, და ორიოდ წუთში სოფლის სასაფლაოს მივადექით, სადაც ახა-ლი საფლავების გვერდით რამდენიმე ძველი საფლავიც ვნახეთ. სამწუხაროდ, არცერთ მათგანზე არანაირი წარწერა არ იყო, რათა მიახლოებით მაინც შეგვძლებოდა სასაფ-ლაოს სიძველის დადგენა. სასაფლაოსთან ერთი კაცი შეგვხვდა, რომელსაც მაშინვე გამოვესაუბრეთ. აღმოჩნდა წარმოშობით უბელი, ამჟამად სამსუნში მცხოვრები სკოლის მასწავლებელი აჰმედ მოლოღლუ (მოლიძე ან მოლაშვილი).

აჰმედმა რამდენიმე საყურადღებო ცნობა

მოგვაწოდა, კერძოდ, უბეს მაჰალეებია: გორგვაძეები, ჩივიეთი/ჩივაძეები, შუა მეჰლე — კულულაძეები/ კულულიენთი, იბიშიენთი, იგივე ფიქალაძეები (აქედანაა თავად აჰმე-დი), კორტოხაძეები/კორტოხიენთი; გვითხ-რა, რომ უბიდანაც ძალიან ბევრი ადამიანია წასული დიდ ქალაქებში: იზმითში, სტამ-ბულში, ანკარაში და სხვ.; სოფლის ყველა მაჰალეს მოსახლეობის საერთო რაოდენობა დაახლოებით 100 კომლს შეადგენს, თუმცა მუდმივად, ზამთარ-ზაფხულ, აქ მხოლოდ 15-20 ოჯახი რჩება, დანარჩენები ზაფხუ-ლობით ჩამოდიან დასასვენებლად. თვითონ აჰმედიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ უკანასკნელთა კატეგორიას განეკუთვნება — იგი ზაფხულობით 2 თვით ჩამოდის ხოლმე მშობლიურ სოფელში.

აჰმედთან დამშვიდობების შემდეგ გზა განვაგრძეთ და სულ მალე უბის ცენტ-რალურ უბანში — კულულაძეებში, იგივე კულულიენთში ვიყავით. კითხვა-კითხვით მი-ვაგენით გიორგი სორდიას ამხანაგის — ვაჟა კულულაძის სახლს, რომელიც ჩვენ სათავის ფესტივალზე გავიცანით. ვაჟა თავის ამხა-ნაგებთან ერთად მეზობლის ახალი საცხოვ-რებელი სახლის მშენებლობაზე მუშაობდა. უბელებმა ჩვენი დანახვისთანავე თავიანთ საქმეს თავი მიანებეს და მთელი დღის გან-მავლობაში გვერდიდან აღარ მოგვშორებიან, რისთვისაც მათ მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის; დაგვათვალიერებინეს არა მარტო უბე, არამედ მეზობელი სოფელი დაბაც, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.

უბეში მისულებმა ტრადიციულად სამუ-შაო ფუნქციები გადავინაწილეთ და საქმეს შევუდექით. მე ვაჟას და მისი მეგობრების გამოკითხვა დავიწყე. ერთ-ერთ მათგანს — ასიმ გორგვაძეს გადამოწმების მიზნით, აჰმედ მოლოღლუს მსგავსად, ჩამოვათვ-ლევინე სოფლის მაჰალეები. ჩემს თხოვნა-ზე, ჩამოეთვალა უბის მაჰალეები, მკითხა: “მაჰალე რა არი ქართულაი?” როცა გაიგო, რომ მაჰალეს ქართულად უბანი ეწოდება, ჩა-მომითვალა სოფლის მაჰალეები, რომლებიც აჰმედის ჩამონათვალს დაემთხვა. ასიმისგან და, აგრეთვე, მისი ნათესავისგან იაშარ გორგვაძისგან დამატებითი ინფორმაციაც მოვიპოვე, კერძოდ, გორგვაძეებში ძირითა-დად შავშეთიდან ადრე გადმოსახლებული ადამიანები ბინადრობენ — მისი მოსახლე-ობა 11 კომლია; იბიშიენთში/ფიქალაძეებში უმეტესწილად ფიქალაძეები, მოლოღლები და ზობიშვილები ცხოვრობენ — 17 კომლი; კორტოხაძეებში ცხოვრობს 3-4 ოჯახი; უბის მახლობლად მდებარეობს მთები სარტყელა და საყევარა, ადგილები ზედუბე, ნაკალო, ჯალამეთი, სამზიარი, ნაშუალები, ქუსა კლდი თავი, ფუჭათისთავი, ხორხთისთავი, აზრათი, სანერგიეთი, ქურდავლა, პეტრი-ული, წინყანები, რუყანა (“რუსი არა, რუ; სი-მინდს დათესავ, რუ გადის”), სახვავე, საბეგი ჯვარი, წყაროთი (“მის გვერდზე არის ჭოჭე — წყლიანი ადგილი”) და სხვ. გავიკითხეთ ხანძთის შესახებ — ამ ადგილას არსებული ძველი მონასტრის ნანგრევების შესახებ არავის არაფერი სმენია.

Page 11: No.3 (159)

2012 წელი, მარტი 11ლიტერატურული მესხეთი

1958 წელი1 სექტემბერიპარიზი. — დალი სორბონაში გამოდის

ლექციით ვერმეერის “მემაქმანე ქალსა” და მარტორქაზე. ის იქ ჩადის ათასი ქათქათა ყვავილოვანი თავი-კომბოსტოთი დატვირ-თული თეთრი “როლს-როისით”.

რომი. — თავადის ქალ პავლავიჩინის ჩირაღდნებით გაბრდღვიალებულ პარკში დალი მკვდრეთით აღდგება, მოულოდნე-ლად ჩნდება რაიმონდო ლულინოს მაგიური ტექსტებით აჭრელებული კუბიკური კვერც-ხიდან და ლათინურად წარმოთქვამს მგზნე-ბარე სიტყვას.

გორონა, ესპანეთი. — ყოვლადწმინდა ქალწულისა და ანგელოზების სავანეში და-ლიმ ეს-ესაა საიდუმლოდ ლიტურგიული ქორწინებით იქორწინა გალაზე. “ახლა ჩვენ ორივენი მთავარანგელოზური არსებები ვართ!” — განაცხადა მან.

ვენეცია. — ცხრამეტრიანი ზომის გოლი-ათებად მორთული გალა და დალი ბეისტე-გიუს სასახლის კიბის საფეხურებზე ეშვე-ბიან და ბრბოსთან ერთად, რომელიც მათ ხმაურით ესალმება, ცეკვავენ ქალაქის მთა-ვარ მოედანზე.

პარიზი. — მონმარტრზე, წისქვილ “ლა გალეტის” პირდაპირ, დალი არკებუზიდან საგრავიურო ქვაზე სროლით ქმნის თავის ილუსტრაციებს “დონ კიხოტისთვის”. “ჩვე-ულებრივ, — აცხადებს ის, — წისქვილები ფქვილს ქმნიან, მე კი ვაპირებ ფქვილისგან წისქვილები შევქმნა”. ის ფქვილითა და ტი-პოგრაფიული საღებავით დალბობილი პუ-რის გულით ავსებს ორი მარტორქის რქას, ყველაფერ ამას გაისვრის და ასრულებს და-ნაპირებს.

მადრიდი. — დალი წარმოთქვამს სიტყვას, რომელშიც პიკასოს მოუწოდებს — ესპანეთ-ში დაბრუნდიო. ის საუბარს იწყებს შემდეგი წამოძახილით: “პიკასო ესპანელია და მეც ესპანელი ვარ! პიკასო გენიაა და მეც გენია ვარ! პიკასო კომუნისტია და მეც კომუნისტი არა ვარ!”

გლაზგო. — ქალაქის მუნიციპალიტეტმა ეს-ესაა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტი-ლება, რომ შეიძინოს დალის სურათი წმინდა იოანეს ქრისტე ჯვარზე. ამ ნაწარმოებში გადახდილმა თანხამ აღშფოთება და ცხარე კამათი გამოიწვია.

ნიცა. — დალი აცხადებს, რომ განზრა-ხული აქვს შეუდგეს გადაღებას ფილმისა “ხორცშესხმული მაზიდა”, რომელშიც მთა-ვარ როლს ანა მანიანი შეასრულებს. აქ გმირ ქალს გაგიჟებით შეუყვარდება მაზიდა.

პარიზი. — დალიმ მთელი ქალაქი გაიარა საზეიმოდ იმ პროცესის თავში, რომელსაც თხუთმეტი მეტრის სიგრძის პურის ბატო-ნი მიჰქონდა. პური ზეიმით დადეს თეატრ “ეტუალის” სცენაზე, სადაც დალი გამოვიდა ისტორიული სიტყვით ჰაიზენბერგის “კოს-მიური წებოს” შესახებ.

ბარსელონა. — დალიმ და ლუის მიგელ დომინგმა გადაწყვიტეს გამართონ ხარების სიურრეალისტური ბრძოლა, რომლის და-სასრულს ინფანტას მიერ ბალენსიაგის კაბა-ში გამოწყობილი ვერტმფრენი ცაში აიყვანს სამსხვერპლო ხარს და მას შემდეგ გადმოაგ-დებენ წმინდა მთა მონსტერატიდან, როდე-საც სისხლმოწყურებული სვავები დაგლე-ჯენ. ამასობაში დომინგი იმპროვიზირებულ პარნასზე გვირგვინით შეამკობს გალას თავს, გალასი, რომელიც ჩაცმული იქნება ვითარცა ლედა, მის ფერხთით კი კვერცხი-დან დედიშობილა გამოვა დალი. (ლედა — ბერძნულ მითოლოგიაში სპარტელთა მეფის ტინდარეს მეუღლე. ლედას სილამაზით მო-ხიბლული ზევსი გედად გადაიქცა და დაეუფ-

ლა მას — მთარგმ.).ლონდონი. — პლანეტარიუმში ასახეს

პორტ-ლიგატის ცის კამარაზე ვასკვლავ-თა განლაგება დალის დაბადების მომენტ-ში. მისი ფსიქიატრის, დოქტორ რუმგერის (დოქტორი პიერ რუმგერი, პარიზის სამედი-ცინო ფაკულტეტიდან, სხვა ყველაფერთან ერთად, არის ავტორი გამოკვლევისა თემაზე “დალური მისტიკა რელიგიათა ისტორიის შუქზე”).

