დამსაქმებლის დამოკიდებულებების...

32
დამსაქმებლის დამოკი შესაძლებლობების/სპეციალუ დასაქმების მიმართ თვისებრივი კვლევის ანგარიში იდებულებების შესწავლა ური საგანმანათლებლო საჭიროებებ 8, Baratashvi Phone: 032 Page | 1 შეზღუდული ბის მქონე პირთა IPM Research ili Str. 0105, Tbilisi, Georgia 22 99 82 03, 0322 99 72 14

Upload: others

Post on 05-Mar-2020

7 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 1

დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა შეზღუდულიშესაძლებლობების/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთადასაქმების მიმართ

თვისებრივი კვლევის ანგარიში

IPM Research

8, Baratashvili Str. 0105, Tbilisi, Georgia

Phone: 0322 99 82 03, 0322 99 72 14

Fax: 99 85 06

[email protected];www.ipm.ge

P a g e | 1

დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა შეზღუდულიშესაძლებლობების/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთადასაქმების მიმართ

თვისებრივი კვლევის ანგარიში

IPM Research

8, Baratashvili Str. 0105, Tbilisi, Georgia

Phone: 0322 99 82 03, 0322 99 72 14

Fax: 99 85 06

[email protected];www.ipm.ge

P a g e | 1

დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა შეზღუდულიშესაძლებლობების/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთადასაქმების მიმართ

თვისებრივი კვლევის ანგარიში

IPM Research

8, Baratashvili Str. 0105, Tbilisi, Georgia

Phone: 0322 99 82 03, 0322 99 72 14

Fax: 99 85 06

[email protected];www.ipm.ge

Page 2: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 2

შინაარსიზოგადი ინფორმაცია................................................................................................................................ 3

კვლევის მიზნები და ამოცანები ............................................................................................................ 4

კვლევის მოსალოდნელი შედეგები....................................................................................................... 4

კვლევის მეთოდოლოგია......................................................................................................................... 5

კვლევის არეალი ....................................................................................................................................... 5

შერჩევის ზომა ........................................................................................................................................... 5

კვლევის შედეგები .................................................................................................................................... 7

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და სპეციალური საგანმანათლებოსაჭიროებების მქონე პირი, როგორც ტერმინები და ამ ტერმინების გაგება რესპონდენტებთან 7

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირი, სამუშაო გარემო და კოლექტივი ................................................................................................. 8

განსხვავებული დამოკიდებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმების გამოცდილების მქონე და არმქონერესპონდენტებთან.................................................................................................................................. 12

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირის შრომის უნარიანობა–დამსაქმებელთა შეფასებები ............................................................... 14

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირთა დასაქმების დამაბრკოლებელი ფაქტორები და ბარიერები................................................ 15

ფიზიკური გარემო .................................................................................................................................. 17

ინფორმირებულობა ............................................................................................................................... 18

პროფესიული სასწავლებლები და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები ....................... 20

სახელმწიფოს როლი .............................................................................................................................. 22

შრომისა და დასაქმების სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებების აღწერა ..................... 24

შედეგების შეჯამება................................................................................................................................ 26

რეკომენდაციები ..................................................................................................................................... 30

Page 3: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 3

ზოგადი ინფორმაციასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევისსამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ნერგავს ინკლუზიურ განათლებას პროფესიულიგანათლების სისტემაში და ახორციელებს პროექტს „ინკლუზიური განათლების დანერგვასაქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ (2013-2016). პროექტისმიზანს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირების ხარისხიანი პროფესიული განათლებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. პროექტისერთ-ერთი მთავარი ამოცანა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირებისთვის პროფესიული განათლების მიღების შემდეგ დასაქმებისპერსპექტივის გაზრდაა.შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის,პრიორიტეტულია დამსაქმებლებთან თანამშრომლობა, შეზღუდული შესაძლებლობების/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების მიმართ მათიდამოკიდებულებების და მზაობის შესწავლა.

საქართველოში წარმოებული კვლევები, რომლებიც ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა დასაქმების საკითხებს, მიზნადისახავდა ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვას, არსებული სიტუაციისა დასაკანონმდებლო ბაზის შედარებას უცხოურ გამოცდილებასთან.

კვლევების ნაწილი, როგორც რაოდენობრივი, ასევ თვისობრივი, განხორციელდა პროფესიულისასწავლებლების დირექტორებთანაც1.

1 „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების შესაძლებლობები საქართველოში,“ 2014, თამარ საღინაძე, სამაგისტრო ნაშრომი;ბ) "ინკლუზიური განათლების დანერგვისთვის საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში არსებული მდგომარეობის შესწავლა", 2012,განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სპეციალური საგანმანათლებლოშესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების საკითხი გულისხმობს ორ განსხვავებულ რეალობას.ერთის მხრივ, საქმე ეხება სახელმწიფოს, საკანონმდებლო ბაზას, პროფესიულ სასწავლებლებს დამეორეს მხრივ, დამსაქმებელს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელიც იღებსგადაწყვეტილებას პირის დასაქმებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მოცემული კვლევისმიზანს წარმოადგენდა არა მეტ–ნაკლებად სტანდარტული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი,ან არსებული სიტუაციის მიმოხილვა, არამედ დამსაქმებლის სუბიექტური წარმოდგენებისა დამოლოდინების კვლევა. ანგარიშში განხილულია დამსაქმებლის მოსაზრებები და მსჯელობაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისმქონე პირთა დასაქმების საკითხების შესახებ. კვლევის მიზანი იყო დამსაქმებლის წარმოდგენებისადა შეხედულებების ანალიზი იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი არსებობს, რადგან სწორედდამსაქმებლის სუბიექტური წარმოდგენები ახდენს რეალურ გავლენას შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირთა და სპეციალური საგანმანათლებო საჭიროებების მქონე პირთადასაქმებაზე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სპეციალური საგანმანათლებოსაჭიროებების მქონე პირთა დასაქმებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებსა და ბარიერებზერესპონდენტები მსჯელობდნენ არა როგორც ამ საქმის ექსპერტები, არამედ, როგორც ინდივიდები,იმ ინფორმაციაზე ან გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელსაც ისინი ფლობდნენინტერვიუირების დროს.

Page 4: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 4

კვლევის მიზნები და ამოცანებიდამსაქმებელთა დამოკიდებულებების კვლევის მიზანი იყო იმ ძირითადი გამოწვევების, ხელშემწყობიფაქტორების და წინაპირობების გამოვლენა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის /სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმებისას იკვეთება.კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა შემდეგი ძირითადი საკითხების შესწავლა:

როგორია ადგილობრივი დამსაქმებლის განწყობა შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების მიმართ (მაგ.:დაასაქმებდა თუ არა, ერთგვაროვანია თუ არა დამსაქმებლის დამოკიდებულება სხვადასხვაშეზღუდული შესაძლებლობის მიმართ და სხვა).

როგორია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირთა დასაქმების გამოცდილება და რამდენად ახდენს აღნიშნული გამოცდილებაგავლენას დამსაქმებლის განწყობასა და მოსაზრებებზე მათი დასაქმების საკითხებში;

დამსაქმებელთა მოსაზრებით, რა არის ან რა შეიძლება იყოს ბარიერი შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმებისპროცესში;

დამსაქმებელთა მოსაზრებით, რა არის ან რა შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობიფაქტორები.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს გეგმები შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმებისმიმართულებით 2015-2018 წლების ჩათვლით (რა კონკრეტული ნაბიჯები ხორციელდება დაიგეგმება) და სხვა

კვლევის მოსალოდნელი შედეგები კვლევამ წვლილი შეიტანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიული მომზადებისა და დასაქმებისადექვატური პოლიტიკის განსაზღვრაში და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაფართოვებაში

კვლევის შედეგად განისაზღვრა ქართულ რეალობაში დამსაქმებელთადამოკიდებულება/განწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების მიმართ;

გამოიკვეთა ფაქტორები, რომელიც ზრდის დამსაქმებელთა მოტივაციას შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმებისმიმართ;

გამოიკვეთა ფაქტორები, რომელიც ზრდის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების შესაძლებლობას;

გამოიკვეთა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირთა დასაქმების პროცესში არსებული ბარიერები; გამოიკვეთა სახელმწიფოში არსებულირესურსები, მექანიზმები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობისაკენაა მიმართული.

Page 5: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 5

კვლევის მეთოდოლოგიაკვლევის მეთოდი

კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების, კერძოდ, სიღრმისეული ინტერვიუებისა დაფოკუსირებული დისკუსიის გამოყენებით;

სამიზნე ჯგუფები:1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა დადასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი.2. ადგილობრივი დამსაქმებელი; აღნიშნული სამიზნე ჯგუფის შერჩევისას გათვალისწინებული იქნაშემდეგი კრიტერიუმები:ა) დამსაქმებლები, რომლებსაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დასაქმების გამოცდილება;ბ) დამსაქმებლები, რომლებსაც არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დასაქმების გამოცდილება;გ) მსხვილი მეწარმედ) მცირე მეწარმეუშუალო რესპონდენტად განისაზღვრა ის პირი, რომელიც კომპანიაში თანამშრომლისდაქირავების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.

კვლევის არეალიკვლევა განხორციელდა იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელშიც განთავსებულია პროექტში„ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადებისსისტემაში“ მონაწილე საპილოტე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები: თბილისი,ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, კაჭრეთი (დასაშვებია კაჭრეთის მიმდებარე არეალიც). სიღრმისეულიინტერვიუები ჩატარდა თბილისსა და ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონალურ არეალებში, ხოლოფოკუსირებული დისკუსია მხოლოდ თბილისში.

