ganaxlebuli garemo chvens bavshvebs

10

Upload: liza-buskhrikidze

Post on 11-Dec-2015

13 views

Category:

Documents


5 download

DESCRIPTION

პროექტი-აქცია

TRANSCRIPT

Page 1: Ganaxlebuli Garemo Chvens Bavshvebs
Page 2: Ganaxlebuli Garemo Chvens Bavshvebs

„განახლებული გარემო ჩვენს ბავშვებს“

თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის სამოქალაქო

განათლების კლუბის „LIBCLUB“-ის წევრების მიერ 2014 წლის აპრილის

თვეში დედამიწის დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა თანამშრომლობი-

თი, გარემოსდაცვითი სასკოლო პროექტის განხორციელება, რომლის

ფარგლებში კლუბის წევრების და ხელმძღვანელი პედაგოგის ხათუნა

თოთლაძის, სკოლის ადმინისტრაციასა და მოწსავლეების თანამშრომ-

ლობით და მათი მშობლების თანამონაწილეობით ჩატარდებოდა

ეკოლოგიური აქცია - სკოლის ეზოს დასუფთავება და სკოლის

ტერიტორიაზე მდებარე ბაღის განახლება: სხვადასხვა დეკორატიული/

მოყვავილე მცენარეების დარგვა და მოვლა-პატრონობა.

პროექტის ავტორები: სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „LIBCLUB“-ის

წევრები და კლუბის ხელმძღვანელი, ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების

პედაგოგი ხათუნა თოთლაძე.

პროექტის მონაწილეები: სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები, სკოლის

პედაგოგები, VI, VII, VIII და IX კლასელი მოხალისე მოსწავლეები და მათი

მშობლები;

Page 3: Ganaxlebuli Garemo Chvens Bavshvebs

პროექტის აქტუალურობა :

გარემოს გამწვანების აქცია მომავალთან და ჯანსაღ

გარემოსთან არის დაკავშირებული. ეროვნული სასწავლო

გეგმის მთავარ ამოცანას კი ეროვნული მიზნების მისაღწევი

საგანმანათლებლო გარემოს შექმნა წარმოადგენს, რათა

მოსწავლეებს შეექმნათ პირობები იმ უნარ-ჩვევების

გასავითარებლად, რომლებიც დაეხმარება მათ სოციალური,

მორალური, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერებასა

და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილე-ობისათვის საჭირო

კომპეტენციების განვითარებაში.

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ აქტიური მონაწილეობის

მიღება ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც კეთილგანწყობა,

ადამიანური ღირსების პატივისცემა, ურთიერთდახმარება,

თანაზიარობა ცხოვრების წესია. (ე.ს.გ.)

Page 4: Ganaxlebuli Garemo Chvens Bavshvebs

პროექტის პრობლემატიკა :

1. მოსწავლეებში ღირებულებების ჩამოყალიბების აუცილებლობა: სკოლა უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელობის გააზრებასა და შესრულებაში; ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გააზრებაში, რაც

მოსწავლეებს დააფიქრებს აქტუალურ საკითხებზე და განუვითარებს პოზიტიურ

დამოკიდებულებებს;

2. სკოლის საერთო კულტურის ჩამოყალიბება/განმტკიცება: სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი გარემოს შექმნას და თანამშრომლობის კულტურის განვითარებას;

3. ზოგადი და სპეციფიკური უნარ-ჩვევების/კომპეტენციების განვითარების

აუცილებლობა: მოსწავლეებმა ზოგად/სპეციფიკურ უნარებთან ერთად (მაგ.:

გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის გადაჭრის, თვითპასუხისმგებლობის და თვითორგანიზაციის უნარები), ასევე უნდა განივითარონ აუცილებელი გამჭოლი

პრიორიტეტული კომპეტენციები (მაგ.: სოციალური და სამოქალაქო წიგნიერება და ეკოლოგიური წიგნიერება )

4. მოსწავლეთა შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის აუცილებლობა: სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობისას თუ პროექტების დაგეგმვა-განხორციელე-

ბისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთესად

გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების

ჩამოყალიბებაში.

ამდენად, მოსწავლეთა სათანადო ორგანიზება სოციალური და საკომუნიკაციო

უნარ-ჩვევების მრავალმხრივი განვითარებისთვის აუცილებელი ელემენტია.