ინფორმაციით, დალიმ გამოაცხადა, რომ ისა და გალა განასახიერებენ კოსმოსურ მითს დისკუსიებზე (კასტორსა და პოლიდევ-კაზე) “ჩვენ, გალა და მე, იუპიტერის შვილე-

ბი ვართ”.ნიუ-იორკი, — ნიუ-იორკში გადმოვიდა

ოქროს კოსმიურ-სკაფანდრიანი დალი, რო-მელიც მისსავე გამოგონილ სახელგანთქ-მულ “ოვოსიპედში” — მჭვირვალე სფეროში, მუცლადყოფნის სამოთხით გამოწვეული შეგრძნებებით აღძრულ ფანტაზიებზე დამ-ყარებული გადაადგილების ახალ საშუალე-ბაში იმყოფებოდა.

არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასო-დეს არც ფულის სიჭარბე, არც რეკლამის სიჭარბე, არც წარმატების სიჭარბე, არც პოპულარობის სიჭარბე არ მიჩენდა, თუნ-დაც წამის მეოთხედის მანძილზე, სიცოც-ხლის თვითმკვლელობით დამთავრების სურვილს... სწორედ რომ პირიქით, მე ესენი ძალიან მომწონს კიდეც. აგერ, სწორედ სულ ამასწინათ, ერთმა ჩემმა მეგობარმა, რო-მელსაც არაფრით შეეძლო გაეგო მთელი ეს ხმაური ოდნავადაც კი როგორ არ მტანჯავს, გამოდიოდა რა ამნაირი მაცდუნებლის როლ-ში, მკითხა:

— ნუთუ ასეთი განსაცვიფრებელი წარმა-ტება თქვენ მართლა არავითარ ტანჯვას არ გაყენებთ?

— არავითარს!უკვე ვედრების ინტონაციით მეკითხება:— აი, ოდნავ მაინც არ განერვიულებთ?..

(მას სახეზე ეწერა: “გეთაყვათ, თქვენთვის ამის თქმა ხომ სულ ადვილი საქმეა”.).

— არა! — კატეგორიულად მოვუჭერი.რის შემდეგაც, რაკი ვიცოდი, რომ ის გა-

უგონრად მდიდარი ვინმე იყო, დავძინე:— ჩემი გულწრფელობა რომ დაგიმტკი-

ცოთ, შემიძლია ახლავე, თვალისდაუხამხა-მებლად მივიღო თქვენგან 50 000 დოლარი.

მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ამე-რიკაში, ადამიანები იფერფლებიან იმის წადილისგან, რომ გაიგონ, თუ რაა საიდუ-ლოება მეთოდისა, რომლის დახმარებითაც შევძელი მსგავსი წარმატებების მიღწევა. ეს მეთოდი კი ნამდვილად არსებობს. და მას “პარანოიდულ-კრიტიკული მეთოდი” ჰქვია. აგერ უკვე ოცდაათი წელია, რაც ის მე გა-მოვიგონე და უცვლელი წარმატებით ვიყე-ნებ, თუმცა დღემდე ვერ გავიგე მისი არსი. საერთოდ და მთლიანობაში ის შეიძლებოდა განსაზღვრულიყო როგორც ჩემი ყველა-ზე უფრო საშიში აკვიატებული იდეებისთ-ვის ხელშესახები შემოქმედებითი ხასიათის მიცემის მიზნით უაღრესად ბოდვითი და უგუნური მოვლენებისა და მატერიების უმ-კაცრესი ლოგიკური სისტემატიზაცია. ეს მეთოდი მხოლოდ იმ პირობით ქმედითობს, თუ ფლობ ღვთაებრივი წარმოშობის ნაზ მოტორს, რაღაც ცოცხალ ბირთვს, ვინმე გალას — ის მთელ სამყაროში ერთადერთია.

მაშასადამე, ამ საქონლის უფასო პატარა ნიმუშად ჩემი დღიურის მკითხველებს მინ-და ვუძღვნა მონათხრობი ერთ, ერთადერთ დღეზე — ნიუ-იორკიდან ჩემი უკანასკნელი გამომგზავრების წინადღეზე, დღეზე, რომე-ლიც სავსებით სახელგანთქმული პარანო-იდულ-კრიტიკული მეთოდის შესატყვისად გავხარჯე.

სისხამ დილას მესიზმრა, თითქოს აურაც-ხელი ქათქათა ექსკრემენტი გამოვყავი, რომლებმაც, ვიდრე მათ გამოვყოფდი, გვა-რიანი ტკბობა მომანიჭეს. როცა გამოვიღვი-ძე, გალას ვუთხარი:

— დღეს ჩვენ ოქრო გვექნება!ფროიდის მიხედვით ხომ ეს სიზმარი ყო-

ველგვარი ევფემიზმების გარეშე მოწმობს ჩემს მსგავსებას, ნათესაობას ოქროს კვერც-ხის მდებელ ქათამთან, ან ლეგენდარულ ვირ-თან, რომელიც, საკმარისია კუდი აუწიოთ, კუჭში გამოვა ოქროს მონეტების, — დანაიას

ღვთაებრივ ნახევრადთხევად ოქროს ფა-ღარათზე რომ არაფერი ვთქვათ. თავად მე აგერ უკვე ერთი კვირაა თავს ვგრძნობ ალ-ქიმიკოსის მსგავს რეტორტისმაგვარ ვინმედ და შუაღამეს — ნიუ-იორკიდან გამომგზავ-რების წინა ბოლო ღამეს, ჩავიფიქრე რეს-ტორან “ელ მოროკოში” შემეკრიბა ჯგუფი მეგობრებისა, რომელთა შორის სილამაზით იბრწყინებდა ქალაქის უმომხიბვლელესი ოთხი მანეკენი ქალი. მათი იქ ყოფნა კი უკვე თავისთავად გასწევდა პარსიფალის შესაძ-ლებლობის ანონსობას. სწორედ ამ პარსი-ფალის განხორციელების შესაძლებლობა, პარსიფალისა, რომლის გეგმებსაც ფიქრით

დღის ყველა მოვლენის განმავლობაში ვუტრი-ალებდი, საუცხოოდ აძლევდა სტიმულს აქ-ტიური მოქმედების ყვე-ლა ჩემს უნარს, მთელ ჩემს ძალას და ძალაუფ-ლებას, რომელთაც იმ დღეს ეწერათ მიღწევა უმაღლესი წერტილისა, ყველა ჩემი პრობლემის სწრაფად გადაწყვეტა, თანაც ისე, რომ ისინი მხოლოდ პრუსიული მა-ნერით ააწკარუნ-აატკა-ცუნებდნენ ჩემს წინაშე ქუსლებს.

თორმეტის ნახევარ-ზე სასტუმროდან გა-მოსულს ორი სავსებით კონკრეტული მიზანი მქონდა დასახული: ფილიპ ჰალსმანისთვის შემეკვეთა ირაცი-ონალური ფოტოგრაფია და კიდევ მეცადა სადილამდე ამერიკელი მისიონერისა და კო-ლექციონერისთვის ჰანინგტონ-ჰარტფორ-დისთვის მიმეყიდა ჩემი სურათი “წმინდა ჟაკ კომპოსტეი, მფარველი ესპანეთისა”. სრუ-ლიად შემთხვევით ლიფტი ჩერდება მეორე სართულზე, სადაც აღტაცებით მესალმება ხროვა რეპორტიორებისა, რომლებიც მოუთ-მენლად მელოდნენ დანიშნულ პრესკონფე-რენციასთან დაკავშირებით, რომელზეც მე ჩემს მიერ გამოგონილი სუნამოების ახალი ფლაკონი უნდა მეჩვენებინა, რაც სულ აღარ მახსოვდა. ფოტოს მიღებენ ჩემთვის ჩეკის გადმოცემის მომენტში, მე იმ ჩეკს ვჭმუჭნი და ვიკუჭავ ჟილეტის ჯიბეში იმით ოდნავ შე-წუხებული, რომ, არსებითად, მათ ვერაფერს ვთავაზობ და ერთადერთი, რაც დამრჩენია, ისაა, რომ სახელდახელოდ მოვიფიქრო და გამოვსახო იმ კონტრაქტით გათვალისწი-ნებული რაიმე ფლაკონი, რომელიც მისი დადების შემდეგ არც კი გამხსენებია. იქვე, წამითაც რომ არ მიყოყმანია, ისე ვიღებ იატაკიდან რომელიღაც ფოტოგრაფის მიერ დაგდებულ გადამწვარ ნათურას, რომელიც მოცისფროა, ანისულის არყის ფერია. მე მას ვუჩვენებ იქ მყოფთ, თან ფრთხილად მაქვს ჩაჭერილი დიდ და საჩვენებელ თითებს შუა, თითქოს ძალიან ძვირფასი რამე იყოს.

— აი, ის, ჩემი იდეა!— მაგრამ ქაღალდზე ის არაა გამოსახუ-

ლი!— მაგრამ ეს ხომ ასგზის უკეთესი რამაა!

აი, ის, თქვენი ახალი ფლაკონი, უკვე გამზა-დებული სახით! თქვენ ისღა გრჩებათ, რომ მას უზედმიწევნისესად შეასხათ ხორცი ნა-ტურაში!