შერჩევის ზომაპირველი სამიზნე ჯგუფისთვის კვლევამ მოიცვა ერთი სიღრმისეული ინტერვიუ შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან;

მეორე სამიზნე ჯგუფისთვის კვლევამ მოიცვა 16 სიღრმისეული ინტერვიუ (თბილისსა დარეგიონებში), ხოლო ფოკუსირებული დისკუსია ჩატარდა 8 რესპონდენტით წარმოდგენილ ერთჯგუფთან (თბილისში).თბილისში - 8 სიღრმისეული ინტერვიუ (4 რესპონდენტი შშმ/სსსმ პირების დასაქმებისგამოცდილებით და 4 გამოცდილების გარეშე, აქედან 4 მცირე და 4 მსხვილი მეწარმე);თითოეულ რეგიონალურ არეალში - 2 სიღრმისეული ინტერვიუ (1 რესპონდენტი შშმ/სსსმპირების დასაქმების გამოცდილებით და 1 გამოცდილების გარეშე, აქედან 1 მცირე და 1 მსხვილიმეწარმე);

Page 6: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 6

ცხრილი ასახავს მეორე სამიზნე ჯგუფთან (დამსაქმებელთან) ჩატარებული კვლევის ასპექტებს

მეთოდი/ინსტრუმენტი

გეოგრაფიულიარეალი

შერჩევის ზომა(რესპონდენტთარაოდენობა)

შერჩევის კრიტერიუმია-შშმ/სსსსმ პირების დასაქმებისგამოცდილება;ბ-შშმ/სსსმ პირების დასაქმებისგამოცდილების გარეშე;გ-მსხვილი მეწარმე;დ- მცირე მეწარმე;

სიღრმისეულიინტერვიუ

თბილისი 8 ა - 4 გ - 2დ -2

ბ - 4 გ - 2დ- 2

ქუთაისი 2 ა -1 გ, დბ- 1

ბათუმი 2 ა -1გ, დ

ბ -1ახალციხე 2 ა-1

გ, დბ-1

კაჭრეთი დამისი მიმდებარეარეალი

2 ა-1გ, დბ-1

ფოკუსირებულიჯგუფი

თბილისი* 8 ა - 4 გ -3დ -1

ბ -4 გ-2დ -2

*იმის გამო, რომ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე გამოცდილების მქონე მცირე საწარმოს წარმომადგენელი არ გამოცხადდა ჯგუფზე,მის ნაცვლად ჯგუფში მონაწილეობა მიიღო გამოცდილების მქონე მსხვილმა საწარმომ , რომელიცთავდაპირველად განსაზღვრული იყო როგორც რეზერვი. რეზერვად განსაზღვრული იყო შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმებისგამოცდილების მქონე საწარმო, რადგან რესპონდენტების რეკრუტირების პროცესში სწორედ ასეთირესპონდენტის მოძებნა და ინტერვიუზე დათანხმება იყო საკმაოდ რთული. შესაბამისად, როდესაც არგამოცხადდა გამოცდილების მქონე მცირე საწარმოს წარმომადგენელი, ჯგუფი 8 მონაწილემდე შეივსოსარეზერვო რესპონდენტით.

Page 7: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 7

კვლევის შედეგები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და სპეციალური საგანმანათლებოსაჭიროებების მქონე პირი, როგორც ტერმინები და ამ ტერმინების გაგებარესპონდენტებთანმცირე და მსხვილ მეწარმეებთან აღნიშნული ტერმინები მეტ–ნაკლებად უცნობია,განსაკუთრებით რესპონდენტებისათვის, რომლებსაც არ აქვთ შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირის დასაქმების გამოცდილება. მნიშვნელობა, რომელიცშეიძლება გააჩნდეს ტერმინს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი,კიდევ უფრო მეტად უცხოა რესპონდენტებისთვის.

შეზღუდული შესაძლებლობები, რესპონდენტთა ნაწილისთვის, ასოცირდება სმენისდაქვეითებასთან ან მეტყველების პრობლემებთან. ნაწილისათვის შეზღუდულიშესაძლებლობების გაგება დავიწროებულია გადაადგილების სირთულით და პირდაპირასოცირდება ეტლთან. შეზღუდული შესაძლებლობები აღქმის თვალსაზრისითრესპონდენტებისათვის უფრო მეტად დაკავშირებულია ხილვად პრობლემასთან,თვალშისაცემ ფიზიკურ თავისებურებასთან და შედარებით ნაკლებად გონებრივ,მენტალურ პრობლემებთან.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რესპონდენტებისთვის ზოგადი ტერმინია,რომელიც ართულებს ტერმინის მნიშვნელობის დიფერენცირებულ აღქმას, რაც ხშირადგანსაზღვრავს დამსაქმებლის დამოკიდებულებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონეპირთა დასაქმებისადმი. დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ფლობდესდიფერენცირებულ, სტრუქტურირებულ ცოდნას, იმის შესახებ, თუ ფიზიკური დამენტალური პრობლემების რა სპექტრს ეხება საქმე, როდესაც საუბრობენ შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირზე. მნიშვნელობას იძენს ყველა ნიუანსი, რადგანდამსაქმებელი მიიჩნევს, რომ ის უნდა ურთიერთობდეს არა შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირთან, როგორც დეპერსონალიზირებულ, ფიზიკურ პირთან,არამედ ინდივიდთან, რომელიც უნდა მოერგოს სამუშაო გარემოს, შესასრულებელისამუშაოს სპეციფიკას და ა.შ. სხვაგვარად თუ ვიტყვით დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანიაიცოდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის რეალური შესაძლებლობებისა დაუნარების შესახებ.

Page 8: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 8

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირი, სამუშაო გარემო და კოლექტივი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისადმი კოლექტივის დამოკიდებულებარეგულირებულია არა ე.წ. სოციალური პასუხისმგებლობით, ან მოქალაქეობრიობასთანდაკავშირებული, ან სამოქალაქო ვალდებულებასთან დაკავშირებული რაიმეგანსაკუთრებული გრძნობით, არამედ ერთი მხრივ, ტრადიციული მორალით (რომელზეცრელიგიურობა ახდენს გავლენას), ხოლო მეორე მხრივ, ინდივიდუალური ეთიკურინორმებით. ე.ი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისადმი დამსაქმებლისა დაკოლექტივის დამოკიდებულებას განაპირობებს თავად დამსაქმებლის პიროვნება, ისევეროგორც კოლექტივის და მათი წევრების ფსიქოლოგიური პოზიცია შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონეპირისადმი. სხვაგვარად თუ ვიტყვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დასპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირისადმი დამოკიდებულებაზეგავლენას ახდენს არა სისტემური ცვლადები (მაგ. კანონი, „მოქალაქეობრივი თვითშეგნება“,სოციალური პასუხისმგებლობა და ა.შ), არამედ ინდივიდუალური და ძნელადგასაკონტროლირებელი ცვლადები (მაგ. ინდივიდის ფსიქოლოგიური პოზიციაგანსახვავებულისადმი ზოგადად, აღზრდის თავისებურებები, პიროვნული ნიშნები,რელიგიურობა, ან ტრადიციული მორალი და ა.შ).

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რესპონდენტთა უმრავლესობისთვის უცნობიასაკანონმდებლო ბაზა, რომელიც უნდა არეგულირებდეს შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირის და დამსაქმებლის,მათი და საზოგადოების ურთიერთობას ზოგადად, უცნობია მათთვის ე.წ. სამოქალაქოსაზოგადობისათვის დამახასიათებელი პოზიცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონედა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირისადმი.

მიუხედავად ამისა, გამოკითხულ რესპონდენტთა თითქმის უმრავლესობა, ერთიგამონაკლისის გარდა, არა მხოლოდ პოზიტიურად არის განწყობილი შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის,როგორც რეალური ან პოტენციური თანამშრომლის მიმართ, არამედ ძალიან მაღალშეფასებას აძლევს დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს,კომუნიკაციის უნარებსა და კომპეტენციას. გავრცელებული მოსაზრების თანახმად,კოლექტივი, დამსაქმებელი, საზოგადოება არ არის მზად მიიღოს შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისაკუთარ რიგებში, დაეხმაროს მას სრულფასოვან ადაპტაციაში. თვისობრივი კვლევისმონაცემებით აღნიშნული მოსაზრება არ დასტურდება:

სამუშაო გარემოსთან ადაპტაცია უნდა განვიხილოთ როგორც ორმხრივი პროცესი.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების

Page 9: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 9

მქონე პირი ადაპტირდება სამუშაო გარემოსთან, ისევე როგორც გარემო ცდილობსადაპტირდეს მასთან. ხშირად ადაპტაციის ეს ორმხრივი პროცესი მნიშვნელოვნად არგანსხვავდება ადაპტაციის ეტაპებისგან, რომლის გავლაც ზოგადად ახალ თანამშრომელსშეიძლება უწევდეს სამსახურში, რასაც შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმებისგამოცდილების მქონე რესპონდენტები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითადასტურებდნენ.

თვისობრივი კვლევის ფარგლებში მიღებული მონაცემები, რომლებიც შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისსამუშაო გარემოსთან ადაპტაციის ორმხრივ პროცესს აღწერს, ერთგვარად პარადოქსულია:დასაქმების გამოცდილების მქონე რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერდასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირები სხვა თანამშრომლებთან შედარებით განსაკუთრებით სწრაფადადაპტირდებიან სამუშაო გარემოსთან, ისევე როგორც სირთულეებთან, რომლებიცშეზღუდულ შესაძლებლობებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. შეზღუდულიშესაძლებლობა ჰიპერკომპენსირებულია გარემოსთან სწრაფი ზეადაპტაციით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირი, რომელიც დასაქმებულია სხვადასხვა პროფილის მქონე საწარმოებში,ერთგვარად სოციალური ფასილიტატორის ფუნქციასაც ასრულებს. დასაქმებისგამოცდილების მქონე რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მიერწარმატებით შესრულებული სამუშაო მოტივატორის ფუნქციას ასრულებს სხვათანამშრომლებისათვის. სავარაუდოდ ეს ეფექტი მიიღწევა ბრალის გრძნობით, რომელსაცსხვა თანამშრომლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისადმი შეიძლება განიცდიდნენ, რაც მათ„აიძულებთ“ როგორც მინიმუმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირზე უფრო ცუდად ან უხარისხოთ არ შეასრულონსამუშაო.