Page 5: Ganaxlebuli Garemo Chvens Bavshvebs

პროექტის მიზნები და მოსალოდნელი

შედეგები:

მიზანი: პროექტის ფარგლებში სასკოლო სამოქალაქო კლუბმა გადაჭრას თემის

პრობლემა - ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში და ადგილობრივ თემში შედეგი: სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება/განაშენიანებით ეკოლოგიური პრობლემებისადმი

საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

მიზანი: გამწვანებისა და ხეების დარგვის აქცია გაუმჯობესებს ეკოლოგიური

მდგომარეობას. შედეგი: სკოლის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაზრდა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

მიზანი: სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებისა და სკოლის მოსწავლე-ების

მოხალისეობრივი კულტურის გაძლიერება. შედეგი: მოსწავლეებმა მასობრივად მიიღონ მონაწილეობა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება გაამწვანებაში და თემის წარმომადგენლებიც ჩართონ ამაში.

მიზანი: მოსწავლეებში შრომითი უნარ–ჩვევებისა და ეკოლოგიური

აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. შედეგი: მოსწავლეებმა გააცნობი-

ერონ როგორია მათი მონაწილეობა ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და დაცვაში.

მიზანი: მოსწავლეთა მიერ გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების

დაუფლება და ზოგადი/სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარება. შედეგი: მოსწავლეთა მიერ ესგ.- შედეგების მიღწევა.

Page 6: Ganaxlebuli Garemo Chvens Bavshvebs

1. სამოქმედო გეგმის შედგენა და აქტივობების შერჩევა,

2. სკოლის ადმინისტრაციათან კლუბის ინიციატივის შეთანხმება;

3. საჭირო რესურსებისა და დაფინანსების წყაროების მოძიება;

4. დასარგავი მცენარეების შერჩევა და მათი მოპოვების

საშუალებების განსაზღვრა;

5. სანერგე მეურნეობის შერჩევა და ნერგების ფასის დადგენა;

6. ფონდისაგან საგრანტო დაფინანსებისთვის საპროექტო

განაცხადის მომზადება/წარდგენა;

7. რესურსების მობილიზება და აქციის მოწყობის შესახებ

სასკოლო საზოგადოების ინფორმირება.

8. აქციის ჩატარება და სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა.

9. პროექტის შედეგების შეფასება/დოკუმენტირება; სკოლისა და

კლუბის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება.

Page 7: Ganaxlebuli Garemo Chvens Bavshvebs

პროექტის მიმდინარეობა:

კლუბის წევრებმა დაწერეს პროექტი „განახლებული

გარემო ჩვენი ბავშვებისათვის“ და გააცანეს სკოლის

დირექციას. იდეა მოწონებული და მხარდაჭერილი იქნა.

დაფინანსების მოსაპოვებლად პროექტი წარდგენილ იქნა მცირე საგრანტო პროექტების კონკურსზე ფონდში

„თბილისის მოზარდთა სახლი“. პროექტმა გაიმარჯვა და მოიპოვა დაფინანსება.

დასარგავი მცენარეების შესარჩევად და ნერგების

მოძიებასთან დაკავშირებით კლუბმა ითანამშრომლა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე სანერგე

მეურნეობასთან. შეირჩა 20 ძირი ვარდის, 20 ძირი

კოწახურის ხისა და სხვადასხვა სახეობის ბუჩქის 20 ნერგი.

რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად სკოლის

ტერიტორიის დასუფთავება-გამწვანების აქცია 17 მაისს

ჩატარდა. მასში სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების

გარდა მონაწილეობას იღებდა 50-მდე მოხალისე: VI, VII,

VIII და IX კლასელი 30 მოსწავლე, 5 მასწავლებელი და თემის წარმომადგენლები.

Page 8: Ganaxlebuli Garemo Chvens Bavshvebs

2 0 1 4 წ ლ ი ს

1 7 მ ა ი ს ი

Page 9: Ganaxlebuli Garemo Chvens Bavshvebs

ა ქ ც ი ი ს შ ე დ ე გ ე ბ ი :

გამწვანების აქციას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: 1). მოხდა ამ

აქციის დაკავშირება „დედამიწის დღესთან“; 2). პროექტის

განხორციელებაში სკოლის მოსწავლეებისა და თემის წარმო-

მადგენლების ჩართვით შევძელით დასახული მიზნის მიღწევა

- მოვახერხეთ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ჩვენი

სკოლის მოსწავლეებში, მშობლებსა და მოსახლეობაში.

პროექტით გათვალისწინებული ამ ღონისძიებით სკოლის

მოსწავლეებმა მიიღეს გამოცდილება მოხალისეობის კუთხით

და განახორციელეს მთელი თემისთვის სასარგებლო

სამოქალაქო აქტივობა.

ნარგავების მოვლა-პატრობა, სკოლის ბაღზე მზრუნველობა

და სკოლის ტერიტორიის დასუფთავების აქციები სკოლაში

პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება.

Page 10: Ganaxlebuli Garemo Chvens Bavshvebs

[email protected]

სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი