saqartvelos dedoflebi

21
სსსსსსსსსსს სსსსსსსსს

Upload: maia-esartia

Post on 17-Jan-2017

266 views

Category:

Education


2 download

TRANSCRIPT

Page 1: Saqartvelos dedoflebi

საქართველოს

დედოფლები

Page 2: Saqartvelos dedoflebi

ნანა დედოფალი (დაახლოებით დ. 285 — გ. 335, მცხეთა) — ქართლის (იბერია) დედოფალი, მეფე მირიან III-ის მეუღლე.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენება ძვ. სტილით 1 ოქტომბერს, ახ. სტილით 14 ოქტომბერს (მეფე მირიანთან ერთად).

ქართული საისტორიო ტრადიცია გვამცნობს, რომ ნანამ სამეფო ოჯახიდან პირველმა აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება მას შემდეგ, რაც წმინდა ნინომ იგი უკურნებელი სენისგან განკურნა. ეს მომხდარა ნინოს ქართლში მოსვლიდან მეექვსე წელს (322 წ.).[3]

ნანა დედოფალი იმყოფებოდა ბოდბეში და შესწრებია წმინდა ნინოს გარდაცვალებას (დაახლოებით 332 წ.). მირიან მეფის ანდერძის თანახმად, ნანას ქართლის განმანათლებლის საფლავზე ზრუნვა დაევალა: „ხოლო შენ, ნანა, უკუეთუ გეცეს მოცალებაჲ ცხორებისაჲ შემდგომად ჩემსა, განყავ სამეუფოჲ ჩემი ორად და მიიღე სამარხვოსა წმიდისა ნინოჲსსა ჟამთა შეცვალებისათჳს, რაჲთა არა შეირყიოს უკუნისამდე ადგილი იგი, რამეთუ არა მეფეთა საჯდომი არს, მწირ არს ადგილი იგი“.[4]

ნანა დადოფლის განკურნების სასწაულს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მეფესა და ხალხზე და წყაროთა ცნობით, სხვა სასწაულებთან ერთად ხელი შეუწყვია მთელი ქართლის გაქრისტიანებისათვის.

Page 3: Saqartvelos dedoflebi

ნანა დედოფალი გარდაიცვალა მირიან მეფის გარდაცვალებიდან მეორე წელს (დაახლოებით 334 წ.), დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძარში („და წარვიდა მირეან მეფჱ და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს ზემოსა ეკლესიასა ქვითა. და განიშორეს მეოთხესა წელსა. და მოკუდა მირეან მეფჱ და დაეფლა საშუვალსა სუეტსა სამხრითსა ჩრდილოჲთ კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი სუეტისა მის ცხოველისაჲ. და მეორესა წელსა მოკუდა ცოლი მისი ნანა და დაეფლა დასავალით კერძო მას-ვე სუეტსა, სადა მირეან მეფჱ დამარხულ იყო“[5]).

ნანა დედოფლის და მირიან მეფის საფლავები სამთავროს მონასტერში.

Page 4: Saqartvelos dedoflebi

საგდუხტი — V ს. ქართლის (იბერიის) დედოფალი, მირდატ მეფის მეუღლე და ვახტანგ გორგასალის დედა.

ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისას“ მიხედვით, საგდუხტი  ირანელი მმართველის ბარზაბოდის ასული იყო. მშვიდობისა და მეგობრობის ნიშნად იგი ქართლის ტახტის მემკვიდრე მირდატს მიათხოვეს. საგდუხტი ქრისტიანი გახდა და სამეფოში სარწმუნოების განმტკიცებისათვის იბრძოდა; ააშენა სამშვილდის სიონი. მირდატს და საგდუხტს სამი შვილი ჰყავდათ: ორი ასული — ხვარანძე და მირანდუხტი და ვაჟი სახელად ვარანგ–ხვასროთანგ ანუ ვახტანგი. მირდატ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგის მცირეწლოვანების ჟამს, სამეფოს საგდუხტი განაგებდა მამამისის ბარზაბოდის მფარველობით.