ტერმინ პოზიტიური დისკრიმინაციის შინაარსი რესპონდენტთა უმრავლესობისათვისსრულიად უცნობია, რადგან აღნიშნული ტერმინი არც ერთხელ არ ხსენებულარესპონდენტთა მიერ. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში, ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებოსიტუაციებში, პოზიტიური დისკრიმინაცია თითქმის არასდროს ვლინდება.დამსაქმებლები, ისევე როგორც მთლიანად კოლექტივი, შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისადმი არა მხოლოდშესაძლო, ან პოტენციური ნეგატივიზმის კონტროლს ახერხებს, არამედ გადამეტებულიყურადღების, ზემზრუნველობის კონტროლსაც. კოლექტივი ეხმარება შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს

Page 10: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 10

ადაპტაციაში, კონკრეტული დავალების შესრულებაში, მაგრამ ცდილობს იმაზე მეტად არ„დაზოგოს“, ვიდრე ჩვეულებრივ თანამშრომელს დაზოგავდა. დასაქმების გამოცდილებისმქონე რესპონდენტთა უმრავლესობა ამბობდა, რომ ადაპტაციის საბოლოო ეტაპზეშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი თანამშრომლისგან, გარკვეული შეზღუდვა,რომელიც კოლექტივისთვის თვალშისაცემი შეიძლება ყოფილიყო საწყის ეტაპზე, ხდებარეალობა, რომელიც თითქმის აღარ წარმოადგენს სუბიექტის აღქმის ცენტრალურ ასპექტს.ე.ი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირი კოლექტივის ფარგლებში იძენს სრულფასოვანი თანამშრომლის სტატუსს, ისაღარ არის დეფინირებული, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი.

რესპონდენტთა აზრით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის კოლექტივში ყოფნა ხელს უწყობს ზოგადადსამუშაო გარემოს ჰუმანიზაციას, ამაღლებს თანამშრომელთა თვით რეფლექსიას დამუშაობის უნარს.

ადაპტაციის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირის კოლექტივთან ურთიერთობის საწყის ეტაპზე სხვათანამშრომლები განიცდიან ერთგვარ დაძაბულობას, რესპონდენტები საუბრობდნენუხერხულობის განცდაზე, მზერის კონტროლზე და ა.შ. თუმცა შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისდასაქმების გამოცდილების მქონე რესპონდენტთა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომადაპტაციის ეს საწყისი პერიოდი ძალიან ხანმოკლეა და მაქსიმუმ მუშაობის პირველიკვირის ბოლოს ქრება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის აფექტები (დაძაბულობა,უხერხულობის განცდა, სირცხვილის გრძნობა), როგორც წესი, ეუფლება არა შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, არამედკოლექტივს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი მათ ეხმარება ამ ემოციური მდგომარეობებისგადალახვაში.

კოლექტივისა და დამსაქმებლის ემოციურ პოზიციას ამომწურავად აღწერს სამი ტერმინი:სიბრალული (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირის მიმართ), ბრალის გრძნობა და სოციალური პასუხისმგებლობისგრძნობა. სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც ღირებულება სიბრალულისადა ბრალის გრძნობის სოციო–კულტურული და ფსიქიკური გადამუშავების შედეგსწარმოადგენს და შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც პრიმიტიული, ირაციონალურიტენდენციებისგან ყველაზე მეტად თავისუფალ მდგომარეობად, მიუხედავად იმისა, რომ ის(სოციალური პასუხისმგებლობა) ნაწარმოებია შედარებით ველური და პრიმიტიული

Page 11: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 11

მდგომარეობებისგან (სიბრალული, ბრალის გრძნობა).

ე.ი. დამსაქმებელს ყველაზე ცუდ შემთხვევაში ეცოდება შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (სიბრალული), რის გამოცასაქმებს მას და ამავე დროს გააჩნია მინიმალური თვით რეფლექსია ამასთან დაკავშირებით.სიბრალული, როგორც დასაქმების მოტივი მთლიანად ეფუძნება ნაკლს, შეზღუდვას,დიაგნოზს, რომლის მატარებელიც შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი.

დამსაქმებლის მეორე მოტივი და, შედარებით უფრო გადამუშავებული, არის ბრალისგრძნობა, როგორც სიბრალულის სუბლიმირებული, გაშინაგნებული და ფსიქიკურადგადამუშავებული ვერსია. დამსაქმებელს აქვს ბრალის გრძნობა (დანაშაულის შეგრძნება,სინდისის ქენჯნა), რაც მას შინაგანად აიძულებს დაასაქმოს შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (მაშინროდესაც სიბრალულის განცდა მთლიანად გარედან არის დეტერმინირებული და ეფუძნებაკონკრეტულ დიაგნოზს).

სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა, სამოქალაქო პოზიცია თავისუფალია არამხოლოდ სიბრალულის განცდისგან, არამედ ბრალის გრძნობისგანაც, თუმცა ნაწარმოებიამათგან. გამოკითხულ რესპონდენტთა მცირე ნაწილი განიცდიდა სიბრალულს, რაცდასაქმების ყველაზე პრიმიტიული ფსიქიკური მოტივია. უმრავლესობა ბრალის გრძნობას.სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც დასაქმების მოტივი ისეთივეიშვიათობას წარმოადგენდა, როგორც სიბრალულის განცდა.

„არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მჭირდებოდაბუღალტერი და დავასაქმე. ცოტა უხერხულია თქმა, მაგრამყოფილა შემთხვევები, რომ რაღაც უთქვამს და ვერ გამიგია,მაგრამ მერე ხუმრობაში მითქვამს, ამ დროს უფროგახსნილია ადამიანი. ხშირად მითქვამს, რომ გაემეორებინარამდენჯერმე, რომ ვერ გამიგია, მითქვამს, რომ გავიგე.ახლა მოიხსნა ეს პრობლემა, უკვე ჩვეულებრივად მესმის მისი“

„მძიმედ უყურებდნენ, რატომღაც ეცოდებოდათ, ახლაცსაუბარში კომპლექსდებიან, მაგრამ კარგად რომ გაიცნობენ,ყველაფერი იცვლება. მე მისი საუბარი დიდად აღარცმხვდება ყურში, ის ჩემი მეგობარიც არის“

„პირიქით, უკეთესად მიდის ის საქმე და ხალხი უფროინტერესდება, უკეთესად ასრულებენ სხვებიც თავის საქმეს“

„მოკლედ გეტყვით, თანაგრძნობის მომენტი ვირტუალური არარის, მე უნდა განვიცადო, ხელით შევეხო, მტკიოდეს მისისატკივარი. სხვისი გაჭირვების განცდა მხოლოდ ცოცხალი

Page 12: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 12

ურთიერთობით შეიძლება გაიგო. რაც არ უნდა ელაპარაკო დაფილმებიც აჩვენო ვერ გაიგებს. შეიძლება თავიდან გაუჭირდესკოლექტივს, მაგრამ არაუშავს მერე დალაგდება“

დამსაქმებელსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირს შორის პირველი შეხვედრა, გასაუბრება, ისევე როგორც აპლიკაციისგაცნობა ხშირად შემთხვევითი ბუნების არის, შემთხვევითი ფაქტორებით არისგანპირობებული. ნაცნობობა, მეგობრის თხოვნა, მეზობლობა, ნათესაური კავშირებიწარმოადგენს ფაქტორებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის შეხვედრას მათ შორის.პროფესიული სასწავლებლების ან სხვა ინსტიტუციების როლი მინიმალურია. შეხვედრის,პირველი კონტაქტის ერთ–ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისმაღალი კომპეტენცია.

„დაგვჭირდა საიტის შექმნა და დავრეკეთ პროფ.სასწავლებელში, დღეს ამ ადამიანზე დაყრდნობით მუშაობსჩვენი ორგანიზაცია“

„პირველ რიგში ვიცნობდი ამ ადამიანს და არ მიმიმართავსარავისთვის დასაქმების მიზნით. პირდაპირ ნაცნობობითმივედი, ვიცოდი რომ ძალიან ნიჭიერი იყო. ბუღალტრადმუშაობს ჩემთან“

განსხვავებული დამოკიდებულებები შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმებისგამოცდილების მქონე და არმქონე რესპონდენტებთანმნიშვნელოვანი განსხვავებები გამოვლინდა შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმებისგამოცდილების მქონე და ამ გამოცდილების არმქონე რესპონდენტებთან ზოგიერთიპარამეტრის მიხედვით, რომელიც შეიძლება აღწერდეს დამსაქმებლის დამოკიდებულებასშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირის დასაქმების საკითხისადმი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირის დასაქმების გამოცდილების არმქონე რესპონდენტებთანინფორმირებულობა თითქმის ნულს უტოლდება. რესპონდენტთა ამ ნაწილს თითქმისარაფერი, ან საერთოდ არაფერი სმენია მაგალითად, იმის შესახებ, რომ პროფესიულსასწავლებლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური

Page 13: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 13

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს.დასაქმების გამოცდილების მქონე რესპონდენტები უფრო მეტად ინფორმირებულებიარიან, თუმცა გამოკითხულთა ორივე კატეგორია განიცდის ინფორმაციის დეფიციტს.

