jurnalis garekani 3 - nplgdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/9815/1/asomtavrulis_agdgena.pdf ·...

6

Upload: others

Post on 22-Jun-2020

5 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: Jurnalis garekani 3 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/9815/1/Asomtavrulis_Agdgena.pdf · ასოების შესწავლა, მათი წერის ათვისე-ბა
Page 2: Jurnalis garekani 3 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/9815/1/Asomtavrulis_Agdgena.pdf · ასოების შესწავლა, მათი წერის ათვისე-ბა

Ⴇ Ⴋ

Ⴇ Ⴋ

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Ⴔულდა, Ⴂერმანია

Ⴀსომთავრულის აღდგენის საკითხი პირველად წამოაყენა Ⴀკაკი Ⴘანიძემ 1962 წ., მაგრამ მიუხედავად მისი უდიდესი მცდელობისა, საქმე დღესაც რჩება მოუგვარებელი.

ნობილია, რომ თანამედროვე ქართულ წერაში იხმარება ხე-ლოვნურად შექმნილი მთავრუ-

ლი ასოები, რომლებიც პირველად შე-მოღებულ იქნა გაზეთ „Ⴃროების“ მიერ 1866 წელს რუსული დამწერლობის ზეგავლენით. Ⴋანამდის კი იხმარებოდა ჭეშმარიტი მთავრული ასოები მრგვლოვანის სახით. Ⴀმ პრობლემის გასაგებად საჭიროა

პატარა ექსკურსი ისტორიაში. Ⴇანა-მედროვე დამწერლობებში ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, სლავურ ფუძეებზე განირჩევა სასტრიქონო და საზედაო (მთავრული) ასოები. Ⴄს სხვაობა გა-მომდინარეობს ჩვეულებრივი ასოების და ინიციალების დაპირისპირებიდან (ლათინური დამწერლობის ქვეყნებში მე-11–15 სს). Ⴑასტრიქონო ასოები აგრძელებენ

შუასაუკუნეების კურსივის წარმოშობის მინუსკულური წერის ტრადიციებს. Ⴋინუსკულური (ლათ. minusculus პა-ტარა) წერა ხმარობს მხოლოდ სასტ-რიქონო ასოებს. Ⴄგი შეიქმნა როგორც სწრაფწერის და კურსივის შედეგი მე-8 საუკუნის ბოლოს (ლათინურ ანბანის ფუძეზე). Ⴁერძნული სწრაფწერა კი შე-იქმნა მე-9 ს. Ⴋე-13 საუკუნიდან ლათინურ დამ-

წერლობაში იწყება მაჲუსკულური და მინუსკულური ასოების ხმარება სხვა-დასხვა ფუნქციით.

Ⴀსოების შემოღების თარიღები

Ⴋთავრული Ⴌუსხური Ⴂაკრული Ⴋთ./ნუსხ.

Ⴁერ. Ⴛვ.წ. 9 ს. 2 ს. 3 ს. 13 ს.

Ⴊათ. Ⴛვ.წ. 7 ს . 2 ს. 3 ს. 13 ს.

Ⴕარ. Ⴛვ.წ. 5 ს . 8 ს. 8 ს. 14 ს.

Ⴑომ. Ⴀხ.წ. 5 ს. 13 ს. 19 ს. 14 ს.

Ⴑლა. 10 ს. 14 ს. 15 ს. 16 ს.

Ⴑაზედაო (მთავრული) ასოები სასტ-რიქონოებისაგან განირჩევა სიმაღლით,

ზოგ შემთხვევაში კი მოხაზულობითაც (ბერძ. Αα, Γγ, Δδ; ლათ. Aa, Bb, Gg). Ⴑაზედაო ასოები ატარებენ არა მარტო ასოების ხასიათს, არამედ დეტერმინატივებისაც, აღნიშნავენ რა მათგან დაწყებულ სიტყვას როგორც წინადადების დაწყებას, საკუთარ სა-ხელს, სხვადასხვა სათაურების ნაწი-ლებს. Ⴂერმანულ დამწერლობაში სა-ზედაო ასოებით წერენ არსებით სახე-ლებს, ინგლისურში — ყველა სრულ-მნიშვნელოვან სათაურებს. Ⴑაზედაო ასოები ორიენტირებულია ლათინური კაპიტალური მონუმენტური მაჲსკულური წერის ფორმებზე. Ⴋაჲუსკულური წერა (ლათ. majuscu-

lus ცოტაოდენ მეტი) შედგება მარტო საზედაო ასოებისაგან. Ⴁერძნული მაჲ-უსკულური წერა წარმოდგენილია კლასიკური მონუმენტური ბერძნული ანბანით, რომელიც დამკვიდრდა Ⴀთენში ძვ. წ. მე-7 ს. Ⴊათინური მაჲუს-კულური წერა წარმოდგენილია მონუ-მენტური ლათინური ანბანით (ძვ. წ. მე-6 ს.). Ⴑათაურებში, წერტილის შემდეგ ტექსტის ნაწილის გამოსაყოფად, საკუ-თარ სახელებში საზედაო ასოების ხმა-რება ლათინურ წერაში დაიწყო მე-13, სლავურ წერაში კი მე-16 ს. Ⴀხლა გადავხედოთ ქართული დამ-

წერლობის განვითარეას. Ⴕართული დამწერლობა წარმოიშვა წარმართულ ხანაში, რაც დაამტკიცა Ⴐამაზ Ⴎატა-რიძემ თავის ბრწყინვალე მონოგრაფი-აში „Ⴕართული ასომთავრული“.

Ⴀრმაზის ლანგარის ინიციალები

„Ⴁ(ერცუმ) Ⴎ(იტიახში) Ⴕ(არძამის-ძჱ)“

(ახ. წ. 70 ს.)

Ⴀრმაზის სტელის ვენზელი „Ⴝ(ევახო)Ⴑ“

(ახ. წ. 75 ს.)

Ⴌეკრესის სტელა

(ახ. წ. I ს.) Ⴃავათის სტელა

(367 წ.)