საგდუხტი (იგივე საჰადუხტი) შედგენილი ანთროპონიმია, წარმოქმნილი ძველი აღთქმისეული ისააკისა (სპარს. საჰაკი) და ძველ-სპარსული სიტყვისგან „დუხტ“ — „ქალიშვილი“. ქართულ წყაროებში ცნობილია ამ სახელის წმინდანიც.[2]

Page 5: Saqartvelos dedoflebi

გურანდუხტი — X საუკუნის I ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე გიორგი II აფხაზთა მეფის (922-957) ასული, გურგენ მეფეთა მეფის (994-1008) მეუღლე, ბაგრატ III-ის (975-1014) დედა. 975 საქართველოს გაერთიანების მოწინააღმდეგე დიდებული აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის სამეფოს, გურანდუხტი ქმარშვილიანად შეიპყრეს და კახეთში წაიყვანეს. ამის საპასუხოდ ბაგრატ III-ის მამობილი დავით III დიდი კურაპალატი ქართლში შეიჭრა, კახეთის ლაშქარი განდევნა და გურანდუხტი და სხვა ტყვეები გაათავისუფლა. 70-იანი წლების ბოლოსა და 80 წლრბის დასაწყისში, ბაგრატ III-ის დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს, გურანდუხტი განაგებდა ქართლს, რომლის პოლიტიკური ცენტრი უფლისციხე იყო.

Page 6: Saqartvelos dedoflebi

მართა (X - XI სს.) — აფხაზეთის, შემდგომში კი საქართველოს დედოფალი. ბაგრატ III-ის მეუღლე, გიორგი I-სა და ბასილის დედა. ქართულ ისტორიოგრაფიაში მართა დედოფლის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. იხსენიება ბრეთის საწინამძღვრო ჯვრის ასომთავრულ წარწერაში: „(ქრისტე დაამყარე) და ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე, ძეი მეფეთა მეფისა გურგენისა. ქრისტე შეიწყალე მართა დედოფალი“.

Page 8: Saqartvelos dedoflebi

ელენე არგიროსი   ან არგიროპაულაინა ( .ბერძნ  Ἑλένη Ἀργυρή / Ἀργυροπούλαινα; . დ დაახლ. 1018 - . გ დაახლ. 1033) — ბიზანტიელი  , დიდგვაროვანი ქალი საქართველოს  , დედოფალი IV-ბაგრატ ის  .  მეუღლე ბიძამისმა ბიზანტიის იმპერატორმა III-რომანოზ მა   გაათხოვა საქართველოს ახალგაზრდა მეფეზე 1032  . წელს ელენე

გარდაიცვალა ერთ წელიწადში[2].  ელენე იყო მაგისტროს  ბასილ არგიროსის  .ასული  ელენემ და ბაგრატმა ჯვარი დაიწერეს ბანაში 1032  , წელს იქვე

სადაც მოხდა ბაგრატის კორონაცია[1].  მატიანე ქართლისაი:გვაცნობს ქართული ისტორიოგრაფიის მიხედვით ელენემ საქართველოში ჩამოიტანა „იესოს  - , ერთ ერთი წმინდა ლურსმანი ოკონას ხატი და

“. სხვა ძვირფასუელობა საქართველოში მას გამოჰყვა არაერთი .   ბიზანტიელი მხატვარი ელენემ აგრეთვე შესწირა დიდი სიმდიდრე

გორდის  .მონასტერს . ელენე მალევე გარდაიცვალა ბაგრატმა ცოლად ოსთა მეფის ასული ბორენა  .შეირთო

Page 9: Saqartvelos dedoflebi

ელენე — საქართველოს მეფის გიორგი II-ის მეუღლე, დავით IV აღმაშენებლის დედა.გიორგი II-ის მეუღლის შესახებ წყაროებიდან თითქმის არაფერია ცნობილი. ელენე, დავითის დედა, მოხსენიებულია მხოლოდ წყაროსთავის მათეს სახარების მინაწერში, რომლის ავტორია ეგნატი ხუცესმონაზონი: „სადიდებელად და სალოცველად ღვთივგჳრგჳნოსანთა მეფეთა ჩ~ნთა: სულითა განათლებულისა კურთხეულისა დედოფლისა მარიამისა, და ძმისა მათისა გიორგი მეფეთ მეფისა და კესაროსისა და ძისა მათისა დავით მეფისა და სევასტოსისა და სანატრელისა დედისა მათისა ელენე დედოფლისა." მინაწერში, რომელიც თ. ჟორდანიას აზრით, 1089-1091 წლებისაა, ელენე უკვე გარდაცვლილი ჩანს.შესაძლოა ელენეზე იყოს საუბარი უფლის საფლავის ტაძრის კანტორისა და პრესბიტერის ანსელის მიერ პარიზის ეპისკოპოს გალონისა და არქიდიაკონ სტეფანესადმი გაგაზავნილ წერილში, რომელიც ლათინურ ენაზეა შედგენილი და მკვლევარები 1120 წლით ათარიღებენ.