დასაქმების გამოცდილების არმქონე რესპონდენტებს არ შეუძლიათ შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირსშესთავაზონ მეტ ნაკლებად ადაპტირებული ფიზიკური გარემო. გარდა ამისა, არფლობენ არც პრაქტიკულ გამოცდილებას და არც თეორიულ ცოდნას იმის შესახებ თურას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირის დასაქმება, არ სმენიათ უცხოური გამოცდილების შესახებ დამსჯელობების დროს ძირითადად ეყრდნობიან საბჭოთა გამოცდილებას.

უმთავრესი განსხვავება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმების გამოცდილების არმქონე და ამგამოცდილების მქონე რესპონდენტთა წარმოდგენებს შორის მდგომარეობს შემდეგში:გამოცდილების არმქონე რესპონდენტებისათვის შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმება ძალიანრთულ, ფიზიკურად რთულ საკითხს წარმოადგენს, მაშინ როდესაც გამოცდილებისმქონე რესპონდენტებისათვის ასეთი თანამშრომლის არსებობა სამსახურში, მის მიერშესრულებული სამუშაო, კოლექტივთან ურთიერთობა და ადაპტაციის ხარისხი, არამხოლოდ პრობლემებსა და განსაკუთრებულ ბარიერებს არ გულისხმობს, არამედმიჩნეულია, როგორც უპირატესობა წარმოებისთვის. გამოცდილების არმქონერესპონდენტები ეყრდნობიან სუბიექტურ წარმოდგენებს, წარმოსახვას რომელიცბევრად უფრო მეტ დამაბრკოლებელ ფაქტორს შეიცავს, ვიდრე რეალობა, რომელთანაცდასაქმების გამოცდილების მქონე რესპონდენტებს ყოველდღიური შეხება უწევთ.წარმოდგენები კონტრასტულია, ერთ შემთხვევაში რესპონდენტს აქვს შეუძლებლობის,გადაულახავი ბარიერების განცდა, ხოლო მეორე შემთხვევაში დასაქმებისგამოცდილების მქონე რესპონდენტებისათვის შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმება (იმშემთხვევაში თუ მას გააჩნია მინიმალური კომპეტენცია და პასუხობს დაკისრებულვალდებულებას) სრულიად არ წარმოადგენს პრობლემას.

„მე ერთი რამის თქმა შემიძლია, თუ მოხდება ასეთიდასაქმება დამსაქმებელიც და დასაქმებულიც მოგებულებიდარჩებიან, იმიტომ რომ ეს ხალხი კეთილსინდისიერადმუშაობს. მე ამის გამოცდილება მაქვს და ვერც კიწარმომიდგენია, რომ მის ადგილას სხვა დავასაქმო“

Page 14: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 14

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირის შრომის უნარიანობა–დამსაქმებელთა შეფასებებიშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირთა დასაქმების გამოცდილების მქონე რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობააღნიშნავდა, რომ მათ მიერ დასაქმებული თანამშრომლები გამოირჩევიან საქმისადმიგანსაკუთრებული ერთგულებით, უკიდურესი პუნქტუალობით, რეალობისა დაშესასრულებელი სამუშაოსადმი ადეკვატური დამოკიდებულებით და სოციალურიკომპეტენციით. რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ამ თვალსაზრისითწარმოადგენენ მაგალითს სხვა თანამშრომლებისათვის. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირის, როგორც თანამშრომლის დახასიათებისათვის ყველაზე ხშირად გამოყენებულიშეფასებაა.

დამსაქმებლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა შეზღუდვასა დადიაგნოზს თავისთავად, არამედ შემდეგი ფაქტორების განსაზღვრას: a. ტრანსპორტი,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირის გადაადგილება და მარშრუტი. b. შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის რეალურიშესაძლებლობების, რეალური უნარებისა და კომპეტენციის განსაზღვრა с.დამსაქმებლის რეალური საჭიროებებისა და საქმიანობის სპეციფიკის განსაზღვრა d.დამსაქმებლის საქმიანობის სპეციფიკისა და შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის რეალურიშესაძლებლობების ერთმანეთზე მორგება– მათი უნარები და კომპეტენცია უნდაპასუხობდეს დამსაქმებლის საჭიროებებს, ასეთ შემთხვევაში შეზღუდული უნარი,დიაგნოზი აღარ იღებს მონაწილეობას დამსაქმებელისა და შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისურთიერთობაში, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის ხდება.

დამსაქმებელთა უმრავლესობა, აღნიშნავდა, რომ მნიშვნელოვანია არა შეზღუდულიშესაძლებლობა, დიაგნოზი, არამედ შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის რეალური უნარებისადა შესაძლებლობების განსაზღვრა. დამსაქმებელთა აზრით, საწარმოში ყოველთვისშეიძლება გამოიძებნოს საქმე/აქტივობები, რომლებსაც სხვადასხვა შეზღუდვის მქონეადამიანებმა შეიძლება გაართვან თავი, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუგანისაზღვრება საქმიანობის სპეციფიკა და კონკრეტული შესაძლებლობის შეზღუდვისბუნება, შესაძლო შეუთავსებლობის თავიდან აცილების მიზნით.

„მას გადაადგილებისთვის ყველაფერი უნდა ქონდეს

Page 15: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 15

მოწყობილი, თუნდაც ტრანსპორტი შესაბამისი, პანდუსებიდა ყველაფერი, სხვა განსაკუთრებული არაფერი. ჩემი აზრით,დიდად არც უნდა აგრძნობინო, ჩვეულებრივი, ნიჭიერიადამიანები არიან ისინიც. ბევრ რამეში შეიძლება სხვებსსჯობდნენ“

„დავუშვათ მსუბუქ სამუშაოს გააკეთებს ისე, როგორც სხვა.საქმიანობას უნდა შერჩევა. შეიძლება სამუშაო სამკერვალოში,საქსოვ ფაბრიკაში, ასეთ წარმოებებში შეიძლება მათიდასაქმება. შეიძლება ასევე დაზგასთან, სადურგლოსაქმიანობა, რომელიც აქტიურ გადაადგილებას არ მოითხოვსდა ეტლში მჯდომმა ადამიანმა შეიძლება შეასრულოს.ჩვეულებრივად შეიძლება ამ ადამიანებმა იმუშავონ“

„გააჩნია სამუშაოს, რა სამუშაო გვაქვს. ჩუქურთმა რომკეთდება, ზის ადამიანი და აკეთებს. ეს ისეთი საქმეა,რომელსაც მხოლოდ ხელებით მოძრაობა და აზროვნებასჭირდება“

„მაგალითად, ჩვენ გვაქვს ვენახი, სადაც ფიზიკური მუშაობაასაჭირო და ამ შემთხვევაში ვისაც სმენის და მეტყველებისპრობლემა აქვს სულაც არ შეუშლის ხელს. თუ ეს იქნებაინტელექტუალური საქმე, არანაირი შეზღუდვა არ არისფიზიკური ნაკლოვანება, თუმცა თუ ეს იქნება ეტლში მჯდომიადამიანი, ჩვენთან არ არის იმის საშუალება რომ ეტლითიმოძრაოს ადამიანმა სამწუხაროდ“

„ჩვენი საქმიანობის სფერო არის ფასადების კეთება მინით,რომლებიც დამზადების დროსაც საკმაოდ მძიმე წონისაა,შემდეგ არის სართულებზე ასატანი. ეს ყველაფერი ხდებახელით. საერთოდ ეს არის მძიმე ფიზიკური შრომა. არისმეორე ქვის წარმოება, რომელიც კიდევ უფრო მძიმესამუშაოა“

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირთა დასაქმების დამაბრკოლებელი ფაქტორები და ბარიერებიშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირთა დასაქმების დამაბრკოლებელი ფაქტორების უმრავლესობა უფრო მეტადდაკავშირებულია გარეგნულ ფაქტორებთან, ვიდრე შიდა ორგანიზაციულ ფაქტორებთან.საწარმოში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი კომპანიის ფარგლებში თავს კარგად გრძნობს,ადაპტირებულია, სამუშაოს წარმატებით ართმევს თავს, არ განიცდის დისკრიმინაციას, აქვსკარგი ურთიერთობა დამსაქმებელთან და კოლექტივთან. დასაქმების დამაბრკოლებელ

Page 16: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 16

ფაქტორთა უმრავლესობა ორგანიზაციის, კომპანიის ან კოლექტივის მიღმა არსებობს:

უმთავრეს დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს ფიზიკური გარემო, რომელიც არარის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის შესაძლებლობებზე. გარემოს პრობლემაპირდაპირ არის დაკავშირებული ტრანსპორტთან, გადაადგილებასთან. ამ პრობლემისწინაშე დამსაქმებელი უძლურია.

ერთ–ერთ ბარიერს წარმოადგენს სამუშაოს სპეციფიკა. იმ შემთხვევაში თუშესასრულებელი სამუშაო განსაკუთრებით მძიმეა, მოითხოვს ფიზიკურ ძალას, ანსიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს, დამსაქმებელი თავს იკავებს შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისდასაქმებისგან. რესპონდენტთა დიდი ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ადგილადმიიჩნევს კომპანიის ადმინისტრაციას, საოფისე საქმეს, ბუღალტერიას, მენეჯერულპოზიციებს და ა.შ. ანუ ისეთი ტიპის საქმიანობას, რომელიც თანამშრომლისგან არმოითხოვს ფიზიკურ ძალას.

იშვიათად, მაგრამ მაინც ფიქსირდებოდა ფობიური დამოკიდებულება დამსაქმებლისმხრიდან. შიში, იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი ვერ შეასრულებს დაკისრებულ სამუშაოს,ან ვერ დაიცავს უსაფრთხოების წესებს, გარკვეულწილად მაინც ახდენდარესპონდენტთა ნაწილის დამოკიდებულებებსა და მსჯელობებზე გავლენას.

უმთავრეს დაბრკოლებას წარმოადგენს ინფორმირებულობის დაბალი დონე. არახელმისაწვდომი ბაზები, სადაც პოტენციურ დამსაქმებელს შეუძლია მოძებნოსშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირი და მიიღოს ინფორმაცია მისი კომპეტენციისა და უნარების შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირთა დაბალი კვალიფიკაცია, რაც რესპონდენტთა აზრით, ხშირადგანპირობებულია არა დიაგნოზით, კონკრეტული შეზღუდვით, არამედ წარმოადგენსზოგად პრობლემას, რომელიც ისევე ეხება შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, როგორც სხვანებისმიერ პოტენციურ კადრს.

რესპონდენტთა აზრით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების საკითხის სენსიბილიზაციაუნდა მოხდეს საზოგადოებაში. დამსაქმებელი საზოგადოების ნაწილია, შესაბამისად

Page 17: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 17

საინფორმაციო კამპანია დამსაქმებელზეც მოახდენს გავლენას. დამსაქმებლებისუმრავლესობა აღნიშნავდა, რომ ისინი ვერასდროს ხედავენ შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს,არ აქვთ წვდომა, რეალური კონტაქტი მათთან, არ იციან მათი შესაძლებლობებისა დაუნარების, ან პროფესიის შესახებ, რომელსაც ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლოდაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში შეიძლება ეუფლებოდნენ.

დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისგან იგივე სარგებელსიღებდეს რასაც სხვა მის მიერ დასაქმებული თანამშრომლებისგან მიიღებდა. მათიაზრით, მხოლოდ თანაგრძნობა და ალტრუიზმი არ უნდა წარმოადგენდესდამსაქმებლისთვის მათი დასაქმების წამყვან მოტივებს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირის დასაქმების გამოცდილების არქონა წარმოადგენს მეწარმისთვის ერთ–ერთდამაბრკოლებელ ფაქტორს, რომელიც მას აიძულებს თავი მათი დასაქმებისგან.დასაქმების გამოცდილების მქონე რესპონდენტები მზად არიან დაასაქმონ სხვადასხვაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მაშინ როდესაც გამოცდილების არმქონერესპონდენტებთან მოტივაცია ასეთი მაღალი არ არის.

სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა, შეღავათების არარსებობა,საკანონმდებლო ბაზის არცოდნა, ისევე როგორც უცხოური გამოცდილების შესახებინფორმაციის არქონა წარმოდგენს შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმებისათვისდამაბრკოლებელ ფაქტორებს.

ფიზიკური გარემორესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ერთ–ერთუმთავრეს დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს არა ადაპტირებული და მოუწყობელიფიზიკური გარემო.

პანდუსების არარსებობა, ლიფტების არარსებობა სხვადასხვა ორგანიზაციებშიხშირად შეუძლებელს ხდის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმებას, მიუხედავად მათი დადამსაქმებლის სურვილისა და კეთილი ნებისა.

მოსასვენებელი ადგილების არარსებობა ორგანიზაციის ფარგლებში ასევე მიჩნეულია,

Page 18: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 18

როგორც ადაპტირებული ფიზიკური გარემოსათვის მნიშვნელოვანი პარამეტრი.

რესპონდენტთა ნაწილის აზრით, იმ შემთხვევაში თუ ერთი რაიონის, ან ქალაქისფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირთა დასაქმება სისტემურ სახეს მიიღებს სახელმწიფომ უნდაგამოყოს სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოემსახურება მათ გადაადგილებასდილით და საღამოს საათებში სამუშაოს დასრულების შემდეგ.

„შეიძლება ასეთი რამის მოფიქრება, ერთი და ორიადამიანისთვის შეიძლება არ მოხერხდეს, მაგრამ როცა 15–20ადამიანია, შეიძლება ამის გაკეთება. სულ დაჭირდება 15–20წუთი სპეციალურმა ტრანსპორტმა მთელ ქუთაისშისხვადასხვა მისამართებზე რომ მიიყვანოს ეს ხალხი“

„სპეციალური ტრანსპორტით შეიძლება გადაადგილდეს დასამსახურამდე მოვიდეს. უნდა იყოს ისე გაკეთებული, რომ 10იქნება თუ 20 ადამიანი ემსახურებოდეს ერთი სპეციალურიტრანსპორტი“

ინფორმირებულობაინფორმირებულობის დაბალი დონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების დამაბრკოლებელ ფაქტორთა შორისერთ–ერთი უმთავრესია არა ადაპტირებული ფიზიკური გარემოს შემდეგ.არაინფორმირებულობა რამდენიმე ასპექტისგან შედგება:

რესპონდენტთა უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთარაოდენობის შესახებ მოცემულ ქალაქსა თუ რაიონში და ქვეყანაში მთლიანად, ისევეროგორც არ ფლობს ინფორმაციას მათი რეალური შესაძლებლობების, პროფესიებისა დაუნარების შესახებ, რომლებსაც ისინი ეუფლებიან პროფესიულ სასწავლებლებში.სურვილისა და კეთილი ნების შემთხვევაშიც კი დამსაქმებელს არ აქვს წვდომაბაზებზე, სადაც ის შეძლებდა მისთვის სასურველი ინფორმაციის მოძიებას,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირის უნარებისა და კომპეტენციის შესახებ ინფორმაციის მიღებას და საკუთარსაწარმოო საჭიროებებზე მათ მორგებას.

რესპონდენტების უმრავლესობა, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმებისგამოცდილების არმქონე რესპონდენტები, არ ფლობენ ინფორმაციას პროფესიულისასწავლებლების შესახებ, ან უკეთეს შემთხვევაში მათ სმენიათ ამ სასწავლებლებზე,

Page 19: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 19

მიუღიათ სტაჟიორი პროფესიული სასწავლებლებიდან, მაგრამ არ იციან, რომსასწავლებლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებიც ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს.

რესპონდენტების ინფორმირებულობის დონე ნულს უტოლდება იმ შემთხვევაში თუსაქმე ეხება ცოდნას სახელმწიფო პროგრამების, პროექტების, არასამთავრობოორგანიზაციების აქტივობების შესახებ, რომელთა მიზანიც შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთადასაქმებაა.

რესპონდენტებს არაფერი სმენიათ სახელმწიფოს პოლიტიკის, სამომავლო გეგმებისშესახებ, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმებას შეიძლება ეხებოდეს.

რესპონდენტთა უმრავლესობას არც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და არცსახელმწიფო სტრუქტურებიდან არასდროს მიუღია ინფორმაცია შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთადასაქმების პერსპექტივების, პოტენციალის შესახებ. არასდროს მიუღიათ სახელმწიფოსან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებები, ინიციატივები ანერთგვარი წახალისება.

მეტ–ნაკლებად მაღალი ცნობადობა აქვს შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მიერ რუსთაველისგამზირზე ბოლო დროს გამართულ საპროტესტო აქციას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს შუალედური რგოლი, ხიდი,დამაკავშირებელი კვანძი, რომელიც შუამავლის ფუნქციას შეასრულებდა შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირსა დადამსაქმებელს შორის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი და დამსაქმებელი იზოლირებულნი არიანერთმანეთისაგან. დასაქმების გამოცდილების არმქონე რესპონდენტებმა არ იციან იმისშესახებ, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების წარმატებული პრაქტიკა არსებობს.მათ არ სმენიათ დამსაქმებლების შესახებ, რომლებსაც უკვე აქვთ შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთადასაქმების გამოცდილება.

„დავუშვათ მე მოვინდომე მათი დასაქმება, სად მოვძებნო ეს

Page 20: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 20

ხალხი? ვის მივმართო? ვინ უნდა გამიწიოს რეკომენდაცია?“

„კონკრეტულად ვერაფერს გავიხსენებ, თუმცა ტელევიზიითხშირად არის ამაზე საუბარი“

„არ არის კარგად ინფორმირებული, ჩვენამდე ეს ინფორმაციაარ მოსულა, ასე იქნება სხვა ორგანიზაციებშიც“

„დიახ, კარგი იქნება თუ იქნება ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ესა და ეს პროფესია საჭიროა ამა და ამ რაიონში და ა.შ.“

„თვითონ პროფესიული სასწავლებლის დირექტორი იქნებათუ ადმინისტრაცია, უნდა იყოს ერთი ადამიანიგამოყოფილი, რომელიც წარმოებებს უნდა ნახულობდეს დათვითონ უნდა სთავაზობდეს ასეთ რაღაცეებს თავისიშერჩევით. დავუშვათ არის სამკერვალო და ამ ხაზითშესთავაზოს თანამშრომელი. წეღან ჩვენ ვლაპარაკობდითჩუქურთმაზე, ვინც ავეჯს ამზადებს, შეიძლება ეს ადამიანიიჯდეს სახლში, საერთოდ არ მივიდეს სამსახურში დაადგილზე იმუშაოს, არ დაჭირდება ტრანსპორტითგადაადგილება. თვითონ პროფესიული სასწავლებლებიცუნდა იყვნენ დაინტერესებულები, დაამთავრებინე, ასწავლე,მერე რა?“

„ბაზა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სადაც ნებისმიერდამსაქმებელს შეეძლება სასურველი კადრის მოძიება ანინფორმაციის მიღება იმის შესახებ თუ იმ კონკრეტულპროფესიულ სასწავლებლებს რა კადრები ჰყავსდასასაქმებელი, რა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირები არიან და შესაბამისად როგორ არიან ადაპტირებულები...“

„ბოლო აქტივობა იყო, რომელიც ძალიან მომეწონარუსთაველის მეტროსთან ეტლები რომ დააყენეს მანქანისგასაჩერებელ ადგილებზე“

პროფესიული სასწავლებლები და შესაძლოთანამშრომლობის პერსპექტივებირესპონდენტთა ნაწილი, რომელიც მეტ–ნაკლებად იცნობს პროფესიულ სასწავლებლებს,აკრიტიკებენ ამ სასწავლებლების კურსდამთავრებულებს. მათი აზრით, პროფესიულსასწავლებლებში კვალიფიციური კადრების ფორმირება არ ხდება და სწავლებას ფორმალურისახე აქვს.

რესპონდენტთა აზრით, პროფესიულ სასწავლებლებში კვალიფიციური

Page 21: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 21

სპეციალისტები უნდა ამზადებდნენ კადრებს.

გამოკითხული რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ პროფესიულ სასწავლებლები უფრომჭიდროდ და აქტიურად უნდა თანამშრომლობდნენ დამსაქმებლებთან,განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების საკითხების კონტექსტში.

დამსაქმებელთა უმრავლესობის აზრით, რთულია კარგი სპეციალისტის მოძიება,განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება კონკრეტულ ხელობას.

„სანთლით არის საძებარი კარგი ხელოსანი“

„არ არის ახალგაზრდა ადამიანები ვისაც ხელობა აინტერესებს“

„მარტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა კი არა, საერთოდდასაქმების საქმე არის ძალიან ცუდად, ფაქტიურად ძალიანცოტაა ნორმალური სასწავლებლები და ამიტომსპეციალისტები ჭირს".

"ჩემი ბიზნესი აწყობილია ნახევრად არა კვალიფიცირებულ,თვითნასწავლ კადრებზე. ფაქტიურად ჩვენ არ გვყავსსპეციალისტები“

„რამდენიმე სფეროში, რასაც დიდი ცოდნა არ ჭირდება, ყავთნორმალური კადრი. ზოგადად არც კვალიფიციურიმასწავლებლები არ ყავთ, რომ მათ სხვებს ასწავლონ. ესზოგადად მთელი ქვეყნის პრობლემაა“

„უფრო მეტი დაფინანსება უნდა, ბაზა უნდა უკეთესი,სპეციალისტების მოძიება, მეტი არაფერი. ნამდვილად უნდახდებოდეს სტუდენტების შერჩევა და არა ისე, რომ ჯგუფი არდაიშალოს და სახელი დაერქვას რომ ფუნქციონირებს.ფაქტიურად ბიზნესი შიმშილობს, კადრები არ არის. ამაშირომ თანხა ჩაიდოს და მეტი ყურადღება მიექცეს პროფესიულსასწავლებლებს, აუცილებლად იმუშავებენ, სტუდენტებსაცგაუჩნდებათ სურვილი, რომ მივიდნენ და ისწავლონ“

„უფრო მეტი კვალიფიკაცია უნდა მიიღოს პირმა, ამისათვისსასწავლებლები მოწყობილი უნდა იყოს შესაბამისი ბაზითდა შემდეგ ინფორმაცია უნდა მივიდეს იმ დამსაქმებელთან.ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადვილად, მისიძებნა კი არ უნდა გვჭირდებოდეს, პირიქით აქეთ უნდაეძებდნენ. ჩემთან ძალიან კარგი ხელფასებია, მინიმუმ 400 და

Page 22: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 22

მაქსიმუმ 3000 ლარი და უმეტესი ხელფასები არის 1500ლარის ზემოთ, თანაც ძალიან სიმკაცრე არ არის. არისმოთხოვნა, არის საქმე, დღეში კაცი 50 ლარს გამოიმუშავებსდაახლოებით და წესით დღეში 5 ადამიანი უნდა მოდიოდესდა სამსახურს ითხოვდეს, მაგრამ ასეთი რამ არ ხდება“

სახელმწიფოს როლისავარაუდოდ ინფორმირებულობის დაბალი დონე განაპირობებს იმას, რომ რესპონდენტთაუმრავლესობას უჭირს მსჯელობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების საკითხებში სახელმწიფოს როლზე.

რესპონდენტთა მოსაზრებები სახელმწიფოს როლზე შემოიფარგლებოდა საგადასახადოშეღავათებით, რომელსაც სახელმწიფო შეიძლება უწესებდეს დამსაქმებელს შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისდასაქმების შემთხვევაში.

რესპონდენტთა დიდმა უმრავლესობამ არ იცის თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამჟამადშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირთა დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად, ან რა გეგმები აქვს სახელმწიფოსმომავალში. სახელმწიფოს პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ ცოდნის არარსებობაგანამტკიცებს წარმოდგენებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო არ ზრუნავსშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირის დასაქმებაზე. აღნიშნული წარმოდგენა დამსაქმებელზე ზემოქმედებს,როგორც დემოტივატორი, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: 1.დამსაქმებელთა აზრით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმებაზე უპირველეს ყოვლისასახელმწიფო უნდა ზრუნავდეს 2. დამსაქმებელთა აზრით, სახელმწიფო ჯეროვნად არზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირთა დასაქმებაზე 3. თუ სახელმწიფო ჯეროვნად არ ზრუნავსშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირთა დასაქმებაზე, მაშინ რატომ უნდა იზრუნოს ამ საკითხზე დამსაქმებელმა?

ფიზიკური გარემოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის შესაძლებლობებზე ადაპტაცია მიჩნეული,როგორც სახელმწიფოს ვალდებულება. რესპონდენტთა აზრით, ორგანიზაციისფარგლებში გარემოს ადაპტაცია დამსაქმებლის ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს,თუმცა ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ შეზღუდული შესაძლებლობების

Page 23: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 23

მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა გადაადგილებაზესახელმწიფომ უნდა იზრუნოს. გადაადგილება, დამსაქმებელთა აზრით, ნომერ პირველბარიერს წარმოადგენს, რომლის წინაშეც ხშირად არა მხოლოდ შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირიაუძლური, არამედ დამსაქმებელიც.

რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ დამსაქმებლის ინტერესისა და მოტივაციის ამაღლებაშესაძლებელია საგადასახადო შეღავათებით. მათი აზრით, არ უნდა იბეგრებოდესშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირის ხელფასი. მიუხედავად ამისა, ეს მოტივატორი წამყვანი მნიშვნელობის არარის გამოკითხული დამსაქმებლებისათვის. საგადასახადო შეღავათები, მართალიახშირად დასახელებულ მოტივატორს წარმოადგენს, მაგრამ დამსაქმებლებისთვისაღნიშნულ მოტივატორს ფსიქოლოგიური წონა აკლია, გარდა ამისა, არც წმინდადფინანსური თვალსაზრისით აღიქმება, როგორც მნიშვნელოვანი სარგებლის მომცემი.

მეწარმეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმება არ უნდაიყოს დამოკიდებული მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზე და კანონით უნდა იყოსრეგულირებული. სახელწმიფო მეწარმეს კანონით უნდა ავალდებულებდესშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირის დასაქმებას, მაგრამ ამავე დროს შეღავათებსაც უნდა სთავაზობდეს მას დარაც მთავარია ზრუნავდეს დასაქმებულების გადაადგილებაზე.

„კანონის წინაშე ყველა უძლურია და უნდა იყოს კანონითრეგულირებული ეს საკითხი, მარტო ჩემს სურვილზე არ უნდაიყოს დამოკიდებული. მე შეიძლება მინდა რომ დავასაქმომაგრამ სხვამ შეიძლება შეიკავოს თავი“

რესპონდენტთა აზრით, დამსაქმებელი განიცდის ერთგვარ შიშს, იმასთანდაკავშირებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირმა შეიძლება ვერ გაუწიოს სრულფასოვანიკონკურენცია სხვა თანამშრომლებს შრომისუნარიანობის თვალსაზრისით. აქედანგამომდინარე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმება რისკთან არისდაკავშირებული დამსაქმებლისთვის. აღნიშნული რისკი, ან განცდა იმისა, რომშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირის მიერ შესრულებული სამუშაო შესაძლოა არ იყოს 100%–ითდამაკმაყოფილებელი დამსაქმებლისთვის, სახელმწიფო შეღავათებით უნდაკომპენსირდეს.

Page 24: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 24

რესპონდენტთა აზრით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმებაზე ვალდებულებას როგორცსახელმწიფო, ასევე მეწარმე უნდა იღებდეს. შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმება უნდაიყოს ორმხრივი და კანონით რეგულირებული ვალდებულება. მხოლოდ ამის შემდეგშეიძლება განვიხილოთ ისეთი ფაქტორები, როგორიც არის სოციალურიპასუხისმგებლობა, თანაგრძნობა და ემპათია, დამსაქმებლის ინდივიდუალური,პიროვნული ასპექტები და ა.შ.

„წარმოებაში თუ მუშაობს ასეთი ადამიანი არ უნდა იხდიდესსაშემოსავლო გადასახადს. სხვა ფაქტორებს ვერ გეტყვით“

„ასეთი ხალხი გათავისუფლებული უნდა იყოს საშემოსავლოგადასახადებისაგან“

„შეღავათები უნდა არსებობდეს ჩემი აზრით არა მარტოშეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის არამედ იმორგანიზაციისათვის ვინც მას დაასაქმებს. ამგვარად კომპანიაუფრო დაინტერესებული იქნება მათი დასაქმებით“

„ყველაზე ქმედითი იქნება მერიამ, სახელმწიფომ ანადგილობრივმა თვითმმართველობამ დააფინანსოსპანდუსების დამონტაჟების თანხები. ბევრ ორგანიზაციას არაქვს ამის საშუალება და შესაძლოა მაგიტომ არ აიყვანოს და თუსახელმწიფო უზრუნველყოფს კარგი იქნება“

შრომისა და დასაქმების სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებების აღწერა

მოცემული კვლევის ფარგლებში ინტერვიუ განხორციელდა შრომისა და დასაქმებისსამინისტროს წარმომადგენელთან. რესპონდენტს ვთხოვდით განეხილა არსებულისაკანონმდებლო ბაზა და კანონპროექტები, რომელიც უნდა არეგულირებდეს შეზღუდულიშესაძლობლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთადასაქმების საკითხებს.

სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს 1998 წელსმიღებული კანონი, რომელიც დღემდე მოქმედებს და ვერ პასუხობს შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთარეალურ საჭიროებებს, ისევე როგორც არ ასახავს არსებულ რეალობას და საერთაშორისოპრაქტიკას ამ სფეროში.

Page 25: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 25

სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, წინა ხელისუფლებამ გააუქმა კანონი დასაქმებისშესახებ, თუმცა ახალი კანონი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა დასაქმებას უნდაარეგულირებდეს ჯერ–ჯერობით არ არის ძალაში შესული და მხოლოდ კანონპროექტისსახით არსებობს. ქვემოთ მოცემული ციტატა უცვლელი სახით აღწერს გამოკითხულირესპონდენტის მსჯელობებს ამ საკითხთან დაკავშირებით:

„რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთადასაქმებას, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზაარსებობს ქვეყანაში, რაც თქვენ გაინტერესებთ. როგორცმოგეხსენებათ არსებული კანონმდებლობა, მოქმედიდღესდღეობით, სოციალურ დაცვის შესახებშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 98 წელსმიღებული კანონია და დღევანდელ კრიტიკას ვეღარუძლებს და მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონზე, მისგამდიდრებაზე, ჩანაცვლებაზე. მაგრამ საინტერესო ისარის რომ ზოგადი დასაქმების კანონპროექტები,რომლებიც გარკვეულად სივრცეს ქმნიან შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებისათვისაც,გაუქმებული იყო წინა ხელისუფლების დროს.დასაქმების შესახებ კანონი გაუქმდა წინა ხელისუფლებისდროს და ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის ახალი. ჩვენრამოდენიმე კანონპროექტი გავაკეთეთ. დეპარტამენტიპრაქტიკულად ლიკვიდირებული იყო წინახელისუფლების დროს და 2013 წლიდან რეალურადვმუშაობთ ამაზე. რეალურად კანონპროექტები გვაქვსდასაქმების შესახებ, შრომითი მიგრაციის შესახებ,ძალიან მნიშვნელოვანი კანონი შრომის უსაფრთხოებისადა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ და ასევე შრომისინსპექციის შესახებ“

სამინისტროს წარმომადგენლის აზრით, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ახალისაკანონმდებლო ბაზის არქონა, რომლის გარეშეც შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა დასაქმებისათვის უკვეგაწერილი და შემუშავებული პროგრამების რეალური განხორციელება შეუძლებელია. მისითქმით, სახელმწიფოს აქვს შემუშავებული როგორც ახალი კანონპროექტი, ასევე პროგრამები,რომლებმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროებების მქონე პირთა დასაქმებას უნდა შეუწყოს ხელი, თუმცა ერთი ინსტრუმენტიმეორის გარეშე არ მუშაობს, არსებული პროექტების იმპლემენტაცია განახლებულიკანონპროექტის დამტკიცების გარეშე არ არის შესაძლებელი.

რესპონდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ არა მხოლოდ ახალი კანონპროექტია

Page 26: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 26

შემუშავებული, არამედ პროგრამებიც, რომლებიც უნდა მოერგოს ახალ კანონს და ხელიშეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროებების მქონე პირთა დასაქმებას.

„სხვანაირად არაფერი გამოვა, რადგან ყველა ამ კანონშირაღაც პირობებია ჩადებული, რაც მთლიანად მოგვცემსსაშუალებას რომ მომავალში ვიფიქროთ მათისპეციალური პროგრამების შექმნაზე დაგანხორციელებაზე“

„პირადად ჩვენთან დეპარტამენტში მომზადდაკანონპროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირთა სოციალური ინტეგრაციის შესახებ.აბსოლიტურად ყველაფერია, უფლებებიდან დაწყებული,შრომის პირობებით და დასაქმებით დამთავრებული. რახდება იცით? ეს შემდეგი ეტაპია. კანონპროექტებირომელიც ჩამოვთვალე, აუცილებლად მისაღებია რომ გზაქონდეს მერე ამ კანონს. გარდა ამისა, ჩვენ ეხლამუდმივად ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით, ძალიანაქტიურად ვთანამშრომლობთ შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებებთან.სამწუხაროდ რა არის იცით? გაუქმება ადვილი იყოკანონების, აღდგენა ცოტა ძნელია. იმიტომ რომ ისკანონები რომლებიც გაუქმდა, მართალია მოკლე იყო,მაგრამ რაღაც გზას და სივრცეს იძლეოდა და ეს ახალიკანონები კიდევ ახალი ევროინტეგრაციის სტანდარტებსრომ დააკმაყოფილებდეს კიდევ რთულია. ეს კანონიცევროპული მაგალითებიდან არის, მოლდოვა, ჩეხეთი, ისქვეყნები რომლებსაც ეს გამოცდილება აქვს“

შედეგების შეჯამებასაშუალო და მსხვილ მეწარმეებთან აღნიშნული ტერმინები შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე პირი და სპეციალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების პირი მეტ–ნაკლებადუცნობია, განსაკუთრებით რესპონდენტებისათვის, რომლებსაც არ აქვთ შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირის დასაქმების გამოცდილება. მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებაგააჩნდეს ტერმინს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი, კიდევ უფრომეტად უცხოა რესპონდენტებისთვის.

დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ფლობდეს დიფერენცირებულ,

Page 27: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 27

სტრუქტურირებულ ცოდნას, იმის შესახებ, თუ ფიზიკური და მენტალური პრობლემების რასპექტრს ეხება საქმე, როდესაც საუბრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირზე.მნიშვნელობას იძენს ყველა ნიუანსი, რადგან დამსაქმებელი მიიჩნევს, რომ ის უნდაურთიერთობდეს არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთან, როგორცდეპერსონალიზირებულ, ფიზიკურ პირთან, არამედ ინდივიდთან, რომელიც უნდა მოერგოსსამუშაო გარემოს, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკას და ა.შ. სხვაგვარად თუ ვიტყვითდამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისრეალური შესაძლებლობებისა და უნარების შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისადმი კოლექტივის დამოკიდებულებარეგულირებულია არა ე.წ. სოციალური პასუხისმგებლობით, ან მოქალაქეობრიობასთანდაკავშირებული, ან სამოქალაქო ვალდებულებასთან დაკავშირებული რაიმეგანსაკუთრებული გრძნობით, არამედ ერთი მხრივ, ტრადიციული მორალით (რომელზეცრელიგიურობა ახდენს გავლენას), ხოლო მეორე მხრივ, ინდივიდუალური ეთიკურინორმებით.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რესპონდენტთა უმრავლესობისთვის უცნობიასაკანონმდებლო ბაზა, რომელიც უნდა არეგულირებდეს შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირის და დამსაქმებლის,მათი და საზოგადოების ურთიერთობას ზოგადად, უცნობია მათთვის ე.წ. სამოქალაქოსაზოგადოებისათვის დამახასიათებელი პოზიცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დასპეციალური საგანმანათლებო საჭიროებების მქონე პირისადმი.

სამუშაო გარემოსთან ადაპტაცია უნდა განვიხილოთ როგორც ორმხრივი პროცესი.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირი ადაპტირდება სამუშაო გარემოსთან, ისევე როგორც გარემო ცდილობს ადაპტირდესშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირთან.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირის დასაქმების გამოცდილების მქონე რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერდასაქმებული პირები სხვა თანამშრომლებთან შედარებით განსაკუთრებით სწრაფადადაპტირდებიან სამუშაო გარემოსთან, ისევე როგორც სირთულეებთან, რომლებიცშეზღუდულ შესაძლებლობებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

დამსაქმებელსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირს შორის პირველი შეხვედრა, გასაუბრება, ხშირად შემთხვევითიბუნების არის, შემთხვევითი ფაქტორებით არის განპირობებული. ნაცნობობა, მეგობრისთხოვნა, მეზობლობა, ნათესავური კავშირები წარმოადგენს ფაქტორებს, რომლებიცშესაძლებელს ხდის შეხვედრას დამსაქმებელსა და შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს შორის. პროფესიული

Page 28: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 28

სასწავლებლების, ან სხვა ინსტიტუციების როლი მინიმალურია. შეხვედრის, პირველიკონტაქტის ერთ–ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მაღალი კომპეტენცია.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირის დასაქმების გამოცდილების არმქონე რესპონდენტებთან ინფორმირებულობა თითქმისნულს უტოლდება. რესპონდენტთა ამ ნაწილს თითქმის არაფერი, ან საერთოდ არაფერისმენია მაგალითად, იმის შესახებ, რომ პროფესიულ სასწავლებლებში შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებიეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს.

უმთავრესი განსხვავება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმების გამოცდილების არმქონე და ამგამოცდილების მქონე რესპონდენტთა წარმოდგენებს შორის მდგომარეობს შემდეგში:გამოცდილების არმქონე რესპონდენტებისათვის შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმება ძალიან რთულ,ფიზიკურად რთულ საკითხს წარმოადგენს, მაშინ როდესაც გამოცდილების მქონერესპონდენტებისათვის ასეთი თანამშრომლის არსებობა სამსახურში, მის მიერშესრულებული სამუშაო, კოლექტივთან ურთიერთობა და ადაპტაციის ხარისხი, არა მხოლოდპრობლემებსა და განსაკუთრებულ ბარიერებს არ გულისხმობს, არამედ მიჩნეულია, როგორცუპირატესობა წარმოებისთვის.

სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა, შეღავათების არარსებობა, საკანონმდებლობაზის არცოდნა, ისევე როგორც უცხოური გამოცდილების შესახებ ინფორმაციის არქონაწარმოდგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირის დასაქმებისათვის დამაბრკოლებელ ფაქტორებს.