ნათურას ოდნავ ვაჭერ მაგიდას, ჩემი, ძლივს გასაგონი ტკაცუნი გაისმის, ახლა ის გაიჩეჩქა და ვერტიკალურად დგომა შეუძ-ლია. მე ვუთითებ მასრაზე — ეს ოქროს სა-ცობი იქნება. ექსტაზით შეპყრობილი პარ-ფიუმერი ყვირის:

— ეს კოლუმბის კვერცხივით (საუბარია ლეგენდაზე, რომლითაც ქრისტეფორე კო-ლუმბს მიწიერება კვერცხის ძირის იმ მიზ-ნით გაჭეჭყვის იდეა, რომ ის აიძულოს ვერ-ტიკალურად დგომა შეინარჩუნოს (მთარგმ-ნელის შენიშვნა).

უბრალო რამაა, მაგრამ ამაში აშკარად არის რაღაც! და, ჩემო ძვირფასო მეტრ, რა გინდათ უწოდოთ ამ უნიკალურ სუნამოებს, რომლებსაც ახლა ტალღისთვის სათავის და-დება უწერიათ ხვედრად?

— ლასჰ!

— ლასჰ! ლასჰ! ლასჰ! /ინგლ./ აფეთქება (მთარგმნელის შენიშვნა).

— მაშინვე იწყებენ ყველანი ყვირილს, — ლასჰ!

ყველანი თითქოს შარლ ტრენეს სპექტაკ-ლზე არიან. უკვე კარებში ისევ მიჭერენ, რათა კითხვა დამისვან:

— რა არის მოდა?— ესაა ყველაფერი, რაც შეიძლება არამო-

დური გახდეს!მევედრებიან ვთქვა ბოლო დალური სიტ-

ყვა იმის თაობაზე თუ რა უნდა ატარონ ქა-ლებმა. წამითაც რომ არ ვყოვნდები, ისე ვპასუხობ:

— ძუძუები ზურგზე!— რატომ?— იმიტომ, რომ ძუძუებში დგას თეთრი

რძე, მათ კი ანგელოზური შთაბეჭდილების შექმნის უნარი აქვთ.

— თქვენ ანგელოზების უბიწო სითეთრეს გულისხმობთ?

— მე ქალის ბეჭებს ვგულისხმობ, რძის ორი ჭავლი რომ გამოუშვათ, რითაც მათი ბე-ჭები თითქოს დაგრძელდება და თუ გაკეთდა სტრობოსკოპული ფოტოგრაფია იმისა, რაც გამოვა, ამის შედეგი ზუსტად ასახავს “ერთ ბეწო ანგელოზურ ფრთებს”, მემლინგი რომ ხატავდა, იმათ მსგავსთ.

ამ ანგელოზური იდეით შეიარაღებული მივემართები ფილიპ ჰალმანთან შეხვედრა-ზე, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი ფოტოგ-რაფიულად აღვბეჭდო ცალკეული ბეწვების-გან შემდგარი ფრთები, რომლებმაც ეს-ესაა ასე განაცვიფრეს და ააღელვეს ჩემი წარმო-სახვა.

მაგრამ ფილიპ ჰალმანს არ აღმოაჩნდა იმისთვის აუცილებელი აღჭურვილობა, რომ სტრობოსკოპული სურათები მეკეთებინა და მე მაშინვე, ადგილიდან ფეხმოუცვლე-ლად, ვღებულობ გადაწყვეტილებას, რომ ფოტოგრაფიულად აღვბეჭდო მარქსიზმის ბალნიანი ისტორია. ამ მიზნით ჩემი ბეწვე-ბის ნაცვლად ულვაშებზე ვიკიდებ თეთრი ქაღალდების პატარა რგოლებს. თითოეულ ამ რგოლზე ჰალსმანი რიგრიგობით, ერთ-მანეთის მიყოლებით ადებს პორტრეტებს: ლომისფაფრიანი და წვერებიანი კარლ მარქ-სისას; ენგელსის ასეთივე კომპონენტებიან, მაგრამ ბალნიანი ატრიბუტებით გაცილებით უფრო მწირ პორტრეტს; თითქმის სავსებით მელოტი და მეჩხერულვაშიანი და ასევე მეჩხერულვაშიანი ლენინისას; სტალინისას, რომლის სახეზეც სქელი ნაყარიც ულვაშე-ბით იფარგლებოდა და, ბოლოს, სულმთლად გაპარსული მალენკოვისას. რამდენადაც ჩემს განკარგულებაში კიდევ ერთი პატარა რგოლი რჩება, წინასწარგანმჭვრეტლურად ვინახავ მას ხრუშჩოვის მთვარისთავად მე-ლოტი თავისთვის (სიმონმა და შუსტერმა, რომლებმაც ჰალსმანის წიგნი “დალის ულ-ვაშები” გამოაქვეყნეს, დალის ურჩიეს მო-მავალში რაიმე წინასწარმეტყველებათაგან შეეკავებინა თავი, რაკი შიშობდნენ, რომ ამ წინასწარმეტყველებებს არ გაებიაბრუები-ნათ იმის სრულყოფილება, რაც ადრე უკვე ხდებოდა).

