სიახლეები განათლებასა და ... › upload › multi ›...

4
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro მთავარი საიხლეები l სამი ახალი პროფესიული სწავლების ცენტრი გაიხსნა; l ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკრედიტაცია გაიარა; l პროექტი ”უსაფრთხო სკოლა” დაიწყო. პროფესიული განათლება დასაქმებისთვის ახალი ტიპის პროფესიული სწავლების ცენტრებში 2007–2008 სასწავლო წელს 4000-მდე პიროვნებას შეეძლება სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს ახალ სპეციალობას. საქართველოს მასშტაბით წელს უკვე ექვსი პროფესიული სწავლების ცენტრი გაიხსნა, მათ შორის ოთხი თბილისში: „პროფიტი“ - ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფილის, „სპექტრი“ - მრვალპროფილიანი, „იკაროსი“ - ტურიზმის პროფილის და თოიძის სახელობისა - გამოყენებითი ხელოვნების პროფილის. პროფესიული სწავლების ცენტრები ასევე გაიხსნა ქობულეთში - ტურიზმის პროფილის და კაჭრეთში - მრავალპროფილიანი. განახლებულ პროფესიული სწავლების ცენტრებში სპეციალობები ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით დაიგეგმა: ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მშენებლობა და ტრანსპორტი. სასწავლო პროგრამები ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა. ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ გადამზადდნენ პედაგოგები. პოტენციური დამსაქმებლები საუკეთესო კურსდამთავრებულებს სამუშაოთი უზრუნველყოფენ. ცენტრებში შექმნილია კარიერის დაგეგმვის სამსახურები, სადაც სტუდენტებს კვალიფიციებული სპეცალისტები დაეხმარებიან სამასხურის მოძიებაში. ახალი ტიპის პროფესიული სწავლების ცენტრები იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება სამი ამოცანის გადაჭრაში: დასაქმება, ეკონომიკური ზრდა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის შევსება. 2007 წლის ბოლომდე კიდევ 5 განახლებული პროფესიული სწავლების ცენტრი ამოქმედდება. ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის მისაღებად წარდგენილი განაცხადი დაკმაყოფილდა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტემა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო სიახლეები განათლებასა და მეცნიერებაში სექტემბერი 2007

Upload: others

Post on 03-Jul-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: სიახლეები განათლებასა და ... › upload › multi › geo › 1198646314_sektemberi.pdf · 2019-01-14 · saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis

saqarTvelos ganaTlebisada mecnierebissaministro

მთავარი საიხლეები

l სამი ახალი პროფესიული სწავლების ცენტრი გაიხსნა;l ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკრედიტაცია გაიარა; l პროექტი ”უსაფრთხო სკოლა” დაიწყო.

პროფესიული განათლება დასაქმებისთვის

ახალი ტიპის პროფესიული სწავლების ცენტრებში 2007–2008 სასწავლო წელს 4000-მდე პიროვნებას შეეძლება სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს ახალ სპეციალობას. საქართველოს მასშტაბით წელს უკვე ექვსი პროფესიული სწავლების ცენტრი გაიხსნა, მათ შორის ოთხი თბილისში: „პროფიტი“ - ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფილის, „სპექტრი“ - მრვალპროფილიანი, „იკაროსი“ - ტურიზმის პროფილის და თოიძის სახელობისა - გამოყენებითი ხელოვნების პროფილის. პროფესიული სწავლების ცენტრები ასევე გაიხსნა ქობულეთში - ტურიზმის პროფილის და კაჭრეთში - მრავალპროფილიანი. განახლებულ პროფესიული სწავლების ცენტრებში სპეციალობები ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით დაიგეგმა: ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მშენებლობა და ტრანსპორტი. სასწავლო პროგრამები ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა. ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ გადამზადდნენ პედაგოგები. პოტენციური დამსაქმებლები საუკეთესო კურსდამთავრებულებს სამუშაოთი უზრუნველყოფენ. ცენტრებში შექმნილია კარიერის დაგეგმვის სამსახურები, სადაც სტუდენტებს კვალიფიციებული სპეცალისტები დაეხმარებიან სამასხურის მოძიებაში. ახალი ტიპის პროფესიული სწავლების ცენტრები იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება სამი ამოცანის გადაჭრაში: დასაქმება, ეკონომიკური ზრდა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის შევსება. 2007 წლის ბოლომდე კიდევ 5 განახლებული პროფესიული სწავლების ცენტრი ამოქმედდება.

ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის მისაღებად წარდგენილი განაცხადი დაკმაყოფილდა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტემა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო

სიახლეები განათლებასა და მეცნიერებაშისექტემბერი 2007

Page 2: სიახლეები განათლებასა და ... › upload › multi › geo › 1198646314_sektemberi.pdf · 2019-01-14 · saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis

დაწესებულების სტატუსი დაიბრუნა. აკრედიტაციის მინიჭებას საფუძვლად დაედო ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პირობების საგრძნობი გაუმჯობესება – გაიზარდა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი ფართი; გაიზარდა კომპიუტერების რაოდენობა; გამდიდრდა წიგნადი ფონდი, მოწესრიგდა ბიბლიოთეკა; შემუშავდა 7 პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, მოდიფიცირებული და სრულყოფილ იქნა აკადემიური პროგრამები, რომლებიც შედგენილია კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევოპული სისტემის შესაბამისად; მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და სრულდება გათბობის თანამედროვე სისტემების დამონტაჟება.მიმდინარე სასწავლო წელს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე მიიღებს.

”უსაფრთხო სკოლა” მომავლის სკოლისათვის

პროგრამა ”უსაფრთხო სკოლა” მოზარდთა შორის ძალადობის აღმოფხვრა-პრევენციის ამოცანისადმი საქართველოს მთავრობის კომპლექსური მიდგომის ნაწილია. პროგრამის უმთავრესი მიზანია თითოეული მოსწავლისათვის უსაფრთხო სასწავლო-აღმზრდელობითი გარემოს შექმნის უზრუნველყოფა. პროგრამის ამოცანებია: საჯარო სკოლებში მოსწავლეთა დისციპლინის განმტკიცება; დისციპლინური გადაცდომებისა და ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენა და რეაგირება; მშობლის ინფორმირება და ჩართულობის ზრდა; მოსწავლეების კანონმორჩილ მოქალაქეებად ჩამოყალიბება; ყალბი ფასეულობების (ქუჩის რომანტიზმი, ”ძველბიჭობა”, ”ქუჩის აკადემია”) გავლენის შემცირება.პროგრამა ”უსაფრთხო სკოლის” დანერგვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სკოლებში მოსწავლეთა პირადი საქმეების ელექტრონული ვერსიის გამოყენება. ამ მიზნით 72 საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელს ტრენინგ-სემინარი ჩაუტარდა. რესურსცენტრები კი სკოლებს გადასცემენ მოსწავლეთა პირადი საქმეების ელექტრონული ვერსიის წარმოების უნარ-ჩვევებს.

სიახლეები ზოგად განათლებაშიახალი სასწავლო წელი განახლებული სკოლებითა და ინვენტარით

• დასრულდა 5 ახალი სკოლის მშენებლობა;• რეაბილიტაცია გაიარა 400–მა სკოლამ; • პირველკლასელებს გადაეცათ სასკოლო ფორმები, ჩანთები და სახელმძღვანელოები; • დარიგდა 110 000 სასკოლო მერხი და სკამი; • 500 სკოლას გადაეცა ისტორიისა და გეოგრაფიის თვალსაჩინოებები; • 204 სკოლას გადაეცა სპორტული ინვენტარი; • გაკეთდა 20 ხელოვნურსაფარიანი მოედანი;• თბილისის, გორისა და ბათუმის სკოლებს გადაეცათ სპეციალიზირებული ავტობუსები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

საჯარო სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მეგაპროგრამა ”იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში განხორციელდა.

Page 3: სიახლეები განათლებასა და ... › upload › multi › geo › 1198646314_sektemberi.pdf · 2019-01-14 · saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis

სკოლების ფინანსური მართვის ეფექტურობა გაიზრდება

სკოლის ფინანსური მართვისა და ბიუჯეტირების საკითხებში საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრებისა და სკოლის დირექტორების გადამზადება დაიწყო. ტრენინგების შედეგად სამეურვეო საბჭოები უკეთ შეძლებენ დირექციის საქმიანობის მონიტორინგს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ჩართულობის ხარისხს სკოლის სახსრების მიზნობრივი ხარჯვის პროცესში. სკოლის დირექტორები კი შეძლებენ, უფრო გონივრულად მართონ სკოლის მატერიალურ-ფინანსური რესურსები. საგანგებოდ მომზადდა სარეკომენდაციო სახელმძღვანელო სკოლის მართვა. ბიუჯტირება“, რომელიც ორგანიზაციის ბიუჯეტის შედგენისა და ფინანსების განკარგვის საერთაშორისოდ მიღებულ რეკომენდაციებს აცნობს საჯარო სკოლების წარმომადგენლებს. სახელმძღვანელო ამერიკელი და ქართველი ესპერტების მიერ შეიქმნა.ტრენინგები განათლების დეცენტრალიზაციისა და აკრედიტაციის პროექტის ფარგლებში ჯერ საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფინანსების სპეციალისტებს ჩაუტარდათ, რომლებიც გადაამზადებენ სკოლის დირექტორებს, დირექტორების მოადგილეებსა და სამეურვეო საბჭოების წევრებს. სულ 9 000 ადამიანი გადამზადდება. ტრენინგები ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ახალი სამეცნიერო–მეთოდური ჟურნალი

განათლების რეფორმამ ახალი ინიციატივები წაახალისა. 2008 წლიდან ყოველკვარტალურად გამოვა ჟურნალი ”სკოლის მართვა”, რომლის დამფუძნებელი 24-ე საჯარო სკოლა და ”პარტნიორ სკოლათა და მასწავლებელთა კავშირია”. ჟურნალი სამეცნიერო-მეთოდური პროფილისაა და მისი ამოცანაა სისტემატურად დააკავშიროს ერთმანეთს სკოლის მართვის თეორია და პრაქტიკა.

სიახლეები უმაღლეს განათლებაშიმიმართვა შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს

აბიტურიენტების უფლებების დასაცავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერების შესწავლა სთხოვა. განათლების სამინისტრო მოითხოვს, არააკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეცდომაში არ შეიყვანონ სტუდენტები და მათთან დასადებ ხელშეკრულებაში მიუთითონ, რომ დიპლომი, რომელსაც ისინი გასცემენ, არ იქნება აღიარებული სახელწიფოს მიერ, რაც გამორიცხავს ამ დაწესებულებების კურსდამთავრებულების დასაქმებას სახელმწიფო სექტორში. სტუდენტები აგრეთვე ვერ შეძლებენ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადასვლას და სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში. ამ მიმართვის მიზანს წარმოადგენს აბიტურიენტთა უფლებების დაცვა და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება.

კიდევ ერთი ნაბიჯი ბოლონიის პროცესის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად

ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველო უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ეროვნული ჩარჩოს შემუშავებას იწყებს. კვალიფიკაციების ჩარჩო

Page 4: სიახლეები განათლებასა და ... › upload › multi › geo › 1198646314_sektemberi.pdf · 2019-01-14 · saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis

ადგენს უმაღლესი განათლების საფეხურების შესაბამის საერთო სტანდარტებს, აღწერს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ლოგიკურ ურთიერთკავშირს, ხელს უწყობს განათლების ხარისხის უზრუნველყოფას და კვალიფიკაციების აღიარებას, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით უზრუნველყოფს კვალიფიკაციების გამჭვირვალობასა და გაგებას. დოკუმენტის შემუშავების პროცესი ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ეროვნული ჩარჩოს განსახილველად, ჩატარდა აკადემიური პერსონალის ფორუმი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით ფორუმში მონაწილეობა მიიღო დანიელმა ექსპერტმა, ევროპის კვალიფიკაციების ჩარჩოს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა მოგენს ბერგმა. მისი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება საბოლოოო დოკუმენტის შემუშავებისას. ფორუმი ჩატარდა ევრაზიის ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭრით.

როგორ გავიდეს საქართველო საერთაშორისო უმაღლესი განათლების ბაზარზე?

საფოლკის უნივერსიტეტის (აშშ) ვიცეპრეზიდენტმა მარგარეტ დენისმა ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: ”უმაღლესი განათლების მიმართულებები”. ლექციაში მიმოხილული იყო შემდეგი საკითხები: უმაღლესი განათლება, როგორც საერთაშორისო ბიზნესი, სტუდენტების მობილობა, საერთაშორისო უმაღლესი განათლების ტენდეციები დღევანდელ მსოფლიოში. პროფესორმა აუდიტორიას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო სტუდენტურ ბაზარზე გასვლის გზებზე თავისი რეკომენდაციები წარუდგინა.

ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ

გერმანელი პოეტი და მთარგმნელი კარლ ვოლფი სამი თვის მანძილზე იმყოფებოდა საქართველოში, სწავლობდა თანამედროვე ქართულ კულტურულ ვითარებას, ქართველ კოლეგებთან მუშაობდა ლიტერატურულ პრობლემებზე. სამთვიანი მუშაობის ბოლოს მან საანგარიშო ლექცია წაიკითხა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ხოლო გოეთეს ინსტიტუტში მოეწყო ქართულ თემატიკაზე შექმნილი ახალი ლექსების კითხვა. ქართული კულტურული ცხოვრების პოპულარიზაციას ის გერმანიაში გააგრძელებს და შემდეგი ექვსი თვის მანძილზე გამოსაცემად მოამზადებს წიგნს საქართველოს შესახებ. კარლ ვოლფი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო სალიტერატურო და სამეცნიერო სტიპენდია „მუზა-საქართველოს” სტიპენდიანტი გახლდათ. საერთაშორისო სტიპენდია მიზნად ისახავს ქართულ-უცხოური სალიტერატურო და სამეცნიერო ურთიერთობების გაძლიერებას და მეცნიერთათვის საუკეთესო პირობების შექმნას ქართული კულტურულ-სახელმწიფოებრივი რეალობის შესასწავლად.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტითბილისი 0102, უზნაძის ქ. 52, ტელ/ფაქსი: 957 326 ელ.ფოსტა: [email protected]