Page 10: Saqartvelos dedoflebi

წერილი იხსენიებს ქართველ დედოფალს, რომელიც მეუღლის გარდაცვალებისა და მისი ვაჟის გამეფების შემდეგ იერუსალიმში მონაზვნად შემდგარა, თან ძელიცხოველის ნაწილებიანი ჯვარი ჩაუტანია და იერუსალიმის ლათინთა პატრიარქის გიბელინის პატრონაჟით მონასტერი დაუარსებია. ანსელი დედოფლის გარდაცვლილ მეუღლედ ქართველთა მეფე დავითს ასახელებს, თუმცა 1120 წელს დავითი ცოცხალი იყო და შესაძლოა ავტორი აქ დავითის მამას, გიორგის, გულისხმობდეს.[2] სხვა მოსაზრებით, ანსელის მიერ მოხსენიებული დედოფალი დავით აღმაშენებლის პირველი ან მეორე მეუღლეა.[3]

Page 11: Saqartvelos dedoflebi

ბურდუხანი, ბორდოხანი, საქართველოს მეფის გიორგი III-ის მეუღლე, თამარ მეფისა და რუსუდანის დედა, ოსთა მეფის ხუდდანის ასული. გიორგისა და ბურდუხანის ქორწინება (1150-იანი წლები) მიზნად ისახავდა ჩრდილოეთის ძლიერ მეზობლებთან კავშირის განმტკიცებას. ბურდუხანი გარდაიცვალა 1180-იანი წლების დასაწყისში.

Page 12: Saqartvelos dedoflebi

ალდე დედოფალი, გიორგი I-ის მეორე ცოლი, ოსთა მეფის ასული. ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილთან - დემეტრე უფლისწულთან ერთად ცხოვრობდა ანაკოფიის ციხეში. 1032 წელს, ბაგრატ IV-თან შინადინასტიური ბრძოლების დროს, მან და დემეტრემ ანაკოფია ბერძნებს გადასცეს. დემეტრე უფლისწულის გარდაცვალების შემდეგ ალდე დედოფალი შვილიშვილთან (დემეტრეს შვილთან) ერთად ოსეთში დასახლდა.

Page 13: Saqartvelos dedoflebi

გურანდუხტი — დავით IV აღმაშენებლის მეუღლე, ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული. დავით აღმაშენებლის მოყვრობამ ათრაქა შარაღანი ძესთან ხელი შეუწყო ყივჩაყებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და გარკვეული როლი შეასრულა საქართველოში მათ ჩამოსახლებაში

Page 14: Saqartvelos dedoflebi

გვანცა დედოფალი (გ. დაახლოებით 1262) — საქართველოს დედოფალი, ჯერ ავაგ ათაბაგის, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ (1250 წ.) დავით VII ულუს მეუღლე, რაჭის ერისთავის - კახაბერის ასული. მონღოლთა წინააღმდეგ დავით ულუს აჯანყების გამო გვანცა დედოფალი და მისი მცირეწლოვანი შვილი დემეტრე (შემდეგში დემეტრე II თავდადებული) მონღოლებმა შეიპყრეს. ჰულაგუ-ყაენმა დედოფალი სიკვდილით დასაჯა.

Page 15: Saqartvelos dedoflebi

ჯიგდა-ხათუნი, საქართველოს დედოფალი, დავით VII ულუს პირველი მეუღლე (გ. XIII საუკუნის 50-იანი წლების დამდეგს). მონღოლი ქალი, რომელიც დავითს მონღოლთა დიდი ყაენის კარზე ყოფნის დროს უნდა შეერთო დაახლოებით 1247, როდესაც დავითი ბათო-ყაენის ურდოში გაემგზავრა, საქართველოს გამგებლობა ჯიგდა-ხათუნსა და მესტუმრე ჯიქურს ჩააბარა.

Page 16: Saqartvelos dedoflebi

ქეთევან დედოფალი, ასევე ქეთევან წამებული (გ.ძვ. სტ. 13 სექტემბერი/26 სექტემბერი, 1624) — კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული. 1605, როდესაც დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე. 

Page 17: Saqartvelos dedoflebi

ქეთევანის წამების თარიღია 1624 წლის 12 სექტემბერი. როდესაც ჯალათები სახლში მოადგნენ თავიდან ქეთევანს მოუთხოვია დრო რათა თავის სამლოცველოში ელოცა. ამის შემდეგ ის გაიყვანეს მოედანზე, გააშიშვლეს და იქვე ცეცხლში გახურებული შანთებით აწამეს. როდესაც იგი დაეცა, იგი შვილდის საბელით დაახრჩვეს.

1606 შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 კი შირაზს გაგზავნეს.

Page 18: Saqartvelos dedoflebi

ქართველი მემატიანე ბერი ეგნატაშვილი თავის „ახალ ქართლის ცხოვრებაში“ წერს: „ხოლო მუნ დაესწრნენ ფრანგნი (იმ დროინდელ საქართველოში „ფრანგი“ ზოგადად კათოლიკეს აღნიშნავდა) და აიღეს წმინდანი ნაწილნი წმიდისა ქეთევანისნი ფრანგთა და წარიღეს თვისთათანა“ ქართველი მემატიანე აქ სწორედ პორტუგალიელ მისიონერებს გულისხმობს.

პატრმა ამბროზიომ და მისმა მეგობრებმა რამდენიმე დღეში მართლაც ამოთხარეს ქეთევანის საფლავი და მოიპოვეს წმინდანის ნეშტი. მაგრამ მისი ჩატანა საქართველოში მხოლოდ 1628 წლის ივნისის დამდეგს მოხერხდა. ანუ თითქმის სამი წლის შემდეგ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ასევე გაგზავნილ იქნა ასევე ინდოეთში (გოას დე-გრასის მონასტერში), ვატიკანში (წმინდა პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში). საქართველოში პატრმა ამბროზიომ მეფე თეიმურაზს პირადად გადასცა ქეთევანის წმინდა ნაწილები, რომელიც ალავერდის საკათედრო ტაძარში იქნა დაკრძალული.

Page 19: Saqartvelos dedoflebi

ნათია ამირეჯიბი – საქართველოს დედოფალი. საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის ცოლი და ალექსანდრე I დიდის დედა. ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, დიპლომატის, ქართლის მსხვილი ფეოდალის ქუცნა ამირეჯიბის შვილი. მისი ფრესკა გამოსახულია ნაბახტევის ეკლესიის კედელზე.[1] ამჟამად აღნიშნული მოხატულობის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

Page 20: Saqartvelos dedoflebi

ნესტან-დარეჯანი — ქართლ-კახეთის დედოფალი, ლუარსაბ I-ის დედა. 1554 წელს, თამაზ I-ის საქართველოში ლაშქრობის დროს, ტყვედ იგდეს სპარსელებმა და სხვა 30 ათას ტყვესთან ერთად სპარსეთში გაგზავნეს. დედოფალმა ტყვეობას სიკვდილი ამჯობინა და გზაში თავი მოიკლა.

Page 21: Saqartvelos dedoflebi

დარეჯანი (დ. 20 ივლისი, 1734 — გ. 8 ნოემბერი, 1807), ქართლ-კახეთის დედოფალი, მეფე ერეკლე II-ს მესამე ცოლი (1750-დან); სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის ძმის, კაციას ასული.დარეჯანი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ სამეფო ტაზტზე თავისი შვილები დაემკვიდრებინა. ამ მიზნით ერეკლე II-ს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კანონიც კი მიაღებინა, რომლის ძალითაც გიორგის (ერეკლეს უფროსი ვაჟი მეორე ცოლისაგან) შემდეგ მეფობა მის უფროს ვაჟზე კი არა, ძმაზე — დარეჯანის შვილ იულონზე უნდა გადასულიყო (ეს წესი შემდეგ გიორგი XII-მ გააუქმა). ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1803 დარეჯანი ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთში (სანქტ-პეტერბურგი) გადაასახლეს. გარდაიცვალა იქვე. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.