ახლა ჰალსმანი იგლეჯს თავზე უკანასკ-ნელ თმებს, განსაკუთრებით რუსეთიდან მისი უკანასკნელი დაბრუნების შემდეგ, სა-დაც სწორედ ეს ფოტოგრაფია აღმოჩნდა მის წიგნში — “დალის ულვაშებში” გამოქვეყნე-ბულ ფოტოგრაფიათა შორის და, თანაც, ყველაზე მეტად სწორედ ის გახმაურდა.

თარგმნა ჯუმბერ თითმერიამ

სალვადორ დალის დღიურები

გაგრძელება იქნება

Page 12: No.3 (159)

ლიტერატურული მესხეთი12 2012 წელი, მარტი

გაზეთ “ლიტერატურული მესხეთის” რედაქცია და საქართველოს მწე-რალთა კავშირის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაცია ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობენ ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელო-ბის მესამე საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლელა ჭინჭარაულს მამის, ცნობილი მწერლის, ფოლკლორისტისა და პუბლიცისტის

ალექსი ჭინჭარაულის

გარდაცვალების გამო

ახალქალაქის განათლების რესურსცენ-ტრის თანამშრომლები და მესამე საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი თა-ნაუგრძნობენ ამავე სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლელა ჭინჭარაულს მამის

ალექსი ჭინჭარაულის

გარდაცვალების გამო

საქართველოს მწერალთა კავშირის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაცია და გაზეთ “ლიტერატურული მესხეთის” რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ქართველი მწერალი, ჩვენი გაზეთის ხშირი სტუმარი

შალვა ამინაშვილი და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ხალხური პოეზია

ლიტერატურული მესხეთი32 2011 წელი, ოქტომბერი

“კოლორ-პრინტში”

რუსთაველის 40/1. ტელ.: 99-98-82

ა(ა)იპ-ი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

მერაბ ბერიძე, დურმიშხან ბერიძე, რამაზ ბერაძე, სერგო მელიქიძე (პასუხისმგებელი მდივანი), ვახტანგ ინაური

ქ. თბილისში გაზეთ “ლი-ტერატურული მესხეთის”

შეძენა შეგიძლიათ თავისუფ-ლების მოედანზე –

ალ. პუშკინის ქუჩა №5-ის წინ, საქართველოს რაიონებ-ში – “საქპრესის” ჯიხურებში

ლალასლალას საქმე ესე იყო. ტაშლიყიშლის სო-

ფელ ფანაქეთში ცხოვრობდა მდიდარი ბეგი ყარიბაღა. მას ჰყავდა შვილი, თათოსას ეძახდნენ. ძალიან კარგი ვაჟკაცი იყო. თა-ვისმა მამიდაშვილმა გაგზავნა, გამირიგეო. ლალამ უთხრა: მე ბრმა ქილამას არ წავყ-ვები, შენ მინდიხარო. ამაზე აშენდა ლექსი.

განძრახვა მქონდა შენთან დარული,რომ გამოგიცხადე მე სიყვარული.ცრემლებზე გადავიდა ეს სიხარული,დავიღუპე, ლალა, შენი ხელიდგან.მომატყუეს შენმა შავმა თვალებმა,მაგ ლოყაზე დასკუპულმა ხალებმა,გამიტყუეს სიყვარულის ძალებმა,დავიღუპე, ლალა, შენი ხელიდგან.მაშინ გაჩნდა მტერი, იწყო ძიება,ჩავარდა ჩვენ შორის ამურის ძიება,ჩემი თავი შენ შარებში გაება,დავიღუპე, ლალა, შენი ხელიდგან.ამ დღეს შენთან მოვდიოდი სოფელში,თურმე მტერი ჩამსაფროდა მე ხევში.გავარდა შაშხანა, მომხვდა მკერდში,მოვკვდი ჩემო ლალა, შენი ხელიდგან.ვერ შევნიშნე, საფარში ზის მტერია,ტყვია მომხვდა, გონება ამერია,ყელზედ მერტყა მარჯვენა შენია,ვერ ვიხმარე ჩემი მაუზერია.********* (აკლია ერთი სტროფი. რედ.).დავიღუპე, ლალა, შენი ხელიდგან.მაინც გიგონებდი, ცრემლი მდიოდა,ჩემი ლურჯა ცხენი თავს დამტიროდა,დავიღუპე, ლალა, შენი ხელიდგან.უდროოდ მომსპეს ვითა ვარდია,ვიცი შენთვის არაფერი დარდია,იქნებ ხვალვე ნახო ჩემზედ კარგია,მე კი მოვკვდი, ლალა, შენი ხელიდგან.გაიგებთ, დაიწვის დიდი ფიარია,ეს ამბავი ყველაფერზე მწვავეა,მისი შვილი შენი ხელით მკვდარია,დავიღუპე, ლალა, შენი ხელიდგან.მტერმა მამაშორა ჩემსა არესა,ვერა ვხილავ მზესა, ვერცა მთვარესა,

სანდრო გამოგითქვამს ლექსსა მწვავესა,დავიღუპე, ლალა, შენი ხელიდგან.

***მაღლა წვერზედა ბატკანი სძოვდა,კოლხოზის გოგონა წინ დაუძღოდა,მას ჩემი ალერსი სულ არ ესმოდა,არ მოვიდა ჩემთან, არ შემიცოდა.უთხარ, ნუ ნანობ,გოგო, ნუ ბრაზობ,ჭკუაზე მოდი, ჩემთან წამოდი.მითხრა, ეგ ამბავი არ მიხარია,მოვიდა, გაივლის, თითქოს ქარია,ქართველი გოგო ვარ, მქვია მარია,კოლხოზის ბატკანი მე მაბარია.მართლა ნაზი ვარ, თან ლამაზი ვარ,შენ არ მოგყვები, არ წამოგყვები.სიმართლე მითხარ, გული გამიღე,კომკავშირელი ვარ, იოლად წამიღე,გენაცვალე, კოლექტივში მიმიღე,საწევრო წიგნაკი თავად ამიღე.ვისი ვარდი ხარ,დარდიმანდი ხარ,შორს ნუ გარბიხარ,ჩემი კარგი ხარ.

***მამა-შვილურ გეუბნები,მაღლა ნუ გიჭირავს თავი,ბოდიში მოიხადევი,თუ გინდა შეგიკრა ზავი.სანდრო მესხელ-ჯავახს მეტყვიან,არ იცი ჩემი ამბავი,ხმელეთზე ვეღარ გაივლი,ეძებე წყალქვეშა ნავი.

1937 წელიახალქალაქის

მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

А КМ инв ფ.№1491

ახალი გამოცემებიმესხეთში ოდითგან იყო განვითარებული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი — მეფუტკ-

რეობა. მესხური თაფლი განთქმული იყო არამარტო საქართველოში, არამედ, მეზობელ ქვეყნებ-შიც. “ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით მხარის 711 სოფლიდან 702 სოფელი მისდევდა ამ დარგს და ყოველწლიურად შეეძლოთ ეწარმოებინათ 700 ათასამდე კილოგრამი თაფლი, მაშინ, როდესაც დღეისათვის მისი მეათედი აღარ იწარმოება.

მეფუტკრეობის ისტორიასა და მისი განვითარების პერსპექტივებზე გვესაუბრება ცნობილი მესხი მეფუტკრე ალექსანდრე გვარამაძე თავის მეტად საინტერესო წიგნში “მეფუტკრეობა ძველად და თანამედროვე გამოცდილებები”, რომელიც ახლახან გამოიცა.

წიგნში უხვადაა წარმოდგენილი მასალები სწავლულ მეფუტკრეთა მიღწევების შესახებ, ფუტ-კრის ოჯახების გამრავლების ავტორისეული მეთოდები და საკუთარი შეხედულებები დარგის განვითარების თაობაზე.

წიგნი 550 გვერდიანია და ასევე გამდიდრებულია ფოტო მასალებით.წიგნის რედაქტორია ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ეკო-

ლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ბორის წითლიძე. რეცენზენტები არიან: ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ვენერა სტეფანაშვილი და ჟურნალ “საქართველოს მეფუტკრეობის” რედაქტორი ბუდუ მურუსიძე.

გამომცემლობა “უნივერსალმა” ახლახან გამოსცა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის, სრული პროფესორის ცისკარა ზარან-დიასა და ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებლის კარლო ხუციშვილის წიგნი “აღრიცხვა საბიუჯე-ტო დაწესებულებებში”, რომელშიც განხილულია საბიუჯეტო დაწესებულებებში ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები სსფ-ის 2001 წლის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის შესაბამისად, ბუღალტ-რული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.

წიგნის რედაქტორებია არიან: ეკონომიკის აკადემიური დოქ-ტორები, სრული პროფესორები თინა გელაშვილი და ლავრენტი ჩიბურდანიძე; რეცენზენტები — ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები ზურაბ ლიპარტია, დავით ჯალაღონია და გიორგი ბარბაქაძე.

წიგნი განკუთვნილია საბიუჯეტო ორგანიზაციების, აღრიცხ-ვა-ანგარიშგების და სასწავლო დაწესებულებების ეკონომიკური პროფილის სტუდენტებისთვის.

წიგნის ავტორებისათვის ეს უკე მესამე ერთობლივი პროქტია.

ქეთევან დავლაშერიძე

ნამდვილი ამბავიკონსტანტინე ჯვარიძე დაიბადა სოფელ

ჭობარეთში. იგი ცნობილი იყო მახვილ სიტყ-ვაობით, ჭკვიან კაცად ითვლებოდა თავის და მეზობელი სოფლების მოსახლეობაში. გარდაიც-ვალა 103 წლის ასაკში.

