analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

23
იიიიი იიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიი იიიიი იიიიიიიიიიი (იიიიიიიიიი, იიიიიიიიიიი, იიიიიი იიიიიიიიიიიიიიიი იი იიიიიიიიიიიი) იიიიიიი იიიიი იიიიიიი იიიიიიიი დდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდდდ, დდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ, დდდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდ. დდდდ დდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდ, დდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდ დდდდ დდდდდდდდდ დდ დდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ. დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდდდ, დდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდ დდდდდდ დდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდ–დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუუ დდდდდდდდდდ. დდდდდდდდდდდ, დდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდ, დდდდდდ დდდდდდდდდ 2003 დდდდ დდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდ დდდდდდ დდდ დდდდდ. იი იიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიი იიიიიიიიი 151 იიიიიი იიიიიიიი (იიიიიიი იიიიი იიიიიიიიიიი 182 იიიიიი იიიიი იიიიიიიიი), იიიი იიიიიიიიიიი იიიი 11.5%–იიი 15.1%–იიი იიიიიიიი. დდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდ დდ დდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ, დდდდდდდდ დდდდდდდ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუ, დდდდ დდდდდდდ დდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ „უუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუუუუ“. დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ, დდდდ დდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდ დდდდდდდდ, დდდდდდდ დდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდ დდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდ. დდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდ, დდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ – დდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ „დდდდდდდდდდდდ“, დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდ დდ დდდდდდდდდდდ, დდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდ. იიიიიიიიიი იიიიიიიიიიი... 1

Upload: gdri

Post on 05-Dec-2014

2.005 views

Category:

Documents


2 download

DESCRIPTION

 

TRANSCRIPT

Page 1: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

იოსებ არჩვაძესაქართველოში სამუშაო ძალის გამოყენების (დასაქმების, უმუშევრობის, შრომის მწარმოებლურობისა და ანაზღაურების) რეალური დონის შესახებ

შესავალიდასაქმება და უმუშევრობა ის ინდიკატორებია, რომელთა მიმართაც ხელისუფლების, საზოგადოებისა და მედიის მუდმივად მაღალი ინტერესი არსებობს. მათი დონის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ქვეყნის განვითარებაში არსებულ პროგრესსა თუ პრობლემებზე, მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მათი მიმდინარე და მომავალი ქცევის მოქმედების მოდელებზე. აღნიშნული პრობლემის სიმწვავე კარგად ვლინდება პრობლემისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაშიც, როდესაც სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით რესპონდენტთა დიდი ნაწილი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე მდგარი სოციალურ–ეკონომიკური პრობლემებიდან უმწვავესად უმუშევრობის პრობლემას ასახელებენ.ფაქტობრივად, უმუშევრობა ის პრობლემაა, რომლის მოგვარება 2003 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა ძალამ დღემდე ვერ შეძლო. ამ ხნის განმავლობაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 151 ათასით შემცირდა (ქვეყნის მთელი მოსახლეობის 182 ათასით ზრდის პირობებში), ხოლო უმუშევრობის დონე 11.5%–დან 15.1%–მდე გაიზარდა.არსებული პრობლემისა და წინასარჩევნო რეჟიმში ქვეყნისა და ყველა პოლიტიკური ძალის გადასვლის გათვალისწინებით, ახლახანს შეიქმნა დასაქმების სამინისტრო, ხოლო ქვეყნის ახალ პრემიერს მიღებული აქვს პირდაპირი დირექტივა „ბეჭებზე დასცეს უმუშევრობა“.ქვემორე მიმოხილვა განხორციელებულია ოფიციალური მონაცემების გამოყენებით, მათი შეფასებისა და კრიტიკულ ანალიზის, აგრეთვე სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებისა და ამის საფუძველზე ალტერნატიული შეფასებებისა და გათვლების საფუძველზე. მისი მიზანია წარმოაჩინოს დასაქმებისა და უმუშევრობის რეალური მასშტაბები, შრომის მწარმოებლურობისა და ანაზღაურების დონეეები საქართველოში – მოქმედი მეთოდიკა დასახელებული ინდიკატორების მიხედვით მდგომარეობის ერთგვარი „კამუფლირების“, არსებულზე გაცილებით უკეთესად წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა და შესაბამისად, არასწორი დასკვნებისა და აქცენტების პირობებს ქმნის.

ოფიციალური სტატისტიკით...საქართველოს 4.5 მილიონიანი მოსახლეობიდან 3.0 მილიონზე მეტი, ანუ მოსახლეობის 2/3 არაინსტიტუციურ მოსახლეობას1 მიეკუთვნება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მომაცემებით, საქართველოში 2011 წლის ბოლოს

1 არაინსტიტუციური მოსახლეობა - 16 და მეტი წლის მოსახლეობა, რომელიც არაა იდენტიფიცირებული სასჯელის მოხდის, ფსიქიკური, ასაკთან ან მზრუნველობასთან დაკავშირებული პრობლემების, რელიგიური ფუნქციების აღსრულების, აგრეთვე ძალოვან სტრუქტურებში სამსახურის გამო სპეციფიკურ დაწესებულებებში (ციხეები და კოლონიები, სავადმყოფოები, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ინტერნატები, საერთო საცხოვრებლები, ყაზარმები, მოხუცებულებისა და ინვალიდების სახლები, საბავშვო სახლები, რელიგიური დაწესებულებები) ცხოვრებასთან.

1

Page 2: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

დაახლოებით 2.0 მლნ. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა) იყო, საიდანაც თითქმის 1.7 მლნ. კაცი დასაქმებული, ხოლო 0.3 მლნ. კაცი – უმუშევარი იყო. ამის გარდა, 15 წელზე უხნესი 1.0 მლნ.–ზე მეტი ადამიანი არ ითვლებოდა ეკონომიკურ აქტიურ მოსახლეობად. დღეისათვის ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 4.5 მლნ. კაცია, 300 ათასზე მეტი უმუშევარია, შრომისუნარიანი ასაკის (15–64 წელი) მოსახლეობიდან კი თითო მილიონი ადამიანი ან თვითდასაქმებულია, ან ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას მიეკუთვნება. სამუშაო ძალის გამოყენების დასახასიათებლად იყენებენ რამდენიმე ინდიკატორს, მათ შორის მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონეს, მოსახლეობის დასაქმების დონეს, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებისა და უმუშევრობის დონეებს2.

გრაფიკი 1

საქართველოს ეკონომიკუ რად აქტიუ რი მოსახლეობის გამოყენების მდგომარეობა 2003–2011 წლებში (პროცენტი)

11.5 12.6 13.8 13.6 13.316.5 16.9 16.3 15.1

66.2 64.9 64.062.2 63.3 62.6 63.6 64.2 65.2

58.656.7 55.2 53.8 54.9

52.3 52.9 53.8 55.4

0

20

40

60

80

2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011

უ მუ შევრობის დონე აქტიუ რობის დონე დასაქმების დონე

როგორც მოტანილი გრაფიკიდან ჩანს, ბოლო წლებში ეკონომიკური აქტიურობისა და დასაქმების დონეების რამდენადმე შემცირების პირობებში ადგილი ჰქონდა უმუშევრობის დონის თვალსაჩინო ზრდას.

2 მოსახლეობის აქტიურობის დონე: ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა)/[ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა + ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა (მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ)].მოსახლეობის დასაქმების დონე = დასაქმებული მოსახლეობა/[ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა(სამუშაო ძალა) + მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ]; ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმების დონე = დასაქმებული მოსახლეობა/ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა.უმუშევრობის დონე – უმუშევარი მოსახლეობა/ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა.

2

Page 3: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

დასაქმების ოფიციალური დონე საქართველოშიმართალია, ბოლო ერთი, 2011 წლის მანძილზე, საქართველოში გაიზარდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობა და დასაქმებულთა რაოდენობა (მათ შორის, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა), შემცირდა უმუშევრობა, მაგრამ 2003 წლის დონესთან შედარებით აღნიშნული პარამეტრებით უკუსვლა თვალშისაცემია, რაზეც ქვემორე ცხრილი და გრაფიკი იძლევა წარმოდგენას.

ცხრილი 1საქართველოს მოსახლეობა და მისი ეკონომიკური აქტიურობა

2003–2011 ( )წლებში ათასი კაცი2003

2004

2005

2006

2007

2007

2008

2010

2011

მოსახლეობა, ათასი კაცი

4342.6

4315.2

4321.5

4401.3

4394.7

4382.1

4385.4

4436.4

4469.2

15 და მეტი წლის არაინსტიტუციური მოსახლეობა

3099.2

3146.9

3159.9

3249.8

3103.8

3062.9

3131.1

3028.3

3005.2

ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა

2050.8

2041.0

2023.9

2021.8

1965.3

1917.8

1991.8

1944.9

1959.3

დასაქმებულები 1814.9

1783.3

1744.6

1747.3

1704.3

1601.9

1656.1

1628.1

1664.2

მ.შ. დაქირავებულები

618.5

600.9

600.5

603.9

625.4

572.4

596.0

618.6

632.0

თვითდასაქმებულები

1195.2

1180.8

1143.3

1141.6

1078.8

1028.5

1059.0

1007.1

1025.4

უმუშევრები 235.9

257.6

279.3

274.5

261.0

315.8

335.6

316.9

295.1

ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა

1048.4

1105.9

1136

1228

1138.5

1145.1

1139.3

1083.4

1045.9

გრაფიკი 2

3

Page 4: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

საქართველოს მოსახლეობა და მისი ეკონომიკუ რი აქტიუ რობის დინამიკა 2003–2011 წლებში (2003 = 100)

80

90

100

110

120

130

140

2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011

მოსახლეობა, ათასი კაცი

15 და მეტი წლის არაინსტიტუ ციუ რი მოსახლეობა

ეკონომიკუ რად აქტიუ რი მოსახლეობა

დასაქმებუ ლები

მ.შ. დაქირავებუ ლები

თვითდასაქმებუ ლები

უ მუ შევრები

ქვემოთ მოტანილ ცხრილსა და გრაფიკზე ასახულია სამუშაო ძალის მდგომარეობის მახასიათებელი ძირითადი ინდიკატორების თანაფარდობა მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელთან.

ცხრილი 2საქართველოს ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური მოსახლეობის

თანაფარდობა საქართველოს მთელ მოსახლეობასთან 2003–2011 წლებში (პროცენტი; მთელი მოსახლეობა = 100)

2003

2004

2005

2006

2007

2007

2008

2010

2011

15 და მეტი წლის არაინსტიტუციური მოსახლეობა

71.4 72.9 73.1 73.8 70.6

69.9 71.4 68.3 67.2

ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა

47.2 47.3 46.8 45.9 44.7

43.8 45.4 43.8 43.8

დასაქმებულები 41.8 41.3 40.4 39.7 38.8

36.6 37.8 36.7 37.2

მ.შ. დაქირავებულები

14.2 13.9 13.9 13.7 14.2

13.1 13.6 13.9 14.1

თვითდასაქმებულები

27.5 27.4 26.5 25.9 24.5

23.5 24.1 22.7 22.9

უმუშევრები 5.4 6.0 6.5 6.2 5.9 7.2 7.7 7.1 6.6ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა

24.2 25.6 26.3 27.9 25.9

26.1 26 24.5 23.4

4

Page 5: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

2003 წელთან შედარებით 2011 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი შემცირდა ქვეყნის მოსახლეობაში 47.2 პროცენტიდან 43.8 პროცენტამდე, დასაქმებულთა წილი – 41.8 პროცენტიდან 37.2 პროცენტამდე (შემცირება შეეხო როგორც დაქირავებით დასაქმებულებს – 0.1 პუნქტით, ისე თვითდასაქმებულებს – 4.6 პუნქტით). აღნიშნულ პერიოდში გაზრდილია უმუშევართა წილიც მთელ მოსახლეობაში – 5.4 პროცენტიდან 6.6 პროცენტამდე, ამჟამად ქვეყნის ყოველი მეთხუთმეტე მცხოვრები უმუშევარია, მაშინ როდესაც 2003 წელს ასეთებად მხოლოდ ყოველი მეცხრამეტე ითვლებოდა. თვითდასაქმებულთა რაოდენობა, მიუხედავად ბოლო წლებში საგრძნობი შემცირებისა, ჯერაც მნიშვნელოვნად (1.6–ჯერ) აღემატება დაქირავებით დასაქმებულების რაოდენობას და ფაქტობრივად, უტოლდება ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რიცხოვნობას. ამჟამად მოსახლეობის ყოველ ათას სულზე დაქირავებით დასაქმებულითა რაოდენობა საქართველოში 141–ს არ აღემატება, რაც, მაგალითად, აშშ–ის ანალოგიურ მაჩვენებელს 3–ჯერ ჩამორჩება.

გრაფიკი 3

საქართველოს ეკონომიკუ რად აქტიუ რი და არააქტიუ რი მოსახლეობის თანაფარდობა საქართველოს მთელ მოსახლეობასთან

2003–2011 წლებში (პროცენტი; მთელი მოსახლეობა = 100)

0

10

20

30

40

50

60

70

80

2003 2004 2005 2006 2007 2007 2008 2010 2011

15 და მეტი წლისარაინსტიტუ ციური მოსახლეობა

ეკონომიკუ რადაქტიუ რიმოსახლეობა

დასაქმებუ ლები

მ.შ.დაქირავებუ ლები

თვითდასაქმებულები

უ მუ შევრები

2003 წელთან შედარებით 2011 წლისთვის საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური დონე გაზრდასა და დასაქმებისა და ეკონომიკური აქტიურობის დონეების საგრძნობ შემცირებაზე მკაფიო წარმოდგენას იძლევა ქვემორე ცხრილი.

ცხრილი 3

5

Page 6: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის გამოყენების მდგომარეობა 2003–2011 წლებში (პროცენტი)

2003

2004 2005 2006 2007 2007

2008 2010 2011

უმუშევრობის დონე

11.5 12.6 13.8 13.6 13.3

16.5 16.9 16.3 15.1

აქტიურობის დონე

66.2 64.9 64.0 62.2 63.3

62.6 63.6 64.2 65.2

დასაქმების დონე

58.6 56.7 55.2 53.8 54.9

52.3 52.9 53.8 55.4

საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური მოსახლეობის თანაფარდობა 15–24–წლიან მოსახლეობასა და მთელ მოსახლეობაში აბსოლუტურად ურთიერთსაპირისპიროა – არაინსტიტუციურ მოსახლეობაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 64 პროცენტია, მაშინ როდესაც ახალგაზრდებში – მხოლოდ 38 პროცენტი3. დასაქმების დონე 25 წლამდე ასაკის მოსახლეობაში მხოლოდ 25.9 პროცენტია, რაც საშუალო მაჩვენებელზე (55.4%) 2.1–ჯერ დაბალია. თუ ქვეყანაში საშუალოდ 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში დაქირავებით დასაქმებულია ყოველი მეხუთე, 15–24 წლიან არაინსტიტუციურ მოსახლეობაში – მხოლოდ ყოველი მეათე. კიდევ უფრო დაბალია დაქირავებით დასაქმების დონე მთელ მოსახლეობასთან მიმართებაში: 2011 წლის ბოლოს ყოველი ათასი 15–24 წლის ახალგაზრდიდან დაქირავებითი, ანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდა მხოლოდ 76–ს, მაშინ როდესაც მთელი მოსახლეობის მიხედვით – 180 ადამიანს. „სამაგიეროდ“, უმუშევრობის დონემ 15–24–წლიანებში 35.7% შეადგინა – დანარჩენ მოსახლეობაში უმუშევრობის დონეზე (12.5%) 2.9–ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი.15–24–წლიან მოსახლეობაში დასაქმების დონე, მათ შორის დაქირავებით დასაქმების დონე, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დანარჩენი ასაკობრივი ჯგუფების ანალოგიურ მაჩვენებლებს.ქვემოთ მოტანილი ცხრილი ახასიათებს დასაქმების ხარისხობრივ მდგომარეობას საქართველოში 2011 წელს.

ცხრილი 4დასაქმებისა და უმუშევრობის დონეები საქართველოში

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 2011 წელს4

( )პროცენტისაშუალოდ 15–24

წლიანებში

მოსახლეობაში, 15–24–წლიანების

გარდა

3 ყოველ 100 ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეზე ქვეყანაში საშუალოდ 56 არააქტიური მცხოვრები მოდის, მაშინ როდესაც 15–24–წლიანებში – 162, ანუ 2.9–ჯერ მეტი. 4 დასაქმებისა და დაქირავებით დასაქმების დონეები გაიანგარიშება, შესაბამისად, დასაქმებულთა და მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის თანაფარდობით შესაბამისი ასაკის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისა და არააქტიური მოსახლეობის ჯამთან, ხოლო უმუშევრობის დონე – უმუშევართა რიცხოვნობის თანაფარდობით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან.

6

Page 7: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

არაინსტიტუციური მოსახლეობის აქტიურობის დონე

65.2 40.2 70.6

არაინსტიტუციური მოსახლეობის დასაქმების დონე

55.4 25.9 61.8

არაინსტიტუციური მოსახლეობის დაქირავებით დასაქმების დონე

21.0 9.6 23.5

ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმების დონე

84.9 64.3 87.5

ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაქირავებით დასაქმების დონე

32.3 23.8 33.3

უმუშევრობის დონე 15.1 35.7 12.5დაქირავებით დასაქმებულთა წილი შესაბამისი ასაკის მოსახლეობაში

14.1 15.2 7.6

დასაქმებისა და უმუშევრობის მდგომარეობა აგრარულ სექტორშიდასაქმების არარაციონალური სტრუქტურა, დარღვეული პროპორციები დაქირავებით დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს შორის საქართველოში მნიშვნელოვანწილად განპირობებულია აგრარულ სექტორში დასაქმებულთა მაღალი წილით – 2011 წელს ოფიციალურად სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა დასაქმებულთა 53 პროცენტი, მაშინ როდესაც ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში ამ დარგის წილი მხოლოდ 9.6 პროცენტია. ინდუსტრიული სექტორის დარგებს (მრეწველობა + ენერგეტიკა + მშენებლობა), აგრეთვე ეროვნული ეკონომიკის დანარჩენ დარგებს წილი ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში გაცილებით უფრო მაღალი ჰქონდათ, დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში მათივე წილთან შედარებით.

ცხრილი 5საქართველოს ეკონომიკის სექტორების წილი დასაქმებულთა

რიცხოვნობასა 2011 *და დამატებულღირებულებაში წელს

დასაქმება მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზისო

ფასებში*ათასი კაცი

პროცენტი

მლნ. ლარი

პროცენტი

სულ 1664.2 100 20194.6 100 მათ შორის:აგრარული სექტორი 882.0 53.0 1946.7 9.6მრეწველობა 111.2 6.7 2925.8 14.5დანარჩენი 671.0 40.3 15581.6 77.2*“საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტისა“ და „ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების“ გარეშე.

7

Page 8: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

სოფლის მეურნეობაში დასაქმების ოფიციალური დონე, ერთი მხრივ, „ფუშავს“ ეროვნულ ეკონომიკაში უმუშევრობის ფაქტობრივად მაღალ დონეს, მეორეს მხრივ კი ამცირებს შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებელს. – ამჟამად აგრარულ სექტორში შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში შეადგენს დანარჩენი ეკონომიკის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 9.6%–ს და ეროვნული მეურნეობის საშუალო მაჩვენებლის 18.2%–ს.

ცხრილი 6შრომის მწარმოებლურობა საქართველოში 2011 წელს

საქმიანობის ძირითადი სექტორების მიხედვითშრომის ნაყოფიერება,

(დამატებული ღირებულება 1

დასაქმებულზე), ათასი ლარი

პროცენტი საშუალო დონესთან

სულ ეროვნულ მეურნეობაში 12.1 100ეროვნულ მეურნეობაში სოფლის მეურნეობის გარეშე

23.3 192.3

სოფლის მეურნეობა 2.2 18.2მრეწველობა + მშენებლობა 26.3 216.8დანარჩენი დარგები 23.2 191.4

შრომის მწარმოებლურობა აგრარულ სექტორში, პროცენტობით ეროვნული მეურნეობის საშუალო მაჩვენებელთან, შემცირდა 2000 წლის 44 პროცენტიდან 2011 წლის 18 პროცენტამდე, ხოლო თავად დარგის წილი – 23–დან 9.5 პროცენტამდე. სოფლის მეურნეობაში შრომის მწარმოებლურობა ეროვნული მეურნეობის დანარჩენ დარგებში არსებული შრომის მწარმოებლურობის საშუალო დონის ¼–ის დონეზე მაინც რომ იყოს, იმავე ოდენობის პროდუქციის შესაქმნელად აგრარულ სექტორს სულ ცოტა 0.5 მლნ.–ით ნაკლები დასაქმებულის შრომა დასჭირდებოდა. შრომის მწარმოებლურობა სოფლად ეროვნული მეურნეობის დონეზე რომ ყოფილიყო, მაშინ ამ დარგის დამატებული ღირებულების შექმნას 0.9 მლნ. კაცის ნაცვლად დასჭირდებოდა მხოლოდ 160 ათასი ადამიანის შრომა, მრეწველობის დონის შრომის მწარმოებლურობის პირობებში, შესაბამისად – მხოლოდ 74 ათასი ადამიანის შრომა, ხოლო საფინანსო შუამავლობის სფეროში არსებული შრომის მწარმოებლურობის პირობებში – მხოლოდ 60 ათასი ადამიანის შრომა. აგრარულ სექტორში შრომის მწარმოებლურობისა და საარსებო მინიმუმის შედარებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ დარგში ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობა სტატისტიკურად დეკლარირებულთან შედარებით არანაკლებ 0.5 მლნ. კაცით ნაკლები უნდა იყოს5. აღნიშნული გარემოების 5 სოფლის მეურნეობაში საქმიანობა ეკონომიკურად გამართლებულია, თუკი ერთი დასაქმებულის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება სულ ცოტა 2.5–3.0–ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2011 წლის მიხედვით სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების წარმოებისათვის ეკონომიკურად გამართლებული და საკმარისი იქნებოდა ფაქტობრივზე დაახლოებით 2.2–2.6–ჯერ, ანუ 480–540 ათასი კაცით ნაკლები დასაქმებული.

8

Page 9: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

გათვალისწინებით, უმუშევრობის რეალური დონე სოფლად იქნება არანაკლებ 52 პროცენტი (ნაცვლად დეკლარირებული 6.5 პროცენტისა), ხოლო დასაქმების დონე – არაუმეტეს 35 პროცენტისა, ნაცვლად ოფიციალური 67.6 პროცენტისა.თუ ამ მოცემულობებით ვიხელმძღვანელებთ მთლიანად ეროვნული ეკონომიკის დონეზე, ცვლილებები უნდა შევიდეს დასაქმებისა და უმუშევრობის საერთო–ეროვნულ ინდიკარტორებშიც: დეკლარირებულთან შედარებით საქართველოში დასაქმების რეალური დონე სულ ცოტა, 1.4–ჯერ დაბალია (38%, ნაცვლად 55.4%–სა), ხოლო უმუშევრობის დონე – 2.7–ჯერ მაღალი (არანაკლებ 41%, ნაცვლად 15.1%–სა). აგრარული სექტორი შრომის მწარმოებლურობით ჩამორჩება ეროვნულ ეკონომიკას როგორც ზოგადად, ისე ბიზნეს სექტორის ანალოგიური მაჩვენებლებით. – ბიზნეს სექტორში შრომის საშუალო მწარმოებლურობა 7.6–ჯერ აღემატება აგრარული სექტორის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობის ყოველი თითო ათასით შემცირებისა და მათგან ბიზნეს სექტორში მხოლოდ ნახევარის დასაქმების შემთხვევაშიც კი ქვეყანაში შექმნილი დამატებული ღირებულების მოცულობა მაინც, სულ ცოტა, 3.0 მლნ. ლარით გაიზრდებოდა.

შრომითი მიგრანტების რიცხოვნობის შესახებოფიციალური მონაცემები საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, თუმცა მოიპოვება რამდენიმე ინდიკატორი, რომლებიც დაგვეხმარება დასახელებული კონტინგენტის მიახლოებითი პარამეტრების დადგენაში.

1. მოსახლეობის რიცხოვნობა 1990–იანი წლების დასაწყისში (5460 ათასი);2. მოსახლეობის სამომხმარებლო ქცევის თაობაზე მსოფლიო ბანკის

დაფინანსებით ჩატარებული ბარომეტრული კვლევებით (1998–2002 წწ.), ქვეყნიდან გასულთა 75–80 პროცენტისათვის მიგრაციის მიზეზი ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ამჟამად ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოდან ეკონომიკური მიზეზით გასულთა რაოდენობა, უცხოეთში მყოფი ქართული (საქართველოდან) წარმომავლობის სამუშაო ძალის მთლიანი რიცხოვნობა დაახლოებით 750–800 ათასი უნდა იყოს, საიდანაც 700–750 ათასი – დასაქმებულია, 50–დან 100 ათასამდე ადამიანი კი – უმუშევარი. ამავე დროს, საქართველო მიეკუთვნება იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაცილებით მეტი დაქირავებით დასაქმებული ყავს, ვიდრე საკუთარ ტერიტორიაზე. საქართველოს მთლიანი (ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი) ეკონომიკურად აქტიური ადამიანების ჯამური რიცხოვნობიდან, საქართველოს თვითდასაქმებულთა მთლიანი რიცხოვნობის 3 პროცენტი, უმუშევართა - 25 პროცენტი, მთლიანი სამუშაო ძალის 29 პროცენტი, დასაქმებულების 31 პროცენტი და დაქირავებით დასაქმებულთა 54 პროცენტი საზღვარგარეთ იმყოფება.

9

Page 10: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი დიდი ოდენობით სამუშაო ძალის არსებობას მნიშვნელოვანი კორექტივები შეაქვს საქართველოს მთლიანი (ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი) სამუშაო ძალის რიცხოვნობისა და გამოყენების, მათ შორის უმუშევრობის დონის პარამეტრების ჩამოყალიბებაში.

საერთაშორისო შედარებები:ა) უმუშევრობის დონესაქართველო მსოფლიოში უმუშევრობის დონით 196 სახელმწიფოდან 57–ე ადგილზე (56 ქვეყანას საქართველოზე მაღალი უმუშევრობის დონე აქვთ). ევროგაერთიანებაშიც კი, სადაც უმუშევრობა საქართველოზე თითქმის 1.5–ჯერ დაბალია (10.0% – 2011 წლის ბოლოს; 10.3% – 2012 წლის მაისის მდგომარეობით), რამდენიმე ქვეყანაში მისი დონე (ესპანეთი, საბერძნეთი, ლატვია) საქართველოსას აღემატება6. უმუშევრობის მაღალი დონე ვლინდება არა მარტო მთლიანად, არამედ მოსახლეობის ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც. ასე მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ევროგაერთიანებაში ამჟამად დასაქმების მხრივ არც თუ საუკეთესო მდგომარეობაა, უმუშევრობის დონე აქ საქართველოსთან შედარებით თითქმის 5 პროცენტული პუნქტით, მათ შორის ახალგაზრდებში – 13, ხოლო დანარჩენ მოსახლეობაში – 3.6 პროცენტული პუნქტით უფრო დაბალია. ამასთან, ასაკობრივი სხვაობა უმუშევრობის მხრივ საქართველოში რამდენადმე უფრო მაღალია ევროგაერთიანებასთან შედარებით. – ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით უმუშევრობის დონეთა შორის სხვაობა საქართველოშიც რომ ევროგაერთიანების დონეზე ყოფილიყო, მაშინ უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში, სულ ცოტა, 3–4 პროცენტული პუნქტით უფრო დაბალი იქნებოდა.

ბ) პროპორციები თვითდასაქმებულებსა და დაქირავებით დასაქმებულებსა შორისსაქართველოში უმუშევრობის ოფიციალური, შედარებით ასატანი დონე ძირითადად თვითდასაქმების მაღალი დონის „დამსახურებაა“. – საქართველოში მათი წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 2–ჯერ აღემატება ევროგაერთიანების ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის – საბერძნეთის მაჩვენებელს და 4–ჯერ – ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. – საქართველოში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში 61.6 პროცენტია, საბერძნეთში – 30.2 პროცენტი, ხოლო საშუალოდ EU27-ში – მხოლოდ 15.1 პროცენტი.

ცხრილი 7

6 თუმცა ამ ქვეყნებში დასაქმების სტრუქტურა, დაქირავებით დასაქმებულთა მაღალი წილისა და თვითდასაქმებულთა დაბალი წილის გამო, საქართველოზე გაცილებით უკეთესია. – ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში საქართველოსთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა საბერძნეთში 1.7–ჯერ, ესპანეთში – 2.0–ჯერ, ევროგაერთიანებაში საშუალოდ – 2.4–ჯერ, ხოლო აშშ–ში – 2.7ჯერ უფრო მაღალია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველ 1000 ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაზე საქართველოსთან შედარებით ესპანეთს 323–ით მეტი დაქირავებით დასაქმებული ყავს, საბერძნეთს – 228–ით, ევროგაერთიანებას – 441–ით მეტი, ხოლო აშშ–ს – 533–ით მეტი.

10

Page 11: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

თვითდასაქმებულთა წილი სამუშაო ძალაში ევროგაერთიანებასა და საქართველოში

(პროცენტი)2005 2006 2007 2008 2009 2010

ევროგაერთიანება

15.1 15.1 15.0 14.7 14.9 15.1

საქართველო 65.5 65.3 63.3 64.2 63.9 61.6

მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში 26.5 პროცენტია, მაშინ როდესაც ევროგაერთიანებაში – მხოლოდ 6.5 პროცენტი (ევროგაერთიანებაში აღნიშნული ინდიკატორი ორნიშნა რიცხვით გამოიხატება მხოლოდ საბერძნეთსა – 11.8% და პორტუგალიაში – 11.0%). სამაგიეროდ, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე საქართველოში 2.6–ჯერ ჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს (შესაბამისად, 13.9% და 36.4%). კიდევ უფრო შთამბეჭდავია დასაქმებულთა რიცხოვნობით საქართველოს ჩამორჩენა ევროგაერთიანების ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან. მაგალითად, მოსახლეობის ყოველ ათას სულზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოს ნაკლები აქვს, ვიდრე: დანიას – 327 კაცით, ნორვეგიას – 325 კაცით, ნიდერლანდებს – 298 კაცით.დასაქმებულთა საერთო რაოდენობის უცვლელობის პირობებში თვითდასაქმებულების წილი საქართველოშიც რომ ევროგაერთიანების დონეზე ყოფილიყო (15.1%, ნაცვლად ფაქტობრივი 61.6%–სა), მაშინ უმუშევართა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ამჟამინდელი 0.3 მლნ. კაცის ნაცვლად დაახლოებით 1.1 მლნ. კაცი იქნებოდა, ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში უმუშევრობის დონე ამჟამინდელთან შედარებით თითქმის 3.7–ჯერ გაიზრდებოდა (55.4% – ნაცვლად ოფიციალური 15.1%–სა), ხოლო ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის განაწილება შემდეგ სახეს მიიღებდა:

ცხრილი 8საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ფაქტობრივი და ჰიპოთეტური (თვითდასაქმების ევროგაერთიანებაში შესაბამისი წილის

(15.1%) მიხედვით) სტრუქტურა 2011 წლის მიხედვით

ათასი კაცი პროცენტიფაქტობრივი

ჰიპოთეტური ფაქტობრივი

ჰიპოთეტური

ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა

1959.3 1959.3 100 100

მათ შორის: დაქირავებით დასაქმებულები 632.4 632.4 32.3 32.3თვითდასაქმებულები 1030.8 251.3 52.7 12.8უმუშევრები 295.1 1084.6 15.1 55.4

სწორედ თვითდასაქმების მაღალი დონე ქმნის საქართველოში უმუშევრობის მეტ–ნაკლებად ასატანი დონის სტატისტიკურ ილუზიურ ეფექტს, თუმცა იმავდროულად, ხსნის იმ გარემოებასაც, თუ რატომ

11

Page 12: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

მიილტვიან ქართველი შრომითი მიგრანტები საკუთარი ქვეყნიდან იმ სახელმწიფოებშიც კი, სადაც უმუშევრობის დონე საქართველოს უმუშევრობის ოფიციალურ დონეს მნიშვნელოვნად აღემატება. – ამ ქვეყნებში უმუშევრობის რამდენადმე მაღალი დონე მთლიანად „კომპენსირდება“ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაქირავებით დასაქმების მაღალი დონით. – ფაქტობრივად, დაქირავებით დასაქმებულთა წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში ევროგაერთიანებაში – 2.4–ჯერ (მათ შორის ესპანეთში – 2.0–ჯერ, საბერძნეთში კი – 1.7–ჯერ), ხოლო აშშ–ში – 2.7–ჯერ უფრო მაღალია საქართველოსთან შედარებით. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით საფუძველი ეცლება ხელისუფლების ადეპტების მტკიცებას საქართველოში უმუშევრობის „გასაძლისი“ მდგომარეობისა და სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით შრომის ბაზრის გაცილებით უკეთესი მდგომარეობის შესახებ.

გრაფიკი 4

მართალია, ბოლო წლებში (2003–2011 წწ.) ყოველ 1000 თვითდასაქმებულზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში რამდენადმე გაიზარდა (517–დან 616–მდე), მაგრამ მაინც ჯერჯერობით აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროგაერთიანების საშუალო დონეს. – დღეისათვის საქართველოსთან შედარებით ევროგაერთიანებას ყოველ ათას თვითდასაქმებულზე ხუთი ათასი კაცით(!) მეტი დაქირავებით დასაქმებულები ყავს, მათ შორის ესპანეთს – 4444 კაცით, საბერძნეთს – 1714 კაცით მეტი. ამ მაჩვენებლით აშშ საქართველოს ასტრონომიულად უსწრებს: ამ ქვეყანას ყოველ ათას თვითდასაქმებულზე საქართველოსთან შედარებით დაქირავებით 12670–ით მეტი კაცი ყავს დასაქმებული.

12

Page 13: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

ყოველ 1000 თვითდასაქმებულზე საქართველოში საბერძნეთთან შედარებით 3.5–ჯერ, ესპანეთთან – 7.8–ჯერ, ლატვიასთან – 14.5–ჯერ, ევროგაერთიანებასთან – 9.7–ჯერ, ხოლო აშშ–სთან – 25.7–ჯერ ნაკლები დაქირავებით დასაქმებული მოდის. თუ სტატისტიკურად „გამოყვანილი“ უმუშევრობის დონის ნაცვლად უმუშევრობის რეალური დონით ვიხელმძღვანელებთ, აღმოჩნდება, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში ევროგაერთიანების დონეზე 4–ჯერ, მათ შორის ესპანეთთან – 1.8–ჯერ, ხოლო ავსტრიასთან შედარებით – 10–ჯერ მაღალია.

გ) შრომის მწარმოებლურობის შედარება სხვა ქვეყნებთანსაქართველოში შრომის მწარმოებლურობა (დამატებული ღირებულების წარმოება ეროვნულ მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე) წელზე გადაანგარიშებით შეადგენს 8.7 ათას დოლარს. შედარებისათვის: ეს აშშ–ის დონის მხოლოდ 8.8 პროცენტია. შრომის მწარმოებლურობის დონით საქართველო ჩამორჩება აშშ–ს – 11.4–ჯერ, ნორვეგიას – 12.2–ჯერ, ხოლო ლუქსემბურგს – 13.9–ჯერ. ევროგაერთიანებაში საქართველოსთან შედარებით შრომის საშუალო მწარმოებლურობა თითქმის 9–ჯერ, ხოლო თურქეთში – 5.7–ჯერ უფრო მაღალია. იმავე რიგისაა ჩამორჩენა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა თუ გაერთიანებებთან შედარებით.

გრაფიკი 5

21.4

17.5 17.3

12.9

11.5 11.2 11

4

10

16

22

რუ სეთი თუ რქეთი ესტონეთი ისრაელი OECD EU27 შვეიცარია

შრომის მწარმოებლუ რობა საქართველოში ზ ოგიერთ სხვა ქვეყანასთან შედარებით (საქართველოს თანაფარდობა შესაბამისი ქვეყნის შრომის

მწარმოებლუ რობასთან: პროცენტი)

თუ შედარებისათვის გამოვიყენებთ შრომის მწარმოებლურობას, საიდანაც საქართველოს მხრიდან გამორიცხული იქნება სოფლის მეურნეობა (როგორც დამატებული ღირებულების წარმოებით, ისე დასაქმებულთა რიცხოვნობით),

13

Page 14: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

მაშინ საქართველოს დანარჩენი ეკონომიკის შრომის მწარმოებლურობა მიაღწევს აშშ ეკონომიკის შრომის მწარმოებლურობის საშუალო დონის 16.9 პროცენტს, თურქეთის დონის 33.7 პროცენტს და რუსეთის დონის – 41.1 პროცენტს.

დ) საქართველოს შედარება სხვა ქვეყნებთან სამუშაო დროის ხანგრძლივობის მიხედვითშრომის მწარმოებლურობა, წელზე გაანგარიშებით, დიდწილად დამოკიდებულია სამუშაო დროის ხანგრძლივობაზეც. საქართველოში ერთი დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, წელზე გაანგარიშებით, ექსპერტული შეფასებით, დაახლოებით 1626 საათია, რაც მცირედით განსხვავდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) (94.6%) და ევროგაერთიანების (EU27) (104.0%) მაჩვენებლებისაგან. სამუშაო საათები საქართველოში ნაკლებია, ვიდრე ავსტრალიაში, კანადაში, ჩეხეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ისრაელში, აშშ–ში; ჩვენზე ნაკლებს მუშაობენ ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში…. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი მეზობელი თურქეთი – საქართველოზე 5.7–ჯერ მაღალი შრომის წლიური მწარმოებლურობით. წელზე გაანგარიშებით, თითოეული თურქი დასაქმებული ჩვენს დასაქმებულზე 251 საათით მეტს შრომობს. თავად განვითარებული ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვადებიან ერთმანეთისაგან დასაქმებულთა სამუშაო დროის ხანგრძლივობის მიხედვით. – მაგალითად, სამხრეთ კორეაში საქართველოსთან შედარებით 35 პროცენტით მეტს შრომობენ, ნიდერლანდებში კი პირიქით – 15 პროცენტით ნაკლებს.საქართველოში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით უმუშევრობის მაღალი (საშუალოდ 1.5–ჯერ) დონის გამო მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით სამუშაო საათების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში გაცილებით ნაკლებია. საქართველოში ყოველი მცხოვრები წელიწადში საშუალოდ 605 საათს შრომობს, მაშინ როდესაც ევროგაერთიანებაში საშუალოდ – 692 საათს შრომობენ. საშუალოდ ერთ დასაქმებულზე საქართველოსნაირი სამუშაო დროის ხანგრძლივობის მქონე ქვეყნებში (შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და სხვ.) სამუშაო დროის ხანგრძლივობა, გაანგარიშებული მოსახლეობის ერთ სულზე, საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 200 და მეტი საათით. ამასთან, აღნიშნულ სურათში ვერ ეწერება საქართველო–თურქეთის შედარება: მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე თურქეთში საქართველოსთან შედარებით 1.5–ჯერ დაბალია, ამ ქვეყანაში უკეთესი დემოგრაფიული სიტუაციის გამო, პირველ რიგში ბავშვთა მაღალი წილით მოსახლეობაში7, ერთ სულზე გაანგარიშებით, თურქეთში საქართველოსთან შედარებით 10 საათით ნაკლებს მუშაობენ8.

7 0–14 წლიანი ბავშვების წილი მთელ მოსახლეობაში: თურქეთი – 27.2%, საქართველო – 16.1%. 8 ბუნებრივია, მოტანილი მონაცემები ახასიათებენ თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დასაქმებულთა მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი საათების რაოდენობას. ქვეყნის რეზიდენტების საზღვარგარეთ ნამუშევარი სამუშაო დროის გათვალისწინების შემთხვევაში ქართველების სამუშაო დროის ხანგრძლივობის წლიური მაჩვენებლები გაცილებით მაღალი იქნებოდა...

14

Page 15: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

გრაფიკი 6

ნამუ შევარი საათების რაოდენობა საშუ ალოდ ერთ დასაქმებუ ლსა და მოსახლეობის ერთ სუ ლზ ე საქართველოსა და ზ ოგიერთ სხვა სახელმწიფოში

19731929

1880 1877

1718 16951636 1626

1564

1439

966

813773

595

773 790

964

605

692

592

500

1000

1500

2000

OECDEU27

ერთ დასაქმებუ ლზ ე

მოსახლეობის ერთ სუ ლზ ე

ე) შრომის ანაზღაურების მდგომარეობაშრომის შედარებით დაბალი მწარმოებლურობა განაპირობებს ადექვატურ პროპორციებს მის ანაზღაურებაშიც. შრომის საათობრივი ანაზღაურება საქართველოში ევროზონის მხოლოდ 9.1 პროცენტია. თითოეული ქართველი დასაქმებული ბელგიელ დასაქმებულზე, რომელსაც ევროზონაში ყველაზე მაღალი საათობრივი ანაზღაურება აქვს, შედარებით 75 საათით მეტს შრომობს წელიწადში, თუმცა მისი საშუალო საათობრივი ანაზღაურება ბელგიელის ანაზღაურების მხოლოდ 6.4 პროცენტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ თანხის გამომუშავებას, რასაც საქართველოში წელიწადში 1626 საათიანი შრომა სჭირდება, ბელგიაში 103–საათიანი შრომით ახერხებენ. კიდევ უფრო ნაკლები დრო სჭირდება ამას ნორვეგიაში – მხოლოდ 92 საათი.ამასთან, შრომის ანაზღაურების მაჩვენებელთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება შედარება მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე დარიცხული ხელფასის სიდიდის მიხედვით. იმის გამო, რომ საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობაში დაქირავებით დასაქმებულთა წილი განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით 2.5–ჯერ და მეტად დაბალია, ჩამორჩენა კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება, თუ შედარებას განვახორციელებთ საშუალო ხელფასის ჯამური სიდიდის მიხედვით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოვახდენთ საშუალო ხელფასების სიდიდეთა მოსწორებას მოსახლეობის თანაბარ რიცხოვნობაში დასაქმებულთა წილით.ფორმულის სახით მაგალითად, საქართველო-აშშ-ის ამგვარმა შედარებამ შეიძლება შემდეგი სახე მიიღოს:

15

Page 16: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

Sp(Geo/USA) = Sgeo/SUSA * Lgeo/LUSA,სადაცSp(Geo/USA) – ხელფასის პარიტეტი საქართველოში აშშ-თან შედარებით მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე;Sgeo – საშუალო ხელფასი საქართველოში;SUSA – საშუალო ხელფასი აშშ-ში;Lgeo – დაქირავებით დასაქმებულთა წილი საქართველოს მთელ მოსახლეობაში; LUSA – დაქირავებით დასაქმებულთა წილი აშშ-ის მთელ მოსახლეობაში.აღნიშნული ფორმულის მიხედვით, საქართველოსა და აშშ–ის ბოლო მონაცემებით,

Sp(Geo/USA) = 342/3320 * 14.1/41.8 = 3.5 (%).სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე, საქართველოში ხელფასების ჯამური სიდიდე აშშ-ის მხოლოდ 3.5 პროცენტია.ანალოგიურად იანგარიშება ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიხედვითაც. მაგალითად, საბერძნეთთან მიმართებაში, სადაც დაქირავებით დასაქმებულთა ევროგაერთიანების საშუალო დონეზე 1/3–ით დაბალი წილი (საბერძნეთი – 27.5%, ევროგაერთიანება – 36.4%), საქართველოს მაჩვენებელზე მაინც თითქმის 2–ჯერ მაღალია. მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე ხელფასის ჯამური მაჩვენებელი საქართველოში საბერძნეთის მხოლოდ 5.3 პროცენტია. საქართველოში საშუალო ხელფასი აშშ–ის ანალოგიური მაჩენებლის მხოლოდ 10.3 პროცენტია, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე – მხოლოდ 3.5 პროცენტი9.

ვ) დასაქმების მდგომარეობა მცირე და საშუალო ბიზნესშიარსებითია განსხვავება საქართველოსა და ევროგაერთიანებას შორის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მონაწილეობით. მცირე ბიზნესის წილი საქართველოში ევროგაერთიანების მაჩვენებელს ჩამორჩება: დასაქმების მიხედვით 2.2–ჯერ (23.0% და 50.2%) და დამატებულ ღირებულების შექმნაში შეტანილი წვლილით კი – 5.0–ჯერ (8.1% და 40%).

ცხრილი 9მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი საქართველოსა და

ევროგაერთიანებაში(პროცენტი მთელ ჯამთან)

დასაქმებულთა რაოდენობა დამატებული ღირებულებასაქართველო ევროგაერთიანე

ბასაქართველო ევროგაერთიანე

ბა9 ჩვენ აქ შეგნებულად ვიყენებთ ტერმინს „ხელფასის პარიტეტი საქართველოში აშშ-თან შედარებით მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე“, რადგანაც აქცენტს ვაკეთებთ ხელფასის ჯამურ სიდიდეზე მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე. რაც შეეხება ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტს, იგი ითვალისწინებს ხელფასების აბსოლუტური სიდიდეების შედარების პარალელურად ფასთა თანაფარდობასაც. კერძოდ, თუ ყოველ 1000 მოსახლეზე ხელფასის ფონდის ჯამური სიდიდე საქართველოში აშშ დონის 3.5%–ია, ხოლო ფასების დონე საქართველოში შეადგენს აშშ დონის დაახლოებით 60%–ს, მაშინ ხელფასის ჯამური ფონდის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტი საქართველოში იქნება აშშ დონის 5.8% (= 3.5% : 0.6).

16

Page 17: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

მცირე ბიზნესი

23.0 50.2 8.1 40.0

საშუალო 15.3 16.8 6.3 18.0მსხვილი 61.7 33 85.6 42.0

აღსანიშნავია, რომ მცირე ბიზნესი საქართველოში, ევროგაერთიანებასთან შედარებით, საკმაოდ დაკნინებულია როგორც რაოდენობრივი (დასაქმებულთა რაოდენობა, დამატებული ღირებულება), ისე ხარისხობრივი კუთხით. – მსხვილი ბიზნესის შრომის მწარმოებლურობა ერთ დასაქმებულზე ევროგაერთიანებაში მხოლოდ 1.7–ჯერ აღემატება მცირე ბიზნესის ანალოგიურ მაჩვენებელს, მაშინ როდესაც საქართველოში – 3.9–ჯერ. დაბალია მცირე ბიზნესის შრომის ფონდშეიარაღება, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი ყოველ 10 მცირე საწარმოზე საქართველოში შეადგენს 24–ს, მაშინ როდესაც ევროგაერთიანებაში – 44–ს. მთლიანად, მცირე და საშუალო ბიზნესის წილად საქართველოში მოდის ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 38 პროცენტი (ევროგაერთიანებაში – 67 პროცენტი). გაცილებით მოკრძალებულია მცირე და საშუალო ბიზნესის წვლილი საქართველოში დამატებული ღირებულების შექმნაში – მხოლოდ 14.4 პროცენტი, რაც ევროგაერთიანების ანალოგიურ მაჩვენებელზე (68.0%) 4.7–ჯერ ნაკლებია. მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა რაოდენობა მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე საქართველოში დაახლოებით სამჯერ უფრო დაბალია ევროგაერთიანებასთან შედარებით (ევროგაერთიანება – 40, მ.შ. გერმანია – 20, იტალია – 65, საბერძნეთი – 74, ჩეხეთი – 86, საქართველო – 13). შესაბამისად, 5.4–ჯერ მცირეა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული პირების რაოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე ევროგაერთიანებასთან შედარებით. ყოველივე ეს საქართველოში ევროგაერთიანებასთან შედარებით საბაზრო ინფრასტრუქტურების, თავად საბაზრო ურთიერთობების განვითარების შედარებით დაბალ დონეზე მიუთითებს.

დასკვნადასაქმების პრობლემა ერთერთი უმწვავესია საქართველოში, რომელიც სერიოზულად აფერმკრთალებს იმ რეალურ შედეგებსაც კი, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში მიაღწია. ბოლო წლებში ქვეყნის მოსახლეობის ზრდის პარალელურად მიმდინარეობდა დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირება. უფრო მეტიც, საქართველოს მოსახლეობა ბოლო წლებში უფრო დაბერებული, ეკონომიკურად უფრო ნაკლებად აქტიური და ნაკლებად დასაქმებული გახდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დასაქმების მხრივ ახალგაზრდებშია, რომლებშიც უმუშევრობის დონე რამდენჯერმე აღემატება დანარჩენი მოსახლეობის ანალოგიურ მაჩვენებელს. დღეისათვის 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ყოველი მესამე უმუშევარია, მაშინ როდესაც ანაზღაურებადი სამუშაო მოეპოვება ყოველი 13 ახალგაზრდიდან მხოლოდ ერთს.

17

Page 18: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

სოფლის მეურნეობაში დასაქმების ფორმალურად მაღალი დონე მნიშვნელოვნად ამახინჯებს მდგომარეობის რეალურ სურათს, გაცილებით უკეთესად წარმოაჩენს რა მას. კერძოდ, დასაქმებისა და უმუშევრობის მოქმედი მეთოდიკით საქართველოში უმუშევრობის რეალური დონე რამდენჯერმეა შემცირებული, რის გამოც ხელისუფლებაც, ბიზნეს–სექტორიც, ინვესტორებიც არასწორ სიგნალებს ღებულობენ. – სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდიკით გაანგარიშებით, საქართველოში უმუშევრობის რეალური დონე მერყეობს 40–50 პროცენტის ფარგლებში. სოფლის მეურნეობაში დასაქმების ოფიციალური მაჩვენებლები არა მარტო ამახინჯებენ მდგომარეობის რეალურ სურათს, არამედ ადასტურებენ ამ დარგის უკუსვლის პროცესსაც. ბოლო წლებში იზრდება გარღვევა შრომის მწარმოებლურობაში, ერთი მხრივ, ამ დარგსა და, მეორე მხრივ, დანარჩენ ეკონომიკას შორის. თუ 2003 წელს სოფლად დასაქმებულთა საშუალო შრომის მწარმოებლურობა დანარჩენი ეკონომიკის ანალოგიური მაჩვენებლის 17.4% იყო, 2011 წლისთვის იგი 9.6%–მდე დაეცა. მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე საქართველო 2.5– ჯერ და მეტად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების დონეს დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობით, სამაგიეროდ 4–ჯერ უსწრებს მათ თვითდასაქმების წილით დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში. დღეისათვის რეალურად, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ყოველ მეოთხე შრომისუნარიანი ასაკის მოქალაქეს, რაც ქვეყნის გარეთ ქართველი შრომითი მიგრანტების დასაქმების მაჩვენებელზე საგრძნობლად ნაკლებია. საქართველო მიეკუთვნება იმ იშვიათ ქვეყანათა რიგს, რომელთაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უფრო მეტი დაქირავებით დასაქმებული ყავთ, ვიდრე საკუთარ სახელმწიფოში.თვითდასაქმების საარაკოდ მაღალი წილი დასაქმებულთა შორის კი „რეტუშირებას“ უკეთებს უმუშევრობის ფაქტობრივ მდგომარეობას.თვითდასაქმებულთა მაღალი წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებას გაცილებით პოზიტიურად წარმოაჩენს. – საქართველოში დასაქმების ამჟამინდელი და თვითდასაქმების ევროგაერთიანების დონის პირობებში უმუშევართა რაოდენობა ჩვენთან 3.7–ჯერ უფრო მაღალი, ხოლო უმუშევართა რიცხვი ამჟამინდელზე სულ ცოტა, 0.8 მლნ. კაცით მეტი იქნებოდა. ეს ჰიპოთეტური გათვლაა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სოფლად დასაქმებას ეკონომიკური გამართლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ შრომა მწარმოებელის ფიზიკური არსებობისათვის საჭირო დოვლათის სიდიდეზე არანაკლებ 3–ჯერ მეტ დოვლათს ქმნის, მაშინ აღნიშნული კრიტერიუმით სოფლად უკვე ამჟამად 0.5 მილიონზე მეტი „ზედმეტი“ დასაქმებულია და ისინი ფაქტობრივად, ფარული უმუშევრები არიან. 2003 წელთან შედარებით ამ დარგის წვლილი ქვეყნის მთლიან დამატებული ღირებულების შექმნაში შემცირდა 2.2–ჯერ, ხოლო შრომის მწარმოებლურობა საშულო ეროვნულ დონესთან მიმართებაში – 2–ჯერ და მეტად. სამუშაო დროის ხანგრძლივობით საქართველო თითქმის შეესაბამება საშუალო ევროპულ დონეს, თუმცა ამ უკანასკნელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება 11–ჯერ, ხოლო

18

Page 19: Analizi samu sao zalis gamoyenebis mdgomareobaze saqartvelosi

მოსახლეობის ყოველ ათას სულზე ხელფასის ჯამური ფონდი – 30–35–ჯერ დაბალია. ამასთან, საშუალო ხელფასით შედარების პარალელურად მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე ხელფასის ჯამური მაჩვენებლის შედარებას არა აქვს მხოლოდ შემეცნებითი მნიშვნელობა, მას დიდი პრაქტიკული გამოყენებაც გააჩნია. – ხელფასის მიმღებთა რაოდენობის „გაიშვიათებამ“ გამოიწვია ის, რომ საშუალო ხელფასის მაჩვენებელმა დაკარგა საერთაშორისო შედარებადობის ღირებულება და იგი ვეღარ ახასიათებს ობიექტურად სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების თანაფარდობას, მოსახლეობის სახელფასო პარიტეტსა და მსყიდველობით უნარიანობას. მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლებზეც საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში მოდის სამუშაო ადგილების დაახლოებით 2/3, საქართველოში გაცილებით მოკრძალებულადაა წარმოდგენილი. მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე საქართველოს ევროგაერთიანებასთან შედარებით 3–ჯერ ნაკლები რაოდენობის მცირე და საშუალო ზომის საწარმო მოეპოვება, ხოლო თავად ამ ტიპის საწარმოების წვლილი ბიზნეს–სექტორის მთლიან ბრუნვასა და გამოშვებაში, ევროგაერთიანების დონეს ოთხჯერ ჩამორჩება...

იოსებ არჩვაძე2012 წლის ივლისი

19