evropis samezoblo politikis evrokavsiri-saqartvelos ... · „evropis samezoblo politikis...

86
evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis garemos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis Sesrulebis efeqturobis Sefaseba

Upload: others

Post on 27-Dec-2019

12 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

evropis samezoblo politikisevrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis

garemos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilisSesrulebis efeqturobis Sefaseba

Page 2: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

„evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis Sesrulebis efeqturobis Sefaseba“ ganxorcielda proeqtis „saqarTvelos qselis Camoyalibeba garemosdacviTi da so-cialuri samarTlianobisaTvis“ farglebSi.

mwvane alternativa madlobas uxdis evrokavSirs da Savi zRvis regionuli TanamS-romlobis fonds finansuri mxardaWerisTvis.

am gamocemaSi gamoTqmuli mosazrebebi gamoxatavs mwvane alternativas pozicias da ar SeiZleba ganxilul iqnes evrokavSiris an Savi zRvis regionuli TanamSromlobis fondis SexedulebaTa amsaxvelad.

© asociacia “mwvane alternativa”, 2011

B/S/T - Savi zRvis regionuli TanamSromlobis fondi

Page 3: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo

gegmis garemos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis Sesrulebis

efeqturobis Sefaseba

თბილისი, 2011

Page 4: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

შესავალი ................................................................................................................................................................... 3

შეფასების მეთოდოლოგია .....................................................................................................................................3

2007-2010 წლების ძირითადი ტენდენციები........................................................................................................4

მიზანი 1. ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება...........................................................................7

მიზანი 2. ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დონის შეფასება...........................................12

მიზანი 3. საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებისა და ოქმების რატიფიცირება....................17

მიზანი 4. გარემოსდაცვითი გეგმებისა და პროგრამების შემუშავება .......................................................19

მიზანი 5.1 გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიღების ხელშეწყობა - წყლის სექტორი ....................23

მიზანი 5.2 გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიღების ხელშეწყობა - ნარჩენების სექტორი ............28

მიზანი 6. ადმინისტრაციული სტრუქტურისა და პროცედურების გაძლიერება ..................................33

მიზანი 7. სტრუქტურებისა და პროცედურების გაძლიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორციელების მიზნით .............................................................38

მიზანი 8. ნებართვის გამცემი და მაკონტროლებელი სტრუქტურების გაუმჯობესება ........................44

მიზანი 9. საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის გაუმჯობესება .......................................49

მიზანი 10. გარემოს მდგომარეობის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება ...........................54მიზანი 11. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება ...............................................................................57

მიზანი 12. თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან ..........................................................................................60

მიზანი 13. გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირება სხვა სექტორებში ...............................................67

მიზანი 14. კიოტოს ოქმისა და გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის მოთხოვნების შესრულება ............................................................................70

მიზანი 15. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორის პოლიტიკის მდგრადობის ზრდა ......................75

sarCevi

Page 5: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

3

Sesavali

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2004 წლის მაისში გამოქვეყნე ბულ სამე ზობლო პოლიტიკის სტრატეგიაში, განსაზღვრავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას მეზობელ ქვეყნე ბ თან მიმართებაში. მისი მიზანია სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა მეზობელ ქვეყნებში. 2004 წელს საქართველო, 15 სხვა ქვეყანასთან ერთად (ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბია, ლიბანი, მაროკო, პალესტინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) გახდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყანა. პოლიტიკის ერთ-ერთი საბაზისო პრინციპია, დაეხმაროს მეზობელ ქვეყნებს შიდა რეფორმების განხორციელებაში, თანასწორი თანამშრომლობის საფუძველზე, რაც გულისხმობს საერთო ფასეულობებზე ურთიერთვალდებულებების გაზიარებას შემდეგ სფეროებში: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები, კარგი სამეზობლო ურთიერთობები, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და მდგრადი განვითარება.

ევროკავშირი ცალკეული მეზობელი ქვეყნის მთავრობასთან შეთანხმებით ადგენს სამოქმედო გეგმას, რომელიც წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ძირითად ინსტრუმენტს. სამოქმედო გეგმების მიზანია, განსაზღვროს მეზობელი ქვეყნისა და ევროკავშირის ერთობლივი დღის წესრიგი პოლიტიკური თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით. შესაბამისად, გარკვეულ სექტორებში დგება ერთობლივად განსაზღვრული პრიორიტეტები.

2006 წლის 14 ნოემბერს ხელი მოეწერა ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმას, რომლის მოქმედება ვრცელდება 2013 წლამდე. სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, ვაჭრობა და პარტნიორების მომზადება ევროკავშირის შიდა ბაზარზე თანდათანობით ადგილის დასამკვიდრებლად, კანონის უზენაესობა და საშინაო საკითხები, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საზოგადოების ინფორმირება, გარემოს დაცვა და მეცნიერება, ასევე სოციალური პოლიტიკა და ხალხთა შორის ურთიერთობა.

ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო 2007 წლიდან. საქართველოს მთავრობა წელიწადში ორჯერ ამზადებს ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის ამსახველ ანგარიშს, ხოლო ევროკომისია ასეთ ანგარიშს გამოსცემს წელიწადში ერთხელ (ე.წ. პროგრესის ანგარიში). 2011 წლის თებერვლის მდგომარეობით, ევროკომისიას უკვე გამოქვეყნებული აქვს 2007, 2008 და 2009 წლების პროგრესის ამსახველი ანგარიშები.1 სამოქმედო გეგმის სხვადასხვა სექ ტო რის შესრულების მდგომარეობის ამსახველ ანგარიშებს ამზადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. წარმოდგენილი ანგარიშიც ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა.

2009 წლის დასაწყისში მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების მდგომარეობის ამსახველი პირველი ანგარიში, რომელიც მოიცავდა 2007-2008 წლების პერიოდს (ხელმისაწვდომია მწვანე ალტერნატივას ვებ-გვერდზე: www.greenalt.org). ამჯერად, წარმოდგენილი ანგარიში ასახავს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულებაში მიღწეულ პროგრესს 2009-2010 წლების განმავლობაში და ამასთანავე, ერთგვარად აჯამებს 2007-2010 წლებში გატარებულ ღონისძიებებსა და მიღწევებს.

Sefasebis meTodologia

საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების ეფექტურობის შეფასება განხორციელდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ევროპის პოლიტიკის ოფისისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ევროკავშირის რეგიონული ოფისის მიერ ერთობლივად შემუშავებულ სახელმძღვანელოში (“ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმების განხორციელების შეფასება გარემოს დაცვის სფეროში”) შემოთავაზებული მეთოდოლოგიის მიხედვით.2

სახელმძღვანელო შემუშავდა იმგვარად, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იყოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ეგიდით მომზადებული ნებისმიერი სამოქმედო გეგმის შესაფასებლად. ეს შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც ყველა სამოქმედო გეგმას გააჩნია მსგავსი მიზნები, სტრუქტურა და მახასიათებლები. შესაფასებელი საკითხების დასადგენად შერჩეულ იქნა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნები გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სექტორში. შეფასებაში ასევე დამატებულ იქნა ორი ზოგადი სფერო, რომლებიც ერთის მხრივ, აფასებენ ქვეყნების მთავრობების მისწრაფებას, განახორციელონ სამოქმედო გეგმები, ხოლო მეორეს მხრივ, სამოქმედო გეგმების განსახორციელებლად ევროკავშირის მიერ გატარებულ ქმედებებს. ამრიგად,

1 ხელმისაწვდომია ევროკომისიის ვებ-გვერდზე: http://ec.europa.eu/world/enp/documents_en.htm2 სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.boell.be/download_en/Greening_the_ENP_Handbook.pdf

Page 6: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

4

სახელმძღვანელოში შეფასებულია შემდეგი საკითხები (მიზნები):

მიზანი 1: ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება;

მიზანი 2: ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დონის შეფასება;

მიზანი 3: საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებისა და ოქმების რატიფიცირება;

მიზანი 4: გარემოსდაცვითი გეგმებისა და პროგრამების შემუშავება;

მიზანი 5: გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიღების ხელშეწყობა: სექტორული მიდგომა – წყალი და ნარჩენები;

მიზანი 6: ადმინისტრაციული სტრუქტურისა და პროცედურების გაძლიერება;

მიზანი 7: სტრუქტურებისა და პროცედურების გაძლიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორციელების მიზნით;

მიზანი 8: ნებართვის გამცემი და მაკონტროლებელი სტრუქტურების გაუმჯობესება;

მიზანი 9: საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის გაუმჯობესება;

მიზანი 10: გარემოს მდგომარეობის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება;

მიზანი 11: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება;

მიზანი 12: თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან;

მიზანი 13: გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირება სხვა სექტორებში;

მიზანი 14: კიოტოს ოქმისა და გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის მოთხოვნების შესრულება;

მიზანი 15: ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორის პოლიტიკის მდგრადობის ზრდა.

ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საკითხთან (მიზანთან) დაკავშირებით ქვეყანაში არსებული სიტუაციის და სა დგენად, შემუშავებულ იქნა კითხვარები, რომელთა საშუალებითაც განისაზღვრა ამ სფეროებში გან-ხორციელებული საქმიანობების ეფექტურობა. კითხვარებზე გაცემული პასუხების საფუძველზე, გამოითვალა შესრულების მდგომარეობის მაჩვენებელი პროცენტული ინდიკატორი. ამგვარი მეთოდოლოგია, მომ დევნო წლებში შეფასების ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელს ხდის, ინდიკატორების საშუალებით შეფასდეს პროგრესი.

კითხვარებში თითოეულ შეკითხვაზე შესაძლო პასუხის ოთხი ვარიანტია მოცემული:• ”დიახ” - გამოყოფილია სამი დონე, საუკეთესოდან უარესამდე (3 - საუკეთესო, 2 - ადექვატური ან 1 - ცუდი)• “არა” - აღინიშნა 0-ით.

თითოეულ პროცენტულ ინდიკატორს, როგორც წესი, მოჰყვება მოკლე განმარტება, რომელიც ხსნის, თუ რატომ არის მინიჭებული ესა თუ ის ინდიკატორი. გარდა პროცენტული ინდიკატორისა, შეფასებაში განხილულია თითოეულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ პრობლემათა სპექტრი, აგრეთვე, ხშირად მოცემულია რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის მიზნების შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

ზემოთ აღწერილი მეთოდოლოგია, პირველად გამოყენებულ იქნა ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის 2007-2008 წლების განმავლობაში შესრულების მდგომარეობის შეფასებისას. პირველი შეფასების ანგარიში, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მწვანე ალტერნატივამ 2009 წლის დასაწყისში გამოსცა. ამავე მეთოდოლოგიის გამოყენებით შეფასდა გეგმის შესრულების მდგომარეობა 2009-2010 წლების განმავლობაში.

2007-2010 wlebis ZiriTadi tendenciebi

ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი ასახავს 2007-2010 წლების განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების მდგომარეობის ძირითადი ტენდენციებს. პირველ სვეტში ჩამოთვლილია სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნები გა რე-მოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში. მეორე სვეტში ასახულია თითოეული მიზნის შესრულე-ბის მდგომარეობის ამსახველი პროცენტული ინდიკატორი, რომელიც დადგინდა წინა (2009 წ.) შეფასებითი ანგარიშის შედგენისას; მესამე სვეტში კი, მოცემულია წარმოდგენილი კვლევის ჩატარებისას გამოვლენილი შესრულების მდგომარეობის ამსახველი პროცენტული ინდიკატორები.

Page 7: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

5

ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის მიზნები

პროცენტული ინდიკატორი

2007-2008 წ.წ.

პროცენტული ინდიკატორი

2009-2010 წ.წ.

1. ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება 33% 35%

2. ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დონის შეფასება 44% 55.5%

3. საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებისა და ოქმების რატი ფი ცი-რება 20.8% 20.8%

4. გარემოსდაცვითი გეგმებისა და პროგრამების შემუშავება 22.2% 22.2%

5.1 გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიღების ხელშეწყობა (წყლის სექ-ტორი) 11.5% 21.4%

5.2 გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიღების ხელშეწყობა (ნარჩენების სექ ტორი) 18.5% 22.2%

6. ადმინისტრაციული სტრუქტურისა და პროცედურების გაძლიერება 26.6% 26.6%

7. სტრუქტურებისა და პროცედურების გაძლიერება გარემოზე ზემოქმე-დების შეფასების განხორციელების მიზნით 16.7% 16.7%

8. ნებართვის გამცემი და მაკონტროლებელი სტრუქტურების გაუმჯობესება 54.2% 47.9%

9. საზოგადოების ინფორმირების და მონაწილეობის გაუმჯობესება 23.2% 20.8%

10. გარემოს მდგომარეობის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება 13.3% 70%

11. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ხე-ლი სუფლების დახმარება 21.2% 28.2%

12. თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან 43.5% 41%

13. გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრაცია სხვა სექტორებში 5.5% 11.1%

14. კიოტოს ოქმისა და გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის მოთხოვნების შესრულება 44% 60.6%

15. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის პოლიტიკის მდგრადობის ზრდა 11.1% 14%

როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, ძალზე უმნიშვნელო ზრდაა პირველი მიზნის (ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება) შესრულებაში. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ქვეყნის ევროინტეგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არარსებობა. პროგრესი შესამჩნევია მე-2 მიზნის (ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დონის შეფასება) მიღწევაში - პროგრესის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორებია ბოლო წლებში ევროკომისიის მხრიდან უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ასევე ეროვნულ და რეგიონულ ინდიკატორულ გეგმებსა და ტრანსსასაზღვრო პროგრა-მებში გარემოს დაცვის მკაფიო პრიორიტეტიზაცია.

მე-3 მიზნის მიღწევაში წინსვლა საერთოდ არ შეიმჩნევა, რასაც პროცენტული ინდიკატორებიც აჩვენებენ. საქართველოს კვლავ არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებისა და ოქმების რატიფიცირებისთვის. ანალოგიურად, პროგრესი არ არის მე-4 მიზნის მიღწევაშიც; წინა წლებში შემუშავებული გეგმები და პროგრამები კვლავ არ არის დამტკიცებული და შესაბამისად, განხორციელებული; არც გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში საზოგადოების მონაწილეობის ფორმალური პროცედურების დასანერგად გადადგმულა რაიმე ნაბიჯები.

პროცენტული ინდიკატორები აჩვენებს გარკვეულ პროგრესს მე-5 მიზნის მიღწევაში - გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიღების ხელშეწყობა წყლისა და ნარჩენების სექტორებში. ამ სფეროში მცირე პროგრესი ძირითადად განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შემუშავდა ორივე სექტორის მარეგულირებელი კანონპროექტები; თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი არ ყოფილა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. წყლის სექტორში პროგრესი განპირობებულია ასევე „საქართველოს წყლის სექტორის კონვერგენციის გეგმის“ მომზადებით.

წინსვლა საერთოდ არ შეიმჩნევა მე-6 (ადმინისტრაციული სტრუქტურისა და პროცედურების გაძლიერება) და მე-7 (სტრუქტურებისა და პროცედურების გაძლიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორციელების

Page 8: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

6

მიზნით) მიზნების მიღწევაში. გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოების სისუსტე და სტრატეგიული დაგეგმვის სისტემაში არსებული ნაკლოვანებები კვლავ აღმოუფხვრელია; უფრო მეტიც, არ გადადგმულა რაიმე ნაბიჯები სიტუაციის გამოსწორების მიზნით. გარემოსდაცვითი რეგულირების ერთ-ერთ უსუსტეს ნაწილად კვლავ რჩება გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოქმედი სისტემა.

წინა 2007-2008 წ.წ. შეფასებისას მე-8 მიზნის (ნებართვის გამცემი და მაკონტროლებელი სტრუქტურების გაუმჯობესება) სხვა მიზნებთან შედარებით მაღალი პროცენტული ინდიკატორი განპირობებული იყო მაკონტროლებელი სტრუქტურების (გარემოს დაცვის ინსპექციის) მაღალი შეფასებით. შესაბამისად, 2008-2009 წ.წ.-ში პროცენტული ინდიკატორის მცირე კლებაც კვლავ მაკონტროლებელ სტრუქტურებს უკავშირდება, რაც დაგეგმვასა და ანგარიშგებაში არსებული ნაკლოვანებებით აიხსნება. რაც შეეხება ნებართვის გამცემ სრუქტურებს, აქ სიტუაცია პრაქტიკულად არ შეცვლილა.

მე-9 მიზნის (საზოგადოების ინფორმირების და მონაწილეობის გაუმჯობესება) მიღწევაში შეიმჩნევა რეგრესი, რაც უმთავრესად გამოწვეულია გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის არსებული შეზღუდული პროცედურების კიდევ უფრო გაუარესებით. ღონისძიებები არ გატარებულა საზოგადოების ინფორმირების პროცედურებისა და პრაქტიკის, ასევე მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდო-მობის გასაუმჯობესებლად.

შესამჩნევად დიდი, თითქმის 60-პროცენტიანი, პროგრესია მე-10 მიზნის (გარემოს მდგომარეობის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება) მიღწევაში. ზრდა გამოწვეულია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტის “საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობა” ფარგლებში გაწეული მეთოდური დახმარებით, რომლის შედეგადაც შედგენილ იქნა 2007-2009 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული ანგარიში (ანგარიში ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დამტკიცებული).

მე-11 მიზნის (სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება) მიღწევაში მცირე ზრდა განპირობებულია 2009 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ინიციტიავით, „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ დაარსებით; სხვა მხრივ, გაუმჯობესება ამ მიზნის მიღწევაში არ შეინიშნება.

სიტუაცია პრაქტიკულად უცვლელია მე-12 მიზნის (თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან) მიღწევაში. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ინფორმაციის გაცვლა მეზობელ ქვეყნებს შორის კვლავ მხოლოდ საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ხორციელდება; რეგიონის ქვეყნები ცდილობენ თავი აარიდონ პირდაპირი კომუნიკაციის არხების გამოყენებას მეზობელ ქვეყნებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას. რეგიონის ქვეყნებს შორის როგორც მრავალმხრივი, ისე ორმხრივი ხელშეკრულებების მომზადების პროცესი, ასევე ხელშეკრულებების შესრულების ანგარიშები არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.

მე-12 მიზნის მსგავსად, მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა მე-13 მიზნის (გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრაცია სხვა სექტორებში) მიღწევაში. პროცენტული ინდიკატორის მცირე ცვლილება ზრდის მიმა რ-თულებით განპირობებულია 2009-2010 წლებში „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებით; ამ სტრატეგიის შემუშავებისას ადგილი ჰქონდა გარემოს დაცვის ინტეგრირების მცდელობას.

გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა მე-14 მიზნის - კიოტოს პროტოკოლისა და გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის მოთხოვნების შესრულებაში. საქართველოს მთავრობამ, ბოლო წლების განმავლობაში - პირველად, ღიად განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება და მის შედეგებთან ადაპტაცია წარმოადგენს ეროვნულ პრიორიტეტს. 2009 წელს საქართველო ასევე შეურთდა “კოპენჰაგენის აკორდს” და აიღო პოლიტიკური ვალდებულება გაატაროს ზომები სათბური გაზების ემისიის შემცირებისთვის. 2010 წელს საქართველოს დედაქალაქი შეუერთდა მერების შეთანხმებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და დაიწყო მუ შა -ობა შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად ეროვნული პროგრამის შემუშავე-ბაზე.

პროცენტული ინდიკატორის უმნიშვნელო ზრდა შეინიშნება მე-15 მიზნის მიღწევაში. გარკვეული დადებითი ძვრები შეიმჩნევა ტრანსპორტის სექტორში (ძირითადად, საავტომობილო გზების უსაფრთხოების ზრდის კუთხით), თუმცა საქართველოს მთავრობა კვლავ არ დგამს ქმედით ნაბიჯებს როგორც მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავების, ისე ტრანსპორტის სექტორთან დაკავშირებული საკითხების (ჯანდაცვა, გარემოს დაცვა) გადასაჭრელად. ენერგეტიკის სფეროში კვლავაც პრობლემურია განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის შემუშავების გადავადება, აგრეთვე ევროკავ ში რის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი.

Page 9: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

7

mizani 1ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან: ეს მიზანი არ არის დაკავშირებულია სამოქმედო გეგმის სპეციფიურ მოთხოვნებთან. აქ წარმოადგენილია ზოგადი მიმო-ხილვა ქვეყნის ვალდებულებისა, განავითაროს თანამშრომლობა ევროკავშირთან და განახორციელოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შეთანხმება და სამოქმედო გეგმა.

შეფასება

კითხვა დიახ არაგანმარტება

ქულა 3 2 1 0

პოლიტიკა

1. არის თუ არა მიღებული ევრო-კავშირთან თანამშრომლობის/ ინ-ტეგრაციის პოლიტიკა? X

საქართველოს ხელმოწერილი აქვს ევროკავშირთან თანამ-შრომლობისა და პარტნიორობის ხელშეკრულება, ასევე ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ეგიდით.

ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საშინაო და საგრეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს. ეს აღიარებულია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 28 მარტის დადგენილებით, რომლითაც პარლამენტი ავალებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, დაიწყოს მო-ლაპარაკებები. 2005 წელს შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრები.

ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრა-ციის საჭიროება ხაზგასმულია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ყოველწლიურ სამთავრობო დოკუმენტებში, ასევე საგარეო პოლიტიკის 2006-2009 წლების დოკუმენტში.

2010 წლის ივლისში გაიმართა პირველი ოფიციალური მო ლა-პარაკება საქართველოს და ევროკავშირს შორის ”ასოცირების შესახებ შეთანხმების” თაობაზე. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ სხვადასხვა ნაწილზე.

2. მიღებულია, თუ არა სტრატეგი-ული პოლიტიკური ინსტრუმენ ტი სამოქმედო გეგმის შესასრულებლად? თუ მიღებულია, აქვს თუ არა მას იურიდიული სტატუსი?

X

2007 წლის 21 თებერვლის საქართველოს მთავრობის სხდო-მაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა, მოწონებულ იქნა სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების გეგმა-მატრიცის (Action Plan Implementation Plan, APIP) წარდგენილი ვერსია, როგორც საბოლოო დოკუმენტის საფუძველი; თუმ ცა, საბოლოოდ დოკუმენტი არ დამტკიცებულა.

შესაბამისად, საბოლოო ჯამში, მთავრობის სხდომაზე იწო ნე ბენ წლიურ პროგრამებს სამოქმედო გეგმის შეს-რულებისათვის; ამასთან, ყოველ სამინისტროს გააჩნია თავისი გეგმა. 2009-2010 წლებში ასევე მომზადდა შესაბამისი წლიური სამოქმედო პროგრამა.

mizani 1

Page 10: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

8

3. ითვალისწინებენ, თუ არა იუ რი დიული პროგრამული დოკუ-მენტები სამოქმედო გეგმისათვის აუცილებელი საკანონმდებლო აქტე-ბის მიღებას? თუ ითვალისწინებენ, დადგენილია თუ არა ნათლად ვადები?

X

სამოქმედო გეგმა-მატრიცაში განსაზღვრული იყო შესაბა მი -სი იურიდიული დოკუმენტების მიღება და აგრეთვე დადგე-ნილი იყო ვადები. სამოქმედო გეგმის განხორციელების წლიური სტრატეგიული დოკუმენტები უფრო ზოგადია და არ შეიცავს მკაფიო ვადებს, დეტალურ განსახორციელე ბელ ქმედებებს და სხვ.

4. ითვალისწინებენ, თუ არა შესაბამი-სი სამინისტროების სამოქმედო გეგ-მები კონკრეტული ნაბიჯებს სამო ქ-მედო გეგმის შესასრულებლად? თუ კი, დადგენილია თუ არა ნათლად ვადები?

X

წლიურ სამოქმედო გეგმა-მატრიცას ამზადებს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამინისტროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თავად სამინისტროების გეგმები თანხვდება 2006-2009 წლების საშუალოვადიან გეგმაში წარმოდგენილ პრიორიტეტებს. სამოქმედო გეგმაში ვადად, როგორც წესი, მითითებულია „წლის განმავლობაში“, და დ -გენილია პასუხისმგებელი ორგანო - სამინისტრო და და ფი-ნანსების წყარო (დონორი, ბიუჯეტი).

5. შესრულდა, თუ არა სინამდ ვილეში მიღებული დოკუმენ ტები?

X

განხორციელდა გარკვეული ქმედებები, თუმცა, იმის გამო, რომ წლიური გეგმები ძალზე ზოგადად განსაზღ ვრავენ მიზნებს და განსახორციელებელ ქმედებებს, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი განიხილება რო-გორც ვა ლდებულების შესრულება.

6. გამოყოფილია, თუ არა ფინანს ური რესურსები და ეფექტუ რადაა, თუ არა გადანაწილე ბული?

X

ზოგადად, პროგრამის შესასრულებლად თანხები არ არის გამოყოფილი, ასევე არ არის ნათელი, თუ როგორ ხდება ბიუჯეტიდან ამ პრიორიტეტების დაფინანსება. ყურად-ს აღებია, რომ გეგმა-მატრიცა, რომელიც როგორც ზემოთ აღინიშნა, საბოლოოდ არ იქნა მიღებული, განსაზღ ვრავდა სამოქმედო გეგმის შესასრულებლად საჭირო ფინანსურ რესურსებს და მათ წყაროებს.

7. არსებობს, თუ არა მონიტორინ გის მექანიზმები და გამოიყენე ბა, თუ არა მისი შედეგები შემ დგომი ქმედებების დაგეგმვისა და შესრულებისთვის? X

მონიტორინგი ხორციელდება ევროპულ და ევროატლან-ტიკურ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, სამინისტროების მიერ მიწოდებული ინფორ-მაციის საფუძველზე. მონიტორინგის ანგარიში წელიწადში ორ ჯერ წარედგინება ევროკომისიას.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ისმენს მთავრობის ანგარიშს ღია სხდომაზე.

ევროკომისია, თავის მხრივ, ყოველწლიურად ამზადებს პრო გ რესის ანგარიშს.

ყურადსაღებია, რომ არ ხდება არც მთავრობის და არც ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშების საზოგადოებრივი განხილვა, სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა და შემდგომში მისი გათვალისწინება დაგეგმვის პროცესში.

mizani 1

Page 11: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

9

ინსტიტუციური ასპექტები

8. არსებობს, თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროში ინტეგრაციის/ თანამ-შრომლობის დეპარტამენტი?

X

საქართველოში შექმნილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს სა-ქართველოს პრემიერ-მინისტრი; მისი მოადგილეებია ევ-რო პულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მი-ნისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. კომისიაში აგრე თ -ვე შედის ყველა მინისტრი და შექმნილია უწყებათაშო რი-სი საბჭო, რომელიც შედგება ყველა სამინისტროს წარმო-მადგენლებისგან.

ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კომპეტენციაში შედის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინარება.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებობს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი და ევროპულ საქმეთა დეპარტამენტი.

9. გადიან, თუ არა მთავრობის წარმომადგენლები ტრეინინგებს ევ რო პასთან თანამშრომლობასა და ინტეგრაციის საკითხებში?

X

ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, აგრეთვე ზოგიერთი სამინისტროს წარმომადგენლებს, უტარდებათ ტრენინგები სამეზობლო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხებზე. ტრეინინგების ორგანიზატორები არიან სხვადასხვა ევროპული სტრუქ-ტურები და წევრი სახელმწიფოების მთავრობები.

10. აძლევს, თუ არა მთავრობა ინ-ფო რმაციას საზოგადოებას ევრო კავ-შირთან თანამშრომლობის პოლიტი-კასა და ქმედებებზე?

X

არსებობს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდი, რომელიც იძლევა ინფორმაციას აპარატის მიერ გაწეულ სამუშაოებზე;

წელიწადში ორჯერ საქართველოს მთავრობის აწყობს მა-ღალი დონის შეხვედრებს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის თაობაზე. ეს შეხვედრები გარკვეულწილად ღიაა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

11. ახორციელებს, თუ არა მთავრობა სამოქმედო გეგმის შესრულების რე გუ ლარულ და ოფიციალურ მო-ნიტორინგს?

X

წელიწადში ორჯერ მთავრობა წარუდგენს ევროკომისიას სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშა, თუმცა კონკრე-ტული ვადებისა და ინდიკატორების არარსებობის პირობე-ბ ში, ეს ანგარიშები არაეფექტურია; ხშირად სამინისტროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესრულებული ღონისძი-ებების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.

თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში

12. არის, თუ არა მიღებული პო-ლიტიკის ინსტრუმენტი სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის? აღწერს, თუ არა ის სპეციფიურ ქმედებებს და ვადებს გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად?

X

ზემოხსენებულ 2007-2010 წლების გეგმა-მატრიცაში (რომე-ლიც არ იქნა დამტკიცებული), გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად გათვალისწინებული იყო გარკვეული ქმედებები და მათი განხორციელების ვადები.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ადგენს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას, რომელსაც წარუდგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრს.

13. უზრუნველყოფილია, თუ არა იურიდიული დაგეგმვის ინს ტ-რუ მენტები, რათა მოხდეს სამო-ქმედო გეგმის გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად საჭირო კანონმდებლობის მიღება?

X

სამოქმედო გეგმა მოითხოვდა ზოგიერთ სფეროში იური-დიული დოკუმენტების შემუშავებას, რადგან გარკვეული მიზნების მიღწევა სხვა მხრივ შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, დღეისათვის არ არსებობს რაიმენაირი დროში გაწე-რილი სამუშაო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფდა სა მო ქ-მე დო გეგმის შესრულებისთვის საჭირო საკანონმდე ბ ლო ინიციატივების გატარებასა და მათ დამტკიცებას.

mizani 1

Page 12: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

10

14. ითვალისწინებს, თუ არა გარემოს დაცვის სამინისტროს სამუშაო გეგმა კანონმდებლობის მიღებას, რომელიც აუცილებელია სამოქმედო გეგმის გა რემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად?

X

ყოველწლიურ გეგმებში ყოველთვის არის მითითებული, თუ რომელი საკანონმდებლო აქტები უნდა იყოს შემუშავებული, მათ შორის საერთაშორისო. ბოლო ორი წელია გეგმებში აუცილებლად არის მითითებული UN ECE-ის კონვენციების რატიფიცირება, ხოლო 2010 წლის ანგარიშში - წყლისა და ნარჩენების შესახებ კანონების მიღება.