Ⴕართული დამწერლობის აქამდე აღმოჩენილ უძველეს ნიმუშად ითვლება

Ⴀრმაზის ნეკროპოლში აღმოჩენილ ვერცხლის ლანგარზე ახ. წ. 70 წ. შეს-რულებული პიტიახშის ინიციალები. Ⴅენზელი სტელაზე იმავე ნეკროპოლი-დან შესრულებულია 75 წ. Ⴜარწერა Ⴌეკრესის ნაქალაქარში აღმოჩენილ საფლავის ქვაზე ამოკვეთილია 1–2 სს. Ⴄრწო-Ⴇიანეთში, სოფელ Ⴃავათში არ-ქეოლოგიური გათხრების დროს აღმო-ჩენილ ქვა-ჯვარზე ასომთავრული ან-ბანი ამოკვეთილია 367 წ. Ⴎალესტინა-ში Ⴎეტრე Ⴈბერიელის მიერ მე-5 ს. აშენებული მონასტრის მოზაიკური წარწერა დათარიღებულია 430 წლით. Ⴙვენამდის მოაღწია მე-5 ს. პალიმფ-სესტმა Ⴑახარების ფრაგმენტით.

Ⴋოზაიკური წერწერები Ⴎალესტინის Ⴜმინდა

Ⴇეოდორეს მონასტერში (430 წ.)

Ⴔრაგმენტი Ⴑახარებიდან. V ს. (პალიმფსესტი)

Ⴋოზაიკური წერწერა Ⴎალესტინის Ⴜმინდა

Ⴇეოდორეს მონასტერში (532 წ.)

Ⴄს ასოები მოხაზულობით მრგვალია და სიმაღლით ისინი თანაბრები არიან (იწერებიან ორ ხაზს შუა). Ⴃროთა გან-მავლობაში ზოგ ასოს ჩამოუგრძელდა ვერტიკალური ხაზი, ზოგს კი შეკრული თავი გაეხსნა. Ⴃაახლოვებით მე-8 ს. „მრგვლოვანიდან“ წარმოიშვა ე. წ. „ნუსხური“, რომელიც წარმოადგენს წერის კუთხოვან სახეობას და რომელ-შიც ოთხი სხვადასხვა სიმაღლის ასოთა ჯგუფია და ასოები ოდნავ მარჯვნივაა გადახრილი. Ⴂანვითარების შემდეგ ეტაპზე (მე-8 ს.) ასოები დამრგვალდა, გასწორდა და გამარტივდა, რაც

Page 3: Jurnalis garekani 3 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/9815/1/Asomtavrulis_Agdgena.pdf · ასოების შესწავლა, მათი წერის ათვისე-ბა

განაპირობა მათი გადაბმულობისაკენ მიდრეკილებამ. Ⴀმასთანავე ასოებმა შეინარჩუნეს ოთხხაზოვნობა. Ⴜარმოიშ-ვა ქართული წერის მესამე სახეობა — „მხედრული“, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს სწრაფწერის ნაირსახეო-ბას.

Ⴕართული წერის სახეობები Ⴀსომთავრული

ႠႡႢႣႤႥႦჁႧႨႩႪႫႬჂႭႮႯႰႱႲჃႳႴႵႶႷႸႹႺႻႼႽႾჄႿჀჅ

Ⴌუსხური

ⴀⴁⴂⴃⴄⴅⴆⴡⴇⴈⴉⴊⴋⴌⴢⴍⴎⴏⴐⴑⴒⴣⴓⴔⴕⴖⴗⴘⴙⴚⴛⴜⴝⴞⴤⴟⴠⴥ

Ⴋხედრული

აბგდევზჱთიკლმნჲოპჟრსტჳუფქღყშჩცძწჭხჴჯჰჵ

Ⴆემოხსენებულიდან ნათლად ჩანს, რომ ქართულმა წერამ თავის განვითა-რებაში იგივე გზა განვლო, რაც ბერძ-ნულმა და ლათინურმა. Ⴕართული წე-რის სამივე სახეობა შემდგომში პარა-ლელურად იხმარებოდა. Ⴜიგნები ნუს-ხურით იწერებოდა, მრგვლოვანი კი იხმარებოდა სათაურებში, ინიციალების და აბზაცების დასაწყისად.

Ⴀნტონ Ⴁაგრატიონი. „Ⴜყობილსიტყვაობა“.

Ⴂადაწერილია 1768 წ. Ⴂიორგი Ⴀლექსი-Ⴋესხიშვილის მიერ

Ⴂეორგიევსკის ტრაქტატი (დასაწყისი). 1783 წ.

Ⴂეორგიევსკის ტრაქტატი. 1783 წ.

Ⴋრგვლოვანი და მხეედრული ასოე-ბით არის დაბეჭდილი ერთ-ერთი პირ-ველთაგანი ქართული ნაბეჭდი წიგნი „Ⴕართული ენის გრამატიკა“ (Ⴐომი, 1643 წ.), აგრეთვე Ⴇბილისში დაბეჭ-

დილი წიგნები „Ⴉონდაკი“ და „Ⴊოცვა-ნი“ (1710 წ.), Ⴂაჲოზ Ⴐექტორის „Ⴀნ-ბანი. Ⴊოცვანი. Ⴋოკლე საქრისტიანო სწავლა“ (Ⴋოზდოკი, 1797 წ.).

„Ⴉიტაიის სიბრძნე“, 1784 წ. (თავფურცელი)

Ⴀნტონ Ⴁაგრატიონი. „Ⴜყობილსიტყვაობა“. Ⴂადაწერილია 1781 წელს Ⴈოასაფის მიერ

Ⴄრეკლე მეფის წერილი Ⴐუსეთის იმპერატორ

Ⴄკატერინე II-სადმი (1784 წ.)

Ⴀნტონ Ⴁაგრატიონი. „Ⴜყობილსიტყვაობა“. Ⴂადაწერილია 1795 წელს Ⴌეოფიტეს მიერ

Ⴋრგვლოვანის მთავრულებად (საკუ-თარი სახელების, წერტილის შემდეგ

ახალი წინადადების დასაწყისი ასოები) გამოყენებით დაიწერა Ⴂეორგიევსკის Ⴒრაქტატი, Ⴀნტონ Ⴁაგრატიონის „Ⴜყობილსიტყვაობის“ სხვადასხვა ნუ-სხები, მე-19 ს. პირველ ნახევარში და-ბეჭდილი წიგნები „Ⴂანწესება შინაგა-ნისა Ⴑაქართველოჲსა მართვისა“ (1810 წ.), Ⴇეიმურაზ Ⴁაგრატიონის „Ⴈსტორია დაწყებითგან Ⴈვერიისა, ე. ი. Ⴂიორგიისა, რომელ არს სრულიად Ⴑა-ქართველოჲსა“ (1848 წ.). Ⴀმავე წესი-თაა შესრულებული Ⴇეიმურაზ Ⴁაგრა-ტიონის ხელნაწერი „Ⴂანმარტება პოემა Ⴅეფხისტყაოსნისა“.

Ⴀნტონ Ⴁაგრატიონის „Ⴜყობილსიტყვაობის“ გადამწერის Ⴌეოფიტეს ანდერძი (1795 წ.)

Ⴀნტონ Ⴁაგრატიონის „Ⴜყობილსიტყვაობის“

გადამწერის Ⴃავით Ⴐექტორ Ⴀლექსიძის ანდერძი (1800 წ.)

„Ⴂანწესება შინაგანისა Ⴑაქართველოჲსა

მართვისა“. 1801 წ.

Ⴋაშასადამე,საზედაო და სასტრიქონო ასოების ხმარებას Ⴑაქართველოში მე-19 ს. მეორე ნახევრამდენ ჰქონდა კარგა ხნის ისტორია. Ⴋე-19 ს. 60-ნ წლებში მთავრულების ხმარება ქარ-

Page 4: Jurnalis garekani 3 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/9815/1/Asomtavrulis_Agdgena.pdf · ასოების შესწავლა, მათი წერის ათვისე-ბა

თულ დამწერლობაში წავიდა მრუდე გზით. 1866 წ. დაარსდა გაზეთი „Ⴃრო-ება“, რომელმაც განიზრახა გაზეთის ფურცლებზე გაეტარებინა მთავრული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი. Ⴋაგრამ იმის მაგივრად, რომ მთავრულებად გამოეყენებინათ ბუნებ-რივი მრგვლოვანი ასოები, აიღეს მხედრული ბეჭდური შრიფტი და მისგან გააკეთეს მთავრულები. Ⴄ. ი., ოთხ-ხაზოვანი მხედრული ასოები გადააკე-თეს ორხაზოვნად, რის შედეგადაც ყვე-ლა ასო გახდა ერთი სიმაღლის. Ⴘუა ტანის ასოები (ა, თ, ი, ო) გაიწელა და დაგრძელდა, მთლიანი ტანის ასოები (ქ, წ, ჭ) შეიკუმშა, ქვედა ტანის ასოები (გ, დ, ე, ვ, კ, ლ, ჟ, ტ, უ, ფ, ღ, ყ, ც, ჯ) ამოუდგნენ გვერდით ზედა ტანის ასო-ებს (ბ, მ, ნ, პ, რ, ს, შ, ჩ, ხ, ჰ). Ⴋხედ-რულმა ასოებმა მიიღეს არაბუნებრივი დამახინჯებული სახე.

���� ��� н� ��������� �������ש�

Ⴋხედრული ასოები

!"#$ %&' ()Н+,-./012345 6789:;<=>?

„Ⴃროების“ მიერ შექმნილი ცრუმთავრული ასოები

„Ⴃროების“ ამ აქტმა თავის მიზანს

ვერ მიაღწია, რადგან ამ ახლად გა-კეთებული ასოების ხმარება სათაუ-რებში და ტიტულებში კი შეიძლებოდა, მაგრამ მათი ხმარება შიგ ტექსტში შეუძ-ლებელი იყო (ვინაიდან ოთხხაზოვანი და ორხაზოვანი ზედა ტანის ასოების გარჩევა შეუძლებელია). Ⴋხედრული ასოების 45% კი წარმოადგენენ სწო-რედ ზედატანის ასოები.

�� თბილისი Ⴇბილისი �� ქუთაისი Ⴕუთაისი �� გორი Ⴂორი � მანგლისი Ⴋანგლისი

Ⴄ. ი., ორთოგრაფიული მიზანი ვერ იქნა მიღწეული, და ამ ახლად გაკეთებულ ასოებს ან საერთოდ არ ხმარობდნენ, ან იშვიათად მხოლოდ სათაურებში. Ⴁოლოს და ბოლოს, ასეთი გაუაზრებელი ექსპერიმენტების შედაგად დაინერგა უმთავრულო ტექსტის ხმარების წესი, რომელიც მე–20 საუკუნის განმავლობაში იქცა ერთ-ადერთ მისაღებ წესად ქართული წერი-სათვის.

Ⴔრაგმენტი Ⴋარი Ⴁროსეს სტატიიდან

ჟურნალში “Journal Asiatique” 1832 წ.

Ⴋარი Ⴁროსეს ხელწერა

Ⴑამწუხაროდ, ამ ასოებმა სწრაფად მოიკიდეს ფეხი და იმდენად დამკვიდ-რნენ, რომ ამჟამად ფართოდ ხმარობენ მათ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, წიგ-ნებში და ხელნაწერ განცხადებებშიც კი.

Ⴋთავრული ასოების უხმარებლობა თანამედროვე ქართულ დამწერლობაში ჰქმნის უამრავ მოუხერხებლობას. Ⴙამოვთვლი რამოდენიმეს: 1. ძნელად საკითხავი, თვალების დამღლელი ერთგვაროვანი ტექსტი; 2. მკითხველი-სათვის ტექსტიდან საკუთარი სახელების სწრაფად გამოყოფის შეუძ-ლებლობა. Ⴐაც შეეხება უცხოურ საკუ-თარ სახელებს ან გეოგრაფიულ სა-ხელწოდებებს, სრულიად ძძნელია სწრაფად გაგება, რაზეა ლაპარაკი ტექსტში; 3. აბრევიატურების ტექსტში ხმარების შეუძლებლობა. Ⴑხვა ენებში (გერმანულში, ინგლისურში, რუსულში და ა. შ.) ხომ ფართოდ იხმარება ასეთი შემოკლებები. Ⴀრსებობს კიდეც ვრცე-ლი „Ⴘემოკლებათა ლექსიკონები“. Ⴀმ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლე-

ბა.

Ⴇეიმურაზ Ⴁაგრატიონი. Ⴂანმარტება პოემა

„Ⴅეფხისტყაოსნისა“

Ⴀმრიგად, მთავრული ასოების აღდ-გენის აუცილებლობა თავისთავად ცხა-დია. Ⴓნდა აღინიშნრს, რომ პირველად ეს საკითხი წამოაყენა 1962 წელს აკა-დემიკოსმა Ⴀკაკი Ⴘანიძემ, რომელიც წლების მანძილზე გმირული შეუპოვ-რობით მარტოკა იცავდა ამ აზრს სრუ-ლი გაუგებლობის გარემოცვაში. Ⴋაინც, რა იყო მიზეზი იმისა, რომ მას არავინ არ დაუჭირა მხარი? Ⴀმის მიზეზს მე ვხედავ ჩვენი ეროვნუ-

ლი ხასიათის ისეთ თვისებაში, როგო-რიც არის თანდაყოლილი სიზარმაცე. Ⴐოდესაც ეუბნები ადამიანს, რომ უნდა აღვადგინოთ ასომთავრულიო, ის იმაზე კი არ ფიქრობს, რამდენად საღია ეს აზ-რი, არამედ იმაზე, თუ როგორ ზეგავ-ლენას მოახდენს ეს მოვლენა (ახალი ასოების შესწავლა, მათი წერის ათვისე-ბა და ა. შ.) პირადად მასზე. Ⴃა აქ ვერა-ფერს ვერ ხედავს გარდა აუტკივარი თა-ვის ატკივებისა. Ⴋაგრამ ხმამაღლა ამას ვერ იძახის და მოჰყავს სხვა საწინააღმ-

დეგო არგუმენტები, რომლებიც ვერ უძ-ლებენ ვერავითარ კრიტიკას.

Ⴏურნალ „Ⴚისკრის“ თავფურცელი. 1861 წ.

Ⴇეიმურაზ Ⴁაგრატიონი. „Ⴈსტორია დაწყებითგან

Ⴈვერიისა“. 1848 წ.

Ⴃიმიტრი Ⴗიფიანი. Ⴕართული ღრამატიკა. 1882 წ.

Ⴝეშმარიტი მთავრული ასოების აღდ-გენა მკვეთრად გააუმჯობესებს დაბეჭ-დილი ტექსტის ხარისხს და მისცემს მძლავრ ბიძგს ჩვენი ცხოვრების ყველა მხარის განვითარებას. Ⴀმავე აქტით ჩვენ გამოვასწორებთ 133 წლის წინათ დაშვებულ შეცდომას. Ⴙვენი დამწერ-ლობა მოქნილობით და ძალით გაუს-წორდება წერის ევროპულ სისტემებს და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენთვის კუთ-

Page 5: Jurnalis garekani 3 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/9815/1/Asomtavrulis_Agdgena.pdf · ასოების შესწავლა, მათი წერის ათვისე-ბა

ვნილ ადგილს ცივილიზებულ ძველ-დამწერლობა მქონე ხალხებს შორის. Ⴀსომთავრულის და ნუსხურის აღ-

დგენის შედეგად ჩვენ მოგვეცემა სა-

შუალება ყოველდღიურად ვიხმა-როთ ეს ასოები მხედრულთან ერ-თად ისევე, როგორც ეს იყო ჩვენში წინა საუკუნეებში, და როგორც ეს

არის დღეს ბერძნულ–ლათინურ სამყაროში. Ⴋაგალითისთვის მომ-ყავს ანბანების შედარებითი ტაბუ-ლები:

Ⴋთავრული ასოები

А I Q Y

B J R Z

C K S

D L T

E M U

F N V

G O W

H P X

Ⴀ Ⴇ Ⴎ Ⴕ Ⴝ

Ⴁ Ⴈ Ⴏ Ⴖ Ⴞ

Ⴂ Ⴉ Ⴐ Ⴗ Ⴤ

Ⴃ Ⴊ Ⴑ Ⴘ Ⴟ

Ⴄ Ⴋ Ⴒ Ⴙ Ⴠ

Ⴅ Ⴌ Ⴣ Ⴚ Ⴥ

Ⴆ Ⴢ Ⴓ Ⴛ

Ⴡ Ⴍ Ⴔ Ⴜ

Ⴌუსხური ასოები

Аa Ii Qq Yy

Bb Jj Rr Zz

Cc Kk Ss

Dd Ll Tt

Ee Mm Uu

Ff Nn Vv

Gg Oo Ww

Hh Pp Xx

Ⴀⴀ Ⴇⴇ Ⴎⴎ Ⴕⴕ Ⴝⴝ

Ⴁⴁ Ⴈⴈ Ⴏⴏ Ⴖⴖ Ⴞⴞ

Ⴂⴂ Ⴉⴉ Ⴐⴐ Ⴗⴗ Ⴤⴤ

Ⴃⴃ Ⴊⴊ Ⴑⴑ Ⴘⴘ Ⴟⴟ

Ⴄⴄ Ⴋⴋ Ⴒⴒ Ⴙⴙ Ⴠⴠ

Ⴅⴅ Ⴌⴌ Ⴣⴣ Ⴚⴚ Ⴥⴥ

Ⴆⴆ Ⴢⴢ Ⴓⴓ Ⴛⴛ

Ⴡⴡ Ⴍⴍ Ⴔⴔ Ⴜⴜ

Ⴋცირე მთავრული ასოები

АA II QQ YY

BB JJ RR ZZ

CC KK SS

DD LL TT

EE MM UU

FF NN VV

GG OO WW

HH PP XX

ႠႠ ႧႧ ႮႮ ႵႵ ႽႽ

ႡႡ ႨႨ ႯႯ ႶႶ ႾႾ

ႢႢ ႩႩ ႰႰ ႷႷ ჄჄ

ႣႣ ႪႪ ႱႱ ႸႸ ႿႿ

ႤႤ ႫႫ ႲႲ ႹႹ ჀჀ

ႥႥ ႬႬ ჃჃ ႺႺ ჅჅ

ႦႦ ჂჂ ႳႳ ႻႻ

ჁჁ ႭႭ ႴႴ ႼႼ

Ⴋხედრული ასოები

Аa Ii Qq Yy

Bb Jj Rr Zz

Cc Kk Ss

Dd Ll Tt

Ee Mm Uu

Ff Nn Vv

Gg Oo Ww

Hh Pp Xx

Ⴀა Ⴇთ Ⴎპ Ⴕქ Ⴝჭ

Ⴁბ Ⴈი Ⴏჟ Ⴖღ Ⴞხ

Ⴂგ Ⴉკ Ⴐრ Ⴗყ Ⴤჴ

Ⴃდ Ⴊლ Ⴑს Ⴘშ Ⴟჯ

Ⴄე Ⴋმ Ⴒტ Ⴙჩ Ⴠჰ

Ⴅვ Ⴌნ Ⴣჳ Ⴚც Ⴥჵ

Ⴆზ Ⴢჲ Ⴓუ Ⴛძ

Ⴡჱ Ⴍო Ⴔფ Ⴜწ

Ⴑაშრიფტო გარნიტური

ႠႡႢႣႤႥႦჁႧႨႩႪႫႬჂႭႮႯႰႱႲჃႳႴႵႶႷႸႹႺႻႼႽႾჄႿჀჅ

ⴀⴁⴂⴃⴄⴅⴆⴡⴇⴈⴉⴊⴋⴌⴢⴍⴎⴏⴐⴑⴒⴣⴓⴔⴕⴖⴗⴘⴙⴚⴛⴜⴝⴞⴤⴟⴠⴥ

აბგდევზჱთიკლმნჲოპჟრსტჳუფქღყშჩცძწჭხჴჯჰჵ

Ⴋცირე მთავრული Ⴌუსხური Ⴋხედრული ႠႠ ႩႩ ႲႲ ႻႻ Ⴀⴀ Ⴉⴉ Ⴒⴒ Ⴛⴛ Ⴀა Ⴉⴉ Ⴒⴒ Ⴛⴛ ႡႡ ႪႪ ჃჃ ႼႼ Ⴁⴁ Ⴊⴊ Ⴣⴣ Ⴜⴜ Ⴁბ Ⴊლ Ⴣჳ Ⴜწ ႢႢ ႫႫ ႳႳ ႽႽ Ⴂⴂ Ⴋⴋ Ⴓⴓ Ⴝⴝ Ⴂგ Ⴋმ Ⴓუ Ⴝჭ ႣႣ ႬႬ ႴႴ ႾႾ Ⴃⴃ Ⴌⴌ Ⴔⴔ Ⴞⴞ Ⴃდ Ⴌნ Ⴔფ Ⴞხ ႤႤ ჂჂ ႵႵ ჄჄ Ⴄⴄ Ⴢⴢ Ⴕⴕ Ⴤⴤ Ⴄე Ⴢჲ Ⴕქ Ⴤჴ ႥႥ ႭႭ ႶႶ ႿႿ Ⴅⴅ Ⴍⴍ Ⴖⴖ Ⴟⴟ Ⴅვ Ⴍო Ⴖღ Ⴟჯ ႦႦ ႮႮ ႷႷ ჀჀ Ⴆⴆ Ⴎⴎ Ⴗⴗ Ⴠⴠ Ⴆზ Ⴎპ Ⴗყ Ⴠჰ ჁჁ ႯႯ ႸႸ ჅჅ Ⴡⴡ Ⴏⴏ Ⴘⴘ Ⴥⴥ Ⴡჱ Ⴏჟ Ⴘშ Ⴥჵ ႧႧ ႰႰ ႹႹ Ⴇⴇ Ⴐⴐ Ⴙⴙ Ⴇთ Ⴐრ Ⴙჩ

ႨႨ ႱႱ ႺႺ Ⴈⴈ Ⴑⴑ Ⴚⴚ Ⴈი Ⴑს Ⴚც

Ⴋცირე მთავრული

ႠႠ, ႡႡ, ႢႢ, ႣႣ, ႤႤ, ႥႥ, ႦႦ, ჁჁ, ႧႧ, ႨႨ, ႩႩ, ႪႪ, ႫႫ, ႬႬ, ჂჂ, ႭႭ, ႮႮ, ႯႯ, ႰႰ, ႱႱ, ႲႲ, ჃჃ, ႳႳ, ႴႴ, ႵႵ, ႶႶ, ႷႷ, ႸႸ, ႹႹ, ႺႺ, ႻႻ, ႼႼ, ႽႽ, ႾႾ, ჄჄ, ႿႿ, ჀჀ, ჅჅ

ႠႫႡႭႡႤႬ, ႰႭႫ ႤႱ ႢႠႦႨ ႢႠႫႭႢႭႬႨႪႨႠ ႨႬႢႪႨႱႸႨ. ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭ ႠႫႿႭႡႨႬႤႡႱ ႸႤႵႱႮႨႰႱ

ႣႤႣႠႬႸႨ ႠႬ ႫႠႹႠႡႪႨႱ ႣႠ ႮႠႱႲႤႰႬႠႩႨႱ ႧႠႰႢႫႠႬႸႨ. ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ, ႨႱႤႥႤ ႰႭႢႭႰႺ

ႫႧႤႪ ႱႠႡႽႭႧႠ ႩႠႥႸႨႰႱ, ႤႱႠႽႨႰႭႤႡႠ ႱႾႥႠႢႥႠႰႨ ႣႠႱႠႥႪႳႰႨ ႢႠႫႭႺႣႨႪႤႡႠ.

ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭ, ႨႱႤႥႤ ႰႭႢႭႰႺ ႫႧႤႪႨ ႱႠႡႽႭႧႠ ႩႠႥႸႨႰႨ, ႳႬႣႠ ႨႷႭႱ ႡႭႰႭႲႤႡႨႱႠႧႥႨႱ

ႣႠႾႳႰႳႪႨ ႱႨႥႰႺႤ. ႠႨ ႰႠႲႭႫ ႢႠႦႨႱ ႢႠႫႭႷႤႬႤႡႠ ႧႡႨႪႨႱႸႨ ႨႷႭ ႫႩႥႪႤႪႭႡႠ.

Ⴌუსხური

Ⴀⴀ, Ⴁⴁ, Ⴂⴂ, Ⴃⴃ, Ⴄⴄ, Ⴅⴅ, Ⴆⴆ, Ⴡⴡ, Ⴇⴇ, Ⴈⴈ, Ⴉⴉ, Ⴊⴊ, Ⴋⴋ, Ⴌⴌ, Ⴢⴢ, Ⴍⴍ, Ⴎⴎ, Ⴏⴏ, Ⴐⴐ, Ⴑⴑ, Ⴒⴒ, Ⴣⴣ, Ⴓⴓ, Ⴔⴔ, Ⴕⴕ, Ⴖⴖ, Ⴘⴘ, Ⴙⴙ, Ⴚⴚ, Ⴛⴛ, Ⴜⴜ, Ⴝⴝ, Ⴞⴞ, Ⴤⴤ, Ⴟⴟ, Ⴠⴠ, Ⴥⴥ

Ⴀⴋⴁⴍⴁⴄⴌ, ⴐⴍⴋ ⴄⴑ ⴂაⴆⴈ ⴂაⴋⴍⴂⴍⴌⴈⴊⴈა Ⴈⴌⴂⴊⴈⴑⴘⴈ. Ⴑაⴕაⴐⴇⴅⴄⴊⴍ აⴋⴟⴍⴁⴈⴌⴄⴁⴑ Ⴘⴄⴕⴑⴎⴈⴐⴑ ⴃⴄⴃაⴌⴘⴈ აⴌ Ⴋაⴙაⴁⴊⴈⴑ ⴃა Ⴎაⴑⴒⴄⴐⴌაⴉⴈⴑ ⴇაⴐⴂⴋაⴌⴘⴈ. Ⴑაⴕაⴑⴐⴇⴅⴄⴊⴍⴑ, ⴈⴑⴄⴅⴄ ⴐⴍⴂⴍⴐⴚ ⴋⴇⴄⴊ Ⴑაⴁⴝⴍⴇა Ⴉაⴅⴘⴈⴐⴑ, ⴄⴑაⴝⴈⴐⴍⴄⴁა ⴑⴞⴅაⴂⴅაⴐⴈ ⴃა-ⴑაⴅⴊⴓⴐⴈ ⴂაⴋⴍⴚⴃⴈⴊⴄⴁა. Ⴑაⴕაⴐⴇⴅⴄⴊⴍ, ⴈⴑⴄⴅⴄ ⴐⴍⴂⴍⴐⴚ ⴋⴇⴄⴊⴈ Ⴑაⴁⴝⴍⴇა Ⴉაⴅⴘⴈⴐⴈ, ⴓⴌⴃა ⴈⴗⴍⴑ ⴁⴍⴐⴍⴒⴄⴁⴈⴑაⴇⴅⴈⴑ ⴃაⴞⴓⴐⴓⴊⴈ ⴑⴈⴅⴐⴚⴄ. Ⴀⴈ ⴐაⴒⴍⴋ ⴂაⴆⴈⴑ ⴂაⴋⴍⴗⴄⴌⴄⴁა Ⴇⴁⴈⴊⴈⴑⴘⴈ ⴈⴗⴍ ⴋⴉⴅⴊⴄⴊⴍⴁა.

Ⴋხედრული

Ⴀა, Ⴁბ, Ⴂგ, Ⴃდ, Ⴄე, Ⴅვ, Ⴆზ, Ⴡჱ, Ⴇთ, Ⴈი, Ⴉკ, Ⴊლ, Ⴋმ, Ⴌნ, Ⴢჲ, Ⴍო, Ⴎპ, Ⴏჟ, Ⴐრ, Ⴑს, Ⴒტ, Ⴣჳ, Ⴓუ, Ⴔფ, Ⴕქ, Ⴖღ, Ⴗყ, Ⴘშ, Ⴙჩ, Ⴚც, Ⴛძ, Ⴜწ, Ⴝჭ, Ⴞხ, Ⴤჴ, Ⴟჯ, Ⴠჰ, Ⴥჵ

Ⴀმბობენ, რომ ეს გაზი გამოგონილია Ⴈნგლისში. Ⴑაქართველო ამჯობინებს Ⴘექსპირს

დედანში ან Ⴋაჩაბლის და Ⴎასტერნაკის თარგმანში. Ⴑაქართველოს, ისევე როგორც

მთელ Ⴑაბჭოთა Ⴉავშირს, ესაჭიროება სხვაგვარი დასავლური გამოცდილება.

Ⴑაქართველო, ისევე როგორც მთელი Ⴑაბჭოთა Ⴉავშირი, უნდა იყოს

ბოროტებისათვის დახურული სივრცე. Ⴀი რატომ გაზის გამოყენება Ⴇბილისში იყო

მკვლელობა.

Ⴊათინური და ქართული ასოების იდენტურობა

Ⴋთავრული

DA WAR EINMAL EIN BAUER, DER HATTE EINEN SOHN VON SECH-ZEHN JAHREN, DER DOCH NOCH NIEMALS IN DER STADT GEWESEN WAR. ALS NUN DER SOHN

ႠႫႡႭႡႤႬ, ႰႭႫ ႤႱ ႢႠႦႨ ႢႠႫႭႢႭ-ႬႨႪႨႠ ႨႬႢႪႨႱႸႨ. ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭ ႠႫႿႭႡႨႬႤႡႱ ႸႤႵႱႮႨႰႱ ႣႤႣႠႬႸႨ ႠႬ ႫႠႹႠႡႪႨႱ ႣႠ ႮႠႱႲႤႰႬႠႩႨႱ ႧႠႰႢႫႠႬႸႨ.

Ⴋცირე მთავრული

DA WAR EINMAL EIN BAUER, DER HATTE EINEN SOHN VON SECHZEHN JAHREN, DER DOCH NOCH NIEMALS IN DER STADT GEWESEN WAR. ALS NUN DER SOHN

VERLANGTE, MIT DEM VATER DORTHIN ZU

ႠႫႡႭႡႤႬ, ႰႭႫ ႤႱ ႢႠႦႨ ႢႠႫႭႢႭႬႨႪႨႠ ႨႬ-ႢႪႨႱႸႨ. ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭ ႠႫႿႭႡႨႬႤႡႱ ႸႤႵႱ-ႮႨႰႱ ႣႤႣႠႬႸႨ ႠႬ ႫႠႹႠႡႪႨႱ ႣႠ ႮႠႱႲႤႰ-ႬႠႩႨႱ ႧႠႰႢႫႠႬႸႨ. ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ, ႨႱႤႥႤ

ႰႭႢႭႰႺ ႫႧႤႪ ႱႠႡႽႭႧႠ

Ⴌუსხური

Da war einmal ein Bauer, der hatte einen Sohn von sechzehn Jahren, der doch noch niemals in der Stadt gewesen war. Als nun der Sohn verlangte, mit dem Vater dorthin zu gehen, bekam er

Ⴀⴋⴁⴍⴁⴄⴌ, ⴐⴍⴋ ⴄⴑ ⴂⴀⴆⴈ ⴂⴀⴋⴍⴂⴍⴌⴈ-ⴊⴈⴀ Ⴈⴌⴂⴊⴈⴑⴘⴈ. Ⴑⴀⴕⴀⴐⴇⴅⴄⴊⴍ ⴀⴋ-ⴟⴍⴁⴈⴌⴄⴁⴑ Ⴘⴄⴕⴑⴎⴈⴐⴑ ⴃⴄⴃⴀⴌⴘⴈ ⴀⴌ Ⴋⴀⴙⴀⴁⴊⴈⴑ ⴃⴀ Ⴎⴀⴑⴒⴄⴐⴌⴀⴉⴈⴑ ⴇⴀⴐⴂ-ⴋⴀⴌⴘⴈ. Ⴑⴀⴕⴀⴐⴇⴅⴄⴊⴍⴑ, ⴈⴑⴄⴅⴄ ⴐⴍ-ⴂⴍⴐⴚ ⴋⴇⴄⴊ Ⴑⴀⴁⴝⴍⴇⴀ.