უმთავრეს დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს ფიზიკური გარემო, რომელიც არ არისადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირის შესაძლებლობებზე. გარემოს პრობლემა პირდაპირ არისდაკავშირებული ტრანსპორტთან, გადაადგილებასთან. ამ პრობლემის წინაშე დამსაქმებელიუძლურია.

უმთავრეს დაბრკოლებას წარმოადგენს ინფორმირებულობის დაბალი დონე. არახელმისაწვდომი ბაზები, სადაც პოტენციურ დამსაქმებელს შეუძლია მოძებნოს შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი და მიიღოსინფორმაცია მისი კომპეტენციისა და უნარების შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირის დასაქმების გამოცდილების არქონა წარმოადგენს მეწარმისთვის ერთ–ერთდამაბრკოლებელ ფაქტორს, რომელიც მას აიძულებს თავი შეიკავოს მათი დასაქმებისგან.

Page 29: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 29

დასაქმების გამოცდილების მქონე რესპონდენტები მზად არიან დაასაქმონ სხვადასხვაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მაშინ როდესაც გამოცდილების არმქონერესპონდენტებთან მოტივაცია ასეთი მაღალი არ არის.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირთა დასაქმების დამაბრკოლებელი ფაქტორების უმრავლესობა უფრო მეტადდაკავშირებულია გარეგნულ ფაქტორებთან, ვიდრე შიდა ორგანიზაციულ ფაქტორებთან.

სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა, შეღავათების არარსებობა, საკანონმდებლობაზის არცოდნა, ისევე როგორც უცხოური გამოცდილების შესახებ ინფორმაციის არქონაწარმოდგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირის დასაქმებისათვის დამაბრკოლებელ ფაქტორებს.

ინფორმირებულობის დაბალი დონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების დამაბრკოლებელ ფაქტორთა შორისერთ–ერთი უმთავრესია არა ადაპტირებული ფიზიკური გარემოს შემდეგ

რესპონდენტთა უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რაოდენობის შესახებმოცემულ ქალაქსა თუ რაიონში და ქვეყანაში მთლიანად, ისევე როგორც არ ფლობსინფორმაციას მათი რეალური შესაძლებლობების, პროფესიებისა და უნარების შესახებ,რომლებსაც ისინი ეუფლებიან პროფესიულ სასწავლებლებში.

რესპონდენტთა უმრავლესობას არც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და არც სახელმწიფოსტრუქტურებიდან არასდროს მიუღია ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების პერსპექტივების,პოტენციალის შესახებ.

რესპონდენტებს არაფერი სმენიათ სახელმწიფოს პოლიტიკის, სამომავლო გეგმების შესახებ,რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირთა დასაქმებას შეიძლება ეხებოდეს

რესპონდენტების უმრავლესობა, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების გამოცდილებისარმქონე რესპონდენტები, არ ფლობენ ინფორმაციას პროფესიულ სასწავლებლების შესახებ

რესპონდენტთა მოსაზრებები სახელმწიფოს როლზე შემოიფარგლებოდა საგადასახადოშეღავათებით, რომელსაც სახელმწიფო შეიძლება უწესებდეს დამსაქმებელს შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისდასაქმების შემთხვევაში.

რესპონდენტთა დიდმა უმრავლესობამ არ იცის თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამჟამად

Page 30: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 30

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირთა დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად, ან რა გეგმები აქვს სახელმწიფოს მომავალში.

რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ დამსაქმებლის ინტერესისა და მოტივაციის ამაღლებაშესაძლებელია საგადასახადო შეღავათებით. მათი აზრით, არ უნდა იბეგრებოდესშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირის ხელფასი.

მეწარმეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმება არ უნდა იყოსდამოკიდებული მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზე და კანონით უნდა იყოსრეგულირებული.

რესპონდენტთა აზრით, დამსაქმებელი განიცდის ერთგვარ შიშს, იმასთან დაკავშირებით, რომშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირმა შეიძლება ვერ გაუწიოს სრულფასოვანი კონკურენცია სხვა თანამშრომლებსშრომისუნარიანობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმება რისკთან არისდაკავშირებული დამსაქმებლისთვის. აღნიშნული რისკი, ან განცდა იმისა, რომ შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მიერშესრულებული სამუშაო შესაძლოა არ იყოს 100%–ით დამაკმაყოფილებელიდამსაქმებლისთვის, სახელმწიფო შეღავათებით უნდა კომპენსირდეს.

რეკომენდაციებიდამსაქმებელი არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხებისშესახებ უნდა ფლობდეს ინფორმაციას, არა მხოლოდ სახელმწიფო ან არასამთავრობოპროექტების შესახებ უნდა ფლობდეს ცოდნას, არამედ ხელი უნდა მიუწვდებოდესინფორმაციაზე, რომელიც უშუალოდ, კონკრეტულ რაიონში, ქალაქში მცხოვრებ შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, მისკომპეტენციას, უნარებსა და დასაქმების შესაძლო პერსპექტივებს აღწერს. ე.ი. დამსაქმებელიშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული, დამსაქმებელმა უნდა იცოდეს, რომ მაგალითადქუთაისში ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირი, რომელიც კარგი ხელოსანი ან კარგი ბუღალტერია და ა.შ.

საჭიროა საინფორმაციო ბაზების შექმნა ყველა ქალაქსა და რაიონში. დამსაქმებელსუნდა შეეძლოს ამ ბაზებით სარგებლობა, შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მოძიება,

Page 31: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 31

ინფორმაციის მიღება მათი კომპეტენციისა და უნარების შესახებ.

დამსაქმებლისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ურთიერთობა, პირველი შეხვედრახშირად შემთხვევითი ხასიათის არის, ან მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზეადამყარებული. ინფორმაციის გაცვლა დამსაქმებელსა და ინსტიტუციებს შორის,რომელთაც პირდაპირ თუ ირიბად ეხებათ შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმება არ არისსისტემური, კონტროლირებული, კონკრეტულად გაწერილ პროცედურასდაქვემდებარებული.

პროფესიული სასწავლებლები დამსაქმებლებთან აქტიურად უნდათანამშრომლობდნენ და კვალიფიციურ კადრებს სთავაზობდნენ დამსაქმებელს, უნდააწვდიდნენ დამსაქმებელს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა უნარებისა დაკომპეტენციის შესახებ. ინფორმაციის გაცვლას მასობრივი და სისტემური ხასიათიუნდა ქონდეს.

დამსაქმებელთა უმრავლესობა საჭიროებს უკვე დამუშავებულ, მზა ინფორმაციას,რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის შესაძლებლობებისადა კომპეტენციის შესახებ და ამავე დროს უნდა ითვალისწინებდეს ბაზრისსაჭიროებებს, მოთხოვნებს კონკრეტულ პროფესიებთან დაკავშირებით და ა.შ.

უნდა იქნეს შესწავლილი დასაქმების ბაზარი და რეალური საჭიროებები, არსებულიდეფიციტი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირთა განათლება და ფორმირება ამ დეფიციტის გათვალისწინებითუნდა მოხდეს.

ნებისმიერი ტიპის, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული შეღავათი დამსაქმებლისთვისდამატებითი მოტივატორი იქნებოდა, რადგან გამოკითხულ დამსაქმებელთაუმრავლესობა შინაგან მოტივატორთა ნაკლებობას არ განიცდის.

მეწარმე სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაინტერესებული, წახალისებული.სახელმწიფომ მეწარმეს გარკვეული საგადასახადო შეღავათები უნდა დაუწესოს.

მნიშვნელოვანია რომ ის, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების გამოცდილების მქონე მეწარმეებთანჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო რეალობას წარმოადგენს (დასაქმებული პირი, მისი

Page 32: დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა …inclusion.ge/res/docs/201507151414467947.pdfP a g e | 3 ზოგადიინფორმაცია

P a g e | 32

ურთიერთობა კოლექტივთან, მის მიერ შესრულებული სამუშაო და ა.შ.), როგორც მინიმუმადვილად წარმოსადგენი, ადვილად გასააზრებელი მაინც გახდეს პოტენციური დაგამოცდილების არმქონე დამსაქმებლისთვის.

უნდა აღმოიფხვრას კონტრასტი ობიექტურ რეალობასა და მის წარმოსახვით ვერსიას შორის.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირთა დასაქმების გამოცდილების მქონე რესპონდენტები ურთიერთობენ ობიექტურრეალობასთან (რეალურად დასაქმებულ პირებთან), რომელიც ბევრად უფრო მსუბუქია,ვიდრე დასაქმების გამოცდილების არმქონე რესპონდენტთა ბარიერებითა დადაბრკოლებებით სავსე წარმოსახვა. დასაქმების გამოცდილების არმქონე რესპონდენტებიბევრად უფრო მეტად ფრთხილები, უფრო მეტად კრიტიკულები არიან შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთადასაქმების საკითხისადმი, ვიდრე გამოცდილების მქონე რესპონდენტები. აქედანგამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების გამოცდილების მქონე მეწარმეები,გამოცდილების არმქონე მეწარმეებს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, ამხნევებდნენმათ, ან არწმუნებდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის დასაქმებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებში,უპირატესობებში.

გარდა ზემოთ ნახსენებისა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ფიზიკური გარემოსადაპტაცია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირის გადაადგილებაზე, მათთვის განკუთვნილ სატრანსპორტოსაშუალებებზე ზრუნვა, რადგან ადაპტირებული გარემოს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელიიქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე პირების მიერ საკუთარი შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციების ბოლომდეგამოვლენა, ასევე, დამსაქმებელიც, თავისი მხრივ, შეზღუდული იქნება არჩევანის გაკეთებისასშეზღუდული შესაძლებლობების მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეპირის სამსახურში აყვანის დროს.

გასათვალისწილებელია, რომ დამსაქმებელთა რჩევების და რეკომენდაციების მთავარადრესატს სახელმწიფო წარმოადგენს.