15. შესრულდა, თუ არა მიღებული დოკუმენტები? X

ზოგ შემთხვევაში, გაწეულია გარკვეული სამუშაოები, მაგა-ლითად, მომზადებულია კანონპროექტი ან საერთაშორისო კონვენციის აუთენტური ტექსტი ქართულ ენაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შემუშავებული დოკუმენტები საბოლოოდ მიაღწევენ დამტკიცების/ მიღების ფაზას.

16. არსებობს, თუ არა ფინანსური რესურსები გარემოსდაცვითი ნაწილის შესრულებისთვის?

X

სამოქმედო გეგმის გარემოსდაცვითი ნაწილის შესას რუ-ლებლად ძირითადად გამოიყენება დონორული დახ მარება; სხვაგვარად რომ ვთქვათ, გეგმაში ხვდება ძირითადად ის ღონისძიებები, რომლებზეც უკვე არსებობს შეთანხმება დონორ ორგანიზაციებთან.

17. არსებობს, თუ არა მონიტორ ინგის მექანიზმები და გამოიყ ენება, თუ არა გარემოსდაცვითი საკითხების შემდგომი გადაწყ ვეტისათვის?

X

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აწვდის გარკვეულ ინფორმაციას ევროპულ და ევროატ-ლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს გაწეულ ქმედებებზე. თუმცა, ხშირად ინფორმაცია ბუნდოვანია, არ შეესაბამება სიმართლეს, ან მოძველებულია. შესრულების ანგარიშებში წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილი უკანასკნელი სამი წლის მანძილზე თითქმის იდენტურია და შესაბამისად, არ ჩანს პროგრესი.

ევროკომისიის მიერ მომზადებულ შესრულების მდგო-მარეობის ამსახველ ანგარიშებში (ე.წ. “პროგრესის ანა გა-რიშებში”) აისახება გარემოს დაცვის სფეროში არსებუ ლი პრობლემები, თუმცა არაა განსაზღვრული მთავრობის მიერ გასატარებელი პრიორიტეტული ქმედებები.

ქვეყნისთვის დამახასიათებელი კითხვები

18. მოითხოვს, თუ არა ქვეყნის კა -ნონ მ დებლობა ევროკავშირის კა-ნონ მ დებლობასთან ჰარმონიზაციას?

X

საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის და-დე ბული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკ-რულების 43-ე მუხლით, საქართველო იღებს ვალდებუ-ლებას მოახდინოს კანონმდებლობის ჰარმო ნიზაცია.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 ივნი სის №613 განკარგულების შესაბამისად, შემუშავდა “საქართველოს კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სტრატეგია”, ხოლო 2004 წლის 8 მაისს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ იქნა “საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონ მდე-ბლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამა”.

19. გააჩნია, თუ არა ქვეყანას ევრო-ინტეგრაციის სტრატეგია და სამო ქ-მედო გეგმა?

X

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა პოლიტიკურ დონეზე აცხადებს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია, აუცი-ლებელია საქართველომ შეიმუშავოს ევროინტეგრა ციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

mizani 1

Page 13: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

11

20. ჰქონდა, თუ არა ადგილი სამოქმედო გეგმის ხელმოწერის შემდეგ ქვეყნის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას?

X

ამ მხრივ ნაბიჯები საერთოდ არ გადადგმულა, ზოგიერთ სფეროში რეგრესიც კი აღინიშნება (მაგალითისთვის, გა რე-მოზე ზემოქმედების შეფასების მარეგულირებელ კანონ-მდებლობაში).

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0 დან 60-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე)

21

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

35%

კომენტარები, განმარტებები, რეკომენდაციები ზოგადი შეფასებისთვის:

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2009 წლი 2 სექტემბრის წერილში, რომელიც მწვანე ალტერნატივას მიერ 2009 წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ წინამდებარე ანგარიშის მსგავს ანგარიშს (2007-2008 წლების განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების ეფექტურობის შეფასება) ეხება, ვკითხულობთ: “დოკუმენტში სწორედ არის აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობა წელიწადში ორჯერ ამზადებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს, ამავდროულად წერია, რომ „შესრულების ანგარიშები ეყრდნობა სამინისტროს ინფორმაციას, რომელთა გადამოწმება, სამუხაროდ არ ხდება”. ჩვენთვის გაუგებარია, ვინ უნდა იყოს სამინისტროებიდან ოფიციალურად წარდგენილი ანგარიშების გადამმოწმებელი უწყება. შესაძლოა ჩვენი ქვეყანა სრულად ვერ ახორცილებდეს ევროპულ მიდგომებს ყველა მიმართულებით, მაგრამ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას სამინისტრო არ წერს თავის ოფიციალურ ანგარიშებში”.

სამინისტროს წერილში მოყვანილი ციტატა ჩვენს 2009 წლის ანგარიშში ვერ აღმოვაჩინეთ, თუმცა აქვე ვაფიქსირებთ, რომ ჩვენი აზრით, „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აწვდის გარკვეულ ინფორმაციას ევ რო პულ და ევროატ ლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს გაწეულ ქმედებებზე. თუმცა, ხშირად ინფორმა ცია ბუნ დოვანია, არ შეესაბამება სიმართლეს, ან მოძველებულია. შესრულების ანგარიშებში წარმოდგენილი ინფორმა ციის ნაწილი უკანასკნელი სამი წლის მანძილზე თითქმის იდენტურია და შესაბამისად, არ ჩანს პროგრესი“ (იხ. განმარტება მე-17 კითხვაზე ზემოთ). აქვე, სამინისტროს მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მაგალითად მოგვყავს ამონარიდი 2008 წლის იანვარი-ივნისის განმავლობაში სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის ამსახველი ანგარიშიდან; ანგარიშში აღნიშ ნუ-ლია: „The policy document on forestry financed by the World Bank within the frame of Forestry development project has been drafted and reviewed at the Ministry of Environment and Natural Resources of Georgia. Representatives of different non-governmental organisations took part during the discussion processs. Various comments and suggestions have been presented”.

აღსანიშნავია, რომ ტექსტში ხსენებული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება ხორციელდებოდა 2007 წლის პირველ ნა-ხევარში. 2007 წლის 12 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მოხსენება პარლამენტში, სადაც აღნი შ -ნა, რომ საქართველოს მთავრობამ მოიწონა სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი და უახლოეს ხანებში დასამტკიცებ ლად წარ უდგენდა მას პარლამენტს. არც უახლოეს ხანებში და არც მოგვიანებით დოკუმენტი არ წარდგენილა პარლამენ ტში და არც მთავრობას გამოუცია რაიმე აქტი. მიუხედავად ამისა, 2009 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში გა მეორ-და ზუ სტად იგივე სახის ინფორმაცია, რაც 2008 წლის იანვარი-ივნისის ანგარიშში. ამავდროულად, ყურადსაღებია, რომ 2008 წლის ივნისში მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი “საქართვე ლოს სატყეო სექტორის განვითარების პროექტი” ოფიციალურად შეწყდა და მსოფლიო ბანკმა უკან დაიბრუნა დაახლოებით 11 მლნ აშშ დოლარი.

სამწუხაროდ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ოფიციალურ ანგარიშებში არასწორი ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკა არ არის ერთეული შემთხვევა, მაგალითისთვის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშებიც კმარა.

mizani 1

Page 14: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

12

mizani 2ევროკავშირის ნაკისრი ვალდებულების დონის შეფასება

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან: ეს მიზანი არ არის დაკავშირებული სამოქმედო გეგმის კონკრეტულ თავებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საუ ბა რია ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს საქმიანობაზე. ამ შემთხვევაში, მიზნადაა დასახული, წარმოჩინდეს ევროკავშირის მიერ ნაკისრი იმ ვალდებულებების ზოგადი მიმოხილვა, რომლებიც მეზობელი ქვეყნებისთვის ასოცირების/თანამშრომ ლობის ხელშეკრულებებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმების შესრულებაში დახმარებასთანაა დაკავშირებული.

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან დაკავშირებული შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან:გარემოსდაცვით საკითხებზე თანამშრომლობის განმტკიცება; შესაძლო მონაწილეობა გარემოს დაცვის ევროპული სა-აგენტოს ზოგიერთ კონკრეტულ ღონისძიებაში.

შეფასება

კითხვა დიახ არა

განმარტებაქულა 3 2 1 0

ევროკომისიის დახმარება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის

1. რამდენად აქტიურია ევროკომისია სამოქალაქო საზოგადოებასთან კო მუნიკაციასა და მის მხარდაჭერა ში? კერ ძოდ, ადვილად ხელმისაწვდო მია, თუ არა დელეგაციის თანამ დე ბო ბის პირები და რამდენად მზად არიან ისინი, გაგიზიარონ ინ ფორმაცია? დააფუძნა, თუ არა ევრო კომისიამ შესაძლებლობის ზრდის სისტემა და/ან საინფორმაციო მექა ნიზმები სამოქალაქო საზო გადოებისთვის?

X

საქართველოში ევროკომისიის დელეგაცია ღია დაწესებუ-ლებაა; ურთიერთობა დელეგაციის თანამშრომლებთან ად-ვილია; არ არის რთული, მოთხოვნის შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის მიღება.

ინფორმაცია ევროკომისიის დელეგაციის საქმიანობის შე-სახებ, ასევე ძირითადი დოკუმენტები საქართველოს შესახებ, ხელმისაწვდომია დელეგაციის ვებ-გვერდზე.

სამოქალაქო საზოგადოებისთვის სპეციფიური შესაძლებ-ლობის ზრდის პროგრამები დელეგაციას არ გააჩნია. ევროკომისიის დელეგაციის თანამშრომლები პერიოდულად აწყობენ შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სპეციფიურ საკითხებზე აზრს ეკითხებიან მათთვის ცნობილ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაცია მხარს უჭერს სამოქალაქო სექტორის აქტივობებს, მათ შორის, კანონის უზენაესობის, სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისა და სხვა სფეროებში.

შეიძლება ითქვას, რომ ევროკომისიის ქმედებებში ყველა დონეზე გაიზარდა გამჭვირვალობა; როგორც წესი, ყველა დაფინანსებული პროექტის შესახებ შესაძლებელია ინფორ-მაციის, რელევანტური კონტაქტებისა და დოკუმენტების მოძიება.

mizani 2

Page 15: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

13

mizani 2

2. რამდენად აქტიურია ევროკომისია პროგრამების, ანგარიშების და სხვა სახის დოკუმენტების მომზადებასა და მიღებაში სამოქალაქო საზო გადოების ჩართვის თვალსაზრისით?

X

ქართულ არასამთავრობო სექტორს და ევროკომისიის დე ლე-გაციას აქვს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება, რაც დიდწილად განპირობებულია თავად დელეგაციის წარ-მომადგენელთა ღიაობით.

ამ სფეროში წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ევროკომისიამ სამოქალაქო სექტორთან გაიარა ოფიციალური კონსულტაციები და მიიღო შენიშვნები სა-მოქმედო გეგმის შესრულებაზე და ინდიკატორული გეგმის შუალედური გადახედვის პროცესში.

სექტორული დახმარების განხორციელებისას, ზოგ შემ თხვე-ვაში, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩართულნი არიან ე.წ. საკოორდინაციო საბჭოებში, რაც ასევე წინგადადგმული ნაბიჯია.

დროთა განმავლოვაში მსგავსი კონსულტაციების/ თანა მ-შრომლობის ეფექტი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ იარ სე-ბებს მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპები და პასუხისმგებე-ლი სტრუქტურა, რომელიც განიხილავს სამოქალაქო სა-ზოგადოების კონტრიბუციას მთელი დაგეგმვის (პრო-გრამირების) ციკლის პერიოდში, მათ შორის, ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტის და ეროვნული ინდიკატორუ-ლი გეგმის შემუშავებისა და გადახედვის პროცესებში; აგრეთვე, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან ე.წ. ზედამხედველობის და მონიტორინგის ოფიციალურ სტრუქტურებში.

ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტი

3. მიმართულია, თუ არა ევროპის სა მეზობლო და თანამშრომლო ბის ინ ს ტ რუმენტით დაფინანსებუ ლი პროექტები სამოქმედო გეგმით განსაზღვრული გარემოსდაცვითი მი ზნების შესრულებაზე?

X

2007-2009 წლის ეროვნული ინდიკატორულ გეგმაში გარემოს დაცვა არ იყო იდენტიფიცირებული როგორც პრიორიტე-ტული სექტორი.

2009-2011 წლის ეროვნული ინდიკატორულ გეგმაში, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება გამოიკვეთა ქვეპრიორი-ტეტად რეგიონული განვითარების და სიღარიბის დაძლევის პრიორიტეტში, რაც მისასალმებელია. ეს იძლევა საშუალებას, რომ გარემოს დაცვა განიხილებოდეს ინტეგრირებულად და არა როგორც განცალკევებულად მდგარი საკითხი.

რეგიონული ინდიკატორული გეგმები და ტრანსსასაზღვრო პროგრამები მოიცავენ როგორც ენერგეტიკული ტრანს-ევროპული ქსელების განვითარებას რეგიონში, ისე გარემოსდაცვითი მიზნების შესრულებას. აღმოსავლეთ რე-გიონის ინდიკატორული გეგმა ხაზს უსვამს ბუნებრივი რე-სურსების, მათ შორის, წყლის რესურსის, მდგრად მართვას.

4. დამაკმაყოფილებლად პასუ-ხობს, თუ არა ინსტრუმენტით დაფინანსებული მიმდინარე წლი-ური გეგმებით გათვალისწინე-ბული გარემოსდაცვითი პროექტები სამოქმედო გეგმთ განსაზღვრულ გარემოსდაცვითი პრიორიტეტებს?

X

გარემოსდაცვითი მიზნების შესრულებაზე მიმართულია მხოლოდ ტრანსასაზღვრო პროგრამები და ზოგიერთი რეგიონული პროგრამა, ამასთან, უფრო მეტად რეგიონულ დონეზე, ვიდრე ეროვნულზე.

Page 16: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

14

5. ასახავს, თუ არა სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს ქვეყნის პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი პრო ე-ქტებისათვის გამოყოფილი თან-ხების წილი?

X

ქვეყნის პროგრამის ქვეშ გამოყოფილი თანხები ასახავს სა-მოქმედო გეგმის გარკვეულ პრიორიტეტებს რეგიონული განვითარების ჭრილში, თუმცა, საქმიანობების დაფინანსება ჯერ დაწყებული არ არის.

6. არის, თუ არა გარემოსდაცვითი პროექტებისათვის ინსტრუმენტით გათვალისწინებული დაფინანსება ხელმისაწვდომი სამოქალაქო სა-ზოგადოებისათვის? დადებითი პა სუხის შემთხვევაში, როგორია ამ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი (მაგ. გრანტის მოცულობა, თანადაფინანსება, პროცედურა და სხვ)?

X

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია მხო ლოდ თემატური გარემოსდაცვითი პროგრამა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროგრამა გლობალურია, რთულია მის ხელმისაწვდომობასა და ეფექტურობაზე მსჯელობა.

არასამთავრობო სექტორისთვის პრობლემურ საკითხთა რიგს მიეკუთვნება: თანხის ოდენობა, თანადაფინანსების საკითხები, პროგრამის პრიორიტეტების თანხვედრა ქვეყნის პრიორიტეტებთან.

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს საქმიანობა

7. ეხმარება, თუ არა ევროკავშირი რეგიონს (მათ შორის ფინანსუ-რადაც) რათა მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სააგენტოს საქ-მიანობაში? დადებითი პასუხის შემთხვევაში, ღებულობს, თუ არა ქვეყანა ამ პროგრამიდან სარგებელს (მაგ., შესაძლებლობების ზრდა, მონაცემების შეგროვება)?

X

ორმხრივი თანამშრომლობა

8. არსებობს, თუ არა ორმხრივი თა-ნამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის გარემოს დაცვის სფეროში?

Xგარემოს დაცვის სფეროში საქართველო თანამშრომლობს რამოდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, ფინეთთან, ჰოლან-დიასთან და გერმანიასთან.

9. თუ არსებობს, პასუხობს, თუ არა წევრი ქვეყნების მიერ და-ფინანსებული პროექტები საქართ-ველოს იმ საჭიროებებს, რომ-ლებიც მიმართულია სამოქმედო გეგმის გარემოსდაცვითი მიზნების შესრულებაზე?

X

ზოგადი შეფასება

საერთი შეფასება: 0-დან 27-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე) 15

mizani 2

Page 17: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

15

საერთი ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

55.5%

ფონური ინფორმაცია

კითხვა განმარტება

რამდენია ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტის გარემოსდაცვითი პროექტების წი-ლი ქვეყნის წინა წლიურ გეგმაში?

საბიუჯეტო დახმარება არ იყო განკუთვნილი 2009 წელს გარემოსდაცვი-თი პროგრამისათვის.

რამდენია ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტის გარემოსდაცვითი პროექტების და-გე გმილი წილი ქვეყნის მიმდინარე წლიურ გეგმაში?

სრული ინფორმაცია თანხების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი, რადგანაც არ ხდება უკვე ათვისებული თანხების შესახებ ანგარიშგება სხვადასხვა პროგრამების მიხედვით; თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დაფინანსება არ არსებობს.

გარემოსდაცვითი პროექტები, რო მ ლებითაც ისარგებლა თქვენმა ქვეყანამ ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენტის წინა წლიური გეგმიდან და მათი რაოდენობა. თუ შესაძლებელია, დაყავით ის ქვეყნის, რეგიონულ და ტრანსსასაზღვრო პროგრამებად?

ევროკავშირის დელეგაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფო რ-მაციის თანახმად, 2010 წელს დაახლოებით 20 მლნ. ევრო დაიხარ ჯა გა რე მოსდაცვით პროექტებზე, მათ შორის, მიმართული იყო კლიმა ტის ცვლი ლებაზე, ბუნების დაცვაზე, ნარჩენების მართვაზე, წყლის და ჰა ე -რ ის და ცვაზე და ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილებაზე.

იგივე, რაც ზემოთ, მიმდინარე გეგმისთვის

“შავი ზღვის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის“ (Black Sea Cross Border Cooperation) პროექტით “Black Sea Basin Program”, გარემოს დაცვაზე გამოყოფილია 6.250 მლნ. ევრო 2008 წლის ბიუჯეტით; 2010 წლის ნოემბერში დასრულდა ტენდერი, თუმცა კვლავ უცნობია გამარჯვე ბუ ლი პროექტები. 2007-2013 წლის ევროპის სამეზობლო და თანამშრომლობის ინსტრუმენ-ტის რეგიონული სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო „Improving Forest Law Enforcement and Governance (FLEG) in the ENP East countries and Russia”, რომელზეც გამოყოფილ იქნა 6 მლნ. ევრო. ამასთან, ძნელია დადგინდეს, ამ თანხის რა ნაწილი იხარჯება საქართველოში.

ევროპის სამეზობლო და თანამ-შრომლობის ინსტრუმენტის გეგმით გათვალისწინებული ის პროექტები, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე; ამ პროექტების დაფინანსება; თუ შესაძლებელია, დაყავით ის ქვეყნის, რეგიონულ და ტრანსსაზღვრო პრო გ რამებად.

პრობლემურია სამეზობლო საინვესტიციო ფონდის (Neighborhood Inv estment Facility) მიერ თბილისის შემოვლითი რკინიგზისთვის 8.5 მლნ ევროს გამოყოფა. მართალია, თანხები მიმართული იქნება რკინიგზის მშენებლობით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შერბილებაზე, პრობლემურია ფონდის მიერ მეტად წინააღმდეგობრივი პროექტის დაფინანსება ყოველგვარი წინასწარი საზოგადოებრივი კონსულტა-ციების გარეშე.

იგივე, რაც ზემოთ, მიმდინარე გეგ-მისთვის

mizani 2

Page 18: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

16

გარემოსდაცვითი პროექტები, რო მ ლითაც ისარგებლა საქარ-თველომ წინა წლის გეგმით გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ენერგეტიკის (ENRTP) თემატური პროგრამით;

იგივე, რაც ზემოთ, მიმდინარე გეგ-მისთვის

სარგებლობს, თუ არა თქვენი ქვე-ყანა შესაძლებლობების ზრდისა და ტექნიკური დახმარების პროგ-რამებით (მაგ., ”თაექსი”, ”თვინინგი”, მონაწილეობა ევროპის გარემოს და ცვის სააგენტოს საქმიანობაში), რომლებიც მიმართულია ქვეყანაში არ სებული გარემოს დაცვითი საკი თხების მოგვარებაზე?

2011 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის ტრო დაიწყებს „თვინინგის“ პროგრამას ნარჩენების მართვის სფეროში.

კომენტარები, განმარტებები, რეკომენდაციები ზოგადი შეფასებისთვის:

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ევროკავშირის როლი გარემოსდაცვითი საკითხების პრიორიტეტიზაციაში, რაც აიხსნება ერთის მხრივ, რიგი რეგიონული პროექტების განხორციელების დაწყებით, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფართოებული და ღრმა სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებების მოსამზადებელი პერიოდით. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2010 წელს დაახლოებით 20 მლნ. ევრო დაიხარჯა გარემოსდაცვით პროექტებზე, ამან კი, გარკვეულწილად დადებითი როლი შეასრულა ევროკავშირის მხრიდან საქარ-თველოს მთავრობისთვის გარემოს დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენის საქმეში.

ზოგადად, გაუმჯობესდა ევროკავშირის მიერ ინფორმაციის გავრცელების პროცედურა, პროექტების და პროგრამების შე სახებ დოკუმენტების რუტინული გამოქვეყნება, აგრეთვე სპეციალური საინფორმაციო მასალების გავრცელება ე.წ. პროგრამინგის შესახებ, სიახლეებსა და ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზე და სხვ. აღსანიშნავია ისეთი სპეციალიზირებული ვებ-გვერდებიც, როგორიცაა www.enpi-info.eu და სხვა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ასევე პროექტების მიერ ინფორმაციის გავრცელება სპეციალური ვებ-გვერდების საშუალებით.

ვინაიდან თანხების დიდი ნაწილი მიმართულია ე.წ. საბიუჯეტო დახმარებაზე, აუცილებელია, ევროკომისიამ უფრო აქტიურად ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც პროგრამის მომზადების ეტაპზე (მაგ., ინდიკატორების შემუშავებაში), ისე მის განხორციელებაში, ასევე წარადგინოს სამოქალაქო საზოგადოების წევრები ე.წ. ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფებში.

უნდა აღინიშნოს, რომ 2008-2009 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ გამოყოფილი საერთაშორისო ფინანსური დახმარების ამსახველ ინფორმაციას (ცხრილს) და აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მათ შორის, ევროკავშირთან დადებულ ხელშეკრულებებს; 2010 წლის მეორე ნახევრიდან ხელშეკრულებები აღარ არის ხელმისაწვდომი სამინისტროს ვებ-გვერდზე. გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ურთიერთობები ევროკავშირსა და მიმღებ ქვეყანას შორის, უფრო ადვილი იქნება ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გამოქვეყნდეს ყველა ხელშეკრულება, რომელსაც ევროკავშირი აფორმებს ქვეყნის მთავრობასთან.

mizani 2

Page 19: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

17

mizani 3 საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებისა და ოქმების რატიფიცირება

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან:გა რემოს დაცვით საკითხებზე თანამშრომლობის განმტკიცება “კიოტოს ოქმის” და “კლიმატის ცვლი ლე ბის შესახებ გაეროს კონვენციის” დებულებების განხორციელება, მათ შორის ”სუფთა განვითარების მექა ნი ზმის” (Clean Development Mechanism) ფარგლებში აქტიური თანამშრომლობის გზით;

აქტიური მონაწილეობა “დუნაი - შავი ზღვის სპეციალური ჯგუფის” და “შავი ზღვის კომისიის” ფარგლებში, რათა განხორციელდეს ტრანსსასაზღვრო მიდგომა წყლის მართვის სფეროში; აქტიური მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა “ევროკავშირის წყლის ინიციატივის” შემადგენელ “აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის” კომპონენტში;

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UN-ECE) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონვენციების რატიფიცირება.

შეფასება

კითხვა დიახ არაგანმარტება

ქულა 3 2 1 0

საერთაშორისო შეთანხმების მიღება

1. რატიფიცირებულ იქნა, თუ არა შესაბამისი კონვენცია/შეთან ხმება/ოქმი სამოქმედო გეგმის ხელ მო-წერის შემდეგ?

X

2. გადადგა, თუ არა მთავრობამ ნაბიჯები რატიფიცირებისათვის? X

საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულება

3. მიღებულ ან შეცვლილ იქნა, თუ არა შესაბამისი კანონმდებლობა საერთაშორისო ხელშეკრულების მოთ ხოვნების შესაბამისად? დადე-ბითი პასუხის შემთხვევაში, და-მა კმაყოფილებელია, თუ არა ცვლი ლებები ხელშეკრულებით განსა ზღვრული ვალდებულებების შესა სრულებლად?

X

4. გადაიდგა, თუ არა სხვა ნაბიჯები საერთაშორისო ხელშეკრულების შესასრულებლად?

X გადაიდგა კლიმატის ცვლილების კონვენციის შესას რუ-ლებლად; სხვა მხრივ, პროგრესი, ფაქტიურად, არ შეინი შნება.

mizani 3

Page 20: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

18

mizani 3

5. არსებობს, თუ არა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების ანგარიშგების სისტემა საქართველოში? თუ არსებობს, წარადგინა, თუ არა საქართველომ ანგარიშები შეთანხმებების შესრულებაზე?

X

ქვეყანაში არ არსებობს კონვენციათა შესრულების და ანგარიშგების ერთიანი სისტემა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აწარმოებს ანგარიშგებას კონვენციების მიერ დაწესებული გრაფიკის შესაბამისად.

ეს ანგარიშები ხან ხდება ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი, ხან არა. მაგალითად, 2010 წლის დასასრულს მომ ზადდა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმა-ციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პრო-ცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლ-მსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციის განხორციელების მორიგი ეროვნული ანგარიში. ანგარიშის სამუშაო ვერსია წარდგენილი იყო ფარ-თო საზოგადოებისთვის განსახილველად.

6. გააჩნია, თუ არა კომპეტენტურ ორგანოს შესაბამისი რესურსები და კომპეტენცია, რათა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ხელშეკრულების შესასრულებლად?

X

ჩვეულებრივ, ამა თუ იმ კონვენციის საკონტაქტო პირია (ე.წ. „ფოკალ პოინტი“) ერთი საშუალო ან შედარებით მაღალი თანამდებობის პირი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.

ქვეყნისთვის დამახასიათებელი კითხვები

7. აიღო, თუ არა ქვეყანამ სხვა ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ვალდებულება, რომელიც არ არის ნახსენები სამოქმედო გეგმაში?

X

2008 წლის 25 სექტემბერს რატიფიცირებულ იქნა კარტახენას ოქმი ბიოუსაფრთხოების შესახებ. 2008 წლის 31 დეკემბერს რატიფიცირებულ იქნა “ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ" ევროპის საბჭოს 1979 წლის კონვენცია.

8. იყო, თუ არა ქვეყანა მხილებული რომელიმე საერთაშორისო შეთანხმებასთან შეუსაბამობაში, კერძოდ, ხელშეკრულების ორგანოს მიერ?

X

მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. იგეგმება კონვენციის შესრულების მდგომარეობის ამსახველი ალტერნატიული ანგარიშის წარდგენა ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისთვის 2011 წელს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ასევე გეგმავენ საჩივრების წარდგენას ამავე კონვენციის შესაბამისობის საბჭოში.

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0-დან 24-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე) 5

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

20.8%

Page 21: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

19

mizani 4

mizani 4გარემოსდაცვითი გეგმებისა და პროგრამების შემუშავება

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან (მათ შორის, ნებისმიერი იდენტიფიცირებული გეგმა ან პროგრამა):

• ჩარჩო კანონმდებლობისა და ძირითადი პროცედურების შემუშავება, აგრეთვე, დაგეგმვის უზრუნველყოფა ძირი-თად გარემოსდაცვით სექტორებში – ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი, ნარჩენების მართვა, ბუნების დაცვა

• არსებული სახელმწიფო გეგმებისა და პროგრამების განხორციელება (მაგალითად, სანაპირო ზონის ინტეგრირე ბუ-ლი მართვის, ტყის მართვის და წყლის მართვის შესახებ)

შეფასება

კითხვა დიახ არა

განმარტებაქულა 3 2 1 0

მომზადება და მიღება

1. შემუშავებულ იქნა, თუ არა შესაბამისი გეგმები ან პროგრამები სამოქმედო გეგმის ხელმოწერის / წინა შეფასების ჩატარების შემდეგ?

X

წინა შეფასებაში აღინიშნა, რომ 2007 წელს გაერო-ს განვითა-რების პროგრამის დახმარებით, გარემოს დაცვისა და ბუნე ბ-რივი რესურსების სამინისტრომ დაასრულა გარემოსდაცვით მოქმედებათა 2008-2012 წლების მეორე ეროვნული პროგრა-მის პროექტზე მუშაობა. გეგმა საბოლოოდ არ იქნა მიღებული გამოყენებული მეთოდოლოგიის და დოკუმენტის შინაარსის მიმართ არსებული კრიტიკის, ასევე დოკუმენტის განხილ ვი-სა და მიღების ფორმალური პროცედურების არარსებობის გამო.

2010 წელს, ამჯერად ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განაგრძო მეორე ეროვნულ პროგრამაზე მუშაობა. ამჯერად პროგრამა მუშავდება 2011-2015 წლების პერიოდისთვის. დასრულებულია, თუ არა პროგრამაზე მუშაობა, ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი.

წინა შეფასებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად გეგ მებისა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სა-მინისტრო არ დგამდა ქმედით ნაბიჯებს ნარჩენების მართ- ვის ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგ მის შესამუშავებლად. სამინისტროს არც ამ საანგარიშო პერიო დ ში გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულე ბით. ამ ჯერად ცნობილია, რომ 2011 წელს ევროკავშირის ფი ნა ნ-სური დახმარებით, დაიწყება ნარჩენების მართვის სფე როს გა უმჯობესებაზე მიმართული პროექტი, რომელიც სხვა საქ-მი ანობებს შორის, მოიცავს ნარჩენების მართვის დაგეგ მ ვის სფე როში გარკვეული ქმედებების გატარებას.

2. დამტკიცდა, თუ არა ეს გეგმები ან პროგრამები ოფიციალურად მინისტრის ან მთავრობის მიერ?

X

წინა შეფასებაში ნახსენები არცერთი დოკუმენტი (გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა, დაცული ტერიტორიების სისტემის ეროვნული სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების (მოდ) ეროვნულ მოქმედებათა გეგმა, სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის (სზიმ) სტრატეგია, სახელმწიფო სატყეო პოლიტიკა) არ არის დღემდე ოფიციალურად დამტკიცებული.

Page 22: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

20

პროცესი

3. იყვნენ, თუ არა სხვადასხვა, მაგალითად, ტრანსპორტის, მრეწ ველობის, ენერგეტიკის, ჯანმრთელობის და სხვა სამინისტროები აქტიურად ჩართულნი ამ გეგმების და პროგრამების მომზადებაში? მონაწილეობდა, თუ არა აქტიურად გარემოს დაცვის სამინისტრო ამ გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში?

X

ყველა ზემოაღნიშნული სტრატეგიის, პროგრამისა თუ გეგმის პროექტების შემუშავების პროცესს ოფიციალურად უძღვებო-და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, მზადდებოდა მოწვეული ექსპერტების დახმარებით და დო-ნორების ფინანსური მხარდაჭერით.

დღემდე კანონმდებლობა არ განსაზღვრას ეროვნული, რეგი-ონული, ადგილობრივი და/ან სექტორული სტრატეგიების, გეგმების ან პროგრამების შემუშავებისა და მიღების პრო-ცედურებს. ზოგადად, საქართველოში არ არსებობს დაგეგმვის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

არსებობს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისთვის სტრატეგიების/ პროგრამების/ გეგმების პროექტების გან-სახილველად დაგზავნის გარკვეული პრაქტიკა, რომელსაც ზოგჯერ მოჰყვება საკონსულტაციო შეხვედრაც. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი ტიპის დოკუმენტებისადმი ინტერესი, როგორც წესი, დაბალია, ვინაიდან საბოლოოდ მათი დამტკიცება იშვიათად ხდება (უფრო სწორად, მუდმივად გადაიდება) და დამტკიცების შემთხვევაშიც კი, მა-თი შესრულება იშვიათად ხდება, რაც გამოწვეულია ამგვა რი დოკუმენტების სამართლებრივი სტატუსისა და საბიუჯეტო სისტემაში ადგილის განუსაზღვრელობით. სახელმწიფო უწყებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესის ნაკლებობას ასევე იწვევს იმ სამინისტროში არსებული საკუთრების შეგრძნების დაბალი დონე, რომელიც უძღვება ამგვარი დოკუმენტების შემუშავების პროცესს.

4. მონაწილეობდნენ, თუ არა აქტიურად ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები ამ გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში?

X

სახელმწიფო ორგანოთა სტრატეგიების, პროგრამების ან გეგმების შემუშავებაში ჩართვის პრაქტიკა ყოველთვის არ ვრცელდება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ჩართვა მომზადების პროცესში ძალზე იშვიათად ხდება; მათ აზრს იშვიათად ეკითხებიან.

5. მონაწილეობდნენ, თუ არა აქ ტიურად სხვადა სხვა დაინ-ტერესებული მხარეები (გარე-მოსდაცვითი არასამთავრობო ორგა-ნიზაციები, მრეწველობა, და სხვ.)?

X

ზოგადად, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები მონა-წილეობენ, მაგრამ არა აქტიურად; მათი მონაწილეობა, რო-გორც წესი, სპორადულია.

რაც შეეხება გარემოსდაცვით მოქმედებათა მეორე ეროვნულ პროგრამას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, გეგმის “გადამუშავების” პრო-ცესი მიმდინარეობდა სამინისტროების, არასამთავრობო ორ-განიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ფა რ თო მონაწილეობით. აღნიშნული არ შეესაბამება სინამ დვი ლეს – გეგმის პროექტი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ 2010 წლის შუა ივლისში (საზაფხულო დასვენების პერიოდში), ხოლო კომენტარების მიღებისთვის განისაზღვრა სამკვირიანი პერიოდი. გეგმის პროექტის სხვა ვერსია არ ყოფილა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი; არც საჯარო კონსულტაციები ჩატარებულა დღემდე.

mizani 4

Page 23: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

21

შინაარსი

6. განსაზღვრავენ, თუ არა მკაფიოდ გეგმები ან პროგრამები ვალდებულებებს მათ განსახორციელებლად?

X

იშვიათად. რომც განსაზღვრონ, თავად გეგმებისა და პრო-გრამების სამართლებრივი სტატუსის განუსაზღვრელობის გამო, გაურკვეველია ამ დოკუმენტებით განსაზღვრული ვალ-დებულებების შესრულების სავალდებულოობის საკითხი.

7. მოიცავენ, თუ არა გეგმები/პროგრამები მკაფიო და რეალისტურ ფინანსურ გეგმებს დადგენილი რესურსებით, საჭიროებებითა და საჭიროებების დაკმაყოფილების გზებით?

X

იშვიათად. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოიცავენ ფინანსურ გეგმებს, ეს გეგმები უფრო მეტად ფოკუსირებულია დო-ნორების მხარდაჭერაზე, ვიდრე საბიუჯეტო სახსრების მობილიზებაზე.

8. არის, თუ არა ასახული გეგმებსა და პროგრამებში პრიორიტეტული ღონისძიებები?

X ასახულია, გარკვეულ შემთხვევებში.

9. გათვალისწინებულია, თუ არა გეგმებსა და პროგრამებში მო ნი-ტორინგისა და შეფასების მექა-ნიზმები?

X

თუ გათვალისწინებულია, არსებობს თუ არა მონიტორინგის სისტემები და თუ არსებობს, გამოიყენება, თუ არა ისინი?

კითხვა არ არის რელევანტური საქართველოსთვის.

განხორციელება

გადაიდგა, თუ არა ნაბიჯები ამ გეგმებისა და პროგრამების განსახორციელებლად?

კითხვა არ არის რელევანტური საქართველოსთვის.

გამოყოფილ იქნა, თუ არა რესურსე-ბი ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო? კითხვა არ არის რელევანტური საქართველოსთვის.

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0-დან 27-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე) 6

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

22.2%

mizani 4

Page 24: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

22

კომენტარები, განმარტებები, რეკომენდაციები ზოგადი შეფასებისთვის:

როგორც ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, ბოლო წლების განმავლობაში გარკვეულ სფეროებში მომზადდა გეგმები და პროგრამები, მაგრამ მათი ადგილი ქვეყნის განვითარების დაგეგმვის საერთო სისტემაში გაუგებარი რჩება. ნაწილობრივ ამის გამო, არ ხდება შემუშავებული გეგმებისა და პროგრამების ფორმალური მიღება/დამტკიცება; ამითვე შეიძლება აიხსნას გეგმებისა და პროგრამების მიმართ საკუთრების შეგრძნების ნაკლებობაც იმ სახელმწიფო უწყებებში, რომელთა სახელმძღვანელოდაც მზადდება ესა თუ ის გეგმა ან პროგრამა. სახელმწიფო უწყებებში საკუთრების შეგრძნე-ბის არქონა, თავის მხრივ, განაპირობებს საზოგადოების ინტერესის ნაკლებობას შემუშავების პროცესში მყოფი დოკუ-მენ ტისა დმი, რასაც შედეგად მივყავართ იქამდე, რომ საზოგადოება არ იყენებს თუნდაც შეზღუდულ, მაგრამ ხანდა ხან მაინც არსე ბულ მონაწილეობის შესაძლებლობას. საკუთრების შეგრძნების ნაკლებობას ასევე განაპირობებს სამთავ რო ბო პრიორიტეტე ბისა და სახელმწიფო უწყებების მმართველი გუნდის ხშირი ცვლილება.

კვლავ ძალზე პრობლემურია გეგმებისა და პროგრამების შემუშავების პროცესში ფართო საზოგადოების და/ან დაინ-ტერსებეული მხარეების კონკრეტული ჯგუფების ინფორმირებისა და კონსულტირების საკითხი. დღეს გამჭვირვალობა და მოწილეობა, ისიც გარკვეული ხარისხით, უზრუნველყოფილია მხოლოდ დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელებულ დახმარების პროგრამებში. მართალია, საქართველოში ორჰუსის კონვენცია ძალაშია ჯერ კიდევ 2001 წლიდან და მას უპირატესი იურიდიული ძალა გააჩანია შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ, კონვენციის მოთხოვნათა ტრანსპოზიცია ეროვნულ კანონმდებლობაში არ მომხდარა. შესაბამისად, ინფორმირებისა და მონაწილეობის კონკრეტული პროცედურების არარსებობის გამო, არ სრულდება კონვენციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები, გარემოსთან დაკავშირებული გეგმების, პროგრამებისა და პოლიტიკის შემუშავებაში საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ.

არსებულ ვითარებას მცირედ მაინც გამოასწორებდა კანონის მიღება გარემოსდაცვითი დაგეგმვის შესახებ. ამგვარი კანონის შემუშავება და მიღება უნდა მოჰყოლოდა 1996 წელს „გარემოს დაცვის შესახებ“ ჩარჩო-კანონის მიღებას; ამ უკანასკნელის ერთ-ერთი მუხლი აყალიბებს გარემოსდაცვითი დაგეგმვის ზოგად ნორმებს, რომლებიც შემდგომ უნდა გაშლილიყო სპეციფიურ კანონში.

mizani 4

Page 25: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

23

mizani 5.1გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიღება (წყლის სექტორი)

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმაში: ჩარჩო კანონმდებლობისა და საბაზისო პროცედურების შემუშავება, აგრეთვე, დაგეგმვის უზრუნველყოფა ძირითად გარემოსდაცვით სექტორებში ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი, ნაგვის გადამუშავება, ბუნების დაცვა.

შეფასება

კითხვა დიახ არა განმარტება

ქულა 3 2 1 0

ზოგადი

1. იყო, თუ არა მიღებული ახალი კანონმდებლობა, ან განხორციელდა თუ არა ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში მოთხოვნის შესაბამისად?

x მომზადებულია ახალი ჩარჩო კანონპროექტი წყლის შესახებ.1

2. იყო, თუ არა კარგად იდენტიფიცირებული ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის მთავარი პრინციპები და მახასიათებლები?

x

ჰარმონიზაციის ეროვნულ პროგრამაში განსაზღვრულია ევრო-კავშირის დირექტივები, რომლებთანაც უნდა მოხდეს სა-ქართველოს წყლის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.

ევროკავშირის პროექტის “თანამშრომლობა შავი ზღვის გარე-მოს დაცვისათვის” ფარგლებში მომზადდა სახელმძღვანელო დოკუმენტი “საქართველოს წყლის სექტორის კონვერგენციის გეგმა”.2

3. ჩატარდა, თუ არა შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და ინსტუტუციური მოწყობის ადექვატური ანალიზი, რათა დადგენილიყო რამდენად არის მასში ინტეგრირებული ევროკავშირის პრინციპები და მახასიათებლები?

x

ევროკავშირის პროექტის “თანამშრომლობა შავი ზღვის გარემოს დაცვისათვის” ფარგლებში ჩატარდა საქართველოს წყლის კანონმდებლობის და ინსტიტუციური მოწყობის ანალიზი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამ ანალიზის საფუძველზე მომზადდა “საქართველოს წყლის სეტორის კონვერგენციის გეგმა.”

4.იყო, თუ არა ჩატარებული განხორციელების ხარჯების ადექვატური ეკონომიკური შეფასება?

x

კანონმდებლობის ან კანონმდებლობის სამუშაო ვერსიის შინაარსი

5. განსაზღვრულია, თუ არა ტერმინები ევროკავშირის განსაზღვრებათა შესაბამისად?

x არის მთელი რიგი ტერმინოლოგიური შეუსაბამობები.3

mizani 5.1

Page 26: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

24

6. არის, თუ არა პასუხისმგებელი სტრუქტურების უფლებები და მოვალეობები მკაფიოდ განსაზღვრული?

x

წყლის შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში რიგ შემთხვევაში არ არის მკვეთრად გამიჯნული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფო ორგანოების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციები, მაგ., წყლის გამოყენებისა და დაცვის კონტროლის სფეროში.

7. რამდენად კოჰერენტულია კანონმდებლობის სხვადასხვა ნაწილები?

x

ბოლო წლებში წყლის შესახებ საქართველოს კანონმდებლო ბა -ში ცვლილებები და დამატებები არასრულად და ფრაგმენტუ-ლად გან ხორციელდა, რამაც ის არათანმიმდევრული და წინა-აღმდეგობრივი გახადა.

8. არის, თუ არა კანონმდებლობის მუხლები შესაბამისობაში სხვა მონათესავე კანონმდებლობასთან?

v

ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შემდეგ წყლის შესახებ კანონმდებლობა სრულიად შეუსაბამო გახდა არსებულ გარემოსდაცვითი ლიცენზიების და ნებართვების სისტემასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსთან და სხვა სექტორულ კანონმდებლობასთან.

9. იმ შემთხვევაში, თუ შეუსაბამოა, განხორციელდა თუ არა, ან მომზადდა თუ არა საჭირო ცვლილებები, რათა მოხდეს შესაბამისობის უზრუნველყოფა?

x საჭირო ცვლილებები არ განხორციელებულა.

10. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის სრული განხორციელება მოითხოვს კანონქვემდებარე აქტების მიღებას, ხდება თუ არა მათი დროულად მიღება?

v„წყლის შესახებ“ მოქმედი კანონის მიხედვით, მისაღები იყო 26 კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც დღემდე არ შემუშავებულა.

წყლის კანონმდებლობა

11. უზრუნველყოფს, თუ არა კანონმდებლობა სააუზო მართვის მიდგომებს?

x გათვალისწინებულია კანონპროექტში.

12. არის, თუ არა აუზების დადგენის პროცესი მკაფიოდ გაწერილი?

x

13. დადგინდა, თუ არა აუზები? x

აუზების ან სააუზო რაიონების როგორც სააუზო მართვის ერთეულებად იდენტიფიცირება ოფიციალურად არ მომხდარა. თუმცა, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მოწოდებული იყო გარკვეული რეკომენდაციები.

14. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა აუზები, არის თუ არა უზრუნველყოფილი შესაბამისი ადმინისტრაციული მოწყობა თითოეული აუზისათვის?

x

mizani 5.1

Page 27: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

25

15. არის, თუ არა უზრუნველყოფილი სათანდო კოორდინაცია კომპეტენტურ სტრუქტურებს შორის?

x

16. არსებობს, თუ არა შესაბამისი სტრუქტურები და პროცედურები იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა, იმ შემთხვევაში, როცა მდინარის აუზი სცილდება ერთი ქვეყნის საზღვრებს?

x

17. მოითხოვს, თუ არა კანონმდებლობა მდინარის სააუზო მართვის გეგმას, მათ შორის ღონისძიებათა გეგმას, რათა მიღწეულ იქნეს წყლის კარგი ხარისხი?

x

18. მოითხოვს, თუ არა კანონმდებლობა საზოგადოებასთან კონსულტაციებს მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შემუშავებისას?

x

19. უზრუნველყოფს, თუ არა კანონმდებლობა წყლის ობიექტების კლასიფიკაციას ევროკავშირის წყლის შესახებ ჩარჩო დირექტივაში მოცემული კლასიფიკაციის შესაბამისად?

x

საქართველოს წყლის შესახებ კანონმდებლობაში, ევროკავ-შირის შესაბამისი კანონმდებლობისაგან განსხვავებით, არ არის მოცემული წყლის ობიექტების კლასიფიკაცია ეკოლოგიური სტატუსის მიხედვით.4

20. ამ შემთხვევაში, არის, თუ არა უზრუნველყოფილი წყლის ობიექტების იდენტიფიცირება ამ კლასიფიკაციის შესაბამისად?

x

21. არის, თუ არა კანონმდებლო-ბაში მოცემული მკაფიო გარემოსდაცვითი მიზნები?

xარსებული კანონმდებლობა მიზნად ისახავს წყლის ობიექტე-ბის დაცვას და წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენე ბას მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით.5

22. არის, თუ არა ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის ხარისხის ნორმები ინტეგრირებული ეროვნულ კანონმდებლობაში?

x განახლებულია მხოლოდ სასმელი წყლის ხარისხობრივი ნორმები.6

23. არის, თუ არა ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩაშვების ლიმიტები ინტეგრირებული ეროვნულ კანონმდებლობაში?

x მიღებულია გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტები.7

mizani 5.1

Page 28: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

26

24. მოითხოვს, თუ არა კანონმდებლობა დაბინძურების წერტილოვანი წყაროების წინაწარ ავტორიაზაციას ან რეგულირებას ემისიების კონტროლის საშუალებით?

xრეგულირდება გარემოზე ზემოქმედების ნებართვით, თუმ-ცა არსებული ნებართვის სისტემა არაეფექტურია და გაუ-მჯობესებას საჭიროებს.

25. მოითხოვს, თუ არა კანონმდებლობა წინასწარ ავტორიზაციას ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ობიექტებიდან წყალაღების და ამ ობიექტებში ჩაშვებისთვის?

x მიწისქვეშა წყლების გამოყენება რეგულირდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით.

26. კრძალავს, თუ არა კანონმდებლობა საშიში ნივთიერებების პირდაპირ ჩაღვრას მიწისქვეშა წყლებში?

xპირდაპირი ჩანაწერი კანონში ამის შესახებ არ არსებობს, თუ-მცა გათვალისწინებულია „წიაღის შესახებ“ და „წყლის შესა-ხებ“ საქართველოს კანონებით.

27. მოიცავს, თუ არა კანონმდებლობა ღონისძიებებს დიფუზური დაბინძურების აღკვეთის ან კონტროლის უზრუნველსაყოფად?

x პრაქტიკულად არ არსებობს დიფუზური წყაროებიდან დაბინ-ძურების რეგულირების მექანიზმები.

28. მოიცავს, თუ არა კანონმდებლობა წყლის მონიტორინგის პროგრამებს?

x

გარემოს ეროვნული სააგენტო აწარმოებს რეგულარულ მო-ნიტორინგს დადგენილი გეგმის მიხედვით. თუმცა, მო-ნიტორინგის დროში გაწერილი პროგრამა, ისეთი სახით, როგორც ეს ევროკავშირის დირექტივაშია ნაგულისხმევი, საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს.8

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0-დან 84-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე 18

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

21.4%

კომენტარები, განმარტებები, რეკომენდაციები ზოგადი შეფასებისთვის:1

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა წყლის სფეროში ფრაგმენტული და რიგ შემთხვევაში წინააღმდეგობრივია. ის არ ითვალისწინებს წყლის მართვის თანამედროვე, საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ მეთოდებს, როგორიცაა წყლის რესურსების ინტეგრირებული, სააუზო მართვის ერთეულზე დაფუძნებული მართვა. მოქმედმა „წყლის შესახებ“ კანონმა პრაქტიკულად დაკარგა ვალიდურობა, რამდენადაც ის გახდა შეუსაბამო არსებულ გარემოსდა-ცვითი ლიცენზიების და ნებართვების სისტემასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსთან და სხვა სექტო რულ კანონმდებლობასთან.

ამჟამად მომზადებულია ახალი ჩარჩო კანონპროექტი წყლის შესახებ. კანონპროექტი მოქმედი კანონისგან განსხვავებით, ფარავს ყველა ტიპის წყლის ობიექტს, მიწისქვეშა წყლების ჩათვლით. იგი ითვალისწინებს წყლის როგორც ხარისხობრივ, ისე რაოდენობრივ ასპექტებს; უზრუნველყოფს სააუზო ერთეულზე დაფუძნებული წყლის მართვის შემოღებას და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სხვა ასპექტებს. კანონის მიღება მნიშ ვ-ნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს წყლის შესახებ კანონმდებლობის ევროკავში რის შესა-ბამის კანონმდებლობასთან კონვერგენციის თვალსაზრისით. საზოგადოებრივი კონსულტაციები კანონპრო ექ ტზე ჯერჯერობით არ გამართულა, ის არ განუხილავს მთავრობასაც, რამაც განაპირობა შეფასება 1.

mizani 5.1

Page 29: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

27

2

2009 წლის დეკემბერში ევროკავშირის პროექტის “თანამშრომლობა შავი ზღვის გარემოს დაცვისათვის” საკანონმდებ-ლო კომპონენტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, მომზად-და “საქართველოს წლის სექტორის კონვერგენციის გეგმა”. ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი საქართველოს წყლის კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან მიახლოებისათვის. მასში მოცემულია შესაბამისი მოქმედებათა გეგმა და განხორციელების ვადები. საქართველოში წყლის სექტორში არსებული პრიორიტეტების, საჭიროებების, და რესურსების, ასევე საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, კონვერგენციის გეგმისათვის შეირჩა ოთხი პრიორიტეტული დირექტივა: წყლის ჩარჩო დირექტივა (2000/60/EC); დირექტივა წყალდიდობების რისკების შესახებ (2007/60/EC); დირექტივა სარეკრეაციო წყლების შესახებ (2006/7/EC) და დირექტივა საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების შესახებ (91/271/EEC).

3

საქართველოს წყლის კანონმდებლობაში მოცემული მთელი რიგი ტერმინები შეუსაბამოა ევროკავშირის წყლის დირექტივასთან. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობაში არ არის მოცემული ან განსხვავებულია შემდეგი ტერმინების განმარტებები: შიგა წყლები, გარდამავალი წყლები, ძლიერ სახეცვლილი წყლის ობიექტი და სხვ. ასევე არ არის მოცემული წყლის სტატუსის განმსაზღვრელი განმარტებები, მაგ., წყლის კარგი სტატუსი (ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებისათვის); ეკოლოგიური სტატუსი; მიწისქვეშა წყლის სტატუსი; პრიორიტეტული ნივთიერებები; მიწისქვეშა წყლებში პირდაპირი ჩაშვება; ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების კარგი ქიმიური სტატუსი; ხელმისაწვდომი მიწისქვეშა წყლების რესურსები; მდინარის აუზი, ქვე-აუზი, სააუზო რაიონი და სხვ., თუმცა, წყლის შესახებ ახალ კანონპროექტში მოცემულია ამ ტერმინების დიდი ნაწილი.

4

ევროკავშირის კანონმდებლობა გვთავაზობს წყლის ობიექტების კლასიფიკაციას ეკოლოგიური სტატუსის მიხედვით. მაგ., ზედაპირული წყლებისათვის დგინდება: მაღალი, კარგი და საშუალო ეკოლოგიური სტატუსი. მიწისქვეშა წყლებისათვის მოცემულია რაოდენობრივი სტატუსი და ქიმიური სტატუსი. სტატუსი დგინდება თითოეული წყლის ობიექტის ტიპისათვის ბიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური, ფიზიკო-ქიმიური და სხვა ელემენტების მიხედვით. საქართველოს მოქმედი წყლის კანონმდებლობა წყლის ობიექტების ამგვარი კლასიფიკაციის სისტემას არ ცნობს. თუმცა, წყლის შესახებ ახალ კანონპროექტში შემოტანილია წყლის სტატუსისა და ეკოლოგიური სტატუსის ცნება.

5

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი მიზნად ისახავს წყლის ობიექტების დაცვას და წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებას მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით. ყურადსაღებია, რომ ევროკავშირის წყლის შესახებ კანონმდებლობისაგან განსხვავებით, საქართველოს კანონმდებლობა არ არის მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული. არ არის მოცემული კონკრეტული, შესრულებადი მიზნები. მაგ., წყლის ობიექტებში წყლის კარგი ხარისხის მიღწევა განსაზღვრულ ვადაში.

6

საქართველოს კანონმდებლობაში მოცემულია წყლის მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები, რომელთაგან, ჯერ-ჯერობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, განახლდა მხოლოდ სასმელი წყლის ხარისხობრივი ნორმები.

7

საქართველოს კანონმდებლობა ადგენს წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა ჩაშვების ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, რომელთა გაანგარიშება წყლის მდგომარეობის ხარისხობრივ ნორმებზე დაყრდნობით ხდება. ჩაშვების ლიმიტების გაანგარიშება იმ საწარმოებისათვის, რომლებიც საჭიროებენ გარემოზე ზემოქმედების ნებართვას, დგინდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში. ხოლო საწარმოები, რომლებიც არ ექვემდებარებიან გარემოზე ზემოქმედების ნებართვას, უნდა აკმაყოფილებდნენ გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს. წყლის მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების განახლება (გარდა სასმელი წყლისა) ჯერჯერობით არ მომხდარა. გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მხედველობაში იქნეს მიღებული საბაზისო მდგომარეობა, ტერიტორიის სენსიტიუ რობა ან კუმულატიური ეფექტები.

mizani 5.1

Page 30: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

28

mizani 5.2

mizani 5.2გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიღება (ნარჩენების სექტორი)

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმაში: ჩარჩო კანონმდებლობისა და საბაზისო პროცედურების შემუშავება, აგრეთვე, დაგეგმვის უზრუნველყოფა ძირითად გარემოსდაცვით სექტორებში ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი, ნაგვის გადამუშავება, ბუნების დაცვა.

შეფასება

კითხვა დიახ არაგანმარტება

ქულა 3 2 1 0

ზოგადი

1. იყო, თუ არა მიღებული ახალი კანონმდებლობა, ან განხორციელდა, თუ არა ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში მოთხოვნის შესაბამისად

xცნობილია, რომ შემუშავებულია კანონპროექტი ნარჩენების შესახებ; თუმცა, ის არ ყოფილა საზოგადოებისთვის ხელ-მისაწვდომი და არც საჯარო განხილვები გამართულა.

2. იყო, თუ არა კარგად იდენტიფიცირებული ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის მთავარი პრინციპები და მახასიათებლები?

x

ჰარმონიზაციის ეროვნულ პროგრამაში განსაზღვრულია ევრო კავშირის დირექტივები, რომლებთანაც უნდა მოხ დეს ნარჩენების კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. ცნო ბილია, ასევე, რომ ნარჩენების კანონპროექტზე მუშა ობის პროცესში, მოხდა ევროკავშირის შესაბამისი კანონ მდებლობის ძირითა დი პრინციპების გამოვლენა.

3. ჩატარდა, თუ არა შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და ინსტუტუციური მოწყობის ადექვატური ანალიზი, რათა განსაზღვრულიყო რამდენად არის მასში ინტეგრირებული ევროკავშირის პრინციპები და მახასიათებლები?

x

4. იყო, თუ არა ჩატარებული განხორციელების ხარჯების ადექვატური ეკონომიკური შეფასება?

x

კანონმდებლობის ან კანონმდებლობის სამუშაო ვერსიის შინაარსი

5. განსაზღვრულია, თუ არა ტერმინები ევროკავშირის განსაზღვრებათა შესაბამისად?

xვინაიდან ჯერჯერობით არ არის მიღებული კანონი ნარჩენების შესახებ, ნარჩენების ტერმინოლოგიის დიდი ნაწილი არ არის განსაზღვრული.

6. არის, თუ არა პასუხისმგებელი სტრუქტურების უფლებები და მოვალეობები მკაფიოდ განსაზღვრული?

x

ნარჩენების შესახებ ეროვნული კანონმდებლობის არარსებო ბის გა მო საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარდა, რაც ადგილობრი-ვი თვით მმართველობის კომპეტენციაა, ნარჩენების სხვა ფრაქციების მართვაზე პასუხისმგებლობები განსაზღვრული არ არის.

Page 31: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

29

mizani 5.2

7. რამდენად თანმიმდევრულია კანონმდებლობის სხვადასხვა ნაწილები?

xიმის გამო, რომ ნარჩენების შესახებ არსებული კანონმდებლო-ბის ნაწილი მოძველებულია, არის შეუსაბამობები და წინააღ მ-დეგობები.

8. არის, თუ არა კანონმდებლობის მუხლები შესაბამისობაში სხვა მონათესავე კანონმდებლობა სთან? თუ შეუსაბამოა, განხორციელდა, თუ არა, ან მომზადდა თუ არა საჭირო ცვლილებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისობა?

x

გარკვეული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებე-ბის პარალელურად არ განხორციელებულა ცვლილებები ნარჩენების კანონმდებლობაში, რამაც გამოიწვია შეუსაბამობა სხვა მონათესავე კანონმდებლობასთან.1

9. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის სრული განხორციელება მოითხოვს კანონქვემდებარე აქტების მიღებას, ხდება თუ არა მათი დროულად მიღება?

x

ნარჩენების შესახებ კანონმდებლობა

10. განსაზღვრულია, თუ არა ნარჩენების მართვის ეროვნული პოლიტიკა და/ან არსებობს, თუ არა კანონი ნარჩენების მართვის შესახებ?

x

11. არის, თუ არა მკაფიოდ განსაზღვრული ნარჩენების მართვის ინსტიტუციური მოწყობის საკითხები და პასუხისმგებელი სტრუქტურების უფლება-მოვალეობანი?

xნარჩენების ეროვნული კანონმდებლობის არარსებობის გა მო ნარჩენების სფეროში კომპეტენციები არ არის ნათლად გან-საზღვრული.

12. არსებობს, თუ არა ნარჩენების მკაფიო კლასიფიკაცია, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრულ კლასიფიკაციასთან?

x

13. უზრუნველყოფს, თუ არა კანონმდებლობა სახიფათო ნარჩენების ცალსახა და ზუსტ განმარტებას? უზრუნველყოფს, თუ არა კანონმდებლობა სახიფათო ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებას?

x

სახიფათო ნარჩენების განმარტება მოცემულია საქართველოს კანონში “საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზი-ტისა და იმპორტის შესახებ”. სახიფათო ნარჩენების მართვის გეგმები განსაზღვრული არ არის.

Page 32: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

30

14. მკაფიოდ განსაზღვრავს და არეგულირებს თუ არა კანონმდებლობა სახიფათო ნარჩენების განთავსების/ გადამუშავების/ ტრანსპორტირების საკითხებს?

xკანონით დარეგულირებულია სახიფათო ნარჩენების ტრან-ზიტი და იმპორტი, არ არის განსაზღვრული განთავსების ან გადამუშავების წესები.

15. არსებობს, თუ არა კანონმდებლობა სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის თაობაზე?

x დარეგულირებულია ბაზელის კონვენციით.

16. არსებობს, თუ არა კანონმდებლობა ნარჩენი ზეთების შესახებ?

x

17. უზრუნველყოფს, თუ არა კანონმდებლობა ადექვატური, ქმედითი წესების არსებობას ნარჩენების განთავსება/ გადამუშავებისათვის? არსებობს, თუ არა ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ნარჩენების განთავსება/ გადამუშავების განხორციელებას ისე, რომ არ მოხდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა ან იმ საშუალებების ან მეთოდების გამოყენება, რომლებიც ზიანს მიაყენებენ გარემოს?

x

18. დადგენილია, თუ არა მოთ-ხოვნები ნაგავსაყრელებისათვის მისი მდებარეობის, პირობების, მართვის, კონტროლის, კონსერ-ვაციის საკითხების მიმართ, ისევე როგორც დაცვის ღონისძიებებთან და კავშირებით, რომლებმაც უნ-და უზრუნველყონ გარემოზე მიყენებული ზიანის რისკის თავი დან აცილება მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში (მათ შორის, მიწისქვეშა წყლების დაბინძურების რისკების)?

xმოქმედი საკანონმდებლო დოკუმენტი მოძველებულია და არ ითვალისწინებს ნაგავსაყრელის მოწყობის თანამედროვე მეთოდებს.2

mizani 5.2

Page 33: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

31

19. არის, თუ არა დადგენილი იმ ნარჩენების სია, რომლებიც შეიძლება ან არ შეიძლება განთავსდეს ნაგავსაყრელზე?

x

20. არის, თუ არა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ღონისძიებები ნაგავსაყრელებზე მეთანის შემცირების მიზნით?

x

ამ საკითხზე კანონით განსაზღვრული ვალდებულებები არ არსებობს; თუმცა, ცალკეული ახალი სანიტარიული ნაგავსაყრელების მოწყობისას გათვალისწინებულია მეთანის შეგროვება.

21. არის, თუ არა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით ნარჩენების დახარისხებულად შეგროვების, რეციკლირების, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გადამუშავების ღონისძიებები?

x

22. საჭიროებს, თუ არა გარემოსდაცვით ნებართვას ნარჩენების განთავსების ან გადამუშავების ღონისძიებათა განხორციელება?

x

23. მოეთხოვებათ, თუ არა ნარჩენების განთავსების/გადამუშავების სამუშაოების განმახორციელებელ სუბიექტებს ნარჩენების რაოდენობის, თვისებების, წარმოშობის წყაროს და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების აღრიცხვა?

xამის შესახებ კანონით დადგენილი ვალდებულებები არ არის, თუმცა, მაგ., თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების აღრიცხვა ხორციელდება.

24. უზრუნველყოფს, თუ არა კანონმდებლობა ნარჩენების გატანა/ ტრანსპორტირება/ განთავსება/ გადამუშავების სამუშაოების განმახორციელებელი სუბიექტების პერიოდული კონტროლის განხორციელებას კომპეტენტური ორგანოების მხრიდან?

x

2011 წლიდან იგეგმება გარემოს დაცვის ინსპექცის მიერ ნებართვის მფლობელი ობიექტების, მათ შორის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ობიექტების გარემოსდაცვითი შემოწმების გაუმჯობესება.

25. არსებობს, თუ არა შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც კრძალავს ნარჩენების მიტოვებას, დაყრას, უკონტროლოდ განთავსებას?

x ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.3

26. უზრუნველყოფს, თუ არა კანონმდებლობა პრინციპის ‘დამაბინძურებელი იხდის’ განხორციელებას?

x

mizani 5.2

Page 34: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

32

27. არსებობს, თუ არა კანონმდებლობა რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების გადამუშავებას ან გადამუშავებული ნარჩენებიდან ნედლეულის ან ენერგიის მიღებას?

x

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0-დან 81-მდე (3 x კითხვების რაოდენობაზე) 18

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

21.4%

კომენტარები, განმარტებები, რეკომენდაციები ზოგადი შეფასებისთვის:

1

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 24 თებერვლის ბრძანება №36/ნ „მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“, მოიხსენიებს მაკონტროლებელ ორგანოებს, რომლებიც აღარ არსებობენ.

კანონში „გარემოს დაცვის შესახებ“ მოხსენიებულია ნარჩენების მართვის თანამედროვე პრინციპები, როგორიცაა “უფრო სუფთა წარმობა”, “ნარჩენების მინიმიზაციის პრინციპი”, “პრინციპი დამაბინძურებელი იხდის”, “რეციკლირების პრინციპი”, მოცემულია ვალდებულებები და წამახალისებელი საშუალებები ნარჩენების მინიმიზაციისათვის; თუმცა, აღნიშნული პრინციპები ნარჩენების შესახებ კანონმდებლობაში არ აისახება.

2

მყარი მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონების მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ მოქმედი საკანონმდებლო დოკუმენტი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 24 თებერვლის ბრძანება №36/ნ „მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“, მოძველებულია და არ ითვალისწინებს ნარჩენების გაუვნებლების და უსაფრთხოდ განთავსების თანამედროვე მოთხოვნებს.

3

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი აწესებს ჯარიმებს საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების უკანონო განთავსებისთვის; ქალაქებსა და სხვა დასახლებული პუნქტებში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფის წესების დაუცველობის, საწარმოებისათვის, დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის მიმაგრებული ან/და მიმდებარე ტერიტორიის მოუვლელობის, მასზე სამშენებლო ან სხვა ნარჩენების თვითნებურად დაყრისათვის.

mizani 5.2

Page 35: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

33

mizani 6ადმინისტრაციული სტრუქტურისა და პროცედურების გაძლიერება

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან: ადმინისტრაციული სტრუქტურებისა და პროცედურების გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გარემოს დაცვა-სთან დაკავშირებული საკითხების სტრატეგიული დაგეგმვა და კოორდინირება შესაბამის სუბიექტებს შორის.

შეფასება

კითხვა დიახ არაგანმარტება

ქულა 3 2 1 0

ადმინისტრაციული სტრუქტურები

ეროვნულ დონეზე

1. არის, თუ არა გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი სამინისტროს ვალ დებულებები ნათლად გან სა ზღ ვრული?

x

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო პასუხისმგებელია ყველა გარემოსდაცვით საკითხზე, თუმცა არის გარკვეული საკითხები, სადაც სამინისტრო ინაწილებს პასუხისმგებლობას სხვა სახელმწიფო (მაგალითად, ჯან-დაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა სამინისტროები) და/ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან. ამ უწყებებს შორის უფლებამოსილებები და ვალდებულებები ყოველთვის ნათლად არ არის გამიჯნული; ასევე არის საკითხები, რომლებიც არ ექცევა არცერთი უწყების რეგულირების ქვეშ (მაგალითად, ნარჩენების მართვის გარკვეული ასპექტები, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, ინვაზიური სახეობები).

2010 წლის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა, გამო-ეხმაურა რა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებული ერთ-ერთი სტუქტურული ერთეულის (სატყეო სააგენტოს) ხელმძღვანელის კორუფციის ბრალდებით დაკავების ფაქტს, დაავალა საქართველოს მთავრობას, მოამზადოს მთელი სამინისტროს რეორგანიზა-ციის გეგმა.1 როგორ გადანაწილდება ფუნქციები სახელმწიფო უწყებებს შორის და იარსებებს, თუ არა საერთოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ამ ეტაპზე უცნობია.

2. შესაფერისი და ეფექტურია, თუ არა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის სტრუქტურები/ პროცედურები?

x

არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო პროცედურები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სამთავრობო უწყებებს შორის კონსულტაცია სამართლებრივი აქტების მომზადების პროცესში (მაგალითად, ინიციატორი უწ ყების მიერ თანხმობის მოპოვება სხვა უწყებებიდან), მაგ -რამ ეს პროცედურები ეხება მხოლოდ და მხოლოდ სამარ თ-ლებრივი აქტების მომზადებას და ამასთან, ისინი არ არის საკმარისად ეფექტური.

3. გაეზარდა, თუ არა სახელმწიფო ორგანოებს რესურსები თავისი მისიის შესასრულებლად? x

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო დაფინანსება დროთა განმავლობაში მატულობს, თუმცა კლებულობს მშპ-ში მისი წილი 0.2%-დან 0.1%-მდე (მთავრობის საშუალოვადიანი სტრატეგია 2007-2010 წლებისთვის)

mizani 6

1 იხ. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა 2010 წლის 17 დეკემბერს სათაფლიის ნაკრძალში გამართულ მთავრობის სხდომაზე, ქართულად: http://www.president.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=228&info_id=5965 და ინგლისურად: http://www.president.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=228&info_id=5970

Page 36: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

34

რეგიონულ/ადგილობრივ დონეზე

4. აქვთ, თუ არა რეგიონულ/ ადგილობრივ ორგანოებს კომ-პეტენცია გარემოსდაცვით საკით-ხებზე? ნათლად არის, თუ არა გადანაწილებული კომპეტენციები ეროვნულ, რეგიონულ და ადგი-ლობრივ ორგანოებს შორის?

x

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ადგილობრივი თვით-მმართველობების რეფორმასა და დეცენტრალიზაციას ძალზე დადებითად აფასებს, დეცენტრალიზაციის გამიზნული და თანმიმდევრული სტრატეგიის არ ქონის პირობებში, ხელისუფლება თავს იკავებს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებებისა და რესურსების დელეგირებისგან. ეს, როგორც წესი, მართლდება ადგილობ-რივ დონეზე კვალიფიკაციის ნაკლებობით და ადგილობ-რივი კორუფციით. მიუხედავად ცენტრალური ხელისუფლე-ბის ამგვარი წინააღმდეგობრივი მიდგომისა, შეინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ “ცენტრში” ადგილობრივი ინტერესების ლობირების მცდელობები.

ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობა ცნობს სუბ-სიდიარობის პრინციპს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურების მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების გადანაწილებაში, თუმცა ეს პრინციპი არასდროს ყოფი-ლა პრაქტიკაში გამოყენებული. ადგილობრივი თვით-მმართველობების საქმიანობის მარეგულირებელი კანონი ანიჭებს მათ გარკვეულ უფლებამოსილებებს გარემოსდა-ცვით საკითხებში, თუმცა ეს ნორმები ძალზე ზოგადი და დეკლარატიული ხასიათისაა, ისევე როგორ გარემოს ცალ-კეული ელემენტების მარეგულირებელი გარემოსდაც ვითი კანონმდებლობა, თვითმმართველობების შემთხვევაში. ამჟა-მად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტ-როში (ზოგ შემთხვევაში – სხვა უწყებებთან ერთად; იხ. ზემოთ) თავმოყრილია გარემოს დაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების მთელი ძალაუფლება.

სიტუაცია მცირედ განსხვავებულია ბუნებრივი რესურსების მართვის შემთხვევაში. ბოლო წლების განმავლობაში გატა-რებული ცვლილებების შედეგად, ხელისუფლების ცენ ტ-რალური ორგანოების ტერიტორიულ სტრუქტურებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ადგი ლობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ უფლე ბა გასცენ თანხ- მობა შეშისა და პირადი მოხმარების სამასალე მერქნის მოპოვებაზე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ასევე უფლებამოსილია გასცეს ლიცენზია ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ სასარგებლო წიაღისეულზე).

ზემოაღნიშნული ცვლილებები გატარებულ იქნა იმ კონ ფლიქ -ტური სიტუაციის საპასუხოდ, რომელიც შეიქმნა ვარ დების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების ძლიერი ცენტრა ლი-ზაციის გამო, რასაც მოჰყვა ბუნებრივი რესურსებზე ადგი-ლობრივი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ ეს ცვლილებები არ არის გამყარებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და/ან ად-გილობრივი თვითმმართველობების დონეზე მიღებუ ლი კანონმდებლობით.2

5. გაიზარდა, თუ არა რესურსები ხელისუფლების ორგანოების მიერ თავისი მისიის შესასრულებლად? x

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირედ გაიზარდა ადგი ლო-ბრივი ბიუჯეტებიდან ნარჩენების მართვის ადგილობ რივი სისტემების გასაუმჯობესებლად გამოყოფილი ასიგნებები.

mizani 6

2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის საკითხები გარკვეულწილად დარეგულირდა 2010 წლის დასასრულს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული აქტით (2010 წლის 7 დეკემბრის №56 დადგენილება „სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“).

Page 37: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

35

სტრატეგიული დაგეგმვა

6. არსებობს, თუ არა ან იგეგმება, თუ არა გარემოსდაცვითი სტრატეგიის შემუშავება? თუ არსებობს, რამ-დენად კარგი ხარისხისაა?

x

გარემოსდაცვითი სტრატეგია არ არსებობს და არც იგეგმება მისი შემუშავება. გარემოსდაცვითი სტრატეგიის შემუშავების ვალდებულებას არ ითვალისწინებს საქართველოს გარემოს-დაცვითი კანონმდებლობა.3

2009 წლის ივლისში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე-სურ სების სამინისტრომ მოაწყო დონორ და შერჩეულ არა-სამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა, სადაც წარადგინა სამინისტროს 2009-2013 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აქ ყურადსაღებია შემდეგი ასპექტები: დოკუმენტები წარდგენილ იქნა არა როგორც ერთი კონკრეტული უწყების პრიორიტეტების განმსაზღვრელი, არამედ როგორც “ქვეყნის გარემოსდაცვითი პრიორიტეტები 5 წლის მანძილზე”4; სტრა-ტეგია და გეგმა არც პრეზენტაციამდე და არც მის შემდგომ არ ყოფილა მსჯელობის საგანი (მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციაზე გამოიკვეთა არაერთი სადავო საკითხი); თა-ვად სამინისტრო ამ დოკუმენტებს პრეზენტაციის შემდეგ არ დაბრუნებია (მონიტორინგი, შესრულების ანგარიშის წარ დგე-ნა და სხვ.).

გადაიდგა, თუ არა რაიმე ნაბიჯები სტრატეგიის შესასრულებლად? კითხვა არ არის რელევანტური საქართველოსთვის.

ხდება, თუ არა სტრატეგიის რეგუ-ლარული გადახედვა (მაგ., სამ წელიწადში ერთხელ)?

კითხვა არ არის რელევანტური საქართველოსთვის.

7. არსებობს, თუ არა მთლიანი სტრა ტეგიის დამხმარე სექტორუ-ლი სტრატეგიები?

xარსებობს სექტორული სტრატეგიების პროექტები ზოგიერთ სფეროში, რომლებიც დღემდე არ არის დამტკიცებული. იხ. ასევე განმარტებები “მიზანი 4”-ში.

8. დაწესებულია, თუ არა პროცედურები, მაგალითად, საკონსულტაციო პროცედურები სამინისტროებს/ ხელისუფლების ორგანოებს შორის? თუ დაწესებულია, გამოიყენება, თუ არა ისინი?

x

ასეთი პროცედურები არ არსებობს. ყოველ კონკრეტულ შემ თ ხვევაში კონსულტაციის ფორმა და ინტენსივობა და-მოკიდებულია იმ უწყების ნებასურვილზე, რომელიც უძღვება შემუშავების პროცესს.

თუ დაწესებულია, არის თუ არა გარემოს დაცვის სამინისტროს ან გარემოსდაცვითი ორგანოების როლი მნიშვნელოვანი ამ პროცედურებში?

კითხვა არ არის რელევანტური საქართველოსთვის.

9. არსებობს, თუ არა ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის (სამოქალაქო საზოგადოება, მეცნიერები) კოორდინაციის ფორმალური პროცედურები?

x სახელმწიფო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის ფორმალური პროცედურები არ არსებობს.

mizani 6

3 1996 წელს მიღებული „გარემოს დაცვის შესახებ“ ჩარჩო კანონის მე-15 მუხლი აყალიბებს გარემოსდაცვითი დაგეგმვის სისტემის ძირითად ელემენტებს, ესენია: ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგია, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული (5-წლიანი) პროგრამა, გარემოს დაცვის მოქმედებითა რეგიონული, უწყებრივი და ადგილობრივი პროგრამები და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმები. დაგეგმვის ეს სისტემა არ ითვალისწინებს ქვეყნის გარემოსდაცვითი სტრატეგიის არსებობას. ამ ნაკლოვანებას ერთგვარად ავსებს შემუშავების პროცესში მყოფი გარემოს დაცვის მოქმედებათა 2011-2015 წლების მეორე ეროვნული პროგრამა (იხ. ასევე მიზანი 4), რომელიც მოიცავს სტრატეგიის გარკვეულ ელემენტებს. 4 იხ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქმიანობის 2009 წლის ანგარიში, მინისტრის პრეზენტაცია

Page 38: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

36

mizani 6

10. გაუმჯობესდა, თუ არა სხვადასხვა მხარეს შორის თანამშრომლობა სამოქმედო გეგმის ხელმოწერის შემდეგ?

X

თანამშრომლობა სხვადასხვა მხარეს შორის ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა და ეს დიდწილად შესაძლებელია აიხსნას ხელისუფლებაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობით. ხელისუფლება, მათ შორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, პერიოდულად ცდილობს გამოავლინოს საკუთარ გადაწყვეტილებებზე დებატების სურვილი, თუმცა სპორადული “ღიაობა” ფორმალური დემოკრატიული პროცედურების ჩამოყალიბებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გარეშე, სკეპტიკურად აღიქმება სამოქალაქო საზოგადოების მიერ.

მაგალითისთვის, შეიძლება გავიხსენოთ 2010 წლის ზაფხულში ჩატარებული საჯარო კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებზე. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ითხოვდნენ კონსულტაციების გაგრძელებას, ცვლილებები სწრაფად იქნა წარდგენილი პარლამენტში და მიღებამაც არ დააყოვნა. აქვე ყურადსაღებია, რომ საჯარო განხილვებისთვის წარმოდგენილი ვარიანტი არ ითვალისწინებდა კონსტიტუციის 37-ე მუხლის ცვლილებას (რომლის მე-4 და მე-5 პუნქტები უშუალოდ ეხება მდგრადი განვითარების, უსაფრთხო გარემოსა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებს). როგორც მიღების შემდეგ აღმოჩნდა ამ მუხლმაც განიცადა ცვლილებები, ისე რომ ის განხილვის საგანი არ ყოფილა.

გარკვეულ ღიაობას ამჟღავნებდა გარემოს დაცვისა და ბუნებ-რივი რესურსების სამინისტრო ყოვლისმომცველი “გარემოს დაცვის კოდექსის” შემუშავებისას. ჩატარდა როგორც ზოგადი, ისე თემატური შეხვედრები, თუმცა 2010 წლის მეორე ნახევ-რიდან პროცესი შენელდა და დღეს არ არის ნათელი, კვლავ არის, თუ არა კოდექსის მიღება სამინისტროს პრიორიტეტი.

“შერჩევითი” ღიაობის ნათელი მაგალითია სატყეო კანონმდებლობაში 2009-2010 წლებში განხორციელებული ცვლილებები. 2009 წლის აგვისტოში ტყითსარგებლობის მარეგულირებელ აქტში განხორციელდა ცვლილება, რომელმაც შესაძლებელი გახადა საზოგადოების მონაწილეობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის აუქციონზე გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.5 ეს ცვლილებები საზოგადოებასთან კონსულტაციის საფუძველზე განხორციელდა, რაც გამონაკლისს წარმოდგენდა უკანასკნელი წლების პრაქტიკაში. ყურადსაღებია, რომ ცვლილება ძალაში 2010 წლის 1 იანვარს შევიდა და ძალაში შესვლიდან თითქმის თვენახევარში კიდევ ერთი ცვლილება იქნა შეტანილი, რომელმაც საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას-თან დაკავშირებული კონკრეტული ნორმის ამოქმედება 2011 წლის 1 იანვრამდე გადაავადა.6 ანუ ნორმა მოქმედებდა მხოლოდ 1.5 თვის განმავლობაში და ის პრაქტიკაში არასდროს ყოფილა გამოყენებული. ეს უკანასკნელი ცვლილება არ ყოფილა საზოგადოებრივი განხილვის საგანი, ისე როგორც ეს 2009 წელს მოხდა. კონსულტაციები არ გამართულა ასევე ისე-თი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისა მიღე ბი სას, რო გორიც იყო სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი სატ ყეო დეპარტამენტისთვის სტატუსისა და ფუნქციების შეცვლა.

5 საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პიროებების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ 2009 წლის 19 აგვისტოს შეტანილი ცვლილებები.6 საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პიროებების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ 2010 წლის 19 თებერვალს შეტანილი ცვლილებები.

Page 39: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

37

mizani 6

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0-დან 30-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე) 8

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

26.6%

კომენტარები, განმარტებები, რეკომენდაციები ზოგადი შეფასებისთვის:

საქართველოში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა შესაბამისი გარემოსდაცვითი ინსიტიტუციები, თუმცა ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ მათ გააჩნდეთ ძალაუფლება. ეს განაპირობებს იმას, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გარემოსდაცვითი მოსაზრებები უკანა პლანზე იწევს. ბოლო წლები შესაძლებელია მოკლედ ასე აღიწეროს: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელი პირების ხშირი ცვლილება; დაუსრულებელი სტრუქტურული ცვლილებები, რომლებსაც წინ არ უძღვის მანამადე ჩატარებული ცვლილებების ეფექტურობის შესწავლა; ყოველი სტრუქტურული ცვლილების შემდეგ ძველი პერსონალის დათხოვნა და ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტება, რომელთაც უმრავლეს შემთხვევაში, არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და სახელმწიფო უწყებებში მუშაობის გამოცდილება; წინა ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისადმი ვალდებულების და საკუთრების შეგრძნების არქონა, დაწყებული მინისტრის დონიდან და დამთავრებული რიგითი თანამშრომლებით, რომლებსაც ყველაფერთან ერთად, არ გააჩნიათ თავისი საქმიანობის გაუმჯობესების არანაირი მოტივაცია.

სიტუაციას ამძაფრებს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის დაუსრულებელი ცვლილება, რაც ხან ახალი უწყებების შექმნაში, ძველის გაუქმებაში და ხანაც უბრალოდ არსებული უწყების სახელწოდების შეცვლაში გამოიხატება. შემაშფოთებელია ის, რომ ეს ცვლილებები არ არის რეფორმირების ხანგრძლივვადიანი (თუნდაც 5-წლიანი) სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ცნობილი იქნებოდა საზოგადოებისთვის და თავად “რეფორმირებადი” უწყებებისთვის. “რეფორმირების” მოლოდინის გამძაფრება, როგორც წესი, საქართველოს პრეზიდენტის საჯარო (სატელევიზიო) გამოსვლაში ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელი პირის დატუქსვას მოჰყვება, რაც პრაქტიკულად, უწყების პარალიზებას იწვევს. მოსალოდნელი რეფორმა, რეფორმირებით გამოწვეული შიში და გაურკვეველი მომავალი უმოქმედობის, გადაწყვეტილებათა მიღების განუსაზღვრელი ვადით გადავადების და ყოველდღიური ვალდებულებების შესრულების თავიდან აცილების გამართლების საშუალება ხდება.

Page 40: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

38

mizani 7

mizani 7სტრუქტურებისა და პროცედურების გაძლიერება გარემოზე ზემოქმედების

შეფასების განხორციელების მიზნით

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან: სტრუქტურებისა და პროცედურების გაძლიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორციელების მიზნით

შეფასება

კითხვა დიახ არაგანმარტება

ქულა 3 2 1 0

ზოგადი

1. მოითხოვს, თუ არა არსებული კანონმდებლობა გზშ-ს ჩატარებას იმ საქმიანობებისთვის, რომელთა განხორციელებასაც, შესაძლებელია, მოჰყვეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ბუნებრივ რესურსებსა და გარემოზე? თუ არა, დაგეგმილია, თუ არა მსგავსი კანონმდებლობის მიღება?

Xგარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) მარეგულირებელმა კანონმდებლობამ არ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები მისი გაუმჯობესების თვალსაზრისით (ზოგიერთი ცვლილება მოყვანილია ქვემოთ).

გზშ კანონმდებლობაში დღემდე პრობლემურად რჩება შემ დეგი საკითხები:

(ა) კანონმდებლობის თანახმად, გარკვეული სახის საქმიანო-ბებზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემამდე აუცილებელია გზშ-ს ჩატარება. ამასთან, საქმიანობათა შერ ჩე-ვის კრიტერიუმი, არ არის ნათელი – არ არის ნათელი, გააჩნი-ათ თუ არა საერთოდ ამ საქმიანობებს ზემოქმედება გარემოზე, რომ არაფერი ვთქვათ ზემოქმედების მნიშვნელოვნებაზე. კანონში უბრალოდ ჩამოთვლილია ის საქმიანობები, რომლე-ბიც ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, მაგრამ რატომ – გაუგებარია.

(ბ) კანონი ადგენს იმ საქმიანობების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ გზშ. ჩამონათვალი კვლავ არ მოიცავს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო და კვების, ხე-ტყის გადამამუშავებელი, ქაღალდის, ტყავის და საფეიქრო წარმო-ება, ზოგიერთი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები (საქმიანობები, რომლებიც 2005 წელს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონის მიღებამდე, ექვემდებარებოდა გზშ-ს). საქმიანობათა ამჟამად არსებული ჩამონათვალი არ შეესაბამება ევროკავშირის 85/337/EEC დირექტივის პირველი დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალს და ორჰუსის კონ-ვენციის პირველი დანართით განსაზღვრულ ჩამონათ ვალს. კანონი ასევე არ მოიცავს ე.წ. “ღია” დებულებას გარკვეული ტიპის საქმიანობებისთვის, როგორც ეს განსაზღვრულია ევროკავშირის 85/337/EEC დირექტივით (მე-2 დანართის საქმიანობები).

(გ) საქმიანობებისთვის გზშ-ს ჩატარება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ მათ ახორციელებენ კერძო პირები; სახელმწიფო პროექტების შემთხვევაში, გზშ-ს ჩატარება არ არის სავალდებულო. გარდა ამისა, კანონი “ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” შესაძლებელს ხდის კერძო პროექტების განხორციელების შემთხვევაშიც კი, გზშ-ს ჩატარებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღები ს- გან თავის არიდებას, იმ პირობით რომ ეს ვალდებულება მომავალში შესრულდება.

Page 41: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

39

mizani 7

2. დაკავშირებულია, თუ არა გზშ-ს პროცესი საქმიანობის დაწყების უფლებასთან და პირობების დაყენებასთან?

X გზშ-ს პროცესი არ წარმოადგენს საქმიანობის დაწყების უფლე-ბის მინიჭების ნაწილს. საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს ასეთ ცნებას.

გზშ ანგარიშები წარედგინება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. დადებითი დასკვნის პირობები ავტომატურად აისახება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობებში. “გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება ნებართვის გარეშე აკრძალულია.

გარკვეულ შემთხვევებში გზშ პროცესი უკავშირდება სამშე-ნებლო ნებართვის გაცემის პროცესს (იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა მშენებლობის ნებართვის მოპოვებაც). ასეთ შემთხვევაში, გზშ ანგარიში წარედგინება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ, ანგარიშს აწვდის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, ასეთ შემთხვევაში, ხდება მშენებლობის ნებართვის ნაწილი და მისი პირობა; გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, ასეთ შემთხვევაში, აღარ გაიცემა.

სტრუქტურები

არის, თუ არა ნათლად განსაზღვრული და განაწილებული ვალდებულებები ხელისუფლების ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ ორგანოებს შორის?

კითხვა არ არის რელევანტური საქართველოსთვის.

რეგიონულ (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) და ადგი-ლობრივი ხელისუფლების ორგანოებს გზშ სისტემაში არანა-ირი როლი არ გააჩნიათ (არც გადაწყვეტილების მიღებაში და არც შემდგომ, შესრულების მონტორინგსა და კონტროლში). გადაწყვეტილებების ექსკლუზიური მიმღებია გარემოს და-ცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

3. არის, თუ არა მარეგულირებელი ორგანოების შესაძლებლობები საკმარისი?

X არა, აბსოლუტურად არ არის საკმარისი.

პროცედურა

4. არსებობს, თუ არა ნათლად ჩამოყალიბებული კრიტერიუმები და პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავენ, ექვემდებარება, თუ არა ესა თუ ის საქმიანობა გზშ-ს?

X

არა, არ განსაზღვრავენ. ხშირ შემთხვევაში, საქმიანობები წარმოდგენილია ზღვრების გარეშე, რაც გზშ-ს საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ტვირთს აკისრებს სამინისტროს და მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომელთაც არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა გარემოზე.

5. არსებობს, თუ არა წინასწარი სკრინინგის პროცედურა, რათა გადაწყდეს საჭიროებს, თუ არა ესა თუ ის პროექტი გზშ-ს ჩატარებას?

X საქართველოს კანონმდებლობა კვლავ არ ცნობს სკრინინგის პროცედურას.

Page 42: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

40

6. არსებობს, თუ არა სკოპინგის პროცედურა, რათა დადგინდეს შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედებები და შემდგომ ეტაპზე შესაფასებელი ძირითა დი ალტერნატივები?

X საქართველოს კანონმდებლობა კვლავ არ მოიცავს რაიმე სახის დებულებას სკოპინგის შესახებ.

7. ნათლად არის დადგენილი, თუ არა, რა სახის ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს პროექტის განმახორციელებელმა გზშ ანგარიშში? ანუ დაწესებულია, თუ არა მინიმალური მოთხოვნები გზშ-ს შინაარსისადმი?

X

წინა შეფასებით ანგარიშში აღინიშნა, რომ გზშ-ს შინაარსი -ს ა დმი მინიმალური მოთხოვნების განმსაზღვრელი დებულება გაუქმებულ იქნა 2007 წლის 14 დეკემბერს მიღებული კანო-ნით “გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ”. იგივე კანონმა დაავალდებულა სამინისტრო 2008 წლის 1 იანვრამდე ხელახლა მიეღო დებულება, რათა შესაძლებელი გამხდარიყო კანონის სრულფასოვანი ფუნქციონირება მისი ამოქმედებისას (2008 წლის 1 იანვარი). დებულება, საბოლოოდ მიღებულ იქნა 14-თვიანი დაგვიანებით, 2009 წლის 9 მარტს. ის კვლავ დაბალი ხარისხისაა და პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება მისი წინამორბედისგან.

8. არსებობს, თუ არა საკონსულტაციო პროცედურები იმ სახელმწიფო ორგანოებთან, რომელთაც შესაძლოა გააჩნდეთ თავისი მოსაზრებები/ პოზიცია პროექტთან დაკავშირებით და რამდენად კარგად გამოიყენება ისინი?

X ასეთი პროცედურები კვლავ არ არსებობს.

9. მოითხოვს, თუ არა კანონმდებლობა მკაფიოდ შესაბამისი ქვეყნის ორგანოების და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებების შემთხვევაში?

X ასეთი მოთხოვნები კვლავ არ არსებობს.

10. მოითხოვს, თუ არა კანონმდებლობა მკაფიოდ შესაბამისი ქვეყნის ორგანოებსა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის ჩატარებას ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებების შემთხვევაში?

X კვლავ არ მოითხოვს.

11. არსებობს, თუ არა პროცესის ადრეულ ეტაპზე საზოგადოების ეფექტური ინფორმირების ნათლად განსაზღვრული პროცედურები?

X კვლავ არ არსებობს.

12. აქვს, თუ არა საზოგადოებას შესაძლებლობა ადრეულად და ეფექტურად მიიღოს მონაწილეობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებში?

Xსაზოგადოებას კვლავ არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონა-წილეობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში ადრეულ ეტაპზე.

mizani 7

Page 43: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

41

mizani 7

13. მიიღება, თუ არა მხედველობაში საზოგადოებასთან და შესაბამის გარემოსდაცვით ორგანოებთან კონსულტაციების შედეგები გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

X

დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომელიც შესაძლებელს გახდის საზოგადოების ან ცენტრალური, რეგიონული თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მოსაზრებების გამოვლენას.

თუ გზშ პროცესი უკავშირდება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს (იხ. განმარტება მე-2 კითხვაზე), მაშინ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოსაზრებებს (რომლებიც ჩამოყალიბებულია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში).

14. მოეთხოვება, თუ არა კომპეტენტურ ორგანოს, შეატყობინოს საზოგადოებას გადაწყვეტილება ნებართვის/ ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ?

X

არ მოეთხოვება. საქართველოს კანონმდებლობა არ ავალ დე-ბულებს სახელმწიფო უწყებებს შეატყობინონ საზოგა დო ე ბას ნე ბართვის ან ლიცენზიის, მათ შორის გარემოზე ზემოქმე დე -ბის ნებართვის, გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

მოეთხოვება, თუ არა კომპეტენტურ ორგანოს, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში, აცნობოს იმ ქვეყნების ორგანოებს, რომლებთანაც გაიარა კონსულტაცია, გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ?

კითხვა არ არის რელევანტური საქართველოსთვის.

15. ნათლად არის, თუ არა განსაზღვრული ინფორმაციის მიღების უფლებიდან გამონაკლისები, მაგ, კომერციული საიდუმლო?

X არსებობს რამოდენიმე ზოგადი დებულება კონფიდენციალო-ბის დაცვის თაობაზე.

16. შეუძლია, თუ არა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს დადებით გადაწყვეტილებას დაურთოს პირობები?

X იხ. განმარტება მე-2 კითხვაზე ზემოთ.

Page 44: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

42

17. ნათლად არის, თუ არა განსაზღვრული საზოგადოების უფლება გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილება და როგორ სრულდება?

X

საზოგადოებას აქვს გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფ ლება და არსებობს პროცედურებიც, თუმცა უამრავი პრობლე მაა ამ უფლების განხორციელებაში. აღვნიშნავთ მხოლოდ რამოდენიმეს: მაღალი საბაჟო გადასახადი, ძალზე ხანგრძლივი სასამართლო პროცედურები, სასამართლოთა შეზღუდული დამოუკიდებლობა და შესაბამისად, სასა-მართლოს მიმართ დაბალი ნდობა.

გზშ-ს პროცესთან და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებუ-ლი უშუალო პრობლემა, გარდა ზემოაღნიშნულისა, არის ის, რომ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინის ტრო არ არის ვალდებული გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება ნებარ-თვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამი სად, საზოგადოება მოკლებულია შესაძლებლობას გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი მიღების შემდგომ. გაცემული ნებარ-თვები ხელმისაწვდომია მხოლოდ მოთხოვნის შემთხვე ვაში (თუ საზოგადოებამ რაიმე გზით შეიტყო ნებართვის გაცე მის შესახებ), მაგრამ ამ დროისთვის ნებადართული საქმიანო-ბები უკვე ხორციელდება და ხშირად გასაჩივრება უკვე აზრს კარგავს (განსაკუთრებით, ისეთ პირობებში, როდე საც სასამართლოზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია).

18. მოიცავს, თუ არა გზშ-ს პროცედურა მოთხოვნებს ნებართვის გაცემის შემდგომ მონიტორინგისა და კონტროლის შესახებ? თუ მოიცავს, რადენად კარგად გამოიყენება ეს მოთხოვნები?

X

ნებართვის გაცემის შემდგომ მონიტორინგისა და კონტროლის შესახებ დებულებები ძალზე სუსტი იყო. ამის სამაგალითოდ საკმარისი იქნება ერთი მაგალითის მოყვანა – გარემოს დაცვის ინსპექცია არ იყო დარწმუნებული, შეეძლო, თუ არა მას მოეთხოვა საწარმოების ოპერატორებისთვის გზშ ანგარიშებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

2010 წლის მაისში შეტანილი იქნა ცვლილება “გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” კანონში ზემოაღნიშნული ბუნდოვნების აღმოსაფხვრელად. ცვლილების ეფექტურობაზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება პრაქტიკული მაგალითების დაგროვების შემდეგ.

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0-დან 54-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე) 9

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

16.7 %

mizani 7

Page 45: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

43

mizani 7

კომენტარები, განმარტებები, რეკომენდაციები ზოგადი შეფასებისთვის:

როგორც ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან ჩანს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ამჟამად მოქმედი სისტემა სავსეა ნაკლოვანებებით, რაც მის ეფექტურობაზე აისახება. სისტემა ვერ უზრუნველყოფს ვერც საზოგადოების ინფორმირებასა და მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და ვერც გადაწყვეტილებათა მიმღებ პირებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ძალზე სუსტია ნებართვის გაცემის შემდგომი მონიტორინგი და კონტროლიც. საქართველოს გზშ-ს მარეგულირებელი კანონმდებლობა არ შეესაბამება არც ორჰუსის კონვენციის და არც ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნებს.

სისტემის ამჟამად არსებული სახით ჩამოყალიბებაზე გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია ხელისუფლების მიერ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ აღებულმა საყოველთაო დერეგულირების კურსმა და ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცედურების შესუსტების საერთო ტენდენციამ. უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთი დადებითი ინიციატივის გამოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელ წლებში გზშ სისტემის საერთო დასუსტების ფონზე. კერძოდ, საერთო დერეგულირების პარალელურად, ადგილი ჰქონდა პირიქით პროცესსაც – ხელახალ რეგულირებას. საუბარია იმ საქმიანობებზე, რომელთა განხორციელებაც დაიწყო 1997 წლის 1 იანვრამდე, ანუ “გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” კანონის ამოქმედებამდე და შესაბამისად, ვერ მოექცა ვერც გარემოსდაცვითი ნებართვით და ვერც გარემოზე ზემოქმედების ნებართვით რეგულირების ქვეშ. ასეთი საქმიანობები (“ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები”) “გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” კანონით, დაე-ქვემდებარენ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებას 2009 წლის 1 იანვრამდე. ვინაიდან კანონმდებლის მიერ თავდაპირველად დადგენილ ვადაში ბევრმა საწარმომ/ოპერატორმა ვერ მოახერხა ნებართვის მოპოვება, 2009 წლის ივნისში, ნებართვის მოპოვების ვადა გადატანილ იქნა 2010 წლის 1 იანვრამდე. სულ ახლახანს კი (2010 წლის დეკემბე-რი), საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატი-ვა, რომელიც ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამ დე გადავადებას მხოლოდ “მოქმედი არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებისთვის” (ყურადსაღებია, რომ კანონმ დე ბ-ლობა ნაგავსაყრელების ამგვარ დეფინიციას/კლასიფიკაციას საერთოდ არ ცნობს).

აღნიშნული ნორმის შესრულების ვალდებულების ხელმეორედ გადავადება (რეგულირებადი საზოგადოების მხოლოდ ერთი ჯგუფისთვის და ისიც მხოლოდ იმის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს ზომების გატარება უკანონოდ (უნებართვოდ) მოქმედი იმ ნაგავსაყრელების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას) მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ერთის მხრივ, არც კანონმდებლებს და არც აღმასრულებლებს არ ჰქონდათ და არც ამჟამად აქვთ ნათელი წარმოდგენა კონკრეტულად რომელ საწარმოებს/ობიექ-ტებს ეხება აღნიშნული ნორმა და მეორეს მხრივ, აღმასრულებლები არ იყვნენ მზად და არც ამჟამად არიან მზად ხელი შეუწყონ ამ ნორმის აღსრულებას (მაგალითად, დაეხმარონ “მონდომებულ” ოპერატორებს კანონის ნორმის შესრულებაში ან გამოიყენონ შესაბამისი ადმინისტრაციული ზომები განსაკუთრებით “ურჩების” წინააღმდეგ).

საქართველოში მოქმედი გზშ სისტემა საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს; ამ ეტაპზე შესაძლებელია გადაუდებლად აუცილებელი ღონისძიებების გამოვლენა, ესენია:

1. გზშ სისტემის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გადამუშავება/სრულყოფა: ეს სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ისეთი საქმიანიანობების კვლავ გზშ სისტემით რეგულირების ქვეშ მოქცევას, რომლებიც განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე (ორჰუსის კონვენციის პირველი დანართითა და ევროკავშირის 85/337/EEC დირექტივის პირველი დანართით გათვალისწინებული საქმიანობები); საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის პროცედურების იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების ადრეული და ეფექტური მონაწილეობა.7

2. რეგულირებადი საზოგადოების სრული ინვენტარიზაცია და კანონმდებლობის მოთხოვნათა აღსრულების ხელშე წ -ყობა: კანონმდებლობის სრულყოფის პარალელურად, უნდა დადგინდეს რეგულირებადი საზოგადოების ის ჯგუფები (და თითოეულ ჯგუფში კონკრეტული ობიექტები), რომელთაც მოეთხოვებათ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღე ბა (“გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) და ამჟამად გატარებუ ლი “თვალის დახუჭვისა” და პრობლემაზე რეაგირების “უკეთესი მომავლისთვის” გადავადების სტრატეგიის ნაცვლად, განისაზღვროს თითოეულ ჯგუფზე მიმართული, კანონაღასრულების ხელშეწყობის ქმედითი და რეალისტური მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები. ამ პირობის შესასრულებლად აუცილებელია საჭირო ხარჯების გათვლა და შესაბამისის სტრუქტურების ბიუჯეტში ასახვა. მნიშვნელოვანია ასევე გეგმების საზოგადოებისთვის გაცნობა და საზოგადოებრივი აზრის მოსმენა.

7 იხ. ასევე „მწვანე ალტერნატივას“ საჯარო პოლიტიკის ნარკვევი „უზრუნველყოფს თუ არა საქართველოს კანონმდებლობა ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვასა და მდგრად გამოყენებას“ ქართულ ენაზე: http://www.greenalt.org/webmill/data/file/publications/policy%20brief%20_biodiversity_Geo.pdf და ინგლისურ ენაზე: http://www.greenalt.org/webmill/data/file/publications/policy%20brief_biodiversity%20and%20EIA_ENG.pdf

Page 46: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

44

mizani 8

mizani 8ნებართვის გამცემი და მაკონტროლებელი სტრუქტურების გაუმჯობესება

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან: ადმინისტრაციული პოტენციალის განმტკიცება, ნებართვების გაცემის, კანონაღსრულებისა და ინსპექტირების მიზნით

შეფასება

კითხვა დიახ არაგანმარტება

ქულა 3 2 1 0

ნებართვების გაცემა

1. არსებობს, თუ არა ქვეყანაში ნებართვების გაცემის დამაკმაყოფილებელი სისტემა როგორც სამართლებრივი, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით?8

X

ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის სისტემა რადი-კალურად შეიცვალა 2005 წლის 24 ივნისს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონის მიღებით, რომელმაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროც, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე, საერთო წესების ქვეშ მოაქცია. კანონი დისკრიმინაციულია საზოგადოების მონაწილეობის თვალსაზრისით, ვინაიდან ის გამორიცხავს საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის ყველანაირ შესაძლებლობას იმ საქმიანობებზე ლიცენზიის ან ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდნენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ბევრი საქმიანობა, რომელიც კანონის მიღებამდე რეგულირდებოდა ლიცენზიებისა და ნებართვების საშუალებით, კანონის მიღების შემდეგ აღარ რეგულირდება; ამგვარი ცვლილების დასაბუთება კი, არასდროს ყოფილა წარმოდგენილი.

2. არის, თუ არა ნებართვების სისტემა ინტეგრირებული, მაგალითად, არსებობს, თუ არა ერთიანი ინტეგრირებული ნებართვა? რამდენად კარგად არის ინტეგრირებული ნებართვები წყლის, ჰაერის ან დაბინძურების ინტეგრირებული პრევენციისა და კონტროლის ტიპის მოწყობილობებზე?

X

საქართველოში არ არსებობს ინტეგრირებული ნებართვების სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ითვა-ლისწინებს ასეთი სისტემის დანერგვის მოთხოვნას. მაგა-ლითისთვის, 1999 წელს მიღებული “ატმოსფერული ჰაე რის დაცვის შესახებ” კანონი (მე-17 მუხლი) მოითხოვს კანო ნის მიღებას “გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონ-ტროლის სისტემის შესახებ”. “ატმოსფერული ჰაერის და ცვის შესახებ” კანონი ასევე ადგენდა ამ უკანასკნელის მიღე ბის ვა-დასაც – 2006 წლის 1 იანვრამდე, თუმცა ამ ვადაში კა ნონი არ იქნა მიღებული. 2007 წლის დეკემბერში “ატმოსფერუ ლი ჰაე-რის დაცვის შესახებ” კანონში შეტანილ იქნა მნიშვნელო ვანი ცვლილებები. “გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონ ტ რო ლის სისტემის შესახებ” კანონის მიღების ვალდებუ ლე-ბა ცვლილებების შემდეგ კვლავ უცვლელად დარჩა, თუმცა აღარ არის განსაზღვრული გარემოს დაბინძურების ინტეგრირე -ბუ ლი კონ ტროლის სისტემის დანერგვისა და შესაბა მი სი კა-ნო ნის მიღების ვადა.

ბოლო წლების განმავლობაში იყო ინტეგირერებული ნებართვის შემოღების გარკვეული მცდელობა, მაგრამ ეს მცდელობა არ იყო კარგად გათვლილი და თანმიმდევრული. ეს უფრო იყო მთავრობის მიერ მოწოდებული “ერთი სარკმლის” პრინციპის დანერგვის გამოძახილი, რომელიც თავის მხრივ, უნდა მომსახურებოდა ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.

8 კითხვა განხილულია და ქულა მინიჭებულია გარემოს დაცვის სექტორში არსებული სანებართვო სისტემის კონტექსტში.

Page 47: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

45

mizani 8

3. გამოყოფილია, თუ არა გარემოზე პასუხისმგებელ უწყებაში რესურსები გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის სისტემისთვის?9

X რესურსები გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის სისტემი ს-თვის გამოყოფილია, მაგრამ ეს რესურსები შეზღუდულია.

4. გაიზარდა, თუ არა ნებართვის სისტემისთვის გამოყოფილი რესურსები (ადამიანური და ფინანსური) სამოქმედო გეგმის ხელმოწერის შემდეგ?

X

2008 წლის დასასრულისთვის, ორივე, ადამიანური და ფინან- სური რესურსი შემცირებული იყო. ამ ეტაპზე უცნობია, განიცადა თუ არა ცვლილება (კლების ან მატებისკენ) რესურსებმა შემდგომ.

5. გატარდა, თუ არა ინიცია-ტივები ნებართვის გამცემი ორგანოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად (მაგ., ჩატარდა ტრეინინგი, მომზადდა სახელმძღვანელოები)?

X

იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის ტ- როს ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემ სტუქტურაში მომუშავე მოხელეების ტრეინინგზე მიმართული რამოდენიმე ინიციატივა. ტრეინინგები, როგორც წესი, სპორადულია და შედეგები არამდგრადი. ტრეინინგებს, როგორც წესი, არ მოჰყვება შესაბამისი უფლებამოსილებებისა და რესურსების განმტკიცება/გაზრდა, რათა მოხელეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

6. შესაძლებელია, თუ არა ნებართვის გამცემი ორგანოების ადვილად იდენტიფიცირება და დაკავშირება?

X დიახ, ნებართვის გამცემი ორგანოების იდენტიფიცირება და მათთან დაკავშირება ადვილია.

7. ითვალისწინებს, თუ არა კანონ-მდებლობა დროით საზღვრებს ნე ბართვის გაცემისთვის? თუ ითვალისწინებს, გამოიყენება, თუ არა ის დამაკმაყოფილებლად?

X

ყველა სახის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის ვადებს ადგენს კანონი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”, მათ შორის ლიცენზიებისა და ნებართვების, რომლებსაც გასცემს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. დამატებით, იხილეთ განმარტება მე-16 კითხვაზე.

მაკონტროლებელი სტრუქტურები

8. არსებობს, თუ არა გარემოსდაცვითი ინსპექტირების ორგანო ქვეყანაში?

X გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია გარემოს დაცვის ინსპექცია.

9 შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა რესურსებით უზრუნველყოფის ხარისხი, მაგალითად, არანაირი რესურსი, შეზღუდული რესურსები, მაღალკვალიფიციური საჯარო მოხელეები და ა.შ.

Page 48: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

46

9. არის, თუ არა პოლიციაში (ან მსგავს სტრუქტურაში) სპეციალური დანაყოფები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გარემოსდაცვით საკითხებზე?

X

პოლიციაში ასეთი დანაყოფები არ არის. თავად გარემოს დაცვის ინსპექცია ასრულებს პოლიციის ფუნქციებს გარე მოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციული სამარ-თალდარღვევების შემთხვევაში. კანონით, გარემოს დაცვის ინსპექციას აქვს შემდეგი უფლებამოსილებები: შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, განი-ხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქ-მეები და სამართალდამრღვევების მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები; გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსა-ხურებრივ-საშტატო იარაღი; განახორციელოს ადმინი-სტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა; მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ნებისმიერი სატრანსპორტო სა-შუალების გაჩერება-დათვალიერება, ასევე მოქალაქის პი-რადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში არის ასევე საგამოძიებო დეპარტამენტი (ჩამოყალიბდა 2007 წლის ივლისში), რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სისხლის სამართლის დანაშაულები გარემოს დაცვის სფეროში.

2007 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა კანონი გარემოს და-ცვის სამსახურის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა გარე-მოს დაცვის ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის გაერთიანებას (ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად) და ახალი სტრუქტურის – გარემოს დაცვის სამსახურის – ჩამოყალიბებას სამი-ნისტროს სტრუქტურაში. კანონის ამოქმედება თავდაპირ-ველად გადაიდო 2009 წლის 1 იანვრამდე, მეორედ – 2010 წლის 1 იანვრამდე და საბოლოოდ 2010 წლის 4 მაისს ძალადაკარგულად გამოცხადდა (ახალი კანონით “გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ”). შესაბამისად, ყველა ზემოთ აღნიშნულმა სტრუქტურულმა ერთეულმა შეინარჩუნა და-მოუკიდებლობა სამინისტროს სისტემაში.

10. ნათლად არის, თუ არა გაწერილი მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციები და გადანაწილებული კომპეტენციები?

X

11. აქვს, თუ არა გარემოს დაცვის ინსპექციას გეგმა ან ხომ არ მუშავდება? X

2007 წელს გარემოს დაცვის ინსპექციამ მიიღო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2007-2010 წლებისთვის. ორივე დოკუმენტი მომზადდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის (OECD EAP Task Force) დახმარებით. ინსპექციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამჟამად მზადდება ინსპექციის საქმიანობის შემდეგი ოთხწლიანი გეგმა და ასევე რეგულირების ობიექტების გარემოსდაცვითი შემოწმების წლიური გეგმები (ამ უკანასკნელის შემუშავების აუცილებლობას ითვალისწინებს 2010 წელს მიღებული კანონი „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“). აღნიშნულ გეგმათაგან არცერთი ყოფილა ჯერჯერობით ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.

mizani 8

Page 49: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

47

mizani 8

12. ჩატარდა, თუ არა რიამე ინიციატივები, რათა გაძლიერდეს მაკონტროლებელი ორგანოების შესაძლებლობები (მაგ., ჩატარდა ტრეინინგები, მომზადდა სახელმძღვანელოები)?

X

იყო და ამჟამადაც მიმდინარეობს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელთა ტრეინინგზე მიმართული ინიციატივები, თუმცა ისევე როგორც ნებართვების გამცემი სტრუქტურის შემთხვევაში, ტრეინინგების შედეგები არ არის მდგრადი თანამშრომელთა ხშირი ცვლის გამო.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის დახმარებით მომზადდა სახელმძღვანელოები და 2008 წელს გარემოს დაცვის ინსპექციაში ჩატარდა ინსპექციის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებების შეფასება, შემუშავდა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა.

13. არსებობს, თუ არა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი სტატისტიკა აღმოჩენილი გარემოსდაცვითი გადაცდომების რაოდენობაზე? თუ არსებობს, ხდება თუ არა რეგულარულად მისი განახლება?

X

არსებობს სტატისტიკა, მაგრამ ის ძირითადად მოიცავს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დაფიქსი-რებულ სამართალდარღვევებს. ამასთან, გარემოს დაცვის ინსპექცია ასეთ სტატისტიკას აქვეყნებდა უფრო ინტენსიურად წინა წლებში. მაგალითისთვის, ინსპექციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლიური ანგარიში შედგა 2008 წელს. ყოველთვიური ანგარი შები კი, წყდება 2010 წლის იანვრის ანგარიშით.

14. ტარდება, თუ არა სტატისტიკიდან მიღებული მონაცემების დეტალური ანალიზი, რათა შესაძლებელი გახდეს აღსრულების ხარისხზე მსჯელობა?

X არა, არ ტარდება.

15. გაიზარდა, თუ არა რესურსები (ადამიანური და ფინანსური) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის აღსრულებისათვის სამოქმედო გეგმის ხელმოწერის შემდეგ?

Xადამიანური რესურსების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაბამისად იზრდება კვალიფიკაციის დონეც ინსპექციაში.

ქვეყნისთვის დამახასიათებელი კითხვები

16. არის, თუ არა კანონმდებლობით დაწესებული ნებართვის გაცემის ვადები ადექვატური გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის?

X

გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი ნებართვის შემთხვევაში, ნებართვის გაცემისთვის “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონით დაწესებული ვადა არარელევანტურია (ძალზე შეზღუდულია). მაგალითისთვის, გზშ ანგარიშისთვის ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მისა-ღებად კანონი ითვალისწინებს 20-დღიან ვადას (ამ კა ნო ნის მიღებამდე ვადა სამ თვეს შეადგენდა).

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0-დან 48-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე) 23

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

47.9%

Page 50: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

48

კომენტარები, განმარტებები, რეკომენდაციები ზოგადი შეფასებისთვის:

მდგომარეობა გარემოსდაცვითი ნებართვების გამცემ სტრუქტურაში, განსაკუთრებით, რესურსებით (ადამიანური, ფინანსური) უზრუნველყოფის თვალსაზრისით, არ გაუმჯობესებულა და შეიძლება ითქვას, გაუარესდა კიდეც. იგივეს ვერ ვიტყვით მაკონტროლებელ სტრუქტურაზე (გარემოს დაცვის ინსპექცია), სადაც შეიმჩნევა პერიოდული წინსვლები; აქაც რესურსებით უზრუნველყოფის საკითხი ასევე პრობლემურია.

რა თქმა უნდა, სასურველია, გაგრძელდეს ნებართვების გაცემასა და კანონაღსრულებაში ჩართულ სახელმწიფო მოხელეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, მაგრამ ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად სასარგებლოა მათი ტრეინინგი ისეთ პირობებში, როდესაც მათ გააჩნიათ შეზღუდული რესურსები და უფლებამოსილებები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ შეიცვალოს კვალიფიკაციის ამაღლებისადმი ამჟამად არსებული მიდგომები; მიდგომა უნდა იყოს უფრო სტრუქტურირებული, ემყარებოდეს რეალურ საჭიროებებს და საქმიანობის გაუმჯობესების მოტივაციაზე ნათელ წარმოდგენას.

ამ სფეროში, გადაუდებლად აუცილებელია 2005 წელს დანერგილი ლიცენზირებისა და ნებართვების გაცემის სისტემის ეფექტურობის შეფასება და ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კანონაღსრულების ეფექტურობის შეფასება.

mizani 8

Page 51: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

49

mizani 9

mizani 9საზოგადოების ინფორმირების და მონაწილეობის გაუმჯობესება

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან: ისეთი კანონმდებლობის და პროცედურების შემუშავება, რომლებიც გარემოსდაცვით ინფორმაციას უფრო ხელმისა-წვდომს გახდიან და უზრუნველყოფენ გარემოსდაცვით საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობას, „ორჰუსის კონვენციის“ განხორციელების ჩათვლით.

შეფასება

კითხვა დიახ არაგანმარტება

ქულა 3 2 1 0

ზოგადი

1. რატიფიცირებული აქვს, თუ არა ქვეყანას კონვენცია? X

2. მიღებულია, თუ არა შესაბამისი ნორმატივები რათა მომხდარიყო ორჰუსის კონვენციის ტრანსპოზიცია?

X

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, საერთაშორისო ხელშეკრულებების კანონმდებლობაში უშუ-ალო ასახვა სავალდებულო არ არის. თუმცა, საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული. იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ ხდება კონვენციის, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლის გამოყენება როგორც სასამართლოს, ისე ადმინისტრაციული ორგანოების (როგორც ე.წ. კვაზი-სასამართლოს ფუნქციების შემსრულებლების) მიერ.

აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლების დასასრულს მომზად და კანონპროექტი ორჰუსის კონვენციის პრინციპებზე და ყრ დ- ნობით და ამ პრინციპების დანერგვის მიზნით, თუმცა მას შემდგომი განვითარება არ ჰქონია.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

3. არსებობს, თუ არა სათანადო ადმინისტრაციული სისტემები იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების მიერ ინფორმაციის მოთხოვნის დროული დაკმაყოფილება?

X

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. თუმცა, პრაქტიკაში არის მნიშვნელოვანი ხარვეზები.

4. არსებობს, თუ არა სათანადო სახელმძღვანელო პრინციპები საჯარო დაწესებულებების ხელთ არსებული ინფორმაციის და ამ ინფორმაციის მოთხოვნის წესების შესახებ?

X

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესები განსაზღვრულია ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. თუმცა, არ არის დადგენილი რა სახის საჯარო ინფორმაციას უნდა ფლობდეს ესა თუ ის საჯარო დაწესებულება.

Page 52: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

50

5. არსებობს, თუ არა ქვეყანაში კარგად ფუნქციონირებადი არხები გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელებისათვის (მაგ. კანონების, პრეცენდენტული კანონმდებლობის, ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების)?

X

ნორმატიული აქტები, მათ შორის კანონები, ქვეყნდებოდა პე-რიოდულ გამოცემაში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების, პრეცენდენტუ ლი კა ნონმდებლობის ან რაიმე სახის გარემოსდაცვითი ინფორ მა-ცი ის გამოქვეყნება არ ხდება.

2009 წლის 22 ოქტომბერს მიღებულ იქნა ახალი კანონი „ნორ-მატიული აქტების შესახებ“, რომლის თანახმად, სავალ-დებულო აღარ არის ნორმატიული აქტების ბეჭდური ფორ-მით პერიოდულ გამოცემაში გამოქვეყნება. ახალი ნორმის თანახმად, რომელიც 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართვე-ლოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე პირველად გამო-ქვეყნება.

6. არის, თუ არა ინფორმაცია უფასო ან იაფი? X

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის თანა-ხმად, და უშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური ინფორმა ციის გა ცემისათვის გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებე ლი თანხის ანაზღაურებისა.

ყურადსაღებია, რომ მოსაკრებელი არც ისე მაღალია, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი ეფექტურ ბა-რი ერს წარმოადგენს საჯარო დაწესებულებების ხელში. მო-სა კრებლის გადახდის პროცედურა დღემდე ვარირებს და-წესებულებებიდან დაწესებულებამდე და რიგ შემთხვევაში, მი სი საერთოდ არსებობა სერიოზულ პრობლემას წარმოა დ-გენს.

7. არსებობს, თუ არა ქვეყანაში მონაცემთა მართვის უსაფრთხო სისტემა, რათა მოხდეს პერსონალური მონაცემების და კომერციული ინფორმაციის დაცვა?

X

პერსონალური ინფორმაციის ან კომერციული საიდუმ-ლოების მართვის საკითხები განსაზღვრულია ზოგად ად-მინისტრაციულ კოდექსში. თუმცა, არის მნიშვნელოვანი ხარ ვეზები ინფორ მაციის გასაიდუმლოების წესების ბუნ-დოვანების და პრაქ ტიკაში გამოყენების თვალსაზრისით.

8. არსებობს, თუ არა ხელისუფლების ორგანოებისათვის ჩამოყალიბებული სახელმძღვანელო პრინციპები, თუ როგორ უნდა მოხდეს კომერციული საიდუმლოების მოთხოვნების გამოყენება, მათ შორის, გამოქვეყნება საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით?

X

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საი-დუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების წესს. გარდა ამისა, 42-ე მუხლის თანახმად, გარემოს შესახებ ინფორმაცია, ისევე როგორც მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რო-მელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გასა-იდუმლოებას არ ექვემდებარება. მიუხედავად ასეთი სა-მართლებრივი ნორმების არსებობისა, პრაქტიკაში უამ რავი პრობლემებია.

საზოგადოების მონაწილეობა

9. არსებობს, თუ არა ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის პროცედურები? მაგალითად, არის თუ არა გაწერილი პროცედურები წერილობით შენიშვნების მიღების, საზოგადოებრივი მოსმენების და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირების შესახებ?

X

არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზო-გადოების მონაწილეობის მექანიზმი. ასევე არ ხდება მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

mizani 9

Page 53: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

51

mizani 9

10. არსებობს, თუ არა ინსტრუმენტები მონაწილეობის უფლების მქონე საზოგადოების დადგენისთვის? კერძოდ, თუ არსებობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, გულისხმობს თუ არა ის საზოგადოების მონაწილეობას?

X

“გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” კანონი გან-საზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას. თუმცა, საზოგადოებასთან კონსულტაციებს აწარმოებს არა უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, არამედ საქმიანობის განმახორციელებელი, რაც ვერ ჩაითვლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობად.

11. თუ კი, რამდენად კარგად არიან მოქალაქეები ინფორმირებულნი ამ პროცედურების შესახებ?

X

12. ხდება, თუ არა საზოგადოების მონაწილეობის პროცედურის შედეგების მხედველობაში მიღება სათანადო დონეზე? მაგალითად, აქვს, თუ არა საზოგადოების შენიშვნებს ხელშესახები ზეგავლენა მიღებული გადაწყვეტილების შინაარსზე?

X

საზოგადოების მონაწილეობის არსებული მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების სრულფასოვან მონაწილეობას და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე საზოგადოების აზრის გავლენას.

13. არსებობს, თუ არა გარკვეული სტიმულები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაწილეების დიალოგში ჩართვას ადრეულ სტადიაზე, საზოგადოების მონაწილეობის პროცედურის ფარგლებში?

X

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

14. გააჩნია, თუ არა ქვეყანას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ორგანოები, მათ შორის სასამართლო?

Xსაქართველოში არსებობს საერთო სასამართლო სისტემა, თუმცა მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა კრი-ტიკული საკითხია საქართველოში.

15. არსებობს, თუ არა ნათლად ჩამოყალიბებული წესები მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მართლმსაჯულების და სხვა ტიპის განხილვისადმი ხელმისაწვდომობის შესახებ, კონვენციის და/ან ეროვნული გარემოსდაცვითი კანონის დარღვევის შემთხვევაში?

X

ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის ან ინფორმაციის უკანონოდ გასაიდუმლოების გასაჩივრების წესები. ასევე, გა-თვალისწინებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი გა-დაწყვეტილების გასაჩივრება. საქართველოს კანონ მდე-ბლო ბაში არ არის განსაზღვრული გასაჩივრების წესები სპე-ციფიური გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ან ორჰუ სის კონვენციის დარღვევის შემთხვევაში.

Page 54: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

52

16. არსებობს, თუ არა საშუალებები გარემოსათვის საშიში გადაწყვეტილების შესრულების შეჩერებისათვის (მაგ., წინასწარი აღმკვეთი სასამართლო გადაწყვეტილება, როდესაც გადაწყვეტილება საჩივრდება)?

X

ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს ადმინისტრაციულ ორგანოში და მოსარჩელეს – სასამართლოში, უფლება აქვს მოითხოვოს ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება. მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს იდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი აქტის კანონიერების შესახებ ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.

არსებობს პრაქტიკა, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოში მოთხოვნილ იქნა ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება საჩივრის განხილვისას, ვინაიდან გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა გარემოს. ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის მოქმედება არ შეაჩერა.

17. არსებობს, თუ არა მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებას ინფორმაციით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პროცედურების შესახებ?

X

18. არსებობს, თუ არა მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების დახმარებას სასამართლო პროცესებში (მაგ., ფინანსური დახმარება ადვოკატის ხარჯების ასანაზღაურებლად საჭიროების შემთხვევაში)?

X

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ შეი-ძლება დაწესდეს სახელმწიფო ბაჟი ან რაიმე გადასახადი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის. ადვოკატის ან სხვა ხარჯებს ადმინისტრაციული ორგანო ანაზღაურებს მხოლოდ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სასა-მართლო პროცესის შემთხვევაში ბაჟის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ბაჟის ოდენობას, არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვა-ლისწინებით საკმაოდ მაღალია.

19. არსებობს, თუ არა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი დროის ლიმიტი სარჩელის შეტანიდან სასამართლოს/პასუხისმგებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე? თუ არა, მისაღებია თუ არა პროცედურის პრაქტიკაში არსებული საშუალო ხანგრძლივობა?

X

მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილია სასამართლო განხილვის ვადები, სასამართლოში საქმის განხილვის ვადები შეიძლება გაგრძელდეს 8-10 და 18 თვეც კი.

ქვეყნისთვის დამახასიათებელი კითხვები

20. მოეთხოვებათ, თუ არა საჯარო დაწესებულებებს გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვება და განახლება?

Xდღესდღეობით, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი, სრულ-ფასოვანი ინფორმაცია არსებული გარემოს მდგომარეობის შესახებ არ არსებობს.

21. არსებობს, თუ არა მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, თუ რა სახის და მოცულობის გარემოსდაცვით ინფორმაციას ფლობს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო?

X

mizani 9

Page 55: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

53

mizani 9

22. მოეთხოვებათ, თუ არა საჯარო დაწესებულებებს ანგარიშგება მიღებული მოთხოვნების, მათზე გაცემული უარყოფითი პასუხების და მათი მიზეზების შესახებ?

X

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველწლიურად წარუდგინოს პრეზიდენტს და პარლამენტს ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. პრაქტიკაში საჯარო დაწესებულებების დიდი ნაწილი ასეთ ანგარიშს არ ამზადებს.

23. შესაძლებელია, თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ საჩივრის წარდგენა პირდაპირ სასამართლოში, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გარეშე?

X

ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, არ დაიშვება სასამართლოში ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ საჩივრის წარდგენა თუ მოსარჩელემ არ გამოიყენა ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის ერთჯერადი შესაძლებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ არსებული ადმინისტრაციული წარმოების პრაქტიკა არ არის საკმარისად ქმედითი, ამ ცვლი-ლებამ დამატებითი ბარიერი შექმნა მართლმსაჯულე ბის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

24. არსებობს, თუ არა მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების მონაწილეობას აღმასრულებელი დებულებების და/ან საყოველთაოდ მისაღები სამართლებრივად სავალდებულო ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში (ორჰუსის კონვენციის მე-8 მუხლი)

X

ასეთი მექანიზმები არსებობდა (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-15 თავი), თუმცა პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენებოდა. 2009 წლის ოქტომბერში, მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციათა წინააღმდეგობისა, ეს მექანიზმებიც გაუქმებულ იქნა. კერძოდ, გაუქმდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სახელმწიფო ორგანოების მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გამოყე-ნების გზით, საზოგადოების მონაწილეობას.

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0-დან 72-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე) 15

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

20.8%

კომენტარები, განმარტებები, რეკომენდაციები ზოგადი შეფასებისთვის:

ორჰუსის კონვენციის სამი კომპონენტიდან, საქართველოში შედარებით კარგად უზრუნველყოფილია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კომპონენტი. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და განსაზღვრავს მისი მოთხოვნის წესებს. თუმცა, პრაქტიკაში არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები. კერძოდ: ხშირად ინფორმაცია გაიცემა დაგვიანებით; არ არსებობს ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი სპეციალური პერსონალი; არ არის განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემის წესების დამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი; ცალკეულ შემთხვევებში, იქმნება პრობლემები პერსონალური ინფორმაციის დაცვის და ინფორმაციის გასაიდუმლოების საკითხებთან დაკავშირებით; არ არსებობს საიდუმლო ინფორმაციის დამუშავების და გასაიდუმლოებული ნაწილის გამოცალკევების პრაქტიკა. ასევე, არ არის განსაზღვრული, თუ რა სახის ინფორმაციას უნდა ფლობდეს ესა თუ ის საჯარო დაწესებულება.

პრაქტიკულად არ არის უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის პროცედურები. საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის არსებული მექანიზმის მიხედვით, საზოგადოებასთან კონსულტაციებს აწარმოებს არა თავად გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, არამედ საქმიანობის განმახორციელებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა არ ხორციელდება. არ ხდება, ასევე, საზოგადოების ინფორმირება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

პრობლემურია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხები. არ არსებობს ნათლად ჩამოყალიბებული წესები, საზოგადოების წარმომადგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდო მობის შესახებ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში. ასევე არ არის მექანიზმი მართლმსაჯუ ლე ბის ხელმისაწვდომობის პროცედურების შესახებ საზოგადობის ინფორმირებისათვის. ხშირია სასამართლო პროცესე ბის ვა დების დარღვევის შემთხვევები.

Page 56: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

54

mizani 10გარემოს მდგომარეობის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან: გაგრძელდეს გარემოს მდგომარეობის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება

შეფასება

კითხვა დიახ არაგანმარტება

ქულა 3 2 1 0

განხორციელება

1. მომზადდა, თუ არა გარემოს მდგომარეობის შესახებ ანგარიში სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ ან მიმდინარეობს, თუ არა მასზე მუშაობა?

X

გარემოს მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშები მზადდებოდა 2001-2005 წლებში. 2007 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ანგარიშების მომზადება შეწყდა და განახლდა 2009 წლის დასასრულს.

2010 წელს ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესერსების სამინისტრომ მოამზადა 2007-2009 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ანგარიში.

2. არსებობს, თუ არა მსგავსი ანგარიშის მომზადების სამართლებრივი მოთხოვნა? X

“გარემოს დაცვის შესახებ” კანონი (1996 წ.) ავალდებულებდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ყოველწლიურად გამოეცა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებები. 2007 წლის 14 დეკემბერს კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომელთა თანახმად, სამინი ს-ტრო ვალდებულია მოამზადოს მოხსენება სამ წელიწადში ერთხელ.

არსებობს კიდევ ერთი სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესს (“გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის თაობაზე” საქართვე-ლოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის #389 ბრძანებუ-ლე ბა). ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარ გლებში, მომზადდა ამ აქტში შესატანი ცვლილებები, რომლებიც საბოლოოდ მიღებულ იქნა 2010 წლის ნოემბერში (დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ნოემბერის #876 ბრძანებულებით).

პროცესი

3. ჩატარდა თუ არა კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ანგარიშის მომზადებისას?

X2001-2005 წლების ანგარიშებისგან განსხვავებით, პირველი სამწლიანი (2007-2009) ანგარიშის მომზადების პროცესი იყო გამჭვირვალე და მონაწილეობითი.

4. ჩართული იყო, თუ არა სამეცნიერო/ აკადემიური წრეები პროცესში?

X

mizani 10

Page 57: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

55

mizani 10

შინაარსი

5. მოიცავს, თუ არა ანგარიში ყველაზე მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებს ქვეყანაში?

Xმოიცავს იმდენად, რამდენადაც ამას სახელმწიფო უწყებათა და სხვა ინსტიტუციების ხელთ არსებული მონაცემები იძლევა საშუალებას.

6. ეფუძნება, თუ არა ანგარიში მიმდინარე მონაცემებს? X

მოიცავს იმდენად, რამდენადაც ამას სახელმწიფო უწყებათა და სხვა ინსტიტუციების ხელთ არსებული მონაცემები იძლევა საშუალებას. სამწლიან ანგარიშში, წინა ანგარიშებისგან განსხვავებით, აღნიშნულია ინფორმაციული ნაკლოვანებების შესახებ.

7. ხდება, თუ არა ანგარიშში მნიშვნელოვანი პრობლემების იდენტიფიცირება, რომელიც უნდა გადაიჭრას?

Xანგარიშში თემატურადაა იდენტიფიცირებული მნიშვნელო-ვანი გამოწვევები.

გავრცელება

8. აქვს, თუ არა ანგარიშს მკაფიო და გასაგები მოკლე შინაარსი? X წინა წლების ანგარიშებისგან განსხვავებით, 2007-2009 წლების

ანგარიშს აქვს მკაფიო და გასაგები მოკლე შინაარსი.

9. ხელმისაწვდომია, თუ არა ანგარიში ინტერნეტით? X

2007-2009 წლების ანგარიშის მომზადების საწყის ფაზაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართვე-ლო ში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების ხე ლშეწყობა” სამუშაო ჯგუფის მიერ გაიხსნა ბლოგი http://soegeorgia.blogspot.com/, რომელიც მუდმივად აშუქებდა ანგარიშის შე მუშავების პროცესს; შეხვედრების პარალელუ-რად, ბლოგი გა მოიყენებოდა ასევე ანგარიშზე კომენტარების მისაღებად და ანგარიშის განახლებული ვერსიების გან-სათავსებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშზე მუშაობა დასრულებულია, ანგარიში არ არის (და არც ყოფილა) ხელმისაწვდომი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

10. ავრცელებს, თუ არა მთავრობა ანგარიშს ფართოდ პრესაში, სკოლებში და სხვა ჯგუფებში?

X

ანგარიში არ ვრცელდება, ვინაიდან ჯერჯერობით ის არ არის ოფიციალურად დამტკიცებული.

მოქმედი კანონმდებლობით, ანგარიშს ამზადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და დაინ-ტერესებულ უწყებებთან შეთანხმების შემდეგ, გან კარ გუ ლე-ბით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. ზემო აღ ნიშნულ ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2007-2009 წლების ანგარიშის საბოლოო ოფიციალური გან ხილ ვა დაიგეგმა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დე კემ ბ რის სხდო მაზე (რასაც ლოგიკურად, უნდა მოჰყოლოდა ანგარიშის ან პრეზიდენტის აქტით დამტკიცება, ან დასაბუთებული შენიშვნების საფუძველზე ანგარიშის უკან დაბრუნება გადასამუშავებლად), თუმცა სხდომის დაწყებისას საკითხი განხილვიდან მოიხსნა.

კვლავ ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კვლავ გეგმავს ეროვნული მოხსენების მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენას, თუმცა განხილვის ზუსტი თა-რიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

Page 58: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

56

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0-დან 30-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე) 21

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

70%

კომენტარები, განმარტებები, რეკომენდაციები ზოგადი შეფასებისთვის:

ჩვენს წინა, 2009 წლის დასაწყისში გამოცემულ მსგავს ანგარიშში, ამ სფერომ (მიზანმა) ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შე ფა-სე ბა მიიღო. წინა ანგარიშში ჩვენ რეკომენდაცია გავწიეთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში სიტუაციის გამოსასწორებ-ლად, მიზანშეწონილად მიგვაჩნდა თავად მოხსენების შედგენის პრაქტიკის გაუმჯობესება. ეს რეკომენდაცია 2007-2009 წლების ანგარიშის შედგენისას შესრულდა, რაც უდავოდ მისასალმებელია. გაუმჯობესდა ანგარიშის სტრუქტურა და ანალიზის ხარისხი, ანგარიში შედგა დაინტერესებულ საზოგადოებასთან კონსულტაციით, რასაც წინა (2001-2005 წლების) ანგარიშების შედგენისას ადგილი არ ჰქონია. ახალ ანგარიშში აღნიშნულია საინფორმაციო ნაკლოვანებების შესახებაც, რაც მკითხველს წარმოდგენას უქმნის მოხსენებაში წარმოდგენილი ინფორმაციის სრულყოფილებისა და სანდოობის ხარისხზე.

უდავოა ისიც, რომ ამ მიღწევებს ადგილი არ ექნებოდა, რომ არა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით განხორციელე-ბული პროექტის ფარგლებში გაწეული მეთოდური დახმარება. ამდენად, შემდეგი ეტაპისთვის, სამინისტროს მიერ 2010-2012 წლების ეროვნული მოხსენების დამოუკიდებლად, გარე დახმარების გარეშე შედგენისას, მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულ იქნეს ბოლო ანგარიშის მომზადებისას მიღებული გამოცდილება და გაკვეთილები. ეროვ ნულ მოხსენებაში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, კვლავ განსაკუთრებული მნიშვნე ლო ბა ენიჭება გარემოს მდგომარეობის ხარისხის მონიტორინგისა და გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობე-სებას.

mizani 10

Page 59: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

57

mizani 11

mizani 11სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან: სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სუბიექტების მხარდაჭერა

შეფასება

კითხვა დიახ არა

განმარტებაქულა 3 2 1 0

სამოქალაქო საზოგადოების როლი

1. არსებობენ, თუ არა ქვეყანაში აქტიური გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები ან არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელები, რომლებიც მუშაობენ გარემოსდაცვით საკითხებზე?

X

არსებობენ ცალკეული აქტიური გარემოსდაცვითი არასამ-თავრობო ორგანიზაციები, თუმცა ზოგადად, გარემოსდაცვითი არასამთავრობო სექტორი საკმაოდ სუსტადაა განვითარებული ქვეყანაში. ძალზე შეზღუდულია ქსელური მუშაობის გამო ც-დილება.

2. არსებობს, თუ არა კანონით განსაზღვრული, სავალდებულო პროცედურები, რომლებიც მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

X იხ. მიზანი 7 და მიზანი 9.

3. არიან, თუ არა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პრაქტიკაში, ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

X

გარკვეულ შემთხვევებში, ხდება სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით და ზეწოლის შედეგად.

4. არიან, თუ არა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრაქტიკაში ჩართულნი ეროვნულ დონეზე პოლიტიკის განვითარებაში?

X

არ არსებობს ჩართვის კონკრეტული მექანიზმი, თუმცა არსებობს ცალკეულ შემთხვევებში ჩართვის გამოცდილება. თუ პოლიტიკის შემუშავება მიმდინარეობს საერთაშორისო დო ნორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, როგორც წესი, გამოიყენება მათი შიდა პოლიტიკა საზოგადოებრივი ორგა-ნიზაციების ჩართვის უზრუნველსაყოფად.

5. არიან, თუ არა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პრაქტიკაში, ჩართულნი ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის შემუშავებისას?

X

Page 60: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

58

6. ხდება, თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან (ფინანსურად ან სხვანაირად)?

X

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის 2009 წლის 11 მაისის №233 ბრძანებულების საფუძველზე, 2009 წლის ივნისში დაფუძნდა სამოქალაქო ინსტიტუციონალი ზ- მის გან ვითარების ფონდი. ფონდის დაფუძნება დაევალა 2009 წლის იან ვარში ჩამოყალიბებულ საქართველოს სას-ჯელაღსრულე ბის, პრობაციისა და იურიდიული დახმარე ბის საკითხთა სამინისტროს.10

ფონდის ვებ-გვერდზე(http://www.cidf.ge/) განთავსებული ინ-ფორმაციის თანახმად, ფონდის “შექმნის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს სახელმწიფომ, განვითარებული დასავლური დემოკრატიების მსგავსად, საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, ხელი შუეწყოს საქართველოში სამოქალაქო სექტორის განვითარებას, სამო-ქალაქო ინიციატივების მხარდაჭერასა და სამოქალაქო ინსტიტუციების დამკვიდრებას”.

ფონდი გასცემს გრანტებს, მის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტთა შესაბამისად, არასამთავრობო და სათემო ორ-განიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებზე. დაარსებიდან დღემდე ფონდმა ოთხჯერ გამოაცხადა კონკურსი (ორჯერ 2009 წელს და ორჯერ 2010 წელს). პირველ კონკურსზე შეტანილი იქნა 531 განაცხადი და დაფინანსდა 65 პროექტი; მეორეზე შეტანილ იქნა 76 განაცხადი, დაფინანსდა – 26, მესამეზე შეტანილ იქნა 177 განაცხადი და დაფინანსდა 68 განაცხადი; ბოლო კონკურსზე შეტანილ იქნა 204 განაცხადი, ხოლო დაფინანსდა 53 პროექტი. ფონდი გასცემს მცირე გრანტებს, გრანტების მოცულობა მერყეობს 5-10 ათასი ლა-რის ფარგლებში, თითოეულ პროექტზე.

7. თუ კი, გაიზარდა თუ არა დახმარება წინა შეფასების შემდეგ? X

დაარსების წელს (2009) ფონდის საკონკურსო თანხა შეადგენ-და: პირველ კონკურსზე 600 ათას ლარს, მეორეზე - 200 ათასს. 2010 წელს მეორე კონკურსზე საკონკურსო თანხა შეადგენდა 350 ათას ლარს, ამავე წლის პირველი კონკურსის ფონდი უცნობია.

ადგილობრივი ხელისუფლების როლი

8. არის, თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება რეგულარულ კონტაქტში სამოქალაქო საზოგადოებასთან?

Xამგვარ კონტაქტებს, როგორ წესი, ადგილი აქვს მხოლოდ ცალკეული პროექტების ფარგლებში, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ახორციელებენ.

9. თავისუფლად აწვდის, თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმაციას სამოქალაქო სექტორს?

X

კომუნიკაციის სტრატეგია და სხვა ინსტრუმენტები

10. იყო, თუ არა ქვეყანაში შემუშავებული კომუნიკაციის სტრატეგიები გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში? თუ უკვე არსებობდა იმ დროისათვის, როდესაც საბაზისო შეფასება განხორციელდა, მოხდა თუ არა მათი გაუმჯობესება?

X

mizani 11

10 სამინისტროს ფუნქციებში შედის სასჯელის აღსრულების განხორციელების ორგანიზება და სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა, მათი მატერიალურ-ტექნიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფა, ასევე სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების და იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა.

Page 61: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

59

mizani 11

11. შემუშავდა და სრულდება, თუ არა ცნობიერების ამაღლების პროგრამები რომელთა სამიზნეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოება (მათ შორის საინფორმაციო კამპანიები)?

X

ცნობიერების ამაღლების პროგრამები არ შემუშავებულა. შე-საძლებელია ორი თემატური მიმართულების იდენტი ფი-ცირება, სადაც მართალია პროგრამა არ შემუშავებულა, მაგ რამ მაინც მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები (წარმარ თავს გა რემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო), ესენია: ნარჩენების მართვა და დაცული ტერიტორები. ყუ-რადსაღებია, რომ პირველ შემთხვევაში, კონცენტრირება ხდება პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირებასა და ქალაქებში ნაგვის სწორად განთავსებაზე; ხოლო მეორე შემთხვევაში, კამპანია მიმართულია დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების მიზიდვაზე (ტურიზმის ხელშეწყობა).

12. ხდებოდა, თუ არა ქვეყანაში გარემოსდაცვითი განათლების ინიცირება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ?

X ცალკეული, ფრაგმენტული ღონისძიებები ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით.

13.დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეხმარება, თუ არა მათ ამაში ხელისუფლება?

X ცალკეულ შემთხვევებში.

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0-დან 39-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე) 11

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

28.2%

Page 62: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

60

mizani 12 თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან: აქტიური მონაწილეობა “დუნაი - შავი ზღვის სპეციალური ჯგუფის” და “შავი ზღვის კომისიის” ფარგლებში, რათა განხორციელდეს ტრანსსასაზღვრო მიდგომა წყლის მართვის სფეროში; აქტიური მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა ‚ევროკავშირის წყლის ინიციატივის” შემადგენელ “აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის” კომპონენტში;მეზობელ ქვეყნებთან ერთად რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრა, განსაკუთრებით წყალთან დაკავშირებულ საკითხებში.

შეფასება

კითხვა დიახ არაგანმარტება

ქულა 3 2 1 0

არსებული და მომავალი თანამშრომლობა

1. არსებობს, თუ არა ყველა სტრუქტურა, რომელთა შექმნასაც ითვალისწინებენ ხელშეკრულებები (მაგ. შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენცია და მისი ოქმები)?

X

საქართველო მხარეა შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციის და მისი ოქმების:

• სახმელეთო წყაროებიდან მომდინარე დაბინძურებისგან შავი ზღვის სივრცის დაცვის შესახებ;

• საგანგებო სიტუაციებში შავი ზღვის სივრცის ნავთობითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

• შავი ზღვის სივრცის დამპინგით დაბინძურებისგან დაცვის შესახებ.

საქართველოს ჰყავს მუდმივი წარმომადგენლები შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციის კომისიასა და შავი ზღვის კონვენციის საკონსულტაციო ჯგუფში.

კონვენციით გათვალისწინებულ შავი ზღვის სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პროექტის (1999 წ.) ფარგლებში შექმნილია: სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პროექტის სახელმწიფო საკონსულტაციო კომისია (1998) და ს.ზ.ი.მ. სამუშაო ჯგუფი.

არსებობს ასევე, შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიულ ორგანოს.

შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და შენარჩუ-ნების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა ბიომრავალფეროვნების რეგიონული ცენტრი, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს.

საქართველო ასევე არის „ნარჩენების გადაყრით ზღვის დაბინძურებისა და სხვა საკითხების შესახებ“ 1972 წლის კონვენციის 1996 წლის 7 ნოემბრის ლონდონის ოქმის და მარპოლის კონვენციის წევრი მხარე. ამ ორი უკანაკნელი კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებათა აღსრულება ხორციელდება შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციის ფარგლებში.

mizani 12

Page 63: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

61

mizani 12

2001 წელს საქართველომ მოახდინა „შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება. შეთანხმების ე.წ. „საკონტაქტო ორგანოა“ (Focal Point) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, კერძოდ, სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური.

2003 წელს საქართველო გახდა „წყლის გლობალური პარტნიორობის“ (Global Water Partnership, GWP) წევრი. ამავე წელს საქართველო გაერთიანდა რეგიონულ ორგანიზაციაში GWP CACENA, რომელიც მოიცავს ამიერკავკასიის სამ და შუა აზიის ხუთ სახელმწიფოს. 2007 წელს შეიქმნა ადგილობრივი ორგანიზაცია „წყლის გლობალური პარტნიორობა - საქართველო“ (GWP-Georgia), რომელმაც თავის რიგებში გააერთიანა 24 პარტნიორი (სახელმწიფო სტრუქტურები, სამეცნიერო და სამეწარმეო წრეები და არასამთავრობო ორგანიზაციები).

2. რამდენად გამართულად და ეფექტიანად მოქმედებენ ეს სტრუქტურები (შეხვედრების სიხშირე, მიიღება, თუ არა გადაწყვეტილებები და სხვ.)

X

საქართველო სისტემატურად მონაწილეობს შეხვედრებში, რომლებსაც ითვალისწინებს შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენცია (ხელმოწერის დღიდან - წელიწადში ორჯერ, 2008 წლიდან - წელიწადში ერთხელ), ასევე შეთანხმება მცირე ვეშაპისებრთა დაცვის თაობაზე. საქართველოს მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წარედგინება შავი ზღვის კომისიას.

GWP-ის, GWP CACENA და GWP-საქართველოს ფარგლებ-ში, GWP–ის დაფინანსებით, სისტემატურად იმართება შეხ-ვე დ რები და სემინარები ადგილობრივ (4-5 წელიწადში), რე-გიონულ (4–5 წელიწადში) და საერთაშორისო (სულ ცოტა ერთი შეხვედრა წელიწადში) დონეებზე.

საქართველომ მონაწილეობა მიიღო GWP 2009–2013 საქმიანო-ბის სტრატეგიის შემუშვებაში. 2003 წლიდან დღემდე გამოიცა მთელი რიგი პუბლიკაციები, ითარგმნა ევროგაერთიანების დირექტივები, გაანალიზდა და სამთავრობო სტრუქტურებში წარდგენილ იქნა შენიშვნები და წინადადებები მთელ რიგ სტრატეგიულ და საკანონმდებლო დოკუმენტებზე.

3. რამდენად რეგულარულად და ეფექტიანად ხდება ინფორმაციის მიმოცვლა ხელშეკრულებების საფუძველზე? X

ინფორმაციის გაცვლა ხდება შესაძლებლობის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის კომისიის მიერ გამოქვეყნებული შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის 1996–2001 წ.წ. სტრატეგიული სამოქმედო გეგმის ანგარიშის თანახმად, სა-ქართველოდან წარმოდგენილი ინფორმაცია ერთ-ერთი ყვე-ლაზე მწირია და ხშირ შემთხვევაში, საქართველოს მხარე არ რე აგირებს შავი ზღვის კომისიის მიერ კონკრეტულ საკითხე -ბ ზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნაზე.

GWP-ის ფარგლებში ინფორმაციის სისტემატური მიმოცვლა წარმოებს GWP CACENA-ს რეგიონალური ოფისის, კერძოდ, ურთიერთობათა წარმმართველის (officer) მეშვეობით. დამატებით იხილეთ, ასევე კითხვარის დასასრულს წარმო-დგენილი ინფორმაცია.

4. მიმდინარეობს, თუ არა კონვენციით დადგენილი სახდელების გადახდა? X

საქართველომ 2003–2004 წ.წ. ვერ უზრუნველყო კონვენციით დადგენილი სახდელების გადახდა, თუმცა ამჟამად, წლიური სახდელების სისტემატურ გადახდასთან ერთად, ხდება არსებული ვალის გასტუმრება.

Page 64: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

62

5. იდგმება, თუ არა ნა ბი ჯე -ბი საერთა შორისო ხელ შეკ-რულებებით ნა კისრ ვალდე-ბულებათა განსახორციელებლად ეროვნულ დონეზე?

X

შავი ზღვის სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში შემუშავდა:

• კანონპროექტი „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის შესახებ“ (2005);

• სახელმძღვანელო მითითებები სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის შესახებ (2006);

• საქართველოში სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის კონცეფციის შემუშავების სტრატეგიული მიმართულებები;

• ნავთობის დაღვრაზე რეაგირების გეგმა;• სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის სტრატეგია

საქართველოსთვის.

სამწუხაროდ, არცერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ არის დღემდე დამტკიცებული, ამდენად ოფიციალური სტატუსი მათ არ გააჩნიათ.

შავი ზღვის კომისიის ზემოხსენებული ანგარიშის თანახმად, შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციის მონაწილე მხარეთა შორის, ყველაზე ნაკლები ცვლილებები შავი ზღვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის აღსრულების მიმართულებით შეიჩნევა საქართველოში.

2009 წლის თებერვალში გამოქვეყნდა ევროკავშირის პროექტით შემუშავებული “საქართველო სანაპირო ზოლის ინტერგირებული მართვის სტრატეგია”. რომლის ფარგლებში ასევე შემუშავდა სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის სამოქმედო გეგმა სოფელ წყალწმინდისათვის, რომელიც დამტკიცდა ლანჩხუთის საკრებულოს მიერ 2009 წლის აპრილში.

1997–1998 წ.წ. ევროგაერთიანების მიერ დაფინანსებული პროექტის „შავი ზღვის მცირე ვეშაპისებრებზე ადამიანთა ზეგავლენის შესწავლა და მათი კონსერვაციის შესაბამის ღონისძიებათა შემუშავება“ ფარგლებში ჩამოყალიბდა მცირე ვეშაპისებრთა მონიტორინგის ქსელი, რომელმაც დააფიქსირა დელფინების სიკვდილიანობის 39 შემთხვევა. ამჟამად მონიტორინგის ქსელი არ ფუნქციონირებს, თუმცა არის მისი აღდგენის შესაძლებლობა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელსაც გააჩნია გარკვეული შესაძლებლობები გრიგოლეთში. დამატებით იხილეთ პასუხი მე-13 კითხვაზე.

2010 წ. 30 ივლისს გაზეთში „ბათუმელები“ გამოქვეყნდა ფარული კამერით გადაღებული კადრები, რომელიც ადასტურებდა ბათუმის დელფინარიუმში შავი ზღვის აფალინას სახეობის დელფინების ყოლას. აღსანიშნავია, რომ დელფინარიუმის ხელმძღვანელობა და ქალაქის მერია რამდენიმე თვის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფ დ- ნენ დელფინარიუმში დელფინების არსებობას. წყაროს ინფორმაციით, 20-მდე აფალინას სახეობის დელფინი გასულ წელს შავ ზღვაში დაიჭირეს ფოთი-ყულევის მონაკვეთზე, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანუ აკრძალულ ზონაში. ბათუმში ჩამოყვანილი დელფინებიდან ექვსი დაიღუპა. დარჩენილ 14 დელფინს დაემატა ორი ახალშობილი. ACCOBAM-ის კონვენციის (შავი და ხმელთა-შუა ზღვებისა და ატლანტიკის ოკეანის ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ კონვენციის) წარმომადგენლის განცხადე ბით, დელ-ფინარიუმში მათ არ შეუძლიათ შესვლა და ინფორმა ციის გადამოწმება.

mizani 12

Page 65: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

63

mizani 12

2010 წ. 21 ოქტომბერს, ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან მიიღო განმარტება, რომ ამჟამად დელფინარიუმში მკურ-ნალობას გადის 6 აფალინა, რომელიც 2009 წლის ოქტომბერში იპოვეს გამორიყული და სრული რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდებიან შავ ზღვაში, რაც ეცნობა სამდივნოს სეკრეტარიატს.

წინააღმდეგობრივი განცხადებები და დელფინარიუმის გაძ-ლიერებული დაცვა კვლავ მრავალ ეჭვს ბადებს. 2010 წლის ნოემბრის ბოლოსთვის დელფინები კვლავაც დელფინარიუმში იმყოფებოდნენ, რაც მწვანე ალტერნატივას მიერ გადაღებული ფოტოებით დასტურდება.

მწვანე ალტერნატივას აუცილებლად მიაჩნია, შეიქმნას საერ თაშორისო კომისია ACCOBAM-ის კონვენციის წარმო-მადგენლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამი ნისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების მონა-წილეობით, რომელიც დააკვირდება აფალინების რეაბი-ლიტაცისა და შავ ზღვაში მათი დაბრუნების პროცესს.

6. დაგეგმილია, თუ არა თა ნამ შრომლობის ხელშეკ-რულებათა გაფორმება მეზობელ ქვეყნებთან?

X

საქართველოს გაფორმებული აქვს ორმხრივი შეთანხმებები უკრაინასთან (1993 წ.) აზერბაიჯანთან (1997 წ.), სომხეთთან (1997 წ.) და თურქეთთან (1997 წ.) გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე ორმხრივი შეთანხმება უკრაინასთან (1996 წ.) თევზის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

უკრაინასთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების „თევ-ზის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ საფუძველზე (ძალაშია 1997 წლიდან), უკრაინული გემი ყოველწლიურად შემოდიოდა საქართველოს სასაზღვრო წყლებში და თევზჭერის ნებართვის სანაცვლოდ ატარებდა კვლევებს თევზის მარაგის შესწავლის კუთხით, რაც წარმოადგენდა თევზჭერის კვოტების დადგენის ერთადერთ საფუძველს. 2004 წლიდან თევზჭერაზე გაცემულმა 10-წლიანმა ლიცენზიამ, ფაქტიურად, შეაჩერა ეს შეთანხმება და თევზჭერის კვოტების დადგენა ფრიად მერყევ ნიადაგს დაეფუძნა.

მომზადდა დოკუმენტი საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობისა და შესაძლებლობების შესწავ-ლისათვის ჰელსინკის და ესპოს კონვენციებით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების შესაძლებლობათა ასპექტში. აგრეთვე, მომზადდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წყლის მართვის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების სამუშაო ვერსია.

7. თუ დაგეგმილია, რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესი? X

2010 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობამ დაიწყო გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UN ECE) მიერ ფასილიტირებული ეროვნული კონსულტაციები წყლის რესურ სების ინტეგრირებულ მართვაზე. დიალოგი ეფუძნება სამ ძირითად საკითხს:

• ეროვნული წყლის კანონმდებლობის მომზადება; • მიზნის დასახვა UN ECE წყლის კონვენციის UNECE/

WHO წყლისა და ჯანმრთელობის ოქმისთვის;• ტრანსსასაზღვრო წყლის თანამშრომლობა

აზერბაიჯანთან.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას პერმანენტულად არ მიეწოდება ინფორმაცია მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, ასევე არ არის ხელმისაწვდომი ყველა სამუშაო დოკუმენტი.

Page 66: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

64

არაფორმალური თანამშრომლობა

8. ჩატარდა, თუ არა შეხვედრები ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე ტრანსსასაზღვრო/რეგიონულ საკითხებზე?

X

გარკვეულ შეხვედრებს აქვს ადგილი, თუმცა, მათი აბსო-ლუ ტური უმრავლესობა იმართება არასამთავრობო ორ გა-ნი ზაციების და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წყლის საკითხებზე დაფინანსებული პროექტების ფარგლე-ბში. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, გარემოსდაცვითი თანამშრომლობა შავი ზღვისთვის, რომლის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე საკმაოდ მაღალი დონის და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა (იხ. მიზანი 5 - წყლის სექტო-რი), აგრეთვე მტკვარი-არაქსის პროგრამის ფარგლებში.

იზრდება, აგრეთვე, შეხვედრები ისეთ სექტორებში როგო რი -ცაა ტყეები, კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი კატასტრო ფე-ბის პრე ვენცია, ტრანსსასაზღვრო მართვა და სხვ.

9. მიმდინარეობს, თუ არა ინფორმაციის მიმოცვლა ეროვნულ, რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე?

X

ინფორმაციის მიმოცვლა, ძირითადად, რეგიონული პროექ-ტების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელთა შედეგად ამიერკავკასიის სამ ქვეყანაში საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი შექმნილია შესაბამისი ვებ-გვერდები, მაგ.: სა-ქართველოში www.hydromet.ge - წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების მონიტორინგის მონაცემთა ბაზა და www.kura-araks-natosfp.org - წყლის ხარისხის მონაცემთა ბაზა.

პრობლემურია ინფორმაციის მიმოცვლა ქვეყნებში მიმდი ნა-რე პროექტების შესახებ, რომელთაც გააჩნიათ ტრანსასაზღ ვ- რო ზემოქმედება. ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სომხეთის გარდა, რეგიონში არცერთ სახელმწიფოს არ აქვს რატიფიცირებული ესპოს კონვენცია „ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შე ფასების შესახებ“. შესაბამისად, ქვეყნები არ არიან ვალ-დებულნი ერთმანეთს შეატყობინონ მათ ტერიტორიაზე დაგეგმილი იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. მაგალითად, თურქეთის მიერ კაშხლების მშენებლობამ მდ. ჭოროხზე უარყოფითი ზემოქმედება მო ახ-დინა მდინარის დინებაზე და ბიომრავლაფეროვნე ბაზე, აგრეთ - ვე შეზღუდა ნატანის ჩატანა შავ ზღვაში; ეს კი, საფრ თ ხეს უქმნის საქართველოს სანაპირო ზოლს. მიუხედავად იმი სა, რომ ხელმოწერილია ხელშეკრულება თურქულ მხარეს თან, უცნობია რამდენად ეფექტურად სრულდება ის.

ინფორმაციის გაცვლის პრობლემურობის მაჩვენებელია შემ-დეგი მაგალითიც - სომხეთში მეძამორის ატომური სად-გურის ახალი რეაქტორის მშენებლობის შესახებ, სომხეთმა შეტყობინება გაუგზავნა არა მეზობელ ქვეყნებს, არამედ მიმართა ესპოს კონვენციის სამდივნოს თხოვნით, რომ სწორედ სამდივნოს გაეგზავნა შეტყობინება საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის. კიდევ ერთი მაგალითია სომხეთში ტეგუტის სპილენძ-მოლიბდენის საბადოს ექსლუატაცია. მი-უხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა შესაბამისი კვლე ვე ბი, სომ ხეთის მხარე ირწმუნება, რომ არ არსებობს პროექტის გა-მო ტრანსასაზღვრო ზეგავლენის რამენაირი საფრთხე.

მსგავსი პრობლემები წარმოიქმნება ყველა მეზობელ ქვეყანა ს-თან მიმართებაში, მათ შორის, საქართველოს მხრიდან.

mizani 12

Page 67: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

65

mizani 12

10. გაკეთდა, თუ არა თანმიმდევრული პოლიტიკური განცხადებები რეგიონული თანამშრომლობის თაობაზე?

X

საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო და ორმხრივი ხელშეკრულებები მეზობელ ქვეყნებთან და პოლიტიკური განცხადებები მეტყველებენ ქვეყნის მზადყოფნაზე, ითა-ნამშრომლოს რეგიონულ დონეზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

11. ხორციელდება, თუ არა რეგიონული პროექტები, რომლებიც მოიცავენ თანამშრომლობაში მონაწილე ქვეყნების დაინტერესებული მხარეების ერთობლივ საქმიანობას?

X

საქართველოში წყლის რესურსების მართვის საკითხებზე 2000–2010 წლებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცი-ების მიერ (WB, USAID, DAI, TACIS, NATO, UNDP/GEF, UNDP/Sida, ევროკომისია, ფინეთის მთავრობა) დაფინანსდა მთელი რიგი პროექტებისა, რომელთა ფარგლებში, გარდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების შემუშავებისა, წყლის ხარისხის დამდგენი თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა სამი ლაბორატორია თბილისში, ქუ-თაისსა და ბათუმში, აღდგენა–რეაბილიტაცია ჩაუტარ და 11 ჰიდროსადგურს, შეიქმნა საინფორმაციო ბაზები შესაბამისი ვებ-გვერდებით, განხორციელდა ან განხორციელების სტადიაშია წყლის ხარისხის მონიტორინგის და სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის საპილოტო პროექტები და სხვ.

12. ადგილი აქვს, თუ არა რეგულარულ კონტაქტს რეგიონულ/ადგილობრივ ადმინისტრაციებსა ან სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით?

Xკონტაქტები ძირითადად ხორციელდება მიმდინარე საერ-თაშორისო და რეგიონული პროექტების ფარგლებში.

ქვეყნისთვის დამახასიათებელი კითხვები

13. რა ძირითადი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა აღსრულების მიზნით?

X

2003 წლიდან, ქვეყნის ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, საქართველომ ძირითადი ორიენტაცია აიღო ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებასა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობაზე, რამაც დადებით ეფექტთან ერთად, საგრძნობი დაღი დაასვა სხვა სფეროებს, მათ შორის, გარემოს დაცვას.

უკანასკნელი წლების მანძილზე შეიმჩნევა გარკვეული უკან-სვლა ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულებათა აღსრუ-ლების თვალსაზრისით, რასაც განაპირობებს:

• გარემოსდაცვითი სფეროს ამოღება პრიორიტეტული მიმა რ-• თულებებიდან, როგორც რეალური, ასევე ფორმა ლური

თვალსაზრისით;• მაღალი დონის ოფიციალური პირების მხრიდან, გარკვე -

ულ შემთხვევებში, გარემოსდაცვითი საკითხების იგნორი-რება სამეწარმეო საქმიანობის ინტენსიფიკაციის სასარგე ბ-ლოდ;

• გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ეკონომიკური გუნდის შესამჩნევი ზეწოლით და სრული გაუმჭვირვალობის პი-რობებში;

• გარემოს დაცვის სფეროს არადამაკმაყოფილებელი და-ფინანსება;

• გარემოსდაცვითი სახელმწიფო ორგანოების პერმანენ-ტული და ხშირ შემთხვევაში, გაუმართლებელი რეფორ-მები და სტრუქტურული ცვლილებები;

Page 68: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

66

• გარემოს დაცვის სფეროში დასაქმებული რიგითი საჯარო მოხელეების დაბალი ხელფასები (მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლიდან ხელფასები 4-5 ჯერ გაიზარდა, საერთო ინფლაციური პროცესების ფონზე, ხელფასის მოცულობა მცირედ აღემატება საცხოვრებელ მინიმუმს);

• გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამი-ნისტროს ხელმძღვანელობის ხშირი ცვლა და სამი-ნისტროს კვალიფიციური კადრების გაუმართლებელი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობებიდან, რაც განაპირობებს მათ პასიურობას არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისას და ხელს უშლის მათი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0-დან 39-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე) 16

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

41%

კომენტარები, განმარტებები, რეკომენდაციები ზოგადი შეფასებისთვის:

ორმხრივი ურთიერთობები ძირითადად მიმდინარეობს საერთაშორისო პროექტების ფარგლებში; პროექტები, რო გორ წესი, მოიცავს დოკუმენტების შემუშავებას, ინფორმაციის გაცვლას, შეხვედრებს სხვადასხვა დონეზე, ასევე წმინ და პრაქტიკულ შედეგებს, როგორიცაა ლაბორატორიების აღჭურვა და მონიტორინგის ქსელის აღდგენა/განახ ლება; პრო-ექტების ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტები, მათ შორის სტრატეგიულებიც, რჩება რეკომენდაციების სა ხით და არ მიმდინარეობს მათი განხილვა-დამტკიცება სამთავრობო დონეზე; პროექტების დამთავრების შემდეგ, პროექ -ტის ფარ გლებში მიმდინარე პრაქტიკული საქმიანობაც (მონაცემთა ბაზების შექმნა, მონიტორინგი, წყლის ანალიზები და სხვ.), დაუფინანსებლობის გამო, წყდება ან ეპიზოდურ ხასიათს ატარებს; ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო და ფი-ნან სე ბით მიმდინარე პროექტებში არამართლზომიერად არის ჩამოყალიბებული მიზნები და შესაბამისი ქმედებე -ბი, რაც იწვევს მათ ურთიერთგადაფარვას.

mizani 12

Page 69: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

67

mizani 13

mizani 13გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირება სხვა სექტორებში

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან: 4.4 მდგრადი განვითარების ხელშეწყობა• მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელებისათვის აუცილებელი ზომების

განსაზღვრა;• მდგრადი განვითარების სტრატეგიული დაგეგმვისა და შესაბამის სუბიექტებს შორის კოორდინირების უზრუნ-

ველყოფა;• ზომების მიღება გარემოსდაცვითი საკითხების სხვა სექტორებში ინტეგრირების გაუმჯობესებისათვის.

შეფასება

კითხვა დიახ არაგანმარტება

ქულა 3 2 1 0

გარემოს დაცვის ინტეგრაცია სხვა სექტორულ პოლიტიკებში

1. ადმინისტრირება: დაფუძ-ნებულია, თუ არა ერთობლივი კომიტეტები ან გადადგმულია, თუ არა სხვა ნაბიჯები გარემოს დაცვის სექტორულ პოლიტიკებში ინტეგრაციისთვის?

X ერთობლივი კომიტეტები ან კომისიები იქმნება, როგორც წესი, მხოლოდ დონორების მოთხოვნის საფუძველზე. მაგალითად, გაერო-ს ყველა პროექტს ჰყავს საზედამხედველო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებისგან.

გარემოს დაცვის ინტეგრირების მცდელობას ჰქონდა ადგილი ”საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წლების სახელმწიფო სტრატეგიის” შედგენისას (დამტკიცდა 2010 წლის 25 ივნისს). სტრატეგია, სხვა საკითხებს შორის მოიცავს პრიორიტეტულ მიმართულებებს, მაგალითად, მუნიციპა ლუ-რი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების, წყლის, მიწისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის სფეროში. სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიისა და სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ისე სხვა დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლები.

2. გეგმები და პროგრამები: არის, თუ არა გამოცემული პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთობლივი დოკუმენტები

X არ მომზადებულა ერთობლივი პროგრამები და გეგმები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ჯანმრთელობა და გარემოს დაცვა. იხილეთ, ასევე, კომენტარი ზემოთ.

ეროვნული სტრატეგიის მომზადება

3. მიღებულ იქნა, თუ არა მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგია სამოქმედო გეგმის ხელმოწერის შემდეგ?

X

Page 70: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

68

4. მიმდინარეობს, თუ არა მუშაობა მის შემუშავებაზე? X

2005 წელს შეიქმნა მდგრადი განვითარების კომისია პრემიერ-მინისტრის თავჯდომარეობით. კომისია ნომინალურია და სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა რეალურად არ მიმდინარეობს.

2010 წლის ივლისში ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიცვალა სახელწოდება და მას “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო” ეწოდა. იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ცვლილებები სამინისტროს სტრუქტურის, ფუნქციისა და უფლებამოსილებების განმსაზღვრელ სამართლებრივ აქტში და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს დაემატა ახალი დეპარტამენტი – “მდგრადი განვითარების დეპარტამენტი”. დეპარტამენტის ფუნქციებს შორისაა “მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადება და მისი ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება”. დეპარტამენტის სხვა ფუნქციები კი ასე გამოიყურება:

• მსოფლიო გლობალური გამოწვევების წინაშე ქვეყნის მზადყოფნის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორ-ციელებაში მონაწილეობა, მდგრადი გან ვი თარების ხელ-შეწყობის მიზნით შესაბამისი ინოვაციური პრო ექ ტების მიღება, დამუშავება და ანალიზი, მათი რეალიზაციის აუ-ცილებლობისა და განხორციელების მიზანშეწონილო ბის შე სახებ შესაბამისი წინადადებების წარდგენა საქართვე ლ ოს მთა ვ რო ბისათვის;

• ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და რე სურ სების გამოვლენის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მი მარ-თულებით;

• ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვი თა რების ხელ-შეწყობის მიმართულებით შესაბამისი საკანონ მდებ ლო ინი-ციატივების მომზადება და მისი კანონმდებლობით დად გე -ნილი წესის შესაბამისად საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა

პროცესი

5. თამაშობენ, თუ არა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი სამინისტროები აქტიურ როლს სტრატეგიის მომზადებაში?

X

6. თამაშობს, თუ არა სამოქალაქო საზოგადოება სხვადასხვა სექტორებში აქტიურ როლს (გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები, მრეწველობა და სხვ.)

X

განხორციელება

გადადგმულია, თუ არა ნაბიჯები სტრატეგიის ქმედებების განსახორციელებლად?

არ არის რელევანტური საქართველოსთვის.

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0-დან 18-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე) 2საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

11.1%

mizani 13

Page 71: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

69

mizani 13

კომენტარები, განმარტებები, რეკომენდაციები ზოგადი შეფასებისთვის:

როგორც ზემოთ აღნიშნა, გარემოსდაცვითი საკითხების განვითარების სტრატეგიაში ინტეგრირების მცდელობას ჰქონდა ადგილი „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ შედგენისას. უნდა აღინიშნოს, რომ დიაგნოსტიკური ანგარიშის შედგენა (რომლის საფუძველზეც მომზადდა სტრატეგია) მიმდინარეობდა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ფართო მონაწილეობით, რასაც ვერ ვიტყვით თავად სტრატეგიის და განსაკუთ-რებით, სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელსაც რეგიონული განვითარების სამინისტრო ამზადებს. სამოქმედო გეგმა არ იყო ღია საზოგადოებისთვის. ამ ეტაპზე უცნობია, გათვალისწინებულია, თუ არა სამოქმედო გეგმაში დიაგნოსტიკურ და საბოლოო მოხსენებებში ასახული რეკომენდაციები და იმეორებს, თუ არა ის სახელმწიფო უწყებებში დამკვიდრე ბულ მანკიერ პრაქტიკას - სამოქმედო გეგმებში მოაქციოს ისეთი პროექტები, რომელთა დაფინანსებაზეც უკვე მიღწეუ ლია თანხმობა საერთაშორისო დონორებისგან.

რაც შეეხება „ახლადშექმნილ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (რომელსაც, სხვათაშორის, სახელწოდება შეეცვალა ახალი მინისტრის დანიშვნასთან ერთად), სამინისტროს გეგმები მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით ჯერჯერობით ნათელი არ არის, თუ არ ჩავთვლით სამინისტროს სტრუქტურაში ზემოთ აღნიშნული ახალი დეპარტამენტის დამატებას და თავად მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბერს გაკეთებულ საჯარო განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2011 წელს დაიწყება პროექტის "მწვანე საქართველო" განხორციელება, რომელიც საქართველოში ელექტრომანქანების შემოყვანას და ქვეყანაში არსებული ენერგიის ალტერნატიული წყაროების მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

Page 72: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

70

mizani 14

mizani 14კიოტოს პროტოკოლისა და გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონვენციის მოთხოვნების შესრულება

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან:„კიოტოს ოქმის” და „კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს კონვენციის” დებულებების განხორციელება, მათ შორის‚ სუფთა განვითარების მექანიზმის” (Clean Development Mechanism) ფარგლებში აქტიური თანამშრომლობის გზით

შეფასება

კითხვა დიახ არაგანმარტება

ქულა 3 2 1 0

შესრულება

1. არსებობს, თუ არა სათბური გაზების ემისიის მონიტორინგის სისტემა?

X

მუდმივი მონიტორინგის სისტემა არ არსებობს, თუმცა პერიოდულად ხორციელდება წინა წლების ემისიების ინვენტარიზაცია ეროვნული შეტყობინების მომზადების ფარგლებში. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები ამ მიმართებით არ არის სანდო.

უნდა აღინიშნოს, რომ „მწვანე ალტერნატივას“ მიერ გამოცემული წინა (2007-2008 წ.წ.) მსგავსი შეფასებითი ანგა-რიშის გამოქვეყნების შემდეგ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა მე-14 მიზნის შესრულების შეფასების თაობაზე. სამინისტრომ გამოთქვა შემდეგი შენიშვნები:

1. საქართველოს სათბური გაზების ემისიის მონიტორინგის ყოველწლიური ჩატარება არ ევალება და ისედაც ბევრად მეტი მოცულობის სამუშაო აქვს შესრულებული, ვიდრე ევალება კონვენციით.

2. საქართველომ 2004-2006 წლებში მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ პროექტში „სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის თვისობრივი გაუმჯობესებისათვის პოტენციალის შექმნა“. პროექტის მენეჯერმა ქართველ ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას მაღალი შეფასება მიანიჭა.

საპასუხოდ, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო არ წარმოადგენს პირველი დანართის ქვეყანას და მას მართლაც არ ევალება ყოველწლიურად ეროვნული ინვენტარიზაციის განხორციელება. ყოველივე ეს იყო და ამჟამადაც არის ასახული ანგარიშგებასთან დაკავშირებული შესაბამისი კითხვის სექციაში (იხ. კითხვა 8); კითხვაზე პასუხი იყო და არის, რომ კითხვა არ არის რელევანტური საქართველოსთვის და ახსნილია მიზეზი.

მწვანე ალტერნატივა არცერთი წუთით არ აყენებს ქართველი ექსპერტების მაღალპროფესიონალიზმს ეჭვის ქვეშ. თუმცა, სათბური გაზების მონიტორინგის სისტემის არარსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი შეფასება დაეყრდნობა ექსპერ ტულ გათვლებს და არა რეალურ მონაცემებს.

Page 73: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

71

mizani 14

2. მიიღო, თუ არა ქვეყანამ სარგებელი სუფთა განვითარების მექანიზმიდან (პირველ დანართში არშესული ქვეყნებისთვის)? კერძოდ, იყო თუ არა განხორციელებული პროექტები ამ მექანიზმების გამოყენებით?

X

სამწუხაროდ, საქართველოს ჯერ კიდევ არ მიუღია სარგებელი სგმ პროგრამებიდან. „ყაზტრანსგაზის“ გაზსადენზე გაჟონ-ვების შემცირების პროექტი, სავარაუდოდ, იქნება პირველი პროექტი საიდანაც ქვეყანა მიიღებს სარგებელს. პროექტი ამჟამად გადის ვერიფიკაციას, სავარაუდოდ 3-4 თვეში შედგება სერტიფიცირება. რამოდენიმეწლიანი მომზადების შემდეგ პრობლემები შეექმნა და არ დარეგისტრირდა ენ-გურის პროექტი.

დაახლოებით 20-მდე პროექტი იმყოფება ვალიდაციის სხვადასხვა ეტაპზე. 2006 წელს რეგისტრირებული პროექტი - მეთანის შეგროვება გლდანის ნაგავსაყრელიდან და მისი დაწვა - გაჩერებულია და სავარაუდოდ, აღარ განხორციელდება.

3. შემუშავებულია, თუ არა ეფექტური ეროვნული და /ან რეგიონული პროგრამები, რათა გაუმჯობესდეს ადგილობრივი ემისიის ფაქტორების ხარისხი, საქმიანობის მონაცემები და /ან ინვენტარიზაციის მომზადებისა და განახლების მოდელები?

X

2010 წლის მაისში თბილისმა ხელი მოაწერა მერების შე-თან ხმებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. შე -თან ხმე ბის თანახმად, თბილისის მერია იღებს ვალ დე-ბულებას შეამცი როს 2020 წლისთვის ემისიების 20% ენერგოეფექტურობისა და უფრო სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების გზით. 2011 წლის მარტისთვის, მერიამ უნდა მოამზადოს საბაზისო დოკუმენტი არსებულ ენერგო-მოხმარებასა და ემისიების დონის თაობაზე და აგრეთვე, შეიმუშაოს მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა.

4. არსებობს, თუ არა ეროვნული და/ან რეგიონული პროგრამები, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების შერბილებაზე (სექტორული პროგრამები ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, ნარჩენებში, მიწის გამოყენების, მრეწეველობის, ოჯახური მეურნეობის, შენობების, ან სხვა სპეციფიური ტექნოლოგიების როგორიცაა ენერგიის კონსერვაცია ან განახლებადი ენერგეტიკა; კონვენციის მუხლი 4.1.(b))

X

საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა GTZ, KfW, UNDP, USAID და დონორი მთავრობები მაგ., ნორვეგიის მთავრობა ახორციელებს განახლებადი ენერგეტიკის მხარდამჭერ პროექტებს გრანტებისა და დაბალ-პროცენტიანი კრედიტების გზით. პროექტები ასევე მოიცავენ მცირე და საშუალო ზომის ჰეს-ების რეაბილიტაციასა და განვითარებას. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მხრიდან ოფიციალურად მხარდაჭერილ ინიციატივას. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულია პოტენციური ჰეს-ების სია. ყველა სხვა ტიპის პროექტი, წარმოადგენს დონორების ინიციატივას, რადგანაც საქართველოში კვლავ არ არსებობს იურიდიული ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარებას (იხ. მიზანი 15).

გარდა, ამისა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარე ბის ბან კმა ადგილობრივი ბანკებისათვის გამოყო საკრედიტო ხა-ზი მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური მოწყობილობების და სა ფინანსებლად. პროექტში მონაწილეობს კომპანია „ბრი-თიშ პეტროლეუმი“.

ენერგოეფექტურობის ცენტრი http://www.eecgeo.org/ ნორვეგიის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს დაფინანსებით, მუშაობს პროექტზე რომელიც ხელს შეუწყობს მცირე ჰესების განვითარების სტიმულირებას საქართველოში.

Page 74: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

72

5. გადადგა, თუ არა ქვეყანამ ნაბიჯები ემისიების კონტროლსა და კლიმატის ცვლილების აღმოფხვრაზე მიმართული პრაქტიკისა და პროცესების განვითარებისა და გაცვლისთვის (კონვენციის მუხლი 4.1. (c), (g), (h))?

X

მეორე ეროვნული შეტყობინება ითვალისწინებს ემისიების შემცირების სტრატეგიას. ოფიციალური სამთავრობო პოზი-ციის11 თანახმად, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისება სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს ელექ-ტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ადგილობრივი ჰეს-ების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით.

ამასთან, საქართველოს მთავრობა, კოპენჰაგენის კონფე-რენციისადმი მომზადებული დოკუმენტაციით აღიარებს, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ხელი შეუწყოს სათბურის გაზების ნაკლებ გამომყოფი ტექნოლოგიების დანერგვას, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სფეროში.

პრაქტიკის გაცვლა და ტექნოლოგიების ტრანსფერი ხდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე.

6. მიღებულ იქნა, თუ არა გეგმები კლიმატის ცვლილების ადაპტაციისთვის (სანაპირო ზოლის მართვა, წყლის რესურსები, სხვ. (კონვენციის მუხლი 4.1(e))

X

ამჟამად მიმდინარეობს NAPA-ს (National Adaptation Prog ramme of Activities) შემუშავება, რომელიც მოახდენს შესა ბამისი ღონისძიებებისა და თანხების იდენტიფიცირებას.

2009 წელს მეორე ეროვნული შეტყობინების ფარგლებში მომზადდა და დამტკიცდა საადაპტაციო გეგმები შემდეგი რეგიონებისთვის: დედოფლისწყარო, ქვემო სვანეთი და შავიზღვისპირეთი. ამჟამად მიმდინარეობს ორი გეგმის რეალიზაცია:• დედოფლისწყაროს რაიონში GTZ-ის მხარდაჭერით ხორ-

ციელდება საადაპტაციო და გაუდაბნოებასთან ბრძო ლის ღონისძიებები; მოიცავს ქარსაფარი ზოლების დარგვას, სატყეო პროგრამის განხორციელებას და ირიგაციას.

• შავი ზღვის სანაპირო ზონაში ხორციელდება საექსპერტო შეფასებები ჰოლანდიური ორგანიზაციის მიერ. აგრეთვე, მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები ბათუმი - ადლიის მონაკვეთზე.

ჯერჯერობით კონკრეტული ღონისძიებები არ განხორ-ციელებულა ქვემო სვანეთში.

წინა წელთან შედარებით პროგრესი სახეზეა, ვინაიდან მიმდინარეობს ადაპატაციის სამოქმედო გეგმების გან-ხორციელება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), USAID-ის დაფინანსებით, ახორციელებს მოწყვლადობის შეფასების და საადაპტაციო პროექტს შემდეგ რაიონებში: დედოფლისწყარო, საგარეჯო, ახალციხე, ბორჯომი, ხელვაჩაური და ქედა. შესაბამისად, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ახალი საადაპტაციო გეგმები იქნება შემუშავებული ახალციხისთვის, ბორჯომისთვის, ხელვაჩაურისა და ქედის-თვის; ამასთან, ერთგვარ უხერხულობას იწვევს გადაფარვა უკვე არსებულ გეგმებთან დედოფლისწყაროს რაიონში.

mizani 14

11 უნდა აღინიშნოს, რომ წიაღისეული საწვავის მოხმარების თვალსაზრისით, საქართველოში პირველ ადგილზეა ტრანსპორტის სექტორი - მეორე ეროვნული შეტყობინების მონაცემების თანახმად, 2006 წელს სწორედ ამ სექტორმა მოიხმარა წიაღისეული საწვავის საერთო მოხმარებული რაოდენობის 65%. ენერგეტიკის სექტორის მიერ მოხმარებული წიაღისეული საწვავის რაოდენობა გაცილებით ნაკლებია.

Page 75: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

73

mizani 14

7. გატარდა, თუ არა კლიმატის ცვლილების საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ინიციატივები? მაგ., ტრეინინგის პროგრამები და სხვ. (კონვენციის მუხლი 4.1(i))

X

მოსახლეობისთვის ინფორმაციის მუდმივი მიწოდების სისტემა აწყობილი არ არის.

სამინისტრო პერიოდულად აწყობს სხვადასხვა პროექტების ფარგლებში სემინარებს და საინფორმაციო ღონისძიებებს.

2010 წლის შემოდგომაზე მეორედ შედგა კლიმატის კვირეუ-ლი ევროკომისიის დელეგაციის დახმარებით და „დედამი-წის მეგობრები - საქართველოს“ ინიციატივით. კვირეულის მიზა ნია ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ზრდას კლიმატის ცვლილების შესახებ. კვირეული მოიცავდა ლექციებს, სემი ნარებს, ქუჩის აქციებს და სხვ. მსგავსი კვირეული პირველად 2009 წლის შემოდგომაზე შედგა.

ანგარიშგება

8. აქვს, თუ არა ქვეყანას ანთროპოგენული ემისიების ინვენტარიზაციის ეროვნული სისტემა? (კონვენციის მუხლი 4.1 (a))

კითხვა არ არის რელევანტური საქართველოსთვის.

ასეთი სისტემა არ არსებობს; ხდება მხოლოდ ერთჯერადი ინვენტარიზაცია ეროვნული შეტყობინების მომზადების ფარგლებში. კლიმატის ცვლილების კონვენციით და კიოტოს ოქმით საქართველოს არ ევალება მუდმივი მონიტორინგი. თუმცა, მომავალში საქართველოს შეიძლება დაევალოს ასეთი სისტემის შექმნა, თუ საქმე შეეხება NAMA-ს (Nationally Appropriate Mitigation Action) პროგრამის დამტკიცებას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა NAMA-ს სტრატეგიის შემუშავებაზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP). UNDP-ს ბრატისლავას ოფისმა თანხმობა განაცხადა აღმოუჩინოს საქართველოს დახმარება სტრატეგიის შექმნაში. თუმცა მოლაპარაკება ჯერჯერობით საწყის სტადიაში იმყოფება და არანაირი ფორმალური სახის შეთანხმება არ არსებობს, არის მხოლოდ ორგანიზაციის პრინციპული თანხმობა.

9. თუ აქვს, ხდება თუ არა მისი პერიოდულად განახლება და გამოქვეყანება?

X

მეორე ეროვნული შეტყობინების ფარგლებში მომზადებული ინვენტარიზაციის შედეგები გამოქვეყნდა 2008 წელს. საქა-რთველოს არა აქვს ვალდებულება ინვენტარიზაციის შედე-გების ყოველწლიური განახლებისა. თუმცა, 2009 წლის ეროვნული შეტყობინება საქართველოს მთავრობას აძლევს რეკომენდაციას, გაანახლოს ინვენტარიზაციის შედეგები სულ ცოტა ორ წელიწადში ერთხელ მაინც.

10. აწვდის, თუ არა ქვეყანა ეროვნულ შეტყობინებას გაეროს კონვენციის სამდივნოს რეგულარულად? კერძოდ, თუ მომზადდა პირველი შეტყობინება, გადაიდგა თუ არა ნაბიჯები მეორე შეტყობინების მოსამზადებლად?

X

ამ მომენტისთვის მომზადებულია ორი ეროვნული შეტყობი-ნება, რომლებიც კონვენციას შესაბამისად წარედგინა 1999 და 2009 წლებში.

გამოყოფილია თანხები მესამე ეროვნული შეტყობინების სა-პ როექტო წინადადების მოსამზადებლად. სავარაუდოდ, მუ შაობა საპროექტო წინადადებაზე დაიწყება 2010 წლის განმავლობაში, ხოლო მუშაობა მესამე ეროვნულ შეტყობინებაზე - 2011 წლის გაზაფხულისთვის.

Page 76: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

74

11. მოიცავს, თუ არა ეროვნული შეტყობინება ინფორმაციას იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც გადადგმულ იქნა ან გადასაგმელია იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად?

X

ეროვნული შეტყობინება მიჰყვება UNFCC-ის სახელმძღვანელო პრინციპებს და მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ ყველა ვალდებულებას (ინვენტარიზაცია, ადაპტაცია და ა.შ.).

12. აქვს, თუ არა ქვეყანას შეტანილი სამდივნოში წინადადებები პროექტების დასაფინანსებლად ემისიების ნებაყოფლობითი შემცირებისათვის (კითხვა ეხება პირველ დანართში არშესულ ან გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს)

X

მეორე ეროვნული შეტყობინება შეიცავს პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ემისიების შემცირებისათვის, ასევე ადაპტაციის და შერბილების პროექტებს. ეს პროექტები გაფანტულია შეტყობინების სხვადასხვა ნაწილში, კონკრეტული თემიდან გამომდინარე. ცალკე ჩამონათვალად გამოყოფილია მხოლოდ სგმ პროექ-ტები.

2009 წლის კოპენჰაგენის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წარმომდგენლებმა დაიწყეს მოლაპარაკება UNDP-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან NAMA სტრატეგიის მომზადების ხელშესაწყობად.

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0 დან 33-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე) 20

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

60.6%

კომენტარები, განმარტებები და რეკომენდაციები ზოგადი შეფასებისთვის:

1. კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მთავრობის პოზიციამ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა 2009–2010 წლებში. საქართველოს მთავრობა კლიმატის ცვლილებასა და მის შედეგებთან ადაპტაციას განიხილავს როგორც ეროვნულ პრიორიტეტს; საქართველო ასევე ასოცირდა “კოპენჰაგენის აკორდთან” 2009 წელს და მზად არის გაატაროს ზომები სათბური გაზების ემისიის შემცირებისთვის მიუხედავად გლობალურ ემისებში მისი უმნიშვნელო წილისა. NAMA-ს და NAPA-ს მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

2. აღსანიშნავია, რომ საქართველოს არ გააჩნია ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. აუცილებელია, ასევე, კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინსტიტუციური განვითარება, ახალი თანამშრომლების დაქირავება და ტრენინგების ჩატარება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კლიმატის ცვლილების სექტორში ევროკავშირის დირექტივების შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება/განხორციელება. კლიმატის ცვლილების ეროვნული ფორუმის დაარსება გზას გაუხსნის ყველა დაინტერესებულ მხარეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში, აგრეთვე გაზრდის საზოგადოების მონაწილეობას, როგორც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ისე შემდგომ საქმიანობებში.

mizani 14

Page 77: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

75

mizani 15

mizani 15ენერგო და ტრანსპორტის პოლიტიკის მდგრადობის ზრდა

შესაბამისი ტექსტი სამოქმედო გეგმიდან:ტრანსპორტის მდგრადი ეროვნული პოლიტიკის განხორციელება და დახვეწა ყველა სახის ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობისა და მარეგულირებელის სისტემების დაახლოება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებში.

ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავება (პოტენციალთან დაკავშირებული პრობლემების, ინტერ-მოდალური მოწყობილობების და კავშირის დასამყარებელი ინფრასტრუქტურის ნაკლებობის ინდენტიფიცირება) სხვა-დასხვა სექტორში პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრის მიზნით.

შეფასება

კითხვა დიახ არაგანმარტება

ქულა 3 2 1 0

მდგრადი ტრანსპორტის პოლიტიკა

1. სამოქმედო გეგმის ხელმოწერის შემდეგ, დამტკიცდა, თუ არა ეროვნული მდგრადი ტრანსპორტის პოლიტიკა? თუ არა, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა მის შემუშავებაზე?

X

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ხელ-მოწერის შემდეგ ეროვნული მდგრადი ტრანსპორტის პოლი-ტიკა არ შემუშავებულა და არც დამტკიცებულა. რეგიონალუ-რი განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერ-ნიზაცია შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საავტომობილო გზების უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანებისა და სატვირთო გადაზიდვების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დამტკიცებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის გზების რეაბალიტაციის შემთხვევაშიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას, რაც სრულად ხორციელდება გზების დეპარტამენტის მიერ.

2. მიმართულია, თუ არა პოლიტიკა ტრანსპორტის სექტორით გამოწვეული ძირითადი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაზე (მაგ., ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, მჟავე წვიმები და კლიმატის ცვლილება)?

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბერს №421 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის N124 დადგენილებაში “საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ”. ცვლილების თანახმად, 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 პირველ იანვრამდე ბენზინში ტყვიის შემცველობა განისაზღვრა არაუმეტეს 0.013გ/ლ, ბენზოლის მოცულობითი წილი - არაუმეტეს 0.005%, არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი - არაუმეტეს 45%, გოგირდის შემცველობა არაუმეტეს 500 მგ/კგ. ყურადსაღებია, რომ 2004 წლის დადგენილებით საქართველოში ჯერ კიდევ 2006 წლიდან ბენზინში ტყვიის შემცველობა უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 0,005 გ/ლ, ბენზოლის მოცულობითი წილი - არაუმეტეს 1%, არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი არა უმეტეს 42%, გოგირდის შემცველობა კი, არაუმეტეს 150 მგ/კგ. 2007 წლიდან გოგირდის შემცველობა უნდა შემცირებულიყო და ყოფილიყო არაუმეტეს 50 მგ/კგ, არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი კი უნდა შემცირებულიყო 35%-მდე.

Page 78: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

76

mizani 15

X

მთავრობის დადგენილებაში 2010 წელს შეტანილი ცვლილება პირველი არ არის - 2005 წლიდან მასში ყოველწლიურად შედის ცვლილება და გოგირდის, ტყვიისა, ბენზოლისა და არომატული ნახშიწყლების შემცველობის მაჩვენებლები უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

აღსანიშნავია, ისიც რომ 2010 წლის ცვლილებით 2012 წლის პირველ იანვრიდან ტყვიის შემცველობა უნდა იყოს არა უმეტეს 0.005 გ/, ხოლო გოგირდის შემცველობა არაუმეტეს 150 მგ/კგ-ზე მხოლოდ 2013 წლის 1 იანვრიდან.

3. თამაშობენ, თუ არა აქტიურ როლს პოლიტიკის განვითარებაში სხვადასხვა სექტორის დაინტერესებული მხარეები (გარემოსდაცვითი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მრეწველობა, სხვა)?

X

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული საავტო-მობილო გზების უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შექმნილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი საქართველოს აღმასრულებელი ხელი-სუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმო-მადგენლების მონაწილეობით.

4. გადადგმული იყო, თუ არა ნაბიჯები რკინიგზის გაუმჯობესებისა და გაფართოებისთვის და ინტერ-მოდალური მომსახურების გაუმჯობესებისთვის, როგორც ტვირთების ისე მგზავრების გადაყვანისას?

X

გარკვეული ნაბიჯები იქნა გადადგმული რკინიგზის ქსელის გასაფართოებლად, მათ შორის, ახალქალაქი-კარწახის და მარაბდა-ახალქალაქის რეაბილიტაციისთვის.

მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ტვირთების თურქეთში და ევროპაში ტრანსპორტირება. პარალელურად მიმდინარეობს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ თბილისის შემოვლითი რკინიგზისა და ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაციის პროექტები.

განხორციელება

5. განხორციელდა, თუ არა პოლიტიკა პრაქტიკაში? X

6. არსებობს, თუ არა ფინანსური რესურსები პოლიტიკისთვის და იყო, თუ არა ეფექტურად გამოყენებული?

X

ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგეტიკის გეგმები

7. სამოქმედო გეგმის ხელმოწერის შემდეგ დამტკიცდა, თუ არა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგეტიკის კარგი ეროვნული გეგმა?

სამოქმედო გეგმა ხაზგასმით მოითხოვს კანონმდებლობის მიღებას ენერგოეფექტურობის და ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ. სამოქმედო გეგმის ხელმოწერის შემდეგ ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგეტიკის კარგი ეროვნული გეგმა არათუ დამტკიცებული, შემუშავებულიც კი არ არის. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 2012 წლამდე არც კი იგეგმება მისი შემუშავება, აღნიშნულ საკითხზე სათანადო ექსპერტიზის არ არსებობის გამო (აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობამ შეაჩერა USAID-ის მიერ დაფინანსებული ჯგუფის მუშაობა კანონპროექტზე).

Page 79: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

77

mizani 15

X

ამასთან, საინტერესოა ისიც, რომ ენერგეტიკის სამინისტროს 2010 წლის სამუშაო გეგმაში განსაზღვრული ჰქონდა მტკვრისა და ონის ჰეს-ებთან დაკავშირებით ტენდერის გამართვა (2009 წლის 8 სექტემბერს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ეპიცენტრით (MS=6.2) ონის რაიონში, ონის ჰიდრო-კასკადების მშენებლობა, წესით, სრულად მოხსნილი საკითხი უნდა იყოს). თურქულმა კომპანიამ მოიგო მტკვრის კასკადების მშენებლობის ტენდერი და აწარმოებს წინამოსამზადებელ სამუშაოებს.

დადებითია, რომ 2009-2010 წლებში გაგრძელდა ქვეყანაში არსებული ჰეს-ების, მათ შორის, ენგურ-ჰესის რეაბილიტაცია. დაიწყო მუშაობა ვარდნილ-ჰესების რეაბილიტაციაზე (EBRD, EIB, EU) რაც დამატებით 245 მეგავატს შესძენს ქვეყანას და დამატებით საფრთხეებს ააცილებს ჰეს-ის ქვემოთ მცხოვრებ მოსახლეობას, როგორც ზუგდიდის, ასევე გალის რაიონში.

საქართველო მონაწილეობს INOGATE-ის (Interstate Oil and Gas Transport to Europe) ორ რეგიონულ პროგრამაში:1. “ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციისა და მდგრადი ენერ-გეტიკის განვითარების ხელშეწყობა ახალ დამოუკიდე ბელ ქვეყნებში” - პროგრამის მიზანია რეგიონული ენერგეტიკუ-ლი ბაზრების ინტეგრაცია ენერგო-უსაფრთხოების ამაღლე-ბის მიზნით. პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებ ში ენერგეტიკული კანონმდებლობებისა და პოლიტიკის შემუ-შავებას ჰარმონიზაციის გზით; პროგრამა მოი ცავს ენერ-გოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყე ნე ბის შესახებ სემინარების ჩატარებას და მდგრადი ენერგეტი კის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას.

2. “სამშენებლო სექტორში ენერგო-დაზოგვის ინიციატივის განხორციელება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში”. პროექტის მიზანია INOGATE-ის პარტნიორი ქვეყნების დახმარება წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების, ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნ-ველყოფის და კლიმატის ცვლილების შემცირების კუთხით; ენერგომოხმარების კონტროლის უზრუნველყოფა, სამშენე-ბლო სექტორში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის გზით.

დადებითად შეიძლება შეფასდეს ისიც, რომ 2010 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) აქტს და ამით გახდა სააგენტოს წევრი.

ენერგეტიკის სამინისტრო განიხილავს “საფეხურებრივი ტარიფის შემოღებას” ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად და მიაჩნია, რომ “მოცემული სატარიფო სისტემა იძლევა სტიმულს დაზოგილ იქნას მომხმარებლების მხრიდან ელექტროენერგია”, ელექტროენერგიის აღრიცხვისა და კონტროლის, აგრე-თვე რეგიონების გაზიფიცრების გზით. ჩვენი აზრით, ზემოაღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი.

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” კვლევებით, დღესდღეისობით საქართველო ერთ სულ მოსახლეზე 6-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ფინეთი და ნორვეგია და 2,5-ჯერ ნაკლებს, ვიდრე საბერძნეთი. ამასთან ერთად, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ერთეულის წარმოებაზე დაახლოებით 4,5-ჯერ მეტი ენერგია იხარჯება ვიდრე მოწინავე ქვეყნებში. შეფასებულია, რომ სხვადასხვა ეკონომიკურად მომგებიანი ენერგოეფექტურობის

Page 80: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

78

ღონისძიებების (ვარვარების ნათურების ენერგოეფექტური ნათურებით შეცვლით, შენობების დათბუნებით, ავტო-ტრანსპორტის ბუნებრივ გაზზე გადაყვანით, ენერგოეფექ-ტური ღუმლებით, ავტომობილების პარკის ბუნებრივ გაზზე გადაყვანით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, სეზონური დროის შემოღებით) გატარებით შესაძლებელია ქვეყნის საერთო ენერგომოხმარების დაახლოებით 25%-ით შემცირება, ენერგოუსაფრთხოების დონის გაზრდა, ათეული და ასეული მილიონი დოლარი ენერგიის და ინფრასტრუქტურის ხარჯის დაზოგვა. ყოველივე ამის წინაპირობაა შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და ენერგოეფექტურობის განვი-თარების ხელშემწყობი გეგმისა და პროგრამების ჩამოყალი-ბება და განხორციელება.

8. თუ არსებობს გეგმა, მოიცავს, თუ არა ის კონკრეტულ და გაზომვად მიზნებს? X

9. თუ არსებობს გეგმა, ახლავს თუ არა მას ნათელი და რეალისტური ფინანსური გეგმა (მაგ., განსაზღვრულია, თუ არა დაფინანსების წყაროები)?

X

10. თამაშობენ, თუ არა დაინტერესებული მხარეები აქტიურ როლს გეგმის შემუშავებაში?

X

სამოქალაქო სექტორში არსებობს საკმაოდ დიდი ექსპერტიზა; აშშ-ს განვითარების სააგენტო ხელს უწყობს მათი შესა ძ-ლებელობების ზრდას და ასევე, ახორციელებს საპილოტე პროექტებს. თუმცა, არ ხდება ამ პოტენციალის გამოყენება და სრული ჩართვა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებისას.

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ენერგოეფექტუ-რობის საკითხებზე ენერგეტიკის სამინისტრო თანამშრო მ -ლობს ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან: “ენერგოეფექ -ტუ რობის ცენტრი” და “ენერგოეფექტურობა და გარემოს და-ცვა”. არ არის ნათელი, მიმდინარეობს, თუ არა ამ ორგანიზა-ცი ებთან პოლიტიკურ საკითხებზე კონსულტაციები, თუ თა-ნამ შრომლობა კონკრეტული პროექტებით შემოიფარგლება. აუცილებელია, ორგანიზაციათა ფართო სპექტრის ჩართვა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგეტიკის სა-კითხებზე მსჯელობისათვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგეტიკის სამინისტრო საკმაოდ გახსნილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებისას; ასეთ შემთხვევებში, სამინისტრო აწყობს საჯარო განხილვებს და იწვევს თანამშრომობისთვის ორგანიზაციათა უფრო ფართო სპექტრს. მაგალითად, თანამშრომლობა საკმაოდ ეფექტური იყო შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის განხორციელების დროს.

ზოგადად, საზოგადოების მონაწილეობა ენერგოპოლიტიკის მიმართულებების ირგვლივ კვლავ პრობლემურია. საზო-გადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, გარკვეული დოკუმენტები კონფიდენციალურია, მაგ., ენგურ-ჰეს-ის თაობაზე დადებული მემორანდუმი „რაო-ეს“-თან.

11. გადაიდგა, თუ არა ნაბიჯები გეგმის ქმედებების შესასრულებლად?

X

mizani 15

Page 81: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

79

mizani 15

ქვეყნისთვის სპეციფიური კითხვები

12. გადაიდგა, თუ არა ნაბიჯები ადამიანური რესურსების განვითარებისათვის განახლებად და ენერგოეფექტურობის სექტორებში?

X

გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით დონო-რების მხრიდან, მაგრამ არასაკმარისი. ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი კადრების მომზადების პროგრამა.

13. საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმა მოითხოვს ენერგეტიკის პოლიტიკის დაახლოებას ევროკავშირის ენერგო-პოლიტიკის მიზნებთან, კერძოდ, კარგად გათვლილი და გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, რომელიც თანდათანობით დაუახლოვდება ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის მიზნებს, ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოების ჩათვლით. როგორ სრულდება ეს ვალდებულება?

2009 წლის დასასრულიდან საქართველოს მთავრობა განი-ხილავს ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის (European Energy Community, EEC) სრულუფლებიანი წევრო ბის სა-კითხს (2007 წელს მას მიენიჭა დამკვირვებლის სტა ტუსი). სრულ უფლებიანი წევრობის შემთხვევაში, საქართველომ უნდა შეასრულოს თანამეგობრობის ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, მათ შორის, კიოტოს პროტოკოლი, IPPC დირექტივა 96/61, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დირექტივა (85/337) და სხვ.

ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპულმა საკონსულტაციო ცენტრმა მოამზადა სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებების შესა-ხებ წინასწარი შეფასება და რეკომენდაციები. კვლევის თანახმად,12 მთელ რიგ საკითხებზე საქართველოს საერთოდ არ გააჩნია კანონმდებლობა. კვლევაში მოყვანილი ფაქტები კი, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ აუცილებელია ენერგეტიკის სამინისტრომ მეტი ყურადღება დაუთმოს ქართული საკანონმდებლო სივრცის ჰარმონიზაციას ევრო-კავშირის დირექტივებთან და მნიშვნელოვნად გაზარდოს თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.

მწვანე ალტერნატივას აზრით, ქვეყანას დღემდე არ გააჩნია ისეთი ენერგოპოლიტიკა, როგორის არსებობასაც მოითხოვს სამოქმედო გეგმა, თუმცა, მწვანე ალტერნატივას მოსაზრებას არ იზიარებს ენერგეტიკის სამინისტრო.

მწვანე ალტერნატივასადმი მოწერილ 2009 წლის 14 სექტემბრის წერილში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარიამ ვალიშვილი აღნიშნავს, რომ “საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ” 2006 წლის პარლამენტის დადგენილებაში საკმაოდ კონკრეტულად და თანმიმდევრულად არის გაწერილი ენერგეტიკული ამოცანები და პრიორიტეტები, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპის ენერგოპოლიტიკის ისეთ ძირითად მიზნებს, როგორიცაა ენერგოუსაფრთოხება, ენერგეტიკული რესურსებისა და მათი ტრანსპორტირების გზების დივერსიფიკაცია, განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისება და ა.შ.“

სხვა საკითხია, რამდენად თანმიმდევრულად ხდება, ჩვენი აზრით, საკმაოდ არასრულყოფილი ენერგოპოლიტიკის დო-კუმენტის განხორციელება.13 მაგალითად, დოკუმენტის თა-ნახმად, უმთავრესი გრძელვადიანი ამოცანაა ”საკუთარი ჰიდრორესურსებით ელექტროენერგიაზე ქვეყანაში არსებუ-ლი მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება”, “ეტაპობრივად, ჯერ იმპორტის, შემდეგ კი - თბოგენერაციის ჩანაცვლებით”. ამ დეკლარაციის ფონზე, 2010 წელს საქართველოს საერთაშორი-სო ენერგეტიკულმა კორპორაციამ გამოაცხადა,

12 იხ. http://geplac.ge/newfiles/Environmental%20Implications%20vs%20ECC_JSarnacki%20May%202010.pdf 13 იხილე ასევე ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები ენერგო-პოლიტიკის დოკუმენტზე: http://www.greenalt.org/webmill/data/file/Preconditions_for_Development_of_Sustainable_Energy_in_Geo_final.pdf

Page 82: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

80

X

რომ ის იწყებს ტყიბულში ქვანახშირზე მომუშავე 300 მგვ თბოელექტროსადგურის მშენებლობას და გეგმავს უახლოეს მომავალში 900 მეგავატი სიმძლავრის ქვანახშირის თბოელექტროსადგურების მშენებლობას. ყურადსაღებია, რომ ასეთი პროექტები იგეგმება იმის და მიუხედავად, რომ გაზის თბოელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრეების ათვისება წყალმცირობის პირობებშიც კი არ ხდება.14

14. საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმა მოითხოვს ევროკავშირის ელექტროენერგიის და გაზის შიდა ბაზრის პრინციპებთან თანდათანობით დაახლოებას; როგორ სრულდება ეს ვალდებულება?

X

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიაჩნია, რომ სექტორში გატარებული დერეგულაციის მექანიზმები საკმარისია თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ბაზრისა და ტარიფების სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ამასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ დღეს საქარ-თველოში ელექტროგენერაცია და ელექტროენერგიის დის-ტრიბუცია კვლავ ერთი და იგივე კომპანიების ხელშია, რაც ნამდვილად ვერ ჩაითვლება ევროკავშირის შიდა ბა ზ რის პრინ ციპთან შესაბამისობად.

ზოგადი შეფასება

საერთო შეფასება: 0 დან 42-მდე (3 X კითხვების რაოდენობაზე) 6

საერთო ქულა = მიღწევად მაქსიმალურ ქულასთან პროცენტული თანაფარდობა

14%

ფონური ინფორმაცია ენერგეტიკაზე(შემდეგი შეფასებებისთვის, ენერგოეფექტურობის გეგმების შედეგების შესაფასებლად)

კითხვა განმარტება

როგორია ენერგიის წილი, რომელიც ეფუძნება განახლებად ენერგიას? დაყავით ტექნოლოგიებისა და სექტორების შესაბამისად (რათა თავიდან იქნეს აცილებული დიდი კაშხლების მიერ ციფრების დამახინჯება.) ეროვნულ სტატისტიკაზე ან www.iea.org -ის მონაცემებზე დაყრდნობით: ჰიდრო, გეოთერმული, მზის და სხვა, როგორც TPES-თან პროცენტული თანაფარდობა.

ტენდენციის ანალიზი: განახლებადის პროცენტული ზრდა ფონურ სიტუაციასთან შედარებით.

წყარო: www.eia.org2009 წელი TPES = 2988 KTOE

1958 ანუ 65% TPES იმპორტირებული (ნავთობი და მისი პროდუქტები, გაზი) ჰიდროს წილი - 616 Ktoe, განახლებადი (ეგოთერმული, მზის და სხვა) - 14 ktoe, შეშა - 378 ktoe, გაზი - 1083 ktoe.

წინა წლის მონაცემებთან შედარებით, შეიმჩნევა უმნიშვნელო ზრდა განახლებადის (10 Ktoe-დან 14 Ktoe-მდე) და ჰიდრო-ს წილში (457-დან 616-მდე) და შემცირება შეშისა (645-დან 378-მდე) და გაზის წილში (1380-დან 1083-მდე).

14 იხ. „2009-2010 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 27 აგვისტოს N60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის N 8 ბრძანება

mizani 15

Page 83: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

81

mizani 15

როგორია ენერგოინტენსივობის ეროვნული მაჩვენებელი? ენერგომოხმარების სპეციფიური მაჩვენებელი? ეროვნული სტატისტიკის დეპარტამენტიდან ან www.iea.org-ის მონაცემებზე დაყრდნობით:TPES/ მოსახლეობა, TPES/ერთ სულ მოსახლეზე და TPES/მშპ (PPP)

გარდა ამისა, როგორია ნახშირბადის ინტენსივობის ეროვნული მაჩვენებელი (იგივე წყაროებზე დაყრდნობით): CO2/ქვეყანა; CO2/ერთ სულ მოსახლეზე და CO2/მშპ (PPP)

წყარო: www.eia.gov

ეროვნული ენერგოინტენსივობა, ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, არის 8.154 Btu 2005 აშშ დოლარზე, 2009 წლის მონაცემებით.

წყარო: www.iea.org2005 წელიTPES /მოსახლეობა – 0.75TPES/მშპ (toe/thousand 2000 USD) - 0.70TPES/მშპ/(PPP) - 0.23C02/TPES - 1.38C02/მოსახლეობა - 1.04C02/ მშპ (PPP) - 0.31

წყარო: www.iea.org 2008 წელიTPES/მოსახლეობა – 0.68TPES/მშპ – 0.55TPES/მშპ(PPP)- 0.18C02/TPS - 1.58C02/მოსახლეობა- 1.08C02/GDP – 0.86C02/GDP (PPP)- 0.28

როგორ შეესაბამება ეროვნული ენერგო/კარბონ ინტენსივობა რეგიონის მსგავს ქვეყნებს? მაღალია, თუ დაბალი?

გარდა ამისა, ტენდენციის ანალიზი:ზრდა/ვარდნა (%) ზემოთ აღნიშნული მონაცემების ფონურ სიტუაციასთან შედარებით?

ძალზე ძნელია ტენდენციის ანალიზი, ვინაიდან თითქმის არ არის რამე-ნაირი ცვლილება ინტესივობაში, ან ცვლილება ძალზე მცირეა. ნახშირბადის დიოქსიდის ემისია (მილიონი მეტრი ტონა): 2003 წ. – 3.8, 2004 წ. – 4.1, 2005 წ. – 4.7, 2008 წ. – 4.7. წყარო: www.iea.org

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედა-რებით, ნაკლები აქვს ნახშირბადის ინტენსივობა, ვინაიდან ჰიდროს წილი მოხმარებულ ენერგიაში 53%-ია.

2008 წელს ნახშირბადის დიოქსიდის ემისია (მილიონი მეტრი ტონა): აზერბაიჯანი - 29.2, სომხეთი – 5.26, რუსეთი - 1593.83, თურქეთი –263.53.

Page 84: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

82

mizani 15

Page 85: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis

asociacia mwvane alternativa

misamarTi: faliaSvilis 27/29 II sarTuli, Tbilisi, saqarTvelotel.: +995 32 29 27 73 faqsi: + 995 32 22 38 74

www.greenalt.org

Page 86: evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos ... · „evropis samezoblo politikis evrokavSiri-saqarTvelos samoqmedo gegmis gare-mos dacvisa da mdgradi ganviTarebis nawilis