Ⴋხედრული

Da war einmal ein Bauer, der hatte einen Sohn von sechzehn Jahren, der doch noch niemals in der Stadt gewesen war. Als nun der Sohn verlangte, mit dem Vater dorthin zu gehen, bekam er

Ⴀმბობენ, რომ ეს გაზი გამოგონილია Ⴈნგლისში. Ⴑაქართველო ამჯობინებს Ⴘექსპირს დედანში ან Ⴋაჩაბლის და Ⴎასტერნაკის თარგმანში. Ⴑაქართვე-ლოს, ისევე როგორც მთელ Ⴑაბჭოთა Ⴉავშირს, ესაჭიროება სხვაგვარი და

Ⴞн����н��

Da war einmal ein Bauer, der hatte einen Sohn von sechzehn Jahren, der doch noch niemals in der Stadt gewesen war. Als nun

Ⴀმბობენ, ჽომ ეს გაზი გამოგონილია Ⴈნგლისში. Ⴑაქაჽთველო ამჯობინებს Ⴘექსპიჽს ეანში ან Ⴋაჩაბლის ა Ⴎასტეჽნაკის

Ⴀრსებობს მეორე პრობლემაც. Ⴀმჟა-მად მოგვეპოვება ათიოდე დასახელე-ბის ქართული სასტამბო შრიფტის გარ-ნიტური. Ⴀმ ათიდან პრაქტიკულად იხ-მარება ორი-სამი, წიგნებში კი ერთი. Ⴑწორედ ეს არის მეორე მიზეზი იმისა, რომ თანამედროვე ქართული წიგნები პოლიგრაფიული თვალსაზრისით უფე-რულია, ძნელად საკითხავი და თვა-ლისდამღლელი. Ⴘესადარებლად შეიძ-ლება ითქვას, რომ სლავური წერის

სამყაროს მოეპოვება სასტამბო შრიფ-ტების ასობით ნაირსახეობა. Ⴊათინურ სამყაროს კი ოცი ათასი. Ⴊათინური შრიფტი ემსახურება

მსოფლიოს 68 ენას მრავალ ქვეყანაში. Ⴑლავური შრიფტი ემსახურება რამო-დენიმე ათეულ ენას ოთხ ქვეყანაში. Ⴁერძნული და სომხური შრიფტები ემ-სახურებიან თითო-თითო ენას, მაგრამ მათი ჟურნალ-გაზეთები გამოდის მსოფლოს მრავალ ქვეყანაში. Ⴕართუ-ლი შრიფტი ემსახურება ერთ ენას და

ქართული წიგნები გამოდის ერთ ქვე-ყანაში. Ⴄ. ი., თუ სხვაენოვან შრიფტებს აქვთ განვითარების მდიდარი შე-საძლებლობანი, ქართული შრიფტის განვითარება ერთი მუჭა ხალხის კი-სერზეა. Ⴃა თუ ჩვენ თვითონ არ მივხე-დავთ ამ საქმეს, სხვას არავის ეს არ ადარდებს. Ⴀმ საკითხში სხვა ერებთან შედარებით ჩვენ გაცილებით ხთულ და სავალალო მდგომარეობაში ვიმყო-ფებით და ამიტომ გვჭირდება უდიდესი

Page 6: Jurnalis garekani 3 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/9815/1/Asomtavrulis_Agdgena.pdf · ასოების შესწავლა, მათი წერის ათვისე-ბა

მონდომება ამ საქმის გამოსასწორებ-ლად. Ⴋხატვარმა Ⴀნტონ Ⴃუმბაძემ აკადემი-

კოს Ⴀკაკი Ⴘანიძის ხელმძღვანელობით 1964 წელს შექმნა სასტამბო შრიფტი „Ⴓნივერსიტეტი“ მთავრული, ნუსხური

და მხედრული ასოებით. Ⴀმ შრიფტით დაიბეჭდა რამოდენიმე ნაშრომი.

Ⴋას შემდეგ კიდევ შეიქმნა რამოდენი-მე შრიფტი, რომლებითაც შეიძლება ნე-ბისმიერი სირთულის ტექსტის აკრეფა.

Ⴜინამდებარე სტატიის დაკაბადონება მთავრული ასოებით ისახავს მიზნად ასომთავრულის სილამაზის წარმოჩენას და იმ დავიწყებული მშვენიერი წესის აღდგენას, რომლითაც ვსარგებლობ-დით მე-19 ს. 60-ან წლებამდე.

Ⴘრიფტ „Ⴓნივერსიტეტით“ შესრულებული ტექსტის ფრაგმენტი

Ⴌუსხურის და მხედრულის ერთდროული ხმარების მაგალითი

Ⴀⴋⴁⴍⴁⴄⴌ, ⴐⴍⴋ ⴄⴑ ⴂⴀⴆⴈ ⴂⴀⴋⴍⴂⴍⴌⴈⴊⴈⴀ Ⴈⴌⴂⴊⴈⴑⴘⴈ. Ⴑაქართველო ⴀⴋⴟⴍⴁⴈⴌⴄⴁⴑ Ⴘⴄⴕⴑ-ⴎⴈⴐⴑ ⴃⴄⴃⴀⴌⴘⴈ ⴀⴌ Ⴋⴀⴙⴀⴁⴊⴈⴑ ⴃⴀ Ⴎⴀⴑⴒⴄⴐⴌⴀⴉⴈⴑ ⴇⴀⴐⴂⴋⴀⴌⴘⴈ. Ⴑაქართველოს, ⴈⴑⴄⴅⴄ ⴐⴍⴂⴍⴐⴚ ⴋⴇⴄⴊ Ⴑაბჭოთა Ⴉავშირს, ⴄⴑⴀⴝⴈⴐⴍⴄⴁⴀ ⴑⴞⴅⴀⴂⴅⴀⴐⴈ ⴃⴀⴑⴀⴅⴊⴓⴐⴈ ⴂⴀ-ⴋⴍⴚⴃⴈⴊⴄⴁⴀ. Ⴑაქართველო, ⴈⴑⴄⴅⴄ ⴐⴍⴂⴍⴐⴚ ⴋⴇⴄⴊⴈ Ⴑაბჭოთა Ⴉავშირი, ⴓⴌⴃⴀ ⴈⴗⴍⴑ ⴁⴍⴐⴍⴒⴄⴁⴈⴑⴀⴇⴅⴈⴑ ⴃⴀⴞⴓⴐⴓⴊⴈ ⴑⴈⴅⴐⴚⴄ. Ⴀⴈ ⴐⴀⴒⴍⴋ ⴂⴀⴆⴈⴑ ⴂⴀⴋⴍⴗⴄⴌⴄⴁⴀ Ⴇⴁⴈⴊⴈⴑⴘⴈ ⴈⴗⴍ ⴋⴉⴅⴊⴄⴊⴍⴁⴀ.

Ⴀმბობენ, რომ ეს გაზი გამოგონილია Ⴈნგლისში. Ⴑⴀⴕⴀⴐⴇⴅⴄⴊⴍ ამჯობინებს Ⴘექ-სპირს დედანში ან Ⴋაჩაბლის და Ⴎასტერნაკის თარგმანში., Ⴑⴀⴕⴀⴐⴇⴅⴄⴊⴍⴑ ისევე როგორც მთელ Ⴑⴀⴁⴝⴍⴇⴀ Ⴉⴀⴅⴘⴈⴐⴑ, ესაჭიროება სხვაგვარი დასავლური გამოცდი-ლება. Ⴑⴀⴕⴀⴐⴇⴅⴄⴊⴍ, ისევე როგორც მთელი Ⴑⴀⴁⴝⴍⴇⴀ Ⴉⴀⴅⴘⴈⴐⴈ, უნდა იყოს ბოროტებისათვის დახურული სივრცე. Ⴀი რატომ გაზის გამოყენება Ⴇბილისში იყო მკვლელობა.

Ⴀკაკი Ⴘინიძის სტატიები, მიძღვნილი მთავრული ასოების აღდგენის

პრობლემისადმი Ⴀ. Ⴘანიძე. Ⴃაფარული საუნჯე. // Ⴑაბჭოთა ხელო-ვნება. — 1962. — № 9. — Ⴂვ. 49—72.

Ⴀ. Ⴘანიძე. Ⴕართული ორთოგრაფიის ისტორიი-დან. // Ⴃროშა. — 1967. — № 10. — Ⴂვ. 13—16.

Ⴀ. Ⴘანიძე. Ⴋთავრული ასოების ხმარების გამო ქართულში. // Ⴊიტერატურული Ⴑაქართველო. 30.06.67.

Ⴀ. Ⴘანიძე. Ⴋოპაექრეთა საპასუხოდ. // Ⴊიტერა-ტურული Ⴑაქართველო. 8.09.67.

Ⴀ. Ⴘანიძე. Ⴑალიტერატურო ქართულის საჭირბო-როტო საკითხები (წერილების კრებული). — Ⴇბილისი, 1979.

Ⴋთავრული და მხედრული ასოების გამოყენებით დაწერილი ნაშრომები

Ⴀნტონ Ⴁაგრატიონი. Ⴜყობილსიტყვაობა. — 1768 (გადამწერი Ⴂიორგი Ⴀლექსი-Ⴋესხიშვილი).

Ⴀნტონ Ⴁაგრატიონი. Ⴜყობილსიტყვაობა. — 1781 (გადამწერი Ⴈოასაფი).

Ⴀნტონ Ⴁაგრატიონი. Ⴜყობილსიტყვაობა. — 1781 (გადამწერი Ⴌეოფიტე).

Ⴀნტონ Ⴁაგრატიონი. Ⴜყობილსიტყვაობა. — 1781 (გადამწერი Ⴃავით Ⴐექტორ Ⴀლექსიძე).

Ⴑაქართველო — Ⴐუსეთის ხელშეკრულება (Ⴂე-ორგიევსკის ტრაქტატი). — 1783.

Ⴄრეკლე Ⴋეფის წერილი Ⴐუსეთის იმპერატორ Ⴄკატერინე Ⴋეორისადმი. — 1784.

Ⴂანწესება შინაგანისა საქართველოჲსა მართვი-სა, — Ⴒფილისი, 1801.

Ⴋეფის Ⴂიორგის ძე Ⴇეიმურაზ. Ⴈსტორია დაწყე-ბითგან Ⴈვერიისა, ე. ი. Ⴂიორგიისა, რომელ არს სრულიად Ⴑაქართველოჲსა. — Ⴑანკტ Ⴎე-ტერბურღი, 1848.

Ⴇეიმურაზ Ⴁაგრატიონი. Ⴂანმარტება პოემა „Ⴅეფხისტყაოსნისა“. (Ⴂაიოზ Ⴈმედაშვილის რედაქციით, გამოკვლევით და საძიებლით). — Ⴇბილისი, 1960. — Ⴂვ. 033.

Ⴃიმიტრი Ⴗიფიანი. Ⴕართული ღრამატიკა. — Ⴑანკტ Ⴎეტერბურგი, 1882.

Ⴍრიონი. Ⴉრებული Ⴀკაკი Ⴘანიძის 80 წლისთავის საიუბილეოდ. — Ⴇბილისი, 1967.

Ⴎავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები. // Ⴇბილისის უნივერსიტეტის შრომები. — Ⴒ. 16. — Ⴇბილისი, 1974.

Ⴄტლთა და შვიდთა მნათობთათვის. XII საუკუნის ასტროლოგიური ტრაქტატი. — Ⴇბილისი, 1975.

Ⴅეფხის ტყაოსნის საკითხები. // Ⴀ. Ⴘანიძე. Ⴇხზულებანი 12 ტომად. — Ⴒ. 5. — Ⴇბილისი, 1985. — Ⴂვ. 7–275.

Ⴎეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი. // Ⴀ. Ⴘანიძე. Ⴇხზულებანი 12 ტომად. — Ⴒ. 9. — Ⴇბილისი, 1986. — Ⴂვ. 55–123.

Ⴋჭედლიძე Ⴇამაზ. Ⴀსომთავრული. — 1999. — 440 გვ.,978 ილ., ტაბ.

Ⴋჭედლიძე Ⴇამაზ. Ⴋსოფლიოს ქვეყნები. – 2005. – 254 გვ. — 646 ილ.

Ⴋჭედლიძე Ⴇამაზ. Ⴕართული დამწერლობა. — 2006. — 134 გვ., 670 ილ., ტაბ.

Ⴑაეკლესიო სიტყვის კონა. — 2006. — 74 გვ., 40 ილ.

Ⴋჭედლიძე Ⴇამაზ. Ⴃამწერლობები და ენები. — 2007. — 412 გვ.

Ⴋჭედლიძე Ⴇამაზ. Ⴁიბლიოგრაფია. — 2007. — 58 გვ.— 14 ილ.

Ⴋჭედლიძე Ⴇამაზ. Ⴀსომთავრული. Ⴌუსხური. Ⴋხედრული. — 2008. — 312 გვ., 697 ილ., ტაბ.

Ⴋჭედლიძე Ⴇამაზ. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა. — 2009. — 340 გვ., 3667 ილ., 89 ტაბ.

Ⴋჭედლიძე Ⴇამაზ. Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. — 2009. — 189 გვ., 1380 ილ.