ერთხელ, ასპინძიდან მომავალს, ცხენზე მჯდომს, სოფელ ახაშენში გამოუვლია (ამჟამად ნასოფლარია). ახაშენი იმჟამად თათრებით (გამაჰმადიანებული ქართველებით) ყოფილა დასახლებული. ზამთრის თბილ დღეს სოფლის კაცებს თავი მოუყრიათ სოფლის თავის — რა-ჭას კარმიდამოზე და სხვადასხვა ამბებზე საუბ-რობდნენ. ერთმა მოსაუბრე ახაშენელმა იცნო სოფლისკენ მომავალი მგზავრი და თანასოფ-ლელებს უთხრა: ეს კაცი ჭობარელი კოსტანაა, მაგას სიტყვას ვერავინ მოუგებსო. ამ საუბრის მომსმენმა სოფლის თავკაცმა რაჭამ გაიცინა და მოსაუბრეებს უთხრა: დაგენიძლავდებით, მაგას სახლში დავპატიჟებ, პურ-მარილს გავუშლი, საჭმელს არ ვაჭმევ, მშიერს დავტოვებ და ისე ავაყენებ სუფრიდანო.

ვიდრე კოსტანა სოფელში შემოვიდოდა, მოილაპარაკეს, — ნიძლავი ბერწი ცხვარი იყოსო. თუ რაჭა კოსტანას მოუგებდა, ცხვარი დანარჩენ თანასოფლელებს უნდა დაეკლათ, თუ წააგებდა, მაშინ რაჭა დაკლავდა. ამასობაში კოსტანა სოფელში შემოვიდა, შეკრებილ ხალხს თათრულად მიესალმა (მან თათრული ზედმი-წევნით კარგად იცოდა). მასპინძელი, სოფლის თავკაცი, წინ წამოდგა, ჩამოართვა ხელი, მოიკითხეს ერთმანეთი და სთხოვა ცოტახანს დაესვენა და სახლში შეიპატიჟა. ოჯახში წინას-წარ გაწყობილი სუფრა დაუხვდათ. სტუმართან და მასპინძელთან ერთად სუფრას რამდენიმე გამორჩეული ასაკოვანი თანასოფლელიც მიუჯ-

და. ნიძლავის დანარჩენი მონაწილენი რაჭას ბანიანი სახლის ერდოდან უთვალთვალებდნენ.

ოჯახის უფროსმა ალაჰი დალოცა და პურის ჭამა გახსნილად გამოაცხადა. მაგიდის გარშემო შემომსხდარმა სტუმრებმა საჭმლის გადაღება დაიწყეს. კოსტანასაც ჭამა უნდა დაეწყო, რომ რაჭა სკამიდან წამოდგა და ალაჰს მადლობა გადაუხადა დღევანდელი დღისა და სარჩო-სა-ბადებლისათვის, რაც მის ოჯახს მისცა. რითაც გამოაცხადა, რომ სმა-ჭამა დამთავრებული იყო. რა თქმა უნდა, ყველა იქ მჯდომმა თანასოფ-ლელმა მიბაძა ოჯახის უფროსს და მაგიდიდან აიშალნენ. კოსტანამ ირგვლივ მყოფებს ეჭვი-ანად შეხედა, მერე გადმოღებულ კერძს დახედა, დაელოდა ოჯახის უფროსის მიერ პურის ჭამის ლოცვის დამთავრებას და რაჭას უთხრა: მე აქამ-დე ყველა თქვენი წესი და ჩვეულება შევასრულე, თათრულად ვჭამე პურიო, ახლა კი ქართულად უნდა ვჭამოო. ქუდი მოიხადა, იქვე დადო და პურის ჭამა გააგრძელა (თათრებს პურის ჭამის დროს აუცილებლად ქუდი უნდა ხურებოდათ თავზე). ატყდა ჟრიამული რაჭას ერდოზე მყოფი თანასოფლელებისა. რაჭამ ნიძლავი წააგო, დაკ-ლა ცხვარი და იმ ღამეს მისი ოჯახის საპატიო სტუმარი კონსტანტინე ჯვარიძე გახდა.

ეს ამბავი თავის დროზე დიდხანს ჰქონდათ სალაპარაკოდ, როგორც ქართველ, ასევე გამაჰმადიანებული ქართული სოფლების მო-სახლეობას. გავიდა დრო, როგორც ყოველთვის ხდება, ეს ამბავიც დავიწყებას მიეცა.

მთქმელი გიორგი ჯვარიძე, 70 წლის.

ჩაიწერა გრიგოლ ჯვარიძემ. 1990 წელი, სოფ. ჭობარეთი,

ასპინძის რ-ნი.

სანდრო ყავრელიშვილი

მოქალაქეთა საყურადღებოდ!გამოსაცემად მზადდება კრებული — “მესხეთში გავრცელებული ლეგენდები, თქმულე-

ბები, ზღაპრები, ანდაზები, გამონათქვამები”,დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ მოგვაწოდონ საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი

გამოუქვეყნებელი მასალები.რედაქციაში შემოსული ყველა მასალა ასევე დაიბეჭდება ჩვენს გაზეთში.წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

გაზეთ “ლიტერატურული მესხეთის” რედაქცია